პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიპროტოზოული საშუალებები

ფლაგიმეტი

flagymet®

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი (ჩანართში ეწოდება ფლაგიმეტი) შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება ანტიბიოტიკებს. მოქმედებს ინფექციების გამოწმვევი ბაქტერიების და პარაზიტების განადგურებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტრონიდაზოლი (metronidazole)
ფორმა და შეფუთვა
400მგ შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №14
მწარმოებელი
ONE PHARMA Industrial Pharmaceutical Company Societe Anonyme, საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036597
რეგისტრირებულია
11 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 11 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VERISFIELD S.M.S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი-ი-ეს-ეი ფარმაცევტიკალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლაგიმეტი და სხვა წამალი ერთად

ფლაგიმეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი (ჩანართში ეწოდება ფლაგიმეტი) შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება ანტიბიოტიკებს. მოქმედებს ინფექციების გამოწმვევი ბაქტერიების და პარაზიტების განადგურებით.

ფლაგიმეტის გამოყენება შესაძლებელია:

  • სისხლის, ტვინის, ფილტვების, ძვლების, გენიტალური ტრაქტის, მენჯის, კუჭის და ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.
  • ღრძილების წყლულების და სხვა დენტალური ინფექციების სამკურნალოდ.
  • ფეხის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ.
  • ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციითვის.

დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლაგიმეტი მიიღება პერორალურად, როგორც მოცემულია ქვემოთ:

  • ჩაიდეთ პირში გრანულები, რომლებიც მოთავსებულია პაკეტში. ამის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რომელიც დაგეხმარებათ გადაყლაპვაში. გადაყლაპვის გასამარტივებლად შეგიძლიათ მიიღოთ გრანულები ერთად ან ნაწილ-ნაწილ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ ყველა ის გრანულა, რომელიც არის პაკეტში.
  • გრანულები მომზადებულია ისე, რომ დაიმალოს წამლის მწარე გემო, ნუ შეაყოვნერბთ მათ პირში. სწრაფად გადაყლაპეთ ისინი წყლით.
  • ყურადღება: გრანულები არ უნდა გაიხსნას წყლიან ჭიქაში.

მეტრონიდაზოლის დოზა დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე და იმ დაავადებაზე რომელსაც მკურნალობთ. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების ტიპზე და მისი სიმძიმის ხარისხზე.

ქვემოთ მოყვანილია მოზრდილებისა და ბავშვების ჩვეულებრივი დოზები:

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

მოზრდილები

საწყისი დოზაა 800მგ

8 საათის შემდეგ მიიღეთ მეორე 400მგ დოზა და გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ.

ბავშვები

თქვენი ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას

დოზა გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ

თუ ბავშვი 8 კვირაზე მცირე ასაკისაა, ექიმი მისცემს ერთ სადღეღამისო დოზას ან ორ დამოუკიდებელ დოზას, 12 საათიანი ინტერვალით.

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციისთვის

მოზრდილები

ფლაგიმეტის მიღება დაიწყეთ ოპერაციამდე 24 საათით ადრე

მიიღეთ 400მგ პრეპარატი 8 საათში ერთხელ

ოპერაციის შემდეგ შეიძლება მეტრონიდაზოლი გაიკეთონ ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით, სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებთ.

ბავშვები

ბავშვს ფლაგიმეტი მიეცით ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე

ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას.

ოპერაციის შემდეგ ბავშვს შეიძლება მეტრონიდაზოლი გაუკეთდეს ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებს.

ინფექციების სხვა ტიპი

პარაზიტების და ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ, ექიმი გადაწყვეტს რამდენი მეტრონიდაზოლი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით. ეს დამოკიდებული იქნება დაავადებაზე და მის სიმწვავეზე.

პაციენტები თირკმლის დიალიზით

მეტრონიდაზოლი სისხლიდან გამოიყოფა დიალიზით. პრეპარატი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

პაციენტები ღვიძლის პრობლემებით

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის ან მედიკამენტის ნაკლები სიხშირით მიღება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლაგიმეტი

ფლაგიმეტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. შეფუთვა თან წაიღეთ, რათა ექიმმა გაარკვიოს რა პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ფლაგიმეტის მიღება

თუ დოზას გამოტოვებთ და ამას მალე მიხვდებით, მიიღეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ კურსი. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღება ახლოვდება, მიიღეთ ის და ჩვეულებრივ განაგრძეთ კურსი.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) მეტრონიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლების (მაგ., ტინიდაზოლი) ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში, დამატებითი ინფორმაციისთვის).

ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის) ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.

არ მიიღოთ ფლაგიმეტი თუ ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში ფლაგიმეტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ფლაგიმეტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ფლაგიმეტის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩნეთ და მიმართეთ ექიმს თუ:

გაქვთ ან როდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები

გიტარდებათ თირკმლის დიალიზი (იხ. პარაგაფი 3: პირები რომლებსაც უტარდებათ დიალიზი)

გაქვთ ნერვული სისტემის დაავადება

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ასე მოიქეცით თუ რომელიმე წარსულში გეხებოდათ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, მცენარეული საშუალებების ჩათვლოთ. ეს საჭიროა რადგან ფლაგიმეტმა შეიძება იმოქმედოს სხვა მედიკამენტების მუშაობაზე. აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტი შეიძება მოქმედებდეს ფლაგიმეტის მუშაობაზე.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი

ლითიუმი, მენტალური დაავადებისთვის

ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, ეპილეფსიისთვის

5 ფტორურაცილი, კიბოსთვის

ბუსულფანი, ლეიკემიისთვის (სისხლის უჯრედების კიბო)

ციკლოსპორინი - ორგანოების მოცილების პრევენციისთვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ

დისულფირამი, ალკოჰოლიზმისთვის

ეჭვის შემთხვევაში, ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს

ფლაგიმეტი საკვებთან და სასმელთან ერთად

ფლაგიმეტის მიღებისას და კურსის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი. ფლაგიმეტის გამოყენებისას ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ავადობის შეგრძნება (გულისრევა), ავადობა (ღებინება), მუცლის ტკივილი, ალები, ძალიან სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა და თავის ტკივილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმარეთთ ექიმს თუ:

ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ან ორსულობას ეჭვობთ. ფლაგიმეტი არ უნდა მიიღონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა. ბავშვს ძუძუთი კვებავთ. ამ დროს უკეთესია ფლაგიმეტი არ გამოიყენოთ. რადგან მცირე რაოდენობა გამოიყოფა ლაქტატში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტები უნდა გააფრთხილონ ძილიანობის, თავბრუსხვევის, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, კონვულსიების ან ტრანზიტორული ვიზუალური პოტენციური დარღვევების შესახებ, უნდა ურჩიონ ამ სიმპტომების შემთხვევაში თავი შეიკავონ ატომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან. უნდა გაითვალისწინონ პოტენციური ურთერთქმედება დისულფირამს ან/და ალკოჰოლს შორის.

ტესტები

თუ პრეპარატს 10 დღეზე დიდხანს იყენებთ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს გარკვეული ტესტების ჩატარება.

ფლაგიმეტი შეიცავს ნაწილობრივ პრეჟელატინიზებულ სახამებელს. შეიძლება გამოიყენონ აბდომინური დაავადებების მქონე პაციენტებმა. მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ ხორბალზე (აბდომინური დაავადებების გარდა).

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა ფლაგიმეტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ფლაგიმეტის მიღება და ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს თუ:

გაქვთ ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აგრეთვე შეიძლება შენიშნოთ ქავილი, ხაოიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ან ფოთლისებური გამონაყარი (ურტიკარია). ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტრონიდაზოლზე ალერგიულ რეაქციას.

სერიოზული, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდით ეფექტია ტვინის დაავადება (ენცეფალოპათია). სიმპტომები ვარირებს, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს ცხელება, კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები. შეიძლება აღინიშნოს ხელის და ფეხის მოძრაობის პრობლემა, ლაპარაკის პრობლემა ან დაბნეულობა.

გაქვთ ბუშტუკოვანი გამონაყარი, აქერცვლით ან სისხლდენით, ტუჩების ირგვლივ, თვალის, პირის ღრუს, ცხვირის და გენიტალიების კანის ირგვლივ. შეიძლება აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და მაღალი ტემპერაურა. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

კანის და თვალის სკლერების გაყვითლება, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ღვიძლის პრობლემებით (სიყვითლე).

მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, ღრძილებიდან სისხდენა ან ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.

მუცლის მწვავე ტკივილი, რომელიც შეიძლება ზურგში გადავიდეს (პანკრეატიტი).

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

კრუნჩხვები (კონვულსიები)

მენტალური პრობლემები, როგორიცაა დაბნეულობა და ჰალუცინაციები

მხედველობის პრობლემები, როგორიცაა დაბინდული მხედველობა ან მხედველობის გაორება

კანის გამონაყარი ან გაწითლება

თავის ტკივილი

შარდის გამუქება

ძილიანობა ან თავბრუსხვევა

კუნთების ან სახსრების ტკივილი

ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით (ღვიძლის ჰეპატოცელულური დაზიანება)

უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა, ტკივილი ან სისუსტე

პირში უსიამოვნო გემო

ენის დაბუჟება

გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი ან დიარეა

მადის დაკარგვა

ცხელება

დეპრესია

თვალების ტკივილი (ოპტიკური ნევრიტი)

სიმპტომების ჯგუფი მოიცავს: ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის რიგიდობა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის ან ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება აგრეთვე უშუალოდ.

Greece: National Organization for Medicines, Mesogeion Av, 284, GR-15562 Xolargos, Athens, ტელ: + 30 21 32040380/337

ფაქსი: +30 21 06549585, ვებ-გვერდი: http//www.eof.gr.

Cyprus: Pharmaceutical Services, Ministry of Health, CY-1475 Nicosia, ფაქსი: +357 22608649, ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy. phs.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

ჭარბი დოზა

მეტრონიდაზოლის 12 გ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზები დაფიქსირდა თვითმკვლელობის მცდელობისა და შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას. სიმპტომები შემოიფარგლებოდა ღებინებით, ატაქსიით და მცირე დეზორიენტაციით. მეტრონიდაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მასიური ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

სიმპტომები

სიმპტომები შემოიფარგლებოდა ღებინებით, ატაქსიით და მცირე დეზორიენტაციით.

მკურნალობა

მეტრონიდაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მასიური ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). ყოველი 1 პაკეტი შეიცავს 400მგ მეტრონიდაზოლს (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით)

სხვა ინგრედიენტებია:

ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, სუკრალოზა, სტეარინმჟავა, ტალკი, ფუძებუთილირებული, მეტაკრილატის კოპოლიმერი (Eudragit E PO), ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული სახამებელი, მარწყვის არომატიზატორი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფლაგიმეტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ფლაგიმეტი არის თეთრიდან მოყვითალომდე ფერის გრანულები. პირველადი შეფუთვაა მრავალფენიანი პაკეტები. (ქაღალდი/დსპე/ალ/სურლინი)

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამებიაზის და სხვა პროტოზოული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებები.

ათქ–კოდი: P01AB01

მეტრონიდაზოლს აქვს ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული ეფექტი და მოქმედებს Trichomonas vaginalis და სხვა პროტოზოების, მათ შორის Entamoeba histolytica და Giardia lamblia, და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მეტრონიდაზოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 20 წთ-ის შემდეგ 3 საათამდე პერიოდში. მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8.5 ± 2.9 საათს. მეტრონიდაზოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს; ის სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან დიალიზის მეშვეობით.

მეტრონიდაზოლი გამოიყოფა რძეში, მაგრამ ჩვილის მიერ მიღებული რაოდენობა, იმ შემთხვევაში, როდესაც დედა პრეპარატის ჩვეულებრივ დოზას იღებს, მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე ჩვილებისთვის დასაშვები თერაპიული დოზა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი

ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი დაიწყებს მედიკამენტის მიღება, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ამ ჩანართში

რა არის ფლაგიმეტი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ფლაგიმეტის მიღებამდე

როგორ გამოიყენება ფლაგიმეტი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ფლაგიმეტი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ფლაგიმეტი და რისთვის გამოიყენება

ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი (ჩანართში ეწოდება ფლაგიმეტი) შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება ანტიბიოტიკებს. მოქმედებს ინფექციების გამოწმვევი ბაქტერიების და პარაზიტების განადგურებით.

ფლაგიმეტის გამოყენება შესაძლებელია:

  • სისხლის, ტვინის, ფილტვების, ძვლების, გენიტალური ტრაქტის, მენჯის, კუჭის და ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.
  • ღრძილების წყლულების და სხვა დენტალური ინფექციების სამკურნალოდ.
  • ფეხის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ.
  • ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციითვის.

დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ ფლაგიმეტის მიღებამდე

არ მიიღოთ ფლაგიმეტი

თუ ხართ ალერგიული (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) მეტრონიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლების (მაგ., ტინიდაზოლი) ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში, დამატებითი ინფორმაციისთვის).

ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის) ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.

არ მიიღოთ ფლაგიმეტი თუ ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში ფლაგიმეტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფლაგიმეტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ფლაგიმეტის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩნეთ და მიმართეთ ექიმს თუ:

გაქვთ ან როდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები

გიტარდებათ თირკმლის დიალიზი (იხ. პარაგაფი 3: პირები რომლებსაც უტარდებათ დიალიზი)

გაქვთ ნერვული სისტემის დაავადება

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ასე მოიქეცით თუ რომელიმე წარსულში გეხებოდათ.

სხვა მედიკამენტები და ფლაგიმეტი

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, მცენარეული საშუალებების ჩათვლოთ. ეს საჭიროა რადგან ფლაგიმეტმა შეიძება იმოქმედოს სხვა მედიკამენტების მუშაობაზე. აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტი შეიძება მოქმედებდეს ფლაგიმეტის მუშაობაზე.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, როგორიცაა ვარფარინი

ლითიუმი, მენტალური დაავადებისთვის

ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, ეპილეფსიისთვის

5 ფტორურაცილი, კიბოსთვის

ბუსულფანი, ლეიკემიისთვის (სისხლის უჯრედების კიბო)

ციკლოსპორინი - ორგანოების მოცილების პრევენციისთვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ

დისულფირამი, ალკოჰოლიზმისთვის

ეჭვის შემთხვევაში, ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს

ფლაგიმეტი საკვებთან და სასმელთან ერთად

ფლაგიმეტის მიღებისას და კურსის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი. ფლაგიმეტის გამოყენებისას ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ავადობის შეგრძნება (გულისრევა), ავადობა (ღებინება), მუცლის ტკივილი, ალები, ძალიან სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა და თავის ტკივილი.

ორსულობა და ლაქტაცია

ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმარეთთ ექიმს თუ:

ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ან ორსულობას ეჭვობთ. ფლაგიმეტი არ უნდა მიიღონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა. ბავშვს ძუძუთი კვებავთ. ამ დროს უკეთესია ფლაგიმეტი არ გამოიყენოთ. რადგან მცირე რაოდენობა გამოიყოფა ლაქტატში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პაციენტები უნდა გააფრთხილონ ძილიანობის, თავბრუსხვევის, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, კონვულსიების ან ტრანზიტორული ვიზუალური პოტენციური დარღვევების შესახებ, უნდა ურჩიონ ამ სიმპტომების შემთხვევაში თავი შეიკავონ ატომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან. უნდა გაითვალისწინონ პოტენციური ურთერთქმედება დისულფირამს ან/და ალკოჰოლს შორის.

ტესტები

თუ პრეპარატს 10 დღეზე დიდხანს იყენებთ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს გარკვეული ტესტების ჩატარება.

ფლაგიმეტი შეიცავს ნაწილობრივ პრეჟელატინიზებულ სახამებელს. შეიძლება გამოიყენონ აბდომინური დაავადებების მქონე პაციენტებმა. მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ ხორბალზე (აბდომინური დაავადებების გარდა).

  • როგორ გამოიყენება ფლაგიმეტი

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლაგიმეტი მიიღება პერორალურად, როგორც მოცემულია ქვემოთ:

  • ჩაიდეთ პირში გრანულები, რომლებიც მოთავსებულია პაკეტში. ამის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რომელიც დაგეხმარებათ გადაყლაპვაში. გადაყლაპვის გასამარტივებლად შეგიძლიათ მიიღოთ გრანულები ერთად ან ნაწილ-ნაწილ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ ყველა ის გრანულა, რომელიც არის პაკეტში.
  • გრანულები მომზადებულია ისე, რომ დაიმალოს წამლის მწარე გემო, ნუ შეაყოვნერბთ მათ პირში. სწრაფად გადაყლაპეთ ისინი წყლით.
  • ყურადღება: გრანულები არ უნდა გაიხსნას წყლიან ჭიქაში.

მეტრონიდაზოლის დოზა დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე და იმ დაავადებაზე რომელსაც მკურნალობთ. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების ტიპზე და მისი სიმძიმის ხარისხზე.

ქვემოთ მოყვანილია მოზრდილებისა და ბავშვების ჩვეულებრივი დოზები:

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

მოზრდილები

საწყისი დოზაა 800მგ

8 საათის შემდეგ მიიღეთ მეორე 400მგ დოზა და გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ.

ბავშვები

თქვენი ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას

დოზა გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ

თუ ბავშვი 8 კვირაზე მცირე ასაკისაა, ექიმი მისცემს ერთ სადღეღამისო დოზას ან ორ დამოუკიდებელ დოზას, 12 საათიანი ინტერვალით.

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციისთვის

მოზრდილები

ფლაგიმეტის მიღება დაიწყეთ ოპერაციამდე 24 საათით ადრე

მიიღეთ 400მგ პრეპარატი 8 საათში ერთხელ

ოპერაციის შემდეგ შეიძლება მეტრონიდაზოლი გაიკეთონ ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით, სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებთ.

ბავშვები

ბავშვს ფლაგიმეტი მიეცით ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე

ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას.

ოპერაციის შემდეგ ბავშვს შეიძლება მეტრონიდაზოლი გაუკეთდეს ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებს.

ინფექციების სხვა ტიპი

პარაზიტების და ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ, ექიმი გადაწყვეტს რამდენი მეტრონიდაზოლი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით. ეს დამოკიდებული იქნება დაავადებაზე და მის სიმწვავეზე.

პაციენტები თირკმლის დიალიზით

მეტრონიდაზოლი სისხლიდან გამოიყოფა დიალიზით. პრეპარატი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.

პაციენტები ღვიძლის პრობლემებით

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის ან მედიკამენტის ნაკლები სიხშირით მიღება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლაგიმეტი

ფლაგიმეტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. შეფუთვა თან წაიღეთ, რათა ექიმმა გაარკვიოს რა პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ფლაგიმეტის მიღება

თუ დოზას გამოტოვებთ და ამას მალე მიხვდებით, მიიღეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ კურსი. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღება ახლოვდება, მიიღეთ ის და ჩვეულებრივ განაგრძეთ კურსი.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა ფლაგიმეტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ფლაგიმეტის მიღება და ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს თუ:

გაქვთ ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აგრეთვე შეიძლება შენიშნოთ ქავილი, ხაოიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ან ფოთლისებური გამონაყარი (ურტიკარია). ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტრონიდაზოლზე ალერგიულ რეაქციას.

სერიოზული, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდით ეფექტია ტვინის დაავადება (ენცეფალოპათია). სიმპტომები ვარირებს, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს ცხელება, კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები. შეიძლება აღინიშნოს ხელის და ფეხის მოძრაობის პრობლემა, ლაპარაკის პრობლემა ან დაბნეულობა.

გაქვთ ბუშტუკოვანი გამონაყარი, აქერცვლით ან სისხლდენით, ტუჩების ირგვლივ, თვალის, პირის ღრუს, ცხვირის და გენიტალიების კანის ირგვლივ. შეიძლება აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და მაღალი ტემპერაურა. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

კანის და თვალის სკლერების გაყვითლება, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ღვიძლის პრობლემებით (სიყვითლე).

მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, ღრძილებიდან სისხდენა ან ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.

მუცლის მწვავე ტკივილი, რომელიც შეიძლება ზურგში გადავიდეს (პანკრეატიტი).

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

კრუნჩხვები (კონვულსიები)

მენტალური პრობლემები, როგორიცაა დაბნეულობა და ჰალუცინაციები

მხედველობის პრობლემები, როგორიცაა დაბინდული მხედველობა ან მხედველობის გაორება

კანის გამონაყარი ან გაწითლება

თავის ტკივილი

შარდის გამუქება

ძილიანობა ან თავბრუსხვევა

კუნთების ან სახსრების ტკივილი

ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით (ღვიძლის ჰეპატოცელულური დაზიანება)

უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა, ტკივილი ან სისუსტე

პირში უსიამოვნო გემო

ენის დაბუჟება

გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი ან დიარეა

მადის დაკარგვა

ცხელება

დეპრესია

თვალების ტკივილი (ოპტიკური ნევრიტი)

სიმპტომების ჯგუფი მოიცავს: ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის რიგიდობა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის ან ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება აგრეთვე უშუალოდ.

Greece: National Organization for Medicines, Mesogeion Av, 284, GR-15562 Xolargos, Athens, ტელ: + 30 21 32040380/337

ფაქსი: +30 21 06549585, ვებ-გვერდი: http//www.eof.gr.

Cyprus: Pharmaceutical Services, Ministry of Health, CY-1475 Nicosia, ფაქსი: +357 22608649, ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy. phs.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • როგორ ინახება ფლაგიმეტი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლაგიმეტი

აქტიური ნივთიერებაა მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). ყოველი 1 პაკეტი შეიცავს 400მგ მეტრონიდაზოლს (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით)

სხვა ინგრედიენტებია:

ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, სუკრალოზა, სტეარინმჟავა, ტალკი, ფუძებუთილირებული, მეტაკრილატის კოპოლიმერი (Eudragit E PO), ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული სახამებელი, მარწყვის არომატიზატორი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფლაგიმეტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ფლაგიმეტი არის თეთრიდან მოყვითალომდე ფერის გრანულები. პირველადი შეფუთვაა მრავალფენიანი პაკეტები. (ქაღალდი/დსპე/ალ/სურლინი)

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

VERISFIELD S.M.S.A

Vironos 8, 15231 Halandri, Greece

ტ.: 210 7475196, E: www.verisfleld.gr

www.verisfield.gr

ადგილობრივი წარმომადგენელი კვიპროსში: C.A. Papaellinas Ltd

მწარმოებელი: ONE PHARMA INDUSTRIAL PHARMACEUTICAL COMPANY SA

ამ ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს, რომლის საკონტაქტო დეტალები ჩამოთვლილია ზემოთ

ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღი 07.2017

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა