პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰელმინთური საშუალებები

ჰელმინტოქსი

Helmintox

რეცეპტით125მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე. პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირანტელი (pyrantel)
ფორმა და შეფუთვა
125მგ/2.5მლ 15მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ყავისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალებები, ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულები
ATC კოდი
P02CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036762
რეგისტრირებულია
3 ნოემბერი 2022, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
„Laboratoire Innotech International“-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰელმინტოქსი და სხვა წამალი ერთად

ჰელმინტოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.

პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

ჰელმინტოქსის მიღება ხდება კვებისგან და დღის მონაკვეთისგან დამოუკიდებლად, არ არის აუცილებელი საფაღარათო საშუალებების მიღება ან კვებისგან თავის შეკავება.

თუ მიიღეთ პრეპარატი ჰელმინტოქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ პრეპარატ ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზიის ჭარბი რაოდენობა, თუ შეამჩნიეთ რაიმე ტიპის გვერდითი მოვლენა, რაც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ჰელმინტოქსის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის მიღება

გააგრძელეთ ამ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია პირანტელზე ან ამ სამკურნალო საშუალებაში შემავალ რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-6 თავში);
  • თუ გაქვთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ღვიძლის სერიოზული დაავადების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ენტერობიოზი: ხელახლა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა: ყოველდღიურად დაიბანეთ ანალური არე, დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ ფრჩხილები ჯაგრისით, ბავშვებს ფრჩხილები დაჭერით მოკლედ. აუცილებელია თეთრეულის და საცვლების რეგულარული გამოცვლა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული შორისის არეალის გაკაწვრა. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის რეკომენდაციით. თუ თქვენ დაფეხმძიმდით მკურნალობის პროცესში, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების თაობაზე.

ლაქტაცია

უსაფრთხოების მიზნით მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების პერიოდში.

თუ კვებავთ ძუძუთი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ლაქტაციის დროს ჰელმინტოქსის მიღების შეწყვეტის თაობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები ამ სამკურნალო საშუალების ზემოქმედებაზე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პრეპარატი ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს, სორბიტოლს და სოიოს ლეციტინს.

მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული საზომი კოვზი შეიცავს 5,9მგ ნატრიუმის ბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შესაძლებელია გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვები)

მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული საზომი კოვზი შეიცავს 1,3გ სორბიტოლს. სორბიტოლმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი და გამოამჟღავნოს სუსტი საფაღარათო მოქმედება.

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ან ფრუქტოზას მემკვიდრული აუტანლობა, თქვენს (თქვენი შვილის მიერ) ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ მისი კონსულტაცია.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს სოიოს ლეციტინს. თუ გაქვთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს.

რეკომენდირებული დოზა:

ენტერობიოზი და ასკარიდოზი

ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის სტანდარტული დოზირება შეადგენს 10მგ/კგ სხეულის მასიდან 12მგ/კგ სხეულის მასამდე, ერთჯერადად, ესე იგი:

  • ბავშვები: 1 საზომი კოვზი 10კგ სხეულის მასაზე, ერთჯერადად,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასამდე: 6 საზომი კოვზი, ერთჯერადად,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასის ზემოთ: 8 საზომი კოვზი, ერთჯერადად.

ენტერობიოზის დროს, ხელმეორებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია განმეორებითი დოზის მიღება პირველი მიღებიდან 3 კვირის შემდეგ. ასევე აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა: ანალური არის ყოველდღიური დაბანა, ფრჩხილების გაწმენდა ჯაგრისით დღეში რამდენჯერმე, ბავშვებისთვის ფრჩხილების მოკლეზე მოჭრა. აუცილებელია თეთრეულის და საცვლების რეგულარული გამოცვლა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული შორისის არეალის გაკაწვრა. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ანკლიოსტომოზი

ენდემურ ზონებში, Necator americanus-ით დაინფიცირების ან Ankylostoma duodenale-ით მძიმე დაინფიცირების შემთხვევაში, დოზა შეადგენს 20 მგ/კგ/დღეში (1 ან 2 მიღებაზე) 2-3 დღის განმავლობაში, ე.ი.:

  • ბავშვებისთვის: 2 საზომი კოვზი სხეულის წონის 10 კგ-ზე დღეში,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასამდე: 12 საზომი კოვზი დღეში,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასის ზემოთ: 16 საზომი კოვზი დღეში.

Ankylostoma duodenale-ით მსუბუქი ინფიცირების შემთხვევებში (რომელიც ჩვეულებრივ არაენდემურ რაიონებში გვხვდება), შესაძლოა საკმარისი იყოს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადი დოზა.

არ მისცეთ პრეპარატი ბავშვებს 10კგ -ზე ნაკლები სხეულის მასით.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატ ჰელმინტოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

  • იშვიათად - შესაძლოა გამოუვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს:

მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზას (AcAT) აქტივობის მცირე და პერიოდული მომატება,

  • სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა:

თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ასთენია, კანის გამონაყარი, ძილის დარღვევა.

შეტყობინება არასასურველი რექციების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე სამკურნალო საშუალებების კავშირის ტერიტორიაზე გამოვლენილი გვერდითი მოვლენების და სამკურნალო საშუალებების არაეფეტურობის საინფორმაციო აზას (იხილეთ ქვემოთ).

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ბელარუსის რესპუბლიკა

უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2-ა

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის ტელეფონი: +375 (17) 242-00-29;

ფაქსი: +375 (17) 242-00-29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

https://www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

დსს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელ.: (+37460) 83-00-73, (+37410) 23-16-82, 23-08-96

ცხელი ხაზი: (+37496) 22-05-05, (+37410) 20-05-05

http://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვის ქუჩა, შენობა 13

ტელ.: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის შენახვა.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ფლაკონის პირველი გახსის შემდეგ შენახვის ვადა შეადგენს 21 დღეს, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან როგორ მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

პრეპარატი ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს

მოქმედი ნივთიერება - პირანტელი

1 საზომი კოვზი (2,5მლ) პერორალური სუსპენზია შეიცავს 360,5 მგ პირანტელის ემბონატს (125მგ პირენტელზე გადაანგარიშებით)

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლის კრისტალიზებული ხსნარი, გლიცეროლი, პოლისორბატი 80, სოიოს ლეციტინი, პოვიდონი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, სილიკონის ემულსია, შავი მოცხარი-კარამელის არომატიზატორი*, მაგნიუმის ალუმინის სილიკატი, გასუფთავებული წყალი.

  • შავი მოცხარი-კარამელის არომატიზატორი შედგება ვანილინის, ლაქტონების, შავი მოცხარის კვირტის ექსტრაქტის, ეთილბუტირატის, დიაცეტილის, ბენზოალდეჰიდის და იონონების ხსნარების 10%-იანი (v/v) ნარევისგან პროპილენგლიკოლსა და ეთილის სპირტში.

პრეპარატ ჰელმინტოქსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პერორალური სუსპენზია. ღია ყვითელი შეფერილობის ჰომოგენური სუსპენზია. შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი. შენჯღრევისას ნაწილაკები კვლავ ადვილად სუსპენზირდება.

15 მლ ყავისფერ მინის ფლაკონში, ალუმინის ხრახნიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი, გამოყენების ინსტრუქციასთან და 2.5 მლ-იან საზომ კოვზთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰელმინთური საშუალებები. ნემატოდების სამკურნალო საშუალება. ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულები. პირანტელი.

ათქ კოდი: P02CC01.

ჰელმინტოქსი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ საშუალებას. პრეპარატი მოქმედებს ჭიებზე განვითარების ადრეულ სტადიაზე და მათ მომწიფებულ ფორმებზე, მაგრამ არ მოქმედებს ლარვებზე ქსოვილებში მათი გადაადგილების დროს.

რეკომენდებულია გარკვეული პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ენტერობიოზი, ასკარიდოზი და ანკლიოსტომოზი, ზრდასრულებსა და 10 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.

  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია

მოქმედი ნივთიერება: პირანტელის ემბონატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დანიშნულია კონკრეტულად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. მან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
  • თუ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის მათაც, რაც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ჰელმინტოქსი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.

პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

შესაძლო არასასურველი ეფექტები.

პრეპარატ ჰელმინტოქსის შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ჰელმინტოქსი და რისთვის გამოიყენება იგი

პრეპარატი ჰელმინტოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება პირანტელის ემბონატს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალებები. ნემატოდების სამკურნალო საშუალება. ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულები. პირანტელი.

ათქ კოდი: P02CC01.

ჰელმინტოქსი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ საშუალებას. პრეპარატი მოქმედებს ჭიებზე განვითარების ადრეულ სტადიაზე და მათ მომწიფებულ ფორმებზე, მაგრამ არ მოქმედებს ლარვებზე ქსოვილებში მათი გადაადგილების დროს.

რეკომენდებულია გარკვეული პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ენტერობიოზი, ასკარიდოზი და ანკლიოსტომოზი, ზრდასრულებსა და 10 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.

  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენებამდე.

არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია:

  • თუ გაქვთ ალერგია პირანტელზე ან ამ სამკურნალო საშუალებაში შემავალ რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-6 თავში);
  • თუ გაქვთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სპეციალური მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ღვიძლის სერიოზული დაავადების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ენტერობიოზი: ხელახლა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა: ყოველდღიურად დაიბანეთ ანალური არე, დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ ფრჩხილები ჯაგრისით, ბავშვებს ფრჩხილები დაჭერით მოკლედ. აუცილებელია თეთრეულის და საცვლების რეგულარული გამოცვლა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული შორისის არეალის გაკაწვრა. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჰელმინტოქსი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის რეკომენდაციით. თუ თქვენ დაფეხმძიმდით მკურნალობის პროცესში, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების თაობაზე.

ლაქტაცია

უსაფრთხოების მიზნით მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების პერიოდში.

თუ კვებავთ ძუძუთი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ლაქტაციის დროს ჰელმინტოქსის მიღების შეწყვეტის თაობაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

არ არსებობს მონაცემები ამ სამკურნალო საშუალების ზემოქმედებაზე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პრეპარატი ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს, სორბიტოლს და სოიოს ლეციტინს.

მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული საზომი კოვზი შეიცავს 5,9მგ ნატრიუმის ბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შესაძლებელია გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვები)

მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული საზომი კოვზი შეიცავს 1,3გ სორბიტოლს. სორბიტოლმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი და გამოამჟღავნოს სუსტი საფაღარათო მოქმედება.

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ან ფრუქტოზას მემკვიდრული აუტანლობა, თქვენს (თქვენი შვილის მიერ) ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ მისი კონსულტაცია.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს სოიოს ლეციტინს. თუ გაქვთ ალერგია არაქისზე ან სოიოზე, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის გამოყენება.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს.

რეკომენდირებული დოზა:

ენტერობიოზი და ასკარიდოზი

ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის სტანდარტული დოზირება შეადგენს 10მგ/კგ სხეულის მასიდან 12მგ/კგ სხეულის მასამდე, ერთჯერადად, ესე იგი:

  • ბავშვები: 1 საზომი კოვზი 10კგ სხეულის მასაზე, ერთჯერადად,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასამდე: 6 საზომი კოვზი, ერთჯერადად,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასის ზემოთ: 8 საზომი კოვზი, ერთჯერადად.

ენტერობიოზის დროს, ხელმეორებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია განმეორებითი დოზის მიღება პირველი მიღებიდან 3 კვირის შემდეგ. ასევე აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა: ანალური არის ყოველდღიური დაბანა, ფრჩხილების გაწმენდა ჯაგრისით დღეში რამდენჯერმე, ბავშვებისთვის ფრჩხილების მოკლეზე მოჭრა. აუცილებელია თეთრეულის და საცვლების რეგულარული გამოცვლა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული შორისის არეალის გაკაწვრა. რეკომენდებულია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა, რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ანკლიოსტომოზი

ენდემურ ზონებში, Necator americanus-ით დაინფიცირების ან Ankylostoma duodenale-ით მძიმე დაინფიცირების შემთხვევაში, დოზა შეადგენს 20 მგ/კგ/დღეში (1 ან 2 მიღებაზე) 2-3 დღის განმავლობაში, ე.ი.:

  • ბავშვებისთვის: 2 საზომი კოვზი სხეულის წონის 10 კგ-ზე დღეში,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასამდე: 12 საზომი კოვზი დღეში,
  • ზრდასრულებისთვის 75კგ სხეულის მასის ზემოთ: 16 საზომი კოვზი დღეში.

Ankylostoma duodenale-ით მსუბუქი ინფიცირების შემთხვევებში (რომელიც ჩვეულებრივ არაენდემურ რაიონებში გვხვდება), შესაძლოა საკმარისი იყოს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადი დოზა.

არ მისცეთ პრეპარატი ბავშვებს 10კგ -ზე ნაკლები სხეულის მასით.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

ჰელმინტოქსის მიღება ხდება კვებისგან და დღის მონაკვეთისგან დამოუკიდებლად, არ არის აუცილებელი საფაღარათო საშუალებების მიღება ან კვებისგან თავის შეკავება.

თუ მიიღეთ პრეპარატი ჰელმინტოქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ პრეპარატ ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზიის ჭარბი რაოდენობა, თუ შეამჩნიეთ რაიმე ტიპის გვერდითი მოვლენა, რაც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ჰელმინტოქსის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ჰელმინტოქსის მიღება

გააგრძელეთ ამ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი ეფექტები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატ ჰელმინტოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

  • იშვიათად - შესაძლოა გამოუვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს:

მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზას (AcAT) აქტივობის მცირე და პერიოდული მომატება,

  • სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა:

თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ასთენია, კანის გამონაყარი, ძილის დარღვევა.

შეტყობინება არასასურველი რექციების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე სამკურნალო საშუალებების კავშირის ტერიტორიაზე გამოვლენილი გვერდითი მოვლენების და სამკურნალო საშუალებების არაეფეტურობის საინფორმაციო აზას (იხილეთ ქვემოთ).

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ბელარუსის რესპუბლიკა

უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2-ა

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის ტელეფონი: +375 (17) 242-00-29;

ფაქსი: +375 (17) 242-00-29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

https://www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

დსს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელ.: (+37460) 83-00-73, (+37410) 23-16-82, 23-08-96

ცხელი ხაზი: (+37496) 22-05-05, (+37410) 20-05-05

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

http://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვის ქუჩა, შენობა 13

ტელ.: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

  • პრეპარატ ჰელმინტოქსის შენახვა.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ფლაკონის პირველი გახსის შემდეგ შენახვის ვადა შეადგენს 21 დღეს, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან როგორ მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ჰელმინტოქსი 125მგ/2,5მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს

მოქმედი ნივთიერება - პირანტელი

1 საზომი კოვზი (2,5მლ) პერორალური სუსპენზია შეიცავს 360,5 მგ პირანტელის ემბონატს (125მგ პირენტელზე გადაანგარიშებით)

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლის კრისტალიზებული ხსნარი, გლიცეროლი, პოლისორბატი 80, სოიოს ლეციტინი, პოვიდონი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, სილიკონის ემულსია, შავი მოცხარი-კარამელის არომატიზატორი*, მაგნიუმის ალუმინის სილიკატი, გასუფთავებული წყალი.

  • შავი მოცხარი-კარამელის არომატიზატორი შედგება ვანილინის, ლაქტონების, შავი მოცხარის კვირტის ექსტრაქტის, ეთილბუტირატის, დიაცეტილის, ბენზოალდეჰიდის და იონონების ხსნარების 10%-იანი (v/v) ნარევისგან პროპილენგლიკოლსა და ეთილის სპირტში.

პრეპარატ ჰელმინტოქსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პერორალური სუსპენზია. ღია ყვითელი შეფერილობის ჰომოგენური სუსპენზია. შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი. შენჯღრევისას ნაწილაკები კვლავ ადვილად სუსპენზირდება.

15 მლ ყავისფერ მინის ფლაკონში, ალუმინის ხრახნიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი, გამოყენების ინსტრუქციასთან და 2.5 მლ-იან საზომ კოვზთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ლაბორატორია ინნოტეკ ინტერნეშენალ

22, ავენიუ არისტიდ ბრიან, 94110 არკეი, საფრანგეთი

მწარმოებელი

ინნოტერა შუზი

რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის, 41150, ვალუარ-სიურ-სის, საფრანგეთი

პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

ბელარუსის რესპუბლიკა

ღსს „Laboratoire Innotech International“-ის (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

220007, ქ.მინსკი, ლევკოვას ქ., 43, ოფისი 313

ტელ.: +375 17 336 05 99

ელ. ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა

ინდივიდუალური მეწარმე კარენ ჰარუთიანიანი

0019, ქ. ერევანი, პროშიანის ქუჩა 2/1, ოფისი 14

ტელ.: +374 10 32-15-13 (შიდა 114)

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

ლაბორატორია „Innotek International S.A.S.“-ის წარმომადგენლობა

ყაზახეთის რესპუბლიკაში

050000 , ქ.ალმატი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურ ალატაუს მიკრორაიონი,

ასემტაუს ქუჩა, შენობა 53A

ტელეფონი: +7 727 339 58 46

ელ. ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

შპს „პრომო სერვისი“

720001, გ. ბიშკეკი, ისანოვას ქ. 79, ოფისი 802

ტელ.: +996 555 979 039

ელ. ფოსტა: [email protected]

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე:

http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა