ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

ორნაკლინი

ORNAKLIN

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
კლინდამიცინის (clindamycin)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ვაგინალური ოვულა №6 (1X6)
მწარმოებელი
Fulton Medicinali S.p.A, იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისპეტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
G01AA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-045718
რეგისტრირებულია
18 ივნისი 2026, მოქმედებს 18 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ornado Medicine LLP (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს ,,ორნადო მედიცინა’’
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაორნაკლინი და სხვა წამალი ერთად

ორნაკლინი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

გამოიღეთ ოვულა პვქ ფოლგის შეფუთვიდან.

ფრთხილად მოათავსეთ ოვულა საშოში რაც შეიძლება ღრმად, დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

ოვულების გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ორნაკლინის ვაგინალური ოვულები

აცნობეთ ექიმს. აღარ გამოიყენოთ ოვულები ვიდრე არ გირჩევთ ექიმი.

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების დოზის გამოტოვება

გამოიყენეთ გამოტოვებული ოვულა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოვებულია მომდევნო ოვულის გამოყენების დრო, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და გამოიყენეთ მომდევნო ოვულა ჩვეულ დროს.

თუ გადაყლაპეთ ოვულა

ერთი ან რამოდენიმე ოვულის გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. რაიმე სახის რისკი არ არსებობს, მაგრამ ექიმი გირჩევთ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

  • შესაძლო გვერდით ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ორნაკლინს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

გამოვლინდა მძიმე, გახანგრძლივებული ან სისხლიანი დიარეა (ასოცირებული მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან). ეს მოვლენა წარმოადგენს არახშირ გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და წარმოადგენს ნაწლავის სერიოზულ ანთებას.

ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას ან კანის მხრივ რეაქციას. წარმოადგენს ძალიან იშვიათ მოვლენებს.

ხშირი გვერდითი მოვლენა (განვითარების ალბათობა <1/10 პაციენტში)

საშოს საფუარა სოკოს ინფექცია

პრობლემები საშოს და გენიტალიების არეში

საშოს ტკივილი

არახშირი გვერდითი მოვლენები (განვითარების ალბათობა <1/100 პაციენტში)

მუცლის სპაზმები, მუცლის ტკვილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა, ღებინება

ტკივილი შეყვანის ადგილზე, ადგილობრივი შეშუპება

ტკივილი შარდვისას, საშარდე გზების ინფექციები

ცხელება, გვერდის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი

სოკოვანი ინფექციები

პრობლემები ციკლის დროს, ვაგინალური გამონადენი

ქავილი, გამონაყარი

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (განვითარების ალბათობა < 1/10000 პაციენტში)

საშოს ან საშვილოსნოს ყელის ან საშოში შესასვლელის ირგვლივ გაღიზიანება, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების შემცირების ვარიაბელური სიმპტომები.

უმნიშვნელო შემცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სისხლის თეთრი უჯრედების დიდი რაოდენობით შემცირებამ შესაძლებელია გაზარდოს ინფექციის რისკი. სიმპტომები მოიცავს დაღლილობას და ცხელებას. მნიშვნელოვანი შემცირება იწვევს სისხლდენას და სისხლჩაქცევების განვითარებას.

კანის ან თვალების გაყვითლება

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გართულება ან ქოშინი.

მძიმე ფორმის გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან მის გარეშე და კანის აქერცვლა.

რომელიმე გვერდითი მოვლენის გამწვავების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ორნაკლინი კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კლინდამიცინის ფოსფატის, სხვა ანტიბიოტიკების, როგორიცაა ლინკომიცინი ან მყარი ცხიმების (ოვულებში ცვილოვანი ნივთიერება) მიმართ.

თუ წარსულში გქონიათ კოლიტი ანტიბიოტიკების მიღების შედეგად.

სიფრთხილით გამოიყენეთ ორნაკლინის ვაგინალური ოვულები

პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ:

გაქვთ დიარეა ან გემართებათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ

გაქვთ ნაწლავის ანთების ისტორია, როგორიცაა კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი.

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენების დროს ან შემდეგ, სისხლიანი მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეას შემთხვევაში, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეს შესაძლოა იყოს ნაწლავის ანთების (ფსევდომემბრანოზული კოლიტი) ნიშნები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მკურნალობის შემდეგ.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ:

გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან იმუნური სისტემის მხრივ პრობლემები;

თუ ხართ 16 წლამდე ან 65 წელზე მეტი ასაკის. ორნაკლინის ვაგინალური ოვულები არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

ყველა ვაგინალური ინფექციის დროს, სექსუალური ურთიერთობა ორნაკლინის ვაგინალური ოვულებით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული. ორნაკლინის ვაგინალურმა ოვულებმა შესაძლოა შეასუსტონ პრეზერვატივების და დიაფრაგმის მოქმედება. არ ენდოთ პრეზერვატივებს ან კონტრაცეფციულ დიაფრაგმებს პრეპარატის გამოყენებისას მკურნალობიდან 72 საათის განმავლობაში გამოყენებისას.

სხვა ვაგინალური პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა ტამპონები ან საშოს გამორეცხვა, მკურნლაობის დროს არ არის რეკომენდებული.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის არარეცეპტურულს.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ კუნთების მომადუნებელ პრეპრატებს, რადგან ორნაკლინის ვაგინალურ ოვულებს შეუძლია გააძლიეროს მსგავსი პრეპარატების მოქმედება.

ვარფარინი ან მსგავსი პრეპარატები

  • რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი. ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის რეგულარულ ანალიზს, იმისათვის, რომ შეამოწმოს სისხლის შედედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული ორნაკლინის გამოყენება პირველი 3 თვის განმავლობაში, რადგან არ არსებობს უსაფრთხოების საკმარისი ჩვენება.

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად. თუ ხართ ორსულად, ოვულების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც გადაწყვეტს, მისაღებია თუ არა თქვენთვის მოცემული მკურნალობა.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ აპირებთ ძუძუთი კვებას

  • ორნაკლინის გამოყენებისას ძუძუთი კვების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს მისაღებია თუ არა თქვენთვის ორნაკლინი ვაგინალური ოვულები.

თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვილში გადავიდეს დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერება დედის რძიდან, მაგრამ თუ ჩვილს განუვითარდება სისხლიანი დიარეა ან რაიმე სახის ავადობის ნიშნები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ ეს მოხდა, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენება

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დაიცავით ოვულები სითბოსგან, რადგან სითბოზე ყოფნის შემთხვევაში ისინი დარბილდება და დეფორმირდება.

რეკომენდებული დოზაა ერთი ოვულა, რომლის მოთავსებაც უნდა მოხდეს საშოში ღრმად, ღამით, ძილის წინ, მიყოლებით სამი ღამის განმავლობაში. საშოში მოთავსების შემდეგ ოვულა გადნება და გაქრება.

გვერდითი მოვლენები

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების შენახვის პირობები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის ორნაკლინის ვაგინალური ოვულები და რისთვის გამოიყენება ის

ორნაკლინის ვაგინალური ოვულები გამოიყენება ვაგინალურად. იგი შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატს, ანტიბიოტიკს, საშოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი.

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენებამდე

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის კლინდამიცინის ფოსფატი. თითოეული ოვულა შეიცავს 100 მგ კლინდამიცინის ეკვივალენტურ, კლინდამიცინის ფოსფატს.

დამხმარე ნივთიერებაა მყარი ცხიმი.

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების აღწერა და შეფუთვის ფორმა

ორნაკლინის ვაგინალური ოვულები არის თეთრიდან მოთეთრო ფერის. 6 ვაგინალური ოვულა მოთავსებულია პვქ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ორნადო მედისინ ლლპ - ოფისი 11, 43 ბედფორდ სთრით, ლონდონი, WC2E 9HA- დიდი

ბრიტანეთი

მწარმოებელი

ფულტონ მედისინალი ს.პ.ა. - ვია მარკონი 28/9, 20044 არესი (მილანი-იტალია)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ორნაკლინი

(100 მგ კლინდამიცინის ექვივალენტური კლინდამიცინის ფოსფატი)

ვაგინალური ოვულები

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას სრულად

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ; არ გადასცეთ იგი სხვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
  • სერიოზული გვერდითი მოვლენების, ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ჩანართში:

  • რა არის ორნაკლინის ვაგინალური ოვულები და რისთვის გამოიყენება ის
  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენებამდე
  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების შენახვის პირობები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის ორნაკლინის ვაგინალური ოვულები და რისთვის გამოიყენება ის

ორნაკლინის ვაგინალური ოვულები გამოიყენება ვაგინალურად. იგი შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატს, ანტიბიოტიკს, საშოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი.

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენებამდე

დაუშვებელია ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენება:

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კლინდამიცინის ფოსფატის, სხვა ანტიბიოტიკების, როგორიცაა ლინკომიცინი ან მყარი ცხიმების (ოვულებში ცვილოვანი ნივთიერება) მიმართ.

თუ წარსულში გქონიათ კოლიტი ანტიბიოტიკების მიღების შედეგად.

სიფრთხილით გამოიყენეთ ორნაკლინის ვაგინალური ოვულები

პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ:

გაქვთ დიარეა ან გემართებათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ

გაქვთ ნაწლავის ანთების ისტორია, როგორიცაა კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი.

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენების დროს ან შემდეგ, სისხლიანი მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეას შემთხვევაში, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეს შესაძლოა იყოს ნაწლავის ანთების (ფსევდომემბრანოზული კოლიტი) ნიშნები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მკურნალობის შემდეგ.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ:

გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან იმუნური სისტემის მხრივ პრობლემები;

თუ ხართ 16 წლამდე ან 65 წელზე მეტი ასაკის. ორნაკლინის ვაგინალური ოვულები არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

ყველა ვაგინალური ინფექციის დროს, სექსუალური ურთიერთობა ორნაკლინის ვაგინალური ოვულებით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული. ორნაკლინის ვაგინალურმა ოვულებმა შესაძლოა შეასუსტონ პრეზერვატივების და დიაფრაგმის მოქმედება. არ ენდოთ პრეზერვატივებს ან კონტრაცეფციულ დიაფრაგმებს პრეპარატის გამოყენებისას მკურნალობიდან 72 საათის განმავლობაში გამოყენებისას.

სხვა ვაგინალური პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა ტამპონები ან საშოს გამორეცხვა, მკურნლაობის დროს არ არის რეკომენდებული.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის არარეცეპტურულს.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ კუნთების მომადუნებელ პრეპრატებს, რადგან ორნაკლინის ვაგინალურ ოვულებს შეუძლია გააძლიეროს მსგავსი პრეპარატების მოქმედება.

ვარფარინი ან მსგავსი პრეპარატები

  • რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი. ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის რეგულარულ ანალიზს, იმისათვის, რომ შეამოწმოს სისხლის შედედება.

ორსულობა

არ არის რეკომენდებული ორნაკლინის გამოყენება პირველი 3 თვის განმავლობაში, რადგან არ არსებობს უსაფრთხოების საკმარისი ჩვენება.

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად. თუ ხართ ორსულად, ოვულების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც გადაწყვეტს, მისაღებია თუ არა თქვენთვის მოცემული მკურნალობა.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ აპირებთ ძუძუთი კვებას

  • ორნაკლინის გამოყენებისას ძუძუთი კვების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს მისაღებია თუ არა თქვენთვის ორნაკლინი ვაგინალური ოვულები.

თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვილში გადავიდეს დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერება დედის რძიდან, მაგრამ თუ ჩვილს განუვითარდება სისხლიანი დიარეა ან რაიმე სახის ავადობის ნიშნები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ ეს მოხდა, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენება

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დაიცავით ოვულები სითბოსგან, რადგან სითბოზე ყოფნის შემთხვევაში ისინი დარბილდება და დეფორმირდება.

რეკომენდებული დოზაა ერთი ოვულა, რომლის მოთავსებაც უნდა მოხდეს საშოში ღრმად, ღამით, ძილის წინ, მიყოლებით სამი ღამის განმავლობაში. საშოში მოთავსების შემდეგ ოვულა გადნება და გაქრება.

გამოყენების წესი:

გამოიღეთ ოვულა პვქ ფოლგის შეფუთვიდან.

ფრთხილად მოათავსეთ ოვულა საშოში რაც შეიძლება ღრმად, დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

ოვულების გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ორნაკლინის ვაგინალური ოვულები

აცნობეთ ექიმს. აღარ გამოიყენოთ ოვულები ვიდრე არ გირჩევთ ექიმი.

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების დოზის გამოტოვება

გამოიყენეთ გამოტოვებული ოვულა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოვებულია მომდევნო ოვულის გამოყენების დრო, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და გამოიყენეთ მომდევნო ოვულა ჩვეულ დროს.

თუ გადაყლაპეთ ოვულა

ერთი ან რამოდენიმე ოვულის გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. რაიმე სახის რისკი არ არსებობს, მაგრამ ექიმი გირჩევთ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

  • შესაძლო გვერდით ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ორნაკლინს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

გამოვლინდა მძიმე, გახანგრძლივებული ან სისხლიანი დიარეა (ასოცირებული მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან). ეს მოვლენა წარმოადგენს არახშირ გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და წარმოადგენს ნაწლავის სერიოზულ ანთებას.

ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას ან კანის მხრივ რეაქციას. წარმოადგენს ძალიან იშვიათ მოვლენებს.

ხშირი გვერდითი მოვლენა (განვითარების ალბათობა <1/10 პაციენტში)

საშოს საფუარა სოკოს ინფექცია

პრობლემები საშოს და გენიტალიების არეში

საშოს ტკივილი

არახშირი გვერდითი მოვლენები (განვითარების ალბათობა <1/100 პაციენტში)

მუცლის სპაზმები, მუცლის ტკვილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნა, ღებინება

ტკივილი შეყვანის ადგილზე, ადგილობრივი შეშუპება

ტკივილი შარდვისას, საშარდე გზების ინფექციები

ცხელება, გვერდის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი

სოკოვანი ინფექციები

პრობლემები ციკლის დროს, ვაგინალური გამონადენი

ქავილი, გამონაყარი

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (განვითარების ალბათობა < 1/10000 პაციენტში)

საშოს ან საშვილოსნოს ყელის ან საშოში შესასვლელის ირგვლივ გაღიზიანება, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების შემცირების ვარიაბელური სიმპტომები.

უმნიშვნელო შემცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სისხლის თეთრი უჯრედების დიდი რაოდენობით შემცირებამ შესაძლებელია გაზარდოს ინფექციის რისკი. სიმპტომები მოიცავს დაღლილობას და ცხელებას. მნიშვნელოვანი შემცირება იწვევს სისხლდენას და სისხლჩაქცევების განვითარებას.

კანის ან თვალების გაყვითლება

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გართულება ან ქოშინი.

მძიმე ფორმის გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან მის გარეშე და კანის აქერცვლა.

რომელიმე გვერდითი მოვლენის გამწვავების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ორნაკლინის ვაგინალური ოვულების შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ორნაკლინი კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ორნაკლინის ვაგინალური ოვულები:

აქტიური ნივთიერება არის კლინდამიცინის ფოსფატი. თითოეული ოვულა შეიცავს 100 მგ კლინდამიცინის ეკვივალენტურ, კლინდამიცინის ფოსფატს.

დამხმარე ნივთიერებაა მყარი ცხიმი.

ორნაკლინის ვაგინალური ოვულების აღწერა და შეფუთვის ფორმა

ორნაკლინის ვაგინალური ოვულები არის თეთრიდან მოთეთრო ფერის. 6 ვაგინალური ოვულა მოთავსებულია პვქ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ორნადო მედისინ ლლპ - ოფისი 11, 43 ბედფორდ სთრით, ლონდონი, WC2E 9HA- დიდი

ბრიტანეთი

მწარმოებელი

ფულტონ მედისინალი ს.პ.ა. - ვია მარკონი 28/9, 20044 არესი (მილანი-იტალია)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა