რას წარმოადგენს ფემერტინი და როგორ მუშაობს. ფემერტინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ლეტროზოლს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არომატაზას ინჰიბიტორები. იგი არის ძუძუს კიბოს ჰორმონალური (ან „ენდოკრინული“) სამკურნალო საშუალება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლეტროზოლი (letrozole)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L02BG04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037284
- რეგისტრირებულია
- 7 თებერვალი 2023, მოქმედებს 7 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- “AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფემერტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ფემერტინი და როგორ მუშაობს.
ფემერტინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ლეტროზოლს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არომატაზას ინჰიბიტორები. იგი არის ძუძუს კიბოს ჰორმონალური (ან „ენდოკრინული“) სამკურნალო საშუალება.
ძუძუს კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენებით, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონებია. ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის რაოდენობას, იმ ფერმეტების („არომატაზა“) დაბლოკვით, რომლებიც მონაწილეობენ ესტროგენების წარმოებაში და, შესაბამისად, შეიძლება დაბლოკოს ძუძუს კიბოს ზრდა, რომელსაც ზრდისთვის სჭირდება ესტროგენები. შედეგად სიმსივნური უჯრედები ანელებს ან წყვეტს ზრდას და/ან გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებზე.
რისთვის გამოიყენება ფემერტინი
ლეტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი, ანუ შეუწყდათ მენსტრუაცია.
იგი გამოიყენება კიბოს რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პირველადი მკურნალობა ძუძუს კიბოს ოპერაციამდე იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებელი ოპერაცია შეუძლებელია ან შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პირველადი მკურნალობა ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდეგ ან ტამოქსიფენით ხუთწლიანი მკურნალობის შემდეგ. ლეტროზოლი, ასევე გამოიყენება სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ლეტროზოლის მოქმედებასთან დაკავშირებით ან თუ რატომ დაგენიშნათ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ-ის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ-ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ როდის უნდა მიიღოთ ტაბლეტი.
ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.
ფემერტინის მიღების ხანგრძლივობა
გააგრძელეთ ლეტროზოლის მიღება ყოველდღე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თქვენი ექიმი გეტყვით. შეიძლება დაგჭირდეთ მისი მიღება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ლეტროზოლის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაკვირვება ფემერტინით მკურნალობის დროს
თქვენ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი მხოლოდ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, რათა შეამოწმოს, აქვს თუ არა მკურნალობას სწორი ეფექტი.
ლეტროზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ძვლების გათხელება ან განლევა (ოსტეოპოროზი) ორგანიზმში ესტროგენების შემცირების გამო. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეამოწმოს თქვენი ძვლის სიმკვრივე (ოსტეოპოროზის მონიტორინგის მეთოდი) მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფემერტინი
თუ მიიღეთ ლეტროზოლის ჭარბი რაოდენობა, ან თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს რჩევისთვის. აჩვენეთ მათ ტაბლეტების შეფუთვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.
თუ დაგავიწყდათ ფემერტინის მიღება
თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (მაგ. 2 ან 3 საათის განმავლობაში), გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა, როცა დანიშნული გაქვთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი, ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფემერტინის მიღებას
არ შეწყვიტოთ ლეტროზოლის მიღება, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით. იხ. ასევე, პარაგრაფი ზემოთ „ლეტროზოლის მიღების ხანგრძლივობა“.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ლეტროზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია, ანუ არ გაქვთ მენოპაუზა;
თუ ხართ ორსულად,
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
თუ რომელიმე მოცემული მდგომარეობა გეხებათ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
ფემერტინის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტავია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება,
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება,
თუ ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან ძვლის მოტეხილობა (იხ. ასევე, პარაგრაფი 3 -„დაკვირვება ლეტროზოლით მკურნალობის დროს“).
თუ რომელიმე მოცემული მდგომარეობა გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი გაითვალისწინებს აღნიშნულს ფემერტინით მკურნალობის დროს.
ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება ან მყესების დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4). მყესების ტკივილის ან შეშუპების ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას - დაასვენეთ მტკივნეული ადგილი და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
ხანდაზმული ადამიანები (65 წელზე მეტი ასაკის)
65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს პრეპარატი იმავე დოზით, როგორითაც სხვა მოზრდილებმა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლეტროზოლი უნდა მიიღოთ მხოლოდ მენოპაუზის დასრულების დროს. თუმცა, ექიმმა უნდა განიხილოს თქვენთან ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ლეტროზოლით მკურნალობის დროს შესაძლოა კვლავ გქონდეთ ორსულების პოტენციალი.
არ შეიძლება ლეტროზოლის მიღება თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას ან ზოგადად შეუძლოდ გრძნობთ თავს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ თავს ნორმალურად არ იგრძნობთ.
ფემერტინი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს პრეპატატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
გვერდითი მოვლენების უმეტესობა არის მსუბუქი და ზომიერი და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა: ალები (სისხლის მოწოლა), თმის ცვენა ან ვაგინალური სისხლდენა, შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობით.
არ შეგაშინოთ შესაძლო გვერდითი მოვლენების ამ ჩამონათვალმა. თქვენ შეიძლება არ აღგენიშნოთ არც ერთი მათგანი.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:
იშვიათი ან არახშირი გვერდითი მოვლენები (ანუ შეიძლება გამოვლინდეს 1-100 კაცში ყოველი 10000 პაციენტიდან):
სისუსტე, დამბლა ან შეგრძნების დაკარგვა სხეულის რომელიმე ნაწილში (განსაკუთრებით მკლავში ან ფეხში), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ან გაძნელებული საუბარი ან სუნთქვა (ტვინისმიერი დარღვევის ნიშანი, მაგ. ინსულტი).
გულმკერდის უეცარი ძლიერი ტკივილი (გულისმიერი დარღვევის ნიშანი).
სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, სწრაფი გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, ან მკლავის, ფეხის ან ტერფის უეცარი ტკივილი (ნიშნები, იმისა რომ შეიძლება წარმოქმნა სისხლის კოლტები).
შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა მტკივნეული იყოს შეხებისას.
მძიმე ცხელება, შემცივნება ან პირის ღრუს წყლულები ინფექციების გამო (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა).
სერიოზული მუდმივი ბუნდოვანი მხედველობა.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ასევე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ლეტროზოლით მკურნალობისას გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
ძირითადად სახის და ყელის შეშუპება (ალერგიული რეაქციის ნიშნები).
კანის და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი ფერის შარდი (ჰეპატიტის ნიშნები).
გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ცხელება (კანისმიერი დარღვევის ნიშნები).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ცხელი ალები (სისხლის მოწოლა),
ქოლესტერინის მომატებული დონე (ჰიპერქოლესტერინემია),
დაღლილობა,
მომატებული ოფლიანობა,
ტკივილი ძვლებსა და სახსრებში (ართრალგია).
თუ რომელიმე აღნიშნული მოვლენა გიმწვავდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
კანისმიერი გამონაყარი,
თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა,
სისუსტე (ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება),
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა,
მადის მომატება ან დაკარგვა,
ტკივილი კუნთებში,
ძვლების გათხელება ან განლევა (ოსტეოპოროზი), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ძვლის მოტეხილობებს (იხ. ასევე, პარაგრაფი 3 „დაკვირვება <ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ>-ით მკურნალობის დროს“),
მკლავების, ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპება (ედემა),
დეპრესია,
წონის მომატება,
თმის ცვენა,
მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
ტკივილი მუცლის არეში,
კანის სიმშრალე,
ვაგინალური სისხლდენა,
პალპიტაციები, სწრაფი გულისცემა,
სახსრების რიგიდულობა (ართრიტი),
ტკივილი გულმკერდის არეში.
თუ რომელიმე აღნიშნული მოვლენა გიმწვავდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):
ნერვული დარღვევები, როგორიცაა: შფოთვა, ნერვიულობა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, მეხსიერების პრობლემები, ძილიანობა, უძილობა,
მგრძნობელობის დარღვევა, განსაკუთრებით შეხებისას,
დარღვევები თვალის მხრივ, როგორიცაა: ბუნდოვანი მხედველობა, თვალის გაღიზიანებადობა,
კანისმიერი დარღვევები, როგორიცაა: ქავილი (ჭინჭრის ციება),
ვაგინალური გამონადენი ან სიმშრალე,
მკერდის ტკივილი,
ცხელება,
წყურვილი, გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე,
ლორწოვანი გარსების სიმშრალე,
წონის დაკლება,
საშარდე გზების ინფექცია, შარდვის გახშირება,
ხველა,
ფერმენტების დონის მომატება,
კანისა და თვალების გაყვითლება,
სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი).
მყესის ანთება ან ტენდონიტი (შემაერთებელი ქსოვილები, რომლებიც აკავშირებენ კუნთებს ძვლებთან).
თუ რომელიმე აღნიშნული მოვლენა გიმწვავდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
მყესის გაწყვეტა (შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც აკავშირებს კუნთებს ძვლებთან).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს <ექიმს>, <ფარმაცევტს> ან <ექთანს>. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
აღინიშნა ლეტროზოლით დოზის გადაჭარბების ერთეული შემთხვევები.
დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ სპეციფიკური მკურნალობის შესახებ ცნობილი არ არის. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამმხმარე.
შემადგენლობა
ფემერტინი შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა ლეტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლეტროზოლს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური უწყლო სილიციუმი (E551).
ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: მაკროგოლი, ტალკი (E553b), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
ფემერტინის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ლეტროზოლი არის ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული მრგვალი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „L900“ და მეორე მხარეს - „2.5“.
ლეტროზოლი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით - 30 ტაბლეტი კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
ლიცენზიით:
Synthon BV (სინტონ ბვ)
მიკროვეგი 22
6545 CM ნიჯმეგენი,
ნიდერლანდები
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ლეტროზოლი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP). პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენდოკრინული თერაპია. ჰორმონების ანტაგონისტები და მსგავსი ნივთიერებები: არომატაზას ინჰიბიტორები. ათქ კოდი: L02BG04
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ესტროგენით განპირობებული ზრდის სტიმულირების აღმოფხვრა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სიმსივნის პასუხზე, იმ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნური ქსოვილის ზრდა დამოკიდებულია ესტროგენების არსებობაზე და გამოიყენება ენდოკრუნული თერაპია. პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, ესტროგენების წარმოქმნა ძირითადად განპირობებულია არომატაზას ფერმენტის მოქმედებით, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების ანდროგენებს - ძირითადად ანდროსტენდიონს და ტესტოსტერონს - გარდაქმნის ესტრონად და ესტრადიოლად. ესტროგენების ბიოსინთეზის შეფერხება პერიფერიულ ქსოვილებში და უშუალოდ კიბოვან ქსოვილებში, შეიძლება განხორციელდეს არომატაზას ფერმენტის სპეციფიკური ინჰიბირებით.
ლეტროზოლი არის არასტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი. იგი აინჰიბირებს არომატაზას ფერმენტს არომატაზას ციტოქრომ P450-ის ჰემთან კონკურენტული შეკავშირებით, რაც იწვევს ესტროგენის ბიოსინთეზის შემცირებას ყველა ქსოვილში, სადაც ის არის.
პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ჯანმრთელ ქალებში, ლეტროზოლის ერთჯერადი დოზები 0.1 მგ, 0.5 მგ და 2.5 მგ ამცირებს ესტრონის და ესტრადიოლის დონეს შრატში, შესაბამისად 75%-78% და 78%-ით თავდაპირველ დონესთან შედარებით. მაქსიმალური შემცირება მიიღწევა 48-78 საათში.
პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო, 0.1მგ-5მგ ყოველდღიური დოზის გამოყენება ამცირებდა ესტრადიოლის, ესტრონის და ესტრონის სულფატის პლაზმურ კონცენტრაციას 75-95%-ით თავდაპირველ დონესთან შედარებით, ყველა პაციენტში რომელიც მკურნალობდა. 0.5 მგ და უფრო მაღალი დოზების მიღებისას ესტრონის და ესტრონის სულფატის ბევრი მაჩვენებელი ხვდებოდა კვლევის მეთოდის აღმოჩენის ზღვარზე დაბლა, რაც მიუთითებს ესტროგენების სინთეზის უფრო ძლიერ ინჰიბირებაზე ამ დოზების მიღებისას. ყველა ამ პაციენტს ესტროგენის სინთეზის შეფერხება უნარჩუნდებოდა პრეპარატის მიღების სრული პერიოდის განმავლობაში.
ლეტროზოლი არის არომატაზას მოქმედების მაღალსპეციფიკური ინჰიბიტორი. სტეროიდოგენეზის დარღვევა თირკმელზედა ჯირკვალში არ გამოვლინდა. არ გამოვლენილა კორტიზოლის, ალდოსტერონის, 11-დეოქსიკორტიზოლის, 17-ჰიდროქსიპროგესტერონის და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) პლაზმური კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება, ასევე პლაზმური რენინის მოქმედება პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ყოვვედღიურად ლეტროზოლის 0.1 მგ-დან 5 მგ-მდე დოზებს. ACTH-ის სტიმულაციის ტესტმა, რომელიც შესრულდა პრეპარატის 0.1 მგ, 0.25 მგ, 0.5 მგ, 1 მგ, 2.5 მგ და 5 მგ დოზების ყოვედღიური შეყვანიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, არ გამოავლინა არანაირი ალდოსტერონის ან კორტიზონის გამომუშავების შემცირება. ამგვარად, არ არის გლკოკორტიკოიდების ან მინერალოკორტიკოიდების დამატებით შეყვანის არანაირი საჭიროება.
არ აღმოჩენილა ანდროგენების პლაზმური (ანდროსტენდიონი და ტესტოსტერონი) კონცენტრაციის ცვლილება პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ჯანმრთელ ქალებში, ლეტროზოლის 0.1 მგ, 0.5 მგ და 2.,5 მგ დოზების ერთჯერადად მიღებისას, ასევე არც ანდროსტედიონის პლაზმური კონცენტრაცია - პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ჯანმრთელ ქალებში ლეტროზოლის 0.1-5 მგ დოზების ერთჯერადად მიღებისას, რაც მიუთითებს, ანდროგენების წინამორბედების დაგროვების არარსებობას ესტროგენების ბიოსინთეზის ბლოკადის დროს. ლეტროზოლის შეყანის შემდეგ, არ იცვლება LH-ის და FSH-ის პლაზმური დონე. ასევე, არ იცვლება ფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია, რომელიც იზომება TSH-ის (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი), T4-ით და T3-ის მიტაცების ტესტით.
ადუვანტური თერაპია
კვლევა BIG 1-98
მულტიცენტრულ, ორმაგი-ბრმა კვლევაში BIG 1-98 მონაწილე 8000-ზე მეტი პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალი, რანდომიზირდა შემდეგ ჯგუფებში:
ა. ტამოქსიფენი 5 წლის განმავლობაში; ბ. ლეტროზოლი 5 წლის განმავლობაში; გ. ტამოქსიფენი 2 წლის განმავლობაში და შემდეგ, ლეტროზოლი 3 წლის განმავლობაში; დ. ლეტროზოლი 2 წლის განმავლობაში და შემდეგ, ტამოქსიფენი 3 წლის განმავლობაში.
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო დაავადების გარეშე გადარჩენადობა (DFS); მეორადი ეფექტურობის წერტილები იყო დრო შორეული მეტასტაზის განვითარებამდე (TDM), შორეული დაავადების გარეშე გადარჩენადობა (DDFS), საერთო გადარჩენადობა (OS), სისტემური დაავადების გარეშე გადარჩენადობა (SDFS), ინვაზიური კონტრალატერალური ძუძუს კიბო და დრო ძუძუს კიბოს რეციდივამდე.
ეფექტურობის შედეგები 26 და 60 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში
მე-4 ცხრილის მონაცემები ასახავს პირველადი ძირითადი ანალიზის შედეგებს (Primery Core Analysis (PCA)), რომელიც ეფუძნება მონოთერაპიული ჯგუფიდან (ა და ბ ჯგუფები) მიღებულ მონაცემებს და მონაცემებს ორი შენაცვლებითი ჯგუფიდან (გ და დ ჯგუფები), სადაც მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანა იყო 24 თვე და დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა - 26 თვე, ასევე, მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანა - 32 თვე, ხოლო დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა - 60 თვე.
5 წლიანი დაავადების გარეშე გადარჩენადობა (DFS) შეადგენდა 84%-ს ლეტროზოლისთვის და 81.4%-ს ტამოქსიფენისთვის.
ცხრილი 4. პირველადი ძირითადი ანალიზი: დაავადების გარეშე და საერთო გადარჩენადობა 26 და 60 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში (პოპულაცია, რომელმაც დაიწყო მკურნალობა - ITT)
პირველადი ძირითადი ანალიზი
დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა 26 თვე
დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა 60 თვე
ლეტროზოლი N=4003
ტამოქსიფენი N=4007
რშ1
(95% ნი)
P
ლეტროზოლი N=4003
ტამოქსიფენი N=4007
რშ1
(95% ნი)
P
დაავადების გარეშე გადარჩენადობის (პირველადი) - მოვლენები, (განსაზღვრულია პორტოკოლის შესაბამისად)2
351
428
- 81
(0.70,0.93)
- 003
585
664
- 86
(0.77,0.96)
- 008
საერთო გადარჩენადობა (მეორადი), ლეტალური შედეგების რაოდენობა
166
192
- 86
(0.70,1.06)
330
374
- 87
(0.75,1.01)
რშ-რისკების შეფარდება; ნი - ნდობის ინტერვალი;
1 ლოგ-ხარისხობრივი ტესტები, რომელიც სტატიფიცირებულია რანდომიზაციის ჯგუფის მიხედვით და ქიმიოთერაპიის გამოყენებით (დიახ/არა).
2 DFS მოვლენები: ლოკო-რეგიონული რეციდივები, შორეული მეტასტაზები, ინვაზიური კონტრალატერალური ძუძუს კიბო, მეორე პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე (არა სარძევე ჯირკვალში), სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, მანამდე არსებული კიბოს გარეშე.
შედეგები 97 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში (მხოლოდ მონოთერაპიულ ჯგუფებში)
ანალიზის შედეგები მონოთერაპიულ ჯგუფებში: ლეტროზოლის ,,,-მონოთერაპიის გრძელვადიანი განახლების ეფექტურობის შედარება ტამოქსიფენით მონოთერაპიასთან (ადუვანტური თერაპიის ხანგრძლივობის მედიანა: 5 წელი), მოცემულია მე-5 ცხრილში.
ცხრილი 5. მონოთერაპიული ჯგუფების ანალიზი: დაავადების გარეშე და საერთო გადარჩენადობა 96 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში (პოპულაცია ITT)
ლეტროზოლი
ტამოქსიფენი N=2459
რისკების შეფარდება1 (95% ნი)
P-ის მნიშვნელობა
დაავადების გარეშე გადარჩენადობის მოვლენები (პირველადი)2
509
565
- 88 (0.78, 0.99)
- 03
დრო შორეული მეტასტაზის განვითარებამდე (მეორადი)
257
298
- 85 (0.72, 1.00)
- 045
საერთო გადარჩენადობა (მეორადი) - სიკვდილიანობა
303
343
- 87 (0.75, 1.02)
- 08
ცენზურირებული მონაცემები DFS-სთვის3
509
543
- 85 (0.75, 0.96)
ცენზურირებული მონაცემები OS-სთვის3
303
338
- 82 (0.70, 0.96)
1 ლოგ-ხარისხობრივი ტესტები, რომელიც სტატიფიცირებულია რანდომიზაციის ჯგუფის მიხედვით და ქიმიოთერაპიის გამოყენებით (დიახ/არა)
2 DFS მოვლენები: ლოკო-რეგიონული რეციდივები, შორეული მეტასტაზები, ინვაზიური კონტრალატერალური ძუძუს კიბო, მეორე პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე (არა სარძევე ჯირკვალში), სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, მანამდე არსებული კიბოს გარეშე.
3 გამოვლენა ტამოქსიფენის ჯგუფში, რომელიც ცენზურირებულია ლეტროზოლზე სელექტიური გადასვლის თარიღის მიხედვით.
თანმდევი თერაპიის ანალიზი
თანმდევი თერაპიის ანალიზი განიხილავს BIG 1-98 კვლევის მეორე პირველად წერტილს, ანუ საკითხს იმის თაობაზე, არის თუ არა ტამოქსიფენით და ლეტროზოლით თანმდევი თერაპია უფრო ეფექტური, ვიდრე მონოთერაპია. არ გამოვლენილა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა მონოთერაპიასთან შედარებით, შემდეგი პარამეტრების მიხედვით: DFS, OS, SDFS ან DDFS (ცხრილი 6).
ცხრილი 6. თანმდევი თერაპიის ანალიზი დაავადების გარეშე გადარჩენადობის თვალსაზრისით, როდესაც პირველი ენდოკრინული პრეპარატის სახით გამოიყენებოდა ლეტროზოლი (STA-ზე გადასული პოპულაცია)
N
მოვლენების რაოდენობა1
რისკების შეფარდება2
(95% ნდობის ინტერვალი)
P-ის მნიშვნელობა კოქსის მოდელში
[ლეტროზოლი]ტამოქსიფენი
1460
160
- 92
(072, 1.17)
- 42
ლეტროზოლი
1463
178
1 პროტოკოლის თანახმად, მათ შორის მეორე პირველადი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება (არა სარძევე ჯირკვალში), სხვა პრეპარატზე გადასვლის/ 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ.
2 დაკორექტირებულია ქიმიოთერაპიის გამოყენების მიხედვით.
არ გამოვლენილა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: DFS, OS, SDFS ან DDFS არც ერთ თანმდევ თერაპიის ანალიზში (STA) რანდომიზებული წყვილების შედარებისას (ცხრილი 7).
ცხრილი 7. თანმდევი თერაპიის ანალიზი რანდომიზაციის შემდეგ (STA-R) დაავადების გარეშე გადარჩენადობის თვალსაზრისით (ITT STA-R პოპულაცია)
ლეტროზოლიტამოქსიფენი
ლეტროზოლი
პაციენტების რაოდენობა
1540
1546
პაციენტების რაოდენობა DFS მოვლენებით (განმარტება პროტოკოლის მიხედვით)
236
248
რისკების შეფარდება1 (99% ნდობის ინტერვალი)
- 96 (0.78, 1.21)
ლეტროზოლიტამოქსიფენი
ტამოქსიფენი2
პაციენტების რაოდენობა
1540
1548
პაციენტების რაოდენობა DFS მოვლენებით (განმარტება პროტოკოლის მიხედვით)
236
268
რისკების შეფარდება1 (99% ნდობის ინტერვალი)
- 87 (0.69, 1.09)
დაკორექტირებულია ქიმიოთერაპიის გამოყენების მიხედვით (კი/არა).
ტამოქსიფენის მიმღები 626 პაციენტი (40%) ჯგუფიდან სელექტიურად გადაიყვანეს ლეტროზოლზე, ტამოქსიფენის ჯგუფის შენიღბვის შეწყვეტის შემდეგ 2005 წელს.
D2407 კვლევა
კვლევა D2407 არის ღია-ეტიკეტური, რანდომიზებული, მულტიცენტრული, პოსტ-რეგისტრაციული უსაფრთხოების კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შეადაროს ლატროზოლით და ტამოქსიფენით ჩატარებული ადუვანტური თერაპიების მოქმედება ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე და პლაზმური ლიპიდების პროფილზე. 262 პაციენტი დაიყო ორ ჯგუფად - ერთი ღებულობდა ლეტროზოლს 5 წლის მანძილზე, ხოლო მეორე ტამოქსიფენს 2 წლის განმავლობაში, ლეტროზოლზე გადასვლით 3 წლის განმავლობაში.
24 თვის შემდეგ გამოვლინდა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა კვლევის პირველადი წერტილის თვალსაზრისით. წელის მალების (L2-L4) ძვლის მინერალური სიმკვრივე შემცირდა საშუალოდ 4.1%-ით ჯგუფში, რომელიც ღებულობდა ლეტროზოლს, ხოლო ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტებში - 0.3%-ით.
ნორმალური ძვლის მინერალური სიმკვრივის მქონე არც ერთ პაციენტს არ განუვითარდა ოსტეოპოროზი მკურნალობის 2 წლის მანძილზე და მკურნალობის პერიოდში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოუვლინდა ოსტეოპოტოზი მკურნალობის დასაწყისში ოსტეოპენიის მქონე პაციენტს (T-ქულა-1.9) (ცენტრალური მიმოხილვით შეფასებული).
ბარძაყის საერთო ძვლის მინერალური სიმკვრივის შედეგები მსგავსი იყო წელის მალების შედეგების, მაგრამ ნაკლებად გამოხატული.
არ გამოვლენილა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა მკურნალობის მეთოდებს შორის, ძვლის მოტეხილობების სიხშირის თვალსაზრისით - 15% ლეტროზოლის ჯგუფში და 17% ტამოქსიფენის ჯგუფში.
საერთო ქოლესტერინის მედინაური დონე ტამოქსიფენის ჯგუფში საწყის დონესთან შედარებით შემცირდა 16%-ით 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ და ეს შემცირება შენარჩუნდა ყველა მომდევნო ვიზიტზე 24 თვის განმავლობაში. ლეტროზოლის ჯგუფში საერთო ქოლესტერინის დონე იყო საკმაოდ სტაბილური მთელი დროის განმავლობაში, რამაც მიგვიყვანა სტატისტიკურად დადასტურებულ სხვაობამდე ტამოქსიფენის სასარგებლოდ, ყოველ შესწავლილ დროის პერიოდში.
ხანგრძლივი ადუვანტური თერაპია (MA-17)
მულტიცენტრულ, ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (MA-17) პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი, რეცეპტორ-დადებითი ან პირველადი დაუზუსტებელი ძუძუს კიბოს მქონე 5100-ზე მეტი ქალი, რომელთაც დაასრულეს ტამოქსიფენით ადუვანტური თერაპია (4.5-6 წელი), რანდომიზირდნენ ჯგუფებში, რომელიც იღებდა ლეტროზოლს ან პლაცებოს 5 წლის განმავლობაში.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო დაავადების გარეშე გადარჩენადობა, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც ინტერვალი რანდომიზაციასა და ლოკო-რეგიონული რეციდივის განვითარების პირველ ნიშნებს, შორეულ მეტასტაზებს ან კონტრალატერალური ძუძუს კიბოს განვითარებას შორის.
პირველმა დაგეგმილმა შუალედურმა ანალიზმა, რომელიც შესრულდა მედიანური 28 თვიანი დაკვირვებით (პაციენტების 25%-ს აკვირდებოდნენ 38 თვეზე მეტ ხანს) აჩვენა, რომ ლეტროზოლი მნიშვნელოვნად ამცირებდა ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს 42%-ით, პაცებოსთან შედარებით (რისკის შეფარდება 0.58; 95% ნი 0.45, 0.76; P=0.00003). ლეტროზოლის უპირატესობა აღინიშნა კვანძების სტატუსის მიუხედავად. არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება საერთო გადარჩენადობის თვალსაზრისით: ლეტროზოლი 51 ლეტალური შედეგი; პაცებო - 62; რშ - 0.82; 95% ნი 0.56, 1.19).
შესაბამისად, პირველი შუალედური ანალიზის შემდეგ კვლევა გამჟღავნდა და გაგრძელდა ღია-ეტიკეტის რეჟიმით, სადაც პლაცებოს ჯგუფში მყოფ პაციენტებს შეეძლოთ გადასულიყვნენ ლეტროზოლით მკურნალობაზე 5 წლის განმავლობაში. 60%-ზე მეტმა პაციენტმა პლაცებოს ჯგუფიდან, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა გადასულიყვნენ ლეტროზოლზე (კვლევის გამჟღავნების პერიოდში დაავადების გარეშე), მოისურვეს ამ ლეტროზოლზე გადასვლა. საბოლოო ანალიზში ჩართული იყო 1551 ქალი, რომელიც გადავიდა პლაცებოდან ლეტროზოლზე მედიანური 31 თვით (მე-12-106-ე თვეს), ტამოქსიფენით ადუვანტური თერაპიის დასრულების შემდეგ. ლეტროზოლით მკურნალობის მედიანური ხანგრძლივობა გადასვლის შემდეგ, შეადგენდა 40 თვეს.
საბოლოო ანალიზი ჩატარდა მედიანური დაკვირვების 62-ე თვეზე და გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს რეციდივის რისკის შემცირება ჯგუფში, რომელიც იღებდა ლეტროზოლს.
ცხრილი 8. დაავადების გარეშე და საერთო გადარჩენადობა (მოდიფიცირებული ITT პოპულაცია)
დაკვირვების მედიანური ხანგრძლივობა 28 თვე
დაკვირვების მედიანური ხანგრძლივობა 62 თვე
ლეტროზოლი N=2582
პლაცებო N=2586
რშ (95% ნი)2
P-ის მნიშვნელობა
ლეტროზოლი N=2582
პლაცებო N=2586
რშ (95% ნი)2
P-ის მნიშვნელობა
დაავადების გარეშე გადარჩენადობა3
მოვლენა
92 (3.6%)
155 (6.0%)
- 58 (0.45,0.76) 0.00003
209 (8.1%)
286 (11.1%)
- 75 (0.63,0.89)
DFS-ის 4-წლიანი სიხშირე
- 4%
- 8%
- 4%
- 4%
დაავადების გარეშე გადარჩენადობა, მათ შორის სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
მოვლენა
122 (4.7%)
193 (7.5%)
- 62 (0.49,0.78)
344 (13.3%)
402 (15.5%)
- 89 (0.77,1.03)
DFS-ის 5-წლიანი სიხშირე
- 5%
- 8%
- 8%
- 7%
შორეული მეტასტაზები
მოვლენა
57 (2.2%)
93 (3.6 %)
- 61 (0.44,0.84)
142 (5.5%)
169 (6.5%)
- 88 (0.70,1.10)
საერთო გადარჩენადობა
სიკვდილი
51 (2.0%)
62 (2.4%)
- 82 (0.56,1.19)
236 (9.1%)
232 (9.0%)
- 13 (0.95,1.36)
სიკვდილი4
236 (9.1%)5
1706 (6.6%)
- 78 (0.64,0.96)
რშ = რისკის შეფარდება, ნი = ნდობის ინტერვალი
1 კვლევის გამჟღავნების შემდეგ 2003 წელს, 1551 პაციენტი, რომელიც რანდომიზებული იყო პლაცების ჯგუფში (პირების 60%, რომლებიც შეესაბამებოდნენ გადასვლას, ანუ პაციენტები დაავადების გარეშე) გადავიდა ლეტროზოლზე, რანდომიზაციიდან მედიანური 31 თვის შემდეგ. აქ წარმოდგენილი ანალიზი აიგნორებს კვლევის სელექტიურ გადაკვეთას.
2 რეცეპტორების სტატუსის, ლიმფური კვანძების სტატუსის და წინა ადუვანტური ქიმიოთერაპიის სტრატიფიკაცია.
3 დაავადების გარეშე გადარჩენის მოვლენების პროტოკოლური განმარტება: ლოკო-რეგიონული რეციდივები, შორეული მეტასტაზები ან კონტრალატერალური ძუძუს კიბო.
4 საძიებო კვლევა, დაკვირვების ცენზურირებული პერიოდი პლაცებოს ჯგუფში გადასვლის დღეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5 დაკვირვების მედიანური დრო - 62 თვე.
6 დაკვირვების მედიანური დრო გადასვლამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 37 თვე.
MA-17 ძვლის ქვეკვლევაში, კალციუმის და ვიტამინი D-ის დამატებით შეყვანის თანხლებით, გამოვლინდა უფრო გამოხატული ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება საწყის მდგომარეობასთან შედარებით, ლეტროზოლის მიმღებ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. ერთადერთი სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა გამოვლინდა ბარძაყის ძვლის საერთო მინერალური სიმკვრივის თვალსაზრისით 2 წლის შემდეგ (მედიანური შემცირება 3.8% ლეტროზოლის ჯგუფში და მედიანური შემცირება 2.0% პლაცებოს ჯგუფში).
ლიპიდებზე MA-17 ქვეკვლევის შედეგებმა არ გამოავლინა ქოლესტერინის დონის ან ლიპიდების რომელიმე ფრაქციის მნიშვნელოვანი სხვაობა ლეტროზოლისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის.
ცხოვრების ხარისხის განახლებულ ქვეკვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობა საერთო ფიზიკური კომპონენტების სუმარული და ფსიქიკური კომპონენტების სუმარული მაჩვენებლების ან SF-36 შკალის სხვა დომენების თვალსაზრისით. MENQOL-ის შკალის მიხედვით ლეტროზოლის მიმღები ჯგუფის ქალების უმრავლესობას, პლაცებოსთან შედარებით ჰქონდათ ჩივილები (ჩვეულებრივ, მკურნალობის პირველ წელს), რომელიც უკავშირდებოდა ესტროგენების შეწყვეტის სიმპტომებს - ალები და საშოს სიმშრალე. ორივე ჯგუფის პაციენტებს აწუხებდათ კუნთების ტკივილი, ამასთან მისი სიხშირე იყო სტატისტიკურად მნიშვნელობანი უფრო მაღალი პლაცებოს ჯგუფში.
ნეოადუვანტური თერაპია
ჩატარდა ორმაგი-ბრმა კვლევა (P024) პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ძუძუს კიბოს მქონე 337 ქალის მონაწილეობით. პაციენტები რანდომიზირდნენ 2 ჯგუფად - იღებდნენ ან 2.5 მგ ლეტროზოლს, ან ტამოქსიფენს 4 თვის განმავლობაში. საწყის მდგომარეობაში, სიმსივნის სტადია ყველა პაციენტში იყო T2-T4c, N0-2, M0, ER და/ან PgR დადებითი, და არც ერთი პაციენტი არ იყო ჩვენება ოპერაცია სარძევე ჯირკვლის შემანარჩუნებით. კლინიკურმა შეფასებამ აჩვენა, რომ შემთხვევების 55%-ში გამოვლინდა ლეტროზოლის მიმართ მკურნალობის ობიექტური პასუხი, ტამოქსიფენის ჯგუფის 36%-თან შედარებით (P<0.001). ეს გამოვლენა დადასტურდა ულტრაბგერითი ექოსკოპიით (ლეტროზოლი 35%, ტამოქსიფენი 25%, P=0.04) და მამოგრაფიით (ლეტროზოლი 34%, ტამოქსიფენი 16%, P<0.001). საერთო სირთულით, ლეტროზოლის მიმღები პაციენტების 45%-ს და ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტების 35%-ს (P=0.02) ჩაუტარდა ოპერაცია სარძევე ჯირკვლის შენარჩენებით. მკურნალობის 4-თვიანი პრეოპერაციული პერიოდის განმავლობაში, პაციენტების კლინიკური შეფასებისას ლეტროზოლის ჯგუფის პაციენტების 12%-ს და ტამოქსიფენის ჯგუფის პაციეტების 17%-ს აღენიშნებოდა დაავადების პროგრესირება.
პირველი რიგის თერაპია
ჩატარდა ერთი, კონტროლირებადი ორმაგი-ბრმა კვლევა 2.5 მგ ლეტროზოლის და 20 მგ ტამოქსიფენის შედარების მიზნით, როგორც პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე ქალებში პირველი რიგის თერაპია. 907 ქალში ლეტროზოლს ჰქონდა უპირატესობა ტამოქსიფენზე პროგრსირებამდე პერიოდის (პირველადი საბოლოო წერტილი), საერთო ობიექტური პასუხის, მკურნალობის ფონზე რეციდივამდე დროის და ასევე, კლინიკური გაუმჯობესების თვალსაზრისით.
შედეგები მოცემულია მე-9 ცხრილში.
ცხრილი 9. მედიანური 32 თვიანი დაკვირვების შედგები
ცვლადი
სტატისტიკა
ლეტროზოლი
N=453
ტამოქსიფენი
N=454
დრო პროგრესირებამდე
მედიანა
- 4 თვე
- 0 თვე
(95% ნდობის ინტერვალი მედიანისთვის)
(8.9, 11.6 თვე)
(5.4, 6.3 თვე)
რისკების შეფარდება (რშ)
- 72
(95% ნდობის ინტერვალი რშ-სთვის)
(0.62, 0.83)
P
<0.0001
ობიექტური პასუხების სიხშირე
CR+PR
145 (32%)
95 (21%)
(95% ნდობის ინტერვალი სიხშირისთვის)
(28, 36%)
(17, 25%)
შანსების კოეფიციენტი
- 78
(95% ნდობის ინტერვალი შანსების კოეფიციენტისთვის)
(1.32, 2ю40)
P
- 0002
ლეტროზოლის ჯგუფში პროგრესირებამდე დრო იყო მნიშვნელოვნად ხანგრძლივი, ხოლო თერაპიაზე პასუხი მნიშვნელოვნად მაღალი, მიუხედავად იმისა გამოყენებული იყო თუ არა ადუვანტური ანტიესტროგენული თერაპია. პროგრესირებამდე დრო იყო მნიშვნელოვნად ხანგრძლივი ლეტროზოლის ჯგუფში, მიუხედავად დაავადების დომინატური ლოკალიზაციისა. პროგრესირებამდე დროის ხანგრძლივობის მედიანა პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ მხოლოდ რბილი ქსოვილების დარღვევა, იყო 12.1 თვე ლეტროზოლის ტაბლეტებისთვისთვის და 6.4 თვე ტამოქსიფენისთვის, ხოლო პაციენტებში, რომელბსაც ჰქონდათ ვისცერული მეტასტაზები - 8.3 თვე ლეტროზოლისთვის და 4.6 თვე ტამოქსიფენისთვის.
კვლევის დიზაინი საშუალებას აძლევდა პაციენტებს, დაავადების პროგრესირების შემთხვევაში შეეცვალათ მკურნალობა ან დაეტოვებინათ კვლევა. პაციენტების დაახლოებით 50% გადავიდა სხვა სამკურნალო ჯგუფში, ხოლო გადასვლა პრაქტიკულად დასრულდა 36-ე თვეზე. მედიანური გადასვლის დრო იყო 17 თვე (ლეტროზოლიდან ტამოქსიფენზე) და 13 თვე (ტამოქსიფენიდან ლეტროზოლზე).
ლეტროზილით მკურნალობა, როგორც პირველი რიგის თერაპია შორსწასული ძუძუს კიბოს შემთხვევაში, იწვევდა საერთო მედიანურ გადარჩენადობას 34 თვით, ხოლო ტამოქსიფენი - 30 თვეს (ლოგ-ხარისხობრივი ტესტი, P=0.53, უმნიშვნელო). ლეტროზოლის უპირატესობის არ გამოვლენა საერთო გადარჩენადობის თვალსაზრისით, შეიძლება აიხსნას კვლევის გადამკვეთი დიზაინით.
მეორე რიგის თერაპია
ჩატარდა ორი კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ლეტროზოლის ორი დოზის (0.5 მგ და 2.5 მგ), მეგესტროლის აცეტატთან და ამინოგლუტეტიმიდთან შესადარებლად პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომლებიც მანამდე ღებულობდნენ ანტიესტროგენულ პრეპარატებს.
პროგრესირებამდე დრო მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა 2.5 მგ ლეტროზოლის ჯგუფსა და მეგესტროლის აცეტატის ჯგუფს შორის (P=0.07). გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც ამტკიცებდა 2.5 მგ ლეტროზოლის უპირატესობებს მეგესტროლის აცეტატთან შედარებით, სიმსივნეზე საერთო ობიექტური პასუხის მაჩვენებლის (24% 16%-თან შედარებით, P=0.04) და რეციდივამდე მკურნალობის დროის (P=0.04) მიხედვით. საერთო გადარჩენადობა ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა (P=0.2).
მეორე კვლევაში 2.5 მგ ლეტროზოლზე და ამინოგლუტეტიმიდზე პასუხის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა (P=0.06). ლეტროზოლს 2.5 მგ დოზით ჰქონდა მნიშნელოვანი უპირატესობა ამინოგლუტეტიმიდზე პროგრესირებამდე დროის (P=0,008), რეციდივამდე მკურნალობის დროის (P=0.003) და საერთო გადარჩენადობის თვალსაზრისით (P=0.002).
ძუძუს კიბო მამაკაცებში
ლეტროზოლის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
- 3.1 შეფუთვის ფურცელი-ჩანართი
შეფუთვის ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფემერტინი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ლეტროზოლი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ფემერტინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ფემერტინის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ფემერტინი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ფემერტინი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ფემერტინი და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ფემერტინი და როგორ მუშაობს.
ფემერტინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ლეტროზოლს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არომატაზას ინჰიბიტორები. იგი არის ძუძუს კიბოს ჰორმონალური (ან „ენდოკრინული“) სამკურნალო საშუალება.
ძუძუს კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენებით, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონებია. ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის რაოდენობას, იმ ფერმეტების („არომატაზა“) დაბლოკვით, რომლებიც მონაწილეობენ ესტროგენების წარმოებაში და, შესაბამისად, შეიძლება დაბლოკოს ძუძუს კიბოს ზრდა, რომელსაც ზრდისთვის სჭირდება ესტროგენები. შედეგად სიმსივნური უჯრედები ანელებს ან წყვეტს ზრდას და/ან გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებზე.
რისთვის გამოიყენება ფემერტინი
ლეტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი, ანუ შეუწყდათ მენსტრუაცია.
იგი გამოიყენება კიბოს რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პირველადი მკურნალობა ძუძუს კიბოს ოპერაციამდე იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებელი ოპერაცია შეუძლებელია ან შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პირველადი მკურნალობა ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდეგ ან ტამოქსიფენით ხუთწლიანი მკურნალობის შემდეგ. ლეტროზოლი, ასევე გამოიყენება სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ლეტროზოლის მოქმედებასთან დაკავშირებით ან თუ რატომ დაგენიშნათ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
რა უნდა იცოდეთ ფემერტინის გამოყენებამდე
ყურადღებით დაიცავით ექიმის ყველა ინსტრუქცია. ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.
არ მიიღოთ ფემერტინი
თუ გაქვთ ალერგია ლეტროზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია, ანუ არ გაქვთ მენოპაუზა;
თუ ხართ ორსულად,
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
თუ რომელიმე მოცემული მდგომარეობა გეხებათ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფემერტინის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტავია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება,
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება,
თუ ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან ძვლის მოტეხილობა (იხ. ასევე, პარაგრაფი 3 -„დაკვირვება ლეტროზოლით მკურნალობის დროს“).
თუ რომელიმე მოცემული მდგომარეობა გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი გაითვალისწინებს აღნიშნულს ფემერტინით მკურნალობის დროს.
ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება ან მყესების დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4). მყესების ტკივილის ან შეშუპების ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას - დაასვენეთ მტკივნეული ადგილი და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
ხანდაზმული ადამიანები (65 წელზე მეტი ასაკის)
65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს პრეპარატი იმავე დოზით, როგორითაც სხვა მოზრდილებმა.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფემერტინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ლეტროზოლი უნდა მიიღოთ მხოლოდ მენოპაუზის დასრულების დროს. თუმცა, ექიმმა უნდა განიხილოს თქვენთან ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ლეტროზოლით მკურნალობის დროს შესაძლოა კვლავ გქონდეთ ორსულების პოტენციალი.
არ შეიძლება ლეტროზოლის მიღება თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას ან ზოგადად შეუძლოდ გრძნობთ თავს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ თავს ნორმალურად არ იგრძნობთ.
ფემერტინი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეს პრეპატატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ გამოიყენება ფემერტინი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ-ის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ-ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ როდის უნდა მიიღოთ ტაბლეტი.
ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.
ფემერტინის მიღების ხანგრძლივობა
გააგრძელეთ ლეტროზოლის მიღება ყოველდღე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თქვენი ექიმი გეტყვით. შეიძლება დაგჭირდეთ მისი მიღება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ლეტროზოლის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაკვირვება ფემერტინით მკურნალობის დროს
თქვენ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი მხოლოდ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, რათა შეამოწმოს, აქვს თუ არა მკურნალობას სწორი ეფექტი.
ლეტროზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ძვლების გათხელება ან განლევა (ოსტეოპოროზი) ორგანიზმში ესტროგენების შემცირების გამო. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეამოწმოს თქვენი ძვლის სიმკვრივე (ოსტეოპოროზის მონიტორინგის მეთოდი) მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფემერტინი
თუ მიიღეთ ლეტროზოლის ჭარბი რაოდენობა, ან თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს რჩევისთვის. აჩვენეთ მათ ტაბლეტების შეფუთვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.
თუ დაგავიწყდათ ფემერტინის მიღება
თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (მაგ. 2 ან 3 საათის განმავლობაში), გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა, როცა დანიშნული გაქვთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი, ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფემერტინის მიღებას
არ შეწყვიტოთ ლეტროზოლის მიღება, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით. იხ. ასევე, პარაგრაფი ზემოთ „ლეტროზოლის მიღების ხანგრძლივობა“.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4 შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
გვერდითი მოვლენების უმეტესობა არის მსუბუქი და ზომიერი და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა: ალები (სისხლის მოწოლა), თმის ცვენა ან ვაგინალური სისხლდენა, შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობით.
არ შეგაშინოთ შესაძლო გვერდითი მოვლენების ამ ჩამონათვალმა. თქვენ შეიძლება არ აღგენიშნოთ არც ერთი მათგანი.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:
იშვიათი ან არახშირი გვერდითი მოვლენები (ანუ შეიძლება გამოვლინდეს 1-100 კაცში ყოველი 10000 პაციენტიდან):
სისუსტე, დამბლა ან შეგრძნების დაკარგვა სხეულის რომელიმე ნაწილში (განსაკუთრებით მკლავში ან ფეხში), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ან გაძნელებული საუბარი ან სუნთქვა (ტვინისმიერი დარღვევის ნიშანი, მაგ. ინსულტი).
გულმკერდის უეცარი ძლიერი ტკივილი (გულისმიერი დარღვევის ნიშანი).
სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, სწრაფი გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, ან მკლავის, ფეხის ან ტერფის უეცარი ტკივილი (ნიშნები, იმისა რომ შეიძლება წარმოქმნა სისხლის კოლტები).
შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა მტკივნეული იყოს შეხებისას.
მძიმე ცხელება, შემცივნება ან პირის ღრუს წყლულები ინფექციების გამო (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა).
სერიოზული მუდმივი ბუნდოვანი მხედველობა.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ასევე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ლეტროზოლით მკურნალობისას გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
ძირითადად სახის და ყელის შეშუპება (ალერგიული რეაქციის ნიშნები).
კანის და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი ფერის შარდი (ჰეპატიტის ნიშნები).
გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ცხელება (კანისმიერი დარღვევის ნიშნები).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ცხელი ალები (სისხლის მოწოლა),
ქოლესტერინის მომატებული დონე (ჰიპერქოლესტერინემია),
დაღლილობა,
მომატებული ოფლიანობა,
ტკივილი ძვლებსა და სახსრებში (ართრალგია).
თუ რომელიმე აღნიშნული მოვლენა გიმწვავდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
კანისმიერი გამონაყარი,
თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა,
სისუსტე (ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება),
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა,
მადის მომატება ან დაკარგვა,
ტკივილი კუნთებში,
ძვლების გათხელება ან განლევა (ოსტეოპოროზი), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ძვლის მოტეხილობებს (იხ. ასევე, პარაგრაფი 3 „დაკვირვება <ლეტროზოლი სინტონი 2.5 მგ>-ით მკურნალობის დროს“),
მკლავების, ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპება (ედემა),
დეპრესია,
წონის მომატება,
თმის ცვენა,
მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
ტკივილი მუცლის არეში,
კანის სიმშრალე,
ვაგინალური სისხლდენა,
პალპიტაციები, სწრაფი გულისცემა,
სახსრების რიგიდულობა (ართრიტი),
ტკივილი გულმკერდის არეში.
თუ რომელიმე აღნიშნული მოვლენა გიმწვავდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):
ნერვული დარღვევები, როგორიცაა: შფოთვა, ნერვიულობა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, მეხსიერების პრობლემები, ძილიანობა, უძილობა,
მგრძნობელობის დარღვევა, განსაკუთრებით შეხებისას,
დარღვევები თვალის მხრივ, როგორიცაა: ბუნდოვანი მხედველობა, თვალის გაღიზიანებადობა,
კანისმიერი დარღვევები, როგორიცაა: ქავილი (ჭინჭრის ციება),
ვაგინალური გამონადენი ან სიმშრალე,
მკერდის ტკივილი,
ცხელება,
წყურვილი, გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე,
ლორწოვანი გარსების სიმშრალე,
წონის დაკლება,
საშარდე გზების ინფექცია, შარდვის გახშირება,
ხველა,
ფერმენტების დონის მომატება,
კანისა და თვალების გაყვითლება,
სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი).
მყესის ანთება ან ტენდონიტი (შემაერთებელი ქსოვილები, რომლებიც აკავშირებენ კუნთებს ძვლებთან).
თუ რომელიმე აღნიშნული მოვლენა გიმწვავდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
მყესის გაწყვეტა (შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც აკავშირებს კუნთებს ძვლებთან).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს <ექიმს>, <ფარმაცევტს> ან <ექთანს>. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება ფემერტინი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ლეტროზოლი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP). პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ფემერტინი შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა ლეტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლეტროზოლს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური უწყლო სილიციუმი (E551).
ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: მაკროგოლი, ტალკი (E553b), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
ფემერტინის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ლეტროზოლი არის ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული მრგვალი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „L900“ და მეორე მხარეს - „2.5“.
ლეტროზოლი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით - 30 ტაბლეტი კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
ლიცენზიით:
Synthon BV (სინტონ ბვ)
მიკროვეგი 22
6545 CM ნიჯმეგენი,
ნიდერლანდები
მწარმოებელი
Synthon Hispania, S.L. (სინტონ ჰისპანია, ს.ლ.)
C/Castelló, Nº1, (C/კასტელო)
08830 სანტ ბოი დე ლობრეგატი,
ბარსელონა,
ესპანეთი
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად გადაიხედა: 30.09.2022
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


