პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ექსჯადი

EXJADE®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

სისხლის მრავალჯერადი ტრანსფუზიების შემდეგ რკინით ქრონიკული გადატვირთვის (ტრანსფუზიური ჰემოსიდეროზი) მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში და 2 წლიდან ბავშვებში. რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობა არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის მქონე 10 წლიდან პაციენტებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დეფერასიროქსი (deferasirox)
ფორმა და შეფუთვა
500მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Novartis Pharma Stein AG, შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, რკინის შემბოჭველი პრეპარატები
ATC კოდი
V03AC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-038174
რეგისტრირებულია
23 მაისი 2023, მოქმედებს 23 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ" წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაექსჯადი და სხვა წამალი ერთად

ექსჯადი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სისხლის მრავალჯერადი ტრანსფუზიების შემდეგ რკინით ქრონიკული გადატვირთვის (ტრანსფუზიური ჰემოსიდეროზი) მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში და 2 წლიდან ბავშვებში.

რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობა არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის მქონე 10 წლიდან პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

ტრანსფუზიით გამოწვეული რკინით გადატვირთვა

რეკომენდებულია მკურნალობა დაიწყოს დაახლოებით 20 ერთეული (≈100 მლ/მკგ) ერითროციტული მასის გადასხმის შემდეგ ან როდესაც კლინიკური კონტროლის ფარგლებში არსებობს რკინის ქრონიკული სიჭარბის ნიშნები (მაგ: შრატში ფერიტინის დონე >1000 მკგ/ლ). დოზების (მგ/კგ) დაანგარიშება და დამრგვალება უნდა მოხდეს უახლოეს მთლიან ტაბლეტამდე.

რკინახელატური თერაპიის მიზანია ტრანსფუზიების დროს შეყვანილი რკინის გამოყოფა და საჭიროების შემთხვევაში რკინის არსებული გადაჭარბებული კონცენტრაციის შემცირება. ორგანიზმიდან დაგროვილი რკინის გამოყოფის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად რკინის შემბოჭველი თერაპიის მოსალოდნელი სარგებელის და რისკების გათვალისწინებით.

დოზირება.

საწყისი დოზა.

პრეპარატ ექსჯადის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე.

პაციენტებში, რომლებიც ტრანსფუზიის სახით ღებულობენ თვეში >14 მლ/კგ ერითროციტულ მასას (დაახლოებით >4 ერთეული/თვეში მოზრდილ პაციენტებში) ორგანიზმში რკინის მომატებული დონის შემცირების მიზნით შესაძლებელია განხილული იქნეს საწყისი დღიური 30 მგ/კგ დოზების გამოყენება.

პაციენტებში, რომლებიც ტრანსფუზიის სახით ღებულობენ თვეში <7 მლ/კგ ერითროციტულ მასას (დაახლოებით <2 ერთეული/თვეში მოზრდილ პაციენტებში) ორგანიზმში რკინის ნორმალური დონის შენარჩუნების მიზნით შესაძლებელია განხილული იქნეს საწყისი დღიური 10 მგ/კგ დოზების გამოყენება.

დეფეროქსამინით მკურნალობის ფონზე კარგი კლინიკური პასუხის მქონე პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ პრეპარატ ექსჯადის საწყისი დოზა, რომელიც შეადგენს დეფეროქსამინის დოზის ნახევარს (მაგ: პაციენტი, რომელიც ღებულობს დეფეროქსამინს დოზით 40 მგ/კგ/დღეში 5 დღე შეიძლება გადაყვანილ იქნეს პრეპარატ ექსჯადის საწყის დღიურ 20 მგ/კგ დოზაზე).

შემანარჩუნებელი დოზა.

რეკომენდებულია ფერიტინის დონის ყოველთვიურად გაკონტროლება სისხლის შრატში და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ექსჯადის დოზის კორექცია ყოველ 3-6 თვეში სისხლის შრატში ფერიტინის დონის ცვლილების მიხედვით. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 5-10 მგ/კგ-ით, კორექციის მიმართულება განისაზღვრება პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური ეფექტურობის და თერაპიული მიზნების (რკინის დონის შენარჩუნება ან შემცირება) მიხედვით. პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში 30 მგ/კგ დოზებით ვერ მიიღწევა სათანადო კონტროლი (მაგ: ფერიტინის დონე სისხლის შრატში მუდმივად აჭარბებს 2500 მკგ/ლ-ს და არ ვლინდება შემცირების ტენდენცია დროთა განმავლობაში) შეიძლება განხილულ იქნეს 40 მგ/კგ-მდე დოზა. რეკომენდებული არ არის 40 მგ/კგ-ზე მაღალი დოზის დანიშვნა, რადგანაც ასეთი გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ფერიტინის დონემ სისხლის შრატში მიაღწია სასურველ მაჩვენებელს (როგორც წესი 500 მკგ - 1000 მკგ/ლ შორის) დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 5-10 მგ/კგ-ით, რათა ფერიტინის დონე სისხლის შრატში შენარჩუნდეს სასურველი დიაპაზონის ფარგლებში და მინიმუმადე იქნას დაყვანილი ჭარბი ხელატიზაციის რისკი (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ ფერიტინის დონე სისხლის შრატში მუდმივად ეცემა 500 მკგ/ლ-ზე ქვემოთ.

რკინის შემბოჭველი სხვა საშუალებების მსგავსად, პრეპარატ ექსჯადის ტოქსიურობის რისკი შესაძლოა გაიზარდოს უსაფუძვლოდ მაღალი დოზების მიღებისას პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში რკინით გადატვირთვა უმნიშვნელოა ან ფერიტინის დონე უმნიშვნელოდ მომატებულია.

არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომი

დოზირება.

რკინის შემბოჭველი თერაპია უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რკინით გადატვირვა დადასტურებულია (რკინის კონცენტრაცია ღვიძლში (LIC) ≥ 5 მგ რკინა/გ (მშრალი წონა) ან ფერიტინის დონე სისხლის შრატში > 800 მკგ/ლ).

თუ რკინის კონცენტრაცია ღვიძლში არ შეფასებულა, რკინის შემბოჭველი მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით ჭარბი ხელატიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

საწყისი დოზა.

პრეპარატ ექსჯადის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე.

შემნარჩუნებელი დოზა.

მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შეფასების და ჭარბი ხელატიზაციის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით რეკომენდებულია ყოველთვიურად გაკონტროლდეს სისხლის შრატში ფერიტინის დონე (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). ყოველ 3-6 თვეში უნდა გადაიხედოს დოზის 5-10 მგ/კგ-ით გაზრდის საკითხი თუ LIC ნარჩუნდება ≥7 მგ რკინა/გ (მშრალი წონა) დონეზე ან სისხლის შრატში ფერიტინის დონე ნარჩუნდება >2000 მკგ/ლ-ზე (შემცირების ტენდენცია არ აღინიშნება) და პაციენტი კარგად იტანს პრეპარატს. არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული 20 მგ/კგ-ზე უფრო მაღალი დოზების დანიშვნა პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო. პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში LIC არ შეფასებულა და ფერიტინის კონცენტრაცია შრატში შეადგენს ≤ 2000 მკგ/ლ-ს, დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 მგ/კგ-ს.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში პრეპარატის დოზა გაიზარდა და დაინიშნა 10 მგ/კგ-ზე მაღალი დოზა რეკომენდებულია დოზის შემცირება ≤10 მგ/კგ-მდე თუ LIC შეადგენს <7 მგ რკინა/გ-ს (მშრალი წონა) ან სისხლის შრატში ფერიტინის დონე არის ≤ 2000 მკგ/ლ.

მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ მიიღწევა რკინის დონის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები (LIC <3 მგ რკინა/გ (მშრალი წონა) ან სისხლის შრატში ფერიტინის დონე <300 მკგ/ლ). მკურნალობა შეიძლება განახლდეს თუ კლინიკური კონტროლის ფარგლებში დასტურდება რკინის სიჭარბე.

გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლიდან)

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ზემოთ აღწერილის მსგავსია. კლინიკურ კვლევებში ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნა ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, შესაბამისად საჭიროა ყურადღებით დაკვირვება გვერდითი ეფექტების განვითარებაზე, რასაც შესაძლოა დასჭირდეს დოზის კორექცია.

ბავშვები.

ბავშვებში დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ისეთივეა, როგორც მოზრდილ პაციენტებში. მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შეფასების და ჭარბი ხელატიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით რეკომენდებულია ყოველთვიურად გაკონტროლდეს შრატში ფერიტინის დონე (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). დოზის გაანგარიშების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს დროთა განმავლობაში ბავშვების სხეულის მასის ცვლილება.

პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობისას სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში სისხლის შრატში კრეატინინის დონე აჭარბებს ასაკის შესაბამისი ნორმის ზედა ზღვარს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 40 - <60 მლ/წთ-ს, განსაკუთრებით ისეთი ფაქტორების ზეგავლენისას, რომლებმაც შესაძლოა გააუარესონ თირკმლის ფუნქცია, მაგ: თანმხლები მკურნალობა, დეჰიდრატაცია ან მწვავე ინფექციები. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყის დოზასთან მიმართებაში განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს. სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია უნდა გაკონტროლდეს ყოველთვიურად ყველა პაციენტში და საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე.

პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.

პრეპარატ ექსჯადის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. ყველა პაციენტში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები უნდა შემოწმდეს მკურნალობის წინ, ყოველ 2 კვირაში პირველი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ყოველთვიურად.

მიღების წესი.

პრეპარატი ექსჯადი მიიღება დღეში ერთჯერ უზმოზე კვებამდე 30 წუთით ადრე, სასურველია ერთი და იგივე დროს. დისპერგირებადი ტაბლეტებისგან მზადდება სუსპენზია. ტაბლეტებს ათავსებენ ერთ ჭიქა წყალში, ფორთოხლის ან ვაშლის წვენში (100-200 მლ) და ურევენ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მომზადებული სუსპენზია მიიღება პერორალურად, შემდეგ ჭიქაში არსებულ დარჩენილ ნაწილს უმატებენ მცირე მოცულობის წყალს ან წვენს, მორევის შემდეგ ასევე მიიღება აღნიშნული სითხე. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა. დისპერგირებადი ტაბლეტების გახსნა არ არის რეკომენდებული გაზიან სასმელებში ან რძეში, რადგან წარმოიქმნება ჭარბი ქაფი და შესაბამისად ნელა იხსნება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პაციენტები, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი შეადგენს <40 მლ/წთ-ს ან სისხლის შრატში კრეატინინის დონე >2-ჯერ აჭარბებს ასაკის შესაბამის ნორმის ზედა ზღვარს.

მიელოდისპლაზიური სინდრომის განვითარების მაღალი რისკის და სხვა ჰემატოლოგიური და არაჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტები, რომელთა შემთხვევაში ნაკლებ მოსალოდნელია რკინის შემბოჭველი თერაპიის სარგებელი დაავადებების სწრაფი პროგრესირების გამო.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან გვერდითი რეაქციების სიხშირე უფრო მაღალია პრეპარატის მიღება თირკმლის ფუნქციების დარღვევების დროს

დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის არაპროგრესირებადი მატება, ჩვეულებრივ ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში. მოცემული მოვლენა აღინიშნა, როგორც მოზრდილ პაციენტებში, ასევე ბავშვებში რკინის გადატვირთვით მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. კვლევამ, რომელიც აფასებდა პაციენტების თირკმლის ფუნქციას, რომლებიც მონაწილეობდნენ სარეგისტრაციო კვლევებში, დაახლოებით 13 წლის შემდეგ დაადასტურა შრატში კრეატინინის დონის მატების არაპროგრესირებადი თვისება.

თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დარეგისტრირებულია დეფერაზიროქსის შემდგომი პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას. მართალია პრეპარატ ექსჯადის გამოყენებისას მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ვერ დადგინდა, მაგრამ დაფიქსირდა თირკმლის მწვავე უკმარისობის იშვიათი შემთხვევები, რაც საჭიროებდა დიალიზს ან ლეტალურად დასრულდა.

რეკომენდებულია შრატში კრეატინინის დონე და/ან კრეატინინის კლირენსი შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე ორჯერ, შემდეგი კი ყოველთვიურად.

გართულებების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ თირკმლის დაავადებები ან ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ თირკმლის ფუნქციის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში მოცემული კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია სისხლის შრატში კრეატინინის დონის და/ან კრეატინინის კლირენსის შემოწმება კვირაში 1-ჯერ მკურნალობის დაწყებისას ან ცვლილების დროს ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი თვეში 1-ჯერ. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი შეადგენს 40 მლ/წთ - <60 მლ/წთ-ს, განსაკუთრებით დამატებითი რისკ ფაქტორების არსებობისას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, მაგ: თანმლხები მკურნალობა, დეჰიდრატაცია ან მწვავე ინფექციები.

იყო შეტყობინებები თირკმლის ტუბულოპათიის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დეფერაზიროქსს. ამ პაციენტების უმეტესობა იყვნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბეტა-თალასემია და შრატში ფერიტინის დონე იყო < 1500 მკგ/ლ.

თვეში ერთჯერ უნდა ჩატარდეს პროტერინურიის დონის განმსაზღვრელი ანალიზები.

შეიძლება გადაიხედოს დოზების შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის საკითხი ღვიძლის მილაკოვანი ფუნქციების მაჩვენებლების გადახრების და/ან კლინიკური საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის ფონზე დიარეის ან ღებინების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სათანადო ჰიდრატაციის შენარჩუნება.

მოზრდილ პაციენტებში პრეპარატ ექსჯადის დღიური დოზა უნდა შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის არაპროგრესირებადი ზრდა, რაც მკურნალობის დაწყებამდე არსებულ საშუალო მაჩვენებელ >33%-ით აჭარბებს და არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით. ბავშვებში დოზა უნდა შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის ზრდა ასაკის შესაბამის ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ.

ექსჯადის მიღება უნდა შეწყდეს თუ აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის პროგრესირებადი ზრდა ნორმის ზედა ზღვარს ზემოთ. მკურნალობა შეიძლება განახლდეს ინდივიდუალური კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვნებლების მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის მონიტორინგისთვის საჭირო რეკომენდაციები თავმოყრილია ცხრილში 1.

ცხრილი 1

კრეატინინის დონე შრატში

კრეატინინის კლირენსი შრატში

მკურნალობის დაწყებამდე

ორჯერ (2х)

და / ან

ორჯერ (2х)

უკუნაჩვენებია

მოცემულის ასაკის შესაბამის ULN-ზე* 2-ჯერ მეტი

ან

< 40 მლ/წთ

მონიტორინგი

ყოველთვიური

და / ან

ყოველთვიური

გართულებების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ თირკმლის დაავადებები ან პაციენტეში, რომლებიც ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის გაუარესება. მკურნალობის დაწყების ან ცვლილების (მათ შორის წამლის ფორმის) დროს პირველი თვის განმავლობაში მონიტორინგი უნდა იყოს:

ყოველკვირეული

და / ან

ყოველკვირეული

დღიური დოზა უნდა შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე (ექსჯადის დისპერგირებადი ტაბლეტები) თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევისას აღინიშნა შემდეგი მოვლენები, რომლებიც არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით.

მოზრდილი პაციენტები და

ბავშვები

მკურნალობამდე არსებულ საშუალო მაჩვენებლებზე >33%-ით მეტი (არაპროგრესირებადი მომატება)

> ასაკობრივ ULN-ზე

დოზის შემცირების შემდეგ მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ

მოზრდილი პაციენტები და ბავშვები

შრატში კრეატინინის დონის პროგრესირებადი მატება ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ

  • ULN – ნორმის ზედა ზღვარი

პრეპარატის მიღება ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს

პრეპარატ ექსჯადის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით). დეფერაზიროქსი მიიღებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ღვიძლის ტრანსამინაზების საწყისი დონე ხუთჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს. ტრანსამინაზების ასეთ დონეს ზეგავლენა არ მოუხდენია დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკაზე.

დეფერაზიროქსი ძირითადად გამოიყოფა გლუკორონიდაციის გზით და მინიმალური ოდენობით (დაახლოებით 8%), მეტაბოლიზდება ოქსიგენაზური რეაქციების მეშვეობით, რომლებიც კატალიზდებიან ციტოქრომა P450-ის ფერმენტების მეშვეობით.

ნაკლებად ხშირად (0,3%) დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ნორმის ზედა ზღვარზე >10-ჯერ მატება, რაც იძლევა ჰეპატიტის არსებობის ვარაუდს. პოსტ-მარკეტინგულ ანგარიშებში დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. ღვიძლის უკმარისობა უმეტესად დაფიქსირდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ცეროზი და მულტიორგანული უკმარისობა. რეკომენდებულია ტრანსამინაზების, ბილირუბინის და ტუტე ფოსფოტაზას დონეების შემოწმება მკურნალობის დაწყებამდე, ყოველ 2 კვირაში პირველი თვის განმავლობაში და შემდეგ თვეში ერთჯერ. პრეპარატ ექსჯადის მიღება უნდა შეწყდეს სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის მდგრადი და პროგრესირებადი ზრდის შემთხვევაში, რაც არ უკავშირდება სხვა მიზეზებს. გადახრების მიზეზების დადგენის ან მაჩვენებლების დარეგულირების შემდეგ შესაძლებელია გადაიხედოს პრეპარატ ექსჯადის დაბალი დოზებით მკურნალობის განახლების საკითხი, რომელიც შემდგომ თანდათან იზრდება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება. რეგისტრირებულ იქნა წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენების შემთხვევები დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და მოზარდებში. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა კუჭისა და ნაწლავების მრავლობითი წყლულები. იშვიათად გამოვლინდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლეტალური სისხლდენების შემთხვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და/ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა. პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის პერიოდში ექიმები და პაციენტები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და სისხლდენების ნიშნებს და სიმპტომებს, დროულად უნდა დაიწყოს დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ სერიოზულ გვერდით მოვლენაზე ეჭვის არსებობისას. იყო შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციით გართულებული წყლულების შესახებ (მათ შორის, ლეტალური შედეგით). სიფრთხილეა საჭირო ულცეროგენული პოტენციალის მქონე პრეპარატებთან ერთად მიღებისას (მაგ: ასაპ, კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოფონატები), ასევე ანტიკოაგულანტებთან კომბინაციის შემთხვევაში ან თუ თრომბოციტების რაოდენობა 50 x 109/ლ-ზე დაბალია.

დარღვევები კანის მხრივ.

დაფიქსირდა კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და პრეპარატზე რეაქცია ეიზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ან სასიკვდილო აღმოჩნდეს. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კანის მწვავე რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ, საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი. კანის მწვავე რეაქციის განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პრეპარატ ექსჯადით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ უნდა განაახლდეს.

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს აღინიშნა პოლიმორფული ერითემის იშვიათი შემთხვევები.

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი კანზე. მსუბუქი ან ზომიერი სიმწვავის გამონაყარის შემთხვევაში პრეპარატ ექსჯადით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დოზის კორექციის გარეშე, რადგანა ხშირად გამონაყარი სპონტანურად ქრება. უფრო წვავე ფორმის გამონაყარის და მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო აუცილებლობის შემთხვევაში გამონაყარის გაქრობის შემდეგ პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის განახლება შესაძლებელია უფრო დაბალი დოზით, რომელიც შემდგომ ნელ-ნელა იზრდება.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

ექსჯადით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა საშიში ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები (მაგ: ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება), უმეტესად მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატ ექსჯადის შეწყვეტა და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა. პრეპარატი ექსჯადი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უკვე ჰქონდათ დეფერაზიროქსით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რადგან არსებობს ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი.

მხედველობის და სმენის ორგანოები.

დეფერაზიროქსით მკურნალობისას დაფიქსირდა სმენის (სმენის დაქვეითება) და მხედველობის (თვალის ბროლის შემღვრევა) დარღვევები. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ თანაბარი ინტერვალებით (ყოველ 12 თვეში) რეკომენდებულია სმენის და მხედველობის შემოწმება (ფუნდოსკოპიის ჩათვლით). მკურნალობის პერიოდში დარღვევების გამოვლენისას განხილულ უნდა იქნას დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

დარღვევები სისხლის მხრივ.

პრეპარატის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში რეგისტრირებულ იქნა (სპონტანური შეტყობინებებიდან და კლინიკური გამოკვლევებიდან) ციტოპენიების განვითარების შემთხვევები. ციტოპენიები უმეტესად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური დარღვევები, რომლებიც ხშირად უკავშირდებოდა ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის უკმარისობას. ციტოპენიების განვითარების მოცემულ შემთხვევებს და დეფერაზიროქსის გამოყენებას შორის ურთიერთკავშირი ზუსტად არ არის განსაზღვრული. რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი ჰემატოლოგიური დარღვევების კონტროლზე სტანდარტული კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად. დაუდგენელი ეტიოლოგიის ციტოპენიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეჩერდეს. პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის განახლება შესაძლებელია ციტოპენიის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემთხვევაში.

სხვა ფაქტორები.

რკინის შემბოჭველი სხვა საშუალებების მსგავსად პრეპარატ ექსჯადის ტოქსიურობის რისკი შეიძლება გაიზარდოს უსაფუძვლოდ ძალიან მაღალი დოზების მიღებისას პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში რკინით გადატვირთვა უმნიშვნელოა ან ფერიტინის დონე უმნიშვნელოდ მომატებულია. მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შეფასების და ჭარბი ხელატიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით რეკომენდებულია სისხლის შრატში ფერიტინის დონის ყოველთვიურად გაკონტროლება. რეკომენებულია სისხლის შრატში ფერიტინის დონის, ასევე თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების უფრო ყურადღებით გაკონტროლება მაღალი დოზებით მკურნალობის დროს და როდესაც სისხლის შრატში ფერიტინის დონე ახლოს არის სამიზნე დიაპაზონთან (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზები“).

დისპერგირებადი ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში 5 წლიანი დაკვირვების პერიოდში დეფერაზიროქსის მიღებას არ გამოუწვევია ზრდის შეფერხება ბავშვებში. თუმცა სიფრთხილის ზოგადი ზომის სახით თანაბარი ინტერვალებით (ყოველ 12 თვეში) უნდა გაკონტროლდეს ბავშვების სხეულის მასა, სიმაღლე და განვითარება.

დისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (1,1 მგ ლაქტოზა დეფერაზიროქსის თითოეულ მგ-ზე). პრეპარატის ამ ფორმის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა ან ლაქტაზას მწვავე დეფიციტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა შეამცირონ ექსჯადის სისტემური ზემოქმედება.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები, ერთჯერადი დოზა 30 მგ/კგ) და ურიდინ დიფოსფატის-გლუკორონილტრანსფერაზას (უგტ) ძლიერი ინდუქტორის (რიფამპიცინი, განმეორებითი დოზა 600 მგ/დღეში) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია დეფერაზიროქსის ზემოქმედების 44%-ით შემცირება (90% CI: 37% - 51%). ამგვარად, ექსჯადის და უგტ-ის ძლიერი ინდუქტორების (მაგ: რიფამპიცინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, რიტონავირი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატ ექსჯადის ეფექტურობის შემცირება. პრეპარატ ექსჯადის და უგტ-ის ძლიერი

სულ მცირე ჭამამდე 30 წუთით ადრე, სასურველია ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად. ინდუქტორის ერთობლივად მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატ ექსჯადის დოზის მომატება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

საკვების ზეგავლენა.

დეფერაზიროქსის ბიოშეღწევადობა გაიზარდა სხვადასხვანაირად საკვებთან ერთად მიღებისას. შესაბამისად აუცილებელია პრეპარატ ექსჯადის უზმოზე, სულ მცირე კვებამდე 30 წუთით ადრე მიღება, სასურველია დღის ერთი და იგივე მონაკვეთში.

ურთიერთქმედება მიდაზოლამთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის მეშვეობით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების და მიდაზოლამის (CYP3A4 იზოეფერმენტის სუბსტრატი) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია მიდაზოლამის ზემოქმედების 17%-ით შემცირება (90% CI: 8% - 26%). კლინიკურ პირობებში ეს ეფექტი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. ამგვარად, ეფექტურობის შემცირების ალბათობის გამო, დეფერაზიროქსი სიფრთხილით მიიღება ისეთ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის მეშვეობით (მაგ: ციკლოსპორინი, სიმვასტატინი, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები).

ურთიერთქმედება რეპაგლინიდთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C8-ის მეშვეობით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის (განმეორებითი დოზა 30 მგ/კგ დღეში, დისპერგირებადი ტაბლეტები) და CYP2C8 იზოფერმენტის სუბსტრატის - რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,5 მგ) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია რეპაგლინიდის AUC-ის და Cmax-ის 131%-ით (90 % CI: 103% - 164%) და 62%-ით (90% CI: 42% - 84%) გაზრდა. დეფერაზიროქსის და რეპაგლინიდის ერთდროულად დანიშვნისას გულდასმით უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე. დეფერაზიროქსს და CYP2C8-ის სხვა სუბსტრატებს შორის (მაგ: პაკლიტაქსელი) ურთიერთქმედება არ არის გამორიცხული.

ურთიერთქმედება თეოფილინთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP1A2-ის მეშვეობით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები, განმეორებითი დოზა 30 მგ/კგ/დღეში) და CYP1A2-ის იზოფერმენტის სუბსტრატის - თეოფილინის (ერთჯერადი დოზა 120 მგ) ერთობლივად მიღებამ გამოიწვია თეოფილინის AUC-ის 84%-ით ზრდა (90% CI: 73 % - 95 %). ერთჯერადი დოზის მიღებისას Cmax არ შეცვლილა, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობისას მოსალოდნელია თეოფილინის Cmax-ის მომატება. დეფერაზიროქსის და თეოფილინის ერთობლივად დანიშვნისას უნდა გაკონტროლდეს თეოფილინის კონცენტრაციები და უნდა განიხილოს ამ უკანასკნელის დოზის შემცირების შესაძლებლობა. დეფერაზიროქსს და CYP1A2-ის სხვა სუბსტრატებს შორის ურთიერთქმედება არ არის გამორიცხული.

ურთიერთქმედება ბუსულფანთან.

ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით დეფერაზიროქსის და ბუსულფანის ერთობლივად მიღებამ გამოიწვია ბუსულფანის ზემოქმედების (AUC) მომატება, რაც შეადგენდა დაახლოებით 40-150%-ს. მოქმედების მექანიზმი უცნობია. სიფრთხილეა საჭირო დეფერაზიროქსის და ბუსულფანის ერთობლივად მიღებისას, უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ბუსულფანის კონცენტრაცია.

სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში დეფერაზიროქსს და დიგოქსინს შორის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

დეფერაზიროქსის და C ვიტამინის ერთობლივად გამოყენება ოფიციალურად შესწავლილი არ არის. C ვიტამინის 200 მგ-მდე დღიური დოზების მიღებას არ უკავშირდებოდა არასასურველი შედეგების განვითარება.

დეფერაზიროქსის უსაფრთხოების პროფილი რკინის შემბოჭველ სხვა საშუალებებთან კომბინაციაში (დეფეროქსამინი, დეფერიპრონი) კლინიკურ კვლევებში, პოსტ-მარკეტინგულ კლევებში ან სამეცნიერო ლიტერატურაში (თუ გამოიყენება) მსგავსი იყო მონოთერაპიის შემთხვევაში დაფიქსირებული მონაცემებისა.

დეფერაზიროქსის და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება ოფიციალურად არ არის შესწავლილი. იმის მიუხედავად, რომ დეფერაზიროქსს გააჩნია უფრო დაბალი მსგავსება ალუმინის მიმართ, ვიდრე რკინის მიმართ, რეკომენდებული არ არის დეფერაზიროქსის მიღება ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად.

დადგენილი ულცეროგენული პოტენციალის მქონე ნივთიერებებთან ერთად (მაგ: ასაპ, კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოსფონატები) დეფერაზიროქსის მიღებისას, ასევე ანტიკოაგულანტებთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლინიკური მონაცემები ორსულობის მიმდინარეობაზე დეფერაზიროქსის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია პრეპარატის გარკვეული რეპროდუქციული ტოქსიურობა დედის ორგანიზმისთვის ტოქსიური დოზების მიღებისას. ადამიანისთვის მოსალოდნელი რისკი უცნობია. სიფრთხილის ზომის სახით არ არის რეკომენდებული პრეპარატ ექსჯადის მიღება ორსულობის პერიოდში, გამოხატული აუცილებლობის გარდა.

ძუძუთი კვების პერიოდი.

უცნობია ხვდება თუ არა დეფერაზიროქსი ადამიანის რძეში.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ დეფერაზიროქსი სწრაფად და მნიშვნელოვანი მოცულობით აღწევს დედის რძეში. შთამომავლობაზე ზეგავლენა არ გამოვლენილა დედის ორგანიზმისთვის დეფერაზიროქსის არატოქსიური დოზების მიღებისას. პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები.

კონტრაცეფცია

დეფერაზიროქსი სიფრთხილით მიიღება ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის საშუალებით, რადგან არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალების ეფექტურობის შემცირების ალბათობა (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ფერტილურობა

დეფერაზიროქსი ზეგავლენას არ ახდენს ფერტილურობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე ვირთაგვებში ტოქსიური დოზების შემთხვევაშიც კი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატ ექსჯადის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისგან ან სხვა მექანიზმების გამოყენებისგან თუ აღინიშნა თავბრუსხვევა.

გვერდითი მოვლენები

რკინით ტრანსფუზიური გადატვირთვის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში პრეპარატ ექსჯადის დისპერგირებადი ტაბლეტების ხანგრძლივად გამოყენებისას მოზრდილებში და ბავშვებში ყველაზე ხშირად აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები: დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პაციენტების 26%-ში (ძირითადად გულისრევა, ღებინება, დიარეა ან მუცლის ტკივილი) და კანზე გამონაყარი პაციენტების 7%-ში. მოცემული რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე, ზოგადად სუსტად ან ზომიერად გამოხატულია, ტრანზიტორული ხასიათისაა და უმეტეს შემთხვევაში ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.

პაციენტების თითქმის 36%-ში დაფიქსირდა სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო პროგრესირებადი მატება, ხშირად ნორმის ფარგლებში. აღნიშნული გვერდითი ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე, ხშირად ქრება სპონტანურად და ზოგჯერ მისი გამოხატულობა შეიძლება შემცირდეს პრეპარატის დოზის შემცირებისას.

კლინიკურ კვლევებში რკინით ტრანსფუზიური გადატვირთვის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დეფერაზიროქსის დისპერგირებად ტაბლეტებს, შემთხვევების 2%-ში აღინიშნა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, რაც დოზაზე დამოკიდებული არ არის. პაციენტების უმეტესობაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება დაფიქსირდა დეფერაზიროქსის მიღებამდე. ნაკლებად ხშირად (0,3%) აღინიშნა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, რომელიც >10-ჯერ აჭარბებდა ნორმის ზედა ზღვარს, რაც იძლევა ჰეპატიტის განვითარების ვარაუდს. პოსტ-მარკეტინგულ ანგარიშებში დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. უმეტესად ღვიძლის უკმარისობა განვითარდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ცეროზი და მულტიორგანული უკმარისობა. პრეპარატ ექსჯადის დისპერგირებადი ტაბლეტების გამოყენებით ჩატარებულ 1-წლიან, რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის და რკინით გადატვირთვის მქონე პაციენტებში ექსჯადის დღიური 10 მგ/კგ დოზების მიღებისას ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: დიარეა (9,1%), გამონაყარი (9,1%) და გულისრევა (7,3%). სისხლის შრატში კრეატინინის დონის და კრეატინინის კლირენსის პათოლოგიური მნიშვნელობები აღინიშნა შემთხვევების 5,5%-ში და 1,8%-ში, შესაბამისად. არსებობს ინფორმაცია ღვიძლის ტრანსამინაზების მატების შესახებ, რაც >2-ჯერ აჭარბებდა საწყის მაჩვენებლებს და 5-ჯერ აჭარბებდა ნორმის ზედა ზღვარს პაციენტების 1,8%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ექსჯადის დღიურ 10 მგ/კგ დოზებს.

რკინის შემბოჭველი სხვა საშუალებების მსგავსად დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში ნაკლებად ხშირად აღინიშნა სმენის დაკარგვა მაღალ სიხშირეებზე და თვალის ბროლის შემღვრევა (კატარაქტა).

დეფერაზიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); ნაკლებად ხშირად (≥ 1/1000, <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: უცნობია - ციტოპენიები1, მათ შორის, თრომბოციტოპენია1, ნეიტროპენია1 და ანემიის1 მიმდინარეობის გაუარესება (ციტოპენიები უმეტესად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური დარღვევები, რაც ასოცირდებოდა ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის უკმარისობასთან).

იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია - ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება)1.

ფსიქიკის მხრივ: ნაკლებად ხშირად - მოუსვენრობა, ძილის დარღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, ნაკლებად ხშირად - თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ნაკლებად ხშირად - კატარაქტა, მაკულოპათია; იშვიათად - მხედველობითი ნერვის ნევრიტი.

სმენის ორგანოს და ვესტიბულური აპარატის მხრივ: ნაკლებად ხშირად - სმენის დაკარგვა.

სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ: ნაკლებად ხშირად - ხორხის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დისპეფსია; ნაკლებად ხშირად - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის წყლული (მათ შორის მრავლობითი წყლულები), თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, მწვავე პანკრეატიტი; იშვიათად - საყლაპავის ანთება; უცნობია – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია1.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ტრანსამინაზების დონის მომატება; ნაკლებად ხშირად - ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება; უცნობია - ღვიძლის უკმარისობა1.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად - გამონაყარი, ქავილი; ნაკლებად ხშირად - პიგმენტაციის დარღვევა; იშვიათად - მულტიფორმული ერითემა, რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).; უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი1, ჰიპერმგრძნობიარე ვასკულიტი1, ჭინჭრის ციება1, ალოპეცია1, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი1.

თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლში კრეატინინის დონის მომატება; ხშირად - პროტეინურია; ნაკლებად ხშირად - თირკმლის ტუბულოპათია (ფანკონის სინდრომი); უცნობია - თირკმლის ტუბულარული ნეკროზი1, თირკმლის მწვავე უკმარისობა (უმეტესად სისხლის შრატში კრეატინინის დონე ≥2-ჯერ აჭარბებდა ნორმის ზედა ზღვარს და როგორც წესი შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტისას)1, ტუბულოინტერსტიციური ნეფრიტი1.

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის მიღების წესთან დაკავშირებული დარღვევები: ნაკლებად ხშირად - სხეულის ტემპერატურის მომატება, შეშუპება, დაღლილობა.

1 პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში სპონტანური შეტყობინებებიდან რეგისტრირებული გვერდითი რეაქციები, რომელთა შემთხვევაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი სიხშირის ან სამკურნალო საშუალებასთან მიზეზობრივი კავშირის სანდოდ დადგენა.

უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა ტრანსფუზიური თალასემიის ან მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე 173 მოზრდილი და ბავშვი, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ 24 კვირის განმავლობაში.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ციტოპენიები.

პოსტ-მარკეტინგული (სპონტანური და კლინიკური კვლევებიდან) კვლევების დროს დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ციტოპენიები, მათ შორის ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და დამამძიმებელი ანემია. მოცემული პაციენტების უმრავლესობას უკვე აღენიშნებოდა ჰემატოლოგიური დარღვევები, რაც უკავშირდებოდა ძვლის ტვინის უკმარისობას. უცნობია უკავშირდება თუ არა ეს დეფერაზიროქსის მიღებას.

პანკრეატიტი

დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის სერიოზული შემთხვევები, რაც უკავშირდებოდა, ასევე არ უკავშირდებოდა თანმხლებ, დოკუმენტურად დადასტურებულ ბილიარულ პათოლოგიას.

ბავშვები.

იყო შეტყობინებები თირკმლის ტუბოლოპათიის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ ექსჯადს. ამ პაციენტების უმრავლესობას მიეკუთვნებოდნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბეტა-თალასემია და შრატიში ფერიტინის კონცენტრაცია იყო < 1500 მკგ/ლ.

5 წლიან დაკვირვებით კვლევაში, რომელშიც ტრანსფუზიური ჰემოსიდეროზის მქონე 2-6 წლის (შერჩევის მომენტისთვის) 267 ბავშვი ღებულობდა დეფერაზიროქსს, გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენები ან ლაბორატორიული გადახრები არ დაფიქსირებულა. სისხლის შრატში კრეატინინის დონის 33%-ით მომატება და ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ ≥2 თანმიმდევრული განსაზღვრისას აღენიშნა პაციენტების 3,1%-ს და ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე >5-ჯერ მეტი იყო პაციენტების 4,3%-ში. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები, რაც სავარაუდოდ უკავშირდებოდა პრეპარატის მიღებას მოცემულ კვლევაში იყო: ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება (21,1%), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება (11,9%), ღებინება (5,4%), გამონაყარი (5,0%), შრატში კრეატინინის დონის მომატება (3,8%), მუცლის ტკივილები (3,1%) და დიარეა (1,9%). პედიატრიულ პოპულაციაში პრეპარატის გამოყენებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია ზრდაზე და საერთო განვითარებაზე.

ჭარბი დოზა

ჯანმრთელ სუბიექტებში კარგად აიტანებოდა ერთჯერადი 40 მგ/კგ დოზები.

დოზის ძლიერ გადაჭარბების ადრეული ნიშნები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების სახით, როგორიც არის მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება. დაფიქსირდა ღვიძლის და თირკმლის დაავადებების შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტის და კრეატინინის დონის მომატება, რაც შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. შემთხვევით 90 მგ/კგ დოზის მიღებამ გამოიწვია ფანკონი სინდრომის განვითარება, რაც აღარ გამოვლენილა მკურნალობის შემდეგ.

დეფერაზიროქსის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კლინიკური ჩვენებების მიხედვით შესაძლებელია ჩატარდეს ჭარბი დოზირებისთვის განკუთვნილი სტანდარტული პროცედურები (მაგ: ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა), ასევე სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დეფერაზიროქსი;

1 ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ან 500 მგ დეფერაზიროქსს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (К30), ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა.

დისპერგირებადი ტაბლეტები.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით, არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

28 ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის პირობები.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეფერაზიროქსი - პერორალური აქტიური ხელატის წარმომქნელი საშუალებაა, რომელსაც გაჩნია მაღალი სელექტიური აქტვობა რკინის (III) მიმართ. ეს არის ტრიდენტანტური ლიგანდი, რომელსაც აქვს მაღალი მსგავსება რკინის მიმართ და აკავშირებს მას თანაფარდობით 2:1. დეფერაზიროქსი ხელს უწყობს რკინის გამოყოფას, ძირითადად ფეკალიებში. დეფერაზიროქსს გააჩნია დაბალი მსგავსება თუთიის და სპილენძის მიმართ და არ იწვევს ამ ლითონების დონის შემცირებას სისხლის შრატში.

ფარმაკოდინამიკა.

თალასემიის და რკინით გადატვირთვის მქონე მოზრდილ პაციენტებში რკინის ბალანსის მეტაბოლურ კვლევაში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) დღიური 10, 20 და 40 მგ/კგ დოზების მიღებისას დღეში საშუალოდ გამოიყოფოდა 0,119, 0,329 და 0,445 მგ რკინა/კგ.

დეფერაზიროქსის შესწავლა მოხდა მოზრდილებში და ბავშვებში (2 წლიდან), რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლის ტრანსფუზიებით გამოწვეული ქრონიკული რკინით გადატვირთვა. ძირითად მდგომარეობებს, როდესაც აუცილებელია ტრანსფუზია, მიეკუთვნება ბეტა-თალასემია, ნამგლისებრ-უჯრედული ანემია და სხვა თანდაყოლილი და შეძენილი ანემიები (მიელოდისპლაზიური სინდრომი, დაიმონდ-ბლეკფანის სინდრომი, აპლასტიური ანემია და სხვა ძალიან იშვიათი ანემიები).

ბეტა-თალასემიით დაავადებულ მოზრდილებში და ბავშვებში, რომლებსაც ხშირად უტარდებოდათ სისხლის გადასხმები, დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) დღიური 20 და 30 მგ/კგ დოზების ერთი წლის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია ორგანიზმში რკინის საერთო შემცველობის მაჩვენებლების შემცირება; ღვიძლში რკინის კონცენტრაცია შემცირდა დაახლოებით 0,4 და 8,9 მგ რკინა/გ-ით (ბიოფსია მშრალ წონაზე). სისხლის შრატში ფერიტინის დონე შემცირდა დაახლოებით 36 და 926 მკგ/ლ-ით. ასეთივე დოზების შემთხვევაში რკინის გამოყოფის და შეწოვის თანაფარდობა იყო 1,02 (სუფთა რკინის ბალანსის მაჩვენებელი) და 1,67 (სუფთა რკინის გამოყოფის მაჩვენებელი). ანალოგიური რეაქციები დაფიქსირდა ანემიის სხვა ფორმების და რკინის გადატვირთვის მქონე პაციენტებში. დღიური დოზის 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთი წლის განმავლობაში მიღებამ შეიძლება შეინარჩუნოს რკინის დონე ღვიძლში და ფერიტინის დონე სისხლის შრატში და მოახდინოს სუფთა რკინის ბალანსი პაციენტებში, რომლებსაც იშვიათად უტარდებათ სისხლის გადასხმები ან გაცვლითი სისხლის გადასხმები. ფერიტინის დონე სისხლის შრატში, რომელიც მოწმდებოდა ყოველთვიურად, ასახავდა რკინის კონცენტრაციის ცვლილებებს ღვიძლში. ფერიტინის დონის ცვლილებები სისხლის შრატში შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობაზე რეაქციის დაკვირვებისთვის.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მიოკარდიუმში რკინის დაგროვება (მრტ T2*<20 მილიწამი), დეფერაზიროქსის გამოყენებამ ცხადყო მიოკარდიუმიდან რკინის გამოყოფა, რომელიც გამოიხატებოდა T2* მაჩვენებლების პროგრესირებად გაუმჯობესებაში 3-წლიანი დაკვირვების მიხედვით.

პაციენტებში, რომლბსაც არ აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის რკინით გადატვირთვა, დეფერაზიროქსის გამოყენებამ ცხადყო მიოკარდიუმში რკინის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვების თავიდან აცილების უნარი (T2*<20 მილიწამი მაჩვენებლების შენარჩუნება 1-წლიანი დაკვირვების მიხედვით) მნიშვნელოვანი უწყვეტი ტრანსფუზიური დატვირთვის მიუხედავად.

არატრანსფუზიური თალასემიის და რკინის გადატვირთვის მქონე პაციენტებში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) დღიური 10 მგ/კგ დოზების ერთი წლის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია ღვიძლში რკინის საშუალო კონცენტრაციის შემცირება მშრალი მასის - 3,80 მგ-ით რკინა/გ (მშრალი წონა) საწყის დონესთან შედარებით, ხოლო პლაცებოს ჯგუფში გაიზარდა 0,38 მგ-ით რკინა/გ (მშრალი წონა). გარდა ამისა, დეფირაზიროქსის დღიური 10 მგ/კგ დოზების ერთი წლის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია ფერიტინის საშუალო კონცენტრაციის შემცირება - 222.0 მკგ/ლ-ით, ხოლო პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი გაიზარდა - 114,5 მკგ/ლ-ით.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა.

დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა საშუაოდ 1,5–4 საათში. დეფერაზიროქსის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (AUC) შეადგენს თითქმის 70%-ს ინტრავენურ დოზასთან შედარებით.

ჯამური ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საუზმესთან (ცხიმის შემცველობა > კალორიების 50%) ერთად მიღებისას და დაახლოებით 50%-ით მაღალი იყო სტანდარტულ საუზმესთან ერთად მიღებისას. დეფერაზიროქსის ბიოშეღწევადობა (AUC) ზომიერად (დაახლოებით 13-25%-ით) გაიზარდა ცხიმის ნორმალური ან მაღალი შემცველობის საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე მიღებისას. დისპერგირებადი ტაბლეტების ფორთოხლის ან ვაშლის წვენში გახსნისას დეფერაზიროქსის ჯამური ექსპოზიცია (AUC) მსგავსი იყო წყალში გახსნისას დაფიქსირებული ექსპოზიციისა (შეფარდებითი მნიშვნელობები AUC 103% და 90%, შესაბამისად).

განაწილება.

დეფერაზიროქსი მნიშვნელოვნად, თითქმის სრულად (99%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, შრატის ალბუმინს; განაწილების მოცულობა მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 14 ლ-ს.

ბიოტრანსფორმაცია.

გლუკურონიდაცია - დეფერაზიროქსის ძირითადი მეტაბოლური გზა, რომელიც შემდგომ ნაღველთან ერთად გამოიყოფა. სავარაუდოდ მიმდინარეობს გლუკურონიდების დეკონიუგაცია ნაწლავებში და შემდგომ მათი რეაბსორბცია (ნაწლავური-ღვიძლის ცირკულაცია). ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ქოლესტირამინის მიღებამ გამოიწვია დეფერაზიროქსის ექსპოზიციის (AUC) 45%-ით შემცირება.

დეფერაზიროქსი გლუკურონიზირდება ძირითადად 1A1 უდფ-გლუკურონილ-ტრანსფერაზის (უგტ1A1) და ნაკლებად 1A3 უდფ-გლუკურონილტრანსფერაზის (უგტ1A3) საშუალებით. დეფერაზიროქსის კატალიზირებული CYP450 (ჟანგავითი) მეტაბოლიზმი ადამიანებში ვლინდება უმნიშვნელოდ (დაახლოებით 8%). in vitro პირობებში დეფერაზიროქსის მეტაბოლიზმის ჰიდროქსიშარდოვანით დათრგუნვა არ გამოვლენილა.

გამოყოფა

დეფერაზიროქსი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან ფეკალიებში (დოზის 84%). დეფერაზიროქსის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა თირკმელებით მინიმალურია (დოზის 8%). ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (t1/2) შეადგენს 8-16 საათს.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება.

დეფერაზიროქსის Cmax და AUC0-24სთ იზრდება დოზასთან ერთად თითქმის სწორხაზოვნად წონასწორულ მდგომარეობამდე. მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ექსპოზიცია გაიზარდა კუმულაციის კოეფიციენტით 1,3 - 2,3.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.

ბავშვები.

დეფერაზიროქსის საერთო ექსპოზიცია მოზარდებში (12-17 წლის) და ბავშვებში (2-12 წლის) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექსპოზიცია 50%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილებში. სავარაუდოდ აღნიშნულს არ მოყვება კლინიკური შედეგები, რადგან დოზების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

სქესი.

დეფერაზიროქსის კლირენსი ქალებში ზომიერად უფრო დაბალია (17,5%-ით), ვიდრე მამაკაცებში, რასაც არ მოყვება კლინიკური შედეგები, რადგან დოზების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

ხანდაზმული პაციენტები.

დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან) არ არის შესწავლილი.

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევები.

დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევების (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) მქონე 6 პაციენტში დეფერაზიროქსის AUC საშუალო მნიშვნელობა გაიზარდა 16%-ით ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე 6 პაციენტში აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) მქონე 6 პაციენტში დეფერაზიროქსის AUC საშუალო მნიშვნელობა გაიზარდა 76%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე 6 პაციენტთან შედარებით. დეფერაზიროქსის Сmax საშუალო მნიშვნელობა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში გაიზარდა 22%-ით ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) ზეგავლენა შეფასებულ იქნა მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში. დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებული არ იყო ღვიძლის ტრანსამინაზების დონეებზე, რაც 5-ჯერ აჭარბებდა ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ექსჯადი

(EXJADE®)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: დეფერაზიროქსი;

1 ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ან 500 მგ დეფერაზიროქსს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (К30), ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა.

დისპერგირებადი ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

რკინასთან ხელატური ნაერთების წარმომქმნელი საშუალებები.

ათქ კოდი: V03AC03.

კლინიკური თვისებები.

ჩვენებები.

სისხლის მრავალჯერადი ტრანსფუზიების შემდეგ რკინით ქრონიკული გადატვირთვის (ტრანსფუზიური ჰემოსიდეროზი) მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში და 2 წლიდან ბავშვებში.

რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობა არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის მქონე 10 წლიდან პაციენტებში.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პაციენტები, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი შეადგენს <40 მლ/წთ-ს ან სისხლის შრატში კრეატინინის დონე >2-ჯერ აჭარბებს ასაკის შესაბამის ნორმის ზედა ზღვარს.

მიელოდისპლაზიური სინდრომის განვითარების მაღალი რისკის და სხვა ჰემატოლოგიური და არაჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტები, რომელთა შემთხვევაში ნაკლებ მოსალოდნელია რკინის შემბოჭველი თერაპიის სარგებელი დაავადებების სწრაფი პროგრესირების გამო.

გამოყენების წესი და დოზები.

ტრანსფუზიით გამოწვეული რკინით გადატვირთვა

რეკომენდებულია მკურნალობა დაიწყოს დაახლოებით 20 ერთეული (≈100 მლ/მკგ) ერითროციტული მასის გადასხმის შემდეგ ან როდესაც კლინიკური კონტროლის ფარგლებში არსებობს რკინის ქრონიკული სიჭარბის ნიშნები (მაგ: შრატში ფერიტინის დონე >1000 მკგ/ლ). დოზების (მგ/კგ) დაანგარიშება და დამრგვალება უნდა მოხდეს უახლოეს მთლიან ტაბლეტამდე.

რკინახელატური თერაპიის მიზანია ტრანსფუზიების დროს შეყვანილი რკინის გამოყოფა და საჭიროების შემთხვევაში რკინის არსებული გადაჭარბებული კონცენტრაციის შემცირება. ორგანიზმიდან დაგროვილი რკინის გამოყოფის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად რკინის შემბოჭველი თერაპიის მოსალოდნელი სარგებელის და რისკების გათვალისწინებით.

დოზირება.

საწყისი დოზა.

პრეპარატ ექსჯადის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე.

პაციენტებში, რომლებიც ტრანსფუზიის სახით ღებულობენ თვეში >14 მლ/კგ ერითროციტულ მასას (დაახლოებით >4 ერთეული/თვეში მოზრდილ პაციენტებში) ორგანიზმში რკინის მომატებული დონის შემცირების მიზნით შესაძლებელია განხილული იქნეს საწყისი დღიური 30 მგ/კგ დოზების გამოყენება.

პაციენტებში, რომლებიც ტრანსფუზიის სახით ღებულობენ თვეში <7 მლ/კგ ერითროციტულ მასას (დაახლოებით <2 ერთეული/თვეში მოზრდილ პაციენტებში) ორგანიზმში რკინის ნორმალური დონის შენარჩუნების მიზნით შესაძლებელია განხილული იქნეს საწყისი დღიური 10 მგ/კგ დოზების გამოყენება.

დეფეროქსამინით მკურნალობის ფონზე კარგი კლინიკური პასუხის მქონე პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ პრეპარატ ექსჯადის საწყისი დოზა, რომელიც შეადგენს დეფეროქსამინის დოზის ნახევარს (მაგ: პაციენტი, რომელიც ღებულობს დეფეროქსამინს დოზით 40 მგ/კგ/დღეში 5 დღე შეიძლება გადაყვანილ იქნეს პრეპარატ ექსჯადის საწყის დღიურ 20 მგ/კგ დოზაზე).

შემანარჩუნებელი დოზა.

რეკომენდებულია ფერიტინის დონის ყოველთვიურად გაკონტროლება სისხლის შრატში და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატ ექსჯადის დოზის კორექცია ყოველ 3-6 თვეში სისხლის შრატში ფერიტინის დონის ცვლილების მიხედვით. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 5-10 მგ/კგ-ით, კორექციის მიმართულება განისაზღვრება პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური ეფექტურობის და თერაპიული მიზნების (რკინის დონის შენარჩუნება ან შემცირება) მიხედვით. პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში 30 მგ/კგ დოზებით ვერ მიიღწევა სათანადო კონტროლი (მაგ: ფერიტინის დონე სისხლის შრატში მუდმივად აჭარბებს 2500 მკგ/ლ-ს და არ ვლინდება შემცირების ტენდენცია დროთა განმავლობაში) შეიძლება განხილულ იქნეს 40 მგ/კგ-მდე დოზა. რეკომენდებული არ არის 40 მგ/კგ-ზე მაღალი დოზის დანიშვნა, რადგანაც ასეთი გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ფერიტინის დონემ სისხლის შრატში მიაღწია სასურველ მაჩვენებელს (როგორც წესი 500 მკგ - 1000 მკგ/ლ შორის) დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 5-10 მგ/კგ-ით, რათა ფერიტინის დონე სისხლის შრატში შენარჩუნდეს სასურველი დიაპაზონის ფარგლებში და მინიმუმადე იქნას დაყვანილი ჭარბი ხელატიზაციის რისკი (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ ფერიტინის დონე სისხლის შრატში მუდმივად ეცემა 500 მკგ/ლ-ზე ქვემოთ.

რკინის შემბოჭველი სხვა საშუალებების მსგავსად, პრეპარატ ექსჯადის ტოქსიურობის რისკი შესაძლოა გაიზარდოს უსაფუძვლოდ მაღალი დოზების მიღებისას პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში რკინით გადატვირთვა უმნიშვნელოა ან ფერიტინის დონე უმნიშვნელოდ მომატებულია.

არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომი

დოზირება.

რკინის შემბოჭველი თერაპია უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რკინით გადატვირვა დადასტურებულია (რკინის კონცენტრაცია ღვიძლში (LIC) ≥ 5 მგ რკინა/გ (მშრალი წონა) ან ფერიტინის დონე სისხლის შრატში > 800 მკგ/ლ).

თუ რკინის კონცენტრაცია ღვიძლში არ შეფასებულა, რკინის შემბოჭველი მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით ჭარბი ხელატიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

საწყისი დოზა.

პრეპარატ ექსჯადის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე.

შემნარჩუნებელი დოზა.

მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შეფასების და ჭარბი ხელატიზაციის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით რეკომენდებულია ყოველთვიურად გაკონტროლდეს სისხლის შრატში ფერიტინის დონე (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). ყოველ 3-6 თვეში უნდა გადაიხედოს დოზის 5-10 მგ/კგ-ით გაზრდის საკითხი თუ LIC ნარჩუნდება ≥7 მგ რკინა/გ (მშრალი წონა) დონეზე ან სისხლის შრატში ფერიტინის დონე ნარჩუნდება >2000 მკგ/ლ-ზე (შემცირების ტენდენცია არ აღინიშნება) და პაციენტი კარგად იტანს პრეპარატს. არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული 20 მგ/კგ-ზე უფრო მაღალი დოზების დანიშვნა პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო. პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში LIC არ შეფასებულა და ფერიტინის კონცენტრაცია შრატში შეადგენს ≤ 2000 მკგ/ლ-ს, დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 მგ/კგ-ს.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში პრეპარატის დოზა გაიზარდა და დაინიშნა 10 მგ/კგ-ზე მაღალი დოზა რეკომენდებულია დოზის შემცირება ≤10 მგ/კგ-მდე თუ LIC შეადგენს <7 მგ რკინა/გ-ს (მშრალი წონა) ან სისხლის შრატში ფერიტინის დონე არის ≤ 2000 მკგ/ლ.

მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ მიიღწევა რკინის დონის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები (LIC <3 მგ რკინა/გ (მშრალი წონა) ან სისხლის შრატში ფერიტინის დონე <300 მკგ/ლ). მკურნალობა შეიძლება განახლდეს თუ კლინიკური კონტროლის ფარგლებში დასტურდება რკინის სიჭარბე.

გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლიდან)

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ზემოთ აღწერილის მსგავსია. კლინიკურ კვლევებში ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნა ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, შესაბამისად საჭიროა ყურადღებით დაკვირვება გვერდითი ეფექტების განვითარებაზე, რასაც შესაძლოა დასჭირდეს დოზის კორექცია.

ბავშვები.

ბავშვებში დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ისეთივეა, როგორც მოზრდილ პაციენტებში. მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შეფასების და ჭარბი ხელატიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით რეკომენდებულია ყოველთვიურად გაკონტროლდეს შრატში ფერიტინის დონე (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“). დოზის გაანგარიშების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს დროთა განმავლობაში ბავშვების სხეულის მასის ცვლილება.

პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობისას სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში სისხლის შრატში კრეატინინის დონე აჭარბებს ასაკის შესაბამისი ნორმის ზედა ზღვარს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 40 - <60 მლ/წთ-ს, განსაკუთრებით ისეთი ფაქტორების ზეგავლენისას, რომლებმაც შესაძლოა გააუარესონ თირკმლის ფუნქცია, მაგ: თანმხლები მკურნალობა, დეჰიდრატაცია ან მწვავე ინფექციები. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყის დოზასთან მიმართებაში განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს. სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია უნდა გაკონტროლდეს ყოველთვიურად ყველა პაციენტში და საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე.

პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.

პრეპარატ ექსჯადის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. ყველა პაციენტში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები უნდა შემოწმდეს მკურნალობის წინ, ყოველ 2 კვირაში პირველი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ყოველთვიურად.

მიღების წესი.

პრეპარატი ექსჯადი მიიღება დღეში ერთჯერ უზმოზე კვებამდე 30 წუთით ადრე, სასურველია ერთი და იგივე დროს. დისპერგირებადი ტაბლეტებისგან მზადდება სუსპენზია. ტაბლეტებს ათავსებენ ერთ ჭიქა წყალში, ფორთოხლის ან ვაშლის წვენში (100-200 მლ) და ურევენ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მომზადებული სუსპენზია მიიღება პერორალურად, შემდეგ ჭიქაში არსებულ დარჩენილ ნაწილს უმატებენ მცირე მოცულობის წყალს ან წვენს, მორევის შემდეგ ასევე მიიღება აღნიშნული სითხე. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა. დისპერგირებადი ტაბლეტების გახსნა არ არის რეკომენდებული გაზიან სასმელებში ან რძეში, რადგან წარმოიქმნება ჭარბი ქაფი და შესაბამისად ნელა იხსნება.

გვერდითი რეაქციები.

რკინით ტრანსფუზიური გადატვირთვის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში პრეპარატ ექსჯადის დისპერგირებადი ტაბლეტების ხანგრძლივად გამოყენებისას მოზრდილებში და ბავშვებში ყველაზე ხშირად აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები: დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პაციენტების 26%-ში (ძირითადად გულისრევა, ღებინება, დიარეა ან მუცლის ტკივილი) და კანზე გამონაყარი პაციენტების 7%-ში. მოცემული რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე, ზოგადად სუსტად ან ზომიერად გამოხატულია, ტრანზიტორული ხასიათისაა და უმეტეს შემთხვევაში ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.

პაციენტების თითქმის 36%-ში დაფიქსირდა სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო პროგრესირებადი მატება, ხშირად ნორმის ფარგლებში. აღნიშნული გვერდითი ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე, ხშირად ქრება სპონტანურად და ზოგჯერ მისი გამოხატულობა შეიძლება შემცირდეს პრეპარატის დოზის შემცირებისას.

კლინიკურ კვლევებში რკინით ტრანსფუზიური გადატვირთვის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დეფერაზიროქსის დისპერგირებად ტაბლეტებს, შემთხვევების 2%-ში აღინიშნა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, რაც დოზაზე დამოკიდებული არ არის. პაციენტების უმეტესობაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება დაფიქსირდა დეფერაზიროქსის მიღებამდე. ნაკლებად ხშირად (0,3%) აღინიშნა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, რომელიც >10-ჯერ აჭარბებდა ნორმის ზედა ზღვარს, რაც იძლევა ჰეპატიტის განვითარების ვარაუდს. პოსტ-მარკეტინგულ ანგარიშებში დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. უმეტესად ღვიძლის უკმარისობა განვითარდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ცეროზი და მულტიორგანული უკმარისობა. პრეპარატ ექსჯადის დისპერგირებადი ტაბლეტების გამოყენებით ჩატარებულ 1-წლიან, რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში არატრანსფუზიური თალასემიის სინდრომის და რკინით გადატვირთვის მქონე პაციენტებში ექსჯადის დღიური 10 მგ/კგ დოზების მიღებისას ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: დიარეა (9,1%), გამონაყარი (9,1%) და გულისრევა (7,3%). სისხლის შრატში კრეატინინის დონის და კრეატინინის კლირენსის პათოლოგიური მნიშვნელობები აღინიშნა შემთხვევების 5,5%-ში და 1,8%-ში, შესაბამისად. არსებობს ინფორმაცია ღვიძლის ტრანსამინაზების მატების შესახებ, რაც >2-ჯერ აჭარბებდა საწყის მაჩვენებლებს და 5-ჯერ აჭარბებდა ნორმის ზედა ზღვარს პაციენტების 1,8%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ექსჯადის დღიურ 10 მგ/კგ დოზებს.

რკინის შემბოჭველი სხვა საშუალებების მსგავსად დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში ნაკლებად ხშირად აღინიშნა სმენის დაკარგვა მაღალ სიხშირეებზე და თვალის ბროლის შემღვრევა (კატარაქტა).

დეფერაზიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); ნაკლებად ხშირად (≥ 1/1000, <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: უცნობია - ციტოპენიები1, მათ შორის, თრომბოციტოპენია1, ნეიტროპენია1 და ანემიის1 მიმდინარეობის გაუარესება (ციტოპენიები უმეტესად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური დარღვევები, რაც ასოცირდებოდა ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის უკმარისობასთან).

იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია - ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება)1.

ფსიქიკის მხრივ: ნაკლებად ხშირად - მოუსვენრობა, ძილის დარღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, ნაკლებად ხშირად - თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ნაკლებად ხშირად - კატარაქტა, მაკულოპათია; იშვიათად - მხედველობითი ნერვის ნევრიტი.

სმენის ორგანოს და ვესტიბულური აპარატის მხრივ: ნაკლებად ხშირად - სმენის დაკარგვა.

სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ: ნაკლებად ხშირად - ხორხის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დისპეფსია; ნაკლებად ხშირად - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის წყლული (მათ შორის მრავლობითი წყლულები), თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, მწვავე პანკრეატიტი; იშვიათად - საყლაპავის ანთება; უცნობია – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია1.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ტრანსამინაზების დონის მომატება; ნაკლებად ხშირად - ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება; უცნობია - ღვიძლის უკმარისობა1.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად - გამონაყარი, ქავილი; ნაკლებად ხშირად - პიგმენტაციის დარღვევა; იშვიათად - მულტიფორმული ერითემა, რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).; უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი1, ჰიპერმგრძნობიარე ვასკულიტი1, ჭინჭრის ციება1, ალოპეცია1, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი1.

თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლში კრეატინინის დონის მომატება; ხშირად - პროტეინურია; ნაკლებად ხშირად - თირკმლის ტუბულოპათია (ფანკონის სინდრომი); უცნობია - თირკმლის ტუბულარული ნეკროზი1, თირკმლის მწვავე უკმარისობა (უმეტესად სისხლის შრატში კრეატინინის დონე ≥2-ჯერ აჭარბებდა ნორმის ზედა ზღვარს და როგორც წესი შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტისას)1, ტუბულოინტერსტიციური ნეფრიტი1.

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის მიღების წესთან დაკავშირებული დარღვევები: ნაკლებად ხშირად - სხეულის ტემპერატურის მომატება, შეშუპება, დაღლილობა.

1 პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში სპონტანური შეტყობინებებიდან რეგისტრირებული გვერდითი რეაქციები, რომელთა შემთხვევაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი სიხშირის ან სამკურნალო საშუალებასთან მიზეზობრივი კავშირის სანდოდ დადგენა.

უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა ტრანსფუზიური თალასემიის ან მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე 173 მოზრდილი და ბავშვი, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ 24 კვირის განმავლობაში.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ციტოპენიები.

პოსტ-მარკეტინგული (სპონტანური და კლინიკური კვლევებიდან) კვლევების დროს დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ციტოპენიები, მათ შორის ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და დამამძიმებელი ანემია. მოცემული პაციენტების უმრავლესობას უკვე აღენიშნებოდა ჰემატოლოგიური დარღვევები, რაც უკავშირდებოდა ძვლის ტვინის უკმარისობას. უცნობია უკავშირდება თუ არა ეს დეფერაზიროქსის მიღებას.

პანკრეატიტი

დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის სერიოზული შემთხვევები, რაც უკავშირდებოდა, ასევე არ უკავშირდებოდა თანმხლებ, დოკუმენტურად დადასტურებულ ბილიარულ პათოლოგიას.

ბავშვები.

იყო შეტყობინებები თირკმლის ტუბოლოპათიის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ ექსჯადს. ამ პაციენტების უმრავლესობას მიეკუთვნებოდნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბეტა-თალასემია და შრატიში ფერიტინის კონცენტრაცია იყო < 1500 მკგ/ლ.

5 წლიან დაკვირვებით კვლევაში, რომელშიც ტრანსფუზიური ჰემოსიდეროზის მქონე 2-6 წლის (შერჩევის მომენტისთვის) 267 ბავშვი ღებულობდა დეფერაზიროქსს, გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენები ან ლაბორატორიული გადახრები არ დაფიქსირებულა. სისხლის შრატში კრეატინინის დონის 33%-ით მომატება და ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ ≥2 თანმიმდევრული განსაზღვრისას აღენიშნა პაციენტების 3,1%-ს და ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე >5-ჯერ მეტი იყო პაციენტების 4,3%-ში. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები, რაც სავარაუდოდ უკავშირდებოდა პრეპარატის მიღებას მოცემულ კვლევაში იყო: ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება (21,1%), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება (11,9%), ღებინება (5,4%), გამონაყარი (5,0%), შრატში კრეატინინის დონის მომატება (3,8%), მუცლის ტკივილები (3,1%) და დიარეა (1,9%). პედიატრიულ პოპულაციაში პრეპარატის გამოყენებას მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია ზრდაზე და საერთო განვითარებაზე.

ჭარბი დოზა.

ჯანმრთელ სუბიექტებში კარგად აიტანებოდა ერთჯერადი 40 მგ/კგ დოზები.

დოზის ძლიერ გადაჭარბების ადრეული ნიშნები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების სახით, როგორიც არის მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა და ღებინება. დაფიქსირდა ღვიძლის და თირკმლის დაავადებების შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტის და კრეატინინის დონის მომატება, რაც შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. შემთხვევით 90 მგ/კგ დოზის მიღებამ გამოიწვია ფანკონი სინდრომის განვითარება, რაც აღარ გამოვლენილა მკურნალობის შემდეგ.

დეფერაზიროქსის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კლინიკური ჩვენებების მიხედვით შესაძლებელია ჩატარდეს ჭარბი დოზირებისთვის განკუთვნილი სტანდარტული პროცედურები (მაგ: ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა), ასევე სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა, ძუძუთი კვება, რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები

ორსულობა.

კლინიკური მონაცემები ორსულობის მიმდინარეობაზე დეფერაზიროქსის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია პრეპარატის გარკვეული რეპროდუქციული ტოქსიურობა დედის ორგანიზმისთვის ტოქსიური დოზების მიღებისას. ადამიანისთვის მოსალოდნელი რისკი უცნობია. სიფრთხილის ზომის სახით არ არის რეკომენდებული პრეპარატ ექსჯადის მიღება ორსულობის პერიოდში, გამოხატული აუცილებლობის გარდა.

ძუძუთი კვების პერიოდი.

უცნობია ხვდება თუ არა დეფერაზიროქსი ადამიანის რძეში.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ დეფერაზიროქსი სწრაფად და მნიშვნელოვანი მოცულობით აღწევს დედის რძეში. შთამომავლობაზე ზეგავლენა არ გამოვლენილა დედის ორგანიზმისთვის დეფერაზიროქსის არატოქსიური დოზების მიღებისას. პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები.

კონტრაცეფცია

დეფერაზიროქსი სიფრთხილით მიიღება ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის საშუალებით, რადგან არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალების ეფექტურობის შემცირების ალბათობა (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ფერტილურობა

დეფერაზიროქსი ზეგავლენას არ ახდენს ფერტილურობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე ვირთაგვებში ტოქსიური დოზების შემთხვევაშიც კი.

გამოყენების თავისებურებები.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან გვერდითი რეაქციების სიხშირე უფრო მაღალია პრეპარატის მიღება თირკმლის ფუნქციების დარღვევების დროს

დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის არაპროგრესირებადი მატება, ჩვეულებრივ ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში. მოცემული მოვლენა აღინიშნა, როგორც მოზრდილ პაციენტებში, ასევე ბავშვებში რკინის გადატვირთვით მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. კვლევამ, რომელიც აფასებდა პაციენტების თირკმლის ფუნქციას, რომლებიც მონაწილეობდნენ სარეგისტრაციო კვლევებში, დაახლოებით 13 წლის შემდეგ დაადასტურა შრატში კრეატინინის დონის მატების არაპროგრესირებადი თვისება.

თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დარეგისტრირებულია დეფერაზიროქსის შემდგომი პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას. მართალია პრეპარატ ექსჯადის გამოყენებისას მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ვერ დადგინდა, მაგრამ დაფიქსირდა თირკმლის მწვავე უკმარისობის იშვიათი შემთხვევები, რაც საჭიროებდა დიალიზს ან ლეტალურად დასრულდა.

რეკომენდებულია შრატში კრეატინინის დონე და/ან კრეატინინის კლირენსი შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე ორჯერ, შემდეგი კი ყოველთვიურად.

გართულებების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ თირკმლის დაავადებები ან ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ თირკმლის ფუნქციის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში მოცემული კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია სისხლის შრატში კრეატინინის დონის და/ან კრეატინინის კლირენსის შემოწმება კვირაში 1-ჯერ მკურნალობის დაწყებისას ან ცვლილების დროს ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი თვეში 1-ჯერ. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი შეადგენს 40 მლ/წთ - <60 მლ/წთ-ს, განსაკუთრებით დამატებითი რისკ ფაქტორების არსებობისას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, მაგ: თანმლხები მკურნალობა, დეჰიდრატაცია ან მწვავე ინფექციები.

იყო შეტყობინებები თირკმლის ტუბულოპათიის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დეფერაზიროქსს. ამ პაციენტების უმეტესობა იყვნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბეტა-თალასემია და შრატში ფერიტინის დონე იყო < 1500 მკგ/ლ.

თვეში ერთჯერ უნდა ჩატარდეს პროტერინურიის დონის განმსაზღვრელი ანალიზები.

შეიძლება გადაიხედოს დოზების შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის საკითხი ღვიძლის მილაკოვანი ფუნქციების მაჩვენებლების გადახრების და/ან კლინიკური საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის ფონზე დიარეის ან ღებინების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სათანადო ჰიდრატაციის შენარჩუნება.

მოზრდილ პაციენტებში პრეპარატ ექსჯადის დღიური დოზა უნდა შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის არაპროგრესირებადი ზრდა, რაც მკურნალობის დაწყებამდე არსებულ საშუალო მაჩვენებელ >33%-ით აჭარბებს და არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით. ბავშვებში დოზა უნდა შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის ზრდა ასაკის შესაბამის ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ.

ექსჯადის მიღება უნდა შეწყდეს თუ აღინიშნა სისხლის შრატში კრეატინინის დონის პროგრესირებადი ზრდა ნორმის ზედა ზღვარს ზემოთ. მკურნალობა შეიძლება განახლდეს ინდივიდუალური კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვნებლების მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის მონიტორინგისთვის საჭირო რეკომენდაციები თავმოყრილია ცხრილში 1.

ცხრილი 1

კრეატინინის დონე შრატში

კრეატინინის კლირენსი შრატში

მკურნალობის დაწყებამდე

ორჯერ (2х)

და / ან

ორჯერ (2х)

უკუნაჩვენებია

მოცემულის ასაკის შესაბამის ULN-ზე* 2-ჯერ მეტი

ან

< 40 მლ/წთ

მონიტორინგი

ყოველთვიური

და / ან

ყოველთვიური

გართულებების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ თირკმლის დაავადებები ან პაციენტეში, რომლებიც ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის გაუარესება. მკურნალობის დაწყების ან ცვლილების (მათ შორის წამლის ფორმის) დროს პირველი თვის განმავლობაში მონიტორინგი უნდა იყოს:

ყოველკვირეული

და / ან

ყოველკვირეული

დღიური დოზა უნდა შემცირდეს 10 მგ/კგ-მდე (ექსჯადის დისპერგირებადი ტაბლეტები) თუ ორი თანმიმდევრული გამოკვლევისას აღინიშნა შემდეგი მოვლენები, რომლებიც არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით.

მოზრდილი პაციენტები და

ბავშვები

მკურნალობამდე არსებულ საშუალო მაჩვენებლებზე >33%-ით მეტი (არაპროგრესირებადი მომატება)

> ასაკობრივ ULN-ზე

დოზის შემცირების შემდეგ მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ

მოზრდილი პაციენტები და ბავშვები

შრატში კრეატინინის დონის პროგრესირებადი მატება ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ

  • ULN – ნორმის ზედა ზღვარი

პრეპარატის მიღება ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს

პრეპარატ ექსჯადის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით). დეფერაზიროქსი მიიღებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ღვიძლის ტრანსამინაზების საწყისი დონე ხუთჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს. ტრანსამინაზების ასეთ დონეს ზეგავლენა არ მოუხდენია დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკაზე.

დეფერაზიროქსი ძირითადად გამოიყოფა გლუკორონიდაციის გზით და მინიმალური ოდენობით (დაახლოებით 8%), მეტაბოლიზდება ოქსიგენაზური რეაქციების მეშვეობით, რომლებიც კატალიზდებიან ციტოქრომა P450-ის ფერმენტების მეშვეობით.

ნაკლებად ხშირად (0,3%) დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ნორმის ზედა ზღვარზე >10-ჯერ მატება, რაც იძლევა ჰეპატიტის არსებობის ვარაუდს. პოსტ-მარკეტინგულ ანგარიშებში დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. ღვიძლის უკმარისობა უმეტესად დაფიქსირდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ცეროზი და მულტიორგანული უკმარისობა. რეკომენდებულია ტრანსამინაზების, ბილირუბინის და ტუტე ფოსფოტაზას დონეების შემოწმება მკურნალობის დაწყებამდე, ყოველ 2 კვირაში პირველი თვის განმავლობაში და შემდეგ თვეში ერთჯერ. პრეპარატ ექსჯადის მიღება უნდა შეწყდეს სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის მდგრადი და პროგრესირებადი ზრდის შემთხვევაში, რაც არ უკავშირდება სხვა მიზეზებს. გადახრების მიზეზების დადგენის ან მაჩვენებლების დარეგულირების შემდეგ შესაძლებელია გადაიხედოს პრეპარატ ექსჯადის დაბალი დოზებით მკურნალობის განახლების საკითხი, რომელიც შემდგომ თანდათან იზრდება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება. რეგისტრირებულ იქნა წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენების შემთხვევები დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და მოზარდებში. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა კუჭისა და ნაწლავების მრავლობითი წყლულები. იშვიათად გამოვლინდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლეტალური სისხლდენების შემთხვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და/ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა. პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის პერიოდში ექიმები და პაციენტები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და სისხლდენების ნიშნებს და სიმპტომებს, დროულად უნდა დაიწყოს დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ სერიოზულ გვერდით მოვლენაზე ეჭვის არსებობისას. იყო შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციით გართულებული წყლულების შესახებ (მათ შორის, ლეტალური შედეგით). სიფრთხილეა საჭირო ულცეროგენული პოტენციალის მქონე პრეპარატებთან ერთად მიღებისას (მაგ: ასაპ, კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოფონატები), ასევე ანტიკოაგულანტებთან კომბინაციის შემთხვევაში ან თუ თრომბოციტების რაოდენობა 50 x 109/ლ-ზე დაბალია.

დარღვევები კანის მხრივ.

დაფიქსირდა კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და პრეპარატზე რეაქცია ეიზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ან სასიკვდილო აღმოჩნდეს. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კანის მწვავე რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ, საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი. კანის მწვავე რეაქციის განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პრეპარატ ექსჯადით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ უნდა განაახლდეს.

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს აღინიშნა პოლიმორფული ერითემის იშვიათი შემთხვევები.

პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი კანზე. მსუბუქი ან ზომიერი სიმწვავის გამონაყარის შემთხვევაში პრეპარატ ექსჯადით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დოზის კორექციის გარეშე, რადგანა ხშირად გამონაყარი სპონტანურად ქრება. უფრო წვავე ფორმის გამონაყარის და მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო აუცილებლობის შემთხვევაში გამონაყარის გაქრობის შემდეგ პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის განახლება შესაძლებელია უფრო დაბალი დოზით, რომელიც შემდგომ ნელ-ნელა იზრდება.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

ექსჯადით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა საშიში ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები (მაგ: ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება), უმეტესად მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატ ექსჯადის შეწყვეტა და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა. პრეპარატი ექსჯადი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უკვე ჰქონდათ დეფერაზიროქსით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რადგან არსებობს ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი.

მხედველობის და სმენის ორგანოები.

დეფერაზიროქსით მკურნალობისას დაფიქსირდა სმენის (სმენის დაქვეითება) და მხედველობის (თვალის ბროლის შემღვრევა) დარღვევები. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ თანაბარი ინტერვალებით (ყოველ 12 თვეში) რეკომენდებულია სმენის და მხედველობის შემოწმება (ფუნდოსკოპიის ჩათვლით). მკურნალობის პერიოდში დარღვევების გამოვლენისას განხილულ უნდა იქნას დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

დარღვევები სისხლის მხრივ.

პრეპარატის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში დეფერაზიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში რეგისტრირებულ იქნა (სპონტანური შეტყობინებებიდან და კლინიკური გამოკვლევებიდან) ციტოპენიების განვითარების შემთხვევები. ციტოპენიები უმეტესად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური დარღვევები, რომლებიც ხშირად უკავშირდებოდა ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის უკმარისობას. ციტოპენიების განვითარების მოცემულ შემთხვევებს და დეფერაზიროქსის გამოყენებას შორის ურთიერთკავშირი ზუსტად არ არის განსაზღვრული. რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი ჰემატოლოგიური დარღვევების კონტროლზე სტანდარტული კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად. დაუდგენელი ეტიოლოგიის ციტოპენიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეჩერდეს. პრეპარატ ექსჯადით მკურნალობის განახლება შესაძლებელია ციტოპენიის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემთხვევაში.

სხვა ფაქტორები.

რკინის შემბოჭველი სხვა საშუალებების მსგავსად პრეპარატ ექსჯადის ტოქსიურობის რისკი შეიძლება გაიზარდოს უსაფუძვლოდ ძალიან მაღალი დოზების მიღებისას პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში რკინით გადატვირთვა უმნიშვნელოა ან ფერიტინის დონე უმნიშვნელოდ მომატებულია. მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შეფასების და ჭარბი ხელატიზაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით რეკომენდებულია სისხლის შრატში ფერიტინის დონის ყოველთვიურად გაკონტროლება. რეკომენებულია სისხლის შრატში ფერიტინის დონის, ასევე თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების უფრო ყურადღებით გაკონტროლება მაღალი დოზებით მკურნალობის დროს და როდესაც სისხლის შრატში ფერიტინის დონე ახლოს არის სამიზნე დიაპაზონთან (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზები“).

დისპერგირებადი ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში 5 წლიანი დაკვირვების პერიოდში დეფერაზიროქსის მიღებას არ გამოუწვევია ზრდის შეფერხება ბავშვებში. თუმცა სიფრთხილის ზოგადი ზომის სახით თანაბარი ინტერვალებით (ყოველ 12 თვეში) უნდა გაკონტროლდეს ბავშვების სხეულის მასა, სიმაღლე და განვითარება.

დისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (1,1 მგ ლაქტოზა დეფერაზიროქსის თითოეულ მგ-ზე). პრეპარატის ამ ფორმის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა ან ლაქტაზას მწვავე დეფიციტი.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს

ტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატ ექსჯადის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისგან ან სხვა მექანიზმების გამოყენებისგან თუ აღინიშნა თავბრუსხვევა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა შეამცირონ ექსჯადის სისტემური ზემოქმედება.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები, ერთჯერადი დოზა 30 მგ/კგ) და ურიდინ დიფოსფატის-გლუკორონილტრანსფერაზას (უგტ) ძლიერი ინდუქტორის (რიფამპიცინი, განმეორებითი დოზა 600 მგ/დღეში) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია დეფერაზიროქსის ზემოქმედების 44%-ით შემცირება (90% CI: 37% - 51%). ამგვარად, ექსჯადის და უგტ-ის ძლიერი ინდუქტორების (მაგ: რიფამპიცინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, რიტონავირი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატ ექსჯადის ეფექტურობის შემცირება. პრეპარატ ექსჯადის და უგტ-ის ძლიერი

სულ მცირე ჭამამდე 30 წუთით ადრე, სასურველია ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად. ინდუქტორის ერთობლივად მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატ ექსჯადის დოზის მომატება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

საკვების ზეგავლენა.

დეფერაზიროქსის ბიოშეღწევადობა გაიზარდა სხვადასხვანაირად საკვებთან ერთად მიღებისას. შესაბამისად აუცილებელია პრეპარატ ექსჯადის უზმოზე, სულ მცირე კვებამდე 30 წუთით ადრე მიღება, სასურველია დღის ერთი და იგივე მონაკვეთში.

ურთიერთქმედება მიდაზოლამთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის მეშვეობით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების და მიდაზოლამის (CYP3A4 იზოეფერმენტის სუბსტრატი) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია მიდაზოლამის ზემოქმედების 17%-ით შემცირება (90% CI: 8% - 26%). კლინიკურ პირობებში ეს ეფექტი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. ამგვარად, ეფექტურობის შემცირების ალბათობის გამო, დეფერაზიროქსი სიფრთხილით მიიღება ისეთ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ის მეშვეობით (მაგ: ციკლოსპორინი, სიმვასტატინი, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები).

ურთიერთქმედება რეპაგლინიდთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C8-ის მეშვეობით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის (განმეორებითი დოზა 30 მგ/კგ დღეში, დისპერგირებადი ტაბლეტები) და CYP2C8 იზოფერმენტის სუბსტრატის - რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,5 მგ) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია რეპაგლინიდის AUC-ის და Cmax-ის 131%-ით (90 % CI: 103% - 164%) და 62%-ით (90% CI: 42% - 84%) გაზრდა. დეფერაზიროქსის და რეპაგლინიდის ერთდროულად დანიშვნისას გულდასმით უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე. დეფერაზიროქსს და CYP2C8-ის სხვა სუბსტრატებს შორის (მაგ: პაკლიტაქსელი) ურთიერთქმედება არ არის გამორიცხული.

ურთიერთქმედება თეოფილინთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP1A2-ის მეშვეობით.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები, განმეორებითი დოზა 30 მგ/კგ/დღეში) და CYP1A2-ის იზოფერმენტის სუბსტრატის - თეოფილინის (ერთჯერადი დოზა 120 მგ) ერთობლივად მიღებამ გამოიწვია თეოფილინის AUC-ის 84%-ით ზრდა (90% CI: 73 % - 95 %). ერთჯერადი დოზის მიღებისას Cmax არ შეცვლილა, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობისას მოსალოდნელია თეოფილინის Cmax-ის მომატება. დეფერაზიროქსის და თეოფილინის ერთობლივად დანიშვნისას უნდა გაკონტროლდეს თეოფილინის კონცენტრაციები და უნდა განიხილოს ამ უკანასკნელის დოზის შემცირების შესაძლებლობა. დეფერაზიროქსს და CYP1A2-ის სხვა სუბსტრატებს შორის ურთიერთქმედება არ არის გამორიცხული.

ურთიერთქმედება ბუსულფანთან.

ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით დეფერაზიროქსის და ბუსულფანის ერთობლივად მიღებამ გამოიწვია ბუსულფანის ზემოქმედების (AUC) მომატება, რაც შეადგენდა დაახლოებით 40-150%-ს. მოქმედების მექანიზმი უცნობია. სიფრთხილეა საჭირო დეფერაზიროქსის და ბუსულფანის ერთობლივად მიღებისას, უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ბუსულფანის კონცენტრაცია.

სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში დეფერაზიროქსს და დიგოქსინს შორის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

დეფერაზიროქსის და C ვიტამინის ერთობლივად გამოყენება ოფიციალურად შესწავლილი არ არის. C ვიტამინის 200 მგ-მდე დღიური დოზების მიღებას არ უკავშირდებოდა არასასურველი შედეგების განვითარება.

დეფერაზიროქსის უსაფრთხოების პროფილი რკინის შემბოჭველ სხვა საშუალებებთან კომბინაციაში (დეფეროქსამინი, დეფერიპრონი) კლინიკურ კვლევებში, პოსტ-მარკეტინგულ კლევებში ან სამეცნიერო ლიტერატურაში (თუ გამოიყენება) მსგავსი იყო მონოთერაპიის შემთხვევაში დაფიქსირებული მონაცემებისა.

დეფერაზიროქსის და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება ოფიციალურად არ არის შესწავლილი. იმის მიუხედავად, რომ დეფერაზიროქსს გააჩნია უფრო დაბალი მსგავსება ალუმინის მიმართ, ვიდრე რკინის მიმართ, რეკომენდებული არ არის დეფერაზიროქსის მიღება ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად.

დადგენილი ულცეროგენული პოტენციალის მქონე ნივთიერებებთან ერთად (მაგ: ასაპ, კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოსფონატები) დეფერაზიროქსის მიღებისას, ასევე ანტიკოაგულანტებთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების რისკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

დეფერაზიროქსი - პერორალური აქტიური ხელატის წარმომქნელი საშუალებაა, რომელსაც გაჩნია მაღალი სელექტიური აქტვობა რკინის (III) მიმართ. ეს არის ტრიდენტანტური ლიგანდი, რომელსაც აქვს მაღალი მსგავსება რკინის მიმართ და აკავშირებს მას თანაფარდობით 2:1. დეფერაზიროქსი ხელს უწყობს რკინის გამოყოფას, ძირითადად ფეკალიებში. დეფერაზიროქსს გააჩნია დაბალი მსგავსება თუთიის და სპილენძის მიმართ და არ იწვევს ამ ლითონების დონის შემცირებას სისხლის შრატში.

ფარმაკოდინამიკა.

თალასემიის და რკინით გადატვირთვის მქონე მოზრდილ პაციენტებში რკინის ბალანსის მეტაბოლურ კვლევაში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) დღიური 10, 20 და 40 მგ/კგ დოზების მიღებისას დღეში საშუალოდ გამოიყოფოდა 0,119, 0,329 და 0,445 მგ რკინა/კგ.

დეფერაზიროქსის შესწავლა მოხდა მოზრდილებში და ბავშვებში (2 წლიდან), რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლის ტრანსფუზიებით გამოწვეული ქრონიკული რკინით გადატვირთვა. ძირითად მდგომარეობებს, როდესაც აუცილებელია ტრანსფუზია, მიეკუთვნება ბეტა-თალასემია, ნამგლისებრ-უჯრედული ანემია და სხვა თანდაყოლილი და შეძენილი ანემიები (მიელოდისპლაზიური სინდრომი, დაიმონდ-ბლეკფანის სინდრომი, აპლასტიური ანემია და სხვა ძალიან იშვიათი ანემიები).

ბეტა-თალასემიით დაავადებულ მოზრდილებში და ბავშვებში, რომლებსაც ხშირად უტარდებოდათ სისხლის გადასხმები, დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) დღიური 20 და 30 მგ/კგ დოზების ერთი წლის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია ორგანიზმში რკინის საერთო შემცველობის მაჩვენებლების შემცირება; ღვიძლში რკინის კონცენტრაცია შემცირდა დაახლოებით 0,4 და 8,9 მგ რკინა/გ-ით (ბიოფსია მშრალ წონაზე). სისხლის შრატში ფერიტინის დონე შემცირდა დაახლოებით 36 და 926 მკგ/ლ-ით. ასეთივე დოზების შემთხვევაში რკინის გამოყოფის და შეწოვის თანაფარდობა იყო 1,02 (სუფთა რკინის ბალანსის მაჩვენებელი) და 1,67 (სუფთა რკინის გამოყოფის მაჩვენებელი). ანალოგიური რეაქციები დაფიქსირდა ანემიის სხვა ფორმების და რკინის გადატვირთვის მქონე პაციენტებში. დღიური დოზის 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთი წლის განმავლობაში მიღებამ შეიძლება შეინარჩუნოს რკინის დონე ღვიძლში და ფერიტინის დონე სისხლის შრატში და მოახდინოს სუფთა რკინის ბალანსი პაციენტებში, რომლებსაც იშვიათად უტარდებათ სისხლის გადასხმები ან გაცვლითი სისხლის გადასხმები. ფერიტინის დონე სისხლის შრატში, რომელიც მოწმდებოდა ყოველთვიურად, ასახავდა რკინის კონცენტრაციის ცვლილებებს ღვიძლში. ფერიტინის დონის ცვლილებები სისხლის შრატში შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობაზე რეაქციის დაკვირვებისთვის.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მიოკარდიუმში რკინის დაგროვება (მრტ T2*<20 მილიწამი), დეფერაზიროქსის გამოყენებამ ცხადყო მიოკარდიუმიდან რკინის გამოყოფა, რომელიც გამოიხატებოდა T2* მაჩვენებლების პროგრესირებად გაუმჯობესებაში 3-წლიანი დაკვირვების მიხედვით.

პაციენტებში, რომლბსაც არ აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის რკინით გადატვირთვა, დეფერაზიროქსის გამოყენებამ ცხადყო მიოკარდიუმში რკინის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვების თავიდან აცილების უნარი (T2*<20 მილიწამი მაჩვენებლების შენარჩუნება 1-წლიანი დაკვირვების მიხედვით) მნიშვნელოვანი უწყვეტი ტრანსფუზიური დატვირთვის მიუხედავად.

არატრანსფუზიური თალასემიის და რკინის გადატვირთვის მქონე პაციენტებში დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) დღიური 10 მგ/კგ დოზების ერთი წლის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია ღვიძლში რკინის საშუალო კონცენტრაციის შემცირება მშრალი მასის - 3,80 მგ-ით რკინა/გ (მშრალი წონა) საწყის დონესთან შედარებით, ხოლო პლაცებოს ჯგუფში გაიზარდა 0,38 მგ-ით რკინა/გ (მშრალი წონა). გარდა ამისა, დეფირაზიროქსის დღიური 10 მგ/კგ დოზების ერთი წლის განმავლობაში მიღებამ გამოიწვია ფერიტინის საშუალო კონცენტრაციის შემცირება - 222.0 მკგ/ლ-ით, ხოლო პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი გაიზარდა - 114,5 მკგ/ლ-ით.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა.

დეფერაზიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტები) პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა საშუაოდ 1,5–4 საათში. დეფერაზიროქსის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (AUC) შეადგენს თითქმის 70%-ს ინტრავენურ დოზასთან შედარებით.

ჯამური ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საუზმესთან (ცხიმის შემცველობა > კალორიების 50%) ერთად მიღებისას და დაახლოებით 50%-ით მაღალი იყო სტანდარტულ საუზმესთან ერთად მიღებისას. დეფერაზიროქსის ბიოშეღწევადობა (AUC) ზომიერად (დაახლოებით 13-25%-ით) გაიზარდა ცხიმის ნორმალური ან მაღალი შემცველობის საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე მიღებისას. დისპერგირებადი ტაბლეტების ფორთოხლის ან ვაშლის წვენში გახსნისას დეფერაზიროქსის ჯამური ექსპოზიცია (AUC) მსგავსი იყო წყალში გახსნისას დაფიქსირებული ექსპოზიციისა (შეფარდებითი მნიშვნელობები AUC 103% და 90%, შესაბამისად).

განაწილება.

დეფერაზიროქსი მნიშვნელოვნად, თითქმის სრულად (99%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, შრატის ალბუმინს; განაწილების მოცულობა მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 14 ლ-ს.

ბიოტრანსფორმაცია.

გლუკურონიდაცია - დეფერაზიროქსის ძირითადი მეტაბოლური გზა, რომელიც შემდგომ ნაღველთან ერთად გამოიყოფა. სავარაუდოდ მიმდინარეობს გლუკურონიდების დეკონიუგაცია ნაწლავებში და შემდგომ მათი რეაბსორბცია (ნაწლავური-ღვიძლის ცირკულაცია). ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში დეფერაზიროქსის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ქოლესტირამინის მიღებამ გამოიწვია დეფერაზიროქსის ექსპოზიციის (AUC) 45%-ით შემცირება.

დეფერაზიროქსი გლუკურონიზირდება ძირითადად 1A1 უდფ-გლუკურონილ-ტრანსფერაზის (უგტ1A1) და ნაკლებად 1A3 უდფ-გლუკურონილტრანსფერაზის (უგტ1A3) საშუალებით. დეფერაზიროქსის კატალიზირებული CYP450 (ჟანგავითი) მეტაბოლიზმი ადამიანებში ვლინდება უმნიშვნელოდ (დაახლოებით 8%). in vitro პირობებში დეფერაზიროქსის მეტაბოლიზმის ჰიდროქსიშარდოვანით დათრგუნვა არ გამოვლენილა.

გამოყოფა

დეფერაზიროქსი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან ფეკალიებში (დოზის 84%). დეფერაზიროქსის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა თირკმელებით მინიმალურია (დოზის 8%). ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (t1/2) შეადგენს 8-16 საათს.

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება.

დეფერაზიროქსის Cmax და AUC0-24სთ იზრდება დოზასთან ერთად თითქმის სწორხაზოვნად წონასწორულ მდგომარეობამდე. მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ექსპოზიცია გაიზარდა კუმულაციის კოეფიციენტით 1,3 - 2,3.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.

ბავშვები.

დეფერაზიროქსის საერთო ექსპოზიცია მოზარდებში (12-17 წლის) და ბავშვებში (2-12 წლის) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექსპოზიცია 50%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილებში. სავარაუდოდ აღნიშნულს არ მოყვება კლინიკური შედეგები, რადგან დოზების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

სქესი.

დეფერაზიროქსის კლირენსი ქალებში ზომიერად უფრო დაბალია (17,5%-ით), ვიდრე მამაკაცებში, რასაც არ მოყვება კლინიკური შედეგები, რადგან დოზების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

ხანდაზმული პაციენტები.

დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან) არ არის შესწავლილი.

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევები.

დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევების (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) მქონე 6 პაციენტში დეფერაზიროქსის AUC საშუალო მნიშვნელობა გაიზარდა 16%-ით ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე 6 პაციენტში აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) მქონე 6 პაციენტში დეფერაზიროქსის AUC საშუალო მნიშვნელობა გაიზარდა 76%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე 6 პაციენტთან შედარებით. დეფერაზიროქსის Сmax საშუალო მნიშვნელობა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში გაიზარდა 22%-ით ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) ზეგავლენა შეფასებულ იქნა მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში. დეფერაზიროქსის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებული არ იყო ღვიძლის ტრანსამინაზების დონეებზე, რაც 5-ჯერ აჭარბებდა ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს.

ფარმაცევტული მახასიათებლები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ექსჯადი 250 მგ: თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები დაქანებული კიდეებით, ერთ მხარეზე დატანილია წარწერა J 250, მეორე მხარეზე NVR.

ექსჯადი 500 მგ: თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები დაქანებული კიდეებით, ერთ მხარეზე დატანილია წარწერა J 500, მეორე მხარეზე NVR.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით, არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

28 ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის პირობები.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

ნოვარტის ფარმა შტეინ აგ.

მისამართი.

შაფფაუსერშტრასე, 4332 შტეინი, შვეიცარია.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა