131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები
131I-Nátrium-jodid ThyroTop 38-7400 MBq kemény kapszula
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები არის რადიოაქტიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერთირეოზის დროს ჰიპერფუნქციის სამკურნალოდ, რომელიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ზომას, ასევე გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იოდიდი (iodide)
- ფორმა და შეფუთვა
- 5550,00 (MBq) მეგაბეკერელი აქტივობის პერორალური მყარი კაფსულა №1
- მწარმოებელი
- Izotóp Intézet Kft., უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რადიოფარმაცევტული თერაპიული საშუალებები, იოდის (131I) ნაერთები
- ATC კოდი
- V10XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022075
- რეგისტრირებულია
- 12 აპრილი 2017, მოქმედებს 12 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები არის რადიოაქტიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერთირეოზის დროს ჰიპერფუნქციის სამკურნალოდ, რომელიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ზომას, ასევე გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას დროს. მოცემული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ბირთვული მედიცინის განყოფილებაში.
თვითონ კაფსულა არის უფერო და შეიცავს თეთრი ფერის ფხვნილს. კაფსულის პერორალური მიღების შემდეგ, 131I-ნატრიუმის-იოდიდი გადადის სისხლის მიმოქცევაში და აღწევს ფარისებრ ჯირკვალს, სანერწყვე ჯირკვლებს, პლაცენტას, კუჭის ლორწოვან გარსს და სისხლძარღვოვან წნულს (და რძეში ლაქტაციის შემთხვევაში).
ვიდრე გამოიყენებთ თიროტოპს
მიღების წესი და დოზირება
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპის კაფსულების გამოყენება უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ მკურნალობის აუცილებლობა და მნიშვნელობა აჭარბებს რადიაციის ექსპოზიციასთან დაკავშირებულ რისკს.
დოზირება
ა) ჰიპერთირეოზის მკურნალობა
131I -ს მიღებული რადიოაქტივობა MBq/მლ ქსოვილში:
გრეივსის დაავადების და დისემინირებული ავტონომიის დროს: 15MBq/მლ
UFA, უნიფოკალური ავტონომია
MFA, მულტიფოკალური ავტონომია: 20MBq/მლ
ემპირიულად დაფიქსირებულის მიხედვით - მოცულობისგან დამოუკიდებლად, მოცულობაზე დამოკიდებულად, პერსონალიზირებული - 131I -ს რადიოაქტივობის რაოდენობა შთანთქმის გაზომვის გარეშე ფარისებრ ჯირკვალში.
ბ)ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას მკურნალობა. კაფსულების მიღება შემდეგი აქტივობებითაა რეკომენდებული:
აბლაცია ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ: 1.8 – 3.7 GBq/პაციენტი
ადგილობრივი რეციდივის და მეტასტაზის მკურანლობამდე 370 MBq 131I მიიღება. 48-72 საათის შემდეგ მთლიანი სხეულის გამოსახულების მიღებიდან. მკურნალობისთვის გამოიყენეთ 3.7 – 7.4 GBq 131I აქტივობა მეტასტაზების რიცხვის და ზომის მიხედვით.
მიღების მეთოდი
აქტივობის საჭირო რაოდენობა მიიღება შიგნით ერთი ან ორი კაფსულით. კაფსულის გადაყლაპვისას შეიძლება წყლის მიყოლება.
შემოწმების მეთოდი
მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს გამა სკანერის გამოსახულებით მიღებიდან 1- 48 საათში. ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრამას მოსამზადებლად გამოიყენება წინხედი, მაგრამ მარჯვენა და მარცხენა წინა ირიბი ვიზუალიზაცია (LAO, RAO) ასევე სასარგებლოა.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნატრიუმის (131I) იოდიდის ან თიროტოპის სხვა ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში
18 წლამდე ასაკი
თუ არ თანხმდებით ბირთვული მედიცინით შემოწმებას
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა პრეპარატები, მათ შორის არარეცეპტურული.
ფარისებრი ჯირკვლის მიერ შენელებული რადიოაქტიური იოდის შთანთქმა პრობლემაა ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიის შემთხვევაში და ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური თერაპიის შემთხვევაში. ამიტომ დაუშვებელია ინაქტიური იოდის მიღება:
მეთოთირინით, ტრიიოდთირონინით და თიროქსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს 4-7 დღით, 2 კვირით და 1 თვით ადრე, შესაბამისად რადიოაქტიური იოდის მიღებამდე. სტეროიდების და სალიცილატების მიღება უნდა შეწყდეს 1 კვირით ადრე რადიოაქტიური იოდის მიღებამდე. რადიოაქტიური იოდის კლირენსი ფარისებრი ჯირკვლიდან შეიძლება შეყოვნდეს ლითიუმის კარბონატის ან კოლქიცინის მიღებით.
თიროტოპის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მყარი კაფსულის გადაყლაპვა შესაძლებელია წყლის მიყოლებით.
სიფრთხილის ზომები
რადიოპრეპარატების მიღება და გამოყენება უნდა მოხდეს უფლებამოსილი პირების მიერ მისთვის განკუთვნილ კლინიკურ გარემოში. რადიოპრეპარატების მიღება, გამოყენება, გადატანა და განადგურება ექვემდებარება რეგულაციებს და კომპეტენტური ოგანოების მხრიდან სათანადო ლიცენზირებას.
რადიოპრეპარატებთან მოპყრობის მეთოდი უნდა აკმაყოფილებდეს დასხივების უსაფრთხოების და პრეპარატის ხარისხის მოთხოვნების კრიტერიუმებს.
უმეტესობა პაციენტებში მოცემული პრეპარატები იწვევენ მაღალ დასხივებას (იხ. ნაწილები 4.8 და 11). თითოეული პაციენტისთვის, მაიონიზებელი რადიაციის ექპოზიცია უნდა გამართლებული იყოს მოსალოდნელი სარგებლის საფუძველზე.
მიღებული აქტივობის არჩევა უნდა მოხდეს განზრახული თერაპიული შედეგის უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული დასხივების დოზა იმდენად დაბალია, რამდენადაც გონივრულად მისაღწევია.
რადიოიოდის მაღალი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოზე მნიშვნელოვანი მავნებლობა, რაც უკავშირდება პაციენტის ოჯახის წევრებს ან ზოგადად საზოგადოებას, მიღებული აქტივობის მიხედვით. უნდა ჩატარდეს სიფრთხილის შესაბამისი ზომები პაციენტის მიერ აქტივობის ელიმინაციის გათვალისწინებით, იმისათვის რომ არ მოხდეს რაიმე სახის კონტამინაცია.
ბავშვებსა და მოზარდებში ფარისებრი ჯირკვლის ბენინგის დისფუნქციის ნატრიუმის (131I) იოდიდის თერაპია უნდა ჩატარდეს გამართლებულ გამონაკლის შემთხვევებში/ პედიატრიული ქსოვილის დიდი მგრძნობელობა და მოცემული ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატება ასევე გასათვალისწინებელია. რადიოაქტიური თერაპიის რისკების შეფასება უნდა მოხდეს სხვა პოტენციური თერაპიების რისკების წინააღმდეგ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ რადიოთერაპიას ბავშვობაში ყოველწლიურად უნდა გაიარონ შემოწმება ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო ცვლილების გამო.
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობაში შეინიშნებოდა შარდის ბუშტის კიბოს მაღალი ინტენსივობა პაციენტების ერთ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ 131I-ს 3700 MBq -ზე დიდ დოზებს. სხვა კვლევაში შეინიშნებოდა ლეიკემიის მცირე ექსცესი პაციენტებში მაღალი დოზების მიღებისას. კუმულაციური საერთო აქტივობაა >26000 MNq , ამიტომ არ არის რეკომენდებული.
თიროტოპის მყარი კაფსულების თერაპიული მიღებისას პაციენტებში თირკმლის მნიშვნელოვაბი უკმარისობით, აქტივობის კორექცია აუცილებელია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
საჭიროა დოზების კორექცია აუცილებლობის შემთხვევში.
პაციენტებში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საეჭვო დაავადებისას, დიდი სიფრთხილეა საჭირო თიროტოპის მყარი კაფსულების გამოყენებისას. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი სითხის მიყოლებით, კუჭში და ზედა მცირე ნაწლავში სუფთად გადასასვლელად. H2 ანტაგონისტების ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენება რეკომენდებულია. იმისათვის რომ შარდის ბუშტზე მოხდეს რაც შეიძლება მცირე რადიაციული ექსპოზიცია, პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და დაცალოს შარდის ბუშტი ხშირად. პაციენტებში შარდის ბუშტის პრობლემებით, უნდა მოხდეს კათეტერიზაცია მაღალი თერაპიული აქტივობის გამოყენების შემდეგ.
სიალადენიტის თავიდან ასაცილებლად, რამაც შიეძლება გაართულოს მაღალი დოზის რადიოიოდის მიღება, პაციენტებმა უნდა მიიღონ ტკბილი საკვები ან ლიმონმჟავას შემცველი სასმელი, რაც გააძლიერებს ნერწყვის გამოყოფას.
მკურნალობის წინ
ჭარბი იოდის მიღება დაუშვებელია (იხ. ნაწილი 4.5). პაციენტის იოდის ისტორიის გამოკვლევა საჭიროა. თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს შარდში იოდის განსაზღვრა.
რადიოიოდის მაქსიმალური შთანთქმა და ფარისებრ ჯირკვალში ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდის განსაზღვრა შეიძლება რადიოიოდის ტესტით. რეკომენდებულია თერაპიამდე მცირე იოდის შემცველი დიეტის დაცვა; 3-10 დღით ადრე თიროტოპის გამოყენებამდე პაციენტი უნდა გადავიდეს დაბალი იოდის შემცველ დიეტაზე, რაც გაამარტივებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილებში შთანთქმას.
ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლების თერაპია უნდა შეწყდეს რადიოიდის მიღებამდე ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას დროს შთანთქმის ადექვატურად უზრუნველსაყოფად. ტრიიოდოთირონინისთვის რეკომენდებულია 10 დღე და თიროქსინისთვის 6 კვირა. მათი ხელახლა მიღება შესაძლებელია მკურანლობიდან 2 კვირაში. თირეოსტატური საშუალებების მიღება უნდა შეწყდეს ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე 5 დღით ადრე და განახლდეს რამოდენიმე დღის შემდეგ. გრეივზის დაავადების და უკვე არსებული გრეივზის ოფთალმოპათიის რადიოთერაპიას თან უნდა ახლდეს კორტიკოიდების თერაპია.
მკურნალობის შემდეგ
პაციენტის ხელახლა შემოწმება უნდა მოხდეს მკურნალობის შემდეგ 3 თვეში, 6 თვეში და შემდეგ ყოვლწლიურად.
რეკომენდებულია კონტრაცეფციის გამოყენება 12 თვის მანძილზე ორივე სქესში ნატრიუმის (131I) იოდის თერაპიის შემდეგ. პაციენტებში ჟელატინის ან მისი კატაბოლური პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, სასურველია ნატრიუმის (131I) იოდის ხსნარის რადიოიოდის თერაპიის სახით გამოყენება.
მოცემული პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 5მმომლ (115მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე, რისი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს პაციენტებში მარილის შემზღუდველ დიეტაზე ყოფნისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რადიოიოდის შეფერხებული შთანთქმა ფარისებრ ჯირკვალში პრობლემაა, თუ ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიის და ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური თერაპიის შემთხვევაში. ამიტომ დაუშვებელია არააქტიური იოდის მიღება:
მეთოთირინით, ტრიიოდთიონინით და თიროქსინით მკურანლობა უნდა მოიხსნას 4-7 დღე, 2 კვირა და 1 თვე, შესაბამისად რადიოიოდის მიღებამდე. უნდა შეწყდეს სტეროიდების და სალიცილატების მიღება რადიოიოდის მიღებამდე 1 კვირით ადრე.
რადიოიოდის ფარისებრი ჯირკვლიდან კლირენსი შეიძლება შეყოვნდეს ლითიუმის კარბონატის ან კოლჰიცინის მიღებით.
ცნობილია რომ ბევრი ფარმაკოლოგიური საშუალება ურთიერთქმედებს რადიოიოდთან. არსებობს უამრავი მექანიზმი, რამაც შეიძლება დაარღვიოს რადიოიოდის ცილებთან კავშირი, ფარმაკოკინეტიკა ან დინამიკურ ეფექტებზე გავლენა/ ამიტომ აუცილებელია პრეპარატის სრული ისტორიის გათვალისწინება და შეფასება იმისა თუ რომელიმე პრეპარატი საჭიროა მოიხსნას თუ არა თიროტოპის მყარი კაფსულების მიღებამდე და თუ კი, მაშინ როდეს.
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით მკურნალობა უნდა მოიხნსას შემოთავაზებული პერიოდით
პრეპარატი/ნაერთი
მოხსნა მკურანლობის დაწყებამდე
ფარისებრი ჯირკვლის სტატიკა (მაგ. კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროოპილთიოურაცილი, პერქლორატი)
2-5 დღით ადრე თერაპიამდე/რამოდენიმე დღეში თერაპიიდან
სალიცილატები, სტეროიდები, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ნატრიუმის სულფობრომოფთალეინი, ანტიკოაგულანტები, პენიცილინები, სულფონამიდები, ტოლბუტამიდი, თიოპენტონი
1 კვირა
ფენილბუტაზონი
1-2 კვირა
იოდის შემცველი ექსპექტორანტები და ვიტამინები
2 კვირით
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატები
2-6 კვირა
ამიოდარონი*, ბენზოდიაზეპინები, ლითიუმი
დაახლოებით 4 კვირა
იოდის შემცველი პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
1-9 თვე
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები
1 წელი
- იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში შეიძლება შემცირდეს რამოდენიმე თვით ამიოდარონის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო. უნდა მოხდეს შესწავლა, ჩაუტარდა თუ არა პაციენტს მკურანლობა კონტრასტული საშუალებით გასულ წელს და როდის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროდუქტის გამოყენება აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ნატრიუმის (131I) იოდიდი უკუნაჩვენებია დადგენილი ან საეჭვო ორსულობის დროს ან როდესაც არ არის გამორიცხული ორსულობა.
როდესაც აუცილებელია რადიოაქტიური სამედიცინო პროდუქტების მიღება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, აუცილებელია ორსულობის გათვალისწინება. ქალებში ციკლის გამოტოვების შემთხვევაში უნდა დადგინდეს ორსულობა. უნდა ჩატარდეს ალტერნატიული მეთოდი, რაც არ მოიცავს მაიონიზებელ რადიაციას.
ორსულების მკურნალობისას რადიონუკლიდებით ნაყოფი ასევე განიცდის დასხივებას.
რადიოიოდით მკურნალობის შემდეგ აბსორბირებული დოზა მერყეობს 10,8- 599.4 mGy-ს შორის. >0.5 mGy აბსორბირებული დოზა მიიჩნევა ნაყოფისთვის პოტენციურად სარისკოდ. უფრო მეტიც, იოდი კუმულირდება ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალში მეორე და მესამე ტრიმესტრებში, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კარცინომას დროს, რომლის დიაგნოზიც დაისვა ორსულობისას, უნდა გადაიდოს რადიოიოდით მკურანლობა ორსულობის დასრულებამდე.
131I-ნატრიუმის იოდიდით მკურნალობისას ქალებში არ არის რეკომენდებული ორსულობა შემდეგი 12 თვის მანძილზე.
131I-ნატრიუმის იოდიდი გადადის დედის რძეში.
რადიოაქტიური პრეპარატის მიღებამდე მეძუძურ დედაში მკურნალობა უნდა გადაიდოს, ვიდრე დედა არ შეწყვეტს ლაქტაციას. 131I ნატრიუმის იოდიდით მკურნალობის შემდეგ, ლაქტაცია უნდა შეწყდეს განუსაზღვრელი დროით. თუ მკურნალობა გარდაუვალია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს თერაპიის დაწყებამდე. ამასთან ერთად, დედის და ჩვილის კონტაქტი დაუშვებელია მინიმუმ ერთი კვირა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პროდუქტს არ გააჩნია პირდაპირი გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
მოულოდნელი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში დაუშვებელია ავტოტრანსპორტის და/ან მექანიზმების მართვა.
გვერდითი მოვლენები
მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიცია დაკავშირებულია სიმსივნის ინდუქციასთან და მემკვიდრეობითი ეფექტების განვითარების პოტენციალთან. რადიაციის დოზამ, რაც იწვევს თერაპიულ ექსპოზიციას, შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის და მუტაციების მაღალი ინტენსივობა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია დარწმუნება, რომ რადიაციასთან ასოცირებული რისკები დაბალია დაავადების რისკებთან შედარებით.
აბსორბირებული რადიაციის დოზა ნატრიუმის (131I) იოდიდის თერაპიული დოზების შემდეგ უფრო მაღალია 20mSv-ზე. გულისრევა, ღებინება შეიძლება განვითარდეს მაღალი აქტივობის მიღების შემდეგ. სიფრთხილის ზომებია საჭირო კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც გამოწვეულია ღებინებით.
გვერდითი რეაქციების შეტყობინების სიხშირე კლასიფიცირებულია როგორც:
ძლიან ხშირი
≥1/10
ხშირი
≥1/100 < 1/10
არახშირი
≥1/1000 < 1/100
იშვიათი
≥1/10 000 < 1/1000
ძალიან იშვიათი
<1/10 000, მათ შორის ინდივიდუალური შემთხვევები
ალერგიული რეაქციები 131I-ნატრიუმის იოდიდის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა.
პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია მსგავსი რეაქციების შემდეგ. ადექვატური მოწყობილობები (როგორიცაა სამედიცინო ვენტილატორი და ინტუბატორი) და პრეპარატები ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადაუდებელი სიტუაციების დროს.
ნატრიუმის (131I) იოდიდის გამოყენების შემდეგ არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ცხრილში
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ტკივილი, ედემა, სახის, პერიფერული და გენერალიზებული ედემა
საჭმლის მომნელებელი დარღვევები
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
კანის ეგზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება
ნერვული სისტემის მხრივ
ცხელი ალები
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ყელის ანთება
ეგზოკრინული დარღვევები
სანერწყვე ჯირკვლების ანთება
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები განვითარდა რადიაციული ექსპოზიციის შედეგად
მოკლევადიანი ეფექტები
ნატრიუმის (131I) იოდიდის თერაპიულმა რაოდენობებმა შეიძლება დროებით გაზარდოს არსებული გრეივზის დაავადება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევა შეიძლება განვითარდეს მიღებიდან პირველ საათებში ან დღეებში რადიოაქტიურობის მაღალი დოენეების გამო. ინტენსივობა შეიძლება იყოს 67%. ამის პრევენცია ადვილადაა შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობით.
მაღალი დონის რადიოაქტიურობის მკურნალობის შემდეგ მიღებიდან 1-3 დღეში შეიძლება განვითარდეს გარდამავალი თიროიდიტი და ტრაქეიტი, რასაც შეიძლება თან ახლდეს ტრაქეას შეკუმშვა განსაკუთრებით მდგრადი ტრაქეალური სტენოზის დროს.
სიალადენიტი შეიძლება განვითარდეს შეშუპებით, ტკივილით სანერწყვე ჯიორკვლებში, გემოს ნაწილობრივი დაკარგვით და პირის სიმშრალით. სიხშირე ვარირებს 10% (სიფრთხილის ზომებით) და 60% შორის (სიფრთხილის ზომების გარეშე).
სიალადენიტი შექცევადია სპონტანურად ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით. შემთხვევები ასევე არახშირად აღწერილია დოზაზე დამოკიდებული გემოს დაკარგვის და პირის სიმშრალით, რასაც მოყვება კბილის დაკარგვა. სანერწყვე ჯირკვლების რადიაციული ექსპოზიცია უნდა შემცირდეს ნერწყვის სეკრეციის სტიმულირებით მჟავა სუნსტანციებით.
საცრემლე ჯირკვლების დარღვევები შეიძლება განვითარდეს შემთხვევათა 25% და გამოიწვიოს სიორგენსის სინდრომი. მოცემული ეფექტი გარადამავალია, მაგრამ შეიძლება გაგარძელდეს წლობით ზოგიერთ შემთხვევაში.
პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ფილტვების მეტასტაზების რადიაცია - შეინიშნებოდა პნევმონია და ფილტვის ფიბროზის განვითარება.
გრეივსის ოფთალმოპათია შეიძლება განვითარდეს ან უკვე არსებული შეიძლება გაუარესდეს (შემთხვევათა 15-30% კორტიკოიდებით მკურანლობის გარეშე).
რადიოდიდის შთანთქმის მაღალი დონეების ქსოვილებში შეიძლება აინდუციროს ადგილობრივი ტკივილი, დისკომფორტი, ედემა. მეტასტაზირებადი ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას მკურნალობაში ცნს-ის ჩათრევით, უნდა მოხდეს ადგილობრივი ცერებრალური ედემა და/ან არსებული მზარდი ცერებრალური ედემას შესაძლებლობის გათვალისწინება.
გრძელვადიანი ეფექტები
ჰიპერთირეოზის ადრეული რადიოიოდის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტის სახით შეიძლება განვითარდეს დოზაზე დამოკიდებული ჰიპოთირეოზი მკურნალობიდან კვირების ან წლების განმავლობაში. მოცემული შემთხვევები საჭიროებს დროულ შემოწმებას და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებას. ჰიპოთირეოზი როგორც წესი არ ვითარდება მკურნალობიდან 6-12 კვირამდე; სიხშირე: 2-70%. ფარისებრი ჯირკვლის გარდამავალი უკმარისობა შეიძლება განვითარდეს რადიოიოდის მიღების შემდეგ. მოცემულ შემთხვევებზე დაკვირვება და მკურნალობა აუცილებელია რეპოზიტო თერაპიით. გვიანი შედეგის სახით შეიძლება განვითარდეს შექცევადი ან ძალიან იშვიათად შექცევადი ძვლის ტვინის დათრგუნვა 5000 MBq (ერთხელ) მიღების ან 6 თვის განავლობაში განმეორებითი მიღების შემდეგ . თრომბოპენიამ ან ანემიამ შეიძლება გაამწვავოს ის და გამოიწვიოს სიკვდილი. გარდამავალი ლეიკოციტოზი ხშირად შეინიშნებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად ლეიკოპენია.
სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ფუნქციური დარღვევა, რაც იწვევს სიკას სინდრომს, შეიძება განვითარდეს მკურანლობიდან ერთ თვეში და ორი წლის შემდეგაც კი.
ეპიფორა განვითარებული ნაზოლაკრიმალური სადინარის ოკლუზიიდან განვითარდა პაციენტების 3%-ში, როგორც წესი მკურანლობიდან 3-16 თვეში.
ლიტერატურაში აღწერილია სანერწყვე ჯირკვლის კიბოს განვითარება რადიოიოდით ინდუცირებული სანერწყვე ჯირკვლის ანთების შემდეგ.
კუჭის კიბოს სიხშირე უფრო მაღალია პაციენტებში რადიოიოდით მკურნალობისას, ეპიდემიოლოგიური კვლევის მიხედვით.
ლეიკემიის და შარდის ბუშტის, ასევე ძუძუს კიბოს სიხშირე უფრო მაღალია მაღალი დოზების მიღების შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში.
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას რადიოთერაპიამ შეიძლება გამიოწვიოს მამაკაცებსა და ქალებში უნაყოფობა. დოზაზე დამოკიდებული, სპერმატოგენეზის შექცევადი დარღვევა დამტკიცდა >1850 MBq-დროს; კლინიკურად დაკავშირებული ეფექტები, მათ შორის ოლიგოსპერმია და აზოოსპერმია და FSH -ს შრატში მომატებული მაჩვენებელი აღწერილია >3700MBq-ს მიღების შემდეგ.
ჭარბი დოზა
არ შეინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები.
დანიშნულზე უფრო მაღალი აქტივობის გამოყენება არ არის აუცილებელი და დაუშვებელია იმისათვის, რომ მოხდეს ჭარბი დოზის რადიაციის აბსორბციის თავიდან აცილება პაციენტისთვის და მისი გარემოსთვის. უფრო მაღალი აქტივობის მიღებამ , ვიდრე საჭიროა, შეიძლება გამიწვიოს ჰიპოთირეოზი.
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას აბსორბირებული რადიაციის დოზის გამოთვლა აუცილებელია დოზიმეტრული ცხრილის მონაცემების გამოყენებით 11 თავში. შემდგომი მკურნალობის აუცილებლობა და მეთოდი უნდა დასრულდეს მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით.
ჭარბი დოზირების შედეგად გამოწვეული რადიაციის ექსპოზიცია შეიძლება შემცირდეს ფარისებრი ჯირკვლის მაბლოკირებელი საშუალებებით მაგ. კალიუმის პერქლორატით, ღებინებით ან ხშირი შარდვით.
შემადგენლობა
მყარი კაფსულა. კაფსულების შეკვეთილი რაოდენობა.
- 6 განადგურების და სხვა სახის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
38-7400 MBq აქტივობის კაფსულების შეფუთვის გახსნის პროცედურები
მოახიეთ საფარი თუნუქის კონტეინერს
მოხსენით ქაფიანი ჩანართის ზედა ნაწილი
თუ არსებობს ტყვიის დამცავი კონტეინერი ლითონის კონტეინერში, აწიეთ ის ლითონის ქილიდან
აწიეთ ტყვიის კონტეინერი, რომელიც შეიცავს კაფსულას ლითონის ქილისგან ან დამცავი ტყვიის კონტეინერიდან და დადეთ სამუშაო ადგილას. არსებობს ტყვიის კონტეინერის გახსნის ორი გზა ორი სხვადასხვა მიზნისთვის:
აქტიურობის კონტროლი დახურული პლასტმასის ჩანართით კაფსულის ამოღების გარეშე ან
პლასტმასის ჩანართის გახნსა იმავე მოძრაობით კაფსულის ამოსაღებად
ტყვიის კონტეინერის გახსნა აქტიურობის გასაზომად
მანიპულირება მოახდინეთ შესაბამისი რადიაციული ეკრანის უკან
მყარად დაიჭირეთ ტყვიის კონტეინერის ქვედა ნაწილი ერთი ხელით და ზედა ნაწილი გაწიეთ ღერძის მიმართულებით
პლასტმასის ჩანართი დარჩება მიმაგრებული ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილში, მაგრამ ტყვიის დამცავი ვერ დაფარავს მის ქვედა ნაწილს. მოცემულ პოზიციაში აქტივობის გაზომვა შეიძლება აქტივობის ლაბორატორიული საზომი ერთეულით (დოზის კალიბრატორი) ფლაკონიდან კაფსულის ამოღების გარეშე.
გაზომვის შემდეგ დაკეტეთ ტყვიის კონტეინერი.
ტყვიის კონტეინერის და პლასტმასის ჩანართის ერთდროული გახსნა
კონტეინერი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში
ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილის მოჭერით საათის ისრის მიმართულებით ტყვიის კონტეინერი და პლასტმასის ჩანართი გაიხსნება.
პლასმტასის ჩანართის ზედა ნაწილი რჩება ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილში, მაშინ როდესაც ფლაკონის ქვედა ნაწილი, რომელიც შეიცავს კაფსულას, რჩება ტყვიის კონტეინერის ქვედა ნაწილში.
კაფსულლის ამოღება ადვილადაა შესაძლებელი ან ტყვიის კონტეინერის ქვედა ნაწილის მიცემა პაციენტისთვის იმისათვის, რომ ამოიღოს კაფსულა.
გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
იზოტოპების ინსტიტუტი კო., ლტდ
კონკოლი-თეგ მიკლოს 29-33., H-1121 ბუდაპეშტი, უნგრეთი
1535 ბუდაპეშტი, POB 851
ტელ: 36 1 391 0859; 395 0860 Fax: 36 1 395 9070
ელ.ფოსტა: [email protected]
მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი(ები)
OGYI-T-9681/01
პირველი ავტორიზაციის თარიღი /ავტორიზაციის განახლება
16 აგვისტო 1995/18 დეკემბერი 2009
ტექსტის განახლების თარიღი
27 ივლისი 2016
დოზიმეტრი
ცხრილში მოცემული დასხივების დოზიმეტრი, როგორც მოცემულია ICRP პუბლიკაციაში N53 (1987) და ICRP პიბლიკაციაში N 60 (1990) . ICRP მოდელი ეხება ინტრავენურ შეყვანას. ვინაიდან, რადიოიოდის აბსორბცია სწრაფია და სრული, მოცემული მოდელი გამოიყენება პერორალური მიღების დროს მხოლოდ, მაგრამ არსებობს კუჭზე დასხივების დამატებითი დოზა იმაზე დამატებით, რაც დაკავშირებულია კუჭის და ნერწყვის ექსკრეციასთან. იმის გათვალისწინებით რომ კუჭში არსებობის დრო შეადგენს 0,5 სთ, კუჭში აბსორბირებული დოზა იზრდება დაახლოებით 30%-ით (131I)-სთვის.
დასხივების დოზამ სპეციფიური ორგანოებისთვის, რაც შესაძლოა არ წარმოადგენენ თერაპიის სამიზნე ორგანოებს, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პათოფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც გამოწვეულია დაავადების პროცესით.
რისკის და სარგებლის შეფასების ნაწილის სახით, რეკომენდებულია რომ EDE (ეფექტური დოზის ექვივალენტური) და დასხივების დოზები ინდივიდუალურ სამიზნე ორგანოზე (ებზე) გამოითვალოს მიღებამდე. აქტივობის კორექცია აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის წონის, ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდის და „გადამუშავების“ ფაქტორზე, რაც ითვალისწინებს პაციენტის ფიზიოლოგიურ სტატუსს (მათ შორის იოდის დაშლას) და ფონურ პათოლოგიას.
ძირითადად ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს დასხივება. სხვა ორგანოების დასხივება როგორც წესი იმყოფება ფარისებრი ჯირკვლის რამოდენიმე ათასი წილის ფარგლებში. იგი ასევე დამოკიდებულია სტაბილური იოდის მომარაგებაზე საკვებით (რადიოაქტიური იოდის შთანთქმა იზრდება 90%-ით იოდის დეფიციტის მიდამოში , ეცემა 5%-მდე იოდით მდიდარ ადგილებში). შემდგომში იგი დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე (ეუთირეოზი, ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი) და არის თუ არა ორგანიზმში იოდის შემნახველი ქსოვილი (მაგ. თიროიდექტომიის შემდეგ), არსებობს თუ არა იოდის შემნახველი მეტასტაზები ან ბლოკირებულია თუ არა ფარისებრი ჯირკვალი. ამგვარად, ყველა სხვა ორგანოების დასხივება უფრო მაღალია ან დაბალია იოდის დონის მიხედვით ფარისებრ ჯირკვალში.
დასხივება (ბლოკირებული ფარისებრი ჯირკვალი, შთანთქმა 0%)
131I 8.02 დღე
აბსორბირებული დოზა მიღებულ თითოეულ აქტივობაზე (mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილი
15 წელი
10 წელი
5 წელი
1 წელი
თირკმელზედა ჯირკვალი
- 037
- 042
- 067
- 11
- 2
- შრდის ბუშტის კედელი
- 61
- 75
- 1
- 8
- 4
ძვლების ზედაპირი
- 032
- 038
- 061
- 097
- 19
სარძევე ჯირკვლები
- 033
- 033
- 052
- 085
- 17
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
კუჭის კედელი
- 034
- 04
- 064
- 1
- 19
მცირე ნაწლავი
- 038
- 047
- 075
- 12
- 22
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 037
- 045
- 07
- 12
- 21
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 043
- 052
- 082
- 13
- 23
თირკმელები
- 065
- 08
- 12
- 17
- 31
ღვიძლი
- 033
- 04
- 065
- 1
- 2
ფილტვები
- 031
- 038
- 06
- 096
- 19
საკვერცხეები
- 042
- 054
- 084
- 13
- 24
პანკრეასი
- 035
- 043
- 069
- 11
- 21
ძვლის წითელი ტვინი
- 035
- 042
- 065
- 10
- 19
ელენთა
- 034
- 040
- 065
- 10
- 20
სათესლეები
- 037
- 045
- 075
- 12
- 23
ფარისებრი ჯირკვალი
- 029
- 038
- 063
- 10
- 20
საშვილოსნო
- 054
- 067
- 11
- 17
- 30
სხვა ქსოვილები
- 032
- 039
- 062
- 10
- 19
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 064
- 081
- 126
- 198
- 374
- შარდის ბუშტის კედელი უზრუნველყოფს ეფექტური დოზის 47.6%.
ნაწილობრივი ბლოკირება:
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq) ფარისებრ ჯირკვალში მცირე შთანთქმისას
შთანთქმა
- 5%
- 50
- 79
- 20
- 60
- 90
შთანთქმა
- 0%
- 90
- 42
- 10
- 70
- 30
შთანთქმა
- 0%
- 60
- 6
- 20
- 30
17
ფარისებრ ჯირკვალში შთანთქმა: 15%

- 036
- 043
- 071
- 11
- 22
- შარდის ბუშტის კედელი
- 52
- 64
- 98
- 5
- 9
ძველბის ზედაპირი
- 047
- 067
- 094
- 14
- 24
სარძევე ჯირკვლები
- 043
- 043
- 081
- 13
- 25
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- კუჭის კედელი
- 46
- 58
- 84
- 5
- 9
- მცირე ნაწლავი
- 28
- 35
- 62
- 0
- 0
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 059
- 065
- 10
- 16
- 28
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 042
- 053
- 082
- 13
- 23
- თირკმელები
- 060
- 075
- 11
- 17
- 29
ღვიძლი
- 032
- 041
- 068
- 11
- 22
ფილტვები
- 053
- 071
- 12
- 19
- 33
საკვერცხეები
- 043
- 059
- 092
- 14
- 26
პანკრეასი
- 052
- 062
- 10
- 15
- 27
ძვლის წიტელი ტვინი
- 054
- 074
- 099
- 14
- 24
ელენთა
- 042
- 051
- 081
- 12
- 23
სათესლეები
- 028
- 035
- 058
- 094
- 18
ფარისებრი ჯირკვალი
210
340
510
1100
2000
საშვილოსნო
- 054
- 068
- 11
- 17
- 31
სხვა ქსოვილები
- 065
- 089
- 14
- 22
- 40
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 1
- 9
- 8
- 7
107
ფარისებრ ჯირკვალში შთანთქმა: 35%

მოზრდილები
15 წელი
10 წელი
5 წელი
1 წელი
თირკმელზედა
- 042
- 050
- 087
- 14
- 28
ჯირკვალი
- 40
- 50
- 76
- 2
- 3
- შარდის ბუშტის კედელი
- 076
- 12
- 16
- 23
- 35
ძველბის ზედაპირი
- 067
- 066
- 13
- 22
- 40
სარძევე ჯირკვლები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- 46
- 59
- 85
- 5
- 0
- კუჭის კედელი
- 28
- 35
- 62
- 0
- 0
- მცირე ნაწლავი
- 058
- 065
- 10
- 17
- 30
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 040
- 051
- 080
- 13
- 24
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 056
- 072
- 11
- 17
- 29
- თირკმელები
- 037
- 049
- 082
- 14
- 27
ღვიძლი
- 090
- 12
- 21
- 33
- 56
ფილტვები
- 042
- 057
- 090
- 14
- 27
საკვერცხეები
- 054
- 069
- 11
- 18
- 32
პანკრეასი
- 086
- 12
- 16
- 22
- 35
ძვლის წიტელი ტვინი
- 046
- 059
- 096
- 15
- 28
ელენთა
- 026
- 032
- 054
- 089
- 18
სათესლეები
500
790
1200
2600
4700
ფარისებრი ჯირკვალი
- 050
- 063
- 10
- 16
- 30
საშვილოსნო
სხვა ქსოვილები
- 11
- 16
- 26
- 41
- 71
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 6
- 5
- 3
137
248
ფარისებრ ჯირკვალში შთანთქმა: 55%

- 34
ჯირკვალი
- 29
- 36
- 54
- 85
- 6
- შარდის ბუშტის კედელი
- 11
- 17
- 22
- 32
- 48
ძვლების ზედაპირი
- 091
- 089
- 19
- 31
- 56
სარძევე ჯირკვლები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- 46
- 59
- 86
- 5
- 0
- კუჭის კედელი
- 28
- 35
- 62
- 0
- 0
- მცირე ნაწლავი
- 058
- 067
- 11
- 18
- 32
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 039
- 049
- 078
- 13
- 24
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 051
- 068
- 10
- 17
- 29
- თირკმელები
- 043
- 058
- 097
- 17
- 33
ღვიძლი
- 13
- 18
- 30
- 48
- 80
ფილტვები
- 041
- 056
- 090
- 15
- 27
საკვერცხეები
- 058
- 076
- 13
- 21
- 38
პანკრეასი
- 12
- 18
- 22
- 29
- 46
ძვლის წიტელი ტვინი
- 051
- 068
- 11
- 17
- 33
ელენთა
- 026
- 031
- 052
- 087
- 17
სათესლეები
790
1200
1900
4100
7400
ფარისებრი ჯირკვალი
- 046
- 060
- 099
- 16
- 30
საშვილოსნო
სხვა ქსოვილები
- 16
- 24
- 37
- 59
- 0
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 2
- 0
100
214
391
რადიოპრეპარატების მომზადების ინსტრუქციები
პრეპარატის კონტროლის მეთოდი
ძირითადი პრინციპი: რადიოიოდის ნაერთები სხვა ფორმაში, გარდა იოდიდისა განისაზღვრება ქაღლადის ქრომატოგრაფით.
ტესტ ხსნარი
რადიოქიმიური სიწმინდის ტესტი
კაფსულა გახსენით 10მლ 1% ნატრიუმის წყალბადის კარბონატის ხსნარში. ეს არი ანალიტიკური ნიმუში.
ტესტ ხსნარის მომზადება: შემდეგი შემადგენლობით მომზადებული ხსნარი: 1გ/ლ კალიუმის იოდიდი, 2 გ/ლ კალიუმის იოდატი და 10გ/ლ ნატრიუმის წყალბადის კარბონატი. იგივე მოცულობა შეიყვანება ანალიტიკური ნიმუშიდან.
რეფერენს ხსნარი: 0.1გ კალიუმის იოდიდი და 0.2გ კალიუმის იოდატი უნდა განზავდეს 10მლ გამოხდილ წყალში.
ტესტი: დაიტანეთ ქაღალდის ცალკე ზოლზე ტესტ ხსნარის 3 x 10 მკლ და ეტალონური ხსნარის 10მკლ სხვა ზოლზე ზოლების ნაპირებიდან 30მმ დაშორებით. ლაქების წინასწარი გაშრობის გარეშე, გაამჟღავნეთ ზოლები 20სმ ბილიკით (იკავებს დაახლ. 3 სთ-ს), 75 მოცულობის მეთანოლის და 25 მოცულობის წყლის გამოყენებით შუშის ცილინდრში, რომელიც გაჟღენთილია ელუენტით 24 საათის განმავლობაში. ზოლები გააშრეთ ჰაერზე.
რეფერენს ზოლების გამჟღავნება: 300გ/ლ (5M) ძმარმჟავა და 214 გ/ლ (1M) კალიუმის იოდატის ხსნარი. აქტიური ზოლები გაჟღინთეთ პოლისტიროლით, რომელიც განზავებულია ქლოროფორმში და ხელახლა გააშრეთ ჰაერზე. პოლისტიროლის საფარის გაშრობის შემდეგ ჩაიწერეთ ქრომატოგრამი გამა სკანერით.
ვინაიდან, გამამჟღავნებელი საშუალება შეიცავს კალიუმის იოდატს, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. იოდიდის შემთხვევაში სატესტო ხსნარის Rf მსგავსი უნდა იყოს ეტალონური ხსნარის Rf-ს.
კრიტერიუმი: მიღებულ ქრომატოგრამში საერთო რადიოაქტიურობის არანაკლებ 95% შეინიშნება ლაქაზე, რაც შეესაბამება ნატრიუმის იოდიდს (131I).
ნებისმიერი გამოუყენებელ პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების თანახმად.
ფურცელი-ჩანართი: პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
131I-ნატრიუმ- იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები
ნატრიუმის (131I) იოდიდი
პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი
შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სერიოზული გევრდითი მოვლენის განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არ მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში:
შენახვის პირობები
21 დღე წარმოების თარიღიდან.
- 4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით დასხივების უსაფრთხოების რეგულაციები. დაიცავით ნესტის, მჟავას ორთქლის და მჟანგავი ნივთიერებებისგან.
- 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
38-7400 MBq აქტივობის კაფსულები
მაღალი აქტივობის 131I-ნატრიუმის-იოდიდის კაფსულები მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში 15-38მმ სისქის კედლით, სადაც მიმაგრებულია პლასტმასის ჩანართი მოსახრახნი თავსახურით (შიდა დიამეტრი 9.5მმ, სიმაღლე 32 მმ). ჩანართის ძირი მიმაგრებულია ტყვიის კონტეინერის ძირზე, მაშინ როდესაც კაფსულის ზედა ნაწილი მიმაგრებულია ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილზე. შეფუთვაში მოცემულია ერთი კაფსულა.
მარკირებული ტყვიის კონტეინერი მოთავსებულია მარკირებულ თუნუქის კონტეინერში, რომელიც დახურულია მოსახევი საფარით. (A ტიპის შეფუთვა)
შეფუთვა
38-7400 MBq დაკალიბრების დღეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თერაპიული რადიოპრეპარატები, იოდი (131I) შენაერთები, ათქ კოდი: V10XA01
კაფსულის ფარმაკოლოგიურად აქტიური სუბსტანცია არის იოდი-131 131I-ნატრიუმის იოდიდის სახით, რომელიც ამდიდრებს ფარისებრ ჯირკვალს. მისი ხანგრძლივი შეკავების დროის გამო იშლება იქვე და იწვევს ორგანოს სელექციურ დასხივებას. 131I-ნატრიუმის იოდიდის მცირე მიღებული რაოდენობა თერაპიის დროს არ წარმოქმნის რაიმე სახის ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს. იოდი-131 -ის რადიაციული ეფექტის >90% დაფუძნებულია ემიტირებულ ბეტა-გამოსხივებაზე საშუალო დასხივების დიაპაზონით 0.5მმ ქსოვილში, რაც აინდუცირებს დოზაზე დამოკიდებულ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ფუნქციის და უჯრედის დაყოფის და დარღვევის შემცირებას. მოკლე დიაპაზონის და პრაქტიკულად 131I-ნატრიუმის იოდიდის არშენახვის გამო ფარისებრი ჯირკვლის გარეთ, ფარისებრი ჯირკვლის გარეთ დასხივების ექსპოზიცია არ არის მოსალოდენლი.
რადიოაქტიური იოდის შთანთქმის შემთხვევაში, იოდის რაოდენობა რომელიც შედის ორგანიზმში, განისაზღვრბა 131I-ნატრიუმის იოდიდის სპეციფიური აქტივობით, რომელიც არის არანაკლებ 1GBq/მკგ. ვინაიდან, ორგანიზმში მიღებული რადიოაქტიურობა აღემატება 7.4 GBq, იოდის შთანთქმის რაოდენობა არ აღემატება 7.4 მკგ, რაც არის ადამიანის ორგანიზმის ოპტიმალური დღიური იოდის საჭიროების 2.4-4.9 % . ამიტომ, პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის ქიმიური კონცენტრაცია უმნიშვნელოა. 131I-ს გამა გამოსხივება უზრუნველყოფს სადიაგნოსტიკო ინფორმაციას და ქსოვილში აბსორბირებული ბეტა ნაწილაკები პასუხისმგებელნი არიან თერაპიულ ეფექტზე. რადიოაქტიური იოდის ექსკრეცია ხდება შარდში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შიგნით მიღებული 131I-ნატრიუმის იოდიდი სწრაფად აბსორბირდება ზედა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (90% 60 წუთში). აბსორბციაზე გავლენას ახდენს კუჭის დაცლა. აბსორბცია იზრდება ჰიპერთირეოზით და მცირდება ჰიპოთირეოზით.
131I-ნატრიუმის იოდიდის ხსნადობის კვლევაში დამტკიცდა რომ გახსნა ხდებოდა 5-12 წუთში და რადიოაქტიურობა ვრცელდებოდა ერთგვაროვნად კუჭის ლორწოვანის ზედაპირზე. შრატში აქტიურობის კვლევებმა გამოავლინეს, რომ 10-20 წუთში სწრაფად მომატების შემდეგ წონასწორობა მიიღწეოდა დააახლოებით 40 წუთში. 131I-ნატრიუმის იოდიდის პერორალური მიღების შემდეგ წონასწორობა მიიღწეოდა იმავე დროში.
ფარმაკოკინეტიკა მსგავსია არარადიოაქტიური, სტაბილური იოდის. სისხლის მიმოქცევაში შესვლის შემდეგ იოდი-131 ვრცელდება ექსტრათირეოიდულ განყოფილებაში. აქედან მისი აბსორბცია ძირითადად ხდება ფარისებრ ჯირკვალში, რომელიც გამოყოფს დაახლოებით იოდიდის 20% პასაჟის დროს ან ელიმინირდება თირკმლით.
ფარისებრ ჯირკვალში იოდის შთანთქმა აღწევს მაქსიმუმს 24-48 საათში; მაქსიმალური პიკის 50% მიიღწევა 5 საათში.
შთანთქმაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები: პაციენტის ასაკი, ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, თირკმლის კლირენსი, გამოთვლილი იოდიდის რაოდენობა და სხვა პრეპარატები (იხ. ნაწილი 4.5. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება). ფარისებრი ჯირკვლის იოდის კლირენსი, როგორც წესი არის 5-50მლ/წთ, იზრდება იოდის დეფიციტის დროს 100მლ/წთ-მდე და ჰიპერთირეოზის დროს 1000მლ/წთ-მდე, მაშინ როდესაც შეიძლება შემცირდეს 2-5 მლ/წთ-მდე გადატვირთული მდგომარეობის დროს. იოდი კუმულირებს ასევე თირკმელებში; მცირე რაოდენობები შთაინთქმება სანერწყვე ჯირკვლებში და კუჭის ლორწოვან გარსში და შეინიშნება ასევე დედის რძეში, პლაცენტაში და ქოროიდულ წნულში.
ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდი შთაინთქმება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის კარგად ცნობილი მეტაბოლიზმის შემდეგ, სადაც უერთდება ორგანულ ნაერთებს და საიდანაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი. იოდი - 131 -ის ეფექტური რადიოაქტიური ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში არის დაახლოებით 12 სთ, მაშინ როდესაც ფარისებრ ჯირკვალში ინახება 6 დღე.
ამიტომ, 131I-ნატრიუმის იოდიდის მიღების შემდეგ აქტიურობის 40% ავლენს ეფექტურ რადიოაქტიურ ნახევრაგამოყოფის პერიოდს 0.4 დღეს, მაშინ როდესაც დანარჩენ 60% გააჩნია ეფექტური რადიოაქტიური ნახევარგამოყოფის პერიოდი 8 დღე. იოდი-131 -ს 37-75% ელიმინირდება თირკმელებით და მხოლოდ მცირე ნაწილი ფეკალიებით. საოფლე ჯირკვლებით ელიმინაცია უმნიშვნელოა. შარდში გამოყოფა ხასიათდება თირკმლის კლირენსით, რაც დაახლოებით იოდის პასაჟის 3% თირკმელებით და შესაბამისად ინდივიდუალურია. იგი დაბალია ჰიპოთირეოზის და თირკმლის დისფუნქციის და მაღალია ჰიპერთირეოზის დროს.
ჯანმრთელ მოხალისეებში საშუალო ექსკრეცია შარდში (24 საათიანი შარდის შემოწმებისას) შეადგენდა 2.8 მგ/კგ მამაკაცებში და 2.7მგ/კგ ქალებში. ეუთირეოიდულ პაციენტებში თირკლმის ნორმალური ფუნქციით, მიღებული აქტივობის 50-75% გამოიყოფოდა შარდში 48 საათის განმავლობაში.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
LD50 მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს იოდი-131 -ს მწვავე ტოქსიურობას ორგანიზმში პერორალურად მიღებისას , არის 1000მგ/კგ სხეულის წონაზე თაგვებში და 76- მგ/კგ სხეულის წონაზე ძაღლებში. მოზრდილებში იოდის ოპტიმალური შთანთქმა არის 0.15-0.30 მგ დღეში. 131I-ნატრიუმის იოდიდის სპეციფიური აქტივობა არის არანაკლებ 1GBq/მგ. ვინაიდან, ორგანიზმში შეყვანილი რადიოაქტიურობა აღემატება 7.4 GBq-ს, იოდის შთანთქმული რაოდენობა არ აღემატება 7.4 მგ, რაც შეადგენს ადამიანის ორგანიზმის დღიური ოპტიმალური იოდის საჭიროების 2.4-4.9%. ვინაიდან, პაციენტში შეყვანილი უმაღლესი შესაძლო დოზის იოდის მაქსიმალური შემადგენლობა (7.4 GBq) არ აჭარბებს 20მკგ-ს, უმეტესობა შემთხვევაში ეს არის იოდის ოპტიმალური შთანთქმის 2.4-4.9%. ამიტომ, ცხადია რომ პროდუქტი უსაფრთხოა იოდის შთანთქმასთან დაკავშირებით.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
თითოეული კაფსულა შეიცავს:
დინატრიუმ წყალბადის დიჰიდრატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი, ჟელატინი კაფსულის გარსი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაიო ვერსია
იზოტოპი
პროდუქტის შემაჯამებელი მახასიათებლები
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა
38-7400 MBq ნატრიუმის იოდიდი (131I) თითოეულ მყარ კაფსულაზე
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროგენის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროგენის კარბონატი, საინექციო წყალი
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.
წამლის ფორმა
უფერო მყარი კაფსულები
რადიოაქტიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს 131I-მარკირებულ ნატრიუმის იოდიდს აქტიური ნივთიერების სახით შიგნით მისაღებად.
კლინიკური თვისებები
თერაპიული ჩვენებები
ჩვენებების სფერო: რადიონუკლიდური თერაპია
ჰიპერთირეოზის მკურნალობა
გრეივსის დაავადება
ჰიპერფუნქციონირებადი ადენომა
არაიმუნოგენური დიფუზური ჩიყვი
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას მკურნალობა
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილების ნარჩენების აბლაცია
რეციდივის და მეტასტაზების მკურნალობა
დოზირება და მიღების წესი
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპის კაფსულების გამოყენება უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ მკურნალობის აუცილებლობა და მნიშვნელობა აჭარბებს რადიაციის ექსპოზიციასთან დაკავშირებულ რისკს.
დოზირება
ა) ჰიპერთირეოზის მკურნალობა
131I -ს მიღებული რადიოაქტივობა MBq/მლ ქსოვილში:
გრეივსის დაავადების და დისემინირებული ავტონომიის დროს: 15MBq/მლ
UFA, უნიფოკალური ავტონომია
MFA, მულტიფოკალური ავტონომია: 20MBq/მლ
ემპირიულად დაფიქსირებულის მიხედვით - მოცულობისგან დამოუკიდებლად, მოცულობაზე დამოკიდებულად, პერსონალიზირებული - 131I -ს რადიოაქტივობის რაოდენობა შთანთქმის გაზომვის გარეშე ფარისებრ ჯირკვალში.
ბ)ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას მკურნალობა. კაფსულების მიღება შემდეგი აქტივობებითაა რეკომენდებული:
აბლაცია ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ: 1.8 – 3.7 GBq/პაციენტი
ადგილობრივი რეციდივის და მეტასტაზის მკურანლობამდე 370 MBq 131I მიიღება. 48-72 საათის შემდეგ მთლიანი სხეულის გამოსახულების მიღებიდან. მკურნალობისთვის გამოიყენეთ 3.7 – 7.4 GBq 131I აქტივობა მეტასტაზების რიცხვის და ზომის მიხედვით.
მიღების მეთოდი
აქტივობის საჭირო რაოდენობა მიიღება შიგნით ერთი ან ორი კაფსულით. კაფსულის გადაყლაპვისას შეიძლება წყლის მიყოლება.
შემოწმების მეთოდი
მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს გამა სკანერის გამოსახულებით მიღებიდან 1- 48 საათში. ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრამას მოსამზადებლად გამოიყენება წინხედი, მაგრამ მარჯვენა და მარცხენა წინა ირიბი ვიზუალიზაცია (LAO, RAO) ასევე სასარგებლოა.
უკუჩვენებები
ჰიპერთირეოზის ან ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას რადიონუკლიდური თერაპიის შემთხვევაში
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ
ორსულობა ან ლაქტაცია
თუ პაციენტი არ იძლევა ზეპირ ან წერილობით თანხმობას რადიონუკლიდის გამოყენებაზე
პაციენტები დისფაგიით, ეზოფაგური სტრუქტურით, აქტიური გასტრიტით, კუჭის ეროზიით და პეპტური წყლულით
პაციენტები შესუსტებული საჭმლის მომნელებელი მოტორიკით
დაკავშირებული უკუჩვენება: 18 წლამდე ასაკი გარდა იმისა რომ მკურნალობის აუცილებლობა და მნიშვნელობა აჭარბებს რადიაციის ექსპოზიციასთან დაკავშირებულ რისკს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
რადიოპრეპარატების მიღება და გამოყენება უნდა მოხდეს უფლებამოსილი პირების მიერ მისთვის განკუთვნილ კლინიკურ გარემოში. რადიოპრეპარატების მიღება, გამოყენება, გადატანა და განადგურება ექვემდებარება რეგულაციებს და კომპეტენტური ოგანოების მხრიდან სათანადო ლიცენზირებას.
რადიოპრეპარატებთან მოპყრობის მეთოდი უნდა აკმაყოფილებდეს დასხივების უსაფრთხოების და პრეპარატის ხარისხის მოთხოვნების კრიტერიუმებს.
უმეტესობა პაციენტებში მოცემული პრეპარატები იწვევენ მაღალ დასხივებას (იხ. ნაწილები 4.8 და 11). თითოეული პაციენტისთვის, მაიონიზებელი რადიაციის ექპოზიცია უნდა გამართლებული იყოს მოსალოდნელი სარგებლის საფუძველზე.
მიღებული აქტივობის არჩევა უნდა მოხდეს განზრახული თერაპიული შედეგის უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული დასხივების დოზა იმდენად დაბალია, რამდენადაც გონივრულად მისაღწევია.
რადიოიოდის მაღალი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოზე მნიშვნელოვანი მავნებლობა, რაც უკავშირდება პაციენტის ოჯახის წევრებს ან ზოგადად საზოგადოებას, მიღებული აქტივობის მიხედვით. უნდა ჩატარდეს სიფრთხილის შესაბამისი ზომები პაციენტის მიერ აქტივობის ელიმინაციის გათვალისწინებით, იმისათვის რომ არ მოხდეს რაიმე სახის კონტამინაცია.
ბავშვებსა და მოზარდებში ფარისებრი ჯირკვლის ბენინგის დისფუნქციის ნატრიუმის (131I) იოდიდის თერაპია უნდა ჩატარდეს გამართლებულ გამონაკლის შემთხვევებში/ პედიატრიული ქსოვილის დიდი მგრძნობელობა და მოცემული ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატება ასევე გასათვალისწინებელია. რადიოაქტიური თერაპიის რისკების შეფასება უნდა მოხდეს სხვა პოტენციური თერაპიების რისკების წინააღმდეგ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ რადიოთერაპიას ბავშვობაში ყოველწლიურად უნდა გაიარონ შემოწმება ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო ცვლილების გამო.
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობაში შეინიშნებოდა შარდის ბუშტის კიბოს მაღალი ინტენსივობა პაციენტების ერთ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ 131I-ს 3700 MBq -ზე დიდ დოზებს. სხვა კვლევაში შეინიშნებოდა ლეიკემიის მცირე ექსცესი პაციენტებში მაღალი დოზების მიღებისას. კუმულაციური საერთო აქტივობაა >26000 MNq , ამიტომ არ არის რეკომენდებული.
თიროტოპის მყარი კაფსულების თერაპიული მიღებისას პაციენტებში თირკმლის მნიშვნელოვაბი უკმარისობით, აქტივობის კორექცია აუცილებელია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
საჭიროა დოზების კორექცია აუცილებლობის შემთხვევში.
პაციენტებში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საეჭვო დაავადებისას, დიდი სიფრთხილეა საჭირო თიროტოპის მყარი კაფსულების გამოყენებისას. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი სითხის მიყოლებით, კუჭში და ზედა მცირე ნაწლავში სუფთად გადასასვლელად. H2 ანტაგონისტების ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენება რეკომენდებულია. იმისათვის რომ შარდის ბუშტზე მოხდეს რაც შეიძლება მცირე რადიაციული ექსპოზიცია, პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და დაცალოს შარდის ბუშტი ხშირად. პაციენტებში შარდის ბუშტის პრობლემებით, უნდა მოხდეს კათეტერიზაცია მაღალი თერაპიული აქტივობის გამოყენების შემდეგ.
სიალადენიტის თავიდან ასაცილებლად, რამაც შიეძლება გაართულოს მაღალი დოზის რადიოიოდის მიღება, პაციენტებმა უნდა მიიღონ ტკბილი საკვები ან ლიმონმჟავას შემცველი სასმელი, რაც გააძლიერებს ნერწყვის გამოყოფას.
მკურნალობის წინ
ჭარბი იოდის მიღება დაუშვებელია (იხ. ნაწილი 4.5). პაციენტის იოდის ისტორიის გამოკვლევა საჭიროა. თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს შარდში იოდის განსაზღვრა.
რადიოიოდის მაქსიმალური შთანთქმა და ფარისებრ ჯირკვალში ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდის განსაზღვრა შეიძლება რადიოიოდის ტესტით. რეკომენდებულია თერაპიამდე მცირე იოდის შემცველი დიეტის დაცვა; 3-10 დღით ადრე თიროტოპის გამოყენებამდე პაციენტი უნდა გადავიდეს დაბალი იოდის შემცველ დიეტაზე, რაც გაამარტივებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილებში შთანთქმას.
ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლების თერაპია უნდა შეწყდეს რადიოიდის მიღებამდე ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას დროს შთანთქმის ადექვატურად უზრუნველსაყოფად. ტრიიოდოთირონინისთვის რეკომენდებულია 10 დღე და თიროქსინისთვის 6 კვირა. მათი ხელახლა მიღება შესაძლებელია მკურანლობიდან 2 კვირაში. თირეოსტატური საშუალებების მიღება უნდა შეწყდეს ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე 5 დღით ადრე და განახლდეს რამოდენიმე დღის შემდეგ. გრეივზის დაავადების და უკვე არსებული გრეივზის ოფთალმოპათიის რადიოთერაპიას თან უნდა ახლდეს კორტიკოიდების თერაპია.
მკურნალობის შემდეგ
პაციენტის ხელახლა შემოწმება უნდა მოხდეს მკურნალობის შემდეგ 3 თვეში, 6 თვეში და შემდეგ ყოვლწლიურად.
რეკომენდებულია კონტრაცეფციის გამოყენება 12 თვის მანძილზე ორივე სქესში ნატრიუმის (131I) იოდის თერაპიის შემდეგ. პაციენტებში ჟელატინის ან მისი კატაბოლური პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, სასურველია ნატრიუმის (131I) იოდის ხსნარის რადიოიოდის თერაპიის სახით გამოყენება.
მოცემული პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 5მმომლ (115მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე, რისი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს პაციენტებში მარილის შემზღუდველ დიეტაზე ყოფნისას.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთმქედება
რადიოიოდის შეფერხებული შთანთქმა ფარისებრ ჯირკვალში პრობლემაა, თუ ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიის და ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური თერაპიის შემთხვევაში. ამიტომ დაუშვებელია არააქტიური იოდის მიღება:
მეთოთირინით, ტრიიოდთიონინით და თიროქსინით მკურანლობა უნდა მოიხსნას 4-7 დღე, 2 კვირა და 1 თვე, შესაბამისად რადიოიოდის მიღებამდე. უნდა შეწყდეს სტეროიდების და სალიცილატების მიღება რადიოიოდის მიღებამდე 1 კვირით ადრე.
რადიოიოდის ფარისებრი ჯირკვლიდან კლირენსი შეიძლება შეყოვნდეს ლითიუმის კარბონატის ან კოლჰიცინის მიღებით.
ცნობილია რომ ბევრი ფარმაკოლოგიური საშუალება ურთიერთქმედებს რადიოიოდთან. არსებობს უამრავი მექანიზმი, რამაც შეიძლება დაარღვიოს რადიოიოდის ცილებთან კავშირი, ფარმაკოკინეტიკა ან დინამიკურ ეფექტებზე გავლენა/ ამიტომ აუცილებელია პრეპარატის სრული ისტორიის გათვალისწინება და შეფასება იმისა თუ რომელიმე პრეპარატი საჭიროა მოიხსნას თუ არა თიროტოპის მყარი კაფსულების მიღებამდე და თუ კი, მაშინ როდეს.
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით მკურნალობა უნდა მოიხნსას შემოთავაზებული პერიოდით
პრეპარატი/ნაერთი
მოხსნა მკურანლობის დაწყებამდე
ფარისებრი ჯირკვლის სტატიკა (მაგ. კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროოპილთიოურაცილი, პერქლორატი)
2-5 დღით ადრე თერაპიამდე/რამოდენიმე დღეში თერაპიიდან
სალიცილატები, სტეროიდები, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ნატრიუმის სულფობრომოფთალეინი, ანტიკოაგულანტები, პენიცილინები, სულფონამიდები, ტოლბუტამიდი, თიოპენტონი
1 კვირა
ფენილბუტაზონი
1-2 კვირა
იოდის შემცველი ექსპექტორანტები და ვიტამინები
2 კვირით
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატები
2-6 კვირა
ამიოდარონი*, ბენზოდიაზეპინები, ლითიუმი
დაახლოებით 4 კვირა
იოდის შემცველი პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
1-9 თვე
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები
1 წელი
- იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში შეიძლება შემცირდეს რამოდენიმე თვით ამიოდარონის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო. უნდა მოხდეს შესწავლა, ჩაუტარდა თუ არა პაციენტს მკურანლობა კონტრასტული საშუალებით გასულ წელს და როდის.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
პროდუქტის გამოყენება აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ნატრიუმის (131I) იოდიდი უკუნაჩვენებია დადგენილი ან საეჭვო ორსულობის დროს ან როდესაც არ არის გამორიცხული ორსულობა.
როდესაც აუცილებელია რადიოაქტიური სამედიცინო პროდუქტების მიღება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, აუცილებელია ორსულობის გათვალისწინება. ქალებში ციკლის გამოტოვების შემთხვევაში უნდა დადგინდეს ორსულობა. უნდა ჩატარდეს ალტერნატიული მეთოდი, რაც არ მოიცავს მაიონიზებელ რადიაციას.
ორსულების მკურნალობისას რადიონუკლიდებით ნაყოფი ასევე განიცდის დასხივებას.
რადიოიოდით მკურნალობის შემდეგ აბსორბირებული დოზა მერყეობს 10,8- 599.4 mGy-ს შორის. >0.5 mGy აბსორბირებული დოზა მიიჩნევა ნაყოფისთვის პოტენციურად სარისკოდ. უფრო მეტიც, იოდი კუმულირდება ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალში მეორე და მესამე ტრიმესტრებში, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კარცინომას დროს, რომლის დიაგნოზიც დაისვა ორსულობისას, უნდა გადაიდოს რადიოიოდით მკურანლობა ორსულობის დასრულებამდე.
131I-ნატრიუმის იოდიდით მკურნალობისას ქალებში არ არის რეკომენდებული ორსულობა შემდეგი 12 თვის მანძილზე.
131I-ნატრიუმის იოდიდი გადადის დედის რძეში.
რადიოაქტიური პრეპარატის მიღებამდე მეძუძურ დედაში მკურნალობა უნდა გადაიდოს, ვიდრე დედა არ შეწყვეტს ლაქტაციას. 131I ნატრიუმის იოდიდით მკურნალობის შემდეგ, ლაქტაცია უნდა შეწყდეს განუსაზღვრელი დროით. თუ მკურნალობა გარდაუვალია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს თერაპიის დაწყებამდე. ამასთან ერთად, დედის და ჩვილის კონტაქტი დაუშვებელია მინიმუმ ერთი კვირა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პროდუქტს არ გააჩნია პირდაპირი გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
მოულოდნელი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში დაუშვებელია ავტოტრანსპორტის და/ან მექანიზმების მართვა.
არასასურველი ეფექტები
მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიცია დაკავშირებულია სიმსივნის ინდუქციასთან და მემკვიდრეობითი ეფექტების განვითარების პოტენციალთან. რადიაციის დოზამ, რაც იწვევს თერაპიულ ექსპოზიციას, შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის და მუტაციების მაღალი ინტენსივობა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია დარწმუნება, რომ რადიაციასთან ასოცირებული რისკები დაბალია დაავადების რისკებთან შედარებით.
აბსორბირებული რადიაციის დოზა ნატრიუმის (131I) იოდიდის თერაპიული დოზების შემდეგ უფრო მაღალია 20mSv-ზე. გულისრევა, ღებინება შეიძლება განვითარდეს მაღალი აქტივობის მიღების შემდეგ. სიფრთხილის ზომებია საჭირო კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც გამოწვეულია ღებინებით.
გვერდითი რეაქციების შეტყობინების სიხშირე კლასიფიცირებულია როგორც:
ძლიან ხშირი
≥1/10
ხშირი
≥1/100 < 1/10
არახშირი
≥1/1000 < 1/100
იშვიათი
≥1/10 000 < 1/1000
ძალიან იშვიათი
<1/10 000, მათ შორის ინდივიდუალური შემთხვევები
ალერგიული რეაქციები 131I-ნატრიუმის იოდიდის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა.
პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია მსგავსი რეაქციების შემდეგ. ადექვატური მოწყობილობები (როგორიცაა სამედიცინო ვენტილატორი და ინტუბატორი) და პრეპარატები ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადაუდებელი სიტუაციების დროს.
ნატრიუმის (131I) იოდიდის გამოყენების შემდეგ არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ცხრილში
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ტკივილი, ედემა, სახის, პერიფერული და გენერალიზებული ედემა
საჭმლის მომნელებელი დარღვევები
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
კანის ეგზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება
ნერვული სისტემის მხრივ
ცხელი ალები
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ყელის ანთება
ეგზოკრინული დარღვევები
სანერწყვე ჯირკვლების ანთება
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები განვითარდა რადიაციული ექსპოზიციის შედეგად
მოკლევადიანი ეფექტები
ნატრიუმის (131I) იოდიდის თერაპიულმა რაოდენობებმა შეიძლება დროებით გაზარდოს არსებული გრეივზის დაავადება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევა შეიძლება განვითარდეს მიღებიდან პირველ საათებში ან დღეებში რადიოაქტიურობის მაღალი დოენეების გამო. ინტენსივობა შეიძლება იყოს 67%. ამის პრევენცია ადვილადაა შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობით.
მაღალი დონის რადიოაქტიურობის მკურნალობის შემდეგ მიღებიდან 1-3 დღეში შეიძლება განვითარდეს გარდამავალი თიროიდიტი და ტრაქეიტი, რასაც შეიძლება თან ახლდეს ტრაქეას შეკუმშვა განსაკუთრებით მდგრადი ტრაქეალური სტენოზის დროს.
სიალადენიტი შეიძლება განვითარდეს შეშუპებით, ტკივილით სანერწყვე ჯიორკვლებში, გემოს ნაწილობრივი დაკარგვით და პირის სიმშრალით. სიხშირე ვარირებს 10% (სიფრთხილის ზომებით) და 60% შორის (სიფრთხილის ზომების გარეშე).
სიალადენიტი შექცევადია სპონტანურად ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით. შემთხვევები ასევე არახშირად აღწერილია დოზაზე დამოკიდებული გემოს დაკარგვის და პირის სიმშრალით, რასაც მოყვება კბილის დაკარგვა. სანერწყვე ჯირკვლების რადიაციული ექსპოზიცია უნდა შემცირდეს ნერწყვის სეკრეციის სტიმულირებით მჟავა სუნსტანციებით.
საცრემლე ჯირკვლების დარღვევები შეიძლება განვითარდეს შემთხვევათა 25% და გამოიწვიოს სიორგენსის სინდრომი. მოცემული ეფექტი გარადამავალია, მაგრამ შეიძლება გაგარძელდეს წლობით ზოგიერთ შემთხვევაში.
პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ფილტვების მეტასტაზების რადიაცია - შეინიშნებოდა პნევმონია და ფილტვის ფიბროზის განვითარება.
გრეივსის ოფთალმოპათია შეიძლება განვითარდეს ან უკვე არსებული შეიძლება გაუარესდეს (შემთხვევათა 15-30% კორტიკოიდებით მკურანლობის გარეშე).
რადიოდიდის შთანთქმის მაღალი დონეების ქსოვილებში შეიძლება აინდუციროს ადგილობრივი ტკივილი, დისკომფორტი, ედემა. მეტასტაზირებადი ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას მკურნალობაში ცნს-ის ჩათრევით, უნდა მოხდეს ადგილობრივი ცერებრალური ედემა და/ან არსებული მზარდი ცერებრალური ედემას შესაძლებლობის გათვალისწინება.
გრძელვადიანი ეფექტები
ჰიპერთირეოზის ადრეული რადიოიოდის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტის სახით შეიძლება განვითარდეს დოზაზე დამოკიდებული ჰიპოთირეოზი მკურნალობიდან კვირების ან წლების განმავლობაში. მოცემული შემთხვევები საჭიროებს დროულ შემოწმებას და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებას. ჰიპოთირეოზი როგორც წესი არ ვითარდება მკურნალობიდან 6-12 კვირამდე; სიხშირე: 2-70%. ფარისებრი ჯირკვლის გარდამავალი უკმარისობა შეიძლება განვითარდეს რადიოიოდის მიღების შემდეგ. მოცემულ შემთხვევებზე დაკვირვება და მკურნალობა აუცილებელია რეპოზიტო თერაპიით. გვიანი შედეგის სახით შეიძლება განვითარდეს შექცევადი ან ძალიან იშვიათად შექცევადი ძვლის ტვინის დათრგუნვა 5000 MBq (ერთხელ) მიღების ან 6 თვის განავლობაში განმეორებითი მიღების შემდეგ . თრომბოპენიამ ან ანემიამ შეიძლება გაამწვავოს ის და გამოიწვიოს სიკვდილი. გარდამავალი ლეიკოციტოზი ხშირად შეინიშნებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად ლეიკოპენია.
სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ფუნქციური დარღვევა, რაც იწვევს სიკას სინდრომს, შეიძება განვითარდეს მკურანლობიდან ერთ თვეში და ორი წლის შემდეგაც კი.
ეპიფორა განვითარებული ნაზოლაკრიმალური სადინარის ოკლუზიიდან განვითარდა პაციენტების 3%-ში, როგორც წესი მკურანლობიდან 3-16 თვეში.
ლიტერატურაში აღწერილია სანერწყვე ჯირკვლის კიბოს განვითარება რადიოიოდით ინდუცირებული სანერწყვე ჯირკვლის ანთების შემდეგ.
კუჭის კიბოს სიხშირე უფრო მაღალია პაციენტებში რადიოიოდით მკურნალობისას, ეპიდემიოლოგიური კვლევის მიხედვით.
ლეიკემიის და შარდის ბუშტის, ასევე ძუძუს კიბოს სიხშირე უფრო მაღალია მაღალი დოზების მიღების შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში.
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას რადიოთერაპიამ შეიძლება გამიოწვიოს მამაკაცებსა და ქალებში უნაყოფობა. დოზაზე დამოკიდებული, სპერმატოგენეზის შექცევადი დარღვევა დამტკიცდა >1850 MBq-დროს; კლინიკურად დაკავშირებული ეფექტები, მათ შორის ოლიგოსპერმია და აზოოსპერმია და FSH -ს შრატში მომატებული მაჩვენებელი აღწერილია >3700MBq-ს მიღების შემდეგ.
ჭარბი დოზირება
არ შეინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები.
დანიშნულზე უფრო მაღალი აქტივობის გამოყენება არ არის აუცილებელი და დაუშვებელია იმისათვის, რომ მოხდეს ჭარბი დოზის რადიაციის აბსორბციის თავიდან აცილება პაციენტისთვის და მისი გარემოსთვის. უფრო მაღალი აქტივობის მიღებამ , ვიდრე საჭიროა, შეიძლება გამიწვიოს ჰიპოთირეოზი.
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას აბსორბირებული რადიაციის დოზის გამოთვლა აუცილებელია დოზიმეტრული ცხრილის მონაცემების გამოყენებით 11 თავში. შემდგომი მკურნალობის აუცილებლობა და მეთოდი უნდა დასრულდეს მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით.
ჭარბი დოზირების შედეგად გამოწვეული რადიაციის ექსპოზიცია შეიძლება შემცირდეს ფარისებრი ჯირკვლის მაბლოკირებელი საშუალებებით მაგ. კალიუმის პერქლორატით, ღებინებით ან ხშირი შარდვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თერაპიული რადიოპრეპარატები, იოდი (131I) შენაერთები, ათქ კოდი: V10XA01
კაფსულის ფარმაკოლოგიურად აქტიური სუბსტანცია არის იოდი-131 131I-ნატრიუმის იოდიდის სახით, რომელიც ამდიდრებს ფარისებრ ჯირკვალს. მისი ხანგრძლივი შეკავების დროის გამო იშლება იქვე და იწვევს ორგანოს სელექციურ დასხივებას. 131I-ნატრიუმის იოდიდის მცირე მიღებული რაოდენობა თერაპიის დროს არ წარმოქმნის რაიმე სახის ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს. იოდი-131 -ის რადიაციული ეფექტის >90% დაფუძნებულია ემიტირებულ ბეტა-გამოსხივებაზე საშუალო დასხივების დიაპაზონით 0.5მმ ქსოვილში, რაც აინდუცირებს დოზაზე დამოკიდებულ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ფუნქციის და უჯრედის დაყოფის და დარღვევის შემცირებას. მოკლე დიაპაზონის და პრაქტიკულად 131I-ნატრიუმის იოდიდის არშენახვის გამო ფარისებრი ჯირკვლის გარეთ, ფარისებრი ჯირკვლის გარეთ დასხივების ექსპოზიცია არ არის მოსალოდენლი.
რადიოაქტიური იოდის შთანთქმის შემთხვევაში, იოდის რაოდენობა რომელიც შედის ორგანიზმში, განისაზღვრბა 131I-ნატრიუმის იოდიდის სპეციფიური აქტივობით, რომელიც არის არანაკლებ 1GBq/მკგ. ვინაიდან, ორგანიზმში მიღებული რადიოაქტიურობა აღემატება 7.4 GBq, იოდის შთანთქმის რაოდენობა არ აღემატება 7.4 მკგ, რაც არის ადამიანის ორგანიზმის ოპტიმალური დღიური იოდის საჭიროების 2.4-4.9 % . ამიტომ, პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის ქიმიური კონცენტრაცია უმნიშვნელოა. 131I-ს გამა გამოსხივება უზრუნველყოფს სადიაგნოსტიკო ინფორმაციას და ქსოვილში აბსორბირებული ბეტა ნაწილაკები პასუხისმგებელნი არიან თერაპიულ ეფექტზე. რადიოაქტიური იოდის ექსკრეცია ხდება შარდში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შიგნით მიღებული 131I-ნატრიუმის იოდიდი სწრაფად აბსორბირდება ზედა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (90% 60 წუთში). აბსორბციაზე გავლენას ახდენს კუჭის დაცლა. აბსორბცია იზრდება ჰიპერთირეოზით და მცირდება ჰიპოთირეოზით.
131I-ნატრიუმის იოდიდის ხსნადობის კვლევაში დამტკიცდა რომ გახსნა ხდებოდა 5-12 წუთში და რადიოაქტიურობა ვრცელდებოდა ერთგვაროვნად კუჭის ლორწოვანის ზედაპირზე. შრატში აქტიურობის კვლევებმა გამოავლინეს, რომ 10-20 წუთში სწრაფად მომატების შემდეგ წონასწორობა მიიღწეოდა დააახლოებით 40 წუთში. 131I-ნატრიუმის იოდიდის პერორალური მიღების შემდეგ წონასწორობა მიიღწეოდა იმავე დროში.
ფარმაკოკინეტიკა მსგავსია არარადიოაქტიური, სტაბილური იოდის. სისხლის მიმოქცევაში შესვლის შემდეგ იოდი-131 ვრცელდება ექსტრათირეოიდულ განყოფილებაში. აქედან მისი აბსორბცია ძირითადად ხდება ფარისებრ ჯირკვალში, რომელიც გამოყოფს დაახლოებით იოდიდის 20% პასაჟის დროს ან ელიმინირდება თირკმლით.
ფარისებრ ჯირკვალში იოდის შთანთქმა აღწევს მაქსიმუმს 24-48 საათში; მაქსიმალური პიკის 50% მიიღწევა 5 საათში.
შთანთქმაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები: პაციენტის ასაკი, ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, თირკმლის კლირენსი, გამოთვლილი იოდიდის რაოდენობა და სხვა პრეპარატები (იხ. ნაწილი 4.5. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება). ფარისებრი ჯირკვლის იოდის კლირენსი, როგორც წესი არის 5-50მლ/წთ, იზრდება იოდის დეფიციტის დროს 100მლ/წთ-მდე და ჰიპერთირეოზის დროს 1000მლ/წთ-მდე, მაშინ როდესაც შეიძლება შემცირდეს 2-5 მლ/წთ-მდე გადატვირთული მდგომარეობის დროს. იოდი კუმულირებს ასევე თირკმელებში; მცირე რაოდენობები შთაინთქმება სანერწყვე ჯირკვლებში და კუჭის ლორწოვან გარსში და შეინიშნება ასევე დედის რძეში, პლაცენტაში და ქოროიდულ წნულში.
ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდი შთაინთქმება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის კარგად ცნობილი მეტაბოლიზმის შემდეგ, სადაც უერთდება ორგანულ ნაერთებს და საიდანაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი. იოდი - 131 -ის ეფექტური რადიოაქტიური ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში არის დაახლოებით 12 სთ, მაშინ როდესაც ფარისებრ ჯირკვალში ინახება 6 დღე.
ამიტომ, 131I-ნატრიუმის იოდიდის მიღების შემდეგ აქტიურობის 40% ავლენს ეფექტურ რადიოაქტიურ ნახევრაგამოყოფის პერიოდს 0.4 დღეს, მაშინ როდესაც დანარჩენ 60% გააჩნია ეფექტური რადიოაქტიური ნახევარგამოყოფის პერიოდი 8 დღე. იოდი-131 -ს 37-75% ელიმინირდება თირკმელებით და მხოლოდ მცირე ნაწილი ფეკალიებით. საოფლე ჯირკვლებით ელიმინაცია უმნიშვნელოა. შარდში გამოყოფა ხასიათდება თირკმლის კლირენსით, რაც დაახლოებით იოდის პასაჟის 3% თირკმელებით და შესაბამისად ინდივიდუალურია. იგი დაბალია ჰიპოთირეოზის და თირკმლის დისფუნქციის და მაღალია ჰიპერთირეოზის დროს.
ჯანმრთელ მოხალისეებში საშუალო ექსკრეცია შარდში (24 საათიანი შარდის შემოწმებისას) შეადგენდა 2.8 მგ/კგ მამაკაცებში და 2.7მგ/კგ ქალებში. ეუთირეოიდულ პაციენტებში თირკლმის ნორმალური ფუნქციით, მიღებული აქტივობის 50-75% გამოიყოფოდა შარდში 48 საათის განმავლობაში.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
LD50 მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს იოდი-131 -ს მწვავე ტოქსიურობას ორგანიზმში პერორალურად მიღებისას , არის 1000მგ/კგ სხეულის წონაზე თაგვებში და 76- მგ/კგ სხეულის წონაზე ძაღლებში. მოზრდილებში იოდის ოპტიმალური შთანთქმა არის 0.15-0.30 მგ დღეში. 131I-ნატრიუმის იოდიდის სპეციფიური აქტივობა არის არანაკლებ 1GBq/მგ. ვინაიდან, ორგანიზმში შეყვანილი რადიოაქტიურობა აღემატება 7.4 GBq-ს, იოდის შთანთქმული რაოდენობა არ აღემატება 7.4 მგ, რაც შეადგენს ადამიანის ორგანიზმის დღიური ოპტიმალური იოდის საჭიროების 2.4-4.9%. ვინაიდან, პაციენტში შეყვანილი უმაღლესი შესაძლო დოზის იოდის მაქსიმალური შემადგენლობა (7.4 GBq) არ აჭარბებს 20მკგ-ს, უმეტესობა შემთხვევაში ეს არის იოდის ოპტიმალური შთანთქმის 2.4-4.9%. ამიტომ, ცხადია რომ პროდუქტი უსაფრთხოა იოდის შთანთქმასთან დაკავშირებით.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
თითოეული კაფსულა შეიცავს:
დინატრიუმ წყალბადის დიჰიდრატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი, ჟელატინი კაფსულის გარსი.
- 2 შეუთავსებლობა
მოცემული სამედიცინო პროდუქტი არ შეესაბამება ნესტს, წყალს და სითხეებს ვინაიდან მოცემული ნივთიერებები ანესტიანებს და არბილებს კაფსულას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კაფსულის გახსნა, მისი შიგთავსის გადმოსვლა და რადიოაქტიური დაბინძურება.
დაუშვებელია მოცემული პროდუქტის შერევა მჟავასთან; რადიოაქტიური იოდი იღებს არასტაბილურ ფორმას (რადიაკალური ან ელემენტალური) მჟავა მედიუმში და აბინძურებს გარემოს.
კაფსულაში მოცემული რადიოაქტიური იოდი იოდიდის სახით (ოქსიდაციის რიცხვის 1). მჟანგავი საშუალებები (მაგ. მჟავები) ჟანგავენ იოდიდს ელემენტარულ იოდად (ოქსიდაციის რიცხვია 0), იოდატად (ოქსიდაციის რიცხვი არის +5) ან პერიოდატად (ოქსიდაციის რიცხვია +7). მოცემულ ნაერთებს, რომელთაც აქვთ ოქსიდაციის რიცხვი სხვა გარდა -1-სა, არიან პროდუქტის რადიოქიმიური მინარევები და დაუშვებელია მათი ფორმირება.
- 3 ვარგისიანობის ვადა
21 დღე წარმოების თარიღიდან.
- 4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით დასხივების უსაფრთხოების რეგულაციები. დაიცავით ნესტის, მჟავას ორთქლის და მჟანგავი ნივთიერებებისგან.
- 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
38-7400 MBq აქტივობის კაფსულები
მაღალი აქტივობის 131I-ნატრიუმის-იოდიდის კაფსულები მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში 15-38მმ სისქის კედლით, სადაც მიმაგრებულია პლასტმასის ჩანართი მოსახრახნი თავსახურით (შიდა დიამეტრი 9.5მმ, სიმაღლე 32 მმ). ჩანართის ძირი მიმაგრებულია ტყვიის კონტეინერის ძირზე, მაშინ როდესაც კაფსულის ზედა ნაწილი მიმაგრებულია ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილზე. შეფუთვაში მოცემულია ერთი კაფსულა.
მარკირებული ტყვიის კონტეინერი მოთავსებულია მარკირებულ თუნუქის კონტეინერში, რომელიც დახურულია მოსახევი საფარით. (A ტიპის შეფუთვა)
შეფუთვა
38-7400 MBq დაკალიბრების დღეს.
შეფუთვის შემადგენლობა :
მყარი კაფსულა. კაფსულების შეკვეთილი რაოდენობა.
- 6 განადგურების და სხვა სახის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
38-7400 MBq აქტივობის კაფსულების შეფუთვის გახსნის პროცედურები
მოახიეთ საფარი თუნუქის კონტეინერს
მოხსენით ქაფიანი ჩანართის ზედა ნაწილი
თუ არსებობს ტყვიის დამცავი კონტეინერი ლითონის კონტეინერში, აწიეთ ის ლითონის ქილიდან
აწიეთ ტყვიის კონტეინერი, რომელიც შეიცავს კაფსულას ლითონის ქილისგან ან დამცავი ტყვიის კონტეინერიდან და დადეთ სამუშაო ადგილას. არსებობს ტყვიის კონტეინერის გახსნის ორი გზა ორი სხვადასხვა მიზნისთვის:
აქტიურობის კონტროლი დახურული პლასტმასის ჩანართით კაფსულის ამოღების გარეშე ან
პლასტმასის ჩანართის გახნსა იმავე მოძრაობით კაფსულის ამოსაღებად
ტყვიის კონტეინერის გახსნა აქტიურობის გასაზომად
მანიპულირება მოახდინეთ შესაბამისი რადიაციული ეკრანის უკან
მყარად დაიჭირეთ ტყვიის კონტეინერის ქვედა ნაწილი ერთი ხელით და ზედა ნაწილი გაწიეთ ღერძის მიმართულებით
პლასტმასის ჩანართი დარჩება მიმაგრებული ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილში, მაგრამ ტყვიის დამცავი ვერ დაფარავს მის ქვედა ნაწილს. მოცემულ პოზიციაში აქტივობის გაზომვა შეიძლება აქტივობის ლაბორატორიული საზომი ერთეულით (დოზის კალიბრატორი) ფლაკონიდან კაფსულის ამოღების გარეშე.
გაზომვის შემდეგ დაკეტეთ ტყვიის კონტეინერი.
ტყვიის კონტეინერის და პლასტმასის ჩანართის ერთდროული გახსნა
კონტეინერი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში
ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილის მოჭერით საათის ისრის მიმართულებით ტყვიის კონტეინერი და პლასტმასის ჩანართი გაიხსნება.
პლასმტასის ჩანართის ზედა ნაწილი რჩება ტყვიის კონტეინერის ზედა ნაწილში, მაშინ როდესაც ფლაკონის ქვედა ნაწილი, რომელიც შეიცავს კაფსულას, რჩება ტყვიის კონტეინერის ქვედა ნაწილში.
კაფსულლის ამოღება ადვილადაა შესაძლებელი ან ტყვიის კონტეინერის ქვედა ნაწილის მიცემა პაციენტისთვის იმისათვის, რომ ამოიღოს კაფსულა.
გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
იზოტოპების ინსტიტუტი კო., ლტდ
კონკოლი-თეგ მიკლოს 29-33., H-1121 ბუდაპეშტი, უნგრეთი
1535 ბუდაპეშტი, POB 851
ტელ: 36 1 391 0859; 395 0860 Fax: 36 1 395 9070
ელ.ფოსტა: [email protected]
მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი(ები)
OGYI-T-9681/01
პირველი ავტორიზაციის თარიღი /ავტორიზაციის განახლება
16 აგვისტო 1995/18 დეკემბერი 2009
ტექსტის განახლების თარიღი
27 ივლისი 2016
დოზიმეტრი
ცხრილში მოცემული დასხივების დოზიმეტრი, როგორც მოცემულია ICRP პუბლიკაციაში N53 (1987) და ICRP პიბლიკაციაში N 60 (1990) . ICRP მოდელი ეხება ინტრავენურ შეყვანას. ვინაიდან, რადიოიოდის აბსორბცია სწრაფია და სრული, მოცემული მოდელი გამოიყენება პერორალური მიღების დროს მხოლოდ, მაგრამ არსებობს კუჭზე დასხივების დამატებითი დოზა იმაზე დამატებით, რაც დაკავშირებულია კუჭის და ნერწყვის ექსკრეციასთან. იმის გათვალისწინებით რომ კუჭში არსებობის დრო შეადგენს 0,5 სთ, კუჭში აბსორბირებული დოზა იზრდება დაახლოებით 30%-ით (131I)-სთვის.
დასხივების დოზამ სპეციფიური ორგანოებისთვის, რაც შესაძლოა არ წარმოადგენენ თერაპიის სამიზნე ორგანოებს, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პათოფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც გამოწვეულია დაავადების პროცესით.
რისკის და სარგებლის შეფასების ნაწილის სახით, რეკომენდებულია რომ EDE (ეფექტური დოზის ექვივალენტური) და დასხივების დოზები ინდივიდუალურ სამიზნე ორგანოზე (ებზე) გამოითვალოს მიღებამდე. აქტივობის კორექცია აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის წონის, ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდის და „გადამუშავების“ ფაქტორზე, რაც ითვალისწინებს პაციენტის ფიზიოლოგიურ სტატუსს (მათ შორის იოდის დაშლას) და ფონურ პათოლოგიას.
ძირითადად ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს დასხივება. სხვა ორგანოების დასხივება როგორც წესი იმყოფება ფარისებრი ჯირკვლის რამოდენიმე ათასი წილის ფარგლებში. იგი ასევე დამოკიდებულია სტაბილური იოდის მომარაგებაზე საკვებით (რადიოაქტიური იოდის შთანთქმა იზრდება 90%-ით იოდის დეფიციტის მიდამოში , ეცემა 5%-მდე იოდით მდიდარ ადგილებში). შემდგომში იგი დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე (ეუთირეოზი, ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი) და არის თუ არა ორგანიზმში იოდის შემნახველი ქსოვილი (მაგ. თიროიდექტომიის შემდეგ), არსებობს თუ არა იოდის შემნახველი მეტასტაზები ან ბლოკირებულია თუ არა ფარისებრი ჯირკვალი. ამგვარად, ყველა სხვა ორგანოების დასხივება უფრო მაღალია ან დაბალია იოდის დონის მიხედვით ფარისებრ ჯირკვალში.
დასხივება (ბლოკირებული ფარისებრი ჯირკვალი, შთანთქმა 0%)
131I 8.02 დღე
აბსორბირებული დოზა მიღებულ თითოეულ აქტივობაზე (mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილი
15 წელი
10 წელი
5 წელი
1 წელი
თირკმელზედა ჯირკვალი
- 037
- 042
- 067
- 11
- 2
- შრდის ბუშტის კედელი
- 61
- 75
- 1
- 8
- 4
ძვლების ზედაპირი
- 032
- 038
- 061
- 097
- 19
სარძევე ჯირკვლები
- 033
- 033
- 052
- 085
- 17
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
კუჭის კედელი
- 034
- 04
- 064
- 1
- 19
მცირე ნაწლავი
- 038
- 047
- 075
- 12
- 22
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 037
- 045
- 07
- 12
- 21
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 043
- 052
- 082
- 13
- 23
თირკმელები
- 065
- 08
- 12
- 17
- 31
ღვიძლი
- 033
- 04
- 065
- 1
- 2
ფილტვები
- 031
- 038
- 06
- 096
- 19
საკვერცხეები
- 042
- 054
- 084
- 13
- 24
პანკრეასი
- 035
- 043
- 069
- 11
- 21
ძვლის წითელი ტვინი
- 035
- 042
- 065
- 10
- 19
ელენთა
- 034
- 040
- 065
- 10
- 20
სათესლეები
- 037
- 045
- 075
- 12
- 23
ფარისებრი ჯირკვალი
- 029
- 038
- 063
- 10
- 20
საშვილოსნო
- 054
- 067
- 11
- 17
- 30
სხვა ქსოვილები
- 032
- 039
- 062
- 10
- 19
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 064
- 081
- 126
- 198
- 374
- შარდის ბუშტის კედელი უზრუნველყოფს ეფექტური დოზის 47.6%.
ნაწილობრივი ბლოკირება:
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq) ფარისებრ ჯირკვალში მცირე შთანთქმისას
შთანთქმა
- 5%
- 50
- 79
- 20
- 60
- 90
შთანთქმა
- 0%
- 90
- 42
- 10
- 70
- 30
შთანთქმა
- 0%
- 60
- 6
- 20
- 30
17
ფარისებრ ჯირკვალში შთანთქმა: 15%
131I 8.02 დღე
აბსორბირებული დოზა მიღებულ თითოეულ აქტივობაზე (mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილი
15 წელი
10 წელი
5 წელი
1 წელი
თირკმელზედა ჯირკვალი
- 036
- 043
- 071
- 11
- 22
- შარდის ბუშტის კედელი
- 52
- 64
- 98
- 5
- 9
ძველბის ზედაპირი
- 047
- 067
- 094
- 14
- 24
სარძევე ჯირკვლები
- 043
- 043
- 081
- 13
- 25
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- კუჭის კედელი
- 46
- 58
- 84
- 5
- 9
- მცირე ნაწლავი
- 28
- 35
- 62
- 0
- 0
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 059
- 065
- 10
- 16
- 28
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 042
- 053
- 082
- 13
- 23
- თირკმელები
- 060
- 075
- 11
- 17
- 29
ღვიძლი
- 032
- 041
- 068
- 11
- 22
ფილტვები
- 053
- 071
- 12
- 19
- 33
საკვერცხეები
- 043
- 059
- 092
- 14
- 26
პანკრეასი
- 052
- 062
- 10
- 15
- 27
ძვლის წიტელი ტვინი
- 054
- 074
- 099
- 14
- 24
ელენთა
- 042
- 051
- 081
- 12
- 23
სათესლეები
- 028
- 035
- 058
- 094
- 18
ფარისებრი ჯირკვალი
210
340
510
1100
2000
საშვილოსნო
- 054
- 068
- 11
- 17
- 31
სხვა ქსოვილები
- 065
- 089
- 14
- 22
- 40
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 1
- 9
- 8
- 7
107
ფარისებრ ჯირკვალში შთანთქმა: 35%
131I 8.02 დღე
აბსორბირებული დოზა მიღებულ თითოეულ აქტივობაზე (mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილები
15 წელი
10 წელი
5 წელი
1 წელი
თირკმელზედა
- 042
- 050
- 087
- 14
- 28
ჯირკვალი
- 40
- 50
- 76
- 2
- 3
- შარდის ბუშტის კედელი
- 076
- 12
- 16
- 23
- 35
ძველბის ზედაპირი
- 067
- 066
- 13
- 22
- 40
სარძევე ჯირკვლები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- 46
- 59
- 85
- 5
- 0
- კუჭის კედელი
- 28
- 35
- 62
- 0
- 0
- მცირე ნაწლავი
- 058
- 065
- 10
- 17
- 30
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 040
- 051
- 080
- 13
- 24
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 056
- 072
- 11
- 17
- 29
- თირკმელები
- 037
- 049
- 082
- 14
- 27
ღვიძლი
- 090
- 12
- 21
- 33
- 56
ფილტვები
- 042
- 057
- 090
- 14
- 27
საკვერცხეები
- 054
- 069
- 11
- 18
- 32
პანკრეასი
- 086
- 12
- 16
- 22
- 35
ძვლის წიტელი ტვინი
- 046
- 059
- 096
- 15
- 28
ელენთა
- 026
- 032
- 054
- 089
- 18
სათესლეები
500
790
1200
2600
4700
ფარისებრი ჯირკვალი
- 050
- 063
- 10
- 16
- 30
საშვილოსნო
სხვა ქსოვილები
- 11
- 16
- 26
- 41
- 71
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 6
- 5
- 3
137
248
ფარისებრ ჯირკვალში შთანთქმა: 55%
131I 8.02 დღე
აბსორბირებული დოზა მიღებულ თითოეულ აქტივობაზე (mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილი
15 წელი
10 წელი
5 წელი
1 წელი
თირკმელზედა
- 049
- 058
- 11
- 17
- 34
ჯირკვალი
- 29
- 36
- 54
- 85
- 6
- შარდის ბუშტის კედელი
- 11
- 17
- 22
- 32
- 48
ძვლების ზედაპირი
- 091
- 089
- 19
- 31
- 56
სარძევე ჯირკვლები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
- 46
- 59
- 86
- 5
- 0
- კუჭის კედელი
- 28
- 35
- 62
- 0
- 0
- მცირე ნაწლავი
- 058
- 067
- 11
- 18
- 32
ზედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 039
- 049
- 078
- 13
- 24
ქვედა მსხვილი ნაწლავის კედელი
- 051
- 068
- 10
- 17
- 29
- თირკმელები
- 043
- 058
- 097
- 17
- 33
ღვიძლი
- 13
- 18
- 30
- 48
- 80
ფილტვები
- 041
- 056
- 090
- 15
- 27
საკვერცხეები
- 058
- 076
- 13
- 21
- 38
პანკრეასი
- 12
- 18
- 22
- 29
- 46
ძვლის წიტელი ტვინი
- 051
- 068
- 11
- 17
- 33
ელენთა
- 026
- 031
- 052
- 087
- 17
სათესლეები
790
1200
1900
4100
7400
ფარისებრი ჯირკვალი
- 046
- 060
- 099
- 16
- 30
საშვილოსნო
სხვა ქსოვილები
- 16
- 24
- 37
- 59
- 0
ეფექტური ექვივალენტური დოზა (mSv/MBq)
- 2
- 0
100
214
391
რადიოპრეპარატების მომზადების ინსტრუქციები
პრეპარატის კონტროლის მეთოდი
ძირითადი პრინციპი: რადიოიოდის ნაერთები სხვა ფორმაში, გარდა იოდიდისა განისაზღვრება ქაღლადის ქრომატოგრაფით.
ტესტ ხსნარი
რადიოქიმიური სიწმინდის ტესტი
კაფსულა გახსენით 10მლ 1% ნატრიუმის წყალბადის კარბონატის ხსნარში. ეს არი ანალიტიკური ნიმუში.
ტესტ ხსნარის მომზადება: შემდეგი შემადგენლობით მომზადებული ხსნარი: 1გ/ლ კალიუმის იოდიდი, 2 გ/ლ კალიუმის იოდატი და 10გ/ლ ნატრიუმის წყალბადის კარბონატი. იგივე მოცულობა შეიყვანება ანალიტიკური ნიმუშიდან.
რეფერენს ხსნარი: 0.1გ კალიუმის იოდიდი და 0.2გ კალიუმის იოდატი უნდა განზავდეს 10მლ გამოხდილ წყალში.
ტესტი: დაიტანეთ ქაღალდის ცალკე ზოლზე ტესტ ხსნარის 3 x 10 მკლ და ეტალონური ხსნარის 10მკლ სხვა ზოლზე ზოლების ნაპირებიდან 30მმ დაშორებით. ლაქების წინასწარი გაშრობის გარეშე, გაამჟღავნეთ ზოლები 20სმ ბილიკით (იკავებს დაახლ. 3 სთ-ს), 75 მოცულობის მეთანოლის და 25 მოცულობის წყლის გამოყენებით შუშის ცილინდრში, რომელიც გაჟღენთილია ელუენტით 24 საათის განმავლობაში. ზოლები გააშრეთ ჰაერზე.
რეფერენს ზოლების გამჟღავნება: 300გ/ლ (5M) ძმარმჟავა და 214 გ/ლ (1M) კალიუმის იოდატის ხსნარი. აქტიური ზოლები გაჟღინთეთ პოლისტიროლით, რომელიც განზავებულია ქლოროფორმში და ხელახლა გააშრეთ ჰაერზე. პოლისტიროლის საფარის გაშრობის შემდეგ ჩაიწერეთ ქრომატოგრამი გამა სკანერით.
ვინაიდან, გამამჟღავნებელი საშუალება შეიცავს კალიუმის იოდატს, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. იოდიდის შემთხვევაში სატესტო ხსნარის Rf მსგავსი უნდა იყოს ეტალონური ხსნარის Rf-ს.
კრიტერიუმი: მიღებულ ქრომატოგრამში საერთო რადიოაქტიურობის არანაკლებ 95% შეინიშნება ლაქაზე, რაც შეესაბამება ნატრიუმის იოდიდს (131I).
ნებისმიერი გამოუყენებელ პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების თანახმად.
ფურცელი-ჩანართი: პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
131I-ნატრიუმ- იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები
ნატრიუმის (131I) იოდიდი
პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი
შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სერიოზული გევრდითი მოვლენის განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არ მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში:
რა არის თიროტოპი და რისთვის გამოიყენება ის
ვიდრე გამოიყენებდეთ თიროტოპს
თიროტოპის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
თიროტოპის შენახვის პირობები
დამატებითი ინფორმაცია
რა არის თიროტოპი და რისთვის გამოიყენება ის
131I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულები არის რადიოაქტიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერთირეოზის დროს ჰიპერფუნქციის სამკურნალოდ, რომელიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ზომას, ასევე გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის კარცინომას დროს. მოცემული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ბირთვული მედიცინის განყოფილებაში.
თვითონ კაფსულა არის უფერო და შეიცავს თეთრი ფერის ფხვნილს. კაფსულის პერორალური მიღების შემდეგ, 131I-ნატრიუმის-იოდიდი გადადის სისხლის მიმოქცევაში და აღწევს ფარისებრ ჯირკვალს, სანერწყვე ჯირკვლებს, პლაცენტას, კუჭის ლორწოვან გარსს და სისხლძარღვოვან წნულს (და რძეში ლაქტაციის შემთხვევაში).
ვიდრე გამოიყენებთ თიროტოპს
არ მიიღოთ თიროტოპი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნატრიუმის (131I) იოდიდის ან თიროტოპის სხვა ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში
18 წლამდე ასაკი
თუ არ თანხმდებით ბირთვული მედიცინით შემოწმებას
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა პრეპარატები, მათ შორის არარეცეპტურული.
ფარისებრი ჯირკვლის მიერ შენელებული რადიოაქტიური იოდის შთანთქმა პრობლემაა ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიის შემთხვევაში და ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური თერაპიის შემთხვევაში. ამიტომ დაუშვებელია ინაქტიური იოდის მიღება:
მეთოთირინით, ტრიიოდთირონინით და თიროქსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს 4-7 დღით, 2 კვირით და 1 თვით ადრე, შესაბამისად რადიოაქტიური იოდის მიღებამდე. სტეროიდების და სალიცილატების მიღება უნდა შეწყდეს 1 კვირით ადრე რადიოაქტიური იოდის მიღებამდე. რადიოაქტიური იოდის კლირენსი ფარისებრი ჯირკვლიდან შეიძლება შეყოვნდეს ლითიუმის კარბონატის ან კოლქიცინის მიღებით.
თიროტოპის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მყარი კაფსულის გადაყლაპვა შესაძლებელია წყლის მიყოლებით.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარტების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
დაუშვებელია თიროტოპის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვა
შეგიძლიათ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
მოულოდნელი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში ავტოტრასნპორტის და/ან მექანიზმების მართვა დაუშვებელია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია თიროტოპის ზოგიერთი ნივთერების შესახებ
თიროტოპი ამცირებს მთლიანი ორგანიზმის მიერ აბსრობირებული რადიაციის დოზას უკეთესი თერაპიული ეფექტის მისაღწევად კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნებისთვის.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.
თიროტოპის მიღების წესი
კაფსულის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად.
ექიმი გადაწყვეტს მისაღებ დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.
რა უნდა მოიმოქმედოთ პრეპარტის ჭარბი დოზირების შემთხვევაში?
ვინაიდან თიროტოპის მიღება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკაცრად კონტროლირებულ გარემოში, არსებობს ჭარბი დოზირების მცირე შანსი. თუ მიიღებთ იმაზე მეტი აქტივობის კაფსულას, ვიდრე საჭიროა, ექიმი გადაწვეტს აბსორბრებული რადიაციის დოზას და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. ფარმაცევტული ჭარბი დოზირება შეუძლებელია; კვლევებმა არ დაამტკიცა ფარმაცევტული დაზიანება კაფსულების ჭარბად მიღების შემდეგ.
ვინაიდან რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობა ექვემდებარება მკაცრ კანონებს, თიროტოპის კაფსულების გამოყენება შესაძლებელია ჰოსპიტლებსა და შესაბამის დაწესებულებებში.
თიროტოპის მოხმარება, გამოყენება და მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ რადიოაქტიური მასალების და ნარჩენების მართვაში გამოცდილი პერსონალის მიერ. ისინი მოგცემენ ინსტრუქციებს სიფრთხილსი ზომების და გაფრთხილებების შესახებ. დაიცავით მათ მიერ მოცემული ინსტრუქციები.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, თიროტოპს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიცია დაკავშირებულია სიმსივნის წარმოქმნასთან და მემკვიდრეობითი ეფქტების განვითარების პოტენციალთან. თუმცა, მოცემული ეფექტები ნაკლებად მოსალოდენლია აქტიურობის რაოდენობის გამო. ალერგიული რეაქციები 131I-ნატრიუმ- იოდიდის მიღების შემდეგ შეინიშნებოდა ძალიან იშვიათად (<1/10000 პაციენტში).
სხვა სახის გევრდითი ეფექტებია: ტკივილი, სახის, პერიფერული და გენერალიზებული ედემა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კანის ეგზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული ედემა, კანის სიწითლე, სტენოკარდია, სანერწყვე ჯირკვლების ანთება.
აბსორბირებული რადიაციის დოზასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ რადიოაქტიური თერაპიის დროს მიმართეთ ექიმს. სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი ეფექტების განვითარებას რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ექიმს.
თიროტოპის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუღწეველ ადგილას, ასევე ისეთი პირებისგან მოშორებით რომლებსაც არ აქვთ უფლება მოცემული პროდუქტის ტრანსპორტირების ან მართვის!
ჰოსპიტლის მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფს პრეპარატის სწორად შენახვის პირობებს და მის არგამოყენებას ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობების მოთხვონა მითითებულია შეფუთვაზე.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს თიროტოპი
აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ( 131I) იოდიდი. ერთი კაფსულა შეიცავს 38 – 7400 MBq ნატრიუმის ( 131I) იოდიდს.
დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ჰიდროგენის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ჰიდროგენის კარბონატი, საინექციო წყალი, ჟელატინის კაფსულის ნიჟარა.
თიროტოპის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო მყარი კაფსულა
38-7400 MBq აქტიურობის კაფსულები
მაღალი აქტივობის ( 131I) ნატრიუმ-იოდიდის კაფსულები მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში, რომელზეც დაფიქსირებულია ხრახნიანი თავსახურით პლასტმასის ფურცელი-ჩანართი. შეფუთვა შეიცავს ერთ კაფსულას.
მარკირებული ტყვიის კონტეინერი შეფუთულია მარკირებულ თუნუქის კონტეინერში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწაროებელი
იზოტოპების ინსტიტუტი კო. ლტდ.
1121 ბუდაპეშტი, კონკოლი თეგ მიკლოს ქ. 29-33.
1535 ბუდაპეშტი, P.O.B. 851.
ტელ.: 36 1 391 0859; 36 1 391 0860 ფაქსი: 36 1 395 9070
მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 2016 წლის ივლისში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.