ელიქვისი
ELIQUIS
მოზრდილი პაციენტები ვენური თრომბოემბოლური გართულებების (ვთგ) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აპიქსაბანი (apixaban)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Pfizer Manufacturing Deutschland GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pfizer Ireland Pharmaceuticals(ირლანდია)), გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- B01AF02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045829
- რეგისტრირებულია
- 2 ივლისი 2026, მოქმედებს 2 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- განმცხადებელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ელიქვისი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილი პაციენტები
ვენური თრომბოემბოლური გართულებების (ვთგ) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ.
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წასფ), რომლებსაც აქვთ ერთი ან რამდენიმე ისეთი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა მანამდე გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ), ასაკი >75 წელი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის სიმპტომური უკმარისობა ფკ >II NYHA-ს (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის) კლასიფიკაციით.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა, ასევე მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა მოზრდილებში (ინფორმაცია არასტაბილური ჰემოდინამიკით ფათე-ის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ მოცემულია პარაგრაფში 4.4).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ვენური თრომბოემბოლიის (ვთგ) მკურნალობა და მორეციდივე ვენური თრომბოემბოლიის (ვთგ) პროფილაქტიკა 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
ვთგ-ის პროფილაქტიკა: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება მოზრდილებში
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში. პირველი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციიდან 12-24 საათის განმავლობაში.
მითითებულ ინტერვალში პრეპარატის მიღების დროის შერჩევისას ექიმებმა შეიძლება იხელმძღვანელონ ვთგ-ის და ჩარევის შემდეგ სისხლდენის რისკის პროფილაქტიკისთვის ანტიკოაგულაციური თერაპიის უფრო ადრე დაწყების პოტენციური სარგებლიდან გამომდინარე.
პაციენტებისთვის მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ
თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 32-დან 38 დღეს.
პაციენტებისთვის მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ
თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 10-დან 14 დღეს.
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წასფ)
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში.
დოზის შემცირება
პაციენტებისთვის წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით და სულ მცირე ორი შემდეგი რისკ-ფაქტორით - ასაკი >80 წელი, სხეულის მასა <60 კგ ან სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია >1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ) - შეადგენს 2.5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში.
თერაპია უნდა იყოს ხანგრძლივი.
ღვთ-ის მკურნალობა, ფათე-ის მკურნალობა და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა (ვთგ-ის მკურნალობა) მოზრდილებში
მწვავე ღვთ-ის და ფათე-ის სამკურნალოდ აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში, პირველი 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში. არსებული სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად ხანმოკლე მკურნალობა (არანაკლებ 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს დროებით რისკ-ფაქტორებს (მაგალითად, ახლახანს გადატანილი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა ან იმობილიზაცია).
მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში. როდესაც ნაჩვენებია მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა პრეპარატის მიღება დოზით 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში უნდა დაიწყოთ ორჯერ დღე-ღამეში 5 მგ აპიქსაბანით ან სხვა ანტიკოაგულანტით მკურნალობის 6 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ, როგორც მითითებულია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში 15 (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
ცხრილი 15. რეკომენდებული დოზა (ვთგ-ის მკურნალობა)
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
ღვთ-ის ან ფათე-ის მკურნალობა
10 მგ ორჯერ დღე-ღამეში პირველი 7 დღე
20 მგ
შემდეგ 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
10 მგ
მორეციდივე ღვთ-ის ან(და) ფათე-ის პროფილაქტიკა ღვთ-ის ან ფათე-ის მკურნალობის 6 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ.
2,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
5 მგ
თერაპიის ხანგრძლივობა ზოგადად განისაზღვრება ინდივიდუალურად, მკურნალობის სარგებლობის გულდასმით შეფასების შემდეგ სისხლდენის განვითარების რისკთან შედარებით (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).
ვთგ-ის მკურნალობა და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზარდებში
28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში აპიქსაბანით მკურნალობის დაწყება საჭიროა პარენტერალური ანტიკოაგულანტების გამოყენების დაწყებიდან სულ მცირე 5 დღის გასვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
ბავშვებსა და მოზარდებში აპიქსაბანით მკურნალობა იწყება წონის გათვალისწინებით. ცხრილში 16 წარმოდგენილია აპიქსაბანის რეკომენდებული დოზები ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის წონით >35 კგ.
ცხრილი 16. დოზირების რეკომენდაციები ვთგ-ის მკურნალობისას და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისას ბავშვებში წონით >35 კგ (საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციის შემდეგ)
1-7 დღეები
მე-8 დღე და შემდეგ
წონა (კგ)
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
≥ 35
10 მგ ორჯერ დღე-ღამეში
20 მგ
5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
10 მგ
ვთგ-ის მკურნალობის რეკომენდაციების თანახმად ბავშვთა ასაკის პაციენტებში თერაპიის ხანგრძლივობა ზოგადად უნდა იყოს პერსონალიზირებული მკურნალობის სარგებლისა და სისხლდენის განვითარების რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).
პრეპარატის მიღების გამოტოვება მოზრდილ პაციენტებში და ბავშვთა ასაკის პაციენტებში
გამოტოვებული დილის დოზა უნდა იქნას მიღებული პრეპარატის მიღების გამოტოვების გახსენებისთანავე; დილის დოზის მიღება შეიძლება საღამოს დოზასთან ერთად. გამოტოვებული საღამოს დოზის მიღება შეიძლება მხოლოდ იმავე დღის საღამოს: პაციენტმა არ უნდა მიიღოს ორი დოზა მეორე დღის დილით. მეორე დღეს პაციენტმა უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი დოზის მიღება ორჯერ დღე-ღამეში რეკომენდაციების დაცვით.
პრეპარატის შეცვლა
პარენტერალური ანტიკოაგულანტებით თერაპიიდან ელიქვისზე (და პირიქით) გადასვლა შეიძლება შემდეგი დოზის დაგეგმილი მიღების დროს (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). ამ პრეპარატების ერთდროულად მიღება მიზანშეწონილი არ არის.
K ვიტამინის ანტაგონისტებით (Kვა) თერაპიიდან გადასვლა ელიქვისზე
პაციენტების გადაყვანისას K ვიტამინის ანტაგონისტებით (Kვა) თერაპიიდან ელიქვისზე, უნდა შეწყდეს ვარფარინის ან K ვიტამინის სხვა ანტაგონისტების მიღება და დაწყებული იქნას ელიქვისის მიღება, როდესაც საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობა იქნება 2-ზე ნაკლები.
გადასვლა ელიქვისით თერაპიიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე
პაციენტების გადაყვანისას ელიქვისით თერაპიიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე ელიქვისის მიღება უნდა გაგრძელდეს K ვიტამინის ანტაგონისტით თერაპიის დაწყებიდან სულ მცირე ორი დღის განმავლობაში. ელიქვისისა და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთდროულად გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ უნდა განისაზღვროს სნთ ელიქვისის მიღების სქემით მომდევნო დოზის მიღებამდე. ელიქვისისა და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთდროულად მიღება უნდა გაგრძელდეს სნთ-ის ≥2.0 მნიშვნელობის მიღწევამდე.
ბავშვთა ასაკის პაციენტებთან დაკავშირებით მონაცემები არ არის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ვთგ-ის პროფილაქტიკა და ვთგ-ის მკურნალობა - პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“ და “ფარმაკოკინეტიკა“).
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია - პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება დოზის შემცირების საჭიროების კრიტერიუმებს (იხ. „დოზის შემცირება“ პარაგრაფის „გამოყენების წესი და დოზები“ დასაწყისში).
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
მოზრდილი პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე მოზრდილი პაციენტების მიმართ მოქმედებს შემდეგი რეკომენდაციები:
ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ (ვთგ-ის პროფილაქტიკა), ღვთ-ის მკურნალობისთვის, ფათე-ის მკურნალობისთვის და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის (ვთგ-ის მკურნალობა) დოზის კორექტირებას არ საჭიროებს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“);
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით და შრატში კრეატინინის დონით >1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ), >80 წლის ასაკთან ან <60 კგ წონასთან ერთად, საჭიროა დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი „დოზის შემცირება“ ზემოთ). დოზის შემცირების სხვა კრიტერიუმების (ასაკი, სხეულის მასა) არარსებობისას, დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მოზრდილი პაციენტების მიმართ მოქმედებს შემდეგი რეკომენდაციები (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“):
ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ (ვთგ-ის პროფილაქტიკა), ღვთ-ის მკურნალობისთვის, ფათე-ის მკურნალობისთვის და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის (ვთგ-ის მკურნალობა) აპიქსაბანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით;
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით პაციენტებმა უნდა მიიღონ აპიქსაბანის შემცირებული დოზა 2,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში.
<15 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში აპიქსაბანის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
მოზრდილ პაციენტებში მონაცემებისა და ბავშვთა ასაკის პაციენტებში შეზღუდული მონაცემების თანახმად (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“) თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. აპიქსაბანის მიღება არ არის რეკომენდებული თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ელიქვისის მიღება უკუნაჩვენებია მოზრდილი პაციენტებისთვის ღვიძლის დაავადებით კოაგულოპათიის და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკის თანხლებით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით (კლასი A და B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით). ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობის (ალტ/ასტ-ის ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად მომატება) ან საერთო ბილირუბინის ნორმის ზედა ზღვარზე 1.5-ჯერ ან მეტად მომატების შემთხვევაში პაციენტები არ ჩართეს კლინიკურ კვლევებში. ამიტომ, პაციენტების ამ ჯგუფში, ელიქვისი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
ელიქვისის მიღების დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში აპიქსაბანის გამოყენება არ არის შესწავლილი.
სხეულის მასა
ვთგ-ის პროფილაქტიკა და მკურნალობა - მოზრდილებში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია - დოზის კორექტირება საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება დოზის შემცირების აუცილებლობის კრიტერიუმებს (იხ. პარაგრაფი „დოზის შემცირება“ პარაგრაფის „გამოყენების წესი და დოზები“ დასაწყისში).
ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობისა და პროფილაქტიკისას გამოიყენება აპიქსაბანის ფიქსირებული დოზა, რომელიც დამოკიდებულია სხეულის მასაზე (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
სქესი
პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კათეტერული აბლაცია (წასფ)
პაციენტებს შეუძლიათ გააგრძელონ აპიქსაბანის მიღება კათეტერული აბლაციის დროს (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “განსაკუთრებული მითითებები“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოვერსია
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ კარდიოვერსიას, შეიძლება აპიქსაბანით მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება.
პაციენტებში, რომლებიც ადრე არ ღებულობდნენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით, მარცხენა წინაგულის თრომბოზის არსებობა უნდა გამოირიცხოს ვიზუალიზაციის მეთოდით (მაგალითად, ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (ტეექოკგ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)), კარდიოვერსიის ჩატარებამდე დადგენილი სამედიცინო მითითებების შესაბამისად.
პაციენტებში, რომლებიც იწყებენ აპიქსაბანით მკურნალობას, ადეკვატური ანტიკოაგულანტური მოქმედების უზრუნველსაყოფად უნდა იქნას გამოყენებული 5 მგ დოზა ორჯერ დღე-ღამეში არანაკლებ 2,5 დღის განმავლობაში (5 ერთჯერადი დოზა) კარდიოვერსის ჩატარებამდე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“). დოზირების რეჟიმი უნდა შემცირდეს აპიქსაბანის 2.5 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში არანაკლებ 2,5 დღის განმავლობაში (5 ერთჯერადი დოზა), თუ პაციენტი აკმაყოფილებს პრეპარატის დოზის შემცირების კრიტერიუმებს (იხ. ზემოთ ქვეპუნქტები „დოზის შემცირება“ და „პაციენტები თირკმელების უკმარისობით“).
თუ კარდიოვერსია საჭიროა აპიქსაბანის 5 დოზის მიღებამდე, უნდა იქნას გამოყენებული საწყისი დამტვირთავი დოზა 10 მგ, შემდეგ 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში. დამტვირთავი დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე და შემდეგ 2.5 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში (იხ. ზემოთ ქვეპუნქტები „დოზის შემცირება“ და „პაციენტები თირკმელების უკმარისობით“), თუ პაციენტი პასუხობს დოზის შემცირების კრიტერიუმებს. საწყისი დამტვირთავი დოზა უნდა იქნას მიღებული კარდიოვერსიამდე მინიმუმ 2 საათით ადრე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
ყველა პაციენტისთვის, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია, პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია დადასტურების მიღება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობდა აპიქსაბანს დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის დანიშვნისა და მისი ხანგრძლივობის გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას დადგენილი რეკომენდაციები ანტიკოაგულანტების გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია.
პაციენტები წასფ-ით და მწვავე კორონარული სინდრომით (მკს) და/ან პერკუტანული კორონარული ჩარევით (პკჩ)
არსებობს აპიქსაბანის რეკომენდებული დოზებით მკურნალობის შეზღუდული გამოცდილება წასფ-ის მქონე პაციენტებში ანტიაგრეგანტებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას პაციენტებში მკს-ით და/ან პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პკჩ ჰემოსტაზის მიღწევის შემდეგ (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“ და “ფარმაკოდინამიკა“).
ბავშვები
28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ელიქვისის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ისეთი ჩვენებით, რომლებიც არ ითვალისწინებს ვთგ-ის მკურნალობას და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკას, დადგენილი არ არის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ახალშობილების სამკურნალოდ და სხვა ჩვენებით არ არსებობს (ასევე, იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
შესაბამისად, არ არის რეკომენდებული პრეპარატ ელიქვისის გამოყენება ახალშობილების და 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ ვთგ-ის მკურნალობის და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისგან განსხვავებული ჩვენებით.
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში „თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის“ ჩვენებით ელიქვისის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. დღეისათვის არსებული მონაცემები თრომბოემბოლიის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით წარმოდგენილია პარაგრაფში “ფარმაკოდინამიკა“, თუმცა მათ საფუძველზე დოზირების რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია.
მიღების წესი მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში
პერორალურად მისაღებად, პრეპარატ ელიქვისის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, ელიქვისის ტაბლეტები შეიძლება დაიფშვნას და სუსპენდირებული იქნას წყალში, გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში ან ვაშლის წვენში ან შერეული იქნას ვაშლის ფაფაში უშუალოდ მიღების წინ (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“). ალტერნატივის სახით, ელიქვისის ტაბლეტები შეიძლება დაიფშვნას და სუსპენდირებული იქნას 60 მლ წყალში ან გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში და მიღებული სუსპენზია დაუყოვნებლივ იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.
ელიქვისის დაფშვნილ ტაბლეტებში მოქმედი ნივთიერება სტაბილურია 4 საათამდე პერიოდში წყალში, გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში და ვაშლის ფაფაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში “შემადგენლობა“.
კლინიკურად გამოხატული აქტიური სისხლდენა
ღვიძლის დაავადება, რომელსაც თან ახლავს კოაგულოპათია და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკი (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“)
დაზიანება ან მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვანი სისხლდენის გამოხატულ რისკთან, მაგალითად კნტ-ის აქტიური ან ბოლო დროს განვითარებული წყლული, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები სისხლდენის მაღალი რისკით, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ბოლოდროინდელი ტრავმა, ახლო წარსულში გადატანილი ოპერაცია თავის ტვინზე, ზურგის ტვინზე ან თვალებზე, ბოლოდროინდელი ქალასშიდა სისხლდენა, საყლაპავის ვენების ცნობილი ვარიკოზული გაგანიერება ან მასზე ეჭვის არსებობა, სისხლძარღვების განვითარების არტერიოვენური პათოლოგიები, სისხლძარღვთა ანევრიზმა ან ზურგის ტვინის ან ინტრაცერებრულ სისხლძარღვთა პათოლოგიური მდგომარეობები
ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულაციურ საშუალებასთან, მაგალითად, არაფრაქციულ ჰეპარინთან (აფჰ), დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინებთან (ენოქსაპარინი, დალტეპარინი და სხვა), ჰეპარინის წარმოებულებთან (ფონდაპარინუქსი და სხვა), პერორალურ ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი, და სხვა) ერთდროულად გამოყენება, გარდა ანტიკოაგულანტებით თერაპიაზე გადასვლის შემთხვევებისა (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“), როდესაც აფჰ შეიყვანება დოზებში, რომლებიც აუცილებელია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად, ან აფჰ გამოიყენება კათეტერული აბლაციის დროს წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობისას (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითებები“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
CYP3A4-ის და P-gp-ის ინჰიბიტორები
აპიქსაბანის ერთდროულად მიღება კეტოკონაზოლთან (400 მგ ერთხელ დღე-ღამეში), რომელიც არის CYP3A4-ის და P-gp-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, იწვევდა აპიქსაბანის AUC საშუალო მნიშვნელობის გაზრდას 2-ჯერ და აპიქსაბანის Cmax საშუალო მნიშვნელობის გაზრდას 1,6-ჯერ.
აპიქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სისტემური მკურნალობა CYP3A4-ისა და P-gp-ის ძლიერი ინჰიბიტორებით, როგორიცაა აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი) (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).
მოსალოდნელია, რომ აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ ითვლება CYP3A4-ისა და P-gp-ის ძლიერ ინჰიბიტორებად (მაგალითად, ამიოდარონი, კლარითრომიცინი, დილთიაზემი, ფლუკონაზოლი, ნაპროქსენი, ქინიდინი, ვერაპამილი), ნაკლებად გაზრდიან პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაციას. არ არის საჭირო აპიქსაბანის დოზის კორექცია იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც არ წარმოადგენენ CYP3A4-ისა და P-gp- ის ძლიერ ინჰიბიტორებს. მაგალითად, დილთიაზემი (დოზით 360 მგ ერთხელ დღე-ღამეში), რომელიც ითვლება CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორად და P-gp-ის სუსტ ინჰიბიტორად, იწვევს აპიქსაბანის AUC საშუალო მნიშვნელობების 1.4-ჯერ ზრდას და Cmax საშუალო მნიშვნელობის 1.3-ჯერ ზრდას. ნაპროქსენი (500 მგ, ერთჯერადი დოზა), რომელიც არის P-gp-ის ინჰიბიტორი, მაგრამ არ ახდენს CYP3A4-ის ინჰიბირებას, ზრდის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობებს შესაბამისად, 1.5 და 1.6-ჯერ. კლარითრომიცინი (დოზით 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში), P-gp-ის ინჰიბიტორი და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი, იწვევდა აპიქსაბანის AUC-ისა და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობების ზრდას შესაბამისად 1.6 და 1.3-ჯერ.
CYP3A4-ის და P-gp-ის ინდუქტორები
აპიქსაბანის ერთდროულმა გამოყენებამ რიფამპიცინთან - CYP3A4-ისა და P-gp-ის ძლიერ ინდუქტორთან - გამოიწვია აპიქსაბანის AUC-ისა და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობების შემცირება შესაბამისად 54% და 42%-ით. აპიქსაბანის ერთდროულად გამოყენება CYP3A4-ისა და P-gp-ის სხვა ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტალთან ან კრაზანას პრეპარატებთან) შეიძლება ასევე იწვევდეს აპიქსაბანის კონცენტრაციის დაქვეითებას სისხლის პლაზმაში. ასეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აპიქსაბანის დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ თერაპიას CYP3A4 და P-gp-ის ძლიერი ინდუქტორებით, აპიქსაბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ, ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის წასფ-ის მქონე პაციენტებში და მორეციდივე ღვთ-ისა და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის.
აპიქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვთ-ისა და ფათე-ის მკურნალობისათვის პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ სისტემურ მკურნალობას CYP3A4-ის და P- gp-ის ძლიერი ინდუქტორებით, რადგან მისი ეფექტიანობა შეიძლება შემცირებული იყოს (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
ანტიკოაგულანტები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, სუსი/სნუსი და აასს
სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის გამო, ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულანტთან ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია, გარდა ანტიკოაგულანტით მკურნალობის შეცვლის, განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც აფჰ გამოიყენება ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის გამტარიანობის უზრუნველმყოფელი დოზით, ან როდესაც აფჰ გამოიყენება კათეტერული აბლაციის დროს წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
ენოქსაპარინის (40 მგ ერთჯერადად) და აპიქსაბანის (5 მგ ერთჯერადად) ერთდროულად გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ადიტიური ეფექტი ანტიფაქტორი Xa-ს აქტივობის მიმართ.
აპიქსაბანის მიღებისას ასმ-სთან დოზით 325 მგ ერთხელ დღე-ღამეში ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.
აპიქსაბანის ერთდროულად გამოყენებისას კლოპიდოგრელთან (75 მგ ერთხელ დღე-ღამეში), 75 მგ დოზით კლოპიდოგრელის და ერთხელ დღე-ღამეში 162 მგ დოზით ასმ-ს კომბინაციასთან, ან პრასუგრელთან (60 მგ, ხოლო შემდეგ 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთად I ფაზის კვლევებში არ დაფიქსირებულა სისხლდენის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა ან თრომბოციტების აგრეგაციის შემდგომი დათრგუნვა აპიქსაბანის გარეშე ანტითრომბოციტული საშუალებების გამოყენებასთან შედარებით. სისხლის შედედების მაჩვენებლების (პდ, სნთ და ანთდ) ზრდა შეესაბამებოდა მხოლოდ აპიქსაბანის გამოყენებისას მიღებულ შედეგებს.
P-gp ინჰიბიტორის ნაპროქსენის (500 მგ) გამოყენებამ გამოიწვია აპიქსაბანის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობების გაზრდა შესაბამისად, 1.5 და 1.6-ჯერ. აღინიშნებოდა სისხლის შედედების ანალიზების შედეგების შესაბამისი ზრდა აპიქსაბანის მიღებისას. არ ყოფილა დაფიქსირებული ნაპროქსენის გავლენის რაიმე ცვლილება თრომბოციტების აგრეგაციაზე, რომელიც გამოწვეული იყო არაქიდონის მჟავათი, და არ დაფიქსირებულა სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა აპიქსაბანისა და ნაპროქსენის ერთდროულად გამოყენების შემდეგ.
მიუხედავად ამ მონაცემებისა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს უფრო გამოხატილი ფარმაკოდინამიკური რეაქცია აპიქსაბანის სხვა ანტითრომბოციტულ პრეპარატებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში. აპიქსაბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სუსი/სნუსი, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს), ასმ და/ან P2Y12-ის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, რადგან ეს სამკურნალო საშუალებები ჩვეულებრივ ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“).
პრეპარატის თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორებთან (როგორიცაა GPIIb/IIIa რეცეპტორის ანტაგონისტები, დიპირიდამოლი, დექსტრანი ან სულფინპირაზონი) ან თრომბოლიზურებთან ერთდროული გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ვინაიდან მსგავსი პრეპარატები ზრდის სისხლდენის რისკს, მათი ერთდროულად გამოყენება აპიქსაბანთან არ არის რეკომენდებული (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“).
სხვა თანმხლები თერაპია
აპიქსაბანის ატენოლოლთან ან ფამოტიდინთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. 10 მგ დოზით აპიქსაბანის და 100 მგ დოზით ატენოლოლის ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან მოქმედებას აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკაზე. ორი პრეპარატის ერთად მიღების შემდეგ, აპიქსაბანის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები იყო 15%-ით და 18%-ით უფრო დაბალი, ვიდრე მხოლოდ აპიქსაბანის მიღებისას. 10 მგ დოზით აპიქსაბანის და 40 მგ დოზით ფამოტიდინის ერთდროულად მიღება არ ახდენდა გავლენას აპიქსაბანის AUC ან Cmax მნიშვნელობებზე.
აპიქსაბანის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
აპიქსაბანის in vitro კვლევებში არ იყო გამოვლენილი მაინჰიბირებელი მოქმედება CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტების აქტივობაზე (IC50 (ინჰიბირების 50%-იანი კოეფიციენტი) >45 მკმ) და გამოვლენილი იყო სუსტი მაინჰიბირებელი ეფექტი CYP2C19-ის აქტივობაზე (IC50 >20 მკმ) ისეთი კონცენტრაციების დროს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ პაციენტებში დაფიქსირებულ მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში. აპიქსაბანი არ წარმოადგენდა CYP1A2-ს, CYP2B6-ს და CYP3A4/5-ის ინდუქტორს 20 მკმ-მდე კონცენტრაციებში. ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ ერთდროულად გამოყენებისას აპიქსაბანი არ შეცვლის იმ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლურ კლირენსს, რომელთა მეტაბოლიზმშიც მონაწილეობენ ეს ფერმენტები. აპიქსაბანი მნიშვნელოვანი ხარისხით არ აინჰიბირებს P-gp-ს.
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში, როგორც აღწერილია ქვემოთ, აპიქსაბანი მნიშვნელოვანი ხარისხით არ ცვლიდა დიგოქსინის, ნაპროქსენისა და ატენოლოლის ფარმაკოკინეტიკას.
დიგოქსინი
აპიქსაბანის (დოზით 20 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და P-gp სუბსტრატის - დიგოქსინის (დოზით 0.25 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროულად გამოყენებისას დიგოქსინის AUC ან Cmax მნიშვნელობები არ იცვლებოდა. აქედან გამომდინარე, აპიქსაბანი არ აინჰიბირებს შუამავლურ P-gp სუბსტრატების ტრანსპორტს.
ნაპროქსენი
აპიქსაბანის (10 მგ) და ხშირად გამოყენებადი აასს-ის - ნაპროქსენის (500 მგ დოზით) ერთჯერადი დოზების ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა რაიმე გავლენას ნაპროქსენის AUC-ის ან Cmax-ის მნიშვნელობებზე.
ატენოლოლი
აპიქსაბანის (10 მგ) და ხშირად გამოყენებადი ბეტა- ბლოკერის - ატენოლოლის (100 მგ დოზით) ერთჯერადი დოზების ერთდროულად გამოყენება არ ცვლიდა ატენოლოლის ფარმაკოკინეტიკას.
აქტივირებული ნახშირი
აქტივირებული ნახშირის მიღება ამცირებს აპიქსაბანის ექსპოზიციას (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
ბავშვები
ბავშვთა ასაკის პაციენტებში სამკურნაწლამლო ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ზემოთ მითითებული მონაცემები მიღებულია მოზრდილ პაციენტებში ურთიერთქმედების შესწავლისას, და ბავშვთა ასაკის პაციენტების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ინფორმაცია პარაგრაფში „განსაკუთრებული მითითება“).
სიფრთხილის ზომები
სისხლდენის რისკი
როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს, საჭიროა გულდასმით დაკვირვება სისხლდენის ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. სისხლდენის მაღალ რისკთან დაკავშირებული მდგომარეობებისას პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვით. მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში აპიქსაბანი უნდა მოიხსნას (იხ. პარაგრაფები „გვერდითი მოვლენები“ და “დოზის გადაჭარბება“).
მიუხედავად იმისა, რომ აპიქსაბანით თერაპია არ საჭიროებს სისხლში მისი კონცენტრაციის მუდმივ მონიტორინგს, ზოგჯერ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის ანალიზის ჩატარება დაკალიბრების რაოდენობრივი ანალიზის მეთოდით იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც აპიქსაბანის ზემოქმედების მონაცემები შეიძლება ხელს უწყობდეს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგალითად, დოზის გადაჭარბების და გადაუდებელი ოპერაციის დროს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
მოზრდილი პაციენტებისთვის არსებობს ანტიკოაგულანტების სპეციფიკური ბლოკერი (ანდექსანეტი ალფა), რომელიც თრგუნავს აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკურ ეფექტს. თუმცა, ბავშვთა ასაკის პაციენტებში მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის (იხ. პრეპარატ ადექსანეტი ალფას ზოგადი დახასიათება). შეიძლება განხილული იქნას ახლადგაყინული პლაზმის გადასხმის, პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატების (პკკ) ან რეკომბინანტული ფაქტორი VIIa შეყვანის შესაძლებლობა. თუმცა 4 ფაქტორის შემცველი პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატების გამოყენების კლინიკური გამოცდილება სისხლდენის შესაჩერებლად ბავშვებსა და მოზარდებში და მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს, არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სისხლდენის მაღალი რისკის გამო ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულანტთან კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
აპიქსაბანის ანტითრომბოციტულ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი), სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სნუსი) ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას, ერთდროულად მიღებისას თერაპიის დაწყება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით.
ქირურგიული ჩარევის შემდეგ არ არის რეკომენდებული თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორების მიღება აპიქსაბანთან ერთად (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
წინაგულების ფიბრილაციის და ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც ცალსახად მოითხოვს ერთი ან ორი ანტითრომბოციტული საშუალებით მკურნალობას, ასეთი თერაპიის აპიქსაბანთან კომბინირებამდე საჭიროა პოტენციური სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასება.
კვლევაში CV185325 ბავშვთა ასაკის 12 პაციენტი, რომელიც იღებდა აპიქსაბანს დღე-ღამეში <165 მგ ასმ-სთან ერთად, არ იყო რეგისტრირებული სისხლდენების კლინიკურად მნიშვნელოვანი შემთხვევები.
პაციენტები გულის ხელოვნური სარქველებით
ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში გულის ხელოვნური სარქველებით აპიქსაბანის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე პაციენტები
პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები (პმპაკ), მათ შორის აპიქსაბანი, არ არის რეკომენდებული პაციენტებში თრომბოზით ანამნეზში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი. კერძოდ, პაციენტებში ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე სამი ანალიზის დადებითი შედეგით (ანალიზები მგლურას ანტიკოაგულანტზე, კარდიოლიპინის მიმართ ანტისხეულებზე და β2- გლიკოპროტეინ I-ის მიმართ ანტისხეულებზე) პმპაკ-ის გამოყენებით მკურნალობა შეიძლება იწვევდეს მორეციდივე თრომბოზული მოვლენების განვითარების სიხშირის მატებას K ვიტამინის ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით.
ქირურგიული ჩარევები და ინვაზიური პროცედურები
აპიქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 48 საათით ადრე გეგმიურ ოპერაციამდე ან ინვაზიურ პროცედურამდე სისხლდენის ზომიერი ან მაღალი რისკით. ეს ეხება ჩარევებს, რომლებშიც კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული ან რომლებშიც სისხლდენის რისკი მიუღებელია.
აპიქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 24 საათით ადრე გეგმიურ ოპერაციამდე ან ინვაზიურ პროცედურებამდე სისხლდენის დაბალი რისკით. ეს ეხება ჩარევებს, რომლებშიც მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი სისხლდენა იქნება მინიმალური, მისი ლოკალიზაციიდან გამომდინარე არაკრიტიკული ან ადვილად კონტროლირებადი.
თუ ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურის გადადება არ არის შესაძლებელი, უნდა იქნას დაცული სათანადო სიფრთხილე, სისხლდენის გაზრდილი რისკის გათვალისწინებით. სისხლდენის ეს რისკი უნდა შეფასდეს ჩარევის გადაუდებლობიდან გამომდინარე.
აპიქსაბანის მიღება უნდა განახლდეს ქირურგიული ჩარევის ან ინვაზიური პროცედურის შემდეგ რაც შეიძლება მალე, თუ კლინიკური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას და თუ მიღწეულია შესაბამისი ჰემოსტაზი (იხილეთ პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“).
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კათეტერული აბლაცია წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ, აპიქსაბანით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები “გამოყენების წესი და დოზები“, “უკუჩვენება“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
მკურნალობის დროებით შეწყვეტა
ანტიკოაგულანტების, მათ შორის აპიქსაბანის, მიღების შეწყვეტა აქტიური სისხლდენის, გეგმიური ოპერაციის ან ინვაზიური პროცედურების გამო, აყენებს პაციენტებს თრომბოზის გაზრდილი რისკის ქვეშ. თავიდან უნდა იქნას აცილებული თერაპიის წყვეტა და, თუ რაიმე მიზეზით აუცილებელია აპიქსაბანით ანტიკოაგულანტური თერაპიის დროებით შეწყვეტა, ის უნდა განახლდეს, როგორც კი შესაძლებელი იქნება.
სპინალური და ეპიდურული ანესთეზია ან პუნქცია
ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს, ნეიროაქსიალური კათეტერის შეყვანის და მოხსნის დროის შესახებ მონაცემები არ არის. ასეთ შემთხვევაში აპიქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს და განიხილოს ხანმოკლე მოქმედების პარენტერალური ანტიკოაგულანტის გამოყენების შესაძლებლობა.
ნეიროაქსიალური ანესთეზიის (სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის) ან სპინალური ან ეპიდურული პუნქციის ჩატარების დროს პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტითრომბოციტულ საშუალებებს თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკისათვის, იმყოფებიან ეპიდურული ან ზურგის ჰემატომის წარმოქმნის რისკის ჯგუფში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან შეუქცევადი დამბლა. ასეთი მოვლენების წარმოქმნის რისკი შეიძლება გაიზარდოს მუდმივი ეპიდურული კათეტერების პოსტოპერაციული გამოყენების დროს ან ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას. აუცილებელია აპიქსაბანის პირველი დოზის მიღებამდე მინიმუმ 5 საათით ადრე მუდმივი ეპიდურული ან ინტრათეკალური კათეტერების მოხსნა. სისხლდენის რისკი ასევე იზრდება ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს. პაციენტები ხშირად უნდა გააკონტროლონ ნევროლოგიური დარღვევების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით (მაგალითად, ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავის ან შარდის ბუშტის დისფუნქცია). ნევროლოგიური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დიაგნოზის სწრაფად დადგენა და მკურნალობა. ნეიროაქსიალურ ჩარევამდე ექიმმა უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებელი და რისკი პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტულ თერაპიას ან მიიღებენ მას თრომბოზის პროფილაქტიკისთვის.
აპიქსაბანის გამოყენების კლინიკური გამოცდილება მუდმივი ინტრათეკალური ან ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას არ არსებობს. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში და აპიქსაბანის ზოგადი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, უნდა იქნას დაცული 20-30 საათიანი ინტერვალი (ანუ, ნახევარგამოყოფის 2-ჯერადი პერიოდი) აპიქსაბანის ბოლო დოზასა და კათეტერის მოხსნის შორის, და ასევე კათეტერის მოცილების წინ უნდა იქნას გამოტოვებული არანაკლებ ერთი დოზისა. აპიქსაბანის შემდეგი დოზა შეიძლება გამოყენებული იქნას კათეტერის მოხსნიდან არანაკლებ 5 საათის შემდეგ. ისევე, როგორც ყველა ახალი ანტიკოაგულანტის გამოყენების შემთხვევაში, ნეიროაქსიალური ბლოკადის დროს აპიქსაბანის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია უკიდურესი სიფრთხილის დაცვა.
ჰემოდინამიურად არასტაბილური პაციენტები ფათე-ით ან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ თრომბოლიზისი ან ფილტვის ემბოლექტომია
იმის გამო, რომ აპიქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი პაციენტებში ჰემოდინამიურად არასტაბილური ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ან პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჩაუტარდეთ თრომბოლიზისი ან ფილტვის ემბოლექტომია, აპიქსაბანის გამოყენება არაფრაქციული ჰეპარინის ნაცვლად ამ კლინიკურ სიტუაციებში რეკომენდებული არ არის.
აქტიურად პროგრესირებადი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტები
აქტიურად პროგრესირებადი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტები შეიძლება ექვემდებარებოდნენ როგორც ვენური თრომბოემბოლიის, ასევე სისხლდენის განვითარების მაღალ რისკს. აპიქსაბანის გამოყენების განხილვისას ღვთ-ს ან ფათე-ს სამკურნალოდ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში, უნდა ჩატარდეს სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასება (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ბავშვთა ასაკის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით აპიქსაბანის გამოყენება შესწავლილი არ არის, შესაბამისად, ასეთ პაციენტებში აპიქსაბანის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“)
მოზრდილი პაციენტები
შეზღუდული კლინიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ აპიქსაბანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების დროს (ვთგ-ის პროფილაქტიკა), ღვთ-ის-მკურნალობის, ფათე-ის მკურნალობისა და მორეციდივე ღვთ-სა და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის (ვთგ მკურნალობა) აპიქსაბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ).
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის წასფ-ის მქონე პაციენტებმა თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) და პაციენტებმა სისხლის შრატში კრეატინინის დონით ≥1.5 მგ/ დლ (133 მკმოლი/ლ) ასაკით ≥80 წელზე ან სხეულის მასით ≤60 კგ უნდა მიიღონ აპიქსაბანის უფრო დაბალი დოზა - 2.5მგ ორჯერ დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში აპიქსაბანის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
სხეულის მასა
მოზრდილებში სხეულის დაბალი მასის შემთხვევაში (<60 კგ) სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში აპიქსაბანის გამოყენება შესწავლილი არ არის.
აპიქსაბანი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ღვიძლის დაავადებით კოაგულოპათიის და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკის თანხლებით (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“). პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით (A ან B კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით), იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“.
პაციენტები ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობით (ალტ/ასტ დონე ნორმის ზედა ზღვარზე 2-ჯერ მაღალი) ან საერთო ბილირუბინით ნორმის ზედა ზღვარზე ≥1.5-ჯერ მაღალი გაირიცხნენ კლინიკური კვლევებიდან. ამასთან დაკავშირებით, პაციენტების ამ ჯგუფში აპიქსაბანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“). აპიქსაბანის მიღების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.
ურთიერთქმედება ციტოქრომ P 450 3A4 (CYP3A4) და P-გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორებთან
ბავშვთა ასაკის პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ მკურნალობას CYP3A4 და P-gp-ის მძლავრი ინჰიბიტორებით, კლინიკური მონაცემები არ არსებობს (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
აპიქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ თერაპიას CYP3A4-ის და P-gp-ის ისეთი ძლიერი ინჰიბიტორებით, როგორიცაა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი). ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება 2-ჯერ ან მეტით გააძლიეროს აპიქსაბანის ზემოქმედება (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“) დამატებითი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ასევე ზრდიან აპიქსაბანის ზემოქმედებას (მაგალითად, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა).
ურთიერთქმედება CYP3A4-სა და P-gp ინდუქტორებთან
აპიქსაბანის ერთდროულად გამოყენებამ CYP3A4 და P-gp ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტალთან ან კრაზანასთან) შეიძლება გამოიწვიოს აპიქსაბანის ზემოქმედების დაქვეითება დაახლოებით 50%-ით. კლინიკურ კვლევაში წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში პრეპარატის ეფექტიანობის დაქვეითება და სისხლდენის მაღალი რისკი აღინიშნებოდა აპიქსაბანისა და CYP3A4 და P- gp-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთად დანიშვნის დროს, აპიქსაბანის მონოთერაპიასთან შედარებით.
პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ თანმხლებ სისტემურ თერაპიას CYP3A4-სა და P-gp-ის ძლიერი ინდუქტორებით, გამოიყენება შემდეგი რეკომენდაციები (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“):
ვთგ-ის თერაპიისთვის აპიქსაბანის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მისი ეფექტიანობა შეიძლება შემცირებული იყოს.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ მკურნალობას CYP3A4 და P-gp-ის მძლავრი ინდუქტორებით, კლინიკური მონაცემები არ არსებობს (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობა
აპიქსაბანის გამოყენების ეფექტიანობა და უსაფრთხოება კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის ქირურგიული ოპერაცია, არ არის შესწავლილი. ამ მიზეზით, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში.
ლაბორატორიული ანალიზების პარამეტრები
როგორც მოსალოდნელია, აპიქსაბანის მოქმედების მექანიზმი გავლენას ახდენს სისხლის შედედების ანალიზების შედეგებზე (მაგ. პროთრომბინის დრო, სნთ და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (ანთდ)). ცვლილებები, რომლებიც შეინიშნება სისხლის შედედების ამ ანალიზებში აპიქსაბანის მოსალოდნელი თერაპიული დოზისას, არის უმნიშვნელო და გააჩნიათ ვარიაბელობის მაღალი ხარისხი.
მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ელიქვისი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზას საერთო დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულებში აპიქსაბანის გამოყენების შესახებ არ არის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ უარყოფით გავლენაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის სახით. სიფრთხილის მიზნით ორსულობის დროს აპიქსაბანის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებენ აპიქსაბანის ექსკრეციაზე დედის რძეში. ძუძუზე მყოფი ბავშვისთვის რისკი არ შეიძლება იყოს გამორიცხული.
აუცილებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან აპიქსაბანით თერაპიის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა აპიქსაბანის გავლენა ფერტილობაზე.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ელიქვისი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
მოკლე მონაცემები უსაფრთხოების პროფილის შესახებ
მოზრდილებში აპიქსაბანის უსაფრთხოება შეისწავლეს III ფაზის 7 კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 21000-ზე მეტ პაციენტს: 5000-ზე მეტი პაციენტი ვთგ-ის პროფილაქტიკის კვლევებში, 11000-ზე მეტი პაციენტი წასფ-ის კვლევებში და 4000-ზე მეტი პაციენტი - ვთგ-ის მკურნალობის კვლევებში, გამოყენების საშუალო დრო შეადგენდა შესაბამისად 20 დღეს, 1.7 წელს და 221 დღეს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“).
ხშირი არასასაურველი რეაქცია იყო სისხლდენა, სისხლჩაქცევა, ცხვირიდან სისხლდენა და ჰემატომა (იხ. არასასურველი რეაქციების პროფილი და მათი სიხშირე ჩვენების მიხედვით, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილში 17).
ვთგ-ის პროფილაქტიკის კვლევებში არასასურველი რეაქციები საერთო ჯამში აღინიშნა პაციენტების 11%-ში, დღე-ღამეში ორჯერ 2.5 მგ დოზით აპიქსაბანის მიღების ჯგუფში. აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების საერთო სიხშირე შეადგენდა 10%-ს აპიქსაბანის კვლევებში ენოქსაპარინთან შედარებით.
წასფ-ის კვლევებში აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების საერთო სიხშირე შეადგენდა 24.3%-ს ვარფარინთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში, და 9.6%-ს აცეტილსალიცილის მჟავასთან შესადარებელ აპიქსაბანის კლევაში. ვარფარინთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში კუჭ-ნაწლავიდან მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე ISTH კრიტერიუმებით (მათ შორის სიხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა და ქვედა ორგანოებში და რექტალური სისხლდენა) აპიქსაბანის გამოყენებისას შეადგენდა 0,76%-ს წელიწადში. თვალშიდა მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების სიხშირე ISTH კრიტერიუმებით აპიქსაბანის მიღებისას შეადგენდა 0.18%-ს წელიწადში.
ვთგ-ის მკურნალობის კვლევებში აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენით გამოწვეული არასასურველი რეაქციების გამოვლენის საერთო სიხშირე შეადგენდა 15.6% ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში და 13.3%-ს პლაცებოსთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“).
არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია სისტემათა და ორგანოთა კლასიფიკაციის და მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად (გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1000 - <1/100), იშვიათად (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის და ვთგ-ის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, ასევე ვთგ-ის სამკურნალოდ და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
მონაცემები ცხრილში 17 მითითებული არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ ბავშვთა ასაკის პაციენტებში მიღებულია კვლევაში CV185325, რომელშიც ეს პაციენტები იღებდნენ აპიქსაბანს ვთგ-ის სამკურნალოდ და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის.
ცხრილი 17. არასასურველი რეაქციები სისტემურ-ორგანოთა კლასების მიხედვით (სოკ)
სისტემურ-ორგანოთა კლასი
ვთე-ის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ (2,5 მგ დოზირებისთვის)
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისას მოზრდილ პაციენტებში წასფ-ით ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით (წასფ)
ღვთ-ის და ფათე-ის მკურნალობა და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა მოზრდილებში
ვთე-ის მკურნალობა და მორეციდივე ვთე-ის პროფილაქტიკა 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
თრომბოციტოპენია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული შეშუპება და ანაფილაქსია
იშვიათად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად‡
ქავილი
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად*
ხშირად
ანგიონევროზული შეშუპება
უცნობია
უცნობია
უცნობია
უცნობია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ქალასშიდა სისხლჩაქცევები†
უცნობია
არც ისე ხშირად
იშვიათად
უცნობია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სისხლჩაქცევა თვალის გუგის ქსოვილებში (მათ შორის კონიუნქტივალური სისხლჩაქცევა)
იშვიათად
ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
სისხლდენა, ჰემატომა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
ჰიპოტენზია (მათ შორის ჰიპოტენზია ჩატარებული პროცედურის შედეგად)
არც ისე ხშირად
ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ინტრააბდომინალური სისხლდება
უცნობია
არც ისე ხშირად
უცნობია
უცნობია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
სისხლდენა ცხვირიდან
უცნობია
ხშირად
ხშირად
ძალიან ხშირად
სისხლიანი ნახველი
იშვიათად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
სისხლდენა სასუნთქი გზებიდან
უცნობია
იშვიათად
იშვიათად
უცნობია
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
გულისრევა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
კუჭ-ნაწლავური სისხლდენა
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
უცნობია
ჰემოროიდული სისხლდენა
უცნობია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
სისხლდენა პირის ღრუში
უცნობია
არც ისე ხშირად
ხშირად
უცნობია
განავალში უცვლელი სისხლის არსებობა
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
რექტალური სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებიდან
იშვიათად
ხშირად
ხშირად
ხშირად
რეტროპერიტონეალური სისხლდენა
უცნობია
იშვიათად
უცნობია
უცნობია
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ნორმიდან გადაცდენა, ასპარტატამინოტრანსფერაზის დონის მომატევა, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
უცნობია
ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
კანზე გამონაყარი
უცნობია
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
ალოპეცია
იშვიათად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
მულტიფორმული ერითემა
უცნობია
ძალიან იშვიათად
უცნობია
უცნობია
კანის ვასკულიტი
უცნობია
უცნობია
უცნობია
უცნობია
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
სისხლდენა კუნთებიდან
იშვიათად
იშვიათად
არც ისე ხშირად
უცნობია
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
ჰემატურია
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
ნეფროპათია, გამოწვეული ანტიკოაგულანტის გამოყენებით
უცნობია
უცნობია
უცნობია
უცნობია
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენები, უროგენიტალური სისხლდენები
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ძალიან ხშირად§
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე
სისხლდენა შეყვანის ადგილზე
უცნობია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
დადებითი სინჯი ფარულ სისხლდენაზე
უცნობია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურების გართულებები
სისხლჩაქცევა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
სისხლდენა პროცედურის შემდეგ (მათ შორის ჰემატომა პროცედურის შემდეგ, სისხლდენა ჭრილობიდან, ჰემატომა სისხლძარღვის ჩხვლეტის ადგილზე და სისხლდენა კათეტერის შეყვანის ადგილზე), გამონადენი ჭრილობიდან, სისხლდენა ჭრილობიდან (მათ შორის ჰემატომა გაჭრის ადგილზე), ინტრაოპერაციული სისხლდენა
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ტრავმული სისხლდენა
უცნობია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
- CV185057-ში (ვთე-ის ხანგრძლივი პროფილაქტიკა) გენერალიზებული ქავილის შემთხვევები არ იყო აღნიშნული.
†ტერმინი “სისხლჩაქცევა თავის ტვინში“ აერთიანებს ყველა სახის ქალასშიდა ან ინტრასპინალურ სისხლდენას (მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტი ან ბაზალურ ბირთვში, სისხლჩაქცევა ნათხემში, სუბდურალური ან პარკუჭშიდა სისხლდენა).
‡ მოიცავს ანაფილაქსიურ რეაქციას, ჰიპერმგრძნობელობას პრეპარატის მიმართ და ჰიპერმგრძნობელობას.
§ მოიცავს ძლიერ მენსტრუალურ სისხლდენას, სისხლდენას მენსტრუაციის შორის და ვაგინალურ სისხლდენას.
ბავშვები
აპიქსაბანის უსაფრთხოება შეისწავლეს I ფაზის ერთ კლინიკურ კვლევაში და II და III ფაზების სამ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 970 პაციენტი. მათ შორის 568 პაციენტი იღებდა აპიქსაბანის ერთ ან რამდენიმე დოზას გამოყენების პერიოდში, რომელიც შესაბამისად შეადგენდა 1, 24, 331 და 80 დღეს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“). პაციენტები იღებდნენ აპიქსაბანის დოზას სხეულის მასის მიხედვით, მათი ასაკისთვის შესაფერისი ფორმით.
28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში აპიქსაბანის უსაფრთხოების პროფილი ძირითადად მოზრდილების პროფილის ანალოგიური იყო და ზოგადად მსგავსი იყო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში ყველაზე ხშირად რეგისტრირებული არასასურველი რეაქციები იყო სისხლდენა ცხვირიდან და პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა (არასასურველი რეაქციების პროფილი და მათი სიხშირე ჩვენებების მიხედვით წარმოდგენილია ცხრილში 17).
ბავშვთა ასაკის პაციენტებში სისხლდენა ცხვირიდან (ძალიან ხშირად), პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა (ძალიან ხშირად), ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (ხშირად), ქავილი (ხშირად), ჰიპოტენზია (ხშირად), განავალში უცვლელი სისხლის არსებობა (ხშირად), ასპარტატამინოტრანსფერაზის დონის მომატება (ხშირად), ალოპეცია (ხშირად) და სისხლდენა პროცედურის შემდეგ (ხშირად) რეგისტრირებულია უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანს, ხოლო ამ რეაქციების სიხშირის კატეგორია იყო იგივე, რაც ბავშვთა ასაკის პაციენტეში სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში, გარდა პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენისა, რომელიც სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში რეგისტრირებული იყო, როგორც ხშირი რეაქცია. ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება რეგისტრირებული იყო ბავშვთა ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თანმხლებ ქიმიოთერაპიას ძირითადი დაავადების (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის) გამო.
აპიქსაბანის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერი ქსოვილიდან ან ორგანოდან ფარული ან აქტიური სისხლდენის მომატებულ რისკთან, რომელიც შეიძლება გახდეს პოსტჰემორაგიული ანემიის მიზეზი. მისი სიმპტომები და სიმძიმის ხარისხი დამოკიდებული იქნება სისხლდენის ლოკალიზაციაზე და ხარისხზე.
ჭარბი დოზა
აპიქსაბანით დოზის გადაჭარბება შეიძლება იწვევდეს სისხლდენის რისკის გაზრდას. ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სისხლდენის მიზეზის გამოკვლევა. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება, მაგალითად ქირურგიული ჰემოსტაზი, ახლად გაყინული პლაზმის ტრანსფუზია ან Xa-ფაქტორის ინჰიბიტორების მოქმედების გამანეიტრალებელი პრეპარატის მიღება (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).
მოზრდილებში კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს დღე-ღამეში 50 მგ-მდე პერორალური დოზების 3-7 დღის განმავლობაში მიღებისას (25 მგ ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში ან 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში), არ იყო რეგისტრირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები.
ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მიღება 20 მგ დოზით აპიქსაბანის მიღებიდან 2 და 6 საათის შემდეგ შესაბამისად 50%-ით და 27%-ით ამცირებდა აპიქსაბანის AUC საშუალო მნიშვნელობას, და არ შეცვალა Cmax მნიშვნელობა. აპიქსაბანის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შემცირდა 13.4 საათიდან მხოლოდ აპიქსაბანის მიღებისას, შესაბამისად 5.3 საათამდე და 4.9 საათამდე აქტივირებული ნახშირის მიღებისას აპიქსაბანის მიღებიდან 2 და 6 საათში. შესაბამისად, აქტივირებული ნახშირის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს აპიქსაბანის დოზის შემთხვევით ან განზრახ გადაჭარბებისას.
თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზი 14%-ით ამცირებდა აპიქსაბანის AUC მნიშვნელობას 5 მგ ერთჯერადი დოზით აპიქსაბანის პერორალურად მიღების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი იყოს აპიქსაბანით დოზის გადაჭარბების მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი.
სიცოცხლისთვის საშიში ან უკონტროლო სისხლდენის გამო ანტიკოაგულაციური აქტივობის განეიტრალების აუცილებლობის შემთხვევისთვის ხელმისაწვდომია პრეპარატი, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს Xa-ფაქტორის ინჰიბიტორების (ანდექსანეტი ალფა) მოქმედება (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“). ასევე, შეიძლება განხილული იქნას პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატის (პკკ) ან VIIa რეკომბინანტული ფაქტორის შეყვანა. აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შექცევადობა თრომბინის გენერაციის ტესტის შედეგებით აღინიშნა ინფუზიის დასრულებისას, და საწყისი მნიშვნელობები მიღწეული იქნა სისხლის შედედების 4 ფაქტორის შემცველი პკკ-ის 30 წუთიანი ინფუზიის დაწყებიდან 4 საათის განმავლობაში. თუმცა, აპიქსაბანით მკურნალობის პერიოდში სისხლის შედედების 4 ფაქტორის შემცველი პკკ-ის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არის. აპიქსაბანის მიღებისას VIIa რეკომბინანტული ფაქტორის გამოყენების გამოცდილება დღეისათვის არ არის. სისხლდენის შესუსტებისას შესალებელია VIIa რეკომბინანტული ფაქტორის განმეორებით შეყვანა დოზის შეცვლით.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის დამთრგუნველი ანტიკოაგულანტების სპეციფიკური ბლოკერის (ანდექსანეტი ალფას) მოქმედების შესახებ უცნობია (იხ. პრეპარატ ანდექსანეტი ალფას მოკლე დახასიათება). ასევე, შეიძლება განხილული იქნას ახლადგაყინული პლასზმის გადასხმის, პკკ-ის ან VIIa რეკომბინანტული ფაქტორის შეყვანის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში, თუ ადგილობრივად ხელმისაწვდომია, შეიძლება საჭირო გახდეს ჰემოსტაზის სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტს ათავსებენ პოლივინილქლორიდის/პოლივინილიდენდიქლორიდის (პვქ/პვდქ) და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედიან შეფუთვაში.
2 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 2.5 მგ ან 5 მგ აპიქსაბანს;
დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში: ლაქტოზა უწყლო 50.25 მგ (2.5 მგ დოზირება), 100.50 მგ (5 მგ დოზირება).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა უწყლო, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
გარსის შემადგენლობა:
- 5 მგ დოზირებისთვის - ოპადრაი® II ყვითელი (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E172));
5 მგ დოზირებისთვის - ოპადრაი® II ვარდისფერი (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი (E172)).
აღწერა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “893“ ერთ მხარეს და “2½“ მეორე მხარეს (2.5 მგ დოზირება).
ვარდისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “894“ ერთ მხარეს და “5“ მეორე მხარეს (5 მგ დოზირება).
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა
3 წელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული პრეპარატები. Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები. აპიქსაბანი.
ათქ კოდი: B01AF02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
აპიქსაბანი წარმოადგენს პერორალურად მისაღებ მძლავრ პირდაპირ ინჰიბიტორს, რომელიც შექცევადად და მაღალი შერჩევითობით აბლოკირებს Xa ფაქტორის (FXa) აქტიურ ცენტრს. პრეპარატის ანტითრომბოზული აქტივობისთვის არ არის საჭირო ანტითრომბინი III-ის არსებობა. აპიქსაბანი აინჰიბირებს როგორც თავისუფალ, ასევე კოლტთან შეკავშირებულ Xa ფაქტორს, ასევე პროთრომბინაზას აქტივობას. აპიქსაბანი არ ახდენს უშუალო მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, მაგრამ არაპირდაპირი გზით ახდენს თრომბინით ინდუცირებული აგრეგაციის ინჰიბირებას. Xa ფაქტორის ინჰიბირებით აპიქსაბანი ხელს უშლის თრომბინის წარმოქმნას და თრომბის ფორმირებას. ცხოველის მოდელებზე ჩატარებული აპიქსაბანის პრეკლინიკური კვლევებით ნაჩვენებია მისი ანტითრომბოზული ეფექტიანობა არტერიული და ვენური თრომბოზის პროფილაქტიკაში ისეთი დოზებით გამოყენებისას, როდესაც ნარჩუნდება ჰემოსტაზი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
აპიქსაბანის მოქმედების მექანიზმი (Xa ფაქტორის ინჰიბირება) აისახება მის ფარმაკოდინამიკურ ეფექტებზე. აპიქსაბანით Xa ფაქტორის ინჰიბირების შედეგად იზრდება სისხლის შედედების ისეთი მაჩვენებლების მნიშვნელობები, როგორიცაა პროთრომბინული დრო (პდ), საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (სნთ) და აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (აპთდ). მოზრდილებში სისხლის შედედების ამ ანალიზების შედეგების აღნიშნული ცვლილებები აპიქსაბანის მოსალოდნელი თერაპიული დოზებისას არ არის მაღალი და ხასიათდება მაღალი ვარიაბელურობით. ამ მაჩვენებლებით აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების შეფასება რეკომენდებული არ არის. თრომბინის გენერაციის ტესტში აპიქსაბანმა შეამცირა ენდოგენური თრომბინული პოტენციალი - ადამიანის სისხლის პლაზმაში თრომბინის წარმოქმნის მაჩვენებელი.
აპიქსაბანი ასევე ავლენს ანტი-Xa-ფაქტორულ აქტივობას, რაზეც მოწმობს Xa ფაქტორის ფერმენტაციული აქტივობის დაქვეითება, რომელიც განისაზღვრება ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის განმსაზღვრელი მრავალი კომერციული კომპლექტის საშუალებით, თუმცა სხვადასხვა კომპლექტების გამოყენებით მიღებული შედეგები განსხვავდება. დღეისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ Rotachrom®-ის ჰეპარინის გამოყენებით ჩატარებული ქრომოგენული ანალიზის მონაცემები, მიღებული მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების პროცესში. Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირება ავლენს პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებას პლაზმაში აპიქსაბანის კოცენტრაციაზე, მაქსიმალური მნიშვნელობების მიღწევით პიკური კონცენტრაციების დროს. კავშირი სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კოცენტრაციასა და Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირების შორის ინარჩუნებს ხაზოვნებას დოზების ფართო დიაპაზონში. ბავშვთა ასაკის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული აპიქსაბანის გამოყენების კვლევებით ნაჩვენებია, რომ ხაზოვანი დამოკიდებულება აპიქსაბანის კონცენტრაციასა და ანტი-Xa-ფაქტორულ აქტივობას შორის შეესაბამება იმ დამოკიდებულებას, რომელიც მანამდე აღინიშნა მოზრდილი პაციენტების კვლევებში. ეს ადასტურებს აპიქსაბანის, როგორც Xa ფაქტორის სელექციური ინჰიბიტორის დოკუმენტურად დადასტურებულ მოქმედების მექანიზმს. ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის ქვემოთ წარმოდგენილი შედეგები მიღებულია STA® Liquid Anti-Xa Apixaban-ის ანალიზის საშუალებით.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში 1 ნაჩვენებია სისტემური ზემოქმედებისა და ანტი-Xa ფაქტორული აქტივობის მოსალოდნელი მაჩვენებლები სტაბილურ მდგომარეობაში თითოეული ჩვენებისთვის მოზრდილებში. პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ ვენური თრომბოემბოლური გართულებების (ვთგ) პროფილაქტიკისთვის აპიქსაბანის მიღებისას ნაჩვენებია შედეგების მაქსიმალურიდან მინიმალურ დონემდე 1.6-ჯერზე ნაკლები მერყეობა. წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებიც აპიქსაბანს იღებდნენ ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის, ნაჩვენებია შედეგების მაქსიმალურიდან მინიმალურ დონემდე 1.7-ჯერზე ნაკლები მერყეობა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აპიქსაბანს ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სამკურნალოდ ან ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) რეციდივების პროფილაქტიკისთვის, ნაჩვენებია შედეგების 2.2-ჯერ ნაკლები მერყეობა მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის.
ცხრილი 1. აპიქსაბანის სისტემური ზემოქმედების მოსალოდნელი დონე და მისი მოსალოდნელი ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობა სტაბილურ მდგომარეობაში
აპიქსაბანი
Cmax, ნგ/მლ
აპიქსაბანი
Cmin (ნგ/მლ)
აპიქსაბანი
მაქსიმალური ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობა (სე/მლ)
აპიქსაბანი
მინიმალური ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობა (სე/მლ)
მედიანა (მე-5 პროცენტილი, 95-ე პროცენტილი)
ვთგ პროფილაქტიკა: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება
2,5 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში
77 (41, 146)
51 (23, 109)
1,3 (0,67, 2,4)
0,84 (0,37, 1,8)
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა: წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია
2,5 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში*
123 (69, 221)
79 (34, 162)
1,8 (1,0, 3,3)
1,2 (0,51, 2,4)
5 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში
171 (91, 321)
103 (41, 230)
2,6 (1,4, 4,8)
1,5 (0,61, 3,4)
ღვთ-ის თერაპია, ფათე-ის თერაპია და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა (ვთგ-ის თერაპია)
2,5 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში
67 (30, 153)
32 (11, 90)
1,0 (0,46, 2,5)
0,49 (0,17, 1,4)
5 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში
132 (59, 302)
63 (22, 177)
2,1 (0,91, 5,2)
1,0 (0,33, 2,9)
10 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში
251 (111, 572)
120 (41, 335)
4,2 (1,8, 10,8)
1,9 (0,64, 5,8)
- დოზის მიხედვით დაკორექტირებული პოპულაცია დოზის შემცირების 3-დან 2 კრიტერიუმის საფუძველზე კვლევაში ARISTOTLE.
მიუხედავად იმისა, რომ აპიქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს სისხლში მისი კონცენტრაციის მუდმივ მონიტორინგს, ზოგჯერ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის ანალიზის ჩატარება დაკალიბრების რაოდენობრივი ანალიზის საშუალებით იმ ერთეულ შემთხვევებში, როდესაც აპიქსაბანის ზემოქმედების შესახებ მონაცემები შეიძლება ხელს უწყობდეს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგალითად, დოზის გადაჭარბების ან გადაუდებელი ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში.
ბავშვები
ბავშვთა ასაკის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ აპიქსაბანის კვლევებში აპიქსაბანის ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა STA® Liquid Anti-Xa კომპლექტი. ამ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ხაზოვანი დამოკიდებულება აპიქსაბანის კონცენტრაციასა და ანტი-Xa-ფაქტორულ აქტივობას შორის შეესაბამება იმ დამოკიდებულებას, რომელიც მანამდე აღინიშნა მოზრდილი პაციენტების კვლევებში. ეს ადასტურებს აპიქსაბანის, როგორც Xa ფაქტორის სელექციური ინჰიბიტორის დოკუმენტურად დადასტურებულ მოქმედების მექანიზმს.
კვლევაში CV185155 9-დან >35 კგ წონის ბავშვებში მინიმალური და მაქსიმალური ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა (КВ %-ში) იყო 27,1 ნგ/მლ-სა (22,2) და 71,9 ნგ/მლ-ის (17,3) დიაპაზონში, რაც შეესაბამება მინიმალური (Cminss) და მაქსიმალური (Cmaxss) სტაბილური კონცენტრაციის საშუალო გეომეტრიულ მნიშვნელობას (КВ %-ში), რომელიც შეადგენდა 30,3 ნგ/მლ (22) და 80,8 ნგ/მლ (16,8). კონცენტრაციის მნიშვნელობები, რომლებიც მიღწეულია ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის ამ დიაპაზონებში დოზირების რეჟიმებისას ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მნიშვნელობებისა, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანს დოზით 2,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში.
კვლევაში CV185362 6-დან >35 კგ წონის ბავშვებში მინიმალური და მაქსიმალური ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა (КВ %-ში) იყო 67,1 ნგ/მლ-სა (30,2) და 213 ნგ/მლ-ის (41,7) დიაპაზონში, რაც შეესაბამება Cminss და Cmaxss საშუალო გეომეტრიულ მნიშვნელობას (КВ %-ში), რომელიც შეადგენდა 71,3 ნგ/მლ (61,3) და 230 ნგ/მლ (39,5). კონცენტრაციის მნიშვნელობები, რომლებიც მიღწეულია ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის ამ დიაპაზონებში დოზირების რეჟიმებისას ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მნიშვნელობებისა, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანს დოზით 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში.
კვლევაში CV185325 6-დან >35 კგ წონის ბავშვებში მინიმალური და მაქსიმალური ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა (КВ %-ში) იყო 47,1 ნგ/მლ-სა (57,2) და 146 ნგ/მლ-ის (40,2) დიაპაზონში, რაც შეესაბამება Cminss და Cmaxss საშუალო გეომეტრიულ მნიშვნელობას (КВ %-ში), რომელიც შეადგენდა 50 ნგ/მლ (54,5) და 144 ნგ/მლ (36,9). კონცენტრაციის მნიშვნელობები, რომლებიც მიღწეულია ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის ამ დიაპაზონებში დოზირების რეჟიმებისას ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მნიშვნელობებისა, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანს დოზით 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში.
სტაბილური კონცენტრაციისა და ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის პროგნოზირებული მნიშვნელობები ბავშვთა ასაკის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ საერთო პოპულაციაში აპიქსაბანის სტაბილური კონცენტრაციის და ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები პრეპარატის მიღებებს შორის დაახლოებით 3-ჯერ განსხვავდებოდა (მინ.: 2,65; მაქს.: 3,22).
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ვთგ პროფილაქტიკა (ვთგ პროფილაქტიკა): მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება
აპიქსაბანის გამოყენების კლინიკური პროგრამა შემუშავებულია იმისათვის, რომ ნაჩვენები იქნას აპიქსაბანის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მოზრდილი პაციენტების ფართო წრეში, რომლებსაც უტარდებათ მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება. საერთო ჯამში 8464 პაციენტი რანდომიზებული იქნა ორ ძირითად საერთაშორისო ორმაგად ბრმა კვლევაში, რომლებშიც შეადარეს აპიქსაბანი დოზით 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში (4236 პაციენტი) და ენოქსაპარინი დოზით 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში (4228 პაციენტი). მათ მიეკუთვნებოდა 75 წლის და უფროსი ასაკის 1262 პაციენტი (618 აპიქსაბანის ჯგუფში), დაბალი წონის (<60 კგ) მქონე 1004 პაციენტი (499 აპიქსაბანის ჯგუფში), 1495 პაციენტი (743 აპიქსაბანის ჯგუფში) სმი-ით >33 კგ/მ2 და 415 პაციენტი (203 აპიქსაბანის ჯგუფში) თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით.
კვლევაში ADVANCE-3 მონაწილეობა მიიღო 5407 პაციენტმა, რომელსაც უტარდებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება, ხოლო კვლევაში ADVANCE-2 მონაწილეობა მიიღო 3057 პაციენტმა, რომელსაც უტარდებოდა მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება. პაციენტები იღებდნენ აპიქსაბანს დოზით 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში (პ/ო 2-ჯერ დღე-ღამეში) ან ენოქსაპარინს დოზით 40 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში (კ/ქ ერთხელ დღე-ღამეში). პაციენტებმა მიიღეს აპიქსაბანის პირველი დოზა ოპერაციიდან 12-24 საათში, ხოლო ენოქსაპარინის გამოყენება დაიწყეს ოპერაციამდე 9-15 საათით ადრე. კვლევაში ADVANCE-3 როგორც აპიქსაბანი, ასევე ენოქსაპარინი გამოიყენებოდა 32-38 დღის განმავლობაში, ხოლო კვლევაში ADVANCE-2 - 10-14 დღის განმავლობაში.
ADVANCE-3-ისა და ADVANCE-2-ის კვლევაში მონაწილე პოპულაციაში (8464 პაციენტი) ავადმყოფობის ისტორიების თანახმად პაციენტების 46%-ს ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, 10%-ს - ჰიპერლიპიდემია, 9%-ს - შაქრიანი დიაბეტი და 8%-ს - გულის იშემიური დაავადება.
აპიქსაბანმა აჩვენა პირველადი საბოლოო წერტილის მაჩვენებლების სტატისტიკურად უპირატესი დაქვეითება, რომელიც იყო კომბინირებული და ითვალისწინებდა ვთგ-ის/ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის ყველა შემთხვევას, ასევე მასიური ვთგ-ის საბოლოო წერტილს, რომელიც წარმოადგენდა პროქსიმალური ღვთ-ის, არალეტალური ფათე-ის და ვთგ-ით გამოწვეული სიკვდილის კომბინაციას, ენოქსაპარინთან შედარებით მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიურ ენდოპროთეზირებასთან შედარებით (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2. III ფაზის საყრდენი კვლევების ეფექტიანობის შეფასების შედეგები
კვლევა
ADVANCE-3 (მენჯ-ბარძაყის სახსარი)
ADVANCE-2 (მუხლის სახსარი)
საკვლევი თერაპია
დოზა
თერაპიის ხანგრძლივობა
აპიქსაბანი
2,5 მგ პ/ო ორჯერ დღე-ღამეში
35 დღე±3
დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კ/ქ ერთხელ დღე-ღამეში
35 დღე±3
დღე
p-მნიშვნელობა
აპიქსაბანი
2,5 მგ პ/ო ორჯერ დღე-ღამეში
12 დღე±2
დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კ/ქ ერთხელ დღე-ღამეში
12 დღე±2
დღე
p-მნიშვნელობა
ვთგ-ის/ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის შემთხვევათა საერთო რაოდენობა
შემთხვევათა/
პაციენტთა რაოდენობა
მოვლენათა სიხშირე
27/1949
1,39%
74/1917
3,86%
<0,0001
147/976
15,06%
243/997
24,37%
<0,0001
ფარდობითი რისკი
95%-იანი ს/ი
0,36
(0,22, 0,54)
0,62
(0,51, 0,74)
მასიური ვთგ
შემთხვევათა/
პაციენტთა რაოდენობა
მოვლენათა სიხშირე
10/2199
0,45%
25/2195
1,14%
0,0107
13/1195
1,09%
26/1199
2,17%
0,0373
ფარდობითი რისკი
95%-იანი ს/ი
0,40
(0,15, 0,80)
0,50
(0,26, 0,97)
მნიშვნელოვანი სისხლდენის მიმართ უსაფრთხოების შეფასების საბოლოო წერტილები, რომლებიც წარმოადგენს დიდი და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის შემთხვევების კომბინაციას, ასევე სისხლდენის შემთხვევების საერთო რაოდენობა მსგავსი სიხშირით აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც აპიქსაბანს იღებდნენ 2.5 მგ დოზით და ენოქსაპარინს 40 მგ დოზით (იხ. ცხრილი 3). სისხლდენის ყველა კრიტერიუმი ითვალისწინებდა სისხლდენას ოპერაციული ჩარევის ადგილზე.
ცხრილი 3. სისხლდენების სიხშირის შეფასების შედეგები III ფაზის საყრდენ კვლევებში*
ADVANCE-3
ADVANCE-2
აპიქსაბანი
2,5 მგ პ/ო ორჯერ დღე-ღამეში
35 დღე±3 დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კ/ქ ერთხელ დღე-ღამეში
35 დღე±3 დღე
აპიქსაბანი
2,5 მგ პ/ო ორჯერ დღე-ღამეში
12 დღე±2 დღე
ენოქსაპარინი
40 მგ კ/ქ ერთხელ დღე-ღამეში
12 დღე±2 დღე
ყველა პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა მკურნალობა
n=2673
n=2659
n=1501
n=1508
მკურნალობის პერიოდი 1
მნიშვნელოვანი
22 (0,8%)
18 (0,7%)
9 (0,6%)
14 (0,9%)
ლეტალური შედეგი
0
0
0
0
მძიმე+კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა
129 (4,8%)
134 (5,0%)
53 (3,5%)
72 (4,8%)
ყველა
313 (11,7%)
334 (12,6%)
104 (6,9%)
126 (8,4%)
მკურნალობის პერიოდი ოპერაციის შემდეგ 2
მნიშვნელოვანი
9 (0,3%)
11 (0,4%)
4 (0,3%)
9 (0,6%)
სიკვდილი სისხლდენის შედეგად
0
0
0
0
მნიშვნელოვანი+კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა
96 (3,6%)
115 (4,3%)
41 (2,7%)
56 (3,7%)
ყველა
261 (9,8%)
293 (11,0%)
89 (5,9%)
103 (6,8%)
- სისხლდენის ყველა კრიტერიუმი ითვალისწინებდა სისხლდენას ოპერაციული ჩარევის ადგილზე.
1 მოიცავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ენოქსაპარინის პირველი დოზის მიღების შემდეგ (ოპერაციამდე)
2 მოიცავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა აპიქსაბანის პირველი დოზის მიღების შემდეგ (ოპერაციის შემდეგ)
სისხლდენის, ანემიისა და ტრანსამინაზების (მაგალითად, ალტ დონის) პათოლოგიური დონის სახით არასასურველი რეაქციების განვითარების საერთო სიხშირე რიცხობრივად უფრო ნაკლები იყო აპიქსაბანის ჯგუფის პაციენტებში, ენოქსაპარინის ჯგუფთან შედარებით, II და III ფაზის კვლევებში, რომლებშიც განიხილებოდა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემთხვევები.
მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების კვლევაში აპიქსაბანის ჯგუფში მკურნალობის გეგმიური პერიოდის დროს რეგისტრირებულია ფათე-ის 4 შემთხვევა, ხოლო ენოქსაპარინის ჯგუფში ასეთი შემთხვევები არ იყო. ფათე-ის ასეთი უფრო მაღალი სიხშირის მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის (წასფ) შემთხვევაში
კლინიკურ პროგრამაში (ARISTOTLE: აპიქსაბანისა და ვარფარინის შედარება, AVERROES: აპიქსაბანისა და ასმ-ს შედარება) საერთო ჯამში რანდომიზებული იქნა 23 799 პაციენტი, მათ შორის 11 927 რანდომიზებული იქნა აპიქსაბანით მკურნალობის ჯგუფში. პროგრამა შემუშვებული იყო აპიქსაბანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ჩვენების მიზნით ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისას წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში და ერთი ან რამდენომე დამატებითი რისკ-ფაქტორით, მათ შორის:
ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ) ანამნეზში;
ასაკი >75 წელი;
არტერიული ჰიპერტენზია;
შაქრიანი დიაბეტი;
გულის სიმპტომური უკმარისობა (II ან უფრო მაღალი ფუნქციური კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციით).
კვლევა ARISTOTLE
კვლევაში ARISTOTLE საერთო ჯამში რანდომიზებული იქნა 18 201 მოზრდილი პაციენტი აპიქსაბანის 5 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (ან 2.5 მგ ორჯერ დღე-ღამეში შერჩეულ პაციენტებში (4,7%), იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“) ან ვარფარინის (სნთ-ის სამიზნე დიაპაზონი: 2.0-3.0) მისაღებად ორმაგად ბრმა სქემით მოქმედი ნივთიერების მიმართ საშუალოდ 20 თვიანი ხანგრძლივობის ექსპოზიციით. პაციენტების საშუალო ასაკი - 69.1 წელი, საშუალო ქულა CHADS2 სკალით - 2.1, ანამნეზში ინსულტის ან ტიშ-ის მქონე პაციენტები - 18.9%.
კვლევაში აპიქსაბანმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა ინსულტის (ჰემორაგიული ან იშემიური) და სისტემური ემბოლიის (იხ. ცხრილი 4) პროფილაქტიკის პირველადი საბოლოო წერტილის მიმართ, ვარფარინთან შედარებით.
ცხრილი 4. ეფექტიანობის მაჩვენებლები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში კვლევაში ARISTOTLE
აპიქსაბანი N=9120
n (%/წელიწადში)
ვარფარინი N=9081
n (%/წელიწადში)
რისკების თანაფარდობა
(95%-იანი ს/ი)
p-მნიშვნელობა
ინსულტი ან სისტემური ემბოლია
212 (1,27)
265 (1,60)
0,79(0,66, 0,95)
0,0114
ინსულტი
იშემიური ან დაუდგენელი ტიპის
162 (0,97)
175 (1,05)
0,92(0,74, 1,13)
ჰემორაგიული
40 (0,24)
78 (0,47)
0,51(0,35, 0,75)
სისტემური ემბოლია
15 (0,09)
17 (0,10)
0,87(0,44, 1,75)
ვარფარინის მიღების ჯგუფში რანდომიზებულ პაციენტებში თერაპიულ დიაპაზონში ყოფნის დროის მედიანა (თდმ) (სნთ: 2-3) შეადგენდა 66%-ს.
აპიქსაბანმა აჩვენა ინსულტის და სისტემური ემბოლიის სიხშირის შემცირება, ვარფარინთან შედარებით, კვლევითი ცენტრის თერაპიული დიაპაზონის მედიანის სხვადასხვა მაჩვენებლებზე; კვლევითი ცენტრის მონაცემებით თდმ-ის ყველაზე მაღალ კვარტილში რისკების თანაფარდობა აპიქსაბანისა და ვარფარინისთვის შეადგენდა 0,73-ს (95%-იან ს/ი: 0,38–1,40).
მნიშვნელოვანი სისხლდენის და ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები შემოწმდა კვლევების წინასწარ განსაზღვრული იერარქიული სტრატეგიის შესაბამისად კვლევაში I რიგის საერთო შეცდომის რისკის შესამცირებლად. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა ასევე მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი სისხლდენის და ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილების მიხედვით (იხ. ცხრილი 5). სნთ-ის მონიტორინგის გაძლიერებასთან ერთად მცირდება აპიქსაბანის აღნიშნული უპირატესობა ვარფარინთან შედარებით ნებისმიერი მიზეზით სიკვდილთან დაკავშირებით.
ცხრილი 5. მეორადი საბოლოო წერტილები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში კვლევაში ARISTOTLE
აპიქსაბანი
N=9088
n (%/წელიწადი)
ვარფარინი
N=9052
n (%/წელიწადი)
რისკების თანაფარდობა
(95%-იანი ს/ი)
p-მნიშვნელობა
სისხლდენის შედეგები
მნიშვნელოვანი*
327 (2,13)
462 (3,09)
0,69 (0,60, 0,80)
<0,0001
ლეტალური შედეგი
10 (0,06)
37 (0,24)
ქალასშიდა
52 (0,33)
122 (0,80)
მძიმე + კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა†
613 (4,07)
877 (6,01)
0,68 (0,61, 0,75)
<0,0001
ყველა
2356 (18,1)
3060 (25,8)
0,71 (0,68, 0,75)
<0,0001
სხვა საბოლოო წერტილები
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
603 (3,52)
669 (3,94)
0,89 (0,80, 1,00)
0,0465
მიოკარდიუმის ინფარქტი
90 (0,53)
102 (0,61)
0,88 (0,66, 1,17)
- მნიშვნელოვანი სისხლდენა განისაზღვრება თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (ISTH) კრიტერიუმების თანახმად.
† კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა
კვლევაში ARISTOTLE არასასურველი რეაქციების გამო თერაპიის შეწყვეტის საერთო სიხშირემ შეადგენა 1.8% აპიქსაბანისთვის და 2.6% ვარფარინისთვის.
წინასწარ მოცემული ქვეჯგუფებისთვის ეფექტიანობის შეფასების შედეგები, მათ შორის განსაზღვრული CHADS2 სკალის ქულით, ასაკით, სხეულის მასით, სქესით, თირკმელების ფუნქციის მდგომარეობით, ინსულტით ან ტიშ-ით ანამნეზში და შაქრიანი დიაბეტით, შეესაბამებოდა ეფექტიანობის შეფასების პირველად შედეგებს კვლევაში ჩართულ საერთო პოპულაციაში. ISTH კრიტერიუმების მიხედვით კუჭ-ნაწლავიდან მნიშვნელოვანი სისხლდენების (მათ შორის სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა და ქვედა ორგანოებში და რექტალური სისხლდენა) განვითარების სიხშირე აპიქსაბანის გამოყენებისას შეადგენდა 0.76%-ს წელიწადში, ხოლო ვარფარინის გამოყენებისას - 0.86%-ს წელიწადში.
წინასწარ მოცემული ქვეჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი სისხლდენის შეფასების შედეგები, მათ შორის განსაზღვრული CHADS2 სკალის ქულით, ასაკით, სხეულის მასით, სქესით, თირკმელების ფუნქციის მდგომარეობით, ინსულტით ან ტიშ-ით ანამნეზში და შაქრიანი დიაბეტით, შეესაბამებოდა შედეგებს კვლევაში ჩართულ საერთო პოპულაციაში.
კვლევა AVERROES
კვლევაში AVERROES საერთო ჯამში 5598 მოზრდილი პაციენტი, რომლისთვის მკვლევარებმა შეუძლებლად ჩათვალეს К ვიტამინის ანტაგონისტის გამოყენება, რანდომიზებული იქნა აპიქსაბანის 5 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (ან 2.5 მგ ორჯერ დღე-ღამეში შერჩეულ პაციენტებში (6,4%), იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“) ან ასმ-ს მისაღებად. ასმ-ს იყენებდნენ ერთხელ დღე-ღამეში დოზით 81 მგ (64%), 162 მგ (26,9%), 243 მგ (2,1%) ან 324 მგ (6,6%) მკვლევარის გადაწყვეტილებით. პაციენტები იღებდნენ საკვლევ მოქმედ ნივთიერებას საშუალოდ 14 თვის განმავლობაში. პაციენტების საშუალო ასაკი - 69.9 წელი, საშუალო ქულა CHADS2 სკალით - 2.0, პაციენტები ინსულტის ან ტიშ-ის ანამნეზით - 13.6%.
კვლევაში AVERROES К ვიტამინის ანტაგონისტით მკურნალობის შეუძლებლობის გავრცელებული მიზეზებია სნთ-ის საჭირო ინტერვალების მიღების შეუძლებლობა/მცირე ალბათობა (42.6%), პაციენტის მხრიდან К ვიტამინის ანტაგონისტით მკურნალობაზე უარი (37.4%), CHADS2 სკალით ქულა = 1 და К ვიტამინის ანტაგონისტით მკურნალობის რეკომენდაციის არარსებობა ექიმისგან (21.3%), ეჭვი, რომ პაციენტი დაიცავს К ვიტამინის ანტაგონისტის გამოყენების ინსტრუქციას (15%), ასევე პაციენტთან დაკავშირების სირთულე/სავარაუდო სირთულე დოზის სასწრაფოდ შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში (11.7%).
კვლევა AVERROES დროზე ადრე შეწყდა მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციით, ინსულტებისა და სისტემური ემბოლიების სიხშირის აშკარა …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ელიქვისის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ელიქვისი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ელიქვისი
მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): აპიქსაბანი
სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 2.5 მგ და 5 მგ
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 2.5 მგ ან 5 მგ აპიქსაბანს;
დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში: ლაქტოზა უწყლო 50.25 მგ (2.5 მგ დოზირება), 100.50 მგ (5 მგ დოზირება).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა უწყლო, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
გარსის შემადგენლობა:
- 5 მგ დოზირებისთვის - ოპადრაი® II ყვითელი (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E172));
5 მგ დოზირებისთვის - ოპადრაი® II ვარდისფერი (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი (E172)).
აღწერა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “893“ ერთ მხარეს და “2½“ მეორე მხარეს (2.5 მგ დოზირება).
ვარდისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “894“ ერთ მხარეს და “5“ მეორე მხარეს (5 მგ დოზირება).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული პრეპარატები. Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები. აპიქსაბანი.

კვლევა AVERROES დროზე ადრე შეწყდა მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციით, ინსულტებისა და სისტემური ემბოლიების სიხშირის აშკარა შემცირების გამო უსაფრთხოების მისაღები პროფილის თანხლებით.
კვლევაში AVERROES არასასურველი რეაქციების გამო თერაპიის შეწყვეტის საერთო სიხშირე შეადგენდა 1.5%-ს აპიქსაბანისთვის და 1.3%-ს ასმ-სთვის.
კვლევაში აპიქსაბანმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უკეთესი შედეგები ინსულტის (ჰემორაგიული, იშემიური ან დაუდგენელი ტიპის) და სისტემური ემბოლიის (იხ. ცხრილი 6) პროფილაქტიკის პირველადი საბოლოო წერტილების მიმართ ასმ-სთან შედარებით.
ცხრილი 6. ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში კვლევაში AVERROES
აპიქსაბანი
N=2807
n (%/წელიწადი)
ასმ
N=2791
n (%/წელიწადი)
რისკების თანაფარდობა
(95%-იანი ს/ი)
p-მნიშვნელობა
ინსულტი ან სისტემური ემბოლია*
51 (1,62)
113 (3,63)
0,45(0,32, 0,62)
<0,0001
ინსულტი
იშემიური ან დაუდგენელი ტიპის
43 (1,37)
97 (3,11)
0,44(0,31, 0,63)
ჰემორაგიული
6 (0,19)
9 (0,28)
0,67(0,24, 1,88)
სისტემური ემბოლია
2 (0,06)
13 (0,41)
0,15(0,03, 0,68)
ინსულტი, სისტემური ემბოლია, მ/ი ან სიკვდილი სისხლძარღვოვანი გართულების მიზეზით *†
132 (4,21)
197 (6,35)
0,66(0,53, 0,83)
0,003
მიოკარდიუმის ინფარქტი
24 (0,76)
28 (0,89)
0,86(0,50, 1,48)
სიკვდილი სისხლძარღვოვანი გართულების მიზეზით
84 (2,65)
96 (3,03)
0,87(0,65, 1,17)
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით†
111 (3,51)
140 (4,42)
0,79(0,62, 1,02)
0,068
- შეფასდა თანმიმდევრული კვლევების სტრატეგის გამოყენებით, რომელიც შემუშავდა კვლევაში I რიგის საერთო შეცდომის რისკის შესამცირებლად.
† მეორადი საბოლოო წერტილი
მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების სიხშირეში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება აპიქსაბანსა და ასმ-ს შორის არ იყო (იხ. ცხრილი 7).
ცხრილი 7. სისხლდენის ეპიზოდები წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში კვლევაში AVERROES
აპიქსაბანი
N=2798
n (%/წელიწადი)
ასმ
N=2780
n (%/წელიწადი)
რისკების თანაფარდობა
(95%-იანი ს/ი)
p-მნიშვნელობა
მნიშვნელოვანი*
45 (1,41)
29 (0,92)
1,54 (0,96, 2,45)
0,0716
ლეტალური შედეგით, n
5 (0,16)
5 (0,16)
ქალასშიდა, n
11 (0,34)
11 (0,35)
მნიშვნელოვანი+კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა†
140 (4,46)
101 (3,24)
1,38 (1,07, 1,78)
0,0144
ყველა
325 (10,85)
250 (8,32)
1,30 (1,10, 1,53)
0,0017
- მნიშვნელოვანი სისხლდენა განისაზღვრება თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (ISTH) კრიტერიუმების თანახმად.
†კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტები მწვავე კორონარული სინდრომით ან/და გადატანილი პკჩ-ით
AUGUSTUS, ღია, რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევა, ორფაქტორული დიზაინით 2 2-ზე, მოიცავდა წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე 4614 მოზრდილ პაციენტს მწვავე კორონარული სინდრომით (43%) ან/და გადატანილი პკჩ-ით (56%). ყველა პაციენტი იღებდა საბაზო თერაპიას P2Y12-ის ინჰიბიტორით (კლოპიდოგრელი: 90.3%), რომელიც დაინიშნა მკურნალობის ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად.
პაციენტები რანდომიზებული იყვნენ მწვავე კორონარული სინდრომის და/ან პკჩ-ის შემდეგ 14 დღის განმავლობაში ან ორჯერ დღე-ღამეში 5 მგ დოზით აპიქსაბანის (ორჯერ დღე-ღამეში 2.5 მგ, თუ შესრულდა დოზის შემცირების ორი ან მეტი კრიტერიუმი; პაციენტების 4.2% იღებდა უფრო დაბალ დოზას), ან K ვიტამინის ანტაგონისტის (Kვა) და/ან აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) (81 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ან პლაცებოს. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 69.9 წელი, რანდომიზებულ პაციენტთა 94%-ს CHA2DS2-VASc სკალით ჰქონდა >2 ქულა, ხოლო 47%-ს HAS-BLED სკალით >3 ქულა. K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში რანდომიზებული პაციენტებისთვის საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მნიშვნელობების თერაპიულ დიაპაზონში არსეობის დროის წილი (სნთ 2-3) შეადგენდა 56%-ს, ამასთან დროის 32% სნთ-ის სამიზნე მნიშვნელობები თერაპიულ დიაპაზონზე დაბალი იყო და 12% თერაპიულ დიაპაზონზე მაღალი.
კვლევის AUGUSTUS ძირითად მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხოების შეფასება მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების თვალსაზრისით პირველადი საბოლოო წერტილით თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (International Society on Thrombosis and Haemostasis — ISTH) კრიტერიუმების ან კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის (კმმს) მიხედვით. 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვანი სისხლდენები ISTH კრიტერიუმებით ან კმმს განუვითარდა 241 პაციენტს (10.5%) აპიქსაბანის ჯგუფში და 332 (14.7%) პაციენტს K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში (ფარდობითი რისკი = 0.69, 95%-იანი ს/ი: 0.58, 0,82; ორმხრივი p-მნიშვნელობა <0.0001 არანაკლები ეფექტიანობისთვის და р-მნიშვნელობა <0.0001 უპირატესობის საჩვენებლად). K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში, დამატებითმა ანალიზებმა თერაპიული დიაპაზონის მიხედვით ქვეჯგუფების გამოყენებით აჩვენა, რომ სისხლდენების ყველაზე მაღალი სიხშირე დაკავშირებული იყო მინიმალურ კვარტილობასთან თერაპიულ დიაპაზონში. სისხლდენების სიხშირე ერთნაირი იყო აპიქსაბანსა და თერაპიულ დიაპაზონში უმაღლეს კვარტილობასთან.
6 თვის შემდეგ მნიშვნელოვანი სისხლდენები ან კმმს ISTH კრიტერიუმებით განუვითარდა 367 (16.1%) პაციენტს ასმ-ს ჯგუფში და 204 (9.0%) პაციენტს პლაცებოს ჯგუფში (ფარდობითი რისკი =1,88, 95%-იანი ს/ი: 1,58, 2,23; ორმხრივი р-მნიშვნელობა <0,0001).
კერძოდ, აპიქსაბანის ჯგუფის პაციენტებში მნიშვნელოვანი სისხლდენები ან კმმს განუვითარდა 157 (13.7%) და 84 (7.4%) პაციენტს შესაბამისად ასმ-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტით, მძიმე სისხლდენები ან კმმს განუვითარდა 208 (18.5%) და 122 (10.8%) პაციენტს შესაბამისად, ასმ-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში.
მკურნალობის სხვა ეფექტები შეფასდა, როგორც კვლევის მეორადი მიზანი კომბინირებული საბოლოო წერტილებით.
მეორად საბოლოო წერტილს, რომელიც იყო კომბინირებული და მოიცავდა სიკვდილს ან განმეორებით ჰოსპიტალიზაციას, ადგილი ჰქონდა 541 (23,5%) და 632 (27,4%) პაციენტში შესაბამისად, აპიქსაბანის ჯგუფში და K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში. სიკვდილი ან იშემიური მოვლენა (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან სასწრაფო რევასკულარიზაცია) კომბინირებული საბოლოო წერტილის სახით აღინიშნა 170 (7,4%) და 182 (7,9%) პაციენტში შესაბამისად, აპიქსაბანის ჯგუფში და K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში.
ასმ-ს და პლაცებოს შედარებისას კომბინირებული საბოლოო წერტილი, რომელიც ითვალისწინებდა სიკვდილს ან განმეორებით ჰოსპიტალიზაციას, ადგილი ჰქონდა 604 (26,2%) და 569 (24,7%) პაციენტში შესაბამისად, ასმ-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში. სიკვდილი ან იშემიური მოვლენა (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტის თრომბოზი ან სასწრაფო რევასკულარიზაცია) კომბინირებული საბოლოო წერტილის სახით აღინიშნა 163 (7,1%) და 189 (8,2%) პაციენტში შესაბამისად, ასმ-ს ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
EMANATE - ღია მულტიცენტრული კვლევა 1500 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ადრე არ იღებდნენ პერორალურ ანტიკოაგულანტურ საშუალებებს ან იღებდნენ მათ 48 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, და რომლებშიც დაგეგმილია კარდიოვერსია წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის გამო. პაციენტები რანდომიზებული იქნენ თანაფარდობით 1:1 აპიქსაბანის ან ჰეპარინის და/(ან) K ვიტამინის ანტაგონისტის მიღების ჯგუფებში გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკისთვის. პაციენტებს ჩაუტარდათ ელექტრული ან(და) ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია დღე-ღამეში ორჯერ 5 მგ აპიქსაბანის სულ მცირე 5 დოზის (ან ორჯერ დღე-ღამეში 2.5 მგ ინდივიდუალურ შემთხვევებში (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“)) მიღების შემდეგ ან 10 მგ დამტვირთავი დოზის ან ინდივიდუალურ შემთხვევებში 5 მგ დამტვირთავი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“), თუ კარდიოვერსიის ჩატარება საჭირო იყო უფრო ადრე. აპიქსაბანის ჯგუფში 342 პაციენტი იღებდა პრეპარატის დამტვირთავ დოზას (331 პაციენტმა მიიღო დოზა 10 მგ და 11 პაციენტმა მიიღო დოზა 5 მგ).
აპიქსაბანის ჯგუფში არ იყო რეგისტრირებული ინსულტების შემთხვევები (0%) (n=753), ხოლო ჰეპარინის ან/(და) K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში რეგისტრირებული იყო ინსულტის 6 (0.80%) შემთხვევა (n=747; ფ/რ 0,00, 95%-იანი ს/ი 0,00, 0,64). ყველა მიზეზით სიკვდილს ადგილი ჰქონდა 2 პაციენტში (0,27%) აპიქსაბანის ჯგუფში და 1 პაციენტში (0.13%) ჰეპარინის ან/(და) K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში. სისტემური ემბოლიის შემთხვევები რეგისტრირებული არ იყო.
მნიშვნელოვანი სისხლდენა და კმმს განვითარდა შესაბამისად, 3 (0,41%) და 11 (1,50%) პაციენტში აპიქსაბანის ჯგუფში და 6 (0,83%) და 13 (1,80%) პაციენტში ჰეპარინის ან/(და) K ვიტამინის ანტაგონისტის ჯგუფში.
ამ ინტერვენციული კვლევით ნაჩვენებია აპიქსაბანის და ჰეპარინის ან/(და) K ვიტამინის ანტაგონისტის მსგავსი ეფექტიანობა და უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია.
ღვთ-ის მკურნალობა, ფათე-ის მკურნალობა და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა (ვენური თრომბოემბოლიის მკურნალობა - ვთე-ის მკურნალობა)
მოზრდილთა კლინიკური კვლევების პროგრამა (AMPLIFY: აპიქსაბანის და ენოქსაპარინის/ვარფარინის შედარება, AMPLIFY-EXT: აპიქსაბანის და პლაცებოს შედარება) შემუშავდა აპიქსაბანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ჩვენების მიზნით ღვთ-ის ან/და ფათე-ის მკურნალობისას (AMPLIFY) და ხანგრძლივი მიღებისას ღვთ-ის და ფათე-ის რეციდივების პროფილაქტიკისთვის ღვთ-ის ან/და ფათე-ს ანტიკოაგულანტებით მკურნალობის 6-12 თვიანი კურსის შემდეგ (AMPLIFY-EXT). ორივე კვლევა წარმოადგენდა რანდომიზებულ ორმაგად ბრმა საერთაშორისო კვლევას პარალელურ ჯგუფებში კლინიკურად გამოხატული პროქსიმალური ღვთ-ის ან კლინიკურად გამოხატული ფათე-ს მქონე პაციენტებში. უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასების ყველა ძირითადი საბოლოო წერტილი შეფასდა დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ ბრმა მეთოდით.
კვლევა AMPLIFY
კვლევაში AMPLIFY საერთო ჯამში 5395 მოზრდილი პაციენტი რანდომიზებული იქნა 7 დღის განმავლობაში ორჯერ დღე-ღამეში პერორალურად 10 მგ დოზით აპიქსაბანით მკურნალობის ჯგუფში, შემდეგ 6 თვის განმავლობაში ორჯერ დღე-ღამეში პერორალურად 5 მგ დოზით აპიქსაბანით, ან სულ მცირე 5 დღის განმავლობაში ორჯერ დღე-ღამეში კანქვეშ 1 მგ/კგ დოზით ენოქსაპარინით (სნთ-ის >2-ის მიღწევამდე) და 6 თვის განმავლოვაში პერორალურად ვარფარინის (სნთ-ის სამიზნე დიაპაზონი: 2.0-3.0) მიღების ჯგუფში.
პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 56.9 წელს და რანდომიზებული პაციენტების 89.8%-ს ჰქონდა არაპროვოცირებული ვთგ-ის შემთხვევები.
ვარფარინის მიღების ჯგუფში რანდომიზებულ პაციენტებში თერაპიულ დიაპაზონში ყოფნის საშუალო დრო (სნთ: 2.0-3.0) შეადგენდა 60,9%-ს. აპიქსაბანმა აჩვენა კლინიკურად გამოხატული ვთგ-ის და ვთგ-ის მიზეზით ლეტალური შედეგის რეციდივის სიხშირის შემცირება, კვლევითი ცენტრის თერაპიული დიაპაზონის სხვადასხვა მნიშვნელობებისას; კვლევითი ცენტრის მონაცემებით თერაპიული დიაპაზონის მაქსიმალური კვარტილში აპიქსაბანის და ენოქსაპარინის/ვარფარინის ფარდობითი რისკი შეადგენდა 0.79 (95%-იანი ს/ი: 0,39–1,61).
ამ კვლევაში ნაჩვენებია აპიქსაბანის არანაკლები ეფექტიანობა ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შედარებით კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილის მიმართ, რომელიც გამოიხატებოდა მორეციდივე სიმპტომური ვთგ-ის (არალეტალური ღვთ ან არალეტალური ფათე) დადასტურებული საექსპერტო შეფასების ან ვთგ-ით გამოწვეული სიკვდილის დადასტურებული საექსპერტო შეფასების სახით (იხ. ცხრილი 8).
ცხრილი 8. ეფექტიანობის შეფასების შედეგები კვლევაში AMPLIFY
აპიქსაბანი
N=2609
n (%)
ენოქსაპარინი/
ვარფარინი
N=2635
n (%)
ფარდობითი რისკი
(95%-იანი ს/ი)
ვთგ ან ვთგ-ით გამოწვეული სიკვდილი
59 (2,3)
71 (2,7)
0,84 (0,60, 1,18)*
ღვთ
20 (0,7)
33 (1,2)
ფათე
27 (1,0)
23 (0,9)
ვთგ-ით გამოწვეული სიკვდილი
12 (0,4)
15 (0,6)
ვთგ ან სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
84 (3,2)
104 (4,0)
0,82 (0,61, 1,08)
ვთგ ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილი
61 (2,3)
77 (2,9)
0,80 (0,57, 1,11)
ვთგ, ვთგ-ით გამოწვეული სიკვდილი, მნიშვნელოვანი სისხლდენა
73 (2,8)
118 (4,5)
0,62 (0,47, 0,83)
- არანაკლებ, ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შედარებით (p-მნიშვნელობა <0.0001)
ვთგ-ის პირველადი მკურნალობისას აპიქსაბანის ეფექტიანობა მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ფათე-ის (ფართობითი რისკი: 0.9, 95%-იანი ს/ი 0.5–1.6) ან ღვთ-ის (ფართობითი რისკი: 0.8 , 95%-იანი ს/ი 0.5–1.3) მკურნალობა. ასაკის, სქესის, სხეულის მასის ინდექსის (სმი), თირკმელების ფუნქციის, ინდექსური ფათე-ის გავრცელების მაჩვენებლის, ღვთ-ის დროს თრომბის ლოკალიზაციის და ჰეპარინის პარენტერალური შეყვანის შემდეგ გამოყოფილი სხვადასხვა ქვეჯგუფების პაციენტებში ეფექტიანობა ზოგადად მსგავსი იყო.
უსაფრთხოების შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი იყო მნიშვნელოვანი სისხლდენა. კვლევაში აპიქსაბანის უსაფრთხოების შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი სტატისტიკურად უკეთესი იყო, ვიდრე ენოქსაპარინის/ვარფარინის შემთხვევაში (ფარდობითი რისკი: 0.31, 95%-იანი სანდოობის ინტერვალი 0.17–0.55, p-მნიშვნელობა <0.0001) (იხ. ცხრილი 9).
ცხრილი 9. სისხლდენების შეფასების შედეგები კვლევაში AMPLIFY
აპიქსაბანი
N=2676
n (%)
ენოქსაპარინი/
ვარფარინი
N=2689
n (%)
ფარდობითი რისკი
(95%-იანი ს/ი)
მნიშვნელოვანი
15 (0,6)
49 (1,8)
0,31 (0,17, 0,55)
მნიშვნელოვანი + კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა
115 (4,3)
261 (9,7)
0,44 (0,36, 0,55)
უმნიშვნელო
313 (11,7)
505 (18,8)
0,62 (0,54, 0,70)
ყველა
402 (15,0)
676 (25,1)
0,59 (0,53, 0,66)
საექსპერტო შეფასებით დადასტურებული მნიშვნელოვანი სისხლდენებისა და ნებისმიერი ლოკალიზაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის სიხშირე ზოგადად უფრო დაბალი იყო აპიქსაბანის ჯგუფში ენოქსაპარინი/ვარფარინის ჯგუფთან შედარებით. საექსპერტო შეფასებით დადასტურებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლასიფიცირებული ISTH კრიტერიუმებით როგორც მნიშვნელოვანი, რეგისტრირებულია 6 (0.2%) პაციენტში აპიქსაბანის ჯგუფში და 17 (0.6%) პაციენტში, ენოქსაპარინის/ვარფარინის ჯგუფში.
კვლევა AMPLIFY-EXT
კვლევაში AMPLIFY-EXT საერთო ჯამში 2482 პაციენტი რანდომიზებული იქნა ორჯერ დღე-ღამეში პერორალურად 2.5 მგ დოზით აპიქსაბანის, ორჯერ დღე-ღამეში პერორალურად 5 მგ დოზით აპიქსაბანის ან 6-12 თვიანი კურსით ანტიკოაგულანტებით მკურნალობის საწყისი კურსის დასრულების შემდეგ 12 თვის განმავლობაში პლაცებოს მიღების ჯგუფებში. მათგან 836 (33.7%) პაციენტი კვლევაში AMPLIFY-EXT ჩართვამდე მონაწილეობდა კვლევაში AMPLIFY.
პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 56.7 წელს, და რანდომიზებული პაციენტების 91.7%-ს ჰქონდა არაპროვოცირებული ვთგ-ის შემთხვევები.
ამ კვლევაში აპიქსაბანის დოზირების ორივე რეჟიმს ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით პირველადი საბოლოო წერტილის მიმართ კლინიკურად გამოხატული ვთგ-ის რეციდივის (არალეტალური ღვთ ან არალეტალური ფათე) ან ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის სახით (იხ. ცხრილი 10).
ცხრილი 10. ეფექტიანობის შეფასების შედეგები კვლევაში AMPLIFY-EXT
აპიქსაბანი
აპიქსაბანი
პლაცებო
ფარდობითი რისკი
(95%-იანი სი)
2,5 მგ
(N=840)
5,0 მგ
(N=813)
(N=829)
აპიქსაბანი 2,5 მგ პლაცებოსთან შედარებით
აპიქსაბანი 5,0 მგ პლაცებოსთან შედარებით
n (%)
ვთგ-ის რეციდივი ან სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
19 (2,3)
14 (1,7)
77 (9,3)
0,24
(0,15, 0,40)¥
0,19
(0,11, 0,33)¥
ღვთ*
6 (0,7)
7 (0,9)
53 (6,4)
ფათე*
7 (0,8)
4 (0,5)
13 (1,6)
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზი
6 (0,7)
3 (0,4)
11 (1,3)
ვთგ-ის რეციდივი ან სიკვდილი, გამოწვეული ვთგ-ით
14 (1,7)
14 (1,7)
73 (8,8)
0,19(0,11, 0,33)
0,20
(0,11, 0,34)
ვთგ-ის რეციდივი ან სიკვდილი, გამოწვეული გსდ-ით
14 (1,7)
14 (1,7)
76 (9,2)
0,18
(0,10, 0,32)
0,19
(0,11, 0,33)
არალეტალური ღვთ†
6 (0,7)
8 (1,0)
53 (6,4)
0,11
(0,05, 0,26)
0,15
(0,07, 0,32)
არალეტალური ფათე†
8 (1,0)
4 (0,5)
15 (1,8)
0,51
(0,22, 1,21)
0,27
(0,09, 0,80)
სიკვდილი, გამოწვეული ვთგ-ით
2 (0,2)
3 (0,4)
7 (0,8)
0,28
(0,06, 1,37)
0,45
(0,12, 1,71)
¥ p-მნიშვნელობა <0,0001
- კომბინირებულ საბოლოო წერტილში შემავალი ერთზე მეტი მოვლენის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა მხოლოდ პირველი მოვლენა (მაგალითად, თუ პაციენტს ჰქონდა ღვთ, შემდეგ კი ფათე, დაფიქსირდა მხოლოდ ღვთ).
† ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება რეგისტრირებული და წარმოდგენილი ყოფილიყო რამდენიმე მოვლენა ორივე კლასიფიკაციაში.
აპიქსაბანის ეფექტიანობა ვთგ-ის რეციდივის პროფილაქტიკაში უცვლელი დარჩა პაციენტების ყველა ქვეჯგუფში ასაკის, სქესის, სმი-ის და თირკმელების ფუნქციის მიუხედავად.
უსაფრთხოების შეფასების პირველად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა მნიშვნელოვანი სისხლდენა მკურნალობის პერიოდში. ამ კვლევაში აპიქსაბანის ორივე დოზისთვის მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების სიხშირე სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა პლაცებოს შემთხვევაში აღნიშნული სიხშირესგან. მნიშვნელოვანი სისხლდენების + კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენების, უმნიშვნელო და ყველა სისხლდენის ჯგუფებს შორის სიხშირეში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ორჯერ დღე-ღამეში 2.5 მგ აპიქსაბანის და პლაცებოს ჯგუფებს შორის არ არის გამოვლენილი (იხ. ცხრილი 11).
ცხრილი 11. სისხლდენების შეფასების შედეგები კვლევაში AMPLIFY-EXT
აპიქსაბანი
აპიქსაბანი
პლაცებო
ფარდობითი რისკი
(95%-იანი სი)
2,5 მგ
(N=840)
5,0 მგ
(N=811)
(N=826)
აპიქსაბანი 2,5 მგ
პლაცებოსთან შედარებით
აპიქსაბანი 5,0 მგ
პლაცებოსთან შედარებით
n (%)
მნიშვნელოვანი
2 (0,2)
1 (0,1)
4 (0,5)
0,49
(0,09, 2,64)
0,25 (0,03, 2,24)
მნიშვნელოვანი + კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა
27 (3,2)
35 (4,3)
22 (2,7)
1,20
(0,69, 2,10)
1,62
(0,96, 2,73)
უმნიშვნელო
75 (8,9)
98 (12,1)
58 (7,0)
1,26
(0,91, 1,75)
1,70
(1,25, 2,31)
ყველა
94 (11,2)
121 (14,9)
74 (9,0)
1,24
(0,93, 1,65)
1,65
(1,26, 2,16)
საექსპერტო შეფასებით დადასტურებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც ISTH-ის კრიტერიუმებით კლასიფიცირებულია, როგორც მნიშვნელოვანი, რეგისტრირებულია 1 (0.1%) პაციენტში, რომელიც აპიქსაბანს იღებდა ორჯერ დღე-ღამეში დოზით 5 მგ, არ არის რეგისტრირებული ორჯერ დღე-ღამეში 2.5 მგ აპიქსაბანის მიღების ჯგუფში, და რეგისტრირებულია 1 (0.1%) პაციენტში, პლაცებოს ჯგუფში.
ბავშვები
ვთგ-ის მკურნალობა და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკა 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
კვლევა CV185325 წარმოადგენდა აპიქსაბანის რანდომიზებულ ღია მულტიცენტრულ კვლევას აქტიური კონტროლით ბავშვთა ასაკის პაციენტებში ვთგ-ის სამკურნალოდ გამოყენებისას. ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ამ აღწერით კვლევაში ჩართული იყო ბავშვთა ასაკის 217 პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა ვთგ-ის ანტიკოაგულანტური მკურნალობა და ვთგ-ის რეციდივების პროფილაქტიკა; პირველ ასაკობრივ ჯგუფში (12-დან <18 წლის) იყო 137 პაციენტი, მეორე ასაკობრივ ჯგუფში (2-დან <12 წლამდე) - 44 პაციენტი, მესამე ასაკობრივ ჯგუფში (28 დღიდან <2 წლამდე) - 32 პაციენტი, ხოლო მეოთხე ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებიდან <28 დღემდე) - 4 პაციენტი. ინდექსური ვთგ დადასტურებული იყო ვიზუალიზაციით, და ასეთი შემთხვევები შეფასდა დამოუკიდებლად. რანდომიზაციამდე პაციენტები იღებდნენ სტანდარტულ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით 14 დღემდე პერიოდში. საკვლევი პრეპარატის მიღების დაწყებამდე ანტიკოაგულანტებით სტანდარტული მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4,8 დღეს (სტანდარტული გადაცდომა 2,5 დღე) და პაციენტების 92,3% დაიწყო საკვლევი პრეპარატის მიღება 7 დღის განმავლობაში. პაციენტები რანდომიზებული იქნენ თანაფარდობით 2:1 აპიქსაბანის მისაღებად ასაკის შესაბამისი სამკურნალწამლო ფორმით (წონის მიხედვით დაკორექტირებული და 10 მგ დამტვირთავი დოზის ეკვივალენტური დოზებით ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში მოზრდილებისთვის) ან სტანდარტულ მკურნალობის მისაღებად. 2-დან <18 წლამდე პაციენტებში სტანდარტული მკურნალობა ითვალისწინებდა დაბალმოლეკულური ჰეპარინების (დმჰ), არაფრაქციული ჰეპარინების (აფჰ) ან K ვიტამინის ანტაგონისტების გამოყენებას. 28 დღიდან <2 წლამდე ასაკის პაციენტებში სტანდარტული მკურნალობა შემოიფარგლებოდა ჰეპარინებით (აფჰ ან დმჰ). <2 წლამდე ასაკის პაციენტებში მკურნალობის ძირითადი ფაზა გაგრძელდა 42-დან 84 დღემდე, ხოლო 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში - 84 დღე. 28 დღიდან <18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ აპიქსაბანის მიღების ჯგუფში, შესაძლებელი იყო აპიქსაბანით მკურნალობის გაგრძელება კიდევ 6-12 კვირის განმავლობაში კვლევის დამატებითი ფაზის მიმდინარეობისას.
ეფექტიანობის შეფასების ძირითად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა ვთგ-ის რეციდივების (როგორც სიმპტომებით, ასევე სიმპტომების გარეშე მიმდინარე) და ვთგ-ის შედეგად სიკვდილის ვიზუალიზაციით და საექსპერტო შეფასებით დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა. ვთგ-ის ლეტალური შედეგები არ აღინიშნა ორივე ჯგუფში. საერთო ჯამში 4 პაციენტში (2,8%) აპიქსაბანის ჯგუფში და 2 პაციენტში (2,8%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში რეგისტრირებული იყო ვთგ-ის (სიმპტომებით ან მათ გარეშე) სულ მცირე 1 დადასტურებული რეციდივი.
აპიქსაბანის ჯგუფის 143 პაციენტის მიერ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მედიანა შეადგენდა 84,0 დღეს. 67 პაციენტში (46,9%) გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენდა 84 დღეზე მეტს. უსაფრთხოების შეფასების ძირითადი საბოლოო წერტილი, მნიშვნელოვანი სისხლდენის და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის განვითარება, აღენიშნა 2 პაციენტს (1,4%) აპიქსაბანის ჯგუფში და 1 პაციენტს (1,4%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში (რისკების თანაფარდობა 0,99; 95% ს/ი: 0,1-10,8). ყველა შემთხვევაში სისხდენა მიეკუთვნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის კატეგორიას. მცირე სისხლდენა რეგისტრირებული იყო 51 პაციენტში (35,7%) აპიქსაბანის ჯგუფში და 21 პაციენტში (29,6%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში (რისკების თანაფარდობა 1,19; 95% ს/ი: 0,8;1,8).
მნიშვნელოვანი სისხლდენა განისაზღვრა, როგორც სისხლდენა, რომელიც შეესაბამება ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს: (i) სისხლდენა ლეტალური შედეგით; (ii) კლინიკურად გამოვლენილი სისხლდენა, რომელმაც გამოიწვია ჰემოგლობინის დონის შემცირება სულ მცირე 20 გ/ლ-ით 24 საათში; (iii) რეტროპერიტონეალური, ფილტვისმიერი, ქალასშიდა სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც სხვაგვარად შეხებაშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან; (iv) სისხლდენა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას საოპერაციოში (მათ შორის ინტერვენციულ რადიოლოგიურ პროცედურას).
კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა განისაზღვრა როგორც სისხლდენა, რომელიც შეესაბამება ერთ ან ორივე მითითებულ კრისტერიუმს: (i) მანიფესტური სისხლდენა, რომლის გამოც გამოიყენება სისხლის პრეპარატი და რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ პაციენტის ძირითად დაავადებასთან; (ii) სისხლდენა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ან ქირურგიულ ჩარევას ჰემოსტაზის დარეგულირებისთვის (მაგრამ არა საოპერაციოში).
მცირე სისხლდენა განისაზღვრა როგორც მანიფესტური ან ვიზუალურად შესამჩნევი სისხლდენა, რომელიც არ შეესაბამება მნიშვნელოვანი და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს. მენსტრუალური სისხლდენა კლასიფიცირებულია, როგორც მცირე, და არა კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა.
53 პაციენტში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კვლევის დამატებით ფაზაში და იღებდა აპიქსაბანს, არ იყო რეგისტრირებული ვთგ-ის რეციდივის (სიმპტომებით ან მათ გარეშე) ან ვთგ-ის შედეგად სიკვდილის არცერთი შემთხვევა. კვლევის დამატებით ფაზაში მონაწილე არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა მნიშვნელოვანი სისხლდენა ან კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა. კვლევის გაფართოებულ ფაზაში მონაწილე 53-დან 8 (15,1%) პაციენტში აღინიშნა მცირე სისხლდენა.
აპიქსაბანის ჯგუფში რეგისტრირებულია სიკვდილის 3 შემთხვევა, ხოლო სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში - 1 შემთხვევა; მკვლევარის შეფასების თანახმად არცერთი მათგანი არ იყო დაკავშირებული მკურნალობასთან. მოვლენათა საექსპერტო შეფასების დამოუკიდებელი კომიტეტის დასკვნით სიკვდილის ამ შემთხვევებიდან არცერთი იყო დაკავშირებული ვთგ-სთან ან სისხლდენასთან.
ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაშია აპიქსაბანის გამოყენების უსაფრთხოების ბაზა დაფუძნებულია კვლევის CV185325 მონაცემებზე, რომელშიც პრეპარატი გამოიყენებოდა ვთგ-ის სამკურნალოდ და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის, და მასში დამატებულია კვლევების PREVAPIX-ALL და SAXOPHONE მონაცემები, რომლებშიც შეისწავლეს პრეპარატის გამოყენება ვთგ-ის პირველადი პროფილაქტიკისთვის, ასევე პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების კვლევები - CV185118. ის მოიცავს ბავშვთა ასაკის 970 პაციენტის მონაცემებს, რომელთაგან 568 იღებდა აპიქსაბანს.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში გამოყენების რეგისტრირებული ჩვენებები ვთგ-ის პირველადი პროფილაქტიკისთვის არ არის.
ვთგ-ის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკის პაციენტებში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზით ან ლიმფობლასტური ლიმფომით (მლლ ან ლლ)
კვლევის PREVAPIX-ALL ფარგლებში საერთო ჯამში >1 წლის და <18 წლის ასაკის 512 პაციენტი პირველად რეგისტრირებულ მლლ ან ლლ-ით, რომლებიც იღებდნენ ინდუქციურ ქიმიოთერაპიას ასპარაგინაზის შეყვანით მუდმივი ცენტრალური ვენური კათეტერის საშუალებით, რანდომიზებული იყო თანაფარდობით 1:1, პროცედურების გასავლელად, რომლებიც მიმართულია თრომბოემბოლიის პროფილაქტიკაზე ღია რეჟიმში აპიქსაბანის ან სტანდარტული მკურნალობის (ანტიკოაგულანტებით სისტემური თერაპიის გამოყენების გარეშე) გამოყენებით. აპიქსაბანს იყენებდნენ ფიქსირებული დოზით, წონის მიხედვით, მოზრდილების კონცენტრაციის მსგავსი კონცენტრაციის მისაღწევად შერჩეული რეჟიმით, რომლებიც იღებდნენ პრეპარატის 2,5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში (იხ. ცხრილი 12). აპიქსაბანის მიწოდება ხდებოდა 2,5 მგ და 0,5 მგ დოზირების ტაბლეტების ფორმით, ასევე 0,4 მგ/მლ დოზირების პერორალური გამოყენების ხსნარის ფორმით. აპიქსაბანის ჯგუფში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მედიანა შეადგენდა 25 დღეს.
ცხრილი 12. აპიქსაბანის დოზირების რეჟიმი კვლევის PREVAPIX-ALL ფარგლებში
სხეულის მასის დიაპაზონი
გამოყენების სქემა
6-დან <10,5 კგ
0,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
10,5-დან <18 კგ
1 მგ ორჯერ დღე-ღამეში
18-დან <25 კგ
1,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
25-დან <35 კგ
2 მგ ორჯერ დღე-ღამეში
35 კგ-დან
2,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
ეფექტიანობის შეფასების ძირითად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა ღრმა ვენების დადასტურებული არალეტალური თრომბოზის (როგორც სიმპტომებით, ასევე მათ გარეშე მიმდინარე), ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, თავის ტვინის ვენური სინუსის თრომბოზის და ვენური თრომბოემბოლიის შედეგად სიკვდილის განვითარება. ეფექტიანობის შეფასების ძირითადი საბოლოო წერტილით გათვალისწინებული მოვლენების განვითარების სიხშირე შეადგენდა 31-ს (12,1%) აპიქსაბანის გამოყენების ჯგუფში და 45-ს (17,6%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში. ფარდობითი რისკის შემცირებამ არ მიაღწია მნიშვნელოვან დონეს.
უსაფრთხოების შეფასების საბოლოო წერტილები დადასტურებული იყო ISTH კრიტერიუმების შესაბამისად. უსაფრთხოების შეფასების ძირითადი საბოლოო წერტილი, მნიშვნელოვანი სისხლდენა, აღინიშნა პაციენტების 0,8% მკურნალობის თითოეულ ჯგუფში. კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა განვითარდა 11 პაციენტში (4,3%) აპიქსაბანის გამოყენების ჯგუფში და 3 პაციენტში (1,2%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში. ყველაზე ხშირად რეგისტრირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა, რომელიც მიუთითებდა მკურნალობის მეთოდებს შორის სხვაობაზე, იყო მსუბუქიდან საშუალო ხარისხის სიმძიმის სისხლდენა ცხვირიდან. მცირე სისხლდენები განუვითარდა 37 პაციენტს აპიქსაბანის გამოყენების ჯგუფში (14,5%) და 20 პაციენტს (7,8%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში.
თრომბოემბოლიების (თე) პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკის პაციენტებში გულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებებით
კვლევა SAXOPHONE წარმოადგენდა ღია მულტიცენტრულ შედარებით კვლევას რანდომიზაციით 2:1 თანაფარდობით, 28 დღიდან <18 წლამდე ასაკის გულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადების მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ესაჭიროებათ თერაპია ანტიკოაგულანტებით. პაციენტები იღებდნენ აპიქსაბანს ან თრომბოემბოლიის პროფილაქტიკაზე მიმართულ სტანდარტულ მკურნალობას, K ვიტამინის ანტაგონისტის ან დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენებით. აპიქსაბანს იყენებდნენ ფიქსირებული დოზით, წონის მიხედვით, მოზრდილების კონცენტრაციის მსგავსი კონცენტრაციის მისაღწევად შერჩეული რეჟიმით, რომლებიც იღებდნენ 5 მგ დოზას ორჯერ დღე-ღამეში (იხ. ცხრილი 13). აპიქსაბანის მიწოდება ხდებოდა 5 მგ და 0,5 მგ დოზირების ტაბლეტების ფორმით, ასევე 0,4 მგ/მლ დოზირების პერორალური გამოყენების ხსნარის ფორმით. აპიქსაბანის ჯგუფში პრეპარატის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 331 დღეს.
ცხრილი 13. აპიქსაბანის დოზირების რეჟიმი კვლევის SAXOPHONE ფარგლებში
სხეულის მასის დიაპაზონი
გამოყენების სქემა
6-დან <9 კგ
1 მგ ორჯერ დღე-ღამეში
9-დან <12 კგ
1,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
12-დან <18 კგ
2 მგ ორჯერ დღე-ღამეში
18-დან <25 კგ
3 მგ ორჯერ დღე-ღამეში
25-დან <35 კგ
4 მგ ორჯერ დღე-ღამეში
>35 კგ-დან
5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
უსაფრთხოების შეფასების ძირითადი საბოლოო წერტილი, ISTH კრიტერიუმებით დადასტურებული და განსაზღვრული მნიშვნელოვანი და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა, აღინიშნა 126 პაციენტიდან 1-ში (0,8%) აპიქსაბანის გამოყენების ჯგუფში და 62 პაციენტიდან 3-ში (4,8%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში. მოვლენების განვიტარების სიხშირე, რომლებიც წარმოადგენდა უსაფრთხოების შეფასების მეორად საბოლოო წერტილებს (დადასტურებული მნიშვნელოვანი და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენა, ასევე სისხლდენის ყველა მოვლენა), კვლევის ორივე ჯგუფში იყო მსგავსი. უსაფრთხოების შეფასების მეორადი საბოლოო წერტილი, რომელიც წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არასასურველი მოვლენის, აუტანლობის ან სისხლდენის გამო, რეგისტრირებული იყო 7 პაციენტში (5,6%) აპიქსაბანის გამოყენების ჯგუფში და 1 პაციენტში (1,6%) სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში. ორივე ჯგუფში არ იყო თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევები. არცერთ ჯგუფში იყო სიკვდილის შემთხვევები.
ამ კვლევის დიზაინი იყო პროსპექტული იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ეფექტიანობისა და უსაფრთხოების აღწერა, ვინაიდან თრომბოემბოლიის და სისხლდენების განვითარების პროგნოზირებული სიხშირე ამ პოპულაციაში დაბალი იყო. ამ კვლევაში აღნიშნული თრომბოემბოლიის განვითარების დაბალი სიხშირის გამო, სარგებელისა და რისკის კონკრეტული თანაფარდობის დადგენა შეუძლებელი იყო.
სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ გადაავადა ვალდებულების შესრულება წარმოადგინოს ელიქვისის გამოყენების კვლევების შედეგები ვენური ან არტერიული ემბოლიის და თრომბოზის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტების ერთ ან მეტ ქვეჯგუფში (ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ იხ. პარაგრაფში “გამოყენების წესი და დოზები“).
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
მოზრდილებში 10 მგ-მდე დოზის პერორალურად მიღებისას აპიქსაბანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. აპიქსაბანი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) აღწევს ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათში. პრეპარატის მიღება 10 მგ დოზით საკვებთან ერთად არ ახდენს გავლენას AUC (პრეპარატის ექსპოზიცია სისხლის პლაზმაში ან მრუდქვეშა ფართობი “კონცენტრაცია-დრო“) ან Cmax მნიშვნელობაზე. ამიტომ, აპიქსაბანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
აპიქსაბანი 10 მგ-მდე დოზების დიაპაზონში ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას, ანუ ზემოქმედების გაზრდა მიღებული დოზის პროპორციულად. 25 მგ დოზის მიღებისას აპიქსაბანის შეწოვა შეზღუდულია და ბიოშეღწევადობა შემცირებული. აპიქსაბანის ზემოქმედების პარამეტრები ხასიათდება დაბალი ან ზომიერი ინდივიდუალური ვარიაბელურობით: ვარიაციის კოეფიციენტი შესაბამისად, დაახლოებით 20% და 30%.
10 მგ დოზით აპიქსაბანის პერორალური მიღების შემდეგ, რომელიც მიიღება 30 მლ წყალში სუსპენდირებული 5 მგ-იანი 2 დაფშვნილი ტაბლეტის სახით, სამკურნალო საშუალების ზემოქმედების დონე იყო აპიქსაბანის 5 მგ-იანი 2 მთლიანი ტაბლეტის პერორალური მიღების მსგავსი. 10 მგ დოზით აპიქსაბანის პერორალური მიღების შემდეგ, რომელიც მიიღება 30 გ ვაშლის ფაფაში დაფშვნილი 5 მგ-იანი 2 ტაბლეტის სახით, Cmax და AUC მნიშვნელობები შესაბამისად, 21%-ით და 16%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე 5 მგ-იანი 2 მთლიანი ტაბლეტის მიღების შემდეგ. ზემოქმედების დონის მსგავსი ცვლილება არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
60 მლ გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში სუსპენდირებული აპიქსაბანის 5 მგ-იანი დაფშვნილი ტაბლეტის ნაზოგასტრალური ზონდით შეყვანის შემდეგ, აპიქსაბანის ზემოქმედების დონე მსგავსი იყო ზემოქმედების დონისა, რომელიც აღინიშნება სხვა კლინიკურ კვლევებში მონაწილე ჯანმრთელ პირებში, რომლებმაც პერორალურად ერთჯერადად მიიღეს აპიქსაბანის 5 მგ დოზირების ტაბლეტი.
აპიქსაბანის პროგნოზირებადი და დოზის პროპორციული ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით ჩატარებულ კვლევებში მიღებული აპიქსაბანის ბიოშეღწევადობის შედეგები მოქმედია აპიქსაბანის უფრო დაბალი დოზების მიმართ.
ბავშვები
აპიქსაბანი სწრაფად შეიწოვება, მისი კონცენტრაცია აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობას (Cmax) ერთი დოზის მიღებიდან დაახლოებით 2 საათში.
განაწილება
მოზრდილებში სისხლის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 87%-ს. განაწილების მოცულობა (Vss) შეადგენს დაახლოებით 21 ლიტრს.
კონკრეტულად ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციისთვის პლაზმის ცილებთან აპიქსაბანის შეკავშირების მონაცემები არ არსებობს.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
აპიქსაბანის ელიმინაცია მიმდინარეობს რამდენიმე გზით. მოზრდილებში მიღებული დოზის დაახლოებით 25% ვლინდება მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმეტესი ნაწილი განავალშია. მოზრდილებში აპიქსაბანის თირკმლისმიერი ექსკრეცია შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით 27%-ს. კლინიკურ და პრეკლინიკურ კვლევებში აღინიშნა დამატებითი ექსკრეცია შესაბამისად, ნაღვლგამომყოფი გზებიდან და უშუალოდ ნაწლავიდან.
მოზრდილებში აპიქსაბანის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 3.3 ლ/სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი - დაახლოებით 12 სთ-ს.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში აპიქსაბანის საერთო აშკარა კლირენსი შეადგენს დაახლოებით 3,0 ლ/სთ.
O-დემეთილირება და ჰიდროქსილირება 3-ოქსოპიპერიდინილის ნარჩენით წარმოადგენს აპიქსაბანის ბიოტრანსფორმაციის ძირითად გზებს. აპიქსაბანი მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4/5 იზოფერმენტის მონაწილეობით და ნაკლები ხარისხით, CYP1A2, 2C8, 2C9, 2C19 და 2J2 იზოფერმენტებით. უცვლელი აპიქსაბანი წარმოადგენს ძირითად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ცირკულირებს ადამიანის სისხლის პლაზმაში, ხოლო სისხლის დინებაში მოცირკულირე აქტიური მეტაბოლიტები არ არის დაფიქსირებული. აპიქსაბანი არის სატრანსპორტო ცილების, P-გლიკოპროტეინის (P-gp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილის (BCRP) სუბსტრატი.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის) აღინიშნა აპიქსაბანის უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, ამასთან AUC-ის საშუალო მნიშვნელობები იყო დაახლოებით 32%-ით უფრო მაღალი, ხოლო Cmax-ის განსხვავება არ არის გამოვლენილი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევა არ ახდენს გავლენას აპიქსაბანის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში. კრეატინინის კლირენსის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ აპიქსაბანის კონცენტრაციის ზრდა კორელირებს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ( კრეატინინის კლირენსი 51-80 მლ/წთ), ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) დარღვევის მქონე პირებში აპიქსაბანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (AUC) იზრდებოდა შესაბამისად, 16%, 29% და 44%-ით, კრეატინინის ნორმალური კლირენსის მქონე პირებთან შედარებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ ახდენდა გამოხატულ გავლენას სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაციასა და Xa-ფაქტორის აქტივობის ინჰიბირებას შორის ურთიერთკავშირზე.
თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში აპიქსაბანის AUC მნიშვნელობა 36%-ით უფრო მაღალი იყო ჰემოდიალიზის შემდეგ დაუყოვნებლივ აპიქსაბანის ერთჯერადი 5 მგ დოზის მიღებისას თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში AUC მნიშვნელობასთან შედარებით. ჰემოდიალიზი, რომელიც დაიწყო აპიქსაბანის ერთჯერადი 5 მგ დოზის მიღებიდან ორი საათის შემდეგ, ამცირებდა AUC მნიშვნელობას 14%-ით თტდ-ს (თირკმლის ტერმინალური დაავადების) მქონე პაციენტებში, რაც შეესაბამება აპიქსაბანის დიალიზურ კლირენსს 18 მლ/წთ. შესაბამისად, ჰემოდიალიზი, სავარაუდოდ, არ შეიძლება წარმოადგენდეს მკურნალობის ეფექტიან საშუალებას აპიქსაბანის დოზის გადაჭარბების დროს.
>2 წლის ასაკის ბავშვებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა განისაზღვრება გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარით - ის უნდა შეადგენდეს 30 მლ/წთ ნაკლებს 1,73 სხეულის ზედაპირის ფართობის მ2. ცხრილში 14 ქვემოთ წარმოდგენილია ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც გამოყენებულია კვლევაში CV185325 2 წლამდე ასაკის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის განსაზღვრის მიზნით სქესისა და ასაკის მიხედვით; თითოეული მათგანი შეესაბამება გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე <30 მლ/სხეულის ზედაპირის ფართობის მ2 >2 წლის ასაკის პაციენტებისთვის.
ცხრილი 14. გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის ზღვრული მნიშვნელობები კვლევაში CV185325 ჩასართავად
პოსტნატალური ასაკი (სქესი)
გფს-ის ნორმალური მნიშვნელობების დიაპაზონი (მლ/წთ/1,73 მ2)
გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის ზღვრული მნიშვნელობა კვლევაში ჩასართავად*
1 კვირა (მამრობითი და მდედრობითი სქესი)
41 ± 15
≥ 8
2–8 კვირა (მამრობითი და მდედრობითი სქესი)
66 ± 25
≥ 12
> 8 კვირა და < 2 წელი (მამრობითი და მდედრობითი სქესი)
96 ± 22
≥ 22
2–12 წელი (მამრობითი და მდედრობითი სქესი)
133 ± 27
≥ 30
13–17 წელი (მამრობითი სქესი)
140 ± 30
≥ 30
13–17 წელი (მდედრობითი სქესი)
126 ± 22
≥ 30
- გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის ზღვრული მნიშვნელობა კვლევაში CV185325 ჩასართავად, რომელიც გამოთვლილი იყო შვარცის განახლებული ფორმულით (Schwartz, GJ с соавт., CJASN 2009). თუ პოტენციური მონაწილის გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე პროტოკოლში მითითებულ ამ ზღვრულ მნიშვნელობაზე უფრო დაბალი იყო, ითვლება, რომ ამ მონაწილეს აქვს „თირკმელების ფუნქციის უკმარისობა“, რომელიც გამორიცხავს კვლევაში CV185325 მონაწილეობის შესაძლებლობას. ზღვრულის სახით შერჩეული იქნა გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე, რომელიც 1 სტანდარტული გადაცდომიდან 30%-იანი სიდიდის უფრო დაბალი იყო ქვედა ზღვრის ნორმალური დიაპაზონიდან სქესისა და ასაკისთვის. 2 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ზღვრული მნიშვნელობები შეესაბამება გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარეს <30 მლ/წთ/1,73 მ2, რომელიც ჩვეულებრივ დამახასიათებელია თირკმელების მძიმე უკმარისობისთვის 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.
ბავშვთა ასაკის პაციენტები, რომლებშიც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენდა <55 მლ/წთ/1,73 მ2, არ იღებდნენ მონაწილეობას კვლევაში CV185325, თუმცა თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის (გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე >30-დან <60-მდე მლ/წთ/1,73 სხეულის ზედაპირის ფართობის მ2) მქონე პაციენტები მონაწილეობისთვის შესაფერისი იყვნენ. მოზრდილი პაციენტების მონაცემებისა და ბავშვთა ასაკის ყველა პაციენტისთვის შეზღუდული მონაცემების თანახმად, აპიქსაბანის მიღების ჯგუფში, თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის. აპიქსაბანის მიღება არ არის რეკომენდებული თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „განსაკუთრებული მითითება“).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
კვლევაში, სადაც ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე 8 პაციენტი (A კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ქულა 5 (n = 6) და 6 (n = 2)) და 8 პაციენტი ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ქულა 7 (n =6) და 8 (n = 2)) შედარებული იყო 16 ჯანმრთელ მოხალისესთან საკონტროლო ჯგუფიდან, აპიქსაბანის 5 მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პარამეტრები არ შეცვლილა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ანტი-Xa-ფაქტორული აქტივობისა და სნთ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული დრო) ცვლილებები იყო შედარებადი ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებსა და ჯანმრთელ პირებს შორის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში აპიქსაბანის გამოყენება არ არის შესწავლილი.
სქესი
აპიქსაბანის ზემოქმედება ქალის ორგანიზმზე დაახლოებით 18%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
ბავშვთა ასაკის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური თვისებების გენდერული სხვაობები არ არის შესწავლილი.
რასა და ეთნიკური წარმომავლობა
I ფაზის კვლევების დროს მიღებული შედეგები არ მიუთითებენ აშკარა განსხვავებაზე აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკაში ევროპეოიდული, მონღოლური და ნეგროიდული რასების წარმომადგენლებს შორის. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანს, ზოგადად შეესაბამებოდა I ფაზის კვლევების შედეგებს.
ეთნიკურ წარმომავლობასთან და რასასთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკური თვისებების სხვაობები ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში არ არის შესწავლილი.
სხეულის მასა
120 კგ-ზე მეტი წონის პაციენტების სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაცია დაახლოებით 30%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე 65-85 კგ მასის მქონე პაციენტებში, ხოლო 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით მაღალია.
ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში აპიქსაბანი გამოიყენებოდა ფიქსირებული დოზით, წონის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის პარამეტრების დამოკიდებულება
მოზრდილებში ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი სისხლის პლაზმაში აპიქსაბანის კონცენტრაციასა და რამდენიმე ფარმაკოდინამიკურ საბოლოო წერტილს შორის (Xa- ფაქტორის აქტივობის დათრგუნვა, სნთ, პდ, ანთდ) შეფასებული იყო პრეპარატის დოზების მიღების შემდეგ ფართო დიაპაზონში (0.5 მგ-დან 50 მგ-მდე). დამოკიდებულება აპიქსაბანის კონცენტრაციასა და Xa-ფაქტორის აქტივობის დათრგუნვას შორის ყველაზე კარგად იყო აღწერილი ხაზოვანი მოდელის გამოყენებით. აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის პარამეტრების დამოკიდებულება პაციენტებში შეესაბამებოდა ანალოგიურ მაჩვენებლებს ჯანმრთელ მოხალისეებში.
ანალოგიურად, ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის შეფასების შედეგები მიუთითებს ხაზოვან დამოკიდებულებაზე აპიქსაბანის კონცენტრაციასა და Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირებას შორის. გამოვლენილი დამოკიდებულება შეესაბამება მოზრდილებში ადრე დოკუმენტირებულ მაჩვენებელს.
გამოყენების ჩვენება
მოზრდილი პაციენტები
ვენური თრომბოემბოლური გართულებების (ვთგ) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ.
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წასფ), რომლებსაც აქვთ ერთი ან რამდენიმე ისეთი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა მანამდე გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ), ასაკი >75 წელი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის სიმპტომური უკმარისობა ფკ >II NYHA-ს (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის) კლასიფიკაციით.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა, ასევე მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა მოზრდილებში (ინფორმაცია არასტაბილური ჰემოდინამიკით ფათე-ის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ მოცემულია პარაგრაფში 4.4).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ვენური თრომბოემბოლიის (ვთგ) მკურნალობა და მორეციდივე ვენური თრომბოემბოლიის (ვთგ) პროფილაქტიკა 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
ვთგ-ის პროფილაქტიკა: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირება მოზრდილებში
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში. პირველი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციიდან 12-24 საათის განმავლობაში.
მითითებულ ინტერვალში პრეპარატის მიღების დროის შერჩევისას ექიმებმა შეიძლება იხელმძღვანელონ ვთგ-ის და ჩარევის შემდეგ სისხლდენის რისკის პროფილაქტიკისთვის ანტიკოაგულაციური თერაპიის უფრო ადრე დაწყების პოტენციური სარგებლიდან გამომდინარე.
პაციენტებისთვის მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ
თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 32-დან 38 დღეს.
პაციენტებისთვის მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ
თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 10-დან 14 დღეს.
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წასფ)
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში.
დოზის შემცირება
პაციენტებისთვის წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით და სულ მცირე ორი შემდეგი რისკ-ფაქტორით - ასაკი >80 წელი, სხეულის მასა <60 კგ ან სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია >1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ) - შეადგენს 2.5 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში.
თერაპია უნდა იყოს ხანგრძლივი.
ღვთ-ის მკურნალობა, ფათე-ის მკურნალობა და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა (ვთგ-ის მკურნალობა) მოზრდილებში
მწვავე ღვთ-ის და ფათე-ის სამკურნალოდ აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში, პირველი 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში. არსებული სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად ხანმოკლე მკურნალობა (არანაკლებ 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს დროებით რისკ-ფაქტორებს (მაგალითად, ახლახანს გადატანილი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა ან იმობილიზაცია).
მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში. როდესაც ნაჩვენებია მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა პრეპარატის მიღება დოზით 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში უნდა დაიწყოთ ორჯერ დღე-ღამეში 5 მგ აპიქსაბანით ან სხვა ანტიკოაგულანტით მკურნალობის 6 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ, როგორც მითითებულია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში 15 (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
ცხრილი 15. რეკომენდებული დოზა (ვთგ-ის მკურნალობა)
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
ღვთ-ის ან ფათე-ის მკურნალობა
10 მგ ორჯერ დღე-ღამეში პირველი 7 დღე
20 მგ
შემდეგ 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
10 მგ
მორეციდივე ღვთ-ის ან(და) ფათე-ის პროფილაქტიკა ღვთ-ის ან ფათე-ის მკურნალობის 6 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ.
2,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
5 მგ
თერაპიის ხანგრძლივობა ზოგადად განისაზღვრება ინდივიდუალურად, მკურნალობის სარგებლობის გულდასმით შეფასების შემდეგ სისხლდენის განვითარების რისკთან შედარებით (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).
ვთგ-ის მკურნალობა და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზარდებში
28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში აპიქსაბანით მკურნალობის დაწყება საჭიროა პარენტერალური ანტიკოაგულანტების გამოყენების დაწყებიდან სულ მცირე 5 დღის გასვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
ბავშვებსა და მოზარდებში აპიქსაბანით მკურნალობა იწყება წონის გათვალისწინებით. ცხრილში 16 წარმოდგენილია აპიქსაბანის რეკომენდებული დოზები ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის წონით >35 კგ.
ცხრილი 16. დოზირების რეკომენდაციები ვთგ-ის მკურნალობისას და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისას ბავშვებში წონით >35 კგ (საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციის შემდეგ)
1-7 დღეები
მე-8 დღე და შემდეგ
წონა (კგ)
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
≥ 35
10 მგ ორჯერ დღე-ღამეში
20 მგ
5 მგ ორჯერ დღე-ღამეში
10 მგ
ვთგ-ის მკურნალობის რეკომენდაციების თანახმად ბავშვთა ასაკის პაციენტებში თერაპიის ხანგრძლივობა ზოგადად უნდა იყოს პერსონალიზირებული მკურნალობის სარგებლისა და სისხლდენის განვითარების რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).
პრეპარატის მიღების გამოტოვება მოზრდილ პაციენტებში და ბავშვთა ასაკის პაციენტებში
გამოტოვებული დილის დოზა უნდა იქნას მიღებული პრეპარატის მიღების გამოტოვების გახსენებისთანავე; დილის დოზის მიღება შეიძლება საღამოს დოზასთან ერთად. გამოტოვებული საღამოს დოზის მიღება შეიძლება მხოლოდ იმავე დღის საღამოს: პაციენტმა არ უნდა მიიღოს ორი დოზა მეორე დღის დილით. მეორე დღეს პაციენტმა უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი დოზის მიღება ორჯერ დღე-ღამეში რეკომენდაციების დაცვით.
პრეპარატის შეცვლა
პარენტერალური ანტიკოაგულანტებით თერაპიიდან ელიქვისზე (და პირიქით) გადასვლა შეიძლება შემდეგი დოზის დაგეგმილი მიღების დროს (იხ. პარაგრაფი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). ამ პრეპარატების ერთდროულად მიღება მიზანშეწონილი არ არის.
K ვიტამინის ანტაგონისტებით (Kვა) თერაპიიდან გადასვლა ელიქვისზე
პაციენტების გადაყვანისას K ვიტამინის ანტაგონისტებით (Kვა) თერაპიიდან ელიქვისზე, უნდა შეწყდეს ვარფარინის ან K ვიტამინის სხვა ანტაგონისტების მიღება და დაწყებული იქნას ელიქვისის მიღება, როდესაც საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობა იქნება 2-ზე ნაკლები.
გადასვლა ელიქვისით თერაპიიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე
პაციენტების გადაყვანისას ელიქვისით თერაპიიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე ელიქვისის მიღება უნდა გაგრძელდეს K ვიტამინის ანტაგონისტით თერაპიის დაწყებიდან სულ მცირე ორი დღის განმავლობაში. ელიქვისისა და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთდროულად გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ უნდა განისაზღვროს სნთ ელიქვისის მიღების სქემით მომდევნო დოზის მიღებამდე. ელიქვისისა და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთდროულად მიღება უნდა გაგრძელდეს სნთ-ის ≥2.0 მნიშვნელობის მიღწევამდე.
ბავშვთა ასაკის პაციენტებთან დაკავშირებით მონაცემები არ არის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ვთგ-ის პროფილაქტიკა და ვთგ-ის მკურნალობა - პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“ და “ფარმაკოკინეტიკა“).
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია - პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება დოზის შემცირების საჭიროების კრიტერიუმებს (იხ. „დოზის შემცირება“ პარაგრაფის „გამოყენების წესი და დოზები“ დასაწყისში).
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
მოზრდილი პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე მოზრდილი პაციენტების მიმართ მოქმედებს შემდეგი რეკომენდაციები:
ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ (ვთგ-ის პროფილაქტიკა), ღვთ-ის მკურნალობისთვის, ფათე-ის მკურნალობისთვის და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის (ვთგ-ის მკურნალობა) დოზის კორექტირებას არ საჭიროებს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“);
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით და შრატში კრეატინინის დონით >1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ), >80 წლის ასაკთან ან <60 კგ წონასთან ერთად, საჭიროა დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი „დოზის შემცირება“ ზემოთ). დოზის შემცირების სხვა კრიტერიუმების (ასაკი, სხეულის მასა) არარსებობისას, დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მოზრდილი პაციენტების მიმართ მოქმედებს შემდეგი რეკომენდაციები (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“):
ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ (ვთგ-ის პროფილაქტიკა), ღვთ-ის მკურნალობისთვის, ფათე-ის მკურნალობისთვის და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკისთვის (ვთგ-ის მკურნალობა) აპიქსაბანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით;
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით პაციენტებმა უნდა მიიღონ აპიქსაბანის შემცირებული დოზა 2,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში.
<15 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში აპიქსაბანის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
მოზრდილ პაციენტებში მონაცემებისა და ბავშვთა ასაკის პაციენტებში შეზღუდული მონაცემების თანახმად (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“) თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. აპიქსაბანის მიღება არ არის რეკომენდებული თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ელიქვისის მიღება უკუნაჩვენებია მოზრდილი პაციენტებისთვის ღვიძლის დაავადებით კოაგულოპათიის და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკის თანხლებით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით (კლასი A და B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით). ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობის (ალტ/ასტ-ის ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად მომატება) ან საერთო ბილირუბინის ნორმის ზედა ზღვარზე 1.5-ჯერ ან მეტად მომატების შემთხვევაში პაციენტები არ ჩართეს კლინიკურ კვლევებში. ამიტომ, პაციენტების ამ ჯგუფში, ელიქვისი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
ელიქვისის მიღების დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტების პოპულაციაში აპიქსაბანის გამოყენება არ არის შესწავლილი.
სხეულის მასა
ვთგ-ის პროფილაქტიკა და მკურნალობა - მოზრდილებში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფები „განსაკუთრებული მითითება“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია - დოზის კორექტირება საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება დოზის შემცირების აუცილებლობის კრიტერიუმებს (იხ. პარაგრაფი „დოზის შემცირება“ პარაგრაფის „გამოყენების წესი და დოზები“ დასაწყისში).
ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობისა და პროფილაქტიკისას გამოიყენება აპიქსაბანის ფიქსირებული დოზა, რომელიც დამოკიდებულია სხეულის მასაზე (იხ. პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).
სქესი
პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კათეტერული აბლაცია (წასფ)
პაციენტებს შეუძლიათ გააგრძელონ აპიქსაბანის მიღება კათეტერული აბლაციის დროს (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “განსაკუთრებული მითითებები“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოვერსია
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ კარდიოვერსიას, შეიძლება აპიქსაბანით მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება.
პაციენტებში, რომლებიც ადრე არ ღებულობდნენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით, მარცხენა წინაგულის თრომბოზის არსებობა უნდა გამოირიცხოს ვიზუალიზაციის მეთოდით (მაგალითად, ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (ტეექოკგ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)), კარდიოვერსიის ჩატარებამდე დადგენილი სამედიცინო მითითებების შესაბამისად.
პაციენტებში, რომლებიც იწყებენ აპიქსაბანით მკურნალობას, ადეკვატური ანტიკოაგულანტური მოქმედების უზრუნველსაყოფად უნდა იქნას გამოყენებული 5 მგ დოზა ორჯერ დღე-ღამეში არანაკლებ 2,5 დღის განმავლობაში (5 ერთჯერადი დოზა) კარდიოვერსის ჩატარებამდე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“). დოზირების რეჟიმი უნდა შემცირდეს აპიქსაბანის 2.5 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში არანაკლებ 2,5 დღის განმავლობაში (5 ერთჯერადი დოზა), თუ პაციენტი აკმაყოფილებს პრეპარატის დოზის შემცირების კრიტერიუმებს (იხ. ზემოთ ქვეპუნქტები „დოზის შემცირება“ და „პაციენტები თირკმელების უკმარისობით“).
თუ კარდიოვერსია საჭიროა აპიქსაბანის 5 დოზის მიღებამდე, უნდა იქნას გამოყენებული საწყისი დამტვირთავი დოზა 10 მგ, შემდეგ 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში. დამტვირთავი დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე და შემდეგ 2.5 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში (იხ. ზემოთ ქვეპუნქტები „დოზის შემცირება“ და „პაციენტები თირკმელების უკმარისობით“), თუ პაციენტი პასუხობს დოზის შემცირების კრიტერიუმებს. საწყისი დამტვირთავი დოზა უნდა იქნას მიღებული კარდიოვერსიამდე მინიმუმ 2 საათით ადრე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
ყველა პაციენტისთვის, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია, პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია დადასტურების მიღება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობდა აპიქსაბანს დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის დანიშვნისა და მისი ხანგრძლივობის გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას დადგენილი რეკომენდაციები ანტიკოაგულანტების გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია.
პაციენტები წასფ-ით და მწვავე კორონარული სინდრომით (მკს) და/ან პერკუტანული კორონარული ჩარევით (პკჩ)
არსებობს აპიქსაბანის რეკომენდებული დოზებით მკურნალობის შეზღუდული გამოცდილება წასფ-ის მქონე პაციენტებში ანტიაგრეგანტებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას პაციენტებში მკს-ით და/ან პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პკჩ ჰემოსტაზის მიღწევის შემდეგ (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“ და “ფარმაკოდინამიკა“).
ბავშვები
28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ელიქვისის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ისეთი ჩვენებით, რომლებიც არ ითვალისწინებს ვთგ-ის მკურნალობას და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკას, დადგენილი არ არის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ახალშობილების სამკურნალოდ და სხვა ჩვენებით არ არსებობს (ასევე, იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
შესაბამისად, არ არის რეკომენდებული პრეპარატ ელიქვისის გამოყენება ახალშობილების და 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ ვთგ-ის მკურნალობის და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისგან განსხვავებული ჩვენებით.
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში „თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის“ ჩვენებით ელიქვისის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. დღეისათვის არსებული მონაცემები თრომბოემბოლიის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით წარმოდგენილია პარაგრაფში “ფარმაკოდინამიკა“, თუმცა მათ საფუძველზე დოზირების რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია.
მიღების წესი მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში
პერორალურად მისაღებად, პრეპარატ ელიქვისის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, ელიქვისის ტაბლეტები შეიძლება დაიფშვნას და სუსპენდირებული იქნას წყალში, გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში ან ვაშლის წვენში ან შერეული იქნას ვაშლის ფაფაში უშუალოდ მიღების წინ (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“). ალტერნატივის სახით, ელიქვისის ტაბლეტები შეიძლება დაიფშვნას და სუსპენდირებული იქნას 60 მლ წყალში ან გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში და მიღებული სუსპენზია დაუყოვნებლივ იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით.
ელიქვისის დაფშვნილ ტაბლეტებში მოქმედი ნივთიერება სტაბილურია 4 საათამდე პერიოდში წყალში, გლუკოზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში და ვაშლის ფაფაში.
გვერდითი მოქმედება
მოკლე მონაცემები უსაფრთხოების პროფილის შესახებ
მოზრდილებში აპიქსაბანის უსაფრთხოება შეისწავლეს III ფაზის 7 კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 21000-ზე მეტ პაციენტს: 5000-ზე მეტი პაციენტი ვთგ-ის პროფილაქტიკის კვლევებში, 11000-ზე მეტი პაციენტი წასფ-ის კვლევებში და 4000-ზე მეტი პაციენტი - ვთგ-ის მკურნალობის კვლევებში, გამოყენების საშუალო დრო შეადგენდა შესაბამისად 20 დღეს, 1.7 წელს და 221 დღეს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“).
ხშირი არასასაურველი რეაქცია იყო სისხლდენა, სისხლჩაქცევა, ცხვირიდან სისხლდენა და ჰემატომა (იხ. არასასურველი რეაქციების პროფილი და მათი სიხშირე ჩვენების მიხედვით, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილში 17).
ვთგ-ის პროფილაქტიკის კვლევებში არასასურველი რეაქციები საერთო ჯამში აღინიშნა პაციენტების 11%-ში, დღე-ღამეში ორჯერ 2.5 მგ დოზით აპიქსაბანის მიღების ჯგუფში. აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების საერთო სიხშირე შეადგენდა 10%-ს აპიქსაბანის კვლევებში ენოქსაპარინთან შედარებით.
წასფ-ის კვლევებში აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების საერთო სიხშირე შეადგენდა 24.3%-ს ვარფარინთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში, და 9.6%-ს აცეტილსალიცილის მჟავასთან შესადარებელ აპიქსაბანის კლევაში. ვარფარინთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში კუჭ-ნაწლავიდან მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე ISTH კრიტერიუმებით (მათ შორის სიხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა და ქვედა ორგანოებში და რექტალური სისხლდენა) აპიქსაბანის გამოყენებისას შეადგენდა 0,76%-ს წელიწადში. თვალშიდა მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების სიხშირე ISTH კრიტერიუმებით აპიქსაბანის მიღებისას შეადგენდა 0.18%-ს წელიწადში.
ვთგ-ის მკურნალობის კვლევებში აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენით გამოწვეული არასასურველი რეაქციების გამოვლენის საერთო სიხშირე შეადგენდა 15.6% ენოქსაპარინთან/ვარფარინთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში და 13.3%-ს პლაცებოსთან შესადარებელ აპიქსაბანის კვლევაში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“).
არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია სისტემათა და ორგანოთა კლასიფიკაციის და მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად (გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1000 - <1/100), იშვიათად (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის და ვთგ-ის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, ასევე ვთგ-ის სამკურნალოდ და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
მონაცემები ცხრილში 17 მითითებული არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ ბავშვთა ასაკის პაციენტებში მიღებულია კვლევაში CV185325, რომელშიც ეს პაციენტები იღებდნენ აპიქსაბანს ვთგ-ის სამკურნალოდ და მორეციდივე ვთგ-ის პროფილაქტიკისთვის.
ცხრილი 17. არასასურველი რეაქციები სისტემურ-ორგანოთა კლასების მიხედვით (სოკ)
სისტემურ-ორგანოთა კლასი
ვთე-ის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის გეგმიური ენდოპროთეზირების შემდეგ (2,5 მგ დოზირებისთვის)
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისას მოზრდილ პაციენტებში წასფ-ით ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით (წასფ)
ღვთ-ის და ფათე-ის მკურნალობა და მორეციდივე ღვთ-ის და ფათე-ის პროფილაქტიკა მოზრდილებში
ვთე-ის მკურნალობა და მორეციდივე ვთე-ის პროფილაქტიკა 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
თრომბოციტოპენია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული შეშუპება და ანაფილაქსია
იშვიათად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად‡
ქავილი
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად*
ხშირად
ანგიონევროზული შეშუპება
უცნობია
უცნობია
უცნობია
უცნობია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ქალასშიდა სისხლჩაქცევები†
უცნობია
არც ისე ხშირად
იშვიათად
უცნობია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სისხლჩაქცევა თვალის გუგის ქსოვილებში (მათ შორის კონიუნქტივალური სისხლჩაქცევა)
იშვიათად
ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
სისხლდენა, ჰემატომა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
ჰიპოტენზია (მათ შორის ჰიპოტენზია ჩატარებული პროცედურის შედეგად)
არც ისე ხშირად
ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
ინტრააბდომინალური სისხლდება
უცნობია
არც ისე ხშირად
უცნობია
უცნობია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
სისხლდენა ცხვირიდან
უცნობია
ხშირად
ხშირად
ძალიან ხშირად
სისხლიანი ნახველი
იშვიათად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
სისხლდენა სასუნთქი გზებიდან
უცნობია
იშვიათად
იშვიათად
უცნობია
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
გულისრევა
ხშირად
ხშირად
ხშირად
ხშირად
კუჭ-ნაწლავური სისხლდენა
არც ისე ხშირად
ხშირად
ხშირად
უცნობია
ჰემოროიდული სისხლდენა
უცნობია
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
უცნობია
სისხლდენა პირის ღრუში
უცნობია
არც ისე ხშირად
ხშირად
უცნობია
განავალში უცვლელი სისხლის არსებობა
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
არც ისე ხშირად
ხშირად
რექტალური სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებიდან
იშვიათად
ხშირად
ხშირად
ხშირად
რეტროპერიტონეალური სისხლდენა
უცნობია
იშვიათად
უცნობია
უცნობია
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ნორმი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.