პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ფლეკარდია

FLECARDIA®

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
მოქმედი ნივთიერება
ფლეკაინიდი (flecainide)
ფორმა და შეფუთვა
200მგ გახანგრძლივებული მოქმედების მყარი კაფსულა №30
მწარმოებელი
LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი Iс
ATC კოდი
C01BC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044628
რეგისტრირებულია
20 იანვარი 2026, მოქმედებს 20 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
ურთიერთქმედების შემოწმებაფლეკარდია და სხვა წამალი ერთად

ფლეკარდია — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ფლეკარდია გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 - 200მგ-ს დღეში. დოზა თანდათან უნდა დარეგულირდეს კლინიკური და ეკგ-ს მონიტორინგის შესაბამისად.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი) და გულის უკმარისობის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის ისტორიის მქონე პაციენტებში, საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 100მგ დღეში.

ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის დანიშნულება.

თუ ფიქრობთ, რომ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფლეკარდიას® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფლეკარდიას® მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს

როგორ მივიღოთ

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრეპარატი მიიღება დღეში ერთჯერ.

ეცადეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ მიიღეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულები ჭარბი დოზით

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან უახლოეს გადაუდებელ დახმარებას, ან საავადმყოფოს. დოზის გადაჭარბება საჭიროებს ექიმის მიერ კლინიკური მდგომარეობის და ეკგ-ს მონიტორინგს.

თუ დაგავიწყდათ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვიტეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების მიღება

არ არის შესაბამისი ინფორმაცია.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ფლეკაინიდის (ფლეკაინიდის აცეტატი) ან პუნქტში 6 ჩამოთვილი ფლეკარდიას® შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის)

შემთხვევაში.

მიოკარდიუმის ინფარქტის (ახლახანს, ან წარსულში) შემთხვევაში, გარდა სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიისა.

გულის უკმარისობის შემთხვევაში,

ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) გულის გამტარობის დარღვევის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ გაქვთ პეისმეიკერი,

შოკის დროს

ბრუგადას სინდრომის (გულის გენეტიკური დაავადება) შემთხვევაში.

ეს პროდუქტი ზოგადად არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან კომბინაციაში (იხ. პუნქტი სხვა პრეპარატები და ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები)

ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა მკურნალობის რეგულარული მონიტორინგი. როგორც მრავალი სხვა ანტიარითმიული საშუალების შემთვევაში, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის ძლიერი დარღვევა არასწორი გამოყენებისას.

ეს პრეპარატი ცვლის ეკგ-ს პარამეტრებს.

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებამ შეიძლება გამოააშკარაოს ბრუგადას სინდრომი (გულის გენეტიკური დაავადება).

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. პრეპარატის გამოყენება ამ პოპულაციაში კონკრეტულად არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოყენებისას

შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

უჩვეულო ქოშინის, იზოლირებული ხველის, ან ცუდი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებული ხველის, გახანგრძლივებული, ან აუხსნელი დაღლილობის, ან ცხელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის ფიბროზთან (ფილტვის ქსოვილის დაზიანებები).

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, განსაკუთრებით საგულე პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებები.

ამ პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ანტიარითმულ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიკარდია და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული იმავე ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან, I კლასის (ქინიდინი,

ჰიდროქინიდიდი, დიზოპირამიდემი, მექსილეტინი, ლიდოკაინი, პროპაფენონი, ციბენზოლინი).

სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო, შეიძლება გამოვლინდეს როდესაც ეს პრეპარატი მიიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ CYP2D6 ფერმენტის ფუნქციას (ღვიძლის ფერმენტი, რომელიც გავლენას ახდენს ამ პრეპარატის მეტაბოლიზმზე).

თირკმლის უკმარისობა სავარაუდოდ ზრდის პრეპარატის დონეს სისხლში.

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატს, რომელმაც შეიძლება სისხლში შეცვალოს ელექტროლიტების პარამეტრები. (და განსაკუთრებით კალიუმის, მაგ. დიურეზულები, კორტიკოსტეროიდები ან საფაღარათო საშუალებები).

პრეპარატები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

პრეპარატები, რომლებიც ანელებენ გულისცემას: ანტიქოლინესტერაზული საშუალებები (დონეპეზილი, რივასტიგმინი, ტაკრინი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი, ამბენონიუმი და გალანტამინი), რადგან არსებობს გულის რითმის ძლიერი შენელების რისკი.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მიოკარდიუმის შეკუმშვას ან ანელებენ გულისცემას, ან ამცირებენ გულის გამტარობას (ბეტა-ბლოკერები, ამიოდარონი, დიგიტალისი, ვერაპამილი, დილთიაზემი, მეფლოქინი, გუანფაცინი და კლონიდინი).

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია დოზის გადაჭარბების რისკით: ცინაკალცეტი, დარიფენაცინი, დულოქსეტინი.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ფლეკაინიდის გვერდითი მოვლენები: აბირატერონი, ბუპროპიონი და ტერბინაფინი.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები არ გამოიყენება ორსულობისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კლინიკური მდგომარეობა საჭიროებს ფლეკაინიდით მკურნალობას. შეწყვიტეთ ფლეკარდიას® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ დაორსულდით ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

ლაქტაცია

იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ტრემორი და მხედველობის დარღვევა (ან ძალიან იშვიათად გულის რითმის დარღვევა). რჩევისათვის მიმართეთ ექიმს და არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ უკვე აღენიშნათ, ან ამჟამად აღენიშნებათ ეს გვერდითი მოვლენები.

ამასთან, მიუხედავად ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებისა, შეიძლება მაინც გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, გამოიყენოთ ხელსაწყოები ან იმუშაოთ მექანიზმებთან ექიმთან კონსულტაციამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლეკარდიას® კონკრეტული ინგრედიენტების შესახებ

არ არის

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

იყო ცნობები გულის მძიმე უკმარისობის და კარდიოგენული შოკის შესახებ ზოგიერთ პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ დარღვევები გულის მხრივ.

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულებმა შეიძლება გაამწვავოს გულის გამტარობის დარღვევა, ან შეანელოს გულის გამტარობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

როგორც სხვა I კლასის ანტიარითმიული საშუალებების შემთხვევაში, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულებმა შეიძლება გააუარესოს არდე არსებული გულის რითმის დარღვევა, ან გამოიწვიოს გულის რითმის ახალი დარღვევა.

ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, ჰიპოტენზია

მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნა ნერვული სისტემის დარღვევების ნიშნები: თავბრუსხვევა, შეგრძნების დაკარგვა, ტრემორი, არასტაბილურობის განცდა, თავის ტკივილი, სიწითლე, ძილიანობა. ეს გვერდითი მოვლენები შექცევადია დოზის შემცირებისას.

შეშუპება, დაღლილობა

მხედველობის დარღვევა

გულისრევა და საჭმლის მონელების დარღვევა

ღვიძლის ფერმენტების ზრდა

ეგზემა

სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება, ანტისხეულების მომატება

ჰალუცინაციები, დეპრესია, დაბნეულობა, შფოთვა, ამნეზია, უძილობა

ფლკაინიდით მუდმივი მკურნალობისას ასევე გამოვლინდა რესპირატორული პრობლემები (დისპონოე, ცხელება, ხველა)

კუნთების და სახსრების ტკივილი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ ამ პრეპარატმა გამოიწვია გვერდითი მოვლენები, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სხვა მუშაკს ან უშუალოდ

საბერძნეთი

წამლის ეროვნულ ორგანიზაციას

მესოგეიონის გამზ. 284, GR-15562, ჩოლარგოსი, ათენი

ტელ: +30 21 32040380/337

ფაქსი: +30 21 06549585

კვიპროსი

ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სერვისები

CY-1475, ნიქოზია

ფაქსი: +35722608649

ვებ-საიტი: www.moh.gov.cy/phs

გვერდითი მოვლენებზე შეტყობინეთ თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ფლეკაინიდი.

თითოეული 50მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 50მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

თითოეული 100მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 100მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

თითოეული 150მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 150მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

თითოეული 200მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 200მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

სხვა ნივთიერებებია:

შიგთავსი: პოვიდონი (კოლიდონ 25), მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ეუდრაგიტი S-100, პოლიეთილენის გლიკოლი 400, ტალკი.

ცარიელი კაფსულის შემადგენლობა:

ფლეკარდია® 50მგ (თეთრი/თეთრი): ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი

ფლეკარდია® 100მგ (ნაცრისფერი/თეთრი): ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი

ფლეკარდია® 150მგ (ნაცრისფერი/ნაცრისფერი): ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი

ფლეკარდია® 200მგ (ნაცრისფერი/ვარდისფერი): ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი წითელი, ჟელატინი.

ფლეკარდიას® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები, მყარი.

ფლეკარდია ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას.

მოცემული პრეპარატი ხელმისაწვდომია 50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების სახით.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო უფლების მფლობელი

Win Medica SA

1-3 Oidipodos str., & Attiki Odos Turnoff 33-35

152 38 Chalandri, Attiki

ტელ: 210 74 88 821

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან

ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიარითმული საშუალება, კლასი IC, ათქ კოდი: C01BC04

ფლეკარდია® არის ანტიარითმული საშუალება. ფლეკარდია® გამოიყენება გულის რითმის ძლიერი დარღვევების გარკვეული ფორმების სამკურნალოდ და პრევენციისათვის, ასევე გულის დეფიბრილაციის (ელექტროშოკი) პრევენციისათვის ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ იმპლანტირებული კარდიოვერტერ დეფიბრილატორი.

საჭიროა მკაცრად დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ფლეკარდია® 50, 100, 150 და 200მგ გახანგრძლივებული მოქმედების მყარი კაფსულები

ფლეკაინიდი (ფლეკაინიდის აცეტატი)

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირად თქვენ. არ გადასცეთი ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.

თუ რომელიმე გვერდით მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

რას წარმოადგენს ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებამდე

როგორ მიღება ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები და რისთვის გამოიყენება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიარითმული საშუალება, კლასი IC, ათქ კოდი: C01BC04

ფლეკარდია® არის ანტიარითმული საშუალება. ფლეკარდია® გამოიყენება გულის რითმის ძლიერი დარღვევების გარკვეული ფორმების სამკურნალოდ და პრევენციისათვის, ასევე გულის დეფიბრილაციის (ელექტროშოკი) პრევენციისათვის ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ იმპლანტირებული კარდიოვერტერ დეფიბრილატორი.

საჭიროა მკაცრად დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციები.

რა უნდა იცოდეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

ფლეკაინიდის (ფლეკაინიდის აცეტატი) ან პუნქტში 6 ჩამოთვილი ფლეკარდიას® შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის)

შემთხვევაში.

მიოკარდიუმის ინფარქტის (ახლახანს, ან წარსულში) შემთხვევაში, გარდა სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიისა.

გულის უკმარისობის შემთხვევაში,

ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) გულის გამტარობის დარღვევის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ გაქვთ პეისმეიკერი,

შოკის დროს

ბრუგადას სინდრომის (გულის გენეტიკური დაავადება) შემთხვევაში.

ეს პროდუქტი ზოგადად არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან კომბინაციაში (იხ. პუნქტი სხვა პრეპარატები და ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები)

ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

საჭიროა მკურნალობის რეგულარული მონიტორინგი. როგორც მრავალი სხვა ანტიარითმიული საშუალების შემთვევაში, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის ძლიერი დარღვევა არასწორი გამოყენებისას.

ეს პრეპარატი ცვლის ეკგ-ს პარამეტრებს.

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებამ შეიძლება გამოააშკარაოს ბრუგადას სინდრომი (გულის გენეტიკური დაავადება).

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. პრეპარატის გამოყენება ამ პოპულაციაში კონკრეტულად არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოყენებისას

შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

უჩვეულო ქოშინის, იზოლირებული ხველის, ან ცუდი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებული ხველის, გახანგრძლივებული, ან აუხსნელი დაღლილობის, ან ცხელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის ფიბროზთან (ფილტვის ქსოვილის დაზიანებები).

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენება.

სხვა პრეპარატები და ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, განსაკუთრებით საგულე პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებები.

ამ პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ანტიარითმულ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ტაქიკარდია და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული იმავე ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან, I კლასის (ქინიდინი,

ჰიდროქინიდიდი, დიზოპირამიდემი, მექსილეტინი, ლიდოკაინი, პროპაფენონი, ციბენზოლინი).

სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო, შეიძლება გამოვლინდეს როდესაც ეს პრეპარატი მიიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ CYP2D6 ფერმენტის ფუნქციას (ღვიძლის ფერმენტი, რომელიც გავლენას ახდენს ამ პრეპარატის მეტაბოლიზმზე).

თირკმლის უკმარისობა სავარაუდოდ ზრდის პრეპარატის დონეს სისხლში.

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატს, რომელმაც შეიძლება სისხლში შეცვალოს ელექტროლიტების პარამეტრები. (და განსაკუთრებით კალიუმის, მაგ. დიურეზულები, კორტიკოსტეროიდები ან საფაღარათო საშუალებები).

პრეპარატები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

პრეპარატები, რომლებიც ანელებენ გულისცემას: ანტიქოლინესტერაზული საშუალებები (დონეპეზილი, რივასტიგმინი, ტაკრინი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი, ამბენონიუმი და გალანტამინი), რადგან არსებობს გულის რითმის ძლიერი შენელების რისკი.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მიოკარდიუმის შეკუმშვას ან ანელებენ გულისცემას, ან ამცირებენ გულის გამტარობას (ბეტა-ბლოკერები, ამიოდარონი, დიგიტალისი, ვერაპამილი, დილთიაზემი, მეფლოქინი, გუანფაცინი და კლონიდინი).

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში ფლეკაინიდის კონცენტრაცია დოზის გადაჭარბების რისკით: ცინაკალცეტი, დარიფენაცინი, დულოქსეტინი.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ფლეკაინიდის გვერდითი მოვლენები: აბირატერონი, ბუპროპიონი და ტერბინაფინი.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები არ გამოიყენება ორსულობისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კლინიკური მდგომარეობა საჭიროებს ფლეკაინიდით მკურნალობას. შეწყვიტეთ ფლეკარდიას® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ დაორსულდით ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

ლაქტაცია

იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ტრემორი და მხედველობის დარღვევა (ან ძალიან იშვიათად გულის რითმის დარღვევა). რჩევისათვის მიმართეთ ექიმს და არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ უკვე აღენიშნათ, ან ამჟამად აღენიშნებათ ეს გვერდითი მოვლენები.

ამასთან, მიუხედავად ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებისა, შეიძლება მაინც გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, გამოიყენოთ ხელსაწყოები ან იმუშაოთ მექანიზმებთან ექიმთან კონსულტაციამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლეკარდიას® კონკრეტული ინგრედიენტების შესახებ

არ არის

როგორ მივიღოთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

ყოველთვის მიიღეთ ფლეკარდია გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 - 200მგ-ს დღეში. დოზა თანდათან უნდა დარეგულირდეს კლინიკური და ეკგ-ს მონიტორინგის შესაბამისად.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი) და გულის უკმარისობის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის ისტორიის მქონე პაციენტებში, საწყისი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 100მგ დღეში.

ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის დანიშნულება.

თუ ფიქრობთ, რომ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფლეკარდიას® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფლეკარდიას® მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს

როგორ მივიღოთ

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრეპარატი მიიღება დღეში ერთჯერ.

ეცადეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ მიიღეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულები ჭარბი დოზით

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან უახლოეს გადაუდებელ დახმარებას, ან საავადმყოფოს. დოზის გადაჭარბება საჭიროებს ექიმის მიერ კლინიკური მდგომარეობის და ეკგ-ს მონიტორინგს.

თუ დაგავიწყდათ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვიტეთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულების მიღება

არ არის შესაბამისი ინფორმაცია.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

იყო ცნობები გულის მძიმე უკმარისობის და კარდიოგენული შოკის შესახებ ზოგიერთ პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ დარღვევები გულის მხრივ.

ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულებმა შეიძლება გაამწვავოს გულის გამტარობის დარღვევა, ან შეანელოს გულის გამტარობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

როგორც სხვა I კლასის ანტიარითმიული საშუალებების შემთხვევაში, ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმდების კაფსულებმა შეიძლება გააუარესოს არდე არსებული გულის რითმის დარღვევა, ან გამოიწვიოს გულის რითმის ახალი დარღვევა.

ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, ჰიპოტენზია

მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნა ნერვული სისტემის დარღვევების ნიშნები: თავბრუსხვევა, შეგრძნების დაკარგვა, ტრემორი, არასტაბილურობის განცდა, თავის ტკივილი, სიწითლე, ძილიანობა. ეს გვერდითი მოვლენები შექცევადია დოზის შემცირებისას.

შეშუპება, დაღლილობა

მხედველობის დარღვევა

გულისრევა და საჭმლის მონელების დარღვევა

ღვიძლის ფერმენტების ზრდა

ეგზემა

სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება, ანტისხეულების მომატება

ჰალუცინაციები, დეპრესია, დაბნეულობა, შფოთვა, ამნეზია, უძილობა

ფლკაინიდით მუდმივი მკურნალობისას ასევე გამოვლინდა რესპირატორული პრობლემები (დისპონოე, ცხელება, ხველა)

კუნთების და სახსრების ტკივილი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ ამ პრეპარატმა გამოიწვია გვერდითი მოვლენები, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სხვა მუშაკს ან უშუალოდ

საბერძნეთი

წამლის ეროვნულ ორგანიზაციას

მესოგეიონის გამზ. 284, GR-15562, ჩოლარგოსი, ათენი

ტელ: +30 21 32040380/337

ფაქსი: +30 21 06549585

კვიპროსი

ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სერვისები

CY-1475, ნიქოზია

ფაქსი: +35722608649

ვებ-საიტი: www.moh.gov.cy/phs

გვერდითი მოვლენებზე შეტყობინეთ თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

როგორ შევინახოთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან

ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლეკარდია® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები

მოქმედი ნივთიერება არის ფლეკაინიდი.

თითოეული 50მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 50მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

თითოეული 100მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 100მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

თითოეული 150მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 150მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

თითოეული 200მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს 200მგ ფლეკაინიდს (ფლეკაინიდის აცეტატის სახით).

სხვა ნივთიერებებია:

შიგთავსი: პოვიდონი (კოლიდონ 25), მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ეუდრაგიტი S-100, პოლიეთილენის გლიკოლი 400, ტალკი.

ცარიელი კაფსულის შემადგენლობა:

ფლეკარდია® 50მგ (თეთრი/თეთრი): ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი

ფლეკარდია® 100მგ (ნაცრისფერი/თეთრი): ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი

ფლეკარდია® 150მგ (ნაცრისფერი/ნაცრისფერი): ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი

ფლეკარდია® 200მგ (ნაცრისფერი/ვარდისფერი): ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი წითელი, ჟელატინი.

ფლეკარდიას® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები, მყარი.

ფლეკარდია ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას.

მოცემული პრეპარატი ხელმისაწვდომია 50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების სახით.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო უფლების მფლობელი

Win Medica SA

1-3 Oidipodos str., & Attiki Odos Turnoff 33-35

152 38 Chalandri, Attiki

ტელ: 210 74 88 821

მწარმოებელი

LABORATORIOS LICONSA, S.A.

გუადალაჯარა, ესპანეთი

ინსტრუქციის ბოლო დამოწმების თარიღია 08/01/2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა