ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

მაკმირორი კომპლექსი

MACMIROR® COMPLEX

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

მაკმირორი® კომპლექსი ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში ვულვოვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე პათოგენებით, მათ შორის: ბაქტერიული ვაგინიტი, ვაგინალური ტრიქომონიაზი; კანდიდას (Candida) სოკოებით გამოწვეული ვაგინიტი, შერეული ვაგინიტი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნისტატინი (nystatin) + nifuratel
ფორმა და შეფუთვა
500მგ + 200000ს.ე. ვაგინალური რბილი კაფსულა №8 (1X8)
მწარმოებელი
DOPPEL FARMACEUTICI S.r.l, იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
G01AA51
რეგისტრაციის ნომერი
რ-046043
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2026, მოქმედებს 30 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Polichem S.r.l. (იტალია)
განმცხადებელი
სიტაკო თრეიდინგ ეფზისიოს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამაკმირორი კომპლექსი და სხვა წამალი ერთად

მაკმირორი კომპლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მაკმირორი® კომპლექსი ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში ვულვოვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე პათოგენებით, მათ შორის: ბაქტერიული ვაგინიტი, ვაგინალური ტრიქომონიაზი; კანდიდას (Candida) სოკოებით გამოწვეული ვაგინიტი, შერეული ვაგინიტი.

მაკმირორი® კომპლექსის მოქმედების მექანიზმი

მაკმირორი® კომპლექსის აქტიურ კომპონენტებს გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

ნიფურატელს ახასიათებს ანტიმიკრობული (ძლიერ ეფექტურია მთელი რიგი ბაქტერიების მიმართ), ანტიფუნგალური (ძლიერ ეფექტურია მთელი რიგი სოკოების მიმართ) და ანტიპროტოზოული (მოქმედებს პროტოზოებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, Trichomonas vaginalis-ის ჩათვლით) თვისებები.

ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერება, რომელიც მათ შორის ძლიერ ეფექტურია Candida-ს სოკოების მიმართ.

ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია მნიშვნელოვნად აფართოებს ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრს და აძლიერებს პრეპარატის ანტიფუნგალურ ეფექტს.

ამავდროულად, პრეპარატი მაკმირორი® კომპლექსი არ მოქმედებს ფიზიოლოგიურ მიკროფლორაზე (ლაქტობაცილებზე), რაც ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას და სწრაფად აღადგენს ვაგინალური მიკროფლორის ბალანსს.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან უარესად გრძნობთ თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ მაკმირორი® კომპლექსის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან.

რეკომენდებული დოზა

1 ვაგინალური კაფსულა უნდა მოთავსდეს ღრმად საშოში ყოველდღიურად, საღამოს, ძილის წინ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ამ შემთხვევაში, შესაძლოა რეკომენდებული იყოს მაკმირორი® კომპლექსის სხვა ფორმა, ვაგინალური კრემი აპლიკატორთან (დაკალიბრებული შპრიცი) ერთად. სპეციალური საცმი იძლევა კრემის იმგვარად შეყვანის საშუალებას, რომ არ დაზიანდეს საქალწულე აპკი.

მიღების გზა და (ან) მეთოდი

ინტრავაგინალურად (საშოში შეყვანის გზით). მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თერაპიის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, კაფსულა თითით უნდა შეიყვანოთ რაც შეიძლება ღრმად საშოში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პრეპარატი გამოიყენება 8 დღის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს მენსტრუაციის დასრულების შემდეგ.

თუ დაგავიწყდათ მაკმირორი® კომპლექსის გამოყენება

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ნიფურატელის, ნისტატინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).

სიფრთხილის ზომები

მაკმირორი®კომპლექსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაკმირორი® კომპლექსით მკურნალობის პერიოდში:

უნდა მოერიდოთ სქესობრივ კონტაქტს ან გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები.

განმეორებითი ინფიცირების საფრთხის გამო, სქესობრივმა პარტნიორმა პარალელურად უნდა ჩაიტაროს მკურნალობა. პარტნიორის მკურნალობისთვის, ექიმთან კონსულტაციით, რეკომენდებულია მაკმირორის® ტაბლეტების ფორმის გამოყენება. მკურნალობის რეჟიმისა და მიღების სქემის თაობაზე რეკომენდაციის მისაღებად აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

მკურნალობის ფონზე თეთრეულზე შესაძლოა გაჩნდეს მოყვითალო ფერის გამონადენი. ეს გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.

ბავშვები და მოზარდები

მოცემული დოზირების ფორმით მაკმირორი® კომპლექსის ვაგინალური კაფსულები არ გამოიყენება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მაკმირორ® კომპლექსსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო პერიოდში იყენებდით ან გამოიყენებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, ექიმის მიერ პრეპარატის გამოყენების სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ.

ლაქტაცია

მაკმირორი® კომპლექსის გამოყენება დაშვებულია ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან, შესაბამისად იგი არ აღწევს დედის რძეში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე, რაც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

მაკმირორი® კომპლექსი შეიცავს:

ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის, დაგვიანებული ტიპის).

გვერდითი მოვლენები

  • მაკმირორი® კომპლექსის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მაკმირორი® კომპლექსი და რისთვის გამოიყენება

მაკმირორი® კომპლექსი - ვაგინალური კაფსულები, შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ნისტატინსა და ნიფურატელს. სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს „გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები; ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა; ანტიბიოტიკები“.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ნისტატინი + ნიფურატელი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 200 000 ს.ე. ნისტატინს, 500 მგ ნიფურატელს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დიმეთიკონი, ჟელატინი, გლიცერინი (გლიცეროლი), ნატრიუმის ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ყვითელი რკინის ოქსიდი.

როგორია მაკმირორი® კომპლექსი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ვაგინალური კაფსულები.

ოვალური ფორმის, რბილი, მოყავისფრო ყვითელი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს ყვითელ ზეთოვან სუსპენზიას.

8 კაფსულა ალ/პვქ/პვდქ ბლისტერში.

1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

იტალია

პოლიქემ ს.რ.ლ. (Polichem S.r.l.)

ვია ჯუზეპე მარკორა, 11-20121, მილანი

მწარმოებელი

იტალია

დოპელ ფარმაცეუტიჩი ს.რ.ლ. (Doppel Farmaceutici S.r.l.)

ვია მარტირი დელე ფოიბე, 1-29016 კორტემაჯიორე (PC).

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

სომხეთის რესპუბლიკა

ინდივიდუალური მეწარმე არტაკ გევორგიანი

ფავსტოს ბუზანდის ქ. 97, ბ. 96, ერევანი, 0002, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ.: +374 44 204155

ელ. ფოსტა: [email protected]

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

სომხეთის რესპუბლიკა

შპს „ბიომაპასი“ (LLC "BIOMAPAS")

ზემლიანოი ვალის ქ. 9, კორპუსი 2/1, მოსკოვი, 105064, რუსეთის ფედერაცია

ტელ.: +79032900411

ელ. ფოსტა: [email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე http://eec.eaeunion.org

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები; ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა; ანტიბიოტიკები.

ათქ კოდი: G01AA51.

მოქმედების მექანიზმი

ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება. იგი ავლენს ანტიპროტოზოულ, ანტიფუნგალურ და ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

ნიფურატელი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. იგი ძლიერ ეფექტურია მთელი რიგი ბაქტერიების, სოკოებისა და პროტოზოების (მათ შორის, Trichomonas vaginalis) მიმართ.

ნისტატინი არის პოლიენების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი. სოკოს უჯრედის გარსში არსებულ სტეროლებთან შეკაშირებით იგი აზიანებს მის გამტარობას, რაც იწვევს უჯრედის სიკვდილს.

იგი ძლიერ ეფექტურია Candida albicans-ის მიმართ.

ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია იძლევა უფრო გამოხატული სოკოს საწინააღმდეგო ეფექტის მიღწევის საშუალებას და მნიშვნელოვნად აფართოებს ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრს.

პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მაღალი ეფექტურობა და დაბალი ტოქსიკურობა განაპირობებს მისი კლინიკური გამოყენების ფართო სპექტრს შერეული ეტიოლოგიის ვაგინიტების მკურნალობაში, კერძოდ, ტრიქომონიაზის სპეციფიკურ მკურნალობასთან დაკავშირებული მიკოზების პროფილაქტიკისთვის.

მაკმირორი კომპლექსი არ არღვევს ფიზიოლოგიურ ფლორას, რაც ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას და ხელს უწყობს საშოს ნორმოცენოზის სწრაფ აღდგენას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ცხოველებში (ბოცვრებსა და ძაღლებში) ვაგინალური შეყვანისას, თერაპიულ დოზაზე 30-ჯერ მაღალი ყოველდღიური დოზის განმეორებითი გამოყენების შემთხვევაშიც კი, პროდუქტში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნიათ სისტემური მოქმედება.

ადამიანებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევები ასევე ადასტურებს, რომ ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ პროდუქტი პრაქტიკულად არ შეიწოვება საშოს ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან და არ გააჩნიათ სისტემური მოქმედება.

პლაზმაში ნიფურატელის კონცენტრაცია რაოდენობრივი შეფასების ზღვარზე დაბალია.

მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax​) შეადგენს 4.54 ნგ/მლ-ს; მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax​) არის 8.0 სთ; ინტეგრალური კონცენტრაცია-დროის მრუდქვეშა ფართობი (AUC) არის 10.27 ნგ x მლ-1 x სთ.

ადგილობრივი გამოყენებისას ნისტატინი არ შეიწოვება კანისა და ლორწოვანი გარსების მეშვეობით.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

დიმეთიკონი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

ჟელატინი,

გლიცერინი (გლიცეროლი),

ნატრიუმის ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი,

ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი,

ტიტანის დიოქსიდი,

საღებავი ყვითელი რკინის ოქსიდი.

  • 2 შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

  • 3 ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

  • 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

  • 5 შეფუთვის დახასიათება და შემცველობა

8 კაფსულა ალ/პვქ/პვდქ ბლისტერში.

1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

  • 6 გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან მისი გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების განადგურების სპეციალური სიფრთხილის ზომები და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

  • სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

იტალია

პოლიქემ ს.რ.ლ. (Polichem S.r.l.)

ვია ჯ. მარკორა, 11, 20121, მილანი, იტალია

  • 1 სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი

მომხმარებელთა საჩივრები ხარისხთან დაკავშირებით უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

სომხეთის რესპუბლიკა

ი.მ. არტაკ გევორგიანი

ფავსტოს ბუზანდის ქ. 97, ბ. 96, ერევანი, 0002, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ.: +374 44 204155

ელ. ფოსტა: [email protected]

მომხმარებელთა საჩივრები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

სომხეთის რესპუბლიკა

შპს „ბიომაპასი“ (LLC "BIOMAPAS")

ზემლიანოი ვალის ქ. 9, კორპუსი 2/1, მოსკოვი, 105064, რუსეთის ფედერაცია

ტელ.: +79032900411

ელ. ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
  • პირველი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი
  • ტექსტის გადახედვის თარიღი

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება მაკმირორი კომპლექსისთვის ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო პორტალზე ინტერნეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში HYPERLINK "http://eec.eaeunion.org/"http://eec.eaeunion.org/.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

მაკმირორი® კომპლექსი, 200 000 ს.ე. + 500 მგ, ვაგინალური კაფსულები

აქტიური ნივთიერებები: ნისტატინი + ნიფურატელი

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ ინდივიდუალურად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს, რადგან შესაძლოა ავნოს მათ, მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის მაკმირორი® კომპლექსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მაკმირორი® კომპლექსის მიღებამდე
  • მაკმირორი® კომპლექსის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • მაკმირორი® კომპლექსის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მაკმირორი® კომპლექსი და რისთვის გამოიყენება

მაკმირორი® კომპლექსი - ვაგინალური კაფსულები, შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ნისტატინსა და ნიფურატელს. სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს „გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები; ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციების გარდა; ანტიბიოტიკები“.

გამოყენების ჩვენებები

მაკმირორი® კომპლექსი ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში ვულვოვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე პათოგენებით, მათ შორის: ბაქტერიული ვაგინიტი, ვაგინალური ტრიქომონიაზი; კანდიდას (Candida) სოკოებით გამოწვეული ვაგინიტი, შერეული ვაგინიტი.

მაკმირორი® კომპლექსის მოქმედების მექანიზმი

მაკმირორი® კომპლექსის აქტიურ კომპონენტებს გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

ნიფურატელს ახასიათებს ანტიმიკრობული (ძლიერ ეფექტურია მთელი რიგი ბაქტერიების მიმართ), ანტიფუნგალური (ძლიერ ეფექტურია მთელი რიგი სოკოების მიმართ) და ანტიპროტოზოული (მოქმედებს პროტოზოებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, Trichomonas vaginalis-ის ჩათვლით) თვისებები.

ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერება, რომელიც მათ შორის ძლიერ ეფექტურია Candida-ს სოკოების მიმართ.

ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია მნიშვნელოვნად აფართოებს ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრს და აძლიერებს პრეპარატის ანტიფუნგალურ ეფექტს.

ამავდროულად, პრეპარატი მაკმირორი® კომპლექსი არ მოქმედებს ფიზიოლოგიურ მიკროფლორაზე (ლაქტობაცილებზე), რაც ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას და სწრაფად აღადგენს ვაგინალური მიკროფლორის ბალანსს.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან უარესად გრძნობთ თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ მაკმირორი® კომპლექსის მიღებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ მაკმირორი® კომპლექსი:

თუ გაქვთ ალერგია ნიფურატელის, ნისტატინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მაკმირორი®კომპლექსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაკმირორი® კომპლექსით მკურნალობის პერიოდში:

უნდა მოერიდოთ სქესობრივ კონტაქტს ან გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები.

განმეორებითი ინფიცირების საფრთხის გამო, სქესობრივმა პარტნიორმა პარალელურად უნდა ჩაიტაროს მკურნალობა. პარტნიორის მკურნალობისთვის, ექიმთან კონსულტაციით, რეკომენდებულია მაკმირორის® ტაბლეტების ფორმის გამოყენება. მკურნალობის რეჟიმისა და მიღების სქემის თაობაზე რეკომენდაციის მისაღებად აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

მკურნალობის ფონზე თეთრეულზე შესაძლოა გაჩნდეს მოყვითალო ფერის გამონადენი. ეს გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.

ბავშვები და მოზარდები

მოცემული დოზირების ფორმით მაკმირორი® კომპლექსის ვაგინალური კაფსულები არ გამოიყენება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და მაკმირორი® კომპლექსი

მაკმირორ® კომპლექსსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო პერიოდში იყენებდით ან გამოიყენებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, ექიმის მიერ პრეპარატის გამოყენების სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ.

ლაქტაცია

მაკმირორი® კომპლექსის გამოყენება დაშვებულია ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან, შესაბამისად იგი არ აღწევს დედის რძეში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე, რაც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

მაკმირორი® კომპლექსი შეიცავს:

ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის, დაგვიანებული ტიპის).

  • მაკმირორი® კომპლექსის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან.

რეკომენდებული დოზა

1 ვაგინალური კაფსულა უნდა მოთავსდეს ღრმად საშოში ყოველდღიურად, საღამოს, ძილის წინ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ამ შემთხვევაში, შესაძლოა რეკომენდებული იყოს მაკმირორი® კომპლექსის სხვა ფორმა, ვაგინალური კრემი აპლიკატორთან (დაკალიბრებული შპრიცი) ერთად. სპეციალური საცმი იძლევა კრემის იმგვარად შეყვანის საშუალებას, რომ არ დაზიანდეს საქალწულე აპკი.

მიღების გზა და (ან) მეთოდი

ინტრავაგინალურად (საშოში შეყვანის გზით). მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თერაპიის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, კაფსულა თითით უნდა შეიყვანოთ რაც შეიძლება ღრმად საშოში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პრეპარატი გამოიყენება 8 დღის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს მენსტრუაციის დასრულების შემდეგ.

თუ დაგავიწყდათ მაკმირორი® კომპლექსის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ წყვეტთ მაკმირორი® კომპლექსის გამოყენებას

თუ გსურთ მკურნალობის კურსის ნაადრევად შეწყვეტა, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მაკმირორი® კომპლექსის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის ან ქავილის სახით.

ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მაკმირორი® კომპლექსის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ფურცელ- ჩანართში.

ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება გააკეთოთ პირდაპირ (იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

სომხეთის რესპუბლიკა.

სნპო „მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“.

მისამართი: 0051, ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5.

ტელ: (+374 10) 200505, (+374 96) 220505

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.pharm.am

  • მაკმირორი® კომპლექსის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „ვარგისობის ვადა:“ („Годен до / Exp.:“)-ის ქვემოთ და ბლისტერზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია (განადგურება), რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მაკმირორი® კომპლექსი

აქტიური ნივთიერებებია ნისტატინი + ნიფურატელი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 200 000 ს.ე. ნისტატინს, 500 მგ ნიფურატელს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დიმეთიკონი, ჟელატინი, გლიცერინი (გლიცეროლი), ნატრიუმის ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ყვითელი რკინის ოქსიდი.

როგორია მაკმირორი® კომპლექსი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ვაგინალური კაფსულები.

ოვალური ფორმის, რბილი, მოყავისფრო ყვითელი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს ყვითელ ზეთოვან სუსპენზიას.

8 კაფსულა ალ/პვქ/პვდქ ბლისტერში.

1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

იტალია

პოლიქემ ს.რ.ლ. (Polichem S.r.l.)

ვია ჯუზეპე მარკორა, 11-20121, მილანი

მწარმოებელი

იტალია

დოპელ ფარმაცეუტიჩი ს.რ.ლ. (Doppel Farmaceutici S.r.l.)

ვია მარტირი დელე ფოიბე, 1-29016 კორტემაჯიორე (PC).

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

სომხეთის რესპუბლიკა

ინდივიდუალური მეწარმე არტაკ გევორგიანი

ფავსტოს ბუზანდის ქ. 97, ბ. 96, ერევანი, 0002, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ.: +374 44 204155

ელ. ფოსტა: [email protected]

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

სომხეთის რესპუბლიკა

შპს „ბიომაპასი“ (LLC "BIOMAPAS")

ზემლიანოი ვალის ქ. 9, კორპუსი 2/1, მოსკოვი, 105064, რუსეთის ფედერაცია

ტელ.: +79032900411

ელ. ფოსტა: [email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე http://eec.eaeunion.org

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა