პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები

ქსენიკალი

XENICAL

რეცეპტით120მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ქსენიკალი, სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. პრეპარატი გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და საკვების საშუალებით მიღებული ცხიმების დაახლოებით 1/3-ის მონელებას ხელს უშლის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ორლისტატი (orlistat)
ფორმა და შეფუთვა
120მგ მყარი კაფსულა №42
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები, გარდა დიეტური პროდუქტებისა, სიმსუქნის საწინააღმდეგო პერიფერიული მოქმედების პრეპარატები
ATC კოდი
A08AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0395
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაქსენიკალი და სხვა წამალი ერთად

ქსენიკალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქსენიკალი, სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. პრეპარატი გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და საკვების საშუალებით მიღებული ცხიმების დაახლოებით 1/3-ის მონელებას ხელს უშლის.

ქსენიკალი, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ფერმენტებს (ლიპაზა) უკავშირდება, აღნიშნული ფერმენტები კვების ყოველი ჯერის დროს მიღებული ცხიმების მონელებას ხელს უშლის. მოუნელებელი ცხიმი არ შეიწოვება და სხეულის მიერ გარეთ გამოიყოფა.

ქსენიკალი, დაბალ კალორიული დიეტის თანხლებით სიმსუქნის სამკურნალოდ გამოიყენება.

  • ქსენიკალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ქსენიკალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

ორლისტატის ანდა ქსენიკალის შემადგენლობაში არსებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია გაქვთ (დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ ზემოთ).

ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი (საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილი საკვების არასული ხარისხით შეწოვა) გაქვთ.

ქოლესტაზი (ღვიძლის პრობლემები) გაქვთ.

ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ.

ორსულად ხართ.

ქსენიკალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

წონის დაკლებამ, სხვა პრობლემების (მაგ. ქოლესტერინის მაღალი დონე ანდა დიაბეტი) გამო მიღებული წამლების ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ამიტომ მიღებული და ასევე მომავალში გეგმით მისაღები წამლების შესახებ ექიმს აცნობეთ. წონის დაკლების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ამ წამლების დოზების განმეორებით განსაზღვრა, რეგულირება.

ქსენიკალის გამოყენებით მაქსიმალური სარგებელის მიღების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ექიმის მიერ თქვენთვის მომზადებული კვების რეჟიმის დაცვა. ისევე როგორც, წონის კონტროლის რომელიმე პროგრამაში მონაწილეობის მიღებისას, ასევე, ქსენიკალის მიღების დროსაც ცხიმების და კალორიების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ქსენიკალის წონის დაკლების ეფექტი შეამციროს.

ქსენიკალის გამოყენებისას ხდება მოუნელებელი ცხიმის განავალთან ერთად გამოყოფა, ამიტომ ცხიმიანი განავლის მსგავსი უვნებელი ცვლილებების გამოვლინება შეიძლება გამოიწვიოს. თუ, ქსენიკალი მაღალი ცხიმოვანი შემცველობის საკვებთან ერთად მიიღება, ცხიმიანი განავლის გამოვლენის ალბათობა მოიმატებს. ქსენიკალის, მაღალი ცხიმოვანი შემცველობის საკვებთან ერთად მიიღებისას, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზემოქმედება გაიზრდება, ამიტომ ცხიმის დღიური რაოდენობა სამ მთავარ ჯერზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

ძლიერი დიარეის შემთხვევაში, ორალური კონტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო პირის გზით მისაღები წამლები) მიღება არასაკმარისია, ამიტომ დამატებით საჭიროა სხვა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თირკმლების ქრონიკული უკმრისობის დროს ქსენიკალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში კენჭების წარმქმნა.

თირკმლებთან დაკაშირებული პრობლემების არსებობასთან ანდა არ არსებობასთან დაკაშირებით ინფორმაცია თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვებში გამოყენება: ქსენიკალი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ქსენიკალის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ქსენიკალის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ნაწილი-3 ,, როგორ გამოიყენება ქსენიკალი?’’

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ქსენიკალი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ, თუ დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ქსენიკალის რეკომენდირებული დოზაა: ქსენიკალი 120 მგ: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ, რომელიც მიიღება სამი ძირითადი კვების ჯერის დროს. ქსენიკალი, კვების ჯერის დაწყებამდე, კვების დროს ანდა საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ მიიღება. კაფსულები, წყლით უნდა გადაიყლაპოს.

ქსენიკალი, ხილით და ბოსტნეულით მდიდარი, ბალანსირებული, კონტროლირებული კალორიების და კალორიების საშუალოდ 30% ცხიმების შემცველ დიეტასთან ერთად უნდა იქნას მიღებული. დღიურად მისაღები ცხიმის, ნახშირწყლების და პროტეინების მიღება სამ ძირითად კვების ჯერზე უნდა გადანაწილდეს, ამის მიხედვით, საუზმეზე 1 კაფსულა, შუადღისას სადილზე 1 კაფსულა და ვახშმის დროს 1 კაფსულა უნდა მიიღოთ. ქსენიკალით მკურნალობისას მაქსიმალური სარგებელის უზრუნველყოფისთვის, კვების ჯერებს შორის ორცხობილა, შოკოლადი ანდა მადის აღმძვრელი წასახემსი, ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღებას მოერიდეთ.

ქსენიკალის ეფექტი, მხოლოდ დიეტის შემადგენლობაში არსებულ ცხიმებთან ერთად მიღებისას ვლინდება. ამიტომ, თუ ძირითადი კვების ჯერს გამოტოვებთ ანდა კვების ჯერზე უცხიმო საკვებს მიიღებთ, ქსენიკალის მიღება საჭირო არ არის.

თუ, რაიმე მიზეზის გამო ქსენიკალს რეკომენდირებული სახით ვერ მიიღებთ, ექიმს აცნობეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება იფიქროს, რომ ქსენიკალი არაეფექტურია ანდა კარგად აიტანება და საჭიროების გარეშე შეიძლება მკურნალობა შეცვალოს.

თუ, ქსენიკალით მკურნალობიდან 12 კვირის შემდეგ დასაწყისში გამოთვლილი სხეული წონის სულ ცოტა 5% არ დაიკელით, ექიმმა შეიძლება მკურნალობა შეწყვიტოს.

ქსენიკალის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებულია 4 წლიანი, ხანგრძლივი პერიოდის კლინიკური კვლევები.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კაფსულები,პირის გზით უნდა იქნას მიღებული.

კაფსულები, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად უნდა გადაიყლაპოს. (მაგ. 1 ჭიქა წყალი).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ქსენიკალის მოქმედება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოკვლეული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება: კვლევები არ არსებობს.

უკუჩვენებები

ქსენიკალი;

  • ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებში,
  • ქოლესტაზის მქონე პაციენტებში,
  • მეძუძური დედები და ორსული ქალები,
  • უკუნაჩვენებია ორლისტატის ან კაფსულის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებში.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობს შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ,ფიქრობთ, რომ ქსენიკალის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქსენიკალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ქსენიკალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქსენიკალის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ქსენიკალის მიღება დაგავიწყდებათ, კვების ბოლო ჯერის შემდეგ 1 საათის განმავლობაში როგორც კი გაიხსენებთ, პრეპარატი მიიღეთ. შემდეგ კი წამლის დოზები ჩვეული გეგმით გააგრძელეთ. თუ, ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ და თქვენთვის მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმის მითითების გარეშე დოზა არ შეცვალოთ.

დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მოვლენები, რომელიც ქსენიკალით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, ქსენიკალით მკურნალობის შეწყვეტას ფიქრობთ, ჯერ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ქსენიკალის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ქსენიკალის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ალერგიული რეაქციები:

ალერგიული რეაქციების ძირითადი ნიშნები შეიძლება იყოს: ქავილი, გამონაყარი, კანზე ბუშტუკების გაჩენა (ირგვლივი კანის ფერთან შედარებით უფრო მკრთალი ანდა წითელი ფერის გამონაყარი ქავილით), სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ავად ყოფნის შეგრძნება.

ყველა ჩამოთვლილი, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ქსენიკალის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქსენიკალის გამოყენების დროს თავს ცუდად იგრძნობთ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს დ ან ფარმაცევს აცნობეთ.

ქსენიკალის გამოყენებასთან დაკავშირებით განვითარებული გვერდითი ეფექტების უმრავლესობა, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ლოკალურად გამოვლენილი ეფექტებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად მსუბუქი ხარისხისაა და ძირითადად მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით კი ცხიმის დიდი რაოდენობით შემცველი კვების ჯერის მიღების შედეგად ვლინდება. თუ, მკურნალობას გააგრძელებთ და თქვენთვის რეკომენდირებულ დიეტასაც დაიცავთ, აღნიშნული სიმპტომები ალაგდება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციკლოსპორინი

წამლებთან ურთიერთქმედების კვლევებში და ზოგიერთ მოხსენებულ შემთხვევაში, ციკლოსპორინის პლაზმური დონის დაქვეითება დაფიქსირდა ქსენიკალი-თან ერთად მიღებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმუნოსუპრესიული ეფექტურობის დაქვეითება. ამიტომ, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ ერთდროული გამოყენება სავალდებულოა, რეკომენდებულია ციკლოსპორინის პლაზმური დონის მონიტორინგი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად, როგორც ქსენიკალი-თან ერთად მიღებისას, ასევე ქსენიკალი-ის შეწყვეტისას. ციკლოსპორინის დონე სისხლში უნდა იყოს დაცული სტაბილური მნიშვნელობების მიღწევამდე. (იხილეთ პუნქტი 4.4).

აკარბოზა

მიუხედავად იმისა, რომ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევები არ არის ხელმისაწვდომი, ქსენიკალი-ის ერთდროული გამოყენება აკარბოზასთან თავიდან უნდა იქნას აცილებული.

პერორალური ანტიკოაგულანტები

ვარფარინის ან სხვა პერორალური ანტიკოაგულანტების ქსენიკალი-თან ერთად მიღებისას, უნდა დაიცვან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR).

ცხიმში ხსნადი ვიტამინები

ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) აბსორბცია შეიძლება შემცირდეს ქსენიკალი-თან ერთად მიღებისას. 4 წლამდე ხანგრძლივ კვლევებში, პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც მკურნალობდნენ ორლისტატით, ჰქონდათ ვიტამინების A, D, E, K და ბეტა-კაროტინის ნორმალური დონე. ადეკვატური კვების უზრუნველსაყოფად, პაციენტებს, რომლებიც იღებენ წონის კონტროლის დიეტას, უნდა მიეცეთ რჩევა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონით და უნდა შეფასდეს მულტივიტამინის დანამატების გამოყენება. თუ რეკომენდირებულია მულტივიტამინური დანამატი, ის უნდა იქნას გამოყენებული ქსენიკალი-ის მიღებიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ ან ძილის წინ.

ამიოდარონი

ჯანმრთელ მოხალისეებში შეზღუდული რაოდენობის კვლევებში, რომლებიც იყენებდნენ ამიოდარონს ქსენიკალი-თან ერთად, აღინიშნა ამიოდარონის დონის უმნიშვნელო დაქვეითება პლაზმაში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ამიოდარონის ფარმაკოკინეტიკის რთული ბუნების გამო, ამ მდგომარეობის კლინიკური გავლენა უცნობია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი. რეკომენდებულია კლინიკური და ეკგ მონიტორინგის გაზრდა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ამიოდარონს ქსენიკალი-თან ერთად.

ანტიეპილეფსიური საშუალებები

დაფიქსირდა კრუნჩხვები პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ქსენიკალი-ით და ანტიეპილეფსიური საშუალებებით (მაგ. ვალპროატი, ლამოტრიგინი), ამიტომ უნდა განიხილებოდეს ურთიერთქმედების შესაძლებლობასთან კავშირი. პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგი კრუნჩხვების სიხშირის და/ან სიმძიმის შესაძლო ცვლილებებისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი და/ან ცუდად კონტროლირებადი ჰიპოთირეოზი. მიუხედავად იმისა, რომ ამის მექანიზმი არ არის დადასტურებული, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იოდის მარილების და/ან ლევოთიროქსინის შეწოვის შემცირებით. ამ მიზეზით, ლევოთიროქსინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ორი პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 4 საათის შესვენებით.

ადრე კარგად კონტროლირებულ პაციენტებში დაფიქსირდა ანტირეტროვირუსული აივ-ის ანტირეტროვირუსული პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ანტიფსიქოტიკების (ლითიუმის ჩათვლით) და ბენზოდიაზეპინების ეფექტურობის შემცირების შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ქსენიკალი თერაპიის დაწყებასთან. ამიტომ, ქსენიკალი-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ შესაძლო ეფექტების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება მოხდეს ამ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა არ აჩვენა ურთიერთქმედება ამიტრიპტილინთან, ატორვასტატინთან, ბიგუანიდებთან, დიგოქსინთან, ფიბრატებთან, ფლუოქსეტინთან, ლოზარტანთან, ფენიტოინთან, ფენტერმინთან, პრავასტატინთან, ნიფედიპინის კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან (GTS), ნელი გამოთავისუფლების ნიფედიპინთან, ალკოჰოლთან, სიბუტრამინთან. ნარკოტიკების ურთიერთქმედების სპეციფიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ამ პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არსებობს.

პერორალურ კონტრაცეპტივებსა და ორლისტატის შორის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა წამლისა და წამლის ურთიერთქმედების სპეციფიკურ კვლევებში. თუმცა, ორლისტატმა შეიძლება ირიბად შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ბიოშეღწევადობა ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევებში, რამაც გამოიწვიოს მოულოდნელი ორსულობა. მძიმე დიარეის შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი. (იხილეთ პუნქტი 4.4)

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ქსენიკალი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ქსენიკალის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ამიტომ ქსენიკალით მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ქსენიკალის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედი ცნობილი ეფექტი არ არის ცნობილი.

ქსენიკალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა (120 მგ) 0.87 მგ ნატრიუმს შეიცავს. ეს მდგომარეობა, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალიწინებული უნდა იქნას.

თუ, ქსენიკალის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქსენიკალმა, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების ეფექტი შეიძლება შეცვალოს:

ანტიკოაგულაციური წამლების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები, მაგ. ვარფარინი) ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.

ციკლოსპორინთან (იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამალი) ერთად გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამ დროს, ექიმი შეიძლება სისხლში ციკლოსპორინის ნორმაზე დაბალი დონის შენარჩუნებას ჩათვლის საჭიროდ.

იოდის მარილები და/ანდა ლევოთიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ხელოვნური ჰორმონი). ჰიპოთირეოზს (სისხლში თიროიდული ჰორმონების შემცირება) და /ანდა ჰიპოთირეოზის კონტროლის შემცირებას გამოიწვევს.

ამიოდარონი (გულის რითმის მარეგულირებელი წამალი) -რეკომენდაციისთვის ექიმს მიმართეთ.

აივ ინფექციის მკურნალობის დროს გამოყენებული წამლები.

დეპრესიის, ფსიქიატრიული დარღვევების და შფოთვების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ქსენიკალი, ზოგიერთი ცხიმში ხსნადი ვიტამინის (A,D,E,K) შეწოვას ამცირებს, განსაკუთრებით ბეტა-კაროტინის და ვიტ. E, ამიტომ ხილ-ბოსტნეულით მდიდარი დიეტის საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმმა შეიძლება მულტივიტამინების მიღების რეკომენდაცია მოგცეთ.

ქსენიკალის, ლევოთიროქსინის (ფარისებრი ჯირკვლის ხელოვნური ჰორმონი) შემცველ წამლებთან ერთად გამოყენებისას, ლევოთიროქსინის შეწოვა ირღვევა, ამიტომ ეს ორი წამალი სულ ცოტა 4 საათის ინტერვალით უნდა მიიღოთ.

აკარბოზის (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის(შაქრიანი დიაბეტის) სამკურნალოდ გამოყენებული ანტიდიაბეტური წამალი) მომხმარებელ ავადმყოფებში, ქსენიკალის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ქსენიკალი, ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების ეფექტს (ანტიეპილეფსიური წამლები) და ამ წამლის შეწოვას ამცირებს, ეს კი შეიძლება გულყრების განვითარების მიზეზი გახდეს. თუ, ფიქრობთ, რომ ქსენიკალის პარალელურად ეპილეფსიის სამკურნალო წამლების გამოყენებისას გულყრების სიხშირე მატულობს ანდა მძიმდება, ექიმს დაუკავშირდით.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი ანდა დისკომფორტი

დეფეკაციის უეცარი ანდა გაძლიერებული სურვილი

ნაწლავის აირებთან ერთად გამონაჟონი

ცხიმოვანი გამონაჟონი

ცხიმოვანი განავალი

შებერილობა

თხიერი განავალი

ცხიმიანი დეფეკაცია

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ვლინდება)

ინფლუენზა (გრიპი)

ზემო სასუნთქი გზების ინფექცია

გავრცელებული:

სწორ ნაწლავში (მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილი) ტკივილი ანდა დისკომფორტის შეგრძნება)

რბილი განავალი

განავლის შეუკავლებლობა

მუცლის შებერილობა (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ნავადმყოფებში ვლინდება)

კბილების და ღრძილების პრობლემები

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა

დაღლილობა

საშარდე გზების ინფექცია

შფოთვა

ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები

უცნობი:

სწორი ნაწლავიდან სისხლდენა (ანუსისდან სიხლდენა)

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება (სისხლი ანალიზით ვლინდება)

დივერტიკულიტი (ნაწლავის კედლის გამობურცული, პარკისებრი გაგანიერება და ამ სტრუქტურის ჩირქოვანი ანთება)

ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნა (ქოლელითიაზი)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) (ნიშნები: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, ქავილი, მუქი ფერის შარდი, მუცლის ტკივილი და ღვიძლის მგრძნობელობის მომატება (გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ტკივილი), ზოგჯერ მადის დაქვეითება. აღნიშნული ნიშნების გამოვლინებისას, ქსენიკალის გამოყენება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ)

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

კანში სითხის შეკავება, ბუშტუკების გაჩენა (ბუშტუკები შეიძლება გასკდეს)

თირკმლებში კენჭის განვითარების გამომწვევი კალციუმის ოქსალატების დაგროვება (ოქსალატური ნეფროპათია)

სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლების (ანტიკოაგულანტური წამლები) შედედებაზე მოქმედი ეფექტი

ქსენიკალით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ჰეპატოცელულარული ნეკროზის (ღვიძლის უჯრედების განადგურება) ანდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთვევები, როცა აღნიშნული მდგომარეობები სიკვდილით ანდა ორგანოთა გადანერგით დასრულებულა.

ქსენიკალით მკურნალობის დროს თუ სისუსტე, ქავილი, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი ანდა მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილი გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ქსენიკალის შენახვა

ქსენიკალი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

წამლის ნესტისგან და სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ქსენიკალი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

Cheplapharm Arzneimittel GmbH.

გერმანიის ლიცენზიით

შპს. Bmed -ის სამედიცინო პროდუქტების საკონსულტაციო და სავაჭრო სერვისები

ბეშთეფეს დასახლ.ნერგიზის ქ.N:7/2-87

იენიმაჰალლე. ანკარა

ტელ: +90 312 2481441; ფაქსი: +90 312 2481 303

KEP მისამართი: : [email protected]

წარმოების ადგილი:

დელფარმი.მილანი. S.r.l. სეგრატე. (MI). იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 17.04.2020-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ჭარბი დოზა

ერთჯერადი დოზები 800 მგ და მრავალჯერადი დოზა 400 მგ სამჯერ დღეში შეყვანილი იყო 15 დღის განმავლობაში ნორმალური წონის სუბიექტებში და სიმსუქნე პაციენტებში, მნიშვნელოვანი გვერდითი შედეგების გარეშე. გარდა ამისა, 240 მგ დოზები სამჯერ დღეში შეყვანილი იყო სიმსუქნე პაციენტებში 6 თვის განმავლობაში გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვანი გაზრდის გარეშე.

ორლისტატის დოზის გადაჭარბების არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღწერილია პოსტმარკეტინგული გამოყენების შემდეგ, მსგავსია რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას. ქსენიკალი-ის მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია პაციენტის დაკვირვება 24 საათის განმავლობაში. ადამიანებზე და ცხოველებზე კვლევებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია სისტემური ეფექტების სწრაფი შებრუნება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ორლისტატის ლიპაზას ინჰიბიტორულ ეფექტთან.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

თითოეული კაფსულა შეიცავს 120 მგ ორლისტატის აქტიურ ინგრედიენტის სახით.

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 7.2 მგ

ნატრიუმის ლაურილ სულფატი 7,2 მგ

იხილეთ პუნქტი 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.

შენახვის პირობები

36 თვე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერიფერიული მოქმედების სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებები

ათქ კოდი: A08AB01

ორლისტატი არის კუჭ-ნაწლავის ლიპაზების ძლიერი, სპეციფიკური, შექცევადი და ხანგრძლივი მოქმედების ინჰიბიტორი. ის აჩვენებს თავის თერაპიულ ეფექტს სერინთან კოვალენტური კავშირის ფორმირებით კუჭისა და პანკრეასის ლიპაზების აქტიურ ადგილზე კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში. ამგვარად, ინაქტივირებულ ფერმენტს არ შეუძლია ტრიგლიცერიდების სახით მიღებული ცხიმების ჰიდროლიზება საკვებთან ერთად აბსორბირებად თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად და მონოგლიცერიდებად.

ჰიპოკალორიული დიეტა გამოიყენებოდა მკურნალობასთან ერთად როგორც ორლისტატით, ასევე პლაცებოთი მკურნალობდნენ ჯგუფებში 2-წლიან კვლევებში და 4-წლიან კვლევაში.

ორლისტატის და ორკვირიანი დიეტის ხუთი 2-წლიანი კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ორლისტატის პაციენტების 37%-მა და პლაცებოს მქონე პაციენტების 19%-მა დაკარგა სხეულის წონის სულ მცირე 5%-ით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ. ამათგან ორლისტატით ნამკურნალები პაციენტების 49%-მა და პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 40%-მა განაგრძო საწყისი სხეულის წონის >10%-ის დაკარგვა ერთი წლის განმავლობაში. პირიქით, ორლისტატით ნამკურნალები პაციენტების მხოლოდ 5%-მა და პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 2%-მა, რომლებმაც არ აჩვენეს საბაზისო წონის 5%-იანი დაკარგვა მკურნალობის 12 კვირის შემდეგ, განაგრძეს დაკარგეს საწყისი სხეულის წონის >10%-ზე მეტი ერთი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, ერთი წლის მკურნალობის შემდეგ, პლაცებოთი დაკარგვის პროცენტი იყო 8% იმ პაციენტების პროცენტთან შედარებით, რომლებმაც დაკარგეს სხეულის წონის 10% ან მეტი (20%) ორლისტატით 120 მგ. წონის დაკლების საშუალო განსხვავება წამალთან შედარებით პლაცებოსთან იყო 3.2 კგ.

4-წლიანი XENDOS კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა წონის დაკლება სხეულის წონის სულ მცირე 5%-ით 12 კვირის მკურნალობის შემდეგ ორლისტატის პაციენტების 60%-ში და პლაცებო პაციენტების 35%-ში. ამათგან ორლისტატით ნამკურნალები პაციენტების 62% და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 52%-მა განაგრძო სხეულის საწყისი წონის >10%-ის დაკარგვა ერთი წლის განმავლობაში. პირიქით, პაციენტებიდან, რომლებმაც არ დაკარგეს საბაზისო წონის 5% მკურნალობის 12 კვირის შემდეგ, ორლისტატით ნამკურნალები პაციენტების მხოლოდ 5% და პლაცებოთი მკურნალი პაციენტების 4% განაგრძეს საწყისი წონის > 10% დაკლება ერთი წლის განმავლობაში. . . ერთი წლის მკურნალობის შემდეგ, ორლისტატით ნამკურნალებ პაციენტთა 41%-მა დაკარგა სხეულის წონის >10% პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 21%-ში, ორ ჯგუფს შორის საშუალო განსხვავება 4.4 კგ-ს შეადგენს. 4 წლიანი მკურნალობის შემდეგ, პლაცებოს მიმღებ პაციენტთა 10%-მა დაკარგა სხეულის წონის >10% ორლისტატით ნამკურნალევი პაციენტების 21%-თან შედარებით, წონის დაკლების საშუალო სხვაობით 2.7 კგ.

წონის დაკლებასთან შედარებით ხუთ 2-წლიან კვლევაში, წონის დაკლება საწყისი სხეულის წონიდან ორლისტატით ან პლაცებოთი XENDOS კვლევაში იყო მინიმუმ 5% 12 კვირაში და მინიმუმ 10% 1 წლის განმავლობაში. ამ განსხვავების მიზეზი ის არის, რომ ხუთი 2-წლიანი კვლევა მოიცავდა 4-კვირიან დიეტას და პლაცებოს შესვლის პერიოდს, სადაც პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ 2,6 კგ დაიკლო.

4-წლიანი კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ორლისტატით წონის დაკლებამ შეაჩერა 2 ტიპის დიაბეტის განვითარება კვლევის დროს (დიაბეტის შემთხვევების კუმულაციური მაჩვენებელი: 3.4% ორლისტატის ჯგუფში და 5.4% პლაცებოს ჯგუფში). დიაბეტის შემთხვევების უმეტესობა მოდიოდა გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის მქონე პაციენტების საწყისი ქვეჯგუფიდან, რაც წარმოადგენს რანდომიზებული პაციენტების 21%-ს. ითარგმნება თუ არა ეს დასკვნები გრძელვადიან კლინიკურ სარგებელს, უცნობია.

ოთხწლიანი კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ორლისტატის (სხეულის წონის> 10%) პასუხისმგებლობის პროცენტი სიმსუქნე ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად აკონტროლებდნენ ანტიდიაბეტური საშუალებებით იყო 11.3%, ხოლო პლაცებოზე რეაგირების პროცენტი იყო 4.5%. პლაცებოთი წონის საშუალო დაკლება ორლისტატით ნამკურნალევ პაციენტებში მერყეობდა 1,83 კგ-დან 3,06 კგ-მდე, ხოლო სხვაობა ორლისტატისა და პლაცებოს შორის HbA1c დონეებისთვის გაიზარდა 0,18%-დან 0,55%-მდე. HbA1c-ზე ზემოქმედება არ არის დადასტურებული წონის დაკლებისგან დამოუკიდებელი.

მულტიცენტრულ (აშშ, კანადა), პარალელურ ჯგუფში, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, 539 მსუქანი მოზარდი პაციენტი რანდომიზირებული იყო ორლისტატის 120 მგ სამჯერ დღეში (n = 357) ან პლაცებოზე, როგორც ჰიპოკალორიული დიეტისა და ვარჯიშის პუნქტი. 52 კვირა. (n = 182). ორივე ჯგუფმა მიიღო მულტივიტამინის დანამატები და პირველადი საბოლოო წერტილი იყო სხეულის მასის ინდექსის (BMI) ცვლილება საწყისიდან კვლევის ბოლომდე.

შედეგები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ორლისტატის ჯგუფს (BMI 0.86 კგ/მ2 სხვაობა ორლისტატის სასარგებლოდ). ორლისტატით ნამკურნალები პაციენტების 9.5%-მა პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 3.3%-მა დაკარგა სხეულის წონის >10%-ზე მეტი 1 წლის შემდეგ, საშუალო განსხვავება ორ ჯგუფს შორის 2.6 კგ. განსხვავება ვლინდება პაციენტებში >5% წონის დაკლებით მკურნალობის 12 კვირის შემდეგ, რაც წარმოადგენს ორლისტატის პირველი ჯგუფის 19%-ს. გვერდითი მოვლენები ძირითადად მსგავსია მოზრდილებში. თუმცა, იყო აუხსნელი ზრდა ძვლის მოტეხილობების სიხშირეში (2.8% წინააღმდეგ 6% ორლისტატისა და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ორლისტატის აბსორბცია ძალიან დაბალია ნორმალური წონის და სიმსუქნე მოხალისეებში. ორლისტატის ერთჯერადი 360 მგ პერორალური დოზის შემდეგ, უცვლელი ორლისტატის პლაზმური კონცენტრაცია თითქმის არ არის გამოვლენილი (<5 ნგ/მლ).

ზოგადად, თერაპიული დოზებით ხანგრძლივი მიღებისას, უცვლელი ორლისტატი იშვიათად გამოვლინდა პლაზმაში და მისი კონცენტრაცია იყო ძალიან დაბალი (<10 ნგ/მლ ან 0,02 მიკრომოლი). მისი უმნიშვნელო შეწოვის შესაბამისად, არ არის მიღებული მონაცემები, რომ ის გროვდება ორგანიზმში.

დისტრიბუცია

განაწილების მოცულობა ვერ განისაზღვრა, რადგან პრეპარატი ცუდად შეიწოვება. ორლისტატი > 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს in vitro (ძირითადად შეკრული ცილები არის ლიპოპროტეინები და ალბუმინი). ორლისტატის განაწილება ერითროციტებზე ძალიან დაბალია.

ბიოტრანსფორმაცია

ცხოველების კვლევებზე დაყრდნობით, ორლისტატის მეტაბოლიზმი ძირითადად პრესისტემური იყო. მსუქან პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში, შეყვანილი დოზის ძალიან მცირე რაოდენობით სისტემური შეწოვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ორი ძირითადი მეტაბოლიტი პასუხისმგებელია პლაზმაში გამოვლენილი მთლიანი რადიოაქტიურობის დაახლოებით 42%-ზე. ამ მეტაბოლიტების ლიპაზას ინჰიბიტორული აქტივობა ძალიან დაბალია (1000 და 2500-ჯერ დაბალია, ვიდრე ორლისტატი, შესაბამისად). ეს მეტაბოლიტები განიხილება ფარმაკოლოგიურად უმნიშვნელოდ, დაბალი ინჰიბიტორული ეფექტურობის და თერაპიული დოზის ძალიან დაბალი გამოვლენილი პლაზმური დონის გათვალისწინებით (საშუალოდ 26 ნგ/მლ და 108 ნგ/მლ, შესაბამისად).

ელიმინაცია

ნორმალური წონისა და სიმსუქნის მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არააბსორბირებული პრეპარატის ფეკალური გამოყოფა არის გამოყოფის მთავარი გზა. შეყვანილი დოზის დაახლოებით 97% გამოიყოფა განავლით, საიდანაც 83% შედგება უცვლელი ორლისტატისგან. მთლიან ორლისტატთან დაკავშირებული ნივთიერებების კუმულაციური თირკმელებით გამოყოფა შეყვანილი დოზის 2%-ზე ნაკლებია. სრული ექსკრეციის მიღწევის დრო (განავალი და შარდი) არის 3-დან 5 დღემდე. ორლისტატის განაწილება სიმსუქნე მოხალისეებში ნორმალური წონის მსგავსია. ორლისტატი და მისი ორი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა ნაღველში.

ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში

ორლისტატის და მისი მეტაბოლიტების (M1 და M3) პლაზმური კონცენტრაციები პედიატრიულ პაციენტებში მსგავსი იყო მოზრდილებში იმავე დოზებით აღმოჩენილებთან შედარებით. ფეკალური ცხიმის ყოველდღიური გამოყოფა იყო საკვების 27% და 7% ორლისტატისა და პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ქსენიკალიR 120 მგ მკვრივი კაფსულა

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად, გადაყლაპვით

მოქმედი ნივთიერება: 120 მგ ორლისტატი.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონ K30, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ინდიგო კარმინი, ტიტანის დიოქსიდი. კაფსულა შედგება ჟელატინისგან (ძროხისგან მიღებული ჟელატინი).

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ქსენიკალი?

ქსენიკალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ქსენიკალი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ქსენიკალის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ქსენიკალი ?

ქსენიკალი, სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. პრეპარატი გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და საკვების საშუალებით მიღებული ცხიმების დაახლოებით 1/3-ის მონელებას ხელს უშლის.

ქსენიკალი, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ფერმენტებს (ლიპაზა) უკავშირდება, აღნიშნული ფერმენტები კვების ყოველი ჯერის დროს მიღებული ცხიმების მონელებას ხელს უშლის. მოუნელებელი ცხიმი არ შეიწოვება და სხეულის მიერ გარეთ გამოიყოფა.

ქსენიკალი, დაბალ კალორიული დიეტის თანხლებით სიმსუქნის სამკურნალოდ გამოიყენება.

  • ქსენიკალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ქსენიკალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

ორლისტატის ანდა ქსენიკალის შემადგენლობაში არსებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია გაქვთ (დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ ზემოთ).

ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი (საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილი საკვების არასული ხარისხით შეწოვა) გაქვთ.

ქოლესტაზი (ღვიძლის პრობლემები) გაქვთ.

ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ.

ორსულად ხართ.

ქსენიკალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

წონის დაკლებამ, სხვა პრობლემების (მაგ. ქოლესტერინის მაღალი დონე ანდა დიაბეტი) გამო მიღებული წამლების ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ამიტომ მიღებული და ასევე მომავალში გეგმით მისაღები წამლების შესახებ ექიმს აცნობეთ. წონის დაკლების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ამ წამლების დოზების განმეორებით განსაზღვრა, რეგულირება.

ქსენიკალის გამოყენებით მაქსიმალური სარგებელის მიღების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ექიმის მიერ თქვენთვის მომზადებული კვების რეჟიმის დაცვა. ისევე როგორც, წონის კონტროლის რომელიმე პროგრამაში მონაწილეობის მიღებისას, ასევე, ქსენიკალის მიღების დროსაც ცხიმების და კალორიების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ქსენიკალის წონის დაკლების ეფექტი შეამციროს.

ქსენიკალის გამოყენებისას ხდება მოუნელებელი ცხიმის განავალთან ერთად გამოყოფა, ამიტომ ცხიმიანი განავლის მსგავსი უვნებელი ცვლილებების გამოვლინება შეიძლება გამოიწვიოს. თუ, ქსენიკალი მაღალი ცხიმოვანი შემცველობის საკვებთან ერთად მიიღება, ცხიმიანი განავლის გამოვლენის ალბათობა მოიმატებს. ქსენიკალის, მაღალი ცხიმოვანი შემცველობის საკვებთან ერთად მიიღებისას, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზემოქმედება გაიზრდება, ამიტომ ცხიმის დღიური რაოდენობა სამ მთავარ ჯერზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

ძლიერი დიარეის შემთხვევაში, ორალური კონტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო პირის გზით მისაღები წამლები) მიღება არასაკმარისია, ამიტომ დამატებით საჭიროა სხვა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თირკმლების ქრონიკული უკმრისობის დროს ქსენიკალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში კენჭების წარმქმნა.

თირკმლებთან დაკაშირებული პრობლემების არსებობასთან ანდა არ არსებობასთან დაკაშირებით ინფორმაცია თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვებში გამოყენება: ქსენიკალი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ქსენიკალის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ქსენიკალის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ნაწილი-3 ,, როგორ გამოიყენება ქსენიკალი?’’

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ქსენიკალი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ქსენიკალის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ამიტომ ქსენიკალით მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ქსენიკალის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედი ცნობილი ეფექტი არ არის ცნობილი.

ქსენიკალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა (120 მგ) 0.87 მგ ნატრიუმს შეიცავს. ეს მდგომარეობა, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალიწინებული უნდა იქნას.

თუ, ქსენიკალის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქსენიკალმა, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების ეფექტი შეიძლება შეცვალოს:

ანტიკოაგულაციური წამლების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები, მაგ. ვარფარინი) ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.

ციკლოსპორინთან (იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამალი) ერთად გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამ დროს, ექიმი შეიძლება სისხლში ციკლოსპორინის ნორმაზე დაბალი დონის შენარჩუნებას ჩათვლის საჭიროდ.

იოდის მარილები და/ანდა ლევოთიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ხელოვნური ჰორმონი). ჰიპოთირეოზს (სისხლში თიროიდული ჰორმონების შემცირება) და /ანდა ჰიპოთირეოზის კონტროლის შემცირებას გამოიწვევს.

ამიოდარონი (გულის რითმის მარეგულირებელი წამალი) -რეკომენდაციისთვის ექიმს მიმართეთ.

აივ ინფექციის მკურნალობის დროს გამოყენებული წამლები.

დეპრესიის, ფსიქიატრიული დარღვევების და შფოთვების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ქსენიკალი, ზოგიერთი ცხიმში ხსნადი ვიტამინის (A,D,E,K) შეწოვას ამცირებს, განსაკუთრებით ბეტა-კაროტინის და ვიტ. E, ამიტომ ხილ-ბოსტნეულით მდიდარი დიეტის საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმმა შეიძლება მულტივიტამინების მიღების რეკომენდაცია მოგცეთ.

ქსენიკალის, ლევოთიროქსინის (ფარისებრი ჯირკვლის ხელოვნური ჰორმონი) შემცველ წამლებთან ერთად გამოყენებისას, ლევოთიროქსინის შეწოვა ირღვევა, ამიტომ ეს ორი წამალი სულ ცოტა 4 საათის ინტერვალით უნდა მიიღოთ.

აკარბოზის (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის(შაქრიანი დიაბეტის) სამკურნალოდ გამოყენებული ანტიდიაბეტური წამალი) მომხმარებელ ავადმყოფებში, ქსენიკალის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ქსენიკალი, ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების ეფექტს (ანტიეპილეფსიური წამლები) და ამ წამლის შეწოვას ამცირებს, ეს კი შეიძლება გულყრების განვითარების მიზეზი გახდეს. თუ, ფიქრობთ, რომ ქსენიკალის პარალელურად ეპილეფსიის სამკურნალო წამლების გამოყენებისას გულყრების სიხშირე მატულობს ანდა მძიმდება, ექიმს დაუკავშირდით.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ქსენიკალი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ქსენიკალი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ, თუ დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ქსენიკალის რეკომენდირებული დოზაა: ქსენიკალი 120 მგ: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ, რომელიც მიიღება სამი ძირითადი კვების ჯერის დროს. ქსენიკალი, კვების ჯერის დაწყებამდე, კვების დროს ანდა საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ მიიღება. კაფსულები, წყლით უნდა გადაიყლაპოს.

ქსენიკალი, ხილით და ბოსტნეულით მდიდარი, ბალანსირებული, კონტროლირებული კალორიების და კალორიების საშუალოდ 30% ცხიმების შემცველ დიეტასთან ერთად უნდა იქნას მიღებული. დღიურად მისაღები ცხიმის, ნახშირწყლების და პროტეინების მიღება სამ ძირითად კვების ჯერზე უნდა გადანაწილდეს, ამის მიხედვით, საუზმეზე 1 კაფსულა, შუადღისას სადილზე 1 კაფსულა და ვახშმის დროს 1 კაფსულა უნდა მიიღოთ. ქსენიკალით მკურნალობისას მაქსიმალური სარგებელის უზრუნველყოფისთვის, კვების ჯერებს შორის ორცხობილა, შოკოლადი ანდა მადის აღმძვრელი წასახემსი, ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღებას მოერიდეთ.

ქსენიკალის ეფექტი, მხოლოდ დიეტის შემადგენლობაში არსებულ ცხიმებთან ერთად მიღებისას ვლინდება. ამიტომ, თუ ძირითადი კვების ჯერს გამოტოვებთ ანდა კვების ჯერზე უცხიმო საკვებს მიიღებთ, ქსენიკალის მიღება საჭირო არ არის.

თუ, რაიმე მიზეზის გამო ქსენიკალს რეკომენდირებული სახით ვერ მიიღებთ, ექიმს აცნობეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება იფიქროს, რომ ქსენიკალი არაეფექტურია ანდა კარგად აიტანება და საჭიროების გარეშე შეიძლება მკურნალობა შეცვალოს.

თუ, ქსენიკალით მკურნალობიდან 12 კვირის შემდეგ დასაწყისში გამოთვლილი სხეული წონის სულ ცოტა 5% არ დაიკელით, ექიმმა შეიძლება მკურნალობა შეწყვიტოს.

ქსენიკალის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებულია 4 წლიანი, ხანგრძლივი პერიოდის კლინიკური კვლევები.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კაფსულები,პირის გზით უნდა იქნას მიღებული.

კაფსულები, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად უნდა გადაიყლაპოს. (მაგ. 1 ჭიქა წყალი).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ქსენიკალის მოქმედება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოკვლეული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება: კვლევები არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობს შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ,ფიქრობთ, რომ ქსენიკალის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქსენიკალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ქსენიკალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქსენიკალის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ქსენიკალის მიღება დაგავიწყდებათ, კვების ბოლო ჯერის შემდეგ 1 საათის განმავლობაში როგორც კი გაიხსენებთ, პრეპარატი მიიღეთ. შემდეგ კი წამლის დოზები ჩვეული გეგმით გააგრძელეთ. თუ, ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ და თქვენთვის მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმის მითითების გარეშე დოზა არ შეცვალოთ.

დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მოვლენები, რომელიც ქსენიკალით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, ქსენიკალით მკურნალობის შეწყვეტას ფიქრობთ, ჯერ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ქსენიკალის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ქსენიკალის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ალერგიული რეაქციები:

ალერგიული რეაქციების ძირითადი ნიშნები შეიძლება იყოს: ქავილი, გამონაყარი, კანზე ბუშტუკების გაჩენა (ირგვლივი კანის ფერთან შედარებით უფრო მკრთალი ანდა წითელი ფერის გამონაყარი ქავილით), სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ავად ყოფნის შეგრძნება.

ყველა ჩამოთვლილი, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ქსენიკალის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქსენიკალის გამოყენების დროს თავს ცუდად იგრძნობთ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს დ ან ფარმაცევს აცნობეთ.

ქსენიკალის გამოყენებასთან დაკავშირებით განვითარებული გვერდითი ეფექტების უმრავლესობა, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ლოკალურად გამოვლენილი ეფექტებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად მსუბუქი ხარისხისაა და ძირითადად მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით კი ცხიმის დიდი რაოდენობით შემცველი კვების ჯერის მიღების შედეგად ვლინდება. თუ, მკურნალობას გააგრძელებთ და თქვენთვის რეკომენდირებულ დიეტასაც დაიცავთ, აღნიშნული სიმპტომები ალაგდება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი ანდა დისკომფორტი

დეფეკაციის უეცარი ანდა გაძლიერებული სურვილი

ნაწლავის აირებთან ერთად გამონაჟონი

ცხიმოვანი გამონაჟონი

ცხიმოვანი განავალი

შებერილობა

თხიერი განავალი

ცხიმიანი დეფეკაცია

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ვლინდება)

ინფლუენზა (გრიპი)

ზემო სასუნთქი გზების ინფექცია

გავრცელებული:

სწორ ნაწლავში (მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილი) ტკივილი ანდა დისკომფორტის შეგრძნება)

რბილი განავალი

განავლის შეუკავლებლობა

მუცლის შებერილობა (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ნავადმყოფებში ვლინდება)

კბილების და ღრძილების პრობლემები

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა

დაღლილობა

საშარდე გზების ინფექცია

შფოთვა

ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები

უცნობი:

სწორი ნაწლავიდან სისხლდენა (ანუსისდან სიხლდენა)

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება (სისხლი ანალიზით ვლინდება)

დივერტიკულიტი (ნაწლავის კედლის გამობურცული, პარკისებრი გაგანიერება და ამ სტრუქტურის ჩირქოვანი ანთება)

ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნა (ქოლელითიაზი)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) (ნიშნები: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, ქავილი, მუქი ფერის შარდი, მუცლის ტკივილი და ღვიძლის მგრძნობელობის მომატება (გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ტკივილი), ზოგჯერ მადის დაქვეითება. აღნიშნული ნიშნების გამოვლინებისას, ქსენიკალის გამოყენება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ)

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

კანში სითხის შეკავება, ბუშტუკების გაჩენა (ბუშტუკები შეიძლება გასკდეს)

თირკმლებში კენჭის განვითარების გამომწვევი კალციუმის ოქსალატების დაგროვება (ოქსალატური ნეფროპათია)

სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლების (ანტიკოაგულანტური წამლები) შედედებაზე მოქმედი ეფექტი

ქსენიკალით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ჰეპატოცელულარული ნეკროზის (ღვიძლის უჯრედების განადგურება) ანდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთვევები, როცა აღნიშნული მდგომარეობები სიკვდილით ანდა ორგანოთა გადანერგით დასრულებულა.

ქსენიკალით მკურნალობის დროს თუ სისუსტე, ქავილი, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი ანდა მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილი გექნებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ქსენიკალის შენახვა

ქსენიკალი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

წამლის ნესტისგან და სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ქსენიკალი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

Cheplapharm Arzneimittel GmbH.

გერმანიის ლიცენზიით

შპს. Bmed -ის სამედიცინო პროდუქტების საკონსულტაციო და სავაჭრო სერვისები

ბეშთეფეს დასახლ.ნერგიზის ქ.N:7/2-87

იენიმაჰალლე. ანკარა

ტელ: +90 312 2481441; ფაქსი: +90 312 2481 303

KEP მისამართი: : [email protected]

წარმოების ადგილი:

დელფარმი.მილანი. S.r.l. სეგრატე. (MI). იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 17.04.2020-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა