ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ეზომეპრაზოლი-20

Esomeprazole-20

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბანგლადეში
რისთვის გამოიყენება

ეზომეპრაზოლი-20 ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) - ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა - შეხორცებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მართვა რეციდივის თავიდან ასაცილებლად - გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომური მკურნალობა - შესაბამის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესომეპრაზოლი (esomeprazole)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-045614
რეგისტრირებულია
2 ივნისი 2026, მოქმედებს 2 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
განმცხადებელი
შპს „ინტერ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეზომეპრაზოლი-20 და სხვა წამალი ერთად

ეზომეპრაზოლი-20 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეზომეპრაზოლი-20 ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში:

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD)

  • ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა
  • შეხორცებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მართვა რეციდივის თავიდან ასაცილებლად
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომური მკურნალობა
  • შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმებთან კომბინაციაში Helicobacter pylori ერადიკაციისთვიის და
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის და
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულის მქონე პაციენტებში პეპტიური წყლულის რეციდივის პრევენციისთვის.

პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივ თერაპიის

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულების შეხორცება.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა

ეზომეპრაზოლი-20 ტაბლეტი ნაჩვენებია 12 წლიდან მოზარდებში შემდეგი დაავადებების დროს:

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD)

  • ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა
  • შეხორცებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მართვა რეციდივის თავიდან ასაცილებლად
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომური მკურნალობა

ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • თუ ამ წამალს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ, ექიმს მოისურვებს თქვენს მონიტორინგი (განსაკუთრებით თუ მას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებთ).
  • თუ ექიმმა გითხრათ, რომ მიიღოთ ეს წამალი აუცილებლობისას, აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები შეიცვლება.

რამდენი უნდა მიიღოთ

  • ექიმი გეტყვით, რამდენი ტაბლეტი მიიღოთ და რამდენ ხანს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდგომარეობაზე, ასაკზე და ღვიძლის ფუნქციაზე.
  • რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.

გამოყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (GERD) გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

  • თუ ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში. თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ არის შეხორცებული, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ იგივე დოზის მიღება კიდევ 4 კვირის განმავლობაში.
  • საყლაპავის შეხორცების შემდეგ რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლის 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
  • თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მდგომარეობის კონტროლის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ წამლის მიღება აუცილებლობისას, მაქსიმუმ ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში.
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori ინფექციით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივის თავიდან ასაცილებლად:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
  • ექიმი ასევე გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას, მაგალითად, ამოქსიცილინის და კლარითრომიცინის.

აასპ-ებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 4-დან 8 კვირამდე.

კუჭის წყლულის პროფილაქტიკისთვის, თუ იღებთ არასტეროიდულ აასპ-ებს (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები):

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

კუჭში ჭარბი მჟავიანობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ახლაწარმონაქმნებით (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი):

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ დღეში ორჯერ.
  • თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას თქვენი საჭიროებების მიხედვით და ასევე გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს დაგჭირდებათ პრეპარატის მიღება. მაქსიმალური დოზაა 80 მგ დღეში ორჯერ.

ხანგრძლივი მკურნალობა წყლულების ინტრავენური ეზომეპრაზოლით ხელახალი სისხლდენის პრევენციის შემდეგ:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში.

გამოყენება 12 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდებში

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (GERD) გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

  • თუ ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში. თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ არის შეხორცებული, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ იგივე დოზის მიღება კიდევ 4 კვირის განმავლობაში.
  • რეკომენდებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ არის ეზომეპრაზოლის 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
  • თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი ყოველდღე.
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

ამ პრეპარატის მიღება

  • ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს.
  • ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.
  • ტაბლეტები მთლიანად გადაყლაპეთ წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ და არ დაფხვნათ ტაბლეტები. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ტაბლეტები შეიცავს გარსით დაფარულ გრანულებს, რომლებიც ხელს უშლიან პრეპარატის დაშლას კუჭში არსებული მჟავის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ არ დააზიანოთ გრანულები.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გიჭირთ ტაბლეტების გადაყლაპვა

  • თუ გიჭირთ ტაბლეტების გადაყლაპვა:

o მოათავსეთ ისინი ერთ ჭიქა უაირო (არაგაზირებულ) წყალში. არ გამოიყენოთ სხვა სითხეები.

o მოურიეთ სანამ ტაბლეტები არ დაიშლება (ნარევი არ იქნება გამჭვირვალე). შემდეგ დალიეთ ნარევი დაუყოვნებლივ ან 30 წუთის განმავლობაში. ნარევს ყოველთვის მოურიეთ დალევის წინ.

o იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ წამალი მთლიანად დალიეთ, ჭიქა კარგად ჩარეცხეთ ნახევარი ჭიქა წყლით და დალიეთ. მყარი ნაწილაკები შეიცავს წამალს - არ დაღეჭოთ და არ დაფხვნათ.

  • თუ თქვენ საერთოდ არ შეგიძლიათ გადაყლაპავა, ტაბლეტი შეიძლება შეერიოთ ცოტა წყალს და მოათავსოთ შპრიცში. შემდეგ მისი მიცემა შესაძლებელია მილის მეშვეობით პირდაპირ კუჭში („კუჭის მილი“).

გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

ეზომეპრაზოლის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ეზომეპრაზოლის პაკეტის პროდუქტის ინსტრუქციაში (დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ მიიღეთ ეზომეპრაზოლის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ეზომეპრაზოლის მიღება

  • თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა.
  • არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ეზომეპრაზოლზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ ალერგია პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიმართ (მაგ. პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).
  • თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

არ მიიღოთ ეზომეპრაზოლი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენზე ვრცელდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ეზომეპრაზოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ეზომეპრაზოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
  • თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.
  • თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია ეზომეპრაზოლის მსგავსი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.
  • თუ დაგეგმილი გაქვთ სპეციფიკური სისხლის ანალიზის (ქრომოგრანინი A) ჩატარება.

ეზომეპრაზოლმა შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადებების სიმპტომები. ამიტომ, თუ ეზომეპრაზოლის მიღების დაწყებამდე ან მისი მიღების დროს შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე განგივითარდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • უმიზეზოდ იკლებთ წონაში და გიჭირთ ყლაპვა.
  • გაწუხებთ კუჭის ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა.
  • იწყებთ საკვების ან სისხლის ღებინებას.
  • გამოყოფთ შავ განავალს (სისხლიანი განავალი).

თუ ეზომეპრაზოლი დაგინიშნეს <<აუცილებლობისას>>, უნდა მიმართოთ ექიმს, თუ სიმპტომები გაგრძელდა ან შეიცვალა.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, როგორიცაა ეზომეპრაზოლი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

გამონაყარი და კანის სიმპტომები

თუ კანზე გამონაყარი გაგიჩნდებათ, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ეზომეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტის, მაგალითად, სახსრების ტკივილის, შესახებ ინფორმაციის მოწოდება.

ეზომეპრაზოლის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა კანის სერიოზული გამონაყარი (იხილეთ აგრეთვე მე-4 განყოფილება) გამონაყარი შეიძლება მოიცავდეს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულებს და კონიუნქტივიტს (თვალების სიწითლე და შეშუპება). ეს სერიოზული კანის გამონაყარი ხშირად ვითარდება გრიპის მსგავსი სიმპტომების შემდეგ, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარი შეიძლება მოიცავდეს სხეულის დიდ ნაწილს ბუშტუკებით და კანის აქერცვლით.

თუ მკურნალობის ნებისმიერ დროს (რამდენიმე კვირის შემდეგაც კი) განგივითარდებათ გამონაყარი ან კანის რომელიმე ეს სიმპტომი, შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ეზომეპრაზოლის პაკეტის პროდუქტის ინფორმაციაში (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს რეცეპტის გარეშე შეძენილ მედიკამენტებს. ეს არის საჭირო, რომ ეზომეპრაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ეზომეპრაზოლზე.

არ მიიღოთ ეზომეპრაზოლის ტაბლეტები, თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

  • ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
  • კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად).
  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოთი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ).
  • ერლოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).
  • ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოდუნების ან ეპილეფსიის დროს).
  • ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს). თუ თქვენ იღებთ ფენიტოინს, ექიმს დასჭირდება თქვენი მონიტორინგი ეზომეპრაზოლის მიღების დაწყების ან შეწყვეტის დროს.
  • სისხლის გასათხელებელი მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი. ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მონიტორინგი ეზომეპრაზოლის მიღების დაწყების ან შეწყვეტის დროს.
  • ცილოსტაზოლი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ - ტკივილი ფეხებში სიარულის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლის არასაკმარისი მიწოდებით).
  • ციზაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისა და გულძმარვის დროს).
  • დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს).
  • მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ მაღალი დოზებით) – თუ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს ეზომეპრაზოლით მკურნალობა.
  • ტაკროლიმუსი (ორგანოების ტრანსპლანტაცია).
  • რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
  • კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკები ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, ასევე ეზომეპრაზოლი Helicobacter pylori ინფექციით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს სხვა მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზმის მიერ B12 ვიტამინის შეწოვაზე, განსაკუთრებით თუ მისი მიღება დიდი ხნის განმავლობაში გჭირდებათ. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს B12 ვიტამინის დაბალ დონეზე:

  • ძლიერი დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა
  • ჩხვლეტის შეგრძნება
  • ენის ტკივილი ან სიწითლე, პირის ღრუს წყლულები
  • კუნთების სისუსტე
  • მხედველობის დარღვევა
  • მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, დეპრესია

ეზომეპრაზოლი საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ კვების დროს ან უზმოზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ეზომეპრაზოლის მიღება ამ პერიოდში. უცნობია, გადადის თუ არა ეზომეპრაზოლი დედის რძეში. ამიტომ, ეზომეპრაზოლი არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეზომეპრაზოლი, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს ავტომობილის მართვაზე ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებაზე. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდიუთი ეფექტები როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა (იხილეთ მე-4 ნაწილი). თუ ეს თქვენ გეხებათ, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ ეზომეპრაზოლი

ჭარბი დოზა

დღეისათვის არსებობს ძალიან შეზღუდული გამოცდილება განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ. 280 მგ-თან დაკავშირებით აღწერილი სიმპტომები იყო კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სისუსტე. 80 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი დოზები იყო უვნებელი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ეზომეპრაზოლი ექსტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს და შესაბამისად, ადვილად არ ექვემდებარება დიალიზს. როგორც ჭარბი დოზირების ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და გამოყენებული უნდა იქნას ზოგადი დამხმარე ზომები.

შემადგენლობა

  • რა არის ეზომეპრაზოლი და რისთვის გამოიყენება

ეზომეპრაზოლი შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ეზომეპრაზოლი. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ კუჭის მიერ გამომუშავებული მჟავას რაოდენობის შემცირებით.

ეზომეპრაზოლი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები

  • „გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD). ეს არის შემთხვევა, როდესაც კუჭიდან მჟავა ხვდება საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს ყელს კუჭთან), რაც იწვევს ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
  • კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები, რომლებიც ინფიცირებულია ბაქტერიით, რომელსაც ეწოდება „Helicobacter pylori“. თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობა, ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები, ინფექციის სამკურნალოდ და წყლულის შეხორცების დასაჩქარებლად.
  • კუჭის წყლული, გამოწვეული აასპ-ებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები). ეზომეპრაზოლი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის წყლულის განვითარების შესაჩერებლად, თუ თქვენ იღებთ აასპ-ებს.
  • კუჭში მჟავას ჭარბი რაოდენობა, გამოწვეული კუჭქვეშა წირკვალში ახალწარმონაქმნებით (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).
  • ხანგრძლივი მკურნალობა წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის ინტრავენური ეზომეპრაზოლით აღკვეთის შემდეგ.

12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

  • „გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD). ეს არის შემთხვევა, როდესაც კუჭიდან მჟავა ხვდება საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს ყელს კუჭთან), რაც იწვევს ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
  • კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები, რომლებიც ინფიცირებულია ბაქტერიით, სახელწოდებით „Helicobacter pylori“. თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობა, ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ და წყლულის შეხორცების დასაჩქარებლად.
  • რა უნდა იცოდეთ ეზომეპრაზოლის მიღებამდე

შენახვის პირობები

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. შეინახეთ წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შემცველობა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 20 მგ-იანი 14 ტაბლეტი ალუ-ალუ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის

განადგურებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

  • მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

  • პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
  • ტექსტის გადახედვის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

მჟვიანობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალო პრეპარატები პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ათქ კოდი: A02B C05

ეზომეპრაზოლი არის ომეპრაზოლის S-იზომერი და ამცირებს კუჭის მჟავას სეკრეციას მოქმედების სპეციფიკური მიზანმიმართული მექანიზმის მეშვეობით. ის არის პარიეტალურ უჯრედში მჟავა ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი. ომეპრაზოლის როგორც R-, ასევე S-იზომერს აქვს მსგავსი ფარმაკოდინამიკური აქტივობა.

მოქმედების მექანიზმი

ეზომეპრაზოლი არის სუსტი ფუძე და კონცენტრირდება და გარდაიქმნება აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედის სეკრეტორული არხების ძლიერ მჟავე არეში, სადაც ის აინჰიბირებს ფერმენტ H+K+-ATPase-ს - მჟავა ტუმბოს და აფერხებს მჟავის როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ეზომეპრაზოლის 20 მგ და 40 მგ პერორალური დოზირების შემდეგ ეფექტი იწყება ერთი საათის განმავლობაში. 20 მგ ეზომეპრაზოლის დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში განმეორებითი მიღების შემდეგ, პენტაგასტრინის სტიმულაციის შემდეგ მჟავას საშუალო პიკური გამოყოფა 90%-ით შემცირდა, როდესაც ის მეხუთე დღეს დოზირებიდან 6-7 საათის შემდეგ იზომებოდა.

20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის ხუთდღიანი პერორალური დოზირების შემდეგ, სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მქონე პაციენტებში კუჭის pH 4-ზე მეტი შენარჩუნებული იყო საშუალოდ 13 საათის და 17 საათის განმავლობაში, შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში. პაციენტების წილი, რომლებიც კუჭის pH 4-ზე მეტს ინარჩუნებდნენ მინიმუმ 8, 12 და 16 საათის განმავლობაში, შესაბამისად, იყო 76%, 54% და 24% ეზომეპრაზოლის 20 მგ მიღების შემთხვევაში. შესაბამისი პროპორციები ეზომეპრაზოლის 40 მგ მიღების შემთხვევაში იყო 97%, 92% და 56%. პლაზმური კონცენტრაციის სუროგატ პარამეტრად AUC-ის გამოყენებით, ნაჩვენებია კავშირი მჟავას სეკრეციის ინჰიბირებასა და ზემოქმედებას შორის. რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცება ეზომეპრაზოლის 40 მგ დოზით პაციენტების დაახლოებით 78%-ში ხდება ოთხი კვირის შემდეგ, ხოლო 93%-ში რვა კვირის შემდეგ.

ეზომეპრაზოლის 20 მგ დოზით დღეში ორჯერ და შესაბამისი ანტიბიოტიკებით ერთკვირიანი მკურნალობა პაციენტების დაახლოებით 90%-ში წარმატებით ერადიკაციას იწვევს.

ერთკვირიანი ერადიკაციული მკურნალობის შემდეგ, წყლულის ეფექტური შეხორცებისა და სიმპტომების გაქრობისთვის თორმეტგოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულის დროს ანტისეკრეტორული პრეპარატებით შემდგომი მონოთერაპია საჭირო არ არის.

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, პაციენტები ენდოსკოპიურად დადასტურებული პეპტიური წყლულოვანი სისხლდენით, რომელიც ხასიათდება როგორც Forrest Ia, Ib, IIa ან IIb (შესაბამისად 9%, 43%, 38% და 10%) რანდომიზებულად შეირჩნენ ეზომეპრაზოლი-20 საინფუზიო ხსნარის (n=375) ან პლაცებოს (n=389) მისაღებად. ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ, პაციენტებმა მიიღეს 80 მგ ეზომეპრაზოლი ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 8 მგ უწყვეტი ინფუზია საათში, ან პლაცებო 72 საათის განმავლობაში. საწყისი 72-საათიანი პერიოდის შემდეგ, ყველა პაციენტმა მიიღო ღია ეტიკეტის 40 მგ პერორალური ეზომეპრაზოლი-20 27 დღის განმავლობაში მჟავას სეკრეციის დათრგუნვის მიზნით. 3 დღის განმავლობაში სისხლდენის ხელახალი შემთხვევები ეზომეპრაზოლი-20-ით ნამკურნალებ ჯგუფში იყო 5.9%, პლაცებოს ჯგუფში კი - 10.3%. მკურნალობიდან 30 დღის შემდეგ, ეზომეპრაზოლი-20-ით ნამკურნალებ ჯგუფში, პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფში, 7.7% იყო 13.6%-ის წინააღმდეგ. ანტისეკრეტორული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, შრატის გასტრინი იზრდება მჟავა სეკრეციის შემცირების საპასუხოდ. ასევე, CgA იზრდება კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. CgA დონის მომატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას. არსებული გამოქვეყნებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს CgA-ს გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირამდე პერიოდში. ეს კეთდება იმისათვის, რომ CgA-ს დონე, რომელიც შესაძლოა ფალსიკურად მომატებული იყოს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ, დაუბრუნდეს საორიენტაციო დიაპაზონს.

ეზომეპრაზოლით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში დაფიქსირდა ECL უჯრედების რაოდენობის ზრდა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შრატის გასტრინის დონის მატებასთან. ამ მონაცემებს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

ანტისეკრეტორული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, კუჭის ჯირკვლოვანი კისტების განვითარების სიხშირე გარკვეულწილად გაიზარდა. ეს ცვლილებები მჟავას სეკრეციის გამოხატული ინჰიბირების ფიზიოლოგიური შედეგია, კეთილთვისებიანია და შექცევადი ჩანს.

კუჭის მჟავიანობის შემცირება, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, ზრდის კუჭში ნორმალური ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც კუჭში არსებობს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების, როგორიცაა Salmonella და Campylobacter, და, ჰოსპიტალიზებული პაციენტებში, შესაძლოა, ასევე Clostridium difficile-ს, რისკის უმნიშვნელო ზრდა.

კლინიკური ეფექტურობა

ორ კვლევაში, სადაც რანიტიდინი აქტიური შედარების საშუალება იყო, ეზომეპრაზოლი-20-მა აჩვენა უკეთესი ეფექტი კუჭის წყლულის შეხორცებაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის COX-2 სელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით.

ორ კვლევაში, სადაც პლაცებო შედარების საშუალება იყო, ეზომეპრაზოლი-20-მა აჩვენა უკეთესი ეფექტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენციაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით პაციენტებში (60 წელზე მეტი ასაკის და/ან ადრე გადატანილი წყლულით), მათ შორის COX-2 სელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

პედიატრიული პოპულაცია

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში (1-დან 17 წლამდე ასაკის), რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობას, ბავშვების 61%-ს განუვითარდა ECL უჯრედების მცირე ხარისხის ჰიპერპლაზია ცნობილი კლინიკური მნიშვნელობის გარეშე და ატროფიული გასტრიტის ან კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების გარეშე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ეზომეპრაზოლი მჟავასთან ლაბილურია და მიიღება პერორალურად ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით. in vivo R-იზომერად გარდაქმნა უმნიშვნელოა. ეზომეპრაზოლის შეწოვა სწრაფია, პიკური პლაზმური დონეები მიიღწევა დოზირებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 40 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ 64%-ია და დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ 89%-მდე იზრდება. 20 მგ ეზომეპრაზოლის შესაბამისი მაჩვენებლები შესაბამისად 50% და 68%-ია.

საკვების მიღება როგორც აფერხებს, ასევე ამცირებს ეზომეპრაზოლის შეწოვას, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ეზომეპრაზოლის კუჭის მჟავიანობაზე ზემოქმედებაზე.

განაწილება

ჯანმრთელ სუბიექტებში სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების აშკარა მოცულობა არის დაახლოებით 0.22 ლ/კგ. ეზომეპრაზოლი 97%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ეზომეპრაზოლი სრულად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის (CYP) მეშვეობით. ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია პოლიმორფულ CYP2C19-ზე, რომელიც პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის ჰიდროქსი- და დესმეთილის მეტაბოლიტების წარმოქმნაზე. დარჩენილი ნაწილი დამოკიდებულია სხვა სპეციფიკურ იზოფორმზე, CYP3A4-ზე, რომელიც პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის სულფონის, პლაზმაში მთავარი მეტაბოლიტის წარმოქმნაზე.

ელიმინაცია

ქვემოთ მოცემული პარამეტრები ძირითადად ასახავს ფარმაკოკინეტიკას იმ პირებში, რომლებსაც აქვთ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი, ინტენსიური მეტაბოლიზატორები.

პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 17 ლ/სთ-ს ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და დაახლოებით 9 ლ/სთ-ს განმეორებითი მიღების შემდეგ. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.3 საათს განმეორებითი ერთჯერადი დოზირების შემდეგ. ეზომეპრაზოლი მთლიანად გამოიყოფა პლაზმიდან დოზებს შორის, დღეში ერთხელ მიღების დროს დაგროვების ტენდენციის გარეშე.

ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები გავლენას არ ახდენენ კუჭის მჟავას სეკრეციაზე. ეზომეპრაზოლის პერორალური დოზის თითქმის 80% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდში, დანარჩენი კი განავალში. შარდში გვხვდება საწყისი პრეპარატის 1%-ზე ნაკლები.

ხაზოვანება/არახაზოვანება

ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია 40 მგ-მდე დოზით დღეში ორჯერ. პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი იზრდება ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას. ეს ზრდა დოზაზეა დამოკიდებული და იწვევს AUC-ის დოზა-პროპორციულზე მეტ ზრდას განმეორებითი მიღების შემდეგ. ეს დროითი და დოზადამოკიდებულება განპირობებულია პირველი გავლის მეტაბოლიზმისა და სისტემური კლირენსის შემცირებით, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია CYP2C19 ფერმენტის ეზომეპრაზოლის და/ან მისი სულფონური მეტაბოლიტის მიერ ინჰიბირებით.

პაციენტთა სპეციალური პოპულაციები

სუსტი მეტაბოლიზატორები

პოპულაციის დაახლოებით 2.9 ± 1.5%-ს არ აქვს ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი და მათ ცუდი მეტაბოლიზატორები ეწოდებათ. ამ პირებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი, სავარაუდოდ, ძირითადად CYP3A4-ით კატალიზდება. 40 მგ ეზომეპრაზოლის დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ, პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ საშუალო ფართობი დაახლოებით 100%-ით მაღალი იყო ცუდი მეტაბოლიზატორების მქონე პირებში, ვიდრე ფუნქციური CYP2C19 ფერმენტის მქონე პირებში (ფართო მეტაბოლიზატორები). პლაზმური საშუალო პიკური კონცენტრაციები დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს არანაირი გავლენა არ აქვს ეზომეპრაზოლის დოზირებაზე.

სქესი

40 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდქვეშ არსებული საშუალო ფართობი ქალებში დაახლოებით 30%-ით მეტია, ვიდრე მამაკაცებში. დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ სქესობრივ განსხვავებას ვერ ვხედავთ. ეს მონაცემები გავლენას არ ახდენს ეზომეპრაზოლის დოზირებაზე.

ღვიძლის უკმარისობა

ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დისფუნქციის მქონე პაციენტებში შეიძლება დაქვეითებული იყოს. მეტაბოლური სიჩქარე შემცირებულია ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რაც იწვევს ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობის გაორმაგებას. ამიტომ, მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. ეზომეპრაზოლი ან მისი ძირითადი მეტაბოლიტები არ ავლენენ დაგროვების ტენდენციას დღეში ერთხელ მიღებისას.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან თირკმელი პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის მეტაბოლიტების გამოყოფაზე, მაგრამ არა საწყისი ნაერთის გამოყოფაზე, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ცვლილება არ არის მოსალოდნელი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები

ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ხანდაზმულ პირებში (71-80 წლის) მნიშვნელოვნად არ იცვლება.

პედიატრიული პოპულაცია

12-18 წლის მოზარდები:

20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში საერთო ექსპოზიცია (AUC) და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) მსგავსი იყო მოზრდილებში ეზომეპრაზოლის ორივე დოზის მიღებისას.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე. გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ დაფიქსირდა ცხოველებში კლინიკური ექსპოზიციის დონის მსგავსი ზემოქმედების დროს და შესაძლო კავშირში იყო კლინიკურ გამოყენებასთან, იყო შემდეგი:

რაცემიული ნარევით ვირთაგვებში ჩატარებულმა კანცეროგენულობის კვლევებმა აჩვენა კუჭის ECL-უჯრედების ჰიპერპლაზია და კარცინოიდები. ვირთაგვებში კუჭის ეს ეფექტები არის კუჭის მჟავას წარმოების შემცირების შედეგად გამოწვეული მდგრადი, გამოხატული ჰიპერგასტრინემიის შედეგი და შეინიშნება ვირთაგვებში კუჭის მჟავას სეკრეციის ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

მომზადებული გრანულები (ლაქტოზის მონოჰიდრატისა და პოვიდონის K-30 = 96.612% და 3.388% კომბინაცია),

მიკროკრისტალური ცელულოზა,

კალციუმის კარბონატი,

მაგნიუმის სტეარატი,

გასუფთავებული ტალკი,

კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64),

კროსპოვიდონი,

ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

გარსის მასალები:

კოპოვიდონი (კოლიდონი VA-64),

იზოპროპილის სპირტი,

Opadry Enteric White,

FD და C ლურჯი საღებავი,

მეთილენქლორიდი

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის წარმოდგენილი

  • 3 ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუცია ინფორმაცია პაციენტისთვის

ეზომეპრაზოლი-20

ეზომეპრაზოლი-40

20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეზომეპრაზოლი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.თრიჰ
  • თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი ეფექტი მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. იხილეთ განყოფილება 4.

რა შედის ამ ფურცელ-ჩანართში:

  • რა არის ეზომეპრაზოლი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ეზომეპრაზოლის მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ ეზომეპრაზოლი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ შევინახოთ ეზომეპრაზოლი
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ეზომეპრაზოლი და რისთვის გამოიყენება

ეზომეპრაზოლი შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ეზომეპრაზოლი. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ კუჭის მიერ გამომუშავებული მჟავას რაოდენობის შემცირებით.

ეზომეპრაზოლი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები

  • „გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD). ეს არის შემთხვევა, როდესაც კუჭიდან მჟავა ხვდება საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს ყელს კუჭთან), რაც იწვევს ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
  • კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები, რომლებიც ინფიცირებულია ბაქტერიით, რომელსაც ეწოდება „Helicobacter pylori“. თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობა, ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები, ინფექციის სამკურნალოდ და წყლულის შეხორცების დასაჩქარებლად.
  • კუჭის წყლული, გამოწვეული აასპ-ებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები). ეზომეპრაზოლი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის წყლულის განვითარების შესაჩერებლად, თუ თქვენ იღებთ აასპ-ებს.
  • კუჭში მჟავას ჭარბი რაოდენობა, გამოწვეული კუჭქვეშა წირკვალში ახალწარმონაქმნებით (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).
  • ხანგრძლივი მკურნალობა წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის ინტრავენური ეზომეპრაზოლით აღკვეთის შემდეგ.

12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

  • „გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD). ეს არის შემთხვევა, როდესაც კუჭიდან მჟავა ხვდება საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს ყელს კუჭთან), რაც იწვევს ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
  • კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლულები, რომლებიც ინფიცირებულია ბაქტერიით, სახელწოდებით „Helicobacter pylori“. თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობა, ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ და წყლულის შეხორცების დასაჩქარებლად.
  • რა უნდა იცოდეთ ეზომეპრაზოლის მიღებამდე

არ მიიღოთ ეზომეპრაზოლი:

  • თუ გაქვთ ალერგია ეზომეპრაზოლზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ ალერგია პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიმართ (მაგ. პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).
  • თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

არ მიიღოთ ეზომეპრაზოლი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენზე ვრცელდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ეზომეპრაზოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ეზომეპრაზოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
  • თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.
  • თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია ეზომეპრაზოლის მსგავსი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.
  • თუ დაგეგმილი გაქვთ სპეციფიკური სისხლის ანალიზის (ქრომოგრანინი A) ჩატარება.

ეზომეპრაზოლმა შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადებების სიმპტომები. ამიტომ, თუ ეზომეპრაზოლის მიღების დაწყებამდე ან მისი მიღების დროს შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე განგივითარდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • უმიზეზოდ იკლებთ წონაში და გიჭირთ ყლაპვა.
  • გაწუხებთ კუჭის ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა.
  • იწყებთ საკვების ან სისხლის ღებინებას.
  • გამოყოფთ შავ განავალს (სისხლიანი განავალი).

თუ ეზომეპრაზოლი დაგინიშნეს <<აუცილებლობისას>>, უნდა მიმართოთ ექიმს, თუ სიმპტომები გაგრძელდა ან შეიცვალა.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, როგორიცაა ეზომეპრაზოლი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

გამონაყარი და კანის სიმპტომები

თუ კანზე გამონაყარი გაგიჩნდებათ, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ეზომეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტის, მაგალითად, სახსრების ტკივილის, შესახებ ინფორმაციის მოწოდება.

ეზომეპრაზოლის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა კანის სერიოზული გამონაყარი (იხილეთ აგრეთვე მე-4 განყოფილება) გამონაყარი შეიძლება მოიცავდეს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულებს და კონიუნქტივიტს (თვალების სიწითლე და შეშუპება). ეს სერიოზული კანის გამონაყარი ხშირად ვითარდება გრიპის მსგავსი სიმპტომების შემდეგ, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარი შეიძლება მოიცავდეს სხეულის დიდ ნაწილს ბუშტუკებით და კანის აქერცვლით.

თუ მკურნალობის ნებისმიერ დროს (რამდენიმე კვირის შემდეგაც კი) განგივითარდებათ გამონაყარი ან კანის რომელიმე ეს სიმპტომი, შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ეზომეპრაზოლის პაკეტის პროდუქტის ინფორმაციაში (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).

სხვა მედიკამენტები და ეზომეპრაზოლი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს რეცეპტის გარეშე შეძენილ მედიკამენტებს. ეს არის საჭირო, რომ ეზომეპრაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ეზომეპრაზოლზე.

არ მიიღოთ ეზომეპრაზოლის ტაბლეტები, თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

  • ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
  • კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად).
  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოთი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ).
  • ერლოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).
  • ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოდუნების ან ეპილეფსიის დროს).
  • ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს). თუ თქვენ იღებთ ფენიტოინს, ექიმს დასჭირდება თქვენი მონიტორინგი ეზომეპრაზოლის მიღების დაწყების ან შეწყვეტის დროს.
  • სისხლის გასათხელებელი მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი. ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მონიტორინგი ეზომეპრაზოლის მიღების დაწყების ან შეწყვეტის დროს.
  • ცილოსტაზოლი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ - ტკივილი ფეხებში სიარულის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლის არასაკმარისი მიწოდებით).
  • ციზაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისა და გულძმარვის დროს).
  • დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს).
  • მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ მაღალი დოზებით) – თუ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს ეზომეპრაზოლით მკურნალობა.
  • ტაკროლიმუსი (ორგანოების ტრანსპლანტაცია).
  • რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
  • კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკები ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, ასევე ეზომეპრაზოლი Helicobacter pylori ინფექციით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს სხვა მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზმის მიერ B12 ვიტამინის შეწოვაზე, განსაკუთრებით თუ მისი მიღება დიდი ხნის განმავლობაში გჭირდებათ. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს B12 ვიტამინის დაბალ დონეზე:

  • ძლიერი დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა
  • ჩხვლეტის შეგრძნება
  • ენის ტკივილი ან სიწითლე, პირის ღრუს წყლულები
  • კუნთების სისუსტე
  • მხედველობის დარღვევა
  • მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, დეპრესია

ეზომეპრაზოლი საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ კვების დროს ან უზმოზე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ეზომეპრაზოლის მიღება ამ პერიოდში. უცნობია, გადადის თუ არა ეზომეპრაზოლი დედის რძეში. ამიტომ, ეზომეპრაზოლი არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ეზომეპრაზოლი, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს ავტომობილის მართვაზე ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებაზე. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდიუთი ეფექტები როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა (იხილეთ მე-4 ნაწილი). თუ ეს თქვენ გეხებათ, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ მექანიზმები.

  • როგორ მივიღოთ ეზომეპრაზოლი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • თუ ამ წამალს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ, ექიმს მოისურვებს თქვენს მონიტორინგი (განსაკუთრებით თუ მას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებთ).
  • თუ ექიმმა გითხრათ, რომ მიიღოთ ეს წამალი აუცილებლობისას, აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები შეიცვლება.

რამდენი უნდა მიიღოთ

  • ექიმი გეტყვით, რამდენი ტაბლეტი მიიღოთ და რამდენ ხანს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდგომარეობაზე, ასაკზე და ღვიძლის ფუნქციაზე.
  • რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.

გამოყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (GERD) გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

  • თუ ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში. თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ არის შეხორცებული, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ იგივე დოზის მიღება კიდევ 4 კვირის განმავლობაში.
  • საყლაპავის შეხორცების შემდეგ რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლის 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
  • თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მდგომარეობის კონტროლის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ წამლის მიღება აუცილებლობისას, მაქსიმუმ ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში.
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori ინფექციით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივის თავიდან ასაცილებლად:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
  • ექიმი ასევე გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას, მაგალითად, ამოქსიცილინის და კლარითრომიცინის.

აასპ-ებით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 4-დან 8 კვირამდე.

კუჭის წყლულის პროფილაქტიკისთვის, თუ იღებთ არასტეროიდულ აასპ-ებს (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები):

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

კუჭში ჭარბი მჟავიანობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ახლაწარმონაქმნებით (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი):

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ დღეში ორჯერ.
  • თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას თქვენი საჭიროებების მიხედვით და ასევე გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს დაგჭირდებათ პრეპარატის მიღება. მაქსიმალური დოზაა 80 მგ დღეში ორჯერ.

ხანგრძლივი მკურნალობა წყლულების ინტრავენური ეზომეპრაზოლით ხელახალი სისხლდენის პრევენციის შემდეგ:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში.

გამოყენება 12 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდებში

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (GERD) გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

  • თუ ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში. თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ არის შეხორცებული, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ იგივე დოზის მიღება კიდევ 4 კვირის განმავლობაში.
  • რეკომენდებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ არის ეზომეპრაზოლის 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
  • თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი ყოველდღე.
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori ინფექციით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივის თავიდან ასაცილებლად:

  • რეკომენდებული დოზაა ეზომეპრაზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
  • ექიმი ასევე გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას, მაგალითად, ამოქსიცილინის და კლარითრომიცინის.

ამ პრეპარატის მიღება

  • ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს.
  • ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.
  • ტაბლეტები მთლიანად გადაყლაპეთ წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ და არ დაფხვნათ ტაბლეტები. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ტაბლეტები შეიცავს გარსით დაფარულ გრანულებს, რომლებიც ხელს უშლიან პრეპარატის დაშლას კუჭში არსებული მჟავის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ არ დააზიანოთ გრანულები.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გიჭირთ ტაბლეტების გადაყლაპვა

  • თუ გიჭირთ ტაბლეტების გადაყლაპვა:

o მოათავსეთ ისინი ერთ ჭიქა უაირო (არაგაზირებულ) წყალში. არ გამოიყენოთ სხვა სითხეები.

o მოურიეთ სანამ ტაბლეტები არ დაიშლება (ნარევი არ იქნება გამჭვირვალე). შემდეგ დალიეთ ნარევი დაუყოვნებლივ ან 30 წუთის განმავლობაში. ნარევს ყოველთვის მოურიეთ დალევის წინ.

o იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ წამალი მთლიანად დალიეთ, ჭიქა კარგად ჩარეცხეთ ნახევარი ჭიქა წყლით და დალიეთ. მყარი ნაწილაკები შეიცავს წამალს - არ დაღეჭოთ და არ დაფხვნათ.

  • თუ თქვენ საერთოდ არ შეგიძლიათ გადაყლაპავა, ტაბლეტი შეიძლება შეერიოთ ცოტა წყალს და მოათავსოთ შპრიცში. შემდეგ მისი მიცემა შესაძლებელია მილის მეშვეობით პირდაპირ კუჭში („კუჭის მილი“).

გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

ეზომეპრაზოლის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ეზომეპრაზოლის პაკეტის პროდუქტის ინსტრუქციაში (დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ მიიღეთ ეზომეპრაზოლის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ეზომეპრაზოლის მიღება

  • თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა.
  • არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს, შეწყვიტეთ ეზომეპრაზოლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • კანის გაყვითლება, მუქი შარდი და დაღლილობა, რაც შეიძლება ღვიძლის პრობლემების სიმპტომები იყოს.

ეს ეფექტები იშვიათია და შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს.

  • უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).

ეს ეფექტები იშვიათია და შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს.

  • უეცარი ძლიერი გამონაყარის ან კანის სიწითლის, ბუშტუკების ან აქერცვლის გამოვლენის უეცარი დაწყება შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი. ასევე შეიძლება აღინიშნოს ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირის ღრუდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდანი. კანის გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის სერიოზულ, გავრცელებულ დაზიანებაში (ეპიდერმისის და ზედაპირული ლორწოვანი გარსების აქერცვლა) სიცოცხლისთვის საშიში შედეგებით. ეს შეიძლება იყოს „მულტიფორმული ერითემა“, „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“, „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი“ ან „წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით“. ეს ეფექტები ძალიან იშვიათია და შეიძლება 10,000-დან 1 ადამიანზე ზემოქმედებდეს.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი (შეიძლება იმოქმედოს 10-დან 1 ადამიანზე)

  • თავის ტკივილი.
  • ეფქტები კუჭზე ან ნაწლავებზე: დიარეა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი.
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება.
  • კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არახშირი (შეიძლება იმოქმედოს 100-დან 1 ადამიანზე)

  • ტერფებისა და კოჭების შეშუპება.
  • ძილის დარღვევა (უძილობა).
  • თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორიცაა „ჩხვლეტისა და ნემსის ჩხვლეტის“ შეგრძნება, ძილიანობა.
  • ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო).
  • პირის სიმშრალე.
  • ცვლილებები სისხლის ანალიზებში, რომლებითაც ამოწმებენ ღვიძლის მუშაობას.
  • კანის გამონაყარი, ხორკლიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და კანის ქავილი.
  • ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ ეზომეპრაზოლი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

იშვიათი (შეიძლება იმოქმედოს 1000-დან 1ადამიანზე)

  • სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციების ალბათობა.
  • სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ღებინება და სპაზმები.
  • აგზნების, დაბნეულობის ან დეპრესიის შეგრძნება.
  • გემოვნებისს შეცვლა.
  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა.
  • უეცარი ხიხინი ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი).
  • პირის ღრუს ანთება.
  • ინფექცია, რომელსაც ეწოდება „რძიანა“, რომელიც შეიძლება დააზიანოს ნაწლავები და გამოწვეულია სოკოთი.
  • ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება, მუქი შარდი და დაღლილობა.
  • თმის ცვენა (ალოპეცია).
  • კანზე გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედებისას.
  • სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია).
  • ზოგადი სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა.
  • გაძლიერებული ოფლიანობა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება იმოქმედოს 10,000-დან 1 ადამიანზე)

  • ცვლილებები სისხლის ანალიზშს, მათ შორის აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა)
  • აგრესია.
  • არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები).
  • ღვიძლის მძიმე პრობლემები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და ტვინის ანთებას.
  • ძლიერი გამონაყარის ან ბუშტუკების ან კანის აქერცვლის უეცარი დაწყება. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით).
  • კუნთების სისუსტე.
  • თირკმლის მძიმე პრობლემები.
  • მამაკაცებში მკერდის გადიდება.

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

  • თუ ეზომეპრაზოლს სამ თვეზე მეტხანს იღებთ, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის ან გულისცემის გახშირების სახით. თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიხნით.
  • ნაწლავების ანთება (რაც იწვევს დიარეას).
  • გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით.

ეზომეპრაზოლმა ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრი უჯრედებზე, რაც იწვევს იმუნოდეფიციტს. თუ თქვენ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი დაქვეითებით ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის ან პირის ღრუს არეში ან შარდვის გაძნელება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა სისხლის ანალიზით გამოირიცხოს სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი). მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მედიკამენტის შესახებ.

  • როგორ შევინახოთ ეზომეპრაზოლი

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ნესტისგან. შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ეზომეპრაზოლი

ეზომეპრაზოლი-20

  • აქტიური ნივთიერებაა მაგნიუმის ეზომეპრაზოლის ტრიჰიდრატი USP – 22.280 მგ (20.00 მგ ეზომეპრაზოლის ექვივალენტური)
  • სხვა ინგრედიენტებია: მომზადებული გრანულები (ლაქტოზის მონოჰიდრატის და პოვიდონის-K-30 კომბინაცია = 96.612% და 3.388%), მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი. გარსის მასალები: კოპოვიდონი (კოლიდონი VA-64), იზოპროპილის სპირტი, Opadry Enteric White, FD & C ლურჯი საღებავი, მეთილენქლორიდი

ეზომეპრაზოლი-40

  • აქტიური ნივთიერებაა მაგნიუმის ეზომეპრაზოლის ტრიჰიდრატი USP – 44.50 მგ (40.00 მგ ეზომეპრაზოლის ექვივალენტური)
  • სხვა ინგრედიენტებია: ლუდიპრესი (ლაქტოზის მონოჰიდრატის BP, კროსპოვიდონის BP, პოვიდონის BP კომბინაცია), მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოპოვიდონი (კოლიდონი VA 64), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საფარის მასალები: კოპოვიდონი (კოლიდონი VA-64), იზოპროპილის სპირტი, Opadry Enteric White, ვაშლის მწვანე საღებავი, ლიმონის ყვითელი საღებავი, მეთილენქლორიდი.

ეზომეპრაზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

  • ეზომეპრაზოლი-20 20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ღია ლურჯი ფერის, ამოზნექილი ფორმის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები და ლაქების გარეშე.
  • ეზომეპრაზოლი-40 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მწვანე ვაშლისფერი, მრგვალი, ამოზნექილი ფორმის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები და ლაქების გარეშე.

14 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი 20 მგ ალუ-ალუ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად.

14 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი 40 მგ ალუ-ალუ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა