ფლუქსოგარდი-RM
FLUXOGARD-RM
ფლუკონაზოლი ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს. ფლუკონაზოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: კრიპტოკოკური მენინგიტი კოქციდიოიდომიკოზი ინვაზიური კანდიდოზური ინფექცია ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური, კანდიდურია და ქრონიკული კან-ლორწოვანი კანდიდოზი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (fluconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ მყარი კაფსულა №1 (1X1)
- მწარმოებელი
- Centurion Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045604
- რეგისტრირებულია
- 2 ივნისი 2026, მოქმედებს 2 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharm Group Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლუქსოგარდი-RM — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფლუკონაზოლი ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს.
ფლუკონაზოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი
კოქციდიოიდომიკოზი
ინვაზიური კანდიდოზური ინფექცია
ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური, კანდიდურია და ქრონიკული კან-ლორწოვანი კანდიდოზი.
პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენებასთან დაკავშირებით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია.
ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
დერმატომიკოზი, მათ შორის ათლეტის ტერფი (tinea pedis), სხეულის ტინეა (tinea corporis), საზარდულის ტინეა (tinea cruris), ნაირფერი ტინეა (tinea versicolor) და კანის კანდიდოზური ინფექციები, როდესაც ნაჩვენებია სისტემური თერაპია.
ონიქომიკოზი (tinea unguium), როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ფლუკონაზოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
ოროფარინგეალური ან ეზოფაგეალური კანდიდოზის რეციდივი აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სიხშირის შემცირება (წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი).
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, სისხლმბადი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 0-დან 17 წლამდე:
ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსის კანდიდოზის (ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური), ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფეცქტიების პროფილაქტიკისთვის იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში. ფლუკონაზოლი გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში.
თერაპია შეიძლება დაინიშნოს კულტურების და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე; თუმცა, შედეგების მიღების შემდეგ, ანტიინფექციური მკურნალობა უნდა დარეგულირდეს შედეგების შესაბამისად.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
კრიპტოკოკოზი
კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
დოზა: საწყისი დოზა: 400 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 200 მგ-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: როგორც წესი, მინიმუმ 6-8 კვირა. სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში
დოზა: 200 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 200 მგ დღეში განუსაზღვრელი ვადით.
კოქციდიოიდომიკოზი
დოზა: 200 მგ-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 11 თვიდან 24 თვემდე ან მეტი ხნის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზოგიერთი ინფექციისთვის და განსაკუთრებით მენინგეალური დაავადებების დროს შეიძლება დაინიშნოს 800 მგ დღეში.
ინვაზიური კანდიდოზი
დოზა: საწყისი დოზა: 800 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ზოგადად, კანდიდემიის მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის კულტურის პირველი უარყოფითი შედეგის მიღებიდან და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის მკურნალობა
ოროფარინგეალური
დოზა: საწყისი დოზა: 200-400 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 7-21 დღე (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ეზოფაგეალური

მკურნალობის ხანგრძლივობა: 14-30 დღე (ეზოფაგეალური კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
კანდიდურია
დოზა: 200-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 7-21 დღე. შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
დოზა: 50მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 14 დღე.
ქრონიკული კან-ლორწოვანი კანდიდოზი
დოზა: 50-100 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 28 დღემდე. უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ინფექციის სიმძიმის, იმუნოდეფიციტისა და ინფექციის მიხედვით.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან
ოროფარინგეალური კანდიდოზი
დოზა: საწყისი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღეში ან 200მგ სამჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი ვადით ქრონიკული დათრგუნული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისთვის.
ეზოფაგეალური კანდიდოზი

გენიტალური კანდიდოზი
მწვავე ვაგინალური კანდიდოზი და კანდიდოზური ბალანიტი
დოზა: 150 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.
ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობა და რეციდივის პრევენცია (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში)
დოზა: 150მგ ყოველ მესამე დღეს, სულ 3 დოზა (პირველ, მეოთხე და მეშვიდე დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზის სახით 150 მგ კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.
დერმატომიკოზი
ათლეტის ტერფი (tinea pedis), სხეულის ტინეა (tinea corporis), საზარდულის ტინეა (tinea cruris), კანდიდოზური ინფექციები
დოზა: 150 მგ ერთხელ კვირაში ან 50მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 2-4 კვირა, ათლეტის ტერფის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო მკურნალობის გაგრძელება 6 კვირამდე.
ნაირფერი ტინეა (tinea versicolor)
დოზა: 300-400 მგ ერთხელ კვირაში / 50მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1-3 კვირა/2-4 კვირა.
ონიქომიკოზი (tinea unguium)
დოზა: 150 მგ ერთხელ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა უნდა გაგრძლდეს ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე. ჩვეულებრივ, ხელის ფრჩხილების გაზრდას 3-6 თვე სჭირდება, ფეხის ფრჩხილების გაზრდას კი- 6-12 თვე. თუმცა, ზრდის ტემპი შეიძლება იყოს ინდივიდულური და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ასაკის მიხედვით. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ფრჩხილი ზოგჯერ დეფორმირებული რჩება.
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში
დოზა: 200-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს ნეიტროპენიისგან გამოჯანმრთელების შემდეგ 7 დღის განმავლობაში, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა გადააჭარბებს 1000 უჯრედს მმ3-ზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლების ფუნქციონირების მიხედვით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით უცვლელი სახით.
ერთჯერადი დოზით გამოყენებისას არ არის საჭირო დოზის კორექცია. თირკმლის ფუქნციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (მათ შორის ბავშვებისთვის), ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზის მიღებისას, საწყისი დოზა შეადგენს 50-400მგ-ს, რეკომენდებული დღიური დოზის მიხედვით. საწყისი დოზის მიღების შემდეგ დღიური დოზა (ჩვენების მიხედვით) უნდა განისაზღვროს ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
რეკომენდებული დოზის პროცენტი
>50
100%
≤50 (ჰემოდიალიზის გარეშე)
50%
ჰემოდიალიზი
100% ყოველი ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ
ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ყოველი ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ; იმ დღეებში, როცა ჰემოდიალიზს არ იტარებენ, პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ამიტომ ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით.
ბავშვები
ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.
ბავშვებში ისევე, როგორც მოზრდილებში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ ეფექტურობაზე. ფლუკონაზოლი ინიშნება ერთჯერადი დოზის სახით ყოველ დღე.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის. ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი.
ახალშობილები და ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე ასაკის):
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მსგავსი აზოლური ნაერთების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ტერფენადინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს 400 მგ დღეში ან უფრო დიდი დოზებით, მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების შესაბამისად.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან CYP3A4 ფერმენტის მეშვეობით, როგორიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს.
სიფრთხილის ზომები
თავის თმიანი ნაწილის ტინეა (tinea capitis)
ბავშვებში ფლუკონაზოლის გამოყენება თავის თმიანი ნაწილის ტინეას (tinea capitis) სამკურნალოდ შესწავლილია. ფლუკონაზოლ ეფექტურობით არ აღემატება გრიზეოფულვინს და მკურნალობის საერთო ეფექტურობა შეადგენს არაუმეტეს 20%-ს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება თავის თმიანი ნაწილის ტინეას მკურნალობის მიზნით.
კრიპტოკოკოზი
სხვა ლოკალიზაციების კრიპტოკოკოზის (მაგალითად, პულმონალური და კანის კრიპტოკოკოზი) მკურნალობისას ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, რაც არ იძლევა დოზირების რეკომენდაციების გაკეთების საშუალებას.
კანდიდოზი
კვლევებმა აჩვენა Candida-ს სახეობებით (C. Albicans გარდა) გამოწვეული ინფექციების მზარდი გავრცელება. ხშირ შემთხვევაში მათ გააჩნიათ რეზისტენტობა (მაგ., C. krusei და C. auris) ან შემცირებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატიული ანტიმიკოზური თერაპია მკურნალობის წარუმატებლობის გამო. აქედან გამომდინარე, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ Candida-ს სხვადასხვა სახეობის რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.
ღრმა ენდემური მიკოზები
ენდემური მიკოზების სხვა ფორმების (როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, კანისა და ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი) მკურნალობისას ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, რაც არ იძლევა დოზირების რეკომენდაციების გაკეთების საშუალებას.
თირკმელების სისტემა
ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ცნობილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას და ეს ასევე, თუმცა იშვიათად, შეიძლება ეხებოდეს ფლუკონაზოლს. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა პრედნიზონთან ერთად გამოყენებასთან დაკაშირებით.
ჰეპატობილიარული სისტემა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლი გამოიყენება სიფრთხილით.
ფლუკონაზოლის გამოყენება, განსაკუთრებით სერიოზული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, დაკავშირებულია ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობის იშვიათ შემთხვევებთან, მათ შორის სიკვდილთან. ფლუკონაზოლთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევებში არ დაფიქსირებულა მკაფიო კავშირი პაციენტის ასაკთან ან სქესთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან და საერთო დღიურ დოზასთან. ჰეპატოტოქსიურობა, ზოგადად, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარების შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების განვითარების რისკზე.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ დარღვევაზე (მძიმე ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ფლუკონაზოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის გამოყენება, დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას კალიუმის არხის რექტიფიკატორის (Ikr) ინჰიბირებით. სხვა პრეპარატებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ის ინჰიბირებით. პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს, QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს. აღნიშნული მოიცავდა პაციენტებს სერიოზული დაავადებებითა და სხვადასხვა რისკ-ფაქტორით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტროლიტური დარღვევები და მედიკამენტების ერთდროული გამოყენება. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოკალემია და შორსწასული გულის უკმარისობა, იმყოფებიან სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიებისა და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება ამ პოტენციურად პროარითმული მდგომარეობის მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ის მეშვეობით.
ჰალოფანტრინი
ნაჩვენებია, რომ ჰალოფანტრინი ახანგრძლივებს QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზებით და წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს. ამიტომ მისი გამოყენება ფლუკონაზოლთან ერთად არ არის რეკომენდებული.
დერმატოლოგიური რეაქციები
იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლით მკურნალობისას პაციენტებს განუვითარდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შიდსით დაავადებულ ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ კანის სერიოზული რეაქციები ბევრ მედიკამენტზე. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლთან დაკავშირებული გამონაყარის განვითარების შემთხვევაში ფლუკონაზოლის მიღება უნდა შეწყდეს. ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში გამონაყარის გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა ბულოზური დაზიანების ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში.
დაფიქსირდა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
მომატებული მგრძნობელობა
დაფიქსირდა ანაფილაქსიის იშვიათი შემთხვევები.
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9-ისა და CYP3A4-ის საშუალო ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორი. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ფლუკონაზოლითა და ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ფერმენტებით.
ტერფენადინი
ფლუკონაზოლთან (დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით) ერთად ტერფენადინის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უკუნაჩვენებია შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება:
ციზაპრიდი: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლს და ციზაპრიდს, დაფიქსირდა გულის მოვლენების, მათ შორის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) შემთხვევები. კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 200 მგ დღეში ერთხელ და ციზაპრიდის 20მგ დღეში ოთხჯერ ერთდროული მიღება იწვევდა პლაზმაში ციზაპრიდის დონის მნიშვნელოვან მატებას და QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ტერფენადინი: პაციენტებში, რომლებიც ტერფენადინთან ერთად იღებდნენ აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, QTc ინტერვალის გახანგრძლივებით გამოწვეული სერიოზული გულის არითმიების განვითარების გამო, ჩატარდა ურთიერთქმედების კვლევები. ერთ კვლევაში, ფლუკონაზოლის 200მგ-ის დღიური დოზა არ იწვევდა QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. სხვა კვლევამ, ფლუკონაზოლის დღეში 400 მგ და 800 მგ გამოყენებისას აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 400 მგ ან მეტი დოზით მიღება დღეში მნიშვნელოვნად ზრდის ტერფენადინის კონცენტრაციას პლაზმაში, მათი ერთდროული მიღებისას. ფლუკონაზოლის 400მგ ან მეტი დოზით ტერფენადინთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. ფლუკონაზოლის დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ტერფენადინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასტემიზოლის კლირენსის შემცირება. ასტემიზოლის პლაზმური კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში განვითარდეს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes). ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
პიმოზიდი: მიუხედავად იმისა, რომ ფლუკონაზოლის პიმოზიდთან ერთად გამოყენება არ არის შესწავლილი in vitro ან in vivo, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. პიმოზიდის პლაზმური კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში განვითარდეს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes). ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ქინიდინი: მიუხედავად იმისა, რომ ფლუკონაზოლის ქინიდინთან ერთად გამოყენება არ არის შესწავლილი in vitro ან in vivo, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ქინიდინის გამოყენება უკავშირდება QT ინტერვალის გახანგრძლივებასა და იშვიათ შემთხვევებში, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარებას. ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია(torsades de pointes)) და, შედეგად, უეცარი კარდიული სიკვდილი. ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
არ არის რეკომენდებული შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება:
ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაციები CYP3A4-ზე მისი მაინჰიბირებელი ეფექტის გამო. ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია(torsades de pointes)) და, შედეგად, უეცარი კარდიული სიკვდილი. აღნიშნული კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას: ამიოდარონი: ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. სიფრთხილეა საჭირო, თუ აუცილებელია ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის დიდი დოზების (800 მგ) გამოყენებისას.
ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა და დოზის კორექცია:
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია AUC-ის 25%-ით შემცირება და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირება. პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ რიფამპიცინს, გასათვალისწინებელია ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.
ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის შეწოვის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევა არ ხდება ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს სხეულის სრული დასხივების შემდეგ.
ჰიდროქლოროთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ჰიდროქლოროთიაზიდის მრავალჯერადი დოზების გამოყენებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, გაზარდა ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში 40%-ით. ამ მასშტაბის ეფექტი არ საჭიროებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ შარდმდენებს.
ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე:
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450 (CYP) 2C9 და 3A4 იზოენზიმების საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოენზიმის ძლიერი ინჰიბიტორი. ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტირებული ურთიერთქმედებების გარდა, ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას არსებობს CYP2C9-ით, CYP2C19-ითა და CYP3A4-ით მეტაბოლიზებული სხვა ნაერთების პლაზმური კონცენტრაციების მომატების რისკი. ამიტომ, ამ კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და პაციენტების მკაცრი მონიტორინგი. ფლუკონაზოლის ფერმენტების დამთრგუნველი ეფექტი ნარჩუნდება ფლუკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 4-5 დღის განმავლობაში, ფლუკონაზოლის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო.
აბროციტინიბი: ფლუკონაზოლმა (CYP2C19, 2C9, 3A4 ინჰიბიტორი) აბროციტინიბის აქტიური ნაწილის ექსპოზიცია 155%-ით გაზარდა. ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, აბროციტინიბის დოზა უნდა დაკორექტირდეს აბროციტინიბის დანიშნულების შესაბამისად.
ალფენტანილი: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლის (400 მგ) და ალფენტანილის (20მკგ/კგ) ინტრავენურად ერთდროულად შეყვანისას, ალფენტანილის AUC-10 2-ჯერ გაიზარდა, სავარაუდოდ, CYP3A4-ის ინჰიბირების გამო. შესაძლოა საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. 5-ნორტრიპტილინის და/ან S-ამიტრიპტილინის კონცენტრაციების გაზომვა შესაძლებელია კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და ერთი კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.
ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B–ს ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში, ნორმალური და შესუსტებული იმუნიტეტით, აჩვენა შემდეგი შედეგები: C. albicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის შემთხვევაში აღინიშნა მცირე ადიტიური ანტიფუნგალური ეფექტი; Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ინტრაკრანიალური ინფექციის შემთხვევაში ურთიერთქმედება არ დაფიქსირდა; ხოლო Aspergillus fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს გამოვლინდა ამ ორი პრეპარატის ანტაგონიზმი. ამ კვლევებში მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ანტიკოაგულანტები: პოსტმარკეტინგული მონიტორინგის ფარგლებში, როგორც სხვა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლს ვარფარინთან ერთად იღებდნენ, პროთრომბინის დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სისხლდენის შემთხვევები (სისხლჩაქცევები, ეპისტაქსისი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ჰემატურია და მელენა). ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას პროთრომბინის დრო 2-ჯერ გაიზარდა, სავარაუდოდ, ვარფარინის მეტაბოლიზმის CYP2C9 იზოენზიმით ინჰიბირების გამო. პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლთან ერთად იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროის მკაცრი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების) მაგ.: მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალური მიღების შემდეგ, ფლუკონაზოლმა გამოიწვია მიდაზოლამის კონცენტრაციის და ფსიქომოტორული ეფექტების მნიშვნელოვანი ზრდა. ფლუკონაზოლის 200 მგ და მიდაზოლამის 7.5 მგ პერორალურად ერთდროული მიღებისას მიდაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი შესაბამისად 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ გაიზარდა. ფლუკონაზოლის 200მგ დღიური დოზით 0.25მგ ტრიაზოლამთან ერთად პერორალურად მიღებისას გაიზარდა ტრიაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი, შესაბამისად, 4.4-ჯერ და 2.3-ჯერ. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ტრიაზოლამის ეფექტის გაძლიერება და გახანგრძლივება. იმ შემთხვევაში, თუ ფლუკონაზოლის თერაპიის დროს აუცილებელია ბენზოდიაზეპინის გამოყენება, გასათვალისწინებელია ბენზოდიაზეპინის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და დაფიქსირდა შრატში კარბამაზეპინის დონის 30%-ით მომატება. არსებობს კარბამაზეპინის ტოქსიკურობის განვითარების რისკი. კონცენტრაციის/მოქმედების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია.
კალციუმის არხების ბლოკერები: ზოგიერთი კალციუმის არხის ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4-ის მეშვეობით. ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს კალციუმის არხის ანტაგონისტების სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებულია გვერდითი მოვლენების ხშირი მონიტორინგი.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200მგ) ერთად მიღებისას, ცელეკოქსიბის Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 68%-ით და 134%-ით. ფლუკონაზოლთან კომბინაციის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ნახევრის გამოყენება.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპია იწვევს შრატში ბილირუბინის და კრეატინინის დონის მატებას. კომბინაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შრატში ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატების რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: ფენტანილის ფლუკონაზოლთან შესაძლო ურთიერთქმედების გამო ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად აფერხებს ფენტანილის გამოყოფას. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დეპრესია. აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი რესპირატორული დეპრესიის პოტენციური რისკის გამოსავლენად. შესაძლოა საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები: მიოპათიისა და რაბდომიოლიზის რისკი იზრდება (დოზადამოკიდებული), როდესაც ფლუკონაზოლი გამოიყენება HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის მეშვეობით, როგორიცაა ატორვასტატინი და სიმვასტატინი, ან CYP2C9-ის მეშვეობით, როგორიცაა ფლუვასტატინი (სტატინის ღვიძლის მეტაბოლიზმის შემცირება). ერთდროული თერაპიის საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს პაციენტზე სათანადო დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლოზის სიმპტომებზე და აგრეთვე ჩატარდეს კრეატინკინაზას დონის კონტროლი. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს, კრეატინინკინაზას დონის მკვეთრი მატების ან მიოპათიის/რაბდომიოლიზის დადასტურების ან მასზე ეჭვის შემთხვევაში. სტატინების დანიშნულების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზებით გამოყენება.
იბრუტინიბი: CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან იბრუტინიბის პლაზმურ კონცენტრაციებს და შეიძლება გაზარდონ ტოქსიკურობის რისკი. კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ინჰიბიტორის მიღების დროს შეამცირეთ იბრუტინიბის დოზა 280 მგ-მდე დღეში ერთხელ (ორი კაფსულა) და უზრუნველყავით მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.
ივაკაფტორი (ცალკე ან კომბინაციაში იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან): ივაკაფტორთან, კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის მარეგულირებელი ცილის (CFTR) გამაძლიერებელთან ერთად მიღებისას ივაკაფტორის ექსპოზიცია 3-ჯერ და ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორის (M1) ექსპოზიცია 1.9-ჯერ გაიზარდა. ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დოზა უნდა შემცირდეს ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დანიშვნის ინსტრუქციის შესაბამისად.
ოლაპარიბი: CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის ოლაპარიბის პლაზმურ კონცენტრაციას; მათი ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის. კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოლაპარიბის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს დღეში ორჯერ.
იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი):
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის 200მგ/დღეში და ციკლოსპორინის (2.7 მგ/კგ/დღეში) ერთად მიღებისას ციკლოსპორინის AUC 1.8-ჯერ გაიზარდა. ამ კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია ციკლოსპორინის დოზის შემცირებით, ციკლოსპორინის კონცენტრაციიდან გამომდინარე.
ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ არ არის შესწავლილი in vivo ან in vitro, ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს შრატში ევეროლიმუსის კონცენტრაცია CYP3A4-ის ინჰიბირების გზით.
სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის CYP3A4-ით და P-გლიკოპროტეინით ინჰიბირების გზით. მოცემულიკომბინაციის გამოყენება შესაძლებელია სიროლიმუსის დოზის კორექციით მოქმედების /კონცენტრაციის მიხედვით.
ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლმა შეიძლება 5-ჯერ გაზარდოს პერორალურად მიღებული ტაკროლიმუსის შრატის კონცენტრაცია ნაწლავებში CYP3A4-ის მეშვეობით ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. ტაკროლიმუსის ინტრავენური შეყვანისას ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ტაკროლიმუსის მომატებული დონე დაკავშირებულია ნეფროტოქსიურობასთან. პერორალურად მისაღები ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.
ლოსარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოსარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-3174), რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონიზმზე, რომელიც ვითარდება ლოსარტანით მკურნალობის დროს. პაციენტებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა.
ლურასიდონი: CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეიძლება გაზარდონ ლურასიდონის პლაზმური კონცენტრაციები. ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, შეამცირეთ ლურასიდონის დოზა ლურასიდონის დანიშნულების შესაბამისად.
მეტადონი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს შრატში მეტადონის კონცენტრაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ფლურბიპროფენის Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 23%-ით და 81%-ით ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, ფლურბიპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით. ანალოგიურად, ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენი] Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 15%-ით და 82%-ით ფლუკონაზოლის რაცემიულ იბუპროფენთან (400მგ) ერთად მიღებისას, რაცემიული იბუპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (მაგ., ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი მოვლენებისა და ტოქსიკურობის ხშირი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200მგ ფლუკონაზოლის და 250მგ ფენიტოინის ინტრავენურად ერთდროული განმეორებითი მიღებისას ფენიტოინის AUC24-ის 75%-ით და Cmin-ის 128%-ით ზრდა დაფიქსირდა. ერთდროული გამოყენებისას, ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
პრედნიზონი: აღწერილია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, პრედნიზონით მკურნალობის ფონზე განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის შეწყვეტამ, სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაძლიერება, შედეგად პრედნიზოლონის მეტაბოლიზმის დაჩქარება. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ ფლუკონაზოლსა და პრედნიზოლონს, ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის ნიშნების გამოვლენის მიზნით.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის შრატში რიფაბუტინის კონცენტრაციას, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC-ის 80%-მდე ზრდას. არსებობს უვეიტის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლსა და რიფაბუტინს. კომბინირებული თერაპიის დანიშვნისას უნდა იქნას გათვალისწინებული რიფაბუტინის ტოქსიკურობის სიმპტომები.
საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC-ს და Cmax-ს დაახლოებით 50%-ით და 55%-ით, შესაბამისად, ღვიძლში საკვინავირის მეტაბოლიზმის CYP3A4-ის მეშვეობით ინჰიბირების და Pg-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გამო. საკვინავირთან/რიტონავირთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის და შესაძლოა უფრო გამოხატული იყოს. შესაძლოა საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექცია.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალურად მიღებული სულფონილშარდოვანას წარმოებულების (მაგ., ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს. ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის ხშირი მონიტორინგი და სულფონილშარდოვანას წარმოებულის დოზის შესაბამისად შემცირება.
თეოფილინი: პლაცებო-კონტროლირებად ურთიერთქმედების კვლევაში, ფლუკონაზოლის 200 მგ დოზით 14 დღის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია თეოფილინის პლაზმური კლირენსის საშუალო სიჩქარის 18%-ით შემცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის დიდ დოზებს ან სხვაგვარად, თეოფილინის ტოქსიკურობის მომატებული რისკის ქვეშ არიან, ფლუკონაზოლის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ თეოფილინის ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის მიზნით. ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, თერაპია უნდა შეიცვალოს.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც იწვევენ როგორც CYP3A4-ის საშუალო ინჰიბირებას, ასევე CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბირებას (მაგ., ფლუკონაზოლი). ამიტომ, ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით; Cmax 80%-ით), როდესაც ტოლვაპტანი, CYP3A4 სუბსტრატი, მიიღება ფლუკონაზოლთან, CYP3A4 საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორთან ერთად, რაც იწვევს გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვნად ზრდას, განსაკუთრებით ჭარბ დიურეზს, დეჰიდრატაციას და თირკმლის მწვავე უკმარისობას. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს და პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
გველის სუროს ალკალოიდები: მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა შესაძლოა გაზარდოს გველის სუროს ალკალოიდების (მაგ., ვინკრისტინი და ვინბლასტინი) პლაზმური დონე და გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, შესაძლოა CYP3A4-ის დამთრგუნველი ეფექტის გამო.
ვიტამინი A: ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაზე დაყრდნობით, რომელიც ერთდროულად იღებდა სრული ტრანს-რეტინმჟავასა (A ვიტამინის ფორმა) და ფლუკონაზოლს, განუვითარდა ცენტრალური ნერვული სისტემის გვერდითი მოვლენები თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის სახით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ეს კომბინაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუმცა გასათვალისწინებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი): ვორიკონაზოლისა (400 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ 1 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ 2.5 დღის განმავლობაში) და ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ ყოველ 24 საათში ერთხელ 4 დღის განმავლობაში) ერთდროულმა პერორალურმა გამოყენებამ მამრობითი სქესის 8 ჯანმრთელ პაციენტში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUC-ის ზრდა საშუალოდ 57%-ით (90% CI: 20%, 107%) და 79%-ით (90% CI: 40%, 128%), შესაბამისად. ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის და/ან გამოყენების სიხშირის შემცირება, რომელიც ამ ეფექტს აღმოფხვრის, დადგენილი არ არის. ვორიკონაზოლის ფლუკონაზოლის შემდეგ თანმიმდევრულად გამოყენებისას რეკომენდებულია ვორიკონაზოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების მონიტორინგი.
ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Cmax-სა და AUC-ს შესაბამისად 84%-ით და 74%-ით, რაც უკავშირდება ზიდოვუდინის კლირენსის შემცირებას დაახლოებით 45%-ით პერორალური გამოყენებისას. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასევე გახანგრძლივდა დაახლოებით 128%-ით ფლუკონაზოლთან კომბინირებული თერაპიის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოცემულ კომბინაციას, აუცილებელია მონიტორინგი ზიდოვუდინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების გამო. შესაძლოა განხილული იყოს ზიდოვუდინის დოზის შემცირება.
აზითრომიცინი: ღია რანდომიზებული სამმხრივი ჯვარედინი კვლევის ფარგლებში 18 ჯანმრთელ პაციენტში შეფასდა აზითრომიცინის 1200მგ ერთჯერადი პერორალური დოზის გავლენა ფლუკონაზოლის 800მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე ფლუკონაზოლის გავლენა აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე. ფლუკონაზოლსა და აზითრომიცინს შორის მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
პერორალური კონტრაცეპტივები: ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზების გამოყენებით კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა. 50მგ ფლუკონაზოლის გამოყენებით ჩატარებულ კვლევაში ჰორმონების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა, ხოლო 200მგ/დღეში გამოყენებისას ეთინილესტრადიოლის და ლევონორგესტრელის AUC გაიზარდა შესაბამისად 40%-ით და …
ორსულობა და ძუძუთი კვება
ობსერვაციულმა კვლევამ აჩვენა სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკი ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზოლით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლის კუმულატიური დოზის ≤150 მგ გამოყენებისას, რამდენიმე ათასი ორსული ქალისგან მიღებული მონაცემები არ მიუთითებს ნაყოფის მალფორმაციების საერთო რისკის ზრდაზე. ერთ დიდ დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში, ორსულობის პირველ ტრიმესტრში პერორალური ფლუკონაზოლის ექსპოზიცია დაკავშირებული იყო ძვალ-კუნთოვანი მალფორმაციების მცირედ მომატებულ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ ≤450მგ კუმულატიურ დოზას, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ ადგილობრივი აზოლებით, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ-ზე მეტ კუმულატიურ დოზას. შეფარდებითმა რისკმა შეადგინა 1,29 (95% სარწმუნო ინტერვალი: 1,05-1,58) 150 მგ ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას და 1,98 (95% სარწმუნო ინტერვალი: 1,23- 3,17) >450 მგ ფლუკონაზოლის მიღებისას.
თანდაყოლილი ანომალიები (მათ შორის ბრაქიცეფალია, ყურის დისპლაზია, დიდი წინა ყიფლიბანდი, ბარძაყის ძვლის გამრუდება და რადიოჰუმერალური სინოსტოზი) დაფიქსირდა იმ დედების ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის დიდი დოზებით (400-800 მგ/დღეში) კოქციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. კავშირი ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მოვლენებს შორის დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
დაორსულებამდე ერთჯერადი დოზის მიღების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის გამორეცხვის პერიოდი დაახლოებით 1 კვირა (რაც შეესაბამება 5-6 ნახევარგამოყოფის პერიოდს).
არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზები და მკურნალობის ხანმოკლე კურსები ორსულობის პერიოდში, უკიდურესი საჭიროების გარდა.
არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის დიდი დოზებით და/ან ხანგრძლივად გამოყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არსებობს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების განვითარების რისკი.
ლაქტაცია
ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს პლაზმაში არსებული კონცენტრაციების მსგავს მაჩვენებლებს. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ფლუკონაზოლის 150მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ. ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის განმეორებითი ან დიდი დოზებით მიღების შემდეგ. ძუძუთი კვების სარგებელი განვითარებასა და ჯანმრთელობისთვის გასათვალისწინებელია დედისთვის ფლუკონაზოლის კლინიკურ საჭიროებასთან და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე ფლუკონაზოლისა და დედის თანმხლები მდგომარეობის პოტენციურ გვერდით ეფექტებთან ერთად.
ფერტილობა
ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას მამრი ან მდედრი ვირთაგვების ფერტილობაზე.
გვერდითი მოვლენები
ფლუკონაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება და გამონაყარი. ფლუკონაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ორგანოთა სისტემები
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
არახშირი: ანემია
იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ანაფილაქსია
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
არახშირი: მადის დაქვეითება
იშვიათი: ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ძილიანობა, უძილობა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი: კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა
იშვიათი: ტრემორი
ყურთან და ლაბირინთთან დაკავშირებული დარღვევები
არახშირი: ვერტიგო
გულთან დაკავშირებული დარღვევები
იშვიათი: პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება
გასტროინტესტინალური დარღვევები
ხშირი: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა
არახშირი: ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება
არახშირი: ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება
იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური დაზიანება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: გამონაყარი
არახშირი: მედიკამენტოზური დერმატიტი*, ჭინჭრის ციება, ქავილი, მომატებული ოფლიანობა
იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია
უცნობი სიხშირის: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები
არახშირი: მიალგია
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
არახშირი: დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ცხელება.
- მათ შორის, ფიქსირებული წამლისმიერი დაზიანება (FDE).
ბავშვები: ბავშვებში კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირებული არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგებში ცვლილებების ბუნება და სიხშირე, გარდა გენიტალური კანდიდოზის ჩვენებებისა, მოზრდილებში გამოვლენილი მნიშვნელობების მსგავსია.
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები და ასევე ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის გამოვლენა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომატური მკურნალობა (კომბინირებული დამხმარე ღონისძიებებთან და საჭიროების შემთხვევაში კუჭის ამორეცხვასთან ერთად) შეიძლება საკმარისი იყოს.
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით; მოცულობითი დიურეზის გამოწვევა, სავარაუდოდ, გაზრდის ელიმინაციის სიჩქარეს. სამ-საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს პლაზმის დონეს დაახლოებით 50%-ით.
შემადგენლობა
თითო მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობაში შედის:
ფლუკონაზოლი BP ..................150 მგ
შემავსებლები…………….…….q.s.
ცარიელი კაფსულის გარსში გამოყენებული დამტკიცებული ფერი
შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, EHG თავსახური წითელი/თეთრი, ზომა “2” წარწერების გარეშე.
წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულა
აღწერა
წითელი/თეთრი ფერის, ზომა „2“,მყარი ჟელატინის კაფსულა შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით.
კლინიკური მონაცემები
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არაკლინიკური კვლევებისას ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ იმ ექსპოზიციების დროს, რომლებიც საკმარისად აღემატებოდა ადამიანებში ექსპოზიციას, რაც მიუთითებს კლინიკური გამოყენებისთვის ნაკლებ რელევანტურობაზე.
კანცეროგენეზი
ფლუკონაზოლმა არ გამოავლინა კანცეროგენური თვისებები თაგვებსა და ვირთხებში, რომლებსაც 24 თვის განმავლობაში პერორალურად აძლევდნენ 2.5, 5 ან 10 მგ/კგ/დღეში დოზებით (ადამიანებისთვის რეკომენდებულ დოზაზე დაახლოებით 2-7-ჯერ მეტი). მამრ ვირთხებში დღეში 5 და 10მგ/კგ დოზის გამოყენებისას აღინიშნა ჰეპატოცელულარული ადენომების შემთხვევების ზრდა.
მუტაგენეზი
ფლუკონაზოლმა, მეტაბოლურად აქტიურმა ან არააქტიურმა, უარყოფითი შედეგი აჩვენა მუტაგენურობის ტესტებში, რომლებიც ჩატარდა Salmonella typhimurium-ის 4 შტამზე და თაგვის ლიმფომის L5178Y სისტემაზე. ციტოგენეტიკური კვლევებისას in vivo (თაგვის ძვლის ტვინის უჯრედები ფლუკონაზოლის პერორალური მიღებისას) და in vitro (ადამიანის ლიმფოციტები ფლუკონაზოლის 1000 მკგ/მლ ექსპოზიციისას) არ გამოვლინდა ქრომოსომული მუტაციის ნიშნები.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ფლუკონაზოლმა არ იმოქმედა მამრი ან მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე დღეში 5, 10 ან 20 მგ/კგ/ დოზების პერორალურად ან 5, 25 ან 75 მგ/კგ დოზების პარენტერალურად მიღებისას.
ნაყოფზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა 5 ან 10მგ/კგ დოზებით გამოყენებისას; აღინიშნა ნაყოფის ანატომიური ცვლილებების მატება (ზედმეტი ნეკნები, თირკმლის მენჯის დილატაცია) და ოსიფიკაციის შეფერხება 25, 50 მგ/კგ და უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას. ვირთხებში 80 -320 მგ/კგ დოზებით გამოყენებისას გაიზარდა ემბრიოლეტალობისა და ნაყოფის ანომალიების შემთხევევბი, მათ შორის ნეკნების დეფორმაცია, სასის ნაპრალი და თავისქალისა და სახის ძვლების არასწორი ფორმირება.
მშობიარობის დაწყება ოდნავ ყოვნდებოდა 20მგ/კგ დოზის პერორალურად მიღებისას, აგრეთვე დისტოცია და გახანგრძლივებული მშობიარობა აღინიშნა რამდენიმე შემთხვევაში 20მგ/კგ და 40 მგ/კგ დოზების ინტრავენურად შეყვანისას. მშობიარობისას დარღვევები გამოვლინდა მკვდრადშობილი ლეკვების რაოდენობის უმნიშვნელო ზრდითა და ნეონატალური სიკვდილიანობის გაზრდით აღნიშნული დოზებით გამოყენებისას. ეს ეფექტები მჭიდრო კავშირშია სახეობებისთვის სპეციფიკურ ესტროგენის დამწევ თვისებასთან, რაც წარმოიქმნება ფლუკონაზოლის დიდი დოზებით. ასეთი ჰორმონალური ცვლილებები არ დაფიქსირებულა ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
1x1 კაფსულა დაფასოებულია Alu/PVC ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
36თვე
წარმოებულია Centurion Laboratories Pvt.Ltd.,-ის (ინდოეთი, 391775, გუჯარათი, მანჯუსარი, ტალ სავლი, Biotechpark, Plot No. P 2) მიერ
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd.-სთვის (1101-B, 1102, 1103, მე-11 სართული, South Tower, ONE42, ამბლი, ბოპალის ქუჩა, ჯაინტილალის პარკი, ბოდაკდევი, აჰმედაბადი- 380054, გუჯარათი, ინდოეთი)
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები; ათქ კოდი: J02AC01.
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია სოკოვანი ციტოქრომი P450- დამოკიდებული ფერმენტის ლანოსტეროლ 14α -დემეთილაზას ინჰიბირება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს სოკოების ერგოსტეროლის ბიოსინთეზში. 14-ალფა მეთილსტეროლების დაგროვება კორელაციაშია ერგოსტეროლის შემდგომ დაკარგვასთან სოკოს უჯრედის მემბრანაში და შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობაზე. ფლუკონაზოლი უფრო შერჩევითია სოკოს ციტოქრომ P-450 ფერმენტების მიმართ, ვიდრე სხვადასხვა ძუძუმწოვრების ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემების მიმართ.
28 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 50 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებამ არ იქონია გავლენა მამაკაცების სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის დონეზე ან სტეროიდების კონცენტრაციაზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ფლუკონაზოლის 200-400 მგ/დღეში დოზით გამოყენებას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან ACTH-ს სტიმულირებულ რეაქციაზე ჯანმრთელ მამაკაცებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზა გავლენას არ ახდენს მის მეტაბოლიზმზე.
მგრძნობელობა in vitro
In vitro, ფლუკონაზოლი ავლენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას კლინიკურად გავრცელებული Candida სახეობების (მათ შორის, C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis) მიმართ. C. glabrata ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. aureus რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის მიკ (MIC)-ები და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მაჩვენებელი (ECOFF) უფრო მაღალია C. guilliermondii-სთვის, ვიდრე C. albicans-ისთვის.
ფლუკონაზოლი ასევე ავლენს in vitro აქტივობას Cryptococcus neoformans-ისა და Cryptococcus gattii-ის, ასევე ენდემური ობის სოკოების - Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides Brasiliensis - მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთკავშირი
ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას აღინიშნა კორელაცია მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) მნიშვნელობებსა და Candida spp-ის მიერ გამოწვეული ექსპერიმენტული მიკოზების მიმართ ეფექტურობას შორის. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა თითქმის 1:1 წრფივი კავშირი AUC-სა და ფლუკონაზოლის დოზას შორის. ასევე არსებობს პირდაპირი, თუმცა არასრულყოფილი კავშირი AUC-ს ან დოზასა და პირის ღრუს კანდიდოზის, და ნაკლებად კანდიდემიის, მკურნალობაზე წარმატებულ კლინიკურ რეაქციას შორის. ანალოგიურად, ნაკლებად სავარაუდოა ფლუკონაზოლის უფრო მაღალი MIC–ის მქონე შტამებით გამოწვეული ინფექციების განკურნება.
რეზისტენტობის მექანიზმები
Candida spp-მ შეიმუშავა რეზისტენტობის მრავალი მექანიზმი აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ცნობილია, რომ სოკოს შტამებს, რომლებმაც განივითარეს ერთი ან რამდენიმე რეზისტენტობის მექანიზმი, აქვთ მაღალი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია (MIC) ფლუკონაზოლის მიმართ, რაც უარყოფითად მოქმედებს ეფექტურობაზე in vivo და კლინიკურად.
ზოგადად მგრძნობიარე Candida სახეობებში, რეზისტენტობის განვითარების ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მექანიზმი მოიცავს აზოლების სამიზნე ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე. რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუტაციით, ფერმენტის წარმოების გაზრდით, წამლის განდევნის მექანიზმებით ან კომპენსატორული მექანიზმების განვითარებით.
დაფიქსირდა სუპერინფექციის შემთხვევები Candida სახეობებთან დაკავშირებით, C. albicans-ის გარდა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ არსებითად შემცირებული მგრძნობელობა (C. glabrata) ან რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ (მაგ. C. krusei, C. auris). ასეთი ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატიული ანტიმიკოზური თერაპია. რეზისტენტობის მექანიზმები ბოლომდე არ არის ცნობილი Candida ზოგიერთ არსებითად რეზისტენტულ (C. krusei) ან განვითარებად (C. auris) სახეობებში.
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (EUCAST-ის მიხედვით)
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) მონაცემების, in vitro მგრძნობელობისა და კლინიკური რეაგირების ანალიზზე დაყრდნობით, EUCAST-AFST-მა (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტირების ქვეკომიტეტი) დაადგინა ფლუკონაზოლის ზღვრული მაჩვენებლები Candida სახეობების მიმართ (EUCAST Fluconazole Rationale Document (2020)- ვერსია 3). ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, ზღვრული მაჩვენებლების ცხრილი MIC-ების ინტერპრეტაციისთვის, ვერსია 10.0, ძალაშია 04/02/2020წ.-დან. ისინი დაყოფილია არასახეობრივ ზღვრულ მაჩვენებლებად, რომლებიც განისაზღვრა ძირითადად PK/PD მონაცემების საფუძველზე და დამოუკიდებელია კონკრეტული სახეობების MIC განაწილებისგან, და სახეობრივ ზღვრულ მაჩვენებლებად იმ სახეობებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად ასოცირდება ადამიანის ინფექციასთან. ეს ზღვრული მაჩვენებლები მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ანტიფუნგა
ლური
სახეობრივი ზღვრული მაჩვენებლები (S≤/R>) მგ/ლ-ში
არასახეობრივი
ზღვრული მაჩვენებლებიA
S≤/R> მგ/ლ-ში
Candida
albicans
Candida
dubliniensis
Candida
glabrata
Candida
krusei
Candida
parapsilosis
Candida
tropicalis
Candida
albicans
Candida
dubliniensis
ფლუკონაზოლი
2/4
2/4
- 001
- /16
- -
2/4
2/4
2/4
ფლუკონა
ზოლი
2/4
S = მგრძნობიარე, R = რეზისტენტული
A = არასახეობრივი ზღვრული მაჩვენებლები განისაზღვრა ძირითადად PK/PD მონაცემების საფუძველზე და დამოუკიდებელია კონკრეტული სახეობების MIC განაწილებისგან. ისინი ვრცელდება მხოლოდ იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული ზღვრული მაჩვენებლები.
- - =მგრძნობელობის ტესტირება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს სახეობა ცუდი სამიზნეა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისთვის.
- = C. glabrata სრულად მიეკუთვნება I კატეგორიას. C. glabrata-ს მიმართ MIC უნდა განიმარტოს, როგორც რეზისტენტული, თუ ის 6 მგ/ლ-ზე მეტია. მგრძნობიარე კატეგორია (≤ 0.001 მგ/ლ) მოცემულია უბრალოდ, „I“ შტამების „S“ შტამებად არასწორი კლასიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით. I - მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია: მიკროორგანიზმი კლასიფიცირებულია, როგორც „მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია“, როდესაც არსებობს თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა, რადგან აგენტზე ზემოქმედება იზრდება დოზირების რეჟიმის კორექტირებით ან მისი კონცენტრაციით ინფექციის ადგილზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ერთნაირია ინტრავენური ან პერორალური შეყვანის შემთხვევაში.
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება და მისი პლაზმური დონე (და სისტემური ბიოშეღწევადობა) აღემატება ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიღწეული დონის 90%-ს. პერორალურ აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უზმოზე მიიღწევა დოზის მიღებიდან 0.5-1.5 საათში. პლაზმური კონცენტრაციები დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაცია ოთხმოცდაათი პროცენტის დონეზე მიიღწევა 4-5 დღეში, ერთხელ დღეში განმეორებითი მიღებისას. საწყისი დოზის მიღება (პირველ დღეს), რომელიც ორჯერ აღემატება ჩვეულებრივ დღიურ დოზას, საშუალებას იძლევა მე–2 დღისთვის პლაზმური დონე მიუახლოვდეს წონასწორული კონცენტრაციის 90%-ს.
განაწილება
განაწილების მოცულობა უახლოვდება წყლის მთლიან რაოდენობას სხეულში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს სხეულის სითხეებში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში მსგავსია პლაზმაში არსებული დონეებისა. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტების ცერებროსპინალურ სითხეში ფლუკონაზოლის დონე არის პლაზმის შესაბამისი დონის დაახლოებით 80%.
კანში ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აღემატება შრატში კონცენტრაციას, მიიღწევა რქოვანა შრეში, ეპიდერმის-დერმისში და ეკრინულ ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა შრეში.
დღეში ერთხელ 50 მგ დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია მე-12 დღეს იყო 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან მე-7 დღეს კონცენტრაცია იყო 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა შრეში მე-7 დღეს იყო 23.4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან მე-7 დღეს იყო 7.1 მკგ/გ.
კვირაში ერთხელ 150 მგ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილებში 4 თვის შემდეგ იყო 4.05მკგ/გ ჯანმრთელ და 1.8მკგ/გ დაავადებულ ფრჩხილებში; ხოლო ფლუკონაზოლი კვლავ აღმოჩნდა ფრჩხილის ნიმუშებში მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ მცირე რაოდენობით. რადიოაქტიური დოზის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი ფორმით. ფლუკონაზოლი არის CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების საშუალო ინჰიბიტორი (იხილეთ 4.5 პუნქტი). ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი.
ელიმინაცია
ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლები, მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინის კლირენსის პროპორციულია. არ არსებობს მტკიცებულება მოცირკულირე მეტაბოლიტების შესახებ.
პლაზმიდან ელიმინაციის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი იძლევა საფუძველს ვაგინალური კანდიდოზის ერთჯერადი დოზით თერაპიისთვის, დღეში ერთხელ და კვირაში ერთხელ სხვა ჩვენებების შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR< 20 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია 30-დან 98 საათამდე. შესაბამისად, საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზით და ნაკლებად პერიტონეალური დიალიზით. ჰემოდიალიზის სეანსის დასრულებიდან სამი საათის შემდეგ, ფლუკონაზოლის დაახლოებით 50% გამოიყოფა სისხლიდან.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში
ფარმაკოკინეტიკური კვლევის ფარგლებში, ათ მეძუძურ ქალში, რომლებმაც დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტეს ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციები პლაზმასა და დედის რძეში 150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 48 საათის შემდეგ. ფლუკონაზოლი აღმოჩნდა დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. დედის რძეში საშუალო პიკური კონცენტრაცია შეადგენდა 2.61 მგ/ლ-ს დოზის მიღებიდან 5.2 საათის შემდეგ. ახალშობილისთვის დედის რძიდან მიღებული ფლუკონაზოლის სავარაუდო სადღეღამისო დოზა (საშუალოდ 150 მლ/კგ/დღეში რძის მიღებისას), რძეში საშუალო პიკურ კონცენტრაციაზე დაყრდნობით, არის 0.39 მგ/კგ/დღეში, რაც შეადგენს ახალშობილებისთვის (<2 კვირის ასაკი) რეკომენდებული დოზის დაახლოებით 40%-ს ან ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს ახალშობილებისთვის რეკომენდებული დოზის 13%-ს.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეფასდა 113 პედიატრიულ პაციენტში 5 კვლევის საფუძველზე: ერთჯერადი დოზის 2 კვლევა, მრავალჯერადი დოზის 2 კვლევა და დღენაკლული ახალშობილების კვლევა. ერთი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია ვერ მოხერხდა კვლევის განმავლობაში პრეპარატის შემადგენლობაში ცვლილებების გამო. დამატებითი მონაცემები მოპოვებულ იქნა Compassionate Use კვლევის შედეგად.
9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ფლუკონაზოლის 2-8 მგ/კგ დოზით მიღების შემდეგ, AUC შეადგენდა დაახლოებით 38 მკგ/სთ/მლ-ს 1 მგ/კგ დოზის ერთეულზე. განმეორებითი დოზების მიღებისას, ფლუკონაზოლის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 15-18სთ, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880 მლ/კგ-ს. ერთჯერადი დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 24 საათი. ეს მონაცემები შედარებულია 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში 3 მგ/კგ ერთჯერადი დოზის ინტრავენური შეყვანისას პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდთან. განაწილების მოცულობა ამ ასაკობრივი ჯგუფში შეადგენდა დაახლოებით 950 მლ/კგ-ს.
ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლება დღენაკლულ ახალშობილებში ფარმაკოკინეტიკური კვლევებით. დაახლოებით 28 კვირის გესტაციური ასაკის 12 დღენაკლულ ახალშობილში საშუალო ასაკი პირველი დოზის შეყვანისას იყო 24 საათი (9-36 სთ ფარგლებში) და სხეულის საშუალო წონა დაბადებისას იყო 0,9 კგ (0.75-1.10 კგ ფარგლებში). შვიდმა პაციენტმა დაასრულა კვლევა; ფლუკონაზოლის მაქსიმუმ ხუთი ინტრავენური ინფუზია დოზით 6 მგ/კგ კეთდებოდა ყოველ 72 სთ-ში ერთხელ. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (სთ) იყო 74 (დიაპაზონი 44-185) პირველ დღეს, შემდეგ შემცირდა 53-მდე (დიაპაზონი 30-131) მე-7 დღეს და 47-მდე (დიაპაზონი 27-68) მე-13 დღეს. მრუდქვეშა ფართობი (მიკროგრამი.სთ/მლ) იყო 271 (დიაპაზონი 173-385) პირველ დღეს, და გაიზარდა მე-7 დღეს საშუალოდ 490-მდე (დიაპაზონი 292-734) და შემცირდა მე-13 დღეს საშუალოდ 360-მდე (დიაპაზონი 167-566). განაწილების მოცულობა (მლ/კგ) იყო 1183 (დიაპაზონი1070-1470) პირველ დღეს, გაიზარდა დროთა განმავლობაში და მიაღწია საშუალოდ 1184-ს (დიაპაზონი 510-2130) მე-7 დღეს და საშუალოდ 1328-ს (დიაპაზონი 1040- 1680) მე-13 დღეს.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში
ფარმაკოკინეტიკური კვლევაში მონაწილეობდა 65 წლის და მეტი ასაკის 22 პირი, რომლებიც პერორალურად ღებულობდნენ ფლუკონაზოლს 50 მგ ერთჯერადი დოზის სახით. ამ პაციენტებიდან 10 ასევე იღებდა დიურეტიკებს. Cmax იყო 1,54 მკგ/მლ და დაფიქსირდა მიღებიდან 1,3 საათში. საშუალო AUC იყო 76.4 ± 20.3მკგ.სთ/მლ, ხოლო საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 46.2საათს. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები აღემატება მამრობითი სქესის ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს. დიურეტიკებთან ერთად გამოყენებისას მნიშვნელოვნად არ შეიცვალა AUC ან Cmax. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), შარდში უცვლელი სახით გამოყოფილი პრეპარატის პროცენტი (0-24 სთ, 22 %) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ პირებში ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში. ამრიგად, ხანდაზმულ პაციენტებში ფლუკონაზოლის ექსკრეციის ცვლილებები განპირობებულია ამ ჯგუფში თირკმელების ფუნქციის დაქვეითებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება
ფლუქსოგარდი- RM/ FLUXOGARD -RM/ (ფლუკონაზოლის კაფსულები BP 150მგ)
შემადგენლობა
თითო მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობაში შედის:
ფლუკონაზოლი BP ..................150 მგ
შემავსებლები…………….…….q.s.
ცარიელი კაფსულის გარსში გამოყენებული დამტკიცებული ფერი
შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, EHG თავსახური წითელი/თეთრი, ზომა “2” წარწერების გარეშე.
წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულა
აღწერა
წითელი/თეთრი ფერის, ზომა „2“,მყარი ჟელატინის კაფსულა შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით.
კლინიკური მონაცემები
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არაკლინიკური კვლევებისას ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ იმ ექსპოზიციების დროს, რომლებიც საკმარისად აღემატებოდა ადამიანებში ექსპოზიციას, რაც მიუთითებს კლინიკური გამოყენებისთვის ნაკლებ რელევანტურობაზე.
კანცეროგენეზი
ფლუკონაზოლმა არ გამოავლინა კანცეროგენური თვისებები თაგვებსა და ვირთხებში, რომლებსაც 24 თვის განმავლობაში პერორალურად აძლევდნენ 2.5, 5 ან 10 მგ/კგ/დღეში დოზებით (ადამიანებისთვის რეკომენდებულ დოზაზე დაახლოებით 2-7-ჯერ მეტი). მამრ ვირთხებში დღეში 5 და 10მგ/კგ დოზის გამოყენებისას აღინიშნა ჰეპატოცელულარული ადენომების შემთხვევების ზრდა.
მუტაგენეზი
ფლუკონაზოლმა, მეტაბოლურად აქტიურმა ან არააქტიურმა, უარყოფითი შედეგი აჩვენა მუტაგენურობის ტესტებში, რომლებიც ჩატარდა Salmonella typhimurium-ის 4 შტამზე და თაგვის ლიმფომის L5178Y სისტემაზე. ციტოგენეტიკური კვლევებისას in vivo (თაგვის ძვლის ტვინის უჯრედები ფლუკონაზოლის პერორალური მიღებისას) და in vitro (ადამიანის ლიმფოციტები ფლუკონაზოლის 1000 მკგ/მლ ექსპოზიციისას) არ გამოვლინდა ქრომოსომული მუტაციის ნიშნები.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ფლუკონაზოლმა არ იმოქმედა მამრი ან მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე დღეში 5, 10 ან 20 მგ/კგ/ დოზების პერორალურად ან 5, 25 ან 75 მგ/კგ დოზების პარენტერალურად მიღებისას.
ნაყოფზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა 5 ან 10მგ/კგ დოზებით გამოყენებისას; აღინიშნა ნაყოფის ანატომიური ცვლილებების მატება (ზედმეტი ნეკნები, თირკმლის მენჯის დილატაცია) და ოსიფიკაციის შეფერხება 25, 50 მგ/კგ და უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას. ვირთხებში 80 -320 მგ/კგ დოზებით გამოყენებისას გაიზარდა ემბრიოლეტალობისა და ნაყოფის ანომალიების შემთხევევბი, მათ შორის ნეკნების დეფორმაცია, სასის ნაპრალი და თავისქალისა და სახის ძვლების არასწორი ფორმირება.
მშობიარობის დაწყება ოდნავ ყოვნდებოდა 20მგ/კგ დოზის პერორალურად მიღებისას, აგრეთვე დისტოცია და გახანგრძლივებული მშობიარობა აღინიშნა რამდენიმე შემთხვევაში 20მგ/კგ და 40 მგ/კგ დოზების ინტრავენურად შეყვანისას. მშობიარობისას დარღვევები გამოვლინდა მკვდრადშობილი ლეკვების რაოდენობის უმნიშვნელო ზრდითა და ნეონატალური სიკვდილიანობის გაზრდით აღნიშნული დოზებით გამოყენებისას. ეს ეფექტები მჭიდრო კავშირშია სახეობებისთვის სპეციფიკურ ესტროგენის დამწევ თვისებასთან, რაც წარმოიქმნება ფლუკონაზოლის დიდი დოზებით. ასეთი ჰორმონალური ცვლილებები არ დაფიქსირებულა ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს.
თერაპიული ჩვენებები
ფლუკონაზოლი ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს.
ფლუკონაზოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი
კოქციდიოიდომიკოზი
ინვაზიური კანდიდოზური ინფექცია
ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური, კანდიდურია და ქრონიკული კან-ლორწოვანი კანდიდოზი.
პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენებასთან დაკავშირებით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია.
ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის მიზანშეწონილი.
დერმატომიკოზი, მათ შორის ათლეტის ტერფი (tinea pedis), სხეულის ტინეა (tinea corporis), საზარდულის ტინეა (tinea cruris), ნაირფერი ტინეა (tinea versicolor) და კანის კანდიდოზური ინფექციები, როდესაც ნაჩვენებია სისტემური თერაპია.
ონიქომიკოზი (tinea unguium), როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ფლუკონაზოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
ოროფარინგეალური ან ეზოფაგეალური კანდიდოზის რეციდივი აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სიხშირის შემცირება (წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი).
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, სისხლმბადი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 0-დან 17 წლამდე:
ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსის კანდიდოზის (ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური), ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფეცქტიების პროფილაქტიკისთვის იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში. ფლუკონაზოლი გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში.
თერაპია შეიძლება დაინიშნოს კულტურების და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე; თუმცა, შედეგების მიღების შემდეგ, ანტიინფექციური მკურნალობა უნდა დარეგულირდეს შედეგების შესაბამისად.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები; ათქ კოდი: J02AC01.
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია სოკოვანი ციტოქრომი P450- დამოკიდებული ფერმენტის ლანოსტეროლ 14α -დემეთილაზას ინჰიბირება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს სოკოების ერგოსტეროლის ბიოსინთეზში. 14-ალფა მეთილსტეროლების დაგროვება კორელაციაშია ერგოსტეროლის შემდგომ დაკარგვასთან სოკოს უჯრედის მემბრანაში და შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობაზე. ფლუკონაზოლი უფრო შერჩევითია სოკოს ციტოქრომ P-450 ფერმენტების მიმართ, ვიდრე სხვადასხვა ძუძუმწოვრების ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემების მიმართ.
28 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 50 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებამ არ იქონია გავლენა მამაკაცების სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის დონეზე ან სტეროიდების კონცენტრაციაზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ფლუკონაზოლის 200-400 მგ/დღეში დოზით გამოყენებას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან ACTH-ს სტიმულირებულ რეაქციაზე ჯანმრთელ მამაკაცებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზა გავლენას არ ახდენს მის მეტაბოლიზმზე.
მგრძნობელობა in vitro
In vitro, ფლუკონაზოლი ავლენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას კლინიკურად გავრცელებული Candida სახეობების (მათ შორის, C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis) მიმართ. C. glabrata ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. aureus რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის მიკ (MIC)-ები და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მაჩვენებელი (ECOFF) უფრო მაღალია C. guilliermondii-სთვის, ვიდრე C. albicans-ისთვის.
ფლუკონაზოლი ასევე ავლენს in vitro აქტივობას Cryptococcus neoformans-ისა და Cryptococcus gattii-ის, ასევე ენდემური ობის სოკოების - Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides Brasiliensis - მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთკავშირი
ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას აღინიშნა კორელაცია მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) მნიშვნელობებსა და Candida spp-ის მიერ გამოწვეული ექსპერიმენტული მიკოზების მიმართ ეფექტურობას შორის. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა თითქმის 1:1 წრფივი კავშირი AUC-სა და ფლუკონაზოლის დოზას შორის. ასევე არსებობს პირდაპირი, თუმცა არასრულყოფილი კავშირი AUC-ს ან დოზასა და პირის ღრუს კანდიდოზის, და ნაკლებად კანდიდემიის, მკურნალობაზე წარმატებულ კლინიკურ რეაქციას შორის. ანალოგიურად, ნაკლებად სავარაუდოა ფლუკონაზოლის უფრო მაღალი MIC–ის მქონე შტამებით გამოწვეული ინფექციების განკურნება.
რეზისტენტობის მექანიზმები
Candida spp-მ შეიმუშავა რეზისტენტობის მრავალი მექანიზმი აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ცნობილია, რომ სოკოს შტამებს, რომლებმაც განივითარეს ერთი ან რამდენიმე რეზისტენტობის მექანიზმი, აქვთ მაღალი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია (MIC) ფლუკონაზოლის მიმართ, რაც უარყოფითად მოქმედებს ეფექტურობაზე in vivo და კლინიკურად.
ზოგადად მგრძნობიარე Candida სახეობებში, რეზისტენტობის განვითარების ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მექანიზმი მოიცავს აზოლების სამიზნე ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე. რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუტაციით, ფერმენტის წარმოების გაზრდით, წამლის განდევნის მექანიზმებით ან კომპენსატორული მექანიზმების განვითარებით.
დაფიქსირდა სუპერინფექციის შემთხვევები Candida სახეობებთან დაკავშირებით, C. albicans-ის გარდა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ არსებითად შემცირებული მგრძნობელობა (C. glabrata) ან რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ (მაგ. C. krusei, C. auris). ასეთი ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატიული ანტიმიკოზური თერაპია. რეზისტენტობის მექანიზმები ბოლომდე არ არის ცნობილი Candida ზოგიერთ არსებითად რეზისტენტულ (C. krusei) ან განვითარებად (C. auris) სახეობებში.
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (EUCAST-ის მიხედვით)
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) მონაცემების, in vitro მგრძნობელობისა და კლინიკური რეაგირების ანალიზზე დაყრდნობით, EUCAST-AFST-მა (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტირების ქვეკომიტეტი) დაადგინა ფლუკონაზოლის ზღვრული მაჩვენებლები Candida სახეობების მიმართ (EUCAST Fluconazole Rationale Document (2020)- ვერსია 3). ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, ზღვრული მაჩვენებლების ცხრილი MIC-ების ინტერპრეტაციისთვის, ვერსია 10.0, ძალაშია 04/02/2020წ.-დან. ისინი დაყოფილია არასახეობრივ ზღვრულ მაჩვენებლებად, რომლებიც განისაზღვრა ძირითადად PK/PD მონაცემების საფუძველზე და დამოუკიდებელია კონკრეტული სახეობების MIC განაწილებისგან, და სახეობრივ ზღვრულ მაჩვენებლებად იმ სახეობებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად ასოცირდება ადამიანის ინფექციასთან. ეს ზღვრული მაჩვენებლები მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ანტიფუნგა
ლური
სახეობრივი ზღვრული მაჩვენებლები (S≤/R>) მგ/ლ-ში
არასახეობრივი
ზღვრული მაჩვენებლებიA
S≤/R> მგ/ლ-ში
Candida
albicans
Candida
dubliniensis
Candida
glabrata
Candida
krusei
Candida
parapsilosis
Candida
tropicalis
Candida
albicans
Candida
dubliniensis
ფლუკონაზოლი
2/4
2/4
- 001
- /16
- -
2/4
2/4
2/4
ფლუკონა
ზოლი
2/4
S = მგრძნობიარე, R = რეზისტენტული
A = არასახეობრივი ზღვრული მაჩვენებლები განისაზღვრა ძირითადად PK/PD მონაცემების საფუძველზე და დამოუკიდებელია კონკრეტული სახეობების MIC განაწილებისგან. ისინი ვრცელდება მხოლოდ იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული ზღვრული მაჩვენებლები.
- - =მგრძნობელობის ტესტირება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს სახეობა ცუდი სამიზნეა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისთვის.
- = C. glabrata სრულად მიეკუთვნება I კატეგორიას. C. glabrata-ს მიმართ MIC უნდა განიმარტოს, როგორც რეზისტენტული, თუ ის 6 მგ/ლ-ზე მეტია. მგრძნობიარე კატეგორია (≤ 0.001 მგ/ლ) მოცემულია უბრალოდ, „I“ შტამების „S“ შტამებად არასწორი კლასიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით. I - მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია: მიკროორგანიზმი კლასიფიცირებულია, როგორც „მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია“, როდესაც არსებობს თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა, რადგან აგენტზე ზემოქმედება იზრდება დოზირების რეჟიმის კორექტირებით ან მისი კონცენტრაციით ინფექციის ადგილზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ერთნაირია ინტრავენური ან პერორალური შეყვანის შემთხვევაში.
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება და მისი პლაზმური დონე (და სისტემური ბიოშეღწევადობა) აღემატება ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიღწეული დონის 90%-ს. პერორალურ აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უზმოზე მიიღწევა დოზის მიღებიდან 0.5-1.5 საათში. პლაზმური კონცენტრაციები დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაცია ოთხმოცდაათი პროცენტის დონეზე მიიღწევა 4-5 დღეში, ერთხელ დღეში განმეორებითი მიღებისას. საწყისი დოზის მიღება (პირველ დღეს), რომელიც ორჯერ აღემატება ჩვეულებრივ დღიურ დოზას, საშუალებას იძლევა მე–2 დღისთვის პლაზმური დონე მიუახლოვდეს წონასწორული კონცენტრაციის 90%-ს.
განაწილება
განაწილების მოცულობა უახლოვდება წყლის მთლიან რაოდენობას სხეულში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს სხეულის სითხეებში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში მსგავსია პლაზმაში არსებული დონეებისა. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტების ცერებროსპინალურ სითხეში ფლუკონაზოლის დონე არის პლაზმის შესაბამისი დონის დაახლოებით 80%.
კანში ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აღემატება შრატში კონცენტრაციას, მიიღწევა რქოვანა შრეში, ეპიდერმის-დერმისში და ეკრინულ ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა შრეში.
დღეში ერთხელ 50 მგ დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია მე-12 დღეს იყო 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან მე-7 დღეს კონცენტრაცია იყო 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა შრეში მე-7 დღეს იყო 23.4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან მე-7 დღეს იყო 7.1 მკგ/გ.
კვირაში ერთხელ 150 მგ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილებში 4 თვის შემდეგ იყო 4.05მკგ/გ ჯანმრთელ და 1.8მკგ/გ დაავადებულ ფრჩხილებში; ხოლო ფლუკონაზოლი კვლავ აღმოჩნდა ფრჩხილის ნიმუშებში მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ მცირე რაოდენობით. რადიოაქტიური დოზის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი ფორმით. ფლუკონაზოლი არის CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების საშუალო ინჰიბიტორი (იხილეთ 4.5 პუნქტი). ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი.
ელიმინაცია
ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლები, მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინის კლირენსის პროპორციულია. არ არსებობს მტკიცებულება მოცირკულირე მეტაბოლიტების შესახებ.
პლაზმიდან ელიმინაციის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი იძლევა საფუძველს ვაგინალური კანდიდოზის ერთჯერადი დოზით თერაპიისთვის, დღეში ერთხელ და კვირაში ერთხელ სხვა ჩვენებების შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR< 20 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია 30-დან 98 საათამდე. შესაბამისად, საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზით და ნაკლებად პერიტონეალური დიალიზით. ჰემოდიალიზის სეანსის დასრულებიდან სამი საათის შემდეგ, ფლუკონაზოლის დაახლოებით 50% გამოიყოფა სისხლიდან.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში
ფარმაკოკინეტიკური კვლევის ფარგლებში, ათ მეძუძურ ქალში, რომლებმაც დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტეს ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციები პლაზმასა და დედის რძეში 150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 48 საათის შემდეგ. ფლუკონაზოლი აღმოჩნდა დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. დედის რძეში საშუალო პიკური კონცენტრაცია შეადგენდა 2.61 მგ/ლ-ს დოზის მიღებიდან 5.2 საათის შემდეგ. ახალშობილისთვის დედის რძიდან მიღებული ფლუკონაზოლის სავარაუდო სადღეღამისო დოზა (საშუალოდ 150 მლ/კგ/დღეში რძის მიღებისას), რძეში საშუალო პიკურ კონცენტრაციაზე დაყრდნობით, არის 0.39 მგ/კგ/დღეში, რაც შეადგენს ახალშობილებისთვის (<2 კვირის ასაკი) რეკომენდებული დოზის დაახლოებით 40%-ს ან ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს ახალშობილებისთვის რეკომენდებული დოზის 13%-ს.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეფასდა 113 პედიატრიულ პაციენტში 5 კვლევის საფუძველზე: ერთჯერადი დოზის 2 კვლევა, მრავალჯერადი დოზის 2 კვლევა და დღენაკლული ახალშობილების კვლევა. ერთი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია ვერ მოხერხდა კვლევის განმავლობაში პრეპარატის შემადგენლობაში ცვლილებების გამო. დამატებითი მონაცემები მოპოვებულ იქნა Compassionate Use კვლევის შედეგად.
9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ფლუკონაზოლის 2-8 მგ/კგ დოზით მიღების შემდეგ, AUC შეადგენდა დაახლოებით 38 მკგ/სთ/მლ-ს 1 მგ/კგ დოზის ერთეულზე. განმეორებითი დოზების მიღებისას, ფლუკონაზოლის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 15-18სთ, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880 მლ/კგ-ს. ერთჯერადი დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 24 საათი. ეს მონაცემები შედარებულია 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში 3 მგ/კგ ერთჯერადი დოზის ინტრავენური შეყვანისას პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდთან. განაწილების მოცულობა ამ ასაკობრივი ჯგუფში შეადგენდა დაახლოებით 950 მლ/კგ-ს.
ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლება დღენაკლულ ახალშობილებში ფარმაკოკინეტიკური კვლევებით. დაახლოებით 28 კვირის გესტაციური ასაკის 12 დღენაკლულ ახალშობილში საშუალო ასაკი პირველი დოზის შეყვანისას იყო 24 საათი (9-36 სთ ფარგლებში) და სხეულის საშუალო წონა დაბადებისას იყო 0,9 კგ (0.75-1.10 კგ ფარგლებში). შვიდმა პაციენტმა დაასრულა კვლევა; ფლუკონაზოლის მაქსიმუმ ხუთი ინტრავენური ინფუზია დოზით 6 მგ/კგ კეთდებოდა ყოველ 72 სთ-ში ერთხელ. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (სთ) იყო 74 (დიაპაზონი 44-185) პირველ დღეს, შემდეგ შემცირდა 53-მდე (დიაპაზონი 30-131) მე-7 დღეს და 47-მდე (დიაპაზონი 27-68) მე-13 დღეს. მრუდქვეშა ფართობი (მიკროგრამი.სთ/მლ) იყო 271 (დიაპაზონი 173-385) პირველ დღეს, და გაიზარდა მე-7 დღეს საშუალოდ 490-მდე (დიაპაზონი 292-734) და შემცირდა მე-13 დღეს საშუალოდ 360-მდე (დიაპაზონი 167-566). განაწილების მოცულობა (მლ/კგ) იყო 1183 (დიაპაზონი1070-1470) პირველ დღეს, გაიზარდა დროთა განმავლობაში და მიაღწია საშუალოდ 1184-ს (დიაპაზონი 510-2130) მე-7 დღეს და საშუალოდ 1328-ს (დიაპაზონი 1040- 1680) მე-13 დღეს.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში
ფარმაკოკინეტიკური კვლევაში მონაწილეობდა 65 წლის და მეტი ასაკის 22 პირი, რომლებიც პერორალურად ღებულობდნენ ფლუკონაზოლს 50 მგ ერთჯერადი დოზის სახით. ამ პაციენტებიდან 10 ასევე იღებდა დიურეტიკებს. Cmax იყო 1,54 მკგ/მლ და დაფიქსირდა მიღებიდან 1,3 საათში. საშუალო AUC იყო 76.4 ± 20.3მკგ.სთ/მლ, ხოლო საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 46.2საათს. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები აღემატება მამრობითი სქესის ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს. დიურეტიკებთან ერთად გამოყენებისას მნიშვნელოვნად არ შეიცვალა AUC ან Cmax. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), შარდში უცვლელი სახით გამოყოფილი პრეპარატის პროცენტი (0-24 სთ, 22 %) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ პირებში ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში. ამრიგად, ხანდაზმულ პაციენტებში ფლუკონაზოლის ექსკრეციის ცვლილებები განპირობებულია ამ ჯგუფში თირკმელების ფუნქციის დაქვეითებით.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები
კრიპტოკოკოზი
კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
დოზა: საწყისი დოზა: 400 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 200 მგ-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: როგორც წესი, მინიმუმ 6-8 კვირა. სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში
დოზა: 200 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 200 მგ დღეში განუსაზღვრელი ვადით.
კოქციდიოიდომიკოზი
დოზა: 200 მგ-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 11 თვიდან 24 თვემდე ან მეტი ხნის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზოგიერთი ინფექციისთვის და განსაკუთრებით მენინგეალური დაავადებების დროს შეიძლება დაინიშნოს 800 მგ დღეში.
ინვაზიური კანდიდოზი
დოზა: საწყისი დოზა: 800 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ზოგადად, კანდიდემიის მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის კულტურის პირველი უარყოფითი შედეგის მიღებიდან და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის მკურნალობა
ოროფარინგეალური
დოზა: საწყისი დოზა: 200-400 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 7-21 დღე (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ეზოფაგეალური
დოზა: საწყისი დოზა: 200-400 მგ პირველ დღეს და შემდგომი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 14-30 დღე (ეზოფაგეალური კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
კანდიდურია
დოზა: 200-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 7-21 დღე. შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება მძიმედ გამოხატული დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
დოზა: 50მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 14 დღე.
ქრონიკული კან-ლორწოვანი კანდიდოზი
დოზა: 50-100 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 28 დღემდე. უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ინფექციის სიმძიმის, იმუნოდეფიციტისა და ინფექციის მიხედვით.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან
ოროფარინგეალური კანდიდოზი
დოზა: საწყისი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღეში ან 200მგ სამჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი ვადით ქრონიკული დათრგუნული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისთვის.
ეზოფაგეალური კანდიდოზი
დოზა: საწყისი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღეში ან 200მგ სამჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი ვადით ქრონიკული დათრგუნული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისთვის.
გენიტალური კანდიდოზი
მწვავე ვაგინალური კანდიდოზი და კანდიდოზური ბალანიტი
დოზა: 150 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.
ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობა და რეციდივის პრევენცია (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში)
დოზა: 150მგ ყოველ მესამე დღეს, სულ 3 დოზა (პირველ, მეოთხე და მეშვიდე დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზის სახით 150 მგ კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.
დერმატომიკოზი
ათლეტის ტერფი (tinea pedis), სხეულის ტინეა (tinea corporis), საზარდულის ტინეა (tinea cruris), კანდიდოზური ინფექციები
დოზა: 150 მგ ერთხელ კვირაში ან 50მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 2-4 კვირა, ათლეტის ტერფის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო მკურნალობის გაგრძელება 6 კვირამდე.
ნაირფერი ტინეა (tinea versicolor)
დოზა: 300-400 მგ ერთხელ კვირაში / 50მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1-3 კვირა/2-4 კვირა.
ონიქომიკოზი (tinea unguium)
დოზა: 150 მგ ერთხელ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა უნდა გაგრძლდეს ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე. ჩვეულებრივ, ხელის ფრჩხილების გაზრდას 3-6 თვე სჭირდება, ფეხის ფრჩხილების გაზრდას კი- 6-12 თვე. თუმცა, ზრდის ტემპი შეიძლება იყოს ინდივიდულური და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ასაკის მიხედვით. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ფრჩხილი ზოგჯერ დეფორმირებული რჩება.
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში
დოზა: 200-400 მგ ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს ნეიტროპენიისგან გამოჯანმრთელების შემდეგ 7 დღის განმავლობაში, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა გადააჭარბებს 1000 უჯრედს მმ3-ზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლების ფუნქციონირების მიხედვით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით უცვლელი სახით.
ერთჯერადი დოზით გამოყენებისას არ არის საჭირო დოზის კორექცია. თირკმლის ფუქნციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (მათ შორის ბავშვებისთვის), ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზის მიღებისას, საწყისი დოზა შეადგენს 50-400მგ-ს, რეკომენდებული დღიური დოზის მიხედვით. საწყისი დოზის მიღების შემდეგ დღიური დოზა (ჩვენების მიხედვით) უნდა განისაზღვროს ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
რეკომენდებული დოზის პროცენტი
>50
100%
≤50 (ჰემოდიალიზის გარეშე)
50%
ჰემოდიალიზი
100% ყოველი ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ
ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ყოველი ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ; იმ დღეებში, როცა ჰემოდიალიზს არ იტარებენ, პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ამიტომ ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით.
ბავშვები
ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.
ბავშვებში ისევე, როგორც მოზრდილებში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ ეფექტურობაზე. ფლუკონაზოლი ინიშნება ერთჯერადი დოზის სახით ყოველ დღე.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის. ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი.
ახალშობილები და ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე ასაკის):
ჩვენება
დოზირება
რეკომენდაციები
ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
საწყისი დოზა: 6მგ/კგ
შემდეგი დოზა: 3მგ/კგ დღეში ერთხელ
საწყისი დოზა გამოიყენება პირველ დღეს სტაბილური დონის უფრო სწრაფად მისაღწევად.
ინვაზიური კანდიდოზი
კრიპტოკოკური მენინგიტი
დოზა: 6-12მგ/კგ ერთხელ დღეში
ინფექციის სიმძიმის მიხედვით
შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში
დოზა: 6მგ/კგ ერთხელ დღეში
ინფექციის სიმძიმის მიხედვით
კანდიდოზის პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში
დოზა: 3-12მგ/კგ ერთხელ დღეში
გამოწვეული ნეიტროპენიის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით
მოზარდები (12- 17 ასაკის):
წონისა და პუბერტატული ასაკის მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს შესაფერის დოზას (მოზარდის ან ბავშვის). კლინიკური მონაცემების მიხედვით, ბავშვებში ფლუკონაზოლის კლირენსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილების 100, 200 და 400 მგ დოზები შეესაბამება ბავშვების 3, 6 და 12 მგ/კგ დოზებს მსგავსი სისტემური ექსპოზიციის მისაღწევად.
ბავშვებში გენიტალური კანდიდოზის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. სხვა პედიატრიული ჩვენებების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია მითითებულია 4.8. პუნქტში. მოზარდებში (12- 17 წლის ასაკის) გენიტალური კანდიდოზის მკურნალობისას გამოიყენება მოზრდილების დოზა.
ახალშობილები (0-27 დღე):
ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყოფა ნელია. ახალშობილებში ამ დოზის გამოყენება ეფუძნება შეზღუდულ ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებს.
ასაკობრივი ჯგუფი
დოზირება
რეკომენდაციები
ახალშობილები (0-14 დღე)
ინიშნება იგივე მგ/კგ დოზა, რაც ახალშობილებისა და ბავშვების შემთხვევაში, ყოველ 72 საათში ერთხელ
მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12მგ/კგ-ს ყოველ 72 საათში
ახალშობილები (15-27 დღე)
ინიშნება იგივე მგ/კგ დოზა, რაც ახალშობილებისა და ბავშვების შემთხვევაში, ყოველ 48 საათში ერთხელ
მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12მგ/კგ-ს ყოველ 48 საათში
მიღების წესი
ფლუკონაზოლის მიღება შესაძლებელია როგორც პერორალურად (კაფსულები და ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად) ასევე ინტრავენური ინფუზიის სახით (საინფუზიო ხსნარი) პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ინტრავენურიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლისას ან პირიქით, დღიური დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატის ყველაზე შესაფერისი ფარმაცევტული ფორმა და კონცენტრაცია ასაკის, წონისა და საჭირო დოზის მიხედვით. კაფსულის ფორმა არ არის გათვალისწინებული ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებისთვის. ფლუკონაზოლი პერორალურად მისაღები ხსნარის სახით ხელმისაწვდომია და უფრო შესაფერისია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობა
ობსერვაციულმა კვლევამ აჩვენა სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკი ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზოლით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლის კუმულატიური დოზის ≤150 მგ გამოყენებისას, რამდენიმე ათასი ორსული ქალისგან მიღებული მონაცემები არ მიუთითებს ნაყოფის მალფორმაციების საერთო რისკის ზრდაზე. ერთ დიდ დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში, ორსულობის პირველ ტრიმესტრში პერორალური ფლუკონაზოლის ექსპოზიცია დაკავშირებული იყო ძვალ-კუნთოვანი მალფორმაციების მცირედ მომატებულ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ ≤450მგ კუმულატიურ დოზას, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ ადგილობრივი აზოლებით, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ-ზე მეტ კუმულატიურ დოზას. შეფარდებითმა რისკმა შეადგინა 1,29 (95% სარწმუნო ინტერვალი: 1,05-1,58) 150 მგ ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას და 1,98 (95% სარწმუნო ინტერვალი: 1,23- 3,17) >450 მგ ფლუკონაზოლის მიღებისას.
თანდაყოლილი ანომალიები (მათ შორის ბრაქიცეფალია, ყურის დისპლაზია, დიდი წინა ყიფლიბანდი, ბარძაყის ძვლის გამრუდება და რადიოჰუმერალური სინოსტოზი) დაფიქსირდა იმ დედების ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის დიდი დოზებით (400-800 მგ/დღეში) კოქციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. კავშირი ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მოვლენებს შორის დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
დაორსულებამდე ერთჯერადი დოზის მიღების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის გამორეცხვის პერიოდი დაახლოებით 1 კვირა (რაც შეესაბამება 5-6 ნახევარგამოყოფის პერიოდს).
არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზები და მკურნალობის ხანმოკლე კურსები ორსულობის პერიოდში, უკიდურესი საჭიროების გარდა.
არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის დიდი დოზებით და/ან ხანგრძლივად გამოყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არსებობს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების განვითარების რისკი.
ლაქტაცია
ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს პლაზმაში არსებული კონცენტრაციების მსგავს მაჩვენებლებს. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ფლუკონაზოლის 150მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ. ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის განმეორებითი ან დიდი დოზებით მიღების შემდეგ. ძუძუთი კვების სარგებელი განვითარებასა და ჯანმრთელობისთვის გასათვალისწინებელია დედისთვის ფლუკონაზოლის კლინიკურ საჭიროებასთან და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე ფლუკონაზოლისა და დედის თანმხლები მდგომარეობის პოტენციურ გვერდით ეფექტებთან ერთად.
ფერტილობა
ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას მამრი ან მდედრი ვირთაგვების ფერტილობაზე.
გვერდითი ეფექტები
ფლუკონაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება და გამონაყარი. ფლუკონაზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ორგანოთა სისტემები
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
არახშირი: ანემია
იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ანაფილაქსია
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
არახშირი: მადის დაქვეითება
იშვიათი: ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ძილიანობა, უძილობა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი: კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა
იშვიათი: ტრემორი
ყურთან და ლაბირინთთან დაკავშირებული დარღვევები
არახშირი: ვერტიგო
გულთან დაკავშირებული დარღვევები
იშვიათი: პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება
გასტროინტესტინალური დარღვევები
ხშირი: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა
არახშირი: ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება
არახშირი: ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება
იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური დაზიანება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: გამონაყარი
არახშირი: მედიკამენტოზური დერმატიტი*, ჭინჭრის ციება, ქავილი, მომატებული ოფლიანობა
იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია
უცნობი სიხშირის: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები
არახშირი: მიალგია
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
არახშირი: დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ცხელება.
- მათ შორის, ფიქსირებული წამლისმიერი დაზიანება (FDE).
ბავშვები: ბავშვებში კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირებული არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგებში ცვლილებების ბუნება და სიხშირე, გარდა გენიტალური კანდიდოზის ჩვენებებისა, მოზრდილებში გამოვლენილი მნიშვნელობების მსგავსია.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
თავის თმიანი ნაწილის ტინეა (tinea capitis)
ბავშვებში ფლუკონაზოლის გამოყენება თავის თმიანი ნაწილის ტინეას (tinea capitis) სამკურნალოდ შესწავლილია. ფლუკონაზოლ ეფექტურობით არ აღემატება გრიზეოფულვინს და მკურნალობის საერთო ეფექტურობა შეადგენს არაუმეტეს 20%-ს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება თავის თმიანი ნაწილის ტინეას მკურნალობის მიზნით.
კრიპტოკოკოზი
სხვა ლოკალიზაციების კრიპტოკოკოზის (მაგალითად, პულმონალური და კანის კრიპტოკოკოზი) მკურნალობისას ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, რაც არ იძლევა დოზირების რეკომენდაციების გაკეთების საშუალებას.
კანდიდოზი
კვლევებმა აჩვენა Candida-ს სახეობებით (C. Albicans გარდა) გამოწვეული ინფექციების მზარდი გავრცელება. ხშირ შემთხვევაში მათ გააჩნიათ რეზისტენტობა (მაგ., C. krusei და C. auris) ან შემცირებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატიული ანტიმიკოზური თერაპია მკურნალობის წარუმატებლობის გამო. აქედან გამომდინარე, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ Candida-ს სხვადასხვა სახეობის რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.
ღრმა ენდემური მიკოზები
ენდემური მიკოზების სხვა ფორმების (როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, კანისა და ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი) მკურნალობისას ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, რაც არ იძლევა დოზირების რეკომენდაციების გაკეთების საშუალებას.
თირკმელების სისტემა
ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ცნობილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას და ეს ასევე, თუმცა იშვიათად, შეიძლება ეხებოდეს ფლუკონაზოლს. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა პრედნიზონთან ერთად გამოყენებასთან დაკაშირებით.
ჰეპატობილიარული სისტემა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლი გამოიყენება სიფრთხილით.
ფლუკონაზოლის გამოყენება, განსაკუთრებით სერიოზული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, დაკავშირებულია ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობის იშვიათ შემთხვევებთან, მათ შორის სიკვდილთან. ფლუკონაზოლთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევებში არ დაფიქსირებულა მკაფიო კავშირი პაციენტის ასაკთან ან სქესთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან და საერთო დღიურ დოზასთან. ჰეპატოტოქსიურობა, ზოგადად, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარების შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების განვითარების რისკზე.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ დარღვევაზე (მძიმე ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ფლუკონაზოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის გამოყენება, დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას კალიუმის არხის რექტიფიკატორის (Ikr) ინჰიბირებით. სხვა პრეპარატებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ის ინჰიბირებით. პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს, QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს. აღნიშნული მოიცავდა პაციენტებს სერიოზული დაავადებებითა და სხვადასხვა რისკ-ფაქტორით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტროლიტური დარღვევები და მედიკამენტების ერთდროული გამოყენება. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოკალემია და შორსწასული გულის უკმარისობა, იმყოფებიან სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიებისა და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება ამ პოტენციურად პროარითმული მდგომარეობის მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ის მეშვეობით.
ჰალოფანტრინი
ნაჩვენებია, რომ ჰალოფანტრინი ახანგრძლივებს QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზებით და წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს. ამიტომ მისი გამოყენება ფლუკონაზოლთან ერთად არ არის რეკომენდებული.
დერმატოლოგიური რეაქციები
იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლით მკურნალობისას პაციენტებს განუვითარდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შიდსით დაავადებულ ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ კანის სერიოზული რეაქციები ბევრ მედიკამენტზე. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლთან დაკავშირებული გამონაყარის განვითარების შემთხვევაში ფლუკონაზოლის მიღება უნდა შეწყდეს. ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში გამონაყარის გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა ბულოზური დაზიანების ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში.
დაფიქსირდა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
მომატებული მგრძნობელობა
დაფიქსირდა ანაფილაქსიის იშვიათი შემთხვევები.
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9-ისა და CYP3A4-ის საშუალო ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორი. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ფლუკონაზოლითა და ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ფერმენტებით.
ტერფენადინი
ფლუკონაზოლთან (დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით) ერთად ტერფენადინის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მსგავსი აზოლური ნაერთების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ტერფენადინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს 400 მგ დღეში ან უფრო დიდი დოზებით, მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების შესაბამისად.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან CYP3A4 ფერმენტის მეშვეობით, როგორიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
უკუნაჩვენებია შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება:
ციზაპრიდი: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლს და ციზაპრიდს, დაფიქსირდა გულის მოვლენების, მათ შორის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) შემთხვევები. კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 200 მგ დღეში ერთხელ და ციზაპრიდის 20მგ დღეში ოთხჯერ ერთდროული მიღება იწვევდა პლაზმაში ციზაპრიდის დონის მნიშვნელოვან მატებას და QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ტერფენადინი: პაციენტებში, რომლებიც ტერფენადინთან ერთად იღებდნენ აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, QTc ინტერვალის გახანგრძლივებით გამოწვეული სერიოზული გულის არითმიების განვითარების გამო, ჩატარდა ურთიერთქმედების კვლევები. ერთ კვლევაში, ფლუკონაზოლის 200მგ-ის დღიური დოზა არ იწვევდა QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. სხვა კვლევამ, ფლუკონაზოლის დღეში 400 მგ და 800 მგ გამოყენებისას აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 400 მგ ან მეტი დოზით მიღება დღეში მნიშვნელოვნად ზრდის ტერფენადინის კონცენტრაციას პლაზმაში, მათი ერთდროული მიღებისას. ფლუკონაზოლის 400მგ ან მეტი დოზით ტერფენადინთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. ფლუკონაზოლის დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ტერფენადინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასტემიზოლის კლირენსის შემცირება. ასტემიზოლის პლაზმური კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში განვითარდეს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes). ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
პიმოზიდი: მიუხედავად იმისა, რომ ფლუკონაზოლის პიმოზიდთან ერთად გამოყენება არ არის შესწავლილი in vitro ან in vivo, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. პიმოზიდის პლაზმური კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში განვითარდეს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes). ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ქინიდინი: მიუხედავად იმისა, რომ ფლუკონაზოლის ქინიდინთან ერთად გამოყენება არ არის შესწავლილი in vitro ან in vivo, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ქინიდინის გამოყენება უკავშირდება QT ინტერვალის გახანგრძლივებასა და იშვიათ შემთხვევებში, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარებას. ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია(torsades de pointes)) და, შედეგად, უეცარი კარდიული სიკვდილი. ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
არ არის რეკომენდებული შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება:
ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაციები CYP3A4-ზე მისი მაინჰიბირებელი ეფექტის გამო. ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია(torsades de pointes)) და, შედეგად, უეცარი კარდიული სიკვდილი. აღნიშნული კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას: ამიოდარონი: ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. სიფრთხილეა საჭირო, თუ აუცილებელია ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის დიდი დოზების (800 მგ) გამოყენებისას.
ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა და დოზის კორექცია:
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია AUC-ის 25%-ით შემცირება და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირება. პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ რიფამპიცინს, გასათვალისწინებელია ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.
ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის შეწოვის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევა არ ხდება ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს სხეულის სრული დასხივების შემდეგ.
ჰიდროქლოროთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ჰიდროქლოროთიაზიდის მრავალჯერადი დოზების გამოყენებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, გაზარდა ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში 40%-ით. ამ მასშტაბის ეფექტი არ საჭიროებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ შარდმდენებს.
ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე:
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450 (CYP) 2C9 და 3A4 იზოენზიმების საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოენზიმის ძლიერი ინჰიბიტორი. ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტირებული ურთიერთქმედებების გარდა, ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას არსებობს CYP2C9-ით, CYP2C19-ითა და CYP3A4-ით მეტაბოლიზებული სხვა ნაერთების პლაზმური კონცენტრაციების მომატების რისკი. ამიტომ, ამ კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და პაციენტების მკაცრი მონიტორინგი. ფლუკონაზოლის ფერმენტების დამთრგუნველი ეფექტი ნარჩუნდება ფლუკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 4-5 დღის განმავლობაში, ფლუკონაზოლის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო.
აბროციტინიბი: ფლუკონაზოლმა (CYP2C19, 2C9, 3A4 ინჰიბიტორი) აბროციტინიბის აქტიური ნაწილის ექსპოზიცია 155%-ით გაზარდა. ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, აბროციტინიბის დოზა უნდა დაკორექტირდეს აბროციტინიბის დანიშნულების შესაბამისად.
ალფენტანილი: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლის (400 მგ) და ალფენტანილის (20მკგ/კგ) ინტრავენურად ერთდროულად შეყვანისას, ალფენტანილის AUC-10 2-ჯერ გაიზარდა, სავარაუდოდ, CYP3A4-ის ინჰიბირების გამო. შესაძლოა საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. 5-ნორტრიპტილინის და/ან S-ამიტრიპტილინის კონცენტრაციების გაზომვა შესაძლებელია კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და ერთი კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.
ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B–ს ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში, ნორმალური და შესუსტებული იმუნიტეტით, აჩვენა შემდეგი შედეგები: C. albicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის შემთხვევაში აღინიშნა მცირე ადიტიური ანტიფუნგალური ეფექტი; Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ინტრაკრანიალური ინფექციის შემთხვევაში ურთიერთქმედება არ დაფიქსირდა; ხოლო Aspergillus fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს გამოვლინდა ამ ორი პრეპარატის ანტაგონიზმი. ამ კვლევებში მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ანტიკოაგულანტები: პოსტმარკეტინგული მონიტორინგის ფარგლებში, როგორც სხვა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლს ვარფარინთან ერთად იღებდნენ, პროთრომბინის დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სისხლდენის შემთხვევები (სისხლჩაქცევები, ეპისტაქსისი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ჰემატურია და მელენა). ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას პროთრომბინის დრო 2-ჯერ გაიზარდა, სავარაუდოდ, ვარფარინის მეტაბოლიზმის CYP2C9 იზოენზიმით ინჰიბირების გამო. პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლთან ერთად იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროის მკაცრი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების) მაგ.: მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალური მიღების შემდეგ, ფლუკონაზოლმა გამოიწვია მიდაზოლამის კონცენტრაციის და ფსიქომოტორული ეფექტების მნიშვნელოვანი ზრდა. ფლუკონაზოლის 200 მგ და მიდაზოლამის 7.5 მგ პერორალურად ერთდროული მიღებისას მიდაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი შესაბამისად 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ გაიზარდა. ფლუკონაზოლის 200მგ დღიური დოზით 0.25მგ ტრიაზოლამთან ერთად პერორალურად მიღებისას გაიზარდა ტრიაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი, შესაბამისად, 4.4-ჯერ და 2.3-ჯერ. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ტრიაზოლამის ეფექტის გაძლიერება და გახანგრძლივება. იმ შემთხვევაში, თუ ფლუკონაზოლის თერაპიის დროს აუცილებელია ბენზოდიაზეპინის გამოყენება, გასათვალისწინებელია ბენზოდიაზეპინის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და დაფიქსირდა შრატში კარბამაზეპინის დონის 30%-ით მომატება. არსებობს კარბამაზეპინის ტოქსიკურობის განვითარების რისკი. კონცენტრაციის/მოქმედების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია.
კალციუმის არხების ბლოკერები: ზოგიერთი კალციუმის არხის ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4-ის მეშვეობით. ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს კალციუმის არხის ანტაგონისტების სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებულია გვერდითი მოვლენების ხშირი მონიტორინგი.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200მგ) ერთად მიღებისას, ცელეკოქსიბის Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 68%-ით და 134%-ით. ფლუკონაზოლთან კომბინაციის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ნახევრის გამოყენება.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპია იწვევს შრატში ბილირუბინის და კრეატინინის დონის მატებას. კომბინაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შრატში ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატების რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: ფენტანილის ფლუკონაზოლთან შესაძლო ურთიერთქმედების გამო ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად აფერხებს ფენტანილის გამოყოფას. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დეპრესია. აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი რესპირატორული დეპრესიის პოტენციური რისკის გამოსავლენად. შესაძლოა საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები: მიოპათიისა და რაბდომიოლიზის რისკი იზრდება (დოზადამოკიდებული), როდესაც ფლუკონაზოლი გამოიყენება HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის მეშვეობით, როგორიცაა ატორვასტატინი და სიმვასტატინი, ან CYP2C9-ის მეშვეობით, როგორიცაა ფლუვასტატინი (სტატინის ღვიძლის მეტაბოლიზმის შემცირება). ერთდროული თერაპიის საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს პაციენტზე სათანადო დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლოზის სიმპტომებზე და აგრეთვე ჩატარდეს კრეატინკინაზას დონის კონტროლი. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს, კრეატინინკინაზას დონის მკვეთრი მატების ან მიოპათიის/რაბდომიოლიზის დადასტურების ან მასზე ეჭვის შემთხვევაში. სტატინების დანიშნულების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზებით გამოყენება.
იბრუტინიბი: CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან იბრუტინიბის პლაზმურ კონცენტრაციებს და შეიძლება გაზარდონ ტოქსიკურობის რისკი. კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ინჰიბიტორის მიღების დროს შეამცირეთ იბრუტინიბის დოზა 280 მგ-მდე დღეში ერთხელ (ორი კაფსულა) და უზრუნველყავით მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.
ივაკაფტორი (ცალკე ან კომბინაციაში იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან): ივაკაფტორთან, კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის მარეგულირებელი ცილის (CFTR) გამაძლიერებელთან ერთად მიღებისას ივაკაფტორის ექსპოზიცია 3-ჯერ და ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორის (M1) ექსპოზიცია 1.9-ჯერ გაიზარდა. ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დოზა უნდა შემცირდეს ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დანიშვნის ინსტრუქციის შესაბამისად.
ოლაპარიბი: CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის ოლაპარიბის პლაზმურ კონცენტრაციას; მათი ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის. კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოლაპარიბის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს დღეში ორჯერ.
იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი):
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის 200მგ/დღეში და ციკლოსპორინის (2.7 მგ/კგ/დღეში) ერთად მიღებისას ციკლოსპორინის AUC 1.8-ჯერ გაიზარდა. ამ კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია ციკლოსპორინის დოზის შემცირებით, ციკლოსპორინის კონცენტრაციიდან გამომდინარე.
ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ არ არის შესწავლილი in vivo ან in vitro, ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს შრატში ევეროლიმუსის კონცენტრაცია CYP3A4-ის ინჰიბირების გზით.
სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის CYP3A4-ით და P-გლიკოპროტეინით ინჰიბირების გზით. მოცემულიკომბინაციის გამოყენება შესაძლებელია სიროლიმუსის დოზის კორექციით მოქმედების /კონცენტრაციის მიხედვით.
ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლმა შეიძლება 5-ჯერ გაზარდოს პერორალურად მიღებული ტაკროლიმუსის შრატის კონცენტრაცია ნაწლავებში CYP3A4-ის მეშვეობით ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. ტაკროლიმუსის ინტრავენური შეყვანისას ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ტაკროლიმუსის მომატებული დონე დაკავშირებულია ნეფროტოქსიურობასთან. პერორალურად მისაღები ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.
ლოსარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოსარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-3174), რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონიზმზე, რომელიც ვითარდება ლოსარტანით მკურნალობის დროს. პაციენტებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა.
ლურასიდონი: CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეიძლება გაზარდონ ლურასიდონის პლაზმური კონცენტრაციები. ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, შეამცირეთ ლურასიდონის დოზა ლურასიდონის დანიშნულების შესაბამისად.
მეტადონი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს შრატში მეტადონის კონცენტრაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ფლურბიპროფენის Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 23%-ით და 81%-ით ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, ფლურბიპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით. ანალოგიურად, ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენი] Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 15%-ით და 82%-ით ფლუკონაზოლის რაცემიულ იბუპროფენთან (400მგ) ერთად მიღებისას, რაცემიული იბუპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (მაგ., ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი მოვლენებისა და ტოქსიკურობის ხშირი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200მგ ფლუკონაზოლის და 250მგ ფენიტოინის ინტრავენურად ერთდროული განმეორებითი მიღებისას ფენიტოინის AUC24-ის 75%-ით და Cmin-ის 128%-ით ზრდა დაფიქსირდა. ერთდროული გამოყენებისას, ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
პრედნიზონი: აღწერილია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, პრედნიზონით მკურნალობის ფონზე განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის შეწყვეტამ, სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაძლიერება, შედეგად პრედნიზოლონის მეტაბოლიზმის დაჩქარება. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ ფლუკონაზოლსა და პრედნიზოლონს, ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის ნიშნების გამოვლენის მიზნით.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის შრატში რიფაბუტინის კონცენტრაციას, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC-ის 80%-მდე ზრდას. არსებობს უვეიტის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლსა და რიფაბუტინს. კომბინირებული თერაპიის დანიშვნისას უნდა იქნას გათვალისწინებული რიფაბუტინის ტოქსიკურობის სიმპტომები.
საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC-ს და Cmax-ს დაახლოებით 50%-ით და 55%-ით, შესაბამისად, ღვიძლში საკვინავირის მეტაბოლიზმის CYP3A4-ის მეშვეობით ინჰიბირების და Pg-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გამო. საკვინავირთან/რიტონავირთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის და შესაძლოა უფრო გამოხატული იყოს. შესაძლოა საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექცია.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალურად მიღებული სულფონილშარდოვანას წარმოებულების (მაგ., ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს. ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის ხშირი მონიტორინგი და სულფონილშარდოვანას წარმოებულის დოზის შესაბამისად შემცირება.
თეოფილინი: პლაცებო-კონტროლირებად ურთიერთქმედების კვლევაში, ფლუკონაზოლის 200 მგ დოზით 14 დღის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია თეოფილინის პლაზმური კლირენსის საშუალო სიჩქარის 18%-ით შემცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის დიდ დოზებს ან სხვაგვარად, თეოფილინის ტოქსიკურობის მომატებული რისკის ქვეშ არიან, ფლუკონაზოლის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ თეოფილინის ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის მიზნით. ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, თერაპია უნდა შეიცვალოს.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც იწვევენ როგორც CYP3A4-ის საშუალო ინჰიბირებას, ასევე CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბირებას (მაგ., ფლუკონაზოლი). ამიტომ, ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით; Cmax 80%-ით), როდესაც ტოლვაპტანი, CYP3A4 სუბსტრატი, მიიღება ფლუკონაზოლთან, CYP3A4 საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორთან ერთად, რაც იწვევს გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვნად ზრდას, განსაკუთრებით ჭარბ დიურეზს, დეჰიდრატაციას და თირკმლის მწვავე უკმარისობას. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს და პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
გველის სუროს ალკალოიდები: მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა შესაძლოა გაზარდოს გველის სუროს ალკალოიდების (მაგ., ვინკრისტინი და ვინბლასტინი) პლაზმური დონე და გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, შესაძლოა CYP3A4-ის დამთრგუნველი ეფექტის გამო.
ვიტამინი A: ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაზე დაყრდნობით, რომელიც ერთდროულად იღებდა სრული ტრანს-რეტინმჟავასა (A ვიტამინის ფორმა) და ფლუკონაზოლს, განუვითარდა ცენტრალური ნერვული სისტემის გვერდითი მოვლენები თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის სახით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ეს კომბინაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუმცა გასათვალისწინებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი): ვორიკონაზოლისა (400 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ 1 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ 2.5 დღის განმავლობაში) და ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ ყოველ 24 საათში ერთხელ 4 დღის განმავლობაში) ერთდროულმა პერორალურმა გამოყენებამ მამრობითი სქესის 8 ჯანმრთელ პაციენტში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUC-ის ზრდა საშუალოდ 57%-ით (90% CI: 20%, 107%) და 79%-ით (90% CI: 40%, 128%), შესაბამისად. ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის და/ან გამოყენების სიხშირის შემცირება, რომელიც ამ ეფექტს აღმოფხვრის, დადგენილი არ არის. ვორიკონაზოლის ფლუკონაზოლის შემდეგ თანმიმდევრულად გამოყენებისას რეკომენდებულია ვორიკონაზოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების მონიტორინგი.
ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Cmax-სა და AUC-ს შესაბამისად 84%-ით და 74%-ით, რაც უკავშირდება ზიდოვუდინის კლირენსის შემცირებას დაახლოებით 45%-ით პერორალური გამოყენებისას. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასევე გახანგრძლივდა დაახლოებით 128%-ით ფლუკონაზოლთან კომბინირებული თერაპიის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოცემულ კომბინაციას, აუცილებელია მონიტორინგი ზიდოვუდინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების გამო. შესაძლოა განხილული იყოს ზიდოვუდინის დოზის შემცირება.
აზითრომიცინი: ღია რანდომიზებული სამმხრივი ჯვარედინი კვლევის ფარგლებში 18 ჯანმრთელ პაციენტში შეფასდა აზითრომიცინის 1200მგ ერთჯერადი პერორალური დოზის გავლენა ფლუკონაზოლის 800მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე ფლუკონაზოლის გავლენა აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე. ფლუკონაზოლსა და აზითრომიცინს შორის მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
პერორალური კონტრაცეპტივები: ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზების გამოყენებით კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა. 50მგ ფლუკონაზოლის გამოყენებით ჩატარებულ კვლევაში ჰორმონების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა, ხოლო 200მგ/დღეში გამოყენებისას ეთინილესტრადიოლის და ლევონორგესტრელის AUC გაიზარდა შესაბამისად 40%-ით და 24%-ით. ამგვარად, აღნიშნული დოზებით ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობაზე.
დოზის გადაჭარბება
დაფიქსირდა ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები და ასევე ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის გამოვლენა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომატური მკურნალობა (კომბინირებული დამხმარე ღონისძიებებთან და საჭიროების შემთხვევაში კუჭის ამორეცხვასთან ერთად) შეიძლება საკმარისი იყოს.
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით; მოცულობითი დიურეზის გამოწვევა, სავარაუდოდ, გაზრდის ელიმინაციის სიჩქარეს. სამ-საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს პლაზმის დონეს დაახლოებით 50%-ით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
1x1 კაფსულა დაფასოებულია Alu/PVC ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
36თვე
წარმოებულია Centurion Laboratories Pvt.Ltd.,-ის (ინდოეთი, 391775, გუჯარათი, მანჯუსარი, ტალ სავლი, Biotechpark, Plot No. P 2) მიერ
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd.-სთვის (1101-B, 1102, 1103, მე-11 სართული, South Tower, ONE42, ამბლი, ბოპალის ქუჩა, ჯაინტილალის პარკი, ბოდაკდევი, აჰმედაბადი- 380054, გუჯარათი, ინდოეთი)
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.