პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ვენლაფაქსინი ნორმონი 75მგ ტაბლეტები EFG

Venlafaxina NORMON 75mg comprimidos EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ვენლაფაქსინი ნორმონი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRI) ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა შფოთვითი დარღვევები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვენლაფაქსინი (venlafaxine)
ფორმა და შეფუთვა
75მგ ტაბლეტი №60
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX16
რეგისტრაციის ნომერი
რ-044763
რეგისტრირებულია
10 თებერვალი 2026, მოქმედებს 10 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებავენლაფაქსინი ნორმონი 75მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ვენლაფაქსინი ნორმონი 75მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვენლაფაქსინი ნორმონი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRI) ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა შფოთვითი დარღვევები. მიჩნეულია, რომ დეპრესიისა და/ან შფოთვითი მდგომარეობების დროს თავის ტვინში ქვეითდება სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეები. ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ცნობილი, მაგრამ ისინი ხელს უწყობენ სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეების მომატებას თავის ტვინში.

ვენლაფაქსინი ნორმონი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ზრდასრულებში. დეპრესიული დარღვევების სათანადოდ მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს. თუ არ მოხდება ამ დარღვევების მკურნალობა, არ მოიხსნება სიმპტომები, შესაბამისად მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და უფრო რთული გახდეს მისი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზაა 75 მგ დღეში, გაყოფილი დოზებად, ორ-სამჯერ დღეში. ექიმმა შეიძლება დოზა თანდათან გაზარდოს, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 375 მგ-მდე დღეში დეპრესიის მკურნალობის დროს.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დილით ან საღამოს.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს.

ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს ვენლაფაქსინი ნორმონის განსხვავებულ დოზას.

დაუშვებელია ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. პარაგრაფი “ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას”).

ვენლაფაქსინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ექიმის მიერ დანიშნული ვენლაფაქსინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ასევე შესაძლებელია ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

დოზის გადაჭარბება შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს, განსაკუთრებით ალკოჰოლის და/ან გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას (იხ. „სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი“).

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტაქიკარდიას, სიფხიზლის დონის ცვლილებებს (ძილიანობიდან კომამდე), მხედველობის დაბინდვას, გულყრებს და ღებინებას.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დოზის მიღება ჩვეულებრივად. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას

მედიკამენტით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. თუ ექიმი მიიჩნევს, რომ პაციენტი აღარ საჭიროებს ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობას, დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით მკურნალობის მთლიანად შეწყვეტამდე. ვენლაფაქსინი ნორმონით მკუნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტებში აღწერილია გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, ვენლაფაქსინი ნორმონის სწრაფად შეწყვეტისას ან დოზის სწრაფად შემცირებისას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გაბრუება, თავის ტკივილი, უძილობა, ღამის კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, დიარეა, ნევროზულობა, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ჩხვლეტის ან იშვიათად ელექტრული შოკის შეგრძნებები, ძლიერი თავბრუსხვევა, ჩხვლეტის ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნებები, სისუტე, ოფლიანობა, გულყრები ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომები, რომლებიც შემაწუხებელია, საჭიროა ექიმთან მიმართვა დამატებითი რეკომენდაციისათვის.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში მიღებული აქვს რომელიმე მედიკამენტი, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის შეუქცევადი ინჰიბიტორები (მაოი), გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების დროს. მონოამინის ოქსიდაზის შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღებამ ვენლაფაქსინ ნორმონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების შეწყვეტიდან უნდა გავიდეს არაუმცირეს 7 დღე მაოი-ს მიღებამდე (იხ. პარაგრაფები “სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი” და “სეროტონინის სინდრომი”).

სიფრთხილის ზომები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან უნდა მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომელთა მიღებამ ვენლაფაქსინ ნორმონთან ერთად შეიძლება გაზარდოს სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი (იხ. “სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი”);

თუ პაციენტს აღენიშნება თვალის პრობლემები, მაგალითად გარკვეული სახის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ პაციენტს ანამნეზში მაღალი არტერიული წნევა აქვს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლდენის დარღვევები (სისხლჩაქცევების განვითარების მიდრეკეილება ან ადვილად სისხლდენის ტენდენცია) ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს, ან არის ორსულად (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება”);

თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის მაღალი დონე;

თუ პაციენტს თვითონ ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება მანია ან ბიპოლარული აშლილობა (ჰიპერაგზნების ან ეიფორიის განცდა);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება აგრესიული ქცევა.

ვენლაფაქსინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ამ ჯგუფის ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომელსაც მიეკუთვნება ვენლაფაქსინი ნორმონი (ე.წ. SSRI/SNRI), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუქცია (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გაგრძელდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თუ რომელიმე ეს მდგომარეობა ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებამდე.

დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი დაღლილობა და ცნობიერების დაკარგვა. ალკოჰოლის და/ან გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დეპრესიის და სხვა მდგომარეობების, როგორიცაა შფოთვითი დარღვევები, სიმპტომები.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების გაუარესება

თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შეიძლება ჰქონდეს თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ეს აზრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების პირველად მიღების დაწყებისას, რადგან ყველა მედიკამენტს მოქმედების დასაწყებად სჭირდება გარკვეული დრო, ჩვეულებრივ ორი კვირა, მაგრამ ხანდახან უფრო დიდი დრო.

პაციენტს დიდი ალბათობით შეიძლება აღენიშნოს ასეთი აზრები:

თუ მას როდესმე ჰქონია სუიციდური ან თვითდაზიანების ფიქრები;

თუ ის ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მიხედვით, სუიციდური ქცევის რისკი იზრდება ფსიქიკური დარღვევების მქონე ახალგაზრდა (25 წლამდე ასაკის) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ პაციენტს აქვს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა.

პაციენტისათვის სასარგებლო იქნება, თუ ის ახლო ნათესავს ან მეგობარს შეატყობინებს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. ახლობლებმა უნდა უთხრან პაციენტს, თუ ფიქრობენ, რომ მისი დეპრესიული მდგომარეობა ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან აღენიშნება ქცევის ცვლილებები.

პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე აღინიშნება პაციენტების 10%-ში ვენლაფაქსინით მკურნალობის დროს. ამ მდროს იზრდება კარიესის განვითარების რისკი. ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პირის ღრუს ჰიგიენას.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება

ვენლაფაქსინი ნორმონი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ასევე, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ ჯგუფის მედიკამენტებით, აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალი რისკი, როგორიცაა: თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური ფიქრები და მტრული განწყობა (უპირატესად, აგრესია, საწინააღმდეგო ქცევა და მრისხანება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ვენლაფაქსინი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ ჩათვლის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესებშია. თუ ექიმი დანიშნავს ვენლაფაქსინ ნორმონს 18 წლამდე ასაკის პაციენტში და პაციენტს სურს ამის განხილვა, უნდა მიმართოს ექიმს. საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტში ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებისას გამოვლინდება ან გაუარესდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის ნაჩვენები ვენლაფაქსინის ხანგრძლივი უსაფრთხოების ეფექტები ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და განვითარებაზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი, ბუნებრივი და მცენარეული საშუალებების, მიღება ან მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი: იხ. პარაგრაფი “რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებამდე”):

სეროტონინის სინდრომი: სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა (იხ. პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”) შეიძლება განვითარდეს ვენლაფაქსინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, როცა მისი მიღება ხდება სხვა მედიკამენტებთან. ამ მედიკამენტის მაგალითები მოიცავს:

ტრიფტანები (გამოიყენება შაკიკის დროს);

დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, მაგ.: სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან ლითიუმის შემცველი პრეპარატები;

ლინეზოლიდის შემცველი მედიკამენტები - ანტიბიოტიკი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

მოკლობემიდის შემცველი მედიკამენტები – შექცევადი მაოი (გამოიყენება დეპრესიის დროს);

სიბუტრამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება წონის კლებისათვის);

ტრამადოლის შემცველი მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებელი);

კრაზანას შემცველი პროდუქტები (ე.წ. “Hypericum preforatum”, ბუნებრივი ან მცენარეული საშუალება, გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს);

ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები (გამოიყენება ძილის პრობლემების და დეპრესიის დროს).

სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი ნიშნების კომბინაციას: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, კოორდინაციის დარღვევა, აჩქარებული გულისცემა, სხეულის ტემპერატურის მომატება, სისხლის წნევის სწრაფი ცვლილებები, რეფლექსების გაძლიერება, დიარეა, კომა, გულისრევა, ღებინება. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება სეროტონინის სინდრომი.

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება ასევე ურთიერთქმედებაში შევიდნენ ვენლაფაქსინ ნორმონთან და გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ:

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

ჰალოპერიდოლი ან რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების დროს);

მეტოპროლოლი (ბეტა-ბლოკატორი, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის პრობლემების დროს).

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად (იხ. პარაგრაფი 3 “ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების წესი”).

ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი დაღლილობა და ცნობიერების დაკარგვა, და დეპრესიის და სხვა მდგომარეობების, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა, სიმპტომების გაუარესება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი შესაძლო სარგებლისა და ნაყოფზე შესაძლო რისკების ექიმთან ერთად განხილვის შემდეგ.

ორსულობის დროს ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებისას უნდა ეცნობოს ექიმს და/ან მეანს, რადგან ახალშობილის შეიძლება აღენიშნებოდეს ზოგიერთი სიმპტომი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში და მოიცავს კვებისა და სუნთქვის პრობლემებს. თუ ახალშობილს აღენიშნება ეს სიმპტომები, საჭიროა ექიმთან და/ან მეანთან კონსულტაცია.

მეანს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ვენლაფაქსინ ნორმონს ორსულობის დროს. მსგავსი მედიკამენტების (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების, SSRI) მიღებამ ორსულობის დროს ახალშობილებში შეიძლება გაზარდოს სერიოზული მდგომარეობის, ე.წ. პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN), რისკი, რომლის დროსაც ახალშობილებს აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება და ციანოზი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან და/ან მეანთან.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებისას ორსულობის ბოლოს შეიძლება გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რიკის მშობიარობიდან მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის დარღვევები. ექიმს ან მეანს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ვენლაფაქსინ ნორმონს, რათა მისცენ შესაბამისი რეკომენდაცია.

ვენლაფაქსინი ნორმონი აღწევს დედის რძეში. არსებობს მისი გავლენის რისკი ახალშობილებზე. ამიტომ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების თუ ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა ხელსაწყოების ან მექანიმზების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ რა გავლენას ახდენს მასზე ვენლაფაქსინი ნორმონი.

ვენლაფაქსინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქციები

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა.

მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, ხმაურიანი სუნთქვა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;

სახის, ხორხის, ხელების ან ფეხების შეშუპება;

ნევროზულობა ან შფოთვა, თავბრუსხვევა, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, კანის უეცარი გაწითლება და/ან სიცხის შეგრძნება;

ინტენსიური გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება (ამობურცული ზოლები წითელ ან ფერმკრთალ კანზე, ხშირად ქავილის თანხლებით).

სერიოზული გვერდითი მოვლენები

თუ ვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

გულის პრობლემები, როგორიცაა აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, სისხლის წნევის მომატება;

თვალების პრობლემები, როგორიცაა: მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება;

ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა, გულყრები;

ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა ჰიპერაქტიურობა და ეიფორია;

მედიკამენტის მოხსნის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი “ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების წესი” და “ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას”).

გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი

ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლსაფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი

აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი

აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი

აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი

აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში

სიხშირე უცნობია

სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

სისხლის დარღვევები

არახშირი: სისხლჩაქცევა, კუპრისფერი განავალი ან სისხლი განავალში, რაც შეიძლება შინაგანი სისხლდენის ნიშანი იყოს.

სიხშირე უცნობია: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, რაც იწვევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის გაზრდილ რისკს; სისხლის დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გაზრდილი რისკი; ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან ხანმოკლე პერიოდში (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება” მე-2 პარაგრაფში დამატებითი ინფორმაციისათვის.

მეტაბოლიზმის/კვებითი დარღვევები

ხშირი: წონის კლება, ქოლესტერინის გაზრდილი დონე.

არახშირი; წონის მომატება.

სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების დონის მცირე ცვლილებები სისხლში; სისხლში ნატრიუმის დაქვეითებული დონე; ქავილი, თვალების ან კანის სიყვითლე, მუქი შარდი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის ანთების სიმპტომებია (ჰეპატიტი); ცნობიერების დაბინდვა, წყლის ჭარბი მიღება (ე.წ. SIADH); სარძევე ჯირკვლებიდან რძის პათოლოგიური წარმოქმნა.

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

ხშირი: უჩვეულო სიზმრები; დაქვეითებული ლიბიდო; თავბრუსხვევა, კუნთების ტონუსის გაზრდა; უძილობა; ნევროზულობა; წვის და ჩხვლეტის შეგრძნება; სედაცია; ტრემორი; ცნობიერების დაბინდვა; დეპერსონალიზაციის შეგრძნება.

არახშირი: გრძნობების ან ემოციების არქონა; ჰალუცინაციები; კუნთების უნებლიე მოძრაობები; აგზნება, კოორდინაციის და ბალანსის დარღვევა.

იშვიათი: მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა; გულყრები; ჰიპერაგზნება ან ეიფორია.

სიხშირე უცნობია: მაღალი ტემპერატურა კუნთების რიგიდობით, ცნობიერების დაბინდვა ან აგზნება, და ოფლიანობა, ან კუნთების მოძრაობები, რომლებიც ვერ კონტროლდება, შეიძლება მძიმე მდგომარეობის, ე.წ. ავთვისებიანი ნეიროლეფსური სიდრომის სიმპტომები იყოს; ეიფორიის შეგრძნება, ძილიანობა, თვალების სწრაფი მოძრაობა, შეშუპება, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდობა, რომლებიც სეროტონინის სინდრომის სიმპტომებია; დეზორიენტაცია და ცნობიერების დაბინდვა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ჰალუცინაციები (დელირიუმი); რიგიდობა, სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაობები; თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

სენსორული დარღვევები

ხშირი: მხედველობის დაბინდვა.

არახშირი: გემოს ცვლილება, ყურებში ხმაური (ტინიტუსი).

სიხშირე უცნობია: თვალების ძლიერი ტკივილი და მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა.

გულისა და ცირკულატორული დარღვევები

ხშირი: სისხლის წნევის მომატება, ალები, გულის ფრიალი.

არახშირი: თავბრუსხვევა (განსაკუთრებით, სწრაფად ადგომისას), გულისწასვლა, სწრაფი გულისცემა.

სიხშირე უცნობია: სისხლის წნევის დაქვეითება, პათოლოგიური, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა.

სუნთქვითი სისტემის დარღვევები

ხშირი; მთქნარება.

სიხშირე უცნობია: ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი და მაღალი ტემპერატურა, რაც ფილტვების ანთების სიმპტომებია, რომელიც დაკავშირებულია ლეიკოციტების მომატებასთან (პულმონარული ეოზინოფილია).

საჭმლის მონელების დარღვევები

ძალიან ხშირი: გულისრევა.

ხშირი: მადის დაქვეითება, ყაბზობა, ღებინება.

არახშირი: კბილების კრაჭუნი, დიარეა.

სიხშირე უცნობია: მუცლის ან წელის ძლიერი ტკივილი (რაც შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავების, ღვიძლის ან პანკრეასის სერიოზულ პრობლემაზე).

კანის დარღვევები

ძალიან ხშირი: ოფლიანობა (მათ შორის, ღამით ოფლიანობა).

არახშირი; კანზე გამონაყარი, თმის პათოლოგიური ცვენა.

სიხშირე უცნობია: გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცვლა; ქავილი, სუსტი გამონაყარი.

ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები

სიხშირე უცნობია: კუნთების აუხსნელი ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე (რაბდომიოლიზი).

საშარდე სისტემის დარღვევები

ხშირი: შარდის გამოყოფის დარღვევები; გაძლიერებული შარდვა.

არახშირი: შარდის შეკავება.

სექსუალური და რეპროდუქციული დარღვევები

ხშირი: ეაკულაციის/ორგაზმის დარღვევა, ორგაზმის მიუღწევლობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია); მენსტრუაციის დარღვევები, როგორიცაა გაძლიერებული სისხლდენა ან გაძლიერებული არარეგულარული სისხლდენა.

არახშირი: ორგაზმის დარღვევა (ქალებში).

ზოგადი დარღვევები

ხშირი: სისუსტე (ასთენია), შემცივნება.

არახშირი: მზის სინათლეზე მგრძნობელობა.

სიხშირე უცნობია: სახის ან ენის შეშუპება, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, ხშირად კანზე გამონაყარით (შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქცია).

ვენლაფაქსინი ნორმონი ზოგჯერ იწვევს არასასურველ მოვლენებს, რომლებსაც პაციენტი ვერ გრძნობს, როგორიცაა სისხლის წნევის მომატება ან გულისცემის დარღვევა, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონეები მცირე ცვლილებები. უფრო იშვიათად, ვენლაფაქსინმა ნორმონმა შეიძლება დააქვეითოს თრომბოციტების ფუნქცია სისხლში, რაც იწვევს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის გაზრდილ რისკს. ამიტომ, ექიმმა შეიძლება პერიოდულად ჩაატაროს სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანგრძლივად იღებს ვენლაფაქსინ ნორმონს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: (ვებგვერდი: www.notificaRAM.es).

შემადგენლობა

ვენლაფაქსინი ნორმონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ვენლაფაქსინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ვენლაფაქსინს (ჰიდროქლორიდის სახით);

დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარტოფილის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172), რკინის წითელი ოქსიდი (E-172).

ვენლაფაქსინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ვენლაფაქსინი ნორმონი 75 მგ წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით. ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გრავირებით, ნაჭდევით და აღნიშვნით. ტაბლეტები იყოფა თანაბარ ნაწილებად.

ვენლაფაქსინი ნორმონი 75 მგ მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს შიგნით მისაღებად.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos, Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის მაისი

პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ვენლაფაქსინი ნორმონის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის და პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ვენლაფაქსინი ნორმონი 75 მგ ტაბლეტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ვენლაფაქსინი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებამდე

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ვენლაფაქსინი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ვენლაფაქსინი ნორმონი და მისი გამოყენება

ვენლაფაქსინი ნორმონი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRI) ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა შფოთვითი დარღვევები. მიჩნეულია, რომ დეპრესიისა და/ან შფოთვითი მდგომარეობების დროს თავის ტვინში ქვეითდება სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეები. ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ცნობილი, მაგრამ ისინი ხელს უწყობენ სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეების მომატებას თავის ტვინში.

ვენლაფაქსინი ნორმონი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ზრდასრულებში. დეპრესიული დარღვევების სათანადოდ მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს. თუ არ მოხდება ამ დარღვევების მკურნალობა, არ მოიხსნება სიმპტომები, შესაბამისად მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და უფრო რთული გახდეს მისი მკურნალობა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში მიღებული აქვს რომელიმე მედიკამენტი, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის შეუქცევადი ინჰიბიტორები (მაოი), გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების დროს. მონოამინის ოქსიდაზის შეუქცევადი ინჰიბიტორების მიღებამ ვენლაფაქსინ ნორმონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების შეწყვეტიდან უნდა გავიდეს არაუმცირეს 7 დღე მაოი-ს მიღებამდე (იხ. პარაგრაფები “სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი” და “სეროტონინის სინდრომი”).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან უნდა მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომელთა მიღებამ ვენლაფაქსინ ნორმონთან ერთად შეიძლება გაზარდოს სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი (იხ. “სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი”);

თუ პაციენტს აღენიშნება თვალის პრობლემები, მაგალითად გარკვეული სახის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ პაციენტს ანამნეზში მაღალი არტერიული წნევა აქვს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლდენის დარღვევები (სისხლჩაქცევების განვითარების მიდრეკეილება ან ადვილად სისხლდენის ტენდენცია) ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს, ან არის ორსულად (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება”);

თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის მაღალი დონე;

თუ პაციენტს თვითონ ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება მანია ან ბიპოლარული აშლილობა (ჰიპერაგზნების ან ეიფორიის განცდა);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება აგრესიული ქცევა.

ვენლაფაქსინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ამ ჯგუფის ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომელსაც მიეკუთვნება ვენლაფაქსინი ნორმონი (ე.წ. SSRI/SNRI), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუქცია (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გაგრძელდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თუ რომელიმე ეს მდგომარეობა ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებამდე.

დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი დაღლილობა და ცნობიერების დაკარგვა. ალკოჰოლის და/ან გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დეპრესიის და სხვა მდგომარეობების, როგორიცაა შფოთვითი დარღვევები, სიმპტომები.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების გაუარესება

თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შეიძლება ჰქონდეს თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ეს აზრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების პირველად მიღების დაწყებისას, რადგან ყველა მედიკამენტს მოქმედების დასაწყებად სჭირდება გარკვეული დრო, ჩვეულებრივ ორი კვირა, მაგრამ ხანდახან უფრო დიდი დრო.

პაციენტს დიდი ალბათობით შეიძლება აღენიშნოს ასეთი აზრები:

თუ მას როდესმე ჰქონია სუიციდური ან თვითდაზიანების ფიქრები;

თუ ის ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მიხედვით, სუიციდური ქცევის რისკი იზრდება ფსიქიკური დარღვევების მქონე ახალგაზრდა (25 წლამდე ასაკის) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ პაციენტს აქვს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა.

პაციენტისათვის სასარგებლო იქნება, თუ ის ახლო ნათესავს ან მეგობარს შეატყობინებს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. ახლობლებმა უნდა უთხრან პაციენტს, თუ ფიქრობენ, რომ მისი დეპრესიული მდგომარეობა ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან აღენიშნება ქცევის ცვლილებები.

პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე აღინიშნება პაციენტების 10%-ში ვენლაფაქსინით მკურნალობის დროს. ამ მდროს იზრდება კარიესის განვითარების რისკი. ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პირის ღრუს ჰიგიენას.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება

ვენლაფაქსინი ნორმონი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ასევე, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ ჯგუფის მედიკამენტებით, აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალი რისკი, როგორიცაა: თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური ფიქრები და მტრული განწყობა (უპირატესად, აგრესია, საწინააღმდეგო ქცევა და მრისხანება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ვენლაფაქსინი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ ჩათვლის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესებშია. თუ ექიმი დანიშნავს ვენლაფაქსინ ნორმონს 18 წლამდე ასაკის პაციენტში და პაციენტს სურს ამის განხილვა, უნდა მიმართოს ექიმს. საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტში ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებისას გამოვლინდება ან გაუარესდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის ნაჩვენები ვენლაფაქსინის ხანგრძლივი უსაფრთხოების ეფექტები ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და განვითარებაზე.

სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი, ბუნებრივი და მცენარეული საშუალებების, მიღება ან მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი: იხ. პარაგრაფი “რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებამდე”):

სეროტონინის სინდრომი: სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა (იხ. პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”) შეიძლება განვითარდეს ვენლაფაქსინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, როცა მისი მიღება ხდება სხვა მედიკამენტებთან. ამ მედიკამენტის მაგალითები მოიცავს:

ტრიფტანები (გამოიყენება შაკიკის დროს);

დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, მაგ.: სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან ლითიუმის შემცველი პრეპარატები;

ლინეზოლიდის შემცველი მედიკამენტები - ანტიბიოტიკი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

მოკლობემიდის შემცველი მედიკამენტები – შექცევადი მაოი (გამოიყენება დეპრესიის დროს);

სიბუტრამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება წონის კლებისათვის);

ტრამადოლის შემცველი მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებელი);

კრაზანას შემცველი პროდუქტები (ე.წ. “Hypericum preforatum”, ბუნებრივი ან მცენარეული საშუალება, გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს);

ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები (გამოიყენება ძილის პრობლემების და დეპრესიის დროს).

სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი ნიშნების კომბინაციას: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, კოორდინაციის დარღვევა, აჩქარებული გულისცემა, სხეულის ტემპერატურის მომატება, სისხლის წნევის სწრაფი ცვლილებები, რეფლექსების გაძლიერება, დიარეა, კომა, გულისრევა, ღებინება. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება სეროტონინის სინდრომი.

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება ასევე ურთიერთქმედებაში შევიდნენ ვენლაფაქსინ ნორმონთან და გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ:

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

ჰალოპერიდოლი ან რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების დროს);

მეტოპროლოლი (ბეტა-ბლოკატორი, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის პრობლემების დროს).

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად (იხ. პარაგრაფი 3 “ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების წესი”).

ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი დაღლილობა და ცნობიერების დაკარგვა, და დეპრესიის და სხვა მდგომარეობების, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა, სიმპტომების გაუარესება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი შესაძლო სარგებლისა და ნაყოფზე შესაძლო რისკების ექიმთან ერთად განხილვის შემდეგ.

ორსულობის დროს ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებისას უნდა ეცნობოს ექიმს და/ან მეანს, რადგან ახალშობილის შეიძლება აღენიშნებოდეს ზოგიერთი სიმპტომი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში და მოიცავს კვებისა და სუნთქვის პრობლემებს. თუ ახალშობილს აღენიშნება ეს სიმპტომები, საჭიროა ექიმთან და/ან მეანთან კონსულტაცია.

მეანს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ვენლაფაქსინ ნორმონს ორსულობის დროს. მსგავსი მედიკამენტების (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების, SSRI) მიღებამ ორსულობის დროს ახალშობილებში შეიძლება გაზარდოს სერიოზული მდგომარეობის, ე.წ. პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN), რისკი, რომლის დროსაც ახალშობილებს აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება და ციანოზი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან და/ან მეანთან.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღებისას ორსულობის ბოლოს შეიძლება გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რიკის მშობიარობიდან მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის დარღვევები. ექიმს ან მეანს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ვენლაფაქსინ ნორმონს, რათა მისცენ შესაბამისი რეკომენდაცია.

ვენლაფაქსინი ნორმონი აღწევს დედის რძეში. არსებობს მისი გავლენის რისკი ახალშობილებზე. ამიტომ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების თუ ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა ხელსაწყოების ან მექანიმზების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ რა გავლენას ახდენს მასზე ვენლაფაქსინი ნორმონი.

ვენლაფაქსინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივ, რეკომენდებული საწყისი დოზაა 75 მგ დღეში, გაყოფილი დოზებად, ორ-სამჯერ დღეში. ექიმმა შეიძლება დოზა თანდათან გაზარდოს, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 375 მგ-მდე დღეში დეპრესიის მკურნალობის დროს.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დილით ან საღამოს.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს.

ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს ვენლაფაქსინი ნორმონის განსხვავებულ დოზას.

დაუშვებელია ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. პარაგრაფი “ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას”).

ვენლაფაქსინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ექიმის მიერ დანიშნული ვენლაფაქსინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ასევე შესაძლებელია ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

დოზის გადაჭარბება შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს, განსაკუთრებით ალკოჰოლის და/ან გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას (იხ. „სხვა მედიკამენტები და ვენლაფაქსინი ნორმონი“).

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტაქიკარდიას, სიფხიზლის დონის ცვლილებებს (ძილიანობიდან კომამდე), მხედველობის დაბინდვას, გულყრებს და ღებინებას.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დოზის მიღება ჩვეულებრივად. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას

მედიკამენტით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. თუ ექიმი მიიჩნევს, რომ პაციენტი აღარ საჭიროებს ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობას, დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით მკურნალობის მთლიანად შეწყვეტამდე. ვენლაფაქსინი ნორმონით მკუნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტებში აღწერილია გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, ვენლაფაქსინი ნორმონის სწრაფად შეწყვეტისას ან დოზის სწრაფად შემცირებისას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გაბრუება, თავის ტკივილი, უძილობა, ღამის კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, დიარეა, ნევროზულობა, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, ყურებში ხმაურის შეგრძნება, ჩხვლეტის ან იშვიათად ელექტრული შოკის შეგრძნებები, ძლიერი თავბრუსხვევა, ჩხვლეტის ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნებები, სისუტე, ოფლიანობა, გულყრები ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს ვენლაფაქსინი ნორმონით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომები, რომლებიც შემაწუხებელია, საჭიროა ექიმთან მიმართვა დამატებითი რეკომენდაციისათვის.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქციები

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, ვენლაფაქსინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა.

მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, ხმაურიანი სუნთქვა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;

სახის, ხორხის, ხელების ან ფეხების შეშუპება;

ნევროზულობა ან შფოთვა, თავბრუსხვევა, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, კანის უეცარი გაწითლება და/ან სიცხის შეგრძნება;

ინტენსიური გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება (ამობურცული ზოლები წითელ ან ფერმკრთალ კანზე, ხშირად ქავილის თანხლებით).

სერიოზული გვერდითი მოვლენები

თუ ვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

გულის პრობლემები, როგორიცაა აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, სისხლის წნევის მომატება;

თვალების პრობლემები, როგორიცაა: მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება;

ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა, გულყრები;

ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა ჰიპერაქტიურობა და ეიფორია;

მედიკამენტის მოხსნის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი “ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების წესი” და “ვენლაფაქსინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას”).

გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი

ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლსაფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი

აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი

აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი

აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი

აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში

სიხშირე უცნობია

სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

სისხლის დარღვევები

არახშირი: სისხლჩაქცევა, კუპრისფერი განავალი ან სისხლი განავალში, რაც შეიძლება შინაგანი სისხლდენის ნიშანი იყოს.

სიხშირე უცნობია: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, რაც იწვევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის გაზრდილ რისკს; სისხლის დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გაზრდილი რისკი; ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან ხანმოკლე პერიოდში (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება” მე-2 პარაგრაფში დამატებითი ინფორმაციისათვის.

მეტაბოლიზმის/კვებითი დარღვევები

ხშირი: წონის კლება, ქოლესტერინის გაზრდილი დონე.

არახშირი; წონის მომატება.

სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების დონის მცირე ცვლილებები სისხლში; სისხლში ნატრიუმის დაქვეითებული დონე; ქავილი, თვალების ან კანის სიყვითლე, მუქი შარდი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის ანთების სიმპტომებია (ჰეპატიტი); ცნობიერების დაბინდვა, წყლის ჭარბი მიღება (ე.წ. SIADH); სარძევე ჯირკვლებიდან რძის პათოლოგიური წარმოქმნა.

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

ხშირი: უჩვეულო სიზმრები; დაქვეითებული ლიბიდო; თავბრუსხვევა, კუნთების ტონუსის გაზრდა; უძილობა; ნევროზულობა; წვის და ჩხვლეტის შეგრძნება; სედაცია; ტრემორი; ცნობიერების დაბინდვა; დეპერსონალიზაციის შეგრძნება.

არახშირი: გრძნობების ან ემოციების არქონა; ჰალუცინაციები; კუნთების უნებლიე მოძრაობები; აგზნება, კოორდინაციის და ბალანსის დარღვევა.

იშვიათი: მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა; გულყრები; ჰიპერაგზნება ან ეიფორია.

სიხშირე უცნობია: მაღალი ტემპერატურა კუნთების რიგიდობით, ცნობიერების დაბინდვა ან აგზნება, და ოფლიანობა, ან კუნთების მოძრაობები, რომლებიც ვერ კონტროლდება, შეიძლება მძიმე მდგომარეობის, ე.წ. ავთვისებიანი ნეიროლეფსური სიდრომის სიმპტომები იყოს; ეიფორიის შეგრძნება, ძილიანობა, თვალების სწრაფი მოძრაობა, შეშუპება, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდობა, რომლებიც სეროტონინის სინდრომის სიმპტომებია; დეზორიენტაცია და ცნობიერების დაბინდვა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ჰალუცინაციები (დელირიუმი); რიგიდობა, სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაობები; თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

სენსორული დარღვევები

ხშირი: მხედველობის დაბინდვა.

არახშირი: გემოს ცვლილება, ყურებში ხმაური (ტინიტუსი).

სიხშირე უცნობია: თვალების ძლიერი ტკივილი და მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა.

გულისა და ცირკულატორული დარღვევები

ხშირი: სისხლის წნევის მომატება, ალები, გულის ფრიალი.

არახშირი: თავბრუსხვევა (განსაკუთრებით, სწრაფად ადგომისას), გულისწასვლა, სწრაფი გულისცემა.

სიხშირე უცნობია: სისხლის წნევის დაქვეითება, პათოლოგიური, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა.

სუნთქვითი სისტემის დარღვევები

ხშირი; მთქნარება.

სიხშირე უცნობია: ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი და მაღალი ტემპერატურა, რაც ფილტვების ანთების სიმპტომებია, რომელიც დაკავშირებულია ლეიკოციტების მომატებასთან (პულმონარული ეოზინოფილია).

საჭმლის მონელების დარღვევები

ძალიან ხშირი: გულისრევა.

ხშირი: მადის დაქვეითება, ყაბზობა, ღებინება.

არახშირი: კბილების კრაჭუნი, დიარეა.

სიხშირე უცნობია: მუცლის ან წელის ძლიერი ტკივილი (რაც შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავების, ღვიძლის ან პანკრეასის სერიოზულ პრობლემაზე).

კანის დარღვევები

ძალიან ხშირი: ოფლიანობა (მათ შორის, ღამით ოფლიანობა).

არახშირი; კანზე გამონაყარი, თმის პათოლოგიური ცვენა.

სიხშირე უცნობია: გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცვლა; ქავილი, სუსტი გამონაყარი.

ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები

სიხშირე უცნობია: კუნთების აუხსნელი ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე (რაბდომიოლიზი).

საშარდე სისტემის დარღვევები

ხშირი: შარდის გამოყოფის დარღვევები; გაძლიერებული შარდვა.

არახშირი: შარდის შეკავება.

სექსუალური და რეპროდუქციული დარღვევები

ხშირი: ეაკულაციის/ორგაზმის დარღვევა, ორგაზმის მიუღწევლობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია); მენსტრუაციის დარღვევები, როგორიცაა გაძლიერებული სისხლდენა ან გაძლიერებული არარეგულარული სისხლდენა.

არახშირი: ორგაზმის დარღვევა (ქალებში).

ზოგადი დარღვევები

ხშირი: სისუსტე (ასთენია), შემცივნება.

არახშირი: მზის სინათლეზე მგრძნობელობა.

სიხშირე უცნობია: სახის ან ენის შეშუპება, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, ხშირად კანზე გამონაყარით (შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქცია).

ვენლაფაქსინი ნორმონი ზოგჯერ იწვევს არასასურველ მოვლენებს, რომლებსაც პაციენტი ვერ გრძნობს, როგორიცაა სისხლის წნევის მომატება ან გულისცემის დარღვევა, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონეები მცირე ცვლილებები. უფრო იშვიათად, ვენლაფაქსინმა ნორმონმა შეიძლება დააქვეითოს თრომბოციტების ფუნქცია სისხლში, რაც იწვევს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის გაზრდილ რისკს. ამიტომ, ექიმმა შეიძლება პერიოდულად ჩაატაროს სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანგრძლივად იღებს ვენლაფაქსინ ნორმონს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: (ვებგვერდი: www.notificaRAM.es).

ვენლაფაქსინის ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ვენლაფაქსინი ნორმონის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის და პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ვენლაფაქსინი ნორმონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ვენლაფაქსინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ვენლაფაქსინს (ჰიდროქლორიდის სახით);

დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარტოფილის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172), რკინის წითელი ოქსიდი (E-172).

ვენლაფაქსინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ვენლაფაქსინი ნორმონი 75 მგ წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით. ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გრავირებით, ნაჭდევით და აღნიშვნით. ტაბლეტები იყოფა თანაბარ ნაწილებად.

ვენლაფაქსინი ნორმონი 75 მგ მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს შიგნით მისაღებად.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos, Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოსი, მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის მაისი

პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა