ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

აეროლეტი

AEROLET

ურეცეპტოდ100მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

აეროლეტი გამოიყენება ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Ivy (Hedera helix) leaves dry extract)
ფორმა და შეფუთვა
100მლ სიროფი საზომი ჭიქით ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ამოსახველებელი საშუალებები
ATC კოდი
R05CA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-046056
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2026, მოქმედებს 30 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააეროლეტი და სხვა წამალი ერთად

აეროლეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აეროლეტი გამოიყენება ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა.

სიმპტომების დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების ან ქოშინის, ცხელების გამოვლინების, ჩირქიანი ან სისხლიანი ნახველის გამოყოფის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

6 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიროფის 2,5 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში (ეკვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტისა დღე-ღამეში).

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 5 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში (ეკვივალენტურია 70 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტისა დღე-ღამეში).

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: სიროფის 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში (რაც ეკვივალენტურია 105 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტისა დღე-ღამეში).

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. სიროფის დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული.

სიროფი უნდა მიიღოთ დილით, (შუადღეს) და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სურათის ტიპსა და სიმძიმეზე; როგორც წესი, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმცირეს 1 კვირისა. თუ სიმპტომები 1 კვირაზე მეტხანს ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

აეროლეტის სიროფის გამოყენება წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობით, ვინაიდან უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით წლამდე ასაკის ბავშვებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დიარეისა და ღებინების გამოვლინების შემთხვევებს. ასევე გასათვალისწინებელია „არასასურველი რეაქციების“ ნაწილში მოცემული ინფორმაცია.

დამხმარე ნივთიერებები

აეროლეტის 5 მლ შეიცავს 2,75 გ არაკრისტალიზებად თხევად სორბიტოლს. ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედებები არ არის შესწავლილი. შეტყობინებები ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება, ვინაიდან საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სუროს შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, კვინკეს შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. სიხშირე უცნობია. მგრძნობიარე პირებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთი ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, და ასევე საფაღარათო ეფექტი, რომელიც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სორბიტოლით. სიხშირე უცნობია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამოსო დოზას. მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით (რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას სამზე მეტჯერ აღემატება) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

სიროფის 100 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Hedera helix L.) (4-8 : 1) 0,7 გ. ექსტრაგენტი: ეთანოლი 24-30% (მ/მ).

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, თხევადი არაკრისტალიზებადი სორბიტოლი, ქსანთანის გუმფისი, არომატიზატორი „ალუბალი“, მალტოდექსტრინი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა

სიროფი.

აღწერა: მუქი ყავისფერი სიროფი ალუბლის არომატით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ რესპირატორულ სისტემაზე. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დროს. ამოსახველებელი საშუალებები. ათქ კოდი: R05CA12.

კლინიკურ კვლევებში გამოვლენილია სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის შემცველი პრეპარატის ბრონქოლიზური მოქმედების ნიშნები. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგენილია სპაზმოლიზური მოქმედება.

ამოსახველებელი ეფექტი სავარაუდოდ დაკავშირებულია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასთან, რომლის დროსაც რეფლექტორულად სტიმულირდება ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეტორული ჯირკვლები პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სენსორული ბოჭკოების მეშვეობით. In vitro პირობებში, იმუნოჰისტოქიმიური და ბიოფიზიკური მეთოდების გამოყენებით, დემონსტრირებულ იქნა α-ჰედერინის მიერ ადამიანის II ტიპის ალვეოლურ ეპითელურ უჯრედებში β2-რეცეპტორების ინტერნალიზაციის ინჰიბირება ძლიერი სტიმულაციის პირობებშიც კი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატის აბსორბციის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი დამზადების თარიღიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

აეროლეტი

სამკურნალო საშუალების დასახელება

აეროლეტი, Aerolet

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

-

შემადგენლობა

სიროფის 100 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Hedera helix L.) (4-8 : 1) 0,7 გ. ექსტრაგენტი: ეთანოლი 24-30% (მ/მ).

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, თხევადი არაკრისტალიზებადი სორბიტოლი, ქსანთანის გუმფისი, არომატიზატორი „ალუბალი“, მალტოდექსტრინი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა

სიროფი.

აღწერა: მუქი ყავისფერი სიროფი ალუბლის არომატით.

გამოყენების ჩვენებები

აეროლეტი გამოიყენება ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა.

სიმპტომების დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების ან ქოშინის, ცხელების გამოვლინების, ჩირქიანი ან სისხლიანი ნახველის გამოყოფის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი და დოზირება

6 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიროფის 2,5 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში (ეკვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტისა დღე-ღამეში).

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 5 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში (ეკვივალენტურია 70 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტისა დღე-ღამეში).

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: სიროფის 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში (რაც ეკვივალენტურია 105 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტისა დღე-ღამეში).

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. სიროფის დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული.

სიროფი უნდა მიიღოთ დილით, (შუადღეს) და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სურათის ტიპსა და სიმძიმეზე; როგორც წესი, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმცირეს 1 კვირისა. თუ სიმპტომები 1 კვირაზე მეტხანს ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

აეროლეტის სიროფის გამოყენება წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობით, ვინაიდან უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით წლამდე ასაკის ბავშვებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დიარეისა და ღებინების გამოვლინების შემთხვევებს. ასევე გასათვალისწინებელია „არასასურველი რეაქციების“ ნაწილში მოცემული ინფორმაცია.

დამხმარე ნივთიერებები

აეროლეტის 5 მლ შეიცავს 2,75 გ არაკრისტალიზებად თხევად სორბიტოლს. ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედებები არ არის შესწავლილი. შეტყობინებები ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება, ვინაიდან საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სუროს შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, კვინკეს შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. სიხშირე უცნობია. მგრძნობიარე პირებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთი ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, და ასევე საფაღარათო ეფექტი, რომელიც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სორბიტოლით. სიხშირე უცნობია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამოსო დოზას. მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით (რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას სამზე მეტჯერ აღემატება) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ რესპირატორულ სისტემაზე. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დროს. ამოსახველებელი საშუალებები. ათქ კოდი: R05CA12.

კლინიკურ კვლევებში გამოვლენილია სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის შემცველი პრეპარატის ბრონქოლიზური მოქმედების ნიშნები. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგენილია სპაზმოლიზური მოქმედება.

ამოსახველებელი ეფექტი სავარაუდოდ დაკავშირებულია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასთან, რომლის დროსაც რეფლექტორულად სტიმულირდება ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეტორული ჯირკვლები პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სენსორული ბოჭკოების მეშვეობით. In vitro პირობებში, იმუნოჰისტოქიმიური და ბიოფიზიკური მეთოდების გამოყენებით, დემონსტრირებულ იქნა α-ჰედერინის მიერ ადამიანის II ტიპის ალვეოლურ ეპითელურ უჯრედებში β2-რეცეპტორების ინტერნალიზაციის ინჰიბირება ძლიერი სტიმულაციის პირობებშიც კი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატის აბსორბციის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი დამზადების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 90 დღის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

სიროფის 100 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკოი/ ტეკირდაგ)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა