პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები

ქსენიკალი 120მგ

Xenical® 120mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
მოქმედი ნივთიერება
ორლისტატი (orlistat)
ფორმა და შეფუთვა
120მგ მყარი კაფსულა №84
მწარმოებელი
CHEPLAPHARM Arzneimittel GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები, გარდა დიეტური პროდუქტებისა, სიმსუქნის საწინააღმდეგო პერიფერიული მოქმედების პრეპარატები
ATC კოდი
A08AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-023740
რეგისტრირებულია
3 ნოემბერი 2017, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაქსენიკალი 120მგ და სხვა წამალი ერთად

ქსენიკალი 120მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ქსენიკალი ყოვლთვის უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ქსენიკალის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 120მგ კაფსულას, რომელიც მიიღება ყოველი სამკერადი კვების მიღების დროს. პრეპარატის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ. კასულა უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. ქსენიკალი უნდა მიიღოთ კარგად დაბალანსებული, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტის თანხლებით და კალორიების კონტროლის ქვეშ, რომლის დროსაც ცხიმების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 30 %-ს.

ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების ყოველდღიური რაციონი დაყოფილი უნდა იყოს სამ კვებად. ერთი კაფსულა უნდა მიიღოთ საუზმეზე, ერთი კაფსულა – სადილზე და ერთი კაფსულა ვახშამზე. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად კვებებს შორის უნდა მოერიდოთ ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღებას, როგორიცაა ნამცხვარი, შოკოლადი და მარილიანი პროდუქტი. ქსენიკალი მოქმედებს, მხოლოდ ცხიმების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ თუ გამოტოვებთ კვებას ან იღებთ უცხიმო კვებას არ უნდა მიიღოთ ქსენიკალი.

მიიღეთ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სათანადო ეფექტს და პრეპარატმა შესაძლოა მოგაყენოთ ზიანი ან ექიმმა შეცვალოს მკურნალობა არასწორად მცდარი ეფექტის გამო.

თუ ქსენიკალით 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სხეულის წონა შემცირდება მინიმუმ 5%-ით თქვენ საყის წონასთან შედარებით, ექიმი შეწყვეტს მკურნალობას. ქსენიკალის ეფექტურობა შესწავლილი იქნა კლინიკამდელ გამოკვლევებში 4 წლის განმავლობაში.

თუ მიიღეთ ქსენიკალის ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი კაფსულა დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან კლინიკას რაც შეიძლება სწრაფად, შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების ჩარევა.

თუ დაგავიწყდათ ქსენიკალის დოზის მიღება

თუ გამოტოვეთ ქსენიკალის რეკომენდებული დოზა მიიღეთ ის გახსენებისთანავე, მაგრამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ჭამიდან ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ განაგრძეთ მიღება ჩვეული რეჟიმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით. თუ გამოტოვეთ დოზა რამოდენიმეჯერ მიმართეთ ექიმს და დაიცავით მისი მითითება. არ შეცვალოთ დოზირება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტის შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ აღინიშნება ალერგია/ჰიპერმგრძნობელობა ორლისტატის ან ქსენიკალის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ გახასიათებთ აბსორბციის ქრონიკული დარღვევა (საკვები ნივთიერებების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არასაკმარისად ათვისება)
  • თუ გახასიათებთ ქოლესტაზი (ღვიძლის დარღვევა)
  • თუU კვებავთ ჩვილს ძუძუთი

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ქსენიკალის გამოყენებისას

წონაში დაკლებამ შესაძლოა იმოქმედოს სხვა მედიკამენტების დოზირებაზე (მაგალითად ქოლესტერინისა მაღალი დონის და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზაზე). დარწმუნდით, რომ ექიმმა გაითავლისწინა ყველა ის პრეპარატი, რომელსაც იღებთ ქსენიკალით მკურნალობასთან ერთად, ვინაიდან წონაში დაკლებამ შესაძლოა საჭირო გახადოს ამ პრეპარატების დოზირების შეცვლა. ასევე ყურადღება მიაქციეთ რომ იცავთ დიეტას ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ქსენიკალით მკურნალობისას, ისევე, როგორც სხვა დიეტების დროს შესაძლოა ჭარბი რაოდენობით ცხიმისა და კალორიების მიღებამ შეამციროს პრეპარატის ეფექტი.

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის მოქმედების ცვლილება, რაც არ არის მავნებელი, მაგალითად როგორიცაა ცხიმოვანი ან ზეთოვანი განავალი, რაც გამოწვეულია გადაუმუშავებელი ცხიმების არსებობით განავალში. ამ მოვლენების გამოვლენის ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს თუ იღებთ ქსენიკალს ცხიმით მდიდარი დიეტის თანხლებით. ცხიმების ყოველდღიური მოხმარება უნდა განაწილდეს სამჯერადი თანაბრად განაწილებული კვების მეშვეობით, მაღალი რაოდენობით ცხიმების შემცველობამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა.

რეკომენდებულია დამატებითი საიმედო კონტრაპენტული საშუალებების გამოყენება, ვინაიდან ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შესაძლოა შემცირდეს ხშირი კუჭის მოქმედების ან დიარეის გამო.

ორლისტსტის გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს თირკმელში კენჭის გამოვლენასთან პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული დაავადებები. თუ გახასიათებთ თირკმლის პრობლემები უნდა აცნობოთ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში

ქსენიკალი არ გამოიყენება ბავშვებში.

სხვა პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამოდენიმე მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს ქსენიკალის თერაპიული ეფექტი.

ქსენიკალმა შესაძლოა შეცვალოს შემდეგი პრეპარატების ეფექტი:

სისხლის შედედების სამკურნალო საშუალებები (მაგ., ვარფარინი). შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის მეთვალყურეობა და სისხლის შედედების კონტროლი.

ციკლოსპორინი. ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ექიმმა ხშირად უნდა შეამოწმოს სისხლში ციკლოსპორინის დონე.

იოდიდის მარილი და/ან ლევოთიროქსინი. შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოთირეოზი და/ან ჰიპოთირეოზის კონტროლის დაქვეითება.

ამიოდარონი. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

ფსიქიკური დაავადებების ან დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები

ქსენიკალმა შესაძლოა შემაციროს ზოგიერთი ცხიმში შლადი საკვები ნივთიერებების შეწოვა, ნაწილობრივ ბეტა-კარონიტის და E ვიტამინის. დაიცავით ექიმის მითითებები ბალანსირებული დიეტის, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონის შესახებ. ექიმმა ასევე შესაძლოა დაგიშნოთ პოლივიტამინები.

ორლისტატის თერაპიამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების შეწოვაზე და შედეგად კრუნჩხვის გამოვლენაზე. გთხოვთ, აცნობოთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ეპილეფსიის შეტევის სიხშირე და/ან სირთულე გაიზარდა ქსენიკალით მკურნალობის დროს.

ქსენიკალის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ აკარბოზას (დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ)

ორსულობა და ძუძუთი კვება

ქსენიკალის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული,

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქსენიკალი დედის რძეში, ამიტომ ქსენიკალით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს მკურნალობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ქსენიკალი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ქსენიკალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფეტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფეტების უმეტესობა კავშირშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებასთან. ეს სიმპტომები უმნიშვნელოვა და ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და ქრება გარკვეული დროის შემდეგ ცხიმიანი საკვების მიღებისას ან რეკომენდებული დიეტის დაცვის შემთხვევაში.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10პაციენტიდან 1 ზე მეტში)

თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, ნაწლავის მოქმედების უეცარი გამოვლენა ან ხშირი მოქმედება, თხევადი განავალი, მეტეორიზმი, ზეთოვანი ან ცხიმიანი განავალი, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ზოგიერთ პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით).

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დენ 10-ში)

რექტალური ტკივილები და დისკომფორტი, რბილი განავალი, კუჭის მოქმედების შეუკავებლობა (განავლის შეუკავებლობა), მუცლის შებერილობა (ვლინდება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტში), კბილებისა და ღრძილების პრობლემები, არარეგულარული მენსტრუაცია, დაღლილობა.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირეც უცნობია:

ალერგიული რეაქციები, ძირითადად სიმპტომებია ქავილი, გამონაყარი, კანის ადგილობრივი შეშუოება (ლაქები კანზე, რომელთაც ახლავს ქავილი, კანის შეფერილობის ცვლილება), რთული რესპირატორული გართულებები, ღებინება, გულისრევა. კანის დაწყლულება (მათ შორის ბუშტუკები).

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის კედლების ანთება). სისხლდენა უკანა ტანიდან (სწორი ნაწლავიდან). სისხლის ანალიზიდან შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება), სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს: კანისა და თვალების სიყვითლე, ქავილი, შარდის მუქად შეფერვა, კუჭისა და ღვიძლის ტკივილი (მკერდის უჯრედში მარჯვენა წინა მხარეს ტკივილი), ხანდახან მადის დაკარგვა. ამ სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ ქსენიკალის მიღება და მიმართოთ ექიმს. შესაძლოა ასევე გამოვლინდეს კენჭები ნაღველში, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). შესაძლოა გამოვინდეს ოქსალატური ნეფროპათია (კალციუმის ოქსალატის წარმოქმნა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელებში კენჭების დაგროვება). იხ. პუნქტი 2 ,,საჭიროა სიფრთხილე ქსენიკალის გამოყენებისას”. მოსალოდნელია ზეგავლენა სისხლის შედედებაზე ანტიკოაგულური აგენტების გამო.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ მისამართზე: წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი

კვეტნა 11, 825 08 ბრატისლავა 26,

ტელ: +421 2 507 01 206,

ფაქსი: +421 2 507 01 237,

ვებ-გვერდი: http://www.sukl.sk/sk/bezpecnost-liekov,

ელ.ფოსტა: [email protected].

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ორლისტატი. ყოველი კაფსულა შეიცავს 120მგ ორლისტატს.
  • დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი (E1201), ნატრიუმის ლაურილსულფატი და ტალკი. კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს, ინდიგო კარმინს (E132) და ტიტანის დიოქსიდს (E171) და საკვებ საღებარებს.

ქსენიკალის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ქსენიკალის კაფსულები არის ფირუზის ფერი კაფსულები წარწერით ,,ROCHE XENICAL 120”. ბლისტერული შეფუთვა და შუშის ფლაკონი შეიცავს 21, 42 და 84 კაფსულას.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.

შენახვის პირობები

  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ქსენიკალი და რითვის გამოიყენება?

ქსენიკალი არის პრეპარტი, რომელიც გამოიყენება გაცხიმოვნების სამკურნალოდ. პრეპარატი ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაახლოების ცხიმების ერთი მესამედი რაოდენობის შეთვისების დაბრკოლებას, რომელიც მიეწოდება ორგანისმს საკვებთან ერთად.

ქსენიკალი შეიცავს მნიშვნელოვან ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის (ლიპაზებს) და აბრკოლებს ზოგიერთი ცხიმების ჩალაგებას, რომელსაც იღებთ საკვების მეშვეობით. გადაუმუშავებელი ცხიმი არ აბროსბირდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ქსენიკალი ნაჩვენებია გაცხიმოვნების სამკურნალოდ ზომიერად დაბალკალორიული დიეტასთან კომბინაციაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

როშე

ქსენიკალი® 120 მგ

მკვრივი კაფსულები

ორლისტატი

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, რადგან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები გაქვს თქვენსას.
  • თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში იხ. ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ქსენიკალი და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ქსენიკალის გამოყენებამდე
  • ქსენიკალის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ქსენიკალის შენახვის პირობები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ქსენიკალი და რითვის გამოიყენება?

ქსენიკალი არის პრეპარტი, რომელიც გამოიყენება გაცხიმოვნების სამკურნალოდ. პრეპარატი ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაახლოების ცხიმების ერთი მესამედი რაოდენობის შეთვისების დაბრკოლებას, რომელიც მიეწოდება ორგანისმს საკვებთან ერთად.

ქსენიკალი შეიცავს მნიშვნელოვან ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის (ლიპაზებს) და აბრკოლებს ზოგიერთი ცხიმების ჩალაგებას, რომელსაც იღებთ საკვების მეშვეობით. გადაუმუშავებელი ცხიმი არ აბროსბირდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ქსენიკალი ნაჩვენებია გაცხიმოვნების სამკურნალოდ ზომიერად დაბალკალორიული დიეტასთან კომბინაციაში.

  • ინფორმაცია ქსენიკალის გამოყენებამდე

არ შეიძლება ქსენიკალის გამოყენება

  • თუ აღინიშნება ალერგია/ჰიპერმგრძნობელობა ორლისტატის ან ქსენიკალის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ გახასიათებთ აბსორბციის ქრონიკული დარღვევა (საკვები ნივთიერებების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არასაკმარისად ათვისება)
  • თუ გახასიათებთ ქოლესტაზი (ღვიძლის დარღვევა)
  • თუU კვებავთ ჩვილს ძუძუთი

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ქსენიკალის გამოყენებისას

წონაში დაკლებამ შესაძლოა იმოქმედოს სხვა მედიკამენტების დოზირებაზე (მაგალითად ქოლესტერინისა მაღალი დონის და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზაზე). დარწმუნდით, რომ ექიმმა გაითავლისწინა ყველა ის პრეპარატი, რომელსაც იღებთ ქსენიკალით მკურნალობასთან ერთად, ვინაიდან წონაში დაკლებამ შესაძლოა საჭირო გახადოს ამ პრეპარატების დოზირების შეცვლა. ასევე ყურადღება მიაქციეთ რომ იცავთ დიეტას ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ქსენიკალით მკურნალობისას, ისევე, როგორც სხვა დიეტების დროს შესაძლოა ჭარბი რაოდენობით ცხიმისა და კალორიების მიღებამ შეამციროს პრეპარატის ეფექტი.

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის მოქმედების ცვლილება, რაც არ არის მავნებელი, მაგალითად როგორიცაა ცხიმოვანი ან ზეთოვანი განავალი, რაც გამოწვეულია გადაუმუშავებელი ცხიმების არსებობით განავალში. ამ მოვლენების გამოვლენის ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს თუ იღებთ ქსენიკალს ცხიმით მდიდარი დიეტის თანხლებით. ცხიმების ყოველდღიური მოხმარება უნდა განაწილდეს სამჯერადი თანაბრად განაწილებული კვების მეშვეობით, მაღალი რაოდენობით ცხიმების შემცველობამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა.

რეკომენდებულია დამატებითი საიმედო კონტრაპენტული საშუალებების გამოყენება, ვინაიდან ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შესაძლოა შემცირდეს ხშირი კუჭის მოქმედების ან დიარეის გამო.

ორლისტსტის გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს თირკმელში კენჭის გამოვლენასთან პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული დაავადებები. თუ გახასიათებთ თირკმლის პრობლემები უნდა აცნობოთ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში

ქსენიკალი არ გამოიყენება ბავშვებში.

სხვა პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამოდენიმე მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს ქსენიკალის თერაპიული ეფექტი.

ქსენიკალმა შესაძლოა შეცვალოს შემდეგი პრეპარატების ეფექტი:

სისხლის შედედების სამკურნალო საშუალებები (მაგ., ვარფარინი). შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის მეთვალყურეობა და სისხლის შედედების კონტროლი.

ციკლოსპორინი. ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ექიმმა ხშირად უნდა შეამოწმოს სისხლში ციკლოსპორინის დონე.

იოდიდის მარილი და/ან ლევოთიროქსინი. შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოთირეოზი და/ან ჰიპოთირეოზის კონტროლის დაქვეითება.

ამიოდარონი. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

ფსიქიკური დაავადებების ან დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები

ქსენიკალმა შესაძლოა შემაციროს ზოგიერთი ცხიმში შლადი საკვები ნივთიერებების შეწოვა, ნაწილობრივ ბეტა-კარონიტის და E ვიტამინის. დაიცავით ექიმის მითითებები ბალანსირებული დიეტის, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონის შესახებ. ექიმმა ასევე შესაძლოა დაგიშნოთ პოლივიტამინები.

ორლისტატის თერაპიამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების შეწოვაზე და შედეგად კრუნჩხვის გამოვლენაზე. გთხოვთ, აცნობოთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ეპილეფსიის შეტევის სიხშირე და/ან სირთულე გაიზარდა ქსენიკალით მკურნალობის დროს.

ქსენიკალის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ აკარბოზას (დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ)

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ქსენიკალის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული,

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქსენიკალი დედის რძეში, ამიტომ ქსენიკალით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს მკურნალობა.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მუშაობის უნარზე

ქსენიკალი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

  • ქსენიკალის მიღების წესი

ქსენიკალი ყოვლთვის უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ქსენიკალის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 120მგ კაფსულას, რომელიც მიიღება ყოველი სამკერადი კვების მიღების დროს. პრეპარატის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ. კასულა უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. ქსენიკალი უნდა მიიღოთ კარგად დაბალანსებული, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტის თანხლებით და კალორიების კონტროლის ქვეშ, რომლის დროსაც ცხიმების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 30 %-ს.

ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების ყოველდღიური რაციონი დაყოფილი უნდა იყოს სამ კვებად. ერთი კაფსულა უნდა მიიღოთ საუზმეზე, ერთი კაფსულა – სადილზე და ერთი კაფსულა ვახშამზე. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად კვებებს შორის უნდა მოერიდოთ ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღებას, როგორიცაა ნამცხვარი, შოკოლადი და მარილიანი პროდუქტი. ქსენიკალი მოქმედებს, მხოლოდ ცხიმების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ თუ გამოტოვებთ კვებას ან იღებთ უცხიმო კვებას არ უნდა მიიღოთ ქსენიკალი.

მიიღეთ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სათანადო ეფექტს და პრეპარატმა შესაძლოა მოგაყენოთ ზიანი ან ექიმმა შეცვალოს მკურნალობა არასწორად მცდარი ეფექტის გამო.

თუ ქსენიკალით 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სხეულის წონა შემცირდება მინიმუმ 5%-ით თქვენ საყის წონასთან შედარებით, ექიმი შეწყვეტს მკურნალობას. ქსენიკალის ეფექტურობა შესწავლილი იქნა კლინიკამდელ გამოკვლევებში 4 წლის განმავლობაში.

თუ მიიღეთ ქსენიკალის ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი კაფსულა დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან კლინიკას რაც შეიძლება სწრაფად, შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების ჩარევა.

თუ დაგავიწყდათ ქსენიკალის დოზის მიღება

თუ გამოტოვეთ ქსენიკალის რეკომენდებული დოზა მიიღეთ ის გახსენებისთანავე, მაგრამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ჭამიდან ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ განაგრძეთ მიღება ჩვეული რეჟიმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით. თუ გამოტოვეთ დოზა რამოდენიმეჯერ მიმართეთ ექიმს და დაიცავით მისი მითითება. არ შეცვალოთ დოზირება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტის შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ქსენიკალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფეტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფეტების უმეტესობა კავშირშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებასთან. ეს სიმპტომები უმნიშვნელოვა და ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და ქრება გარკვეული დროის შემდეგ ცხიმიანი საკვების მიღებისას ან რეკომენდებული დიეტის დაცვის შემთხვევაში.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10პაციენტიდან 1 ზე მეტში)

თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, ნაწლავის მოქმედების უეცარი გამოვლენა ან ხშირი მოქმედება, თხევადი განავალი, მეტეორიზმი, ზეთოვანი ან ცხიმიანი განავალი, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ზოგიერთ პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით).

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დენ 10-ში)

რექტალური ტკივილები და დისკომფორტი, რბილი განავალი, კუჭის მოქმედების შეუკავებლობა (განავლის შეუკავებლობა), მუცლის შებერილობა (ვლინდება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტში), კბილებისა და ღრძილების პრობლემები, არარეგულარული მენსტრუაცია, დაღლილობა.

ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირეც უცნობია:

ალერგიული რეაქციები, ძირითადად სიმპტომებია ქავილი, გამონაყარი, კანის ადგილობრივი შეშუოება (ლაქები კანზე, რომელთაც ახლავს ქავილი, კანის შეფერილობის ცვლილება), რთული რესპირატორული გართულებები, ღებინება, გულისრევა. კანის დაწყლულება (მათ შორის ბუშტუკები).

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის კედლების ანთება). სისხლდენა უკანა ტანიდან (სწორი ნაწლავიდან). სისხლის ანალიზიდან შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება), სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს: კანისა და თვალების სიყვითლე, ქავილი, შარდის მუქად შეფერვა, კუჭისა და ღვიძლის ტკივილი (მკერდის უჯრედში მარჯვენა წინა მხარეს ტკივილი), ხანდახან მადის დაკარგვა. ამ სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ ქსენიკალის მიღება და მიმართოთ ექიმს. შესაძლოა ასევე გამოვლინდეს კენჭები ნაღველში, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). შესაძლოა გამოვინდეს ოქსალატური ნეფროპათია (კალციუმის ოქსალატის წარმოქმნა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელებში კენჭების დაგროვება). იხ. პუნქტი 2 ,,საჭიროა სიფრთხილე ქსენიკალის გამოყენებისას”. მოსალოდნელია ზეგავლენა სისხლის შედედებაზე ანტიკოაგულური აგენტების გამო.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ მისამართზე: წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი

კვეტნა 11, 825 08 ბრატისლავა 26,

ტელ: +421 2 507 01 206,

ფაქსი: +421 2 507 01 237,

ვებ-გვერდი: http://www.sukl.sk/sk/bezpecnost-liekov,

ელ.ფოსტა: [email protected].

  • ქსენიკალის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ბლისტერი

ქსენიკალი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

ფლაკონი

ქსენიკალი არ გამოიყენოთ ფლაკონზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ქსენიკალი

  • აქტიური ნივთიერება არის ორლისტატი. ყოველი კაფსულა შეიცავს 120მგ ორლისტატს.
  • დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი (E1201), ნატრიუმის ლაურილსულფატი და ტალკი. კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს, ინდიგო კარმინს (E132) და ტიტანის დიოქსიდს (E171) და საკვებ საღებარებს.

ქსენიკალის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ქსენიკალის კაფსულები არის ფირუზის ფერი კაფსულები წარწერით ,,ROCHE XENICAL 120”. ბლისტერული შეფუთვა და შუშის ფლაკონი შეიცავს 21, 42 და 84 კაფსულას.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

როშე რეგისტრეიშნ ლიმიტედ

6 ფალკონ ვეი

შირე პარკ

ველვინ გარდენ სიტი

AL71TW

დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი

როშე ფარმა აგ

ემილ ვარელლის ქ. 1

D-79639 გრებცახ ვილენი

გერმანია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული პროდუქტის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

België/Belgique/Belgien

N.V. Roche S.A.

Tél/Tel: +32 (0) 2 525 82 11

България

Рош България ЕООД

Тел: +359 2 818 44 44

Česká republika

Roche s. r. o.

Tel: +420 - 2 20382111

Danmark

Roche a/s

Tlf: +45 - 36 39 99 99

Deutschland

Roche Pharma AG

Tel: +49 (0) 7624 140

Eesti

Roche Eesti OÜ

Tel: + 372 - 6 177 380

Österreich

Roche Austria GmbH

Tel: +43 (0) 1 27739

Ελλάδα

Roche (Hellas) A.E.

Τηλ: +30 210 61 66 100

Polska

Roche Polska Sp.z o.o.

Tel: +48 - 22 345 18 88

España

Roche Farma S.A.

Tel: +34 - 91 324 81 00

Portugal

Roche Farmacêutica Química, Lda

Tel: +351 - 21 425 70 00

France

Roche

Tél: +33 (0) 1 47 61 40 00

România

Roche România S.R.L.

Tel: +40 21 206 47 01

Ireland

Roche Products (Ireland) Ltd.

Tel: +353 (0) 1 469 0700

Slovenija

Roche farmacevtska družba d.o.o.

Tel: +386 - 1 360 26 00

Ísland

Roche a/s

c/o Icepharma hf

Sími: +354 540 8000

Slovenská republika

Roche Slovensko, s.r.o.

Tel: +421 - 2 52638201

Italia

Roche S.p.A.

Tel: +39 - 039 2471

Suomi/Finland

Roche Oy

Puh/Tel: +358 (0) 10 554 500

Kύπρος

Γ.Α.Σταμάτης & Σια Λτδ.

Τηλ: +357 - 22 76 62 76

Sverige

Roche AB

Tel: +46 (0) 8 726 1200

Latvija

Roche Latvija SIA

Tel: +371 - 6 7039831

United Kingdom

Roche Products Ltd.

Tel: +44 (0) 1707 366000

Lietuva

UAB “Roche Lietuva”

Tel: +370 5 2546799

Luxemburg

(Voir/siche/Belgique/Belgien)

Magyarorszag Kft.Tel:+36-23446 800

Malta

(see United Kingdom)

Nederland

Roche Nederland B.V, tel:+31 (0)348 438050

Norge

Roche Norge AS tel: +47-2278 90 00

Osterreich

Roche Austria GmbH, tel: +43 (0)1 27739

Polska

Roche Polska Sp.Z.o.o Tel: +48 -22 345 18 88

Portugal

Roche Pharmaceutica Quimica L.da

tel: +351-21 42570 00

Romania

Roche Romania SRL tel: +40 21 206 47 01

Slovenja

Roche Farmacevtska druzba d.o.o. tel: +386 -1 360 26 00

Slovenska Respublika

Roche Slovensko s.r.o tel: +421-252638201

Suomi/Finland

Roche Oy/Puh/tel: +358 (0)10 554 500

Sverige

Roche BA, tel: +46 (0)8 726 1200

United Kingdom

Roche Product Ltd. ; Tel: +44 (0) 1707 366000

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2015 წლის სექტემბერი

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე http://www.ema.europa.eu

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა