პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ცეფ-400

Cef-400

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბანგლადეში
რისთვის გამოიყენება

ცეფ-400 არის პერორალურად აქტიური ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია ინ ვიტრო ბაქტერიციდული მოქმედება, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფიქსიმ (cefixime)
ფორმა და შეფუთვა
400მგ მყარი კაფსულა №7 (1X7)
მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD08
რეგისტრაციის ნომერი
რ-042136
რეგისტრირებულია
1 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
განმცხადებელი
შპს „ინტერ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცეფ-400 და სხვა წამალი ერთად

ცეფ-400 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცეფ-400 არის პერორალურად აქტიური ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია ინ ვიტრო ბაქტერიციდული მოქმედება, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. იგი ნაჩვენებია შემდეგი მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ზსგი): მაგალითად, შუა ოტიტი; და სხვა (ზსგი), სადაც ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ გამომწვევი ორგანიზმი რეზისტენტულია სხვა ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ, ან სადაც არაეფექტური მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან რისკს.
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: მაგალითად, ბრონქიტი;
  • საშარდე გზების ინფექციები: მაგ. ცისტიტი, ცისტოურეთრიტი, გაურთულებელი პიელონეფრიტი.

კლინიკური ეფექტურობა დემონსტრირებული იყო გავრცელებული პათოგენებით გამოწვეულ ინფექციებში, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Kliebsiella species, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamase (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) ენტერობაქტერიის სახეობა. ცეფიქსიმს გააჩნია მაღალი სტაბილურობა ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.

ენტეროკოკის შტამების უმეტესობა (Streptococcus faecalis, D ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სტაფილოკოკები (კოაგულაზას დადებითი და უარყოფითი შტამების ჩათვლით, ასევე მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა, Pseudomonas, Bacteriodes fragalis, Listeria monocytogenes და Clostridia შტამების უმეტესობა მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 7 დღეა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.

დოზირება

მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე უფროსი ან 50 კგ-ზე მეტი მასით:

რეკომენდირებული დოზაა 200-400 მგ დღიურად ინფექციის სიმძიმის მიხედვით, ერთჯერადი ან ორად გაყოფილი დოზით.

10 წლამდე ბავშვები:

ცეფიქსიმის ტაბლეტები 200 მგ არ არის რეკომენდებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც რეკომენდებულია მოზრდილებისთვის. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია მოხდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის კორექტირება.

თირკმლის უკმარისობა:

ცეფიქსიმი შეიძლება დაინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ჩვეულებრივი დოზა და რეჟიმი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ან მეტი. პაციენტებში 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით, რეკომენდებულია არ იქნას გადაჭარბებული 200 მგ დოზა, დღეში ერთხელ. დოზა და რეჟიმი პაციენტებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს ან ჰემოდიალიზს, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც განკუთვნილია 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებისთვის.

მიღების მეთოდი

პერორალური მიღებისთვის. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს ცეფიქსიმის აბსორბციაზე.

უკუჩვენებები

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების ან ამ პროდუქტში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ცეფიქსიმი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა პრეპარატების მიმართ. ცეფალოსპორინები სიფრთხილით ინიშნება პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტებში, რამდენადაც არსებობს პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ნაწილობრივი ჯვარედინი-ალერგენობის ზოგიერთი მტკიცებულება.

პაციენტებს ჰქონდათ მძიმე რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია) წამლების ორივე ჯგუფზე. თუ ცეფიქსიმის მიღებისას აღინიშნა ალერგია, მაშინ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით.

ცეფიქსიმი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში. ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შესაძლოა ხელი შეუწყოს კლოსტრიდიის ზრდას. კვლევების თანახმად, კლოსტრიდიუმ დიფიცილეს მიერ წარმოქმნილი ტოქსინი ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეის მთავარი მიზეზია. ფსევდომემბრანული კოლიტი დაკავშირებულია ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (მათ შორის მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ლინკოზამიდები და ცეფალოსპორინები); ამიტომ მნიშვნელოვანია დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებშიც ანტიბიოტიკების გამოყენებისას ვითარდება დიარეა. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები.

ფსევდომემბრანული კოლიტის მართვა უნდა მოიცავდეს სიგმოიდოსკოპიას, სათანადო ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხეებს, ელექტროლიტებს და ცილების დამატებას. თუ პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ კოლიტი არ გაუმჯობესდება, ან თუ სიმპტომები მწვავეა, მაშინ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კლოსტრიდიუმ დიფიცილეს მიერ წარმოქმნილი ფსევდომემბრანული კოლიტის დროს არჩევანი უნდა გაკეთდეს პერორალურ ვანკომიცინზე. უნდა გამოირიცხოს კოლიტის გამომწვევი სხვა მიზეზები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კარბამაზეპინი

ცეფიქსიმთან ერთად მიღებისას პოსტმარკეტინგულ კვლევებში აღინიშნა კარბამაზეპინის დონის ზრდა. წამლის მონიტორინგი შეიძლება დაგეხმაროთ კარბამაზეპინის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილებების გამოვლენაში.

ვარფარინი და ანტიკოაგულანტები

ცეფიქსიმთან ერთად მიღებისას აღინიშნა პროთრომბინის დროის გაზრდა, კლინიკური სისხლდენით ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა კატეგორია ბ

რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა თაგვებში და ვირთაგვებში 40-ჯერ მეტი დოზი, ვიდრე რეკომენდებულია ადამიანებში და არ გამოვლენილა ცეფიქსიმის გამო ნაყოფის დაზიანების მტკიცებულება. ორსულ ქალებში არ არის ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები. იმის გამო, რომ ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ არის პროგნოზირებადი ადამიანის რეაქციაზე, ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი გამოყენება აუცილებელია.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ცეფიქსიმი ადამიანის რძეში. ამ პრეპარატით მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია დროებით ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები

ცეფიქსიმი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და თვითშეზღუდული ხასიათის იყო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:

ცეფიქსიმთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია დიარეა და განავლის ცვლილებები; დიარეა უფრო ხშირად ასოცირდებოდა უფრო დიდი დოზების მიღებასთან. აღინიშნა ზომიერიდან მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა რა დროსაც საჭირო გახდა მკურნალობის შეწყვეტა. ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება დიარეა. კუჭ-ნაწლავის მხრივ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ნაკლებად აღინიშნა არის გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება და მეტეორიზმი. აღინიშნა ფსევდომემბრანული კოლიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემა

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

აღინიშნა ალერგიები გამონაყარის, ქავილის, წამლისმიერი ცხელების და ართრალგიის სახით, მათ შორის ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები. ეს რეაქციები ჩვეულებრივ გაივლის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათად აღინიშნა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ჰემატოლოგიური და კლინიკური ქიმია

აღინიშნა თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპერეოზინოფილია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. ეს რეაქციები არახშირია და შექცევადია. ღვიძლის და თირმლის ფუნქციის ანალიზებში აღინიშნა მსუბუქი გარდამავალი ცვლილებები.

ღვიძლის მხრივ დარღვევები

შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ტრანსამინაზას, ტუტე ფოსფატაზასას გარდამავალი ზრდა და ასევე სიყვითლე.

სხვადასხვა: სხვა შესაძლო რეაქციები მოიცავს გენიტალურ ქავილს და ვაგინიტს.

ჭარბი დოზა

ცეფიქსიმთან დოზის გადაჭარბების გამოცდილება არ არსებობს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ცეფიქსიმის 2 გ-მდე დოზის მიღებისას ნორმალურ სუბიექტებში, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებისგან, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომენდებული დოზებით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება ნაჩვენები იყოს კუჭის ამორეცხვა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ცეფიქსიმი სისხლის მიმოქცევიდან არ გამოდის მნიშვნელოვანი რაოდენობით დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

ყოველი კაფსულა შეიცავს 400 მგ ცეფიქსიმს, ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი USP-ს სახით.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; გაწმენდილი ტალკი; კროსპოვიდონი; ნატრიუმის ლაურილ სულფატი; მყარი ჟელატინის კაფსულის კაფსულის გარსი: პირუტყვის კანის ჟელატინის ექსტრაქტი; ლაურილ სულფატ ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი.

შენახვის პირობები

3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

DRUG INTERNATIONAL LTD.

ბანგლადეში

ფარმაკოლოგიური თვისებები

მესამე თაობის ცეფალოსპორინები

ათქ კოდი: J01DD08

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ცეფიქსიმი, ანტიბიოტიკი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინს, მსგავსად ცეფტრიაქსონისა და ცეფოტაქსიმისა. ცეფიქსიმი მეტად მდრგარია ბეტა-ლაქტამაზა ფერმენტების არსებობისას. შედეგად, მრავალი ორგანიზმი მდგრადია პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო, შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ. ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედება გამომდინარეობს ბაქტერიული უჯრედის კედელში მუკოპეპტიდური სინთეზის ინჰიბირებიდან.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ცეფიქსიმის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის ფარგლებშია. აბსორბციას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვების მიღება. შესაბამისად, ცეფიქსიმის მიღება შეიძლება კვების გარეშე.

ინ-ვიტრო კვლევებით, 1 მკგ/მლ-ს ან მეტის კონცენტრაცია შრატში და შარდში მიჩნეული იყო ადეკვატურად ყველაზე გავრცელებული პათოგენების წინააღმდეგ, რომლის მიმართაც აქტიურია ცეფიქსიმი. ტიპიურად, მოზრდილებსა და ბავშვებში შრატში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა რეკომენდებული დოზებით მიღებისას 1.5-დან 3 მკგ/მლ-მდე. მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ ცეფიქსიმი გროვდება მცირე რაოდენობით ან არ გროვდება.

ჯანმრთელ ხანდაზმულებსა (64 წელზე მეტი ასაკის) და ახალგაზრდა (11-35) მოხალისეებში ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 400 მგ დოზას მიღებას დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. საშუალო Cmax და AUC უმნიშვნელოდ მეტი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება იგივე დოზის მიღება რაც ზოგადად სხვა პოპულაციებში.

ცეფიქსიმი ძირითადად უცვლელი ფორმით გამოიყოფა შარდში. გლომერულური ფილტრაცია ითვლება უპირატეს მექანიზმად. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები არ იზოლირდება ადამიანის შრატიდან ან შარდიდან.

ცეფიქსიმი თითქმის მთლიანად უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას, საშუალო თავისუფალი ფრაქცია დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ცეფიქსიმის ცილებთან კავშირი არის მხოლოდ კონცენტრაციაზე დამოკიდებული ადამიანის შრატში ძალიან მაღალი კონცენტრაციისას, რაც არ არის ნაჩვენები კლინიკური დოზირების შემდეგ.

ლაქტაციის მქონე ვირთაგვებიდან ცეფიქსიმის 14C-მონიშნულის გადაცემა მათ მეძუძურ ნაშიერებში ძუძუთი კვებისას იყო რაოდენობრივად მცირე (დედის სხეულის ცეფიქსიმის შიგთავსის დაახლოებით 1.5% ლეკვებში). არ არსებობს მონაცემები ადამიანის რძეში ცეფიქსიმის გამოყოფის შესახებ. ცეფიქსიმის პლაცენტარული გადაცემა მცირე იყო ორსულ ვირთაგვებში, რომლებიც დოზირებულნი იყვნენ მონიშნული ცეფიქსიმით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ცეფ-400

(ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი USP)

შემადგენლობა:

ყოველი კაფსულა შეიცავს 400 მგ ცეფიქსიმს, ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი USP-ს სახით.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; გაწმენდილი ტალკი; კროსპოვიდონი; ნატრიუმის ლაურილ სულფატი; მყარი ჟელატინის კაფსულის კაფსულის გარსი: პირუტყვის კანის ჟელატინის ექსტრაქტი; ლაურილ სულფატ ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაცევტული ფორმა:

მყარი ჟელატინის კაფსულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მესამე თაობის ცეფალოსპორინები

ათქ კოდი: J01DD08

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ცეფიქსიმი, ანტიბიოტიკი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინს, მსგავსად ცეფტრიაქსონისა და ცეფოტაქსიმისა. ცეფიქსიმი მეტად მდრგარია ბეტა-ლაქტამაზა ფერმენტების არსებობისას. შედეგად, მრავალი ორგანიზმი მდგრადია პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო, შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ. ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედება გამომდინარეობს ბაქტერიული უჯრედის კედელში მუკოპეპტიდური სინთეზის ინჰიბირებიდან.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ცეფიქსიმის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის ფარგლებშია. აბსორბციას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვების მიღება. შესაბამისად, ცეფიქსიმის მიღება შეიძლება კვების გარეშე.

ინ-ვიტრო კვლევებით, 1 მკგ/მლ-ს ან მეტის კონცენტრაცია შრატში და შარდში მიჩნეული იყო ადეკვატურად ყველაზე გავრცელებული პათოგენების წინააღმდეგ, რომლის მიმართაც აქტიურია ცეფიქსიმი. ტიპიურად, მოზრდილებსა და ბავშვებში შრატში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა რეკომენდებული დოზებით მიღებისას 1.5-დან 3 მკგ/მლ-მდე. მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ ცეფიქსიმი გროვდება მცირე რაოდენობით ან არ გროვდება.

ჯანმრთელ ხანდაზმულებსა (64 წელზე მეტი ასაკის) და ახალგაზრდა (11-35) მოხალისეებში ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 400 მგ დოზას მიღებას დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. საშუალო Cmax და AUC უმნიშვნელოდ მეტი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება იგივე დოზის მიღება რაც ზოგადად სხვა პოპულაციებში.

ცეფიქსიმი ძირითადად უცვლელი ფორმით გამოიყოფა შარდში. გლომერულური ფილტრაცია ითვლება უპირატეს მექანიზმად. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები არ იზოლირდება ადამიანის შრატიდან ან შარდიდან.

ცეფიქსიმი თითქმის მთლიანად უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას, საშუალო თავისუფალი ფრაქცია დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ცეფიქსიმის ცილებთან კავშირი არის მხოლოდ კონცენტრაციაზე დამოკიდებული ადამიანის შრატში ძალიან მაღალი კონცენტრაციისას, რაც არ არის ნაჩვენები კლინიკური დოზირების შემდეგ.

ლაქტაციის მქონე ვირთაგვებიდან ცეფიქსიმის 14C-მონიშნულის გადაცემა მათ მეძუძურ ნაშიერებში ძუძუთი კვებისას იყო რაოდენობრივად მცირე (დედის სხეულის ცეფიქსიმის შიგთავსის დაახლოებით 1.5% ლეკვებში). არ არსებობს მონაცემები ადამიანის რძეში ცეფიქსიმის გამოყოფის შესახებ. ცეფიქსიმის პლაცენტარული გადაცემა მცირე იყო ორსულ ვირთაგვებში, რომლებიც დოზირებულნი იყვნენ მონიშნული ცეფიქსიმით.

სამკურნალო ჩვენებები:

ცეფ-400 არის პერორალურად აქტიური ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია ინ ვიტრო ბაქტერიციდული მოქმედება, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. იგი ნაჩვენებია შემდეგი მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ზსგი): მაგალითად, შუა ოტიტი; და სხვა (ზსგი), სადაც ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ გამომწვევი ორგანიზმი რეზისტენტულია სხვა ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ, ან სადაც არაეფექტური მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან რისკს.
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: მაგალითად, ბრონქიტი;
  • საშარდე გზების ინფექციები: მაგ. ცისტიტი, ცისტოურეთრიტი, გაურთულებელი პიელონეფრიტი.

კლინიკური ეფექტურობა დემონსტრირებული იყო გავრცელებული პათოგენებით გამოწვეულ ინფექციებში, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Kliebsiella species, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamase (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) ენტერობაქტერიის სახეობა. ცეფიქსიმს გააჩნია მაღალი სტაბილურობა ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.

ენტეროკოკის შტამების უმეტესობა (Streptococcus faecalis, D ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სტაფილოკოკები (კოაგულაზას დადებითი და უარყოფითი შტამების ჩათვლით, ასევე მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა, Pseudomonas, Bacteriodes fragalis, Listeria monocytogenes და Clostridia შტამების უმეტესობა მდგრადია ცეფიქსიმის მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

მიღების გზა-პერორალური.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 7 დღეა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.

დოზირება

მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე უფროსი ან 50 კგ-ზე მეტი მასით:

რეკომენდირებული დოზაა 200-400 მგ დღიურად ინფექციის სიმძიმის მიხედვით, ერთჯერადი ან ორად გაყოფილი დოზით.

10 წლამდე ბავშვები:

ცეფიქსიმის ტაბლეტები 200 მგ არ არის რეკომენდებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც რეკომენდებულია მოზრდილებისთვის. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია მოხდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის კორექტირება.

თირკმლის უკმარისობა:

ცეფიქსიმი შეიძლება დაინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ჩვეულებრივი დოზა და რეჟიმი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ან მეტი. პაციენტებში 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით, რეკომენდებულია არ იქნას გადაჭარბებული 200 მგ დოზა, დღეში ერთხელ. დოზა და რეჟიმი პაციენტებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს ან ჰემოდიალიზს, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც განკუთვნილია 20 მლ/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებისთვის.

მიღების მეთოდი

პერორალური მიღებისთვის. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს ცეფიქსიმის აბსორბციაზე.

უკუჩვენება:

პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების ან ამ პროდუქტში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილის ზომები

ცეფიქსიმი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა პრეპარატების მიმართ. ცეფალოსპორინები სიფრთხილით ინიშნება პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტებში, რამდენადაც არსებობს პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ნაწილობრივი ჯვარედინი-ალერგენობის ზოგიერთი მტკიცებულება.

პაციენტებს ჰქონდათ მძიმე რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია) წამლების ორივე ჯგუფზე. თუ ცეფიქსიმის მიღებისას აღინიშნა ალერგია, მაშინ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით.

ცეფიქსიმი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში. ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შესაძლოა ხელი შეუწყოს კლოსტრიდიის ზრდას. კვლევების თანახმად, კლოსტრიდიუმ დიფიცილეს მიერ წარმოქმნილი ტოქსინი ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეის მთავარი მიზეზია. ფსევდომემბრანული კოლიტი დაკავშირებულია ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (მათ შორის მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ლინკოზამიდები და ცეფალოსპორინები); ამიტომ მნიშვნელოვანია დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებშიც ანტიბიოტიკების გამოყენებისას ვითარდება დიარეა. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან მის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები.

ფსევდომემბრანული კოლიტის მართვა უნდა მოიცავდეს სიგმოიდოსკოპიას, სათანადო ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხეებს, ელექტროლიტებს და ცილების დამატებას. თუ პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ კოლიტი არ გაუმჯობესდება, ან თუ სიმპტომები მწვავეა, მაშინ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კლოსტრიდიუმ დიფიცილეს მიერ წარმოქმნილი ფსევდომემბრანული კოლიტის დროს არჩევანი უნდა გაკეთდეს პერორალურ ვანკომიცინზე. უნდა გამოირიცხოს კოლიტის გამომწვევი სხვა მიზეზები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება

კარბამაზეპინი

ცეფიქსიმთან ერთად მიღებისას პოსტმარკეტინგულ კვლევებში აღინიშნა კარბამაზეპინის დონის ზრდა. წამლის მონიტორინგი შეიძლება დაგეხმაროთ კარბამაზეპინის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილებების გამოვლენაში.

ვარფარინი და ანტიკოაგულანტები

ცეფიქსიმთან ერთად მიღებისას აღინიშნა პროთრომბინის დროის გაზრდა, კლინიკური სისხლდენით ან მის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ორსულობა კატეგორია ბ

რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა თაგვებში და ვირთაგვებში 40-ჯერ მეტი დოზი, ვიდრე რეკომენდებულია ადამიანებში და არ გამოვლენილა ცეფიქსიმის გამო ნაყოფის დაზიანების მტკიცებულება. ორსულ ქალებში არ არის ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები. იმის გამო, რომ ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ არის პროგნოზირებადი ადამიანის რეაქციაზე, ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი გამოყენება აუცილებელია.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ცეფიქსიმი ადამიანის რძეში. ამ პრეპარატით მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია დროებით ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები

ცეფიქსიმი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და თვითშეზღუდული ხასიათის იყო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:

ცეფიქსიმთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია დიარეა და განავლის ცვლილებები; დიარეა უფრო ხშირად ასოცირდებოდა უფრო დიდი დოზების მიღებასთან. აღინიშნა ზომიერიდან მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა რა დროსაც საჭირო გახდა მკურნალობის შეწყვეტა. ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება დიარეა. კუჭ-ნაწლავის მხრივ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ნაკლებად აღინიშნა არის გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება და მეტეორიზმი. აღინიშნა ფსევდომემბრანული კოლიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემა

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

აღინიშნა ალერგიები გამონაყარის, ქავილის, წამლისმიერი ცხელების და ართრალგიის სახით, მათ შორის ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები. ეს რეაქციები ჩვეულებრივ გაივლის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათად აღინიშნა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ჰემატოლოგიური და კლინიკური ქიმია

აღინიშნა თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპერეოზინოფილია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. ეს რეაქციები არახშირია და შექცევადია. ღვიძლის და თირმლის ფუნქციის ანალიზებში აღინიშნა მსუბუქი გარდამავალი ცვლილებები.

ღვიძლის მხრივ დარღვევები

შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ტრანსამინაზას, ტუტე ფოსფატაზასას გარდამავალი ზრდა და ასევე სიყვითლე.

სხვადასხვა: სხვა შესაძლო რეაქციები მოიცავს გენიტალურ ქავილს და ვაგინიტს.

ჭარბი დოზა და მკურნალობა:

ცეფიქსიმთან დოზის გადაჭარბების გამოცდილება არ არსებობს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ცეფიქსიმის 2 გ-მდე დოზის მიღებისას ნორმალურ სუბიექტებში, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებისგან, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომენდებული დოზებით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება ნაჩვენები იყოს კუჭის ამორეცხვა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ცეფიქსიმი სისხლის მიმოქცევიდან არ გამოდის მნიშვნელოვანი რაოდენობით დიალიზის საშუალებით.

გამოშვების ფორმა

მყარი კაფსულა. თითოეულ კოლოფში არის 1 X 7 კაფსულა ბლისტერზე შეფუთვაში.

შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

DRUG INTERNATIONAL LTD.

ბანგლადეში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა