ცისპლატინი ებევე
Cisplatin Ebewe®
გამოიყენება ზრდასრულების, ბავშვებისა და მოზარდების (0-დან 18 წლამდე) სამკურნალოდ. ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: სათესლე ჯირკვლის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო; საკვერცხეების გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო; საშარდე ბუშტის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცისპლატინი (cisplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/100მლ (0,5მგ/მლ) 100მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- FAREVA Unterach GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046205
- რეგისტრირებულია
- 25 აგვისტო 2026, მოქმედებს 25 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EBEWE Pharma Ges.m.b.H. Nfg.KG (ავსტრია)
- განმცხადებელი
- შპს ,,ჯიჰელსი’’
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცისპლატინი ებევე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოიყენება ზრდასრულების, ბავშვებისა და მოზარდების (0-დან 18 წლამდე) სამკურნალოდ.
ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
სათესლე ჯირკვლის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო;
საკვერცხეების გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო;
საშარდე ბუშტის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო;
თავისა და კისრის გავრცელებული ან მეტასტაზური ბრტყელუჯრედოვანი კიბო;
ფილტვის გავრცელებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბო;
ფილტვის გავრცელებული ან მეტასტაზური წვრილუჯრედოვანი კიბო.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას ნაჩვენებია სხივურ თერაპიაში კომბინაციით. შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინირებული თერაპიიის შემადგენლობაში.
მიღების წესი და დოზირება
შეყვანის წინ აუცილებელია ცისპლატინი ებევე®, 0.5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის განზავება. ინფორმაცია განზავების შესახებ იხ. თავში 6.6.
განზავებული ხსნარის შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ ინტრავენურად წვეთოვნად (იხ. ქვემოთ). თავიდან უნდა იქნას არიდებული ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს ალუმინის დეტალებს და შესაძლებელია კონტაქტში შევიდეს ცისპლატინთან (მოწყობილობები ინტრავენური ინფუზიისთვის, ნემსები, კატეტერები, შპრიცები) (იხ. თავები 4.4 და 6.2).
დოზები
ზრდასრულები, ბავშვები და მოზარდები
დოზა განისაზღვრება ძირითადი დაავადებით, მოსალოდნელი რეაქციით, აგრეთვე იმით, გამოიყენება თუ არა პრეპარატი მონოთერაპიაში ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში. მითითებები დოზირებისათვის მისაღებია როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისა და მოზარდებისათვის (ასაკი 0-დან 18 წლამდე).
მონოთერაპიისათვის რეკომენდირებულია დოზირების ორი რეჟიმი:
ერთჯერადად: სხეულის ზედაპირის მოცულობა (სზმ) 50-120 მგ/მ2, ყოველ 3-4 კვირაში;
5 დღის განმავლობაში: 15-20 მგ/მ2 (სზმ) დღეში, ყოველ 3-4 კვირაში.
ცისპლატინის გამოყენებისას კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში დოზა უნდა შემცირდეს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20 მგ/მ2 ან მეტს, ყოველ 3-4 კვირაში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას ცისპლატინი გამოიყენება სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. მოცემულ შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40 მგ/მ2 ან მეტს, 6 კვირის განმავლობაში.
უსაფრთხოების ზომები თერაპიის მომდევნო ციკლის დაწყების წინ მოყვანილია თავში 4.4.
პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევითა ან მიელოსუპრესიით
აუცილებელია დოზის შემცირება.
გამოყენების წესი
ინტრავენური შეყვანისათვის.
ინსტრუქციების შესაბამისად მომზადებული (იხ. თავი 6.6) საინფუზიო ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს ინტრავენურად წვეთოვნად, 6-8 საათის განმავლობაში.
2-12 საათის განმავლობაში ცისპლატინის შეყვანამდე და მინიმუმ 6 საათის განმავლობაში მისი შეყვანის შემდეგ, აუცილებელია პაციენტს შეუნარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია. ჰიდრატაცია აუცილებელია საკმარისი დიურეზის უზრუნველსაყოფად მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ. ეს მიიღწევა ჩამოთვლილი ხსნარებიდან ერთ-ერთის ინტრავენური ინფუზიიის გზით:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარისა და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ნარევით (თანაფარდობით 1:1).
ჰიდრატაცია ცისპლატინის შეყვანამდე:
ხსნარის ინტრავენური ინფუზია 100-200 მლ/სთ სიჩქარით, 6-12 საათის განმავლობაში, სითხის საერთო მოცულობით არანაკლებ 1 ლ.
ჰიდრატაცია ცისპლატინის შეყვანის დასრულების შემდეგ:
დამატებით 2 ლ ინტრავენური ხსნარის ინფუზია, 100-200 მლ/სთ სიჩქარით, 6-12 საათის განმავლობაში.
თუკი ჰიდრატაციიის ჩატარების შემდეგ შარდის გამოყოფა დაიწევს 100-200 მლ/სთ დონემდე, შესაძლოა საჭირო გახდეს ფორსირებული დიურეზის ჩატარება. ფორსირებული დიურეზი მიიღწევა 37.5 გ მანიტოლის 10%-იანი ხსნარის სახით ინტრავენური შეყვანით (მანიტოლის 10%-იანი ხსნარის 375 მლ) ან დიურეტიკის შეყვანით (თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების პირობებში). მანიტოლის ან დიურეტიკის შეყვანა საჭიროა მაშინაც, თუკი ცისპლატინის შეყვანილი დოზა აღემატება სზფ-ს 60 მგ/მ2.
ცისპლატინის ინფუზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ადექვატური შარდის გამოყოფის უზრუნველსაყოფად, პაციენტმა უნდა მიიღოს სითხის დიდი რაოდენობა.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ცისპლატინის, პლატინის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია თავში 6.1;
- თირკმლების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) ან სმენის დარღვევა, რადგანაც ცისპლატინი არის ნეფრო- და ნეიროტოქსიკური (განსაკუთრებით ოტოტოქსიკური) საშუალება. თერაპიის დაწყებამდე მოცემული ფუნქციების დარღვევებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტოქსიკურობის გაძლიერებას;
- დეჰიდრატაცია (თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია პაციენტის ჰიდრატაცია ცისპლატინის ინფუზიის ჩატარებამდე და მის შემდეგ);
- მიელოსუპრესია;
- ცისპლატინით გამოწვეული ნეიროპათია;
- ძუძუთი კვება ( იხ. თავი 4.6);
- ცოცხალი ვაქცინების შეყვანა, მათ შორის ვაქცინა ყვითელი ცხელების პროფილაქტიკისათვის (იხ. თავი 4.5);
- ფენიოტოინის ერთდროული პროფილაქტიკური მიღება (იხ. თავი 4.5).
სიფრთხილის ზომები
ცისპლატინი რეაგირებს ალუმინთან პლატინის შავი ნალექის წარმოქმნით. აუცილებელია მოვერიდოთ ცისპლატინის ინტრავენური შეყვანისას კონტაქტს ნებისმიერ მოწყობილობასთან, ნემსებთან, კათეტერებთან და შპრიცებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინს.
ცისპლატინი შეყვანილი უნდა იქნას კვალიფიცირებული ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიის ჩატარების გამოცდილება. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატით ინტრაარტერიულ რეგიონალურ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიას.
სათანადო კონტროლი და თერაპიის ჩატარება, აგრეთვე მისი გართულებების კუპირება, შესაძლებელია მხოლოდ სწორი დიაგნოზისას და მკურნალობის ჩატარებისათვის აუცილებელი პირობების ხელმისაწვდომობისას.
დამტკიცებულია, რომ ცისპლატინს გააჩნია კუმულაციური ოტო-, ნეფრო- და ნეიროტოქსიკურობა. მისი ნეიროტოქსიკურობა შესაძლოა გაძლიერდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ტოქსიკურია ზემოხსენებულ ორგანოებთან ან სისტემებთან მიმართებაში.
ცისპლატინით თერაპიის დაწყებამდე და მისი დოზის ყოველი შემდგომი შეყვანისას, ყოველთვის უნდა შესრულდეს აუდიოგრაფია (იხ. თავი 4.8).
ცისპლატინის გამოყენებამდე, გამოყენების პროცესში და მის შემდეგ აუცილებელია შეფასდეს ორგანოების შემდეგი პარამეტრები და ფუნქციები:
თირკმელების ფუნქცია;
ღვიძლის ფუნქცია;
სისხლმბადი ფუნქცია (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა სისხლში);
სისხლის შტრატის ელექტროლიტები (კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი).
ეს ანალიზები განმეორებით უნდა ტარდებოდეს ყოველ კვირაში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ცისპლატინის განმეორებითი შეყვანა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი პარამეტრების აღდგენისას:
შრატის კრეატინინი ≤130 მკმოლი/ლ ან 1.5 მგ/დლ;
შარდოვანა < 25 მგ/დლ;
ლეიკოციტები > 4000/მკლ ან > 4.0x109/ლ;
თრომბოციტები > 100000/მკლ ან > 100 x109/ლ;
აუდიოგრაფიის ნორმალური შედეგები.
ნეფროტოქსიკურობა
ცისპლატინი იწვევს მძიმე კუმულაციურ ნეფროტოქსიკურობას. ნეფროტოქსიკურობის დაქვეითება მიიღწევა დიურეზის არანაკლებ 100 მლ/სთ დონეზე შენარჩუნების ხარჯზე. ეს შესაძლოა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტის წინასწარი ჰიდრატაციით 2 ლ შესაბამისი ხსნარის ინტრავენური შეყვანის გზით და ანალოგიური ჰიდრატაციით ცისპლატინის შეყვანის შემდეგ (რეკომენდირებული მოცულობა - 2500 მლ/მ2 24 საათის განმავლობაში). თუკი ინტენსიური ჰიდრატაცია არაა საკმარისი ადექვატური დიურეზის შესანარჩუნებლად, შესაძლოა გამოყენებული იყოს ოსმოსური დიურეტიკი (მაგალითად, მანიტოლი).
ჰიპერურიკემია და ჰიპერალბუმინურია შესაძლოა გახდეს ცისპლატინით გამოწვეული ნეფროტოქსიკურობის განვითარების მიზეზი.
ნეიროპათიები
პრეპარატის გამოყენებისას გამოვლენილია მძიმე ნეიროპათიის განვითარების შემთხვევები. ეს ნეიროპათიები შესაძლოა იყოს შეუქცევადი და გამოვლინდეს პარესთეზიით, არეფლექსიით და პროპრიოცეპტური და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით. ასევე აღინიშნა მოტორული ფუნქციების დაკარგვის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია პაციენტების ნევროლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება.
ოტოტოქსიკურობა
ოტოტოქსიკურობა გამოვლინდა პაციენტების ≤ 31%-ში, რომლებიც იღებდნენ ცისპლატინს ერთჯერადად დოზით 50 მგ/მ2, და გამოვლინდა ხმაურით ყურებში და (ან) სმენის დაკარგვით მაღალი სიხშირის დიაპაზონში (4000-8000 გჰ). ცალკეულ შემთხვევებში პაციენტებმა შესაძლოა დაკარგონ ჩვეულებრივი საუბრის წარმართვის უნარი. ცისპლატინის ოტოტოქსიკურობა ყველაზე მეტად შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში. სმენის დაკარგვა შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და განვითარდეს ხშირად და უფრო მძიმე ფორმით პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანისას; თუმცა, ცისპლატინის პირველი შეყვანის შემდეგ სიყრუე აღინიშნებოდა იშვიათ შემთხვევებში. ოტოტოქსიკურობა შესაძლოა გაძლიერდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ანდა ერთდროულად იღებენ სხივურ თერაპიას თავის არეში, და შესაძლოა კორელირებდეს სისხლის პლაზმაში ცისპლატინის მაქსიმალურ კონცენტრაციასთან. ამჟამად უცნობია, არის თუ არა ცისპლატინით ოტოტოქსიკურობა შექცევადი. ცისპლატინით თერაპიის დაწყებამდე და მის შემდგომ შეყვანამდე, აუცილებელია საგულდაგულო აუდიომეტრიული მონიტორინგის ჩატარება. დარეგისტრირდა აგრეთვე ვესტიბულური ტოქსიკურობის შემთხვევები (იხ. თავი 4.8).
ალერგიული რეაქციები
როგორც პლატინის სხვა პრეპარატების გამოყენებისას, უმრავლეს შემთხვევაში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ვითარდება ინფუზიის დროს და საჭიროებს მის შეწყვეტას და შესაბამისი თერაპიის დაწყებას. გარდა ამისა, პლატინის ყველა პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში - ლეტალურიც (იხ. თავები 4.3 და 4.8).
აღინიშნა ცისპლატინზე ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ რეაქციების კუპირება შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების ჰისტამინის და/ან გლუკოკორტიდოიდების გამოყენების გზით.
ღვიძლის ფუნქცია და სისხლის მაჩვენებლები
აუცილებელია სისხლის ფორმულისა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
კანცეროგენული პოტენციალი
დარეგისტრირდა მწვავე ლეიკოზის იშვიათი შემთხვევები ადამიანებში, რაც დაემთხვა ცისპლატინის გამოყენების პერიოდს. მაგრამ ამ შემთხვევებში, ცისპლატინი გამოიყენებოდა სხვა პრეპარატებთან, რომელთაც შეეძლოთ გამოეწვიათ ლეიკოზი.
ცისპლატინი მუტაგენური იყო ბაქტერიულ ტესტებში და გამოიწვია ქრომოსომული აბერაციები ცხოველთა უჯრედების კულტურებში. აქედან გამომდინარე, მას შეიძლება ჰქონდეს კანცეროგენული თვისებები, თუმცა, ეს არ არის დადასტურებული. ის ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკურია თაგვებში.
რეაქციები შეყვანის ადგილას
ცისპლატინის შეყვანის დროს შესაძლოა რეაქცია შეყვანის ადგილებში. რეკომენდებულია საგულდაგულო მონიტორინგი ინფუზიის ადგილას პრეპარატის შეყვანის პროცესში შესაძლო ინფილტრაციის შემთხვევისათვის, რადგანაც შესაძლებელია ექსტრავაზაცია. ექსტრავაზაციის სპეციფიკური მკურნალობა უცნობია.
განსაკუთრებული სიფრთხილის მეთვალყურეობა ესაჭიროებათ პაციენტებს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით.
ქმედება ექსტრავაზაციის შემთხვევაში:
- დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ცისპლატინის შეყვანა;
- ნემსის ამოძრავების გარეშე, ქსოვილიდან ამოიღეთ ექსტრავაზატი და ჩამოიბანეთ 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
კონცენტრაცია
ორივე სქესის პაციენტებმა თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია (ქალები - მინიმუმ 7 თვის განმავლობაში, მამაკაცები - მინიმუმ 4 თვის განმავლობაში; იხილეთ აგრეთვე თავი 4.6). გენეტიკური კონსულტაცია რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სურთ შვილების ყოლა თერაპიის დასრულების შემდეგ.
გაფრთხილება
მოცემულ ციტოსტატიკს გააჩნია უფრო გამოხატული ტოქსიკურობა, ვიდრე ჩვეულებრივად გამოყენებად ქიმიოთერაპიულ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს.
ნეფროტოქსიკურობა, ძირითადად, კუმულაციური, არის მძიმე და საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას პრეპარატის შეყვანისას (იხ. თავები 4.2 და 4.8).
გულისრევა და ღებინება შესაძლოა ატარებდეს გამოხატულ ხასიათს და საჭიროებდეს ადექვატურ თერაპიას ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ხშირად, ცისპლატინის შეყვანის შემდეგ, ადგილი აქვს გულისრევას, ღებინებას და დიარეას (იხ. თავი 4.8). პაციენტების უმეტესობაში ეს სიმპტომები ქრება 24 საათში. უფრო ნაკლებად გამოხატული გულისრევა და ანორექსია ნარჩუნდება 7 დღე-ღამის განმავლობაში პრეპარატის შეყვანის შემდეგ. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების პროფილაქტიკური მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირდეს გულისრევისა ან ღებინების გამოხატულება. აუცილებელია ღებინებისა და დიარეიას შედეგად დაკარგული სითხის კომპენსირება.
ოტოტოქსიკურობის, მიელოსუპრესიისა და ანაფილაქსიური რეაქციების გამო, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ (იხ. თავი 4.8).
დამტკიცებულია პეპარატის მუტაგენობა. გარდა ამისა, მას შეუძლია დაარღვიოს ფერტილობა. ცნობილია, რომ ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი კანცეროგენურია. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ხანგრძლივი მოხმარებისას.
სიფრთხილე ინტრავენური ხსნარის მომზადებისას
უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა. პრეპარატის შემთხვევითმა მოხვედრამ კანზე შესაძლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება. ამიტომაც რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. ცისპლატინის ხსნარის კანზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას აუცილებელია მათი საგულდაგულო დაბანა წყლითა და საპნით.
აუცილებელია დავიცვათ რეკომენდებული პროცედურები ციტოსტატიკებთან მუშაობისას და მათი უტილიზაციისას.
ხსნარის შეყვანამდე აუცილებელია დარწმუნდეთ მის გამჭვირვალობაში და უცხო ნაწილაკების არ არსებობაში.
პრეპარატი შეიცავს 140 მგ ნატრიუმს დოზაში 20 მგ/მ2 სმზ. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიელოსუპრესიული პრეპარატები
ცისპლატინის კომბინირება სხვა მიელოსუპრესიულ პრეპარატებთან ან სხივურ თერაპიასთან ზრდის ცისპლატინის მიელოსუპრესიული მოქმედების გამოხატულებას.
ჰიპოტენზიური პრეპარატები
ცისპლატინის კომბინირებამ ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ფუროსემიდს, ჰიდრალაზინს, დიაზოქსიდს და პროპრანოლოლს, შესაძლოა გაზარდოს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურობის განვითარების სიხშირე.
ნეფროტოქსიკური პრეპარატები
ნეფროტოქსიკური (მაგალითად, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, ამფოტერიცინ B-ს და რენტგენოკონტრასტული საშუალებების) ან ოტოტოქსიკური (მაგალითად, ამინოგლიკოზიდების) სამკურნალო საშუალებების ერთდროული შეყვანა ზრდის ცისპლატინის ტოქსიკურ გავლენას მოცემულ ორგანოებზე. ცისპლატინით თერაპიის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ უნდა დაიცვათ სიფრთხილე იმ პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც უპირატესად თირმკლებით გამოიდევნება, კერძოდ, ციტოსტატიკების (მაგალითად, ბლეომიცინის და მეტოტრექსატის) მათი თირკმლისმიერი ელიმინაციის დაქვეითებს შესაძლებლობის გამო.
ცისპლატინთან კომბინირებისას (აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც წინათ იღებდნეენ ცისპლატინს), შესაძლებელია იფოსფამიდის ნეფროტოქსიკურობის გაძლიერება.
ოტოტოქსიკური პრეპარატები
ოტოტოქსიკური სამკუნალო პრეპარატების ერთდროული შეყვანა (მაგალითად, ამინოგლიკოზიდების, მარყუჟოვანი დიურეტიკების), ზრდის ცისპლატინის ტოქსიკურ გავლენას სასმენ ორგანოზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცისპლატინი გამოიყენებოდა დოზით 60 მგ/მ2 და დიურეზი ქვეითდებოდა 1000 მლ ნაკლებ დონეზე 24 საათის განმავლობაში, თირკმლების დაზიანების რისკისა და ოტოტოქსიკურობის გამო, მარყუჟოვანი დიურეტიკები ფორსირებული დიურეზის მიზნით არ უნდა იქნან გამოყენებული.
ცისპლატინის ოტოტოქსიკურობა იზრდებოდა იფოსფამიდთან ერთდროული გამოყენებისას (პრეპარატი, რომელსაც მონოთერაპიისას არ გააჩნია ოტოტოქსიკური მოქმედება).
ალოპურინოლი, კოლხიცინი, პრობენეციდი
ცისპლატინთან კომბინირებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ალოპურინოლის, კოლხიცინის, პრობენეციდისა ან სულფინპირაზონის დოზების კორექცია, რადგანაც ეს უკანასკნელი ზრდის შარდისმჟავას კონცენტრაციას სისხლის შრატში.
იფოსფამიდი
ცისპლატინისა და იფოსფამიდის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ცილის ექსკრეცია შარდთან.
დოცეტაქსელი
მეტასტაზური და შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში, დოცეტაქსელისა და ცისპლატინის კომბინაციას ახასიათებდა უფრო მძიმე ნეიროტოქსიკურობა, კომბინაციის კომპონენტებით მონოთერაპიასთან შედარებით, მსგავსი დოზებით.
ბლეომიცინი, ეტოპოზიდი, ვინბლასტინი
ერთდროული თერაპია ცისპლატინით, ბლეომიცინით და ეტოპოზიდით ზოგ შემთხვევაში იწვევდა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის დაქვეითებას (რეკომდებულია ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი). ცისპლატინმა, ბლეომიცინთან და ვინბლასტინთან კომბინაციით, შესაძლოა გამოიწვიოს რეინოს ფენომენის განვითარება.
ხელატური აგენტები
ხელატური აგენტები (მაგალითად, პენიცილამინი), აქვეითებენ ცისპლატინის ეფექტურობას.
ციკლოსპორინი
ცისპლატინისა და ციკლოსპორინის ერთობლივ გამოყენებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას გამოხატული იმუნოსუპრესია ლიმფოპროლიფერაციის რისკთან ერთად.
ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები
ყვითელი ცხელების ვაქცინის გამოყენება აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ვირუსის ვაქცინის შტამით გამოწვეული ფატალური სისტემური ინფექციის რისკის გამო. (იხ. თავი 4.3). გენერალიზებული ინფექციების რისკის განვითარების გამო, ყველა შემთხვევაში რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად გამოყენებული იყოს ინაქტივირებული ვაქცინები. ცოცხალი ვაქცინების გამოყენება არ არის რეკომენდებული ცისპლატინით თერარაპიის დასრულებიდან კიდევ 3 თვის განმავლობაში.
პერორალური ანტიკოაგულანტები
პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) რეგულარული კონტროლი.
ანტიჰისტამინური საშუალებები, ფენოთიაზინები და სხვა პრეპარატები
ანტიჰისტამინური საშუალებების, ბუკლიზინის, ციკლიზინის, ლოქსაპინის, მეკლოზინის, ფენოთიაზინების, ტიოქსანტენებისა და ტრიმეტობენზამიდების ერთობლივმა მიღებამ შესაძლოა შენიღბოს ოტოტოქსიკურობის სიმპტომები (მათ შორის თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში).
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები
ცისლატინთან კომბინირებისას შესაძლებელია კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის შრატში სუბთერაპიულ დონემდე.
ცისპლატინმა შესაძლოა დააქვეითოს ფენიტოინის აბსორბცია, და მათი თანამდევი გამოყენებისას ქვეითდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტურობაც. ცისპლატინით თერაპიის ფონზე აკრძალულია ფენიტოინით კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიის დაწყება (იხ. თავი 4.3).
პირიდოქსინისა და ალტრეტამინის (ჰექსამეთილმელამინის) კომბინაცია
იმ ავადმყოფების რანდომიზირებულ კვლევაში, რომელთაც აქვთ საკვერცხის გავრცელებული კიბო, პირიდოქსინის გამოყენება ალტრეტამინთან და ცისპლატინთან კომბინაციისას იწვევდა რეაგირების არასასურველ ცვლილებას პასუხის განვითარებამდე.
პაკლიტაქსელი
ცისპლატინის შეყვანამ პაკლიტაქსელის ინფუზიამდე შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის კლირენსის დაქვეითება 33%-ით, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გაზარდოს ნეიოროტოქსიკურობა.
კომბინირება სხვა ციტოსტატიკებთან
აღნიშნულია მიოკარდის იშემიის ნიშნები, უპირველეს ყოვლისა ცისპლატინის კომბინირებისას სხვა ციტოსტატიკებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
ცისპლატინის გენოტოქსიკური პოტენციალის გამო (იხილეთ თავი 5.3), რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩევენ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია და თავიდან აიცილონ ორსულობა ცისპლატინით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 თვის განმავლობაში. მამაკაცებს ურჩევენ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია და თავიდან აიცილონ ორსულობა ცისპლატინით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 თვის განმავლობაში.
ფერტილობა
ვინაიდან ცისპლატინმა შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი ან მუდმივი უნაყოფობა მამაკაცებში, იმ პაციენტებს, ვისაც სურს შვილის ყოლა მომავალში, ეძლევა რეკომენდაცია, თერაპიის დაწყებამდე სათესლე სითხის კრიოკონსერვირების თაობაზე (იხ. ასევე თავი 4.4).
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში გამოყენების თაობაზე.
ცისპლატინმა შესაძლოა მოახდინოს ტოქსიკური ზეგავლენა ნაყოფზე, და მისი ფარმაკოლოგიური თვისებების შესახებ მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას შეუძლია მოახდინოს ნაყოფის სერიოზული დეფექტების ჩამოყალიბება. ცხოველებზე კვლევებში წარმოდგენილი იყო პრეპარატის ტოქსიკურობა და კანცეროგენობა მისი ტრანსპლაცენტარული შეღწევისას (იხ. თავი 5.3). გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მკაცრი ჩვენებები მისი გამოყენებისათვის.
თუკი თერაპიის დასრულების შემდეგ პაციენტს სურს შვილების ყოლა, მას ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ცისპლატინი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვება თერაპიის პერიოდში უკუნაჩვენებია.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებით მუშაობაზე
ზეგავლენა არ არის შესწავლილი.
მიუხედავად ამისა, არასასურველმა რეაქციებმა (ისეთი, როგორიცაა ნეფროტოქსიკურობა) შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. არასასურველი რეაქციების განვითარებისას (მაგ., ძილიანობა და ღებინება) რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციების გამოვლენა დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, ამასთან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კუმულაციურ ეფექტს.
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია (რომელიც აღენიშნებოდა პაციენტების >10%) იყო დარღვევები სისხლმბადი სისტემის (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ანემია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ანორექსია, გულისრევა, ღებინება და დიარეა), სმენის ორგანოს (სმენის დარღვევა), თირკმელების მხრივ (თირკმელების უკმარისობა, ნეფროტოქსიკურობა, ჰიპერურიკემია) და ციებ-ცხელება.
მძიმე ტოქსიკური ეფექტები თირკმელების, ძვლის ტვინის და სმენის ორგანოს მხრიდან, ცისპლატინის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტების 1/3-ს; ეს ეფექტები ჩვეულებრივ დამოკიდებულია დოზაზე და კუმულაციაზე. ბავშვებში ოტოტოქსიკურობა შესაძლოა გამოვლინდეს უფრო მძიმე ფორმით.
არასასურველი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი ( ≥1 10 პაციენტიდან );
ხშირი ( ≥1 100-დან , მაგრამ <1/10 პაციენტი);
არახშირი ( ≥1 1000-დან , მაგრამ <1 100 პაციენტიდან);
იშვიათი ( ≥1 10 000-დან , მაგრამ ≤1 1000-პაციენტიდან);
ძალიან იშვიათი ( ≤1 10 000-პაციენტიდან);
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: სეფსისი.
სიხშირე უცნობია: ინფექციები (მათ შორის ლეტალური შემთხვევები ინფექციური გართულებების შედეგად ზოგიერთ პაციენტებში).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არაკლასიფიცირებული ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
იშვიათი: მწვავე ლეიკოზი (დოზაზე დამოკიდებული, მაგრამ არადაკავშირებული ასაკთან და სქესთან). თეორიულად შესაძლებელია კანცეროგენული მოქმედება (ცისპლატინის მოქმედების მექანიზმის შესახებ მონაცემების თანახმად).
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ
ძალიან ხშირი: ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია.
სიხშირე უცნობია: ჰემოლიზური ანემია კუმბსის დადებით რეაქციასთან ერთად.
დოზადამოკიდებული, კუმულაციური და, უმეტეს შემთხვევაში, შექცევადი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ანემია აღენიშნებოდა იმ პაციენტების 25-30%, რომლებიც იღებდნენ ცისპლატინს.
პრეპარატის გამოყენებიდან დაახლოებით 14 დღე-ღამის შემდეგ, აღინიშნებოდა ლეიკოციტების რიცხვის საგრძნობი დაქვეითება (პაციენტების 5%-ში იგი შეადგენდა 1,5x109/ლ ნაკლებს).
დაახლოებით 21 დღის შემდეგ აღინიშნებოდა თრომბოციტების რიცხვის დაქვეითება (პაციენტების 10%-ზე ნაკლებში თრომბოციტების საერთო რიცხვი შეადგენდა 50 x 109/ლ ნაკლებს). ამ დროს აღდგენის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 39 დღეს.
ანემია (ჰემოგლობინის დაქვეითება 2 გ-ზე მეტით) ვითარდება დაახლოებით იგივე სიხშირით, მაგრამ გაცილებით გვიან, ვიდრე ლეიკოპენია ან თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ანაფილაქტოიდური რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ალერგიული ქავილი, სახის შეშუპება, ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია).
იშვიათი: იმუნოსუპრესია.
შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური პრეპარატების, ეპინეფრინის (ადრენალინის) და სტეროიდების გამოყენება.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: სისხლში ამილაზას აქტივობის მომატება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია.
კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ძალიან ხშირი: ჰიპონატრიემია.
არახშირი: ჰიპომაგნიემია.
იშვიათი: ჰიპერქოლესტერინემია.
ძალიან იშვიათი: რკინის დონის მომატება სისხლში.
სიხშირე უცნობია: დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალციემია, ტეტანია და (ან) ეკგ-ს ცვლილებები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: ნეიროტოქსიკურობა.
იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია, შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი.
ძალიან იშვიათი: კრუნჩხვები.
სიხშირე უცნობია: ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, ჰემორაგიული ინსულტი, იშემიური ინსულტი, აგევზია, თავის ტვინის სისხლძარღვების არტერიიტი, ლერმიტტის სიმპტომი, მიელოპათია, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნეიროპათია.
ნებისმიერი მითითებული სიმპტომის განვითარებისას ცისპლატინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ცისპლატინით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობა შესაძლოა იყოს შექცევადი. თუმცა პაციენტების 30-50 %-ში პროცესი შეუქცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც. ნეიროტოქსიკურობა შესაძლებელია განვითარდეს პირველი დოზის შემდეგ ან პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზით იღებდნენ პრეპარატს, შესაძლებელია განუვითარდეთ მძიმე ნეიროტოქსიკურობა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
იშვიათი: მხედველობის ნერვის ნევრიტი, თვალების მოძრაობის დარღვევა.
სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, დალტონიზმი, ქერქოვანი სიბრმავე, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ბადურას პიგმენტაცია.
დარღვევები სმენის ორგანოსა და წონასწორობის მხრივ
არახშირი: ოტოტოქსიკურობა.
სიხშირე უცნობია: ხმაური ყურებში, სიყრუე.
დარღვევები გულის მხრივ
ხშირი: არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია და ცვლილებები ეკგ-ზე, აგრეთვე ST ინტერვალის ცვლილება.
იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, არტერიული ჰიპერტენზია.
ძალიან იშვიათი: გულის გაჩერება.
სიხშირე უცნობია: დარღვევები გულის მხრივ.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ხშირი: ფლებიტი ინექციის ადგილზე, ვენოზური თრომბოემბოლია.
სიხშირე უცნობია: თრომბოზური მიკროანგიოპათია (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი), რეინოს სინდრომი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ
ხშირი: ქოშინი, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა.
სიხშირე უცნობია: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ანორექსია.
არახშირი: ლითონის დანალექი ღრძილების მიდამოებში.
იშვიათი: სტომატიტი.
სიხშირე უცნობია: სლოკინი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების მხრივ
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) აქტივობის მომატება, სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ხშირი: ერითემა და კანის წყლულები, ადგილობრივი შეშუპება და ტკივილი.
სიხშირე უცნობია: ალოპეცია, გამონაყარი კანზე.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის მხრივ
სიხშირე უცნობია: კუნთების სპაზმი.
დარღვევები თირკმლისა და შარდმდენი გზების მხრივ
ძალიან ხშირი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მძიმე უკმარისობა (შარდოვანასა და კრეატინინის, შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში და (ან) კრეატინინის კლირენსის დაქვეითება), დარღვევები თირკმლის მილაკების მხრივ.
თირკმლის მძიმე უკმარისობა ცისპლატინის ერთჯერადი ან მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი შექცევადი დარღვევა შესაძლოა წარმოიქმნას საშუალო დოზის ერთჯერადი გამოყენებისას (სზფ 20 მგ/მ2-დან < 50 მგ/მ2-მდე). უფრო მაღალი ერთჯერადი დოზის გამოყენებამ (სზმ 50-120 მგ/მ2) ანდა ყოველდღიურმა მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა თირკმლის მილაკების ნეკროზით, რაც ვლინდება ურემიისა ან ანურიის სახით. თირკმლის მძიმე უკმარისობა შეიძლება იყოს შეუქცევადი.
ნეფროტოქსიკურობა არის კუმულაციური და შესაძლებელია განვითარდეს 2-3 დღე-ღამიდან ორ კვირამდე პერიოდში პირველი დოზის მიღებიდან. შესაძლებელია კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის დონეების მომატება სისხლის შრატში. არასაკმარისი ჰიდრატაციისას, პაციენტების 28-36%-ში, ერთჯერადი დოზის 50 მგ/მ2 მიღებისას, შეიმჩნეოდა ნეფროტოქსიკურობა (იხ. თავი 4.4).
ჰიპერურიკემია შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების გარეშე, ან გამოვლინდეს ნიკრისის ქარის სახით.
ნეფროტოქსიკურობასთან ერთად, ჰიპერურიკემია შეინიშნებოდა პაციენტების 25-30%-ში.
ჰიპერურიკემიამ და ჰიპოალბუმინემიამ შესაძლებელია გამოწვიოს ცისპლატინით გამოწვეული ნეფროტოქსიკურობის განვითარებისადმი მიდრეკილება.
დარღვევები რეპროდუქტიული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
არახშირი: სპერმატოგენეზისა და ოვულაციის პათოლოგიური ცვლილებები, მტკივნეული გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი: ციებ-ცხელება.
სიხშირე უცნობია: ექსტრავაზაცია შეყვანის ადგილას (ექსტრავაზაციით პროვოცირებული რბილი ქსოვილების ადგილობრივი რეაქციები, მათ შორის ცელულიტის, ფიბროზის, ნეკროზის (ხშირად), ტკივილების (ხშირად), შეშუპების (ხშირად) და ერითემას (ხშირად) სახით).
ლაბორატორიული კვლევების შედეგები
იშვიათი: სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება.
ჭარბი დოზა
უნებლიე ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად მნიშნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა.
მწვავე ჭარბ დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა, სიყრუე, დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ (მათ შორის ბადურას ჩამოშლა), გამოხატული მიელოსუპრესია, არაკუპირებული გულისრევა და ღებინება და (ან) ნევრიტი. ჭარბმა დოზირებამ ასევე შესაძლოა მიგვიყვანოს ლეტალურ შედეგამდე.
ტოქსიკურობის შემცირების ნებას იძლევა ადექვატური ჰიდრატაცია და ოსმოსური დიურეზი, იმ პირობით, რომ ისინი გამოიყენება დაუყოვნებლივ ჭარბი დოზის მიღების შემდეგ.
ჭარბი დოზირებისას (≥ 200 მგ/გ2 სზფ) შესაძლებელია პირდაპირი ზემოქმედება სასუნთქ ცენტრზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სუნთქვისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შედეგად.
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. იმის გამო, რომ ცისპლატინი სწრაფად და ზუსტად უკავშირდება ცილებს, ჰემოდიალიზის ჩატარება, თუნდაც ჭარბი დოზის მიღების შემდგომ 4 საათის განმავლობაში, ახდენს სულ უმნიშვნელო გავლენას პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნაზე.
ჭარბი დოზირებისას ტარდება ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
განზავებული ხსნარის შენახვის პირობები მოყვანილია თავში 6.3.
- 5 შეფუთვის იერსახე და შემცველობა
ყავისფერი მინის ფლაკონები (ტიპი I ქიმიური რეზისტენტობის), დახუფულია ქლორბუტილკაუჩუკის ნაცრისფერი საცობებით და შემოხვეული დამცავ სახურავიანი ალუმინის მომჭერი ხუფებით.
თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომები:
20 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 10 მგ ცისპლატინს.
50 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 25 მგ ცისპლატინს.
100 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 50 მგ ცისპლატინს.
- 6 უსაფრთხოებისა და უტილიზაციის სპეციალური ზომები
ცისპლატინ ებევე გამოყენების წინ უნდა განზავდეს!
ცისპლატინი არ უნდა შევიდეს კონტაქტში იმ მოწყობილობებთან, რომელიც შეიცავს ალუმინს!
განზავებული ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით.
ცისპლატინის ხსნარის მომზადება ინფუზიისათვის
- 2 თავში მოცემული ინსტრუქციების თანახმად, ცისპლატინის კონცენტრატის რაოდენობას (დოზა) (0,5 მგ/მლ) ანზავებენ 1-2 ლ-ში, ქვემოთ მოცემული ხსნარებიდან ერთ-ერთში:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარისა და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ნარევი (თანაფარდობით 1:1) (ხსნარის საბოლოო კონცენტრაცია: ნატრიუმის ქლორიდი - 0,45%, გლუკოზა - 2,5%);
თუკი შეუძლებელია ჰიდრატაციის ჩატარება ცისპლატინით მკურნალობის დაწყებამდე, კონცენტრატი შესაძლებელია განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარისა და მანიტოლის 5%-იანი ხსნარის ნარევით (თანაფარდობა 1:1) (ხსნარის საბოლოოო კონცენტრაცია: ნატრიუმის ქლორიდი - 0,45%, მანიტოლი - 2,5%).
გამოყენების წინ საგულდაგულოდ დაათვალიერეთ ხსნარი. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე უფერო ხსნარები, რომლებიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
პრეპარატი ტოქსიკურია და მოხმარებისა და უტილიზაციისას საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.
ინფუზატი უნდა მოამზადოს მხოლოდ სპეციალურად განსწავლულმა პერსონალმა, ასეპტიკურ პირობებში.
პერსონალი მომზადებული უნდა იყოს ციტოსტატიკებთან მუშაობაში.
არ შეიძლება ორსულების მუშაობა ცისპლატინთან.
როგორც ყველა ციტოსტატიკი, ცისპლატინი უნდა გამოიყენებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით: მასთან მუშაობისას უნდა ჩავიცვათ დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები და ნიღაბი. შეძლებისდაგვარად ცისპლატინი უნდა მომზადდეს გამწოვის ქვეშ.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას კანზე და (ან) ლორწოვანზე. კანზე მოხვედრისას საგულდაგულოდ დაიბანეთ წყლის დიდი რაოდენობითა და საპნით. წვის დროებითი შეგრძნებისას წაისვით მალამო. (შენიშვნა: ზოგიერთ ადამიანს აქვს ჰიპერმგრძნობელობა პლატინის მიმართ, მათ შეიძლება განუვითარდეთ კანის რეაქციები). კანთან ნივთიერების კონტაქტის შემდეგ შეიმჩნეოდა ჩხვლეტა, წვა და სიწითლე. ლორწოვანზე მოხვედრისას საგულდაგულოდ დაიბანეთ წყლით. ნივთიერების შესუნთქვისას შეიმჩნეოდა ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ყელის გაღიზიანება და გულისრევა.
გულისრევისა და განავლის მასები უნდა მოცილდეს სიფრთხილით.
თუკი ხსნარი მღვრიეა ან შეიმჩნევა ნალექი, ფლაკონი უტილიზირდება. დაზიანებულ ფლაკონებთან მოპყრობა ხდება იმავე სიფრთხილის ზომების დაცვით, რაც ცისპლატინით დაბინძურებულ ნარჩენებთან მიმართებაში. დაბინძურებული ნარჩენები უნდა ინახებოდეს სპეციალურად მონიშნულ კონტეინერებში.
გამოიყენეთ მხოლოდ ახალმომზადებული და გამჭვირვალე ხსნარები.
დაღვრის შემთხვევაში აუცილებელია ჩავიცვათ დამცავი ხელთათმანები, მოვაშოროთ დაღვრილი მასალა ღრუბელით. შემდეგ დაღვრის ადგილი ორჯერ მოვრეცხოთ წყლით. ყველა ხსნარი და ღრუბელი უნდა მოთავსდეს პლასტიკურ პაკეტში და დაიბეჭდოს.
პრეპარატის მთელი გამოუყენებელი ნარჩენი და მის მიერ დაბინძურებული მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ებევე ფარმა გეს.მ.ბ.ხ.ნფგ.კგ,
მონდზეეშტრასსე 11, A-4866, უნტერახ, ავსტრია.
მწარმოებელი
ფარევა უნტერახ გმბჰ
მონდზეეშტრასსე 11, ა-4866 უნტერახ, ავსტრია
- გაცემის პირობები:
სტაციონარის პირობებში გამოყენებისთვის.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- ტექსტის გადახედვა
2025 წლის ნოემბერი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები/პლატინის პრეპარატები.
ათქ კოდი: L01XA01.
ცისპლატინი წარმოადგენს არაორგანულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს მძიმე ლითონის კომპლექსს [ცის-დიამინდიქლორპლატინა(II)]-ს. ეს ნივთიერება აინჰიბირებს დნმ-ის სინთეზს დნმ-ის ჯაჭვებს შორის ჯვარედინი შემაერთებლების წარმოქმნის გზით. მცირედად ასევე აინჰიბირებს ცილისა და რნმ-ს სინთეზს.
თუმცა ცისპლატინის ძირითადი ეფექტი, როგორც წარმოდგენილია, არის დნმ-ის სინთეზის ინჰიბირება, ის ახდენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას სხვა ეფექტების ხარჯზეც, კერძოდ, სიმსივნის იმუნოგენობის მომატების ხარჯზე. მისი ონკოლიზური ეფექტი შეიძლება შევადაროთ ალკილირებული აგენტების მსგავს მოქმედებასთან. მას აგრეთვე გააჩნია იმუნოსუპრესიული, რადიომასენსიბილიზირებელი და ანტიბაქტერიული თვისებები. როგორც ჩანს, ცისპლატინის თვისებები არაა დამოკიდებული უჯრედოვანი ციკლის ფაზისგან. მისი ციტოტოქსიკური ეფექტები განპირობებულია დნმ-ის ყველა ფუძეებთან კავშირით, უპირატესად კი - გუანინისა და ადენინის მე-7 მდგომარეობაში მდებარე აზოტის ატომებთან.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ცისპლატინი სწრაფად გადანაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში; ის ცუდად აღწევს მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მაქსიმალური კონცენტრაცია იქმნება ღვიძლში, თირკმელებში, საშარდე ბუშტში, კუნთებში, კანში, საკვერცხეებში, პროსტატაში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და ელენთაში.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ფილტრირებული, ცილებთან დაუკავშირებელი ცისპლატინის ელიმინაცია ხორციელდება ორ ფაზად, ამასთან ნახევრად გამოყოფის საწყისი და დამამთავრებელი პერიოდები შეადგენს 10-20 წუთს და 32-53 წუთს შესაბამისად.
პლატინის სრული ელიმინაცია ხორციელდება სამფაზოვნად, ნახევრადგამოყოფის პერიოდები შეადგენს 14 წუთს, 274 წუთს და 53 დღეს შესაბამისად.
ცისპლატინი უკავშირდება სისხლის ცილებს 90%-ით.
პრეპარატი უმთავრესად გამოიყოფა შარდთან ერთად: გამოყოფილი დოზის 27-43% თერაპიის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში აღმოჩნდება შარდში. პლატინა ასევე გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
მოცემული პრეპარატის ინტრაარტერიალური შეყვანისას (ცისპლატინის ხსნარი 0,5 მგ/მლ) დაზიანებულ ქსოვილებში მიიღწევა უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე ინტრავენური შეყვანისას.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტოქსიკურობა მრავალჯერადი შეყვანისას
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, 0,75 მგ/კგ სხეულის მასის მქონე ძაღლებში და 2,5 მგ/კგ სხეულის მასის ნმქონე მაიმუნებში, შეიმჩნეოდა სწრაფად პროლიფერირებული ქსოვილების დოზაზე დამოკიდებული დაზიანება და თირკმლების ნაწილობრივ შეუქცევადი დაზიანება.
ტოქსიკურობის მოდელებში მრავალჯერადი შეყვანისას აღინიშნებოდა თირკმლების დაზიანება, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ოტოტოქსიკურობა.
მუტაგენობა და კანცეროგენობა
in vitro და in vivo სხვადასხვა კვლევებში, ცისპლატინმა გამოავლინა მუტაგენური პოტენციალი (ქრომოსომების დეფექტები ცხოველების ქსოვილების უჯრედებში და ბაქტერიულ ტესტურ სისტემებში). გრძელვადიანმა კვლევებმა თაგვებსა და ვირთაგვებზე აჩვენა მასში კანცეროგენული ეფექტის არსებობა.
რეპროდუქტიული ტოქსიკურობა
თაგვებზე კვლევებში აღინიშნებოდა გონადების დათრგუნვა, რაც გამოვლინდა ამენორეით ან აზოოსპერმიით, რასაც შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს და გამოიწვიოს უნაყოფობა. მდედრ ვირთაგვებში ცისპლატინი იწვევდა მორფოლოგიურ ცვლილებებს საკვერცხეებში, რასაც მოჰყვებოდა ნაწილობრივი და შექცევადი უნაყოფობა.
ვირთაგვებზე კვლევებმა აჩვენა, რომ ექსპოზიციამ ორსულობის დროს მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნეები ზრდასრულ შთამომავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
- სამკურნალო საშუალების დასახელება
ცისპლატინი ებევე®, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცისპლატინი/cisplatin.
1 მლ შეიცავს 0.5 მგ ცისპლატინს (0.5 მგ/მლ).
20 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 10 მგ ცისპლატინს.
50 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 25 მგ ცისპლატინს.
100 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 50 მგ ცისპლატინს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია თავში 6.1
- გამოშვების ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი.
pH: 3.2 – 4.0
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ზრდასრულების, ბავშვებისა და მოზარდების (0-დან 18 წლამდე) სამკურნალოდ.
ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
სათესლე ჯირკვლის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო;
საკვერცხეების გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო;
საშარდე ბუშტის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბო;
თავისა და კისრის გავრცელებული ან მეტასტაზური ბრტყელუჯრედოვანი კიბო;
ფილტვის გავრცელებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბო;
ფილტვის გავრცელებული ან მეტასტაზური წვრილუჯრედოვანი კიბო.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას ნაჩვენებია სხივურ თერაპიაში კომბინაციით. შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინირებული თერაპიიის შემადგენლობაში.
- 2. დოზები და გამოყენების წესი:
შეყვანის წინ აუცილებელია ცისპლატინი ებევე®, 0.5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის განზავება. ინფორმაცია განზავების შესახებ იხ. თავში 6.6.
განზავებული ხსნარის შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ ინტრავენურად წვეთოვნად (იხ. ქვემოთ). თავიდან უნდა იქნას არიდებული ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს ალუმინის დეტალებს და შესაძლებელია კონტაქტში შევიდეს ცისპლატინთან (მოწყობილობები ინტრავენური ინფუზიისთვის, ნემსები, კატეტერები, შპრიცები) (იხ. თავები 4.4 და 6.2).
დოზები
ზრდასრულები, ბავშვები და მოზარდები
დოზა განისაზღვრება ძირითადი დაავადებით, მოსალოდნელი რეაქციით, აგრეთვე იმით, გამოიყენება თუ არა პრეპარატი მონოთერაპიაში ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში. მითითებები დოზირებისათვის მისაღებია როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისა და მოზარდებისათვის (ასაკი 0-დან 18 წლამდე).
მონოთერაპიისათვის რეკომენდირებულია დოზირების ორი რეჟიმი:
ერთჯერადად: სხეულის ზედაპირის მოცულობა (სზმ) 50-120 მგ/მ2, ყოველ 3-4 კვირაში;
5 დღის განმავლობაში: 15-20 მგ/მ2 (სზმ) დღეში, ყოველ 3-4 კვირაში.
ცისპლატინის გამოყენებისას კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში დოზა უნდა შემცირდეს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20 მგ/მ2 ან მეტს, ყოველ 3-4 კვირაში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას ცისპლატინი გამოიყენება სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. მოცემულ შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40 მგ/მ2 ან მეტს, 6 კვირის განმავლობაში.
უსაფრთხოების ზომები თერაპიის მომდევნო ციკლის დაწყების წინ მოყვანილია თავში 4.4.
პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევითა ან მიელოსუპრესიით
აუცილებელია დოზის შემცირება.
გამოყენების წესი
ინტრავენური შეყვანისათვის.
ინსტრუქციების შესაბამისად მომზადებული (იხ. თავი 6.6) საინფუზიო ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს ინტრავენურად წვეთოვნად, 6-8 საათის განმავლობაში.
2-12 საათის განმავლობაში ცისპლატინის შეყვანამდე და მინიმუმ 6 საათის განმავლობაში მისი შეყვანის შემდეგ, აუცილებელია პაციენტს შეუნარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია. ჰიდრატაცია აუცილებელია საკმარისი დიურეზის უზრუნველსაყოფად მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ. ეს მიიღწევა ჩამოთვლილი ხსნარებიდან ერთ-ერთის ინტრავენური ინფუზიიის გზით:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარისა და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ნარევით (თანაფარდობით 1:1).
ჰიდრატაცია ცისპლატინის შეყვანამდე:
ხსნარის ინტრავენური ინფუზია 100-200 მლ/სთ სიჩქარით, 6-12 საათის განმავლობაში, სითხის საერთო მოცულობით არანაკლებ 1 ლ.
ჰიდრატაცია ცისპლატინის შეყვანის დასრულების შემდეგ:
დამატებით 2 ლ ინტრავენური ხსნარის ინფუზია, 100-200 მლ/სთ სიჩქარით, 6-12 საათის განმავლობაში.
თუკი ჰიდრატაციიის ჩატარების შემდეგ შარდის გამოყოფა დაიწევს 100-200 მლ/სთ დონემდე, შესაძლოა საჭირო გახდეს ფორსირებული დიურეზის ჩატარება. ფორსირებული დიურეზი მიიღწევა 37.5 გ მანიტოლის 10%-იანი ხსნარის სახით ინტრავენური შეყვანით (მანიტოლის 10%-იანი ხსნარის 375 მლ) ან დიურეტიკის შეყვანით (თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების პირობებში). მანიტოლის ან დიურეტიკის შეყვანა საჭიროა მაშინაც, თუკი ცისპლატინის შეყვანილი დოზა აღემატება სზფ-ს 60 მგ/მ2.
ცისპლატინის ინფუზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ადექვატური შარდის გამოყოფის უზრუნველსაყოფად, პაციენტმა უნდა მიიღოს სითხის დიდი რაოდენობა.
- 3 უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ცისპლატინის, პლატინის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია თავში 6.1;
- თირკმლების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) ან სმენის დარღვევა, რადგანაც ცისპლატინი არის ნეფრო- და ნეიროტოქსიკური (განსაკუთრებით ოტოტოქსიკური) საშუალება. თერაპიის დაწყებამდე მოცემული ფუნქციების დარღვევებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტოქსიკურობის გაძლიერებას;
- დეჰიდრატაცია (თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია პაციენტის ჰიდრატაცია ცისპლატინის ინფუზიის ჩატარებამდე და მის შემდეგ);
- მიელოსუპრესია;
- ცისპლატინით გამოწვეული ნეიროპათია;
- ძუძუთი კვება ( იხ. თავი 4.6);
- ცოცხალი ვაქცინების შეყვანა, მათ შორის ვაქცინა ყვითელი ცხელების პროფილაქტიკისათვის (იხ. თავი 4.5);
- ფენიოტოინის ერთდროული პროფილაქტიკური მიღება (იხ. თავი 4.5).
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ცისპლატინი რეაგირებს ალუმინთან პლატინის შავი ნალექის წარმოქმნით. აუცილებელია მოვერიდოთ ცისპლატინის ინტრავენური შეყვანისას კონტაქტს ნებისმიერ მოწყობილობასთან, ნემსებთან, კათეტერებთან და შპრიცებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინს.
ცისპლატინი შეყვანილი უნდა იქნას კვალიფიცირებული ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიის ჩატარების გამოცდილება. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატით ინტრაარტერიულ რეგიონალურ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიას.
სათანადო კონტროლი და თერაპიის ჩატარება, აგრეთვე მისი გართულებების კუპირება, შესაძლებელია მხოლოდ სწორი დიაგნოზისას და მკურნალობის ჩატარებისათვის აუცილებელი პირობების ხელმისაწვდომობისას.
დამტკიცებულია, რომ ცისპლატინს გააჩნია კუმულაციური ოტო-, ნეფრო- და ნეიროტოქსიკურობა. მისი ნეიროტოქსიკურობა შესაძლოა გაძლიერდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ტოქსიკურია ზემოხსენებულ ორგანოებთან ან სისტემებთან მიმართებაში.
ცისპლატინით თერაპიის დაწყებამდე და მისი დოზის ყოველი შემდგომი შეყვანისას, ყოველთვის უნდა შესრულდეს აუდიოგრაფია (იხ. თავი 4.8).
ცისპლატინის გამოყენებამდე, გამოყენების პროცესში და მის შემდეგ აუცილებელია შეფასდეს ორგანოების შემდეგი პარამეტრები და ფუნქციები:
თირკმელების ფუნქცია;
ღვიძლის ფუნქცია;
სისხლმბადი ფუნქცია (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა სისხლში);
სისხლის შტრატის ელექტროლიტები (კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი).
ეს ანალიზები განმეორებით უნდა ტარდებოდეს ყოველ კვირაში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ცისპლატინის განმეორებითი შეყვანა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი პარამეტრების აღდგენისას:
შრატის კრეატინინი ≤130 მკმოლი/ლ ან 1.5 მგ/დლ;
შარდოვანა < 25 მგ/დლ;
ლეიკოციტები > 4000/მკლ ან > 4.0x109/ლ;
თრომბოციტები > 100000/მკლ ან > 100 x109/ლ;
აუდიოგრაფიის ნორმალური შედეგები.
ნეფროტოქსიკურობა
ცისპლატინი იწვევს მძიმე კუმულაციურ ნეფროტოქსიკურობას. ნეფროტოქსიკურობის დაქვეითება მიიღწევა დიურეზის არანაკლებ 100 მლ/სთ დონეზე შენარჩუნების ხარჯზე. ეს შესაძლოა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტის წინასწარი ჰიდრატაციით 2 ლ შესაბამისი ხსნარის ინტრავენური შეყვანის გზით და ანალოგიური ჰიდრატაციით ცისპლატინის შეყვანის შემდეგ (რეკომენდირებული მოცულობა - 2500 მლ/მ2 24 საათის განმავლობაში). თუკი ინტენსიური ჰიდრატაცია არაა საკმარისი ადექვატური დიურეზის შესანარჩუნებლად, შესაძლოა გამოყენებული იყოს ოსმოსური დიურეტიკი (მაგალითად, მანიტოლი).
ჰიპერურიკემია და ჰიპერალბუმინურია შესაძლოა გახდეს ცისპლატინით გამოწვეული ნეფროტოქსიკურობის განვითარების მიზეზი.
ნეიროპათიები
პრეპარატის გამოყენებისას გამოვლენილია მძიმე ნეიროპათიის განვითარების შემთხვევები. ეს ნეიროპათიები შესაძლოა იყოს შეუქცევადი და გამოვლინდეს პარესთეზიით, არეფლექსიით და პროპრიოცეპტური და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით. ასევე აღინიშნა მოტორული ფუნქციების დაკარგვის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია პაციენტების ნევროლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება.
ოტოტოქსიკურობა
ოტოტოქსიკურობა გამოვლინდა პაციენტების ≤ 31%-ში, რომლებიც იღებდნენ ცისპლატინს ერთჯერადად დოზით 50 მგ/მ2, და გამოვლინდა ხმაურით ყურებში და (ან) სმენის დაკარგვით მაღალი სიხშირის დიაპაზონში (4000-8000 გჰ). ცალკეულ შემთხვევებში პაციენტებმა შესაძლოა დაკარგონ ჩვეულებრივი საუბრის წარმართვის უნარი. ცისპლატინის ოტოტოქსიკურობა ყველაზე მეტად შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში. სმენის დაკარგვა შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და განვითარდეს ხშირად და უფრო მძიმე ფორმით პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანისას; თუმცა, ცისპლატინის პირველი შეყვანის შემდეგ სიყრუე აღინიშნებოდა იშვიათ შემთხვევებში. ოტოტოქსიკურობა შესაძლოა გაძლიერდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ანდა ერთდროულად იღებენ სხივურ თერაპიას თავის არეში, და შესაძლოა კორელირებდეს სისხლის პლაზმაში ცისპლატინის მაქსიმალურ კონცენტრაციასთან. ამჟამად უცნობია, არის თუ არა ცისპლატინით ოტოტოქსიკურობა შექცევადი. ცისპლატინით თერაპიის დაწყებამდე და მის შემდგომ შეყვანამდე, აუცილებელია საგულდაგულო აუდიომეტრიული მონიტორინგის ჩატარება. დარეგისტრირდა აგრეთვე ვესტიბულური ტოქსიკურობის შემთხვევები (იხ. თავი 4.8).
ალერგიული რეაქციები
როგორც პლატინის სხვა პრეპარატების გამოყენებისას, უმრავლეს შემთხვევაში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ვითარდება ინფუზიის დროს და საჭიროებს მის შეწყვეტას და შესაბამისი თერაპიის დაწყებას. გარდა ამისა, პლატინის ყველა პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში - ლეტალურიც (იხ. თავები 4.3 და 4.8).
აღინიშნა ცისპლატინზე ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ რეაქციების კუპირება შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების ჰისტამინის და/ან გლუკოკორტიდოიდების გამოყენების გზით.
ღვიძლის ფუნქცია და სისხლის მაჩვენებლები
აუცილებელია სისხლის ფორმულისა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
კანცეროგენული პოტენციალი
დარეგისტრირდა მწვავე ლეიკოზის იშვიათი შემთხვევები ადამიანებში, რაც დაემთხვა ცისპლატინის გამოყენების პერიოდს. მაგრამ ამ შემთხვევებში, ცისპლატინი გამოიყენებოდა სხვა პრეპარატებთან, რომელთაც შეეძლოთ გამოეწვიათ ლეიკოზი.
ცისპლატინი მუტაგენური იყო ბაქტერიულ ტესტებში და გამოიწვია ქრომოსომული აბერაციები ცხოველთა უჯრედების კულტურებში. აქედან გამომდინარე, მას შეიძლება ჰქონდეს კანცეროგენული თვისებები, თუმცა, ეს არ არის დადასტურებული. ის ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკურია თაგვებში.
რეაქციები შეყვანის ადგილას
ცისპლატინის შეყვანის დროს შესაძლოა რეაქცია შეყვანის ადგილებში. რეკომენდებულია საგულდაგულო მონიტორინგი ინფუზიის ადგილას პრეპარატის შეყვანის პროცესში შესაძლო ინფილტრაციის შემთხვევისათვის, რადგანაც შესაძლებელია ექსტრავაზაცია. ექსტრავაზაციის სპეციფიკური მკურნალობა უცნობია.
განსაკუთრებული სიფრთხილის მეთვალყურეობა ესაჭიროებათ პაციენტებს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით.
ქმედება ექსტრავაზაციის შემთხვევაში:
- დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ცისპლატინის შეყვანა;
- ნემსის ამოძრავების გარეშე, ქსოვილიდან ამოიღეთ ექსტრავაზატი და ჩამოიბანეთ 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
კონცენტრაცია
ორივე სქესის პაციენტებმა თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია (ქალები - მინიმუმ 7 თვის განმავლობაში, მამაკაცები - მინიმუმ 4 თვის განმავლობაში; იხილეთ აგრეთვე თავი 4.6). გენეტიკური კონსულტაცია რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სურთ შვილების ყოლა თერაპიის დასრულების შემდეგ.
გაფრთხილება
მოცემულ ციტოსტატიკს გააჩნია უფრო გამოხატული ტოქსიკურობა, ვიდრე ჩვეულებრივად გამოყენებად ქიმიოთერაპიულ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს.
ნეფროტოქსიკურობა, ძირითადად, კუმულაციური, არის მძიმე და საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას პრეპარატის შეყვანისას (იხ. თავები 4.2 და 4.8).
გულისრევა და ღებინება შესაძლოა ატარებდეს გამოხატულ ხასიათს და საჭიროებდეს ადექვატურ თერაპიას ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ხშირად, ცისპლატინის შეყვანის შემდეგ, ადგილი აქვს გულისრევას, ღებინებას და დიარეას (იხ. თავი 4.8). პაციენტების უმეტესობაში ეს სიმპტომები ქრება 24 საათში. უფრო ნაკლებად გამოხატული გულისრევა და ანორექსია ნარჩუნდება 7 დღე-ღამის განმავლობაში პრეპარატის შეყვანის შემდეგ. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების პროფილაქტიკური მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ან შემცირდეს გულისრევისა ან ღებინების გამოხატულება. აუცილებელია ღებინებისა და დიარეიას შედეგად დაკარგული სითხის კომპენსირება.
ოტოტოქსიკურობის, მიელოსუპრესიისა და ანაფილაქსიური რეაქციების გამო, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ (იხ. თავი 4.8).
დამტკიცებულია პეპარატის მუტაგენობა. გარდა ამისა, მას შეუძლია დაარღვიოს ფერტილობა. ცნობილია, რომ ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი კანცეროგენურია. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ხანგრძლივი მოხმარებისას.
სიფრთხილე ინტრავენური ხსნარის მომზადებისას
უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა. პრეპარატის შემთხვევითმა მოხვედრამ კანზე შესაძლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება. ამიტომაც რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. ცისპლატინის ხსნარის კანზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას აუცილებელია მათი საგულდაგულო დაბანა წყლითა და საპნით.
აუცილებელია დავიცვათ რეკომენდებული პროცედურები ციტოსტატიკებთან მუშაობისას და მათი უტილიზაციისას.
ხსნარის შეყვანამდე აუცილებელია დარწმუნდეთ მის გამჭვირვალობაში და უცხო ნაწილაკების არ არსებობაში.
პრეპარატი შეიცავს 140 მგ ნატრიუმს დოზაში 20 მგ/მ2 სმზ. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მიელოსუპრესიული პრეპარატები
ცისპლატინის კომბინირება სხვა მიელოსუპრესიულ პრეპარატებთან ან სხივურ თერაპიასთან ზრდის ცისპლატინის მიელოსუპრესიული მოქმედების გამოხატულებას.
ჰიპოტენზიური პრეპარატები
ცისპლატინის კომბინირებამ ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ფუროსემიდს, ჰიდრალაზინს, დიაზოქსიდს და პროპრანოლოლს, შესაძლოა გაზარდოს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურობის განვითარების სიხშირე.
ნეფროტოქსიკური პრეპარატები
ნეფროტოქსიკური (მაგალითად, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, ამფოტერიცინ B-ს და რენტგენოკონტრასტული საშუალებების) ან ოტოტოქსიკური (მაგალითად, ამინოგლიკოზიდების) სამკურნალო საშუალებების ერთდროული შეყვანა ზრდის ცისპლატინის ტოქსიკურ გავლენას მოცემულ ორგანოებზე. ცისპლატინით თერაპიის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ უნდა დაიცვათ სიფრთხილე იმ პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც უპირატესად თირმკლებით გამოიდევნება, კერძოდ, ციტოსტატიკების (მაგალითად, ბლეომიცინის და მეტოტრექსატის) მათი თირკმლისმიერი ელიმინაციის დაქვეითებს შესაძლებლობის გამო.
ცისპლატინთან კომბინირებისას (აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც წინათ იღებდნეენ ცისპლატინს), შესაძლებელია იფოსფამიდის ნეფროტოქსიკურობის გაძლიერება.
ოტოტოქსიკური პრეპარატები
ოტოტოქსიკური სამკუნალო პრეპარატების ერთდროული შეყვანა (მაგალითად, ამინოგლიკოზიდების, მარყუჟოვანი დიურეტიკების), ზრდის ცისპლატინის ტოქსიკურ გავლენას სასმენ ორგანოზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცისპლატინი გამოიყენებოდა დოზით 60 მგ/მ2 და დიურეზი ქვეითდებოდა 1000 მლ ნაკლებ დონეზე 24 საათის განმავლობაში, თირკმლების დაზიანების რისკისა და ოტოტოქსიკურობის გამო, მარყუჟოვანი დიურეტიკები ფორსირებული დიურეზის მიზნით არ უნდა იქნან გამოყენებული.
ცისპლატინის ოტოტოქსიკურობა იზრდებოდა იფოსფამიდთან ერთდროული გამოყენებისას (პრეპარატი, რომელსაც მონოთერაპიისას არ გააჩნია ოტოტოქსიკური მოქმედება).
ალოპურინოლი, კოლხიცინი, პრობენეციდი
ცისპლატინთან კომბინირებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ალოპურინოლის, კოლხიცინის, პრობენეციდისა ან სულფინპირაზონის დოზების კორექცია, რადგანაც ეს უკანასკნელი ზრდის შარდისმჟავას კონცენტრაციას სისხლის შრატში.
იფოსფამიდი
ცისპლატინისა და იფოსფამიდის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ცილის ექსკრეცია შარდთან.
დოცეტაქსელი
მეტასტაზური და შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში, დოცეტაქსელისა და ცისპლატინის კომბინაციას ახასიათებდა უფრო მძიმე ნეიროტოქსიკურობა, კომბინაციის კომპონენტებით მონოთერაპიასთან შედარებით, მსგავსი დოზებით.
ბლეომიცინი, ეტოპოზიდი, ვინბლასტინი
ერთდროული თერაპია ცისპლატინით, ბლეომიცინით და ეტოპოზიდით ზოგ შემთხვევაში იწვევდა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის დაქვეითებას (რეკომდებულია ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი). ცისპლატინმა, ბლეომიცინთან და ვინბლასტინთან კომბინაციით, შესაძლოა გამოიწვიოს რეინოს ფენომენის განვითარება.
ხელატური აგენტები
ხელატური აგენტები (მაგალითად, პენიცილამინი), აქვეითებენ ცისპლატინის ეფექტურობას.
ციკლოსპორინი
ცისპლატინისა და ციკლოსპორინის ერთობლივ გამოყენებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას გამოხატული იმუნოსუპრესია ლიმფოპროლიფერაციის რისკთან ერთად.
ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები
ყვითელი ცხელების ვაქცინის გამოყენება აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ვირუსის ვაქცინის შტამით გამოწვეული ფატალური სისტემური ინფექციის რისკის გამო. (იხ. თავი 4.3). გენერალიზებული ინფექციების რისკის განვითარების გამო, ყველა შემთხვევაში რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად გამოყენებული იყოს ინაქტივირებული ვაქცინები. ცოცხალი ვაქცინების გამოყენება არ არის რეკომენდებული ცისპლატინით თერარაპიის დასრულებიდან კიდევ 3 თვის განმავლობაში.
პერორალური ანტიკოაგულანტები
პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) რეგულარული კონტროლი.
ანტიჰისტამინური საშუალებები, ფენოთიაზინები და სხვა პრეპარატები
ანტიჰისტამინური საშუალებების, ბუკლიზინის, ციკლიზინის, ლოქსაპინის, მეკლოზინის, ფენოთიაზინების, ტიოქსანტენებისა და ტრიმეტობენზამიდების ერთობლივმა მიღებამ შესაძლოა შენიღბოს ოტოტოქსიკურობის სიმპტომები (მათ შორის თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში).
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები
ცისლატინთან კომბინირებისას შესაძლებელია კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის შრატში სუბთერაპიულ დონემდე.
ცისპლატინმა შესაძლოა დააქვეითოს ფენიტოინის აბსორბცია, და მათი თანამდევი გამოყენებისას ქვეითდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტურობაც. ცისპლატინით თერაპიის ფონზე აკრძალულია ფენიტოინით კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიის დაწყება (იხ. თავი 4.3).
პირიდოქსინისა და ალტრეტამინის (ჰექსამეთილმელამინის) კომბინაცია
იმ ავადმყოფების რანდომიზირებულ კვლევაში, რომელთაც აქვთ საკვერცხის გავრცელებული კიბო, პირიდოქსინის გამოყენება ალტრეტამინთან და ცისპლატინთან კომბინაციისას იწვევდა რეაგირების არასასურველ ცვლილებას პასუხის განვითარებამდე.
პაკლიტაქსელი
ცისპლატინის შეყვანამ პაკლიტაქსელის ინფუზიამდე შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის კლირენსის დაქვეითება 33%-ით, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გაზარდოს ნეიოროტოქსიკურობა.
კომბინირება სხვა ციტოსტატიკებთან
აღნიშნულია მიოკარდის იშემიის ნიშნები, უპირველეს ყოვლისა ცისპლატინის კომბინირებისას სხვა ციტოსტატიკებთან.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
ცისპლატინის გენოტოქსიკური პოტენციალის გამო (იხილეთ თავი 5.3), რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩევენ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია და თავიდან აიცილონ ორსულობა ცისპლატინით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 თვის განმავლობაში. მამაკაცებს ურჩევენ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია და თავიდან აიცილონ ორსულობა ცისპლატინით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 თვის განმავლობაში.
ფერტილობა
ვინაიდან ცისპლატინმა შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი ან მუდმივი უნაყოფობა მამაკაცებში, იმ პაციენტებს, ვისაც სურს შვილის ყოლა მომავალში, ეძლევა რეკომენდაცია, თერაპიის დაწყებამდე სათესლე სითხის კრიოკონსერვირების თაობაზე (იხ. ასევე თავი 4.4).
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში გამოყენების თაობაზე.
ცისპლატინმა შესაძლოა მოახდინოს ტოქსიკური ზეგავლენა ნაყოფზე, და მისი ფარმაკოლოგიური თვისებების შესახებ მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას შეუძლია მოახდინოს ნაყოფის სერიოზული დეფექტების ჩამოყალიბება. ცხოველებზე კვლევებში წარმოდგენილი იყო პრეპარატის ტოქსიკურობა და კანცეროგენობა მისი ტრანსპლაცენტარული შეღწევისას (იხ. თავი 5.3). გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მკაცრი ჩვენებები მისი გამოყენებისათვის.
თუკი თერაპიის დასრულების შემდეგ პაციენტს სურს შვილების ყოლა, მას ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ცისპლატინი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვება თერაპიის პერიოდში უკუნაჩვენებია.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებით მუშაობაზე
ზეგავლენა არ არის შესწავლილი.
მიუხედავად ამისა, არასასურველმა რეაქციებმა (ისეთი, როგორიცაა ნეფროტოქსიკურობა) შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. არასასურველი რეაქციების განვითარებისას (მაგ., ძილიანობა და ღებინება) რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.
- 8 გვერდითი მოქმედება:
არასასურველი რეაქციების გამოვლენა დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, ამასთან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კუმულაციურ ეფექტს.
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია (რომელიც აღენიშნებოდა პაციენტების >10%) იყო დარღვევები სისხლმბადი სისტემის (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ანემია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ანორექსია, გულისრევა, ღებინება და დიარეა), სმენის ორგანოს (სმენის დარღვევა), თირკმელების მხრივ (თირკმელების უკმარისობა, ნეფროტოქსიკურობა, ჰიპერურიკემია) და ციებ-ცხელება.
მძიმე ტოქსიკური ეფექტები თირკმელების, ძვლის ტვინის და სმენის ორგანოს მხრიდან, ცისპლატინის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტების 1/3-ს; ეს ეფექტები ჩვეულებრივ დამოკიდებულია დოზაზე და კუმულაციაზე. ბავშვებში ოტოტოქსიკურობა შესაძლოა გამოვლინდეს უფრო მძიმე ფორმით.
არასასურველი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი ( ≥1 10 პაციენტიდან );
ხშირი ( ≥1 100-დან , მაგრამ <1/10 პაციენტი);
არახშირი ( ≥1 1000-დან , მაგრამ <1 100 პაციენტიდან);
იშვიათი ( ≥1 10 000-დან , მაგრამ ≤1 1000-პაციენტიდან);
ძალიან იშვიათი ( ≤1 10 000-პაციენტიდან);
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: სეფსისი.
სიხშირე უცნობია: ინფექციები (მათ შორის ლეტალური შემთხვევები ინფექციური გართულებების შედეგად ზოგიერთ პაციენტებში).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არაკლასიფიცირებული ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
იშვიათი: მწვავე ლეიკოზი (დოზაზე დამოკიდებული, მაგრამ არადაკავშირებული ასაკთან და სქესთან). თეორიულად შესაძლებელია კანცეროგენული მოქმედება (ცისპლატინის მოქმედების მექანიზმის შესახებ მონაცემების თანახმად).
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ
ძალიან ხშირი: ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია.
სიხშირე უცნობია: ჰემოლიზური ანემია კუმბსის დადებით რეაქციასთან ერთად.
დოზადამოკიდებული, კუმულაციური და, უმეტეს შემთხვევაში, შექცევადი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ანემია აღენიშნებოდა იმ პაციენტების 25-30%, რომლებიც იღებდნენ ცისპლატინს.
პრეპარატის გამოყენებიდან დაახლოებით 14 დღე-ღამის შემდეგ, აღინიშნებოდა ლეიკოციტების რიცხვის საგრძნობი დაქვეითება (პაციენტების 5%-ში იგი შეადგენდა 1,5x109/ლ ნაკლებს).
დაახლოებით 21 დღის შემდეგ აღინიშნებოდა თრომბოციტების რიცხვის დაქვეითება (პაციენტების 10%-ზე ნაკლებში თრომბოციტების საერთო რიცხვი შეადგენდა 50 x 109/ლ ნაკლებს). ამ დროს აღდგენის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 39 დღეს.
ანემია (ჰემოგლობინის დაქვეითება 2 გ-ზე მეტით) ვითარდება დაახლოებით იგივე სიხშირით, მაგრამ გაცილებით გვიან, ვიდრე ლეიკოპენია ან თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ანაფილაქტოიდური რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ალერგიული ქავილი, სახის შეშუპება, ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია).
იშვიათი: იმუნოსუპრესია.
შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური პრეპარატების, ეპინეფრინის (ადრენალინის) და სტეროიდების გამოყენება.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: სისხლში ამილაზას აქტივობის მომატება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია.
კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ძალიან ხშირი: ჰიპონატრიემია.
არახშირი: ჰიპომაგნიემია.
იშვიათი: ჰიპერქოლესტერინემია.
ძალიან იშვიათი: რკინის დონის მომატება სისხლში.
სიხშირე უცნობია: დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალციემია, ტეტანია და (ან) ეკგ-ს ცვლილებები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: ნეიროტოქსიკურობა.
იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია, შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი.
ძალიან იშვიათი: კრუნჩხვები.
სიხშირე უცნობია: ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, ჰემორაგიული ინსულტი, იშემიური ინსულტი, აგევზია, თავის ტვინის სისხლძარღვების არტერიიტი, ლერმიტტის სიმპტომი, მიელოპათია, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნეიროპათია.
ნებისმიერი მითითებული სიმპტომის განვითარებისას ცისპლატინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ცისპლატინით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობა შესაძლოა იყოს შექცევადი. თუმცა პაციენტების 30-50 %-ში პროცესი შეუქცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც. ნეიროტოქსიკურობა შესაძლებელია განვითარდეს პირველი დოზის შემდეგ ან პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზით იღებდნენ პრეპარატს, შესაძლებელია განუვითარდეთ მძიმე ნეიროტოქსიკურობა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
იშვიათი: მხედველობის ნერვის ნევრიტი, თვალების მოძრაობის დარღვევა.
სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, დალტონიზმი, ქერქოვანი სიბრმავე, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ბადურას პიგმენტაცია.
დარღვევები სმენის ორგანოსა და წონასწორობის მხრივ
არახშირი: ოტოტოქსიკურობა.
სიხშირე უცნობია: ხმაური ყურებში, სიყრუე.
დარღვევები გულის მხრივ
ხშირი: არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია და ცვლილებები ეკგ-ზე, აგრეთვე ST ინტერვალის ცვლილება.
იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, არტერიული ჰიპერტენზია.
ძალიან იშვიათი: გულის გაჩერება.
სიხშირე უცნობია: დარღვევები გულის მხრივ.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ხშირი: ფლებიტი ინექციის ადგილზე, ვენოზური თრომბოემბოლია.
სიხშირე უცნობია: თრომბოზური მიკროანგიოპათია (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი), რეინოს სინდრომი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ
ხშირი: ქოშინი, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა.
სიხშირე უცნობია: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირი: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ანორექსია.
არახშირი: ლითონის დანალექი ღრძილების მიდამოებში.
იშვიათი: სტომატიტი.
სიხშირე უცნობია: სლოკინი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების მხრივ
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) აქტივობის მომატება, სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ხშირი: ერითემა და კანის წყლულები, ადგილობრივი შეშუპება და ტკივილი.
სიხშირე უცნობია: ალოპეცია, გამონაყარი კანზე.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის მხრივ
სიხშირე უცნობია: კუნთების სპაზმი.
დარღვევები თირკმლისა და შარდმდენი გზების მხრივ
ძალიან ხშირი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მძიმე უკმარისობა (შარდოვანასა და კრეატინინის, შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში და (ან) კრეატინინის კლირენსის დაქვეითება), დარღვევები თირკმლის მილაკების მხრივ.
თირკმლის მძიმე უკმარისობა ცისპლატინის ერთჯერადი ან მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი შექცევადი დარღვევა შესაძლოა წარმოიქმნას საშუალო დოზის ერთჯერადი გამოყენებისას (სზფ 20 მგ/მ2-დან < 50 მგ/მ2-მდე). უფრო მაღალი ერთჯერადი დოზის გამოყენებამ (სზმ 50-120 მგ/მ2) ანდა ყოველდღიურმა მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა თირკმლის მილაკების ნეკროზით, რაც ვლინდება ურემიისა ან ანურიის სახით. თირკმლის მძიმე უკმარისობა შეიძლება იყოს შეუქცევადი.
ნეფროტოქსიკურობა არის კუმულაციური და შესაძლებელია განვითარდეს 2-3 დღე-ღამიდან ორ კვირამდე პერიოდში პირველი დოზის მიღებიდან. შესაძლებელია კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის დონეების მომატება სისხლის შრატში. არასაკმარისი ჰიდრატაციისას, პაციენტების 28-36%-ში, ერთჯერადი დოზის 50 მგ/მ2 მიღებისას, შეიმჩნეოდა ნეფროტოქსიკურობა (იხ. თავი 4.4).
ჰიპერურიკემია შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების გარეშე, ან გამოვლინდეს ნიკრისის ქარის სახით.
ნეფროტოქსიკურობასთან ერთად, ჰიპერურიკემია შეინიშნებოდა პაციენტების 25-30%-ში.
ჰიპერურიკემიამ და ჰიპოალბუმინემიამ შესაძლებელია გამოწვიოს ცისპლატინით გამოწვეული ნეფროტოქსიკურობის განვითარებისადმი მიდრეკილება.
დარღვევები რეპროდუქტიული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
არახშირი: სპერმატოგენეზისა და ოვულაციის პათოლოგიური ცვლილებები, მტკივნეული გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი: ციებ-ცხელება.
სიხშირე უცნობია: ექსტრავაზაცია შეყვანის ადგილას (ექსტრავაზაციით პროვოცირებული რბილი ქსოვილების ადგილობრივი რეაქციები, მათ შორის ცელულიტის, ფიბროზის, ნეკროზის (ხშირად), ტკივილების (ხშირად), შეშუპების (ხშირად) და ერითემას (ხშირად) სახით).
ლაბორატორიული კვლევების შედეგები
იშვიათი: სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება.
- 9 ჭარბი დოზირება
უნებლიე ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად მნიშნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა.
მწვავე ჭარბ დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა, სიყრუე, დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ (მათ შორის ბადურას ჩამოშლა), გამოხატული მიელოსუპრესია, არაკუპირებული გულისრევა და ღებინება და (ან) ნევრიტი. ჭარბმა დოზირებამ ასევე შესაძლოა მიგვიყვანოს ლეტალურ შედეგამდე.
ტოქსიკურობის შემცირების ნებას იძლევა ადექვატური ჰიდრატაცია და ოსმოსური დიურეზი, იმ პირობით, რომ ისინი გამოიყენება დაუყოვნებლივ ჭარბი დოზის მიღების შემდეგ.
ჭარბი დოზირებისას (≥ 200 მგ/გ2 სზფ) შესაძლებელია პირდაპირი ზემოქმედება სასუნთქ ცენტრზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სუნთქვისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შედეგად.
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. იმის გამო, რომ ცისპლატინი სწრაფად და ზუსტად უკავშირდება ცილებს, ჰემოდიალიზის ჩატარება, თუნდაც ჭარბი დოზის მიღების შემდგომ 4 საათის განმავლობაში, ახდენს სულ უმნიშვნელო გავლენას პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნაზე.
ჭარბი დოზირებისას ტარდება ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები/პლატინის პრეპარატები.
ათქ კოდი: L01XA01.
ცისპლატინი წარმოადგენს არაორგანულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს მძიმე ლითონის კომპლექსს [ცის-დიამინდიქლორპლატინა(II)]-ს. ეს ნივთიერება აინჰიბირებს დნმ-ის სინთეზს დნმ-ის ჯაჭვებს შორის ჯვარედინი შემაერთებლების წარმოქმნის გზით. მცირედად ასევე აინჰიბირებს ცილისა და რნმ-ს სინთეზს.
თუმცა ცისპლატინის ძირითადი ეფექტი, როგორც წარმოდგენილია, არის დნმ-ის სინთეზის ინჰიბირება, ის ახდენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას სხვა ეფექტების ხარჯზეც, კერძოდ, სიმსივნის იმუნოგენობის მომატების ხარჯზე. მისი ონკოლიზური ეფექტი შეიძლება შევადაროთ ალკილირებული აგენტების მსგავს მოქმედებასთან. მას აგრეთვე გააჩნია იმუნოსუპრესიული, რადიომასენსიბილიზირებელი და ანტიბაქტერიული თვისებები. როგორც ჩანს, ცისპლატინის თვისებები არაა დამოკიდებული უჯრედოვანი ციკლის ფაზისგან. მისი ციტოტოქსიკური ეფექტები განპირობებულია დნმ-ის ყველა ფუძეებთან კავშირით, უპირატესად კი - გუანინისა და ადენინის მე-7 მდგომარეობაში მდებარე აზოტის ატომებთან.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ცისპლატინი სწრაფად გადანაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში; ის ცუდად აღწევს მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მაქსიმალური კონცენტრაცია იქმნება ღვიძლში, თირკმელებში, საშარდე ბუშტში, კუნთებში, კანში, საკვერცხეებში, პროსტატაში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და ელენთაში.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ფილტრირებული, ცილებთან დაუკავშირებელი ცისპლატინის ელიმინაცია ხორციელდება ორ ფაზად, ამასთან ნახევრად გამოყოფის საწყისი და დამამთავრებელი პერიოდები შეადგენს 10-20 წუთს და 32-53 წუთს შესაბამისად.
პლატინის სრული ელიმინაცია ხორციელდება სამფაზოვნად, ნახევრადგამოყოფის პერიოდები შეადგენს 14 წუთს, 274 წუთს და 53 დღეს შესაბამისად.
ცისპლატინი უკავშირდება სისხლის ცილებს 90%-ით.
პრეპარატი უმთავრესად გამოიყოფა შარდთან ერთად: გამოყოფილი დოზის 27-43% თერაპიის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში აღმოჩნდება შარდში. პლატინა ასევე გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
მოცემული პრეპარატის ინტრაარტერიალური შეყვანისას (ცისპლატინის ხსნარი 0,5 მგ/მლ) დაზიანებულ ქსოვილებში მიიღწევა უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე ინტრავენური შეყვანისას.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტოქსიკურობა მრავალჯერადი შეყვანისას
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, 0,75 მგ/კგ სხეულის მასის მქონე ძაღლებში და 2,5 მგ/კგ სხეულის მასის ნმქონე მაიმუნებში, შეიმჩნეოდა სწრაფად პროლიფერირებული ქსოვილების დოზაზე დამოკიდებული დაზიანება და თირკმლების ნაწილობრივ შეუქცევადი დაზიანება.
ტოქსიკურობის მოდელებში მრავალჯერადი შეყვანისას აღინიშნებოდა თირკმლების დაზიანება, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ოტოტოქსიკურობა.
მუტაგენობა და კანცეროგენობა
in vitro და in vivo სხვადასხვა კვლევებში, ცისპლატინმა გამოავლინა მუტაგენური პოტენციალი (ქრომოსომების დეფექტები ცხოველების ქსოვილების უჯრედებში და ბაქტერიულ ტესტურ სისტემებში). გრძელვადიანმა კვლევებმა თაგვებსა და ვირთაგვებზე აჩვენა მასში კანცეროგენული ეფექტის არსებობა.
რეპროდუქტიული ტოქსიკურობა
თაგვებზე კვლევებში აღინიშნებოდა გონადების დათრგუნვა, რაც გამოვლინდა ამენორეით ან აზოოსპერმიით, რასაც შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს და გამოიწვიოს უნაყოფობა. მდედრ ვირთაგვებში ცისპლატინი იწვევდა მორფოლოგიურ ცვლილებებს საკვერცხეებში, რასაც მოჰყვებოდა ნაწილობრივი და შექცევადი უნაყოფობა.
ვირთაგვებზე კვლევებმა აჩვენა, რომ ექსპოზიციამ ორსულობის დროს მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნეები ზრდასრულ შთამომავლობაში.
ორსულობა: ცისპლატინი ახდენს ემბრიოტოქსიკურ მოქმედებას თაგვებსა და ვირთაგვებზე; იყო შეტყობინებები განვითარების მანკის შესახებ ორივე სახეობაში.
ძუძუთი კვება: ცისპლატინი გადადის დედის რძეში.
- ფარმაცევტული დახასიათებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ქლორიდი
ქლორწყალბადმჟავა.
საინექციო წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
ცისპლატინი რეაგირებს ალუმინთან და წარმოქმნის პლატინის შავ ნალექს.
აუცილებელია მოვერიდოთ ცისპლატინის კონტაქტს ნებისმიერ მოწყობილობასთან, რომელიც შეიცავს ალუმინს (სისტემები ინტრავენური ინფუზიისათვის, ნემსები, კათეტერები, შპრიცები). ცისპლატინი იშლება ხსსნარებში ქლორიდის დაბალი შემცველობით; ქლორიდის კონცენტრაცია უნდა შეესაბამებოდეს ნატრიუმის ქლორიდის არანაკლებ 0,45%.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ უნდა შევურიოთ სხვა პრეპარატებს, გარდა მათი, რომლებიც ჩამოთვლილია თავში 6.6.
ცისპლატინის კონცენტრატი (0,5 მგ/მლ) არ შეიძლება განვაზავოთ მხოლოდ გლუკოზის 5% ხსნარით; დაშვებულია მხოლოდ მოცემული ხსნარისა და ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ნარევის გამოყენება (იხ, თავი 6.6).
ანტიოქსიდანტებს (მაგალითად, ნატრიუმის მეტაბისულფიტი), ბიკარბონატებს (ნატრიუმის ბიკარბონატი), სულფატებს, ფტორურაცილსა და პაკლიტაქსელს შეუძლიათ მოახდინონ ცისპლატინის ინაქტივირება საინფუზიო სისტემაში.
- 3 ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სტაბილურობა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა, ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარისა და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის (თანაფარდობა 1:1) ნარევში განზავების შემდეგ, დემონსტრირებული იქნა 28 დღის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე ან ოთახის ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას უშუალოდ მომზადებისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს. შენახვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8C0 ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას შენახვის პირობებში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნა ხორციელდებოდა კონტროლირებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში).
- 4 შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
განზავებული ხსნარის შენახვის პირობები მოყვანილია თავში 6.3.
- 5 შეფუთვის იერსახე და შემცველობა
ყავისფერი მინის ფლაკონები (ტიპი I ქიმიური რეზისტენტობის), დახუფულია ქლორბუტილკაუჩუკის ნაცრისფერი საცობებით და შემოხვეული დამცავ სახურავიანი ალუმინის მომჭერი ხუფებით.
თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომები:
20 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 10 მგ ცისპლატინს.
50 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 25 მგ ცისპლატინს.
100 მლ-იანი მოცულობის 1 ფლაკონი შეიცავს 50 მგ ცისპლატინს.
- 6 უსაფრთხოებისა და უტილიზაციის სპეციალური ზომები
ცისპლატინ ებევე გამოყენების წინ უნდა განზავდეს!
ცისპლატინი არ უნდა შევიდეს კონტაქტში იმ მოწყობილობებთან, რომელიც შეიცავს ალუმინს!
განზავებული ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით.
ცისპლატინის ხსნარის მომზადება ინფუზიისათვის
- 2 თავში მოცემული ინსტრუქციების თანახმად, ცისპლატინის კონცენტრატის რაოდენობას (დოზა) (0,5 მგ/მლ) ანზავებენ 1-2 ლ-ში, ქვემოთ მოცემული ხსნარებიდან ერთ-ერთში:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარისა და გლუკოზის 5%-იანი ხსნარის ნარევი (თანაფარდობით 1:1) (ხსნარის საბოლოო კონცენტრაცია: ნატრიუმის ქლორიდი - 0,45%, გლუკოზა - 2,5%);
თუკი შეუძლებელია ჰიდრატაციის ჩატარება ცისპლატინით მკურნალობის დაწყებამდე, კონცენტრატი შესაძლებელია განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარისა და მანიტოლის 5%-იანი ხსნარის ნარევით (თანაფარდობა 1:1) (ხსნარის საბოლოოო კონცენტრაცია: ნატრიუმის ქლორიდი - 0,45%, მანიტოლი - 2,5%).
გამოყენების წინ საგულდაგულოდ დაათვალიერეთ ხსნარი. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე უფერო ხსნარები, რომლებიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
პრეპარატი ტოქსიკურია და მოხმარებისა და უტილიზაციისას საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.
ინფუზატი უნდა მოამზადოს მხოლოდ სპეციალურად განსწავლულმა პერსონალმა, ასეპტიკურ პირობებში.
პერსონალი მომზადებული უნდა იყოს ციტოსტატიკებთან მუშაობაში.
არ შეიძლება ორსულების მუშაობა ცისპლატინთან.
როგორც ყველა ციტოსტატიკი, ცისპლატინი უნდა გამოიყენებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით: მასთან მუშაობისას უნდა ჩავიცვათ დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები და ნიღაბი. შეძლებისდაგვარად ცისპლატინი უნდა მომზადდეს გამწოვის ქვეშ.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას კანზე და (ან) ლორწოვანზე. კანზე მოხვედრისას საგულდაგულოდ დაიბანეთ წყლის დიდი რაოდენობითა და საპნით. წვის დროებითი შეგრძნებისას წაისვით მალამო. (შენიშვნა: ზოგიერთ ადამიანს აქვს ჰიპერმგრძნობელობა პლატინის მიმართ, მათ შეიძლება განუვითარდეთ კანის რეაქციები). კანთან ნივთიერების კონტაქტის შემდეგ შეიმჩნეოდა ჩხვლეტა, წვა და სიწითლე. ლორწოვანზე მოხვედრისას საგულდაგულოდ დაიბანეთ წყლით. ნივთიერების შესუნთქვისას შეიმჩნეოდა ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ყელის გაღიზიანება და გულისრევა.
გულისრევისა და განავლის მასები უნდა მოცილდეს სიფრთხილით.
თუკი ხსნარი მღვრიეა ან შეიმჩნევა ნალექი, ფლაკონი უტილიზირდება. დაზიანებულ ფლაკონებთან მოპყრობა ხდება იმავე სიფრთხილის ზომების დაცვით, რაც ცისპლატინით დაბინძურებულ ნარჩენებთან მიმართებაში. დაბინძურებული ნარჩენები უნდა ინახებოდეს სპეციალურად მონიშნულ კონტეინერებში.
გამოიყენეთ მხოლოდ ახალმომზადებული და გამჭვირვალე ხსნარები.
დაღვრის შემთხვევაში აუცილებელია ჩავიცვათ დამცავი ხელთათმანები, მოვაშოროთ დაღვრილი მასალა ღრუბელით. შემდეგ დაღვრის ადგილი ორჯერ მოვრეცხოთ წყლით. ყველა ხსნარი და ღრუბელი უნდა მოთავსდეს პლასტიკურ პაკეტში და დაიბეჭდოს.
პრეპარატის მთელი გამოუყენებელი ნარჩენი და მის მიერ დაბინძურებული მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ებევე ფარმა გეს.მ.ბ.ხ.ნფგ.კგ,
მონდზეეშტრასსე 11, A-4866, უნტერახ, ავსტრია.
მწარმოებელი
ფარევა უნტერახ გმბჰ
მონდზეეშტრასსე 11, ა-4866 უნტერახ, ავსტრია
- გაცემის პირობები:
სტაციონარის პირობებში გამოყენებისთვის.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- ტექსტის გადახედვა
2025 წლის ნოემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


