ცეზერა
Cezera®
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცეზერას აქტიური ნივთიერება. ცეზერა არის ანტიალერგიული სამკურნალო საშუალება. შემდეგ მდგომარეობებთან ასოცირებული დაავადების ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ: ალერგიული რინიტი (პერსისტენტული ალერგიული რინიტის ჩათვლით); ჭინჭრის გამონაყარი (ურტიკარია).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოცეტირიზინი (levocetirizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto,, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AE09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039458
- რეგისტრირებულია
- 31 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
ცეზერა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცეზერას აქტიური ნივთიერება.
ცეზერა არის ანტიალერგიული სამკურნალო საშუალება.
შემდეგ მდგომარეობებთან ასოცირებული დაავადების ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ:
ალერგიული რინიტი (პერსისტენტული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
ჭინჭრის გამონაყარი (ურტიკარია).
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და 6 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის ერთი ტაბლეტი დღეში.
განსაკუთრებული დოზირების ინსტრუქცია სპეციალური პოპულაციებისთვის
თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო დაბალი დოზის გამოყენება, მათი დაავადების სიმძიმის მიხედვით, ხოლო ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს დამატებით სხეულის წონის საფუძველზე; დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ცეზერას გამოყენება არ შეიძლება.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მიიღება ჩვეულებრივი დანიშნული დოზა.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ როგორც ღვიძლის, ისე თირკმლის ფუნქციის დარღვევები, შეიძლება უფრო დაბალი დოზების გამოყენება თირკმლის დაავადების საფუძველზე, ხოლო ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს დამატებით სხეულის წონის საფუძველზე; დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაცენტებში, თუ მათი თირკმლის ფუნქცია ნორმალურია.
გამოყენება ბავშვებში
ცეზერას ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
როგორ და როდის მიიღება ცეზერა?
მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით და მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
რა ხანგრძლივობით მიიღება ცეზერა?
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ცეზერა, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ მიიღეთ მიიღეთ იმაზე მეტი ცეზერა, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, შემდეგ კი ძილიანობა.
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ცეზერას ჭარბი დოზა, უთხარით თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული.
თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება
თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება ან თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე დაბალი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა კომპენსირების მიზნით; მიიღეთ შემდეგი დოზა თქვენთვის ნორმალურ დროს.
თუ შეწყვიტეთ ცეზერას მიღება
მკურნალობის შეწყვეტა არ გამოიწვევს უარყოფითი ეფექტების განვითარებას. თუმცა, ცეზერას მიღების შეწყვეტისას იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს პრურიტუსი (ძლიერი ქავილი), იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სიმპტომი მკურნალობის დაწყებამდე არ გქონდათ. სიმპტომები შესაძლოა მოულოდნელად გაქრეს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა სიმპტომები გაძლიერდეს და შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის განახლება. სიმპტომები უნდა გაქრეს მკურნალობის განახლების შემდეგ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდზე, ცეტირიზინზე, ჰიდროქსიზინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე (ჩამოთვლილი ნაწილში 6),
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის მძიმე უკმარისობა 10 მლ/წთ-ზე ქვემოთ კრეატინინის კლირენსით).
სიფრთხილის ზომები
ცეზერას მიღების წინ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ შეგიძლიათ შარდის ბუშტის დაცლა (ისეთი მდგომარეობებით, როგორიცაა ზურგის ტვინის დაზიანება ან გაფართოებული პროსტატა), რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს. თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი, გთხოვთ, რჩევა ჰკითხოთ ექიმს, რადგან ცეზერამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეპტიური შეტევების გამწვავება.
თუ გაქვთ დაგეგმილი ტესტირება ალერგენებზე, ჰკითხეთ ექიმს უნდა შეწყვიტოთ თუ არა ცეზერას მიღება კვლევამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ალერგენებზე გამოკვლევების შედეგებზე.
ბავშვები
ცეზერას გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან შემოგარსული ტაბლეტები არ იძლევა დოზების ადაპტაციის საშუალებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ცეზერას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
რეკომენდებულია სიფრთხილე ცეზერას მიღების დროს ალკოჰოლის ან ტვინზე მოქმედი სხვა საშუალებების მიღებისას.
სენსიტიურ პაციენტებში ცეზერას და ალკოჰოლის ან ტვინზე მოქმედი სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება და შრომისუნარიანობის შეფერხება.
ცეზერას მიღება შეიძლება საკვებთან ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცეზერათი მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა/მოთენთილობა, დაღლილობა და ენერგიისგან დაცლა. თუ აპირებთ ავტომობილის მართვას, პოტეციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებას ან დანადგარების გამოყენებას, რეკომენდებულია, რომ ჯერ დაიცადოთ და დააკვირდეთ პრეპარატზე თქვენს პასუხს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური ტესტებით ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზების მიღებისას არ გამოვლენილა გონებრივი სიფხიზლის, რეაგირების უნარის ან მართვის უნარის დაქვეითება ჯანმრთელ პირებში ჩატარებული ტესტის დროს.
ცეზერა შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღების წინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა/მოთენთილობა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
ენერგიისგან დაცლა და მუცლის ტკივილი
ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
დაფიქსირებულია ასევე სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა პალპიტაცია, გულისცემის სიჩქარის გაზრდა, კანკალი, ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (გემოს შეგრძნების დარღვევა), ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების უკონტროლო ტრიალი), ტკივილი შარდვისას ან შარდვის გაძნელება, შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა, შეშუპება, პრურიტუსი (ქავილი), გამონაყარი, ჭინჭრის ციება (შეშუპება, კანის სიწითლე და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, აგრესიული ან აჟიტაციური ქცევა, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, განმეორებითი აზრები სუიციდის შესახებ ან მცდელობა, ღამის კოშმარები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღებინება, მადის მომატება, გულისრევა და დიარეა. შეწყვეტასთან დაკავშირებული პრურიტუსი (ძლიერი ქავილი).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნებისას, შეწყვიტეთ ცეზერას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (მოჭერა გულ-მკერდის არეში ან ხრიალი), ჭინჭრის ციება, არტერიული წნევის უეცარი დაცემა კოლაფსის ან შოკის განვითარებამდე, რაც შეიძლება ფატალური იყოს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ Javna agencija Republike Slovenije za zdravila in medicinske pripomocke
Sektor za farmakovigilanco Nacionalni center za farmakovigilanco
Slovenceva ulica 22
SI-1000 Ljubljana
ტელ: +386 (0)8 2000 500
ფაქსი +386 (0)8 2000 510
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: HYPERLINK "http://www.jazmp.si/"www.jazmp.si
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალინი; სილიკა, კოლოიდური უწყლო და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში; და ლაქტოზას მონოჰიდრატი; ჰიპრომელოზა 6cP; ტიტანის დიოქსიდი (E171); მაკროგოლ 3000 და ტრიაცეტინი გარსში (იხ. ნაწილი 2).
ცეზერას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები დაქანებული კიდეებით.
ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუთვაში 7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 60, 90, 98 და 100 შემოგარსული ტაბლეტით, რომელიც შეფუთულია ბლისტერებში.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.
ცეზერას მიწოდების კლასიფიკაცია
სამკურნალო საშუალება, რომელიც ექვემდებარება სამედიცინო რეცეპტს.
შენახვის პირობები
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ცეზერა® 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
გვერდითი მოვლენების გაურესებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.
ამ ფურცელ-ჩანართში:
რას არის ცეზერა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ცეზერას მიღების წინ
როგორ მიიღება ცეზერა
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ცეზერა
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ცეზერა და რისთვის გამოიყენება
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცეზერას აქტიური ნივთიერება.
ცეზერა არის ანტიალერგიული სამკურნალო საშუალება.
შემდეგ მდგომარეობებთან ასოცირებული დაავადების ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ:
ალერგიული რინიტი (პერსისტენტული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
ჭინჭრის გამონაყარი (ურტიკარია).
- რა უნდა იცოდეთ ცეზერას მიღების წინ
არ მიიღოთ ცეზერა:
თუ გაქვთ ალერგია ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდზე, ცეტირიზინზე, ჰიდროქსიზინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე (ჩამოთვლილი ნაწილში 6),
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის მძიმე უკმარისობა 10 მლ/წთ-ზე ქვემოთ კრეატინინის კლირენსით).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ცეზერას მიღების წინ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ შეგიძლიათ შარდის ბუშტის დაცლა (ისეთი მდგომარეობებით, როგორიცაა ზურგის ტვინის დაზიანება ან გაფართოებული პროსტატა), რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს. თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი, გთხოვთ, რჩევა ჰკითხოთ ექიმს, რადგან ცეზერამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეპტიური შეტევების გამწვავება.
თუ გაქვთ დაგეგმილი ტესტირება ალერგენებზე, ჰკითხეთ ექიმს უნდა შეწყვიტოთ თუ არა ცეზერას მიღება კვლევამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ალერგენებზე გამოკვლევების შედეგებზე.
ბავშვები
ცეზერას გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან შემოგარსული ტაბლეტები არ იძლევა დოზების ადაპტაციის საშუალებას.
სხვა პრეპარატები და ცეზერა
უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ცეზერას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
რეკომენდებულია სიფრთხილე ცეზერას მიღების დროს ალკოჰოლის ან ტვინზე მოქმედი სხვა საშუალებების მიღებისას.
სენსიტიურ პაციენტებში ცეზერას და ალკოჰოლის ან ტვინზე მოქმედი სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება და შრომისუნარიანობის შეფერხება.
ცეზერას მიღება შეიძლება საკვებთან ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ცეზერათი მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა/მოთენთილობა, დაღლილობა და ენერგიისგან დაცლა. თუ აპირებთ ავტომობილის მართვას, პოტეციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებას ან დანადგარების გამოყენებას, რეკომენდებულია, რომ ჯერ დაიცადოთ და დააკვირდეთ პრეპარატზე თქვენს პასუხს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური ტესტებით ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზების მიღებისას არ გამოვლენილა გონებრივი სიფხიზლის, რეაგირების უნარის ან მართვის უნარის დაქვეითება ჯანმრთელ პირებში ჩატარებული ტესტის დროს.
ცეზერა შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღების წინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება ცეზერა
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და 6 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის ერთი ტაბლეტი დღეში.
განსაკუთრებული დოზირების ინსტრუქცია სპეციალური პოპულაციებისთვის
თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო დაბალი დოზის გამოყენება, მათი დაავადების სიმძიმის მიხედვით, ხოლო ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს დამატებით სხეულის წონის საფუძველზე; დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ცეზერას გამოყენება არ შეიძლება.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მიიღება ჩვეულებრივი დანიშნული დოზა.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ როგორც ღვიძლის, ისე თირკმლის ფუნქციის დარღვევები, შეიძლება უფრო დაბალი დოზების გამოყენება თირკმლის დაავადების საფუძველზე, ხოლო ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს დამატებით სხეულის წონის საფუძველზე; დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაცენტებში, თუ მათი თირკმლის ფუნქცია ნორმალურია.
გამოყენება ბავშვებში
ცეზერას ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
როგორ და როდის მიიღება ცეზერა?
მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით და მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
რა ხანგრძლივობით მიიღება ცეზერა?
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ცეზერა, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ მიიღეთ მიიღეთ იმაზე მეტი ცეზერა, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, შემდეგ კი ძილიანობა.
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ცეზერას ჭარბი დოზა, უთხარით თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული.
თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება
თუ დაგავიწყდათ ცეზერას მიღება ან თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე დაბალი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა კომპენსირების მიზნით; მიიღეთ შემდეგი დოზა თქვენთვის ნორმალურ დროს.
თუ შეწყვიტეთ ცეზერას მიღება
მკურნალობის შეწყვეტა არ გამოიწვევს უარყოფითი ეფექტების განვითარებას. თუმცა, ცეზერას მიღების შეწყვეტისას იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს პრურიტუსი (ძლიერი ქავილი), იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სიმპტომი მკურნალობის დაწყებამდე არ გქონდათ. სიმპტომები შესაძლოა მოულოდნელად გაქრეს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა სიმპტომები გაძლიერდეს და შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის განახლება. სიმპტომები უნდა გაქრეს მკურნალობის განახლების შემდეგ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა/მოთენთილობა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
ენერგიისგან დაცლა და მუცლის ტკივილი
ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
დაფიქსირებულია ასევე სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა პალპიტაცია, გულისცემის სიჩქარის გაზრდა, კანკალი, ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (გემოს შეგრძნების დარღვევა), ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების უკონტროლო ტრიალი), ტკივილი შარდვისას ან შარდვის გაძნელება, შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა, შეშუპება, პრურიტუსი (ქავილი), გამონაყარი, ჭინჭრის ციება (შეშუპება, კანის სიწითლე და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, აგრესიული ან აჟიტაციური ქცევა, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, განმეორებითი აზრები სუიციდის შესახებ ან მცდელობა, ღამის კოშმარები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღებინება, მადის მომატება, გულისრევა და დიარეა. შეწყვეტასთან დაკავშირებული პრურიტუსი (ძლიერი ქავილი).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნებისას, შეწყვიტეთ ცეზერას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (მოჭერა გულ-მკერდის არეში ან ხრიალი), ჭინჭრის ციება, არტერიული წნევის უეცარი დაცემა კოლაფსის ან შოკის განვითარებამდე, რაც შეიძლება ფატალური იყოს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ Javna agencija Republike Slovenije za zdravila in medicinske pripomocke
Sektor za farmakovigilanco Nacionalni center za farmakovigilanco
Slovenceva ulica 22
SI-1000 Ljubljana
ტელ: +386 (0)8 2000 500
ფაქსი +386 (0)8 2000 510
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: HYPERLINK "http://www.jazmp.si/"www.jazmp.si
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება ცეზერა
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცეზერა
აქტიური ნივთიერება არის ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალინი; სილიკა, კოლოიდური უწყლო და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში; და ლაქტოზას მონოჰიდრატი; ჰიპრომელოზა 6cP; ტიტანის დიოქსიდი (E171); მაკროგოლ 3000 და ტრიაცეტინი გარსში (იხ. ნაწილი 2).
ცეზერას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები დაქანებული კიდეებით.
ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუთვაში 7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 60, 90, 98 და 100 შემოგარსული ტაბლეტით, რომელიც შეფუთულია ბლისტერებში.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.
ცეზერას მიწოდების კლასიფიკაცია
სამკურნალო საშუალება, რომელიც ექვემდებარება სამედიცინო რეცეპტს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, Srnarjeska cesta 6, 8501 Novo rnesto, Slovenia
მწარმოებლები
KRKA, tovama zdravil, d.d., Novo mesto, Smarjeska cesta 6, 8501 Novo mesto, Slovenia TAD Pharma GrnbH, Heinz-Lohrnann-StraBe 5, 27472 Cuxhaven, Germany
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებებით:
ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია
Cezera
ბულგარეთი
ЦЕЗЕРА
ავსტრია, დანია
Levocetirizin Krka
იტალია, ესპანეთი
Levocetirizina Krka
საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები
Levocetirizine Krka
საბერძნეთი
Levocet
გერმანია
Levocetirizin TAD
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი 12.10.2018
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


