პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰელმინთური საშუალებები

ჰელმინტოქსი

Helmintox

რეცეპტით125მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე. 3. პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირანტელი (pyrantel)
ფორმა და შეფუთვა
125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №6 (1X6)
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალებები, ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულები
ATC კოდი
P02CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036763
რეგისტრირებულია
3 ნოემბერი 2022, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
კომპანია „Laboratoire Innotech International“-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰელმინტოქსი და სხვა წამალი ერთად

ჰელმინტოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.
  • პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად.

ჰელმინტოქსი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, არ არის აუცილებელი საფაღარათო საშუალებების მიღება ან საკვების მიღებისგან თავის შეკავება.

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ან თქვენს შვილს მიეცით პრეპარატი ჰელმინტოქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს საჭმლის მონელების უმნიშვნელო დარღვევები, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი ან სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ჰელმინტოქსის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ პირანტელის ან ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-6 ნაწილში);
  • მიასთენიის დროს (მკურნალობის პერიოდში);
  • ღვიძლის დაზიანებისას;
  • 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზას ამცირებენ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ენტერობიოზი: ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა: ყოველდღიურად დაიბანეთ ანალური არე, დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ ფრჩხილები ჯაგრისით, ბავშვებს მოკლედ მოაჭრით ფრჩხილები. აუცილებელია საწოლის თეთრეულისა და საცვლების რეგულარულად გამოცვლა, მოერიდეთ პერინეუმის მიდამოს დაკაწრვას. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, ნუ მოგერიდებათ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ბავშვები

არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი პიპერაზინთან და თეოფილინთან ერთდროულად.

პრეპარატი ჰელმინტოქსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

არ მიესადაგება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის რეკომენდაციით.

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, მიმართეთ ექიმს, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს გჭირდებათ თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

ძუძუთი კვება

სიფრთხილის მიზნით, მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების დროს.

თუ ძუძუთი კვებავთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება ჰელმინტოქსის მიღებისას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მიესადაგება.

პრეპარატი ჰელმინტოქსი შეიცავს საღებავს "მზის ჩასვლა" ყვითელი FCF (E110) და ნატრიუმს.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს აზოსაღებავს "მზის ჩასვლა" ყვითელი FCF (E110) და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

მოცემული პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,53 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს), რაც შეესაბამება ზრდასრულთათვის ნატრიუმის მიღების რეკომენდებული მაქსიმალური ყოველდღიური დოზის 0,075%-ს.

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენტაციების შესაბამისად. ეჭვიშ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მხოლოდ ზრდასრულებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს უფრო ადაპტირებული წამლის ფორმა პერორალური სუსპენზიის სახით.

ჭდე განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ გაადვილდეს ტაბლეტის გატეხვა, თუ გაგიჭირდებათ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

რეკომენდირებული დოზა:

ენტერობიოზი და ასკარიდოზი

სტანდარტული დოზირება შეადგენს 10მგ/კგ სხეულის მასაზე-დან 12მგ/კგ სხეულის მასაზე-მდე, ანუ:

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 10კგ წონაზე ერთჯერადად,

75კგ-მდე წონის ზრდასრულები: 6 ტაბლეტი ერთჯერადად,

75კგ-ზე მეტი წონის ზრდასრულები: 8 ტაბლეტი ერთჯერადად.

ენტერობიოზის დროს, ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მეორე დოზა უნდა იქნას მიღებული პირველი დოზის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ. ასევე აუცილებელია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა: ყოველდღიურად დაიბანეთ ანალური არე, გაიწმინდეთ ფრჩხილები დღეში რამდენჯერმე და ბავშვების მოკლედ მოაჭერით ფრჩხილები. აუცილებელია საწოლის თეთრეულისა და საცვლების რეგულარულად გამოცვლა და პერინეალური მიდამოს დაკაწვრის თავიდან აცილება. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა ერთდროულად, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ანკილოსტომოზი

ენდემურ ზონებში, Necator americanus-თი დაინფიცირებისას ან Ankylostoma duodenale-თი მძიმე ინფიცირების შემთხვევაში, დოზა შეადგენს 20 მგ/კგ/დღეში (1 ან 2 მიღება) 2-3 დღის განმავლობაში, ანუ:

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 ტაბლეტი 10კგ წონაზე დღეში,

75კგ-მდე წონის ზრდასრულები: 12 ტაბლეტი დღეში,

75კგ-ზე მეტი წონის ზრდასრულები: 16 ტაბლეტი დღეში.

Ankylostoma duodenale-თი მსუბუქი ინფიცირების შემთხვევაში (რაც ჩვეულებრივ გვხვდება არაენდემურ რაიონებში) 10 მგ/კგ სხეულის წონის ერთჯერადი დოზა შეიძლება იყოს საკმარისი.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰელმინტოქსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება,

იშვიათად - შესაძლოა განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

მადის დაკარგვა,

გულისრევა,

ღებინება,

მუცლის ტკივილი,

დიარეა,

ღვიძლის ტრანსამინაზების (АсАТ) მცირედი და პერიოდული მომატება,

სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა:

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

დაღლილობა,

გამონაყარი კანზე,

ძილის დარღვევები.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების თაობაზე წამლის არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზას www.rceth.by, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი წამლის არაეფექტურობის შესახებ მოხსენებების ჩათვლით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის შენახვა.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

შეწოვის დაბალი სიჩქარიდან გამომდინარე, პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაბალია. მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბებაც კი, როგორც წესი, არ იწვევს სერიოზული ინტოქსიკაციის ნიშნებს; შესაძლებელია საჭმლის მონელების მცირე დარღვევები და ცენტრალური ნერვული სისტემის მსუბუქი და გარდამავალი დარღვევები (ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი). ზოგჯერ დოზის გადაჭარბება იწვევს ღვიძლის ტრანსამინაზების (AST) მატებას. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის რაც შეიძლება მალე გამორეცხვა, ასევე რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების მონიტორინგი.

შემადგენლობა

პრეპარატი ჰელმინტოქსი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება - პირანტელი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 360,50 მგ პირანტელის ემბონატს (125,00 მგ პირანტელზე გადაანგარიშებით).

დამხმარე ნივთიერებები:

პრეჟელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სეპიფილმ 002*, სეპისპერს AP3065 ყვითელი **.

  • სეპიფილმTM 002-ის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 8 სტეარატი ტიპი I.
  • * სეპისპერსTM AP3065 ყვითელი-ს შემადგენლობა: პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი „მზის ჩასვლა“ ყვითელი (E110), გასუფთავებული წყალი.

პრეპარატ ჰელმინტოქსის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი

მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ყვითელ-ნარინჯისფერი ფერის, ცალ მხარეს გამყოფი ზოლით. გადანატეხზე ბირთვი ლიმონისფერ- ყვითელია.

6 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

3 წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5. პირველადი შეფუთვის ბუნება და შიგთავსი

6 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და პრეპარატთან დაკავშირებული სხვა მანიპულაციების დროს

არ არსებობს უტილიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნები.

დარჩენილი სამკურნალო საშუალება და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

  • 7. გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰელმინთური პრეპარატები. პრეპარატები ნემატოდების სამკურნალოდ. ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულები. პირანტელი.

ათქ კოდი: P02CC01.

ჰემილმინტოქსი წარმოადგენს ანტიჰელმითურ საშუალებას.

რეკომენდირებულია გარკვეული პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ენტერობიოზი, ასკარიდოზი და ანკილოსტომოზი.

  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

ჰელმინტოქსი 125მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: პირანტელი

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად გაეცანით ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ფურცელჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი განკუთვნილია სპეციალურად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
  • რაიმე გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რაც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ჰელმინტოქსი და რისთვის გამოიყენება იგი.
  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.
  • პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.
  • პრეპარატ ჰელმინტოქსის შენახვა.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

პრეპარატი ჰელმინტოქსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას პირანტელს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური პრეპარატები. პრეპარატები ნემატოდების სამკურნალოდ. ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულები. პირანტელი.

ათქ კოდი: P02CC01.

ჰემილმინტოქსი წარმოადგენს ანტიჰელმითურ საშუალებას.

რეკომენდირებულია გარკვეული პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ენტერობიოზი, ასკარიდოზი და ანკილოსტომოზი.

  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ჰელმინტოქსი:

  • თუ ალერგიული ხართ პირანტელის ან ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-6 ნაწილში);
  • მიასთენიის დროს (მკურნალობის პერიოდში);
  • ღვიძლის დაზიანებისას;
  • 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზას ამცირებენ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ენტერობიოზი: ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა: ყოველდღიურად დაიბანეთ ანალური არე, დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ ფრჩხილები ჯაგრისით, ბავშვებს მოკლედ მოაჭრით ფრჩხილები. აუცილებელია საწოლის თეთრეულისა და საცვლების რეგულარულად გამოცვლა, მოერიდეთ პერინეუმის მიდამოს დაკაწრვას. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, ნუ მოგერიდებათ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ბავშვები

არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჰელმინტოქსი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი პიპერაზინთან და თეოფილინთან ერთდროულად.

პრეპარატი ჰელმინტოქსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

არ მიესადაგება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის რეკომენდაციით.

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, მიმართეთ ექიმს, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს გჭირდებათ თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

ძუძუთი კვება

სიფრთხილის მიზნით, მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების დროს.

თუ ძუძუთი კვებავთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება ჰელმინტოქსის მიღებისას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ მიესადაგება.

პრეპარატი ჰელმინტოქსი შეიცავს საღებავს "მზის ჩასვლა" ყვითელი FCF (E110) და ნატრიუმს.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს აზოსაღებავს "მზის ჩასვლა" ყვითელი FCF (E110) და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

მოცემული პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,53 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს), რაც შეესაბამება ზრდასრულთათვის ნატრიუმის მიღების რეკომენდებული მაქსიმალური ყოველდღიური დოზის 0,075%-ს.

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენტაციების შესაბამისად. ეჭვიშ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მხოლოდ ზრდასრულებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს უფრო ადაპტირებული წამლის ფორმა პერორალური სუსპენზიის სახით.

ჭდე განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ გაადვილდეს ტაბლეტის გატეხვა, თუ გაგიჭირდებათ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

რეკომენდირებული დოზა:

ენტერობიოზი და ასკარიდოზი

სტანდარტული დოზირება შეადგენს 10მგ/კგ სხეულის მასაზე-დან 12მგ/კგ სხეულის მასაზე-მდე, ანუ:

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 10კგ წონაზე ერთჯერადად,

75კგ-მდე წონის ზრდასრულები: 6 ტაბლეტი ერთჯერადად,

75კგ-ზე მეტი წონის ზრდასრულები: 8 ტაბლეტი ერთჯერადად.

ენტერობიოზის დროს, ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მეორე დოზა უნდა იქნას მიღებული პირველი დოზის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ. ასევე აუცილებელია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა: ყოველდღიურად დაიბანეთ ანალური არე, გაიწმინდეთ ფრჩხილები დღეში რამდენჯერმე და ბავშვების მოკლედ მოაჭერით ფრჩხილები. აუცილებელია საწოლის თეთრეულისა და საცვლების რეგულარულად გამოცვლა და პერინეალური მიდამოს დაკაწვრის თავიდან აცილება. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა ერთდროულად, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ანკილოსტომოზი

ენდემურ ზონებში, Necator americanus-თი დაინფიცირებისას ან Ankylostoma duodenale-თი მძიმე ინფიცირების შემთხვევაში, დოზა შეადგენს 20 მგ/კგ/დღეში (1 ან 2 მიღება) 2-3 დღის განმავლობაში, ანუ:

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 ტაბლეტი 10კგ წონაზე დღეში,

75კგ-მდე წონის ზრდასრულები: 12 ტაბლეტი დღეში,

75კგ-ზე მეტი წონის ზრდასრულები: 16 ტაბლეტი დღეში.

Ankylostoma duodenale-თი მსუბუქი ინფიცირების შემთხვევაში (რაც ჩვეულებრივ გვხვდება არაენდემურ რაიონებში) 10 მგ/კგ სხეულის წონის ერთჯერადი დოზა შეიძლება იყოს საკმარისი.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად.

ჰელმინტოქსი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, არ არის აუცილებელი საფაღარათო საშუალებების მიღება ან საკვების მიღებისგან თავის შეკავება.

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ან თქვენს შვილს მიეცით პრეპარატი ჰელმინტოქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს საჭმლის მონელების უმნიშვნელო დარღვევები, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი ან სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ჰელმინტოქსის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰელმინტოქსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება,

იშვიათად - შესაძლოა განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

მადის დაკარგვა,

გულისრევა,

ღებინება,

მუცლის ტკივილი,

დიარეა,

ღვიძლის ტრანსამინაზების (АсАТ) მცირედი და პერიოდული მომატება,

სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა:

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

დაღლილობა,

გამონაყარი კანზე,

ძილის დარღვევები.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების თაობაზე წამლის არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზას www.rceth.by, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი წამლის არაეფექტურობის შესახებ მოხსენებების ჩათვლით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის შენახვა.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

პრეპარატი ჰელმინტოქსი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება - პირანტელი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 360,50 მგ პირანტელის ემბონატს (125,00 მგ პირანტელზე გადაანგარიშებით).

დამხმარე ნივთიერებები:

პრეჟელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სეპიფილმ 002*, სეპისპერს AP3065 ყვითელი **.

  • სეპიფილმTM 002-ის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 8 სტეარატი ტიპი I.
  • * სეპისპერსTM AP3065 ყვითელი-ს შემადგენლობა: პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი „მზის ჩასვლა“ ყვითელი (E110), გასუფთავებული წყალი.

პრეპარატ ჰელმინტოქსის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი

მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ყვითელ-ნარინჯისფერი ფერის, ცალ მხარეს გამყოფი ზოლით. გადანატეხზე ბირთვი ლიმონისფერ- ყვითელია.

6 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ლაბორატორია ინოტეკ ინტერნეიშენალ

22, არისტიდ ბრიანის გამზირი

94110 არკეი

საფრანგეთი

მწარმოებელი

ინოტერა შუზი

რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის,

41150 ვალუარ-სიურ-სის

საფრანგეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

გამარტივებული ტიპის სააქციო საზოგადოება «Laboratoire Innotech International» (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

ლევკოვას ქ., ს.43, ოფისი 313

220007, ქ.მინსკი

ტელ/ფაქსი +375 17 336 05 99

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

  • 08.2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა