პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ფაქსირეტი

FAXIRET

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ველნაფლაქსინს. ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი არის ანტიდეპრესანტი, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ჯგუფს (SNRIs). ამ ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვენლაფაქსინი (venlafaxine)
ფორმა და შეფუთვა
75მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
Annora Pharma Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX16
რეგისტრაციის ნომერი
რ-038942
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
HETERO LABS LIMITED (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს ,,ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფაქსირეტი და სხვა წამალი ერთად

ფაქსირეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ველნაფლაქსინს.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი არის ანტიდეპრესანტი, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ჯგუფს (SNRIs). ამ ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა. ანტიდეპრესანტების მოქმედების ეფექტი არ არის სრულად ნათელი, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ თავის ტვინში სეროტონინისა და ნორეპინეფრინის დონის მომატებას.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი არის სამკურნალო საშუალება დეპრესიის მქონე მოზრდილებისთვის. ის ასევე არის მოზრდილების სამკურნალო საშუალება შემდეგი შფოთვითი აშლილობის დროს: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან თავის არიდება) და პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები). დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ არ ჩატარდება მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა კი არ შემსუბუქდება, არამედ შესაძლოა უფრო დამძიმდეს და გართულდეს მისი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 75 მგ დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისა და სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიის სამკურნალოდ დოზის ეტაპობრივი ზრდა ექიმის რეკომენდაციით არის შესაძლებელი, და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს დღიურ მაქსიმალურ დოზამდე 375 მგ-მდე. თუ თქვენ გიტარდებათ მკურნალობა პანიკური აშლილობის გამო, თქვენი ექიმი მკურნალობის საწყის ეტაპზე უფრო დაბალ დოზას განსაზღვრავს (37,5 მგ) და შემდეგ მოახდენს დოზის ეტაპობრივ ზრდას. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობისა და პანიკური აშლილობის მკურნალობისას მაქსიმალური დღიური დოზაა 225 მგ.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღება უნდა მოხდეს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, დილას ან საღამოს. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის მიყოლებით და არ გაიხსნას, არ დაქუცმაცდეს, არ დაღეჭოს ან არ დაიშალოს.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან რადგან შესაძლოა საჭიროებდეთ განსხვავებულ დოზირების რეჟიმს.

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხილეთ პარაგრაფი „თუ შეწყვეტთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებას“).

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს

დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტს იღებთ.

შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავდეს აჩქარებულ გულისცემას, სიფხიზლის დონის ცვლილებებს (ძილიანობიდან კომამდე), მხედველობის დაბინდვას, კრუნჩხვებს ან შეტევას და ღებინებას.

თუ დაგავიწყდათ ვენლაფლაქსინის ჰიდროქლორიდის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუმცა, თუ თქვენი შემდეგი დოზის დროა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და ჩვეულებრივ მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. არ მიიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი გამოწერილ დღიურ რაოდენობაზე მეტი.

თუ შეწყვეტთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ან არ შეამციროთ დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ თქვენი ექიმი თვლის, რომ აღარ გჭირდებათ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი, შესაძლოა ექიმის თხოვნით დოზის ეტაპობრივი შემცირება მკურნალობის მთლიანად შეწყვეტამდე. ცნობილია, რომ გვერდითი მოვლენები ვითარდება, როდესაც ადამიანები წყვეტენ ამ მედიკამენტის გამოყენებას, განსაკუთრებით მისი მოხმარების მოულოდნელი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირების შემთხვევაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუიციდური ფიქრები, აგრესიული მდგომარეობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კორდინაციის მსუბუქი დარღვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, ფაღარათი, ნერვული მდგომარეობა, აგზნებადობა, დაბნეულობა, ყურებში შუილი, ჩხვლეტის ან იშვიათად ელექტროშოკის შეგრძნებები, სისუსტე, ოფლიანობა, კრუნჩხვები ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, მხედველობის პრობლემები და არტერიული წნევის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ოფლიანობა და ა.შ.).

ექიმის რეკომენდაციით გეცოდინებათ როგორ შეწყვიტოთ ეტაპობრივად ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა. ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ეტაპობრივი წყვეტა, რაც მოითხოვს თვეებს ან მეტ დროს. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს ან სხვა შემაწუხებელი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს დამატებითი კონსულტაციისთვის.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ველნაფლაქსინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6).

თუ თქვენ ასევე იღებთ ან მიიღეთ ბოლო 14 დღის განმავლობაში ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ცნობილია როგორც შეუქცევადი მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. შეუქცევადი MAOI-ის მიღებამ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. ასევე, ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 7 დღე უნდა დაელოდოთ, სანამ მიიღებთ MAOI-ს (ასევე იხილეთ პარაგრაფი სათაურით „სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი“ და ამ პარაგრაფში მოცემული ინფორმაცია „სეროტონინის სინდრომის“ შესახებ).

სიფრთხილის ზომები

ველნაფლაქსინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში,

თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც იღებთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან ერთად, რამაც შესაძლოა გაზარდოს სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი "სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი").

თუ თქვენ აღგენიშნებათ თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, გაქვთ გლაუკომის გარკვეული სახეობები (თვალშიდა მაღალი წნევა).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა.

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ გულის პრობლემები.

თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის პათოლოგიური რითმი.

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ეპილეფსია (კრუნჩხვები).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპონატრაემია).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ სისხლდენის დარღვევები (სისხლჩაქცევების განვითარების ან სისხლდენის ადვილად განვითარების ტენდენცია), ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი, მაგ., ვარფარინი (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად), ან თუ ხართ ორსულად (იხ. ორსულობა და ძუძუთი კვება).

თუ თქვენ ანამნეზში აღგენიშნებათ, ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნებოდა მანია ან ბიპოლარული აშლილობა (გადაჭარბებული აგზნების ან ეიფორიის შეგრძნება).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ აგრესიული ქცევა.

მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება, ჯდომის ან დგომის უუნარობა. მისი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.

თვითმკვლელობაზე ფიქრი და თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ ხართ დეპრესიული და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ ფიქრები საკუთარი თავის დაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ. საწყის ეტაპზე ანტიდეპრესანტების მიღებისას ეს ფიქრები შესაძლოა გახშირდეს, რადგან ყველა ამ მედიკამენტის მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, ხან ზოგჯერ უფრო მეტიც. ეს ფიქრები შესაძლოა ასევე წარმოიშვას დოზის შემცირებისას ან ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტისას.

შესაძლოა აღნიშნული ფიქრი უფრო გახშირდეს:

თუ წინათ გქონიათ თვითმკვლელობის და თვითდაზიანების შესახებ ფიქრი.

თუ ახალგაზრდა ხართ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე ახალგაზრდებში (25 წელზე ნაკლები ასაკის), რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ ნებისმიერ დროს შეგიპყრობთ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ეწვიეთ საავადმყოფოს.

შესაძლოა თქვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს ნათესავის ან ახლო მეგობრის დახმარება თუ თქვენ მათ გაუზიარებთ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის შესახებ ინფორმაციას და წააკითხებთ ამ ფურცელ-ჩანართს. ჰკითხეთ მათ, ხომ არ ამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესების ნიშნებს, ან ხომ არ აწუხებთ თქვენს ქცევაში რაიმე სხვა სახის ცვლილებები.

პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე აღენიშნება ვენლაფაქსინით ნამკურნალევი პაციენტების 10%-ს. აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს კბილის კარიესის განვითარების რისკი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი პირის ღრუს ჰიგიენას.

შაქრიანი დიაბეტი

ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა შეცვალოს სისხლში გლუკოზის დონე. ამიტომ, შესაძლოა დიაბეტის სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება გახდეს საჭირო.

სქესობრივი პრობლემები

ისეთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი (ე.წ. SNRIs) შესაძლოა გამოიწვიოს სქსესობრივი დისფუნქცია (იხილეთ პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

ბავშვები და მოზარდები

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებში. ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ 18 წლამდე პაციენტებს, როდესაც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს, აღენიშნებათ გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური ფიქრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზის გამოხატვა). მიუხედავად ამისა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ეს პრეპარატი 18 წლამდე პაციენტებში, რადგან მათთვის დადებითი ინტერესებიდან გამომდინარე ექიმი თავად იღებს გადაწყვეტილებას. თუ თქვენი ექიმი დაუნიშნავს ამ პრეპარატს 18 წლამდე ასაკის პაციენტს და თქვენ ამის შესახებ გსურთ საუბარი, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. როდესაც 18 წლამდე პაციენტები იღებენ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან მდგომარეობა გაუარესდება. აგრეთვე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ამ პრეპარატის მიმართ ჯერ არ არის გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.

თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციამდე არ დაიწყოთ ან არ შეწყვიტოთ რაიმე მედიკამენტის მიღება, მათ შორის ისეთი მედიკამეტების, როლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, ან მიეკუთვნება ბუნებრივი და მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებს.

მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, არ უნდა იქნას მიღებული ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან ერთად. თუ მიიღეთ ეს მედიკამენტები ბოლო 14 დღის განმავლობაში ამის შესახებ აცნობეთ ექიმს (MAOIs: იხილეთ პარაგრაფი „რა უნდა იცოდეთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე“).

  • სეროტონინის სინდრომი:

სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა ან ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომის (NMS) მსგავსი რეაქციები (იხ. პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“) შესაძლოა გამოვლინდეს ვენლაფაქსინით მკურნალობისას, განსაკუთრებით სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას. ეს მედიკამენტებია:

o ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის დროს)

o დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, მაგალითად, SNRI, SSRI, ტრიციკლური ან ლითიუმის შემცველი პრეპარატები

o ამფეტამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD), ნარკოლეფსიისა და სიმსუქნის სამკურნალოდ)

o მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ლინეზოლიდს, ანტიბიოტიკს (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

o მოკლობემიდის შემცველი მედიკამენტები, MAOI (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)

o სიბუტრამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება წონის დაკლებისთვის)

o ტრამადოლის, ფენტანილის, ტაპენტადოლის, პეტიდინის ან პენტაზოცინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ)

o დექსტრომეტორფანის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ხველის სამკურნალოდ)

o მეტადონის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ოპიოიდური ნარკომანიის ან ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ)

o მეთილენის ლურჯის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება სისხლში მეტჰემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ)

o პროდუქტები, რომლებიც შეიცავს St.John’s Wort (ასევე ეწოდება Hypericum perforatum, ბუნებრივი ან მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

o ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ისეთი პრობლემებისთვის, როგორიცაა ძილი და დეპრესია)

o ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით, როგორიცაა ისეთი მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების გამოვლენა, რომელიც რეალურად არ არსებობს, მცდარი შეხედულებების, უჩვეულო დაეჭვების, გაურკვეველი მსჯელობისა და გათიშვის განვითარებით)

სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, კოორდინაციის დაკარღვევა, სწრაფი გულისცემა, სხეულის ტემპერატურის მატება, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილებები, გადაჭარბებული რეფლექსები, დიარეა, კომა, გულისრევა, ღებინება.

სეროტონინის სინდრომი მისი ყველაზე მძიმე ფორმით, შესაძლოა დიფერენცირდეს ნეიროლეპტიურ ავთვისებიან სინდრომთან (NMS). NMS-ის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ერთობლიობაში სიცხეს, აჩქარებულ გულისცემას, ოფლიანობას, კუნთების ძლიერ დაჭიმულობას, დაბნეულობას, კუნთებში ფერმენტების გაზრდას (სისხლის ანალიზით განსაზღვრული).

თუ სეროტონინის სინდრომის რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი გულის ცემის სიხშირეზე.

ეს მედიკამენტებია:

ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი ან დოფეტილიდი (გამოიყენებაგულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ)

ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა თიორიდაზინი (იხილეთ აგრეთვე ზემოთ სეროტონინის სინდრომი)

ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან მოქსიფლოქსაცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)

ანტიჰისტამინები (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ)

შემდეგი მედიკამენტები ასევე შესაძლოა ურთიერთქმედებდეს ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს:

კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

ჰალოპერიდოლს ან რისპერიდონს (ფსიქიკური მდგომარეობის სამკურნალოდ)

მეტოპროლოლს (ბეტა ბლოკატორი მაღალი წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ)

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად (იხილეთ პარაგრაფი 3 „როგორ მივიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი“).

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, არ მიიღოთ პრეპარატი მანამ, სანამ არ განიხილავთ თქვენი ბავშვის პოტენციურ სარგებელსა და რისკს.

დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანგინეკოლოგმა და/ან ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს. ორსულობის დროს მსგავსმა პრეპარატებმა (SSRIs) შესაძლოა გაზარდოს ჩვილებში სერიოზული რისკ-ფაქტორების განვითარება, როგორიცაა ახალშობილის ქრონიკული ფილტვის ჰიპერტენზია (PPHN), რაც ჩვილის სუნთქვის აჩქარებასა და მისი კანის მოლურჯო შეფერილობას იწვევს. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ჩვილის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს განუვითრდება თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მეანს და/ან ექიმს.

თუ თქვენ ვენლაფაქსინს იღებთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ამან შესაძლოა გაზარდოს მძიმე ვაგინური სისხლდენის რისკი მშობიარობიდან მალევე, განსაკუთრებით თუ ანამნეზში აღგენიშნებათ სისხლდენის დარღვევები. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ეფექსორს, რათა მათ მოგცეთ რჩევა.

თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს ორსულობისას, სუნთქვის გაძნელების გარდა, კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შესაძლოა დაბადებისას გამოუვლინდეს თქვენს ჩვილს, არის კვების დარღვევა. თქვენი ჩვილის დაბადებისას თუ ეს სიმპტომები გამოუვლინდა მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან მეანს კონსულტაციისთვის.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი გადადის დედის რძეში. არსებობს ბავშვზე გვერდითი ეფექტების განვითრების რისკ-ფაქტორი. ამიტომ, ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს შეწყდეს ძუძუთი კვება თუ ამ მედიკამენტით თერაპიული მკურნალობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მართოთ ავტომობილი ან არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან სანამ არ გაიგებთ თუ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი შეიცავს ნატრიუმს

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი 150 მგ და 225 მგ-იანი თითო კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს".

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში არ მიიღოთ მეტი ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):

  • სახის, პირის ღრუს, ენის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება და/ან მწვავე ქავილით გამოწვეული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

  • შებოჭილობა გულმკერდის არეში, ხიხინი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება
  • ძლიერი გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება (კანზე ამობურცული წითელი ან ფერმკრთალი შეფერილობის ლაქები, რომლებიც ხშირად იწვევს ქავილს)
  • სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს მოუსვენრობას, ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, აჩქარებულ გულისცემას, სხეულის ტემპერატურის მატებას, არტერიული წნევის სწრაფ ცვლილებას, ზედმეტად აქტიურ რეფლექსებს, დიარეას, კომას, გულისრევას, ღებინებას.

მისი ყველაზე მძიმე ფორმით, სეროტონინის სინდრომი შესაძლოა დაემსგავსოს ნეიროლეპტიურ ავთვისებიან სინდრომს (NMS). NMS-ის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს სიცხის კომბინაციას, აჩქარებულ გულისცემას, ოფლიანობას, კუნთების ძლიერ დაჭიმულობას, დაბნეულობას, კუნთებში ფერმენტების დონის მატებას (სისხლის ანალიზით განსაზღვრული)

  • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, კანკალი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰემატოლოგიური დარღვევებით, რასაც ინფექციის ზრდის რისკამდე მივყავართ.
  • ძლიერი გამონაყარი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანზე ბუშტუკების გაჩენა და აქერცვლა
  • კუნთების აუხსნელი ტკივილი, მგრძნობელობა ან სისუსტე. ეს შესაძლოა რაბდომიოლიზის ნიშანიც იყოს.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • "სტრესული კარდიომიოპათიი"-ს მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს, ქოშინს, თავბრუსხვევას, სისუსტეს, არითმიას.

სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს,

სხვა გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებაც უნდა აცნობოთ ექიმს, მოიცავს (ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია ქვემოთ არსებულ სიაში „სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს“):

  • ხველა, ხიხინი და ქოშინი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა
  • შავი (დაყოვნებითი) განავალი ან სისხლი განავალში
  • ქავილი, ყვითელი შეფერილობის კანი ან თვალები, ან მუქი ფერის შარდი, რაც შესაძლოა ღვიძლის უჯრედების ანთების სიმპტომები იყოს (ჰეპატიტი) • გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება
  • თვალის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, გაფართოებული გუგები
  • ნერვული პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა (კუნთების სპაზმი ან დაჭიმულობა), კრუნჩხვები ან შეტევითი მდგომარეობა
  • ფსიქიატრიული პრობლემები, როგორიცაა ჰიპერაქტიულობა და უჩვეულოდ მომეტებული აგზნების შეგრძნება
  • მედიკამენტის მოხსნის ეფექტი (იხ. პარაგრაფი „როგორ მივიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი, თუ შეწყვეტთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებას“)
  • გახანგრძლივებული სისხლდენა - თქვენი კანის დაზიანების ან გაჭრის შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შესაძლოა ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს.

არ ინერვიულოთ, თუ ამ წამლის მიღების შემდეგ განავალში შეამჩნევთ პატარა თეთრ ბურთულებს ან გრანულებს. ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის კაფსულებში არის სფეროიდები (პატარა თეთრი ბურთულები), რომლებიც შეიცავს აქტიუ5რ ინგრედიენტს (ვენლაფაქსინი). ეს სფეროიდები გამოიყოფა კაფსულიდან თქვენს კუჭში. როდესაც ისინი გადაადგილდებიან თქვენს კუჭსა და ნაწლავებში, ვენლაფაქსინი ნელა გამოიყოფა. სფეროიდი „გარსი“ არ იშლება და გამოიყოფა განავალში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ განავალში შესაძლოა სფეროიდების დანახვა, თქვენი მედიკამენტის საჭირო დოზა შეიწოვება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

  • თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; ძილიანობა
  • უძილობა
  • გულისრევა; პირის სიმშრალე; ყაბზობა
  • ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა)

ხშირი ( შეიძლება განვითარდეს 10-და 1-მდე პაციენტში)

  • მადის დაკარგვა
  • დაბნეულობა; საკუთარი თავის გაორების (ან განცალკევების) შეგრძნება; ორგაზმის ნაკლებობა; ლიბიდოს დაქვეითება; აგზნება; ნერვიული მდგომარეობა; პათოლოგიური სიზმრები
  • ტრემორი; მოუსვენრობის შეგრძნება, ჯდომის ან დგომის უუნარობა; ჩხვლეტის შეგრძნება; შეცვლილი გემოს შეგრძნება; გაზრდილი კუნთების ტონუსი
  • მხედველობის დარღვევა ბუნდოვანი ხედვის ჩათვლით; გაფართოებული გუგები; მხედველობისას შორიდან ახლო ობიექტებზე ფოკუსის ავტომატურად შეცვლის უუნარობა
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი)
  • სწრაფი გულისცემა; პალპიტაციები
  • არტერიული წნევის მატება; უცაბედი გაწითლება
  • ჰაერის უკმარისობა; მთქნარება
  • ღებინება; დიარეა
  • მსუბუქი გამონაყარი; ქავილი
  • შარდვის გახშირება; შარდის შეკავება; გართულებული შარდვა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, როგორიცაა სისხლდენის მომატება ან არარეგულარული სისხლდენის მომატება; პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი (მამაკაცებში); ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)
  • სისუსტე (ასთენია); დაღლილობა; შემცივნება
  • წონის მომატება; წონის კლება
  • მომატებული ქოლესტერინი

არა ხშირი ( შეიძლება განვითარდეს 10-და 1-მდე პაციენტში)

  • ჰიპერაქტიულობა, სწრაფი ფიქრები და ძილის მოთხოვნილების დაქვეითება (მანია)
  • ჰალუცინაციები; რეალობის შეგრძნების დაკარგვა (ან რეალობისგან მოწყვეტა); პათოლოგიური ორგაზმი; გრძნობის ან ემოციის ნაკლებობა; გადაჭარბებული აღგზნებადობის შეგრძნება; კბილების კრაჭუნი (ღრჭიალი)
  • დაღლილობა; კუნთების უნებლიე მოძრაობები; კოორდინაციისა და ბალანსის დარღვევა
  • თავბრუსხვევა (განსაკუთრებით ძალიან სწრაფად ადგომისას); არტერიული წნევის შემცირება
  • სისხლიანი ღებინება, შავი ფისოვანი განავალი (განავალი) ან სისხლი განავალში; რაც შესაძლოა მიანიშნებდეს შინაგან სისხლდენას
  • მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა; სისხლჩაქცევა; თმის პათოლოგიური ცვენა
  • შარდვის შეუკავებლობა
  • კუნთების დაჭიმულობა, სპაზმი და უნებლიე მოძრაობები
  • სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის უმნიშვნელო ცვლილებები

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)

  • კრუნჩხვები ან შეტევითი მდგომარეობა

  • ჰალუცინაციას ხშირად თან ახლავს დეზორიენტაცია და დაბნეულობა (დელირიუმი)
  • გადაჭარბებული წყლის მიღება (ცნობილია, როგორც SIADH)
  • სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება
  • თვალის ძლიერი ტკივილი და მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა
  • პათოლოგიური, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულყრა
  • მუცლის ან ზურგის მწვავე ტკივილი (რაც შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის, ღვიძლის ან პანკრეასის სერიოზულ პრობლემაზე)
  • ქავილი, ყვითელი შეფერილობის კანი ან თვალები, მუქი შარდი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის უჯრედების ანთების სიმპტომებია (ჰეპატიტი)

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)

  • გახანგრძლივებული სისხლდენა, რომელიც შესაძლოა იყოს თქვენს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების ნიშანი, რაც იწვევს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების რისკს
  • დედის რძის პათოლოგიური გამომუშავება
  • მოულოდნელი სისხლდენა, მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლი შარდში ან ღებინებისას, ან მოულოდნელი სისხლჩაქცევების ან დაქსელილი სისხლძარღვების გამოჩენა კანის ზედაპირზე (დაქსელილი ვენები)

  • სუიციდური ფიქრები და სუიციდური ქცევები; სუიციდური ფიქრებისა და ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა ვენლაფაქსინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ პერიოდში (იხილეთ პარაგრაფი 2, რა უნდა იცოდეთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე)
  • აგრესია
  • თავბრუსხვევა
  • მძიმე ვაგინური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 პარაგრაფში ორსულობა და ძუძუთი კვება.

ზოგჯერ ვენლაფლაქსინის ჰიდროქლორიდი იწვევს არასასურველ ეფექტებს, რომლებიც შესაძლოა არ იყოს თქვენთვის ცნობილი, როგორიცაა არტერიული წნევის მატება ან პათოლოგიური გულისცემა; ღვიძლის ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის უმნიშვნელო ცვლილებები სისხლში. უფრო იშვიათად, ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა შეამციროს თრომბოციტების ფუნქცია თქვენს სისხლში, რაც იწვევს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების რისკს. ამიტომ, ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა პერიოდულად სისხლის ანალიზის გაკეთება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდით ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს.

ჭარბი დოზა

პოსტმარკეტინგულ კვლევებში, ვენლაფაქსინის დოზის გადაჭარბება დაფიქსირდა უპირატესად ალკოჰოლთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მისი გამოყენებისას. დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი მოვლენები მოიცავს ტაქიკარდიას, ცნობიერების დონის ცვლილებებს (ძილიანობიდან კომამდე), მიდრიაზს, კრუნჩხვებსა და ღებინებას. სხვა შეფასებული მოვლენები მოიცავს ელექტროკარდიოგრაფიულ ცვლილებებს (მაგ., QT ინტერვალის გახანგრძლივება, შეკვრის განშტოების ბლოკადას, QRS გახანგრძლივებას [იხ. პარაგრაფი 5.1]), პარკუჭოვან ტაქიკარდიას, ბრადიკარდიას, ჰიპოტენზიას, თავბრუსხვევას და სიკვდილს.

გამოქვეყნებული რეტროსპექტული კვლევები იუწყებიან, რომ ვენლაფაქსინის დოზის გადაჭარბება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფატალური შედეგების გაზრდილ რისკთან SSRI-ის ანტიდეპრესანტებთან შედარებით, მაგრამ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით რისკის უფრო დაბალი მაჩვენებელით გამოიხატება. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინით ნამკურნალებ პაციენტებს აქვთ სუიციდის რისკ ფაქტორების მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე SSRI პაციენტებს. ამდენად, ლეტალური შედეგების გაზრდილი რისკის აღმოჩენა შეიძლება მიეკუთვნებოდეს ჭარბი დოზირებისას ვენლაფაქსინის ტოქსიკურობას, ამასთან საპირისპიროდ, არ არის გარკვეული ვენლაფაქსინით ნამკურნალები პაციენტების ზოგიერთი მახასიათებელი. ვენლაფაქსინის რეცეპტები უნდა გამოიწეროს პრეპარატის უმცირეს რაოდენობაზე, რომელიც შეესაბამება პაციენტის მდგომარეობის სწორად მართვას, რათა შემცირდეს დოზის გადაჭარბების რისკი.

რეკომენდებული მკურნალობა

რეკომენდებულია ზოგადი დამხმარე და სიმპტომატური ღონისძიებების ჩატარება; აუცილებელია გულის რითმისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. როდესაც არსებობს ასპირაციის რისკი, ღებინების ინდუქცია არ არის რეკომენდებული. კუჭის ამორეცხვა შესაძლოა მიღებიდან მალევე მოხდეს ან სიმპტომურ პაციენტებში გაკეთდეს. გააქტიურებული ნახშირის გამოყენებამ ასევე შეიძლება შეზღუდოს აქტიური ნივთიერების შეწოვა. ფორსირებული დიურეზი, დიალიზი, ჰემოპერფუზია და გაცვლითი ტრანსფუზია ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარგებლობის მომტანი იყოს. ვენლაფაქსინის სპეციფიური ანტიდოტები ცნობილი არ არის.

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს 42,428 მგ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს USP, რაც 37,5 მგ ვენლაფაქსინის ექვივალენტურია .

თითოეული კაფსულა შეიცავს 84,857 მგ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს USP, რაც 75,0 მგ ვენლაფაქსინის ექვივალენტურია.

თითოეული კაფსულა შეიცავს 169,714 მგ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს USP, რაც 150,0 მგ ვენლაფაქსინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ოთახის ტემბერატურაზე 20°C -25°C (68°F - 77°F).

არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის სახელი და მისამართი.

Hetero Labs Limited (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ)

M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),

7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები)

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი -500 018

ტელანგანა, ინდოეთი.

ტელ: +91-40-23704923/24/25

ფაქსი: +91-40-23704926.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

Annora Pharma Private Limited (ანორა ფარმა პრივატ ლიმიტედ)

Survey No261, სოფელი ანარამი,

გუმადიდალ მანდალი

სანგარედის რაიონი - 502313,

ტელანგანას შტატი, ინდოეთი

პასუხისმგებელი პირი: ბჰანუ პრაკაშ განჯი

ხელმოწერა :

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ანტიდეპრესანტები - ათქ კოდი N06AX16.

მოქმედების მექანიზმი

ითვლება, რომ ადამიანებში ვენლაფაქსინის ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნეიროტრანსმიტერების აქტივობის გაძლიერებასთან. პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი, O-დესმეთილვენლაფაქსინი (ODV), არიან სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ვენლაფაქსინი ასევე სუსტად აინჰიბირებს დოფამინის შეწოვას. ვენლაფაქსინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი ამცირებენ β-ადრენერგულ რეაქციას როგორც ძლიერი (ერთჯერადი დოზა) ასევე ქრონიკული გამოყენების შემდეგ. ვენლაფაქსინი და ODV-ს საერთო მოქმედება ძალიან ჰგავს ნეიროტრანსმიტერების უკუმიტაცებასა და რეცეპტორებთან შეკავშირებას.

ვენლაფაქსინს პრაქტიკულად არ აქვს მიდრეკილება ვირთაგვას ტვინის მუსკარინულ, ქოლინერგულ, H1-ჰისტამინურ ან α1-ადრენერგულ რეცეპტორებთან ინ ვიტრო კვლევებში. ფარმაკოლოგიური აქტივობა ამ რეცეპტორებზე შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ანტიდეპრესიულ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ანტიქოლინერგული, სედაციური საშუალებები და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ განვითარებული გვერდითი მოვლენები.

ვენლაფაქსინი არ მოქმედებს მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორული აქტივობაზე.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინს პრაქტიკულად არ ახდენს ზეგავლენას ოპიატების ან ბენზოდიაზეპინების მგრძნობიარე რეცეპტორების მიმართ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები

ვენლაფაქსინის სწრაფი გამოთავისუფლების ეფექტურობა, როგორც ძირითადი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალო საშუალება, გამოვლინდა ხუთ რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად, მოკლევადიან კვლევებში, 375 მგ-მდე დღიური დოზით 4-დან 6 კვირამდე ხანგრძლივობით. ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების ეფექტურობა, როგორც ძირითადი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალო საშუალება, დადგინდა ორ პლაცებო კონტროლირებად, მოკლევადიან კვლევებში რომელიც მოიცავდა დღიურ დოზას 75-დან 225 მგ-მდე, 8 და 12 კვირიანი ხანგრძლივობით.

ერთ გრძელვადიან კვლევაში, ზრდასრული ამბულატორიული პაციენტები, რომლებმიც ჩართული იყვნენ 8-კვირიან ღია კვლევაში და იღებდნენ ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტებს (75, 150, ან 225 მგ) რანდომიზებული იყვნენ რათა განეგრძოთ ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლტებისა და პლაცებოს მიღება 26 კვირამდე დროით რეციდივზე დაკვირვების მიზნით.

მეორე გრძელვადიან კვლევაში, რომელიც სწავლობდა ვენლაფაქსინის ეფექტურობას მორეციდივე დეპრესიული ეპიზოდების პრევენციაში და მოიცავდა 12 თვიან პერიოდს, პლაცებო კონტროლირებად ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევაში მოზრდილ პაციენტებში გამოვლინდა განმეორებითი ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები, რომლებიც რეაგირებდნენ ვენლაფაქსინით მკურნალობაზე (100-დან 200 მგ დღეში ორჯერ) დეპრესიის ბოლო ეპიზოდისას.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულების ეფექტურობა, როგორც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის (GAD) სამკურნალო საშუალება, გამოვლენილი იყო ფიქსირებული დოზით (დღიური დოზა 75-დან 225 მგ-მდე) ორ 8-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, ასევე გამოვლინდა ერთი 6 თვიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, ფიქსირებული დოზით (დღიური დოზა 75-დან 225 მგ-მდე) და მოქნილი დოზით (დღიური დოზა 37.5, 75 და 150 მგ) ერთი 6-თვიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, ზრდასრულ პაციენტებში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მტკიცებულება პლაცებოსთან შედარებით 37.5 მგ-იანი დღიური დოზის უპირატესობის შესახებ, ეს დოზა არ იყო ისეთივე ეფექტური, როგორც უფრო მაღალი დოზები.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულების ეფექტურობა, როგორც სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალო საშუალება, გამოვლინდა ოთხ ორმაგ ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ, 12 კვირიან, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებად, მოქნილი დოზის კვლევებში და ერთი ორმაგი ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ, 6-თვიან, პლაცებო-კონტროლირებად, ფიქსირებული/მოქნილი დოზის კვლევაში, მოზრდილ პაციენტებში. პაციენტები იღებდნენ დღიურ დოზას 75-დან 225 მგ-მდე. 6-თვიან კვლევაში არ დადასტურდა დღიური დოზის 150-დან 225 მგ-მდე გაცილებით მაღალი ეფექტურობა 75 მგ-იან დღიურ დოზასთან შედარებით.

პანიკური აშლილობა

ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულების ეფექტურობა, როგორც პანიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება, გამოვლინდა ორ ორმაგ ბრმა, 12 კვირიან, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში პანიკური აშლილობის, აგორაფობიის ან მის გარეშე მქონე მოზრდილ პაციენტებში. პანიკური აშლილობის კვლევებში საწყისი დღიური დოზა იყო 37.5 მგ 7 დღის განმავლობაში. შემდეგ პაციენტებმა მიიღეს ფიქსირებული დღიური დოზები 75 ან 150 მგ ერთ კვლევაში და 75 ან 225 მგ მეორე კვლევაში.

ეფექტურობა ასევე გამოვლინდა ერთ გრძელვადიან ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, პარალელურ-ჯგუფურ კვლევაში გრძელვადიანი უსაფრთხოების, ეფექტურობისა და რეციდივის პრევენციის შესწავლის მიზნით ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ღია მკურნალობას. პაციენტები აგრძელებდნენ ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების იგივე დოზის მიღებას, რაც მათ მიიღეს ღია მკურნალობის ფაზის ბოლოს (75, 150 ან 225 მგ).

გულის ელექტროფიზიოლოგია

ჯანმრთელი სუბიექტების საფუძვლიან QTc კვლევაში, ვენლაფაქსინი არ ახანგრძლივებს QT ინტერვალს ნებისმიერი კლინიკურად რელევანტური მასშტაბით სუპრა-თერაპიული დოზით 450 მგ დღეში (225 მგ დოზა ორჯერ დღეში). თუმცა, პოსტმარკეტინგულ კვლევებში QTc გახანგრძლივების/TdP და პარკუჭოვანი არითმიის შემთხვევები დაფიქსირდა, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბებისას ან QTc გახანგრძლივების/TdP სხვა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4, 4.8 და 4.9)

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მონაცემები

ვენლაფაქსინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ძირითადად აქტიური მეტაბოლიტის, O-დესმეთილვენლაფაქსინის (ODV) სახით. ვენლაფაქსინისა და ODV-ის საშუალო ± SD ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში არის 5±2 საათი და 11±2 საათი. ვენლაფაქსინის და ODV სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა პერორალური მრავალჯერადი დოზის თერაპიით 3 დღის განმავლობაში. ვენლაფაქსინი და ODV ავლენენ ხაზოვან კინეტიკას დღიური დოზით 75 მგ-დან 450 მგ-მდე.

შეწოვა

სწრაფი გამოთავისუფლების ვენლაფაქსინი ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ სულ მცირე 92%-ით შეიწოვება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 40%-დან 45%-მდე პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო. სწრაფი გამოთავისუფლების ვენლაფაქსინის მიღების შემდეგ, ვენლაფაქსინისა და ODV-ის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შესაბამისად 2 და 3 საათში მიიღწევა. ვენლაფაქსინის ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულების მიღების შემდეგ, ვენლაფაქსინის და ODV-ის მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში შესაბამისად 5,5 და 9 საათის განმავლობაში მიიღწევა. როდესაც ვენლაფაქსინის თანაბარი დღიური დოზები მიიღება სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტის ან ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულის სახით, ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს შეწოვის უფრო ნელ ტემპს, მაგრამ შეწოვის იგივე ხარისხს სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტთან შედარებით. საკვები არ მოქმედებს ვენლაფაქსინის და ODV-ის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

ვენლაფაქსინი და ODV თერაპიულ კონცენტრაციებში მინიმალურად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (27% და 30%, შესაბამისად). ვენლაფაქსინის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ არის 4,4±1,6 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

ვენლაფაქსინი ექვემდებარება ვრცელ მეტაბოლიზმს ღვიძლში. ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინი ბიოტრანსფორმირებულია მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტად, ODV CYP2D6-ით. ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო, ნაკლებად აქტიურ მეტაბოლიტად, N-დესმეთილვენლაფაქსინში, CYP3A4-ით. ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინი CYP2D6-ის სუსტი ინჰიბიტორია. ვენლაფაქსინი არ აინჰიბირებდა CYP1A2, CYP2C9 ან CYP3A4.

გამოყოფა

ვენლაფაქსინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ვენლაფაქსინის დოზის დაახლოებით 87% აღდგება შარდში 48 საათის განმავლობაში, როგორც უცვლელი ვენლაფაქსინი (5%), არაკონიუგირებული ODV (29%), კონიუგირებული ODV (26%), ან სხვა მცირე არააქტიური მეტაბოლიტები (27%). საშუალო ± SD ვენლაფაქსინის და ODV წონასწორული მდგომარეობის პლაზმური კლირენსი არის 1.3±0.6 ლ/სთ/კგ და 0.4±0.2 ლ/სთ/კგ, შესაბამისად.

განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი და სქესი

სუბიექტის ასაკი და სქესი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ვენლაფაქსინის და ODV-ის ფარმაკოკინეტიკაზე.

CYP2D6 ვრცელი/ცუდი მეტაბოლიზატორები

ვენლაფაქსინის პლაზმური კონცენტრაცია უფრო მაღალია CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, ვიდრე ვრცელ მეტაბოლიზატორებში. იმის გამო, რომ ვენლაფაქსინისა და ODV-ის მთლიანი ექსპოზიცია (AUC) მსგავსია ცუდი და ვრცელი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, ამ ორი ჯგუფისთვის არ არის საჭირო ვენლაფაქსინის დოზირების განსხვავებული რეჟიმი.

ღვიძლის უკმარისობა

ჩაილდ-პიუს A (ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე) და ჩაილდ-პიუს B (ღვიძლის ზომიერად დაქვეითებული ფუნქციის მქონე) სუბიექტებში, ვენლაფაქსინის და ODV ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა ნორმალურ სუბიექტებთან შედარებით. როგორც ვენლაფაქსინის, ასევე ODV-ის ორალური კლირენსი შემცირდა. დაფიქსირდა სუბიექტთაშორისი ცვალებადობის მაღალი ხარისხი. მონაცემები ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის უკმარისობა

დიალიზზე მყოფ პაციენტებში ვენლაფაქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა დაახლოებით 180%-ით და კლირენსი შემცირდა დაახლოებით 57%-ით ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, ხოლო ODV ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა დაახლოებით 142%-ით და კლირენსი შემცირდა დაახლოებით 56%-ით. დოზის კორექცია აუცილებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰემოდიალიზი (იხ. პარაგრაფი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი

ფაქსირეტი (ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის ხანგრძლივი გამოთავისუფლების კაფსულები 37.5 მგ, 75 მგ, 150 მგ)

  • რა არის ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდი და რისთვის გამოიყენება იგი

ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ველნაფლაქსინს.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი არის ანტიდეპრესანტი, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ჯგუფს (SNRIs). ამ ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა. ანტიდეპრესანტების მოქმედების ეფექტი არ არის სრულად ნათელი, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ თავის ტვინში სეროტონინისა და ნორეპინეფრინის დონის მომატებას.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი არის სამკურნალო საშუალება დეპრესიის მქონე მოზრდილებისთვის. ის ასევე არის მოზრდილების სამკურნალო საშუალება შემდეგი შფოთვითი აშლილობის დროს: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან თავის არიდება) და პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები). დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ არ ჩატარდება მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა კი არ შემსუბუქდება, არამედ შესაძლოა უფრო დამძიმდეს და გართულდეს მისი მკურნალობა.

  • რა უნდა იცოდეთ ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე

არ მიიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი შემდეგ შემთხვევებში

თუ ხართ ალერგიული ველნაფლაქსინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6).

თუ თქვენ ასევე იღებთ ან მიიღეთ ბოლო 14 დღის განმავლობაში ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ცნობილია როგორც შეუქცევადი მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. შეუქცევადი MAOI-ის მიღებამ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. ასევე, ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 7 დღე უნდა დაელოდოთ, სანამ მიიღებთ MAOI-ს (ასევე იხილეთ პარაგრაფი სათაურით „სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი“ და ამ პარაგრაფში მოცემული ინფორმაცია „სეროტონინის სინდრომის“ შესახებ).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ველნაფლაქსინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში,

თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც იღებთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან ერთად, რამაც შესაძლოა გაზარდოს სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი "სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი").

თუ თქვენ აღგენიშნებათ თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, გაქვთ გლაუკომის გარკვეული სახეობები (თვალშიდა მაღალი წნევა).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა.

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ გულის პრობლემები.

თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის პათოლოგიური რითმი.

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ეპილეფსია (კრუნჩხვები).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპონატრაემია).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ სისხლდენის დარღვევები (სისხლჩაქცევების განვითარების ან სისხლდენის ადვილად განვითარების ტენდენცია), ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი, მაგ., ვარფარინი (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად), ან თუ ხართ ორსულად (იხ. ორსულობა და ძუძუთი კვება).

თუ თქვენ ანამნეზში აღგენიშნებათ, ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნებოდა მანია ან ბიპოლარული აშლილობა (გადაჭარბებული აგზნების ან ეიფორიის შეგრძნება).

თუ ანამნეზში აღგენიშნებათ აგრესიული ქცევა.

მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება, ჯდომის ან დგომის უუნარობა. მისი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.

თვითმკვლელობაზე ფიქრი და თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ ხართ დეპრესიული და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ ფიქრები საკუთარი თავის დაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ. საწყის ეტაპზე ანტიდეპრესანტების მიღებისას ეს ფიქრები შესაძლოა გახშირდეს, რადგან ყველა ამ მედიკამენტის მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, ხან ზოგჯერ უფრო მეტიც. ეს ფიქრები შესაძლოა ასევე წარმოიშვას დოზის შემცირებისას ან ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტისას.

შესაძლოა აღნიშნული ფიქრი უფრო გახშირდეს:

თუ წინათ გქონიათ თვითმკვლელობის და თვითდაზიანების შესახებ ფიქრი.

თუ ახალგაზრდა ხართ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე ახალგაზრდებში (25 წელზე ნაკლები ასაკის), რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ ნებისმიერ დროს შეგიპყრობთ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ეწვიეთ საავადმყოფოს.

შესაძლოა თქვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს ნათესავის ან ახლო მეგობრის დახმარება თუ თქვენ მათ გაუზიარებთ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის შესახებ ინფორმაციას და წააკითხებთ ამ ფურცელ-ჩანართს. ჰკითხეთ მათ, ხომ არ ამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესების ნიშნებს, ან ხომ არ აწუხებთ თქვენს ქცევაში რაიმე სხვა სახის ცვლილებები.

პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე აღენიშნება ვენლაფაქსინით ნამკურნალევი პაციენტების 10%-ს. აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს კბილის კარიესის განვითარების რისკი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი პირის ღრუს ჰიგიენას.

შაქრიანი დიაბეტი

ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა შეცვალოს სისხლში გლუკოზის დონე. ამიტომ, შესაძლოა დიაბეტის სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება გახდეს საჭირო.

სქესობრივი პრობლემები

ისეთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი (ე.წ. SNRIs) შესაძლოა გამოიწვიოს სქსესობრივი დისფუნქცია (იხილეთ პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

ბავშვები და მოზარდები

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებში. ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ 18 წლამდე პაციენტებს, როდესაც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს, აღენიშნებათ გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური ფიქრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზის გამოხატვა). მიუხედავად ამისა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ეს პრეპარატი 18 წლამდე პაციენტებში, რადგან მათთვის დადებითი ინტერესებიდან გამომდინარე ექიმი თავად იღებს გადაწყვეტილებას. თუ თქვენი ექიმი დაუნიშნავს ამ პრეპარატს 18 წლამდე ასაკის პაციენტს და თქვენ ამის შესახებ გსურთ საუბარი, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. როდესაც 18 წლამდე პაციენტები იღებენ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან მდგომარეობა გაუარესდება. აგრეთვე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ამ პრეპარატის მიმართ ჯერ არ არის გამოვლენილი.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ველნაფლაქსინის ჰიდროქლორიდი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.

თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციამდე არ დაიწყოთ ან არ შეწყვიტოთ რაიმე მედიკამენტის მიღება, მათ შორის ისეთი მედიკამეტების, როლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, ან მიეკუთვნება ბუნებრივი და მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებს.

მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, არ უნდა იქნას მიღებული ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან ერთად. თუ მიიღეთ ეს მედიკამენტები ბოლო 14 დღის განმავლობაში ამის შესახებ აცნობეთ ექიმს (MAOIs: იხილეთ პარაგრაფი „რა უნდა იცოდეთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე“).

  • სეროტონინის სინდრომი:

სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა ან ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომის (NMS) მსგავსი რეაქციები (იხ. პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“) შესაძლოა გამოვლინდეს ვენლაფაქსინით მკურნალობისას, განსაკუთრებით სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას. ეს მედიკამენტებია:

o ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის დროს)

o დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, მაგალითად, SNRI, SSRI, ტრიციკლური ან ლითიუმის შემცველი პრეპარატები

o ამფეტამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD), ნარკოლეფსიისა და სიმსუქნის სამკურნალოდ)

o მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ლინეზოლიდს, ანტიბიოტიკს (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

o მოკლობემიდის შემცველი მედიკამენტები, MAOI (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)

o სიბუტრამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება წონის დაკლებისთვის)

o ტრამადოლის, ფენტანილის, ტაპენტადოლის, პეტიდინის ან პენტაზოცინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ)

o დექსტრომეტორფანის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ხველის სამკურნალოდ)

o მეტადონის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ოპიოიდური ნარკომანიის ან ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ)

o მეთილენის ლურჯის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება სისხლში მეტჰემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ)

o პროდუქტები, რომლებიც შეიცავს St.John’s Wort (ასევე ეწოდება Hypericum perforatum, ბუნებრივი ან მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

o ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ისეთი პრობლემებისთვის, როგორიცაა ძილი და დეპრესია)

o ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით, როგორიცაა ისეთი მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების გამოვლენა, რომელიც რეალურად არ არსებობს, მცდარი შეხედულებების, უჩვეულო დაეჭვების, გაურკვეველი მსჯელობისა და გათიშვის განვითარებით)

სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, კოორდინაციის დაკარღვევა, სწრაფი გულისცემა, სხეულის ტემპერატურის მატება, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილებები, გადაჭარბებული რეფლექსები, დიარეა, კომა, გულისრევა, ღებინება.

სეროტონინის სინდრომი მისი ყველაზე მძიმე ფორმით, შესაძლოა დიფერენცირდეს ნეიროლეპტიურ ავთვისებიან სინდრომთან (NMS). NMS-ის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ერთობლიობაში სიცხეს, აჩქარებულ გულისცემას, ოფლიანობას, კუნთების ძლიერ დაჭიმულობას, დაბნეულობას, კუნთებში ფერმენტების გაზრდას (სისხლის ანალიზით განსაზღვრული).

თუ სეროტონინის სინდრომის რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი გულის ცემის სიხშირეზე.

ეს მედიკამენტებია:

ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი ან დოფეტილიდი (გამოიყენებაგულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ)

ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა თიორიდაზინი (იხილეთ აგრეთვე ზემოთ სეროტონინის სინდრომი)

ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან მოქსიფლოქსაცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)

ანტიჰისტამინები (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ)

შემდეგი მედიკამენტები ასევე შესაძლოა ურთიერთქმედებდეს ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდთან და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს:

კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

ჰალოპერიდოლს ან რისპერიდონს (ფსიქიკური მდგომარეობის სამკურნალოდ)

მეტოპროლოლს (ბეტა ბლოკატორი მაღალი წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ)

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად (იხილეთ პარაგრაფი 3 „როგორ მივიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი“).

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, არ მიიღოთ პრეპარატი მანამ, სანამ არ განიხილავთ თქვენი ბავშვის პოტენციურ სარგებელსა და რისკს.

დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანგინეკოლოგმა და/ან ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს. ორსულობის დროს მსგავსმა პრეპარატებმა (SSRIs) შესაძლოა გაზარდოს ჩვილებში სერიოზული რისკ-ფაქტორების განვითარება, როგორიცაა ახალშობილის ქრონიკული ფილტვის ჰიპერტენზია (PPHN), რაც ჩვილის სუნთქვის აჩქარებასა და მისი კანის მოლურჯო შეფერილობას იწვევს. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ჩვილის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს განუვითრდება თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მეანს და/ან ექიმს.

თუ თქვენ ვენლაფაქსინს იღებთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ამან შესაძლოა გაზარდოს მძიმე ვაგინური სისხლდენის რისკი მშობიარობიდან მალევე, განსაკუთრებით თუ ანამნეზში აღგენიშნებათ სისხლდენის დარღვევები. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ეფექსორს, რათა მათ მოგცეთ რჩევა.

თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს ორსულობისას, სუნთქვის გაძნელების გარდა, კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შესაძლოა დაბადებისას გამოუვლინდეს თქვენს ჩვილს, არის კვების დარღვევა. თქვენი ჩვილის დაბადებისას თუ ეს სიმპტომები გამოუვლინდა მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან მეანს კონსულტაციისთვის.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი გადადის დედის რძეში. არსებობს ბავშვზე გვერდითი ეფექტების განვითრების რისკ-ფაქტორი. ამიტომ, ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს შეწყდეს ძუძუთი კვება თუ ამ მედიკამენტით თერაპიული მკურნალობა.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

არ მართოთ ავტომობილი ან არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან სანამ არ გაიგებთ თუ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი შეიცავს ნატრიუმს

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი 150 მგ და 225 მგ-იანი თითო კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს".

  • ველნაფლაქსინის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 75 მგ დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისა და სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიის სამკურნალოდ დოზის ეტაპობრივი ზრდა ექიმის რეკომენდაციით არის შესაძლებელი, და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს დღიურ მაქსიმალურ დოზამდე 375 მგ-მდე. თუ თქვენ გიტარდებათ მკურნალობა პანიკური აშლილობის გამო, თქვენი ექიმი მკურნალობის საწყის ეტაპზე უფრო დაბალ დოზას განსაზღვრავს (37,5 მგ) და შემდეგ მოახდენს დოზის ეტაპობრივ ზრდას. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობისა და პანიკური აშლილობის მკურნალობისას მაქსიმალური დღიური დოზაა 225 მგ.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღება უნდა მოხდეს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, დილას ან საღამოს. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის მიყოლებით და არ გაიხსნას, არ დაქუცმაცდეს, არ დაღეჭოს ან არ დაიშალოს.

ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან რადგან შესაძლოა საჭიროებდეთ განსხვავებულ დოზირების რეჟიმს.

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხილეთ პარაგრაფი „თუ შეწყვეტთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებას“).

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს

დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტს იღებთ.

შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავდეს აჩქარებულ გულისცემას, სიფხიზლის დონის ცვლილებებს (ძილიანობიდან კომამდე), მხედველობის დაბინდვას, კრუნჩხვებს ან შეტევას და ღებინებას.

თუ დაგავიწყდათ ვენლაფლაქსინის ჰიდროქლორიდის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუმცა, თუ თქვენი შემდეგი დოზის დროა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და ჩვეულებრივ მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. არ მიიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი გამოწერილ დღიურ რაოდენობაზე მეტი.

თუ შეწყვეტთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ან არ შეამციროთ დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ თქვენი ექიმი თვლის, რომ აღარ გჭირდებათ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი, შესაძლოა ექიმის თხოვნით დოზის ეტაპობრივი შემცირება მკურნალობის მთლიანად შეწყვეტამდე. ცნობილია, რომ გვერდითი მოვლენები ვითარდება, როდესაც ადამიანები წყვეტენ ამ მედიკამენტის გამოყენებას, განსაკუთრებით მისი მოხმარების მოულოდნელი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირების შემთხვევაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუიციდური ფიქრები, აგრესიული მდგომარეობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კორდინაციის მსუბუქი დარღვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, ფაღარათი, ნერვული მდგომარეობა, აგზნებადობა, დაბნეულობა, ყურებში შუილი, ჩხვლეტის ან იშვიათად ელექტროშოკის შეგრძნებები, სისუსტე, ოფლიანობა, კრუნჩხვები ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, მხედველობის პრობლემები და არტერიული წნევის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ოფლიანობა და ა.შ.).

ექიმის რეკომენდაციით გეცოდინებათ როგორ შეწყვიტოთ ეტაპობრივად ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა. ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ეტაპობრივი წყვეტა, რაც მოითხოვს თვეებს ან მეტ დროს. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს ან სხვა შემაწუხებელი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს დამატებითი კონსულტაციისთვის.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში არ მიიღოთ მეტი ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):

  • სახის, პირის ღრუს, ენის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება და/ან მწვავე ქავილით გამოწვეული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

  • შებოჭილობა გულმკერდის არეში, ხიხინი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება
  • ძლიერი გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება (კანზე ამობურცული წითელი ან ფერმკრთალი შეფერილობის ლაქები, რომლებიც ხშირად იწვევს ქავილს)
  • სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს მოუსვენრობას, ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, აჩქარებულ გულისცემას, სხეულის ტემპერატურის მატებას, არტერიული წნევის სწრაფ ცვლილებას, ზედმეტად აქტიურ რეფლექსებს, დიარეას, კომას, გულისრევას, ღებინებას.

მისი ყველაზე მძიმე ფორმით, სეროტონინის სინდრომი შესაძლოა დაემსგავსოს ნეიროლეპტიურ ავთვისებიან სინდრომს (NMS). NMS-ის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს სიცხის კომბინაციას, აჩქარებულ გულისცემას, ოფლიანობას, კუნთების ძლიერ დაჭიმულობას, დაბნეულობას, კუნთებში ფერმენტების დონის მატებას (სისხლის ანალიზით განსაზღვრული)

  • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, კანკალი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰემატოლოგიური დარღვევებით, რასაც ინფექციის ზრდის რისკამდე მივყავართ.
  • ძლიერი გამონაყარი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანზე ბუშტუკების გაჩენა და აქერცვლა
  • კუნთების აუხსნელი ტკივილი, მგრძნობელობა ან სისუსტე. ეს შესაძლოა რაბდომიოლიზის ნიშანიც იყოს.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • "სტრესული კარდიომიოპათიი"-ს მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს, ქოშინს, თავბრუსხვევას, სისუსტეს, არითმიას.

სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს,

სხვა გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებაც უნდა აცნობოთ ექიმს, მოიცავს (ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია ქვემოთ არსებულ სიაში „სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს“):

  • ხველა, ხიხინი და ქოშინი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა
  • შავი (დაყოვნებითი) განავალი ან სისხლი განავალში
  • ქავილი, ყვითელი შეფერილობის კანი ან თვალები, ან მუქი ფერის შარდი, რაც შესაძლოა ღვიძლის უჯრედების ანთების სიმპტომები იყოს (ჰეპატიტი) • გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება
  • თვალის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, გაფართოებული გუგები
  • ნერვული პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა (კუნთების სპაზმი ან დაჭიმულობა), კრუნჩხვები ან შეტევითი მდგომარეობა
  • ფსიქიატრიული პრობლემები, როგორიცაა ჰიპერაქტიულობა და უჩვეულოდ მომეტებული აგზნების შეგრძნება
  • მედიკამენტის მოხსნის ეფექტი (იხ. პარაგრაფი „როგორ მივიღოთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდი, თუ შეწყვეტთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებას“)
  • გახანგრძლივებული სისხლდენა - თქვენი კანის დაზიანების ან გაჭრის შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შესაძლოა ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს.

არ ინერვიულოთ, თუ ამ წამლის მიღების შემდეგ განავალში შეამჩნევთ პატარა თეთრ ბურთულებს ან გრანულებს. ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის კაფსულებში არის სფეროიდები (პატარა თეთრი ბურთულები), რომლებიც შეიცავს აქტიუ5რ ინგრედიენტს (ვენლაფაქსინი). ეს სფეროიდები გამოიყოფა კაფსულიდან თქვენს კუჭში. როდესაც ისინი გადაადგილდებიან თქვენს კუჭსა და ნაწლავებში, ვენლაფაქსინი ნელა გამოიყოფა. სფეროიდი „გარსი“ არ იშლება და გამოიყოფა განავალში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ განავალში შესაძლოა სფეროიდების დანახვა, თქვენი მედიკამენტის საჭირო დოზა შეიწოვება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

  • თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; ძილიანობა
  • უძილობა
  • გულისრევა; პირის სიმშრალე; ყაბზობა
  • ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა)

ხშირი ( შეიძლება განვითარდეს 10-და 1-მდე პაციენტში)

  • მადის დაკარგვა
  • დაბნეულობა; საკუთარი თავის გაორების (ან განცალკევების) შეგრძნება; ორგაზმის ნაკლებობა; ლიბიდოს დაქვეითება; აგზნება; ნერვიული მდგომარეობა; პათოლოგიური სიზმრები
  • ტრემორი; მოუსვენრობის შეგრძნება, ჯდომის ან დგომის უუნარობა; ჩხვლეტის შეგრძნება; შეცვლილი გემოს შეგრძნება; გაზრდილი კუნთების ტონუსი
  • მხედველობის დარღვევა ბუნდოვანი ხედვის ჩათვლით; გაფართოებული გუგები; მხედველობისას შორიდან ახლო ობიექტებზე ფოკუსის ავტომატურად შეცვლის უუნარობა
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი)
  • სწრაფი გულისცემა; პალპიტაციები
  • არტერიული წნევის მატება; უცაბედი გაწითლება
  • ჰაერის უკმარისობა; მთქნარება
  • ღებინება; დიარეა
  • მსუბუქი გამონაყარი; ქავილი
  • შარდვის გახშირება; შარდის შეკავება; გართულებული შარდვა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, როგორიცაა სისხლდენის მომატება ან არარეგულარული სისხლდენის მომატება; პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი (მამაკაცებში); ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)
  • სისუსტე (ასთენია); დაღლილობა; შემცივნება
  • წონის მომატება; წონის კლება
  • მომატებული ქოლესტერინი

არა ხშირი ( შეიძლება განვითარდეს 10-და 1-მდე პაციენტში)

  • ჰიპერაქტიულობა, სწრაფი ფიქრები და ძილის მოთხოვნილების დაქვეითება (მანია)
  • ჰალუცინაციები; რეალობის შეგრძნების დაკარგვა (ან რეალობისგან მოწყვეტა); პათოლოგიური ორგაზმი; გრძნობის ან ემოციის ნაკლებობა; გადაჭარბებული აღგზნებადობის შეგრძნება; კბილების კრაჭუნი (ღრჭიალი)
  • დაღლილობა; კუნთების უნებლიე მოძრაობები; კოორდინაციისა და ბალანსის დარღვევა
  • თავბრუსხვევა (განსაკუთრებით ძალიან სწრაფად ადგომისას); არტერიული წნევის შემცირება
  • სისხლიანი ღებინება, შავი ფისოვანი განავალი (განავალი) ან სისხლი განავალში; რაც შესაძლოა მიანიშნებდეს შინაგან სისხლდენას
  • მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა; სისხლჩაქცევა; თმის პათოლოგიური ცვენა
  • შარდვის შეუკავებლობა
  • კუნთების დაჭიმულობა, სპაზმი და უნებლიე მოძრაობები
  • სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის უმნიშვნელო ცვლილებები

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)

  • კრუნჩხვები ან შეტევითი მდგომარეობა
  • ხველა, ხიხინი და ქოშინი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა
  • ჰალუცინაციას ხშირად თან ახლავს დეზორიენტაცია და დაბნეულობა (დელირიუმი)
  • გადაჭარბებული წყლის მიღება (ცნობილია, როგორც SIADH)
  • სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება
  • თვალის ძლიერი ტკივილი და მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა
  • პათოლოგიური, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულყრა
  • მუცლის ან ზურგის მწვავე ტკივილი (რაც შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის, ღვიძლის ან პანკრეასის სერიოზულ პრობლემაზე)
  • ქავილი, ყვითელი შეფერილობის კანი ან თვალები, მუქი შარდი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის უჯრედების ანთების სიმპტომებია (ჰეპატიტი)

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)

  • გახანგრძლივებული სისხლდენა, რომელიც შესაძლოა იყოს თქვენს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების ნიშანი, რაც იწვევს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების რისკს
  • დედის რძის პათოლოგიური გამომუშავება
  • მოულოდნელი სისხლდენა, მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლი შარდში ან ღებინებისას, ან მოულოდნელი სისხლჩაქცევების ან დაქსელილი სისხლძარღვების გამოჩენა კანის ზედაპირზე (დაქსელილი ვენები)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • სუიციდური ფიქრები და სუიციდური ქცევები; სუიციდური ფიქრებისა და ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა ვენლაფაქსინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ პერიოდში (იხილეთ პარაგრაფი 2, რა უნდა იცოდეთ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის მიღებამდე)
  • აგრესია
  • თავბრუსხვევა
  • მძიმე ვაგინური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 პარაგრაფში ორსულობა და ძუძუთი კვება.

ზოგჯერ ვენლაფლაქსინის ჰიდროქლორიდი იწვევს არასასურველ ეფექტებს, რომლებიც შესაძლოა არ იყოს თქვენთვის ცნობილი, როგორიცაა არტერიული წნევის მატება ან პათოლოგიური გულისცემა; ღვიძლის ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის უმნიშვნელო ცვლილებები სისხლში. უფრო იშვიათად, ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა შეამციროს თრომბოციტების ფუნქცია თქვენს სისხლში, რაც იწვევს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების რისკს. ამიტომ, ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა პერიოდულად სისხლის ანალიზის გაკეთება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდით ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს.

  • ვენლაფლაქსინი ჰიდროქლორიდის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ოთახის ტემბერატურაზე 20°C -25°C (68°F - 77°F).

არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის სახელი და მისამართი.

Hetero Labs Limited (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ)

M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),

7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები)

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი -500 018

ტელანგანა, ინდოეთი.

ტელ: +91-40-23704923/24/25

ფაქსი: +91-40-23704926.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

Annora Pharma Private Limited (ანორა ფარმა პრივატ ლიმიტედ)

Survey No261, სოფელი ანარამი,

გუმადიდალ მანდალი

სანგარედის რაიონი - 502313,

ტელანგანას შტატი, ინდოეთი

პასუხისმგებელი პირი: ბჰანუ პრაკაშ განჯი

ხელმოწერა :

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა