აპო-გლიკლაზიდი MR
ᴾʳAPO-GLICLAZIDE MR
აპო-გლიკლაზიდი MR გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის დასაქვეითებლად მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულებში დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად, როგორ მოქმედებს აპო-გლიკლაზიდი MR? აპო-გლიკლაზიდი MR მიეკუთვნება ჰიპოგლიკემიური (ანტიდიაბეტური) მედიკამენტების ჯგუფს და სულფონილშარდოვანას მედიკამენტების ქვეჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიკლაზიდი (gliclazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №100 ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Apotex Inc., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
- ATC კოდი
- A10BB09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046127
- რეგისტრირებულია
- 7 აგვისტო 2026, მოქმედებს 7 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
აპო-გლიკლაზიდი MR — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპო-გლიკლაზიდი MR გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის დასაქვეითებლად მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულებში დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად,
როგორ მოქმედებს აპო-გლიკლაზიდი MR?
აპო-გლიკლაზიდი MR მიეკუთვნება ჰიპოგლიკემიური (ანტიდიაბეტური) მედიკამენტების ჯგუფს და სულფონილშარდოვანას მედიკამენტების ქვეჯგუფს. ის აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოთავისუფლებას.
აპო-გლიკლაზიდი MR-ის ინგრედიენტები
აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი
დამხმარე ნივთიერებებია:
აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ ტაბლეტები შეიცავს: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა და სტეარის მჟავა.
აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ ტაბლეტები შეიცავს: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზა და სტეარის მჟავა.
აპო-გლიკლაზიდი MR ხელმისაწვდომია შემდეგი დოზირების ფორმებით:
30 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გატეხვადი ტაბლეტები
აპო-გლიკლაზიდი MR არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია გლიკლაზიდის, სხვა სულფონშარდოვანას, სულფონამიდების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიერ;
თუ პაციენტს აღენიშნება არასტაბილური და/ან ინსულინ-დამოკიდებული I ტიპის დიაბეტი შაქრიანი დიაბეტი (კერძოდ, იუვენილური დიაბეტი);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტური პრეკომა და კომა;
თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული ინფექცია, ტრავმა ან ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტი იტარებს მკურნალობას მიკონაზოლით (გამოიყენება სოკოვანი ან საფუარა სოკოების ინფექციების დროს);
ორსულობის დროს;
ძუძუთი კვების დროს.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და სათანადოდ გამოსაყენებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღების დაწყებამდე. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ჯანმრთელობის ნებისმიერი მდგომარეობის ან პრობლემის შესახებ, რომელიც აღენიშნება პაციენტს, მათ შორის:
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა თირკმლის პრობლემები;
ორსულობის დროს ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის დაავადება - გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზის (G6PD) დეფიციტით გამოწვეული ანემია (მდგომარეობა, როცა ერითროოციტები იშლება საჭიროზე უფრო სწრაფად);
თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (მდგომარეობა, რომელიც იწვევს ისეთი ნივთიერებების დაგროვებას ორგანიზმში, რომლებიც იწვევს კანის, ნერვული სისტემისა და ორგანიზმის სხვა ადგილებში სიმპტომებს);
თუ პაციენტს აღენიშნება ლაქტოზის აუტანლობა (აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ შეიცავს ლაქტოზას).
სხვა გაფრთხილებები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეს პაციენტმა:
ეფექტი სისხლში შაქრის დონეებზე
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
აპო-გლიკლაზიდი MR-მა შეიძლება გამოწვიოს სისხლში შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომების შესახებ და თუ რა უნდა მოიქმედოს პაციენტმა ამ დროს. ასევე, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის გაზომვა ექიმის მითითებების შესაბამისად.
იხ. სერიოზული გვერდითი მოვლენების ცხრილი სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) სიმპტომებისათვის.
თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები:
საჭიროა შაქრის შემცველი საკვების ან სასმელის დაუყოვნებლივ მიღება. შაქრის კარგი წყაროებია:
ფორთოხლის წვენი;
სიმინდის სიროფი;
თაფლი;
შაქრის ნატეხები ან სუფრის შაქარი (წყალში გახსნილი).
სისხლში შაქრის მაღალი დონეები (ჰიპერგლიკემია):
შესაძლოა, სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი იყოს (მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერგლიკემია ეწოდება), თუ პაციენტს აქვს სიცხე, ინფექცია, გადაიტანა ოპერაცია ან ტრავმა (სტრესული მდგომარეობები);
ასეთ შემთხვევებში პაციენტი უნდა დაუკავშირდეს სამედიცინო სპეციალისტს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების დოზის კორექტირება;
სისხლში შაქრის მაღალი დონის სიმპტომებია: წყურვილი, ხშირი შარდვა, პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე და ქავილი, კანის ინფექციები და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
კანის სერიოზული რეაქციები (მაგ.: DRESS სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური პემფიგოიდი, ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი): ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაცია: წითელი, ქავილით მიმდინარე გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით, რომელიც ვლინდება ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირის გასავლებში ან სასქესო ორგანოებზე.
პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, ხველა, სხეულის ტკივილი ან სახსრების ტკივილი;
პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ღია ან მუქი ფერის შარდი, ყვითელი ფერის კანი ან თვალები;
თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღება და საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის):
აპო-გლიკლაზიდი MR არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენებისათვის.
მიღების წესი და დოზირება
აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა სამეიდიცნო სპეციალისტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული;
აპო-გლიკლაზიდი MR მიიღება ერთხელ დღეში საუზმის დროს;
30 მგ ტაბლეტი არ იყოფა. ის უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;
60 მგ ტაბლეტები შეიძლება გაიყოს;
დაუშვებელია ნებისმიერი დოზის ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა.
რეკომენდებული დოზა:
30 მგ დღეში, რაც არის ერთი ტაბლეტი აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ ან ნახევარი ტაბლეტი აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ ან აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ.
დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 120 მგ-ს.
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია სისხლში შაქრის დონის შემოწმების შესახებ. სისხლში შაქრის დონის ანალიზი უნდა მოხდეს ექიმის მითითებების შესაბამისად, რათა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის დონე.
მკურნალი ექიმი შეამოწმებს პაციენტის მდგომარეობას რეგულარული ვიზიტების დროს, განსაკუთრებით მედიკამენტით მკურნალობის დასაწყისში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტის ყურადღება და რეაქციები შეიძლება დაქვეითდეს სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპერგლიკემიის) გამო, განსაკუთრებით აპო-გლიკლაზიდი MR-ით მკურნალობის დასაწყისში. რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომლესაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.
წამლების სერიოზული ურთიერთქმედებები
დაუშვებელია აპო-გლიკლაზიდი MR-ის (გლიკლაზიდის) მიღება, თუ პაციენტი ასევე იღებს მიკონაზოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ან საფუარა სოკოვანი ინფექციების დროს).
ქვემოთ მოცემული მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-გლიკლაზიდ MR-თან:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები;
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ანტიბიოტიკები), როგორიცაა: სულფონამიდები კლარითრომიცინი, ფტორქინოლონები;
თუ აპო-გლიკლაზიდი MR ერთდროულად მიიღება ფტორქინოლონებთან, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის მაღალი ან დაბალი დონეები;
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა სისხლში შაქრის დონეების მონიტორინგისათვის, თუ პაციენტი ამ მედიკამენტებს იღებს ერთდროულად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცა ფლუკონაზოლი;
ანთების სამკურნალო მედიკამენტები (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID)), როგორიცაა: ფენილბუტაზონი და კორტიკოსტეროიდები;
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ), როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა;
მაღალი არტერიული წნევის და გულის გარკვეული მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცა:
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები;
ბეტა-ბლოკატორები;
დიურეტიკები, როგორიცაა: თიაზიდები, ფუროსემიდი.
სისხლის გამათხევადებლები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების მაღალი დონის დროს, როგორიცაა: ფიბრატები და ნიკოტინის მჟავა
H2-რეცეპტორის ანტაგონისტები (გამოიყენება კუჭის მჟავის რეფლუქსის/გულძმარვის დროს)
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ქლორპრომაზინი (გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალოდ)
პრობენეციდი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავის მაღალი დონისა და პოდაგრის დროს)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის დროს, როგორიცაა: სალბუტამოლი და ტერბუტალინი;
რიტოდრინი (გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებლად);
გულყრების სამკურნალო მედიკამენტები (ბარბიტურატები), როგორიცაა; სედატიური და გულყრების საწინააღმდეგო მედიკამენტები;
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომლებიც გამოიყენება კონტრაცეპციისათვის, როგორიცაა: ესტროგენი პროგესტოგენთან ერთად,
დანაზოლი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლებში ცისტებისა და ენდომეტრიოზის დროს, მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს გარსის მსგავსი ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს გარეთ);
კრაზანა, მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
კრაზანას და აპო-გლიკლაზიდი MR-ის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი დონე და სისხლში შაქრის კონტროლის გართულება.
ალკოჰოლი.
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების მიღება აპო-გლიკლაზიდი MR--ის მიღებისას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაცემა.
ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა შარდმდენები, კორტიკოსტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები, ქლორპრომაზინი, რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი, დანაზოლი და ნიკოტინის მჟავა, შეიძლება გამოიწვიონ სისხლში შაქრის მაღალი დონე. სისხლში შაქრის მაღალი დონის (ჰიპერგლიკემიის) შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი „სხვა გაფრთხილებები“.
გვერდითი მოვლენები
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებგვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
შენახვა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას
აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ ტაბლეტები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25⁰C, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ ტაბლეტები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-30⁰C, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აპო-გლიკლაზიდი MR-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html); მწარმოებლის ვებგვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2024 წლის 02 მაისი.
ჭარბი დოზა
თუ პაციენტი ან მომვლელი ფიქრობს, რომ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით აპო-გლიკლაზიდი MR, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სამედიცინო სპეციალისტს, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.
დოზის გამოტოვება:
მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ დღეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.
აპო-გლიკლაზიდი MR-ის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეს არ არის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს აპო-გლიკლაზიდი MR-ით მკურნალობის დროს. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)
ვირუსული ინფექცია
ცხვირის, სინუსების ან ყელის (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია)
სურდო
ყელის ტკივილი
ხველა
წელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი
თავის ტკივილი
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი)
ფეხების შეშუპება
ფაღარათი
ყაბზობა
მუცლის ტკივილი
გულისრევა
თავბრუსხვევა
გამონაყარი კანზე
ქავილი
დეპრესია
საშარდე გზების ინფექცია
თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი)
სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომები/ეფექტები
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
ხშირი
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია): შფოთვის შეგრძნება, მკერდში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება, შემცივნება, წებოვანი კანი,
ცივი ოფლი, ცნობიერების დაბინდვა,
ცივი ფერმკრთალი კანი, დეპრესია,
კონცენტრაციის გაძნელება, თავბრუსხვევა,
ძლიერი შიმშილის გრძნობა,
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა,
თავის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა, გულისრევა,
ნევროზულობა, კანკალი, ქოშინი,
ბარბაცით სიარული, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე.
არახშირი
მკერდში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება და/ან ქოშინი
შეშუპება, ფეხების შეშუპება ან წონაში მოულოდნელი მომატება
გამონაყარი კანზე, სიწითლე, ქავილი ან ჭინჭრის ციება
მოულოდნელი ცხელება, შემცივნება ან ყელის ტკივილი
კანის ან თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი ან ღია ყავისფერი განავალი (ე.წ. სიყვითლე)
ძალიან იშვიათი
სისხლძარღვების ალერგიული ანთება (ვასკულიტი))
სისხლის ცვლილებები შემდეგ სიმპტომებთან ერთად:
ყელის ტკივილი, ცხელება, პირის ღრუში წყლულები, უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე შემდეგი სიმპტომების კომბინაციასთან ერთად: დაღლილობა, სისუსტე და ცნობიერების დაბინდვა (ჰიპონატრიემია)
ქსოვილების სწრაფი შეშუპება, კერძოდ: ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
კანის მძიმე რეაქციები (DRESS სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური პემფიგოიდი, ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი): ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაცია: წითელი ქავილით მიმდინარე გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით, რომელიც ვლინდება ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირის გასავლებში ან სასქესო ორგანოებზე. ხშირად თან ახლავს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, ხველა, სხეულის ტკივილი ან სახსრების ტკივილი. შეიძლება აღინიშნოს შარდვის შემცირება და მუქი შარდი, კანისა და თვალების გაყვითლება
თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
საჭიროა ინსტრუქციის გაცნობა მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენებისათვის
Prაპო-გლიკლაზიდი MR
გლიკლაზიდის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
გლიკლაზიდის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გატეხვადი ტაბლეტები
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღების დაწყებამდე და ყოველთვის მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე.. ინსტრუქცია წარმოადგენს შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის, და აპო-გლიკლაზიდი MR-ის შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად.
რისთვის გამოიყენება აპო-გლიკლაზიდი MR?
აპო-გლიკლაზიდი MR გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის დასაქვეითებლად მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულებში დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად,
როგორ მოქმედებს აპო-გლიკლაზიდი MR?
აპო-გლიკლაზიდი MR მიეკუთვნება ჰიპოგლიკემიური (ანტიდიაბეტური) მედიკამენტების ჯგუფს და სულფონილშარდოვანას მედიკამენტების ქვეჯგუფს. ის აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოთავისუფლებას.
აპო-გლიკლაზიდი MR-ის ინგრედიენტები
აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი
დამხმარე ნივთიერებებია:
აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ ტაბლეტები შეიცავს: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა და სტეარის მჟავა.
აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ ტაბლეტები შეიცავს: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზა და სტეარის მჟავა.
აპო-გლიკლაზიდი MR ხელმისაწვდომია შემდეგი დოზირების ფორმებით:
30 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გატეხვადი ტაბლეტები
აპო-გლიკლაზიდი MR არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია გლიკლაზიდის, სხვა სულფონშარდოვანას, სულფონამიდების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიერ;
თუ პაციენტს აღენიშნება არასტაბილური და/ან ინსულინ-დამოკიდებული I ტიპის დიაბეტი შაქრიანი დიაბეტი (კერძოდ, იუვენილური დიაბეტი);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტური პრეკომა და კომა;
თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული ინფექცია, ტრავმა ან ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტი იტარებს მკურნალობას მიკონაზოლით (გამოიყენება სოკოვანი ან საფუარა სოკოების ინფექციების დროს);
ორსულობის დროს;
ძუძუთი კვების დროს.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და სათანადოდ გამოსაყენებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღების დაწყებამდე. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ჯანმრთელობის ნებისმიერი მდგომარეობის ან პრობლემის შესახებ, რომელიც აღენიშნება პაციენტს, მათ შორის:
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა თირკმლის პრობლემები;
ორსულობის დროს ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის დაავადება - გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზის (G6PD) დეფიციტით გამოწვეული ანემია (მდგომარეობა, როცა ერითროოციტები იშლება საჭიროზე უფრო სწრაფად);
თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (მდგომარეობა, რომელიც იწვევს ისეთი ნივთიერებების დაგროვებას ორგანიზმში, რომლებიც იწვევს კანის, ნერვული სისტემისა და ორგანიზმის სხვა ადგილებში სიმპტომებს);
თუ პაციენტს აღენიშნება ლაქტოზის აუტანლობა (აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ შეიცავს ლაქტოზას).
სხვა გაფრთხილებები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეს პაციენტმა:
ეფექტი სისხლში შაქრის დონეებზე
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
აპო-გლიკლაზიდი MR-მა შეიძლება გამოწვიოს სისხლში შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომების შესახებ და თუ რა უნდა მოიქმედოს პაციენტმა ამ დროს. ასევე, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის გაზომვა ექიმის მითითებების შესაბამისად.
იხ. სერიოზული გვერდითი მოვლენების ცხრილი სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) სიმპტომებისათვის.
თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები:
საჭიროა შაქრის შემცველი საკვების ან სასმელის დაუყოვნებლივ მიღება. შაქრის კარგი წყაროებია:
ფორთოხლის წვენი;
სიმინდის სიროფი;
თაფლი;
შაქრის ნატეხები ან სუფრის შაქარი (წყალში გახსნილი).
სისხლში შაქრის მაღალი დონეები (ჰიპერგლიკემია):
შესაძლოა, სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი იყოს (მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერგლიკემია ეწოდება), თუ პაციენტს აქვს სიცხე, ინფექცია, გადაიტანა ოპერაცია ან ტრავმა (სტრესული მდგომარეობები);
ასეთ შემთხვევებში პაციენტი უნდა დაუკავშირდეს სამედიცინო სპეციალისტს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების დოზის კორექტირება;
სისხლში შაქრის მაღალი დონის სიმპტომებია: წყურვილი, ხშირი შარდვა, პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე და ქავილი, კანის ინფექციები და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
კანის სერიოზული რეაქციები (მაგ.: DRESS სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური პემფიგოიდი, ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი): ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაცია: წითელი, ქავილით მიმდინარე გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით, რომელიც ვლინდება ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირის გასავლებში ან სასქესო ორგანოებზე.
პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, ხველა, სხეულის ტკივილი ან სახსრების ტკივილი;
პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ღია ან მუქი ფერის შარდი, ყვითელი ფერის კანი ან თვალები;
თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღება და საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის):
აპო-გლიკლაზიდი MR არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენებისათვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
პაციენტის ყურადღება და რეაქციები შეიძლება დაქვეითდეს სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპერგლიკემიის) გამო, განსაკუთრებით აპო-გლიკლაზიდი MR-ით მკურნალობის დასაწყისში. რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომლესაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.
წამლების სერიოზული ურთიერთქმედებები
დაუშვებელია აპო-გლიკლაზიდი MR-ის (გლიკლაზიდის) მიღება, თუ პაციენტი ასევე იღებს მიკონაზოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ან საფუარა სოკოვანი ინფექციების დროს).
ქვემოთ მოცემული მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-გლიკლაზიდ MR-თან:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები;
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ანტიბიოტიკები), როგორიცაა: სულფონამიდები კლარითრომიცინი, ფტორქინოლონები;
თუ აპო-გლიკლაზიდი MR ერთდროულად მიიღება ფტორქინოლონებთან, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის მაღალი ან დაბალი დონეები;
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა სისხლში შაქრის დონეების მონიტორინგისათვის, თუ პაციენტი ამ მედიკამენტებს იღებს ერთდროულად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცა ფლუკონაზოლი;
ანთების სამკურნალო მედიკამენტები (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID)), როგორიცაა: ფენილბუტაზონი და კორტიკოსტეროიდები;
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ), როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა;
მაღალი არტერიული წნევის და გულის გარკვეული მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცა:
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები;
ბეტა-ბლოკატორები;
დიურეტიკები, როგორიცაა: თიაზიდები, ფუროსემიდი.
სისხლის გამათხევადებლები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების მაღალი დონის დროს, როგორიცაა: ფიბრატები და ნიკოტინის მჟავა
H2-რეცეპტორის ანტაგონისტები (გამოიყენება კუჭის მჟავის რეფლუქსის/გულძმარვის დროს)
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ქლორპრომაზინი (გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალოდ)
პრობენეციდი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავის მაღალი დონისა და პოდაგრის დროს)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის დროს, როგორიცაა: სალბუტამოლი და ტერბუტალინი;
რიტოდრინი (გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებლად);
გულყრების სამკურნალო მედიკამენტები (ბარბიტურატები), როგორიცაა; სედატიური და გულყრების საწინააღმდეგო მედიკამენტები;
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომლებიც გამოიყენება კონტრაცეპციისათვის, როგორიცაა: ესტროგენი პროგესტოგენთან ერთად,
დანაზოლი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლებში ცისტებისა და ენდომეტრიოზის დროს, მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს გარსის მსგავსი ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს გარეთ);
კრაზანა, მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
კრაზანას და აპო-გლიკლაზიდი MR-ის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი დონე და სისხლში შაქრის კონტროლის გართულება.
ალკოჰოლი.
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების მიღება აპო-გლიკლაზიდი MR--ის მიღებისას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაცემა.
ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა შარდმდენები, კორტიკოსტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები, ქლორპრომაზინი, რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი, დანაზოლი და ნიკოტინის მჟავა, შეიძლება გამოიწვიონ სისხლში შაქრის მაღალი დონე. სისხლში შაქრის მაღალი დონის (ჰიპერგლიკემიის) შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი „სხვა გაფრთხილებები“.
აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღების წესი
აპო-გლიკლაზიდი MR-ის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა სამეიდიცნო სპეციალისტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული;
აპო-გლიკლაზიდი MR მიიღება ერთხელ დღეში საუზმის დროს;
30 მგ ტაბლეტი არ იყოფა. ის უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;
60 მგ ტაბლეტები შეიძლება გაიყოს;
დაუშვებელია ნებისმიერი დოზის ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა.
რეკომენდებული დოზა:
30 მგ დღეში, რაც არის ერთი ტაბლეტი აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ ან ნახევარი ტაბლეტი აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ ან აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ.
დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 120 მგ-ს.
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია სისხლში შაქრის დონის შემოწმების შესახებ. სისხლში შაქრის დონის ანალიზი უნდა მოხდეს ექიმის მითითებების შესაბამისად, რათა გაკონტროლდეს სისხლში შაქრის დონე.
მკურნალი ექიმი შეამოწმებს პაციენტის მდგომარეობას რეგულარული ვიზიტების დროს, განსაკუთრებით მედიკამენტით მკურნალობის დასაწყისში.
დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტი ან მომვლელი ფიქრობს, რომ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით აპო-გლიკლაზიდი MR, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სამედიცინო სპეციალისტს, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.
დოზის გამოტოვება:
მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ დღეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.
აპო-გლიკლაზიდი MR-ის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეს არ არის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს აპო-გლიკლაზიდი MR-ით მკურნალობის დროს. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)
ვირუსული ინფექცია
ცხვირის, სინუსების ან ყელის (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია)
სურდო
ყელის ტკივილი
ხველა
წელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი
თავის ტკივილი
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი)
ფეხების შეშუპება
ფაღარათი
ყაბზობა
მუცლის ტკივილი
გულისრევა
თავბრუსხვევა
გამონაყარი კანზე
ქავილი
დეპრესია
საშარდე გზების ინფექცია
თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი)
სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომები/ეფექტები
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
ხშირი
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია): შფოთვის შეგრძნება, მკერდში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება, შემცივნება, წებოვანი კანი,
ცივი ოფლი, ცნობიერების დაბინდვა,
ცივი ფერმკრთალი კანი, დეპრესია,
კონცენტრაციის გაძნელება, თავბრუსხვევა,
ძლიერი შიმშილის გრძნობა,
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა,
თავის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა, გულისრევა,
ნევროზულობა, კანკალი, ქოშინი,
ბარბაცით სიარული, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე.
არახშირი
მკერდში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება და/ან ქოშინი
შეშუპება, ფეხების შეშუპება ან წონაში მოულოდნელი მომატება
გამონაყარი კანზე, სიწითლე, ქავილი ან ჭინჭრის ციება
მოულოდნელი ცხელება, შემცივნება ან ყელის ტკივილი
კანის ან თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი ან ღია ყავისფერი განავალი (ე.წ. სიყვითლე)
ძალიან იშვიათი
სისხლძარღვების ალერგიული ანთება (ვასკულიტი))
სისხლის ცვლილებები შემდეგ სიმპტომებთან ერთად:
ყელის ტკივილი, ცხელება, პირის ღრუში წყლულები, უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე შემდეგი სიმპტომების კომბინაციასთან ერთად: დაღლილობა, სისუსტე და ცნობიერების დაბინდვა (ჰიპონატრიემია)
ქსოვილების სწრაფი შეშუპება, კერძოდ: ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
კანის მძიმე რეაქციები (DRESS სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური პემფიგოიდი, ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი): ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების კომბინაცია: წითელი ქავილით მიმდინარე გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით, რომელიც ვლინდება ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირის გასავლებში ან სასქესო ორგანოებზე. ხშირად თან ახლავს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, ხველა, სხეულის ტკივილი ან სახსრების ტკივილი. შეიძლება აღინიშნოს შარდვის შემცირება და მუქი შარდი, კანისა და თვალების გაყვითლება
თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებგვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
შენახვა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას
აპო-გლიკლაზიდი MR 30 მგ ტაბლეტები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25⁰C, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
აპო-გლიკლაზიდი MR 60 მგ ტაბლეტები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-30⁰C, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აპო-გლიკლაზიდი MR-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html); მწარმოებლის ვებგვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2024 წლის 02 მაისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
