ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

ტრიამ-დენკ 40 ინექცია

Triam-Denk 40 injection

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ტრიამ-დენკ 40 ინექცია გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან (არ გამოიყენება ინტრამუსკულარული ინექციის სახით 16 წლამდე ასაკის ბავშვებში). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
triamcinolone
ფორმა და შეფუთვა
40მგ/მლ 1მლ ინტრამუსკულურად, ინტრაარტიკულურად ან ინტრაფოკალურად შესაყვანი საინექციო სუსპენზია ყვითელი ფერის მინის ამპულა №10
მწარმოებელი
Fisiopharma S.r.l., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-045561
რეგისტრირებულია
28 მაისი 2026, მოქმედებს 28 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრიამ-დენკ 40 ინექცია და სხვა წამალი ერთად

ტრიამ-დენკ 40 ინექცია — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრიამ-დენკ 40 ინექცია გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან (არ გამოიყენება ინტრამუსკულარული ინექციის სახით 16 წლამდე ასაკის ბავშვებში).

ინტრამუსკულარული ინექცია:

როდესაც საჭიროა დეპო კორტიკოსტეროიდული მკურნალობა, მათ შორის ზოგიერთი ტიპის ალერგია და დერმატოლოგიური და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

სეზონური ალერგიების დროს, შესაძლებელია მთელი პერიოდის განმავლობაში მიაღწიონ სიმპტომების რემისიას ერთი ინტრამუსკულარული ინექციის საშუალებით

ინტრაარტიკულარული ინექცია:

ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, მოძრაობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად

რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართრიტით და პოდაგრის დროს მიმდინარე მწვავე ართრიტით გამოწვეული სახსრის ტკივილის, შეშუპების და რიგიდობის შესამსუბუქებლად.

ინტრაფოკალური ინექცია:

მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტი და მწვავე, არასპეციფიკური ტენოსინოვიტი.

კრისტალური სუსპენზია ძირითადად გამოიყენება მსხვილი სახსრების სახსარშიდა თერაპიის დროს, სადაც მცირე კრისტალური ზომის სუსპენზიებს შეიძლება ჰქონდეთ უკეთესი ადგილობრივი მოქმედება. სახსარში შეიძლება გამოყენებულ იქნას სუსპენზიები ხანგრძლივი დროით, რადგან ამ დროს დიდია ადგილობრივი მოქმედება გახანგრძლივებული პერიოდით. იხ. პუნქტი 5.2 ტრიამცინოლონ აცეტონიდის ხანგრძლივი დროით მოქმედებისთვის.

წვრილი სახსრები პირველ რიგში უნდა დამუშავდეს წყალხსნარებით ან მიკროკრისტალური სუსპენზიებით, რადგან ქსოვილის გაღიზიანება უფრო ნაკლებია.

რეკომენდებულია, გლუკოკორტიკოსტეროიდების (ან მიკროკრისტალური სუსპენზიების) წყალხსნარების გამოყენება ინფილტრაციული თერაპიისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული კრისტალური რეაქციები და განსაკუთრებით მყესების დაზიანება და მყესების გაწყვეტა.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული პრეპარატის შეყვანა ხდება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია განკუთვნილია ინტრამუსკულარული, ინტრაარტიკულარული და ინტრაფოკალური ინექციებისთვის. დეტალებისთვის იხილეთ დოზირება.

დოზირება და მიღების წესი

ინტრამუსკულარული ინექცია

კორტიკოსტეროიდების დოზა ყოველთვის უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის და მკურნალობის ეფექტურობის შესაბამისად.

მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ (1 მლ), რომელიც შეჰყავთ ღრმად, დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა მეოთხედში (არ შეიძლება ინტრავენურად ან კანქვეშ). მძიმე დაავადებების შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს 80 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდის დოზის შეყვანა. დუნდულა კუნთში ღრმა ინექციისას ხდება ქსოვილოვანი ატროფიისგან (შეკუმშვა) თავის არიდება, რაც შესაძლებელია განვითარდეს სხვა შემთხვევაში. ინექციის შემდეგ სტერილური ტამპონი მჭიდროდ უნდა დაეჭიროს ინექციის ადგილას 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სუსპენზიის უკუდინება ინექციის ადგილიდან.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგიული რინიტი ან ყვავილის მტვერით გამოწვეული ასთმა (პოლინოზი) და რომელიც არ ექვემდებარება ზოგად მკურნალობას, 40 მგ დოზის შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ სიმპტომების რემისია, რაც შესაძლებლია გაგრძელდეს მთელი ყვავილობის სეზონის განმავლობაში. თუ რამდენიმე ინექცია არის საჭირო, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.

ინტრაარტიკულარული ინექცია:

ინტრაარტიკულარულად შეყვანისას დოზა დამოკიდებულია სახსრის ზომასა და სიმპტომების სიმძიმეზე. ზოგადად, ქვემოთ მოცემული დოზები საკმარისია სიმპტომების გასაუმჯობესებლად მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 2):

წვრილი სახსარები (მაგ. ხელის და ფეხის თითები)

10 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

საშუალო ზომის სახსრები (მაგ. მხარი, იდაყვი)

20 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

მსხვილი სახსრები (მაგ. თეძო, მუხლი)

20-40 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

თუ რამდენიმე სახსარი არის დაზიანებული, მაშინ შესაძლებელია დაინიშნოს 80 მგ-მდე.

თავიდან უნდა მოხდეს სახსარში დაგროვებული ნებისმიერი სახის სითხის დრენაჟი, რათა უფრო ჩქარა მიაღწიონ ტკივილის შემსუბუქებას და თავიდან აიცილონ კორტიკოსტეროიდების არასასურველი განზავება.

ინექცია უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის დაგროვება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ინექციის დროს საჭიროა ასეპტიკის მკაცრი პირობების დაცვა. ინტრაარტიკულარული ინექციისას, კანი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც ოპერაციის დროს. პერიარტიკულურ რბილ ქსოვილში შემთხვევით მოხვედრისას არ მიიღწევა ისეთივე ეფექტი, როგორც ინტრაარტიკულარული ინექციის დროს. იგი მოქმედებს ისეთივე მექანიზმით, როგორც ინტრამუსკულარული ინექცია.

განმეორებითი შეყვანისას, ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 კვირა.

წვრილი სახსრები უმჯობესია დამუშავდეს წყალხსნარებით ან მიკროკრისტალური სუსპენზიებით, რადგან ქსოვილის გაღიზიანება ნაკლებია.

ინტრაფოკალური ინექცია

ინტრაფოკალური მკურნალობის დროს, მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი 2) ინიშნება 10 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი მცირე ზომის ადგილებისთვის და 10-40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი დიდი ზომის ადგილებისთვის, რაც დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის ზომასა და ადგილმდებარეობაზე.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია გადანაწილდება მარაოსებურად ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. თავიდან უნდა იქნას აცილებული უფრო დიდ ადგილებზე გამოყენება.

მყესების ანთებისა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე, რათა ინექცია არ გაკეთდეს უშუალოდ მყესში. განმეორებითი გამოყენების დროს, ინექციებს შორის უნდა იყოს დაცული 3-4 კვირიანი ინტერვალი.

თუ ფიქრობთ, რომ ტრიამ-დენკ 40 ინექციის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ბუნებასა და სიმძიმეზე, რასაც განსაზღვრას ექიმი.

ალერგიული რინიტის და სხვა სეზონური ალერგიული დაავადებების მკურნალობის დროს ტრიამ-დენკ 40 ინექციის 1 ამპულის ინტრამუსკულარული შეყვანა (=40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი) წელიწადში ერთხელ, ყვავილობის სეზონის დროს ჩვეულებრივ საკმარისია. თუ საჭიროა რამდენიმე ინექციის გაკეთება, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.

ინტრაარტიკულარული ინექციისას საჭიროა ისეთივე პირობების დაცვა, როგორც სახსრის ღია ოპერაციის დროს და უნდა ჩატარდეს მკაცრ ასეპრიკურ პირობებში. ზოგადად, ტრიამ-დენკ 40 ინექციის 1 ინტრაარტიკულარული შეყვანა საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ საჭიროა მეორე ინექციის შეყვანა, იგი არ უნდა გაკეთდეს სულ მცირე 3-4 კვირის განმავლობაში. ერთ სახსარში ინექციის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს 3-4-მდე. განსაკუთრებით განმეორებითი ინექციის შემდეგ, დაზიანებული სახსარი უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფილტრაცია:

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეჰყავთ ყველზე ძლიერი ტკივილის არეში ან მყესის მიმაგრების ადგილებში.

უკუჩვენებები

ტრიამცინოლონ აცეტონიდი არ ინიშნება აქტიური ნივთიერების, ბენზოლის სპირტის, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატის, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატის, ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს სხვა უკუჩვენება მისი ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისთვის. თერაპიის მოსალოდნელი წარმატება უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელ გვერდით ეფექტებს.

არ შეიძლება ტრიამ-დენკ 40 ინექციის შეყვანა თვალის მინისებრ სხეულში (ინტრავიტრეალური გზით).

ხანგრძლივი დროით თერაპია უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლული, მწვავე ოსტეოპოროზი, თუ ანამნეზში აღინიშნება ფსიქიატრიული დაავადება, მწვავე ვირუსული დაავადება, მაგალითად სირსველი (herpes zoster), ჰერპესული ბუშტუკები (herpes simplex), ჩუტყვავილა (varicella), ამებიაზი, HBsAg-დადებითი ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ვაქცინაციამდე დაახლოებით 8 კვირით ადრე და 2 კვირის შემდეგ, ტუბერკულოზური ან ათაშანგული კანის პროცესები, შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები (სისტემური მიკოზი) და პარაზიტოზი, პოლიომიელიტი, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი) ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კანის ანთება პირის ირგვლივ (პერიორალური დერმატიტი), როზაცეა, აბსცესი და ჩირქოვანი ინფექციები, გულყრები, მიასთენია, გლაუკომა (ვიწრო და ღია კუთხოვანი გლაუკომა).

ინტრაარტიკულარული ინექცია და ინფილტრაციული თერაპია

ინფექცია იმ სახსარში ან მის გარშემო, რომელსაც მკურნალობენ, ბაქტერიული ართრიტი, იმ სახსრის არასტაბილურობა, რომელსაც მკურნალობენ, სისხლდენისკენ მიდრეკილება (სპონტანური ან ანტიკოაგულაციური), პერიარტიკულარული კალციფიკაცია, არავასკულარიზებული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯა, შარკოს სახსარი, ფსორიაზი შეყვანის ადგილას

შენიშვნა

მათი თანდაყოლილი ბუნებიდან გამომდინარე, გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრა-არტიკულარული შეყვანა ზრდის სახსრის ინფექციის განვითარების რისკს.

გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და განმეორებითმა გამოყენებამ იმ სახსრებზე, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, შესაძლებელია გააუარესოს სახსრის დეგენერაციული ცვლილებები. შესაძლო მიზეზია დაზიანებული სახსრის გადატვირთვა მას შემდეგ, რაც მოხდება ტკივილის და სხვა სიმპტომების გაქრობა.

არსებული ინფექციის შემთხვევაში, ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინექცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციფიკურ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ტუბერკულოზი (სიფრთხილით: რეაქცივაცია), მაშინ იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ტუბერკულოსტატურ პრეპარატებთან ერთად.

დიაბეტიან პაციენტებში ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინექციის გამოყენებისას, გასათვალისწინებელია ინსულინის ან სხვა ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებისადმი მოთხოვნილების გაზრდა.

ტრიამცინოლონ აცეტონიდის ინექციით მკურნალობის დროს, საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი ისეთ პაციენტებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები (კარდიალური უკმარისობა), უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს მისი მიმდინარეობის გაუარესების რისკი.

რადგან არსებობს ნაწლავის კედლის გასკდომის (ნაწლავის პერფორაციის) რისკი, ტრიამცინოლონ აცეტონიდის ინექცია ინიშნება მხოლოდ პირდაპირი ჩვენების შემთხვევაში და განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მწვავე ანთება (წყლულოვანი კოლიტი) და აქვს პერფორაციის რისკი, ასევე დივერტიკულიტის და ნაწლავის ანასტომოზის (უშუალოდ პოსტოპერაციული) დროს.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება კუნთების მძიმე დაავადებები, მიდრეკილება თრომბოზის ან ემბოლიის მიმართ, მეტასტაზური კარცინომა, მწვავე გლომერულონეფრიტი და ქრონიკული ნეფრიტი.

ინტრამუსკულარული ინექციით შეყვანილი კორტიკოსტეროიდები უკუნაჩვენებია იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის შემთხვევაში.

ბავშვები

არ შეიძლება ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ინტრამუსკულარულად შეყვანა 16 წლამდე ასაკის მოზარდებში. ზოგადად, ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ გამოიყენება ზრდის ასაკში, თუ არ არსებობს პირდაპირი ჩვენება.

ვინაიდან, ტრიამ-დენკ 40 ინექცია არის კრისტალური სუსპენზია, მისი შეყვანა არ ხდება ინტრავენურად.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

შენიშვნა

სუსპენზია უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად.

ასევე სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექცია. ეს განსაკუთრებით ეხება სახეს (ტუჩების ზემოთ) და სკალპს, ისევე როგორც დუნდულა კუნთში ინექციას.

ამოღებამდე, კრისტალური სუსპენზია უნდა შემოწმდეს შეიცავს თუ არა ხილულ ბელტებს, ან კრისტალურ აგლომერაციენს. თუ კრისტალური სუსპენზიაში ვლინდება აგლომერაცია, ამგვარი პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება. ამოღების შემდეგ, ინექციის შეყვანა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან იქნას აცილებული შპრიცში კრისტალის დეპონირება. ინექციის შეყვანა უნდა განხორციელდეს უკიდურესი სიფრთხილით. ინტრავასკულარული ინექცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და ინექცია უნდა განხორციელდეს მკაცრ ასეპტიკურ პირობებში (ინფექციის რისკი).

ინტრამუსკულარული გამოყენება

შეყვანის ადგილებს შორის მანძილი დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 1 სმ-ით; ინექციის ადგილი და ინექციის მოცულობა კარგად უნდა იყოს კოორდინირებული, კანის შესაძლო ატროფიის თავიდან ასაცილებლად.

სხვა ინსტრუქციები:

ტრიამ-დენკ 40 ინექციას აქვს ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი, და შესაბამისად არ გამოიყენება მწვავე გართულებების დროს. მიზნობრივი თერაპია უნდა გატარდეს ანთებითი დაავადების ყველა შემთხვევაში.

ტრიამცინოლონ აცეტონიდის ინექციის უსაფრთხოება სუბკონიუნქტივალური და რეტრობულბარული ინექციის შემთხვევაში არ არის დადგენილი.

გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მხრივ დაზიანება, მაგალითად რქოვანას დაზიანება (და რქოვანას პერფორაცია) და ეგზოფთალმოები, სტეროიდული კატარაქტა (წინა სუბკაფსულარული სიბრმავე) და სტეროიდით გამოწვეული გლაუკომა (ოპტიკური ნერვის შესაძლო დაზიანება). სავარაუდოდ იზრდება თვალის მეორეული ინფექციების განვითარების რისკი.

მხედველობის მხრივ დარღვევები

კორტიკოსტეროიდების სისტემურმა და ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნა შესაძლო მიზეზების შესაფასებლად; აღნიშნული მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSC), რაც დაფიქსირდა სისტემური ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თვალის მარტივი ჰერპესული ინფექცია, რადგან შეიძლება გამოვლინდეს რქოვანს პერფორაცია.

თირკმლისზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენების დროს, რომელიც შეიძლება გაგრძლედეს რამდენიმე თვის განმავლობაში, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც კი. შეიძლება საჭირო გახდეს, თირკმელზედა ჯირკვლის სუბსტიტუცია, ტრამვის შემდეგ ან ქირირგიული ჩარევის შემდეგ განვითარებულ სტრესულ სიტუაციაში, ან მწვავე დაავადების შემთხვევაში (ამ პერიოდში გამოვლენილი).

ვინაიდან, შესაძლებელია მინერალოკორტიკოიდების ენდოგენური წარმოქმნა შემცირდეს, ძირითადი მარილები და/ან მინირალოკორტიკოიდები მიიღება კომბინირებულად.

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებისათვის, კორტიკოსტეროიდების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები: არააქტიური ფარისებრი ჯირკვლის მქონე პაციენტებში, თირკმლისზედა ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლური კლირენსი მცირდება და იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდის დოზის კორექცია.

კორტიკოსტეროიდის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიატრიული დარღვევები, მათ შორის ძილის მხრის დარღვევები/უძილობა, დეპრესია (ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე), ეიფორია, განწყობის არამდგრადობა, ფსიქოზური დეპრესია და პიროვნებისეული დარღვევები. უკვე არსებული ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზი შეიძლება გამწვავდეს კორტიკოსტეროიდებით. ანტიდეპრესანტების გამოყენება არაეფექტური იქნება და შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლისზედა ჯირკვლის სამკურნალო ჰორმონით გამოწვეული ფსიქიატრიული დაავადების გამწვავება.

ინტრაარტიკულარული მიღება

სახსრის ნებისმიერმა პუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ნერვების დაზიანება, ასევე პერი-არტიკულარული და არტიკულარული სტრუქტურების დაზიანება.

გლუკოკორტიკოსტეროიდების პერი–არტკულარული შეყვანა ზრდის ნივთიერებასთან დაკავშირებულ სახსრის ინფექციის რისკს. ეს უნდა განვასხვავოთ კრისტალური სინოვიტისგან, რომელიც ხდება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, არ იწვევს სისტემურ სიმპტომებს და კვლავ ქრება რამდენიმე დღეში. კრისტალური სინოვიტის გაჩენა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია პროდუქტში კრისტალების ზომაზე (იხ. პუნქტი 5.2)

ინტრა-არტიკულარული გზით გლუკოკორტიკოსტეროიდის შეყვანის შემდეგ, პაცინტებისთვის უნდა გაიცეს რეკომენდაცია, რომ მათი სახსრების მხრივ დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი, მათ შორის სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი. წინააღმდეგ, შემთხვევაში არსებობს არტიკულარული დაზიანების რისკი.

ინტრა-არტიკულარული ინექციის დროს, სახსრის კაფსულა არ უნდა იყოს ზედმეტად გადახრილი, და ნემსი არ უნდა იყოს დაბინძურებული საინექციო ხსნარით, რადგან შეიძლება განვითარდეს კანქვეშა ატროფია.

ინტრა-არტიკულარული ინექციის განმეორებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს ერთობლივი დესტაბილიზაცია. ამრიგად რეკომენდებულია რენტგენოლოგიური მონიტორინგი, განსაკუთრებით, როდესაც ხდება განმეორებითი შეყვანა. სეპტიკური ართრიტი განხილული უნდა იქნას, თუ მოიმატებს გართულებები, როგორიც არის ტკივილის მომატება, ადგილობრივი შეშუპება შემდგომ მოძრაობის გართულებით, მაღალი ტემპერატურა და გულისრევა. თუ აღნიშნული გართულებები გამოვლინდა და დადასტურდა სეპტიკური ართრიტი, ტრიამცინოლონის მიღება უნდა შეწყდეს.

სტეროიდების შეყვანა არ შეიძლება უკვე ინფიცირებულ სახსარში. არ შეიძლება განმეორებითი ინექციის შეყვანა მყესის ანთებით გარსზე, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა.

ინფილტრაციული თერაპია

ნებისმიერმა ფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ნერვების დაზიანებები, ასევე პერი-არტიკულარული სტრუქტურები. გლუკოკორტიკოსტეროიდების ინფილტრაციული გამოყენება ზრდის ნივთიერებასთან დაკავშირებულ ინფექციის რისკს დამუშავებული ქსოვილის სტრუქტურების ირგვლივ.

გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა არ უნდა მოხდეს არასტაბილურ სახსრებში და მალთაშუა სივრცეებში. ოსტეოართრიტით დაზიანებულ სახსრებში განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება დააჩქაროს ცხიმის განადგურება. აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული გლუკოკორტიკოსტეროიდების პირდაპირი ინექციები მყესებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესების შემდგომი რღვევა.

გლუკოკორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა და განმეორებითმა შეყვანამ წონის მატარებელ პაციეტებში შეიძლება გამოიწვიოს ცვეთა და ცვეთასთან დაკავშირებული სახსრების ცვლილებების გამწვავება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს დაზიანებულ სახსრის გადატვირთვა ტკივილის ან სხვა სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

გლომერულური ფილტრაციის შემცირებული სიჩქარით მიმდინარე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია განვითარდეს შეშუპება. წონის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თან ახლავს აზოტის უარყოფითი ბალანსი, კუნთების ატროფია, და სისუსტე.

შეიძლება განმეორდეს ანამნეზში არსებული კუჭის წყლული, პერფორაციით ან სისხლდენით, რომელიც თავდაპირველად ასიმპტომურია. თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონით მკურნალობამ შესაძლებელია განავითაროს კუჭის მჟავის წარმოქმნის მომატება და კუჭის წყლულის განვითარების რისკი, რეკომენდებულია გასტრიტის საწინააღმდეგო თერაპიით კომბინირებული მკურნალობა.

კორტიკოსტეროიდებმა ასევე შესაძლებელია შეამციროს შრატში სალიცილატების დონე და ამით გამოიწვიოს სალიცილატების ეფექტის შესუსტება და პირიქით, სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტამ შესაძლებელია გაზარდოს სალიცილატის ტოქსიკურობა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად სალიცილატები მიიღება სიფრთხილით, განსაკუთრებით ჰიპოპროთრომბინემიის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.5)

ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინექციით ხარგრძლივი თერაპიის განმავლობაში, რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობაა რეკომენდებული (მათ შორის ოფთალმოლოგიური მონიტორინგი სამთვიანი ინტერვალით). უფრო მაღალი დოზებით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს კალიუმის შესაბამისი რაოდენობის მიღება და ნატრიუმის შეზღუდვა, ასევე შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი. ასევე რეკომენდებულია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირი მონიტორინგი.

შეწყვეტის ან საჭიროების შემთხვევაში, გრძელვადიანი მკურნალობის შეწყვეტის დროს, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს შემდეგი სახის რისკები: ძირითადი დაავადების გამწვავება, ან რეცდივი, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციაში, მაგალითად ინფექციის დროს, უბედური შემთხვევის შემდეგ, ფიზიკური სტრესის მომატების შემთხვევაში), კორტიზოლის “ამოგდების” სინდრომი.

სპეციალური ვირუსული დაავადებები (ჩუტყვავილა, წითელა), განსაკუთრებით შეიძლება გამწვავდეს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით. განსაკუთრებითი რისკის ქვეშ არიან იმუნოსუპპრესიული ბავშვები და ის პირები, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ჩუტყვავილა და წითელას ინფექციები. ტრიამცინოლონ აცეტონიდის ინექციით მკურნალობის დროს, თუ აღნიშნულ პირებს მოუხდებათ კონტაქტი ჩუტყვავილას და წითელას ინფექციის მქონე პირებთან, თუ ეს შესაძლებელია უნდა დაიწყოს პროფილაქტიკური მკურნალობა.

შესაძლებელია გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის მხრივ დარღვევები და პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალბატონებში გამოვლინდა ვაგინალური სისხლდენა. ამის განვითარების შესაძლებლობა აღნიშნული უნდა იყოს ქალბატონ პაციენტებში, თუმცა არ უნდა შეიზღუდოს მითითებული შესაბამისი კვლევების ჩატარება.

ლაბორატორიული მეთოდებზე გავლენა

კანის მხრივ რეაქციები ალერგიული ტესტების მიმართ შესაძლებელია შესუსტდეს.

ტრიამცინოლონ აცეტონიდის გამოყენებამ შესაძლოა დადებითი შედეგი დააბრუნოს ანტიდოპინგ ტესტებში.

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს ბენზილის სპირტს და ნატრიუმს

ბენზილის სპირტის მაღალი მოცულობის შემთხვევაში გამოყენება ხდება სიფრთხილით და თუ აუცილებელია, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან არსებობს აკუმულირების და ტოქსიკურობის (მეტაბოლიური აციდოზი) განვითარების რისკი.

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლები (23 მგ) რაოდენობის ნატრიუმს, თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

სიფრთხილის ზომები

ტრიამ-დენკ 40 ინექციის შეყვანამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის პრობლემები, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნები

სუსპენზია უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად.

ასევე სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექცია; ეს განსაკუთრებით ეხება სახეს (ტუჩების ზემოთ) და სკალპს, ისევე როგორც დუნდულა კუნთში ინექციას.

ინტრაარტიკულარული შეყვანა

ნებისმიერი სახსრის პუნქციამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ნერვების, ასევე პერიარტიკულარული და სახსრის სტრუქტურების დაზიანება.

თავისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, გლუკოკორტიკოიდების ინტრა-არტიკულარული შეყვანა ზრდის სახსრის ინფექციის რისკს. ეს უნდა განვასხვაოთ კრისტალური სინოვიტისგან, რაც ვითარდება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, არ იწვევს ზოგად სიმპტომებს და რამდენიმე დღეში ქრება. კრისტალური სინოვიტის განვითარება დამოკიდებულია პრეპარატში არსებული კრისტალების ზომაზე.

გლუკოკორტიკოიდები არ შეიყვანება არასტაბილურ სახსრებში და ინექცია არ კეთდება მალთაშუა სივრცეებში. ოსტეოართრიტით დაზიანებულ სახსრებში განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება დააჩქაროს სახსრის დესტრუქცია. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული გლუკოკორტიკოიდების პირდაპირი შეყვანა მყესებში, რადგან ამან შეიძლება მოგვიანებით გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა.

გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და განმეორებითმა გამოყენებამ იმ სახსრებზე, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, შესაძლებელია გააუარესოს სახსრის დეგენერაციული ცვლილებები. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია დაზიანებული სახსრის გადატვირთვა მას შემდეგ, რაც მოხდება ტკივილის და სხვა სიმპტომების გაქრობა.

ინფილტრაციული თერაპია

ნებისმიერმა პუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ნერვების, ასევე პერიარტიკულარული სტრუქტურების დაზიანება. გლუკოკორტიკოიდების ინფილტრაციული გამოყენება ზრდის პრეპარატთან დაკავშირებულ ინფექციის რისკს დამუშავებული ქსოვილების ირგვლივ.

არსებული ინფექციის შემთხვევაში, ტრიამ-დენკი 40 ინექცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციფიკური ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ტუბერკულოზი (სიფრთხილით: რეაქცივაცია!), მაშინ იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

დიაბეტიან პაციენტებში ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ინსულინის ან სხვა პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებისადმი მოთხოვნილების გაზრდა.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის დროს საჭიროა სისხლის არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი ისეთ პაციენტებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები (კარდიალური უკმარისობა) უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს მისი მიმდინარეობის გაუარესების რისკი.

რადგან არსებობს ნაწლავის კედლის გასკდომის (ნაწლავის პერფორაციის) რისკი, ტრიამ-დენკ 40 ინექცია ინიშნება მხოლოდ პირდაპირი ჩვენების შემთხვევაში და განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მძიმე ფორმის ანთება (წყლულოვანი კოლიტი) და აქვს პერფორაციის რისკი, ასევე დივერტიკულიტი ან ნაწლავის ანასტომოზი (უშუალოდ პოსტოპერაციული).

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება კუნთების დაავადებები, მიდრეკილება თრომბოზის ან ემბოლიის მიმართ, მეტასტაზური კარცინომები და თირკმლის მწვავე ან ქრონიკული ინფექცია (ნეფრიტი).

მძიმე ინფექციის შემთხვევაში, გამოიყენება მხოლოდ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად.

ვინაიდან, ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს ძლიერ მოქმედ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ მას აქვს ან უახლოეს წარსულში აღენიშნებოდა რაიმე ტუბერკულოზური დაავადება ან სხვა ქრონიკული ინფექცია (მაგ. ყბის, შუბლის სინუსების ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება ან სხვა), თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა ვაქცინაცია, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული (თვით შორეულ წარსულში) ან, თუ აღენიშნება დიაბეტი (იხ. პუნქტი 4).

კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ჩივილები კუჭის მხრივ, ნევროლოგიური დარღვევები ან დაავადების ნებისმიერი სხვა ნიშნები. თუ პაციენტმა უნდა შეცვალოს მკურნალი ექიმი, მან უნდა აცნობოს ახალ ექიმს ამ პრეპარატით მიმდინარე მკურნალობის შესახებ.

ტრიამ-დენკ 40 ინექციით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობისას, საჭიროა ჩატარდეს რეგულარული სამედიცინო შემოწმებები (მათ შორის თვალის შემოწმება უნდა მოხდეს 3 თვიანი ინტერვალებით).

შედარებით მაღალი დოზების გამოყენებისას, საჭიროა შესაბამისი რაოდენობის კალიუმის მიღება და ნატრიუმის შეზღუდვა; ასევე შრატის კალიუმის დონის გადამოწმება. გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

სპეციფიკური ვირუსული დაავადებები (ჩუტყვავილა, წითელა) შესაძლებელია მიმდინარეობდეს განსაკუთრებით მძიმედ გლუკოკორტიკოიდებით ნამკურნალებ პაციენტებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან იმუნოსუპრესიული ბავშვები და პირები (ანუ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები), რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნებათ ჩუტყვავილა ან წითელა. ტრიამ-დენკ 40 ინექციით მკურნალობის დროს, თუ ასეთ პირებს კონტაქტი ექნებათ ჩუტყვავილით ან წითელათი დაავადებულ ადამიანებთან, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს პრევენციული მკურნალობა.

შედეგები ლაბორატორიულ მეთოდებზე

კანის რეაქციები ალერგიული ტესტების მიმართ შესაძლებელია შესუსტდეს.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის გამოყენებამ, შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგები ანტიდოპინგურ ტესტებში.

ბავშვები

ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ ინიშნება ინტრამუსკულარულად 16 წლამდე ასაკის მოზარდებში. ზოგადად, ზრდის პერიოდში, ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენება მოითხოვს მკაცრად დასაბუთებულ სამედიცინო ჩვენებას (იხ. ასევე “არ გამოიყენოთ ტრიამ-დენკ 40 ინექცია”).

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში, ტრიამ-დენკ 40 ინექცია გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ (იზრდება ოსტეოპოროზის რისკი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს სხვა მედიკამეტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

ტრიამ-დენკ 40 ინექციასთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს ურთიერთქმედება შემდეგ ნივთიერებებთან ან პრეპარატების ჯგუფთან.

ეფექტის გაძლიერება ან გვერდითი ეფექტის განვითარების მომატებული რისკი:

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ტრიამ-დენკ 40 ინექციის მოქმედება და შესაძლოა ექიმის მეთვალყურეობა უფრო მეტად გახდეს საჭირო, თუ პააციენტი იღებს ამ მედიკამენტებს (მაგ: ზოგიერთი აივ-ის სამკურნალო პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი).

თუ კომბინირებულად მიიღება სალიცილატებთან, ინდომეტაცინთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან/ანტირევმატიულ პრეპარატებთან ერთად, ასეთ შემთხვევაში იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი.

ესტროგენებმა (მაგ. ოვულაციის ინჰიბიტორები) შესაძლებელია გააძლიერონ ტრიამ-დენკ 40 ინექციის კლინიკური ეფექტი.

საგულე გლიკოზიდების ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს კალიუმის დეფიციტის შემთხვევაში.

ამფოტერიცინ B-ის სისტემურმა გამოყენებამ (მაგ: ვენაში შეყვანისას) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება და ამით გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის რისკი.

კომბინირებული გამოყენებისას ზოგიერთმა შარდმდენმა შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის დამატებითი ექსკრეცია. საფაღარათო საშუალებებმა ასევე შესაძლებელია გააძლიერონ კალიუმის დაკარგვა.

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ პრაზიქვანტელის კონცენტრაციის შემცირება სისხლში.

კომბინირებული მიღებისას, აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გააძლიერონ სისხლის ანალიზის ცვლილების რისკი.

ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი: შესაძლებელია გაიზარდოს მიოპათიის და კარდიომიოპათიის განვითარების რისკი.

ბუპროპიონმა (სიგარეტისთვის თავის დანებების პრეპარატი) შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი.

მეთოტრექსატმა (რევმატული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) შეიძლება გააძლიეროს ტრიამ-დენკ 40 ინექციის ეფექტი.

სისხლში ციკლოსპორინის დონე იზრდება: იზრდება ცერებრალური გულყრების განვითარების რისკი.

თუ ციკლოსპორინი (ტრანსპლანტატის მოცილების საპრევენციო პრეპარატი) კომბინირებულად მიიღება, ორივე პრეპარატის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

ეფექტის შესუსტება:

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებისა (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ) და ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი მცირდება.

ფერმენტის ინდუქტორები, მაგალითად ბარბიტურატები, ფენიტოინი, პრიმიდონი ან რიფამპიცინი ამცირებენ კორტიკოსტეროიდების ეფექტს.

პერორალურად მისაღები ანტიკოაგულანტების (კუმარინის დერივატების) ეფექტი სუსტდება. კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება. სომატროპინის ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს ხანგრძლივი გამოყენებისას. TSH-ის დონის მომატება შესაძლებელია შემცირდეს პროტირელინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.

იზონიაზიდის (ანტიტუბერკულოზური პრეპარატი) მეტაბოლიზმი შეიძლება დაჩქარდეს და სისხლში მისი კონცენტრაცია შემცირდეს.

თუ კომბინირებულად მიიღება ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან (მაგ: მიასთენია გრავისის დროს), მათი ეფექტი შეიძლება შეწყდეს.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები:

მოსალოდნელია თვალის შიდა წნევის უფრო მეტად გაზრდა, თუ ტრიამ-დენკ 40 ინექცია გამოიყენება ატროპინთან ან სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად.

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია შეამცირონ ან გააძლიერონ არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ეფექტი.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენება საკვებთან ან სასმელთან ერთად:

არ არის რეკომენდებული სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება.

ტრიამ-დენკ 40 ინექციით სისტემური მკურნალობის დროს, საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით და ვიტამინებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

რადგან ტრიამ-დენკ 40 ინექცია წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, თუ არის ორსულად ან დაორსულდა მკურნალობის დროს.

არ შეიძლება ტრიამცინოლონის აცეტონიდის გამოყენება ორსულობის პირველი 5 თვის განმავლობაში, რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა ანომალიები, ხოლო ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ამ პერიოდში მიღებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. ხანგრძლივი გამოყენებისას, არ არის გამორიცხული საშვილოსნოს შიდა ზრდის დარღვევა. თუ მკურნალობა მიმდინარეობს ორსულობის ბოლო პერიოდში, მაშინ ნაყოფს ემუქრება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დეგენერაცია.

ლაქტაცია

გლუკოკორტიკოიდები გადადის დედის რძეში. თუ საჭიროა მაღალი დოზების მიღება ან ხანგრძლივი მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

არ არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეიცავს ბენზილის სპირტს

მედიკამენტის თითოეული მლ შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

კონსულტაციისათვინ უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ აღინიშნება ღვიძლის და თირკმლის დაავადება, რადგან ბენზილის სპირტი დიდი რაოდენობით გროვდება ორგანიზმში, და შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (ე.წ. “მეტაბოლური აციდოზი”).

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეიცავს მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს

შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და გამონაკლის შემთხვევებში – ბრონქოსპაზმი.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეიცავს ნატრიუმს:

ტრიამ-დენკი 40 ინექცია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ მილილიტრზე, ანუ ძირითადად “ნარტიუმისგან თავისუფალია”.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტში

ხშირი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 10 ადამიანიდან 1-ში

არახშირი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 100 ადამიანიდან 1-ში

იშვიათი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 1,000 ადამიანიდან 1-ში

ძალიან იშვიათი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 10,000 ადამიანიდან 1-ში

უცნობი სიხშირით:

არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა სიხშირის შეფასება

შესაძლო გვერდითი ეფექტები

მოკლევადიანი გამოყენებისას, არასასურველი ეფექტების რისკი დაბალია, გარდა პარენტერალური მაღალი დოზით მკურნალობისას, რომლის დროსაც ინფექციები შესაძლოა კლინიკურად გამოვლინდეს, მათ შორის მოკლევადიანი გამოყენების შემთხვევაშიც.

ხანგრძლივი გამოყენებისას, მოსალოდნელია სხვადასხვა სიმძიმის არასასურველი რეაქციები.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის ლოკალური გამოყენების შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება გამოირიცხოს შემდეგი სისტემური გვერდითი ეფექტები:

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ეოზინოპენია, პოლიგლობულია.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იმუნური სისტემის დასუსტება, ინფექციების შენიღბვა.

ენდოკრინოლოგიური დარღვევები:

ხანგრძლივი მკურნალობის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია და კუშინგოიდური სიმპტომების გამოწვევა (მთვარისებრი სახე, ტორსის სიმსუქნე). ზრდის შეჩერება ბავშვებსა და მოზარდებში, სქესობრივი ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (იმპოტენცია). ჰირსუტიზმი, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, დიაბეტი.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:

ნატრიუმის შეკავება და შეშუპების განვითარება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა (სიფრთხილე: გულის რითმის დარღვევა).

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია, გაღიზიანება, ეიფორია, ენერგიისა და მადის გაძლიერება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლა (სინკოპე), ფსევდოტუმორ ცერებრი, ლატენტური ეპილეფსიის გამოვლინება, ნევრიტი (ნერვის ანთება), პარესთეზია (უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა და დაბუჟება).

მხედველობის მხრივ დარღვევები

კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას პერფორაცია. აღწერილია სიბრმავე თვალის მიდამოში სუბლესიონალური ინექციის შემდეგ.

სისტემური კორტიკოსტეროიდული მკურნალობის დროს, აღინიშნება ბადურას ქვეშ სითხის დაგროვების მომატებული რისკი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბადურას ჩამოცლა (ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია).

ბუნდოვანი მხედველობა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, ნეკროზული ანგიიტი, ათეროსკლეროზისა და თრომბოზის განვითარების გაზრდილი რისკი, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი; იგი ასევე ვლინდება ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ).

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ დარღვევები:

კუჭ-ნაწლავის წყლულები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, საყლაპავის დაწყლულება (საყლაპავი მილის ანთება წყლულით).

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:

სტრიები, კანის ატროფია, კანის მცირე სისხლძარღვების გაფართოება (ტელანგიექტაზია) კანზე ბუშტუკების გაჩენა (მილიარია), სხეულის თმიანობის მომატება (ჰიპერტრიქოზი), თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი), პიგმენტური ცვლილებები, ოფლიანობის გაძლიერება, კანის და ლორწოვანი გარსების სისხლჩაქცევები (პეტექია, ეკქიმოზი), სტეროიდული აკნე, კანის შეხორცების გართულება, კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი).

არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად ეგზანთემა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები:

კუნთოვანი ატროფია, ოსტეოპოროზი (ხანმოკლე და დაბალ დოზიანმა მკურნალობამაც კი შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლოვანი მასის შემცირება), ასეპტიკური ოსტეონეკროზი (მხრის და თეძოს ძვლის თავი), მყესის გაგლეჯა.

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები

მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მენსტრუაციის არარსებობა, პოსტმენოპაუზური ვაგინალური სისხლდენა.

ზოგადი დარღვევები

არახშირად: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები), როგორიც არის სიწითლე, კანზე ბუშტუკები და კარდიოვასკულარული რეაქციები, რაც არ არის დამოკიდებული შეყვანის გზაზე და სიხშირეზე.

ინტრაარტიკულარული ინექცია

შესაძლებელია აღინიშნოს ლოკალური გაღიზიანება და აუტანლობის სიმპტომები (სითბოს შეგრძნებამ, ხანგრძლივი ტკივილი). თუ გლუკოკორტიკოსტეროიდი ზუსტად არ შეიყვანება სახსრის ღრუში, ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია. ინექციის ტექნიკასთან დაკავშირებით შესაძლებელია სისხლძარღვების, ნერვების, ასევე პერიარტიკულარული და არტიკულარული სტრუქტურის დაზიანება. ნებისმიერი სახსრის პუნქციისას არსებობს მიკრობების (ინფექციის შეყვანის) რისკი, რომელიც ზოგჯერ არ იწვევს საერთო სიმპტომებს და რამდენიმე დღეში ქრება. კრისტალური სინოვიტის განვითარება დამოკიდებულია პრეპარატში არსებული კრისტალების ზომაზე.

ინფილტრაციული ინექცია:

შესაძლებელია აღინიშნოს ლოკალური გაღიზიანება და სისტემური შეუთავსებლობის სიმპტომები (სითბოს შეგრძნება, ხანგრძლივი ტკივილი). ინექციის ადგილზე არ არის გამორიცხული კანისა და კანქვეშა ატროფია, დეპიგმენტაციით და თმის (ლანუგოს) ცვენით. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მყესის დაზიანება ან შემდგომ მისი გაგლეჯვა. ასევე შესაძლებელია სისხლძარღვების და ნერვების დაზიანება ინექციის შედეგად.

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა

ტრიამცინოლონ აცეტონიდით მწვავე ინტოქსიკაცია გამოვლენილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებული გვერდითი ეფექტები (იხ. პუნქტი 4.8). განსაკუთრებით მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, მეტაბოლიზმზე და ელექტროლიტების ბალანსზე. ანტიდოტი ტრიამცინოლონ აცეტონიდის მიმართ არ არის ცნობილი. გლუკოკორტიკოსტეროიდების პოტენციური გვერდითი მოვლენების დროს უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. წყლულის საპროფილაქტიკოდ უნდა დაინიშნოსHH2 რეცეპტორის ბლოკატორი ან ანტაციდი. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის გაზრდა. ინფექციის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია

შენახვის პირობები

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ტრიამ-დენკ 40 ინექცია და რისთვის გამოიყენება:

ტრიამ-დენკი 40 ინექცია არის ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული პრეპარატი (გლუკოკორტიკოსტეროიდი).

ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ინტრამუსკულარული ინექცია:

როდესაც საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა დიდი დოზებით, მათ შორის ზოგიერთი ტიპის ალერგია, დერმატოლოგიური და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები.

სეზონური ალერგიების დროს, შესაძლებელია მთელი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ იქნას სიმპტომების რემისია ერთი ინტრამუსკულარული ინექციის საშუალებით.

ინტრა-არტიკულური ინექცია:

ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, მოძრაობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად;

რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართრიტით და პოდაგრის დროს მიმდინარე მწვავე ართრიტით გამოწვეული სახსრის ტკივილის, შეშუპების და რიგიდობის შემსუბუქება.

ანტრაფოკალური ინექცია:

მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტი და მწვავე, არასპეციფიკური ტენოსინოვიტი.

ინფილტრაციული თერაპია ნაჩვენებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შემოსაზღვრული, არაბაქტერიული, ანთებითი რეაქცია.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის:

კრისტალური სუსპენზიები ძირითადად, გამოყენებული უნდა იქნას მსხვილი სახსრების ინტრაარტიკულური თერაპიისთვის, სადაც მცირე კრისტალური ზომის სუსპენზიებს შეიძლება ჰქონდეთ უკეთესი ლოკალური ტოლერანტობა. სახსარშიUუმჯობესია გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი დაყოვნების დროის მქონე სუსპენზიები, რადგან ისინი ავლენენ უფრო ხანგრძლივ ადგილობრივ ეფექტს და უფრო სუსტ სისტემურ მოქმედებას. ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ტრიამ-დენკ 40 ინექცი-ის მოქმედი ნივთიერება, საშუალო დაყოვნების დრო სახსარში არის 3 დღე.

წვრილ სახსრებს, ძირითადად, უნდა მკურნალობდნენ წყალხსნარებით ან მიკროკრისტალური სუსპენზიებით, რადგან ქსოვილის გაღიზიანება ნაკლებია.

რეკომენდებულია, ინფილტრაციული თერაპიისთვის უპირატესობა მიენიჭოს გლუკოკორტიკოსტეროიდულ წყალხსნარებს ან მიკროკრისტალურ ხსნარებს, რათა თავიდან იქნას აცილებული კრისტალური რეაქციები და განსაკუთრებით მყესის დაზიანება ან მყესის გაწყვეტა.

ინტრაარტიკულარული ინექციები უნდა ჩაითვალოს ღია ქირურგიულ სახსრის პროცედურად და ჩატარდეს მხოლოდ მკაცრი ასეპტიკური პირობების დაცვით.

შენიშვნა:

ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ შეიყვანოთ ინტრავენურად.

მოერიდეთ ინექციის შეყვანას მყესებში.

კრისტალური სუსპენზია გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

რა არის გასათვალისწინებელი ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენებამდე:

ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ბენზილის სპირტის, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატის, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატის, ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

სხვა შემთხვევაში მოკლევადიანი გამოყენებისთვის არ არის უკუნაჩვენები, როდესაც მისი მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით.

არ შეიძლება ტრიამ-დენკ 40 ინექციის შეყვანა თვალის მინისებრ სხეულში (ინტრავიტრეალური გზით).

ხანგრძლივი დროით თერაპია უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლული, მძიმე ფორმის ოსტეოპოროზი, თუ ანამნეზში აღინიშნება ფსიქიატრიული დაავადება, მწვავე ვირუსული დაავადება, მაგალითად სირსველი (herpes zoster), ჰერპესული ბუშტუკები (herpes simplex), ჩუტყვავილა (varicella), ამებიაზი, HBsAg-დადებითი ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ვაქცინაციამდე დაახლოებით 8 კვირით ადრე და ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ, ტუბერკულოზური ან სიფილისური კანის პროცესები, შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები (სისტემური მიკოზები) და პარაზიტოზი, პოლიომიელიტი, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი) ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კანის ანთება პირის ირგვლივ (პერიორალური დერმატიტი), როზაცეა, აბსცესები და ჩირქოვანი ინფექციები, გულყრები, მიასთენია გრავისი, გლაუკომა (ვიწრო და ღია კუთხოვანი გლაუკომა).

ინტრაარტიკულარული ინექცია და ინფილტრაციული თერაპია

ინფექცია იმ სახსარში ან მის გარშემო, რომელსაც მკურნალობენ, ბაქტერიული ართრიტი, იმ სახსრის არასტაბილურობა, რომელსაც მკურნალობენ, სისხლდენისკენ მიდრეკილება (სპონტანური ან ანტიკოაგულანტების შედეგად), პერიარტიკულარული კალციფიკაცია, არავასკულარიზებული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯა, შარკოს სახსარი, ფსორიაზი შეყვანის ადგილას.

არ გამოიყენოთ ტრიამ-დენკი 40 ინექცია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ შეიყვანოთ კუნთში (ინტრამუსკულარულად) 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრიამ-დენკ 40 ინექციის, აქტიური ნივთიერება, კრისტალური სუსპენზია შეიცავს ტრიამცინოლონის აცეტონიდს, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი, გამოხატული ანტი-ალერგიული, ანთების საწინააღმდეგო და მემბრანული დამამშვიდებელი თვისებებით, აგრეთვე მრავალი მეტაბოლური და სისხლის მიმოქცევის მოქმედებით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, ბრტყელი, გლუკოკორტიკოიდები

ათქ კოდი: H02AB08

ქვემოთ მოცემულია ორგანიზმის მოქმედების შემდეგი ადგილები:

უჯრედის მემბრანის სტაბილიზაცია მემბრანის კომპონენეტებთან უშუალო ურთიერთქმედების გზით

ფერმენტის ცილების სინთეზის ინდუქცია

ძირითადი ფერმენტის მოქმედება ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმისათვის

ჰისტამინის სეკრეციის შემცირება ანტიგენური ანტისხეულების შესაბამისად, ასევე გარდამავალი ეფექტების ბლოკადა

თუ კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი თერაპია ინიშნება, გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ შესაძლებელია ჰიპოთალამურ–ჰიპოფიზი–ადრენოკორტული სისტემის მხრივ დარღვევა (HPA).

KUNKEL et al. 1983 წელს აჩვენა, რომ ენდოგენური კორტიკოლის რითმი, 40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, სრულად ანტაგონირებული ინექციის შემდეგ პირველი 48 საათის განმავლობაში. ენდოგენური კორტიზოლის წარმოება იწყება 7 დღის შემდეგ და სრულდება 14 დღის შემდეგ. თრიამცინოლონის აცეტონიდით მკურნალობის განმავლობაში, ACTH-ის სტიმულაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ითრგუნება ინექციის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში; 14 დღის შემდეგ ვლინდება ნორმალური რეაგირება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ტრიამ-დენკ 40 ინექციის ინტრავენური ინექციის შემდეგ, კრისტალური სუსპენზია, ტრიამცინოლონის აცეტონიდი მუდმივად იხსნება დეპოსგან დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში. ზოგადად, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდის შემთხვევაში გამოვლინდა პლაზმურ ალბუმინთან სუსტი კავშრი.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის ძირითადი მეტაბოლიტებია 6β-ჰიდროქსიტრიამცილონის აცეტონიდი და C21 კარბოქსილის მჟავები. ტრიამცინოლონის ჰიდროლიზი ასრულებს უმნიშვნელო როლს.

მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ფეკალური მასების საშუალებით.

40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდის ინტრამუსკურალური ინექციის შეყვანის შემდეგ, ტრიამცინოლონის აცეტონიდის პლაზმური პიკური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 1,000 ნგ / 100 მლ შრატში 4 საათის შემდეგ. მონაცემები იზრდება 24 საათის განმავლობაში 400 ნგ / 100 მლ და შემდეგ მომდევნო დილით კიდევ იზრდება საშუალოდ 600 ნგ / 100 მლ შრატი, რაც ძირითადად მიიღწევა 24 საათის განმავლობაში. დაახლოებით 24 დღის შემდეგ, მაჩვენებლები რაოდონობრივი ლიმიტების შესაბამისია.

ტრიამცინოლონ აცეტონიდის პლაზმური ნახევარგამყოფის პერიოდი ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 1.5 საათს. იგი გახანგრძლივებულია ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

ტრიამცინოლონ აცეტონიდის სახსრის შენარჩუნების საშუალო ხანგრძლივობაა 3 დღე.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

მწვავე ტოქსიკურობა

ტრიამცინოლონის აცეტონიდზე ჩატარებული მწვავე ტოქსიკურობის კვლევების ნაწილით, ვლინდება, რომ LD50 აღმოჩენილი იყოს ძაღლებში და თაგვებში, ინტრავენული შეყვანის შემდეგ და ვირთაგვებში ტრიამცინოლონის აცეტონიდ – 21 – დიჰიდროგენული ფოსფატის წყალხსნარის დერივატის ინტრავენური და ინტრაპერიტონალური მიღების შემდეგ. ტრიამცინოლონის აცეტონიდად დათვლილი, LD50 იყო 180 მგ/კგ ინტრავენური შეყვანის და 316 მგ/კგ ინტრაპერიტონალურ მიღებას შორის, 688 მგ/კგ სხეულის მასის შემთხვევაში

ინტოქსიკაციის ნიშნები, რომელიც მეტწილად მსგავსი იყო ცხოველების სხვადასხვა სახეობებში, კლასიფიცირებული იყო როგორც სედაცია, ატაქსია, ტონიკო-კლონიური კრუნჩხვა, დისპოეა, ეგზოფთალმოზი და დოზა-დამოკიდებული წონის შემცირება.

ქრონიკული ტოქსიკურობა

ტრიამცინოლონის აცეტონიდის განმეორებითი მიღების შემდეგ ტოქსიურობის გამოკვლევა გაგრძელდა 3-26 კვირის განმავლობაში ვირთაგვებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ძაღლებში პერორალური მიღების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მაიმუნებში პერორალური მიღების და ინტრამუსკულარულარული შეყვანის შემდეგ, 0.15 – 9.0 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად (კვირაში 2-ჯერ – დღეში ერთჯერ). ინტრავენური შეყვანისათვის, გამოიყენებოდა წყალში ხსნადი ტრიამცინოლონის აცეტონიდის – 21 ჰიდროგენ ფოსპატის დიპოტაზუმის წარმოებული.

გამოვლინდა სისხლის ჰომეოსტასის დარღვევა, ელექტრობალანსის ცვლილება, ინფექციები და ღვიძლის მხრივ ცვლილებები, ასევე სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დამოკიდებული იყოს დოზაზე, მკურნალობის ხანგრძლივობასა და შეყვანის მეთოდზე.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ლიმფური ქსოვილის ატროფია გამოვლინდა გლუკოკორტიკოსტეროიდულ ეფექტთან კავშირის დროს. ვირთაგვებსა და ძაღლებში, ზემოთ აღნიშნულ ნიშნებთან ერთად გამოვლინდა სისხლის კოაგულაციის ფაქტორები, ასევე ღვიძლის, გულისა და ძვლის კუნთის გლიკოგენების დონის შემცირება.

მუტაგენური და კარცენოგენული პოტენციალი

არ ჩატარებულა კვლევები ტრიამცინოლონის აცეტონიდის მუტაგენურობის შესამოწმებლად. ხანგრძლივი პერიოდის 1 კვლევით, რომელიც იკვლევვდა ტრიამცინოლონის აცეტონიდის კარცენოგენული პოტენციალს ორივე სქესის ვირთაგვებში და თაგვებში, არ გამოვლენილა მკურნალობით გამოწვეული კარცენოგენის ნიშნები.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

ტრიამცინოლონის აცეტონიდის ემბრიოტოქსიკური თვისებები შესწავლილი იქნა ორ მღრნელ სახეობის მაგალითზე (ვირთაგვი, თაგვი), ბოცვრებზე და არა-ადამიანური პრიმატული სახეობებზე (რეზუსი, ბაბუანი და კაპუცინი). სასის ნაპრალი და მუცლადყოფნისას განვითარების მხრივ დარღვევები გამოვლინდა მღრნელებსა და ბოცვრებში, ტერატოგენული ეფექტები, მაგალითად ვირთაგვებში, გამოვლინდა ადამიანის თერაპიულ დიაპაზონში. ხრტილის ჩამოყალიბების მხრივ დაზიანება გამოვლინდა მაიმუნებში, შედეგად განვითარდა კრანიალური ანომალიები (ტვინის თიაქარი) და სახის დისმორფია. დამატებით, გამოვლინდა თირმული მალფორმაცია და ინტრაუტერიული ზრდის დარღვევები. არ არსებობს მონაცემები ადამიანებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

ფარმაცევტული მონაცემები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბენზილის სპირიტი

პოლიეთილენის გლიკოლი 4000

ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

პოლისორბატ 80

ნატრიუმის ქლორიდი

მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი

პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი

საინექციო წყალი

შეუთავსებლობები

არ არის ცნობილი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ტრიამ-დენკ 40 ინექცია

საინექციო სუსპენზია – ინტრამუსკულარული, ინტრა-არტიკულარული და ინტრაფოკალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად, ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი შეკითხვების წარმოშობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისთვის, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

რა არის გამოყენების ამ ინსტრუქციში:

რა არის ტრიამ-დენკ 40 ინექცია და რისთვის გამოიყენება

რა არის გასათვალისწინებული ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენებამდე

ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ტრიამ-დენკ 40 ინექციის შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ტრიამ-დენკ 40 ინექცია და რისთვის გამოიყენება:

ტრიამ-დენკი 40 ინექცია არის ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული პრეპარატი (გლუკოკორტიკოსტეროიდი).

ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ინტრამუსკულარული ინექცია:

როდესაც საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა დიდი დოზებით, მათ შორის ზოგიერთი ტიპის ალერგია, დერმატოლოგიური და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები.

სეზონური ალერგიების დროს, შესაძლებელია მთელი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ იქნას სიმპტომების რემისია ერთი ინტრამუსკულარული ინექციის საშუალებით.

ინტრა-არტიკულური ინექცია:

ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, მოძრაობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად;

რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართრიტით და პოდაგრის დროს მიმდინარე მწვავე ართრიტით გამოწვეული სახსრის ტკივილის, შეშუპების და რიგიდობის შემსუბუქება.

ანტრაფოკალური ინექცია:

მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტი და მწვავე, არასპეციფიკური ტენოსინოვიტი.

ინფილტრაციული თერაპია ნაჩვენებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შემოსაზღვრული, არაბაქტერიული, ანთებითი რეაქცია.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის:

კრისტალური სუსპენზიები ძირითადად, გამოყენებული უნდა იქნას მსხვილი სახსრების ინტრაარტიკულური თერაპიისთვის, სადაც მცირე კრისტალური ზომის სუსპენზიებს შეიძლება ჰქონდეთ უკეთესი ლოკალური ტოლერანტობა. სახსარშიUუმჯობესია გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი დაყოვნების დროის მქონე სუსპენზიები, რადგან ისინი ავლენენ უფრო ხანგრძლივ ადგილობრივ ეფექტს და უფრო სუსტ სისტემურ მოქმედებას. ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ტრიამ-დენკ 40 ინექცი-ის მოქმედი ნივთიერება, საშუალო დაყოვნების დრო სახსარში არის 3 დღე.

წვრილ სახსრებს, ძირითადად, უნდა მკურნალობდნენ წყალხსნარებით ან მიკროკრისტალური სუსპენზიებით, რადგან ქსოვილის გაღიზიანება ნაკლებია.

რეკომენდებულია, ინფილტრაციული თერაპიისთვის უპირატესობა მიენიჭოს გლუკოკორტიკოსტეროიდულ წყალხსნარებს ან მიკროკრისტალურ ხსნარებს, რათა თავიდან იქნას აცილებული კრისტალური რეაქციები და განსაკუთრებით მყესის დაზიანება ან მყესის გაწყვეტა.

ინტრაარტიკულარული ინექციები უნდა ჩაითვალოს ღია ქირურგიულ სახსრის პროცედურად და ჩატარდეს მხოლოდ მკაცრი ასეპტიკური პირობების დაცვით.

შენიშვნა:

ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ შეიყვანოთ ინტრავენურად.

მოერიდეთ ინექციის შეყვანას მყესებში.

კრისტალური სუსპენზია გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

რა არის გასათვალისწინებელი ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენებამდე:

ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ბენზილის სპირტის, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატის, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატის, ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

სხვა შემთხვევაში მოკლევადიანი გამოყენებისთვის არ არის უკუნაჩვენები, როდესაც მისი მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით.

არ შეიძლება ტრიამ-დენკ 40 ინექციის შეყვანა თვალის მინისებრ სხეულში (ინტრავიტრეალური გზით).

ხანგრძლივი დროით თერაპია უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლული, მძიმე ფორმის ოსტეოპოროზი, თუ ანამნეზში აღინიშნება ფსიქიატრიული დაავადება, მწვავე ვირუსული დაავადება, მაგალითად სირსველი (herpes zoster), ჰერპესული ბუშტუკები (herpes simplex), ჩუტყვავილა (varicella), ამებიაზი, HBsAg-დადებითი ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ვაქცინაციამდე დაახლოებით 8 კვირით ადრე და ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ, ტუბერკულოზური ან სიფილისური კანის პროცესები, შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები (სისტემური მიკოზები) და პარაზიტოზი, პოლიომიელიტი, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი) ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კანის ანთება პირის ირგვლივ (პერიორალური დერმატიტი), როზაცეა, აბსცესები და ჩირქოვანი ინფექციები, გულყრები, მიასთენია გრავისი, გლაუკომა (ვიწრო და ღია კუთხოვანი გლაუკომა).

ინტრაარტიკულარული ინექცია და ინფილტრაციული თერაპია

ინფექცია იმ სახსარში ან მის გარშემო, რომელსაც მკურნალობენ, ბაქტერიული ართრიტი, იმ სახსრის არასტაბილურობა, რომელსაც მკურნალობენ, სისხლდენისკენ მიდრეკილება (სპონტანური ან ანტიკოაგულანტების შედეგად), პერიარტიკულარული კალციფიკაცია, არავასკულარიზებული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯა, შარკოს სახსარი, ფსორიაზი შეყვანის ადგილას.

არ გამოიყენოთ ტრიამ-დენკი 40 ინექცია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ შეიყვანოთ კუნთში (ინტრამუსკულარულად) 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრიამ-დენკ 40 ინექციის შეყვანამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის პრობლემები, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნები

სუსპენზია უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად.

ასევე სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექცია; ეს განსაკუთრებით ეხება სახეს (ტუჩების ზემოთ) და სკალპს, ისევე როგორც დუნდულა კუნთში ინექციას.

ინტრაარტიკულარული შეყვანა

ნებისმიერი სახსრის პუნქციამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ნერვების, ასევე პერიარტიკულარული და სახსრის სტრუქტურების დაზიანება.

თავისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, გლუკოკორტიკოიდების ინტრა-არტიკულარული შეყვანა ზრდის სახსრის ინფექციის რისკს. ეს უნდა განვასხვაოთ კრისტალური სინოვიტისგან, რაც ვითარდება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, არ იწვევს ზოგად სიმპტომებს და რამდენიმე დღეში ქრება. კრისტალური სინოვიტის განვითარება დამოკიდებულია პრეპარატში არსებული კრისტალების ზომაზე.

გლუკოკორტიკოიდები არ შეიყვანება არასტაბილურ სახსრებში და ინექცია არ კეთდება მალთაშუა სივრცეებში. ოსტეოართრიტით დაზიანებულ სახსრებში განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება დააჩქაროს სახსრის დესტრუქცია. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული გლუკოკორტიკოიდების პირდაპირი შეყვანა მყესებში, რადგან ამან შეიძლება მოგვიანებით გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა.

გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და განმეორებითმა გამოყენებამ იმ სახსრებზე, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, შესაძლებელია გააუარესოს სახსრის დეგენერაციული ცვლილებები. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია დაზიანებული სახსრის გადატვირთვა მას შემდეგ, რაც მოხდება ტკივილის და სხვა სიმპტომების გაქრობა.

ინფილტრაციული თერაპია

ნებისმიერმა პუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ნერვების, ასევე პერიარტიკულარული სტრუქტურების დაზიანება. გლუკოკორტიკოიდების ინფილტრაციული გამოყენება ზრდის პრეპარატთან დაკავშირებულ ინფექციის რისკს დამუშავებული ქსოვილების ირგვლივ.

არსებული ინფექციის შემთხვევაში, ტრიამ-დენკი 40 ინექცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციფიკური ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ტუბერკულოზი (სიფრთხილით: რეაქცივაცია!), მაშინ იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

დიაბეტიან პაციენტებში ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ინსულინის ან სხვა პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებისადმი მოთხოვნილების გაზრდა.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის დროს საჭიროა სისხლის არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი ისეთ პაციენტებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები (კარდიალური უკმარისობა) უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს მისი მიმდინარეობის გაუარესების რისკი.

რადგან არსებობს ნაწლავის კედლის გასკდომის (ნაწლავის პერფორაციის) რისკი, ტრიამ-დენკ 40 ინექცია ინიშნება მხოლოდ პირდაპირი ჩვენების შემთხვევაში და განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მძიმე ფორმის ანთება (წყლულოვანი კოლიტი) და აქვს პერფორაციის რისკი, ასევე დივერტიკულიტი ან ნაწლავის ანასტომოზი (უშუალოდ პოსტოპერაციული).

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება კუნთების დაავადებები, მიდრეკილება თრომბოზის ან ემბოლიის მიმართ, მეტასტაზური კარცინომები და თირკმლის მწვავე ან ქრონიკული ინფექცია (ნეფრიტი).

მძიმე ინფექციის შემთხვევაში, გამოიყენება მხოლოდ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად.

ვინაიდან, ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს ძლიერ მოქმედ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ მას აქვს ან უახლოეს წარსულში აღენიშნებოდა რაიმე ტუბერკულოზური დაავადება ან სხვა ქრონიკული ინფექცია (მაგ. ყბის, შუბლის სინუსების ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება ან სხვა), თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა ვაქცინაცია, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული (თვით შორეულ წარსულში) ან, თუ აღენიშნება დიაბეტი (იხ. პუნქტი 4).

კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ჩივილები კუჭის მხრივ, ნევროლოგიური დარღვევები ან დაავადების ნებისმიერი სხვა ნიშნები. თუ პაციენტმა უნდა შეცვალოს მკურნალი ექიმი, მან უნდა აცნობოს ახალ ექიმს ამ პრეპარატით მიმდინარე მკურნალობის შესახებ.

ტრიამ-დენკ 40 ინექციით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობისას, საჭიროა ჩატარდეს რეგულარული სამედიცინო შემოწმებები (მათ შორის თვალის შემოწმება უნდა მოხდეს 3 თვიანი ინტერვალებით).

შედარებით მაღალი დოზების გამოყენებისას, საჭიროა შესაბამისი რაოდენობის კალიუმის მიღება და ნატრიუმის შეზღუდვა; ასევე შრატის კალიუმის დონის გადამოწმება. გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

სპეციფიკური ვირუსული დაავადებები (ჩუტყვავილა, წითელა) შესაძლებელია მიმდინარეობდეს განსაკუთრებით მძიმედ გლუკოკორტიკოიდებით ნამკურნალებ პაციენტებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან იმუნოსუპრესიული ბავშვები და პირები (ანუ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები), რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნებათ ჩუტყვავილა ან წითელა. ტრიამ-დენკ 40 ინექციით მკურნალობის დროს, თუ ასეთ პირებს კონტაქტი ექნებათ ჩუტყვავილით ან წითელათი დაავადებულ ადამიანებთან, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს პრევენციული მკურნალობა.

შედეგები ლაბორატორიულ მეთოდებზე

კანის რეაქციები ალერგიული ტესტების მიმართ შესაძლებელია შესუსტდეს.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის გამოყენებამ, შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგები ანტიდოპინგურ ტესტებში.

ბავშვები

ტრიამ-დენკ 40 ინექცია არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ ინიშნება ინტრამუსკულარულად 16 წლამდე ასაკის მოზარდებში. ზოგადად, ზრდის პერიოდში, ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენება მოითხოვს მკაცრად დასაბუთებულ სამედიცინო ჩვენებას (იხ. ასევე “არ გამოიყენოთ ტრიამ-დენკ 40 ინექცია”).

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში, ტრიამ-დენკ 40 ინექცია გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ (იზრდება ოსტეოპოროზის რისკი).

სხვა მედიკამენტები და ტრიამ-დენკ 40 ინექცია

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს სხვა მედიკამეტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

ტრიამ-დენკ 40 ინექციასთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს ურთიერთქმედება შემდეგ ნივთიერებებთან ან პრეპარატების ჯგუფთან.

ეფექტის გაძლიერება ან გვერდითი ეფექტის განვითარების მომატებული რისკი:

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ტრიამ-დენკ 40 ინექციის მოქმედება და შესაძლოა ექიმის მეთვალყურეობა უფრო მეტად გახდეს საჭირო, თუ პააციენტი იღებს ამ მედიკამენტებს (მაგ: ზოგიერთი აივ-ის სამკურნალო პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი).

თუ კომბინირებულად მიიღება სალიცილატებთან, ინდომეტაცინთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან/ანტირევმატიულ პრეპარატებთან ერთად, ასეთ შემთხვევაში იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი.

ესტროგენებმა (მაგ. ოვულაციის ინჰიბიტორები) შესაძლებელია გააძლიერონ ტრიამ-დენკ 40 ინექციის კლინიკური ეფექტი.

საგულე გლიკოზიდების ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს კალიუმის დეფიციტის შემთხვევაში.

ამფოტერიცინ B-ის სისტემურმა გამოყენებამ (მაგ: ვენაში შეყვანისას) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება და ამით გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის რისკი.

კომბინირებული გამოყენებისას ზოგიერთმა შარდმდენმა შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის დამატებითი ექსკრეცია. საფაღარათო საშუალებებმა ასევე შესაძლებელია გააძლიერონ კალიუმის დაკარგვა.

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ პრაზიქვანტელის კონცენტრაციის შემცირება სისხლში.

კომბინირებული მიღებისას, აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გააძლიერონ სისხლის ანალიზის ცვლილების რისკი.

ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი: შესაძლებელია გაიზარდოს მიოპათიის და კარდიომიოპათიის განვითარების რისკი.

ბუპროპიონმა (სიგარეტისთვის თავის დანებების პრეპარატი) შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი.

მეთოტრექსატმა (რევმატული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) შეიძლება გააძლიეროს ტრიამ-დენკ 40 ინექციის ეფექტი.

სისხლში ციკლოსპორინის დონე იზრდება: იზრდება ცერებრალური გულყრების განვითარების რისკი.

თუ ციკლოსპორინი (ტრანსპლანტატის მოცილების საპრევენციო პრეპარატი) კომბინირებულად მიიღება, ორივე პრეპარატის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

ეფექტის შესუსტება:

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებისა (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ) და ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი მცირდება.

ფერმენტის ინდუქტორები, მაგალითად ბარბიტურატები, ფენიტოინი, პრიმიდონი ან რიფამპიცინი ამცირებენ კორტიკოსტეროიდების ეფექტს.

პერორალურად მისაღები ანტიკოაგულანტების (კუმარინის დერივატების) ეფექტი სუსტდება. კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება. სომატროპინის ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს ხანგრძლივი გამოყენებისას. TSH-ის დონის მომატება შესაძლებელია შემცირდეს პროტირელინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.

იზონიაზიდის (ანტიტუბერკულოზური პრეპარატი) მეტაბოლიზმი შეიძლება დაჩქარდეს და სისხლში მისი კონცენტრაცია შემცირდეს.

თუ კომბინირებულად მიიღება ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან (მაგ: მიასთენია გრავისის დროს), მათი ეფექტი შეიძლება შეწყდეს.

სხვა შესაძლო ურთიერთქმედებები:

მოსალოდნელია თვალის შიდა წნევის უფრო მეტად გაზრდა, თუ ტრიამ-დენკ 40 ინექცია გამოიყენება ატროპინთან ან სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად.

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია შეამცირონ ან გააძლიერონ არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის ეფექტი.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენება საკვებთან ან სასმელთან ერთად:

არ არის რეკომენდებული სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება.

ტრიამ-დენკ 40 ინექციით სისტემური მკურნალობის დროს, საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით და ვიტამინებით.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

რადგან ტრიამ-დენკ 40 ინექცია წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, თუ არის ორსულად ან დაორსულდა მკურნალობის დროს.

არ შეიძლება ტრიამცინოლონის აცეტონიდის გამოყენება ორსულობის პირველი 5 თვის განმავლობაში, რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა ანომალიები, ხოლო ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ამ პერიოდში მიღებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. ხანგრძლივი გამოყენებისას, არ არის გამორიცხული საშვილოსნოს შიდა ზრდის დარღვევა. თუ მკურნალობა მიმდინარეობს ორსულობის ბოლო პერიოდში, მაშინ ნაყოფს ემუქრება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დეგენერაცია.

ლაქტაცია

გლუკოკორტიკოიდები გადადის დედის რძეში. თუ საჭიროა მაღალი დოზების მიღება ან ხანგრძლივი მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

არ არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეიცავს ბენზილის სპირტს

მედიკამენტის თითოეული მლ შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

კონსულტაციისათვინ უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ აღინიშნება ღვიძლის და თირკმლის დაავადება, რადგან ბენზილის სპირტი დიდი რაოდენობით გროვდება ორგანიზმში, და შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (ე.წ. “მეტაბოლური აციდოზი”).

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეიცავს მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს

შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და გამონაკლის შემთხვევებში – ბრონქოსპაზმი.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეიცავს ნატრიუმს:

ტრიამ-დენკი 40 ინექცია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ მილილიტრზე, ანუ ძირითადად “ნარტიუმისგან თავისუფალია”.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის გამოყენების წესი

აღნიშნული პრეპარატის შეყვანა ხდება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია განკუთვნილია ინტრამუსკულარული, ინტრაარტიკულარული და ინტრაფოკალური ინექციებისთვის. დეტალებისთვის იხილეთ დოზირება.

დოზირება და მიღების წესი

ინტრამუსკულარული ინექცია

კორტიკოსტეროიდების დოზა ყოველთვის უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის და მკურნალობის ეფექტურობის შესაბამისად.

მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ (1 მლ), რომელიც შეჰყავთ ღრმად, დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა მეოთხედში (არ შეიძლება ინტრავენურად ან კანქვეშ). მძიმე დაავადებების შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს 80 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდის დოზის შეყვანა. დუნდულა კუნთში ღრმა ინექციისას ხდება ქსოვილოვანი ატროფიისგან (შეკუმშვა) თავის არიდება, რაც შესაძლებელია განვითარდეს სხვა შემთხვევაში. ინექციის შემდეგ სტერილური ტამპონი მჭიდროდ უნდა დაეჭიროს ინექციის ადგილას 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სუსპენზიის უკუდინება ინექციის ადგილიდან.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგიული რინიტი ან ყვავილის მტვერით გამოწვეული ასთმა (პოლინოზი) და რომელიც არ ექვემდებარება ზოგად მკურნალობას, 40 მგ დოზის შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ სიმპტომების რემისია, რაც შესაძლებლია გაგრძელდეს მთელი ყვავილობის სეზონის განმავლობაში. თუ რამდენიმე ინექცია არის საჭირო, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.

ინტრაარტიკულარული ინექცია:

ინტრაარტიკულარულად შეყვანისას დოზა დამოკიდებულია სახსრის ზომასა და სიმპტომების სიმძიმეზე. ზოგადად, ქვემოთ მოცემული დოზები საკმარისია სიმპტომების გასაუმჯობესებლად მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 2):

წვრილი სახსარები (მაგ. ხელის და ფეხის თითები)

10 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

საშუალო ზომის სახსრები (მაგ. მხარი, იდაყვი)

20 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

მსხვილი სახსრები (მაგ. თეძო, მუხლი)

20-40 მგ-მდე ტრიამცინოლონის აცეტონიდი

თუ რამდენიმე სახსარი არის დაზიანებული, მაშინ შესაძლებელია დაინიშნოს 80 მგ-მდე.

თავიდან უნდა მოხდეს სახსარში დაგროვებული ნებისმიერი სახის სითხის დრენაჟი, რათა უფრო ჩქარა მიაღწიონ ტკივილის შემსუბუქებას და თავიდან აიცილონ კორტიკოსტეროიდების არასასურველი განზავება.

ინექცია უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის დაგროვება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ინექციის დროს საჭიროა ასეპტიკის მკაცრი პირობების დაცვა. ინტრაარტიკულარული ინექციისას, კანი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც ოპერაციის დროს. პერიარტიკულურ რბილ ქსოვილში შემთხვევით მოხვედრისას არ მიიღწევა ისეთივე ეფექტი, როგორც ინტრაარტიკულარული ინექციის დროს. იგი მოქმედებს ისეთივე მექანიზმით, როგორც ინტრამუსკულარული ინექცია.

განმეორებითი შეყვანისას, ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 კვირა.

წვრილი სახსრები უმჯობესია დამუშავდეს წყალხსნარებით ან მიკროკრისტალური სუსპენზიებით, რადგან ქსოვილის გაღიზიანება ნაკლებია.

ინტრაფოკალური ინექცია

ინტრაფოკალური მკურნალობის დროს, მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი 2) ინიშნება 10 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი მცირე ზომის ადგილებისთვის და 10-40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი დიდი ზომის ადგილებისთვის, რაც დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის ზომასა და ადგილმდებარეობაზე.

ტრიამ-დენკ 40 ინექცია გადანაწილდება მარაოსებურად ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. თავიდან უნდა იქნას აცილებული უფრო დიდ ადგილებზე გამოყენება.

მყესების ანთებისა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე, რათა ინექცია არ გაკეთდეს უშუალოდ მყესში. განმეორებითი გამოყენების დროს, ინექციებს შორის უნდა იყოს დაცული 3-4 კვირიანი ინტერვალი.

თუ ფიქრობთ, რომ ტრიამ-დენკ 40 ინექციის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ბუნებასა და სიმძიმეზე, რასაც განსაზღვრას ექიმი.

ალერგიული რინიტის და სხვა სეზონური ალერგიული დაავადებების მკურნალობის დროს ტრიამ-დენკ 40 ინექციის 1 ამპულის ინტრამუსკულარული შეყვანა (=40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი) წელიწადში ერთხელ, ყვავილობის სეზონის დროს ჩვეულებრივ საკმარისია. თუ საჭიროა რამდენიმე ინექციის გაკეთება, მაშინ ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 4 კვირა.

ინტრაარტიკულარული ინექციისას საჭიროა ისეთივე პირობების დაცვა, როგორც სახსრის ღია ოპერაციის დროს და უნდა ჩატარდეს მკაცრ ასეპრიკურ პირობებში. ზოგადად, ტრიამ-დენკ 40 ინექციის 1 ინტრაარტიკულარული შეყვანა საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ საჭიროა მეორე ინექციის შეყვანა, იგი არ უნდა გაკეთდეს სულ მცირე 3-4 კვირის განმავლობაში. ერთ სახსარში ინექციის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს 3-4-მდე. განსაკუთრებით განმეორებითი ინექციის შემდეგ, დაზიანებული სახსარი უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფილტრაცია:

ტრიამ-დენკ 40 ინექცია შეჰყავთ ყველზე ძლიერი ტკივილის არეში ან მყესის მიმაგრების ადგილებში.

გაფრთხილება: არ შეიყვანოთ ინექცია მყესში. მოერიდეთ ინექციებს მოკლე ინტერვალებით; დაიცავით მკაცრი ასეპტიკური პირობები.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის დოზის გადაჭარბება:

იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ხანი ხდებოდა გადაჭარბებული დოზის შეყვანა, შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სიმპტომები, რაც აღწერილია პუნქტში 4. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ტრიამ-დენკი 40 ინექციის შეწყვეტა:

მკურნალობის დასრულების ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია შემდეგი რისკ-ფაქტორები: მიმდინარე დაავადების გამწვავება ან რეციდივი, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში, მაგალითად ინფექციების დროს, უბედური შემთხვევების შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას), კორტიზონის მოხსნის სინდრომი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტში

ხშირი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 10 ადამიანიდან 1-ში

არახშირი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 100 ადამიანიდან 1-ში

იშვიათი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 1,000 ადამიანიდან 1-ში

ძალიან იშვიათი:

შესაძლოა გავლენა იქონიოს 10,000 ადამიანიდან 1-ში

უცნობი სიხშირით:

არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა სიხშირის შეფასება

შესაძლო გვერდითი ეფექტები

მოკლევადიანი გამოყენებისას, არასასურველი ეფექტების რისკი დაბალია, გარდა პარენტერალური მაღალი დოზით მკურნალობისას, რომლის დროსაც ინფექციები შესაძლოა კლინიკურად გამოვლინდეს, მათ შორის მოკლევადიანი გამოყენების შემთხვევაშიც.

ხანგრძლივი გამოყენებისას, მოსალოდნელია სხვადასხვა სიმძიმის არასასურველი რეაქციები.

ტრიამცინოლონის აცეტონიდის ლოკალური გამოყენების შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება გამოირიცხოს შემდეგი სისტემური გვერდითი ეფექტები:

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ზომიერი ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ეოზინოპენია, პოლიგლობულია.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იმუნური სისტემის დასუსტება, ინფექციების შენიღბვა.

ენდოკრინოლოგიური დარღვევები:

ხანგრძლივი მკურნალობის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია და კუშინგოიდური სიმპტომების გამოწვევა (მთვარისებრი სახე, ტორსის სიმსუქნე). ზრდის შეჩერება ბავშვებსა და მოზარდებში, სქესობრივი ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (იმპოტენცია). ჰირსუტიზმი, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, დიაბეტი.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:

ნატრიუმის შეკავება და შეშუპების განვითარება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა (სიფრთხილე: გულის რითმის დარღვევა).

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია, გაღიზიანება, ეიფორია, ენერგიისა და მადის გაძლიერება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლა (სინკოპე), ფსევდოტუმორ ცერებრი, ლატენტური ეპილეფსიის გამოვლინება, ნევრიტი (ნერვის ანთება), პარესთეზია (უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა და დაბუჟება).

მხედველობის მხრივ დარღვევები

კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას პერფორაცია. აღწერილია სიბრმავე თვალის მიდამოში სუბლესიონალური ინექციის შემდეგ.

სისტემური კორტიკოსტეროიდული მკურნალობის დროს, აღინიშნება ბადურას ქვეშ სითხის დაგროვების მომატებული რისკი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბადურას ჩამოცლა (ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია).

ბუნდოვანი მხედველობა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, ნეკროზული ანგიიტი, ათეროსკლეროზისა და თრომბოზის განვითარების გაზრდილი რისკი, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი; იგი ასევე ვლინდება ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ).

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ დარღვევები:

კუჭ-ნაწლავის წყლულები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, საყლაპავის დაწყლულება (საყლაპავი მილის ანთება წყლულით).

კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:

სტრიები, კანის ატროფია, კანის მცირე სისხლძარღვების გაფართოება (ტელანგიექტაზია) კანზე ბუშტუკების გაჩენა (მილიარია), სხეულის თმიანობის მომატება (ჰიპერტრიქოზი), თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი), პიგმენტური ცვლილებები, ოფლიანობის გაძლიერება, კანის და ლორწოვანი გარსების სისხლჩაქცევები (პეტექია, ეკქიმოზი), სტეროიდული აკნე, კანის შეხორცების გართულება, კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი).

არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად ეგზანთემა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები:

კუნთოვანი ატროფია, ოსტეოპოროზი (ხანმოკლე და დაბალ დოზიანმა მკურნალობამაც კი შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლოვანი მასის შემცირება), ასეპტიკური ოსტეონეკროზი (მხრის და თეძოს ძვლის თავი), მყესის გაგლეჯა.

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები

მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მენსტრუაციის არარსებობა, პოსტმენოპაუზური ვაგინალური სისხლდენა.

ზოგადი დარღვევები

არახშირად: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები), როგორიც არის სიწითლე, კანზე ბუშტუკები და კარდიოვასკულარული რეაქციები, რაც არ არის დამოკიდებული შეყვანის გზაზე და სიხშირეზე.

ინტრაარტიკულარული ინექცია

შესაძლებელია აღინიშნოს ლოკალური გაღიზიანება და აუტანლობის სიმპტომები (სითბოს შეგრძნებამ, ხანგრძლივი ტკივილი). თუ გლუკოკორტიკოსტეროიდი ზუსტად არ შეიყვანება სახსრის ღრუში, ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანისა და კანქვეშა ქსოვილის ატროფია. ინექციის ტექნიკასთან დაკავშირებით შესაძლებელია სისხლძარღვების, ნერვების, ასევე პერიარტიკულარული და არტიკულარული სტრუქტურის დაზიანება. ნებისმიერი სახსრის პუნქციისას არსებობს მიკრობების (ინფექციის შეყვანის) რისკი, რომელიც ზოგჯერ არ იწვევს საერთო სიმპტომებს და რამდენიმე დღეში ქრება. კრისტალური სინოვიტის განვითარება დამოკიდებულია პრეპარატში არსებული კრისტალების ზომაზე.

ინფილტრაციული ინექცია:

შესაძლებელია აღინიშნოს ლოკალური გაღიზიანება და სისტემური შეუთავსებლობის სიმპტომები (სითბოს შეგრძნება, ხანგრძლივი ტკივილი). ინექციის ადგილზე არ არის გამორიცხული კანისა და კანქვეშა ატროფია, დეპიგმენტაციით და თმის (ლანუგოს) ცვენით. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მყესის დაზიანება ან შემდგომ მისი გაგლეჯვა. ასევე შესაძლებელია სისხლძარღვების და ნერვების დაზიანება ინექციის შედეგად.

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები

ნებისმიერ არასასურველ გვერდით ეფექტს უნდა მკურნალობდნენ სიმპტომურად. კუჭ-ნაწლავის წყლულის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი პრეპარატი, მაგალითად ანტაციდი.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის შენახვის წესი

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული მედიკამენტი არ გამოიყენება შეფუთვასა და ამპულაზე მითითებული ვადის გასვლის “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა: 3 წელი.

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.

ამპულა ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში. გამოყენების შემდეგ დარჩენილი მასალა უნდა განადგურდეს. არ შეიძლება გაყინვა.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ტრიამ-დენკ 40 ინექციის შემადგენლობა:

აქტიურ ნივთიერებაა ტრიამცინოლონის აცეტონიდი. თითოეული 2 მლ-იანი ამპულა 1 მლ სუსპენზიით შეიცავს, 40 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირიტი, პოლიეთილენ-გლიკოლი 4000, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ტრიამ-დენკ 40 ინექციის აღწერილობა და შეფუთვა:

თეთრი ფერის, ერთგვაროვანი სუსპენზია 2 მლ-იან ყვითელი მინის ამპულაში (ტიპი 1), თეთრი წარწერით და თეთრი გატეხვის რგოლით.

შეფუთვა: 10 ამპულა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ

პრინცრეგენტენსტრ. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

ბალკის მწარმოებელი და შეფუთვის ქარხანა

ფიზიოფარმა ს.რ.ლ

ნუკლეო ინდუსტრიალ

84020 პალომონტე (სა)

იტალია

სერიის გამშვები ქარხანა

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

გოლშტრ. 1

84529 ტიტტმონინგი

გერმანია

აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 08/2020-ში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა