პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები

მონ.იოტ-131 0,37-7400 MBq

MON.IYOT-131 0,37-7400 MBq

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა გამოიყენება როგორც სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (I-131). ნატრიუმის იოდიდის შეკავება ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ და ის გამოყოფს ბეტა და გამა სხივს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იოდიდი (iodide)
ფორმა და შეფუთვა
0,37-7400 GBq აქტივობის პერორალური კაფსულა №1 (37-დან 7400 მეგაბეკერელამდე აქტივობის - თერაპიული)
მწარმოებელი
CURIUM NUKLEER TIP ANONIM SIRKETI, თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოსტიკო სხვადასხვა რადიოფარმაცევტული საშუალებები
ATC კოდი
V09FX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044285
რეგისტრირებულია
7 ნოემბერი 2025, მოქმედებს 28 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
CURIUM NUKLEER TIP ANONIM SIRKETI (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გეომედიკა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამონ.იოტ-131 0,37-7400 MBq და სხვა წამალი ერთად

მონ.იოტ-131 0,37-7400 MBq — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა გამოიყენება როგორც სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (I-131). ნატრიუმის იოდიდის შეკავება ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ და ის გამოყოფს ბეტა და გამა სხივს. ამ თვისებების გამო, ის გამოიყენება ბირთულ მედიცინაში შემდეგისთვის:

სამკურნალო მიზნით, გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე,

ტოქსიური კვანძოვანი ჩიყვი,

ტოქსიური დიფუზური ჩიყვი

ჰიპერთირეოზი

დიაგნოსტიკური მიზნით:

ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

თითოეული კონტეინერი შეიცავს 1 კაფსულას აპლიკატორთან ერთად.

თითოეული კაფსულა შეფუთულია პლასტმასის (პოლიპროპილენის კორპუსი და პოლიეთილენის სახურავი) ერთჯერადი დოზის კონტეინერში, რომელიც შეფუთულია ტყვიის ჯამში რათა დაფაროს რადიოაქტიურობა შესაყვან პლასტმასის პიპეტთან ერთად.

თეთრი-ღია ყავისფერი ფხვნილის შემცველი გამჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენება ითვალისწინებს რადიოაქტიურობისადმი ექსპოზიციას. თქვენს ექიმს და ბირთული მედიცინის ექიმს განხილული აქვთ, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც თქვენ მიიღებთ პროცედურისგან რადიოაქტიური ნაერთით გადაწონის დასხივებისგან მიღებულ რისკს.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებამდე

არასდროს გამოიყენოთ MON.IYOT-131 ორალური კაფსულა

თუ

ხართ ალერგიული ნატრიუმის იოდიდზე (131I) ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე

ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში,

გაქვთ ყლაპვის გაძნელება (დისფაგია, საყლაპავის სტრიქტურა, საყლაპავის სტენოზი, საყლაპავის დივერტიკული)

გაწუხებთ კუჭის დაავადებები, როგორიც არის ანთება (გასტრიტი) და პეპტიური წყლული

გაწუხებთ შემცირებული კუჭის მოქმედება

გაქვთ საყლაპავის ობსტრუქცია

თუ პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ვიზუალიზაციისთვის. ჩვეულებრივ, ამისთვის გამოიყენება ნატრიუმის იოდიდის (I-123) ან ტექნეტიუმის (Tc-99m) შემცველი სხვა პროდუქტები. გამონაკლისები ამ რჩევის შემთხვევაში არის შემდეგი: თუ ეს პროდუქტები არ არის ხელმისაწვდომი იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობთ ან თუ მკუნრლობთ სიმსივნეზე.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე MON.IYOT-131 პერორალურ კაფსულებთან

თუ იტარებთ თერაპიას ან მკურნალობას ფარისებრ ჯირკვალზე, რეგულარულად უნდა გადაიკონტროლოთ თავი რათა შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე და განსაზღვროთ შესაძლო გვიანი გართულებები.

მკურნალობის შემდეგ სასურველია სვათ დიდი რაოდენობით სითხე და ხშირად შარდოთ ნატრიუმის იოდიდის (131I) შარდის ბუშტში დაგროვების პრევენციის მიზნით. თუ გაქვთ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, მაღალი დოზის მიღების შემდეგ მოხდება თქვენი კათეტერიზაცია.

კაფსულის გადაყლაპვისთანავე თქვენ ორგანიზმში გაქვთ რადიოაქტიური ნივთიერება. გარკვეული დროით მოგარიდებენ თქვენს გარშემომყოფებს. თქვენი განავალი, შარდი ან ნარწყევი ითლება რადიოაქტიურად და მისი მოშორება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ისე რომ მათ არ ჰქონდეთ შეხება სხვებთან.

თუ გაქვთ კუჭის დაავადება. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, რომ დარწმუნდეთ კუჭში სუფთა გამავლობაზე. რეკომენდებულია წყლულოვანი დაავადების და გასტრიტის სამკურნალოდ თანმხლები მედიკამენტების გამოყენება (H2 ანტაგონისტები ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

თუ გაქვთ თირკმლის მნიშვნელოვნად დაქვეითებული ფუნქცია, რომელიც საჭიროებს დოზის დარეგულირებას. სანერწყვე ჯირკვლების ანთების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია მიიღოთ ტკბილეული ან სითხეები, რომლებიც შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც დაასტიმულირებს ნერწყვდენას. მკურნალობამდე მოგეცემათ რეკომენდაცია, რომ მიიღოთ საკვები, რომელიც შეიცავს ცოტაოდენ იოდს, რათა გაიზარდოს მოხმარება ფარისებრ ჯირკვალში.

თუ იყენებთ ფარისებრის ჰორმონებს. ფარისებრის ჩანაცვლებითი თერაპია უნდა შეწყდეს მიღებამდე, ადეკვატური მოხმარების უზრუნველსაყოფად. ტრიიოდოთირონინის შემთხვევაში რეკომენდებულია 14-დღიანი პერიოდი, ხოლო თიროქსინისთვის - 4-5 კვირა. მათი მიღება უნდა განახლდეს მკურნალობიდან ორ კვირაში. ანალოგიურად, კარბიმაზოლი და პროპილთიოურაცილი უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის (ჰიპერთირეოზი) მკურნალობამდე 1 კვირით ადრე და განახლდეს რამდენიმე დღის შემდეგ.

თუ ამობურცული თვალები არის დაავდების სიმპტომების ნაწილი, რომელიც თქვენ გაწუხებთ (გრეივსის დაავადებით გამოწვეული ოფთალმოპათია). ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ანთების შესამცირებელი თანმხლები მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები).

მკურნალობის შემდეგ ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპცია 6-12 თვის მანძილზე. მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპცია მკურნალობიდან 6 თვის მანძილზე.

თქვენი ექიმი მოგაწოდებთ ინფორმაციას, რა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოთ.

რადიოაქტიური ნაერთების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადატანა და განკარგვა ექვემდებარება ადგილობრივი კომპეტენტური ოფიციალური ორგანიზაციის რეგულაციებს და/ან შესაბამის ლიცენზიებს. ამიტომ, MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღება ყოველთვის მოხდება საავდამყოფოში ან სხვა მითითებულ კლინიკურ პირობებში.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებამდე

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა იყოთ კარგად ჰიდრატირებული სანამ დაიწყებთ მიღებას რათა შარდოთ რაც შეიძლება ხშირად პროცედურიდან პირველი საათის მანძილზე.

იშიმშილეთ (არანაირი საკვები) მინიმუმ 4 საათი.

გაესაუბრეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენებამდე

თუ

ხართ ორულად ან თვლით რომ ხართ ორსულად

ხართ ლაქტაციის პერიოდში

ხართ 18 წლამდე

გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ გეხებათ რომელიმე ეს გაფრთხილება, თუნდაც წარსულში ნებისმიერ პერიოდში.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულები უნდა მიიღოთ ცარიელ კუჭზე და დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება

სამკურნალო მიზნით გამოყენება:

მკურნალობისთვის განხორციელებული საქმიანობა კლინიკური განსჯის საკითხია. თერაპიული ეფექტი მიიღწევა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ

ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ

გამოყენებული აქტივობა დამოკიდებულია დიაგნოზზე, ჯირკვლის ზომაზე, ფარისებრი ჯირკვლის მიერ ათვისებაზე და იოდის კლირენსზე. შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნე ორგანოს შემდეგი დოზები:

უნუფოკალური ავტონომია 300 - 400 Gy სამიზნე ორგანოს დოზა

მულტიფოკალური და გავრცელებული ავტონომია 150 - 200 Gy სამიზნე ორგანოს დოზა გრეივსის დაავადება 200 Gy სამიზნე ორგანოს დოზა

გრეივსის დაავადებისას, მულტიფოკალური ან დისემინირებული ავტონომიის დროს, ზემოხსენებული სამიზნე ორგანოს დოზები დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის საერთო წონასთან, თუმცა უნიფოკალური ავტონომიისას, სამიზნე ორგანოს დოზა დაკავშირებულია მხოლოდ ადენომის წონასთან.

ჩვეულებრივ გამოყენებული აქტივობაა 200-800 MBq დიაპაზონში, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი მკურნალობა.

შესაძლებლობისას პერთირეოზის რადიოიოდინით მკურნალობამდე, პაციენტებში მკურნალობით მიღწეული უნდა იყოს ეუთირეოზი.

გამოსაყენებელი აქტივობა შეიძლება გამოითვალოს შემდეგი განტოლების მიხედვით:

სამიზნე დოზა (Gy) x სამიზნე მოცულობა (მლ)

A (MBq) = _________________________________________ x K

მაქს.ათვისება 131I (%) x ეფექტურიT ½ (დღეები)

სადაც:

სამიზნე დოზა = არის სამიზნე აბსორბირებული დოზა მთელ ფარისებრ ჯირკვალში ან ადენომაში

სამიზნე მოცულობა = მთელი ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა (გრეივსის დაავადება, მულტიფოკალური ან დისემინირებული ავტონომია)

მაქს. ათვისება131I = I -131 -ს მაქს. ათვისება ფარისებრ ჯირკვალში ან კვანძებში გამოყენებული აქტივობის % –ში, როგორც დადგენილია საცდელი დოზით.

ეფექტურიT ½ = I-131-ს ეფექუტრი ნახევარგამოყოფის ეპრიოდი ფარისებს ჯირკვალში

= 24.67

ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა დოზიმეტრიული პროცედურები ნატრიუმის პერტექნეტატის (Tc-99m) ფარისებრი ჯირკვლის მიერ ათვისების ტესტების ჩათვლით, რათა დადგინდეს შესაბამისი სამიზნე ორგანოს დოზა (Gy). ასევე შესაძლებელია ფიქსირებული დოზის პროტოკოლების გამოყენება.

ფარისებრი ჯირკვლის აბლაციის და მეტასტაზების მკურნალობისთვის

სრული ან სუბტოტალური თირეოიდექტომიის შემდგომ ფარისებრი ჯირკვლის დარჩენილი ქსოვილის აბლაციისთვის გამოყნებული აქტივობები არის 1850-3700 MBq. ეს დამოკიდებულია ნარჩენების ზომაზე და რადიოიოდის ათვისებაზე. მეტასტაზების შემდგომი მკურნალობისას ადმინისტრირებული აქტივობაა 3700-11100 MBq.

გამოყენება დიაგნოსტიკური მიზნისთვის:

მოზრდილი პაციენტებისთვის გამოიყენება შემდეგი დოზები (70 კგ).

ფარისებრი ჯირკვალში ათვისების კვლევა: 0.2- 3.7 MBq

ფარისებრი ჯირკვლის აბლაციის შემდეგ (მეტასტაზების და დარჩენილი ფარისებრი ჯირკვლისთვის): მაქსიმალური დოზა: 400 MBq

ფარისებრი ჯირკვლის ვიზუალიზაციისთვის: 7.4- 11 MBq

სკანირება ჩვეულებრივ სრულდება 4 საათში და მეორდება 18-24 საათში. თუმცა, სცინტიგრაფიის კვლევები ტარდება 72 საათში.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვსა და მოზარდებში გამოსაყენებელი აქტივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური დოზიმეტრიის შესრულების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).

გამოყენების მეთოდი

გამოიყენება ორალურად, გადაყლაპვით.

კაფსულა უნდა იქნას მიღებული უზმოზე და დიდი რაოდენობით სითხით და გადაყლაპოთ მთლიანად.

ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კაფსულის მიცემამდე უნდა დარწმუნდნენ რომ შესაძლებელია მისი მთლიანად გადაყლაპვა. რეკომენდებულია პიურესთან ერთად მიცემა.

პაციენტებში, რომლებშიც ეჭვია გასტროინტესტინურ დაავადებაზე, საჭიროა დიდი სიფრთხილე ნატრიუმის [131I] იოდიდის გამოყენებისას. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი სითხით, რათა უზრუნველყოს კუჭში და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში აშკარა გადასვლა. რეკომენდებულია H2 ანტაგონისტების ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება.

მიღებამდე ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია იხ. პარაგრაფში 12.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება

მას შეუძლია გაზარდოს პოტენციური გვერდითი ეფექტების რისკი, რადგან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გახანგრძივდეს ორგანიზმში I-131 დაყოვნება. თირკმლის მნიშვნელოვანი უკმარისობის მქონე პაციენტებში 131I კაფსულის თერაპიული შეყვანა, რომლის დროსაც აუცილებელია აქტივობის კორექტირება, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვთა და მოზარდთა აქტივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური დოზიმეტრიის შესრულების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვსა და მოზარდში დოზის (აქტივობის) რაოდენობა უნდა იყოს ზრდასრული დოზის ნაწილი, რომელიც გამოითვლება ფორმულების მიხედვით, სხეულის წონის ან ბავშვის ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე.

ბავშვის დოზა (MBq) = მოზრდილის დოზა (MBq) x ბავშვის წონა (კგ)

70 კგ

ან

ბავშვის დოზა (MBq) = მოზრდილის დოზა (MBq) x ბავშვის სხეულის ზედაპირი (მ2)

  • 73 მ2

ბავშვის დოზა (MBq) = მოზრდილის დოზა x მოზრდილის დოზის ნაწილი

1657352425705176520242570161290247015

მოზრდილის დოზის ნაწილი

3 კგ

=

  • 1

22 კგ

=

  • 50

42 კგ

=

  • 78

4 კგ

=

  • 14

24კგ

=

  • 53

44 კგ

=

  • 80

6 კგ

=

  • 19

26 კგ

=

  • 56

46 კგ

=

  • 82

8 კგ

=

  • 23

28 კგ

=

  • 58

48 კგ

=

  • 85

10 კგ

=

  • 27

30 კგ

=

  • 62

50 კგ

=

  • 88

12კგ

=

  • 32

32 კგ

=

  • 65

52-54 კგ

=

  • 90

14 კგ

=

  • 36

34 კგ

=

  • 68

56-58 კგ

=

  • 92

16 კგ

=

  • 40

36 კგ

=

  • 71

60-62 კგ

=

  • 96

18 კგ

=

  • 44

38 კგ

=

  • 73

64-66 კგ

=

  • 98

20 კგ

=

  • 46

40 კგ

=

  • 76

68 კგ

=

  • 99

1779905-17741903399790-1774190(პედიატრიული სამუშაო ჯგუფი, ბირთვული მედიცინის ევროპული ასოციაცია)

161290-163830

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ლაქტაციის პერიოდი

დადგენილი ან სავარაუდო ორსულობა, ან როდესაც ორსულობა გამორიცხული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.6)

10 წლამდე ასაკის ბავშვებში დიაგნოსტიკური მიზნით.

ფარისებრი ჯირკვლის სკანირება გარდა ავთვისებიანი დაავადების შემდგომი დაკვირვებისა ან როდესაც 123I ან 99mTc მიუწვდომელია.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ დისფაგია, საყლაპავის შევიწროება, საყლაპავის სტენოზი, საყლაპავის დივერტიკული, აქტიური გასტრიტი, კუჭის ეროზია და პეპტიური წყლული.

პაციენტები, რომელბშიც სავარაუდოა გასტრონტესტინური ობილობის დაქვეითება

სიფრთხილის ზომები

რადიოფარმაცევტული საშუალებები უნდა დაინიშნოს მხოლოდ ბირთვული მედიცინის ექიმების მიერ ბირთვული მედიცინის ცენტრებში..

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის შედარებით მაღალი დოზა უმეტეს პაციენტებში (იხ. პარაგრაფები 4.8 და 11).

კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი სიფრთხილის ზომები პაციენტების მიერ აქტივობების აღმოსაფხვრელად.

მოზრდილთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი რადიაციული ექსპოზიიის გამო, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში იოდი -131 სადიაგნოსტიკო კვლევებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული და არ გამოდგება 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად, თუ არ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები.

არ არსებობს მტკიცებულება ავთვისებიანი სიმსივნეების (კიბო, ლეიკემია ან მუტაციები) მომატებული შემთხვევების შესახებ მამაკაცებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ნატრიუმის [131I] იოდიდით დიაგნოსტიკური მიზნით.

თითოეული პაციენტისთვის მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება უნდა იყოს გამართლებული სავარაუდო სარგებლის საფუძველზე. ადმინისტრირებული აქტივობა უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგად გამოსხივების დოზა იყოს გონივრულად მაქსიმალურად მიღწევადად დაბალი, იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა დიაგნოსტიკური ან თერაპიული შედეგის მიღება.

მომატებული მგრძნობელობის ან ანაფილაქსიური რეაქციების პოტენციალი

მომატებული მგრძნობელობის ან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს ინტრავენური მკურნალობა. დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საგანგებო სიტუაციებში დაუყოვნებელი მოქმედების გასააქტიურებლად, აუცილებელი მედიკამენტები და აღჭურვილობა, როგორიცაა ენდოტრაქეული მილი და ვენტილატორი.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის მნიშვნელოვანი უკმარისობის მქონე პაციენტებში 131I კაფსულის თერაპიული შეყვანა, რომლის დროსაც აუცილებელია აქტივობის კორექტირება, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისას, ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების რადიოიოდური მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს დასაბუთებულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ანტითირეოიდული მედიკამენტების გამოყენების შემდგომ რეციდივისას ან როდესაც ანტითირეოიდულ მედიკამენტებზე ვითარდება სერიოზული გვერდითი რეაქციები.

ფართო გამოყენების მიუხედავად, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კიბო, ლეიკემია ან მუტაცია იზრდება ადამიანებში იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიან დაავადებას რადიოიოდით მკურნალობენ. ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბავშვთა ქსოვილის მგრძნობელობა და ასეთი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა. რისკები ასევე უნდა შეფასდეს სხვა შესაძლო მკურნალობის რისკებთან შედარებით. იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 11.

პაციენტის მომზადება

პაციენტებს უნდა წახალისდეს, რომ გაზარდონ ორალურად სითხეების მიღება და მოუწოდონ რაც შეიძლება ხშირად დაცალონ შარიდს ბუშტი გამოსხივების შესამცირებლად, განსაკუთრებით მაღალი აქტივობების შემდეგ, მაგ. როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა. შარდის ბუშტის დაცლის პრობლემის მქონე პაციენტებს რადიოიოდის მაღალი აქტივობის მიღების შემდეგ უნდა ჩაუტარდეს კათეტერიზაცია.

კაფსულები უნდა გადაყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობით სითხით, რათა უზრუნველყოს კუჭში და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში აშკარა გადასვლა. კუჭ -ნაწლავის შესაძლო რეაქციების აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია H2 ანტაგონისტების ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება. ღებინების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია დაბინძურების რისკი.

სპეციფიური გაფრთხილებები

სანერწყვე ჯირკვლებზე რადიაციული ზემოქმედება უნდა შემცირდეს მჟავა ნივთიერებებით ნერწყვის გამოყოფის სტიმულირებით. დამატებითი ფარმაკოლოგიური დაცვის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებით.

თერაპიის დაწყებამდე იოდის დაბალი შემცველობის დიეტა გააძლიერებს მოფუნქციონირე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიერ ათვისებას.

ფარისებრი ჯირკვლის კარცინომისთვის რადიოიოდინის მიღებამდე ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებით თერაპია უნდა შეწყდეს ადექვატური შეწოვის უზრუნველსაყოფად. ტრიიოდთირონინისთვის რეკომენდებულია 14 დღიანი პერიოდი და თიროქსინისთვის 4-5 კვირა. ისინი უნდა განახლდეს მკურნალობიდან ორი დღის შემდეგ. ანალოგიურად კარბიმაზოლი და პროპილთიურაცილი უნდა შეწყდეს ჰიპერთირეოზის მკურნალობის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე და განახლდეს რამდენიმე დღის შემდეგ.

ენდოკრინული ოფთალმოპათიის არსებობისას, გრეივსის დაავადების რადიოიოდური მკურნალობა უნდა ჩატარდეს კორტიკოსტეროიდებით თანმხლები მკურნალობის ქვეშ.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ფარისებრი ჯირკვლის თერაპიას, ხელახლა უნდა შემოწმდენ შესაბამისი ინტერვალებით.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ჟელატინის და/ ან მისი მეტაბოლიტების მიმართ, რადიოიოდინის სამკურნალოდ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნატრიუმის იოდიდის [131I] ხსნარის გამოყენებას.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 129,68 მგ ნატრიუმს თითო კაფსულაში. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომელთა დიეტაშიც ნატრიუმის შეზღუდულია.

გარემოს დაცვის გათვალისწინებით უსაფრთხოების ზომები მოცემულია პარაგრაფში

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცნობილია, რომ მრავალი ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება ურთიერთქმედებს რადიოიოდიდთან. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მექანიზმებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ცილებთან შეკავშირებაზე, ფარმაკოკინეტიკაზე ან მარკირებული იოდიდის დინამიურ ეფექტზე. შედეგად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფარისებრ ჯირკვალში ათვისებაშეიძლება შემცირდეს. ამიტომ აუცილებელია სრული ისტორიის აღება და იმის დადგენა, საჭიროა თუ არა რაიმე სამკურნალო პროდუქტისგან თავის შეკავება ნატრიუმის I-131 იოდიდის მიღებამდე.

მაგალითად, შემდეგი ნივთიერებებით მკურნალობა უნდა შეწყდეს:

აქტიური ნივთიერებები

მოსვენების პერიოდი

I-131-ს მიღებამდე

ანტითირეოიდული საშუალებები (მაგ. კარბიმაზოლი,

მეთიმაზოლი, პროპილურაცილი), პერქლორატი

თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებამდე 1 კვირა და შემდეგ რამდენიმე დღე

სალიცილატები, სტეროიდები, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი,

ნატრიუმის სულფობრომოფტალინი, ანტიკოაგულანტები,

ანტიჰისტამინები, პარაზიტები, პენიცილინები,

სულფონამიდები, ტოლბუტამიდი, თიოპენტონი

1 კვირა

ფენილბუტაზონი

1 – 2 კვირა

იოდის შემცველი ამოსახველებელი საშუალებები და ვიტამინები

დაახლოებით 2 კვირა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატები

ტრიიოდთირონინი 14 დღე

თიროქსინი 4-5 კვირა

ამიოდარონი*, ბენზოდიაზეპინები, ლითიუმი

დაახლოებით 4 კვირა

იოდის შემცველი პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის

1 – 9 თვე

იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები

1 წლამდე

  • ამიოდარონის შემთხვევაში,ამ აგენტის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის გამო შესაძლებელია ფარისებრ ჯირკვალში რამდენიმე თვის განმავლობაში შეწოვის შემცირება

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ

არ არსებობს დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებისთვის სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ რაიმე მედიკამენტს.

არ მიიღოთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა თუ ხართ ორსულად. ორსულობის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა იყოს გამორიცხული ამ მედიკამენტის მიღებამდე. გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ რეკომენდაცია, რომ არ დაორსულდეთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებიდან 6-12 თვის მანძილზე.

ბირთვული მედიცინის ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს ამ პროდუქტს ორსულში, თუ მოსალდნელი სარგებელი გადაწონის რისკებს.

თუ მკურნალობის განმავლობაში მიხვდით რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ რაიმე მედიკამენტს.

უთხარით თქვენს ექიმს თუ იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, რადგან მან შესაძლოა გადადოს მკურნალობა ლაქტაციის დასრულებამდე. ასევე, შესაძლოა მან გთხოვოთ ლაქტაციის შეწყვეტა MONIYOT-131 პერორალური კაფსულის მიღების შემდეგ.

ფერტილობა

ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია რომ გამოიყენონ კონტრაცეპცია 6-12 თვის მანძილზე. სიფრთხილის ზომების დაცვის სახით, მამაკაცმა არ უნდა იფიქროს შვილის ყოლაზე რადიოაქტიური იოდით მკურნალობიდან 6 თვის მანძილზე.

გთხოვთ დაეკითხეთ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს სანამ მიიღებთ რაიმე მედიკამენტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა იმოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის ზოგიერთ ინგრედიენტზე

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 129.68 მგ ნატრიუმს ერთ დოზაზე. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში, რომლებიც არიან კოტროლირებულ ნატრიუმის დიეტაზე.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

გთხოვთ უთხრათ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ იღებთ ან მიგიღიათ შემდეგი მედიკამენტებიდან/ნივთიერებებიდან რომელიმე, რადგან მათ შეიძლება ხელი შეუშალონ თქვენს ექიმს ამ გამოსახულებების განმარტვაში.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ რეკომენდაცია, რომ მკურნალობამდე შეწყვიტოთ შემდეგი მედიკამენტები

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიც არის:

კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროპილურაცილი

პერქლორატი.

ეს სამკურნალო პროდუქტები უნდა შეჩერდეს ნატრიუმის იოდიდით [131I] მკურნლობამდე ერთი კვირით ადრე და მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღე.

ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობების დროს, უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე ერთი კვირით ადრე.

სალიცილატები: ტკივილის, სიცხის ან ანთების შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა.

კორტიზონი: ანთების შესამცირებელი ან ორგანოს გადანერგვის უარყოფის საპრევენციო მედიკამენტები.

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: მედიკამენტი მაღალი წნევის შესამცირებლად და ასევე ოპერაციის დროს.

ნატრიუმის სულფობრომოფთალეინი: მედიკამენტი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად

გარკვეული წამლები:

სისხლის შედედების შესამცირებლად

პარაზიტებით ინვაზიის სამკურნალოდ

ანტიჰისტამინები : გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ

პენიცილინები და სულფონამიდები: ანტიბიოტიკები

ტოლბუტამიდი: სისხლში შაქრის შესამცირებელი მედიკამენტი

თიოპენტონი: გამოიყენება ანესთეზიის ქვეშ ყოფნისას თავის ტვინში წნევის შესამცირებლად, ასევე ძლიერი ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ

ფენილბუტაზონი (ტკივილის და ანთების შესამცირებელი მედიკამენტი) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 1-2 კვირით ადრე.

იოდის შემცველი მედიკამენტები სასუნთქი გზების ნახველისგან გასათავისუფლებლად, უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 2 კვირით ადრე.

ვიტამინები, რომლებიც შეიცავენ იოდის მარილებს უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 2 კვირით.

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ფარისებრის ჰორმონებს, როგორიც არის თიროქსინი, ლიოთირონინი, ტრიიოდოთირონინი, ფარისებრის ექსტრაქტი უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 2-5 კვირით ადრე.

ბენზოდიაზეპინები (მედიკამენტები რომლებიც ამშვიდებს და აძინებს და ადუნებს კუნთებს) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 4 კვირით ადრე.

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 4 კვირით ადრე.

იოდის შემცველი მედიკამენტები (რომლებიც გამოიყენება სხეულის მხოლოდ შეზღუდულ ნაწილზე) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 1-9 თვით ადრე.

ამიოდარონი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტი) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე რამდენიმე თვით ადრე.

იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალება უნდა შეჩერდეს მკურნალობის დაწყებამდე 1 წლამდე.

გთხოვთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.

როგორ იქნება გამოყენებული MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა

რადიოაქტიური ნაერთები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ბირთვული მედიცინის სპეციალისტის მიერ ბირთვული მედიცინის ცენტრში.

არსებობს რადიოაქტიური პროდუქტების გამოყენების, შეხების და განკარგვის მკაცრი წესები. MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა გამოყენებული იქნება მხოლოდ სპეციალურ, კონტორლირებად სივრცეებში.

ამ პროდუქტს შეეხება და თქვენ გადმოგცემთ მხოლოდ ის ხალხი, რომელიც დატრენინგებულია და კვალიფიციურია, რომ უსაფრთხოდ გამოიყენოს ის. ეს ადამიანები სპეციალურად იზრუნებენ ამ პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებაზე და ინფორმირებული ეყოლებით თავიანთი მოქმედებების შესახებ.

ინსტრუქციები შესაფერისი გამოყენებისთვის და დოზის/მიღების სიხშირე

თქვენი დაავადების მიხედვით, თქვენი ექიმი განსაზღვრავს და გამოიყენებს წამლის შესაბამის დოზირებას. ეს იქნება მინიმალური რაოდენობა სასურველი ეფექტის მისაღებად.

მეთოდი და მიღების გზა

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა, რომელიც მომზადებულია შეკვეთილი დანიშნული დოზის მიხედვით მიიღება ერთ ჭიქა წყალთან ერთად მისი სპეციალური ფირფიტის საშუალებით.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებისას კუჭი უნდა გქონდეთ ცარიელი.

თქვენ მიიღებთ ტყვიის მძიმე ჯამს, რომელშიც მიმაგრებული იქნება 1 კაფსულა ერთჯერადი დოზის პლასტმასის კონტეინერში.

თქვენი ჯანდაცვის სერვისის მომწოდებელი პირი გახსნის შეფუთვას სათანადოდ და გაზომავს აქტივობას. ისინი გამოიყენებენ აპლიკატორს კაფსულის ამოსაღებად კონტეინერიდან.

გთხოვენ, რომ გადაყლაპოთ კაფსულა პირდაპირ აპლიკატორიდან.

შემდეგ საჭირო იქნება, რომ დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა კაფსულა რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს კუჭში.

ყურადღება: არ დაიჭიროთ კაფსულა პირდაპირ ხელით.

დაუბრუნეთ უკან ჭიქა და ჯამი დანიშნულ პირს ან გადააგდეთ ურნაში, რომელიც გამოყოფილია რადიოაქტიური პროდუქტებისთვის. არ ჩათვალოთ, რომ სპეციალური აპლიკატორის ჯამი არის ჩვეულებრივი ნარჩენი და არ წაიღოთ თან არანაირი მიზეზით.

ამ ნარჩენის მოშორება უნდა მოხდეს ადგილობრივი და საერთაშორისი რეგულაციებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად.

პროცედურის ხანგრძლივობა

თქვნი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ პროცედურის სტანდარტული ხანგრძლივობის შესახებ.

ჰიპერთირეოზის სამკურნალო დოზები

როგორც წესი, MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა მიიღება ერთხელ, ერთკერადი პერორალური დოზის სახით საავადმყოფოში. იშვიათად ხდება მეორე დოზის მიღება.

დოზა რადიოაქტიური თერაპიული სამკურნალო პროდუქტებისთვის გამოიხატება როგორც - MBq, ეს არის რადიოაქტიურობის რაოდენობა კაფსულაში მისი მიღების მომენტში ან ის შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც Gy - ეს არის დასხივების რაოდენობა, რომელიც სავარაუდოდ შეიწოვება ქსოვილის მიერ, რომელიც გამიზნულია სამკურნალოდ (მაგ. ფარისებრი ჯირკვალი).

მისი გამოთვლა შესაძლებელია სატესტო დოზიდან, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ნამდვილ მკურნალობამდე და ქსოვილის რაოდენობის გამოთვლით, რომელმაც უნდა წაიღოს. არსებობს მისი გამოთვლის რამდენიმე წესი: ზოგიერთი საჭიროებს დამატებითი ტესტის პროცედურების მონაცემებს, რომლებიც მოიცავს ულტრაბგერით პროცედურებს და/ან რადიოაქტიური ნატრიუმის პერტექნეტატის (Tc-99m) ინექციას.

რადიოაქტიურობის სტანდარტული დოზა ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ჩვეულებრივ მერყეობს 200-800 MBq-მდე, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი მკურნალობა.

ამ დოზებს იღებენ ზრდასრულები. ბავშვების შემთხვევაში გამოთვლისას შესაძლოა რადიოაქტიურობის უფრო დაბალი დოზების მიღება.

Gy - ში ასახული დოზები შესაძლოა მერყეობდეს 150 – 400 Gy-ს შორის იმ ქსოვილში, რომელსაც სჭირდება მკურნალობა.

სიმსივნის სამკურნალო დოზები:

სიმსივნის ქირურგიულად ამოღების შემდეგ გამოყენებისას დოზები როგორც წესი არის 1850-3700 MBq-ს შორის.

შესაბამისი მეტასტაზების მკურნალობაში გამოყენებული აქტივობა მერყეობს 3700-11100 MBq-ს ფარგლებში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებში და მოზარდებში მისაღები რაოდენობა მორგებული იქნება ბავშვის სხეულის მასას.

გამოყენება ხანდაზმულებში

დოზის მორგება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

პაციენტთა განსაკუთრებული პოპულაცია (თირკმლის / ღვიძლის დაზიანება, ა.შ.)

131I პერორალური კაფსულის მიღება თირკმლის მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებშიც საჭიროა აქტივობის დარეგულირება, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

თუ ფიქრობთ, რომ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის ეფექტი ძალიან მაღალი ან დაბალია, გთხოვთ დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა

ზედოზირება თითქმის შეუძლებელია, რადგან თქვენ მიიღებთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მხოლოდ ერთჯერად დოზას, რომელიც ზუსტად კონტროლდება ბირთვული მედიცინის ექიმის მიერ, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.

თუმცა, ზედოზირების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას.

თუ თქვენ უნებლიედ მიიღეთ ძალიან მაღალი დოზა, მისაღები ზომები მიმართულია თქვენი ორგანიზმიდან რადიოაქტიური იოდიდის (131I) მოშორებაზე რაც შეიძლება სწრაფად. ეს ზომები მოიცავს:

ნივთიერებების მიღებას, რომლებიც მოგაშორებთ (ღებინება) ხსნარის ნარჩენს.

რაც შეიძლება მეტი სითხის დალევას, რათა შარდოთ უფრო მეტი და ამ გზით მოიშოროთ უფრო მეტი რადიოაქტიური იოდიდი (131I).

ასევე, შესაძლებელია იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ხელს შეუშლის რადიოაქტიური იოდიდის (131I) დაგროვებას ქსოვილებში როგორიც არის ფარისებრი ჯირკვალი (მაგ.ნივთიერება - კალიუმის პერქლორატი)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ჰკითხოთ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა, რაც უნდა მიგეღოთ, გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების გასათანაბრებლად.

ეს შემთხვევა არ არის შესაფერისი, რადგან ეს პროდუქტი გამოიყენება ბირთვული მედიცინის სპეციალისტის კონტროლის ქვეშ.

თუ წყვეტთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენებას

თუ ექიმს სხვაგვარად არ გაუფრთხილებიხართ, მაშინ დაიცავით შემდეგი წესები:

მკურნალობიდან 48 - 96 საათში, გააჩნია მიღებულ დოზას, სხვა პირებზე რადიოაქტიური კონტამინაციის პრევენციისთვის ან მის შესამცირებლად:

არ აკოცოთ, არ ჩამოართვათ ხელი ან არ გაუზიაროთ თქვენი საკვები და სასმელი ან პირადი ნივთები (პირსახოცი, ცხვირსახოცი, ჭიქა, კოვზი, ა.შ.) სხვა პირებს.

არ გქონდეთ სქესობრივი კავშირი.

დაიძინეთ მარტო.

ამოტუმბეთ მინიმუმ ორჯერ საპირფარეშოს ან ნიჟარის გამოყენების შემდეგ.

გარეცხეთ თქვენი პირადი ნივთები (პირსახოცი, ზეწარი, ტანსაცმელი, სხვა) სხვებისგან განცალკევებულად

დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე და შედით საპირფარეშოში ხშირად რათა დააჩქაროთ შარდვისმიერი გამოყოფა და რადიოაქტიური იოდინის შემცველობა განზავდეს შარდში.

თუ მკურნალობთ ჰიპერთირეოზს, გთხოვთ შეიმოწმოთ სისხლში ფარისებრი ჰორმონის დონე ყოველ 2-3 თვეში ერთხელ რადიოაქტიური იოდინით მკურნალობის დასრულებიდან პირველ წლის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, MON.IYOT-131 პერორალურმა კაფსულამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ჰიპერსენსიტიურნი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თქვენმა ექიმმა ჩათვალა, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც მიიღებთ პროცედურისგან რადიოაქტიური ნაერთით გადაწონის დასხივებისგან მიღებულ რისკს.

გვერდითი მოვლენები შეიძლება მოხდეს შემდეგი სიხშირით და დაჯგუფებულია ქვემოთ, თერაპიების მიხედვით:

სიხშირე:

ძალიან ხშირი: ხდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ხშირი: ხდება 100 პაციენტიდან 1-10-ში

არახშირი: ხდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში

იშვიათი: ხდება 10.000 პაციენტიდან 1-10-ში

ძალიან იშვიათი: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში

უცნობი: უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია გამოთვლა)

არასიმსივნური დაავადებების მკურნალობა

ძალიან ხშირი

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია

ხშირი

თვალის გარკვეული ანთება, სახელად ენდოკრინული ოფთალმოპათია

(გრეივსის დაავადების მკურნალობის შემდეგ)

დროებით ზეაქტიური ფარისებრი

სანერწყვე ჯირკვლის ანთება

ძალიან იშვიათი

ხმოვანი იოგის პარალიზი

სიხშირე უცნობია

სერიოზული ალერგიული რექცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას

მწვავე ზეაქტიური ფარისებრის კრიზი

ფარისებრის ანთება

ჯირკვლის შემცირებული ფუნქცია, რომელიც ხასიათდება თვალების სიმშრალით

ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის წარმოების შემცირება ან დაკარგვა

ადგილობრივი შეშუპება

სიმსივნეების მკურნალობა

ძალიან ხშირი

სისხლის უჯრედების მწვავე შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, დალურჯება ან გაზარდოს ინფექციების ალბათობა

სისხლის უჯრედების ნაკლებობა

ძვლის ტვინის უკმარისობა

ყნოსვის და გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა

გულისრევა

შემცირებული მადა

საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობა

გრიპისმაგვარი დაავადება

თავის ტკივილი, კისრის ტკივილი

უკიდურესი დაღლილობა ან ძილიანობა

ანთება რომელიც იწვევს წითელ, წყლიან თვალებს, რომელიც იწვევს ქავილს

სანერწყვე ჯირკვლის ანთება სიმპტომებით როგორიც არის პირის, ცხვირის და თვალების სიმშრალეს; კარიესს, კბილის დაკარგვას

გააძლიერეთ სანერწყვე ჯირკვლების მუშაობა მჟავა საკვების ან სასმელის მიღებით ამ გვერდითი მოვლენის სიხშირის შესამცირებლად.

ხშირი

ლეიკოციტების პათოლოგიური, სიმსივნური ზრდა

ლეიკოციტების ან თრომბოციტების ნაკლებობა

მომატებული ნაკადი

სუნთქვის გაძნელება

ღებინება

ქსოვილის ადგილობრივი შეშუპება

იშვიათი

− მწვავე ან დროებით ზეაქტიური ფარისებრი

სიხშირე უცნობია

სერიოზული ალერგია რექცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას

სიმსივნე როგორიც არის შარდის ბუშტზე, მსხვილ ნაწლავზე, კუჭზე

მუდმივი ან მწვავე ძვლის ტვინის სუპრესია

ფარისებრის ანთება

ფარისებრახლო ჰორმონის წარმოების შემცირება ან დაკარგვა

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია

ტრაქეის ანთება და/ან ხორხის შევიწროება

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია

გაძნელებული ან ქოშინით სუნთქვა

ფილტვის ანთება

ხმოვანი იოგის პარალიზი, ხრიალი, ხმოვანი ორგანოების გამოყენებით ხმის წარმოქმნის შემცირებული უნარი

პირის ღრუს/ყელის ტკივილი

თავის ტვინში სითხის დაგროვება

კუჭის ამომფენის ანთება

ყლაპვის გაძნელება

შარდის ბუშტის ანთება

დარღვეული მენსტრუალური ციკლი

მამაკაცის დაქვეითებული ფერტილობა, სპერმის დაბალი რაოდენობა ან დაკარგვა

ფარისებრის ჰორმონის დეფიციტი

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

რაიმე გვერდითი მოვლენის არსებობის შემთხვევაში, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, გვერდითი მოვლენები შეგიძლიათ აღრიცხოთ პირდაპირ საერთაშორისო აღრიცხვის სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების აღრიცხვით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ ამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

შემთხვევით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა საფაღარათო საშუალებების მიღება და კუჭის ამორეცხვა.

რადიაციული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტის მიერ შთანთქმული დოზა შესაძლებლობისას უნდა შემცირდეს, რადიონუკლიდის ორგანიზმიდან გამოყოფის გაზრდით ხშირი შარდვით და იძულებითი დიურეზით. გარდა ამისა, ჭარბ ექსპოზიციაზე ეჭვისთანავე, ფარისებრ ჯირკვალზე რადიაციული ზემოქმედების შესამცირებლად რეკომენდებული უნდა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ბლოკადა (მაგალითად, კალიუმის იოდიდით ან პერქლორატით) I-131- ის მიტაცების შესამცირებლად შესაძლებელია ღებინების გამომწვევი საშუალების მიცემა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

გამოიყენება დიაგნოსტიკური და თერაპიული მიზნებით.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

ნატრიუმის იოდიდი ……… 0,37 – 7400 MBq

ერთი კაფსულა შეიცავს 131I ნატრიუმის იოდიდის სახით (131I): 0,37-7400 MBq (10 µCi – 200 mCi) აქტივობის მითითების თარიღსა და დროს.

იოდინ-131 ნახევარგამოყოფის პერიოდია 8.02 დღე. აქტივობის შემცირების განმავლობაში წარმოქმნის ბეტა (β) და გამა (γ) გამოსხივებას. იგი იშლება 365 keV (81%), 637 keV (7.3%) და 284 keV (6.0%) გამა გამოსხივების გამოსხივებით და 606 keV მაქსიმალური ენერგიის ბეტა გამოსხივებით სტაბილურ ქსენონ-131-მდე.

შემავსებლები:

1 kapsülde bulunabilecek miktar

დიაგნოსტიკური(D)

თერაპიული(T)

დინატრიუმის წყალბადის ფოსფატი უწყლო

400 მგ

400 მგ

ნატრიუმის თიოსულფატი

0,1 -1 მგ

0,1

  • 1 მგ

ნატრიუმის კარბონატი დეკაჰიდრატი

0,02 - 1,1 მგ

0,0

  • 0,7 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი

0,05

  • 2,8 მგ

0,0

  • 1,7 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M

0,00

  • 0,01 მლ

0,00 – 0,01მლ

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

თქვენ არ მოგიწევთ ამ მედიკამენტის შენახვა. ეს მედიკამენტი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობით შესაბამის დაწესებულებებში. რადიოაქტიური ნაერთების შენახვა მოხდება რადიოაქტიურ მასალებზე საერთაშორისო რეგულაციის შესაბამისად.

შეინახეთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა თავდაპირველ შეფუთვაში, 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და საავადმყოფოებში ან სამედიცინო გამოყენების ცენტრებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

შეინახეთ ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: V09FX03 : დიაგნოსტიკური რადიოფარმაცევტული საშუალებები

ათქ კოდი:: V10XA01: თერაპიული რადიოფარმაცევტული საშუალებები

მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა იოდი -131 ნატრიუმის იოდიდის სახით, რომელსაც ითვისებს ფარისებრი ჯირკვალი. ის ძირითადად იშლება იქ ხანგრძლივი დარჩენის დროის განმავლობაში და ამ გზით იწვევს ამ ორგანოს სელექციურ დასხივებას.

  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

დიაგნოსტიკური და თერაპიული მიზნებისთვის მცირე რაოდენობით ნივთიერების გამოყენებისას ნატრიუმის იოდიდის (131I) ფარმაკოდინამიკური ეფექტებიმოსალოდნელი არ არის. რადიაციული ზემოქმედების 90% -ზე მეტი გამოწვეულია გამოსხივებული β რადიაციით, რომლის საშუალო დიაპაზონი 0.5 მმ -ია. Β დასხივება დოზაზე დამოკიდებულად შეამცირებს უჯრედის ფუნქციონირებას და უჯრედების დაყოფას, რაც იწვევს უჯრედების განადგურებას. ფარისებრი ჯირკვლის გარეთ ნატრიუმის იოდიდის (131I) შეწოვის მოკლე დიაპაზონი და მისი თითქმის არარსებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გარეთ დასხივების უმნიშვნელო რაოდენობას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

ორალური მიღების შემდეგ ნატრიუმის იოდიდი (131I) სწრაფად შეიწოვება ზედა გასტროინტესტინური ტრაქტიდან (90% 60 წუთში). აბსორბციაზე გავლენას ახდენს კუჭის დაცლა. ის იზრდება ჰიპერთირეოზის და ქვეითდება ჰიპოთირეოზის დროს.

შრატის აქტივობის დონეზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწრაფი ზრდის შემდეგ, რომელიც 10-20 წუთის განმავლობაში გრძელდება, წონასწორობა მიიღწეოდა დაახლოებით 40 წუთში. ნატრიუმის იოდიდის 131I ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ წონასწორობა გაიზომა ერთდროულად.

პლაზმაში რადიოიოდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 საათს, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის მიერ მიღებული რადიოიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 დღეა. ამრიგად, ნატრიუმის იოდიდის I-131 მიღების შემდეგ აქტივობის დაახლოებით 40% -ს აქვს ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი 0.4 დღე და დანარჩენ-ს 60% 8 დღე..

განაწილება და ორგანოებში ათვისება

ფარმაკოკინეტიკა მიყვება მოუნიშნავი იოდის მაჩვენებელს. სისხლის მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ იგი ნაწილდება ფარისებრი ჯირკვლის დამატებით ნაწილში. აქედან მას ძირითადად ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს, რომელიც იოდიდის დაახლოებით 20 % -ს გამოყოფს ერთი გასვლით ან გამოიყოფა თირკმელებით. ფარისებრ ჯირკვალში იოდიდის შთანთქმა მაქსიმუმს აღწევს 24-48 საათის შემდეგ, მაქსიმალური პიკის 50 % მიიღწევა 5 საათის შემდეგ.

მიტაცებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი: პაციენტის ასაკი, ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, თირკმლის კლირენსი, მოცირკულირე იოდიდის დონე და სხვა სამედიცინო პროდუქტები (იხ. პარაგრაფი 4. 5). ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდიდის კლირენსი ჩვეულებრივ არის 5-50 მლ/წთ. იოდის დეფიციტის შემთხვევაში იგი იზრდება 100 მლ/წთ -მდე და ჰიპერთირეოზის დროს 1000 მლ/წთ -მდე. იოდის გადატვირთვის შემთხვევაში ის შეიძლება შემცირდეს 2 - 5 მლ/წთ-მდე. იოდიდი გროვდება ასევე თირკმელებში.

მცირე რაოდენობით იოდიდი I-131 შთაინთქმება სანერწყვე ჯირკვლების მიერ, კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ და ასევე ლოკალიზდება დედის რძეში, პლაცენტაში და ქოროიდულ წნულში.

ფარისებრი ჯირკვლის მიერ შთანთქმული იოდი მიჰყვება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცნობილ მეტაბოლიზმს და შედის ორგანულ ნაერთებში, საიდანაც სინთეზირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ელიმინაცია

შარდით გამოყოფა არის 37-75%, ფეკალური ექსკრეცია დაახლოებით 10% ოფლში თითქმის უმნიშვნელო ექსკრეციით.

შარდის გამოყოფას ახასიათებს თირკმლის კლირენსი, რომელიც შეადგენს თირკმლის ნაკადის დაახლოებით 3 % -ს და შედარებით მუდმივია სხვადასხვა ადამიანში. ის უფრო დაბალია ჰიპოთირეოზის დროს და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას და უფრო მაღალია ჰიპერთირეოზის დროს. შარდით საშუალო გამოყოფა ჯანმრთელ სუბიექტებში (24 საათიანი შარდის შესწავლა) იყო 2.8 მგ/კგ მამაკაცებში და 2.7 მგ/კგ ქალებში.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ეუთიროიდულ პაციენტებში, გამოყენებული აქტივობის 50-75% გამოიყოფა შარდში 48 საათის განმავლობაში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი

პლაზმაში რადიოიოდის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 12 საათი, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის მიერ მიღებული რადიოიოდის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 დღეა. ამრიგად, ნატრიუმის იოდიდის I-131 მიღების შემდეგ აქტივობის დაახლოებით 40% -ს აქვს ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი 0.4 დღე და დანარჩენი 60%-ს 8 დღე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ისნტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

MON.IYOT-131 0.37-7400 MBq (10 µCi – 200 mCi) პერორალური კაფსულა

  • 37-7400 MBq ნატრიუმის იოდიდი-131I

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ინგრედიენტი:

ნატრიუმის იოდიდი-131 ( I-131) : 0.37 – 7400 MBq / კაფსულა

შემავსებლები:

უწყლო ნატრიუმის წყალბადის ფოსფატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის კარბონატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნული გაქვთ თქვენ, არ გადასცეთ ის სხვებს.

უთხარით თქვენს ექიმს, რომ იყენებთ აღნიშნულ მედიკამენტს საავადმყოფოში ან ექიმთან მისვლისას, მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში.

გთხოვთ მკაცრად დაიცვათ ამ ინსტრუქციაში მოცემული ინსტრუქციები. არასდროს გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციაში:

რა არის MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა და რისთვის გამოიყენება ის?

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებამდე

როგორ იქნება გამოყენებული MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა?

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა?

რა არის MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა და რისთვის გამოიყენება ის?

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა გამოიყენება როგორც სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (I-131). ნატრიუმის იოდიდის შეკავება ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ და ის გამოყოფს ბეტა და გამა სხივს. ამ თვისებების გამო, ის გამოიყენება ბირთულ მედიცინაში შემდეგისთვის:

სამკურნალო მიზნით, გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე,

ტოქსიური კვანძოვანი ჩიყვი,

ტოქსიური დიფუზური ჩიყვი

ჰიპერთირეოზი

დიაგნოსტიკური მიზნით:

ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

თითოეული კონტეინერი შეიცავს 1 კაფსულას აპლიკატორთან ერთად.

თითოეული კაფსულა შეფუთულია პლასტმასის (პოლიპროპილენის კორპუსი და პოლიეთილენის სახურავი) ერთჯერადი დოზის კონტეინერში, რომელიც შეფუთულია ტყვიის ჯამში რათა დაფაროს რადიოაქტიურობა შესაყვან პლასტმასის პიპეტთან ერთად.

თეთრი-ღია ყავისფერი ფხვნილის შემცველი გამჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენება ითვალისწინებს რადიოაქტიურობისადმი ექსპოზიციას. თქვენს ექიმს და ბირთული მედიცინის ექიმს განხილული აქვთ, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც თქვენ მიიღებთ პროცედურისგან რადიოაქტიური ნაერთით გადაწონის დასხივებისგან მიღებულ რისკს.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებამდე

არასდროს გამოიყენოთ MON.IYOT-131 ორალური კაფსულა

თუ

ხართ ალერგიული ნატრიუმის იოდიდზე (131I) ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე

ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში,

გაქვთ ყლაპვის გაძნელება (დისფაგია, საყლაპავის სტრიქტურა, საყლაპავის სტენოზი, საყლაპავის დივერტიკული)

გაწუხებთ კუჭის დაავადებები, როგორიც არის ანთება (გასტრიტი) და პეპტიური წყლული

გაწუხებთ შემცირებული კუჭის მოქმედება

გაქვთ საყლაპავის ობსტრუქცია

თუ პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ვიზუალიზაციისთვის. ჩვეულებრივ, ამისთვის გამოიყენება ნატრიუმის იოდიდის (I-123) ან ტექნეტიუმის (Tc-99m) შემცველი სხვა პროდუქტები. გამონაკლისები ამ რჩევის შემთხვევაში არის შემდეგი: თუ ეს პროდუქტები არ არის ხელმისაწვდომი იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობთ ან თუ მკუნრლობთ სიმსივნეზე.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე MON.IYOT-131 პერორალურ კაფსულებთან

თუ იტარებთ თერაპიას ან მკურნალობას ფარისებრ ჯირკვალზე, რეგულარულად უნდა გადაიკონტროლოთ თავი რათა შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე და განსაზღვროთ შესაძლო გვიანი გართულებები.

მკურნალობის შემდეგ სასურველია სვათ დიდი რაოდენობით სითხე და ხშირად შარდოთ ნატრიუმის იოდიდის (131I) შარდის ბუშტში დაგროვების პრევენციის მიზნით. თუ გაქვთ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, მაღალი დოზის მიღების შემდეგ მოხდება თქვენი კათეტერიზაცია.

კაფსულის გადაყლაპვისთანავე თქვენ ორგანიზმში გაქვთ რადიოაქტიური ნივთიერება. გარკვეული დროით მოგარიდებენ თქვენს გარშემომყოფებს. თქვენი განავალი, შარდი ან ნარწყევი ითლება რადიოაქტიურად და მისი მოშორება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ისე რომ მათ არ ჰქონდეთ შეხება სხვებთან.

თუ გაქვთ კუჭის დაავადება. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, რომ დარწმუნდეთ კუჭში სუფთა გამავლობაზე. რეკომენდებულია წყლულოვანი დაავადების და გასტრიტის სამკურნალოდ თანმხლები მედიკამენტების გამოყენება (H2 ანტაგონისტები ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

თუ გაქვთ თირკმლის მნიშვნელოვნად დაქვეითებული ფუნქცია, რომელიც საჭიროებს დოზის დარეგულირებას. სანერწყვე ჯირკვლების ანთების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია მიიღოთ ტკბილეული ან სითხეები, რომლებიც შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც დაასტიმულირებს ნერწყვდენას. მკურნალობამდე მოგეცემათ რეკომენდაცია, რომ მიიღოთ საკვები, რომელიც შეიცავს ცოტაოდენ იოდს, რათა გაიზარდოს მოხმარება ფარისებრ ჯირკვალში.

თუ იყენებთ ფარისებრის ჰორმონებს. ფარისებრის ჩანაცვლებითი თერაპია უნდა შეწყდეს მიღებამდე, ადეკვატური მოხმარების უზრუნველსაყოფად. ტრიიოდოთირონინის შემთხვევაში რეკომენდებულია 14-დღიანი პერიოდი, ხოლო თიროქსინისთვის - 4-5 კვირა. მათი მიღება უნდა განახლდეს მკურნალობიდან ორ კვირაში. ანალოგიურად, კარბიმაზოლი და პროპილთიოურაცილი უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის (ჰიპერთირეოზი) მკურნალობამდე 1 კვირით ადრე და განახლდეს რამდენიმე დღის შემდეგ.

თუ ამობურცული თვალები არის დაავდების სიმპტომების ნაწილი, რომელიც თქვენ გაწუხებთ (გრეივსის დაავადებით გამოწვეული ოფთალმოპათია). ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ანთების შესამცირებელი თანმხლები მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები).

მკურნალობის შემდეგ ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპცია 6-12 თვის მანძილზე. მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპცია მკურნალობიდან 6 თვის მანძილზე.

თქვენი ექიმი მოგაწოდებთ ინფორმაციას, რა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოთ.

რადიოაქტიური ნაერთების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადატანა და განკარგვა ექვემდებარება ადგილობრივი კომპეტენტური ოფიციალური ორგანიზაციის რეგულაციებს და/ან შესაბამის ლიცენზიებს. ამიტომ, MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღება ყოველთვის მოხდება საავდამყოფოში ან სხვა მითითებულ კლინიკურ პირობებში.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებამდე

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა იყოთ კარგად ჰიდრატირებული სანამ დაიწყებთ მიღებას რათა შარდოთ რაც შეიძლება ხშირად პროცედურიდან პირველი საათის მანძილზე.

იშიმშილეთ (არანაირი საკვები) მინიმუმ 4 საათი.

გაესაუბრეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენებამდე

თუ

ხართ ორულად ან თვლით რომ ხართ ორსულად

ხართ ლაქტაციის პერიოდში

ხართ 18 წლამდე

გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ გეხებათ რომელიმე ეს გაფრთხილება, თუნდაც წარსულში ნებისმიერ პერიოდში.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულები უნდა მიიღოთ ცარიელ კუჭზე და დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.

ორსულობა

დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ რაიმე მედიკამენტს.

არ მიიღოთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა თუ ხართ ორსულად. ორსულობის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა იყოს გამორიცხული ამ მედიკამენტის მიღებამდე. გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ რეკომენდაცია, რომ არ დაორსულდეთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებიდან 6-12 თვის მანძილზე.

ბირთვული მედიცინის ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს ამ პროდუქტს ორსულში, თუ მოსალდნელი სარგებელი გადაწონის რისკებს.

თუ მკურნალობის განმავლობაში მიხვდით რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ რაიმე მედიკამენტს.

უთხარით თქვენს ექიმს თუ იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, რადგან მან შესაძლოა გადადოს მკურნალობა ლაქტაციის დასრულებამდე. ასევე, შესაძლოა მან გთხოვოთ ლაქტაციის შეწყვეტა MONIYOT-131 პერორალური კაფსულის მიღების შემდეგ.

ფერტილობა

ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია რომ გამოიყენონ კონტრაცეპცია 6-12 თვის მანძილზე. სიფრთხილის ზომების დაცვის სახით, მამაკაცმა არ უნდა იფიქროს შვილის ყოლაზე რადიოაქტიური იოდით მკურნალობიდან 6 თვის მანძილზე.

გთხოვთ დაეკითხეთ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს სანამ მიიღებთ რაიმე მედიკამენტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა იმოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის ზოგიერთ ინგრედიენტზე

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 129.68 მგ ნატრიუმს ერთ დოზაზე. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში, რომლებიც არიან კოტროლირებულ ნატრიუმის დიეტაზე.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

გთხოვთ უთხრათ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ იღებთ ან მიგიღიათ შემდეგი მედიკამენტებიდან/ნივთიერებებიდან რომელიმე, რადგან მათ შეიძლება ხელი შეუშალონ თქვენს ექიმს ამ გამოსახულებების განმარტვაში.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგცეთ რეკომენდაცია, რომ მკურნალობამდე შეწყვიტოთ შემდეგი მედიკამენტები

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიც არის:

კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროპილურაცილი

პერქლორატი.

ეს სამკურნალო პროდუქტები უნდა შეჩერდეს ნატრიუმის იოდიდით [131I] მკურნლობამდე ერთი კვირით ადრე და მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღე.

ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობების დროს, უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე ერთი კვირით ადრე.

სალიცილატები: ტკივილის, სიცხის ან ანთების შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა.

კორტიზონი: ანთების შესამცირებელი ან ორგანოს გადანერგვის უარყოფის საპრევენციო მედიკამენტები.

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: მედიკამენტი მაღალი წნევის შესამცირებლად და ასევე ოპერაციის დროს.

ნატრიუმის სულფობრომოფთალეინი: მედიკამენტი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად

გარკვეული წამლები:

სისხლის შედედების შესამცირებლად

პარაზიტებით ინვაზიის სამკურნალოდ

ანტიჰისტამინები : გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ

პენიცილინები და სულფონამიდები: ანტიბიოტიკები

ტოლბუტამიდი: სისხლში შაქრის შესამცირებელი მედიკამენტი

თიოპენტონი: გამოიყენება ანესთეზიის ქვეშ ყოფნისას თავის ტვინში წნევის შესამცირებლად, ასევე ძლიერი ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ

ფენილბუტაზონი (ტკივილის და ანთების შესამცირებელი მედიკამენტი) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 1-2 კვირით ადრე.

იოდის შემცველი მედიკამენტები სასუნთქი გზების ნახველისგან გასათავისუფლებლად, უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 2 კვირით ადრე.

ვიტამინები, რომლებიც შეიცავენ იოდის მარილებს უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 2 კვირით.

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ფარისებრის ჰორმონებს, როგორიც არის თიროქსინი, ლიოთირონინი, ტრიიოდოთირონინი, ფარისებრის ექსტრაქტი უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 2-5 კვირით ადრე.

ბენზოდიაზეპინები (მედიკამენტები რომლებიც ამშვიდებს და აძინებს და ადუნებს კუნთებს) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 4 კვირით ადრე.

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 4 კვირით ადრე.

იოდის შემცველი მედიკამენტები (რომლებიც გამოიყენება სხეულის მხოლოდ შეზღუდულ ნაწილზე) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე 1-9 თვით ადრე.

ამიოდარონი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტი) უნდა შეჩერდეს მკურნალობამდე რამდენიმე თვით ადრე.

იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალება უნდა შეჩერდეს მკურნალობის დაწყებამდე 1 წლამდე.

გთხოვთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.

როგორ იქნება გამოყენებული MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა

რადიოაქტიური ნაერთები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ბირთვული მედიცინის სპეციალისტის მიერ ბირთვული მედიცინის ცენტრში.

არსებობს რადიოაქტიური პროდუქტების გამოყენების, შეხების და განკარგვის მკაცრი წესები. MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა გამოყენებული იქნება მხოლოდ სპეციალურ, კონტორლირებად სივრცეებში.

ამ პროდუქტს შეეხება და თქვენ გადმოგცემთ მხოლოდ ის ხალხი, რომელიც დატრენინგებულია და კვალიფიციურია, რომ უსაფრთხოდ გამოიყენოს ის. ეს ადამიანები სპეციალურად იზრუნებენ ამ პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებაზე და ინფორმირებული ეყოლებით თავიანთი მოქმედებების შესახებ.

ინსტრუქციები შესაფერისი გამოყენებისთვის და დოზის/მიღების სიხშირე

თქვენი დაავადების მიხედვით, თქვენი ექიმი განსაზღვრავს და გამოიყენებს წამლის შესაბამის დოზირებას. ეს იქნება მინიმალური რაოდენობა სასურველი ეფექტის მისაღებად.

მეთოდი და მიღების გზა

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა, რომელიც მომზადებულია შეკვეთილი დანიშნული დოზის მიხედვით მიიღება ერთ ჭიქა წყალთან ერთად მისი სპეციალური ფირფიტის საშუალებით.

MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მიღებისას კუჭი უნდა გქონდეთ ცარიელი.

თქვენ მიიღებთ ტყვიის მძიმე ჯამს, რომელშიც მიმაგრებული იქნება 1 კაფსულა ერთჯერადი დოზის პლასტმასის კონტეინერში.

თქვენი ჯანდაცვის სერვისის მომწოდებელი პირი გახსნის შეფუთვას სათანადოდ და გაზომავს აქტივობას. ისინი გამოიყენებენ აპლიკატორს კაფსულის ამოსაღებად კონტეინერიდან.

გთხოვენ, რომ გადაყლაპოთ კაფსულა პირდაპირ აპლიკატორიდან.

შემდეგ საჭირო იქნება, რომ დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა კაფსულა რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს კუჭში.

ყურადღება: არ დაიჭიროთ კაფსულა პირდაპირ ხელით.

დაუბრუნეთ უკან ჭიქა და ჯამი დანიშნულ პირს ან გადააგდეთ ურნაში, რომელიც გამოყოფილია რადიოაქტიური პროდუქტებისთვის. არ ჩათვალოთ, რომ სპეციალური აპლიკატორის ჯამი არის ჩვეულებრივი ნარჩენი და არ წაიღოთ თან არანაირი მიზეზით.

ამ ნარჩენის მოშორება უნდა მოხდეს ადგილობრივი და საერთაშორისი რეგულაციებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად.

პროცედურის ხანგრძლივობა

თქვნი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ პროცედურის სტანდარტული ხანგრძლივობის შესახებ.

ჰიპერთირეოზის სამკურნალო დოზები

როგორც წესი, MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა მიიღება ერთხელ, ერთკერადი პერორალური დოზის სახით საავადმყოფოში. იშვიათად ხდება მეორე დოზის მიღება.

დოზა რადიოაქტიური თერაპიული სამკურნალო პროდუქტებისთვის გამოიხატება როგორც - MBq, ეს არის რადიოაქტიურობის რაოდენობა კაფსულაში მისი მიღების მომენტში ან ის შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც Gy - ეს არის დასხივების რაოდენობა, რომელიც სავარაუდოდ შეიწოვება ქსოვილის მიერ, რომელიც გამიზნულია სამკურნალოდ (მაგ. ფარისებრი ჯირკვალი).

მისი გამოთვლა შესაძლებელია სატესტო დოზიდან, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ნამდვილ მკურნალობამდე და ქსოვილის რაოდენობის გამოთვლით, რომელმაც უნდა წაიღოს. არსებობს მისი გამოთვლის რამდენიმე წესი: ზოგიერთი საჭიროებს დამატებითი ტესტის პროცედურების მონაცემებს, რომლებიც მოიცავს ულტრაბგერით პროცედურებს და/ან რადიოაქტიური ნატრიუმის პერტექნეტატის (Tc-99m) ინექციას.

რადიოაქტიურობის სტანდარტული დოზა ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ჩვეულებრივ მერყეობს 200-800 MBq-მდე, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი მკურნალობა.

ამ დოზებს იღებენ ზრდასრულები. ბავშვების შემთხვევაში გამოთვლისას შესაძლოა რადიოაქტიურობის უფრო დაბალი დოზების მიღება.

Gy - ში ასახული დოზები შესაძლოა მერყეობდეს 150 – 400 Gy-ს შორის იმ ქსოვილში, რომელსაც სჭირდება მკურნალობა.

სიმსივნის სამკურნალო დოზები:

სიმსივნის ქირურგიულად ამოღების შემდეგ გამოყენებისას დოზები როგორც წესი არის 1850-3700 MBq-ს შორის.

შესაბამისი მეტასტაზების მკურნალობაში გამოყენებული აქტივობა მერყეობს 3700-11100 MBq-ს ფარგლებში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებში და მოზარდებში მისაღები რაოდენობა მორგებული იქნება ბავშვის სხეულის მასას.

გამოყენება ხანდაზმულებში

დოზის მორგება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

პაციენტთა განსაკუთრებული პოპულაცია (თირკმლის / ღვიძლის დაზიანება, ა.შ.)

131I პერორალური კაფსულის მიღება თირკმლის მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებშიც საჭიროა აქტივობის დარეგულირება, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

თუ ფიქრობთ, რომ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის ეფექტი ძალიან მაღალი ან დაბალია, გთხოვთ დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა

ზედოზირება თითქმის შეუძლებელია, რადგან თქვენ მიიღებთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის მხოლოდ ერთჯერად დოზას, რომელიც ზუსტად კონტროლდება ბირთვული მედიცინის ექიმის მიერ, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.

თუმცა, ზედოზირების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას.

თუ თქვენ უნებლიედ მიიღეთ ძალიან მაღალი დოზა, მისაღები ზომები მიმართულია თქვენი ორგანიზმიდან რადიოაქტიური იოდიდის (131I) მოშორებაზე რაც შეიძლება სწრაფად. ეს ზომები მოიცავს:

ნივთიერებების მიღებას, რომლებიც მოგაშორებთ (ღებინება) ხსნარის ნარჩენს.

რაც შეიძლება მეტი სითხის დალევას, რათა შარდოთ უფრო მეტი და ამ გზით მოიშოროთ უფრო მეტი რადიოაქტიური იოდიდი (131I).

ასევე, შესაძლებელია იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ხელს შეუშლის რადიოაქტიური იოდიდის (131I) დაგროვებას ქსოვილებში როგორიც არის ფარისებრი ჯირკვალი (მაგ.ნივთიერება - კალიუმის პერქლორატი)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ჰკითხოთ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა, რაც უნდა მიგეღოთ, გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების გასათანაბრებლად.

ეს შემთხვევა არ არის შესაფერისი, რადგან ეს პროდუქტი გამოიყენება ბირთვული მედიცინის სპეციალისტის კონტროლის ქვეშ.

თუ წყვეტთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულის გამოყენებას

თუ ექიმს სხვაგვარად არ გაუფრთხილებიხართ, მაშინ დაიცავით შემდეგი წესები:

მკურნალობიდან 48 - 96 საათში, გააჩნია მიღებულ დოზას, სხვა პირებზე რადიოაქტიური კონტამინაციის პრევენციისთვის ან მის შესამცირებლად:

არ აკოცოთ, არ ჩამოართვათ ხელი ან არ გაუზიაროთ თქვენი საკვები და სასმელი ან პირადი ნივთები (პირსახოცი, ცხვირსახოცი, ჭიქა, კოვზი, ა.შ.) სხვა პირებს.

არ გქონდეთ სქესობრივი კავშირი.

დაიძინეთ მარტო.

ამოტუმბეთ მინიმუმ ორჯერ საპირფარეშოს ან ნიჟარის გამოყენების შემდეგ.

გარეცხეთ თქვენი პირადი ნივთები (პირსახოცი, ზეწარი, ტანსაცმელი, სხვა) სხვებისგან განცალკევებულად

დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე და შედით საპირფარეშოში ხშირად რათა დააჩქაროთ შარდვისმიერი გამოყოფა და რადიოაქტიური იოდინის შემცველობა განზავდეს შარდში.

თუ მკურნალობთ ჰიპერთირეოზს, გთხოვთ შეიმოწმოთ სისხლში ფარისებრი ჰორმონის დონე ყოველ 2-3 თვეში ერთხელ რადიოაქტიური იოდინით მკურნალობის დასრულებიდან პირველ წლის განმავლობაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, MON.IYOT-131 პერორალურმა კაფსულამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ჰიპერსენსიტიურნი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თქვენმა ექიმმა ჩათვალა, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც მიიღებთ პროცედურისგან რადიოაქტიური ნაერთით გადაწონის დასხივებისგან მიღებულ რისკს.

გვერდითი მოვლენები შეიძლება მოხდეს შემდეგი სიხშირით და დაჯგუფებულია ქვემოთ, თერაპიების მიხედვით:

სიხშირე:

ძალიან ხშირი: ხდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ხშირი: ხდება 100 პაციენტიდან 1-10-ში

არახშირი: ხდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში

იშვიათი: ხდება 10.000 პაციენტიდან 1-10-ში

ძალიან იშვიათი: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში

უცნობი: უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია გამოთვლა)

არასიმსივნური დაავადებების მკურნალობა

ძალიან ხშირი

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია

ხშირი

თვალის გარკვეული ანთება, სახელად ენდოკრინული ოფთალმოპათია

(გრეივსის დაავადების მკურნალობის შემდეგ)

დროებით ზეაქტიური ფარისებრი

სანერწყვე ჯირკვლის ანთება

ძალიან იშვიათი

ხმოვანი იოგის პარალიზი

სიხშირე უცნობია

სერიოზული ალერგიული რექცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას

მწვავე ზეაქტიური ფარისებრის კრიზი

ფარისებრის ანთება

ჯირკვლის შემცირებული ფუნქცია, რომელიც ხასიათდება თვალების სიმშრალით

ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის წარმოების შემცირება ან დაკარგვა

ადგილობრივი შეშუპება

სიმსივნეების მკურნალობა

ძალიან ხშირი

სისხლის უჯრედების მწვავე შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, დალურჯება ან გაზარდოს ინფექციების ალბათობა

სისხლის უჯრედების ნაკლებობა

ძვლის ტვინის უკმარისობა

ყნოსვის და გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა

გულისრევა

შემცირებული მადა

საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობა

გრიპისმაგვარი დაავადება

თავის ტკივილი, კისრის ტკივილი

უკიდურესი დაღლილობა ან ძილიანობა

ანთება რომელიც იწვევს წითელ, წყლიან თვალებს, რომელიც იწვევს ქავილს

სანერწყვე ჯირკვლის ანთება სიმპტომებით როგორიც არის პირის, ცხვირის და თვალების სიმშრალეს; კარიესს, კბილის დაკარგვას

გააძლიერეთ სანერწყვე ჯირკვლების მუშაობა მჟავა საკვების ან სასმელის მიღებით ამ გვერდითი მოვლენის სიხშირის შესამცირებლად.

ხშირი

ლეიკოციტების პათოლოგიური, სიმსივნური ზრდა

ლეიკოციტების ან თრომბოციტების ნაკლებობა

მომატებული ნაკადი

სუნთქვის გაძნელება

ღებინება

ქსოვილის ადგილობრივი შეშუპება

იშვიათი

− მწვავე ან დროებით ზეაქტიური ფარისებრი

სიხშირე უცნობია

სერიოზული ალერგია რექცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას

სიმსივნე როგორიც არის შარდის ბუშტზე, მსხვილ ნაწლავზე, კუჭზე

მუდმივი ან მწვავე ძვლის ტვინის სუპრესია

ფარისებრის ანთება

ფარისებრახლო ჰორმონის წარმოების შემცირება ან დაკარგვა

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია

ტრაქეის ანთება და/ან ხორხის შევიწროება

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია

გაძნელებული ან ქოშინით სუნთქვა

ფილტვის ანთება

ხმოვანი იოგის პარალიზი, ხრიალი, ხმოვანი ორგანოების გამოყენებით ხმის წარმოქმნის შემცირებული უნარი

პირის ღრუს/ყელის ტკივილი

თავის ტვინში სითხის დაგროვება

კუჭის ამომფენის ანთება

ყლაპვის გაძნელება

შარდის ბუშტის ანთება

დარღვეული მენსტრუალური ციკლი

მამაკაცის დაქვეითებული ფერტილობა, სპერმის დაბალი რაოდენობა ან დაკარგვა

ფარისებრის ჰორმონის დეფიციტი

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

რაიმე გვერდითი მოვლენის არსებობის შემთხვევაში, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, გვერდითი მოვლენები შეგიძლიათ აღრიცხოთ პირდაპირ საერთაშორისო აღრიცხვის სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების აღრიცხვით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ ამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა?

თქვენ არ მოგიწევთ ამ მედიკამენტის შენახვა. ეს მედიკამენტი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობით შესაბამის დაწესებულებებში. რადიოაქტიური ნაერთების შენახვა მოხდება რადიოაქტიურ მასალებზე საერთაშორისო რეგულაციის შესაბამისად.

შეინახეთ MON.IYOT-131 პერორალური კაფსულა თავდაპირველ შეფუთვაში, 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და საავადმყოფოებში ან სამედიცინო გამოყენების ცენტრებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

შეინახეთ ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Curium Nükleer Tıp A.Ş.

TÜBİTAK MAM Teknoparkı

41470 Gebze Kocaeli თურქეთი

ტელ: +90 262 648 02 00

ფაქსი: +90 262 646 40 39

მწარმოებელი:

Curium Nükleer Tıp A.Ş.

TÜBİTAK MAM Teknoparkı

41470 Gebze Kocaeli თურქეთი

ტელ: +90 262 648 02 00

ფაქსი: +90 262 646 40 39

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 06/2025.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა