პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ფლეკაინიდი ალკალოიდი

Flecainide Alkaloid

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

ფლეკაინიდი მიეკუთვნება მედიკამენტების იმ ჯგუფს, რომელიც მოქმედებს გულის არითმიის საწინააღმდეგოდ (ცნობილია, როგორც ანტი-არითმიული საშუალებები). ახდენს გულში სტიმულის გატარების ინჰიბირებას და ახანგრძლივებს დროის მონაკვეთს, როდესაც გული იმყოფება მოსვენებულ მდგომარეობაში, ახდენს გულის მუშაობის ნორმალიზებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლეკაინიდი (flecainide)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
ALKALOID AD Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი Iс
ATC კოდი
C01BC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044424
რეგისტრირებულია
4 დეკემბერი 2025, მოქმედებს 4 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლეკაინიდი ალკალოიდი და სხვა წამალი ერთად

ფლეკაინიდი ალკალოიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლეკაინიდი მიეკუთვნება მედიკამენტების იმ ჯგუფს, რომელიც მოქმედებს გულის არითმიის საწინააღმდეგოდ (ცნობილია, როგორც ანტი-არითმიული საშუალებები). ახდენს გულში სტიმულის გატარების ინჰიბირებას და ახანგრძლივებს დროის მონაკვეთს, როდესაც გული იმყოფება მოსვენებულ მდგომარეობაში, ახდენს გულის მუშაობის ნორმალიზებას.

ფლეკაინიდი ალკალოიდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

გარკვეული სერიოზული გულის არითმიები, რომლებიც ხშირად გამოიხატება, როგორც სერიოზული პალპიტაცია ან ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება);

სერიოზული გულის არითმია, რომელიც ცუდად რეაგირებდა სხვა პრეპარატებით მკურნალობაზე ან როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები ვერ აიტანება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ექიმი დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას. ჩვეულებრივ, ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას საჭიროა სამედიცინო ზედამხედველობა (საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში). მიღებისას ფრთხილად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს.

მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის სითხით (მაგ:. წყალი). დღიური დოზა ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში.

ზოგადი დოზა მხოლოდ რეკომენდაციაა და შემდეგია:

პარკუჭოვანი არითმიების დროს, რომლის მიზეზიც არის გულის ზედა კამერა, რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში ორჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 300 მგ-მდე დღეში.

პარკუჭოვანი არითმიების დროს რეკომენდებული დოზა არის 100 მგ ორჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 400 მგ. ეს დოზა ჩვეულებრივ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა ან როდესაც საჭიროა არითმიის სწრაფი კონტროლი. ექიმი ჩვეულებრივ შეამცირებს დოზას თანდათანობით 3-5 დღის შემდეგ მინიმალურ ეფექტურ დოზამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ხანდაზმული პაციენტები

ექსკრეციის მაჩვენებელი შეიძლება შეფერხდეს უფროსი ასაკის პაციენტებში. ექიმი გაითვალისწინებს მოცემულ შემთხვევას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

მოცემულ პაციენტებში მაქსიმალური საწყისი დოზაა 100 მგ დღეში, ექიმმა რეგულარულად უნდა განახორციელოს ფლეკაინიდის კონცენტრაციის მონიტორინგი.

ბავშვებში გამოყენება

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ მუდმივი კარდიოსტიმულატორები

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს დღეში.

პაციენტები, რომლებიც ამავდროულად იღებენ ციმეტიდინს (კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალება) ან ამიოდარონს (გულის არითმიის სამკურნალო საშუალება)

ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენს მდგომარებას, ზოგიერთ პაციენტს დაუნიშნავს უფრო დაბალ დოზას.

მკურნალობის დროს ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლში ფლეკაინიდის დონეს და გადაგიღებთ გულის ელექტროკარდიოგრამას (ეკგ). ყოველ თვეში კეთდება მარტივი ეკგ, ხოლო ყოველ სამ თვეში საჭიროა კიდევ ერთი გაფართოებული ეკგ. ეკგ-ს გადაღება უნდა მოხდეს ყოველ 2-4 დღეში მკურნალობის დასაწყისში და როდესაც დოზა გაიზარება.

ეკგ უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო დაბალ დოზას იღებენ. ექიმს შეუძლია დოზის კორექცია 6-8 დღის ინტერვალებით. ამ შემთხვევაში ეკგ-ს გადაღება ხდება მკურნალობის დაწყებიდან მე-2-ე და მე-3-ე კვირაში.

ფლეკაინიდი ალკალოიდი 100 მგ ტაბლეტები

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

თუ იღებთ უფრო მეტ ფლეკაინიდ ალკალოიდს, ვიდრე საჭიროა

თუ შემთხვევით მიიღებთ ჭარბ რაოდენობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღება

დაუყოვნებლივ მიიღეთ დოზა როგორც კი აღმოაჩენთ, რომ დაგავიწყდათ მიღება, თუ არ არის მომდევნო დოზის დრო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ დავიწყებული დოზა, მაგრამ უნდა გააგრძელოთ მიღება განრიგის შესაბამისად. მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება განრიგის შესაბამისად. თუ ეჭვი გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღებას

თუ მოულოდნელად შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, არ გექნებათ მოხსნის სიმპტომები. ამის შემდეგ გულის რიტმი აღარ გაკონტროლდება. ამიტომ არასოდეს უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება ექიმის ინფორმირების გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ფლეკაინიდის აცეტატის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ გულის სხვა დაავადება, რომელიც განსხვავდება გულის მდგომარეობისგან, რომელისთვისაც იღებთ მოცემულ პრეპარატს. თუ არ ხართ დარწმუნებული ან თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ იღებთ გარკვეულ სხვა ანტიარითმიულ საშუალებებს (ნატრიუმის არხის ბლოკატორები);

თუ გაქვთ ბრუგადას სინდრომი (გულის გენეტიკური დაავადება).

სიფრთხილის ზომები

ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ დაქვეითებული გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქცია, რადგანაც სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია;

თუ ხანდაზმული ხართ, რადგან სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს;

თუ გაქვთ მუდმივი კარდიოსტიმულატორი ან კარდიოსტიმულატორის დროებითი ელექტროდები;

თუ გულის ოპერაციის შემდეგ გქონდათ გულის არითმიები;

თუ გაქვთ მწვავე ბრადიკარდია (შენელებული გულისცემა) ან გამოხატული დაბალი არტერიული წნევა. ეს პარამეტრები უნდა დაკორექტირდეს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე;

თუ გადაიტანეთ გულის შეტევა.

სისხლში კალიუმის მომატებულმა ან შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნული პრეპარატის მოქმედებაზე.

შარდმდენებმა, ნაწლავთა მოქმედების მასტიმულირებელმა პრეპარატებმა (საფაღარათო საშუალებები) და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებმა (კორტიკოსტეროიდები) შეიძლება შეამცირონ კალიუმის კონცენტრაცია. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლში კალიუმის დონე.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

ფლეკაინიდის გამოყენება არ არის დამტკიცებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა ფლეკაინიდის ტოქსიურობა დაფიქსირდა მკურნალობის დროს ბავშვებში, რომლებმაც შეამცირეს რძის მიღება და ჩვილებში, რომლებიც რძის კვებიდან გადავიდნენ დექსტროზულ საკვებზე. თუ ექიმმა ბავშვს დაუნიშნა ფლეკაინიდი, დარწმუნდით, რომ მკურნალობის დროს არ იცვლება რძის მიღება (რძე, ბავშვთა კვება და შესაძლოა იოგურტი). თუ თქვენთვის ან ბავშვისთვის გსურთ შეცვალოთ რძის მიღება, პირველ რიგში დაუკავშირდით ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

შეიძლება განვითარდეს ურთიერთქმედება, მაგ.: თუ აღნიშნულ პრეპარატთან ერთად იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

დიგოქსინი (გულის სტიმულატორი); ფლეკაინიდმა შეიძლება გაზარდოს სისხლში დიგოქსინის დონე;

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ გულის ტუმბვით ფუნქციას (მაგ.: პროპრანოლოლი), ე.წ. ბეტა ბლოკატორები;

ეპილეფსიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (მაგ.: ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კარბამაზეპინი); აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება დააჩქაროს ფლეკაინიდის დაშლა;

ციმეტიდინი (კუჭის მჟავის ინჰიბიტორი); შეიძლება გაიზარდოს ფლეკაინიდის მოქმედება;

ამიოდარონი (გულის დაავადებების დროს); ფლეკაინიდის დოზა უნდა შემცირდეს ზოგიერთ პაციენტში;

დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სხვა ანტიდეპრესანტები, ე.წ. „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“);

კლოზაპინი, ჰალოპერიდოლი და რისპერიდონი (პრეპარატები შიზოფრენიის სამკურნალოდ, ასევე ცნობილია როგორც ნეიროლეპტიკები);

მიზოლასტინი, ასტემიზოლი და ტერფენადინი (პრეპარატები ალერგიის სამკურნალოდ);

ქინინი და ჰალოფანტრინი (პრეპარატები მალარიის სამკურნალოდ);

კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ვერაპამილი (არტერიული წნევის შესამცირებლად);

დიურეტიკები (შარდმდენები), საფაღარათო საშუალებები და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები): შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში კალიუმის დონის რეგულარულად შემოწმება;

ნატრიუმის არხის ბლოკატორები (I კლასის ანტიარითმიული საშუალებები), როგორიცაა დისოპრამიდი და ქინიდინი; იხ. ნაწილი "არ მიიღოთ პრეპარატი“;

აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებები (რიტონავირი, ლოპინავირი და ინდინავირი);

ტერბინაფინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ბუპროპიონი (მოწევის საწინააღმდეგო საშუალება).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმის ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკებს, რადგან ფლეკაინიდი კვეთს პლაცენტას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლეკაინიდს ორსულობის დროს. თუ ფლეკაინიდი გამოიყენება ორსულობის დროს, უნდა განხორციელდეს დედის მონიტორინგი ფლეკაინიდის კონცენტრაციების თვალსაზრისით. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას.

ფლეკაინიდი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აღემატება რისკებს.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ გაქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გაორმაგებული ან ბუნდოვანი მხედველობა ან თუ გაქვთ თავბრუსხვევის შეგრძნება, შეიძლება შემცირდეს თქვენი რეაქცია. ეს შეიძლება საშიში იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა კონცენტრაცია და ყურადღება, მაგ.: ტრანსპორტის მართვის, საშიშ მექანიზმებთან მუშაობის ან სიმაღლეზე მუშაობის დროს. თუ გაქვთ ეჭვი, რომ ეს პრეპარატი უარყოფით გავლენას ახდენს მანქანის მართვის უნარზე, განიხილეთ თქვენს ექიმთან.

ფლეკაინიდი ალკალოიდი შეიცავს ნატრიუმს

თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ არსებითად „ნატრიუმის- გარეშეა”.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

სხვა ანტიარითმიული საშუალებების მსგავსად, ფლეკაინიდმა შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმიები. არსებული გულის არითმიები შეიძლება გაუარესდეს ან შეიძლება განვითარდეს ახალი გულის არითმია. პრო-არითმიული მოქმედება ძირითადად გვხვდება გულის სტრუქტურული დაავადების მქონე პაციენტებში ან/და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ფუნქციის მნიშვნელოვანი შემცირება.

გულის მხრივ ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები არის გულის შეკუმშვათა სიხშირის დაქვეითება ან მომატება (ბრადიკარდია, ტაქიკარდია), პალპიტაცია, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის შეტევა და არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია).

შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტები, მათ შორის შემდეგი;

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავბრუსხვევა, სიცარიელის (სიმსუბუქის) შეგრძნება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გაორებული და ბუნდოვანი მხედველობა და ფოკუსირების სირთულე.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ქოშინი, სისუსტე, დაღლილობა, ცხელება და სითხის შეკავება ქსოვილებში (შეშუპება), დისკომფორტი.

ნაკლებად ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, წითელი და თეთრი სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, თმის ცვენა.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

პნევმონია, ჩხვლეტის შეგრძნება კანზე ("თითქოს ჭიანჭველები დადიან"), კოორდინაციის პრობლემები, მოძრაობების კონტროლის სირთულე (ტიკი), შემცირებული მგრძნობელობა, ოფლიანობის მომატება, სინკოპე, ყურებში ხმაური, კანკალი, თავბრუსხვევა (ვერტიგო), კანის სიწითლე, ძილიანობა, ძლიერი დეპრესია, შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი, ნერვული აშლილობები, მაგ.: მკლავებსა და ფეხებში, კრუნჩხვები, დაბნეულობა, ისეთი საგნების ხედვა, რომლებიც არ არსებობენ (ჰალუცინაციები), მეხსიერების დაქვეითება, ჭინჭრის ციება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თვალების ან კანის სიყვითლით ან მის გარეშე (სიყვითლე).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გარკვეული ანტისხეულების მომატებული დონე, რქოვანას ნალექი (მცირე ღრუბლოვანი ლაქები თვალებზე), მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ.

არ არის ცნობილი (ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით):

ელექტროკარდიოგრამაზე გარკვეული ცვლილებები (გახანგრძლივებული PR და QRS ინტერვალი), სტიმულაციის გაზრდილი ზღვარი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კარდიოსტიმულატორი ან კარდიოსტიმულატორის დროებითი ელექტროდები, გამტარებლობის შემცირება წინაგულსა და პარკუჭებს შორის (მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), გულისცემის შეჩერება, შენელება ან აჩქარება, სხეულის ქსოვილებში სისხლი საკმარისი რაოდენობით მიწოდების გულის დაქვეითებული უნარი, ტკივილი გულმკერდის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეტევა, გულისცემის შეგრძნება, გულის ნორმალური რიტმის შეჩერება (სინუსების შეჩერება), პარკუჭების ფიბრილაცია, ადრე არსებული გულის დაავადებების გამოვლენა (ბრუნდას სინდრომი), რომელიც არ იყო ცნობილი ფლეკაინიდით მკურნალობის დაწყებამდე, ფილტვებში ნაწიბურების განვითარება ან ფილტვების დაავადება (ფილტვის ფიბროზი და ფილტვების ინტერსტიციული დაავადება), ღვიძლის დაავადება, სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი.

ჭარბი დოზა

ფლეკაინიდით დოზის გადაჭარბება არის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში განსაკუთრებული შემთხვევა. მედიკამენტოზურმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისადმი მომატებული მგრძნობელობის გაზრდა ან პლაზმაში თერაპიულზე მეტი კონცენტრაცია (იხ. ნაწილი 4.5).

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია, კრუნჩხვები, ბრადიკარდია, გამტარებლობის შეფერხება (სინოარტერიული ან AV ბლოკადა) და ასისტოლია. QRS და QT ინტერვალი ხანგრძლივდება და შეიძლება აღინიშნოს პარკუჭოვანი არითმიები. ფლეკაინიდს შეუძლია შეანელოს ან შეცვალოს წინაგულების ფიბრილაცია წინაგულების თრთოლვისას სწრაფი გამტარობით.

არ არის ცნობილი მეთოდი, რომლის საშუალებითაც სწრაფად მოხდება ფლეკაინიდის სისტემიდან გამოდევნა. დიალიზი და ჰემოპერფუზია არ არის ეფექტური. შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს არააბსობირებული პრეპარატის გამოდევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფორსირებული დიურეზი შარდის მჟავიანობით თეორიულად ხელს უწყობს პრეპარატის ექსკრეციას. ინტრავენურმა ლიპიდურმა ემულსიამ შეიძლება შეამციროს ფლეკაინიდის თავისუფალი ეფექტური კონცენტრაცია.

არ არის ცნობილი სპეციალური ანტიდოტი. ინტრავენურად ნატრიუმის ბიკარბონატი 8.4% რამდენიმე წუთში ხშირ შემთხვევაში ამცირებს ფლეკაინიდის რეცეპტორულ დონეზე მოქმედებას.

შემდგომი ზომები უნდა იყოს დამხმარე და შეიძლება მოიცავდეს ინოტროპული ნივთიერებების ან გულის სტიმულატორების გამოყენებას, როგორებიცაა დოფამინი, დობუტამინი ან იზოპროტერონოლი, ასევე მექანიკურ ვენტილაციას და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას (მაგ.: ბუშტის ტუმბო).

გამტარებლობის ბლოკირების შემთხვევაში შესაძლებელია განიხილოს ტრანსვენოზური სტიმულატორის დროებითი ჩაყენება. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებული უნდა იქნას ექსტრაკორპორული მემბრანული ჟანგბადის (ECMO) გამოყენება. თუ გავითვალისწინებთ, რომ პლაზმური ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 20 საათს შეადგენს, შეიძლება საჭირო გახდეს ამ დამხმარე ზომების ჩატარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ფლეკაინიდის აცეტატი.

თითოეულ ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ ფლეკაინიდის აცეტატს.

სხვა ინგრედიენტებია: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი და მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ფლეკაინიდი ალკალოიდი და რას შეიცავს შეფუთვა

ფლეკაინიდი ალკალოიდი 50 მგ ტაბლეტები

თეთრიდან მოთეთრო შეფერილობის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული 7 მმ დიამეტრის ტაბლეტები.

ფლეკაინიდი ალკალოიდი 100 მგ ტაბლეტები

თეთრიდან მოთეთრო შეფერილობის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული 9 მმ დიამეტრის ტაბლეტები ნაჭდევით ერთ მხარეს.

ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ფლეკაინიდი ალკალოიდის ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი (3 ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე {აბრევიატურა ვადის გასვლის თარიღისთვის}. ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

Ic კლასის ანტი-არითმიული საშუალებები, ფლეკაინიდი, ათქ კოდი: C01BC04

ფლეკაინიდი მიეკუთვნება Ic კლასის ანტიარითმიულ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მწვავე სიმპტომური პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური არითმიების სამკურნალოდ. იგი არ გამოიყენება ასიმპტომური პარკუჭოვანი არითმიების დასათრგუნად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი. გვერდითი მოვლენების უმეტესობა გამოვლენილია ცენტრალურ ნერვულ სისტემის მხრივ.

ელეტროფიზიოლოგიურად, ფლეკანიდი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ტიპი (კლასი Ic) ანტიარითმული ნაერთი. ეს არის ამიდების ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც სტრუქტურულად არის დაკავშირებული პროკაინამიდთან და ენკაინიდთან, რადგანაც ესენი არიან ბენზამიდის წარმოებულები.

ფლეკაინიდის, როგორც Ic კლასის ნაერთის დახასიათება ემყარება სამ მახასიათებელს: გულში ნატრიუმის სწრაფი არხების მნიშვნელოვანი დათრგუნვა; ნატრიუმის არხების ინჰიბირების ნელი დაწყების და კომპენსირების კინეტიკა (რაც გამოიხატება ნატრიუმის არხების ნელი მიერთებით და დისოციაციით); და პრეპარატის დიფერენციალური მოქმედება პოტენციალის მოქმედების ხანგრძლივობაზე პარკუჭის კუნთში პურკინიეს ბოჭკოსთან შედარებით, რაც არ ახდენს გავლენას პირველზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ამ უკანასკნელში.

თვისებების ეს კომპლექსი იწვევს გამტარობის სიჩქარის მნიშვნელოვან დაქვეითებას ბოჭკოებში, რომელიც დამოკიდებულია სწრაფი არხის ბოჭკოების დეპოლარიზაციაზე, მაგრამ აჩვენებს რეფრაქტულობის პერიოდის ზომიერად ეფექტურ ზრდას ტესტირებისას იზოლირებულ გულის ქსოვილში. ფლეკაინიდის ამ ელექტროფიზიოლოგიურმა თვისებებმა ეკგ-ზე შეიძლება გამოიწვიოს PR ინტერვალის გახანგრძლივება და QRS კომპლექსის გაფართოება. ძალიან მაღალი კონცენტრაციით, ფლეკაინიდი ავლენს სუსტ დეპრესიულ ეფექტს მიოკარდიუმის შენელებულ არხებზე. ამას თან ახლავს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი. ფლეკაინიდს არ აქვს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასთან. როგორც ჩანს პრეპარატი არ ახდენს გაზომვად ეფექტს კორონარული, ფილტვის ან სხვა რეგიონალურ მიმოქცევის სისტემებზე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ფლეკაინიდის აცეტატი თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და არ განიცდის ვრცელ პირველად გავლის მეტაბოლიზმს. ფლეკაინიდის აცეტატის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა დაახლოებით 90% -ს შეადგენს. პლაზმაში თერაპიული კონცენტრაციის დიაპაზონი შეადგენს 200-დან 1000-მდე ნგ/მლ-ს.

განაწილება

ფლეკაინიდი დაახლოებით 40%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ის გადის პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

ფლეკაინიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება (განიცდის გენეტიკური პოლიმორფიზმს), რომელთაგან ორი ძირითადი მეტაბოლიტი არის m-O-დეალკლილირებული ფლეკაინიდი და m-O-დეალკლილირებული ლაქტამ ფლეკაინიდი, ორივე მეტაბოლიტმა შეიძლება გამოავლინოს გარკვეული აქტივობა.

ელიმინაცია

ძირითადად გამოიყოფა შარდის გზით, დაახლოებით 30%, როგორც უცვლელი ფლეკაინიდი, ხოლო დანარჩენი მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 5% გამოიყოფა განავლით. ფლეკანიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 20 საათი.

ჰემოდიალიზის დროს ფლეკაინიდი დაახლოებით 1% გამოიყოფა უცვლელი სახით.

ფლეკაინიდის ექსკრეცია მცირდება თირკმლის და გულის უკმარისობის შემთხვევაში და შარდში ტუტიანობის დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფლეკაინიდი ალკალოიდი 50 მგ და 100 მგ ტაბლეტები

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფლეკაინიდი ალკალოიდი 50 მგ და 100 მგ

ფლეკაინიდი აცეტატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ შეფუთვის ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის და არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა შესაძლოა ავნოს მათ.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის ფლეკაინიდი ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ფლეკაინიდი ალკალოიდის გამოყენებამდე
  • ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ფლეკაინიდი ალკალოიდის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ფლეკაინიდი ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება

ფლეკაინიდი მიეკუთვნება მედიკამენტების იმ ჯგუფს, რომელიც მოქმედებს გულის არითმიის საწინააღმდეგოდ (ცნობილია, როგორც ანტი-არითმიული საშუალებები). ახდენს გულში სტიმულის გატარების ინჰიბირებას და ახანგრძლივებს დროის მონაკვეთს, როდესაც გული იმყოფება მოსვენებულ მდგომარეობაში, ახდენს გულის მუშაობის ნორმალიზებას.

ფლეკაინიდი ალკალოიდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

გარკვეული სერიოზული გულის არითმიები, რომლებიც ხშირად გამოიხატება, როგორც სერიოზული პალპიტაცია ან ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება);

სერიოზული გულის არითმია, რომელიც ცუდად რეაგირებდა სხვა პრეპარატებით მკურნალობაზე ან როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები ვერ აიტანება.

  • რა უნდა იცოდეთ ფლეკაინიდი ალკალოიდის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ფლეკაინიდი ალკალოიდი:

თუ გაქვთ ალერგია ფლეკაინიდის აცეტატის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ გულის სხვა დაავადება, რომელიც განსხვავდება გულის მდგომარეობისგან, რომელისთვისაც იღებთ მოცემულ პრეპარატს. თუ არ ხართ დარწმუნებული ან თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ იღებთ გარკვეულ სხვა ანტიარითმიულ საშუალებებს (ნატრიუმის არხის ბლოკატორები);

თუ გაქვთ ბრუგადას სინდრომი (გულის გენეტიკური დაავადება).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ დაქვეითებული გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქცია, რადგანაც სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია;

თუ ხანდაზმული ხართ, რადგან სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს;

თუ გაქვთ მუდმივი კარდიოსტიმულატორი ან კარდიოსტიმულატორის დროებითი ელექტროდები;

თუ გულის ოპერაციის შემდეგ გქონდათ გულის არითმიები;

თუ გაქვთ მწვავე ბრადიკარდია (შენელებული გულისცემა) ან გამოხატული დაბალი არტერიული წნევა. ეს პარამეტრები უნდა დაკორექტირდეს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე;

თუ გადაიტანეთ გულის შეტევა.

სისხლში კალიუმის მომატებულმა ან შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნული პრეპარატის მოქმედებაზე.

შარდმდენებმა, ნაწლავთა მოქმედების მასტიმულირებელმა პრეპარატებმა (საფაღარათო საშუალებები) და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებმა (კორტიკოსტეროიდები) შეიძლება შეამცირონ კალიუმის კონცენტრაცია. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლში კალიუმის დონე.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

ფლეკაინიდის გამოყენება არ არის დამტკიცებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა ფლეკაინიდის ტოქსიურობა დაფიქსირდა მკურნალობის დროს ბავშვებში, რომლებმაც შეამცირეს რძის მიღება და ჩვილებში, რომლებიც რძის კვებიდან გადავიდნენ დექსტროზულ საკვებზე. თუ ექიმმა ბავშვს დაუნიშნა ფლეკაინიდი, დარწმუნდით, რომ მკურნალობის დროს არ იცვლება რძის მიღება (რძე, ბავშვთა კვება და შესაძლოა იოგურტი). თუ თქვენთვის ან ბავშვისთვის გსურთ შეცვალოთ რძის მიღება, პირველ რიგში დაუკავშირდით ექიმს.

სხვა პრეპარატები და ფლეკაინიდი ალკალოიდი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

შეიძლება განვითარდეს ურთიერთქმედება, მაგ.: თუ აღნიშნულ პრეპარატთან ერთად იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

დიგოქსინი (გულის სტიმულატორი); ფლეკაინიდმა შეიძლება გაზარდოს სისხლში დიგოქსინის დონე;

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ გულის ტუმბვით ფუნქციას (მაგ.: პროპრანოლოლი), ე.წ. ბეტა ბლოკატორები;

ეპილეფსიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (მაგ.: ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კარბამაზეპინი); აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება დააჩქაროს ფლეკაინიდის დაშლა;

ციმეტიდინი (კუჭის მჟავის ინჰიბიტორი); შეიძლება გაიზარდოს ფლეკაინიდის მოქმედება;

ამიოდარონი (გულის დაავადებების დროს); ფლეკაინიდის დოზა უნდა შემცირდეს ზოგიერთ პაციენტში;

დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სხვა ანტიდეპრესანტები, ე.წ. „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“);

კლოზაპინი, ჰალოპერიდოლი და რისპერიდონი (პრეპარატები შიზოფრენიის სამკურნალოდ, ასევე ცნობილია როგორც ნეიროლეპტიკები);

მიზოლასტინი, ასტემიზოლი და ტერფენადინი (პრეპარატები ალერგიის სამკურნალოდ);

ქინინი და ჰალოფანტრინი (პრეპარატები მალარიის სამკურნალოდ);

კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა ვერაპამილი (არტერიული წნევის შესამცირებლად);

დიურეტიკები (შარდმდენები), საფაღარათო საშუალებები და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები): შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში კალიუმის დონის რეგულარულად შემოწმება;

ნატრიუმის არხის ბლოკატორები (I კლასის ანტიარითმიული საშუალებები), როგორიცაა დისოპრამიდი და ქინიდინი; იხ. ნაწილი "არ მიიღოთ პრეპარატი“;

აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებები (რიტონავირი, ლოპინავირი და ინდინავირი);

ტერბინაფინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ბუპროპიონი (მოწევის საწინააღმდეგო საშუალება).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმის ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკებს, რადგან ფლეკაინიდი კვეთს პლაცენტას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლეკაინიდს ორსულობის დროს. თუ ფლეკაინიდი გამოიყენება ორსულობის დროს, უნდა განხორციელდეს დედის მონიტორინგი ფლეკაინიდის კონცენტრაციების თვალსაზრისით. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას.

ფლეკაინიდი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აღემატება რისკებს.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ გაქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გაორმაგებული ან ბუნდოვანი მხედველობა ან თუ გაქვთ თავბრუსხვევის შეგრძნება, შეიძლება შემცირდეს თქვენი რეაქცია. ეს შეიძლება საშიში იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა კონცენტრაცია და ყურადღება, მაგ.: ტრანსპორტის მართვის, საშიშ მექანიზმებთან მუშაობის ან სიმაღლეზე მუშაობის დროს. თუ გაქვთ ეჭვი, რომ ეს პრეპარატი უარყოფით გავლენას ახდენს მანქანის მართვის უნარზე, განიხილეთ თქვენს ექიმთან.

ფლეკაინიდი ალკალოიდი შეიცავს ნატრიუმს

თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ არსებითად „ნატრიუმის- გარეშეა”.

  • ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ექიმი დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას. ჩვეულებრივ, ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას საჭიროა სამედიცინო ზედამხედველობა (საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში). მიღებისას ფრთხილად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს.

მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის სითხით (მაგ:. წყალი). დღიური დოზა ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში.

ზოგადი დოზა მხოლოდ რეკომენდაციაა და შემდეგია:

პარკუჭოვანი არითმიების დროს, რომლის მიზეზიც არის გულის ზედა კამერა, რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში ორჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 300 მგ-მდე დღეში.

პარკუჭოვანი არითმიების დროს რეკომენდებული დოზა არის 100 მგ ორჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 400 მგ. ეს დოზა ჩვეულებრივ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა ან როდესაც საჭიროა არითმიის სწრაფი კონტროლი. ექიმი ჩვეულებრივ შეამცირებს დოზას თანდათანობით 3-5 დღის შემდეგ მინიმალურ ეფექტურ დოზამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ხანდაზმული პაციენტები

ექსკრეციის მაჩვენებელი შეიძლება შეფერხდეს უფროსი ასაკის პაციენტებში. ექიმი გაითვალისწინებს მოცემულ შემთხვევას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

მოცემულ პაციენტებში მაქსიმალური საწყისი დოზაა 100 მგ დღეში, ექიმმა რეგულარულად უნდა განახორციელოს ფლეკაინიდის კონცენტრაციის მონიტორინგი.

ბავშვებში გამოყენება

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ მუდმივი კარდიოსტიმულატორები

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს დღეში.

პაციენტები, რომლებიც ამავდროულად იღებენ ციმეტიდინს (კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალება) ან ამიოდარონს (გულის არითმიის სამკურნალო საშუალება)

ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენს მდგომარებას, ზოგიერთ პაციენტს დაუნიშნავს უფრო დაბალ დოზას.

მკურნალობის დროს ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლში ფლეკაინიდის დონეს და გადაგიღებთ გულის ელექტროკარდიოგრამას (ეკგ). ყოველ თვეში კეთდება მარტივი ეკგ, ხოლო ყოველ სამ თვეში საჭიროა კიდევ ერთი გაფართოებული ეკგ. ეკგ-ს გადაღება უნდა მოხდეს ყოველ 2-4 დღეში მკურნალობის დასაწყისში და როდესაც დოზა გაიზარება.

ეკგ უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო დაბალ დოზას იღებენ. ექიმს შეუძლია დოზის კორექცია 6-8 დღის ინტერვალებით. ამ შემთხვევაში ეკგ-ს გადაღება ხდება მკურნალობის დაწყებიდან მე-2-ე და მე-3-ე კვირაში.

ფლეკაინიდი ალკალოიდი 100 მგ ტაბლეტები

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

თუ იღებთ უფრო მეტ ფლეკაინიდ ალკალოიდს, ვიდრე საჭიროა

თუ შემთხვევით მიიღებთ ჭარბ რაოდენობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღება

დაუყოვნებლივ მიიღეთ დოზა როგორც კი აღმოაჩენთ, რომ დაგავიწყდათ მიღება, თუ არ არის მომდევნო დოზის დრო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ დავიწყებული დოზა, მაგრამ უნდა გააგრძელოთ მიღება განრიგის შესაბამისად. მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება განრიგის შესაბამისად. თუ ეჭვი გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ფლეკაინიდი ალკალოიდის მიღებას

თუ მოულოდნელად შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, არ გექნებათ მოხსნის სიმპტომები. ამის შემდეგ გულის რიტმი აღარ გაკონტროლდება. ამიტომ არასოდეს უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება ექიმის ინფორმირების გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

სხვა ანტიარითმიული საშუალებების მსგავსად, ფლეკაინიდმა შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმიები. არსებული გულის არითმიები შეიძლება გაუარესდეს ან შეიძლება განვითარდეს ახალი გულის არითმია. პრო-არითმიული მოქმედება ძირითადად გვხვდება გულის სტრუქტურული დაავადების მქონე პაციენტებში ან/და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ფუნქციის მნიშვნელოვანი შემცირება.

გულის მხრივ ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები არის გულის შეკუმშვათა სიხშირის დაქვეითება ან მომატება (ბრადიკარდია, ტაქიკარდია), პალპიტაცია, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის შეტევა და არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია).

შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტები, მათ შორის შემდეგი;

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავბრუსხვევა, სიცარიელის (სიმსუბუქის) შეგრძნება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გაორებული და ბუნდოვანი მხედველობა და ფოკუსირების სირთულე.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ქოშინი, სისუსტე, დაღლილობა, ცხელება და სითხის შეკავება ქსოვილებში (შეშუპება), დისკომფორტი.

ნაკლებად ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, წითელი და თეთრი სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, თმის ცვენა.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

პნევმონია, ჩხვლეტის შეგრძნება კანზე ("თითქოს ჭიანჭველები დადიან"), კოორდინაციის პრობლემები, მოძრაობების კონტროლის სირთულე (ტიკი), შემცირებული მგრძნობელობა, ოფლიანობის მომატება, სინკოპე, ყურებში ხმაური, კანკალი, თავბრუსხვევა (ვერტიგო), კანის სიწითლე, ძილიანობა, ძლიერი დეპრესია, შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი, ნერვული აშლილობები, მაგ.: მკლავებსა და ფეხებში, კრუნჩხვები, დაბნეულობა, ისეთი საგნების ხედვა, რომლებიც არ არსებობენ (ჰალუცინაციები), მეხსიერების დაქვეითება, ჭინჭრის ციება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თვალების ან კანის სიყვითლით ან მის გარეშე (სიყვითლე).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გარკვეული ანტისხეულების მომატებული დონე, რქოვანას ნალექი (მცირე ღრუბლოვანი ლაქები თვალებზე), მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ.

არ არის ცნობილი (ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით):

ელექტროკარდიოგრამაზე გარკვეული ცვლილებები (გახანგრძლივებული PR და QRS ინტერვალი), სტიმულაციის გაზრდილი ზღვარი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კარდიოსტიმულატორი ან კარდიოსტიმულატორის დროებითი ელექტროდები, გამტარებლობის შემცირება წინაგულსა და პარკუჭებს შორის (მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), გულისცემის შეჩერება, შენელება ან აჩქარება, სხეულის ქსოვილებში სისხლი საკმარისი რაოდენობით მიწოდების გულის დაქვეითებული უნარი, ტკივილი გულმკერდის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეტევა, გულისცემის შეგრძნება, გულის ნორმალური რიტმის შეჩერება (სინუსების შეჩერება), პარკუჭების ფიბრილაცია, ადრე არსებული გულის დაავადებების გამოვლენა (ბრუნდას სინდრომი), რომელიც არ იყო ცნობილი ფლეკაინიდით მკურნალობის დაწყებამდე, ფილტვებში ნაწიბურების განვითარება ან ფილტვების დაავადება (ფილტვის ფიბროზი და ფილტვების ინტერსტიციული დაავადება), ღვიძლის დაავადება, სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი.

  • ფლეკაინიდი ალკალოიდის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე {აბრევიატურა ვადის გასვლის თარიღისთვის}. ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლეკაინიდი ალკალოიდი

აქტიური ნივთიერება არის ფლეკაინიდის აცეტატი.

თითოეულ ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ ფლეკაინიდის აცეტატს.

სხვა ინგრედიენტებია: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი და მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ფლეკაინიდი ალკალოიდი და რას შეიცავს შეფუთვა

ფლეკაინიდი ალკალოიდი 50 მგ ტაბლეტები

თეთრიდან მოთეთრო შეფერილობის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული 7 მმ დიამეტრის ტაბლეტები.

ფლეკაინიდი ალკალოიდი 100 მგ ტაბლეტები

თეთრიდან მოთეთრო შეფერილობის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული 9 მმ დიამეტრის ტაბლეტები ნაჭდევით ერთ მხარეს.

ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ფლეკაინიდი ალკალოიდის ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი (3 ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)

ალექსანდრე მაკედონელის ბულვარი 12

1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

ტელ: +389 2 310 40 00

ფაქსი: +389 2 31 04 021

www.alkaloid.com.mk

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა