ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

მაგრილანი

MAGRILAN®

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
მოქმედი ნივთიერება
ფლუოქსეტინა (fluoxetine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ მყარი კაფსულა №30
მწარმოებელი
Medochemie Ltd., კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046339
რეგისტრირებულია
17 სექტემბერი 2026, მოქმედებს 17 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ომმურ“
ურთიერთქმედების შემოწმებამაგრილანი და სხვა წამალი ერთად

მაგრილანი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). თუ გამოგივლინდებათ გამონაყარი ან ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
  • თუ იღებთ მეტოპროლოლს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), ვინაიდან არსებობს გულისცემის სიხშირის ჭარბი შენელების გაზრდილი რისკი.
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას შეუქცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორები (MAOI), რადგან შესაძლოა განვითარდეს სერიოზული ან ლეტალური რეაქციებიც კი (კერძოდ, იპრონიაზიდი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

ფლუოქსეტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მონოამინოქსიდაზას შეუქცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორის (MAOI) მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.

არ მიიღოთ მონოამინოქსიდაზას რომელიმე შეუქცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორი (MAOI) ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინი დანიშნული იყო ხანგრძლივი პერიოდით და/ან მაღალი დოზით, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს უფრო ხანგრძლივი ინტერვალის დაცვა .

სიფრთხილის ზომები

მაგრილანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენზე ვრცელდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

  • გაქვთ გულის პრობლემები;
  • გამოგივლინდათ ცხელება, კუნთების რიგიდულობა ან კანკალი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანებადობა და ძლიერი აგზნებადობა; შესაძლოა გქონდეთ ეგრეთ წოდებული „სეროტონინული სინდრომი“ ან „ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომები იშვიათად გვხვდება, მათ შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს მაგრილანის მიღების შეწყვეტა.
  • გქონდათ ან გაქვთ მანია. თუ განგივითარდათ მანიის ეპიზოდი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მაგრილანის მიღების შეწყვეტა.
  • ანამნეზში აღგენიშნებათ სისხლდენით მიმდინარე დარღვევები, სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან ხართ ორსულად (იხილეთ ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).
  • იტარებთ მკურნალობას სისხლის გამათხელებელი საშუალებებით ან სხვა მედიკამენტებით, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და მაგრილანი“).
  • იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია, როგორც შეუქცევადი, არა-სელექტიური მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (როგორიცაა იპრონიაზიდი) რადგან სერიოზული ან ლეტალური რეაქციებიც კი შესაძლებელია გამოვლინდეს; აღნიშნული მოიცავს სიმპტომებს, რომლებიც მსგავსია „სეროტონინული სინდრომის“: ჰიპერთერმია, რიგიდულობა, მიოკლონია, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა და უკიდურესი აჟიტირება დელირიუმსა და კომაში პროგრესირებით.
  • გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები. თუ განგივითარდათ კრუნჩხვა ან გაიზარდა მათი სიხშირე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შესაძლოა აუცილებელი გახდეს მაგრილანის მიღების შეწყვეტა.
  • გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT);
  • ამჟამად მკურნალობთ ტამოქსიფენით (რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ) , (იხ. :სხვა მედიკამენტები და მაგრილანი“);
  • დაგეწყოთ მოუსვენრობა და არ შეგიძლიათ ერთ ადგილას ჯდომა ან დგომა (აკათიზია). მაგრილანის დოზის გაზრდამ შესაძლოა ეს მდგომარეობა გააუარესოს.
  • გაქვთ დიაბეტი (თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატების დოზის კორექტირება).
  • გაქვთ ღვიძლის პრობლემები (თქვენ ექიმს შესაძლოა დაჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება)
  • გულისცემის დაბალი სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში და/ან თუ იცით, რომ შესაძლოა აღგენიშნებოდეთ მარილების დეფიციტი ხანგრძლივი, მძიმე დიარეისა და ღებინების (გულისრევის შეგრძნების) ან დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებების) გამოყენების შედეგად;
  • გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).

სექსუალური დისფუნქცია

ისეთმა პრეპარატებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინი (ე.წ. SSRI/SNRI ჯგუფის მედიკამენტები), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შენარჩუნდა.

სუიციდური იდეაცია და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება.

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა გაგიჩნდეთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის ხელყოფის აზრები. ეს აზრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან ყველა ამ პრეპარატის მოქმედების დასაწყებად დრო სჭირდებათ (ჩვეულებრივ — დაახლოებით ორი კვირა, თუმცა ზოგჯერ უფრო მეტიც).

ასეთი აზრების გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია:

  • თუ წარსულში გქონიათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის ხელყოფის აზრები.
  • თუ ხართ ახალგაზრდა მოზრდილი. კლინიკური კვლევების მონაცემებით, 25 წლამდე ასაკის იმ პირებში, რომლებსაც აღგენიშნებოდათ ფსიქიკური აშლილობა და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, გაზრდილი იყო სუიციდური ქცევის რისკი.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის ხელყოფის აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

შესაძლოა ჩათვალოთ სასარგებლოდ, თუ ახლობელს ან ახლო მეგობარს აცნობებთ თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის შესახებ და სთხოვთ მათ, გაეცნონ ამ ჩანართ ფურცელს. ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, შეგატყობინონ, თუ შეამჩნევენ დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან თუ შეშფოთებულნი იქნებიან თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.

8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას, იზრდება ისეთი გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული ქცევა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). მაგრილანი ბავშვებსა და მოზარდებში (8-დან 18 წლამდე) უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ საშუალო და მძიმე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში) და იგი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.

დამატებით, მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი მაგრილანის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და გონებრივ, ემოციურ თუ ქცევით განვითარებაზე ზეგავლენის კუთხით. მიუხედავად ამისა, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მაგრილანი საშუალო და მძიმე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში), თუ ჩაითვლება, რომ ეს თქვენს ინტერესებში შედის. თუ ექიმმა მაგრილანი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ მაგრილანის მიღებისას გამოვლინდება ან გაუარესდება ზემოჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი 18 წლამდე პაციენტში.

მაგრილანი არ უნდა გამოიყენებოდეს 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

მაგრილანის მიღების შეწყვეტისას (იხილეთ ნაწილი 3 — თუ შეწყვეტთ მაგრილანის მიღებას) შესაძლოა აღგენიშნოთ „გამოსვლის სიმპტომები“.

მაგრილანით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა მოხდეს წონის შემცირება. შესაძლოა აღინიშნოს ალეგიული რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული (მათ შორის კანის, თირკმელების, ღვიძლის ან ფილტვების მხრივ) . ამგვარ შემთხვევებში

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა რაიმე მედიკამენტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას.

იმ ჩვილებში, რომელთა დედებიც ორსულობის პირველ თვეებში ფლუოქსეტინს იღებდნენ, არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს გულის თანდაყოლილი მანკების განვითარების გაზრდილ რისკზე. ზოგად პოპულაციაში გულის მანკით დაახლოებით 100-დან 1 ბავშვი იბადება. იმ ჩვილების შემთხვევაში, რომელთა დედები ფლუოქსეტინს იღებდნენ, ეს მაჩვენებელი 100-დან დაახლოებით 2 ბავშვამდე იზრდება.

თქვენ და თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ ორსულობის პერიოდში უმჯობესია ფლუოქსეტინის მიღება თანდათან შეწყვიტოთ. თუმცა, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მაგრილანის მიღების გაგრძელება.

ორსულობის პერიოდში მიღების დროს, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მაგრილანის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში ისეთი სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, როგორიცაა ახალშობილთა პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN); რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და კანის მოლურჯო ელფერს. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება. თუ თქვენს შვილს ეს მდგომარეობა განუვითარდა, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და/ან ექიმს.

სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ორსულობისას გამოყენების დროს, განსაკუთრებით ორსულობის გვიანდელ ეტაპზე ან უშუალოდ მშობიარობამდე, რადგან შემდეგი ეფექტები იქნა მოხსენებული ჩვილებში: გაღიზიანებადობა, კანკალი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება.

თუ მაგრილანს ორსულობის ბოლო პერიოდში იღებთ, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობის შემდეგ მალევე საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები გაქვთ. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ მაგრილანს იღებთ, რათა შესაბამისი რეკომენდაციები მოგცენ.

ძუძუთი კვება

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში. ძუძუთი კვება უნდა განახორციელოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ძუძუთი კვებას აგრძელებთ, ექიმმა შესაძლოა ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა დაგინიშნოთ.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, თუმცა ადამიანებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე მსგავსი გავლენა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მაგრილანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განსჯის უნარსა და კოორდინაციაზე. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან თქვენ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

მაგრილანი შეიცავს ლაქტოზას თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული სახის შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მაგრილანიშეიცავს ყვითელ საღებავს (E110), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • როგორ უნდა იქნას მიღებული მაგრილანი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება მაგრილანი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მაგრილანი და რისთვის გამოიყენება

მაგრილანის 20 მგ კაფსულები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას — ფლუოქსეტინს, რომელიც წარმოადგენს ანტიდეპრესანტების მედიკამენტების — სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფს.

ეს პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილებში:

  • დეპრესიის მძიმე ეპიზოდები
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
  • ნეიროგენული ბულემია (Bulimia nervosa): მაგრილანი გამოიყენება ფსიქოთერაპიასთან ერთად, რათა შემცირდეს ჭარბი კვების შეტევები და ორგანიზმიდან საკვების ხელოვნურად გამოდევნის (პირღებინების) ქცევა.

8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

  • ზომიერიდან მძიმემდე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდები,თუ დეპრესია არ ექვემდებარება ფსიქოლოგიურ თერაპიას 4-6 სესიის შემდეგ. მაგრილანი ბავშვსა ან მოზარდს ზომიერიდან მძიმემდე ხარისხის დეპრესიით უნდა დაენიშნოს მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მოქმედებს მაგრილანი

ყველა ადამიანის თავის ტვინში ბუნებრივად არსებობს ნივთიერება, რომელსაც სეროტონინი ეწოდება. დეპრესიის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ან ბულემიის მქონე ადამიანებს სეროტონინის დონე სხვებთან შედარებით დაბალი აქვთ. ბოლომდე არ არის გარკვეული, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინი და სხვა SSRI-ები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), თუმცა ისინი შესაძლოა დაგეხმაროთ თავის ტვინში სეროტონინის დონის გაზრდის გზით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული მდგომარეობების მკურნალობა. თუ არ ჩატარდა მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა შესაძლოა არ გაუმჯობესდეს და უფრო დამძიმდეს, რაც მის შემდგომ მკურნალობას გაართულებს.

შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში სიმპტომების სრულად გაქრობისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ მაგრილანის მიღებამდე

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა გულის რითმის დარღვევა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და მენტალური მდგომარეობის ცვლილება — აღგზნებიდან კომამდე.

თუ დაგავიწყდათ მაგრილანის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ მომდევნო დოზა მეორე დღეს, ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

  • წამლის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, არ დაგავიწყდეთ მისი რეგულარულად მიღება.

თუ შეწყვეტთ მაგრილანის მიღებას

არ შეწყვიტოთ მაგრილანის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია განაგრძოთ წამლის მიღება.

უზრუნველყავით, რომ კაფსულები არ გამოგელიოთ.

თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ შემდეგი ეფექტები (გამოსვლის ეფექტები), როდესაც შეწყვეტთ მატრილანის მიღებას: თავბრუსხვევა; ჩხვლეტის შეგრძნება ნემსის და წვეტიანი საგნის შეხების მსგავსი; ძილის დარღვევები (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა); მოუსვენრობის შეგრძნება ან აჟიტირება; უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე; შფოთვის შეგრძნება; გულისრევა/ღებინება (გულისრევის შეგრძნება); ტრემორი (კანკალი); თავის ტკივილი.

უმეტეს შემთხვევაში, მაგრილანის მიღების შეწყვეტისას გამოვლენილი ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და რამდენიმე კვირაში ქრება. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოგივლინდათ სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.

მაგრილანის მიღების შეწყვეტისას ექიმი დაგეხმარებათ დოზის თანდათანობით შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში — ეს ხელს შეუწყობს მოხსნის სიმპტომების განვითარების ალბათობის შემცირებას.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

  • რა არის მაგრილანი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მაგრილანის მიღებამდე
  • როგორ გამოიყენება მაგრილანი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

მაგრილანი 20 მგ კაფსულები

ფლუოქსეტინი

შეფუთვის ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ჩანართის ფურცელი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ჩანართის ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

რას შეიცავს წინამდებარე ფურცელი

  • რა არის მაგრილანი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მაგრილანის მიღებამდე
  • როგორ გამოიყენება მაგრილანი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება მაგრილანი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მაგრილანი და რისთვის გამოიყენება

მაგრილანის 20 მგ კაფსულები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას — ფლუოქსეტინს, რომელიც წარმოადგენს ანტიდეპრესანტების მედიკამენტების — სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფს.

ეს პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილებში:

  • დეპრესიის მძიმე ეპიზოდები
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
  • ნეიროგენული ბულემია (Bulimia nervosa): მაგრილანი გამოიყენება ფსიქოთერაპიასთან ერთად, რათა შემცირდეს ჭარბი კვების შეტევები და ორგანიზმიდან საკვების ხელოვნურად გამოდევნის (პირღებინების) ქცევა.

8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

  • ზომიერიდან მძიმემდე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდები,თუ დეპრესია არ ექვემდებარება ფსიქოლოგიურ თერაპიას 4-6 სესიის შემდეგ. მაგრილანი ბავშვსა ან მოზარდს ზომიერიდან მძიმემდე ხარისხის დეპრესიით უნდა დაენიშნოს მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მოქმედებს მაგრილანი

ყველა ადამიანის თავის ტვინში ბუნებრივად არსებობს ნივთიერება, რომელსაც სეროტონინი ეწოდება. დეპრესიის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ან ბულემიის მქონე ადამიანებს სეროტონინის დონე სხვებთან შედარებით დაბალი აქვთ. ბოლომდე არ არის გარკვეული, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინი და სხვა SSRI-ები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), თუმცა ისინი შესაძლოა დაგეხმაროთ თავის ტვინში სეროტონინის დონის გაზრდის გზით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული მდგომარეობების მკურნალობა. თუ არ ჩატარდა მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა შესაძლოა არ გაუმჯობესდეს და უფრო დამძიმდეს, რაც მის შემდგომ მკურნალობას გაართულებს.

შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში სიმპტომების სრულად გაქრობისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ მაგრილანის მიღებამდე

არ მიიღოთ მაგრილანი:

  • თუ გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). თუ გამოგივლინდებათ გამონაყარი ან ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
  • თუ იღებთ მეტოპროლოლს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), ვინაიდან არსებობს გულისცემის სიხშირის ჭარბი შენელების გაზრდილი რისკი.
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას შეუქცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორები (MAOI), რადგან შესაძლოა განვითარდეს სერიოზული ან ლეტალური რეაქციებიც კი (კერძოდ, იპრონიაზიდი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

ფლუოქსეტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მონოამინოქსიდაზას შეუქცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორის (MAOI) მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.

არ მიიღოთ მონოამინოქსიდაზას რომელიმე შეუქცევადი, არასელექტიური ინჰიბიტორი (MAOI) ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინი დანიშნული იყო ხანგრძლივი პერიოდით და/ან მაღალი დოზით, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს უფრო ხანგრძლივი ინტერვალის დაცვა .

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მაგრილანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენზე ვრცელდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

  • გაქვთ გულის პრობლემები;
  • გამოგივლინდათ ცხელება, კუნთების რიგიდულობა ან კანკალი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანებადობა და ძლიერი აგზნებადობა; შესაძლოა გქონდეთ ეგრეთ წოდებული „სეროტონინული სინდრომი“ ან „ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომები იშვიათად გვხვდება, მათ შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს მაგრილანის მიღების შეწყვეტა.
  • გქონდათ ან გაქვთ მანია. თუ განგივითარდათ მანიის ეპიზოდი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მაგრილანის მიღების შეწყვეტა.
  • ანამნეზში აღგენიშნებათ სისხლდენით მიმდინარე დარღვევები, სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან ხართ ორსულად (იხილეთ ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).
  • იტარებთ მკურნალობას სისხლის გამათხელებელი საშუალებებით ან სხვა მედიკამენტებით, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და მაგრილანი“).
  • იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია, როგორც შეუქცევადი, არა-სელექტიური მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (როგორიცაა იპრონიაზიდი) რადგან სერიოზული ან ლეტალური რეაქციებიც კი შესაძლებელია გამოვლინდეს; აღნიშნული მოიცავს სიმპტომებს, რომლებიც მსგავსია „სეროტონინული სინდრომის“: ჰიპერთერმია, რიგიდულობა, მიოკლონია, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა და უკიდურესი აჟიტირება დელირიუმსა და კომაში პროგრესირებით.
  • გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვები. თუ განგივითარდათ კრუნჩხვა ან გაიზარდა მათი სიხშირე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შესაძლოა აუცილებელი გახდეს მაგრილანის მიღების შეწყვეტა.
  • გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT);
  • ამჟამად მკურნალობთ ტამოქსიფენით (რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ) , (იხ. :სხვა მედიკამენტები და მაგრილანი“);
  • დაგეწყოთ მოუსვენრობა და არ შეგიძლიათ ერთ ადგილას ჯდომა ან დგომა (აკათიზია). მაგრილანის დოზის გაზრდამ შესაძლოა ეს მდგომარეობა გააუარესოს.
  • გაქვთ დიაბეტი (თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატების დოზის კორექტირება).
  • გაქვთ ღვიძლის პრობლემები (თქვენ ექიმს შესაძლოა დაჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება)
  • გულისცემის დაბალი სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში და/ან თუ იცით, რომ შესაძლოა აღგენიშნებოდეთ მარილების დეფიციტი ხანგრძლივი, მძიმე დიარეისა და ღებინების (გულისრევის შეგრძნების) ან დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებების) გამოყენების შედეგად;
  • გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).

სექსუალური დისფუნქცია

ისეთმა პრეპარატებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინი (ე.წ. SSRI/SNRI ჯგუფის მედიკამენტები), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შენარჩუნდა.

სუიციდური იდეაცია და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება.

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა გაგიჩნდეთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის ხელყოფის აზრები. ეს აზრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან ყველა ამ პრეპარატის მოქმედების დასაწყებად დრო სჭირდებათ (ჩვეულებრივ — დაახლოებით ორი კვირა, თუმცა ზოგჯერ უფრო მეტიც).

ასეთი აზრების გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია:

  • თუ წარსულში გქონიათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის ხელყოფის აზრები.
  • თუ ხართ ახალგაზრდა მოზრდილი. კლინიკური კვლევების მონაცემებით, 25 წლამდე ასაკის იმ პირებში, რომლებსაც აღგენიშნებოდათ ფსიქიკური აშლილობა და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, გაზრდილი იყო სუიციდური ქცევის რისკი.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის ხელყოფის აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

შესაძლოა ჩათვალოთ სასარგებლოდ, თუ ახლობელს ან ახლო მეგობარს აცნობებთ თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის შესახებ და სთხოვთ მათ, გაეცნონ ამ ჩანართ ფურცელს. ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, შეგატყობინონ, თუ შეამჩნევენ დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან თუ შეშფოთებულნი იქნებიან თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.

8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას, იზრდება ისეთი გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული ქცევა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). მაგრილანი ბავშვებსა და მოზარდებში (8-დან 18 წლამდე) უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ საშუალო და მძიმე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში) და იგი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.

დამატებით, მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი მაგრილანის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და გონებრივ, ემოციურ თუ ქცევით განვითარებაზე ზეგავლენის კუთხით. მიუხედავად ამისა, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მაგრილანი საშუალო და მძიმე ხარისხის დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში), თუ ჩაითვლება, რომ ეს თქვენს ინტერესებში შედის. თუ ექიმმა მაგრილანი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ მაგრილანის მიღებისას გამოვლინდება ან გაუარესდება ზემოჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი 18 წლამდე პაციენტში.

მაგრილანი არ უნდა გამოიყენებოდეს 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

მაგრილანის მიღების შეწყვეტისას (იხილეთ ნაწილი 3 — თუ შეწყვეტთ მაგრილანის მიღებას) შესაძლოა აღგენიშნოთ „გამოსვლის სიმპტომები“.

მაგრილანით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა მოხდეს წონის შემცირება. შესაძლოა აღინიშნოს ალეგიული რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული (მათ შორის კანის, თირკმელების, ღვიძლის ან ფილტვების მხრივ) . ამგვარ შემთხვევებში

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა მედიკამენტები და მაგრილანი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა რაიმე მედიკამენტი.

არ მიიღოთ მაგრილანი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

მონოამინოქსიდაზას ზოგიერთი შეუქცევადი და არასელექტიური ინჰიბიტორი (MAOI), რომელთაგან ზოგიერთი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. MAOI-ს შეუქცევადი და არასელექტიური ინჰიბიტორები არ უნდა იქნას გამოყენებული მაგრილანთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს სერიოზული ან ლეტალური რეაქციები (სეროტონინული სინდრომი) (იხილეთ ნაწილი „არ მიიღოთ მაგრილანი“).

მაგრილანით მკურნალობა უნდა დაიწყოს MAOI-ს შეუქცევადი და არასელექტიური ინჰიბიტორის (მაგალითად, ტრანილციპრომინის) მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ. არ მიიღოთ MAOI-ს შეუქცევადი და არასელექტიური ინჰიბიტორები მაგრილანის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში; უფრო ხანგრძლივი ინტერვალის დაცვა შესაძლოა გახდეს საჭირო ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდისათვის და/ან მაღალი დოზების შემთხვევაში.

  • მეტოპროლოლი, როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, ვინაიდან არსებობს გულისცემის სიხშირის ჭარბი შენელების განვითარების რისკი.

მაგრილანმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე (ურთიერთქმედება) განსაკუთრებით შემდეგ მედიკამენტებთან მიმართებაში:

  • ტამოქსიფენი (რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ),რადგან არ არის გამორიცხული მაგრილანის მიერ სისხლში ამ წამლის დონის ცვლილება და ტამოქსიფენის ეფექტის შემცირება, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს განსხვავებული ანტიდეპრესანტებით მკურნალობა;
  • მონოამინ ოქსიდაზას Aინჰიბიტორები (MAOI-A), მათ შორის მოკლობემიდი, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონიუმის ქლორიდი (ასევე ეწოდება მეთილენის ლურჯი), რომელიც გამოიყენება წამლისმიერი ან ქიმიურად-ინდუცირებული მეთემოგლობინემიის სამკურნალოდ): გამომდინარე სერიოზული და ლეტალური რეაქციებიდანაც კი (ეწოდება სეროტონინული სინდრომი). ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დღეს შეუქცევადი MAOI-ების მედიკამენტების მეშვეობით, თუმცა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს ყურადღებით დაგაკვირდეთ და გამოიყენოს MAOI-A წამლის დაბალი დოზა.
  • მეკვიტაზინი (ალერგიის სამკურნალოდ), რადგან აღნიშნული მედიკამენტის მიღებამ მაგრილანთან შესაძლოა გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკი;
  • ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ); რადგან მაგრილანმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა წამლის დონეზე სისხლში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ფენიტოინი მეტი სიფრთხილით და ჩაატაროს გამოკვლევები მაგრილანთან მიცემის შემთხვევაში.
  • ლითიუმი, სელეგილინი, ოპიოიდები ბუპრენორფინი/ტრამადოლი (როგორც ტკივილგამაყუჩებლები) ტრიპტანები (შაკიკისთვის), ტრიპტოფანი, კრაზანა (Hypericum perforatum); არსებობსსეროტონინული სინდრომის, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, მომატებული რისკი, როდესაც აღნიშნული წამლები მიიღება მაგრილანთან კომბინაციაში. თქვენ ექიმი უფრო ხშირ გამოკვლევებს ჩაგიტარებთ. ;
  • პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, კერძოდ, IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (კერძოდ, ფენოთიაზინის დერივატივები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენურად, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი) რადგან აღნიშნულ მედიკამენტთაგან ერთი ან მეტი მედიკამენტის მიღებამ მაგრილანთან შესაძლოა გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკი;
  • ანტი-კოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) – როგორიცაა იბუპროფენი და დიკლოფენაკი), ასპირინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც ათხელებენ სისხლს (მათ შორის კლოზაპინი, რომელიც გამოიყენება გარკვეული მენტალური დაავადებების სამკურნალოდ). მაგრილანს შეუძლია შეცვალოს ამ მედიკამენტების გავლენა სისხლზე. თუ მგარილანით მკურნალობა იწყება ან წყდება ვარფარინის მიღების დროს, თქვენ ექიმს დასჭირდება გარკვეული ტესტების ჩატარება, რათა მოახდინოს თქვენი დოზის კორექტირება და თქვენი მდგომარეობის უფრო ხშირი კონტროლი
  • ციპროჰეპტადინი (ალერგიებისთვის); რადგან მან შესაძლოა შეასუსტოს მაგრილანის მოქმედება.
  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (კერძოდ, წამლები, რომლებიც ზრიდან შარდის გამოყოფას, დესმოპრესინი, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი); რადგან აღნიშნულ წამლებს შეუძლიათ გაზარდონ სისხლში ნატრიუმის დონის ჭარბი შემცირების რისკი მაგრილანთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში.
  • ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI-ები) ან ბუპროპიონი, მეფლოკინი ან ქოლორინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორებიცაა ფენოთიაზინი ან ბუტიროფენონები, რადგან Prozac-ს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების რისკი ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღებისას.
  • ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი ან ენკაინიდი (გულის პრობლემებისათვის), , კარბამეზაპინი (ეპილეფსიისთვის), ატომოქსეტინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დეზიპრამინი და ამიტრიპტილინი) ან რისპერიდონი (შიზოფრენიისთვის); რადგან მაგრილანს შეუძლია შეცვალოს სისხლში ამ მედიკამენტების დონე. თქვენ ექიმს შესაძ₾ოა დასჭირდეს მათი დოზის შემცირება მაგრილანთან ერთად გამოყენებისას

მაგრილანის მიღება საკვებთან, სასმელსა და ალკოჰოლთან ერთად

  • მაგრილანის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე — თქვენი სურვილისამებრ.
  • ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას.

იმ ჩვილებში, რომელთა დედებიც ორსულობის პირველ თვეებში ფლუოქსეტინს იღებდნენ, არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს გულის თანდაყოლილი მანკების განვითარების გაზრდილ რისკზე. ზოგად პოპულაციაში გულის მანკით დაახლოებით 100-დან 1 ბავშვი იბადება. იმ ჩვილების შემთხვევაში, რომელთა დედები ფლუოქსეტინს იღებდნენ, ეს მაჩვენებელი 100-დან დაახლოებით 2 ბავშვამდე იზრდება.

თქვენ და თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ ორსულობის პერიოდში უმჯობესია ფლუოქსეტინის მიღება თანდათან შეწყვიტოთ. თუმცა, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მაგრილანის მიღების გაგრძელება.

ორსულობის პერიოდში მიღების დროს, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მაგრილანის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში ისეთი სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, როგორიცაა ახალშობილთა პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN); რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და კანის მოლურჯო ელფერს. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება. თუ თქვენს შვილს ეს მდგომარეობა განუვითარდა, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და/ან ექიმს.

სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ორსულობისას გამოყენების დროს, განსაკუთრებით ორსულობის გვიანდელ ეტაპზე ან უშუალოდ მშობიარობამდე, რადგან შემდეგი ეფექტები იქნა მოხსენებული ჩვილებში: გაღიზიანებადობა, კანკალი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება.

თუ მაგრილანს ორსულობის ბოლო პერიოდში იღებთ, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობის შემდეგ მალევე საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები გაქვთ. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ მაგრილანს იღებთ, რათა შესაბამისი რეკომენდაციები მოგცენ.

ძუძუთი კვება

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში. ძუძუთი კვება უნდა განახორციელოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ძუძუთი კვებას აგრძელებთ, ექიმმა შესაძლოა ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა დაგინიშნოთ.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, თუმცა ადამიანებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე მსგავსი გავლენა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მაგრილანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განსჯის უნარსა და კოორდინაციაზე. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან თქვენ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

მაგრილანი შეიცავს ლაქტოზას თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული სახის შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მაგრილანიშეიცავს ყვითელ საღებავს (E110), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • როგორ უნდა იქნას მიღებული მაგრილანი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ იმაზე მეტი კაფსულა, რამდენიც ექიმმა დაგინიშნათ

კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად, წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ კაფსულები.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა:

  • დეპრესია: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში ექიმი გადახედავს და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის დოზას. საჭიროებისას, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. თქვენ შესაძლოა, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისთანავე თავი მაშინვე უკეთ არ იგრძნოთ. ეს ბუნებრივია, რადგან დეპრესიული სიმპტომების გაუმჯობესება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვლინდეს. დეპრესიის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.
  • ნეიროგენული ბულემია: რეკომენდებული დოზაა 3 კაფსულა (60 მგ) დღეში.
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. მიღების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ ექიმი გადახედავს და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის დოზას. საჭიროებისას, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში გაუმჯობესება არ აღინიშნა, ექიმი გადახედავს მკურნალობის სქემას.

ხანდაზმულები

იგივე ეხება მოზრდილებს. ექიმი დოზას უფრო მეტი სიფრთხილით გაზრდის; დღიურმა დოზამ, როგორც წესი, არ უნდა გადააჭარბოს 2 კაფსულას (40 მგ). მაქსიმალური დოზაა 3 კაფსულა (60 მგ) დღეში.

გამოყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიის დროს:

მკურნალობა უნდა დაიწყოს და სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარებოდეს. საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში. 1-2 კვირის შემდეგ ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს 20 მგ-მდე დღეში. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შესაძლოა უფრო დაბალი დოზები დასჭირდეთ. მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, ექიმი განიხილავს მკურნალობის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების საჭიროებას. თუ 9 კვირის განმავლობაში მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ექიმი გადახედავს თქვენს მკურნალობას.

ღვიძლის უკმარისობა

თუ გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები ან იღებთ სხვა ისეთ მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მაგრილანზე, ექიმმა შესაძლოა შეგიმციროთ დოზა ან გირჩიოთ პრეპარატის გამოყენება დღეგამოშვებით.

თუ მიიღეთ მაგრილანის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ კაფსულების ჭარბი რაოდენობა, მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილებას ან მაშინვე აცნობეთ ექიმს.

შესაძლებლობის შემთხვევაში, თან იქონიეთ მაგრილანის კოლოფი.

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა გულის რითმის დარღვევა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და მენტალური მდგომარეობის ცვლილება — აღგზნებიდან კომამდე.

თუ დაგავიწყდათ მაგრილანის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ მომდევნო დოზა მეორე დღეს, ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

  • წამლის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, არ დაგავიწყდეთ მისი რეგულარულად მიღება.

თუ შეწყვეტთ მაგრილანის მიღებას

არ შეწყვიტოთ მაგრილანის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია განაგრძოთ წამლის მიღება.

უზრუნველყავით, რომ კაფსულები არ გამოგელიოთ.

თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ შემდეგი ეფექტები (გამოსვლის ეფექტები), როდესაც შეწყვეტთ მატრილანის მიღებას: თავბრუსხვევა; ჩხვლეტის შეგრძნება ნემსის და წვეტიანი საგნის შეხების მსგავსი; ძილის დარღვევები (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა); მოუსვენრობის შეგრძნება ან აჟიტირება; უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე; შფოთვის შეგრძნება; გულისრევა/ღებინება (გულისრევის შეგრძნება); ტრემორი (კანკალი); თავის ტკივილი.

უმეტეს შემთხვევაში, მაგრილანის მიღების შეწყვეტისას გამოვლენილი ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და რამდენიმე კვირაში ქრება. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოგივლინდათ სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.

მაგრილანის მიღების შეწყვეტისას ექიმი დაგეხმარებათ დოზის თანდათანობით შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში — ეს ხელს შეუწყობს მოხსნის სიმპტომების განვითარების ალბათობის შემცირებას.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ ოდესმე გაგიჩნდებათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან სიცოცხლის მოსპობის სურვილი, მაშინვე მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს (იხილეთ მე-2 ნაწილი).

თუ განგივითარდათ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება ან ხიხინი/სუნთქვის გაძნელება,დაუყონებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და აცნობეთ ექიმს.

თუ გრძნობთ მოუსვენრობას და ვერ ახერხებთ ერთ ადგილას ჯდომას ან დგომას, შესაძლოა აღგენიშნებოდეთ აკათიზია; მაგრილანის დოზის გაზრდამ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს. ასეთი შეგრძნების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ კანი გაგიწითლდათ, განვითარდა კანის რაიმე სახის რეაქცია, ან კანზე გაჩნდა ბუშტუკები თუ აქერცვლა. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) არის: უძილობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება (ღებინება) და დაღლილობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა:

  • სიმპტომების კომბინაცია (ცნობილი როგორც „სეროტონინული სინდრომი“), მათ შორის აუხსნელი ცხელება, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის ან გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, კუნთების შებოჭილობა ან კანკალი, გონების არევა, ძლიერი აგზნებადობა ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში - ვლინდება 1 ადამიანში 1000-დან);
  • სისუსტის, ძილიანობის ან ცნობიერების არევის შეგრძნება, ძირითადად ხანდაზმულებში და იმ (ხანდაზმულ) პირებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს;
  • ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია;
  • გაღიზიანებადობა და ძლიერი აგზნებადობა;
  • გულთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული რიტმი, გონების დაკარგვა, წაქცევა ან თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის რიტმის დარღვევაზე.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

მაგრილანის მიღებისას პირებში ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • მადის დაქვეითება წონის კლება
  • ნერვიულობა, შფოთვა
  • მოუსვენრობა, კონცენტრაციის გაძნელება
  • დაძაბულობის შეგრძნება
  • სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ან სექსუალური ხასიათის პრობლემები (მათ შორის სექსუალური აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე)
  • ძილის პრობლემები, უჩვეულო სიზმრები, დაღლილობა ან ძილიანობა
  • თავბრუსხვევა
  • გემოს შეგრძნების ცვლილება
  • ტრემორი (კანკალი)
  • მხედველობის დაბინდვა
  • გულისცემის აჩქარებისა და არარეგულარულობის შეგრძნება
  • სახის წამოწითლება (ალები)
  • მთქნარება
  • მონელების დარღვევა, ღებინება
  • პირის სიმშრალე
  • გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი
  • ჭარბი ოფლიანობა
  • სახსრების ტკივილი
  • შარდვის გახშირებული სურვილი
  • აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა
  • კანკალი ან შემცივნება

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)

  • დეპერსონალიზაციის შეგრძნება
  • უცნაური აზრები
  • უჩვეულოდ ამაღლებული განწყობა
  • ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები
  • სუიციდური ან თვითდაზიანებისკენ მიმართული აზრები
  • ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი)
  • კუნთების თრთოლვა, უნებლიე მოძრაობები ან წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა
  • მეხსიერების გაუარესება
  • დილატირებული გუგები
  • ტინიტუსი (ყურებში შუილი)
  • დაბალი არტერიული წნევა
  • ქოშინი
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ყლაპვის გაძნელება
  • თმის ცვენა
  • სისხლჩაქცევების გაჩენისადმი მომატებული მიდრეკილება
  • აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
  • ცივი ოფლი
  • შარდვის გაძნელება
  • სიცხის ან სიცივის შეგრძნება
  • ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები (ტრანსამინაზების და გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონეების მომატება)

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)

  • სისხლში მარილის დაბალი დონე
  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სისხლჩაქცევების რისკს
  • მწვავე საშვილოსნოს სისხლდენა მშობიარობის შემდეგ მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), იხილეთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“ მე-2 ნაწილში მეტი ინფორმაციისთვის
  • ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება
  • არაადეკვატური, უკონტროლო ქცევა
  • ჰალუცინაციები
  • აჟიტაცია (აღგზნებულობა)
  • პანიკური შეტევები

დაბნეულობა

  • აგრესია

ენის ბორძიკი

  • კრუნჩხვები
  • ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)
  • კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის მიმდებარე ქსოვილების სწრაფი შეშუპება
  • ტკივილი საყლაპავ მილში (მილში, რომლითაც საკვები ან წყალი კუჭისკენ გადადგილდება)
  • ჰეპატიტი
  • ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები
  • ფოტომგრძნობელობა (მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა)
  • კუნთების ტკივილი
  • შარდვის პრობლემები
  • დედის რძის გამომუშავება
  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)

სიხშირე უცნობია

  • ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი ჰემორაგია); დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი — „ორსულობა“.

ძვლების მოტეხილობა

ამ ტიპის მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკი.

სავარაუდოა, რომ მკურნალობის გაგრძელებისას აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმეტესობა გაქრება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში (8-18 წელი)

ზემოჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების გარდა, მაგრილანმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შეაფერხოს სქესობრივი მომწიფება. ბავშვებში ასევე ხშირად აღინიშნებოდა სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები), მტრული დამოკიდებულება, მანია და ცხვირიდან სისხლდენა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ჩანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ფარმაცევტულ განყოფილებაში (Pharmaceutical Services, Ministry of Health, CY-1475 Nicosia, კვიპროსი; ტელ.: +357 22 608607; ფაქსი: +357 22 608669; ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

  • როგორ ინახება მაგრილანი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი მუყაოს კოლოფის გარე შეფუთვაზე, წარწერის „EXP“-ის გასწვრივ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოიქცეთ იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მაგრილანი

მოქმედი ნივთიერებაა ფლუოქსეტინს. თითოეული კაფსულა შეიცავს 20 მგ ფლუოქსეტინს ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

შემავსებლებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ერითროზინი (E127), ბრილიანტი ლურჯი FCF (E133) და sunset yellow FCF (E110).

მაგრილანის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

მაგრილანის კაფსულები ყვითელ-ლილისფერია და ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 10 ან 30 კაფსულას. შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

Medochemie Ltd, კონსტანტინუპოლეოსის ქუჩა 1-10, 3011 ლიმასოლი, კვიპროსი.

წინამდებარე ჩანართის ფურცელი ბოლოს გადაიხედა 06/02/2023-ში.

მაგრილანი წარმოადგენს რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა