ნისტაფური
Nystafur
ნისტაფური ნაჩვენებია შერეული ეტიოლოგიის ვაგინიტების (ბაქტერიული, სოკოვანი და ტრიქომონადული), ბაქტერიული ვაგინოზისა და გარე სასქესო ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ, ასევე მცირე გინეკოლოგიური ჩარევების დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნიფურატელი (nifuratel) + ნისტატინი (nystatin)
- ფორმა და შეფუთვა
- (100მგ + 40 000 ს.ე.)/გ 30გ ვაგინალური კრემი ალუმინის ტუბი №1 შპრიც-აპლიკატორთან ერთად
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
- ATC კოდი
- G01AA51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039880
- რეგისტრირებულია
- 28 დეკემბერი 2023, მოქმედებს 28 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნისტაფური — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნისტაფური ნაჩვენებია შერეული ეტიოლოგიის ვაგინიტების (ბაქტერიული, სოკოვანი და ტრიქომონადული), ბაქტერიული ვაგინოზისა და გარე სასქესო ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ, ასევე მცირე გინეკოლოგიური ჩარევების დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზა მწვავე ინფექციის დროს არის 2,5გრ კრემი დღე-ღამეში ერთხელ საღამოს; თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 დღეს.
რეკომენდებული დოზა ქრონიკული და მორეციდივე ინფექციების დროს არის 2,5გრ კრემი 2-ჯერ დღე-ღამეში; თერაპიის ხანგრძლივობაა 10-12 დღე.
ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკულ ვაგინალურ, უროგენიტალურ და ტრიქომონადულ ინფექციებთან ერთად აქვთ სოკოვანი ინფექციები ან ეჭვი სოკოვან სუპერინფექციაზე, აგრეთვე ვაგინალური ინფექციების მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საერთო დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ანემია, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.), ადგილობრივი მკურნალობასთან ერთად რეკომენდებულია ნიფურატელის პერორალური ფორმებით შესაბამისი დოზებით თერაპიის ჩატარება.
ადგილობრივი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მენსტრუაციის გამო მისი დამთავრების შემდეგ კურსი უნდა გაგრძელდეს.
გამონადენი ხელს არ უშლის ადგილობრივ თერაპიას.
გამოყენების წესი
კრემის საჭირო დოზა შეჰყავთ ინტრავაგინალურად გრადუირებული აპლიკატორის (შპრიცის) გამოყენებით.
აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია
აპლიკატორი გაუკეთეთ კრემის ტუბს, ტუბზე დაჭერით გამოიღეთ კრემის საჭირო რაოდენობა (2,5 გ ნიშნულამდე). განაცალკევეთ აპლიკატორი ტუბისაგან, შეიყვანეთ აპლიკატორი საშოს ზედა ნაწილში, გამოდევნეთ აპლიკატორის შიგთავსი ღერძზე დაჭერით.
საჭიროების შემთხვევაში კრემის წასმა შესაძლებელია გარე სასქესო ორგანოებზეც.
დოზირებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კრემის მცირე რაოდენობა, რომელიც რჩება აპლიკატორში პრეპარატის გამოყენების შემდეგ.
გამოყენების შემდეგ, აპლიკატორი კარგად უნდა გაირეცხოს პრეპარატის შემდეგი გამოყენებისთვის მომზადების მიზნით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილის ზომები
ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაციით ადგილობრივი თერაპიის დროს , განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში ნისტაფურის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ტრიქომონადული და მორეციდივე ინფექციების დროს ასევე აუცილებელია იმავროულად ჩატარდეს სქესობრივი პარტნიორის შესაბამისი მკურნალობაც. ნისტაფურის გამოყენების პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან.
დამხმარე ნივთიერებები
ნისტაფური შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელთაგანაც თითოეულმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).
ნისტაფური შეიცავს პროპილენგლიკოლს (50 მგ 1 გ კრემზე), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თავი უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა ღია ჭრილობებზე ან დაზიანებული კანის დიდ უბნებზე (მაგალითად, დამწვრობაზე).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაციის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნიფურატელის ტოქსიკური მოქმედება ემბრიონის განვითარებაზე არ ყოფილა აღმოჩენილი, ასევე დადგინდა, რომ ნისტატინი არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის.
ორსულობის დროს ნისტაფურის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას.
ლაქტაცია
ადგილობრივი გამოყენების დროს ნიფურატელისა და ნისტატინის სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ რაოდენობით, რომლითაც დედის რძე შეიძლება შეიცავდეს სამკურნალო საშუალებებს, მათ მოახდინონ გავლენა ბავშვზე. თუმცა, არ არსებობს ზუსტი მონაცემები ნიფურატელის და ნისტატინის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ.
ძუძუთი კვების დროს ნისტაფურის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის სამკურნალო საშუალების სარგებლობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ადამიანებში ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (დერმატიტი, ჭინჭრის ციება).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ძალიან იშვიათად - წვის შეგრძნება და ქავილი საშოში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ სამკურნალო საშუალებაზე პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაციამიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სამკურნალო პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვის დროს რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ვაგინალური კრემი 30გ ალუმინის ტუბში ეპოქსიდური საფარით, დახურული გარსით, ხრახნიანი თავსახურით.
1 ტუბი აპლიკატორით (შპრიცით) და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულების დროს
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა გიქნას უტილიზებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
«უორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი
(15 თემუზი მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N: 50, გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული )
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში, გარდა კორტიკოსტეროიდების შემცველი კომბინირებული პრეპარატებისა . ანტიბიოტიკები. ნისტატინი, კომბინაციები. ათქ კოდი: G01AA51 .
ნიფურატელი წარმოადგენს სინთეზურ ქიმიოთერაპიულ საშუალებას ნიტროფურანის ჯგუფიდან მოქმედების ფართო სპექტრით, რომელიც გამოიყენება ძირითადად უროგენიტალური ინფექციების სამკურნალოდ. ნიტროფურანების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი; ისინი ანადგურებენ ციტოპლაზმურ მემბრანას, არღვევენ ცილების ბიოსინთეზს და აინჰიბირებენ ციტოქრომ C-ის აღდგენის პროცესს. ნიფურატელს გააჩნია უპირატესად ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ბევრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან როგორც მოსვენების სტადიაზე, ასევე გამრავლების სტადიაზე. ასევე აქვს ანტიპროტოზოული (Trichomonas vaginalis) და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ნისტატინი არის პოლიენური ანტიბიოტიკი, რომელიც პროდუცირდება Streptomyces noursei-ს შტამის მიერ. სოკოვანი ინფექციების გამომწვევების უჯრედულ მემბრანაში სტეროლებთან შეკავშირებით ის არღვევს მის გამტარიანობის უნარს და სატრანსპორტო ფუნქციებს , რაც იწვევს მაკრომოლეკულების და იონების შემდგომ გამოყოფას უჯრედიდან. ნისტატინს გააჩნია ფუნგისტატიკური, ხოლო მაღალი დოზებით ფუნგიციდური მოქმედება, ის განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოებით.
ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია უზრუნველყოფს სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და ტრიქომონადოციდულ ეფექტს შერეული ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს, და აგრეთვე საშოში ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადგილობრივი გამოყენებისას, მრავალჯერადი გამოყენების შემდეგაც კი, პრეპარატი პრაქტიკულად არ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.
ნიფურატელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მისი ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ არ იძლევა ყველა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრის შეფასების საშუალებას: სისხლის პლაზმაში ნიფურატელის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 4,54 მკგ/ლ, რაც უფრო დაბალია, ვიდრე სამკურნალო საშუალების პერორალური მიღების შემდეგ, თანაც ის მიიღწეოდა 8 საათით უფრო გვიან, ვიდრე სამკურნალო საშუალების პერორალური მიღების შემდეგ; „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობის საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 10.27 მკგ/ლ˚სთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ნისტაფური
სამკურნალო საშუალების დასახელება
ნისტაფური, Nystafur
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
ნიფურატელი + ნისტატინი
Nifuratel + Nystatin
ნაერთი
1გ კრემი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ნიფურატელი 100 მგ, ნისტატინი 40000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: ქსალიფინი 15, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, სორბიტოლის არაკრისტალიზებადი ხსნარი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტროლამინი, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალო ფორმა
კრემი ვაგინალური.
აღწერა: ერთგვაროვანი ყვითელი ფერის კრემი.
გამოყენების ჩვენებები
ნისტაფური ნაჩვენებია შერეული ეტიოლოგიის ვაგინიტების (ბაქტერიული, სოკოვანი და ტრიქომონადული), ბაქტერიული ვაგინოზისა და გარე სასქესო ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ, ასევე მცირე გინეკოლოგიური ჩარევების დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
გამოყენების მეთოდი და დოზები
დოზირება
რეკომენდებული დოზა მწვავე ინფექციის დროს არის 2,5გრ კრემი დღე-ღამეში ერთხელ საღამოს; თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 დღეს.
რეკომენდებული დოზა ქრონიკული და მორეციდივე ინფექციების დროს არის 2,5გრ კრემი 2-ჯერ დღე-ღამეში; თერაპიის ხანგრძლივობაა 10-12 დღე.
ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკულ ვაგინალურ, უროგენიტალურ და ტრიქომონადულ ინფექციებთან ერთად აქვთ სოკოვანი ინფექციები ან ეჭვი სოკოვან სუპერინფექციაზე, აგრეთვე ვაგინალური ინფექციების მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საერთო დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ანემია, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.), ადგილობრივი მკურნალობასთან ერთად რეკომენდებულია ნიფურატელის პერორალური ფორმებით შესაბამისი დოზებით თერაპიის ჩატარება.
ადგილობრივი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მენსტრუაციის გამო მისი დამთავრების შემდეგ კურსი უნდა გაგრძელდეს.
გამონადენი ხელს არ უშლის ადგილობრივ თერაპიას.
გამოყენების წესი
კრემის საჭირო დოზა შეჰყავთ ინტრავაგინალურად გრადუირებული აპლიკატორის (შპრიცის) გამოყენებით.
აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია
აპლიკატორი გაუკეთეთ კრემის ტუბს, ტუბზე დაჭერით გამოიღეთ კრემის საჭირო რაოდენობა (2,5 გ ნიშნულამდე). განაცალკევეთ აპლიკატორი ტუბისაგან, შეიყვანეთ აპლიკატორი საშოს ზედა ნაწილში, გამოდევნეთ აპლიკატორის შიგთავსი ღერძზე დაჭერით.
საჭიროების შემთხვევაში კრემის წასმა შესაძლებელია გარე სასქესო ორგანოებზეც.
დოზირებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კრემის მცირე რაოდენობა, რომელიც რჩება აპლიკატორში პრეპარატის გამოყენების შემდეგ.
გამოყენების შემდეგ, აპლიკატორი კარგად უნდა გაირეცხოს პრეპარატის შემდეგი გამოყენებისთვის მომზადების მიზნით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაციით ადგილობრივი თერაპიის დროს , განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში ნისტაფურის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ტრიქომონადული და მორეციდივე ინფექციების დროს ასევე აუცილებელია იმავროულად ჩატარდეს სქესობრივი პარტნიორის შესაბამისი მკურნალობაც. ნისტაფურის გამოყენების პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან.
დამხმარე ნივთიერებები
ნისტაფური შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელთაგანაც თითოეულმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).
ნისტაფური შეიცავს პროპილენგლიკოლს (50 მგ 1 გ კრემზე), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თავი უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა ღია ჭრილობებზე ან დაზიანებული კანის დიდ უბნებზე (მაგალითად, დამწვრობაზე).
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაციის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნიფურატელის ტოქსიკური მოქმედება ემბრიონის განვითარებაზე არ ყოფილა აღმოჩენილი, ასევე დადგინდა, რომ ნისტატინი არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის.
ორსულობის დროს ნისტაფურის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას.
ლაქტაცია
ადგილობრივი გამოყენების დროს ნიფურატელისა და ნისტატინის სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ რაოდენობით, რომლითაც დედის რძე შეიძლება შეიცავდეს სამკურნალო საშუალებებს, მათ მოახდინონ გავლენა ბავშვზე. თუმცა, არ არსებობს ზუსტი მონაცემები ნიფურატელის და ნისტატინის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ.
ძუძუთი კვების დროს ნისტაფურის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის სამკურნალო საშუალების სარგებლობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ადამიანებში ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (დერმატიტი, ჭინჭრის ციება).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ძალიან იშვიათად - წვის შეგრძნება და ქავილი საშოში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ სამკურნალო საშუალებაზე პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაციამიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
სამკურნალო პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვის დროს რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში, გარდა კორტიკოსტეროიდების შემცველი კომბინირებული პრეპარატებისა . ანტიბიოტიკები. ნისტატინი, კომბინაციები. ათქ კოდი: G01AA51 .
ნიფურატელი წარმოადგენს სინთეზურ ქიმიოთერაპიულ საშუალებას ნიტროფურანის ჯგუფიდან მოქმედების ფართო სპექტრით, რომელიც გამოიყენება ძირითადად უროგენიტალური ინფექციების სამკურნალოდ. ნიტროფურანების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი; ისინი ანადგურებენ ციტოპლაზმურ მემბრანას, არღვევენ ცილების ბიოსინთეზს და აინჰიბირებენ ციტოქრომ C-ის აღდგენის პროცესს. ნიფურატელს გააჩნია უპირატესად ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ბევრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან როგორც მოსვენების სტადიაზე, ასევე გამრავლების სტადიაზე. ასევე აქვს ანტიპროტოზოული (Trichomonas vaginalis) და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ნისტატინი არის პოლიენური ანტიბიოტიკი, რომელიც პროდუცირდება Streptomyces noursei-ს შტამის მიერ. სოკოვანი ინფექციების გამომწვევების უჯრედულ მემბრანაში სტეროლებთან შეკავშირებით ის არღვევს მის გამტარიანობის უნარს და სატრანსპორტო ფუნქციებს , რაც იწვევს მაკრომოლეკულების და იონების შემდგომ გამოყოფას უჯრედიდან. ნისტატინს გააჩნია ფუნგისტატიკური, ხოლო მაღალი დოზებით ფუნგიციდური მოქმედება, ის განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოებით.
ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია უზრუნველყოფს სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და ტრიქომონადოციდულ ეფექტს შერეული ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს, და აგრეთვე საშოში ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადგილობრივი გამოყენებისას, მრავალჯერადი გამოყენების შემდეგაც კი, პრეპარატი პრაქტიკულად არ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.
ნიფურატელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მისი ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ არ იძლევა ყველა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრის შეფასების საშუალებას: სისხლის პლაზმაში ნიფურატელის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 4,54 მკგ/ლ, რაც უფრო დაბალია, ვიდრე სამკურნალო საშუალების პერორალური მიღების შემდეგ, თანაც ის მიიღწეოდა 8 საათით უფრო გვიან, ვიდრე სამკურნალო საშუალების პერორალური მიღების შემდეგ; „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობის საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 10.27 მკგ/ლ˚სთ.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ვაგინალური კრემი 30გ ალუმინის ტუბში ეპოქსიდური საფარით, დახურული გარსით, ხრახნიანი თავსახურით.
1 ტუბი აპლიკატორით (შპრიცით) და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულების დროს
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა გიქნას უტილიზებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
«უორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი
(15 თემუზი მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N: 50, გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული )
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


