ცსინობროლი
CSINOBROL
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცსინობროლის აქტიური სუბსტანცია. ცსინობროლი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. გამოიყენება შემდეგი დაავადების (სიმპტომების) სამკურნალოდ, როგორიცაა: ალერგიული რინიტი (პერსისტიული ალერგიული რინიტის ჩათვლით); ჭინჭრის ციება.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოცეტირიზინი (levocetirizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Biofarm Sp.zo.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AE09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034263
- რეგისტრირებულია
- 28 იანვარი 2022, მოქმედებს 28 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ORNADO MEDICINE LLP (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ORNADO MEDICINE ორნადო მედიცინა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცსინობროლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცსინობროლის აქტიური სუბსტანცია.
ცსინობროლი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.
გამოიყენება შემდეგი დაავადების (სიმპტომების) სამკურნალოდ, როგორიცაა:
ალერგიული რინიტი (პერსისტიული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
ჭინჭრის ციება.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
დოზირების მითითებები განსაკუთრებული პოპულაციისთვის:
თირკმელების დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით ინიშნება დაბალი დოზები და ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით; პრეპარატის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
პაციენტებმა თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ უნდა მიიღონ აღნიშნული პროდუქტი.
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტებმა, რომლებსაც მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნებათ, უნდა მიიღონ ექიმის მიერ დანიშნული ჩვეულებრივი დოზა.
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად აღენიშნებათ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ინიშნება პრეპარატის უფრო დაბალი დოზა თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად და ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტები
თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ბავშვებში :
ცსინობროლი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორ და როდის უნდა მიიღოთ ცსინობროლი?
განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად წყლთან ერთად. შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ცსინობროლი?
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი სიმპტომების ტიპის, ხანგრძლივობის და სიმძიმის მიხედვით.
თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ცსინობროლი:
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ მიიღეთ ცსინობროლის გადაჭარბებული დოზა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს რა ზომები უნდა იქნას მიღებული.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.
თუ დაგავიწყდათ ცსინობროლის მიღება:
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ დაგავიწყდათ ცსინობროლის მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე ნაკლები, დაელოდეთ სანამ მოვა შემდეგი დოზის მიღების დრო. თქვენ უნდა განაგრძოთ მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული დოზით.
თუ შეწყვიტეთ ცსინობროლის მიღება:
თუ თქვენ გათვალისწინებულზე ადრე შეწყვეტთ ცსინობროლით მკურნალობას, ამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე დამაზიანებელი ეფექტი, გარდა იმისა, რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და პროგრესირდეს, ამასთან, ისინი არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მკურნალობამდე.
ცსინობროლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ქავილი, მაშინაც კი, თუ ეს სიმპტომი არ აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებამდე. სიმპტომები შეიძლება სპონტანურად გამოვლინდეს და გაქრეს. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება იყოს ინტენსიური და შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის განახლება. მკურნალობის განახლების დროს სიმპტომები უნდა ალაგდეს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ცეტირიზინის, ჰიდროქსიზინის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე სუბსტანციის (პიპერაზინის წარმოებულები) მიმართ, ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6).
გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ–ზე ნაკლები).
სიფრთხილის ზომები
ცსინობროლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ გიჭირთ შარდის ბუშტის დაცლა (ისეთი მდგომარეობების არსებობისას, როგორიცაა – ზურგის ტვინის დაზიანება ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდება), რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვების განვითარების რისკი, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან ცსინობროლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი შეტევების გამწვავება.
თუ დაგეგმილია, რომ ჩაგიტარდეთ ტესტი ალერგიის არსებობაზე, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ცსინობროლის მიღების შეწყვეტა ტესტის ჩატარებმადე რამდენიმე დღით ადრე. ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგიის ტესტის შედეგებზე.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ცსინობროლის მიღება, ვინაიდან მოცემული ტაბლეტების გამოყენებით დოზის სწორი შერჩევა შეუძლებელია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის დოზის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.
ცსინობროლის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას საჭირო არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტაბლეტების ეფექტი, საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს შენელებული.
დაიცავით სიფრთხილე ცსინობროლთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეფექტების ურთიერთზეგავლენა ნაკლებად სავარაუდოა.
მგრძნობიარე პაციენტებში ცსინობროლის და ალკოჰოლის ან ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დამატებითი შემცირება და ქმედებების შესრულების უნარის დაქვეითება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთმა პაციენტმა, რომლებიც ღებულობენ ცსინობროლს, შეიძლება იგრძნონ ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. თუ აპირებთ მანქანის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდირებულია დაელოდოთ, რათა დაადგინოთ სამკურნალო საშუალებაზე თქვენი ორგანიზმის რეაქცია. ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ცსინობროლი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, რეაქციებსა და მანქანის მართვის უნარზე.
ცსინობროლი შეიცავს ლაქტოზას:
თუ თქვენ ადრე გქონდათ დადგენილი ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ს):
პირის სიმშრალე
თავის ტკივილი
დაღლილობა და ძილიანობა
არახშირი (შეიძლებაგანუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-ს):
გადაღლილობა
მუცლის ტკივილი
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვა შეუძლებელია):
პალპიტაცია, გულის რითმის მომატება, კრუნჩხვები, ჩხვლეტითი შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (გემოს შეგრძნების გაუკუღმართება), ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნებები, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების კაკლების უკონტროლო ტრიალი), შარდვისას ტკივილი ან შარდვის გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის გაძნელება, შეშუპება, პრურიტუსი (ქავილი), გამონაყარი, ჭინჭრის ციება (შეშუპება, კანის სიწითლე და ქავილი), კანის გაღიზიანება, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, აგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, განმეორებითი ფიქრები თვითმკვლელობაზე ან მცდელობა, ღამის კოშმარები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღებინება, მადის მომატება, გულისრევა, დიარეა.
პრურიტუსი (ძლიერი ქავილი) მკურნალობის შეწყვეტისას.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ ცსინობროლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: პირის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება ჭინჭრის ციებასთან ერთად (ანგიოედემა), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება იყოს ფატალური.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ:
მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ხდებოდეს შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ. ანგარიშგება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის კონტროლი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საქონელის და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს:
Al. Jerozolimskie 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
e-mail: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები შესაძლებელია ასევე მიეწოდოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში. ბავშვებში დასაწყისში აჟიტირებას ან მოუსვენრობას, შემდეგ ძილიანობას.
ჭარბი დოზირების მკურნალობა
ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა, კუჭის ლავაჟი უნდა ჩატარდეს პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროში. ლევოცეტირიზინი ჰემოდიალიზით ეფექტურად არ გამოიყოფა.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებები არის ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.
როგორია ცსინობროლი ვიზუალურად და შეფუთვის შიგთავსი:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
პროდუქტის შეფუთვა წარმოდგენილია ალ/ალ ბლისტერებით ან პერფორირებული ალ/ალ ბლისტერებით.
შეფუთვაში მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ცსინობროლი არის “Ornado Medicine LLP”, UK პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ცსინობროლი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ ცსინობროლი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე “EXP”-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვადაგასული ან გამოყენებული პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეგიძლიათ პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამგვარი ქმედებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალება, პიპერაზინის წარმოებული
ათქ კოდი: R06A E09.
ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი არის პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი.
შეკავშირების კვლევებმა გამოავლინეს, რომ ლევოცეტირიზინს მაღალი აფინურობა გააჩნია ადამიანის H1-რეცეპტორებისადმი (Ki=3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია 2 პუნქტით უფრო მაღალი აფინურობა ვიდრე ცეტირიზინს (Ki=6.3 ნმოლი/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1-რეცეპტორებიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდით –115±38 წთ. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ლევოცეტირიზინი ამჟღავნებს რეცეპტორების 90%-ით დაკავებას 4 სთ–ში, და 57%-ით 24 საათის შემდეგ.
ჯანმრთელი მოხალისეების ფარმაკოდინამიური კვლევები აჩვენებს, რომ დოზის ნახევრით, ლევოცეტირიზინს გააჩნია ცეტირიზინისადმი შედარებადი აქტივობა, კანსა და ცხვირში.
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიური აქტივობა შესწავლილია რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებებში.
კვლევაში, რომელიც ადარებდა 5მგ ლევოცეტირიზინს, 5მგ დესლორატადინს და პლაცებოს ჰისტამინით გამოწვეული შეწითლების და ბუშტუკების დროს, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია მათი მნიშვნელოვანი შემცირება, რაც უფრო ძლიერად გამოვლინდა პირველი 12 საათის განმავლობაში და 24 საათი გაგრძელდა (p<0.001), პლაცებოს და დესლორატადინთან შედარებით.
5მგ ლევოცეტირიზინის მოქმედების დაწყება მტვრით გამოწვეული სიმპტომების კონტროლში აღინიშნა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში, პლაცებოთი კონტროლირებად კვლევებში ალერგენით დატვირთვის კამერის მოდელში.
In vitro კვლევები (Boyden კამერები და უჯრედების ფენების ტექნიკა) აჩვენებს, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით გამოწვეულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელურ მიგრაციას დერმულ და ფილტვის უჯრედებში. ფარმაკოდინამიურმა ექსპერიმენტულმა კვლევამ in vivo (კანის კამერის ტექნიკა) აჩვენა 5მგ ლევოცეტირიზინის სამი მთავარი მაინჰიბირებელი ეფექტი მტვრით გამოწვეული რეაქციის პირველი 6 საათის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით, 14 მოზრდილ პაციენტში: VCAM-1 გამოთავისუფლების ინჰიბირება, სისხლძარღვთა გამავლობის მოდულაცია და ეოზინოფილების ჩართვის დაქვეითება.
ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოვლინდა რამდენიმე ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა მოზრდილ პაციენტებში სეზონური ალეგიული რინიტით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტით ან მუდმივი ალერგიული რინიტით. ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ალერგიული რინიტის სიმპტომები, ნაზალური ობსტრუქციის ჩათვლით ზოგ კვლევაში.
პერსისტიული ალერგიული რინიტის (სიმპტომები ვლინდებოდა კვირაში 4 დღე ზედიზედ 4 კვირის განმავლობაში) და სახლის მტვრის ტკიპების და ბალახის მტვრის მიმართ სენსიბილიზირებული 551 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით (მათ შორის 276 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს) ჩატარებულმა 6 თვიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ალერგიული რინიტის საერთო სიმპტომების მოხსნის მხრივ 5 მგ ლევოცეტირიზინი კლინიკურად და სტატისტიკურად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, და არ გამოუწვევია ტაქიფილაქსია. კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 166 პაციენტი, 85 პაციენტი იღებდა პლაცებოს, ხოლო 81 პაციენტი 5 მგ ლევოცეტირიზინს დღე-ღამეში ერთხელ ექვსი კვირის განმავლობაში. ლევოცეტირიზინით მკურნალობის შედეგად აღინიშნა ქავილის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირება პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის მთელ პერიოდში, პლაცებოსთან შედარებით. ლევოცეტირიზინმა პლაცებოსთან შედარებით ასევე გამოიწვია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რაც შეფასდა ცხოვრების ხარისხის დერმატოლოგიური ინდექსის გამოყენებით.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა მოხდა ურტიკარიული მდგომარეობების მოდელის სახით. რადგან ურტიკარიული დაავადებების დროს ჰისტამინის გამოყოფა არის განმსაზღვრელი ფაქტორი, მოსალოდნელია, რომ ლევოცეტირიზინი ეფექტური იქნება ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების გარდა სხვა ურტიკარიული მდგომარეობების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
პედიატრიულ პრაქტიკაში ლევოცეტრიზინის ტაბლეტების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესწავლა მოხდა ორ პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 6-12 წლის ასაკის პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისად სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტი. ორ კვლევაში, ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად შეამცირა სიმპტომების გამოვლინება და გაზარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში კლინიკური უსაფრთხოება დადგინდა რამდენიმე ხანმოკლე ან ხანგრძლივ თერაპიულ კვლევაში:
- ერთი კლინიკური კვლევა, რომელშიც 2-დან 6 წლამდე ასაკის ალერგიული რინიტის მქონე 29 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ დღე-ღამეში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში;
- ერთი კლინიკური კვლევა, რომელშიც 1-დან 5 წლამდე ასაკის ალერგიული რინიტის ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 114 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ დღე-ღამეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში;
- ერთი კლინიკური კვლევა, რომელშიც 6-დან 11 თვემდე ასაკის ალერგიული რინიტის ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 45 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ დღე-ღამეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში;
- ერთი ხანგრძლივი (18 თვე) კლინიკური კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ატოპიური მდგომარეობების მქონე კვლევაში ჩართვის მომენტში 12-დან 24 თვის ასაკის 255-მა პაციენტმა, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს.
უსაფრთხოების პროფილი ისეთივე იყო, როგორიც აღინიშნებოდა მოკლევადიან კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 1-5 წლის ასაკის ბავშვებში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ლევოცეტრიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზით- და დროისაგან დამოუკიდებლად, სუბიექტთაშორისი დაბალი ცვალებადობით. ფარმაკოკინეტიკური პროფილი იგივეა, როგორც ერთჯერადი ენანიტომერის ან ცეტირიზინის სახით მიღებისას. აბსორბციის და ელიმინაციის პროცესის დროს არ ხდება ქირალური ინვერსია.
აბსორბცია:
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ექსტენსიურად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა დოზირებიდან 0.9 საათის შემდეგ. მყარი მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. კონცენტრაციის პიკი ტიპიურად არის 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ ერთჯერადი და განმეორებითი 5 მგ დღე-ღამეში ერთჯერადი დოზების შემდეგ. აბსორბციის მასშტაბი დოზადამოუკიდებულია, მასზე არ მოქმედებს საკვები, მაგრამ კონცენტრაციის პიკი მცირდება და უფრო გვიან ვლინდება.
განაწილება:
ხელმისაწვდომი არ არის ქსოვილებში განაწილების მონაცემები, ასევე, არ არის ლევოცეტირიზინის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში შეღწევის მონაცემები. ვირთაგვებისა და ძაღლების ქსოვილებში უფრო მაღალი დონე აღმოჩენილია ღვიძლსა და თირკმელებში, ყველაზე მცირე - ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილში.
ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, განაწილების მოცულობა 0.4ლ/კგ-ს შეადგენს.
ბიოტრანსფორმაცია:
ადამიანებში ლევოცეტირიზინის შეყვანილი დოზის 14%-ზე ნაკლები განიცდის მეტაბოლურ ტრანსფორმაციას და შესაბამისად ითვლება, რომ გენეტიკურ პოლიმორფიზმთან ან ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას განსხვავებები უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმის გზები მოიცავს არომატული რგოლის დაჟანგვას, N- და O-დეალკილირებას, ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირება ძირითადად განპირობებულია CYP3A4-ით, ხოლო არომატული რგოლის დაჟანგვაში CYP-ის მრავალი და/ან დაუდგენელი იზოფორმა მონაწილეობს. ლევოცეტირიზინი გავლენას არ ახდენს CYP1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოფერმენტების აქტივობაზე იმ კონცენტრაციების დროს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება პიკურ კონცენტრაციებს, რაც მიიღწეოდა 5 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ.
დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.
გამოყოფა:
პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში 7.9±1.9 საათს შეადგენს.
მოზრდილებში საშუალო საერთო კლირენსი არის 0.63 მლ/წთ/კგ. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითადი გზა არის შარდთან ერთად, რაც საშუალოდ დოზის 85.4%-ს შეადგენს. ფეკალურ მასებთან ერთად დოზის მხოლოდ 12.9% გამოიყოფა. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გორგლოვანი ფილტრაციით, ასევე,აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ლევოცეტირიზინის ორგანიზმში განსაზღვრული კლირენსი კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან. შესაბამისად, თირკმლის საშუალო და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების კორექტირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით. თირკმლის დაავადების ანურიული ტერმინალური სტადიის დროს, საერთო კლირენსი, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, დაახლოებით 80%-ით მცირდება. ჰემოდიალიზის სტანდარტული 4 – საათიანი პროცედურის დროს გამოიყოფა ლევოცეტირიზინის 10%–ზე ნაკლები.
პედიატრიული პოპულაცია
20-დან 40 კგ-მდე სხეულის წონის მქონე 6-დან 11 წლამდე ასაკის 14 ბავშვში 5 მგ ლევოცეტირიზინის ერთჯერადი პერორალური მიღებით ჩატარებულმა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის ჯვარედინი კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Сmах) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში. Сmах-ის საშუალო მნიშვნელობა იყო 450 ნგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწეოდა საშუალოდ 1.2 საათის შემდეგ, სხეულის წონის გათვალისწინებით საერთო კლირენსი 30%-ით მეტი იყო, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი 24%-ით ნაკლები იყო ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. მიზნობრივი ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეტროსპექტრული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა 323 პაციენტში (1-დან 5 წლამდე ასაკის 181 ბავშვი, 6-დან 11 წლამდე ასაკის 18 ბავშვი და 18-დან 55 წლამდე ასაკის 124 მოზრდილი), რომლებმაც მიიღეს ლევოცეტირიზინის ერთი ან რამოდენიმე დოზა 1.25 მგ-დან 30 მგ-მდე. ანალიზის დროს მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დღე-ღამეში ერთხელ 1.25 მგ დოზით მიღება, როგორც მოსალოდნელია, მოზრდილებში 5 მგ ლევოცეტირიზინის დღე-ღამეში ერთხელ მიღების მსგავს კონცენტრაციას გამოიწვევს სისხლის პლაზმაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. ხანდაზმული ასაკის 9 პაციენტში (65-74 წლის) 6 დღის განმავლობაში 30 მგ ლევოცეტირიზინის დღე-ღამეში ერთხელ განმეორებით მიღების შემდეგ საერთო კლირენსი დაახლოებით 33%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე უფრო ახალგაზრდა მოზრდილებში. ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინის რაცემატის განაწილება უფრო დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, ვიდრე ასაკზე. ეს მტკიცებულება შეიძლება ასევე ეხებოდეს ლევოცეტირიზინს, რადგან ლევოცეტირიზინიც და ცეტირიზინიც გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად. შესაბამისად, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა მოხდეს ლევოცეტირიზინის დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.
სქესი
77 პაციენტის (40 მამაკაცი, 37 ქალი) ფარმაკოკინეტიკური შედეგები შეფასდა სქესის პოტენციური გავლენის გათვალისწინებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი ოდნავ უფრო ხანმოკლე იყო ქალებში (7.08±1.72 საათი), ვიდრე მამაკაცებში (8.62±1.84 საათი); თუმცა, ქალებში პერორალურად მიღების დროს სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული კლირენსი (0.67±0.16 მლ/წთ/კგ), როგორც ჩანს, მამაკაცებში არსებულის შესადარი არის (0.59±0.12 მლ/წთ/კგ). იგივე სადღეღამისო დოზები და დოზირების ინტერვალები გამოიყენება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მამაკაცებსა და ქალებში.
რასა
რასის გავლენა ლევოცეტირიზინზე შესწავლილი არ არის. ვინიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად გამოიყოფა თირკმლით და მნიშვნელოვანი რასობრივი განსხვავებები კრეატინინის კლირენსში არ არსებობს, ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები არ იქნება განსხვავებული სხვადასხვა რასებს შორის. არ აღინიშნა განსხვავებები ცეტირიზინის რაცემატის კინეტიკაში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი) მქონე პაციენტებში, რომლებიც ერთჯერადად იღებდნენ 10მგ ან 20მგ ცეტირიზინის რაცემატს, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით აღინიშნებოდა ნახევრად გამოყოფის პერიოდის 50%-ით ზრდა და კლირენსის 40%-ით შემცირება.
ფარმაკოკინეტიკური / ფარმაკოდინამიკური ურთიერთდამოკიდებულება
ჰისტამინით გამოწვეული კანის რეაქციებზე მოქმედება ფაზის მიხედვით სისხლის პლაზმის კონცენტრაციას არ ემთხვევა.
ელექტროკარდიოგრამის მონაცემებმა არ აჩვენა ლევოცეტირიზინის შესაბამისი გავლენა QT ინტერვალზე.
- 3 უსაფრთხოების წინა კლინიკური მონაცემები:
არა-კლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, კარცინოგენური პოტენციალის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების მიხედვით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ცსინობროლი
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა სხვას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების სიმპტომები იყოს თქვენი დაავადების მსგავსი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის ცსინობროლი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ ცსინობროლის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება ცსინობროლი?
- შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- როგორ ინახება ცსინობროლი?
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ცსინობროლი და რისთვის გამოიყენება:
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცსინობროლის აქტიური სუბსტანცია.
ცსინობროლი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.
გამოიყენება შემდეგი დაავადების (სიმპტომების) სამკურნალოდ, როგორიცაა:
ალერგიული რინიტი (პერსისტიული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
ჭინჭრის ციება.
- რა უნდა იცოდეთ ცსინობროლის გამოყენებამდე:
არ გამოიყენოთ ცსინობროლი, თუ:
ხართ ალერგიული ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ცეტირიზინის, ჰიდროქსიზინის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე სუბსტანციის (პიპერაზინის წარმოებულები) მიმართ, ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6).
გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ–ზე ნაკლები).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
ცსინობროლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ გიჭირთ შარდის ბუშტის დაცლა (ისეთი მდგომარეობების არსებობისას, როგორიცაა – ზურგის ტვინის დაზიანება ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდება), რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვების განვითარების რისკი, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან ცსინობროლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი შეტევების გამწვავება.
თუ დაგეგმილია, რომ ჩაგიტარდეთ ტესტი ალერგიის არსებობაზე, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ცსინობროლის მიღების შეწყვეტა ტესტის ჩატარებმადე რამდენიმე დღით ადრე. ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგიის ტესტის შედეგებზე.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ცსინობროლის მიღება, ვინაიდან მოცემული ტაბლეტების გამოყენებით დოზის სწორი შერჩევა შეუძლებელია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის დოზის შემცირება.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ცსინობროლი:
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.
ცსინობროლის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას საჭირო არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტაბლეტების ეფექტი, საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს შენელებული.
დაიცავით სიფრთხილე ცსინობროლთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეფექტების ურთიერთზეგავლენა ნაკლებად სავარაუდოა.
მგრძნობიარე პაციენტებში ცსინობროლის და ალკოჰოლის ან ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დამატებითი შემცირება და ქმედებების შესრულების უნარის დაქვეითება.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება:
ზოგიერთმა პაციენტმა, რომლებიც ღებულობენ ცსინობროლს, შეიძლება იგრძნონ ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. თუ აპირებთ მანქანის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდირებულია დაელოდოთ, რათა დაადგინოთ სამკურნალო საშუალებაზე თქვენი ორგანიზმის რეაქცია. ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ცსინობროლი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზე, რეაქციებსა და მანქანის მართვის უნარზე.
ცსინობროლი შეიცავს ლაქტოზას:
თუ თქვენ ადრე გქონდათ დადგენილი ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
- როგორ გამოიყენება ცსინობროლი:
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
დოზირების მითითებები განსაკუთრებული პოპულაციისთვის:
თირკმელების დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით ინიშნება დაბალი დოზები და ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით; პრეპარატის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
პაციენტებმა თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ უნდა მიიღონ აღნიშნული პროდუქტი.
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტებმა, რომლებსაც მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნებათ, უნდა მიიღონ ექიმის მიერ დანიშნული ჩვეულებრივი დოზა.
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად აღენიშნებათ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ინიშნება პრეპარატის უფრო დაბალი დოზა თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად და ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტები
თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ბავშვებში :
ცსინობროლი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორ და როდის უნდა მიიღოთ ცსინობროლი?
განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად წყლთან ერთად. შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ცსინობროლი?
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი სიმპტომების ტიპის, ხანგრძლივობის და სიმძიმის მიხედვით.
თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ცსინობროლი:
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ მიიღეთ ცსინობროლის გადაჭარბებული დოზა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს რა ზომები უნდა იქნას მიღებული.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.
თუ დაგავიწყდათ ცსინობროლის მიღება:
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ დაგავიწყდათ ცსინობროლის მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე ნაკლები, დაელოდეთ სანამ მოვა შემდეგი დოზის მიღების დრო. თქვენ უნდა განაგრძოთ მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული დოზით.
თუ შეწყვიტეთ ცსინობროლის მიღება:
თუ თქვენ გათვალისწინებულზე ადრე შეწყვეტთ ცსინობროლით მკურნალობას, ამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე დამაზიანებელი ეფექტი, გარდა იმისა, რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და პროგრესირდეს, ამასთან, ისინი არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მკურნალობამდე.
ცსინობროლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ქავილი, მაშინაც კი, თუ ეს სიმპტომი არ აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებამდე. სიმპტომები შეიძლება სპონტანურად გამოვლინდეს და გაქრეს. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება იყოს ინტენსიური და შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის განახლება. მკურნალობის განახლების დროს სიმპტომები უნდა ალაგდეს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ს):
პირის სიმშრალე
თავის ტკივილი
დაღლილობა და ძილიანობა
არახშირი (შეიძლებაგანუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-ს):
გადაღლილობა
მუცლის ტკივილი
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვა შეუძლებელია):
პალპიტაცია, გულის რითმის მომატება, კრუნჩხვები, ჩხვლეტითი შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (გემოს შეგრძნების გაუკუღმართება), ტრიალის ან მოძრაობის შეგრძნებები, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების კაკლების უკონტროლო ტრიალი), შარდვისას ტკივილი ან შარდვის გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის გაძნელება, შეშუპება, პრურიტუსი (ქავილი), გამონაყარი, ჭინჭრის ციება (შეშუპება, კანის სიწითლე და ქავილი), კანის გაღიზიანება, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, აგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, განმეორებითი ფიქრები თვითმკვლელობაზე ან მცდელობა, ღამის კოშმარები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღებინება, მადის მომატება, გულისრევა, დიარეა.
პრურიტუსი (ძლიერი ქავილი) მკურნალობის შეწყვეტისას.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ ცსინობროლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: პირის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება ჭინჭრის ციებასთან ერთად (ანგიოედემა), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება იყოს ფატალური.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ:
მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ხდებოდეს შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ. ანგარიშგება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის კონტროლი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საქონელის და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს:
Al. Jerozolimskie 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
e-mail: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები შესაძლებელია ასევე მიეწოდოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.
- როგორ ინახება ცსინობროლი
შეინახეთ ცსინობროლი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ ცსინობროლი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე “EXP”-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვადაგასული ან გამოყენებული პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეგიძლიათ პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამგვარი ქმედებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია:
რას შეიცავს ცსინობროლი:
- აქტიური ნივთიერება არის ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებები არის ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.
როგორია ცსინობროლი ვიზუალურად და შეფუთვის შიგთავსი:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
პროდუქტის შეფუთვა წარმოდგენილია ალ/ალ ბლისტერებით ან პერფორირებული ალ/ალ ბლისტერებით.
შეფუთვაში მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ცსინობროლი არის “Ornado Medicine LLP”, UK პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
BIOFARM Sp. z o.o.
ul. Wałbrzyska 13
60-198 Poznań, პოლონეთი
ტელ. +48 61 66 51 500
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


