პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ფერასირო 180

FERASIRO 180

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

რა არის ფერასირო ფერასირო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელწოდებით დეფერასიროქსს. ეს არის რკინის ქელატორი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან ჭარბი რკინის გამოსადევნად (ასევე უწოდებენ რკინის გადატვირთვას). ის იჭერს და შლის ჭარბ რკინას, რომელიც შემდეგ გამოიყოფა ძირითადად განავლის მეშვეობით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დეფერასიროქსი (deferasirox)
ფორმა და შეფუთვა
180მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited FORMULATION DIVISION, UNIT-II, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, რკინის შემბოჭველი პრეპარატები
ATC კოდი
V03AC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-041631
რეგისტრირებულია
18 ივლისი 2024, მოქმედებს 18 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფერასირო 180 და სხვა წამალი ერთად

ფერასირო 180 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის ფერასირო

ფერასირო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელწოდებით დეფერასიროქსს. ეს არის რკინის ქელატორი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან ჭარბი რკინის გამოსადევნად (ასევე უწოდებენ რკინის გადატვირთვას). ის იჭერს და შლის ჭარბ რკინას, რომელიც შემდეგ გამოიყოფა ძირითადად განავლის მეშვეობით.

რისთვის გამოიყენება ფერასირო

სისხლის განმეორებითი გადასხმა შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა ტიპის ანემიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, თალასემია, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება ან მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS)). თუმცა, განმეორებითმა სისხლის გადასხმამ შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბი რკინის დაგროვება. ეს იმიტომ ხდება, რომ სისხლი შეიცავს რკინას და თქვენს სხეულს არ აქვს უნარი ბუნებრივი გზით გამოდევნოს ორგანიზმიდან ჭარბი რკინა, რომელსაც იღებთ სისხლის გადასხმებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არატრანსფუზიაზე დამოკიდებული თალასემიის სინდრომი, შესაძლოა დროთა განმავლობაში განვითარდეს რკინით გადატვირთვაც, ძირითადად რკინის საჭირო რაოდენობის შეწოვის გაზრდის გამო სისხლის უჯრედების დაბალი რაოდენობის საპასუხოდ. დროთა განმავლობაში, რკინის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა დააზიანოს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი და გული. ჭარბი რკინის მოსაშორებლად და ორგანოთა დაზიანების რისკის შესამცირებლად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებსაც რკინის ქელატორები ეწოდება.

ფერასირო გამოიყენება 6 წლის და უფროსი ასაკის ბეტა თალასემიის მქონე პაციენტებში ხშირი სისხლის გადასხმით გამოწვეული რკინის ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ.

ფერასირო ასევე გამოიყენება რკინით ქრონიკულად გადატვირთვის სამკურნალოდ, როდესაც დეფეროქსამინით ჩატარებული თერაპია უკუნაჩვენებია ან არაადექვატურია ბეტა თალასემიით დაავადებულ პაციენტებში, რკინით გადატვირთვით გამოწვეული სისხლის იშვიათი გადასხმით, სხვა ტიპის ანემიის მქონე პაციენტებსა და 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ფერასირო ასევე გამოიყენება, როდესაც დეფეროქსამინით ჩატარებული თერაპია უკუნაჩვენებია ან არაადექვატურია 10 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რკინით გადატვირთული თალასემიის სინდრომი, მაგრამ რომლებიც ტრანსფუზიაზე დამოკიდებულნი არ არიან.

მიღების წესი და დოზირება

ფერასიროთი მკურნალობას ზედამხედველობას გაუწევს ექიმი, რომელიც გამოცდილია სისხლის გადასხმით გამოწვეული ჭარბი რკინის მკურნალობაში.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ფერასირო

ფერასიროს დოზა დაკავშირებულია სხეულის წონაზე ყველა პაციენტისთვის. თქვენი ექიმი გამოთვლის საჭირო დოზას და გაცნობებთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად.

□ მკურნალობის საწყის ეტაპზე, ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დღიური ჩვეულებრივი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ სისხლის გადასხმას, შეადგენს 14 მგ-ს სხეულის წონის ყოველ კგ-ზე. მაღალი და დაბალი საწყისი დოზების განსაზღვრა ხდება ექიმის რეკომენდაციით, რომელიც თქვენი ინდივიდუალური მკურნალობის საჭიროებების მიხედვით ინიშნება.

□ მკურნალობის საწყის ეტაპზე, ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დღიური ჩვეულებრივი დოზა, პაციენტებისთვის რომლებიც რეგულარულად არ იღებენ სისხლის გადასხმას, შეადგენს 7 მგ-ს სხეულის წონის ყოველ კგ-ზე.

□ იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე, ექიმმა შესაძლოა მოგვიანებით შეცვალოს თქვენი მკურნალობა უფრო მაღალი და დაბალი დოზებით.

□ ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მაქსიმალური დღიური დოზა არის:

□ 28 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, იმ პაციენტებისთვის რომლებიც რეგულარულად იღებენ სისხლის გადასხმას,

□ 14 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, იმ მოზრდილი პაციენტებისთვის რომლებიც რეგულარულად არ იღებენ სისხლის გადასხმას,

□ 7 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, ბავშვებსა და მოზარდებისთვის, რომლებიც რეგულარულად არ იღებენ სისხლის გადასხმას.

დეფერასიროქსი ასევე გამოდის როგორც "დისპერსიული" ტაბლეტები. თუ თქვენ გადადიხართ დისპერსიული ტაბლეტებიდან ამ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე, დაგჭირდებათ დოზის კორექტირება.

როდის უნდა მიიღოთ ფერასირო

□ ფერასიროს მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ, ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს ცოტა წყლის მიყოლებით.

□ ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ან მსუბუქად კვებისას.

ყოველდღიურად ფერასირო ერთსა და იმავე დროს მიღება მისი რეგულარულად მიღების დროის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შესაძლოა დაქუცმაცდეს და მოხდეს მისი მიღება მსუბუქ საკვებთან ერთად, როგორიცაა იოგურტი ან ვაშლის ფაფა (ვაშლის პიურე). აღნიშნული საკვები მაშინვე და სრულად უნდა იქნას გამოყენებული. არ შეინახოთ იგი შემდეგი გამოყენებისთვის.

რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ფერასირო

განაგრძეთ ფერასიროს მიღება ყოველდღიურად ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი, შესაძლოა გაგრძელდეს თვეები ან წლები. თქვენი ექიმი რეგულარულად გაუწევს მონიტორინგს თქვენი მკურნალობის პროცესს, იმის შესამოწმებლად, რომ მკურნალობას აქვს სასურველი ეფექტი (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 2: „ ფერასიროთი მკურნალობის მონიტორინგი“).

თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები ფერასიროს ხანგრძლივი მიღების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფერასიროს

თუ მიიღეთ ფერასიროს ჭარბი რაოდენობა, ან ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. აჩვენეთ ექიმს პრეპარატის კოლოფი. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება და სერიოზული თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები.

თუ დაგავიწყდათ ფერასიროს მიღება

თუ გამოტოვეთ ფერასიროს დოზა, მიიღეთ იმავე დღეს როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ დანიშნულებისამებრ. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა მომდევნო დღეს გამოტოვებული ტაბლეტის(ების) ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფერასიროს მიღებას

არ შეწყვიტოთ ფერასიროს მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ მის მიღებას, ზედმეტი რკინის გამოდევნა თქვენი ორგანიზმიდან ვეღარ მოხდება (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი „რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ფერასირო“).

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული ფერასიროს ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6). თუ თქვენ გამოგაჩნდათ სიმპტომები მიმართეთ ექიმს ფერასიროს მიღებამდე. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ ფერასიროს მიმართ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
  • თუ თქვენ აღგენიშნებათ საშუალო ან მწვავე სიმძიმის თირკმელების დაავადება.
  • თუ თქვენ იღებთ სხვა ნებისმიერი რკინის ქელატორის შემცველ პრეპარატს.

ფერასირო არ არის რეკომენდებული

  • თუ თქვენ აღგენიშნებათ მიელოდისპლაზიური სინდრომის საწყისი სტადია (MDS; ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების გამომუშავების დაქვეითება) ან გაქვთ კიბოს საწყისი სტადია.

სიფრთხილის ზომები

ფერასიროს მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში:

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემა.

თუ გაქვთ გულის პრობლემა რკინით გადატვირთვის გამო.

თუ შეამჩნევთ შარდის გამოყოფის მკვეთრ შემცირებას (თირკმელების პრობლემის ნიშანი).

თუ გაგივითარდათ ძლიერი გამონაყარი, ან სუნთქვის გაძნელება და თავბრუსხვევა ან შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში (მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები").

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი, კანის წითელი ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები, იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები").

თუ გაწუხებთ ძილიანობა, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს, კანის ან თვალების გაყვითლება ხანგრძლივი დროით და მუქი შეფერილობის შარდი (ღვიძლის პრობლემების ნიშნები).

თუ გაგიჭირდათ ფიქრი, ინფორმაციის დამახსოვრება ან გიჭირთ პრობლემების გადაჭრა, გირთულდებათ სიფხიზლის შენარჩუნება, აღგენიშნებათ ძილიანობა და ენერგიის ნაკლებობა (თქვენს სისხლში ამიაკის მაღალი დონის ნიშნების არსებობისას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებთან, იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები").

თუ ღებინებისას სისხლი გამოიყოფა და/ან შავი განავალი გაქვთ.

თუ გაქვთ მუცლის ხშირი ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის ან ფერასიროს მიღების შემდეგ.

თუ გაწუხებთ ხშირი გულძმარვა.

თუ სისხლის ანალიზში აღგენიშნებათ თრომბოციტების ან სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე.

თუ თქვენ გაქვთ ბუნდოვანი მხედველობა.

თუ გაქვთ დიარეა ან ღებინება.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ფერასიროთ მკურნალობის მონიტორინგი

მკურნალობისას რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლისა და შარდის ანალიზები. ეს მონიტორინგს გაუწევენ თქვენს ორგანიზმში რკინის რაოდენობას (სისხლში ფერიტინის დონეს), რათა გაირკვეს რამდენად კარგად მუშაობს ფერასირო. ჩატარებული ტესტი ასევე მონიტორინგს გაუწევს თქვენი თირკმელების ფუნქციონირებას (სისხლში კრეატინინის დონე, შარდში ცილის არსებობა) და ღვიძლის ფუნქციონირებას (სისხლში ტრანსამინაზების დონე). ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს თირკმლის ბიოფსიის ჩატარება, თუ ის ეჭვობს თირკმელების მნიშვნელოვან დაზიანებაზე. თქვენ ასევე შეიძლება ჩაიტაროთ MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ღვიძლში რკინის რაოდენობის დასადგენად. თქვენი ექიმი მხედველობაში მიიღებს ამ ტესტების პასუხებს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ფერასიროს დოზის დანიშნვისას და ასევე ამის მიხედვით გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ ფერასიროს მიღება.

მკურნალობისას, ყოველ წლიურად, პროფილაქტიკური ღონისძიებების სახით უნდა შემოწმდეს თქვენი მხედველობა და სმენა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კერძოდ, ეს მოიცავს:

რკინის სხვა ქელატორებს, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული ფერასიროსთან ერთად,

ალუმინის შემცველი ანტაციდები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ), რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, როცა იღებთ ფერასიროს,

ციკლოსპორინი (გამოიყენება სხეულის მიერ გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად ან სხვა მდგომარეობისთვის, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან ატოპიური დერმატიტი),

სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად),

გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ასპირინი, იბუპროფენი, კორტიკოსტეროიდები)

პერორალური ბისფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ),

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ),

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები),

ბეპრიდილი, ერგოტამინი (გამოიყენება გულის პრობლემებისა და შაკიკის დროს),

რეპაგლინიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ),

ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),

პაკლიტაქსელი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

თეოფილინი (გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ასთმა),

კლოზაპინი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა შოზოფრენია),

თიზანიდი (გამოიყენება როგორც მიორელაქსანტი),

ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად),

ბუსულფანი (გამოიყენება როგორც ტრანსპლანტაციამდე მისაღები სამკურნალო საშუალება, რათა გაანადგუროს თავდაპირველი ძვლის ტვინი).

დამატებითი ტესტების ჩატარება შესაძლოა გახდეს საჭირო, სისხლი დონის მონიტორინგისთვის ზოგიერთ ამ მედიკამენტთან მიმართებაში.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის)

65 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულებში, შესაძლებელია იმავე დოზის ფერასიროს გამოყენება როგორც მოზრდილებში.

ხანდაზმულ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა (კერძოდ დიარეა), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებს. ამისათვის, უნდა მოხდეს ექიმის მხრიდან მონიტორინგი, რამაც შესაძლოა დოზის კორექციის საჭიროება გამოიწვიოს.

ბავშვები და მოზარდები

ფერასირო შესაძლოა გამოყენებულ იქნას 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც რეგულარულად ხდება სისხლის გადასხმა და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც არ ხდება რეგულარული სისხლის გადასხმა. პაციენტის ზრდასთან ერთად ექიმი არეგულირებს დოზას.

ფერასიროს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.

ფერასიროს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს თუ აშკარა საჭიროება არ დადგება.

თუ თქვენ იყენებთ პერორალურ კონტრაცეპტივს ან პლასტირის კონტრაცეპტივს ორსულობის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა გამოიყენოთ დამატებითი ან განსხვავებული კონტრაცეპტივი (მაგ. პრეზერვატივი), რადგანაც ფერასირომ შესაძლოა პერორალური და პლასტირის კონტრაცეპტივების ეფექტურობა დააქვეითოს.

ფერასიროთ მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ფერასიროს მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან, სანამ ისევ ნორმალურად არ იგრძნობთ თავს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი და ზომიერია და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ზოგი გვერდითი მოვლენა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული იყოს და საჭიროებდეს დაუყოვნებელ სამედიცინო ყურადღებას.

ეს გვერდითი მოვლენები არახშირია (შესაძლოა გამოუვლინდეს 100 დან 1-მდე პაციენტს) ან იშვიათი (შესაძლოა გამოუვლინდეს 1,000 დან 1-მდე პაციენტს).

□ თუ გაქვთ ძლიერი გამონაყარი, ან სუნთქვის გაძნელება და თავბრუსხვევა ან შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში (მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები),

□ თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებსა ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გადიდებული ლიმფური კვანძები, (კანის მძიმე რეაქციების ნიშნები),

□ თუ შეამჩნევთ შარდის გამოყოფის მკვეთრ შემცირებას (თირკმელების პრობლემის ნიშანი),

□ თუ გაწუხებთ ძილიანობა, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, კანის ან თვალების ხანგრძლივი სიყვითლე და მუქი შეფერილობის შარდი (ღვიძლის პრობლემების ნიშნები),

□ თუ გაგიჭირდათ ფიქრი, ინფორმაციის დამახსოვრება ან გიჭირთ პრობლემების გადაჭრა, გირთულდებათ სიფხიზლის შენარჩუნება, აღგენიშნებათ ძილიანობა და ენერგიის ნაკლებობა (თქვენს სისხლში ამიაკის მაღალი დონის ნიშნების არსებობისას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებთან, და გამოიწვიოს ცვლილება თქვენი ტვინის ფუნქციონირებაში),

□ თუ ღებინებისას სისხლი გამოიყოფა და/ან შავი განავალი გაქვთ.

□ თუ გაქვთ მუცლის ხშირი ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის ან ფერასიროს მიღების შემდეგ.

□ თუ გაწუხებთ ხშირი გულძმარვა.

□ თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის დაკარგვა.

□ თუ აღგენიშნებათ ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტი),

შეწყვიტეთ აღნიშნული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა სერიოზული იყოს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია.

□ თუ თქვენ გაქვთ ბუნდოვანი ან დაბინდული მხედველობა,

□ თუ აღგენიშნებათ სმენის დაქვეითება,

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

□ დარღვევა თირკმელების ფუნქციურ ტესტებში.

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

□ კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა

□ გამონაყარი

□ თავის ტკივილილ

□ დარღვევა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში

□ ქავილი

□ დარღვევა შარდის ტესტში (ცილა შარდში)

თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი მძიმედ გამოგივლინდათ, აცნობეთ ექიმს.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

□ თავბრუსხვევა

□ ცხელება

□ ყელის ტკივილი

□ ხელებისა და ფეხების შეშუპება

□ კანის შეფერილობის ცვლილება

□ შფოთვა

□ ძილის დარღვევები

□ დაღლილობა

თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი მწვავედ გამოგივლინდათ, აცნობეთ ექიმს.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

□ სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გამწვავებული ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია) ან ყველა სახის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)

□ თმის ცვენა

□ კენჭები თირკმელებში

□ შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა

□ კუჭ-ნაწლავის კედლის რღვევა, რომელიც შესაძლოა იყოს მტკივნეული და გამოიწვიოს გულისრევა

□ მწვავე ტკივილი მუცლის ზედა არეში (პანკრეატიტი)

□ სისხლში მჟავის პათოლოგიური დონე

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ჭარბი დოზა

მწვავე დოზის გადაჭარბების ადრეული ნიშნებია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება. აღინიშნა ღვიძლისა და თირკმელების დარღვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტის და კრეატინინის მომატების შემთხვევები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოჯანმრთელებასთან ერთად. არასწორად შეყვანილმა ერთჯერადმა დოზამ 90 მგ/კგ-ზე გამოიწვია ფანკონის სინდრომი, რომელიც დადგინდა მკურნალობის შემდეგ.

არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი დეფერასიროქსისთვის. დოზის გადაჭარბების მართვის სტანდარტული პროცედურები შეიძლება იყოს ნაჩვენები, ისევე როგორც სიმპტომური მკურნალობა, სამედიცინო თვალსაზრისით საჭიროებისამებრ.

შემადგენლობა

(ა) რას შეიცავს ფერასირო

აქტიური ნივთიერებაა დეფერასიროქსი.

სხვა ინგრედიენტებია

მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), ნატრიუმის კროსკარმელოზა(Ac-Di-Sol), დაბალი-შემცვლელი ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლოქსამერი 188, პოვიდონი K 30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი.

ტაბლეტის გარსი: ოპადრი ყვითელი 03H520019, სუფთა წყალი.

(ბ) როგორ გამოიყურება ფერასირო და მისი შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

90 მგ: ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს გრავირებულია "D" და მეორე მხარეს "90".

180 მგ: ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს გრავირებულია "D" და მეორე მხარეს "180".

360 მგ: ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს გრავირებულია "D" და მეორე მხარეს "360".

შეფუთვა: 10's ალუ - PVC/PE/PVDC ბლისტერული შეფუთვა.

შეფუთვის ზომები: 10(1 X 10's), 30(3 x10's), 100(10 X 10's) ტაბლეტები

შენიშნვა: ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

(გ) სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შენახვის პირობები

□ არ შეინახოთ პრეპარატი 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

□ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

□ არ გამოიყენოთ ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.

□ არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინის ქელატაციური აგენტები, ATC კოდი: V03AC03

მოქმედების მექანიზმი

დეფერასიროქსი არის პერორალურად აქტიური ქელატორი, რომელიც ძლიერად სელექციურია რკინის მიმართ (III). ეს არის სამკუთხა ლიგანდი, რომელიც აკავშირებს რკინას მაღალი მისწრაფებით 2:1-ზე თანაფარდობით. დეფერასიროქსი ხელს უწყობს რკინის გამოყოფას, ძირითადად განავლის მეშვეობით. დეფერასიროქსს აქვს დაბალი მიდრეკილება თუთიისა და სპილენძის მიმართ და არ იწვევს შრატში ამ ლითონების მუდმივ დაბალ დონეს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

რკინის ბალანსის მეტაბოლურ კვლევაში რკინით გადატვირთვის მქონე ზრდასრულ თალასემიით დაავადებულ პაციენტებში, დეფერასიროქსმა 10, 20 და 40 მგ/კგ-ზე დღიური დოზებით (დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირება) გამოიწვია საშუალოდ სუფთა ექსკრეცია 0.119, 0.329 და 0.445 მგ Fe/კგ-ზე სხეულის წონის/დღეში, შესაბამისად.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კლინიკური ეფექტურობის კვლევები ჩატარდა დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტებზე (ქვემოთ მოხსენიებული, როგორც "დეფერასიროქსი"). დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირებასთან შედარებით, დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა 30%-ით დაბალია, ვიდრე დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების დოზა, რომელიც მომრგვალებულია მთლიან ტაბლეტზე (იხ. პუნქტი 5.2). დეფერასიროქსი გამოკვლეული იყო 411 ზრდასრულ (≥16 წლის ასაკი) და 292 პედიატრიულ პაციენტში (2-დან <16 წლამდე) რომლებსაც აღენიშნებოდათ ქრონიკული რკინის გადატვირთვა სისხლის გადასხმის გამო. 52 პედიატრიული პაციენტი იყო 2-დან 5 წლამდე ასაკის. ძირითადი მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებდნენ ტრანსფუზიას, მოიცავდა ბეტა-თალასემიას, ნამგლისებრუჯრედოვან დაავადებას და სხვა თანდაყოლილ და შეძენილ ანემიებს (მიელოდისპლასტიკური სინდრომები [MDS], Diamond-Blackfan სინდრომი, აპლასტიკური ანემია და სხვა ძალიან იშვიათი ანემიები).

ერთი წლის განმავლობაში, დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირებით ყოველდღიური მკურნალობა 20 და 30 მგ/კგ-ზე დოზებით, ბეტა-თალასემიით დაავადებული ზრდასრული და პედიატრიული პაციენტების ხშირად ტრანსფუზირებულებში იწვევდა ორგანიზმში მთლიანი რკინის მაჩვენებლების შემცირებას;

ღვიძლში რკინის კონცენტრაცია საშუალოდ შემცირდა დაახლოებით -0.4 და -8.9 მგ Fe/გ-ზე (ბიოფსიის მშრალი წონა (dw)) და შრატში ფერიტინი საშუალოდ შემცირდა დაახლოებით -36 და -926 µგ/ლ-ზე შესაბამისად. იმავე დოზებით რკინის გამოყოფის კოეფიციენტები: რკინის მიღება იყო 1.02 (რკინის სუფთა ბალანსის მითითებით) და 1.67 (რკინის სუფთა მოცილების მაჩვენებელი), შესაბამისად. დეფერასიროქსმა გამოიწვია მსგავსი რეაქციები სხვა ანემიის მქონე რკინით გადატვირთულ პაციენტებში. ერთი წლის განმავლობაში დღიურმა დოზებმა 10 მგ/კგ-ზე (დისპერსიული ტაბლეტების ფორმულირება) შეიძლება შეინარჩუნოს ღვიძლში რკინისა და შრატში ფერიტინის დონეები და გამოიწვიოს რკინის დაბალანსება პაციენტებში, რომლებიც იშვიათად არიან ტრანსფუზიაზე ან ცვლიან ტრანსფუზიას. შრატში ფერიტინი, რომელიც შეფასებულია ყოველთვიური შემოწმებით, ასახავს ღვიძლში რკინის კონცენტრაციის ცვლილებებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მონიტორინგისას შრატში ფერიტინის ტენდენციები შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის მიმართ რეაგირებაზე. შეზღუდული კლინიკური მონაცემები (29 პაციენტი საწყის ეტაპზე გულის ნორმალური ფუნქციით) MRI-ს გამოყენებით მიუთითებს, რომ 1 წლის განმავლობაში დეფერასიროქსით დღიური დოზით მკურნალობამ 10-30 მგ/კგ-ზე (დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირება) შეიძლება ასევე შეამციროს გულში რკინის დონე (საშუალოდ, MRI T2* გაიზარდა 18.3-დან 23.0 მილი/წამამდე).

586 პაციენტში, რომლებსაც აწუხებთ ბეტა-თალასემია და ტრანსფუზიური რკინის გადატვირთვა, ძირითადი შედარებითი კვლევის მთავარმა ანალიზმა არ აჩვენა დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების არასრულფასოვნება დეფეროქსამინთან მიმართებაში პაციენტთა მთლიანი პოპულაციის ანალიზში. ამ კვლევის შემდგომი ანალიზიდან ირკვევა, რომ ღვიძლში რკინის კონცენტრაციის მქონე პაციენტების ქვეჯგუფში ≥7 მგ Fe/g dw მკურნალობდნენ დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტებით (20 და 30 მგ/კგ-ზე) ან დეფეროქსამინით (35-დან ≥50 მგ-მდე/კგ-ზე). ), რა დროსაც მიღწეულია არასრულფასოვნების კრიტერიუმები. თუმცა, პაციენტებში ღვიძლში რკინის კონცენტრაციით 7 მგ Fe/g dw, რომლებიც მკურნალობდნენ დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტებით (5 და 10 მგ/კგ-ზე) ან დეფეროქსამინით (20-დან 35 მგ-მდე/კგ-ზე), არასრულფასოვნება არ დადგინდა ორი ქელატორის დოზირების დისბალანსის გამო. ეს დისბალანსი წარმოიშვა იმის გამო, რომ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ დეფეროქსამინს, დართეს ნება დარჩენილიყვნენ კვლევის წინა დოზაზე, იმ შემთხვევაშიც კი როცა ეს იყო პროტოკოლით მითითებულ დოზაზე მაღალი. 6 წლამდე ასაკის ორმოცდათექვსმეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა ამ ძირითად კვლევაში, მათგან 28 იღებდა დეფერასიროქსის დისპერსიულ ტაბლეტებს.

პრეკლინიკური და კლინიკური კვლევებიდან ირკვევა, რომ დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტები შეიძლება იყოს ისეთივე აქტიური, როგორც დეფეროქსამინი, როდესაც გამოიყენება დოზირების თანაფარდობა 2:1-ზე (ანუ დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების დოზა, რომელიც რაოდენობრივად არის დეფეროქსამინის დოზის ნახევარი). დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის შეიძლება ჩაითვალოს დოზის თანაფარდობა 3:1-ზე (ანუ დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა, რომელიც რაოდენობრივად შეადგენს დეფეროქსამინის დოზის მესამედს). თუმცა, კლინიკურ კვლევებში დოზირების ეს რეკომენდაცია არ იყო პერსპექტიულად შეფასებული.

გარდა ამისა, პაციენტებში ღვიძლში რკინის კონცენტრაციით 7 მგ Fe/g dw სხვადასხვა იშვიათი ანემიით ან ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადებით, დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტები 20 და 30 მგ/კგ-ზე იწვევდა ღვიძლში რკინის კონცენტრაციის და შრატში ფერიტინის დაქვეითებას, რაც შედარებულია ბეტა-თალასემიის მქონე პაციენტებში მიღებულ შედეგთან მიმართებაში.

პლაცებო-კონტროლირებადი რანდომიზებული კვლევა ჩატარდა MDS-ის (მიელოდისპლაზიური სინდრომი) მქონე (დაბალი/ინტ-1 რისკი) და ტრანსფუზიური რკინის გადატვირთვის მქონე 225 პაციენტში. ამ კვლევის შედეგებით ივარაუდება, რომ დეფერასიროქსს დადებითი გავლენა აქვს გვერდითი-მოვლენის გარეშე გადარჩენაზე (EFS, კომპოზიტური საბოლოო წერტილი, მათ შორის არალეტალური გულის ან ღვიძლის მოვლენები) და შრატში ფერიტინის დონეებზე. უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა წინა კვლევებს MDS-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.

5-წლიან ობსერვაციულ კვლევაში, რომელშიც ტრანსფუზიური ჰემოსიდროზით დაავადებულმა 2-დან 6 წლამდე ასაკის 267 ბავშვმა (ჩანაწერების მიხედვით) მიიღო დეფერასიროქსი, არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები დეფერასიროქსის უსაფრთხოებისა და მისი შემგუებლობის პროფილში 2-დან <6 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ზრდასრულ და ხანდაზმულ პოპულაციასთან შედარებით, მათ შორის დაფიქსირდა შრატში კრეატინინის მატება >33%-ით და ნორმის ზედა ზღვარზე ზევით ≥2 ჯერზე მეტი (3.1%) და ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მატება ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი იყო (4.3%). ALT და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას ზრდის ერთჯერადი მოვლენები დაფიქსირდა 20.0% და 8.3%, შესაბამისად, 145 პაციენტში, რომლებმაც დაასრულეს კვლევა.

კვლევის მიხედვით დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული და დისპერსიული ტაბლეტების უსაფრთხოების შესაფასებლად, 24 კვირის განმავლობაში მკურნალობდა 173 ზრდასრული და პედიატრიული პაციენტი ტრანსფუზიზე დამოკიდებული თალასემიით ან მიელოდისპლასტიკური სინდრომით დაავადებული. დაკვირვების საგანი იყო აპკიანი გარსით დაფარული და დისპერსიული ტაბლეტების შესადარებელი უსაფრთხოების პროფილი.

ღია ეტიკეტირების 1:1-ზე რანდომიზებული კვლევა ჩატარდა 2-დან 18 წლამდე ასაკის 224 პედიატრიულ პაციენტში ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემიით დაავადებულებსა და რკინით გადატვირთვის მქონეებს შორის, დეფერასიროქსის გრანულის ფორმულირების მკურნალობის შესაბამისობის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირებასთან შედარებით.

კვლევაში მონაწილე პაციენტთა უმრავლესობას (142, 63.4%) აღენიშნებოდა ძირითადად ბეტა-თალასემია, 108 (48.2%) პაციენტმა პირველადად მიიღო რკინის ქელაციური თერაპია (ICT) (საშუალო ასაკი 2 წელი, 92.6% 2-დან <10 წლამდე) და 116 პაციენტი (51.8%) წინასწარ იყო ნამკურნალები ICT-ით (საშუალო ასაკი 7.5 წელი, 71.6% 2-დან <10 წლამდე) რომელთაგან 68.1% ადრე იღებდა დეფერასიროქსს. პირველადი ანალიზის დროს, რომელიც ჩატარდა რკინის ქელაციური თერაპიის პაციენტებში მკურნალობის 24 კვირის შემდეგ, შესაბამისობის მაჩვენებელი იყო 84.26% დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების ჯგუფში და 86.84% დეფერასიროქსის გრანულების ჯგუფში შესაბამისად, სადაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავები არ გამოვლინდა. ანალოგიურად, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა საწყის ცვლილებებში შრატში ფერიტინის (SF) ორ სამკურნალო ჯგუფს შორის (-171.52 µგ/ლ-ზე [95% CI: -517.40, 174.36] დისპერსიული ტაბლეტებისთვის [DT] და 4.84 µგ/ლ-ზე [95% CI: -333.58, 343.27] გრანულების ფორმულირებისთვის, სხვაობა აღნიშნულ საშუალებებს შორის [გრანულები-DT] 176.36 µგ/ლ-ზე [95% CI: -129.00, 481.72], ორმხრივი p-მნიშვნელობა =0.25). კვლევის მიხედვით მოხდა დასკვნის გაკეთება, რომ მკურნალობის შესაბამისობა და ეფექტურობა არ განსხვავდებოდა დეფერასიროქსის გრანულებიან და დეფერასიროქსის დისპერსიულ ტაბლეტებს შორის სხვადასხვა დროს (24 და 48 კვირა). უსაფრთხოების პროფილი მთლიანობაში შედარებადი იყო გრანულებიანი და დისპერსიული ტაბლეტების ფორმულირებებს შორის. არატრანსფუზიაზე დამოკიდებული თალასემიის სინდრომის მქონე და რკინით გადატვირთვის მქონე პაციენტებში, დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტებით მკურნალობა შეფასებული იყო 1 წლიან, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში. კვლევამ შეადარა დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების ორი განსხვავებული რეჟიმის (საწყისი დღიური დოზები 5 და 10 მგ/კგ-ზე, 55 პაციენტი თითოეულ ჯგუფში) და შესაბამისი პლაცებოს ეფექტურობა (56 პაციენტი). კვლევაში მონაწილეობდა 145 ზრდასრული და 21 პედიატრიული პაციენტი. პირველადი ეფექტურობის პარამეტრი იყო ღვიძლში რკინის კონცენტრაციის (LIC) ცვლილება საწყისი ეტაპიდან მკურნალობის 12 თვის შემდეგ. ეფექტურობის ერთ-ერთი მეორადი პარამეტრი იყო შრატში ფერიტინის ცვლილება საწყის და მეოთხე კვარტალს შორის. დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების საწყისი დღიური დოზა 10 მგ/კგ-ზე იწვევდა ორგანიზმში მთლიანი რკინის მაჩვენებლების შემცირებას. საშუალოდ, ღვიძლში რკინის კონცენტრაცია შემცირდა 3.80 მგ Fe/g dw პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტებით (საწყისი დღიური დოზა 10 მგ/კგ-ზე) და გაიზარდა 0.38 მგ Fe/g dw პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (p <0.001). საშუალოდ, შრატში ფერიტინი შემცირდა 222.0 µგ/ლ-ით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტებით (საწყისი დღიური დოზა 10 მგ/კგ-ზე) და გაიზარდა 115 µგ/ლ-ით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (p<0.001).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მონაცემები

დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები აჩვენებენ უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირებასთან შედარებით. სიძლიერის კორექტირების შემდეგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმულირება (360 მგ სიძლიერის) დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების (500 მგ სიძლიერის) ექვივალენტური იყო საშუალო ფართობის მიმართ პლაზმაში კონცენტრაციის დროის მრუდის ქვეშ (AUC) უზმოზე მიღებისას. Cmax გაიზარდა 30%-ით (90% CI: 20.3% -40.0%); თუმცა, კლინიკური ექსპოზიციის/პასუხის ანალიზმა არ გამოავლინა ამგვარი ზრდის კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტების მტკიცებულება.

შეწოვა

დეფერასიროქსი (დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირება) შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო დროით (tmax) დაახლოებით 1,5-დან 4 საათამდე. დეფერასიროქსის (დისპერსიული ტაბლეტის ფორმულირება) აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (AUC) არის დაახლოებით 70% ინტრავენურ დოზასთან შედარებით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმულირების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის.

დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ბიოშეღწევადობა 36%-ით მეტი იყო დისპერსიული ტაბლეტების ბიოშეღწევადობასთან შედარებით. საკვების-ეფექტიანობის კვლევა, რომელიც მოიცავდა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებას ჯანმრთელ თანამონაწილეებში უზმოზე, დაბალ-ცხიმიან (ცხიმის შემცველობა კალორიების 10%) ან მაღალ-ცხიმიანი (ცხიმის შემცველობა კალორიების 50%) საკვებთან ერთად მიუთითებდა, რომ AUC და Cmax ოდნავ შემცირდა დაბალცხიმიანი საკვებთან მიღების შემდეგ (11% და 16% შესაბამისად). მაღალ-ცხიმიანი შემცველობის საკვებთან მიღების შემდეგ, AUC და Cmax გაიზარდა (18% და 29% შესაბამისად). Cmax-ის მატება ფორმულირების ცვლილებებით არის განპირობებული და მაღალ-ცხიმიანი შემცველობის საკვები შესაძლოა დამატებითი ეფექტი იყოს და ამიტომ, რეკომენდებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება უზმოზე ან მსუბუქად კვების დროს.

განაწილება

დეფერასიროქსი მაღალი ცილოვანი შემცველობით (99%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, მხოლოდ შრატში ალბუმინს და აქვს მცირე განაწილების მოცულობა დაახლოებით 14 ლიტრი მოზრდილებში.

ბიოტრანსფორმაცია

გლუკურონიდაცია არის დეფერასიროქსის ძირითადი მეტაბოლური გზა, შემდგომი ბილიარული ექსკრეციით. შესაძლებელია გლუკურონიდატების დეკონიუგაცია ნაწლავში და შემდგომი რეაბსორბცია (ენტეროჰეპატური გადამუშავება): ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის ერთჯერადი დოზის შემდეგ ქოლესტირამინის მიღებამ გამოიწვია დეფერასიროქსის ექსპოზიციის (AUC) 45%-ით შემცირება. დეფერასიროქსი ძირითადად გლუკურონიდირებულია UGTIA1-ით და ნაკლებად UGTIA3-ით. დეფერასიროქსის CYP450-ით კატალიზირებული (ოქსიდაციური) მეტაბოლიზმი, როგორც ჩანს, კონტროლდება ადამიანებში (დაახლოებით 8%). დეფერასიროქსის მეტაბოლიზმის დათრგუნვა ჰიდროქსიურეით ინ ვიტრო არ დაფიქსირებულა.

გამოყოფა

დეფერასიროქსი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად განავალში გამოიყოფა (დოზის 84%). დეფერასიროქსისა და მისი მეტაბოლიტების თირკმელებით ექსკრეცია მინიმალურია (დოზის 8%). ელიმინაციის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (tl/2) მერყეობდა 8-დან 16 საათამდე. ტრანსპორტატორები MRP2 და MXR (BCRP) მონაწილეობენ დეფერასიროქსის ბილიარულ გამოყოფაში.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

დეფერასიროქსის Cmax და AUC0-24-ე იზრდებოდა დაახლოებით წრფივად დოზით წონასწორულ პირობებში. მრავალჯერადი დოზირებისას ექსპოზიცია გაიზარდა დაგროვების ფაქტორით 1.3-დან 2.3-მდე.

თვისობრივი მახასიათებლები პაციენტებში

პედიატრიული პაციენტები

დეფერასიროქსის ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ მოზარდებში (12-დან ≤17 წლამდე) და ბავშვებში (2-დან <12 წლამდე) საერთო ექსპოზიცია უფრო დაბალი იყო ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში. 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ექსპოზიცია დაახლოებით 50%-ით დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილებში. ვინაიდან დოზა ინდივიდუალურად რეგულირდება პრეპარატის მიმღებლობის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ამას კლინიკური შედეგები არ მოჰყვება.

სქესი

მდედრობით სქესს აქვთ დეფერასიროქსის ზომიერად დაბალი კლირენსი (17,5%) მამაკაცებთან შედარებით. ვინაიდან დოზა ინდივიდუალურად რეგულირდება პრეპარატის მიმღებლობის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ამას კლინიკური შედეგები არ მოჰყვება.

ხანდაზმული პაციენტები

დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ხანდაზმულ პაციენტებში (ასაკი მოიცავს 65 წელს და ზევით).

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენდა ღვიძლის ტრანსამინაზების დონეები, რაც 5-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს.

კლინიკურ კვლევაში დეფერასიროქსის დისპერსიული ტაბლეტების 20 მგ/კგ-ზე ერთჯერადი დოზების გამოყენებით, საშუალო ექსპოზიცია გაიზარდა 16%-ით ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე სუბიექტებში (Child-Pugh Class A) და 76%-ით გაიზარდა სუბიექტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (Child-Pugh Class B) ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. დეფერასიროქსის საშუალო Cmax 22%-ით გაიზარდა ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში. 2.8-ჯერ გაიზარდა ექსპოზიცია ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე ერთ სუბიექტში (Child-Pugh Class C) (იხ. პუნქტი 4.2 და 4.4)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ შეფუთვის ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ შეფუთვის ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ ან თქვენს შვილს. არ მისცეთ ის სხვა პირებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.

შეფუთვის ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რა არის ფერასირო და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ფერასიროს მიღებამდე

ფერასიროს მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ფერასიროს შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

  • რა არის ფერასირო და რისთვის გამოიყენება იგი

რა არის ფერასირო

ფერასირო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელწოდებით დეფერასიროქსს. ეს არის რკინის ქელატორი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან ჭარბი რკინის გამოსადევნად (ასევე უწოდებენ რკინის გადატვირთვას). ის იჭერს და შლის ჭარბ რკინას, რომელიც შემდეგ გამოიყოფა ძირითადად განავლის მეშვეობით.

რისთვის გამოიყენება ფერასირო

სისხლის განმეორებითი გადასხმა შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა ტიპის ანემიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, თალასემია, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება ან მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS)). თუმცა, განმეორებითმა სისხლის გადასხმამ შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბი რკინის დაგროვება. ეს იმიტომ ხდება, რომ სისხლი შეიცავს რკინას და თქვენს სხეულს არ აქვს უნარი ბუნებრივი გზით გამოდევნოს ორგანიზმიდან ჭარბი რკინა, რომელსაც იღებთ სისხლის გადასხმებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არატრანსფუზიაზე დამოკიდებული თალასემიის სინდრომი, შესაძლოა დროთა განმავლობაში განვითარდეს რკინით გადატვირთვაც, ძირითადად რკინის საჭირო რაოდენობის შეწოვის გაზრდის გამო სისხლის უჯრედების დაბალი რაოდენობის საპასუხოდ. დროთა განმავლობაში, რკინის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა დააზიანოს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი და გული. ჭარბი რკინის მოსაშორებლად და ორგანოთა დაზიანების რისკის შესამცირებლად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებსაც რკინის ქელატორები ეწოდება.

ფერასირო გამოიყენება 6 წლის და უფროსი ასაკის ბეტა თალასემიის მქონე პაციენტებში ხშირი სისხლის გადასხმით გამოწვეული რკინის ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ.

ფერასირო ასევე გამოიყენება რკინით ქრონიკულად გადატვირთვის სამკურნალოდ, როდესაც დეფეროქსამინით ჩატარებული თერაპია უკუნაჩვენებია ან არაადექვატურია ბეტა თალასემიით დაავადებულ პაციენტებში, რკინით გადატვირთვით გამოწვეული სისხლის იშვიათი გადასხმით, სხვა ტიპის ანემიის მქონე პაციენტებსა და 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ფერასირო ასევე გამოიყენება, როდესაც დეფეროქსამინით ჩატარებული თერაპია უკუნაჩვენებია ან არაადექვატურია 10 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რკინით გადატვირთული თალასემიის სინდრომი, მაგრამ რომლებიც ტრანსფუზიაზე დამოკიდებულნი არ არიან.

  • რა უნდა იცოდეთ ფერასიროს მიღებამდე

არ მიიღოთ ფერასირო შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხართ ალერგიული ფერასიროს ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6). თუ თქვენ გამოგაჩნდათ სიმპტომები მიმართეთ ექიმს ფერასიროს მიღებამდე. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ ფერასიროს მიმართ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
  • თუ თქვენ აღგენიშნებათ საშუალო ან მწვავე სიმძიმის თირკმელების დაავადება.
  • თუ თქვენ იღებთ სხვა ნებისმიერი რკინის ქელატორის შემცველ პრეპარატს.

ფერასირო არ არის რეკომენდებული

  • თუ თქვენ აღგენიშნებათ მიელოდისპლაზიური სინდრომის საწყისი სტადია (MDS; ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების გამომუშავების დაქვეითება) ან გაქვთ კიბოს საწყისი სტადია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფერასიროს მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში:

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემა.

თუ გაქვთ გულის პრობლემა რკინით გადატვირთვის გამო.

თუ შეამჩნევთ შარდის გამოყოფის მკვეთრ შემცირებას (თირკმელების პრობლემის ნიშანი).

თუ გაგივითარდათ ძლიერი გამონაყარი, ან სუნთქვის გაძნელება და თავბრუსხვევა ან შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში (მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები").

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი, კანის წითელი ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები, იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები").

თუ გაწუხებთ ძილიანობა, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს, კანის ან თვალების გაყვითლება ხანგრძლივი დროით და მუქი შეფერილობის შარდი (ღვიძლის პრობლემების ნიშნები).

თუ გაგიჭირდათ ფიქრი, ინფორმაციის დამახსოვრება ან გიჭირთ პრობლემების გადაჭრა, გირთულდებათ სიფხიზლის შენარჩუნება, აღგენიშნებათ ძილიანობა და ენერგიის ნაკლებობა (თქვენს სისხლში ამიაკის მაღალი დონის ნიშნების არსებობისას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებთან, იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები").

თუ ღებინებისას სისხლი გამოიყოფა და/ან შავი განავალი გაქვთ.

თუ გაქვთ მუცლის ხშირი ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის ან ფერასიროს მიღების შემდეგ.

თუ გაწუხებთ ხშირი გულძმარვა.

თუ სისხლის ანალიზში აღგენიშნებათ თრომბოციტების ან სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე.

თუ თქვენ გაქვთ ბუნდოვანი მხედველობა.

თუ გაქვთ დიარეა ან ღებინება.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ფერასიროთ მკურნალობის მონიტორინგი

მკურნალობისას რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლისა და შარდის ანალიზები. ეს მონიტორინგს გაუწევენ თქვენს ორგანიზმში რკინის რაოდენობას (სისხლში ფერიტინის დონეს), რათა გაირკვეს რამდენად კარგად მუშაობს ფერასირო. ჩატარებული ტესტი ასევე მონიტორინგს გაუწევს თქვენი თირკმელების ფუნქციონირებას (სისხლში კრეატინინის დონე, შარდში ცილის არსებობა) და ღვიძლის ფუნქციონირებას (სისხლში ტრანსამინაზების დონე). ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს თირკმლის ბიოფსიის ჩატარება, თუ ის ეჭვობს თირკმელების მნიშვნელოვან დაზიანებაზე. თქვენ ასევე შეიძლება ჩაიტაროთ MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ღვიძლში რკინის რაოდენობის დასადგენად. თქვენი ექიმი მხედველობაში მიიღებს ამ ტესტების პასუხებს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ფერასიროს დოზის დანიშნვისას და ასევე ამის მიხედვით გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ ფერასიროს მიღება.

მკურნალობისას, ყოველ წლიურად, პროფილაქტიკური ღონისძიებების სახით უნდა შემოწმდეს თქვენი მხედველობა და სმენა.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ფერასირო

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კერძოდ, ეს მოიცავს:

რკინის სხვა ქელატორებს, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული ფერასიროსთან ერთად,

ალუმინის შემცველი ანტაციდები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ), რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, როცა იღებთ ფერასიროს,

ციკლოსპორინი (გამოიყენება სხეულის მიერ გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად ან სხვა მდგომარეობისთვის, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან ატოპიური დერმატიტი),

სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად),

გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ასპირინი, იბუპროფენი, კორტიკოსტეროიდები)

პერორალური ბისფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ),

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ),

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები),

ბეპრიდილი, ერგოტამინი (გამოიყენება გულის პრობლემებისა და შაკიკის დროს),

რეპაგლინიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ),

ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),

პაკლიტაქსელი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

თეოფილინი (გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ასთმა),

კლოზაპინი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა შოზოფრენია),

თიზანიდი (გამოიყენება როგორც მიორელაქსანტი),

ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად),

ბუსულფანი (გამოიყენება როგორც ტრანსპლანტაციამდე მისაღები სამკურნალო საშუალება, რათა გაანადგუროს თავდაპირველი ძვლის ტვინი).

დამატებითი ტესტების ჩატარება შესაძლოა გახდეს საჭირო, სისხლი დონის მონიტორინგისთვის ზოგიერთ ამ მედიკამენტთან მიმართებაში.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის)

65 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულებში, შესაძლებელია იმავე დოზის ფერასიროს გამოყენება როგორც მოზრდილებში.

ხანდაზმულ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა (კერძოდ დიარეა), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებს. ამისათვის, უნდა მოხდეს ექიმის მხრიდან მონიტორინგი, რამაც შესაძლოა დოზის კორექციის საჭიროება გამოიწვიოს.

ბავშვები და მოზარდები

ფერასირო შესაძლოა გამოყენებულ იქნას 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც რეგულარულად ხდება სისხლის გადასხმა და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც არ ხდება რეგულარული სისხლის გადასხმა. პაციენტის ზრდასთან ერთად ექიმი არეგულირებს დოზას.

ფერასიროს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.

ფერასიროს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს თუ აშკარა საჭიროება არ დადგება.

თუ თქვენ იყენებთ პერორალურ კონტრაცეპტივს ან პლასტირის კონტრაცეპტივს ორსულობის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა გამოიყენოთ დამატებითი ან განსხვავებული კონტრაცეპტივი (მაგ. პრეზერვატივი), რადგანაც ფერასირომ შესაძლოა პერორალური და პლასტირის კონტრაცეპტივების ეფექტურობა დააქვეითოს.

ფერასიროთ მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ფერასიროს მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან, სანამ ისევ ნორმალურად არ იგრძნობთ თავს.

  • ფერასიროს მიღების წესი

ფერასიროთი მკურნალობას ზედამხედველობას გაუწევს ექიმი, რომელიც გამოცდილია სისხლის გადასხმით გამოწვეული ჭარბი რკინის მკურნალობაში.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ფერასირო

ფერასიროს დოზა დაკავშირებულია სხეულის წონაზე ყველა პაციენტისთვის. თქვენი ექიმი გამოთვლის საჭირო დოზას და გაცნობებთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად.

□ მკურნალობის საწყის ეტაპზე, ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დღიური ჩვეულებრივი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ სისხლის გადასხმას, შეადგენს 14 მგ-ს სხეულის წონის ყოველ კგ-ზე. მაღალი და დაბალი საწყისი დოზების განსაზღვრა ხდება ექიმის რეკომენდაციით, რომელიც თქვენი ინდივიდუალური მკურნალობის საჭიროებების მიხედვით ინიშნება.

□ მკურნალობის საწყის ეტაპზე, ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დღიური ჩვეულებრივი დოზა, პაციენტებისთვის რომლებიც რეგულარულად არ იღებენ სისხლის გადასხმას, შეადგენს 7 მგ-ს სხეულის წონის ყოველ კგ-ზე.

□ იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე, ექიმმა შესაძლოა მოგვიანებით შეცვალოს თქვენი მკურნალობა უფრო მაღალი და დაბალი დოზებით.

□ ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მაქსიმალური დღიური დოზა არის:

□ 28 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, იმ პაციენტებისთვის რომლებიც რეგულარულად იღებენ სისხლის გადასხმას,

□ 14 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, იმ მოზრდილი პაციენტებისთვის რომლებიც რეგულარულად არ იღებენ სისხლის გადასხმას,

□ 7 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე, ბავშვებსა და მოზარდებისთვის, რომლებიც რეგულარულად არ იღებენ სისხლის გადასხმას.

დეფერასიროქსი ასევე გამოდის როგორც "დისპერსიული" ტაბლეტები. თუ თქვენ გადადიხართ დისპერსიული ტაბლეტებიდან ამ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე, დაგჭირდებათ დოზის კორექტირება.

როდის უნდა მიიღოთ ფერასირო

□ ფერასიროს მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ, ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს ცოტა წყლის მიყოლებით.

□ ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ან მსუბუქად კვებისას.

ყოველდღიურად ფერასირო ერთსა და იმავე დროს მიღება მისი რეგულარულად მიღების დროის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ფერასიროს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შესაძლოა დაქუცმაცდეს და მოხდეს მისი მიღება მსუბუქ საკვებთან ერთად, როგორიცაა იოგურტი ან ვაშლის ფაფა (ვაშლის პიურე). აღნიშნული საკვები მაშინვე და სრულად უნდა იქნას გამოყენებული. არ შეინახოთ იგი შემდეგი გამოყენებისთვის.

რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ფერასირო

განაგრძეთ ფერასიროს მიღება ყოველდღიურად ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი, შესაძლოა გაგრძელდეს თვეები ან წლები. თქვენი ექიმი რეგულარულად გაუწევს მონიტორინგს თქვენი მკურნალობის პროცესს, იმის შესამოწმებლად, რომ მკურნალობას აქვს სასურველი ეფექტი (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 2: „ ფერასიროთი მკურნალობის მონიტორინგი“).

თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები ფერასიროს ხანგრძლივი მიღების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფერასიროს

თუ მიიღეთ ფერასიროს ჭარბი რაოდენობა, ან ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. აჩვენეთ ექიმს პრეპარატის კოლოფი. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება და სერიოზული თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები.

თუ დაგავიწყდათ ფერასიროს მიღება

თუ გამოტოვეთ ფერასიროს დოზა, მიიღეთ იმავე დღეს როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ დანიშნულებისამებრ. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა მომდევნო დღეს გამოტოვებული ტაბლეტის(ების) ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფერასიროს მიღებას

არ შეწყვიტოთ ფერასიროს მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ მის მიღებას, ზედმეტი რკინის გამოდევნა თქვენი ორგანიზმიდან ვეღარ მოხდება (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი „რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ფერასირო“).

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი და ზომიერია და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ზოგი გვერდითი მოვლენა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული იყოს და საჭიროებდეს დაუყოვნებელ სამედიცინო ყურადღებას.

ეს გვერდითი მოვლენები არახშირია (შესაძლოა გამოუვლინდეს 100 დან 1-მდე პაციენტს) ან იშვიათი (შესაძლოა გამოუვლინდეს 1,000 დან 1-მდე პაციენტს).

□ თუ გაქვთ ძლიერი გამონაყარი, ან სუნთქვის გაძნელება და თავბრუსხვევა ან შეშუპება ძირითადად სახისა და ყელის არეში (მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები),

□ თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებსა ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გადიდებული ლიმფური კვანძები, (კანის მძიმე რეაქციების ნიშნები),

□ თუ შეამჩნევთ შარდის გამოყოფის მკვეთრ შემცირებას (თირკმელების პრობლემის ნიშანი),

□ თუ გაწუხებთ ძილიანობა, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, კანის ან თვალების ხანგრძლივი სიყვითლე და მუქი შეფერილობის შარდი (ღვიძლის პრობლემების ნიშნები),

□ თუ გაგიჭირდათ ფიქრი, ინფორმაციის დამახსოვრება ან გიჭირთ პრობლემების გადაჭრა, გირთულდებათ სიფხიზლის შენარჩუნება, აღგენიშნებათ ძილიანობა და ენერგიის ნაკლებობა (თქვენს სისხლში ამიაკის მაღალი დონის ნიშნების არსებობისას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებთან, და გამოიწვიოს ცვლილება თქვენი ტვინის ფუნქციონირებაში),

□ თუ ღებინებისას სისხლი გამოიყოფა და/ან შავი განავალი გაქვთ.

□ თუ გაქვთ მუცლის ხშირი ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის ან ფერასიროს მიღების შემდეგ.

□ თუ გაწუხებთ ხშირი გულძმარვა.

□ თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის დაკარგვა.

□ თუ აღგენიშნებათ ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტი),

შეწყვიტეთ აღნიშნული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა სერიოზული იყოს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია.

□ თუ თქვენ გაქვთ ბუნდოვანი ან დაბინდული მხედველობა,

□ თუ აღგენიშნებათ სმენის დაქვეითება,

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

□ დარღვევა თირკმელების ფუნქციურ ტესტებში.

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

□ კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა

□ გამონაყარი

□ თავის ტკივილილ

□ დარღვევა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში

□ ქავილი

□ დარღვევა შარდის ტესტში (ცილა შარდში)

თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი მძიმედ გამოგივლინდათ, აცნობეთ ექიმს.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

□ თავბრუსხვევა

□ ცხელება

□ ყელის ტკივილი

□ ხელებისა და ფეხების შეშუპება

□ კანის შეფერილობის ცვლილება

□ შფოთვა

□ ძილის დარღვევები

□ დაღლილობა

თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი მწვავედ გამოგივლინდათ, აცნობეთ ექიმს.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

□ სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გამწვავებული ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია) ან ყველა სახის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)

□ თმის ცვენა

□ კენჭები თირკმელებში

□ შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა

□ კუჭ-ნაწლავის კედლის რღვევა, რომელიც შესაძლოა იყოს მტკივნეული და გამოიწვიოს გულისრევა

□ მწვავე ტკივილი მუცლის ზედა არეში (პანკრეატიტი)

□ სისხლში მჟავის პათოლოგიური დონე

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • ფერასირო შენახვის პირობები

□ არ შეინახოთ პრეპარატი 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

□ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

□ არ გამოიყენოთ ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.

□ არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

(ა) რას შეიცავს ფერასირო

აქტიური ნივთიერებაა დეფერასიროქსი.

სხვა ინგრედიენტებია

მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), ნატრიუმის კროსკარმელოზა(Ac-Di-Sol), დაბალი-შემცვლელი ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლოქსამერი 188, პოვიდონი K 30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი.

ტაბლეტის გარსი: ოპადრი ყვითელი 03H520019, სუფთა წყალი.

(ბ) როგორ გამოიყურება ფერასირო და მისი შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

90 მგ: ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს გრავირებულია "D" და მეორე მხარეს "90".

180 მგ: ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს გრავირებულია "D" და მეორე მხარეს "180".

360 მგ: ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს გრავირებულია "D" და მეორე მხარეს "360".

შეფუთვა: 10's ალუ - PVC/PE/PVDC ბლისტერული შეფუთვა.

შეფუთვის ზომები: 10(1 X 10's), 30(3 x10's), 100(10 X 10's) ტაბლეტები

შენიშნვა: ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

(გ) სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

მწარმოებელი

“MSN Laboratories Private Limited”

(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)

MSN House (მსნ ჰაუს), ტერიტ. No: C-24, სანათ ნაგარის ინდუსტრიული ზონები,

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი, პინ კოდი: 500 018,

ტელანგანა, ინდოეთი.

“MSN Laboratories Private Limited”

(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედ)

Formulation Division, Unit-II

(ფორმულეიშენ დივიჟენ, ერთეული-II),

Sy. No. 1277 & 1319 to 1324,

ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),

რენგარედის რაიონი, პინ კოდი. 509228,

ტელანგანა, ინდოეთი.

(დ) ეს ფურცელ-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2023 წლის ოქტომბერში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა