ცეფ-400
CEF-400
- მოქმედი ნივთიერება
- ცეფიქსიმ (cefixime)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ მყარი კაფსულა №7 (1X7)
- მწარმოებელი
- BELCO PHARMA, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043932
- რეგისტრირებულია
- 26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ARAVIS PHARMACEUTICALS (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ინტერ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცეფ-400 — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
პერორალური.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 7 დღეა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.
დოზირება
მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე დიდი ან 50 კგ-ზე მეტი მასით:
რეკომენდირებული დოზაა 200-400 მგ. დღიურად ინფექციის სიმძიმის მიხედვით, ერთჯერადი ან ორად გაყოფილი დოზით.
10 წლამდე ბავშვები:
ცეფიქსიმის ტაბლეტები 200 მგ არ არის რეკომენდებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც რეკომენდებულია მოზრდილებისთვის. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია მოხდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის კორექტირება.
თირკმლის უკმარისობა:
ცეფიქსიმი შეიძლება დაინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ჩვეულებრივი დოზა და რეჟიმი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ან მეტი. პაციენტებში 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით, რეკომენდებულია არ იქნას გადაჭარბებული 200 მგ დოზა, დღეში ერთხელ. დოზა და რეჟიმი პაციენტებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს ან ჰემოდიალიზს, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც განკუთვნილია 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებისთვის.
მიღების მეთოდი
პერორალური მიღებისთვის. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს ცეფიქსიმის აბსორბციაზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში
სიფრთხილის ზომები
ენცეფალოპათია
ბეტა-ლაქტამები, მათ შორის ცეფიქსიმი, უქმნის პაციენტს ენცეფალოპათიის რისკს (რაც შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს, დაბნეულობას, ცნობიერების დაქვეითებას, მოძრაობის დარღვევას), განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARS), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) აღწერილია ცეფიქსიმთან დაკავშირებით. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანის სერიოზული გამოვლინებების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუცილებელია მათზე ყურადღებით დაკვირვება.
მკურნალობა უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოვლენისთანავე.
ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა მედიკამენტების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში, რადგან არსებობს გარკვეული მტკიცებულება პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ნაწილობრივი ჯვარედინი ალერგენობის შესახებ.
პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე რეაქციები (ანაფილაქსიის ჩათვლით) ორივე კლასის პრეპარატებზე. ცეფიქსიმის გამოყენებისას ალერგიული ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს დაენიშნოს მკურნალობა შესაბამისი საშუალებებით.
ჰემოლიზური ანემია
მედიკამენტებით ინდუცირებული ჰემოლიზური ანემია, მათ შორის მძიმე შემთხვევების ფატალური შედეგების ჩათვლით, აღწერილია ცეფალოსპორინებისთვის (როგორც კლასი). ასევე დაფიქსირდა ჰემოლიზური ანემიის რეციდივი ცეფალოსპორინების ხელახალი მიღების შემდეგ პაციენტში ცეფალოსპორინის (მათ შორის ცეფიქსიმის) ანამნეზში ასოცირებული ჰემოლიზური ანემიით.
თირკმლის მწვავე უკმარისობა
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, მათ შორის ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, როგორც ძირითადი პათოლოგიური მდგომარეობა. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია ან/და სხვა ზომები.
ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).
პედიატრიული გამოყენება
ცეფიქსიმის უსაფრთხოება დღენაკლულებში ან ახალშობილებში არ არის დადგენილი (იხ. პუნქტი 4.2).
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შეიძლება მოხდეს კლოსტრიდიუმის ჭარბად ზრდა. კვლევებმა აჩვენა, რომ Clostridium difficile-ით გამომუშავებული ტოქსინი არის ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის ძირითადი მიზეზი. ფსევდომემბრანული კოლიტი ასოცირდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (მათ შორის მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ლინკოსამიდები და ცეფალოსპორინები); ამიტომ მნიშვნელოვანია დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ერთად. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან მის შემდეგ. ფსევდომემბრანული კოლიტის მართვა უნდა მოიცავდეს სიგმოიდოსკოპიას, შესაბამის ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხეების, ელექტროლიტების და ცილოვანი დანამატების მიღებას. თუ კოლიტი არ გაუმჯობესდება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ან თუ სიმპტომები მძიმეა, პერორალური ვანკომიცინი არის პრეპარატი, C. Difficile-ით წარმოქმნილი, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის მკურნალობისთვის, უნდა გამოირიცხოს ასევე კოლიტის სხვა მიზეზები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიკოაგულანტები
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პოთრომბინის დროის ზრდა. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულაციური თერაპიას. ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს, მაგალითად როგორიცაა, ვარფარინის კალიუმი. ცეფიქსიმმა შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება, შესაძლოა მოხდეს პროთრომბინის გახანგრძლივება სისხლდენით ან მის გარეშე.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება გამოიხატის ბენედიქტის ან ფელინგის ხსნარების გამოყენებით ან სპილენძის სულფატის სატესტო ტაბლეტებით, მაგრამ არა გლუკოზის ოქსიდაზას ფერმენტულ რეაქციებზე დაფუძნებული ტესტებით. კუმბსის პირდაპირი ტესტის ცრუ დადებითი შედეგი დაფიქსირდა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, ამიტომ უნდა იყოს აღიარებული, რომ კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთაგვებზე, ადამიანებისთვის განკუთვნილ დოზაზე 400-ჯერ მეტი ოდენობით და არ გამოვლენილა ნაყოფიერების დარღვევის ან ნაყოფისთვის ზიანის მიყენების მტკიცებულება ცეფიქსიმის გამო. კურდღლებში, ადამიანისთვის განკუთვნილ დოზაზე 4-ჯერ მეტი დოზებით ჩატარებულ კვლევებში, არ დაფიქსირებულა ტერატოგენული ეფექტის მტკიცებულება.
მეძუძური დედები
ცეფიქსიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში ან მეძუძურ დედებში, თუ ექიმმა ეს აუცილებლად არ ჩათვალა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ისეთი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, როგორიცაა ენცეფალოპათია (რომელიც შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვას, დაბნეულობას, ცნობიერების დაქვეითებას, მოძრაობის დარღვევას), პაციენტმა არ უნდა იმუშაოს მექანიზმებთან ან მართოს ავტომობილი.
გვერდითი მოვლენები
ზოგადად ცეფიქსიმი კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქ და თვითშეზღუდვის ხასიათს ატარებს. შემდეგი გვერდითი რეაქცია გათვალისწინებულია შემდეგ ცხრილში:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ეოზინოფილია
ჰიპერეოზინოფილია
აგრანულოციტოზი
ლეიკოპენია
ნეიტროპენია
გრანულოციტოპენია
ჰემოლიზური ანემია
თრომბოციტოპენია
თრომბოციტოზი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
აბდომინალური ტკივილი
დიარეა *
დისპეფსია
გულისრევა
ღებინება
მეტეორიზმი
ჰეპატობილიარული დარღვევები:
სიყვითლე
გამოკვლევები:
ასპარტატამინოტრანსფერაზას ზრდა
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
აღინიშნა კრუნჩხვების შემთხვევები ცეფალოსპორინების ჩათვლით ცეფიქსიმის (სიხშირე უცნობია)**
ბეტა-ლაქტამები, მათ შორის ცეფიქსიმი, ახასიათებს პაციენტს ენცეფალოპათიის რისკისადმი (რაც შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს, დაბნეულობას, ცნობიერების დაქვეითებას, მოძრაობის დარღვევას), განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (სიხშირე უცნობია)**
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები:
დისპნოე
თირკმელების და შარდგამომყოფი დარღვევები:
თირკმლის მწვავე უკმარისობა ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტით (იხ. პუნქტი 4.4)
იმუნური სისტემის დარღვევები:
ანაფილაქსიური რეაქცია
ანგიოედემა
შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
მულტიფორმული ერითემა
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
ურტიკარია
გამონაყარი
ქავილი
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზული
პუსტულოზი (AGEP) (იხ. პუნქტი 4.4)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა:
ცხელება
ართრალგია
პირექსია
სახის შეშუპება
გენიტალური ქავილი
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და/ან მარკეტინგული გამოყენებისას.
- დიარეა უფრო ხშირად ასოცირდება, მედიკამენტის უფრო მაღალ დოზებთან. დაფიქსირდა ზომიერი და მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა; რაც ზოგჯერ საჭიროებდა თერაპიის შეწყვეტას. გამოხატული დიარეის შემთხვევაში ცეფიქსიმის მიღება უნდა შეწყდეს.
- * ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია
ჭარბი დოზა
არსებობს ენცეფალოპათიის რისკი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მათ შორის ცეფიქსიმის მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ცეფიქსიმის 2 გ-მდე დოზის გამოყენებისას სუბიექტებში, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომენდებული დოზებით. ცეფიქსიმი სისხლის მიმოქცევიდან, დიალიზის შემთხვევაში არ გამოიყოფა მნიშვნელოვანი რაოდენობით.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია ზოგადი დამხმარე ზომები.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს ცეფიქსიმის ტრიჰიდრატს USP ექვივალენტური 400 მგ ცეფიქსიმის.
დამხმარე ნივთიერებები: იხილეთ ნაწილი 6.1
შენახვის პირობები
36 თვე
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 კონტეინერის ბუნება და შიგთავსი:
7 კაფსულა თითოეულ ALU-PVC ბლისტერში, 1 ბლისტერი თითო ინსტრუქციით თითოეულ კოლოფში.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას:
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები
ფარმაკოლოგიური თვისებები
მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ათქ კოდი: J01DD08
ცეფიქსიმი არის პერორალური მესამე თაობის ცეფალოსპორინი, რომელსაც აქვს ინ ვიტრო ბაქტერიციდული აქტივობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.
კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია ინფექციებში, რომლებიც გამოწვეულია ჩვეულებრივ პათოგენებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella species, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) და Enterobacter species.
ის უაღრესად სტაბილურია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.
ენტეროკოკის შტამების უმეტესობა (Streptococcus faecalis, ჯგუფი D Streptococci) და სტაფილოკოკები (მათ შორის კოაგულაზა დადებითი და უარყოფითი შტამები და მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა, Pseudomonas, Bacteroides fragilis, Listeria monocytogenes და Clostridia შტამების უმეტესობა, ასევე მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცეფიქსიმის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის ფარგლებშია. აბსორბცია მნიშვნელოვნად არ იცვლება საკვების მიღების შემთხვევაში ამიტომ, ცეფიქსიმის მიღება შეიძლება საკვების მიღების გარეშე.
in vitro კვლევებიდან შრატში ან შარდში 1 მკგ/მლ ან მეტი კონცენტრაცია ჩათვლილი იყო ადექვატურად უმრავლესობის პათოგენებისთვის, რომელთა წინააღმდეგაც ცეფიქსიმი აქტიურია. როგორც წესი, შრატში პიკური დონეები რეკომენდებული ზრდასრული ან პედიატრიული დოზების შემდეგ არის 1,5-3 მკგ/მლ შორის. ცეფიქსიმის მცირე დაგროვება ხდება ან საერთოდ არ ხდება მრავალჯერადი დოზირების შემდეგ.
ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკა შედარებულ იქნა ჯანმრთელ მოხუცებსა (ასაკი > 64 წელი) და ახალგაზრდა მოხალისეებს (11 - 35) შორის, ამ ორ ჯგუფში გამოყენებულ იქნა 400 მგ დოზის მიღება დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში. საშუალო Cmax და AUC მნიშვნელობები ოდნავ მეტი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც დანარჩენ პოპულაციას. ცეფიქსიმი უპირატესად გამოიყოფა შარდით უცვლელი გლომერულური ფილტრაცია ითვლება უპირატეს მექანიზმად. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები არ არის გამოყოფილი ადამიანის შრატში ან შარდში. შრატის ცილებთან შეკავშირება კარგად ხასიათდება ადამიანისა და ცხოველის შრატებისთვის; ცეფიქსიმი თითქმის ექსკლუზიურად უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას, საშუალო თავისუფალი ფრაქცია არის დაახლოებით 30%. ცეფიქსიმის პროტეინებთან შეკავშირება დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის შრატში მაღალ კონცენტრაციებზე, რომლებიც არ აღნიშნება კლინიკური დოზირების შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია
ცეფ-400
- სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ცეფ-400
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს ცეფიქსიმის ტრიჰიდრატს USP ექვივალენტური 400 მგ ცეფიქსიმის.
დამხმარე ნივთიერებები: იხილეთ ნაწილი 6.1
- ფარმაცევტული ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები
- კლინიკური მაახსიათებლები
- 1 კლინიკური მაჩვენებლები
ცეფ-400 არის პერორალურად აქტიური ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია in vitro ბაქტერიციდული მოქმედება, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. იგი ნაჩვენებია შემდეგი მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ზსგი): მაგალითად, შუა ოტიტი; და სხვა (ზსგი) სადაც ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ გამომწვევი ორგანიზმი რეზისტენტულია სხვა ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ, ან სადაც არაეფექტური მკურნალობა, შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან რისკს.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: მაგალითად ბრონქიტი.
საშარდე გზების ინფექციები: მაგ. ცისტიტი, ცისტოურეთრიტი, გაურთულებელი პიელონეფრიტი.
კლინიკური ეფექტურობა დემონსტრირებული იყო, გავრცელებული პათოგენებით გამოწვეულ ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Kliebsiella species, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) Enterobacter species. ცეფიქსიმს გააჩნია მაღალი სტაბილურობა ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.
ენტეროკოკის შტამების უმეტესობა (Streptococcus faecalis, group D Streptococci) და სტაფილოკოკები (კოაგულაზას დადებითი და უარყოფითი შტამების ჩათვლით, ასევე მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა, Pseudomonas, Bacteriodes fragalis, Listeria monocytogenes და Clostridia შტამების უმეტესობა მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ.
- 2 გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიღების გზა: პერორალური.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 7 დღეა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.
დოზირება
მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე დიდი ან 50 კგ-ზე მეტი მასით:
რეკომენდირებული დოზაა 200-400 მგ. დღიურად ინფექციის სიმძიმის მიხედვით, ერთჯერადი ან ორად გაყოფილი დოზით.
10 წლამდე ბავშვები:
ცეფიქსიმის ტაბლეტები 200 მგ არ არის რეკომენდებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც რეკომენდებულია მოზრდილებისთვის. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია მოხდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის კორექტირება.
თირკმლის უკმარისობა:
ცეფიქსიმი შეიძლება დაინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ჩვეულებრივი დოზა და რეჟიმი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ან მეტი. პაციენტებში 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით, რეკომენდებულია არ იქნას გადაჭარბებული 200 მგ დოზა, დღეში ერთხელ. დოზა და რეჟიმი პაციენტებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს ან ჰემოდიალიზს, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც განკუთვნილია 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებისთვის.
მიღების მეთოდი
პერორალური მიღებისთვის. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს ცეფიქსიმის აბსორბციაზე.
- 3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში
- 4 სპეციალური გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.
ენცეფალოპათია
ბეტა-ლაქტამები, მათ შორის ცეფიქსიმი, უქმნის პაციენტს ენცეფალოპათიის რისკს (რაც შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს, დაბნეულობას, ცნობიერების დაქვეითებას, მოძრაობის დარღვევას), განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARS), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) აღწერილია ცეფიქსიმთან დაკავშირებით. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანის სერიოზული გამოვლინებების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და აუცილებელია მათზე ყურადღებით დაკვირვება.
მკურნალობა უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოვლენისთანავე.
ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა მედიკამენტების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში, რადგან არსებობს გარკვეული მტკიცებულება პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ნაწილობრივი ჯვარედინი ალერგენობის შესახებ.
პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე რეაქციები (ანაფილაქსიის ჩათვლით) ორივე კლასის პრეპარატებზე. ცეფიქსიმის გამოყენებისას ალერგიული ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს დაენიშნოს მკურნალობა შესაბამისი საშუალებებით.
ჰემოლიზური ანემია
მედიკამენტებით ინდუცირებული ჰემოლიზური ანემია, მათ შორის მძიმე შემთხვევების ფატალური შედეგების ჩათვლით, აღწერილია ცეფალოსპორინებისთვის (როგორც კლასი). ასევე დაფიქსირდა ჰემოლიზური ანემიის რეციდივი ცეფალოსპორინების ხელახალი მიღების შემდეგ პაციენტში ცეფალოსპორინის (მათ შორის ცეფიქსიმის) ანამნეზში ასოცირებული ჰემოლიზური ანემიით.
თირკმლის მწვავე უკმარისობა
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, მათ შორის ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, როგორც ძირითადი პათოლოგიური მდგომარეობა. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია ან/და სხვა ზომები.
ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).
პედიატრიული გამოყენება
ცეფიქსიმის უსაფრთხოება დღენაკლულებში ან ახალშობილებში არ არის დადგენილი (იხ. პუნქტი 4.2).
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შეიძლება მოხდეს კლოსტრიდიუმის ჭარბად ზრდა. კვლევებმა აჩვენა, რომ Clostridium difficile-ით გამომუშავებული ტოქსინი არის ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის ძირითადი მიზეზი. ფსევდომემბრანული კოლიტი ასოცირდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (მათ შორის მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ლინკოსამიდები და ცეფალოსპორინები); ამიტომ მნიშვნელოვანია დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ერთად. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან მის შემდეგ. ფსევდომემბრანული კოლიტის მართვა უნდა მოიცავდეს სიგმოიდოსკოპიას, შესაბამის ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხეების, ელექტროლიტების და ცილოვანი დანამატების მიღებას. თუ კოლიტი არ გაუმჯობესდება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ან თუ სიმპტომები მძიმეა, პერორალური ვანკომიცინი არის პრეპარატი, C. Difficile-ით წარმოქმნილი, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის მკურნალობისთვის, უნდა გამოირიცხოს ასევე კოლიტის სხვა მიზეზები.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
ანტიკოაგულანტები
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პოთრომბინის დროის ზრდა. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულაციური თერაპიას. ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს, მაგალითად როგორიცაა, ვარფარინის კალიუმი. ცეფიქსიმმა შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება, შესაძლოა მოხდეს პროთრომბინის გახანგრძლივება სისხლდენით ან მის გარეშე.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება გამოიხატის ბენედიქტის ან ფელინგის ხსნარების გამოყენებით ან სპილენძის სულფატის სატესტო ტაბლეტებით, მაგრამ არა გლუკოზის ოქსიდაზას ფერმენტულ რეაქციებზე დაფუძნებული ტესტებით. კუმბსის პირდაპირი ტესტის ცრუ დადებითი შედეგი დაფიქსირდა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, ამიტომ უნდა იყოს აღიარებული, რომ კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატით.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთაგვებზე, ადამიანებისთვის განკუთვნილ დოზაზე 400-ჯერ მეტი ოდენობით და არ გამოვლენილა ნაყოფიერების დარღვევის ან ნაყოფისთვის ზიანის მიყენების მტკიცებულება ცეფიქსიმის გამო. კურდღლებში, ადამიანისთვის განკუთვნილ დოზაზე 4-ჯერ მეტი დოზებით ჩატარებულ კვლევებში, არ დაფიქსირებულა ტერატოგენული ეფექტის მტკიცებულება.
მეძუძური დედები
ცეფიქსიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში ან მეძუძურ დედებში, თუ ექიმმა ეს აუცილებლად არ ჩათვალა.
- 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ისეთი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, როგორიცაა ენცეფალოპათია (რომელიც შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვას, დაბნეულობას, ცნობიერების დაქვეითებას, მოძრაობის დარღვევას), პაციენტმა არ უნდა იმუშაოს მექანიზმებთან ან მართოს ავტომობილი.
- 8 არასასურველი ეფექტები
ზოგადად ცეფიქსიმი კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქ და თვითშეზღუდვის ხასიათს ატარებს. შემდეგი გვერდითი რეაქცია გათვალისწინებულია შემდეგ ცხრილში:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ეოზინოფილია
ჰიპერეოზინოფილია
აგრანულოციტოზი
ლეიკოპენია
ნეიტროპენია
გრანულოციტოპენია
ჰემოლიზური ანემია
თრომბოციტოპენია
თრომბოციტოზი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
აბდომინალური ტკივილი
დიარეა *
დისპეფსია
გულისრევა
ღებინება
მეტეორიზმი
ჰეპატობილიარული დარღვევები:
სიყვითლე
გამოკვლევები:
ასპარტატამინოტრანსფერაზას ზრდა
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
აღინიშნა კრუნჩხვების შემთხვევები ცეფალოსპორინების ჩათვლით ცეფიქსიმის (სიხშირე უცნობია)**
ბეტა-ლაქტამები, მათ შორის ცეფიქსიმი, ახასიათებს პაციენტს ენცეფალოპათიის რისკისადმი (რაც შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს, დაბნეულობას, ცნობიერების დაქვეითებას, მოძრაობის დარღვევას), განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (სიხშირე უცნობია)**
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები:
დისპნოე
თირკმელების და შარდგამომყოფი დარღვევები:
თირკმლის მწვავე უკმარისობა ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტით (იხ. პუნქტი 4.4)
იმუნური სისტემის დარღვევები:
ანაფილაქსიური რეაქცია
ანგიოედემა
შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
მულტიფორმული ერითემა
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
ურტიკარია
გამონაყარი
ქავილი
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზული
პუსტულოზი (AGEP) (იხ. პუნქტი 4.4)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა:
ცხელება
ართრალგია
პირექსია
სახის შეშუპება
გენიტალური ქავილი
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და/ან მარკეტინგული გამოყენებისას.
- დიარეა უფრო ხშირად ასოცირდება, მედიკამენტის უფრო მაღალ დოზებთან. დაფიქსირდა ზომიერი და მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა; რაც ზოგჯერ საჭიროებდა თერაპიის შეწყვეტას. გამოხატული დიარეის შემთხვევაში ცეფიქსიმის მიღება უნდა შეწყდეს.
- * ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია
- 9 ჭარბი დოზირება
არსებობს ენცეფალოპათიის რისკი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მათ შორის ცეფიქსიმის მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ცეფიქსიმის 2 გ-მდე დოზის გამოყენებისას სუბიექტებში, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომენდებული დოზებით. ცეფიქსიმი სისხლის მიმოქცევიდან, დიალიზის შემთხვევაში არ გამოიყოფა მნიშვნელოვანი რაოდენობით.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია ზოგადი დამხმარე ზომები.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ათქ კოდი: J01DD08
ცეფიქსიმი არის პერორალური მესამე თაობის ცეფალოსპორინი, რომელსაც აქვს ინ ვიტრო ბაქტერიციდული აქტივობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.
კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია ინფექციებში, რომლებიც გამოწვეულია ჩვეულებრივ პათოგენებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella species, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) და Enterobacter species.
ის უაღრესად სტაბილურია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.
ენტეროკოკის შტამების უმეტესობა (Streptococcus faecalis, ჯგუფი D Streptococci) და სტაფილოკოკები (მათ შორის კოაგულაზა დადებითი და უარყოფითი შტამები და მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა, Pseudomonas, Bacteroides fragilis, Listeria monocytogenes და Clostridia შტამების უმეტესობა, ასევე მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცეფიქსიმის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის ფარგლებშია. აბსორბცია მნიშვნელოვნად არ იცვლება საკვების მიღების შემთხვევაში ამიტომ, ცეფიქსიმის მიღება შეიძლება საკვების მიღების გარეშე.
in vitro კვლევებიდან შრატში ან შარდში 1 მკგ/მლ ან მეტი კონცენტრაცია ჩათვლილი იყო ადექვატურად უმრავლესობის პათოგენებისთვის, რომელთა წინააღმდეგაც ცეფიქსიმი აქტიურია. როგორც წესი, შრატში პიკური დონეები რეკომენდებული ზრდასრული ან პედიატრიული დოზების შემდეგ არის 1,5-3 მკგ/მლ შორის. ცეფიქსიმის მცირე დაგროვება ხდება ან საერთოდ არ ხდება მრავალჯერადი დოზირების შემდეგ.
ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკა შედარებულ იქნა ჯანმრთელ მოხუცებსა (ასაკი > 64 წელი) და ახალგაზრდა მოხალისეებს (11 - 35) შორის, ამ ორ ჯგუფში გამოყენებულ იქნა 400 მგ დოზის მიღება დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში. საშუალო Cmax და AUC მნიშვნელობები ოდნავ მეტი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც დანარჩენ პოპულაციას. ცეფიქსიმი უპირატესად გამოიყოფა შარდით უცვლელი გლომერულური ფილტრაცია ითვლება უპირატეს მექანიზმად. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები არ არის გამოყოფილი ადამიანის შრატში ან შარდში. შრატის ცილებთან შეკავშირება კარგად ხასიათდება ადამიანისა და ცხოველის შრატებისთვის; ცეფიქსიმი თითქმის ექსკლუზიურად უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას, საშუალო თავისუფალი ფრაქცია არის დაახლოებით 30%. ცეფიქსიმის პროტეინებთან შეკავშირება დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის შრატში მაღალ კონცენტრაციებზე, რომლებიც არ აღნიშნება კლინიკური დოზირების შემდეგ.
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
გაწმენდილი ტალკი, Kyron T-314, მაგნიუმის სტეარატი;
ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი:
თავსახური: ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი, ტარტრაზინი, კარმოიზინი.
კორპუსი: ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი.
- 2 შეუთავსებლობა:
არ მიესადაგება
- 3 შენახვის ვადა:
36 თვე
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 კონტეინერის ბუნება და შიგთავსი:
7 კაფსულა თითოეულ ALU-PVC ბლისტერში, 1 ბლისტერი თითო ინსტრუქციით თითოეულ კოლოფში.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას:
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები
- მწარმოებელი:
Belco Pharma
515, M.I.E., ბაჰადურგარჰ-124507 ჰარუანა (ინდოეთი)
- ექსპორტირებულია:
Aravis Pharmaceuticals
35 პირველი სართული, ბჰარატ ნაგარის ქუჩა.
სრინაგარის კოლონია, დელი-110052, ინდოეთი.
- გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტი II ჯგუფი, გაიცემა რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


