პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ქსალერგანი

Xallergan®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ქსალერგანი არის ანტიალერგიული სამკურნალო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. იგი გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ: ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), მ.შ. მუდმივი (ხანგრძლივი) ალერგიული რინიტი; ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოცეტირიზინი (levocetirizine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE09
რეგისტრაციის ნომერი
რ-038559
რეგისტრირებულია
7 ივლისი 2023, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაქსალერგანი და სხვა წამალი ერთად

ქსალერგანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქსალერგანი არის ანტიალერგიული სამკურნალო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

იგი გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ:

ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), მ.შ. მუდმივი (ხანგრძლივი) ალერგიული რინიტი;

ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 ტაბლეტი დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები - ტაბლეტები არ იძლევა დოზის ადაპტაციის საშუალებას, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატი უნდა იქნას მიღებული გახსნილი ფორმით.

სპეციალური ინსტრუქციები პაციენტების ზოგიერთი ჯგუფისთვის

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ უფრო დაბალი დოზა, რაც დამოკიდებულია თირკმლის დაავადების სიმძიმეზე. თირკმელების დაავადების მქონე ბავშვებისთვის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხეულის წონის მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შეუძლიათ მიიღონ ჩვეულებრივი დოზა.

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ერთდროული დარღვევის შემთხვევაში საჭიროა უფრო დაბალი დოზა თირკმლის დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. ექიმი განსაზღვრავს დოზას, ხოლო ბავშვებში ასევე დაკორექტირდება სხეულის წონის მიხედვით.

ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შენარჩუნების შემთხვევაში დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

მიღების წესი

ქსალერგანი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

მიღების ხანგრძლოვიბა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი თქვენი დაავადების ტიპის, სიმძიმისა და განვითარების მიხედვით.

თუ მიიღეთ ქსალერგანის დოზა დანიშნულზე მეტი რაოდენობით

დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას, მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ბავშვებს თავდაპირველად შეიძლება აღენიშნებოდეთ აჟიტაცია და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა, მაშინ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თუ გამოტოვეთ ქსალერგანის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, როგორც კი გაგახსენდებათ, რათა პრეპარატს ჰქონდეს მოსალოდნელი ეფექტი. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ქსალერგანის მიღებას

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ თავს უკეთ გრძნობთ, სანამ ამას თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი არ გეტყვით.

მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების სიმპტომების განახლება, რაც საჭიროებს მკურნალობის განახლებას.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტში ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა ქავილის გამოვლინება, რომელიც მანამდე არ აღინიშნებოდა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ლევოცეტირიზინის, სხვა ანტიჰისტამინებისა და პიპერაზინის წარმოებულების, ჰიდროქსიზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ქსალერგანის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ ისეთი დაავადებები, რომლებიც იწვევს შარდის რთულად გამოყოფას და შეკავებას (ზურგის დაზიანება, გადიდებული პროსტატი, საშარდე გზების შევიწროება), გაწუხებთ ეპილეფსია ან გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი (კუნთების უკონტროლო შეკუმშვა), აუცილებელია თქვენს ექიმთან კონსულტაციის გავლა ქსალერგანის გამოყენების დაწყებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაყიდვადი პრეპარატები.

მგრძნობიარე პაციენტებში ლევოცეტირიზინის ერთდროულმა გამოყენებამ მედიკამენტებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა.

ქსალერგანი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ, განსაკუთრებით უფრო მგრძნობიარე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და გარკვეული აქტივობების შესრულების უნარის დაქვეითება, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება.

ქსალერგანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულ ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რომელიც შეაფასებს მისი გამოყენების აუცილებლობას დედისთვის და შესაძლო რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის.

ძუძუთი კვება

არ შეიძლება ახალშობილებში მთლიანად გამოირიცხოს გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა, დედის მიერ ლევოცეტირიზინის მიღების შემთხვევაში, ამიტომ მეძუძურ ქალებს შეუძლიათ პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რომელიც შეაფასებს მისი გამოყენების აუცილებლობას დედისთვის და შესაძლო რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ძილიანობის, დაღლილობის და დაქანცულობის შემთხვევები ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ ქსალერგანს არ შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს. სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას ამ პრეპარატით მკურნალობის დროს, ამიტომ სასურველია განისაზღვროს მისი ეფექტი ასეთი აქტივობების დაწყებამდე.

ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარებული ტესტების მონაცემები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ არ აჩვენებს ყურადღების, რეაქციების და მართვის უნარის დარღვევას.

ქსალერგანი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ლევოცეტირიზინის მიღების შემდეგ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლინება:

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე):

პირის სიმშრალე;

თავის ტკივილი;

დაღლილობა;

ძილიანობა.

ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე):

დაღლილობა;

მუცლის ტკივილი.

უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

პალპიტაცია; სწრაფი გულისცემა;

კრუნჩხვები;

თავბრუსხვევა;

სინკოპე;

ხელების უკონტროლო ქნევა; ჩხვლეტა;

გემოვნების დარღვევა;

ვერტიგო;

მხედველობის დარღვევა; ბუნდოვანი ხედვა; თვალის უკონტროლო წრიული მოძრაობები;

მტკივნეული, გაძნელებული შარდვა; შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა;

შეშუპება;

ქავილი; კანისმიერი გამონაყარი; შეშუპება, სიწითლე, ქავილი კანზე;

ჰაერის უკმარისობა;

წონის მომატება; გაზრდილი მადა;

სახსრების ან/და კუნთების ტკივილები;

ღვიძლის ანთება; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ღებინება; გულისრევა, დიარეა;

აგრესიულობა, ჰიპერაგზნებადობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, განმეორებითი აკვიატებული სუიციდური აზრები.

მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება აღინიშნოს ქავილი.

აუცილებელია დაუყოვნებლივ ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტა სუნთქვის გაძნელების, ხიხინის, პირის ღრუს, ენის და/ან ხახის შეშუპების, ჭინჭრის ციების, არტერიული წნევის მოულოდნელი უეცარი დაცემის, კოლაფსის, შოკის შემთხვევაში. აღწერილი გამოვლინებები შეიძლება იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახევ პირდაპირ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს,

8, „დამიან გრუევის“ ქ.

1303 სოფია ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417;

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება 1 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში არის 5 მგ ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი;

სხვა ინგრედიენტებია (დამატებითი ნივთიერებები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზის მიკროკრისტალი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400.

ქსალერგანის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დიამეტრით 7 მმ.

გამჭვირვალე, უფერო პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგისგან დამზადებული ბლისტერები, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

DANHSON-BG, OOD (დანსონ-ბგ, ოოდ)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელ.: +35924519300

ელ. ფოსტა: [email protected]

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. [გამოიყენება……… მდე]. შენახვის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, თუ შეამჩნევთ ტაბლეტების გარეგნულ ცვლილებას.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ქსალერგანი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან როგორც თქვენმა ექიმმა, ფარმაცევტმა ან ექთანმა გირჩიათ.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაშიც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ქსალერგანი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ქსალერგანის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ქსალერგანი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ქსალერგანი

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ქსალერგანი და რისთვის გამოიყენება

ქსალერგანი არის ანტიალერგიული სამკურნალო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

იგი გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ:

ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), მ.შ. მუდმივი (ხანგრძლივი) ალერგიული რინიტი;

ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

  • რა უნდა იცოდეთ ქსალერგანის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ქსალერგანი

თუ გაქვთ ალერგია ლევოცეტირიზინის, სხვა ანტიჰისტამინებისა და პიპერაზინის წარმოებულების, ჰიდროქსიზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ქსალერგანის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ ისეთი დაავადებები, რომლებიც იწვევს შარდის რთულად გამოყოფას და შეკავებას (ზურგის დაზიანება, გადიდებული პროსტატი, საშარდე გზების შევიწროება), გაწუხებთ ეპილეფსია ან გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი (კუნთების უკონტროლო შეკუმშვა), აუცილებელია თქვენს ექიმთან კონსულტაციის გავლა ქსალერგანის გამოყენების დაწყებამდე.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ქსალერგანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაყიდვადი პრეპარატები.

მგრძნობიარე პაციენტებში ლევოცეტირიზინის ერთდროულმა გამოყენებამ მედიკამენტებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა.

ქსალერგანი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ, განსაკუთრებით უფრო მგრძნობიარე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და გარკვეული აქტივობების შესრულების უნარის დაქვეითება, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება.

ქსალერგანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულ ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რომელიც შეაფასებს მისი გამოყენების აუცილებლობას დედისთვის და შესაძლო რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის.

ძუძუთი კვება

არ შეიძლება ახალშობილებში მთლიანად გამოირიცხოს გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა, დედის მიერ ლევოცეტირიზინის მიღების შემთხვევაში, ამიტომ მეძუძურ ქალებს შეუძლიათ პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რომელიც შეაფასებს მისი გამოყენების აუცილებლობას დედისთვის და შესაძლო რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ძილიანობის, დაღლილობის და დაქანცულობის შემთხვევები ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ ქსალერგანს არ შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს. სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას ამ პრეპარატით მკურნალობის დროს, ამიტომ სასურველია განისაზღვროს მისი ეფექტი ასეთი აქტივობების დაწყებამდე.

ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარებული ტესტების მონაცემები ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ არ აჩვენებს ყურადღების, რეაქციების და მართვის უნარის დარღვევას.

ქსალერგანი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

  • როგორ გამოიყენება ქსალერგანი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 ტაბლეტი დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები - ტაბლეტები არ იძლევა დოზის ადაპტაციის საშუალებას, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატი უნდა იქნას მიღებული გახსნილი ფორმით.

სპეციალური ინსტრუქციები პაციენტების ზოგიერთი ჯგუფისთვის

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ უფრო დაბალი დოზა, რაც დამოკიდებულია თირკმლის დაავადების სიმძიმეზე. თირკმელების დაავადების მქონე ბავშვებისთვის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხეულის წონის მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შეუძლიათ მიიღონ ჩვეულებრივი დოზა.

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ერთდროული დარღვევის შემთხვევაში საჭიროა უფრო დაბალი დოზა თირკმლის დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. ექიმი განსაზღვრავს დოზას, ხოლო ბავშვებში ასევე დაკორექტირდება სხეულის წონის მიხედვით.

ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შენარჩუნების შემთხვევაში დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

მიღების წესი

ქსალერგანი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

მიღების ხანგრძლოვიბა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი თქვენი დაავადების ტიპის, სიმძიმისა და განვითარების მიხედვით.

თუ მიიღეთ ქსალერგანის დოზა დანიშნულზე მეტი რაოდენობით

დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას, მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ბავშვებს თავდაპირველად შეიძლება აღენიშნებოდეთ აჟიტაცია და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა, მაშინ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თუ გამოტოვეთ ქსალერგანის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, როგორც კი გაგახსენდებათ, რათა პრეპარატს ჰქონდეს მოსალოდნელი ეფექტი. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ქსალერგანის მიღებას

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ თავს უკეთ გრძნობთ, სანამ ამას თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი არ გეტყვით.

მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების სიმპტომების განახლება, რაც საჭიროებს მკურნალობის განახლებას.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტში ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა ქავილის გამოვლინება, რომელიც მანამდე არ აღინიშნებოდა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ლევოცეტირიზინის მიღების შემდეგ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლინება:

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე):

პირის სიმშრალე;

თავის ტკივილი;

დაღლილობა;

ძილიანობა.

ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე):

დაღლილობა;

მუცლის ტკივილი.

უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

პალპიტაცია; სწრაფი გულისცემა;

კრუნჩხვები;

თავბრუსხვევა;

სინკოპე;

ხელების უკონტროლო ქნევა; ჩხვლეტა;

გემოვნების დარღვევა;

ვერტიგო;

მხედველობის დარღვევა; ბუნდოვანი ხედვა; თვალის უკონტროლო წრიული მოძრაობები;

მტკივნეული, გაძნელებული შარდვა; შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა;

შეშუპება;

ქავილი; კანისმიერი გამონაყარი; შეშუპება, სიწითლე, ქავილი კანზე;

ჰაერის უკმარისობა;

წონის მომატება; გაზრდილი მადა;

სახსრების ან/და კუნთების ტკივილები;

ღვიძლის ანთება; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ღებინება; გულისრევა, დიარეა;

აგრესიულობა, ჰიპერაგზნებადობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, განმეორებითი აკვიატებული სუიციდური აზრები.

მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება აღინიშნოს ქავილი.

აუცილებელია დაუყოვნებლივ ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტა სუნთქვის გაძნელების, ხიხინის, პირის ღრუს, ენის და/ან ხახის შეშუპების, ჭინჭრის ციების, არტერიული წნევის მოულოდნელი უეცარი დაცემის, კოლაფსის, შოკის შემთხვევაში. აღწერილი გამოვლინებები შეიძლება იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახევ პირდაპირ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს,

8, „დამიან გრუევის“ ქ.

1303 სოფია ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417;

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება ქსალერგანის

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. [გამოიყენება……… მდე]. შენახვის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება, თუ შეამჩნევთ ტაბლეტების გარეგნულ ცვლილებას.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ქსალერგანი

მოქმედი ნივთიერება 1 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში არის 5 მგ ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი;

სხვა ინგრედიენტებია (დამატებითი ნივთიერებები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზის მიკროკრისტალი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400.

ქსალერგანის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დიამეტრით 7 მმ.

გამჭვირვალე, უფერო პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგისგან დამზადებული ბლისტერები, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

DANHSON-BG, OOD (დანსონ-ბგ, ოოდ)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელ.: +35924519300

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

VETPROM AD (ვეტპრომ ად)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ამ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

DANHSON-BG, OOD (დანსონ-ბგ, ოოდ)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელ.: +35924519300

ელ. ფოსტა: [email protected]

ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი

08/2022

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა