პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ფენტანილი ციტრატი-კალცექსი

Fentanyl citrate-Kalceks

რეცეპტით0,1მგინსტრუქცია ქართულადსლოვაკეთი
რისთვის გამოიყენება

Fentanyl citrateKalceks-ის აქტიური ნივთიერება არის ფენტანილი (ციტრატის სახით). იგი მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. Eეს წამლები ამცირებენ ტკივილს. Fentanyl citrateKalceks იყენებენ: მცირე დოზებით იყენებენ ანესთეზიისთვის სტაციონარულ პირობებში მცირე ოპერაციების დროს; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფენტანილი (fentanyl)
ფორმა და შეფუთვა
0,1მგ/2მლ (0,05მგ/მლ) 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AH01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042220
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფენტანილი ციტრატი-კალცექსი და სხვა წამალი ერთად

ფენტანილი ციტრატი-კალცექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Fentanyl citrateKalceks-ის აქტიური ნივთიერება არის ფენტანილი (ციტრატის სახით). იგი მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. Eეს წამლები ამცირებენ ტკივილს.

Fentanyl citrateKalceks იყენებენ:

მცირე დოზებით იყენებენ ანესთეზიისთვის სტაციონარულ პირობებში მცირე ოპერაციების დროს;

დიდი დოზებით იყენებენ გაუტკივარებისთვის და სპონტანური (დამოუკიდებელი) სუნთქვის სიჩქარის შესამცირებლად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დროს;

დიდი ოპერაციების დროს, ნარკოზისთვის დამამშვიდებელ საშუალებებთან (ნეიროლეპტიურ საშუალებებთან) ერთად კომბინაციაში;

ასევე გამოიყენება ძლიერი ტკივილების შესამსუბუქებლად, მაგალითად გულის ტკივილი (მიოკარდიუმის ინფარქტის) დროს.

მიღების წესი და დოზირება

Fentanyl citrateKalceks შეყავთ ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით, ან კუნთში.

ფენტანილი შეყავთ ვენაში უშუალოდ ოპერაციის წინ. ეს პრეპარატი დაგაძინებთ და დაგიცავთ ტკივილისგან ოპერაციის დროს.

ფენტანილთან ერთად შესაძლოა შეგიყვანონ სხვა საანესთეზიო საშუალებები და სხვა პრეპარატები, ფენტანილით გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, მაგალითად: გულისცემის შენელება და კუნთების რიგიდობა.

რამდენი მივიღოთ

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის რა დოზა გესაჭიროებათ თქვენ. დოზის განსაზღვრა დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, არსებულ დაავადებაზე, სხვა პრეპარატის მიღებაზე, ოპერაციის სახეობასა და ხანგრძლივობაზე, და ასევე იმაზე, ისუნთქებთ თუ არა თქვენ დამოუკიდებლად, თუ ჩაგიტარდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

მოზრდილები

თუ თქვენ შეგინარჩუნებენ დამოუკიდებელ სუნთქვას

პრეპარატის საწყისი დოზა იქნება 50-200 მკგ(1-4 მლ ხსნარი), რომელსაც შეიყვანენ ვენაში.

საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეყვანილი იქნება 50 მკგ (1 მლ ხსნარი).

ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში

საწყისი დოზა იქნება 300-3500 მკგ (6-70 მლ ხსნარი) ვენაში.

საჭიროების შემთხვევაში შეყვანილ იქნება დამატებით 100-200 მკგ (2-4 მლ ხსნარი).

თუ თქვენ მიიღებთ Fentanyl citrateKalceks-ს ნარკოზის წინ, ოპერაციის დაწყებამდე 45 წუთით ადრე, კეთდება ინექცია კუნთში ხსნარის 1-2 მლ.

Fentanyl citrateKalceks-ის შეყვანა შეიძლება, ასევე ინფუზიის სახითაც. პრეპარატის შეყვანის ეს სახეობა გამოიყენება ანესთეზიის დასაწყისში ან ფენტანილის პირველი ინექციის შემდეგ.

ტიპიური ინფუზიის შემთხვევაში:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1 მკგ/კგ/წუთში, რომელიც შეყავთ 10 წუთის მანძილზე;

შემდეგ შეყავთ 0,1 მკგ/კგ/წუთში;

ინფუზია უნდა შეწყდეს დაახლოებით 40 წუთით ადრე ოპერაციის დამთავრებამდე;

ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებული იქნება თქვენს რეაქციაზე, სუნთქვისა და ოპერაციის სახეობაზე. ამიტომ ინფუზიის სიჩქარე მერყეობს 0,05 მკგ/კგ/წთ-დან (დამოუკიდებელი სუნთქვა) 3 მკგ/კგ/წთ-მდე (გულის ოპერაცია).

ხანდაზმული და დაავადებებით დასუსტებული პაციენტები

იყენებენ Fentanyl citrateKalceks-ის მცირე დოზებს.

პაციენტები რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქცია

იყენებენ Fentanyl citrateKalceks-ის მცირე დოზას.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებისთვის დოზებს განსაზღვრავენ სხეულის მასისგან გამომდინარე.

დამოუკიდებელი სუნთქვა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

ბავშვებში 2-დან 11 წლამდე

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1-3 მკგ/კგ

საჭიროების შემთხვევაში შეყავთ დამატებით 1-1,25 მკგ/კგ

მოზარდები 12- დან 17 წლამდე

იყენებენ იგივე დოზას როგორც მოზრდილებში

თუ მიიღეთ Fentanyl citrateKalceks დანიშნულზე მეტი დოზით

პრეპარატი შეყავს ექიმს ან ექთანს, ამიტომ ნაკლებად შესაძლებელია, რომ თქვენ მიიღოთ საჭიროზე მეტი დოზა. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა (იხ. - გაფრთხილება და სიფრთხილე გამოყენებისას).

უკუჩვენებები

თუ ალერგია გაქვთ ფენტანილის ან სხვა მსგავსი ასეთი პრეპარატების მიმართ ან მათი კომპონენტების მიმართ (მოცემული პუნქტი 6-ში);

თუ გაქვთ გაძნელებული სუნთქვა (სუნთქვის დათრგუნვა) ან ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი ან სხვა დაავადებებით გამოწვეული სუნთქვის დარღვევა; თქვენ უნდა განიხილოთ ეს საკითხები ექიმთან ოპერაციის წინ;

თავის ტრავმის შემთხვევაში;

თუ მომატებული გაქვთ ქალასშიდა წნევა;

თუ იყენებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყენებდით დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს, ე.წ. მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაო-ი).

სიფრთხილის ზომები

Fentanyl citrate–Kalceks-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან მედდასთან:

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

თუ გაქვთ ფილტვების რაიმე დაავადება ან შემცირებული გაქვთ სუნთქვის მოცულობა;

თუ დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია;

თუ შემცირებული გაქვთ ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა;

თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, რომელსაც უწოდებენ myasthenia gravis ;

თუ ხანდაზმული ან დასუსტებული ხართ ცუდი ჯანმრთელობის გამო.

თუ თქვენ ან თქვენი რომელიმე ოჯახის წევრი ოდესმე ბოროტად იყენებდით ან დამოკიდებული იყავით ალკოჰოლზე, რეცეპტორულ მედიკამენტებზე ან არალეგალურ წამლებზე; (“დამოკიდებულება”);

თუ ხართ მწეველი;

თუ ოდესმე გქონიათ განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები (დეპრესია, შფოთვა ან პიროვნული აშლილობა) ან მკურნალობდით ფსიქიატრთან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო.

გაფრთხილება

Fentanyl citrateKalceks-მა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და სუნთქვის ინტენსივობის შემცირება. როგორც წესი აღნიშნული ეფექტები ხანმოკლეა. პრეპარატმა ასევე შეიძლება შეანელოს გულისცემა, შესაძლოა გააჩეროს გულისცემა.

Fentany citrateKalceks შეყვანისას აკონტროლებენ არტერიულ წნევას, გულისცემას და სუნთქვას, ამიტომ ამ არასასურველი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შეიძლება სხვა პრეპარატების მეშვეობით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სხვა მსგავსი პრეპარატების გამოყენების შემდეგ, ვინაიდან ამ პრეპარატების და Fentanyl citrateKalceks-ის ერთად მოქმედება შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი.

ექიმი, რომელიც შეიყვანს Fentanyl citrateKalceks, განსაზღვრავს ყველა ასეთი არასასურველი გვერდითი მოვლენების წარმოშობის შესაძლებლობას და გაატარებს ღონისძიებებს მათი თავიდან ასაცილებლად.

შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა რომელიც არ არის დაკავშირებული ეპილეფსიასთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე

Fentanyl citrate–Kalceks-მა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის შესუსტება. სუნთქვის დათრგუნვა შეიძლება შენარჩუნდეს ნარკოზის შემდეგ აღდგენის პერიოდში ან ასევე განმეორდეს აღნიშნულ პერიოდში. სუნთქვაზე ზეგავლენა შეიძლება გაძლიერდეს, თუ ბოლო დროს ტკივილის გასაყუჩებლათ თქვენ იყენებდით მსგავს პრეპარატებს. თქვენი სუნთქვა საგულდაგულოდ გაკონტროლდება მის ნორმალიზაციამდე. სუნთქვის ნებისმიერი გაუთვალისწინებელი დათრგუნვის შემთხვევაში ექიმს ექნება სუნთქვის ნორმალიზაციისთვის სპეციალური მოწყობილობები და საჭირო პრეპარატები.

ფენტანილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სანაღვლე გზებში წნევის მომატება და რიგ შემთხვევებში – სფინქტერის სპაზმი Oddi.

როგორც წესი, Fentanyl citrateKalceks არ იყენებენ მშობიარობის დროს, ვინაიდან შესაძლოა იმოქმედოს ბავშვის სუნთქვაზე. მაგრამ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ ფენტანილის გამოყენება აუცილებელია, ჩატარდება ღონისძიებები, შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

არ შეიძლება ამ ჯგუფის პრეპარატების სწრაფი შეყვანა თავის ტვინის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის. ასეთ პაციენტებში არტერიული წნევის დაწევა ზოგჯერ იწვევდა თავის ტვინის სისხლძარღვებში არტერიული წნევის დაწევას.

ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების განმეორებითმა, ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის ნაკლებეფექტურობა (თქვენ მიჩვეული ხდებით). მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება და ბოროტად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში დოზის გადაჭარბება. თუ თქვენ შიშობთ, რომ შესაძლოა გახდეთ დამოკიდებული [პროდუქტის სახელწოდება], მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.

თუ მკურნალობას შეწყვიტავთ, შეიძლება გამოვლინდეს წამლის მოხსნის სიმპტომები. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ ისინი გაქვთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მედდას (იხილე პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

სეროტონინური სინდრომი

დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა - სეროტონინური სინდრომი (იხილეთ სხვა პრეპარატის გამოყენება და Fentanyl citrateKalceks და პუნქტი 4.)

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ როდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ოპიოიდები, ალკოჰოლი, რეცეპტორული მედიკამენტები ან არალეგალური წამლები,Aან როდესმე ყოფილხართ მათზე დამოკიდებული.

პროდუქტის განმეორებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის ნაკლებეფექტურობა (თქვენ ეჩვევით მას) ან ხდებით მასზე დამოკიდებული.

Fentanyl citrateKalceks და სხვა პრეპარატები

აცნობეთ ექიმს ან მედდას ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იყენებთ ბოლო დროს, იყენებდით ან შეგეძლოთ გამოგეყენებინათ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

თუ იყენებთ ან იყენებდით ბოლოს ორი კვირის განმავლობაში მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორს (მაოს ინჰიბიტორს) (იხ. არ გამოიყენოთ Fentanyl citrateKalceks);

ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი ნერვის ტკივილის დროს (გაბაპენტინი, პრეგაბალინი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას თუ თქვენ იღებდით:

დეპრესიის საწინაამდეგო პრეპარატს (მაგალითად, ციტალოპრამს, ესციტალოპრამს, ფლუოქსეტინს, ფლუვოქსამინს, პაროქსეტინს, სერტრალინს, ვენლაფაქსინს);

სხვა, ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს ან ოპიოიდებს (მაგ: მორფინს ან კოდეინს);

უძილობის ან შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;

ანესთეზიის დროს ძილის გამომწვევ პრეპარატს;

აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატს (პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად რიტონავირს); შესაძლოა საჭირო გახდეს Fentanyl citrateKalceks -ის მცირე დოზა.

სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებას (მაგალითად: ფლუკონაზოლს ან ვორიკონაზოლს);

მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად: დილტიაზემს, ვერაპამილს);

მაგნიუმის სულფატს.

ფენტანილთან ერთად ერთდროული მიღებისას შესაძლოა აუცილებელი გახდეს ეტომიდატისა და მიდაზოლამის დოზის შემცირება.

ფენტანილი ქიმიურად შეუთავსებელია შესაყვან სანარკოზე საშუალებებთან, თიოპენტონთან და მეტოჰექსიტონთან, ხსნარების pH- ის დიდი განსხვავებების გამო.

Fentanyl citrateKalceks სასმელებთან და ალკოჰოლთან მიმართებაში

გრეიფრუტის წვენი ამცირებს ფენტანილის მოქმედებას.

ალკოჰოლს შეუძლია ფენტანილით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის გაძლიერება ან გახანგრძლივება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ან გგონიათ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან მედდასთან.

ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენთვის Fentanyl citrateKalceks-ის გამოყენება.

ამ პრეპარატს არ იყენებენ მშობიერობის დროს, რადგან შესაძლოა იმოქმედოს ჩვილის სუნთქვაზე, (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილე გამოყენებისას)

ფენტანილი აღწევს დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ბავშვის ძუძუთი კვება 24 საათის განმავლობაში პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

Fentanyl citrateKalceks-ის შეყვანის შემდეგ 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმების მომსახურება, რადგან თქვენ არ იქნებით ისეთი ყურადღებიანი როგორც ყოველთვის.

Fentanyl citrateKalceks შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) 2მლ ამპულაში, რაც ნიშნავს, რომ არის არსებითად “ნატრიუმის გარეშე”.

ეს მედიკამენტი შეიცავს 35.41მგ ნატრიუმს (კულინარიის ძირითადი კომპონენტი/სუფრის მარილი) 10მლ ამპულაში. ეს ექვივალენტურია მოზრდილთათვის ნატრიუმის მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 1.78%.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ყველასთან ისინი არ ვლინდება.

ძალიან ხშირად (შესაძლოა გამოვლინდეს მეტად ვიდრე 10-დან 1 ადამიანთან);

კუნთების რიგიდობა (შეიძლება ეხებოდეს გულმკერდის კუნთებსაც)

ავადმყოფობის შეგრძნება, ავადმყოფობა.

ხშირად – (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 10-დან 1 ადამიანთან)

აგზნება;

მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა;

მხედველობის დარღვევა;

შენელებული ან მომატებული გულისცემა;

გულის რითმის დარღვევა

არტერიული წნევის დაცემა ან მომატება, ტკივილი ვენებში, სისხლძარღვების გაფართოება;

სუნთქვის დათრგუნვა, ხორხის სპაზმი, ბრონქოსპაზმი, შესაძლოა სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება. Eექიმს აქვს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ;

ალერგიული დერმატიტი;

გონების არევა ოპერაციის შემდეგ.

უფრო იშვიათად – (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 100-დან 1 ადამიანთან)

ეიფორიული განწყობა;

თავის ტკივილი;

ვენების ანთება;

არტერიული წნევის ცვლილებები;

აჩქარებული და ღრმა სუნთქვა, სლოკინი;

შემცივნება, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;

სასუნთქი გზების მხრივ გართულება, დაკავშირებული ანესთეზიასთან.

იშვიათად – (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 1000-დან 1 ადამიანთან)

გულისცემის გაჩერება, (ასისტოლია). Eექიმს აქვს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ;

სუთქვის მეორადი დათრგუნვა.

ძალიან იშვიათად - (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 10 000-დან 1 ადამიანთან)

უძილობა;

სექსუალური ფუნქციების დარღვევა (დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა).

უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია), რომელიც შესაძლოა გამოიხატოს სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით და ჭინჭრის ციებით.

კონვულსიები (კრუნჩხვები), გონების დაკარგვა, კუნთების ტოკვა. ექიმი ჩაატარებს ღონისძიებებს მათ სამკურნალოდ;

ქავილი;

დელირიუმი (სიმპტომები შეიძლება იყოს ისეთი რეაქციების ერთობლიობა როგორებიცაა - აგზნება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, გონების არევა, შიში, მხედველობითი და ხმოვანი ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები);

წამლის მოხსნის სინდრომის სიმპტომები (შეიძლება გამოვლინდეს ასეთი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შფოთვა, კანკალი, ტრემორი და ოფლიანობა).

ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს შეჩვევა ან ე.წ. ტოლერანტობა. შეიძლება შესუსტდეს პრეპარატის მოქმედება და განვითარდეს დამოკიდებულება.

Fentanyl citrateKalceks-ის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც ეწოდება ნეიროლეპტიური საშუალებები და რომლებიც შეყავთ ოპერაციის წინ ძილიანობის გამოსაწვევად, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოვლენები: შემცივნება და /ან კანკალი, შფოთვა, ოპერაციის შემდგომ პერიოდში - ჰალუცინაციები, კანკალი, კუნთების გამოხატული რეგიდულობა ან სპაზმი, შენელებული მოძრაობა და ნერწყვის ჭარბი გამოყოფა.

სეროტონინური სინდრომი

სხვა, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა - სეროტონინური სინდრომი. მისი გამოხატულება შესაძლოა იყოს, აგზნებადობა, ჰალუცინაცია, კომა, გულის ცემის აჩქარება, არტერიული წნევის ცვლილებები, სხეულის მომატებული ტემპერატურა, რეფლექსების გაძლიერება, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების რიგიდულობა და/ან გულისრევა, ღებინება, დიარეა, (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილე მიღებისას, სეროტონინური სინდრომი).

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან მედდას. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV1003.

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv"www.zva.gov.lv

გვერდით მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ფენტანილი (Fentanylum).

1 მლ ხსნარი შეიცავს 0,0785 მგ ფენტანილის ციტრატს (Fentanyli citras), რაც შეესაბამება 0,05 მგ ფენტანილს (Fentanylum).

ერთი ამპულა (2 მლ) შეიცავს 0,157 მგ ფენტანილის ციტრატს, რაც შეესაბამება 0,1 მგ ფენტანილს.

ერთი ამპულა (10 მლ) შეიცავს 0,785 მგ ფენტანილის ციტრატს, რაც შეესაბამება 0,5 მგ ფენტანილს.

სხვა კომპონენტები – ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (рН რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

Fentanyl citrateKalceks-ის აღწერილობა და შეფუთვა

გამჭირვალე, უფერული სითხე.

2 მლ ან 10 მლ ხსნარი I ჰიდროლიტური კლასის ბოროსილიკატის შუშის უფერულ ამპულებში ზოლით ან სატეხი წერტილით.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის სადგამზე (პვქ)

2 სადგამი ან 20 სადგამი (სტაციონარში გამოსაყენებლად) მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები:

2მლ - 10 ან 100 ამპულა.

10მლ - 10 ამპულა.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე ხელმისაწვდომი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დასაცავად. Aარ გააციოთ და არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

Aარ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

Fentanyl citrate-Kalceks 0.05 მგ/მლ საინექციო ხსნარი

Fentanylum

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით, სრულად წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლებელია მოგვიანებით წარმოიშვას მისი ხელახალი წაკითხვის საჭიროება.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან მედდას.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან მედდას.

ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის Fentanyl citrate-Kalceks და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ Fentanyl citrate-Kalceks -ის გამოყენებამდე

Fentanyl citrate-Kalceks -ის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

Fentanyl citrate-Kalceks -ის შენახვის წესი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის Fentanyl citrate-Kalceks და რისთვის გამოიყენება

Fentanyl citrateKalceks-ის აქტიური ნივთიერება არის ფენტანილი (ციტრატის სახით). იგი მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. Eეს წამლები ამცირებენ ტკივილს.

Fentanyl citrateKalceks იყენებენ:

მცირე დოზებით იყენებენ ანესთეზიისთვის სტაციონარულ პირობებში მცირე ოპერაციების დროს;

დიდი დოზებით იყენებენ გაუტკივარებისთვის და სპონტანური (დამოუკიდებელი) სუნთქვის სიჩქარის შესამცირებლად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დროს;

დიდი ოპერაციების დროს, ნარკოზისთვის დამამშვიდებელ საშუალებებთან (ნეიროლეპტიურ საშუალებებთან) ერთად კომბინაციაში;

ასევე გამოიყენება ძლიერი ტკივილების შესამსუბუქებლად, მაგალითად გულის ტკივილი (მიოკარდიუმის ინფარქტის) დროს.

რა უნდა იცოდეთ Fentanyl citrateKalceks-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ Fentanyl citrateKalceks შემდეგ შემთხვევებში:

თუ ალერგია გაქვთ ფენტანილის ან სხვა მსგავსი ასეთი პრეპარატების მიმართ ან მათი კომპონენტების მიმართ (მოცემული პუნქტი 6-ში);

თუ გაქვთ გაძნელებული სუნთქვა (სუნთქვის დათრგუნვა) ან ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი ან სხვა დაავადებებით გამოწვეული სუნთქვის დარღვევა; თქვენ უნდა განიხილოთ ეს საკითხები ექიმთან ოპერაციის წინ;

თავის ტრავმის შემთხვევაში;

თუ მომატებული გაქვთ ქალასშიდა წნევა;

თუ იყენებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყენებდით დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს, ე.წ. მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაო-ი).

გაფრთხილება და სიფრთხილე გამოყენებისას

Fentanyl citrate–Kalceks-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან მედდასთან:

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

თუ გაქვთ ფილტვების რაიმე დაავადება ან შემცირებული გაქვთ სუნთქვის მოცულობა;

თუ დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია;

თუ შემცირებული გაქვთ ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა;

თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, რომელსაც უწოდებენ myasthenia gravis ;

თუ ხანდაზმული ან დასუსტებული ხართ ცუდი ჯანმრთელობის გამო.

თუ თქვენ ან თქვენი რომელიმე ოჯახის წევრი ოდესმე ბოროტად იყენებდით ან დამოკიდებული იყავით ალკოჰოლზე, რეცეპტორულ მედიკამენტებზე ან არალეგალურ წამლებზე; (“დამოკიდებულება”);

თუ ხართ მწეველი;

თუ ოდესმე გქონიათ განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები (დეპრესია, შფოთვა ან პიროვნული აშლილობა) ან მკურნალობდით ფსიქიატრთან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო.

გაფრთხილება

Fentanyl citrateKalceks-მა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და სუნთქვის ინტენსივობის შემცირება. როგორც წესი აღნიშნული ეფექტები ხანმოკლეა. პრეპარატმა ასევე შეიძლება შეანელოს გულისცემა, შესაძლოა გააჩეროს გულისცემა.

Fentany citrateKalceks შეყვანისას აკონტროლებენ არტერიულ წნევას, გულისცემას და სუნთქვას, ამიტომ ამ არასასურველი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შეიძლება სხვა პრეპარატების მეშვეობით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სხვა მსგავსი პრეპარატების გამოყენების შემდეგ, ვინაიდან ამ პრეპარატების და Fentanyl citrateKalceks-ის ერთად მოქმედება შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი.

ექიმი, რომელიც შეიყვანს Fentanyl citrateKalceks, განსაზღვრავს ყველა ასეთი არასასურველი გვერდითი მოვლენების წარმოშობის შესაძლებლობას და გაატარებს ღონისძიებებს მათი თავიდან ასაცილებლად.

შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა რომელიც არ არის დაკავშირებული ეპილეფსიასთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე

Fentanyl citrate–Kalceks-მა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის შესუსტება. სუნთქვის დათრგუნვა შეიძლება შენარჩუნდეს ნარკოზის შემდეგ აღდგენის პერიოდში ან ასევე განმეორდეს აღნიშნულ პერიოდში. სუნთქვაზე ზეგავლენა შეიძლება გაძლიერდეს, თუ ბოლო დროს ტკივილის გასაყუჩებლათ თქვენ იყენებდით მსგავს პრეპარატებს. თქვენი სუნთქვა საგულდაგულოდ გაკონტროლდება მის ნორმალიზაციამდე. სუნთქვის ნებისმიერი გაუთვალისწინებელი დათრგუნვის შემთხვევაში ექიმს ექნება სუნთქვის ნორმალიზაციისთვის სპეციალური მოწყობილობები და საჭირო პრეპარატები.

ფენტანილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სანაღვლე გზებში წნევის მომატება და რიგ შემთხვევებში – სფინქტერის სპაზმი Oddi.

როგორც წესი, Fentanyl citrateKalceks არ იყენებენ მშობიარობის დროს, ვინაიდან შესაძლოა იმოქმედოს ბავშვის სუნთქვაზე. მაგრამ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ ფენტანილის გამოყენება აუცილებელია, ჩატარდება ღონისძიებები, შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

არ შეიძლება ამ ჯგუფის პრეპარატების სწრაფი შეყვანა თავის ტვინის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის. ასეთ პაციენტებში არტერიული წნევის დაწევა ზოგჯერ იწვევდა თავის ტვინის სისხლძარღვებში არტერიული წნევის დაწევას.

ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების განმეორებითმა, ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის ნაკლებეფექტურობა (თქვენ მიჩვეული ხდებით). მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება და ბოროტად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში დოზის გადაჭარბება. თუ თქვენ შიშობთ, რომ შესაძლოა გახდეთ დამოკიდებული [პროდუქტის სახელწოდება], მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.

თუ მკურნალობას შეწყვიტავთ, შეიძლება გამოვლინდეს წამლის მოხსნის სიმპტომები. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ ისინი გაქვთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მედდას (იხილე პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

სეროტონინური სინდრომი

დეპრესიის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა - სეროტონინური სინდრომი (იხილეთ სხვა პრეპარატის გამოყენება და Fentanyl citrateKalceks და პუნქტი 4.)

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ როდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ოპიოიდები, ალკოჰოლი, რეცეპტორული მედიკამენტები ან არალეგალური წამლები,Aან როდესმე ყოფილხართ მათზე დამოკიდებული.

პროდუქტის განმეორებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის ნაკლებეფექტურობა (თქვენ ეჩვევით მას) ან ხდებით მასზე დამოკიდებული.

Fentanyl citrateKalceks და სხვა პრეპარატები

აცნობეთ ექიმს ან მედდას ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იყენებთ ბოლო დროს, იყენებდით ან შეგეძლოთ გამოგეყენებინათ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

თუ იყენებთ ან იყენებდით ბოლოს ორი კვირის განმავლობაში მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორს (მაოს ინჰიბიტორს) (იხ. არ გამოიყენოთ Fentanyl citrateKalceks);

ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი ნერვის ტკივილის დროს (გაბაპენტინი, პრეგაბალინი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას თუ თქვენ იღებდით:

დეპრესიის საწინაამდეგო პრეპარატს (მაგალითად, ციტალოპრამს, ესციტალოპრამს, ფლუოქსეტინს, ფლუვოქსამინს, პაროქსეტინს, სერტრალინს, ვენლაფაქსინს);

სხვა, ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს ან ოპიოიდებს (მაგ: მორფინს ან კოდეინს);

უძილობის ან შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;

ანესთეზიის დროს ძილის გამომწვევ პრეპარატს;

აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატს (პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად რიტონავირს); შესაძლოა საჭირო გახდეს Fentanyl citrateKalceks -ის მცირე დოზა.

სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებას (მაგალითად: ფლუკონაზოლს ან ვორიკონაზოლს);

მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად: დილტიაზემს, ვერაპამილს);

მაგნიუმის სულფატს.

ფენტანილთან ერთად ერთდროული მიღებისას შესაძლოა აუცილებელი გახდეს ეტომიდატისა და მიდაზოლამის დოზის შემცირება.

ფენტანილი ქიმიურად შეუთავსებელია შესაყვან სანარკოზე საშუალებებთან, თიოპენტონთან და მეტოჰექსიტონთან, ხსნარების pH- ის დიდი განსხვავებების გამო.

Fentanyl citrateKalceks სასმელებთან და ალკოჰოლთან მიმართებაში

გრეიფრუტის წვენი ამცირებს ფენტანილის მოქმედებას.

ალკოჰოლს შეუძლია ფენტანილით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის გაძლიერება ან გახანგრძლივება.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ორსულად ხართ ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ან გგონიათ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან მედდასთან.

ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენთვის Fentanyl citrateKalceks-ის გამოყენება.

ამ პრეპარატს არ იყენებენ მშობიერობის დროს, რადგან შესაძლოა იმოქმედოს ჩვილის სუნთქვაზე, (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილე გამოყენებისას)

ფენტანილი აღწევს დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ბავშვის ძუძუთი კვება 24 საათის განმავლობაში პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

Fentanyl citrateKalceks-ის შეყვანის შემდეგ 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმების მომსახურება, რადგან თქვენ არ იქნებით ისეთი ყურადღებიანი როგორც ყოველთვის.

Fentanyl citrateKalceks შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) 2მლ ამპულაში, რაც ნიშნავს, რომ არის არსებითად “ნატრიუმის გარეშე”.

ეს მედიკამენტი შეიცავს 35.41მგ ნატრიუმს (კულინარიის ძირითადი კომპონენტი/სუფრის მარილი) 10მლ ამპულაში. ეს ექვივალენტურია მოზრდილთათვის ნატრიუმის მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 1.78%.

Fentanyl citrateKalceks-ის გამოყენების წესი

როგორ გამოვიყენოთ

Fentanyl citrateKalceks შეყავთ ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით, ან კუნთში.

ფენტანილი შეყავთ ვენაში უშუალოდ ოპერაციის წინ. ეს პრეპარატი დაგაძინებთ და დაგიცავთ ტკივილისგან ოპერაციის დროს.

ფენტანილთან ერთად შესაძლოა შეგიყვანონ სხვა საანესთეზიო საშუალებები და სხვა პრეპარატები, ფენტანილით გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, მაგალითად: გულისცემის შენელება და კუნთების რიგიდობა.

რამდენი მივიღოთ

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის რა დოზა გესაჭიროებათ თქვენ. დოზის განსაზღვრა დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, არსებულ დაავადებაზე, სხვა პრეპარატის მიღებაზე, ოპერაციის სახეობასა და ხანგრძლივობაზე, და ასევე იმაზე, ისუნთქებთ თუ არა თქვენ დამოუკიდებლად, თუ ჩაგიტარდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

მოზრდილები

თუ თქვენ შეგინარჩუნებენ დამოუკიდებელ სუნთქვას

პრეპარატის საწყისი დოზა იქნება 50-200 მკგ(1-4 მლ ხსნარი), რომელსაც შეიყვანენ ვენაში.

საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეყვანილი იქნება 50 მკგ (1 მლ ხსნარი).

ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში

საწყისი დოზა იქნება 300-3500 მკგ (6-70 მლ ხსნარი) ვენაში.

საჭიროების შემთხვევაში შეყვანილ იქნება დამატებით 100-200 მკგ (2-4 მლ ხსნარი).

თუ თქვენ მიიღებთ Fentanyl citrateKalceks-ს ნარკოზის წინ, ოპერაციის დაწყებამდე 45 წუთით ადრე, კეთდება ინექცია კუნთში ხსნარის 1-2 მლ.

Fentanyl citrateKalceks-ის შეყვანა შეიძლება, ასევე ინფუზიის სახითაც. პრეპარატის შეყვანის ეს სახეობა გამოიყენება ანესთეზიის დასაწყისში ან ფენტანილის პირველი ინექციის შემდეგ.

ტიპიური ინფუზიის შემთხვევაში:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1 მკგ/კგ/წუთში, რომელიც შეყავთ 10 წუთის მანძილზე;

შემდეგ შეყავთ 0,1 მკგ/კგ/წუთში;

ინფუზია უნდა შეწყდეს დაახლოებით 40 წუთით ადრე ოპერაციის დამთავრებამდე;

ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებული იქნება თქვენს რეაქციაზე, სუნთქვისა და ოპერაციის სახეობაზე. ამიტომ ინფუზიის სიჩქარე მერყეობს 0,05 მკგ/კგ/წთ-დან (დამოუკიდებელი სუნთქვა) 3 მკგ/კგ/წთ-მდე (გულის ოპერაცია).

ხანდაზმული და დაავადებებით დასუსტებული პაციენტები

იყენებენ Fentanyl citrateKalceks-ის მცირე დოზებს.

პაციენტები რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქცია

იყენებენ Fentanyl citrateKalceks-ის მცირე დოზას.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებისთვის დოზებს განსაზღვრავენ სხეულის მასისგან გამომდინარე.

დამოუკიდებელი სუნთქვა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

ბავშვებში 2-დან 11 წლამდე

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1-3 მკგ/კგ

საჭიროების შემთხვევაში შეყავთ დამატებით 1-1,25 მკგ/კგ

მოზარდები 12- დან 17 წლამდე

იყენებენ იგივე დოზას როგორც მოზრდილებში

თუ მიიღეთ Fentanyl citrateKalceks დანიშნულზე მეტი დოზით

პრეპარატი შეყავს ექიმს ან ექთანს, ამიტომ ნაკლებად შესაძლებელია, რომ თქვენ მიიღოთ საჭიროზე მეტი დოზა. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა (იხ. - გაფრთხილება და სიფრთხილე გამოყენებისას).

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ყველასთან ისინი არ ვლინდება.

ძალიან ხშირად (შესაძლოა გამოვლინდეს მეტად ვიდრე 10-დან 1 ადამიანთან);

კუნთების რიგიდობა (შეიძლება ეხებოდეს გულმკერდის კუნთებსაც)

ავადმყოფობის შეგრძნება, ავადმყოფობა.

ხშირად – (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 10-დან 1 ადამიანთან)

აგზნება;

მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა;

მხედველობის დარღვევა;

შენელებული ან მომატებული გულისცემა;

გულის რითმის დარღვევა

არტერიული წნევის დაცემა ან მომატება, ტკივილი ვენებში, სისხლძარღვების გაფართოება;

სუნთქვის დათრგუნვა, ხორხის სპაზმი, ბრონქოსპაზმი, შესაძლოა სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება. Eექიმს აქვს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ;

ალერგიული დერმატიტი;

გონების არევა ოპერაციის შემდეგ.

უფრო იშვიათად – (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 100-დან 1 ადამიანთან)

ეიფორიული განწყობა;

თავის ტკივილი;

ვენების ანთება;

არტერიული წნევის ცვლილებები;

აჩქარებული და ღრმა სუნთქვა, სლოკინი;

შემცივნება, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;

სასუნთქი გზების მხრივ გართულება, დაკავშირებული ანესთეზიასთან.

იშვიათად – (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 1000-დან 1 ადამიანთან)

გულისცემის გაჩერება, (ასისტოლია). Eექიმს აქვს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ;

სუთქვის მეორადი დათრგუნვა.

ძალიან იშვიათად - (შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებად, ვიდრე 10 000-დან 1 ადამიანთან)

უძილობა;

სექსუალური ფუნქციების დარღვევა (დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა).

უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია), რომელიც შესაძლოა გამოიხატოს სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით და ჭინჭრის ციებით.

კონვულსიები (კრუნჩხვები), გონების დაკარგვა, კუნთების ტოკვა. ექიმი ჩაატარებს ღონისძიებებს მათ სამკურნალოდ;

ქავილი;

დელირიუმი (სიმპტომები შეიძლება იყოს ისეთი რეაქციების ერთობლიობა როგორებიცაა - აგზნება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, გონების არევა, შიში, მხედველობითი და ხმოვანი ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები);

წამლის მოხსნის სინდრომის სიმპტომები (შეიძლება გამოვლინდეს ასეთი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შფოთვა, კანკალი, ტრემორი და ოფლიანობა).

ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს შეჩვევა ან ე.წ. ტოლერანტობა. შეიძლება შესუსტდეს პრეპარატის მოქმედება და განვითარდეს დამოკიდებულება.

Fentanyl citrateKalceks-ის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც ეწოდება ნეიროლეპტიური საშუალებები და რომლებიც შეყავთ ოპერაციის წინ ძილიანობის გამოსაწვევად, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოვლენები: შემცივნება და /ან კანკალი, შფოთვა, ოპერაციის შემდგომ პერიოდში - ჰალუცინაციები, კანკალი, კუნთების გამოხატული რეგიდულობა ან სპაზმი, შენელებული მოძრაობა და ნერწყვის ჭარბი გამოყოფა.

სეროტონინური სინდრომი

სხვა, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა - სეროტონინური სინდრომი. მისი გამოხატულება შესაძლოა იყოს, აგზნებადობა, ჰალუცინაცია, კომა, გულის ცემის აჩქარება, არტერიული წნევის ცვლილებები, სხეულის მომატებული ტემპერატურა, რეფლექსების გაძლიერება, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების რიგიდულობა და/ან გულისრევა, ღებინება, დიარეა, (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილე მიღებისას, სეროტონინური სინდრომი).

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან მედდას. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV1003.

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv"www.zva.gov.lv

გვერდით მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას.

Fentanyl citrateKalceks-ის შენახვის წესი

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დასაცავად. Aარ გააციოთ და არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

Aარ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Fentanyl citrateKalceks

აქტიური ნივთიერება არის ფენტანილი (Fentanylum).

1 მლ ხსნარი შეიცავს 0,0785 მგ ფენტანილის ციტრატს (Fentanyli citras), რაც შეესაბამება 0,05 მგ ფენტანილს (Fentanylum).

ერთი ამპულა (2 მლ) შეიცავს 0,157 მგ ფენტანილის ციტრატს, რაც შეესაბამება 0,1 მგ ფენტანილს.

ერთი ამპულა (10 მლ) შეიცავს 0,785 მგ ფენტანილის ციტრატს, რაც შეესაბამება 0,5 მგ ფენტანილს.

სხვა კომპონენტები – ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (рН რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

Fentanyl citrateKalceks-ის აღწერილობა და შეფუთვა

გამჭირვალე, უფერული სითხე.

2 მლ ან 10 მლ ხსნარი I ჰიდროლიტური კლასის ბოროსილიკატის შუშის უფერულ ამპულებში ზოლით ან სატეხი წერტილით.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის სადგამზე (პვქ)

2 სადგამი ან 20 სადგამი (სტაციონარში გამოსაყენებლად) მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები:

2მლ - 10 ან 100 ამპულა.

10მლ - 10 ამპულა.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე ხელმისაწვდომი.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს კალცექსი

კრუსტპილსის ქ. 71E, რიგა, LV-1057, ლატვია

ტელეფონი: +371 67083320

ელ.ფოსტა: [email protected]

პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს გადახედილ იქნა 05/2023

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა N1 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა