პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ფენტანილი

Fentanyl

რეცეპტით0,05მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

როგორც ანალგეტიკური და დამატებითი საშუალება ნეიროლეპტანალგეზიის ჩატარებისას, ზოგადი გაუტკივარების დროს და როგორც ანესთეტიკი ინდუქციისთვის ტკივილის გაყუჩებისას. როგორც რესპირატორული დეპრესანტი ინტენსიური თერაპიისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფენტანილი (fentanyl)
ფორმა და შეფუთვა
0,05მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №100 (1X5X20)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AH01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038764
რეგისტრირებულია
1 აგვისტო 2023, მოქმედებს 1 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფენტანილი და სხვა წამალი ერთად

ფენტანილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როგორც ანალგეტიკური და დამატებითი საშუალება ნეიროლეპტანალგეზიის ჩატარებისას, ზოგადი გაუტკივარების დროს და როგორც ანესთეტიკი ინდუქციისთვის ტკივილის გაყუჩებისას. როგორც რესპირატორული დეპრესანტი ინტენსიური თერაპიისას.

მიღების წესი და დოზირება

ფენტანილი შეიყვანება ვენაში და კუნთში.

მოზრდილებში:

  • პრემედიკაციისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში – კუნთში, 1-2 მლ (ფენტანილის 0,05-0,1 მგ);
  • ნარკოზში შეყვანისას - ვენაში 2-4 მლ (ფენტანილის 0,1-0,2 მგ);
  • ნეიროლეპტანალგეზიისას – ვენაში 4-12 მლ (ფენტანილის 0,2-0,6 მგ), შეყვანას იმეორებენ ყოველ 20 წუთში.
  • ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციებისას – კუნთში ან ვენაში შეიყვანება 0,5-1 მლ (ფენტანილის 0,025-0,05 მგ), შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა ყოველ 20-30 წუთში.
  • ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად – კუნთში ან ვენაში 0,5 - 1 – 2 მლ (ფენტანილის 0,025-0,05-0,1 მგ).
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ეს პრეპარატი შეიყვანება კუნთში, 0,04 მლ/კგ (0,002 მგ/კგ) სხეულის მასაზე

ბავშვები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ შეიძლება.

უკუჩვენებები

სუნთქვის დარღვევები სასუნთქი ცენტრის დათრგუნვის გამო, ბრონქული ასთმა, ნარკომანია, ქალა-ტვინის ჰიპერტენზია, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ფენტანილი უკუნაჩვენებია საკეისრო კვეთის ოპერაციისას ნაყოფის ამოყვანამდე, სხვა სამეანო ოპერაციებისას (შესაძლოა დათრგუნოს ნაყოფის სასუნთქი ცენტრი).

სიფრთხილის ზომები

ფენტანილის გამოყენება რეკომენდირებულია სარეანიმაციო მზადყოფნის პირობითა და მხოლოდ ექიმ-ანესთეზიოლოგის თანდასწრებით.

შესაძლოა განვითარდეს ეიფორია.

პრეპარატის მოხსნა ხდება ეტაპობრივად.

სიფრთხილის დაცვით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის, პროსტატას ჰიპერტროფიის, შოკის მდგომარეობის, მიასთენიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების მქონე და 60 წელს გადაცილებული პაციენტების შემთხვევაში. გამოფიტული და ასთენიური პაციენტებისათვის მაღალი დოზების მიცემისას, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის მეორადი დეპრესია, რაც დაკავშირებულია ფენტანილის გამოყოფასთან კუჭის სანათურში მისი შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ, შემდგომი რეზორბციით.

მკურნალობის პეროდში ალკოჰოლის მოხმარება არ დაიშვება.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, გონზე მყოფ პაციენტებს შეიძლება მიეცეს აქტივირებული ნახშირი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფენტანილის მიცემისას იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ myasthenia gravis, როდესაც ადგილი აქვს რესპირატორული კუნთების რიგიდულობას. არსებობს ინფორმაცია, რომ ფენტანილი უკუნაჩვენებია ოპიოიდურ პრეპარატებზე დამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ, ასეთ შემთხვევაში ფენტანილმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური რესპირატორული დეპრესია. ოპერაციისშემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით, ფენტანილის მიღების შემდეგ პაციენტებს ესაჭიროებათ ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა. რესპირატორული დეპრესიის შემთხვევაში გამოიყენება იპიოიდური ანტაგონისტი – ნალოქსონი. ამ დროს, ყველა პაციენტს ესაჭიროება მეთვალყურეობა ნალოქსონის ბოლო დოზის შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში. სუნთქვის სტიმულაცია ტარდება დოქსაპრამის შეყვანით, რომელიც ანალგეზიაზე გავლენას არ ახდენს. ხანდაზმულ პაციეტებს ახასიათებთ თავის ტვინის მგრძნობელობა ფენტანილის მიმართ, ამიტომ აუცილებელია, რომ Aასეთ პაციენტებს ფენტანილი მიეცეს მცირე დოზით.

ტოლერანტობა და დარღვევები ოპიოიდების გამოყენებისას (ბოროტად გამოყენება და დამოკიდებულება)

ოპიოიდების განმეორებითი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტიბა, ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. ოპიოიდების განმეორებითმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ოპიოიდების გამოყენების გამო (РПО). ოპიოიდების ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება და/ან ლეტალური შედეგი. РПО-ის განვითარების რისკი მატულობს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პირადი ან ოჯახური (მშობლები, ძმები, დები) დარღვევები (მათ შორის დარღვევები ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო), თამბაქოს მომხმარებლებს ან პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშებათ პირადი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები (მაგ., მძიმე დეპრესია, შფოთვა, პიროვნული დარღვევები).

მოხსნის სინდრომი

პრეპარატის განმეორებითმა შეყვანამ დროის მოკლე ინტერვალებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, რაც ვლინდება ისეთი გვერდითი რეაქციებით, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მოუსვენრობა, შემცივნება, ტრემორი, ჭარბი ოფლიანობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამ პრეპარატის ეფექტს ამცირებს ბუპრენორფინი.

სხვა წამლებთან კომბინირებული მიღებისას, რომლებიც დეპრესიულ მოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ოპიატები, სედაციური საშუალებები, საძილე წამლები (მათ შორის ბარბიტურატები), ნეიროლეპტიკები (მათ შორის ფენოთიაზინამი), ტრანკვილიზატორები (მათ შორის ბენზოდიაზეპინები ან მათი ანალოგიური პრეპარატები), მიორელაქსანტები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, სედაციის გამომწვევი ანტიჰისტამინური პრეპარატები, გაბაპენტინოიდები (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) და ცნს-ის სხვა არასელექციური დეპრესანტები (მაგალთად ალკოჰოლი)), შეიძლება გაძლიერდეს ორივე პრეპარატის გვერდითი ეფექტები (ცნს-ის დათრგუნვა, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია).

ბარბიტურატების (განსაკუთრებით ფენობარბიტალის) სისტემატური მიღებისას შესაძლოა შემცირდეს ნარკოტიკული ანალგეტიკების ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ბარბიტურატების ან ნარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივი მიღება იწვევს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

ბემზოდიაზეპინები ახანგრძლივებენ ნეიროლეპტანალგეზიიდან გამოსვლის დროს.

აზოტმჟავა აძლიერებს კუნთების რიგიდულობას, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ამაღლებენ არტერიულ ჰიპოტენზიას, მონოამონოოქსიდაზას ინჰიბიტორები ამაღლებენ მძიმე გართულებების რისკს.

ნალოქსონი თავიდან გვაცილებს ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ სუნთქვის დათრგუნვას და ანალგეზიას. ნალორფინი თავიდან გვაცილებს ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ სუნთქვის დეპრესიას, ინარჩუნებს რა ამავდროულად ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და იმ სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისაგან, რომლებიც ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა, ბრონქოსპაზმი, აპნოე, ფილტვების შეშუპება მიგვანიშნებს ჭარბ დოზაზე, როგორც ლეტალური შედეგის შესაძლო მიზეზზე.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება, კუნთების რიგიდულობა, დიდი დოზებით მიღების შემდეგ – ეიფორიული აქტივობა. სიხშირე უცნობია – პრეპარატის მოხსნის სინდრომი (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები~), დელირია (სიმპტომები შეიძლება გაერთიანდეს ისეთ რეაქციებში, როგორებიცაა აგზნება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, შიში, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები). მაღალი დოზები ხელს უწყობს ოპიოიდურ საშუალებებზე დამოკიდებულ სუნთქვის დეპრესიას და არტერიულ ჰიპოტენზიას ცირკულატორული უკმარისობით და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით, რაც ნალოქსონის შეყვანასა და ინფუზიური თერაპიის ჩატარებას საჭიროებს. კრუნჩხვები უფრო ხშირად ვითარდება მცირეწლოვან ბავშვებში, ამიტომ ფენტანილის შეყვანის შემდეგ ასეთი პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

მხედველობის ორგანოების მხრივ: მიოზი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ბილიარული სპაზმი, ღვიძლის ფერმენტების დონეების მხრივ ცვლილებები.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლისმიერი კოლიკები, ანტიდიურეზული მოქმედება. ჭარბი დოზის შემთხვევაში არსებობს თირკმელების უკმარისობის განვითარების ალბათობა.

კანის, კანქვეშა ქსოვილისა და იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის ჩათვლით.

ზოგადი დარღვევები: ლიბიდოსა და პოტენციის დარღვევები.

სხვა: შესაძლო ტოქსიკური რეაქციები: ქავილი, ერითემა კანქვეშ შეყვანისას, სისხლდენა ლორწოვანქვეშა გარსში, მწვავე ტოქსიკური დელირიის შესაძლო განვითარება კანქვეშ შეყვანისას. ოპერაციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს რესპირატორული დეპრესია ფენტანილის მიღების გამო. ტოქსიკურობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე პრეპარატის მიმართ. ოპიოიდური ჭარბი დოზირების ნიშნებია სიმპტომების ტრიადა: კომატოზური მდგომარეობა, თვალის გუგების შევიწროვება, რესპიტრატორული დეპრესია

ჭარბი დოზა

ადრეული და საშიში გამოვლინება – სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა. ფენტანილით ჭარბი დოზირებისას აღინიშნა ტოქსიკური ლეიკოენცელოპათია.

მკურნალობა: ზოგადი სარეანიმაციო ღონისძიებები, ინჰალაცია ჟანგბადით, ანტაგონისტებისა და ოპიატური რეცეპტორების აგონისტი-ანტაგონისტების (ნალოქსონი, ნალორფინი), სასუნთქი ანალეპტიკების დანიშვნა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ფენტანილი

1 მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მგ ფენტანილს

დამხმარე ნივთიერება: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე

შენახვის პირობები

5 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვულ სისტემააზე მოქმედი საშუალებები. ანესთეტიკები. ზოგადი საანესთეზიო საშუალებები. ოპიოიდური საანესთეზიო საშუალებები

ATC კოდი: N01A H01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ოპიოიდური ანალგეტიკი. ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას. ანალგეტიკური აქტივობით მნიშვნელოვნად აღემატება მორფინს.

არის ოპიატური რეცეპტორების აგონისტი, ურთიერთქმედებს უპირატესად ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს), ზურგის ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების µ-რეცეპტორებთან. ამაღლებს ანტინოციცეპტური სისტემის აქტივობას, ამაღლებს ტკივილის მგრძნობელობის ზღვარს. არღვევს სპეციფიური და არასპეციფიური ტკივილების აგზნების გადაცემას თალამუსის, ჰიპოთალამუსის და ნუშისებრი კომპლექსის ბირთვებზე. ამცირებს ტკივილის ემოციურ შეფასებას, იწვევს ეიფორიას, რომელიც ხელს უწყობს დამოკიდებულების (ფიზიკური, ფსიქიკური) ფორმირებას. ამცირებს რა ტკივილის ცენტრების აგზნებას, ავლენს ძილისმომგვრელ ეფექტს.

განმეორებითი შეყვანისას, შესაძლოა განვითარდეს ტოლერანტობა წამალდამოკიდებულებაზე.

თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, აღაგზნებს პირღებინებისა და ცდომილი ნერვის ცენტრებს, იწვევს ბრადიკარდიას. ამაღლებს შინაგანი ორგანოების, ურეთერის სფინქტერების, შარდის ბუშტის, ოდის სფინქტერის, სანაღვლე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ტონუსს და ამავდროულად თრგუნავს პერისტალტიკებს, აუმჯობესებს წყლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამცირებს თირკმელისმიერი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას. ამაღლებს ამილაზას და ლიპაზას შემცველობას სისხლში.

ინტრავენური შეყვანისას, ანალგეტიკური ეფექტი ვითარდება 1-3 წუთის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 5-7 წუთის შემდეგ, ინტრამუსკულარული შეყვანისას მისი მოქმედება იწყება 10-15 წუთში, ერთჯერადი შეყვანისას ეფექტი გრძელდება 30 წუთამდე.

ფარმაკოკინეტიკა.

სწრაფად ნაწილდება სისხლიდან და ტვინიდან კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში. ნახევარგამოყოფის პერიოდია 10-30 წუთი. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი აღწევს 79%-ს. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, N-დეალკილირების და ჰიდროქსილირების გზით, აგრეთვე თირკმელებში, ნაწლავებში და თირკმელზედა ჯირკვლებში. კლირენსი შეადგენს 0,4-0,5 ლ/წ-ს, ნახევარგამოყოფს პერიოდი 10-30 წუთს, განაწილების მოცულობა 60-80 მლ-ს. გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 75% მეტაბოლიტების სახით და 10-% შეუცვლელი სახით) და ნაწლავებიდან (9% მეტაბოლიტების სახით). Aაღწევს დედის რძეში

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ფენტანილი

(FENTANYL)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ფენტანილი

1 მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მგ ფენტანილს

დამხმარე ნივთიერება: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ნერვულ სისტემააზე მოქმედი საშუალებები. ანესთეტიკები. ზოგადი საანესთეზიო საშუალებები. ოპიოიდური საანესთეზიო საშუალებები

ATC კოდი: N01A H01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ოპიოიდური ანალგეტიკი. ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას. ანალგეტიკური აქტივობით მნიშვნელოვნად აღემატება მორფინს.

არის ოპიატური რეცეპტორების აგონისტი, ურთიერთქმედებს უპირატესად ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს), ზურგის ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების µ-რეცეპტორებთან. ამაღლებს ანტინოციცეპტური სისტემის აქტივობას, ამაღლებს ტკივილის მგრძნობელობის ზღვარს. არღვევს სპეციფიური და არასპეციფიური ტკივილების აგზნების გადაცემას თალამუსის, ჰიპოთალამუსის და ნუშისებრი კომპლექსის ბირთვებზე. ამცირებს ტკივილის ემოციურ შეფასებას, იწვევს ეიფორიას, რომელიც ხელს უწყობს დამოკიდებულების (ფიზიკური, ფსიქიკური) ფორმირებას. ამცირებს რა ტკივილის ცენტრების აგზნებას, ავლენს ძილისმომგვრელ ეფექტს.

განმეორებითი შეყვანისას, შესაძლოა განვითარდეს ტოლერანტობა წამალდამოკიდებულებაზე.

თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, აღაგზნებს პირღებინებისა და ცდომილი ნერვის ცენტრებს, იწვევს ბრადიკარდიას. ამაღლებს შინაგანი ორგანოების, ურეთერის სფინქტერების, შარდის ბუშტის, ოდის სფინქტერის, სანაღვლე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ტონუსს და ამავდროულად თრგუნავს პერისტალტიკებს, აუმჯობესებს წყლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამცირებს თირკმელისმიერი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას. ამაღლებს ამილაზას და ლიპაზას შემცველობას სისხლში.

ინტრავენური შეყვანისას, ანალგეტიკური ეფექტი ვითარდება 1-3 წუთის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 5-7 წუთის შემდეგ, ინტრამუსკულარული შეყვანისას მისი მოქმედება იწყება 10-15 წუთში, ერთჯერადი შეყვანისას ეფექტი გრძელდება 30 წუთამდე.

ფარმაკოკინეტიკა.

სწრაფად ნაწილდება სისხლიდან და ტვინიდან კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში. ნახევარგამოყოფის პერიოდია 10-30 წუთი. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი აღწევს 79%-ს. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, N-დეალკილირების და ჰიდროქსილირების გზით, აგრეთვე თირკმელებში, ნაწლავებში და თირკმელზედა ჯირკვლებში. კლირენსი შეადგენს 0,4-0,5 ლ/წ-ს, ნახევარგამოყოფს პერიოდი 10-30 წუთს, განაწილების მოცულობა 60-80 მლ-ს. გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 75% მეტაბოლიტების სახით და 10-% შეუცვლელი სახით) და ნაწლავებიდან (9% მეტაბოლიტების სახით). Aაღწევს დედის რძეში

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

როგორც ანალგეტიკური და დამატებითი საშუალება ნეიროლეპტანალგეზიის ჩატარებისას, ზოგადი გაუტკივარების დროს და როგორც ანესთეტიკი ინდუქციისთვის ტკივილის გაყუჩებისას. როგორც რესპირატორული დეპრესანტი ინტენსიური თერაპიისას.

უკუჩვენებები

სუნთქვის დარღვევები სასუნთქი ცენტრის დათრგუნვის გამო, ბრონქული ასთმა, ნარკომანია, ქალა-ტვინის ჰიპერტენზია, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ფენტანილი უკუნაჩვენებია საკეისრო კვეთის ოპერაციისას ნაყოფის ამოყვანამდე, სხვა სამეანო ოპერაციებისას (შესაძლოა დათრგუნოს ნაყოფის სასუნთქი ცენტრი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

ამ პრეპარატის ეფექტს ამცირებს ბუპრენორფინი.

სხვა წამლებთან კომბინირებული მიღებისას, რომლებიც დეპრესიულ მოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ოპიატები, სედაციური საშუალებები, საძილე წამლები (მათ შორის ბარბიტურატები), ნეიროლეპტიკები (მათ შორის ფენოთიაზინამი), ტრანკვილიზატორები (მათ შორის ბენზოდიაზეპინები ან მათი ანალოგიური პრეპარატები), მიორელაქსანტები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, სედაციის გამომწვევი ანტიჰისტამინური პრეპარატები, გაბაპენტინოიდები (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) და ცნს-ის სხვა არასელექციური დეპრესანტები (მაგალთად ალკოჰოლი)), შეიძლება გაძლიერდეს ორივე პრეპარატის გვერდითი ეფექტები (ცნს-ის დათრგუნვა, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია).

ბარბიტურატების (განსაკუთრებით ფენობარბიტალის) სისტემატური მიღებისას შესაძლოა შემცირდეს ნარკოტიკული ანალგეტიკების ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ბარბიტურატების ან ნარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივი მიღება იწვევს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

ბემზოდიაზეპინები ახანგრძლივებენ ნეიროლეპტანალგეზიიდან გამოსვლის დროს.

აზოტმჟავა აძლიერებს კუნთების რიგიდულობას, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ამაღლებენ არტერიულ ჰიპოტენზიას, მონოამონოოქსიდაზას ინჰიბიტორები ამაღლებენ მძიმე გართულებების რისკს.

ნალოქსონი თავიდან გვაცილებს ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ სუნთქვის დათრგუნვას და ანალგეზიას. ნალორფინი თავიდან გვაცილებს ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ სუნთქვის დეპრესიას, ინარჩუნებს რა ამავდროულად ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

გამოყენების თავისებურებები

ფენტანილის გამოყენება რეკომენდირებულია სარეანიმაციო მზადყოფნის პირობითა და მხოლოდ ექიმ-ანესთეზიოლოგის თანდასწრებით.

შესაძლოა განვითარდეს ეიფორია.

პრეპარატის მოხსნა ხდება ეტაპობრივად.

სიფრთხილის დაცვით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის, პროსტატას ჰიპერტროფიის, შოკის მდგომარეობის, მიასთენიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების მქონე და 60 წელს გადაცილებული პაციენტების შემთხვევაში. გამოფიტული და ასთენიური პაციენტებისათვის მაღალი დოზების მიცემისას, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის მეორადი დეპრესია, რაც დაკავშირებულია ფენტანილის გამოყოფასთან კუჭის სანათურში მისი შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ, შემდგომი რეზორბციით.

მკურნალობის პეროდში ალკოჰოლის მოხმარება არ დაიშვება.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, გონზე მყოფ პაციენტებს შეიძლება მიეცეს აქტივირებული ნახშირი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფენტანილის მიცემისას იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ myasthenia gravis, როდესაც ადგილი აქვს რესპირატორული კუნთების რიგიდულობას. არსებობს ინფორმაცია, რომ ფენტანილი უკუნაჩვენებია ოპიოიდურ პრეპარატებზე დამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ, ასეთ შემთხვევაში ფენტანილმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური რესპირატორული დეპრესია. ოპერაციისშემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით, ფენტანილის მიღების შემდეგ პაციენტებს ესაჭიროებათ ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა. რესპირატორული დეპრესიის შემთხვევაში გამოიყენება იპიოიდური ანტაგონისტი – ნალოქსონი. ამ დროს, ყველა პაციენტს ესაჭიროება მეთვალყურეობა ნალოქსონის ბოლო დოზის შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში. სუნთქვის სტიმულაცია ტარდება დოქსაპრამის შეყვანით, რომელიც ანალგეზიაზე გავლენას არ ახდენს. ხანდაზმულ პაციეტებს ახასიათებთ თავის ტვინის მგრძნობელობა ფენტანილის მიმართ, ამიტომ აუცილებელია, რომ Aასეთ პაციენტებს ფენტანილი მიეცეს მცირე დოზით.

ტოლერანტობა და დარღვევები ოპიოიდების გამოყენებისას (ბოროტად გამოყენება და დამოკიდებულება)

ოპიოიდების განმეორებითი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტიბა, ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. ოპიოიდების განმეორებითმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ოპიოიდების გამოყენების გამო (РПО). ოპიოიდების ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება და/ან ლეტალური შედეგი. РПО-ის განვითარების რისკი მატულობს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პირადი ან ოჯახური (მშობლები, ძმები, დები) დარღვევები (მათ შორის დარღვევები ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო), თამბაქოს მომხმარებლებს ან პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშებათ პირადი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები (მაგ., მძიმე დეპრესია, შფოთვა, პიროვნული დარღვევები).

მოხსნის სინდრომი

პრეპარატის განმეორებითმა შეყვანამ დროის მოკლე ინტერვალებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, რაც ვლინდება ისეთი გვერდითი რეაქციებით, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მოუსვენრობა, შემცივნება, ტრემორი, ჭარბი ოფლიანობა.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და იმ სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისაგან, რომლებიც ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

მიღების წესი და დოზები

ფენტანილი შეიყვანება ვენაში და კუნთში.

მოზრდილებში:

  • პრემედიკაციისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში – კუნთში, 1-2 მლ (ფენტანილის 0,05-0,1 მგ);
  • ნარკოზში შეყვანისას - ვენაში 2-4 მლ (ფენტანილის 0,1-0,2 მგ);
  • ნეიროლეპტანალგეზიისას – ვენაში 4-12 მლ (ფენტანილის 0,2-0,6 მგ), შეყვანას იმეორებენ ყოველ 20 წუთში.
  • ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციებისას – კუნთში ან ვენაში შეიყვანება 0,5-1 მლ (ფენტანილის 0,025-0,05 მგ), შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა ყოველ 20-30 წუთში.
  • ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად – კუნთში ან ვენაში 0,5 - 1 – 2 მლ (ფენტანილის 0,025-0,05-0,1 მგ).
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ეს პრეპარატი შეიყვანება კუნთში, 0,04 მლ/კგ (0,002 მგ/კგ) სხეულის მასაზე

ბავშვები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ შეიძლება.

ჭარბი დოზა.

ადრეული და საშიში გამოვლინება – სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა. ფენტანილით ჭარბი დოზირებისას აღინიშნა ტოქსიკური ლეიკოენცელოპათია.

მკურნალობა: ზოგადი სარეანიმაციო ღონისძიებები, ინჰალაცია ჟანგბადით, ანტაგონისტებისა და ოპიატური რეცეპტორების აგონისტი-ანტაგონისტების (ნალოქსონი, ნალორფინი), სასუნთქი ანალეპტიკების დანიშვნა.

გვერდითი რეაქციები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა, ბრონქოსპაზმი, აპნოე, ფილტვების შეშუპება მიგვანიშნებს ჭარბ დოზაზე, როგორც ლეტალური შედეგის შესაძლო მიზეზზე.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება, კუნთების რიგიდულობა, დიდი დოზებით მიღების შემდეგ – ეიფორიული აქტივობა. სიხშირე უცნობია – პრეპარატის მოხსნის სინდრომი (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები~), დელირია (სიმპტომები შეიძლება გაერთიანდეს ისეთ რეაქციებში, როგორებიცაა აგზნება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, შიში, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები). მაღალი დოზები ხელს უწყობს ოპიოიდურ საშუალებებზე დამოკიდებულ სუნთქვის დეპრესიას და არტერიულ ჰიპოტენზიას ცირკულატორული უკმარისობით და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით, რაც ნალოქსონის შეყვანასა და ინფუზიური თერაპიის ჩატარებას საჭიროებს. კრუნჩხვები უფრო ხშირად ვითარდება მცირეწლოვან ბავშვებში, ამიტომ ფენტანილის შეყვანის შემდეგ ასეთი პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

მხედველობის ორგანოების მხრივ: მიოზი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ბილიარული სპაზმი, ღვიძლის ფერმენტების დონეების მხრივ ცვლილებები.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლისმიერი კოლიკები, ანტიდიურეზული მოქმედება. ჭარბი დოზის შემთხვევაში არსებობს თირკმელების უკმარისობის განვითარების ალბათობა.

კანის, კანქვეშა ქსოვილისა და იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის ჩათვლით.

ზოგადი დარღვევები: ლიბიდოსა და პოტენციის დარღვევები.

სხვა: შესაძლო ტოქსიკური რეაქციები: ქავილი, ერითემა კანქვეშ შეყვანისას, სისხლდენა ლორწოვანქვეშა გარსში, მწვავე ტოქსიკური დელირიის შესაძლო განვითარება კანქვეშ შეყვანისას. ოპერაციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს რესპირატორული დეპრესია ფენტანილის მიღების გამო. ტოქსიკურობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე პრეპარატის მიმართ. ოპიოიდური ჭარბი დოზირების ნიშნებია სიმპტომების ტრიადა: კომატოზური მდგომარეობა, თვალის გუგების შევიწროვება, რესპიტრატორული დეპრესია

ვარგისიანობის ვადა.

5 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

შეუთავსებლობა

პრეპარატი არ უნდა შეერიოს სხვა წამლებთან ერთ კონტეინერში.

შეფუთვა

2 მლ ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერში. 20 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ., სახლი 41

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა