დომპერიდონი ABC
Domperidone ABC
- მოქმედი ნივთიერება
- დომპერიდონი (domperidone)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- ICE S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
- ATC კოდი
- A03FA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045912
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2026, მოქმედებს 15 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
დომპერიდონი ABC — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) დომპერიდონის ან პრეპარატ დომპერიდონი ABC-ს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
გაქვთ სისხლდენა კუჭიდან ან რეგულარულად გაქვთ ძლიერი მუცლის ტკივილი ან ქრონიკულად შავი ფერის განავალი;
გაქვთ ნაწლავის დახშობა ან პერფორაცია;
გაქვთ ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა);
გაქვთ საშუალო ან მძიმე ხარისხის ღვიძლის დაავადება;
ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამა) აღინიშნება გულის პრობლემები, რომელსაც ეწოდება “გახანგრძლივებული QT ინტერვალი”;
გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემა, რომლის დროსაც თქვენი გული სათანადოდ ვერ ტუმბავდა სისხლს მთელს ორგანიზმში (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება გულის უკმარისობა);
გაქვთ პრობლემა, რომელიც იწვევს სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონის დაქვეითებას, ან კალიუმის დონის მომატებას;
- ღებულობთ სხვადასხვა პრეპარატებს (იხილეთ პუნქტი “სხვა პრეპარატები“)
- გაქვთ ან შეიძლება გქონდეს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე (ფეოქრომოციტომა), რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის გაზრდა.
სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს თუ:
გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხილეთ “არ მიიღოთ დომპერიდონი ABC”);
გაქვთ თირკმლის პრობლემები (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან უკმარისობა). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ თქვენს ექიმს, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დოზის შემცირება, ან ამ პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება. თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ რეგულარულ გამოკვლევებს.
დომპერიდონი შეიძლება იყოს დაკავშირებული გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს 60 წლის ზევით პაციენტებში ან 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. რისკი ასევე იმატებს სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ პარალელურად ღებულობთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს (სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები) და/ან გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი/აივ ინფექცია (იხილეთ „სხვა პრეპარატები და დომპერიდონი ABC“)
დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით.
დომპერიდონის მიღებისას, დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ გულის რითმის დარღვევებს, როგორიცაა პალპიტაციები, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა. ასეთ შემთხვევებში, დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
35 კილოზე ნაკლები წონის მოზარდები და ბავშვები
დომპერიდონი ABC არ უნდა მიეცეს 12 წლის ასაკის ბავშვების და მოზარდებს, რომლებიც იწონიან 35კგ-ზე ნაკლებს ან ნებისმიერ 12 წლამდე ასაკის ბავშვს, რადგანაც პრეპარატი არარის ეფექტური ამ ასაკის ჯგუფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნუ მიიღებთ დომპერიდონი ABC-ს, თუ თქვენ ღებულობთ შემდეგი დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს:
სოკოვანი ინფექციები, მაგ. პენტამიდინი ან აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით იტრაკონაზოლი, პერორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;
ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი, პენტამიდინი (ესენი არიან ანტიბიოტიკები);
გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, იბუტილიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი);
ფსიქოზები (მაგ. ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
დეპრესია (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
კუჭ-ნაწლავის დაავადებები (მაგ. ცისაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);
ალერგია (მაგ. მექვიტაზინი, მიზოლასტინი);
მალარია (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
შიდსი/აივ, როგორიც არის რიტონავირი ან საქვინავირი (ესენი წარმოადგენენ პროტეაზას ინჰიბიტორებს);
C ჰეპატიტი (მაგ. ტელაპრევირი);
სიმსივნე (მაგ. ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი).
ნუ მიიღებთ დომპერიდონი ABC-ს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს (მაგ. ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი).
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ინფექციის, გულის პრობლემების, შიდსი/აივ-ის ან პარკინსონის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.
დომპერიდონი ABC და აპომორფინი
დომპერიდონის და აპომორფინის ერთდროულად გამოყენებამდე ექიმი უნდა დარწმუნდეს რომ თქვენთვის უსაფრთხოა მათი ერთდროულად მიღება. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან სპეციალისტს. იხილეთ აპომორფინის ინსტრუქცია.
მნიშვნელოვანია კითხოთ ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა დომპერიდონი ABC თქვენთვის უსაფრთხო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
დომპერიდონი ABC საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ დომპერიდონი ABC ჭამამდე, ვინაიდან ჭამის შემდეგ მიღებისას პრეპარატის აბსორბცია უმნიშვნელოდ მცირდება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უცნობია არის თუ არა უსაფრთხო დომპერიდონი ABC ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად, ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
ლაქტაცია
დომპერიდონის მცირე რაოდენობა შეიძლება აღმოჩნდეს დედის რძეში. დომპერიდონი ABC-მ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვილის გულზე. დომპერიდონი ABC გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი. ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დომპერიდონი ABC-ს მიღების შემდეგ ზოგიერთი პაციენტი უჩიოდა თავბრუსხვევას ან ძილიანობას. მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მექანიზმებთან მუშაობას დომპერიდონი ABC-ით მკურნალობის დროს, ვიდრე არ გაიგებთ როგორ მოქმედებს დომპერიდონი ABC თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დომპერიდონი ABC-ს კომპონენტების შესახებ
დომპერიდონი ABC შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით ექიმის მიერ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
დომპერიდონი ABC შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითი ტაბლეტში, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ რომ არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.
- როგორ მიიღება დომპერიდონი ABC
თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად, მკაცრად დაიცავით ეს ინსტრუქციები.
მიიღეთ დომპერიდონი ABC ჭამამდე, ვინაიდან ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში ამ პრეპარატის აბსორბცია მცირდება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
სიმპტომები ჩვეულებრივ გაივლის პრეპარატის მიღებიდან 3-4 დღეში. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ მიიღებთ დომპერიდონი ABC-ს 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოზრდილები და 12 წლის ან ზევით ან 35კგ-ზე მეტი წონის მოზარდები
ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი სამჯერ დღეში, სასურველია ჭამამდე. მიიღეთ ტაბლეტი მცირე რაოდენობით წყალთან ან სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ. ნუ მიიღებთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტს.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დომპერიდონი ABC
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დომპერიდონი ABC, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მოწამვლის ცენტრს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ მონიტორინგი, ვინაიდან არსებობს გულის პრობლემის სახელწოდებით „QT ინტერვალის გახანგრძლივების ალბათობა.
ინფორმაცია ექიმებისთვის: რეკომენდებულია პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებების გატარება. ექსტრაპირამიდული დარღვევების საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია ანტიქოლინერგული, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.
თუ თქვენ დაგავიწყდათ დომპერიდონი ABC მიღება
მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მას და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდით მოვლენების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში):
სახის, მკლავების ან ფეხების უნებლიე მოძრაობები, გადაჭარბებული კანკალი, შებოჭილობა ან კუნთების სპაზმი.
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
გულყრები
ისეთი ტიპის რეაქცია, რომელიც ვლინდება მიღებიდან მოკლე დროში და გამოხატულია გამონაყარით, ქავილით, სუნთქვის უკმარისობით და/ან სახის შეშუპებით
ძლიერი ჰიპერსენსიტიურობის რეაქცია, რომელიც ვლინდება მიღებიდან მოკლე დროში და და ხასიათდება ჭინჭრის ციებით, ქავილით, შეწითლებით, გონების დაბინდვით, სუნთქვის უკმარისობით სხვა შესაძლო სიმპტომებთან ერთად
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან არახშირი გულის რითმი); აღნიშნულის განვითარების შემთხვევში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. დომპერიდონი შეიძლება იყოს დაკავშირებული გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს 60 წლის ზევით პაციენტებში ან დღეში 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. დომპერიდონის მიღება საჭიროა ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით.
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ დომპერიდონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლები გამოვლინდა დომპერიდონი ABC მიღებისას მოცემულია ქვევით:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
პირის სიმშრალე
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
აგზნება
მღელვარება
ნევროზული მდგომარეობა
სექსის მიმართ ინტერესის დაქვეითება ან დაკარგვა
თავის ტკივილი
ძილიანობა
ფაღარათი
გამონაყარი
ქავილი
ჭინჭრის ციება
მკერდის ტკივილი
ლაქტაცია
ზოგადი სისუსტე
თავბრუსხვევის შეგრძნება
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეულებელია):
თვალების ზევით მოძრაობა
ქალებში მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა
მამაკაცებში მკერდის გადიდება
შარდვის გაძნელება
ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის ცვლილება
დაღლილი ფეხის სინდრომი (არაკომფორტული შეგრძნება, საკუთარი ფეხების მოძრაობის ძლიერი სურვილი, ხანდახან ხელების და სხეულის სხვა ნაწილებისაც).
ზოგ პაციენტს, რომლებიც იყენებდნენ დომპერიდონი ABC-ს ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, ან ისეთი დოზებით, რომლებიც მოითხოვდნენ სამედიცინო მონიტორინგს, განუვითარდათ შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები:
მოუსვენრობა, მკერდის შეშუპება ან გადიდება, უჩვეულო გამონადენი მკერდიდან, ქალებში არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ლაქტაციის გაძნელება, დეპრესია, ჰიპერსენსიტიურობა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნულ ცენტრს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ შევინახოთ დომპერიდონი ABC
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ დომპერიდონი ABC-ს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა “EXP.” მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს, სადაც პირველი ციფრები მიუთითებს თვეს, ხოლო შემდეგი - წელს.
შეინახეთ ტაბლეტები არაუმეტეს 25° C ტემპერატურის პირობებში.
ნუ გადაყრით პრეპარატის ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნაგავში ან ჩამდინარე წყლებში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების მიზნით რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს დაეხმრება გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
რა არის დომპერიდონი ABC და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი გამოიყენება გულისრევის (გულძმარვა) და ღებინების (შეუძლოდ ყოფნა) სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში (12 წლის და მეტი ასაკის, 35კგ და მეტი წონით).
- რა უნდა იცოდეთ დომპერიდონი ABC-ს გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
დომპერიდონი ABC 10მგ ტაბლეტები
დომპერიდონი
გენერიკული სამკურნალო საშუალება
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი:
- რა არის დომპერიდონი ABC და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დომპერიდონი ABC-ს გამოყენებამდე
- როგორ მიიღება დომპერიდონი ABC
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- დომპერიდონი ABC-ს შენახვის წესი
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის დომპერიდონი ABC და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი გამოიყენება გულისრევის (გულძმარვა) და ღებინების (შეუძლოდ ყოფნა) სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში (12 წლის და მეტი ასაკის, 35კგ და მეტი წონით).
- რა უნდა იცოდეთ დომპერიდონი ABC-ს გამოყენებამდე
არ მიიღოთ დომპერიდონი ABC თუ თქვენ:
ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) დომპერიდონის ან პრეპარატ დომპერიდონი ABC-ს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
გაქვთ სისხლდენა კუჭიდან ან რეგულარულად გაქვთ ძლიერი მუცლის ტკივილი ან ქრონიკულად შავი ფერის განავალი;
გაქვთ ნაწლავის დახშობა ან პერფორაცია;
გაქვთ ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა);
გაქვთ საშუალო ან მძიმე ხარისხის ღვიძლის დაავადება;
ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამა) აღინიშნება გულის პრობლემები, რომელსაც ეწოდება “გახანგრძლივებული QT ინტერვალი”;
გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემა, რომლის დროსაც თქვენი გული სათანადოდ ვერ ტუმბავდა სისხლს მთელს ორგანიზმში (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება გულის უკმარისობა);
გაქვთ პრობლემა, რომელიც იწვევს სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონის დაქვეითებას, ან კალიუმის დონის მომატებას;
- ღებულობთ სხვადასხვა პრეპარატებს (იხილეთ პუნქტი “სხვა პრეპარატები“)
- გაქვთ ან შეიძლება გქონდეს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე (ფეოქრომოციტომა), რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის გაზრდა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს თუ:
გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხილეთ “არ მიიღოთ დომპერიდონი ABC”);
გაქვთ თირკმლის პრობლემები (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან უკმარისობა). ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ თქვენს ექიმს, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დოზის შემცირება, ან ამ პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება. თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ რეგულარულ გამოკვლევებს.
დომპერიდონი შეიძლება იყოს დაკავშირებული გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს 60 წლის ზევით პაციენტებში ან 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. რისკი ასევე იმატებს სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ პარალელურად ღებულობთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს (სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები) და/ან გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი/აივ ინფექცია (იხილეთ „სხვა პრეპარატები და დომპერიდონი ABC“)
დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით.
დომპერიდონის მიღებისას, დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ გულის რითმის დარღვევებს, როგორიცაა პალპიტაციები, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა. ასეთ შემთხვევებში, დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
35 კილოზე ნაკლები წონის მოზარდები და ბავშვები
დომპერიდონი ABC არ უნდა მიეცეს 12 წლის ასაკის ბავშვების და მოზარდებს, რომლებიც იწონიან 35კგ-ზე ნაკლებს ან ნებისმიერ 12 წლამდე ასაკის ბავშვს, რადგანაც პრეპარატი არარის ეფექტური ამ ასაკის ჯგუფში.
სხვა პრეპარატები და დომპერიდონი ABC
ნუ მიიღებთ დომპერიდონი ABC-ს, თუ თქვენ ღებულობთ შემდეგი დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს:
სოკოვანი ინფექციები, მაგ. პენტამიდინი ან აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით იტრაკონაზოლი, პერორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;
ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი, პენტამიდინი (ესენი არიან ანტიბიოტიკები);
გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, იბუტილიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი);
ფსიქოზები (მაგ. ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
დეპრესია (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
კუჭ-ნაწლავის დაავადებები (მაგ. ცისაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);
ალერგია (მაგ. მექვიტაზინი, მიზოლასტინი);
მალარია (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
შიდსი/აივ, როგორიც არის რიტონავირი ან საქვინავირი (ესენი წარმოადგენენ პროტეაზას ინჰიბიტორებს);
C ჰეპატიტი (მაგ. ტელაპრევირი);
სიმსივნე (მაგ. ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი).
ნუ მიიღებთ დომპერიდონი ABC-ს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს (მაგ. ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი).
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ინფექციის, გულის პრობლემების, შიდსი/აივ-ის ან პარკინსონის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.
დომპერიდონი ABC და აპომორფინი
დომპერიდონის და აპომორფინის ერთდროულად გამოყენებამდე ექიმი უნდა დარწმუნდეს რომ თქვენთვის უსაფრთხოა მათი ერთდროულად მიღება. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან სპეციალისტს. იხილეთ აპომორფინის ინსტრუქცია.
მნიშვნელოვანია კითხოთ ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა დომპერიდონი ABC თქვენთვის უსაფრთხო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
დომპერიდონი ABC საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ დომპერიდონი ABC ჭამამდე, ვინაიდან ჭამის შემდეგ მიღებისას პრეპარატის აბსორბცია უმნიშვნელოდ მცირდება.
ორსულობა
უცნობია არის თუ არა უსაფრთხო დომპერიდონი ABC ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად, ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
ლაქტაცია
დომპერიდონის მცირე რაოდენობა შეიძლება აღმოჩნდეს დედის რძეში. დომპერიდონი ABC-მ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვილის გულზე. დომპერიდონი ABC გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს ექიმი. ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დომპერიდონი ABC-ს მიღების შემდეგ ზოგიერთი პაციენტი უჩიოდა თავბრუსხვევას ან ძილიანობას. მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მექანიზმებთან მუშაობას დომპერიდონი ABC-ით მკურნალობის დროს, ვიდრე არ გაიგებთ როგორ მოქმედებს დომპერიდონი ABC თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დომპერიდონი ABC-ს კომპონენტების შესახებ
დომპერიდონი ABC შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით ექიმის მიერ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
დომპერიდონი ABC შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითი ტაბლეტში, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ რომ არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.
- როგორ მიიღება დომპერიდონი ABC
თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად, მკაცრად დაიცავით ეს ინსტრუქციები.
მიიღეთ დომპერიდონი ABC ჭამამდე, ვინაიდან ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში ამ პრეპარატის აბსორბცია მცირდება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
სიმპტომები ჩვეულებრივ გაივლის პრეპარატის მიღებიდან 3-4 დღეში. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ მიიღებთ დომპერიდონი ABC-ს 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოზრდილები და 12 წლის ან ზევით ან 35კგ-ზე მეტი წონის მოზარდები
ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი სამჯერ დღეში, სასურველია ჭამამდე. მიიღეთ ტაბლეტი მცირე რაოდენობით წყალთან ან სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ. ნუ მიიღებთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტს.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დომპერიდონი ABC
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დომპერიდონი ABC, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მოწამვლის ცენტრს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ მონიტორინგი, ვინაიდან არსებობს გულის პრობლემის სახელწოდებით „QT ინტერვალის გახანგრძლივების ალბათობა.
ინფორმაცია ექიმებისთვის: რეკომენდებულია პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებების გატარება. ექსტრაპირამიდული დარღვევების საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია ანტიქოლინერგული, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.
თუ თქვენ დაგავიწყდათ დომპერიდონი ABC მიღება
მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მას და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდით მოვლენების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში):
სახის, მკლავების ან ფეხების უნებლიე მოძრაობები, გადაჭარბებული კანკალი, შებოჭილობა ან კუნთების სპაზმი.
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
გულყრები
ისეთი ტიპის რეაქცია, რომელიც ვლინდება მიღებიდან მოკლე დროში და გამოხატულია გამონაყარით, ქავილით, სუნთქვის უკმარისობით და/ან სახის შეშუპებით
ძლიერი ჰიპერსენსიტიურობის რეაქცია, რომელიც ვლინდება მიღებიდან მოკლე დროში და და ხასიათდება ჭინჭრის ციებით, ქავილით, შეწითლებით, გონების დაბინდვით, სუნთქვის უკმარისობით სხვა შესაძლო სიმპტომებთან ერთად
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან არახშირი გულის რითმი); აღნიშნულის განვითარების შემთხვევში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. დომპერიდონი შეიძლება იყოს დაკავშირებული გულის რითმის დარღვევების და გულის გაჩერების რისკის მომატებასთან. ეს რისკი უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს 60 წლის ზევით პაციენტებში ან დღეში 30 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში. დომპერიდონის მიღება საჭიროა ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით.
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ დომპერიდონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლები გამოვლინდა დომპერიდონი ABC მიღებისას მოცემულია ქვევით:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
პირის სიმშრალე
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
აგზნება
მღელვარება
ნევროზული მდგომარეობა
სექსის მიმართ ინტერესის დაქვეითება ან დაკარგვა
თავის ტკივილი
ძილიანობა
ფაღარათი
გამონაყარი
ქავილი
ჭინჭრის ციება
მკერდის ტკივილი
ლაქტაცია
ზოგადი სისუსტე
თავბრუსხვევის შეგრძნება
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეულებელია):
თვალების ზევით მოძრაობა
ქალებში მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა
მამაკაცებში მკერდის გადიდება
შარდვის გაძნელება
ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის ცვლილება
დაღლილი ფეხის სინდრომი (არაკომფორტული შეგრძნება, საკუთარი ფეხების მოძრაობის ძლიერი სურვილი, ხანდახან ხელების და სხეულის სხვა ნაწილებისაც).
ზოგ პაციენტს, რომლებიც იყენებდნენ დომპერიდონი ABC-ს ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, ან ისეთი დოზებით, რომლებიც მოითხოვდნენ სამედიცინო მონიტორინგს, განუვითარდათ შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები:
მოუსვენრობა, მკერდის შეშუპება ან გადიდება, უჩვეულო გამონადენი მკერდიდან, ქალებში არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ლაქტაციის გაძნელება, დეპრესია, ჰიპერსენსიტიურობა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნულ ცენტრს შემდეგ ვებგვერდზე: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ შევინახოთ დომპერიდონი ABC
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ დომპერიდონი ABC-ს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა “EXP.” მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს, სადაც პირველი ციფრები მიუთითებს თვეს, ხოლო შემდეგი - წელს.
შეინახეთ ტაბლეტები არაუმეტეს 25° C ტემპერატურის პირობებში.
ნუ გადაყრით პრეპარატის ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნაგავში ან ჩამდინარე წყლებში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების მიზნით რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს დაეხმრება გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დომპერიდონი ABC:
აქტიური ნივთიერებაა დომპერიდონი.
სხვა ინგრედიენტები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, მაგნიუმის სტეარატი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
როგორ გამოიყურება დომპერიდონი ABC და შეფუთვის შიგთავსი
დომპერიდონი ABC 10 მგ ტაბლეტები - 30 ტაბლეტი შეფუთვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ICE S.p.A.
Via Sicilia 8/10
42122 Reggio Emilia (RE), იტალია
მწარმოებელი
ICE S.p.A. - კანტონ მორეტი, 29-10015 ივრეა (ტო)- იტალია
ინსტრუქცია ბოლო განახლების თარიღი: მაისი 2026
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



