ლევოსტარი
LEVOSTAR
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: - მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები; - ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი; - ჯილეხის ფილტვის ფორმა: კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
- მწარმოებელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045814
- რეგისტრირებულია
- 30 ივნისი 2026, მოქმედებს 30 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევოსტარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები;
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
- ჯილეხის ფილტვის ფორმა: კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ქვემოთ მითითებული ინფექციების შემთხვევაში ლევოსტარის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიუღებელია ამ ინფექციების სამკურნალოდ სტანდარტულად რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენება:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- არაჰოსპიტალური პნევმონია;
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- გაურთულებელი ცისტიტი.
ლევოსტარის გამოყენება ასევე შეიძლება მკურნალობის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ გაუმჯობესება ინტრავენური ლევოფლოქსაცინით პირველადი მკურნალობის ჩატარების შემდეგ.
აუცილებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადოდ გამოყენების შესახებ ოფიციალური გაიდლაინების გათვალისწინება.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მიღების წესი და გზა
ლევოსტარი მიიღება პერორალურად, წყლის საკმაო რაოდენობასთან ერთად, არ დაღეჭოთ.
მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე
მიიღება ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს
მზის სხივებისგან კანის ზედაპირის დაცვა
ლევოსტარის მიღებისას და მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ 2 დღის განმავლობაში დაიცავით კანი მზის პირდაპირი სხივებისგან. ლევოსტარის მიღებისას თქვენი კანი შეიძლება მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეს. შესაძლებელია კანის გაწითლება ან კანის ზედაპირზე ბუშტუკების წარმოქმნა, თუ თქვენ არ დაიცავთ სიფრთხილის ზომებს:
გამოიყენეთ მზის სხვივებისგან დამცავი კრემი
ატარეთ თავსაბურავი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ხელებს და ფეხებს
უკუჩვენებები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.
ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებოთ ბავშვი.
სიფრთხილის ზომები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:
ხართ 60 წლის ან უფრო მეტი ასაკის.
იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).
გადატანილი გაქვთ ეპილეფსიური შეტევა (კრუნჩხვები).
გადატანილი გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების სახით;
გაქვთ თირკმლის უკმარისობა.
გაქვთ ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას დეფიციტი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზულ პრობლემები სისხლის მხრივ.
გაქვთ გულის მხრივ პრობლემები: პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით, თუ თქვენ მემკვიდრეობით გაქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი (დგინდება ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამა)) ან ოჯახურ ანამნეზში არსებობს მონაცემები QT ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ; ან გაქვთ ელექტროლიტური დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი შემცველობა სისხლში), ძალიან ნელი გულისცემა (ე.წ. „ბრადიკარდია“); გაქვთ გულის უკმარისობა; გაქვთ გადატანილი გულის ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი); თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის და გამოიყენებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება ეკგ-ს ცვლილებები გამოიწვიოს (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).
აღგენიშნებოდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
გაქვთ სისხლძარვების გაფართოება (აორტის ან მსხვილი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა)
აღგენიშნებოდათ აორტის განშრევება (აორტის შიდა კედელის ნახეთქი სისხლის ჩაგროვებით)
გულის სარქვლების უკმარისობა (რაც იწვევს სისხლის რეგურგიტაციას)
გაქვთ აორტის ანევრიზმის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადების ოჯახური ისტორია, აორტის დისექცია ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანწყობის მდგომარეობა (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ან ერლერს-დანლოსის სინდრომი, ტურნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი (ანთებითი აუტოიმუნური დაავადება), ან სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტური უჯრედული არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია)).
გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
გაქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში
გაქვთ მიასთენია გრავისი
აღგენიშნებათ უეცარი ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში, გულმკერდში ან ზურგში, რაც შესაძლოა აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომი იყოს. ასეთი სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. ამ მდგომარეობების განვითარების რისკი მეტია, თუ თქვენ ღებულობთ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.
აღგენიშნებათ სუნთქვის უეცარი გაძნელება, განსაკუთრებით, როდესაც იღებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობას, ან წვივების და ტერფების ან მუცლის არეში შეშუპება, ან გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება (გულის სწრაფი ან არარეგულარული რითმი).
გაქვთ ძვლის ტვინის უკმარისობა ან მიოკლონია.
ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ლევოსტარი, თუ ქინოლონური ანტიბიოტიკების მიღების დროს აღგენიშნებოდათ სერიოზული გვერდითი მოვლენები. ზემოაღნიშნული მდგომარეობების დროს თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
პრეპარატით მკურნალობის დროს ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მყესების ანთების (ტენდინიტის) განვითარება ან მყესების გაწყვეტა. რისკის მატება შესაძლებელია ხანდაზმული (60 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში, თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში ან ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია ან/და ერთდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. უპირატესად, ეს ეხება აქილევსის მყესს, ზოგჯერ ორმხრივად, და მისი დაზიანება ხდება მკურნალობის დაწყებიდან 48 სთ-ის განმავლობაში ან მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. მყესების მხრივ ნებისმიერი პათოლოგიური ნიშნების გამოვლენისას, მაგალითად – სახსრის არეში შეშუპება, მყესების ტკივილი ან ანთება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, დაზიანებული კიდური მოათავსეთ მოსვენებულ მდგომარეობაში.
პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში თავი აარიდეთ მზის პირდაპირი ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას (მაგ. მზის ნათურა, სოლარიუმი).
ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი ნეიროპათიული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით კიდურებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ლევოსტარის მიღება და შეატყობინეთ ექიმს, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარება.
ფლუოროქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება - ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან. ზოგიერთი მათგანი გახანგრძლივებული, დამაზიანებელი და პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის სირთულეს, არანორმალურ შეგრძნებებს, როგორიცაა - ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზიები), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები. თუ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემდეგ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტებიდან, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იყენებდით ცოტა ხნის წინ, ახლა იყენებთ ან შეიძლება გამოიყენოთ ახლო მომავალში. ამის ცოდნა აუცილებელია, რადგან ლევოსტარმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ლევოსტარის მოქმედებაზე.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.
კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ - გამოიყენება ანთების დროს. ერთდროული გამოყენებისას იზრდება მყესების ანთების ან/და გაგლეჯის რისკი.
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს რეგულარულად სისხლის ანალიზის ჩატარება, სისხლის შედედების ხარისხის შესამოწმებლად.
თეოფილინი გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება გულყრების (კრუნჩხვების) განვითარების რისკი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, მაგ., ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი, ინდომეტაცინი. ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება გულყრების (კრუნჩხვების) განვითარების რისკი.
ციკლოსპორინი გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. ერთდროული გამოყენებისას იზრდება ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენების რისკი.
პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრას დროს და ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს. თირკმლების მხრივ პრობლემების არსებობისას, ექიმმა შეიძლება დაბალი დოზები გამოიყენოს.
ლევოსტარი და ანტიდიაბეტური საშუალებები კომბინაციაში ერთდროულად ზრდიან ან აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს (ჰიპერგლიკემია – ჰიპოგლიკემია). ამიტომ აუცილებელია გლუკოზის დონის მონიტორინგი სისხლში ლევოსტარისა და ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნის დროს.
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს გულისცემაზე. ეს არის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის (ანტიარითმიული საშუალებები, მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ., ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევების (ანტიფსიქოზური) და ბაქტერიული ინფექციის დროს (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, მაგ., ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
არ მიიღოთ ლევოფლოქსაცინი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან შესაძლოა ამ სამკურნალო საშუალებებმა გავლენა მოახდინოს ლევოფლოქსაცინის მოქმედებაზე:
რკინის მარილები, თუთიის შემცველი მულტივიტამინები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი და სუკრალფატი (იხ. ნაწილი „თუ ღებულობთ რკინის მარილებს, თუთიის შემცველ მულტივიტამინებს, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებს, დიდანოზინს და სუკრალფატს).
შარდის ტესტი ოპიატებზე
ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუდადებითი შარდის ტესტი ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების - „ოპიატების“ შემცველობაზე. თუ დანიშნული გაქვთ შარდის ტესტი, აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, რომ მკურნალობთ ლევოსტარით.
ტუბერკულოზის ტესტები
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუუარყოფითი შედეგი ლაბორატორიული ტესტების დროს ტუბერკულოზის ბაქტერიების გამოსავლენად.
ლევოსტარის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
მიიღეთ ტაბლეტები წყალთან ერთად, დაუღეჭავად. დოზის კორექციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ტაბლეტის გაყოფა. ლევოსტარი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა (ვერტიგო) ან მხედველობის დარღვევები. ამ გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქო-მოტორული რეაქციის სიჩქარეზე. ასეთ შემთხვევებში არ მართოთ ავტომობილი და არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ყურადღების მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს
გვერდითი მოვლენები
ლევოსტარის შენახვის პირობები
რა არის ლევოსტარი და რისთვის გამოიყენება
თქვენი წამლის დასახელება არის ლევოსტარი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ლევოსტარი შეიცავს აქტიურ კონპონენტს - ლევოფლოქსაცინს. იგი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით - ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში ინფექციებს იწვევს.
ლევოსტარი გამოიყენება ზრდასრულების (ხანდაზმულების ჩათვლით) სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:
სინუსიტები
ფილტვების ინფექცია, პნევმონიის და სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებში
საშარდე სისტემის ინფექცია, მათ შორის, თირკმლები და შარდის ბუშტი
კანი და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია. ამ მდგომარეობას ხშირად „რბილი ქსოვილების“ ინფექციას უწოდებენ
წინამდებარე ჯირკვლის ინფექცია ხანგრძლივი მიმდინარეობით
ზოგიერთი განსაკუთრებული შემთხვევების დროს ლევოსტარი შეიძლება გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ჯილეხის სახელწოდებით ცნობილი ფილტვების დაავადების განვითარების შანსი ან შემცირდეს დაავადების გამწვავება, თუ თქვენ შეგხვდათ ჯილეხი.
რისი ცოდნაა საჭირო ლევოსტარის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ლევოსტარს და აცნობეთ ექიმს, თუ
თქვენ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიტიკის, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ; ალერგიული რეაქციების ნიშნები მოიცავს გამონაყარს კანზე, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
გადატანილი გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.
გქონდათ მყესებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტის, რომელიც უკავშირდებოდა ქინოლონების ანტიბიოტიკების გამოყენებას. მყესი – ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან აკავშირებს.
ხართ ორსული, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას
ხართ მეძუძური დედა
ხართ ბავშვი ან მოზარდი. არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ლევოსტარი არ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ლევოფლოქსაცინის სუპრათერაპიული დოზების გამოყენებით ცხოველებში ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების ან კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევების შედეგების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები არის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიც არის ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, QT-ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიც არის გულისრევა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზია.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების გამოყენების დროს აღინიშნა ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ცნობიერების არევა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი, მიოკლონია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. აუცილებელი ეკგ მონიტორინგი QT-ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად შესაძლებელია ანტაციდების გამოყენება. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოსაყოფად. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
500 მგ ლევოფლოქსაცინი, ეკვივალენტური 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ღია მოვარდისფრო-მოსტაფილოსფრო ფერის, მოგრძო ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
- კლინიკური მახასიათებლები
შენახვის პირობები
ლევოსტარი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
- 5. შეფუთვა
თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 7 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
- 6. გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
- სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd. (საქართველო)
მწარმოებელი
World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş. (თურქეთი)
ფარმაკოლოგიური თვისებები
- l. ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორინოლონები.
ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის სინთეზურ ანტიბაქტერიულ საშუალებას და არის რაცემიული აქტიური ნივთიერება ოფლოქსაცინის S (-) ენანტიომერი.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
PK/PD კავშირი
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში არსებული მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) თანაფარდობაზე მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციასთან (MIC).
რეზისტენტობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ყალიბდება საფეხურებრივი პროცესის შედეგად სამიზნე უბნების მუტაციებით ტოპოიზომერაზას ორივე ტიპში, დნმ-გირაზაში და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტობის სხვა მექანიზმები, როგორიცაა გამავლობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ში) და გაჟონვის მექანიზმები, ასევე ახდენენ ზეგავლენას ლევოფლოქსაცინის მგრძნობელობაზე.
ასევე აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმი განაპირობებს, რომ ლევოფლოქსაცინსა და სხვა ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღინიშნება.
საკონტროლო წერილი
EUCAST-ის მიერ რეკომენდებული MIC საკონტროლო წერტილები ლევოფლოქსაცინისათვის, რომელიც ყოფს მგრძნობიარე და საშუალოდ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს, და ასევე საშუალოდ მგრძნობიარე და რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს, წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილში MIC ტესტირებისათვის (მგ/ლ).
EUCAST კლინიკური MIC საკონტროლო წერტილი ლევოფლოქსაცინისათვის (ვერსია 2.0, 2012-01-01):
პათოგენი
მგრძნობიატე
რეზისტენტული
Enterobacteriacae
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Pseudomonas spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Acinetobacter spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Staphylococcus spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
S. pneumoniae 1
≤2 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Streptococcus A,B,C,G
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
H. influenzae2, 3
≤1 მგ/ლ
>1 მგ/ლ
M. catarrhalis 3
≤1 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Non-species related breakpoints4
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
ლევოფლოქსაცინის საკონტროლო წერტილები (breakpoint) დაკავშირებულია მაღალი დოზით თერაპიასთან.
შესაძლებელია ფტორქინოლონების დაბალი რეზისტენტობა (ციპროფლოქსაცინის MIC 0,12-0,5 მგ/ლ), თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ ამ რეზისტენტობას აქვს კლინიკური მნიშვნელობა H. influenzae-ით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციებში არ არსებობს.
მგრძნობიარე საკონტროლო წერტილებზე მაღალი MIC მნიშვნელობების მქონე შტამები ძალიან იშვიათია ან ჯერ არ არის დაფიქსირებული. ნებისმიერ ასეთ იზოლატზე უნდა განმეორდეს იდენტიფიცირებისა და ანტიმიკრობული მგრძნობელობის სინჯები, შედეგის დადასტურების შემთხვევაში შეიძლება იზოლატის გაგზავნა რეფერენს ლაბორატორიაში. საკონტროლო წერტილებზე მაღალი MIC მნიშვნელობების მქონე კლინიკურ პასუხთან მიმართებაში დადასტურებული იზოლატების მტკიცებულების გამოვლენამდე, ისინი მიიჩნევა რეზისტენტულად.
საკონტროლო წერტილები ვრცელდება პერორალურ დოზაზე 500 მგ x 1- 500 მგ x 2 და ინტრავენურ დოზაზე 500 მგ x 1 - 500 მგ x 2.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ექსპერტის რჩევა, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის გამოყენება სულ მცირე ზოგიერთ ტიპის ინფექციის დროს საეჭვოა.
ხშირად მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus methicillin-susceptible
Staphylococcus saprophyticus
Streptococci, group C and G
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
Anaerobic bacteria
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა:
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus methicillin-resistant#
Coagulase negative Staphylococcus spp
აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
ბუნებრივად შეძენილი შტამები
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecium
# მეთიცილინ რეზისტენტულ S. aureus-ს დიდი ალბათობით კორეზისტენტობა გააჩნია ფტორქინოლონების მიმართ, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით.
- 2. ფარმაკოკინეტიკა
ლევოფლოქსაცინის პერორალურ და ინტრავენურ დოზირებას შორის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა, ამიტომ შესაძლებელია ერთი მეთოდიდან მეორეზე გადასვლა.
შეწოვა:
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოამთვისებლობა არის 99 - 100 %. საკვები უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე. მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა 48 საათის განმავლობაში, 500 მგ-ის დღეში ერთხელ ან ორჯერ დოზირების შემთხვევაში.
განაწილება:
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40 % შეკავშირებულია შრატის ცილებთან. ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლიტრს 500 მგ-ის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზირების შემდეგ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში.
ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში შეღწევა
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელურ სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ინტერსტიციული სითხე), პროსტატის ქსოვილში და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მცირე ხარისხით მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტები არის დესმეტილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ N-ოქსიდი. აღნიშნული მეტაბოლიტები დოზის <5%-ს შეადგენს და გამოიყოფა შარდში. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ, ის შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (T½ : 6-8 სთ). ექსკრეცია ძირითადად თირკმლების საშუალებით ხდება (მიღებული დოზის >85 %). ლევოფლოქსაცინის 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ გამოხატული საერთო კლირენსი იყო 175 ± 29.2 მლ/წთ.
ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში დიდი განსხვავებები არ აღინიშნება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პერორალური და ინტრავენური დოზირება ურთიერთჩანაცვლებადია.
წრფივი/არაწრფივი ფარმაკოკინეტიკა
ლევოფლოქსაცინი ფარმაკოკინეტიკა 50-100 მგ დოზის ფარგლებში სწორხაზოვანია.
განსაკუთრებული პოპულაცია
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას, მცირდება პრეპარატის თირკმელებით გამოყოფა და თირკმლისმიერი კლირენსი, ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, 500 მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, მოცემულია ცხრილში ქვემოთ:
Clcr (კრეატინინის კლირენსი), მლ/წთ
<20
20-49
50-80
ClR (თირკმლისმიერი კლირენსი), მლ/წთ
13
26
57
t1/2 (ნახევარგამოყოფის პერიოდი), საათები
35
27
9
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იდენტურია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსის ცვლილებებთან.
გენდერული განსხვავებები
ქალი და მამაკაცი პაციენტების ცალკეულმა ანალიზმა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში უმნიშვნელო გენდერული განსხვავებები აჩვენა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
კლინიკამდელი მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და გამრავლებისა და ზრდის ტოკსიკურობას კვლევებს, განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისათვის არ გამოვლენილა.
ლევოფლოქსაცინი ვირთხებში არ იწვევდა ფერტილობის ან რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევებს, მისი ერთადერთი უარყოფითი ეფექტი იყო ნაყოფის განვითარების შეფერხება დედაზე ტოქსიკური ზეგავლენის შედეგად.
ლევოფლოქსაცინი არ იწვევდა გენების მუტაციებს ბაქტერიულ ან ძუძუმწოვართა უჯრედებში, მაგრამ იწვევდა ქრომოსომულ აბერაციებს ჩინური ზაზუნას ფილტვის უჯრედებში (CHL) in vitro. ეს ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს ტოპოიზომერაზას II-ის დათრგუნვით. In vivo ტესტები (მიკრობირთვები, დის ქრომატიდების გაცვლა, დნმ დაუგეგმავი სინთეზი, დომინანტური ლეტალური ტესტები) არ აჩვენებს რაიმე გენოტოქსიკურ პოტენციალს.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რომ ლევოფლოქსაცინის ფოტოტოქსიკური აქტივობა მხოლოდ ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას ვლინდება. ლევოფლოქსაცინი არ ამჟღავნებდა გენოტოქსიკურ პოტენციალს ფოტომუტაგენობის ანალიზში და ამცირებდა სიმსივნის განვითარებას ფოტოკანცეროგენობის ანალიზში.
სხვა ფთორქინოლონების მსგავსად ლევოფლოქსაცინმა ვირთაგვებზე და ძაღლებზე ჩატარებულ კვლევებში აჩვენა ზეგავლენა ხრტილებზე (ბუშტუკები და ღრუები). ეს შედეგები უფრო მეტად აღინიშნებოდა ახალგაზრდა ცხოველებში.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- l. დამხმარე ნივთიერებები
კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი Opadry II yellow.
- 2. შეუთავსებლობა
არ აღინიშნება.
- 3. ვარგისობის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარგისობის ვადას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ლევოსტარი
LEVOSTAR
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: 500 მგ ლევოფლოქსაცინი, ეკვივალენტური 512,46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.
მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი Opadry II yellow.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
რა არის ლევოსტარი და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო ლევოსტარის მიღებამდე
ლევოსტარის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ლევოსტარის შენახვის პირობები
რა არის ლევოსტარი და რისთვის გამოიყენება
თქვენი წამლის დასახელება არის ლევოსტარი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ლევოსტარი შეიცავს აქტიურ კონპონენტს - ლევოფლოქსაცინს. იგი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით - ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში ინფექციებს იწვევს.
ლევოსტარი გამოიყენება ზრდასრულების (ხანდაზმულების ჩათვლით) სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:
სინუსიტები
ფილტვების ინფექცია, პნევმონიის და სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებში
საშარდე სისტემის ინფექცია, მათ შორის, თირკმლები და შარდის ბუშტი
კანი და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია. ამ მდგომარეობას ხშირად „რბილი ქსოვილების“ ინფექციას უწოდებენ
წინამდებარე ჯირკვლის ინფექცია ხანგრძლივი მიმდინარეობით
ზოგიერთი განსაკუთრებული შემთხვევების დროს ლევოსტარი შეიძლება გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ჯილეხის სახელწოდებით ცნობილი ფილტვების დაავადების განვითარების შანსი ან შემცირდეს დაავადების გამწვავება, თუ თქვენ შეგხვდათ ჯილეხი.
რისი ცოდნაა საჭირო ლევოსტარის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ლევოსტარს და აცნობეთ ექიმს, თუ
თქვენ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიტიკის, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ; ალერგიული რეაქციების ნიშნები მოიცავს გამონაყარს კანზე, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
გადატანილი გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.
გქონდათ მყესებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტის, რომელიც უკავშირდებოდა ქინოლონების ანტიბიოტიკების გამოყენებას. მყესი – ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან აკავშირებს.
ხართ ორსული, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას
ხართ მეძუძური დედა
ხართ ბავშვი ან მოზარდი. არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ლევოსტარი არ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:
ხართ 60 წლის ან უფრო მეტი ასაკის.
იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).
გადატანილი გაქვთ ეპილეფსიური შეტევა (კრუნჩხვები).
გადატანილი გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების სახით;
გაქვთ თირკმლის უკმარისობა.
გაქვთ ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას დეფიციტი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზულ პრობლემები სისხლის მხრივ.
გაქვთ გულის მხრივ პრობლემები: პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით, თუ თქვენ მემკვიდრეობით გაქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი (დგინდება ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამა)) ან ოჯახურ ანამნეზში არსებობს მონაცემები QT ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ; ან გაქვთ ელექტროლიტური დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი შემცველობა სისხლში), ძალიან ნელი გულისცემა (ე.წ. „ბრადიკარდია“); გაქვთ გულის უკმარისობა; გაქვთ გადატანილი გულის ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი); თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის და გამოიყენებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება ეკგ-ს ცვლილებები გამოიწვიოს (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).
აღგენიშნებოდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
გაქვთ სისხლძარვების გაფართოება (აორტის ან მსხვილი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა)
აღგენიშნებოდათ აორტის განშრევება (აორტის შიდა კედელის ნახეთქი სისხლის ჩაგროვებით)
გულის სარქვლების უკმარისობა (რაც იწვევს სისხლის რეგურგიტაციას)
გაქვთ აორტის ანევრიზმის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადების ოჯახური ისტორია, აორტის დისექცია ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანწყობის მდგომარეობა (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ან ერლერს-დანლოსის სინდრომი, ტურნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი (ანთებითი აუტოიმუნური დაავადება), ან სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტური უჯრედული არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია)).
გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
გაქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში
გაქვთ მიასთენია გრავისი
აღგენიშნებათ უეცარი ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში, გულმკერდში ან ზურგში, რაც შესაძლოა აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომი იყოს. ასეთი სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. ამ მდგომარეობების განვითარების რისკი მეტია, თუ თქვენ ღებულობთ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.
აღგენიშნებათ სუნთქვის უეცარი გაძნელება, განსაკუთრებით, როდესაც იღებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობას, ან წვივების და ტერფების ან მუცლის არეში შეშუპება, ან გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება (გულის სწრაფი ან არარეგულარული რითმი).
გაქვთ ძვლის ტვინის უკმარისობა ან მიოკლონია.
ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ლევოსტარი, თუ ქინოლონური ანტიბიოტიკების მიღების დროს აღგენიშნებოდათ სერიოზული გვერდითი მოვლენები. ზემოაღნიშნული მდგომარეობების დროს თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
პრეპარატით მკურნალობის დროს ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მყესების ანთების (ტენდინიტის) განვითარება ან მყესების გაწყვეტა. რისკის მატება შესაძლებელია ხანდაზმული (60 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში, თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში ან ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია ან/და ერთდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. უპირატესად, ეს ეხება აქილევსის მყესს, ზოგჯერ ორმხრივად, და მისი დაზიანება ხდება მკურნალობის დაწყებიდან 48 სთ-ის განმავლობაში ან მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. მყესების მხრივ ნებისმიერი პათოლოგიური ნიშნების გამოვლენისას, მაგალითად – სახსრის არეში შეშუპება, მყესების ტკივილი ან ანთება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, დაზიანებული კიდური მოათავსეთ მოსვენებულ მდგომარეობაში.
პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში თავი აარიდეთ მზის პირდაპირი ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას (მაგ. მზის ნათურა, სოლარიუმი).
ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი ნეიროპათიული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით კიდურებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ლევოსტარის მიღება და შეატყობინეთ ექიმს, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარება.
ფლუოროქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება - ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან. ზოგიერთი მათგანი გახანგრძლივებული, დამაზიანებელი და პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის სირთულეს, არანორმალურ შეგრძნებებს, როგორიცაა - ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზიები), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები. თუ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემდეგ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტებიდან, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იყენებდით ცოტა ხნის წინ, ახლა იყენებთ ან შეიძლება გამოიყენოთ ახლო მომავალში. ამის ცოდნა აუცილებელია, რადგან ლევოსტარმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ლევოსტარის მოქმედებაზე.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.
კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ - გამოიყენება ანთების დროს. ერთდროული გამოყენებისას იზრდება მყესების ანთების ან/და გაგლეჯის რისკი.
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს რეგულარულად სისხლის ანალიზის ჩატარება, სისხლის შედედების ხარისხის შესამოწმებლად.
თეოფილინი გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება გულყრების (კრუნჩხვების) განვითარების რისკი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, მაგ., ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი, ინდომეტაცინი. ლევოფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება გულყრების (კრუნჩხვების) განვითარების რისკი.
ციკლოსპორინი გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. ერთდროული გამოყენებისას იზრდება ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენების რისკი.
პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრას დროს და ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს. თირკმლების მხრივ პრობლემების არსებობისას, ექიმმა შეიძლება დაბალი დოზები გამოიყენოს.
ლევოსტარი და ანტიდიაბეტური საშუალებები კომბინაციაში ერთდროულად ზრდიან ან აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს (ჰიპერგლიკემია – ჰიპოგლიკემია). ამიტომ აუცილებელია გლუკოზის დონის მონიტორინგი სისხლში ლევოსტარისა და ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნის დროს.
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს გულისცემაზე. ეს არის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის (ანტიარითმიული საშუალებები, მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ., ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევების (ანტიფსიქოზური) და ბაქტერიული ინფექციის დროს (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, მაგ., ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
არ მიიღოთ ლევოფლოქსაცინი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან შესაძლოა ამ სამკურნალო საშუალებებმა გავლენა მოახდინოს ლევოფლოქსაცინის მოქმედებაზე:
რკინის მარილები, თუთიის შემცველი მულტივიტამინები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი და სუკრალფატი (იხ. ნაწილი „თუ ღებულობთ რკინის მარილებს, თუთიის შემცველ მულტივიტამინებს, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებს, დიდანოზინს და სუკრალფატს).
შარდის ტესტი ოპიატებზე
ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუდადებითი შარდის ტესტი ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების - „ოპიატების“ შემცველობაზე. თუ დანიშნული გაქვთ შარდის ტესტი, აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, რომ მკურნალობთ ლევოსტარით.
ტუბერკულოზის ტესტები
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუუარყოფითი შედეგი ლაბორატორიული ტესტების დროს ტუბერკულოზის ბაქტერიების გამოსავლენად.
ლევოსტარის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
მიიღეთ ტაბლეტები წყალთან ერთად, დაუღეჭავად. დოზის კორექციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ტაბლეტის გაყოფა. ლევოსტარი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.
ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებოთ ბავშვი.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა (ვერტიგო) ან მხედველობის დარღვევები. ამ გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქო-მოტორული რეაქციის სიჩქარეზე. ასეთ შემთხვევებში არ მართოთ ავტომობილი და არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ყურადღების მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს
ლევოსტარის მიღების წესი
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მიღების წესი და გზა
ლევოსტარი მიიღება პერორალურად, წყლის საკმაო რაოდენობასთან ერთად, არ დაღეჭოთ.
მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე
მიიღება ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს
მზის სხივებისგან კანის ზედაპირის დაცვა
ლევოსტარის მიღებისას და მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ 2 დღის განმავლობაში დაიცავით კანი მზის პირდაპირი სხივებისგან. ლევოსტარის მიღებისას თქვენი კანი შეიძლება მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეს. შესაძლებელია კანის გაწითლება ან კანის ზედაპირზე ბუშტუკების წარმოქმნა, თუ თქვენ არ დაიცავთ სიფრთხილის ზომებს:
გამოიყენეთ მზის სხვივებისგან დამცავი კრემი
ატარეთ თავსაბურავი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ხელებს და ფეხებს
არ მიიღოთ მზის აბაზანები
თუ ღებულობთ რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის შემცველ საკვებ დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
არ მიიღოთ ეს პრეპარატები ლევოსტართან ერთად. მათი მიღება უნდა მოხდეს ლევოსტარის მიღებიდან 2 სთ-ით ადრე ან ლევოსტარის მიღების შემდეგ 2 სთ-ით გვიან.
მიღების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას
ლევოსტარი ინიშნება დღეში ერთხელ
ექიმი შეგირჩევთ დოზას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი პათოგენის შესაბამისად
მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს დაავადების შესაბამისად
ისევე, როგორც ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ლევოსტარის მიღება გრძელდება ტემპერატურული რეაქციის და ბაქტერიული ერადიკაციიდან (დაავადების სიმპტომების გაქრობიდან) 48 - 72 საათის განმავლობაში
რეკომენდებული დოზები (მოზრდილებისთვის ხანდაზმულების ჩათვლით)
სინუსიტები
მიიღეთ 1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში 1-ჯერ
ფილტვების ინფექცია სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებში
მიიღეთ 1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში 1-ჯერ
პნევმონია
მიიღეთ 1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ
საშარდე სისტემის ინფექცია, მათ შორის, თირკმლები და შარდის ბუშტი
მიიღეთ 1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში 1-ჯერ
წინამდებარე ჯირკვლის ინფექცია
მიიღეთ 1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში 1-ჯერ
კანი და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია
მიიღეთ 1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
თუ ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებულია, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:
ლევოსტარის დოზა საჭიროებს კორექციას თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. კუმულაციის თავიდან აცილების მიზნით, დოზას შეარჩევს ექიმი. ლევოსტარის ორგანიზმიდან გამოსადევნად ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი არაეფექტურია.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
არ საჭიროებს დოზის კორექციას.
თუ ლევოსტარის მიღების პერიოდში მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭირო დოზაზე მეტი ლევოსტარის მიღების შემთხვევაში
საჭირო დოზაზე მეტი ლევოსტარის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შედეგად ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან გულყრის შეტევები, მიოკლონია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულძმარვა და გულისრევა ან გულის პრობლემები.
ლევოსტარის ჰიპერდოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
ლევოსტარის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.
შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.
ლევოსტარის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
აუცილებელია მკურნალობის კურსის დასრულება ექიმის მითითების შესაბამისად.
თუ თქვენ ნაადრევად შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, ინფექცია შეიძლება განმეორდეს, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ან ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები გამძლე გახდეს პრეპარატის მიმართ. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას კურსის დასრულებამდე, სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაშიც.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში. ეს ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა და ხშირად მოკლე დროში ქრება.
შეწყვიტეთ ლევოქსინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მედდას, თუ თქვენ შენიშნეთ შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1 ადამიანში):
ალერგიული რეაქციები. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
შეწყვიტეთ ლევოქსინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მედდას, თუ თქვენ შენიშვნავთ შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებას, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს:
იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1 ადამიანში):
წყლიანი დიარეა, რომელსაც შეიძლება სისხლიც ახლდეს, კუჭის სპაზმები და მაღალი ტემპერატურა. ეს შეიძლება ნაწლავების მძიმე პრობლემების ნიშნები იყოს.
მყესების და იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შეიძლება მათი გაგლეჯა გამოიწვიოს. უფრო ხშირად აქილევსის მყესი ზიანდება.
გულყრა (კრუნჩხვები).
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1 ადამიანში):
წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიის ნიშნები.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
მძიემე კანისმიერი რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ამას თან ახლავს ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბუშტუკებს ან კანის აქერცვლას ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში, გრიპის მაგვარი სიმპტომები, ცხელება.
მადის დაკარგვა, კანისა და სკლერების სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან კუჭის (მუცლის) ტკივილი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რომლებმაც შეიძლება ღვიძლის ფატალური უკმარისობა გამოიწვიოს.
ძვლის ტვინის უკმარისობა, მათ შორის აპლასტიკური ანემია, მიოკლონუსი, მანია და კანის ჰიპერპიგმენტაცია.
თუ ლევოქსინის გამოყენებისას აღნიშნავთ მხედველობის გაუარესებას ან თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის დარღვევები მხედველობასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.
შეატყობინეთ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ ხასიათს იძენს ან გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში:
ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):
ძილის პრობლემები.
თავის ტკივილი, თავბრუხვევის შეგრძნება.
სისუსტის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება) და დიარეა.
სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
არახშირად (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):
სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილებები, Candida-ს სახელწოდებით ცნობილი სოკოვანი ინფექციების განვითარება, რაც შეიძლება მკურნალობას მოითხოვდეს.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რომლებიც ვლინდება ზოგიერთი სისხლის ანალიზის შედეგად (ლეიკოპენია, ეოზინოფილია).
სტრესული მდგომარეობა (შფოთვა), გაღიზიანების შეგრძნება, ნერვოზულობა, ძილიანობა, კანკალი, ტრიალის შეგრძნება (თავბრუხვევა).
სუნთქვის გართულება (დისპნოე).
გემოს შეგრძნების დარღვევა, მადის დაკარგვა, კუჭის აშლილობა ან საჭმლის მოუნელებლობა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის არეში, შებერილობის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა.
ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ძლიერი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
სახსრების ან კუნთების ტკივილი.
სისხლის ტესტების უჩვეულო შედეგები ღვიძლის (ბილირუბინის დონის გაზრდა) ან თირკმლის (კრეატინინის დონის გაზრდა) მხრივ პრობლემების გამო.
ზოგადი სისუსტე.
იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში):
სისხლჩაქცევები და სისხლდენები, რომლების რისკი გაზრდილია თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია).
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
გადაჭარბებული იმუნური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა).
სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დიაბეტი.
მხედველობითი ან სმენითი წარმოსახვები (ჰალუცინაციები, პარანოია), აზრების და მოსაზრებების ცვლილებები (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური აზრებისა და ქმედებების რისკით.
დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები, შფოთვა (აგიტაცია), საშინელი სიზმრები ან ღამის კოშმარები.
ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია).
სმენის (ყურებში შუილი) ან მხედველობის (ბუნდოვანი ხედვა) დარღვევები.
გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია) ან არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტონია).
კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენიის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება) მქონე პირებში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული ტიპის რეაქციით, რომელსაც ინტერსტიციული ნეფრიტი ეწოდება.
ცხელება.
მკვეთრად გამოხატული მოწითალო გამონაყარი კანზე ბუშტუკებით და მათ გარეშე, რაც პრეპარატის მიღების შემდეგ რამდენიმე საათში ვლინდება და გამოჯანმრთელების შემდეგ კანზე ტოვებს პიგმენტურ ლაქებს. ლევოფლოქსაცინის განმეორებითი მიღების შემდეგ კანის დაზიანება ხშირად კანის ან ლორწოვანი გარსის იგივე ზედაპირზე ვითარდება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების გამო კანი შეიძლება გაფერმკრთალდეს ან გაყვითლდეს; ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
ცხელება, ყელის ტკივილი და მუდმივი ხასიათის ზოგადი სისუსტე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
სისხლის მიმოქცევის დარღვევები (ანაფილაქსიური შოკი).
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან შემცირება კომის განვითარებამდე (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.
ყნოსვის დარღვევები, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგეზია).
მოძრაობის და გადაადგილების დარღვევები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები).
მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალების ანთება.
სმენის გაუარესება ან დაკარგვა.
ანომალურად სწრაფი გულის რიტმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რიტმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რიტმის ცვლილებები (ეკგ-ზე QT-ინტერვალის გახანგრძლივება).
სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი).
ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ.
პანკრეატიტი.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია).
ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი) სისხლძარღვების ანთება.
პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი).
კუნთების გაგლეჯა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი).
სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი).
ტკივილი, მათ შორის ზურგის, გულმკერდის და კიდურების ტკივილი.
პორფირიის მქონე პირებში პორფირიის შეტევები (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება).
მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).
დროებით გონების დაბინდვა (სინკოპე).
ძალიან იშვიათად ქინოლონებისა და ფთორქინოლონების გამოყენებისას, ზოგჯერ რისკ-ფაქტორების არარსებობის ფონზე, აღინიშნებოდა ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში) დაზიანებით მიმდინარე, შეუქცევადი, სერიოზული წამლისმიერი რეაქციები, რომლებიც სერიოზულად აზიანებდნენ ცალკეულ ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს (მათ შორის, ტენდინიტი, მყესების გაგლეჯა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევები, ნეიროპათიები, მათ შორის, პარესთეზიები, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევები.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოროქინოლინებს, დაფიქსირებულია ანევრიზმისა და აორტის აშრევების შემთხვევები, ხოგიერთ შემთხვევაში, გართულებული გულის სარქვლის რეგურგიტაცითა და გულის რომელიმე სარქვლის უკმარისობით
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლევოსტარის შენახვის პირობები
ლევოსტარი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარგისობის ვადას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ ლევოსტარს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
მწარმოებელი
World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş. (თურქეთი)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


