პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ეტრუზილი

Etruzil®

რეცეპტით2.5მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებში, რომელთაც გაიარეს მენოპაუზა, ანუ მესტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ. ეს პრეპარატი ასევე გამოიყენება რეციდივის განვითარების პროფილაქტიკის მიზნითაც. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლეტროზოლი (letrozole)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Synthon Hispania S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG04
რეგისტრაციის ნომერი
რ-042147
რეგისტრირებულია
3 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 3 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეტრუზილი და სხვა წამალი ერთად

ეტრუზილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებში, რომელთაც გაიარეს მენოპაუზა, ანუ მესტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ.

ეს პრეპარატი ასევე გამოიყენება რეციდივის განვითარების პროფილაქტიკის მიზნითაც. მისი გამოყენება შესაძლებელია სარძევე ჯირკვალზე ქირურგიულ ოპერაციამდე, როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატის, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება, ასევე ოპერაციის შემდეგ ან ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ.

ლეტროზოლი, ასევე გამოიყენება დაავადების დაგვიანებული სტადიის მქონე პაციენტებში ორგანიზმის სხვა ქსოვილებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით.

თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები პრეპარატ ეტრუზილის მოქმედებასთან, ან მისი დანიშვნის მიზეზთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

  • რა უნდა ვიცოდეთ ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე

ზუსტად მიყევით ექიმის დანიშნულებას. ის შესაძლოა განსხვავდებოდეს ფურცელ-ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისაგან.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში და ხანდაზმულ პაცინტებში

ეტრუზილის® რეკომენდებული დოზა - 2,5 მგ ერთხელ დღეში. ხანდაზმულ პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზის დაზუსტება.

პაციენტებში, რომელთაც აქვთ გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბო, მკურნალობა ეტრუზილით® უნდა გაგრძელდეს სიმსივნის აშკარა პროგრესირების ნიშნების გამოვლენამდე.

ადუვანტური და ხანგრძლივი ადუვანტური თერაპიისას რეკომენდებულია ეტრუზილის® მიღება 5 წლის განმავლობაში ან სიმსივნის რეციდივამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი იქნება პირველი.

არსებობს ადუვანტური თანმდევი თერაპიის გამოცდილება (2 წელი - ლეტროზოლი, რასაც თან სდევს ტამოქსიფენზე გადასვლა 3 წლით).

ნეოადუვანტური თერაპიისას ეტრუზილით® მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-დან 8 თვემდე, სიმსივნის მოცულობის ოპტიმალური შემცირების დადგენის მიზნით. ეტრუზილით® მკურნალობისას არა-ადექვატური პასუხის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, დაიგეგმოს ქირურგიული ჩარევა და პაციენტთან განიხილოს შემდგომი შესაძლო თერაპიის საკითხი.

ბავშვები და მოზარდები

ეტრუზილი® არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ეტრუზილის® ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და 17 წლამდე მოზარდებში, ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი. მოიპოვება მხოლოდ შეზღუდული მონაცემები, რომელთა საფუძველზეც არ შეიძლება დოზირების რეკომენდაციის შექმნა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის და კრეატინინის კლირნსის ≥10 მლ/წთ მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ ეტრუზილის® დოზის კორექცია. არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის შესახებ, რომელთაც აქვთ კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ზომიერი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (Child-Pugh A ან B) მქონე პაციენტებში, საჭირო არ არის ეტრუზილის® დოზის კორექცია. არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების საგულდაგულო კონტროლი (Child-Pugh C) (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად, საკვებთან ერთად ან უზმოზე.

გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოს პაციენტმა გახსენებისთანავე. თუმცა თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (2 ან 3 საათში), საჭიროა გამოტოვებული დოზის გამოტოვება და პრეპარატის მიღების გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში. არ შეიძლება დოზის გაორმაგება, ვინაიდან რეკომენდებული დოზების გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური მოქმედების არაპროპორციული მომატება (იხ.პუნქტი 5.2.)

  • 3. სამედიცინო გამოყენების უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ლეტროზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხამრე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში;

პრემენოპაუზური ენდოკრინული სტატუსი;

უკუჩვენებები

  • ალერგია ლეტროზოლის ან პრეპარატი ეტრუზილის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, რომლებიც მოყვანილია ინსტრუქციის მე-8 განყოფილებაში
  • თუ თქვენ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ანუ ჯერ არ გაგივლიათ მენოპაუზის პერიოდი;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი

თუ თქვენ აგეღნიშნებათ მოცემული მდგომარეობებიდან ერთერთი, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან გადატანილი ძვლების მოტეხილობა (იხ. პუნქტი 3: “თქვენს მდგომარეობაზე კონტროლი ეტრუზილი ტაბლეტებისთ მკურნალობის დროს”).

თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს. მკურნალი ექიმი ამას მიიღებს მხედველობაში პრეპარატ ეტრუზლით თქვენი მკურნალობის დროს.

ლეტროზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს მყესების ანთება ან დაზიანება (იხ. პუნქტი 4.). სახსრებში ტკივილის ან შეშუპების პირველივე გამოვლენისთანავე საჭიროა მოსვენება და ექიმთან მიმართვა.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ლეტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი)

65 წლის ან მეტი ასაკის პირებში ლეტროზოლი გამოიყენება იმავე დოზით, როგორც სხვა მოზრდილ პირებში.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება და ეტრუზილი შემოგარსული ტაბლეტები

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი, სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ ან იყენებდით ახლო წარსულში.

ეტრუზილის ტაბლეტების გამოყენება საკვებთან და არაალკოჰოლურ სასმელთან:

საკვები და არაალკოჰოლური სასმელი არ მოქმედებს ლეტროზოლზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლეტროზოლი ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება CYP2A6 და CYP4A3 ციტოქრომების საშუალებით. ციმეტიდინს, როგორც CYP450 ციტოქრომების სუსტ, არასპეციფიურ ინჰიბოტორს, არ ჰქონდა ზეგავლენა ლეტროზოლის დონეზე პლაზმაში. CYP450 ციტოქრომების ძლიერი ინჰიბოტორების მოქმედება უცნობია.

ამჟამად, არ არსებობს ეტრუზილის® ესტროგენებთან ან სხვა ანტისიმსივნურ პრეპარატებთან კომბინაციის კლინიკური გამოცდილება, გარდა ტამოქსიფენისა. ტამოქსიფენმა, სხვა ანტი-ესტროგენებმა ან ესტროგენის შემცველმა პრეპარატებმა, შეიძლება შეამცირონ ლეტროზოლის ფარმაკოლოგიური მოქმედება. გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ ტამოქსიფენის კომბინაცია ლეტროზოლთან, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტროზოლის დონეს პლაზმაში. ამგვარად, არ არის რეკომენდებული ლეტროზოლის კომბინაცია ტამოქსიფენთან, სხვა ანტი-ესტროგენებთან ან ესტროგენის შემცველ პრეპარატებთან.

in vitro ლეტროზოლი თრგუნავს P450 2A6 ციტოქრომის იზოფერმენტს და ზომიერად თრგუნავს 2C19-ს, თუმცა აღნიშნულის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. ამიტომ, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ლეტროზოლის დანიშნვნისას იმ პრეპატატებთან ერთად, რომელთა მეტაბოლიზმიც, ძირითადად, დამოკიდებულია ამ იზოფერმენტებზე და აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი (მაგალითად, ფენიტოინი, კლოპიდოგრელი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ეტრუზილის ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს ბავშვს.

ლაქტაცია

არ შეიძლება ლეტროზოლის გამოყენება ძუძუთი კვების დროს, რადგან ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს ბავშვს.

რეპროდუქციული ფუნქცია

ეტრუზილის ტაბლეტების მიღება შეიძლება მხოლოდ პოსტმენოპაუზის პერიოდში.

მიუხედავად ამისა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ეფექტური ჩასახვის სააწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, რადგანაც ეტრუზილის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ორსულობა არ გამოირიცხება.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან ნებისმიერი მექანიზმები მანამ, სანამ გრძნობთ თავბრუსხვევას, გადაღლას, ძილიანობასა და საერთო სისუსტეს.

პრეპარატი ეტრუზილი შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ეტრუზილი შეიცავს რძის მჟავას – ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, რჩევისათვის მიმართეთ მას.

  • როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა – თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ. ეტრუზილის ტაბლეტების მიღება დღეღამის ერთსადაიმავე დროს, დაგეხმარებათ იმის დამახსოვრებაში, თუ როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი.

ტაბლეტის გადაყლაპვა ხდება მთლიანად, დაუღეჭავად, საკვებთან ერთად ან უზმოზე, წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.

ეტრუზილის ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა

ეტრუზილის ტაბლეტების მიღება გააგრძელეთ ექიმსი დანიშნულების შესაბამისად. Aამას შეიძლება დაჭირდეს თვეები და წლებიც კი. თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები პრეპარატ ეტრუზილით მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თქვენი მდგომარეობის კონტროლი ეტრუზილი ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში

თქვენ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის კონტროლის ქვეშ. თქვენი მკურნალი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას მკურნალობის ეფექტის სისწორის შესამოწმებლად.

ეტრუზილის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ძვლების გათხელება ან ძვლოვანი ქსოვილის გათხელება (ოსტეოპოროზი) ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირების გამო. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ დაგინიშნოთ ძვლების სიმკვრივის გაზომვა (ოსტეოპოროზის განსაზღვრის მეთოდი).

თუ თქვენ მიიღეთ ეტრუზილის ტაბლეტები დიდი რაოდენობით

თუ თქვენ ჭარბად მიიღეთ პრეპარატი ეტრუზილი ან სხვა პირმა შეცდომით მიიღო თქვენი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს ან საავადმყოფოს. შესაძლოა აუცილებელი გახდეს სამედიცინო დახმარება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეტრუზილის ტაბლეტების მიღება

თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (დაახლოებით 2-3 საათში), გამოტოვეთ დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ შემდგომი დოზის მიღებამდე დარჩენილია დიდი დრო), მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, და გააგრძელეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ მიიღოს ორმაგი დოზა.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი ეტრუზილის ტაბლეტების გამოყენება

არ შეწყვიტოთ პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე (იხილეთ ქვეპუნქტი «ეტრუზილის ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა«).

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ვითარდება არა ყველა პაციენტში.

ამ გვერდითი ეფექტების უმრავლესობას გააჩნია მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობა და ჩვეულებრივ, ქრება რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირამდე მკურნალობის კურსის განმავლობაში. ზოგიერთი ამ ეფექტებიდან, მაგალითად, წამოხურება, თმის ცვენა ან საშოდან სისხლდენა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების არარსებობით.

ნუ შეშინდებით ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო - თქვენ შეიძლება არ გაგივითარდეთ არცერთი მათგანი.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან არახშირად (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში),

სისუსტე, პარეზი ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის მგრძნობელობის არარსებობა (განსაკუთრებით ხელების ან ფეხების), მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, მეტყველების ან სუნთქვის გაძნელება (თავის ტვინის დაზიანების ნიშნები, მაგალითად, ინსულტთან დაკავშირებით).

უეცარი შებოჭვითი ხასიათის ტკივილი მკერდის არეში (გულის მოქმედების დარღვევის ნიშანი).

გაძნელებული სუნთქვა, ტკივილი მკერდის არეში, სინკოპე, გახშირებული გულისცემა, კანის მოლურჯო ფერი, ხელის ან ფეხის (ტერფის) უეცარი ტკივილი (სისხლის კოლტის განვითარების შესაძლო ნიშნები).

ვენის გასწვრივ შეშუპება და სიწითლე მისი ძლიერი ტკივილით და შესაძლო ტკივილით შეხებისას.

მძიმე ცხელება, შემცივნება ან პირის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, დაკავშირებული ინფექციასთან (სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობა).

მხედველობის სიმახვილის გამოხატული მუდმივი დაქვეითება.

თუ თქვენ გაგივითარდათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თქვენ ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ ეტრუზილით მკურნალობის დროს შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი:

შეშუპება, უპირატესად სახის და ყელის (ალერგიული რეაქციის ნიშნები)

კანის და თვალის ყვითელი ფერი, გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის გამუქება (ჰეპატიტის ნიშნები)

გამონაყარი კანზე, კანის შეწითლება, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ტემპერატურის მომატება (კანის დაავადების ნიშნები).

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ალები

ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში

დაღლილობა

ოფლიანობა

ძვლებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია)

თუ რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი სერიოზულად გაწუხებთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გამონაყარი კანზე

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

შეუძლოდ ყოფნა (ზოგადი სისუსტის შეგრძნება)

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, მაგალითად, გულისრევა, ღებინება, საკვების მონელების გაძნელება, ყაბზობა, ფაღარათი

მადის მომატება ან დაკარგვა

კუნთების ტკივილი

ძვლების გათხელება ან ძვლოვანი ქსოვილის განლევა (ოსტეოპოროზი) ზოგიერთ შემთხვევაში გვევლინება მოტეხილობის მიზეზად (იხ. ასევე პუნქტი 3 «კონტროლი თქვენს მდგომარეობაზე პრეპარატ ეტრუზილით მკურნალობის დროს«)

ხელების, ხელის მტევნების, ფეხების და ფეხის გულების შეშუპება

გუნება-განწყობის გაუარესება (დეპრესია)

სხეულის მასის მომატება

თმის ცვენა

არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

ტკივილი მუცლის არეში

კანის სიმშრალე

სისხლდენა საშოდან

ძლიერი გულისცემის შეგრძნება

სახსრების შებოჭილობა (ართრიტი)

ტკივილი მკერდში

თუ რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი სერიოზულად გაწუხებთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: განგაში, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, ძილიანობა, უძილობა, მეხსიერების დარღვევა

ტკივილი ან წვის შეგრძნება ხელში ან მაჯაში (კარპალური გვირაბის სინდრომი)

მგრძნობელობის დარღვევა (განსაკუთრებით შეხების შეგრძნება)

მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევა: მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალის გაღიზიანება

კანის მხრივ დარღვევები: გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება)

გამონადენი საშოდან, საშოს სიმშრალე

ტკივილი სარძევე ჯირკვალში

სხეულის ტემპერატურის მომატება

წყურვილი, გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე

ლორწოვანი გარსების სიმშრალე

სხეულის მასის მომატება

საშარდე გზების ინფექცია, შარდვის გახშირება

ხველა

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება

კანისა და თვალის რქოვანას გაყვითლება

ბილირუბინის დონის მომატება (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი)

მყესების ანთება (ტენდინიტი) (კუნთებისა და ძვლების დამაკავშირებელი შემაერთებელი ქსოვილი)

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

მყესების გაწყვეტა

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, თხოვნაა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია.

  • როგორ უნდა შევინახოთ პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზა

აღწერილია ლეტროზოლით დოზის გადაჭარბების ერთეული შემთხვევები.

დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ სპეციფიური ანტიდოტის შესახებ ცნობილი არ არის. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და მხარდამჭერი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლეტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლეტროზოლის 2,5 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპის), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური.

თაბლეტის გარსი : ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

პრეპარატ ეტრუზილის ტაბლეტების გარეგნული სახე და გამოშვების ფორმა

გარეგნული სახე :

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე ,,L900’’ და მეორე მხარეზე ,,2.5’’ გრავირებით.

შეფუთვის შიგთავსი:

ბლისტერში მოთავსებულია 10 შემოგარსული ტაბლეტი. 3 ან 9 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგზე ლიცენზიის მფლობელი

დსს « ფარმაცევტული ქარხანა ეგისი »

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

შენახვის პირობები

  • აფთიაქიდან გაცემის პირობა
  • კოლოფის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები და რომელი დაავადებების დროს გამოიყენება

რას წარმოადგენს ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები

ლეტროზოლი, ეტრუზილის აქტიური კომპონენტი, მიეკუთვნება ე.წ. არომატაზას ინჰიბიტორების ნივთიერებათა ჯგუფს. სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას იგი გამოიყენება, როგორც ჰორმონული (ან ,,ენდოკრინული’’) საშუალება. სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენით – ქალის სასქესო ჰორმონით. ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის დონეს, ახდენს მის სინთეზში მონაწილე ფერმენტის (არომატაზას) ბლოკირებას, ამგვარად, მას შეუძლია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი უჯრედების ზრდის ბლოკირება, რომელთაც ზრდისათვის ესაჭიროებათ ესტროგენები. ამის შედეგად, სიმსივნური უჯრედების ზრდა და/ან მათი გავრცელება ორგანიზმის სხვა ქსოვილებში ფერხდება ან წყდება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენდოკრინული თერაპია. ჰორმონების ანტაგონისტები და მონათესავე შენაერთები: არომატაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: L02B G04

მოქმედების მექანიზმი

ლეტროზოლი არის არომატაზას არასტეროიდული ინჰიბიტორი. იგი თრგუნავს არომატაზას მოქმედებას, არომატაზას ციტოქრომ P450-ის ჰემთან კონკურენტული შეკავშირების გზით, რაც ამცირებს ესტროგენების სინთეზს ყველა იმ ქსოვილში, სადაც ისინი არსებობენ.

ფარმაკოდინამიური ეფექტები

ესტროგენის მასტუმულირებელი მოქმედების შეწყვეტა სიმსივნის ზრდაზე, არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სიმსივნის პასუხზე, იმ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნური ქსოვილის ზრდა დამოკიდებულია ესტროგენების არსებობაზე და გამოიყენება ჰორმონალური თერაპია. პოსტმენოპაურ ქალებში, ესტროგენების წარმოქმნა ძირითადად განპირობებულია არომატაზით, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების ანდროგენებს (ძირითადად ანდროსტენდიონი და ტესტოსტერონი) გარდაქმნის ესტრონად და ესტრადიოლად. ესტროგენების ბიოსინთეზის შეფერხება პერიფერიულ ქსოვილებში და უშუალოდ სიმსივნის კიბოვან ქსოვილებში, შეიძლება განხორციელდეს არომატაზას სპეციფიური ინჰიბირებით.

პოსტმენოპაუზის მქონე ჯანმრთელ ქალებში, ლეტროზოლის ერთჯერადი დოზები 0,1 მგ, 0,5 მგ და 2,5 მგ ამცირებს ესტრონის და ესტრადიოლის დონეს სისხლის შრატში, შესაბამისად 75%-ით, 78%-ით და 78%-ით თავდაპირველ დონესთან შედარებით. მაქსიმალური შემცირება მიიღწევა 48-78 საათში.

ამ პრეპარატის მიმღებ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გავრცელებული ძუძუს კიბო პოსტმენოპაუზურ პერიოდში, 0,1მგ-5მგ-ს ყოველდღიური შეყვანა ამცირებს ესტრადიოლის, ესტრონის და ესტრონის სულფატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 75-95%-ით. 0,5 მგ და უფრო მაღალი დოზების მიღებისას ესტრონის და ესტრონის სულფატის ბევრი მაჩვენებელი ხვდებოდა კვლევის მეთოდის აღმოჩენის დონეზე დაბლა, რაც მიუთითებს ესტროგენების სინთეზის უფრო ძლიერ შეფერხებას ამ დოზების მიღებისას. ამ პაციენტებს ესტროგენის სინთეზის შეფერხება უნარჩუნდებოდათ პრეპარატის მიღების სრული პერიოდის განმავლობაში.

ლეტროზოლი არის არომატაზას მაღალსპეციფიური ინჰიბიტორი. სტეროიდოგენეზის დარღვევა თირკმელზედა ჯირკვალში აღმოჩენილი არ არის. არ გამოვლენილა კორტიზოლის, ალდოსტერონის, 11-დეზოქსი-კორტიზოლის, 17-ჰიდროქსიპროგესტერონის და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება სისხლის პლაზმაში, ასევე პლაზმური რენინის მოქმედება პოსტმენოპაუზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ყოვვედღიურად ლეტროზოლის 0,1 მგ-დან 5 მგ-მდე დოზებს. ACTH-ის სტიმულაციის ტესტმა, რომელიც შესრულდა პრეპარატის 0,1 მგ, 0,25 მგ, 0,5 მგ, 1 მგ, 2,5 მგ და 5 მგ დოზების ყოვედღიური შეყვანიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, არ გამოავლინა არანაირი ალდოსტერონის ან კორტიზონის გამომუშავების შემცირება. ამგვარად, არ არის გლკოკორტიკოიდების ან მინერალოკორტიკოიდების დამატებით შეყვანის არანაირი საჭიროება.

არ აღმოჩენილა ანდროგენების პლაზმური (ანდროსტენდიონი და ტესტოსტერონი) კონცენტრაციის ცვლილება პოსტმენოპაუზის მქონე ჯანმრთელ ქალებში, ლეტროზოლის 0,1 მგ, 0,5 მგ და 2,5 მგ დოზების ერთჯერადად მიღებისას, ასევე არც ანდროსტედიონის პლაზმური კონცენტრაცია - პოსტმენოპაუზის მქონე ჯანმრთელ ქალებში ლეტროზოლის 0,1 მგ-დან 0,5 მგ-მდე დოზების ერთჯერადად მიღებისას, რაც მიუთითებს, ანდროგენების წინამორბედების დაგროვების არარსებობას ესტროგენების ბიოსინთეზის ბლოკადის დროს. ლეტროზოლის შეყანის შემდეგ, არ იცვლება ლუტეინიზირებული ჰორმონის (LH) და ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) დონე სისხლის პლაზმაში. ასევე, არ იცვლება ფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია, რომელიც იზომება თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის დონით, T4-ით და T3-ის მიტაცებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ადუვანტური თერაპია

კვლევა BIG 1-98

მულტიცენტრულ, ორმაგი-ბრმა კვლევში BIG 1-98 მონაწილე 8000-ზე მეტი პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს მქონე ქალი, რანდომიზირდა შემდეგ ჯგუფებში:

ა. ტამოქსიფენი 5 წლის განმავლობაში.

ბ. ლეტროზოლი 5 წლის განმავლობაში.

გ. ტამოქსიფენი 2 წლის განმავლობაში და შემდეგ, ლეტროზოლი 3 წლის განმავლობაში.

დ. ლეტროზოლი 2 წლის განმავლობაში და შემდეგ, ტამოქსიფენი 3 წლის განმავლობაში.

კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო გადარჩენის ვადა რეციდივამდე. მეორადი წერტილები იყო დრო მოკვეთილი მეტასტაზის განვითარებამდე, დისტანციური გადარჩენა დაავადების გარეშე, საერთო გადარჩენა, სისტემური გადარჩენა დაავადების გარეშე, ინვაზიური კიბოს განვითარება კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში და დრო რეციდივის განვითარებამდე.

ეფექტურობის შედეგები 26 და 60 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში

მე-4 ცხრილის მონაცემები წარმოადგენს პირველადი ძირითადი ანალიზის შედეგებს (Primery Core Analysis (PCA)) ა და ბ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ მონოთერაპიას და გ და დ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ თანმდევ თერაპიას შენაცვლებით, სადაც მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანა იყო 24 თვე და დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა - 26 თვე, ასევე, მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანა - 32 თვე და დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა - 60 თვე.

5 წლიანი გადარჩენის ვადა რეციდივამდე შეადგენდა 84%-ს ლეტროზოლისთვის და 81.4%-ს ტამოქსიფენისთვის.

ცხრილი 4.

პირველადი ძირითადი ანალიზი: გადარჩენა რეციდივამდე და საერთო გადარჩენა 26 და 60 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში (ანალიზის პოპულაცია პროტოკოლის მიხედვით, ITT)

პირველადი ძირითადი ანალიზი

დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა 26 თვე

დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა 60 თვე

ლეტროზოლი N=4003

ტამოქსიფენი N=4007

რისკების შეფარდება1 (95% ნდობის ინტერვალი) P

ლეტროზოლი N=4003

ტამოქსიფენი N=4007

რისკების შეფარდება1 (95% ნდობის ინტერვალი) P

გადარჩენა რეციდივამდე (პირველადი წერტილი), განსაზღვრულია პორტოკოლის შესაბამისად2

351

428

  • 81 (0.70,0.93)
  • 003

585

664

  • 86 (0.77,0.96)
  • 003

საერთო გადარჩენა (მეორადი წერტილი), ლეტალური შედეგების რაოდენობა

166

192

  • 86 (0.70,1.06)

330

374

  • 87

(0.75,1.01)

დი - ნდობის ინტერვალი

1 ლოგ-ხარისხობრივი კრიტერიუმები, რომელიც სტატიფიცირებულია რანდომიზაციის ჯგუფის მიხედვით და ქიმიოთერაპიის გამოყენების წინსწრებით (დიახ/არა)

2 გადარჩენა რეციდივამდე: ლოკო-რეგიონული რეციდივები, მოკვეთილი მეტასტაზები, კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კიბო, მეორე პირველადი ნეოპლაზია (არა სარძევე ჯირკვალში), სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ ავთვისებიანი ნეოპლაზიების გარეშე.

ეფექტურობის შედეგები 73 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში (მხოლოდ მონოთერაპიულ ჯგუფებში)

ანალიზის შედეგები მონოთერაპიულ ჯგუფებში: ეტრუზილით® მონოთერაპიის ეფექტურობის შედარება და ტამოქსიფენით მონოთერაპიასთან (ადუვანტური თერაპიის ხანგრძლივობის მედიანა 5 წელი), მოცემულია მე-5 ცხრილში.

ცხრილი 5. მონოთერაპიული ჯგუფების ანალიზი: გადარჩენა რეციდივამდე და საერთო გადარჩენა 73 თვიანი დაკვირვების მედიანის შემთხვევაში (პოპულაცია ITT)

ლეტროზოლი

ტამოქსიფენი (N=2459)

რისკების შეფარდება1 (95% ნდობის ინტერვალი)

მნიშვნელობა

გადარჩენა რეციდივამდე (პირველადი წერტილი)2

626

698

  • 87 (0.78, 0.97)
  • 01

დრო მოკვეთილ მეტასტაზებამდე (მეორადი წერტილი)

301

342

  • 86 (0.74, 1.01)
  • 06

საერთო გადარჩენა (მეორადი წერტილი) - ლეტალური შედეგების შემთხვევები

393

436

  • 89 (0.77, 1.02)
  • 08

ცენზურირებული მონაცემები რეციდივამდე გადარჩენისთვის3

626

649

  • 83 (0.74, 0.92)

ცენზურირებული მონაცემები საერთო გადარჩენისთვის3

393

419

  • 81 (0.70, 0.93)

1 ლოგ-ხარისხობრივი კრიტერიუმები, რომელიც სტატიფიცირებულია რანდომიზაციის ჯგუფის მიხედვით და ქიმიოთერაპიის გამოყენებით (დიახ/არა).

2 გადარჩენა რეციდივამდე: ლოკო-რეგიონული რეციდივები, მოკვეთილი მეტასტაზები, კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კიბო, მეორე პირველადი ნეოპლაზია (არა სარძევე ჯირკვალში), სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ ავთვისებიანი ნეოპლაზიების გარეშე.

3 გამოვლენა ტამოქსიფენის ჯგუფში, რომელიც ცენზურირებულია ლეტროზოლზე სელექტიური გადასვლის თარიღის მიხედვით.

თანმდევი თერაპიის ანალიზი

თანმდევი თერაპიის ანალიზი განიხილავს BIG 1-98 კვლევის მეორე პირველად წერტილს, ანუ საკითხს იმის თაობაზე, არის თუ არა ტამოქსიფენით და ლეტროზოლით თანმდევი თერაპია უფრო ეფექტური, ვიდრე მონოთერაპია. არ გამოვლენილა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა მონოთერაპიასთან შედარებით, შემდეგი პარამეტრების მიხედვით: გადარჩენა რეციდვამდე, საერთო გადარჩენა, დისტანციური გადარჩენა დაავადების გარეშე და სისტემური გადარჩენა დაავადების გარეშე.

ცხრილი 6. თანმდევი თერაპიის ეფექტურობის ანალიზი რეციდვამდე გადარჩენის თვალსაზრისით, როდესაც პირველი ენდოკრინული პრეპარატის სახით გამოიყენებოდა ლეტროზოლი (თანმდევი თერაპიის ანალიზის პოპულაცია)

N

ეპიზოდების რაოდენობა1

რისკების შეფარდება2

ნდობის ინტერვალი 95%

P-ის მნიშვნელობა კოქსის მოდელში

ლეტროზოლი

ტამოქსიფენი

1460

254

  • 03

(0.84, 1.26)

  • 72

ლეტროზოლი

1464

249

1 პროტოკოლის თანახმად, მათ შორის მეორე პირველადი ნეოპლაზიის განვითარება, მაგრამ არა სარძევე ჯირკვალში, სხვა პრეპარატზე გადასვლის ან 2 და მეტი წლის შემდეგ.

2 დაკორექტირებულია ქიმიოთერაპიის გამოყენების მიხედვით.

არ გამოვლენილა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: გადარჩენა რეციდვამდე, საერთო გადარჩენა, დისტანციური გადარჩენა დაავადების გარეშე და სისტემური გადარჩენა დაავადების გარეშე, არც ერთ თანმდევ თერაპიის ანალიზში რანდომიზებული წყვილების შედარებისას (ცხრილი 7).

ცხრილი 7. თანმდევი თერაპიის ეფექტურობის ანალიზი რანდომიზაციის შემდეგ რეციდვამდე გადარჩენის თვალსაზრისით (პოპულაცია პროტოკოლის მიხედვით/ITT) თანმდევი თერაპიის ეფექტურობის ანალიზი რანდომიზაციის შემდეგ)

ლეტროზოლიტამოქსიფენი

ლეტროზოლი

პაციენტების რაოდენობა

1540

1546

პაციენტების რაოდენობა, რეციდივამდე გადარჩენის მოვლენებით

330

319

რისკების შეფარდება1 (ნდობის ინტერვალი 99%)

  • 04 (0.85, 1.27)

ლეტროზოლიტამოქსიფენი

ტამოქსიფენი2

პაციენტების რაოდენობა

1540

1548

პაციენტების რაოდენობა, რეციდივამდე გადარჩენის მოვლენებით

330

353

რისკების შეფარდება1 (ნდობის ინტერვალი 99%)

  • 92 (0.75, 1.12)

დაკორექტირებულია ქიმიოთერაპიის გამოყენების მიხედვით.

ტამოქსიფენის მიმღები 626 პაციენტი (40%) ჯგუფიდან სელექტიურად გადაიყვანეს ლეტროზოლზე, შენიღბვის შეწყვეტის შემდეგ (კვლევის გამჟღავნება).

D2407 კვლევა

კვლევა D2407 არის ღია, რანდომიზებული, მულტი-ცენტრული, პოსტ-რეგისტრაციული უსაფრთხოების კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შეადაროს ლატროზოლით და ტამოქსიფენით ჩატარებული ადუვანტური თერაპიების მოქმედება ძვლის ქსოვილების მინერალურ მდგრადობაზე და სისხლის პლაზმის ლიპიდების პროფილზე. 262 პაციენტი დაიყო ორ ჯგუფად - ერთი ღებულობდა ლეტროზოლს 5 წლის მანილზე, ხოლო მეორე ტამოქსიფენს 2 წლის განმავლობაში, რეტროზოლზე გადასვლით 3 წლის განმავლობაში.

24 თვის შემდეგ გამოვლინდა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა კვლევის პირველადი წერტილის თვალსაზრისით. წელის მალების (L2-L4) ძვლის ქსოვილების მინერალური მდგრადობა შემცირდა საშუალოდ 4.1%-ით ჯგუფში, რომელიც ღებულობდა ლეტროზოლს, ხოლო ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტებში - 0.3%-ით.

ნორმალური ძვლის ქსოვილების მინერალური მდგრადობის მქონე არც ერთ პაციენტს არ განუვითარდა ოსტეოპოროზი მკურნალობის 2 წლის მანძილზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოუვლინდა ოსტეოპოტოზი ოსტეოპენიის მქონე პაციენტს (T-ქულა-1.9) საბოლოო მდგომარეობაში (საერთო ანალიზების შედეგებით გამოვლენილი).

არ გამოვლენილა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა მკურნალობის მეთოდებს შორის, ძვლის მოტეხილობების სიხშირის თვალსაზრისით - 15% ლეტროზოლის ჯგუფში და 17% ტამოქსიფენის ჯგუფში.

საბოლოო მდგომარეობასთან შედარებით, პლაზმური საერთო ქოლესტერინის მედინაური დონე ტამოქსიფენის ჯგუფში შემცირდა 16%-ით 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ და ეს შემცირება შენარჩუნდა ყველა ვიზიტზე 24 თვის განმავლობაში. ლეტროზოლის ჯგუფში საერთო ქოლესტერინის დონე იყო საკმაოდ სტაბილური, რამაც მიგვიყვანა სტატისტიკურად დადასტურებულ სხვაობამდე ტამოქსიფენის სასარგებლოდ, ყოველ შესწავლილ დროის პერიოდში.

ხანგრძლივი ადუვანტური თერაპია (MA-17)

მულტი-ცენტრულ, ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში MA-17 მონაწილე, პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი, რეცეპტორ-დადებითი ან პირველადი დაუზუსტებელი ძუძუს კიბოს მქონე 5100-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც არ ჰქონდათ რეციდივი ტამოქსიფენით ადუვანტური თერაპიის დასრულების შემდეგ (4,5-6 წელი), შემთხვევითი ამორჩევის მეთოდით მოხვდნენ ჯგუფში, რომელიც იღებდა ლეტროზოლს ან პლაცებოს 5 წლის განმავლობაში.

კვლევის პირველადი წერტილი იყო გადარჩენა რეციდივის გარეშე, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც ინტერვალი რანდომიზაციასა და ლოკო-რეგიონული რეციდივის განვითარების პირველ ნიშნებს ან კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას შორის.

პირველადმა დაგეგმილმა შუალედურმა ანალიზმა, რომელიც შესრულდა თანმდევი დაკვირვების, დაახლოებით 28 თვიან მედიანაში (25 პაციენტს აკვირდებოდნენ 38 თვეზე მეტ ხანს) აჩვენა, რომ ლეტროზოლი დამტკიცებულად ამცირებდა სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს 42%-ით, პაცებოსთან შედარებით (რისკის შეფარდება 0,58, P=0,00003). ლეტროზილის, რეციდივამდე გადარჩენის სტატისტიკურად დადასტურებული უპირატესობა, გამოვლინდა ლიმფური კვანძების მდგომარეობის მიუხედავად.

საერთო გადარჩენის მეორად საბოლოო წერტილზე სულ დარეგისტრირდა 113 ლეტალური შემთხვევა (51 ლეტროზოლის ჯგუფში და 62 პლაცებოს ჯგუფში). არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა პრეპარატებს შორის საერთო გადარჩენის თვალსაზრისით (რისკის შეფარდება 0,82; P=0,29).

ამ კვლევის შემდეგ გაგრძელდა ღია რეჟიმი, სადაც პლაცებოს ჯგუფში მყოფ პაციენტებს შეეძლოთ, სურვილის მიხედვით, გადასულიყვნენ ლეტროზოლით მკურნალობაზე 5 წლის განმავლობაში. კვლევის გამჟღავნების შემდეგ, 60%-ზე მეტმა პაციენტმა პლაცებოს ჯგუფიდან, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა გადასულიყვნენ ლეტროზოლზე (კვლევის გამჟღავნების პერიოდში რეციდივის გარეშე), მოისურვეს ამ პრეპარატზე გადასვლა. საბოლოო ანალიზში ჩართული იყო 1551 პაციენტი, რომელიც გადავიდა პლაცებოდან ლეტროზოლზე მე-12-106-ე თვეს (მედიანა 31 თვე), ტამოქსიფენით ადუვანტური თერაპიის დასრულების შემდეგ. ლეტროზოლით მკურნალობის ხანგრძლივობა გადასვლის შემდეგ, შეადგენდა 40 თვეს (მედიანა).

საბოლოო ანალიზი ჩატარდა დაკვირვების 62-ე თვეზე (მედიანა) და გამოვლინდა სტატისტიკურად დადასტურებული სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივის შემცირება ჯგუფში, რომელიც იღებდა ლეტროზოლს.

ცხრილი 8. გადარჩენა რეციდივამდე და საერთო გადარჩენა (ანალიზის მოდიფიცირებული პოპულაცია პროტოკოლის მიხედვით ITT)

დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა 28 თვე

დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა 62 თვე

ლეტროზოლი N=2582

პლაცებო N=2586

რშ (95% CI)2 P-ის მნიშვნელობა

ლეტროზოლი N=2582

პლაცებო N=2586

რშ (95% CI)2 P-ის მნიშვნელობა

გადარჩენა რეციდივამდე (გრ)3

მოვლენა

92 (3.6%)

155 (6.0%)

  • 58 (0.45,0.76) 0.00003

209 (8.1%)

286 (11.1%)

  • 75 (0.63,0.89)

4-წლიანი გრ-ის სიხშირე

  • 4%
  • 8%
  • 4%
  • 4%

გადარჩენა რეციდივების გარეშე3, მათ შორის სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით

მოვლენა

122 (4.7%)

193 (7.5%)

  • 62 (0.49,0.78)

344

(13.3%)

402 (15.5%)

  • 89 (0.77,1.03)

რეციდივამდე გადარჩენის 5-წლიანი სიხშირე

  • 5%
  • 8%
  • 8%
  • 7%

მოკვეთილი მეტასტაზები

მოვლენა

57 (2.2%)

93 (3.6 %)

  • 61 (0.44,0.84)

142 (5.5%)

169 (6.5%)

  • 88 (0.70,1.10)

საერთო გადარჩენა

სიკვდილი

51 (2.0%)

62 (2.4%)

  • 82 (0.56,1.19)

236 (9.1%)

232 (9.0%)

  • 13 (0.95,1.36)

სიკვდილი4

  • -
  • -
  • -

236 (9.1%)5

1706 (6.6%)

  • 78 (0.64,0.96)

რშ - რისკის შეფარდება, ნი - ნდობის ინტერვალი

1 კვლევის გამჟღავნების შემდეგ 2003 წელს, 1551 პაციენტი, რომელიც რანდომიზებული იყო პლაცების ჯგუფში (პირების 60%, რომლებიც შეესაბამებოდნენ გადასვლას, ანუ პაციენტები რეციდივების გარეშე) გადავიდა ლეტროზოლზე, რანდომიზაციიდან 31 თვის შემდეგ (მედიანა). აქ წარმოდგენილი ანალიზი აიგნორებს კვლევის სელექტიურ გადამკვეთ გეგმას.

2 რეცეპტორების, ლიმფური კვანძების და წინა ადუვანტური ქიმიოთერაპიის სტატუსის სტრატიფიკაცია.

3 განსაზღვრა: რეციდივების გარეშე გადარჩენის პროტოკოლის შესაბამისად: ლოკო-რეგიონული რეციდივები, მოკვეთილი მეტასტაზები ან კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლების კიბო

4 საძიებო კვლევა, დაკვირვების ცენზურირებული პერიოდი პლაცებოს ჯგუფში გადასვლის დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5 დაკვირვების მედიანური დრო - 62 თვე

6 დაკვირვების მედიანური დრო გადასვლამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 37 თვე.

ძვლის ქსოვილების მინერალური მდგრადობის დამატებით კვლევაში MA-17, კალციუმის და ვიტამინი D-ის დამატებით შეყვანის თანხლებით, გამოვლინდა უფრო გამოხატული ძვლის ქსოვილების მინერალური მდგრადობის შემცირება საბოლოო მდგომარეობასთან შედარებით, ლეტროზოლის მიმღებ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. ერთადერთი სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა გამოვლინდა ბარძაყის ძვლის ქსოვილების საერთო მინერალური მდგრადობის თვალსაზრისით 2 წლის შემდეგ (მედიანა 3.8% ლეტროზოლის ჯგუფში და 2.0% პლაცებოს ჯგუფში).

ლიპიდებზე MA-17 დამატებითი კვლევის შედეგებმა არ გამოავლინა ქოლესტერინის დონის ან ლიპიდების რომელიმე ფრაქციის მნიშვნელოვანი სხვაობა ლეტროზოლისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის.

ცხოვრების ხარისხის დამატებით კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობა საერთო ფიზიკური და სუმარული ფსიქიკური მაჩვენებლების ან SF-36 შკალის სხვა დომენების თვალსაზრისით. MENQOL-ის შკალის მიხედვით ლეტროზოლის ჯგუფის პაციენტების უმრავლესობას, პლაცებოსთან შედარებით ჰქონდათ ჩივილები (ჩვეულებრივ, მკურნალობის პირველ წელს), რომელიც უკავშირდებოდა ესტროგენების შეწყვეტის სიმპტომებს - ალები და საშოს სიმშრალე. ორივე ჯგუფის პაციენტებს აწუხებდათ მიალგია, ამასთან მისი სიხშირე იყო დადასტურებულად უფრო მაღალი პლაცებოს ჯგუფში.

ნეოადუვანტური თერაპია

ჩატარდა ორმაგი ბრმა კვლევა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ძუძუს კიბოს მქონე 337 ქალის მონაწილეობით. პაციენტები იყვნენ რანდომიზებულები 2 ჯგუფად - იღებდნენ ან ლეტროზოლს (2,5 მგ), ან ტამოქსიფენს 4 თვის განმავლობაში. საბოლოო მდგომარეობაში, სიმსივნის სტადია ყველა პაციენტში იყო T2-T4, N0-2, M0, ER და/ან PgR დადებითი, და არც ერთი პაციენტი არ იყო შესაფერისი სარძევე ჯირკვლის ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციის ჩასატარებლად. კლინიკურმა შეფასებამ აჩვენა, რომ შემთხვევების 55%-ში გამოვლინდა ლეტროზოლზე მკურნალობის ობიექტური პასუხი, ტამოქსიფენის ჯგუფის 36%-თან შედარებით (P<0.001). ეს გამოვლენა დადასტურდა ულტრაბგერითი ექოსკოპიით ( ლეტროზოლი 35%, ტამოქსიფენი 25%, P=0.04) და მამოგრაფიით (ლეტროზოლი 34%, ტამოქსიფენი 16%, (P<0.001). საერთო სირთულით, ლეტროზოლის მიმღებ პაციენტების 45%-ს და ტამოქსიფენის (P=0.02) მიმღებ პაციენტების 35%-ს ჩაუტარდა ორგანოშემანარჩუნებელი ქირურგიული ოპერაცია. მკურნალობის 4-თვიანი პრეოპერაციული პერიოდის განმავლობაში, პაციენტების კლინიკური შეფასებისას ლეტროზოლის ჯგუფის პაციენტების 12%-ს და ტამოქსიფენის ჯგუფის პაციეტების 17%-ს აღენიშნებოდა დაავადების პროგრესირება.

პირველი ხაზის თერაპია

ჩატარდა ერთი, კონტროლირებადი ორმაგი ბრმა კვლევა 2,5 მგ ლეტროზოლის და 20 მგ ტამოქსიფენის შედარების მიზნით, როგორც პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ძუძუს კიბოს მქონე ქალებში პირველი ხაზის თერაპია. 907 ქალში ლეტროზოლს ჰქონდა უპირატესობა ტამოქსიფენზე პროგრსირებამდე პერიოდის (პირველადი საბოლოო წერტილი), საერთო ობიექტური პასუხის, მკურნალობის ფონზე რეციდივამდე დროის და ასევე, კლინიკური გაუმჯობესების თვალსაზრისით.

შედეგები მოცემულია მე-9 ცხრილში.

ცხრილი 9. დაკვირვების 32 თვიანი მედიანის შედგები

პარამეტრი

სტატისტიკა

ლეტროზოლი

N=453

ტამოქსიფენი

N=454

პროგრესირებამდე პერიოდი

მედიანა (95% ნდობის ინტერვალი მედიანისთვის)

9,4 თვე

(8,9 11,6 თვე)

6,0 თვე

(5,4 6,3 თვე)

რისკების შეფარდება (95% ნდობის ინტერვალი რისკების შეფარდებისთვის)

0,72 (0,62 0,83)

P-ის მნიშნვნელობა

<0,0001

ობიექტური პასუხების სიხშირე

CR+PR

(95% ნდობის ინტერვალი სიხშირისთვის)

145 (32%)

(28, 36%)

95 (21%)

(17, 25%)

ალბათობის შეფარდება (95% ნდობის ინტერვალი ალბათობის შეფარდებისთვის)

1,78 (1,32 2,40)

P-ის მნიშნვნელობა

0,0002

ლეტროზოლის ჯგუფში პროგრესირებამდე დრო იყო მნიშნველოვნად ხანგრძლივი, ხოლო თერაპიაზე პასუხი მნიშნვნელოვნად მაღალი, მიუხედავად იმისა გამოყენებული იყო თუ არა ადუვანტური ანტიესტროგენული თერაპია. პროგრესირებამდე დრო იყო მნიშნველოვნად ხანგრძლივი ლეტროზოლის ჯგუფში, მიუხედავად დაავადების დომინატური ლოკალიზაციისა. პროგრესირებამდე პერიოდის ხანგრძლივობის მედიანა პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ მხოლოდ რბილი ქსოვილების დარღვება, იყო 12,1 თვე ლეტროზოლისთვის და 4,6 თვე ტამოქსიფენისთვის.

კვლევის გეგმა საშუალებას აძლევდა პაციენტებს, დაავადების პრგრესირების შემთხვევაში გადასულიყვნენ სხვა პრეპარატზე ან დაეტოვებინათ კვლევა. პაციენტების დაახლოებით 50% გადავიდა სხვა პრეპარატზე, ხოლო გადასვლა პრაქტიკულად დასრულდა 36-ე თვეზე. ლეტროზოლიდან ტამოქსიფენზე გადასვლის დროის მედიანა იყო 17 თვე, ხოლო ტამოქსიფენიდან ლეტროზოლზე გადასვლის დროის მედიანა - 13 თვე.

ლეტროზილის მიღება, როგორც პირველი ხაზის თერაპია გავრცელებული ძუძუს კიბოს შემთხვევაში, იწვევდა საერთო გადარჩენას 34 თვიანი მედიანით, ტამოქსიფენის 30 თვიან მიღებასთან შედარებით (ლოგ-ხარისხობრივი კრიტერიუმები, P=0,53, დაუდასტურებელი სხვაობა). ლეტროზოლის უპირატესობის არ ქონა საერთო გადარჩენის თვალსაზრისით, შეიძლება აიხსნას კვლევის გადამკვეთი გეგმით.

მეორე ხაზის თერაპია

ჩატარდა ორი კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ლეტროზოლის ორი დოზის (0,5 მგ და 2,5 მგ), მეგესტროლის აცეტატთან და ამინოგლუტეტიმიდთან შესადარებლად პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომლებიც მანამდე ღებულობდნენ ანტიესტროგენულ პრეპარატებს.

პროგრესირებამდე დრო მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა 2,5 მგ ლეტროზოლის ჯგუფსა და მეგესტროლის აცეტატის (P=0,07) ჯგუფს შორის. გამოვლინდა სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა, რომელიც ამტკიცებდა 2,5 მგ ლეტროზოლის უპირატესობებს მეგესტროლის აცეტატთან შედარებით, სიმსივნეზე საერთო ობიექტური პასუხის მაჩვენებლის მიხედვით (24% 16%-თან შედარებით, P=0,04) და ასევე, ეფექტის არ ქონის კონსტატაციამდე დროის …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისათვის)

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

ეტრუზილი შემოგარსული ტაბლეტები 2,5 მგ

(ლეტროზოლი)

პრეპარატის მიღებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა თქვენ კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. პრეპარატს შეუძლია ავნოს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.

თუ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ან ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა ვიცოდეთ ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე
  • როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ უნდა შევინახოთ პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობა
  • კოლოფის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები და რომელი დაავადებების დროს გამოიყენება

რას წარმოადგენს ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები

ლეტროზოლი, ეტრუზილის აქტიური კომპონენტი, მიეკუთვნება ე.წ. არომატაზას ინჰიბიტორების ნივთიერებათა ჯგუფს. სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას იგი გამოიყენება, როგორც ჰორმონული (ან ,,ენდოკრინული’’) საშუალება. სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენით – ქალის სასქესო ჰორმონით. ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის დონეს, ახდენს მის სინთეზში მონაწილე ფერმენტის (არომატაზას) ბლოკირებას, ამგვარად, მას შეუძლია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი უჯრედების ზრდის ბლოკირება, რომელთაც ზრდისათვის ესაჭიროებათ ესტროგენები. ამის შედეგად, სიმსივნური უჯრედების ზრდა და/ან მათი გავრცელება ორგანიზმის სხვა ქსოვილებში ფერხდება ან წყდება.

რისთვის გამოიყენება პრეპარატი ეტრუზილი®

პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებში, რომელთაც გაიარეს მენოპაუზა, ანუ მესტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ.

ეს პრეპარატი ასევე გამოიყენება რეციდივის განვითარების პროფილაქტიკის მიზნითაც. მისი გამოყენება შესაძლებელია სარძევე ჯირკვალზე ქირურგიულ ოპერაციამდე, როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატის, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება, ასევე ოპერაციის შემდეგ ან ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ.

ლეტროზოლი, ასევე გამოიყენება დაავადების დაგვიანებული სტადიის მქონე პაციენტებში ორგანიზმის სხვა ქსოვილებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით.

თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები პრეპარატ ეტრუზილის მოქმედებასთან, ან მისი დანიშვნის მიზეზთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

  • რა უნდა ვიცოდეთ ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე

ზუსტად მიყევით ექიმის დანიშნულებას. ის შესაძლოა განსხვავდებოდეს ფურცელ-ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისაგან.

არ მიიღოთ ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია ლეტროზოლის ან პრეპარატი ეტრუზილის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, რომლებიც მოყვანილია ინსტრუქციის მე-8 განყოფილებაში
  • თუ თქვენ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ანუ ჯერ არ გაგივლიათ მენოპაუზის პერიოდი;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი

თუ თქვენ აგეღნიშნებათ მოცემული მდგომარეობებიდან ერთერთი, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები პრეპარატის სამედიცინო გამოყენების დროს

ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან გადატანილი ძვლების მოტეხილობა (იხ. პუნქტი 3: “თქვენს მდგომარეობაზე კონტროლი ეტრუზილი ტაბლეტებისთ მკურნალობის დროს”).

თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს. მკურნალი ექიმი ამას მიიღებს მხედველობაში პრეპარატ ეტრუზლით თქვენი მკურნალობის დროს.

ლეტროზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს მყესების ანთება ან დაზიანება (იხ. პუნქტი 4.). სახსრებში ტკივილის ან შეშუპების პირველივე გამოვლენისთანავე საჭიროა მოსვენება და ექიმთან მიმართვა.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ლეტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი)

65 წლის ან მეტი ასაკის პირებში ლეტროზოლი გამოიყენება იმავე დოზით, როგორც სხვა მოზრდილ პირებში.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება და ეტრუზილი შემოგარსული ტაბლეტები

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი, სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ ან იყენებდით ახლო წარსულში.

ეტრუზილის ტაბლეტების გამოყენება საკვებთან და არაალკოჰოლურ სასმელთან:

საკვები და არაალკოჰოლური სასმელი არ მოქმედებს ლეტროზოლზე.

ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია

ორსულობა

თუ თქვენ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ეტრუზილის ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს ბავშვს.

ლაქტაცია

არ შეიძლება ლეტროზოლის გამოყენება ძუძუთი კვების დროს, რადგან ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს ბავშვს.

რეპროდუქციული ფუნქცია

ეტრუზილის ტაბლეტების მიღება შეიძლება მხოლოდ პოსტმენოპაუზის პერიოდში.

მიუხედავად ამისა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ეფექტური ჩასახვის სააწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, რადგანაც ეტრუზილის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ორსულობა არ გამოირიცხება.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან ნებისმიერი მექანიზმები მანამ, სანამ გრძნობთ თავბრუსხვევას, გადაღლას, ძილიანობასა და საერთო სისუსტეს.

პრეპარატი ეტრუზილი შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ეტრუზილი შეიცავს რძის მჟავას – ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, რჩევისათვის მიმართეთ მას.

  • როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა – თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ. ეტრუზილის ტაბლეტების მიღება დღეღამის ერთსადაიმავე დროს, დაგეხმარებათ იმის დამახსოვრებაში, თუ როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი.

ტაბლეტის გადაყლაპვა ხდება მთლიანად, დაუღეჭავად, საკვებთან ერთად ან უზმოზე, წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.

ეტრუზილის ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა

ეტრუზილის ტაბლეტების მიღება გააგრძელეთ ექიმსი დანიშნულების შესაბამისად. Aამას შეიძლება დაჭირდეს თვეები და წლებიც კი. თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები პრეპარატ ეტრუზილით მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თქვენი მდგომარეობის კონტროლი ეტრუზილი ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში

თქვენ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის კონტროლის ქვეშ. თქვენი მკურნალი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას მკურნალობის ეფექტის სისწორის შესამოწმებლად.

ეტრუზილის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ძვლების გათხელება ან ძვლოვანი ქსოვილის გათხელება (ოსტეოპოროზი) ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირების გამო. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ დაგინიშნოთ ძვლების სიმკვრივის გაზომვა (ოსტეოპოროზის განსაზღვრის მეთოდი).

თუ თქვენ მიიღეთ ეტრუზილის ტაბლეტები დიდი რაოდენობით

თუ თქვენ ჭარბად მიიღეთ პრეპარატი ეტრუზილი ან სხვა პირმა შეცდომით მიიღო თქვენი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს ან საავადმყოფოს. შესაძლოა აუცილებელი გახდეს სამედიცინო დახმარება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეტრუზილის ტაბლეტების მიღება

თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (დაახლოებით 2-3 საათში), გამოტოვეთ დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ შემდგომი დოზის მიღებამდე დარჩენილია დიდი დრო), მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, და გააგრძელეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ მიიღოს ორმაგი დოზა.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი ეტრუზილის ტაბლეტების გამოყენება

არ შეწყვიტოთ პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე (იხილეთ ქვეპუნქტი «ეტრუზილის ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა«).

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ვითარდება არა ყველა პაციენტში.

ამ გვერდითი ეფექტების უმრავლესობას გააჩნია მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობა და ჩვეულებრივ, ქრება რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირამდე მკურნალობის კურსის განმავლობაში. ზოგიერთი ამ ეფექტებიდან, მაგალითად, წამოხურება, თმის ცვენა ან საშოდან სისხლდენა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების არარსებობით.

ნუ შეშინდებით ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო - თქვენ შეიძლება არ გაგივითარდეთ არცერთი მათგანი.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან არახშირად (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში),

სისუსტე, პარეზი ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის მგრძნობელობის არარსებობა (განსაკუთრებით ხელების ან ფეხების), მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, მეტყველების ან სუნთქვის გაძნელება (თავის ტვინის დაზიანების ნიშნები, მაგალითად, ინსულტთან დაკავშირებით).

უეცარი შებოჭვითი ხასიათის ტკივილი მკერდის არეში (გულის მოქმედების დარღვევის ნიშანი).

გაძნელებული სუნთქვა, ტკივილი მკერდის არეში, სინკოპე, გახშირებული გულისცემა, კანის მოლურჯო ფერი, ხელის ან ფეხის (ტერფის) უეცარი ტკივილი (სისხლის კოლტის განვითარების შესაძლო ნიშნები).

ვენის გასწვრივ შეშუპება და სიწითლე მისი ძლიერი ტკივილით და შესაძლო ტკივილით შეხებისას.

მძიმე ცხელება, შემცივნება ან პირის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, დაკავშირებული ინფექციასთან (სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობა).

მხედველობის სიმახვილის გამოხატული მუდმივი დაქვეითება.

თუ თქვენ გაგივითარდათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თქვენ ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ ეტრუზილით მკურნალობის დროს შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი:

შეშუპება, უპირატესად სახის და ყელის (ალერგიული რეაქციის ნიშნები)

კანის და თვალის ყვითელი ფერი, გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის გამუქება (ჰეპატიტის ნიშნები)

გამონაყარი კანზე, კანის შეწითლება, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ტემპერატურის მომატება (კანის დაავადების ნიშნები).

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ალები

ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში

დაღლილობა

ოფლიანობა

ძვლებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია)

თუ რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი სერიოზულად გაწუხებთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გამონაყარი კანზე

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

შეუძლოდ ყოფნა (ზოგადი სისუსტის შეგრძნება)

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, მაგალითად, გულისრევა, ღებინება, საკვების მონელების გაძნელება, ყაბზობა, ფაღარათი

მადის მომატება ან დაკარგვა

კუნთების ტკივილი

ძვლების გათხელება ან ძვლოვანი ქსოვილის განლევა (ოსტეოპოროზი) ზოგიერთ შემთხვევაში გვევლინება მოტეხილობის მიზეზად (იხ. ასევე პუნქტი 3 «კონტროლი თქვენს მდგომარეობაზე პრეპარატ ეტრუზილით მკურნალობის დროს«)

ხელების, ხელის მტევნების, ფეხების და ფეხის გულების შეშუპება

გუნება-განწყობის გაუარესება (დეპრესია)

სხეულის მასის მომატება

თმის ცვენა

არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

ტკივილი მუცლის არეში

კანის სიმშრალე

სისხლდენა საშოდან

ძლიერი გულისცემის შეგრძნება

სახსრების შებოჭილობა (ართრიტი)

ტკივილი მკერდში

თუ რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი სერიოზულად გაწუხებთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: განგაში, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, ძილიანობა, უძილობა, მეხსიერების დარღვევა

ტკივილი ან წვის შეგრძნება ხელში ან მაჯაში (კარპალური გვირაბის სინდრომი)

მგრძნობელობის დარღვევა (განსაკუთრებით შეხების შეგრძნება)

მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევა: მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალის გაღიზიანება

კანის მხრივ დარღვევები: გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება)

გამონადენი საშოდან, საშოს სიმშრალე

ტკივილი სარძევე ჯირკვალში

სხეულის ტემპერატურის მომატება

წყურვილი, გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე

ლორწოვანი გარსების სიმშრალე

სხეულის მასის მომატება

საშარდე გზების ინფექცია, შარდვის გახშირება

ხველა

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება

კანისა და თვალის რქოვანას გაყვითლება

ბილირუბინის დონის მომატება (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი)

მყესების ანთება (ტენდინიტი) (კუნთებისა და ძვლების დამაკავშირებელი შემაერთებელი ქსოვილი)

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

მყესების გაწყვეტა

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, თხოვნაა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია.

  • როგორ უნდა შევინახოთ პრეპარატი ეტრუზილი® შემოგარსული ტაბლეტები

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ეტრუზილი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო დანარჩენი ოთხი – წელს. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის უკანასკნელი დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოთავსება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით

  • კოლოფის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ეტრუზილი

აქტიური ნივთიერება: ლეტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლეტროზოლის 2,5 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპის), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური.

თაბლეტის გარსი : ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

პრეპარატ ეტრუზილის ტაბლეტების გარეგნული სახე და გამოშვების ფორმა

გარეგნული სახე :

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე ,,L900’’ და მეორე მხარეზე ,,2.5’’ გრავირებით.

შეფუთვის შიგთავსი:

ბლისტერში მოთავსებულია 10 შემოგარსული ტაბლეტი. 3 ან 9 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგზე ლიცენზიის მფლობელი

დსს « ფარმაცევტული ქარხანა ეგისი »

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

მწარმოებელი:

სინტონ ესპანია ს.ლ. ესპანეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა