პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ფენტავერი

Fentaver

რეცეპტით0,1მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფენტავერი არის „ოპიოიდური ანალგეტიკების“ ჯგუფის, ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად გამოსაყენებელი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ხსნარი. ფენტავერის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება მოკლე დროით; 1მლ ფენტავერი შეიცავს 0.5 მილიგრამ ფენტანილის ექვივალენტურ ფენტანილის ციტრატს; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფენტანილი (fentanyl)
ფორმა და შეფუთვა
0,1მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
OSEL İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
N01AH01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038774
რეგისტრირებულია
2 აგვისტო 2023, მოქმედებს 2 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფენტავერი და სხვა წამალი ერთად

ფენტავერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფენტავერი არის „ოპიოიდური ანალგეტიკების“ ჯგუფის, ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად გამოსაყენებელი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ხსნარი. ფენტავერის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება მოკლე დროით;

1მლ ფენტავერი შეიცავს 0.5 მილიგრამ ფენტანილის ექვივალენტურ ფენტანილის ციტრატს;

ფენტავერი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10 ცალ 2მლ-იან ამპულას;

ფენტავერი გამოიყენება სხვადასხვა სახის ოპერაციებთან დაკავშირებული ტკივილის თავიდან ასაცილებლად ან შესამსუბუქებლად. ფენტავერი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ტიპის ოპერაციების დროს:

ხანმოკლე ოპერაციები, როდესაც პაციენტი შეიძლება გაეწეროს ოპერაციის დღესვე;

შედარებით ხანგრძლივი ოპერაციები, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი დარჩენა საავადმყოფოში რამდენიმე დღით.

ფენტავერი ასევე გამოიყენება მაღალი დოზებით თქვენი სუნთქვის ბუნებრივი სიხშირის შესამცირებლად, თუკი მიერთებული ხართ ფილტვების ვენტილაციის აპარატთან (ანუ, თუ ხართ ხელოვნურ სუნთქვაზე). ამ შემთხვევაში, თქვენს დასაძინებლად, ფენტავერი გამოიყენება სედატიურ პრეპარატთან - ნეიროლეპტიკთან ერთად, რომელიც იწვევს ძილიანობას ან თავბრუსხვევას სერიოზული ოპერაციების ჩატარებისას.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ ფენტავერის გამოყენებამდე?

ფენტავერი არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ამიტომ იგი ინიშნება / გამოიყენება უფლებამოსილი პირების ნებართვით

უკუჩვენებები

თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ფენტანილისა და მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია);

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების - „ოპიოიდური ანალგეტიკების“ მიმართ;

გადატანილი გაქვთ სანაღვლე გზების ოპერაცია ამ პროცედურის შემდეგ;

მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან ამ პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში,

გაქვთ რესპირატორული დაავადებები, რაც ზღუდავს სუნთქვას (ფილტვების ობსტრუქციული დაავადება), ან გაქვთ სუნთქვის დათრგუნვა. ამ დროს, ფენტავერის მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სუნთქვა მხარდაჭერილია „ვენტილაციის“ აპარატით;

იმშობიარეთ ბუნებრივი გზით ან საკეისრო კვეთით,ჭიპლარის გადაჭრამდე, ; ფენტავერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილის სუნთქვაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ფენტავერის გამოყენებამდე.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ფენტავერის გამოყენებისას

წამლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან

თუ:

გაქვთ ფილტვების, ღვიძლის, ან თირკმელების პრობლემები;

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის (კისრის წინა ნაწილში მდებარე ჯირკვალი) შემცირებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

გაქვთ ფილტვების დაავადება ან სუნთქვის პრობლემები;

ხართ ალკოჰოლდამოკიდებული;

გაქვთ თავის ტვინის დარღვევები ან ცოტა ხნის წინ გქონდათ თავის ტვინის დარღვევები / ქალა-ტვინის ტრავმა;

გაქვთ დაავადება Myasthenia gravis, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებით;

გაქვთ სისხლის შემცირებული მოცულობა;

ხართ ხანდაზმული, ან დასუსტებული ავადმყოფოფის გამო, დაიცავით სიფრთხილე ამ წამლის მიღებისას.

მდგომარეობები, რომლებიც სპეციალურ მონიტორინგს მოითხოვს:

ფენტავერი შესაძლოა იყოს სუნთქვის შენელების მიზეზი . ასეთი ეფექტის შემჩნევის შემთხვევაში, საჭიროა თქვენი სუნთქვის მონიტორინგი, მის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებამდე;

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი სისხლის წნევისა და გულისცემის მონიტორინგი.

ფენტანილის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობის განვითარება, ანუ ხშირი გამოყენების გამო, ფენტანილის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის დაქვეითება და მასზე დამოკიდებულება

ფენტავერის გამოყენებისას ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სეროტონინის სისტემაზე - ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც ტვინის უჯრედების ერთმანეთთან და სხვა ნერვულ უჯრედებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა არ განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში სეროტონინის სინდრომი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები ,აღგენიშნებათ ან აღგენიშნებოდათ წარსულში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს

თუ თქვენი ექიმი მიზანშეწონილად ჩათვლის, შეგიძლიათ გააგრძელოთ ფენტავერის მიღება.

ფენტავერის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რაიმე ინფორმაცია საკვებთან და სასმელთან ფენტავერის ურთიერთქმედების შესახებ, არ გვაქვს. ამ პრეპარატის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად არ შეიძლება. ფენტავერის გამოყენებამ St. John’s wort -თან(კრაზანასთან) ერთად, შესაძლოა მისი ეფექტის შემცირება გამოიწვიოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ თქვენ ხართ, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, შეგიძლიათ მიიღოთ ფენტავერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია თქვენთვის;

მშობიარობისას (საკეისრო კვეთის ჩათვლით) ფენტანილის მიღება დაუშვებელია, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის დათრგუნვა.

თუ მკურნალობის დროს გაიგეთ, რომ ხართ ორსულად კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფენტავერი აღწევს დედის რძეში. ფენტავერის მიღების პერიოდში ჩვილის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ახალშობილის ძუძუთი კვება ან მისთვის ძუძუდან გამოწურული რძის მიცემა ფენტავერის მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში, არ შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფენტავერის მიღების შემდეგ სულ მცირე 24 საათის განმავლობაში, მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება, ყურადღების კონცენტრაციის შესაძლო დაქვეითების გამო.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გააუარესოს მანქანის მართვის უნარი, რადგანაც იგი იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას ან თავბრუსხვევის შეგრძნებას. ფენტავერის მიღების შემდეგ საკმარისი დროის გასვლამდე ნუ გამოიყენებთ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს და ნუ შეასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც ყურადღების მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს.

ნუ დაჯდებით მანქანის საჭესთან სანამ არ გაიგებთ, როგორ იმოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

მანქანის მართვა ამ წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ, საგზაო მოძრაობის დარღვევაა. მაგრამ, თუ გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გარემოება, ამ წამლის მიღება არ წარმოშობს საგზაო მოძრაობის განზრახ დარღევის პირობას:

წამალი დაგენიშნათ რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან სტომატოლოგიური აუცილებლობით ;

თქვენ ღებულობთ წამალს ექიმის დანიშნულებით და გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად;

არ აქვეითებს თქვენს მიერ მანქანის უსაფრთხოდ მართვის უნარს.

ფენტავერის მიღების შემდეგ, მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე ,ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფენტავერის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ თქვენთვის აუცილებელია მარილის მოხმარების კონტროლი (თუ ხართ ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე), ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

იმის გამო, რომ ფენტავერის თითოეული ამპულა 23მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ნატრიუმით გამოწვეული გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის;

მაგრამ, ამპულის შიგთავსი შეიძლება მარილის ხსნარში განზავდეს ამ წამლის თქვენთვის მოცემამდე, ამიტომ, გასათვალისწინებელია განზავებული ნატრიუმის არსებობა მარილის ხსნარში

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

იმის გამო, რომ ფენტავერთან კომბინაციაში ბევრი სხვა წამლის მიღება არ შეიძლება, ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი ღებულობთ რაიმე სხვა წამლებს. ეს ასევე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ და ფიტოთერაპიულ პრეპარატებსაც.

კერძოდ, ნუ მიიღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს და აცნობთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუკი ღებულობდით მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში:

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი ზოგიერთი წამალი, რომლებიც დეპრესიის (ფსიქიური დეპრესიები) სამკურნალოდ გამოიყენება.

არ გამოიყენოთ ფენტავერი, თუკი ამ ჯგუფის წამლებს ღებულობთ.

აუცილებლად მიიღეთ თქვენი ექიმის ან ექთნის კონსულტაცია, კერძოდ მაშინ, თუ ღებულობთ რომელიმე შემდეგ წამალს:

ციტალოპრამი, დულოქსეტინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოპქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი და ვენლაფაქსინი, რომლებიც დეპრესიების (ფსიქიური დეპრესიები) სამკურნალოდ გამოიყენება.

ქვევით ჩამოთვლილი რომელიმე წამლის და ფენტავერის ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს მათი ერთდროულად მიღების შემთხვევაში

სხვა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა „ოპიოიდური ანალგეტილების“ სახელით ცნობილი მორფინი ან კოდეინი;

საძილე საშუალებები (ანესთეტიკები);

მედიკამენტები(ტრანკვილიზატორები) ან საძილე ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი სიტუაციების სამკურნალოდ

პროტეაზას ანტივირუსული ინჰიბიტირები: რიტონავირი, ინდინავირი ან საკვინავირი, რომლებიც აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, შიდსის აგენტი) ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება

ფუნგიციდები, მაგალითად ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი.

მედიკამენტების ეტომიდატის და მიდაზოლამის ფენტავერთან ერთად მიღების აუცილებლობის დროს , შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება

თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლო პერიუოდში ღებულობდით რომელიმე რეცეპტურულ ან ურეცეპტო მედიკამენტს აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ფენტავერი?

ფენტავერი უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ გარემოში, სადაც კონტროლდება სასუნთქი გზები, და იმ პირის ზედამხედველობით, რომელსაც შეუძლია სასუნთქი გზების გაკონტროლება.

სათანადო გამოყენებისა და დოზირება/მიღების სიხშირის ინსტრუქცია

ფენტავერის მიღების დოზები იცვლება პაციენტის მდგომარეობისა და სიტუაციის მიხედვით.

ფენტავერის მისაღებ დოზას განსაზღვრავს ექიმი თქვენი სხეულის წონის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, ასაკის, მედიკამენტის გამოყენების მიზნისა და იმ წამლების გათვალისწინებით, რომლებსაც ღებულობთ.

გამოყენების გაზა და მეთოდი

ფენტავერი შეიყვანება ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად (ინტრავენური, ინტრამუსკულარული მიღება).

იგი შეიძლება შეყვანილი იქნას ანესთეზიურ აგენტთან ერთად.

იგი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფენტავერის ზოგიერთი გვერდითი ეფექტის , როგორიცაა გულისცემის შენელება და კუნთების გამაგრება ,შემამსუბუქებელ პრეპარატთან ერთად .

საინფუზიო ხსნარის სახით მისაცემი ფენტავერის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის წონაზე.

საწყისი დოზაა 1 მილიგრამი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში, და შეიძლება შეყვანილ იქნას პირველი 10 წუთის განმავლობაში.

აუცილებლობის შემთხვევაში, შეყვანა შეიძლება გაგრძელეს 0,1 მილიგრამი დოზით სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში, ოპერაციის მიმდინარეობისას.

როგორც წესი, წვეთოვანის საშუალებით შეყვანას წყვეტენ ოპერაციის დასრულებამდე 40 წუთით ადრე

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში :

2-12 წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზებით .

ფენტავერი პაციენტს ეძლევა გამოცდილი პერსონალის მიერ, სუნთქვის შესაძლო მხარდაჭერისათვის აუცილებელ აპარატურით აღჭურვილ გარემოში .

გამოყენება ხანდაზმულებში :

ხანდაზმული და ავადმყოფობით დასუსტებული პაციებტებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ფენტავერის დოზის შემცირება

გამოყენება სპეციალურ შემთხვევებში :

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ფენტავერის დოზები სიფრთხილით უნდა დარეგულირდეს პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.დოზის კორექტირებას ახორციელებს ექიმი.

თუ ფიქრობთ, რომ ფენტავერის ეფექტი ძალზე ძლიერი ან ძალზე სუსტია, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ საჭიროზე მეტი ფენტავერი გამოიყენეთ:

თქვენთვის საჭიროზე მეტი დოზის მოცემა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, შესაბამის სიფრთხილის ზომებს თქვენი ექიმი მიიღებს. ჭარბი დოზის მთავარი სიმპტომია სუნთქვის დათრგუნვა.

თუ საჭიროზე მეტი ფენტავერი მიიღეთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ ფენტავერის მიღება:

რამდნადაც, ფენტავერი გეძლევათ თქვენი ექიმის დანიშნულებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგავიწყდებათ მისი მიღება

არ მიიღოთ ფენტავერის ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის სანაცვლოდ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ფენტავერით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

ფენტავერით მკურნალობის შეწყვეტას და მონიტორინგს ახორციელებს თქვენი ექიმი

  • რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა მედიკამენტმა, ფენტავერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.პრეპარატის მიღების პერიოდში, ასეთ გვერდით ეფექტებს დააკვირდება თქვენი ექიმი.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელიმე ეფექტი გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ფენტავერის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.

გამონაყარი, ქავილი

გულყრა

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

გვერდითი მოვლენები

ძალზე ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან სულ ცოტა 1 პაციენტს

ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს მაგრამ 100 -დან 1 ზე მეტ პაციენტს

არც თუ ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს , მაგრამ 1000 პაციენტიდან 1 -ზე მეტ პაციენტს

იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 1000 პაციენტიდან,

ძალზე იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10000 პაციენტიდან

ძალზე ხშირი:

პირღებინება, გულისრევა;

კუნთების გაუხეშება (შეიძლება ასევე იქონიოს ზეგავლენა გულმკერდის კუნთებზე).

ხშირი:

აგზნება (მოუსვენრობა)

სირთულეები სხეულის მოძრაობების შესრულებისას

ძილიანობა

თავბრუსხვევა

მხედველობის პრობლემები

გულის რითმის დარღვევა(შენელება ანდა გახშირება)

ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

ვენების ტკივილი

კრუნჩხვით (სპაზმით) გამოწვეული დახშობის შეგრძნება ყელის არის კუნთებში

გაძნელებული სუნთქვა

სუნთქვის მოკლევადიანი შეწყვეტა (აპნოე). ამ შემთხვევაში, თქვენ საჭიროებისამებრ გაგიწევენ დახმარებას სუნთქვის მხარდამჭერი აპარატის (ფილტვების ვენტილატორი) მეშვეობით

გამონაყარი კანზე, ალერგიული დერმატიტი (შეწითლება ან ქავილი, გამოწვეული კანის რეაქციებით გარე აგენტებზე)

ოპერაციის შემდეგომი გონების დაბინდვა

არც თუ ხშირი:

არტერიული წნევის ცვლილებები

სუნთქვასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები

ჩვეულებრივზე უფრო გახშირებული სუნთქვა

ნორმალურზე დაბალი სხეულის ტემპერატირა ან შემცივნება / კანკალი

თავის ტკივილი

ვენების შეშუპება ან შედედება, ფლებიტი (ვენის ანთება)

სლოკინი

გადაჭარბებული მხიარულება / ბედნიერება

უცნობია:

სერიოზული ალერგიული რეაქციები,რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა/ძილიანობა და ჭინჭრის ციება

კრუნჩხვები (კონვულსიები)

ცნობიერების დაკარგვა

კუნთების შეკრთომები

გულის გაჩერება

ნელი ან ზედაპირული სუნთქვა

კანის ქავილი

სუნთქვის დათრგუნვა

სხვა გვერდითი მოვლენები შეინიშნება, ფენტავერთან ერთად ნეიროლეპტიკების სახელით ცნობილ მედიკამენტების გამოყენების დროს , ოპერაციამდე ან ოპერაციის მიმდინარეობისას:

კანკალი და მოუსვენრობა

არარსებული საგნების ხილვა (ჰალუცინაციები)

არანორმალური მოძრაობები, მათ შორის ხელებისა და თითების კანკალი, სხეულის ხვეული მოძრაობა, ბარბაცით სიარული, ხელებისა და ფეხების შებოჭილობა.

თუ შეამჩევს რაიმე ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის მითითებული ინსტრუქციაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ამავდროულად, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს(TÜFAM) www.titck.gov.tr-გვერდზე განთავსებულ „მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები“ მეშვეობით ან დარეკოთ ნომერზე: 0 800 314 00 08

გვერდითი მოვლენებზე ინფორმაციის მოწოდებით, დაგვეხმარებით თქვენს მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.

  • ფენტავერის შენახვა

შეინახეთ ფენტავერი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

ფენტავერი 25oC-მდე. ოთახის ტემპერატურაზე, შეინახეთ .

ფენტავერი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2-8oC ტემპერატურის ფარგლებში, როდესაც განზავებულია 0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% დექსტროზის ხსნარში.

სინათლისაგან დასაცავად ამპულები საკუთარ, მუყაოს, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად

შენახვის პირობები

სათაურები შეტანილია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

ფენტავერი 0.1მგ/2მლ ი.ვ /ი.მ საინექციო ხსნარი

სტერილური

ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: ყოველი 1მლ ხსნარი შეიცავს 0.5 მილიგრამ ფენტანილის ექვივალენტურ 0.0785მგ ფენტანილის ციტრატს

დამხმარე ნივთერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

მოცემული მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ,ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. მოგვიანებით შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ; არ გადასცეთ ის სხვა პირებს

მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი მიღების შესახებ

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მედიკამენტის მიღების წესები . არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში

  • რა არის ფენტავერი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ფენტავერის გამოყენებამდე?
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ფენტავერი?
  • რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?
  • ფენტავერის შენახვის პირობები

სათაურები შეტანილია

  • რა არის ფენტავერი და რისთვის გამოიყენება იგი?

ფენტავერი არის „ოპიოიდური ანალგეტიკების“ ჯგუფის, ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად გამოსაყენებელი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ხსნარი. ფენტავერის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება მოკლე დროით;

1მლ ფენტავერი შეიცავს 0.5 მილიგრამ ფენტანილის ექვივალენტურ ფენტანილის ციტრატს;

ფენტავერი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10 ცალ 2მლ-იან ამპულას;

ფენტავერი გამოიყენება სხვადასხვა სახის ოპერაციებთან დაკავშირებული ტკივილის თავიდან ასაცილებლად ან შესამსუბუქებლად. ფენტავერი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ტიპის ოპერაციების დროს:

ხანმოკლე ოპერაციები, როდესაც პაციენტი შეიძლება გაეწეროს ოპერაციის დღესვე;

შედარებით ხანგრძლივი ოპერაციები, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი დარჩენა საავადმყოფოში რამდენიმე დღით.

ფენტავერი ასევე გამოიყენება მაღალი დოზებით თქვენი სუნთქვის ბუნებრივი სიხშირის შესამცირებლად, თუკი მიერთებული ხართ ფილტვების ვენტილაციის აპარატთან (ანუ, თუ ხართ ხელოვნურ სუნთქვაზე). ამ შემთხვევაში, თქვენს დასაძინებლად, ფენტავერი გამოიყენება სედატიურ პრეპარატთან - ნეიროლეპტიკთან ერთად, რომელიც იწვევს ძილიანობას ან თავბრუსხვევას სერიოზული ოპერაციების ჩატარებისას.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ ფენტავერის გამოყენებამდე?

ფენტავერი არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ამიტომ იგი ინიშნება / გამოიყენება უფლებამოსილი პირების ნებართვით

არ გამოიყენოთ ფენტავერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებში,

თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ფენტანილისა და მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია);

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების - „ოპიოიდური ანალგეტიკების“ მიმართ;

გადატანილი გაქვთ სანაღვლე გზების ოპერაცია ამ პროცედურის შემდეგ;

მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან ამ პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში,

გაქვთ რესპირატორული დაავადებები, რაც ზღუდავს სუნთქვას (ფილტვების ობსტრუქციული დაავადება), ან გაქვთ სუნთქვის დათრგუნვა. ამ დროს, ფენტავერის მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სუნთქვა მხარდაჭერილია „ვენტილაციის“ აპარატით;

იმშობიარეთ ბუნებრივი გზით ან საკეისრო კვეთით,ჭიპლარის გადაჭრამდე, ; ფენტავერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილის სუნთქვაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ფენტავერის გამოყენებამდე.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ფენტავერის გამოყენებისას

წამლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან

თუ:

გაქვთ ფილტვების, ღვიძლის, ან თირკმელების პრობლემები;

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის (კისრის წინა ნაწილში მდებარე ჯირკვალი) შემცირებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

გაქვთ ფილტვების დაავადება ან სუნთქვის პრობლემები;

ხართ ალკოჰოლდამოკიდებული;

გაქვთ თავის ტვინის დარღვევები ან ცოტა ხნის წინ გქონდათ თავის ტვინის დარღვევები / ქალა-ტვინის ტრავმა;

გაქვთ დაავადება Myasthenia gravis, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებით;

გაქვთ სისხლის შემცირებული მოცულობა;

ხართ ხანდაზმული, ან დასუსტებული ავადმყოფოფის გამო, დაიცავით სიფრთხილე ამ წამლის მიღებისას.

მდგომარეობები, რომლებიც სპეციალურ მონიტორინგს მოითხოვს:

ფენტავერი შესაძლოა იყოს სუნთქვის შენელების მიზეზი . ასეთი ეფექტის შემჩნევის შემთხვევაში, საჭიროა თქვენი სუნთქვის მონიტორინგი, მის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებამდე;

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი სისხლის წნევისა და გულისცემის მონიტორინგი.

ფენტანილის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობის განვითარება, ანუ ხშირი გამოყენების გამო, ფენტანილის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის დაქვეითება და მასზე დამოკიდებულება

ფენტავერის გამოყენებისას ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სეროტონინის სისტემაზე - ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც ტვინის უჯრედების ერთმანეთთან და სხვა ნერვულ უჯრედებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა არ განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში სეროტონინის სინდრომი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები ,აღგენიშნებათ ან აღგენიშნებოდათ წარსულში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს

თუ თქვენი ექიმი მიზანშეწონილად ჩათვლის, შეგიძლიათ გააგრძელოთ ფენტავერის მიღება.

ფენტავერის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რაიმე ინფორმაცია საკვებთან და სასმელთან ფენტავერის ურთიერთქმედების შესახებ, არ გვაქვს. ამ პრეპარატის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად არ შეიძლება. ფენტავერის გამოყენებამ St. John’s wort -თან(კრაზანასთან) ერთად, შესაძლოა მისი ეფექტის შემცირება გამოიწვიოს.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ თქვენ ხართ, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, შეგიძლიათ მიიღოთ ფენტავერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია თქვენთვის;

მშობიარობისას (საკეისრო კვეთის ჩათვლით) ფენტანილის მიღება დაუშვებელია, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის დათრგუნვა.

თუ მკურნალობის დროს გაიგეთ, რომ ხართ ორსულად კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფენტავერი აღწევს დედის რძეში. ფენტავერის მიღების პერიოდში ჩვილის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ახალშობილის ძუძუთი კვება ან მისთვის ძუძუდან გამოწურული რძის მიცემა ფენტავერის მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში, არ შეიძლება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

ფენტავერის მიღების შემდეგ სულ მცირე 24 საათის განმავლობაში, მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება, ყურადღების კონცენტრაციის შესაძლო დაქვეითების გამო.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გააუარესოს მანქანის მართვის უნარი, რადგანაც იგი იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას ან თავბრუსხვევის შეგრძნებას. ფენტავერის მიღების შემდეგ საკმარისი დროის გასვლამდე ნუ გამოიყენებთ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს და ნუ შეასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც ყურადღების მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს.

ნუ დაჯდებით მანქანის საჭესთან სანამ არ გაიგებთ, როგორ იმოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

მანქანის მართვა ამ წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ, საგზაო მოძრაობის დარღვევაა. მაგრამ, თუ გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გარემოება, ამ წამლის მიღება არ წარმოშობს საგზაო მოძრაობის განზრახ დარღევის პირობას:

წამალი დაგენიშნათ რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან სტომატოლოგიური აუცილებლობით ;

თქვენ ღებულობთ წამალს ექიმის დანიშნულებით და გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად;

არ აქვეითებს თქვენს მიერ მანქანის უსაფრთხოდ მართვის უნარს.

ფენტავერის მიღების შემდეგ, მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე ,ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფენტავერის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ თქვენთვის აუცილებელია მარილის მოხმარების კონტროლი (თუ ხართ ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე), ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

იმის გამო, რომ ფენტავერის თითოეული ამპულა 23მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ნატრიუმით გამოწვეული გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის;

მაგრამ, ამპულის შიგთავსი შეიძლება მარილის ხსნარში განზავდეს ამ წამლის თქვენთვის მოცემამდე, ამიტომ, გასათვალისწინებელია განზავებული ნატრიუმის არსებობა მარილის ხსნარში

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

იმის გამო, რომ ფენტავერთან კომბინაციაში ბევრი სხვა წამლის მიღება არ შეიძლება, ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი ღებულობთ რაიმე სხვა წამლებს. ეს ასევე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ და ფიტოთერაპიულ პრეპარატებსაც.

კერძოდ, ნუ მიიღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს და აცნობთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუკი ღებულობდით მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში:

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი ზოგიერთი წამალი, რომლებიც დეპრესიის (ფსიქიური დეპრესიები) სამკურნალოდ გამოიყენება.

არ გამოიყენოთ ფენტავერი, თუკი ამ ჯგუფის წამლებს ღებულობთ.

აუცილებლად მიიღეთ თქვენი ექიმის ან ექთნის კონსულტაცია, კერძოდ მაშინ, თუ ღებულობთ რომელიმე შემდეგ წამალს:

ციტალოპრამი, დულოქსეტინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოპქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი და ვენლაფაქსინი, რომლებიც დეპრესიების (ფსიქიური დეპრესიები) სამკურნალოდ გამოიყენება.

ქვევით ჩამოთვლილი რომელიმე წამლის და ფენტავერის ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს მათი ერთდროულად მიღების შემთხვევაში

სხვა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა „ოპიოიდური ანალგეტილების“ სახელით ცნობილი მორფინი ან კოდეინი;

საძილე საშუალებები (ანესთეტიკები);

მედიკამენტები(ტრანკვილიზატორები) ან საძილე ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი სიტუაციების სამკურნალოდ

პროტეაზას ანტივირუსული ინჰიბიტირები: რიტონავირი, ინდინავირი ან საკვინავირი, რომლებიც აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, შიდსის აგენტი) ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება

ფუნგიციდები, მაგალითად ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი.

მედიკამენტების ეტომიდატის და მიდაზოლამის ფენტავერთან ერთად მიღების აუცილებლობის დროს , შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება

თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლო პერიუოდში ღებულობდით რომელიმე რეცეპტურულ ან ურეცეპტო მედიკამენტს აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ფენტავერი?

ფენტავერი უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ გარემოში, სადაც კონტროლდება სასუნთქი გზები, და იმ პირის ზედამხედველობით, რომელსაც შეუძლია სასუნთქი გზების გაკონტროლება.

სათანადო გამოყენებისა და დოზირება/მიღების სიხშირის ინსტრუქცია

ფენტავერის მიღების დოზები იცვლება პაციენტის მდგომარეობისა და სიტუაციის მიხედვით.

ფენტავერის მისაღებ დოზას განსაზღვრავს ექიმი თქვენი სხეულის წონის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, ასაკის, მედიკამენტის გამოყენების მიზნისა და იმ წამლების გათვალისწინებით, რომლებსაც ღებულობთ.

გამოყენების გაზა და მეთოდი

ფენტავერი შეიყვანება ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად (ინტრავენური, ინტრამუსკულარული მიღება).

იგი შეიძლება შეყვანილი იქნას ანესთეზიურ აგენტთან ერთად.

იგი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფენტავერის ზოგიერთი გვერდითი ეფექტის , როგორიცაა გულისცემის შენელება და კუნთების გამაგრება ,შემამსუბუქებელ პრეპარატთან ერთად .

საინფუზიო ხსნარის სახით მისაცემი ფენტავერის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის წონაზე.

საწყისი დოზაა 1 მილიგრამი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში, და შეიძლება შეყვანილ იქნას პირველი 10 წუთის განმავლობაში.

აუცილებლობის შემთხვევაში, შეყვანა შეიძლება გაგრძელეს 0,1 მილიგრამი დოზით სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში, ოპერაციის მიმდინარეობისას.

როგორც წესი, წვეთოვანის საშუალებით შეყვანას წყვეტენ ოპერაციის დასრულებამდე 40 წუთით ადრე

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში :

2-12 წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზებით .

ფენტავერი პაციენტს ეძლევა გამოცდილი პერსონალის მიერ, სუნთქვის შესაძლო მხარდაჭერისათვის აუცილებელ აპარატურით აღჭურვილ გარემოში .

გამოყენება ხანდაზმულებში :

ხანდაზმული და ავადმყოფობით დასუსტებული პაციებტებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ფენტავერის დოზის შემცირება

გამოყენება სპეციალურ შემთხვევებში :

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ფენტავერის დოზები სიფრთხილით უნდა დარეგულირდეს პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.დოზის კორექტირებას ახორციელებს ექიმი.

თუ ფიქრობთ, რომ ფენტავერის ეფექტი ძალზე ძლიერი ან ძალზე სუსტია, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ საჭიროზე მეტი ფენტავერი გამოიყენეთ:

თქვენთვის საჭიროზე მეტი დოზის მოცემა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, შესაბამის სიფრთხილის ზომებს თქვენი ექიმი მიიღებს. ჭარბი დოზის მთავარი სიმპტომია სუნთქვის დათრგუნვა.

თუ საჭიროზე მეტი ფენტავერი მიიღეთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ ფენტავერის მიღება:

რამდნადაც, ფენტავერი გეძლევათ თქვენი ექიმის დანიშნულებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგავიწყდებათ მისი მიღება

არ მიიღოთ ფენტავერის ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის სანაცვლოდ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ფენტავერით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

ფენტავერით მკურნალობის შეწყვეტას და მონიტორინგს ახორციელებს თქვენი ექიმი

  • რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა მედიკამენტმა, ფენტავერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.პრეპარატის მიღების პერიოდში, ასეთ გვერდით ეფექტებს დააკვირდება თქვენი ექიმი.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელიმე ეფექტი გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ფენტავერის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.

გამონაყარი, ქავილი

გულყრა

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალზე ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან სულ ცოტა 1 პაციენტს

ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს მაგრამ 100 -დან 1 ზე მეტ პაციენტს

არც თუ ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს , მაგრამ 1000 პაციენტიდან 1 -ზე მეტ პაციენტს

იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 1000 პაციენტიდან,

ძალზე იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10000 პაციენტიდან

ძალზე ხშირი:

პირღებინება, გულისრევა;

კუნთების გაუხეშება (შეიძლება ასევე იქონიოს ზეგავლენა გულმკერდის კუნთებზე).

ხშირი:

აგზნება (მოუსვენრობა)

სირთულეები სხეულის მოძრაობების შესრულებისას

ძილიანობა

თავბრუსხვევა

მხედველობის პრობლემები

გულის რითმის დარღვევა(შენელება ანდა გახშირება)

ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

ვენების ტკივილი

კრუნჩხვით (სპაზმით) გამოწვეული დახშობის შეგრძნება ყელის არის კუნთებში

გაძნელებული სუნთქვა

სუნთქვის მოკლევადიანი შეწყვეტა (აპნოე). ამ შემთხვევაში, თქვენ საჭიროებისამებრ გაგიწევენ დახმარებას სუნთქვის მხარდამჭერი აპარატის (ფილტვების ვენტილატორი) მეშვეობით

გამონაყარი კანზე, ალერგიული დერმატიტი (შეწითლება ან ქავილი, გამოწვეული კანის რეაქციებით გარე აგენტებზე)

ოპერაციის შემდეგომი გონების დაბინდვა

არც თუ ხშირი:

არტერიული წნევის ცვლილებები

სუნთქვასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები

ჩვეულებრივზე უფრო გახშირებული სუნთქვა

ნორმალურზე დაბალი სხეულის ტემპერატირა ან შემცივნება / კანკალი

თავის ტკივილი

ვენების შეშუპება ან შედედება, ფლებიტი (ვენის ანთება)

სლოკინი

გადაჭარბებული მხიარულება / ბედნიერება

უცნობია:

სერიოზული ალერგიული რეაქციები,რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა/ძილიანობა და ჭინჭრის ციება

კრუნჩხვები (კონვულსიები)

ცნობიერების დაკარგვა

კუნთების შეკრთომები

გულის გაჩერება

ნელი ან ზედაპირული სუნთქვა

კანის ქავილი

სუნთქვის დათრგუნვა

სხვა გვერდითი მოვლენები შეინიშნება, ფენტავერთან ერთად ნეიროლეპტიკების სახელით ცნობილ მედიკამენტების გამოყენების დროს , ოპერაციამდე ან ოპერაციის მიმდინარეობისას:

კანკალი და მოუსვენრობა

არარსებული საგნების ხილვა (ჰალუცინაციები)

არანორმალური მოძრაობები, მათ შორის ხელებისა და თითების კანკალი, სხეულის ხვეული მოძრაობა, ბარბაცით სიარული, ხელებისა და ფეხების შებოჭილობა.

თუ შეამჩევს რაიმე ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის მითითებული ინსტრუქციაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ამავდროულად, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს(TÜFAM) www.titck.gov.tr-გვერდზე განთავსებულ „მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები“ მეშვეობით ან დარეკოთ ნომერზე: 0 800 314 00 08

გვერდითი მოვლენებზე ინფორმაციის მოწოდებით, დაგვეხმარებით თქვენს მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.

  • ფენტავერის შენახვა

შეინახეთ ფენტავერი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

ფენტავერი 25oC-მდე. ოთახის ტემპერატურაზე, შეინახეთ .

ფენტავერი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2-8oC ტემპერატურის ფარგლებში, როდესაც განზავებულია 0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% დექსტროზის ხსნარში.

სინათლისაგან დასაცავად ამპულები საკუთარ, მუყაოს, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად

არ გამოიყენოთ ფენტავერი შეფუთვზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

თუ შეამჩნევთ პროდუქტის და/ან შეფუთვის რაიმე დაზიანებას, ფენტავერი არ გამოიყენოთ.

არ გადაყაროთ ვადაგასული და გამოუყენებელი წამლები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტრო მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი

ჰავერ ფარმა ილაჩ ა.შ.

აქბაბა მაჰ.მარაშ.ჯად N52/2/1 34820

ბეიქოზი ,სტამბული

წარმოების ადგილი

ოსელ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.

აქბაბა მაგ. მარაშ ჯად.N52

ბეიქოზი, სტამბული

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა