ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Levofloxacino Normon 500 mg comprimidos recubiertos con película EFG
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღებამდე; ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046325
- რეგისტრირებულია
- 16 სექტემბერი 2026, მოქმედებს 16 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღებამდე;
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ხდება პირის გზით.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის შუალედში, ნებისმიერ დროს.
კანის დაცვა მზის სხივებისაგან
საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან თავის არიდება (ღრუბლიან ამინდშიც) ამ მედიკამენტით მკურნალობის და მისი შეწყვეტიდან ორი დღის განმავლობაში, რადგან კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე ბუშტუკების განვითარება, თუ პაციენტი არ იღებს შემდეგ სიფრთხილის ზომებს:
საჭიროა მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება;
საჭიროა ყოველთვის ქუდის და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს;
საჭიროა ულტრაიისფერი სხივების ნათურებისგან თავის არიდება.
თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
დაუშვებელია ამ მედიკამენტების მიღება ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად. მედიკამენტების დოზის მიღება უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტების მიღებამდე ორი საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ლევოფლოქსაცინი ნორმონის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს პაციენტმა;
დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და ლოკალიზაციაზე ორგანიზმში;
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინექციის სიმძიმეზე;
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ზრდასრულები და ხანდაზმულები
სინუსური წიაღების ინფექცია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ დღეში
ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე პაციენტებში

პნევმონია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
საშარდე გზების, მათ შორის თირკმლების ან შარდის ბუშტის, ინფექცია
ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ დღეში
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია

თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილები ან ხანდაზმულები
ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.
ბავშვები დ მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებში ან მოზარდებში.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდებით ტაბლეტების შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან სამედიცინო რჩევის მიღება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტების კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტებია მიღებული. ასევე, შესაძლებელია ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულყრა კრუნჩხვებით, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, ტრემორი და გულის პრობლემები, რომელიც იწვევს არარეგულარულ გულისცემას, ასევე, გულისრევას ან კუჭის წვას.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტების დავიწყებისას
დოზის მიღების დავიწყებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოხლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტისას
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი. ტაბლეტების მიღების ნაადრევად შეწყვეტისას შეიძლება ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს, ან ბაქტერია რეზისტენტული გახდეს მედიკამენტის მიმართ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან შესაძლო ორსულობის დროს.
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მძიმე გვერდითი რეაქცია ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას, დაუშვებელია ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტის, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიღება. თუ ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე:
თუ პაციენტი 60 წლის ან მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ. სტეროიდებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ნორმონი“);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრა;
თუ პაციენტს აღენიშება თავის ტვინის დაზიანება ინსულტის ან თავის ტვინის ტრავმის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება “გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G6PD) უკმარისობა”, რადგან უფრო მეტად მოსალოდნელია აღინიშნოს სისხლის სერიოზული პრობლემები ამ მედიკამენტის მიღებისას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას, თუ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება ან მისი ოჯახური ანამნეზი (აღინიშნება ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ანამნეზი, პაციენტი არის ქალი ან ხანდაზმული, ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევნ ეკგ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი 2: “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ნორმონი“);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავისი;
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს დიდი სისხლძარღვის “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან დიდი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება აორტის განშრევება (აორტის კედლის გასკდომა);
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის სარქველების ნაკლოვანება (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);
თუ პაციენტს აღენიშნება ოჯახური ანამნეზი: აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების, გულის სარქვლების თანდაყოლილი დაავადების ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა: მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების პათოლოგიები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, კვანძოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია];
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი, ან კანის აქერცვლა, ბუშტუკოვანი გამონაყარი და/ან წყლულები პირის ღრუში ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ან აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში
თუ პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის ან ზურგის არეში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის და აორტის განშრევების სიმპტომები, საჭიროა ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. რისკი იზრდება, თუ მკურნალობა ტარდება სისტემური კორტიკოსტეროიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის უეცარი დაწყება, განსაკუთრებით, დაწოლისას, ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის ფრიალის (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება) ეპიზოდი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
თუ პაციენტს უეცრად ეწყება უნებლიე მოძრაობები, კუნთების უნებლიე შეკუმშვები – საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს შეიძლება იყოს მიოკლონიის ნიშნები. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და დანიშნოს შესაბამისი თერაპია.
თუ პაციენტს აღენიშნება დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევა, უკონტროლო სისხლდენა, ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება ან შეგრძნება, რომ ინფექციის მიმართ წინააღმდეგობა ქვეითდება – საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს შეიძლება სისხლის დარღვევის ნიშნები იყოს. ექიმი მოახდენს სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგს. სისხლის უჯრედების რაოდენობის ნორმიდან გადახრის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა.
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა ვითარდება იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ასაკის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან 48 საათში, ან ლევოფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ფიზიკური დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.
პაციენტს იშვიათად შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებისა და ფეხების ან ხელებისა და მკლავების ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.
გახანგრძლივებული, უნარშემზღუდავი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი მოვლენები:
ფტორქინოლონის ან ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ნორმონი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ მძიმე გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთის და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, წიწკნა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების დაზიანება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალობის გაგრძელებამდე. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად გადაწყვეტს, როდის გაგრძელდეს მკურნალობა, სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
კანის სერიოზული რეაქციები
აღწერილ იქნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას.
SJS/TEN შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. შეიძლება ასევე განვითარდეს წყლულები პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე (წითელი ან შეშუპებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს გამონაყარი შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს ან გადაიზარდოს კანის გენერალიზებულ აქერცვლაში და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებში.
DRESS თავიდან ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ გავრცელებული გამონაყარით მაღალ ტემპერატურასთან ერთად, სისხლის ანალიზებში აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი დონე და გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) დონის გაზრდა და ლიმფური კვანძების გადიდება.
თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე გამონაყარი ან კანის ეს რომელიმე სხვა სიმპტომი, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. რადგან ლევოფლოქსაცინი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლევოფლოქსაცინი ნორმონის ეფექტზე.
კერძოდ, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღებისას:
კორტიკოსტეროიდები, ე.წ. სტეროიდები - გამოიყენება ანთების დროს. უფრო მეტად სავარაუდოა მყესების ანთება და/ან გაწყვეტა;
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად. მოსალოდნელია განვითარდეს სისხლდენა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული სისხლის ანალიზები სისხლის შედედების შესამოწმებლად;
თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად მიღებისას;
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი, ინდომეტაცინი. მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად მიღებისას;
ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. მოსალოდნელია განვითარდეს ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენები;
მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის არარეგულარული რითმის დროს (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტეი, როგორიცაა: ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევების დროს (ანტიფსიქოზური საშუალებები) და ბაქტერიული ინფექციების დროს (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი);
პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულებისა და გულძმარვის დროს). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რომელიმე ამ მედიკამენტის ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად მიღებისას. თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
დაუშვებელია ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტების მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ისინი მოქმედებენ ლევოფლოქსაცინი ნორმონის მოქმედების მექანიზმზე:
რკინის ტაბლეტები (გამოიყენება ანემიის დროს), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (გამოიყენება კუჭის მჭავიანობის ან გულძმარვის დროს), დიდანოზინი ან სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს). იხ. პარაგრაფი 3 ქვემოთ „თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“.
შარდის ანალიზები ოპიატებზე
შარდის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს „ცრუ დადებითი“ შედეგი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე, ე.წ. „ოპიატებზე“ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინ ნორმონს. თუ ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ლევოფლოქსაცინ ნორმონს.
ტუბერკულოზის ანალიზები
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ ანალიზის, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენად, „ცრუ უარყოფითი“ შედეგი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ. ეს მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნებას, ძილიანობას, ტრიალის შეგრძნებას (ვერტიგოს) ან მხედველობის ცვლილებებს. ზოგიერთმა ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ დონეს.
გვერდითი მოვლენები
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების შენახვის წესი;
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
შიგთავსი: კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი. სტეარის მჟავა და ტალკი.
გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, რკინის წითელი ოქსიდი (E-172) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172)
ლევოფლოქსაცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლევოფლოქსაცინი ნორმონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შეიგნით მისაღებად. ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული და გამყოფი ხაზით.
წარმოდგენილია შეფუთვით, რომელშიც 1, 7 და 14 ტაბლეტია.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წაროდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობისას ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის სექტემბერი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
პრეპარატის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სკანირებით სმარტფონის საშუალებით. ასევე ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/69697/P_69697.html
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, მაგრამ უმჯობესია ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტები შენახულ იქნეს ორგინალი შეფუთვით მშრალ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტები და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღებამდე;
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტები და მათი გამოყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა ლევოფლოქსაცინი ნორმონი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლევოფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს. ლევოფლოქსაცინი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს ორგანიზმში ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპი ან გაცივება.
მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს ექიმის მითითებები დოზების, დოზებს შორის ინტერვალისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან მისი ხელახლა გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადოდ განადურებისათვის. მედიკამენტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
პარანაზალური წიაღების;
ფილტვების - პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემები ან პნევმონია;
საშარდე გზების, მათ შორის თირკმელების ან შარდის ბუშტის;
პროსტატის ჯირკვლის - ხანგრძლივი ინფექციის დროს;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების, კუნთების ჩათვლით - ე.წ. „რბილი ქსოვილების“.
ზოგიერთ მძიმე შემთხვევებში ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფილტვების დაავადებით - ციმბირის წყლულით - ავადობის ალბათობის შესამცირებლად ან დააავადების მიმდინარეობის გაუარესების შესამცირებლად, თუ პაციენტი მოხვდა ციმბირის წყლულის გამოწვევი ბაქტერიების ზემოქმედების ქვეშ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
თუ პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების, როგორიცაა: მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსია;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების პრობლემები, როგორიცაა: ტენდონიტი, რომელიც დაკავშირებული იყო “ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებით” მკურნალობასთან. მყესი არის იოგი, რომელიც აკავშირებს კუნთს ჩონჩხთან;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია;
ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან შესაძლო ორსულობის დროს;
ძუძუთი კვების დროს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მძიმე გვერდითი რეაქცია ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას, დაუშვებელია ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტის, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიღება. თუ ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე:
თუ პაციენტი 60 წლის ან მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ. სტეროიდებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ნორმონი“);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრა;
თუ პაციენტს აღენიშება თავის ტვინის დაზიანება ინსულტის ან თავის ტვინის ტრავმის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება “გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G6PD) უკმარისობა”, რადგან უფრო მეტად მოსალოდნელია აღინიშნოს სისხლის სერიოზული პრობლემები ამ მედიკამენტის მიღებისას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას, თუ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება ან მისი ოჯახური ანამნეზი (აღინიშნება ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ანამნეზი, პაციენტი არის ქალი ან ხანდაზმული, ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევნ ეკგ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი 2: “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ნორმონი“);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება მიასთენია გრავისი;
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს დიდი სისხლძარღვის “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან დიდი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება აორტის განშრევება (აორტის კედლის გასკდომა);
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის სარქველების ნაკლოვანება (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);
თუ პაციენტს აღენიშნება ოჯახური ანამნეზი: აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების, გულის სარქვლების თანდაყოლილი დაავადების ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა: მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების პათოლოგიები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, კვანძოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია];
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი, ან კანის აქერცვლა, ბუშტუკოვანი გამონაყარი და/ან წყლულები პირის ღრუში ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ან აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღებამდე.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში
თუ პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის ან ზურგის არეში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის და აორტის განშრევების სიმპტომები, საჭიროა ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. რისკი იზრდება, თუ მკურნალობა ტარდება სისტემური კორტიკოსტეროიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის უეცარი დაწყება, განსაკუთრებით, დაწოლისას, ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის ფრიალის (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება) ეპიზოდი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
თუ პაციენტს უეცრად ეწყება უნებლიე მოძრაობები, კუნთების უნებლიე შეკუმშვები – საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს შეიძლება იყოს მიოკლონიის ნიშნები. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და დანიშნოს შესაბამისი თერაპია.
თუ პაციენტს აღენიშნება დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევა, უკონტროლო სისხლდენა, ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება ან შეგრძნება, რომ ინფექციის მიმართ წინააღმდეგობა ქვეითდება – საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს შეიძლება სისხლის დარღვევის ნიშნები იყოს. ექიმი მოახდენს სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგს. სისხლის უჯრედების რაოდენობის ნორმიდან გადახრის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა.
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა ვითარდება იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ასაკის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან 48 საათში, ან ლევოფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი არასაჭირო ფიზიკური დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.
პაციენტს იშვიათად შეიძლება აღენიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა ტერფებისა და ფეხების ან ხელებისა და მკლავების ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და/ან სისუსტე. ასეთ შემთხვევაში ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.
გახანგრძლივებული, უნარშემზღუდავი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი მოვლენები:
ფტორქინოლონის ან ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ნორმონი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ მძიმე გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთის და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, წიწკნა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის და სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების დაზიანება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალობის გაგრძელებამდე. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად გადაწყვეტს, როდის გაგრძელდეს მკურნალობა, სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
კანის სერიოზული რეაქციები
აღწერილ იქნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას.
SJS/TEN შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. შეიძლება ასევე განვითარდეს წყლულები პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე (წითელი ან შეშუპებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს გამონაყარი შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს ან გადაიზარდოს კანის გენერალიზებულ აქერცვლაში და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებში.
DRESS თავიდან ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ გავრცელებული გამონაყარით მაღალ ტემპერატურასთან ერთად, სისხლის ანალიზებში აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი დონე და გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) დონის გაზრდა და ლიმფური კვანძების გადიდება.
თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე გამონაყარი ან კანის ეს რომელიმე სხვა სიმპტომი, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. რადგან ლევოფლოქსაცინი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლევოფლოქსაცინი ნორმონის ეფექტზე.
კერძოდ, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღებისას:
კორტიკოსტეროიდები, ე.წ. სტეროიდები - გამოიყენება ანთების დროს. უფრო მეტად სავარაუდოა მყესების ანთება და/ან გაწყვეტა;
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად. მოსალოდნელია განვითარდეს სისხლდენა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული სისხლის ანალიზები სისხლის შედედების შესამოწმებლად;
თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად მიღებისას;
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი, ინდომეტაცინი. მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად მიღებისას;
ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. მოსალოდნელია განვითარდეს ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენები;
მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის არარეგულარული რითმის დროს (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტეი, როგორიცაა: ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევების დროს (ანტიფსიქოზური საშუალებები) და ბაქტერიული ინფექციების დროს (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი);
პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულებისა და გულძმარვის დროს). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რომელიმე ამ მედიკამენტის ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად მიღებისას. თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
დაუშვებელია ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტების მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ისინი მოქმედებენ ლევოფლოქსაცინი ნორმონის მოქმედების მექანიზმზე:
რკინის ტაბლეტები (გამოიყენება ანემიის დროს), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (გამოიყენება კუჭის მჭავიანობის ან გულძმარვის დროს), დიდანოზინი ან სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს). იხ. პარაგრაფი 3 ქვემოთ „თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“.
შარდის ანალიზები ოპიატებზე
შარდის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს „ცრუ დადებითი“ შედეგი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე, ე.წ. „ოპიატებზე“ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინ ნორმონს. თუ ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ლევოფლოქსაცინ ნორმონს.
ტუბერკულოზის ანალიზები
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ ანალიზის, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენად, „ცრუ უარყოფითი“ შედეგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება:
ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან შესაძლო ორსულობის დროს.
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ. ეს მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნებას, ძილიანობას, ტრიალის შეგრძნებას (ვერტიგოს) ან მხედველობის ცვლილებებს. ზოგიერთმა ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ დონეს.
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ხდება პირის გზით.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის შუალედში, ნებისმიერ დროს.
კანის დაცვა მზის სხივებისაგან
საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან თავის არიდება (ღრუბლიან ამინდშიც) ამ მედიკამენტით მკურნალობის და მისი შეწყვეტიდან ორი დღის განმავლობაში, რადგან კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე ბუშტუკების განვითარება, თუ პაციენტი არ იღებს შემდეგ სიფრთხილის ზომებს:
საჭიროა მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება;
საჭიროა ყოველთვის ქუდის და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს;
საჭიროა ულტრაიისფერი სხივების ნათურებისგან თავის არიდება.
თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
დაუშვებელია ამ მედიკამენტების მიღება ლევოფლოქსაცინ ნორმონთან ერთად. მედიკამენტების დოზის მიღება უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტების მიღებამდე ორი საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ლევოფლოქსაცინი ნორმონის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს პაციენტმა;
დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და ლოკალიზაციაზე ორგანიზმში;
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინექციის სიმძიმეზე;
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ზრდასრულები და ხანდაზმულები
სინუსური წიაღების ინფექცია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ დღეში
ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე პაციენტებში
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ დღეში
პნევმონია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
საშარდე გზების, მათ შორის თირკმლების ან შარდის ბუშტის, ინფექცია
ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ დღეში
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ დღეში
კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია
ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ნორმონი 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილები ან ხანდაზმულები
ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.
ბავშვები დ მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებში ან მოზარდებში.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდებით ტაბლეტების შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან სამედიცინო რჩევის მიღება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტების კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტებია მიღებული. ასევე, შესაძლებელია ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულყრა კრუნჩხვებით, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, ტრემორი და გულის პრობლემები, რომელიც იწვევს არარეგულარულ გულისცემას, ასევე, გულისრევას ან კუჭის წვას.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტების დავიწყებისას
დოზის მიღების დავიწყებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოხლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტისას
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი. ტაბლეტების მიღების ნაადრევად შეწყვეტისას შეიძლება ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს, ან ბაქტერია რეზისტენტული გახდეს მედიკამენტის მიმართ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან საშუალო სიმძიმისაა და ხშირად თავისით გადის მცირე დროში.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
ლევოფლოქსაცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები, რადგან ისინი საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას:
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წყლიანი ფაღარათი, შესაძლოა სისხლიანი, მუცლის სპაზმებითა და მაღალი ტემპერატურით. შეიძლება იყოს ნაწლავების მძიმე პრობლემების ნიშნები;
მყესების ან იოგების ტკივილი და ანთება, რომელმა შეიძლება გამოიწვიოს გაწყვეტა. ყველაზე ხშირია აქილევსის მყესის გაწყვეტა;
გულყრა (კრუნჩხვები);
გენერალიზებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის მაჩვენებლების პათოლოგია (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების მოცვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, ე.წ. DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი). იხ. ასევე, პარაგრაფი 2;
სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება “ნეიროპათიის” ნიშნები იყოს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლით, წყლულებით პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხ. ასევე, პარაგრაფი 2.
სხვა:
მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, მუცლის წვა ან დაჭიმულობა. ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას.
თუ ლევოფლოქსაცინი ნორმონით მკურნალობის დროს ზიანდება მხედველობა ან აღინიშნება თვალების სხვა დარღვევები, საჭიროა დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილის პრობლემები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
გულისრევა, ღებინება და დიარეა
სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სხვა ბაქტერიების ან სოკოების (კანდიდა) რაოდენობის ცვლილებები, რაც საჭიროებს მკურნალობას;
ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები სისხლის ანალიზებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია);
სტრესის შეგრძნება (შფოთვა), ცნობიერების დაბინდვა, ნევროზულობის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება, კანკალი, ტრიალის შგრძნება (ვერტიგო);
სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);
გემოს ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან დისპეფსია, ტკივილი კუჭის არეში, ბოყინი (მეტეორიზმი) ან ყაბზობა;
კანის ქავილი და გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ძლიერი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი;
სისხლის გარკვეული ანალიზების შედეგების ცვლილებები ღვიძლის (გაზრდილი ბილირუბინი) ან თირკმლის (გაზრდილი კრეატინინი) პრობლემების გამო;
ზოგადი სისუსტე.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ადვილად სისხლჩაქცევის და სისხლდენის განვითარება თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია);
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია);
გაძლიერებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა);
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის;
მხედელობითი ან სმენითი ჰალუცინაციები, პარანოია, შეხედულებებისა და აზრების ცვლილება (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური აზრების ან ქმედების რისკით;
დეპრესიის შეგრძნება, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აჟიტირება), უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები;
ხელებსა და ტერფებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (მხედველობის დაბინდვა) პრობლემები;
უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
კუნთების სისუსტე. მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება);
თირკმელების ფუნქციის ცვლილება და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რომელიც შეიძლება თირკმლის ალერგიული რეაქციის, ე.წ. ინტერსტიციალური ნეფრიტის, შედეგი იყოს;
ცხელება;
მკვეთრად შემოფარგლული ერითემატოზული ლაქები ბლისტერებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ტოვებს ანთების შემდგომ ნარჩენ ჰიპერპიგმენტაციას; ჩვეულებრივ ხელახლა ვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსების იმავე ადგილებში ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედებისას.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): იწვევს კანის სიფერმკრთალეს ერითროციტების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);
ძვლის ტვინი აღარ წარმოქმნის სისხლის ახალ უჯრედებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ინფექციებთან ბრძოლის უნარის დაქვეითება და უკონტროლო სისხლდენა (ძვლის ტვინის უკმარისობა);
ცხელება, ყელის ტკივილი და ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, რომელიც არ გადის. შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზით);
ცირკულაციის დარღვევა (ანაფილაქსიური შოკი);
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რომელიც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის;
ყნოსვის ცვლილება, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგეზია);
ძლიერი აღელვების, აღფრთოვანების, აჟიტირების ან ენთუზიაზმის შეგრზნება (მანია);
გადაადგილების და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები);
ცნობიერების დროებითი დაკარგვა ან გულისწასვლა (სინკოპე)
მხედველობის დროებითი დაკარგვა;
სმენის დაზიანება ან დაკარგვა;
გულის პათოლოგიურად აჩქარებული რითმი, სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რითმის ცვლილება (“QT ინტერვალის გახანგრძლივება”, ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე);
სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი);
ფილტვების ალერგიული რეაქციები;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის მგრძნობელობის გაზრდა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტომგრძნობელობა), კანის მუქი უბნების გაჩენა (ჰიპერპიგმენტაცია);
სისხლძარღვების რომლებსაც სისხლი მიაქვთ მთელ სხეულში, ანთება ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი);
პირის ღრუს შიდა ქსოვილის ანტება (სტომატიტი);
კუნთების გახევა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი);
სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი);
ტკივილი, მათ შორის წელის, მკერდისა და კიდურების ტკივილი;
პორფირიის შეტევა პირებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება);
მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია);
უეცრად განვითარებული უნებლიე მოძრაობები ან კუნთების შეკუმშვები (მიოკლონია).
ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე) ან პერმანენტული წამლის გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა: მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრის ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, წვა, წიწკნა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დაღლილობა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაზიანება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (როგორიცაა: ძილის დარღვევები, შფოვა, პანიკური შეტევები, დეპრესია და სუიციდური აზრები), აასევე, სმენის, მხედველობის და გემოსა და ყნოსვის დაზიანება დაკავშირებული იყო ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მანამდე არსებული რისკფაქტორების არარსებობის მიუხედავად..
აღინიშნა აორტის კედლის გადიდებისა და დასუსტების ან აორტის კედლის გახევის შემთხვევები (ანევრიზმა და განშრევება), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გულის სარქველების ნაკლოვანება ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში. იხ. ასევე, პარაგრაფი 2.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტების შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, მაგრამ უმჯობესია ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტები შენახულ იქნეს ორგინალი შეფუთვით მშრალ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლევოფლოქსაცინი ნორმონი ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
შიგთავსი: კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი. სტეარის მჟავა და ტალკი.
გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, რკინის წითელი ოქსიდი (E-172) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172)
ლევოფლოქსაცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლევოფლოქსაცინი ნორმონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შეიგნით მისაღებად. ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული და გამყოფი ხაზით.
წარმოდგენილია შეფუთვით, რომელშიც 1, 7 და 14 ტაბლეტია.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წაროდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობისას ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის სექტემბერი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
პრეპარატის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სკანირებით სმარტფონის საშუალებით. ასევე ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/69697/P_69697.html
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.