პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ფასლოდექსი

FASLODEX

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ფასლოდექსი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული დამცავი რგოლის სახურავის მქონე გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით (შპრიცით). ინჟექტორს კორპუსზე მიმაგრებისთვის თან ახლავს უსაფრთხო ნემსიც (SafetyGlide). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფულვესტრანტი (fulvestrant)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/5მლ საინექციო ხსნარი №2
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიესტროგენები
ATC კოდი
L02BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0224
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფასლოდექსი და სხვა წამალი ერთად

ფასლოდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფასლოდექსი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული დამცავი რგოლის სახურავის მქონე გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით (შპრიცით). ინჟექტორს კორპუსზე მიმაგრებისთვის თან ახლავს უსაფრთხო ნემსიც (SafetyGlide).

ფასლოდექსის, თითოეული გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის 5 მლ ხსნარი მოქმედი ნივთიერების სახით 250 მგ ფულვესტრანტს შეიცავს. ფასლოდექსი, გამჭვირვალე, უფერო-მოყვითალო ფერის, ვისკოზური ხსნარია.

ფასლოდექსი, ესტროგენ-რეცეპტორების ბლოკერების (ესტროგენის შებოჭვით გააქტიურებულ ზოგიერთ პროტეინებს აინჰიბირებს) სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ქალის სქესობრივი ჰორმონებიდან ერთერთი - ესტროგებები, ზოგერთ შემთხვევაში ძუძუს სიმსივნის განვითარებაში მნიშვენლოვან როლს თამაშობს.

ფასლოდექსი გამოიყენება;

ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს მონოთერაპიის სახით, როცა ჰორმონ რეცეპტორი დადებითი, ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 ნეგატიურია, როცა აღინიშნება ლოკალური პროგრესია ანდა სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება (მეტასტაზი), ასევე გამოიყენება მაშინ, როცა ძუძუს სიმსივნის გამო ავადმყოფს უკვე ჩატარებული აქვს ენდოკრინული მკურნალობა (ჰორმონოთერაპია), ფასლოდექსი, ასევე გამოიყენება მენოპაუზაში მყოფი ქალების მკურნალობისთვის.

აგრეთვე, მონოთერაპიის სახით ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს, როცა სიმსივნე ადრეულ სტადიაშია გამოვლენილი ანდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში გავრცელებულია (ადიუვანტური ანდა მეტასტაზური დაავადება), ამ დროს გამოიყენება ანტიესტროგენული მკურნალობისთვის ანდა მოგვიანებით, მენოპოაუზაში გადასული ქალების სამკურნალოდ, როცა აღინიშნება ძუძუს სიმსივნის რეციდივი (განმეორებით გამოვლენა).

ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს, როცა მანამდე ენდოკრინული (ჰორმონოთერაპია) მკურნალობა არ არის ჩატარებული, ასევე მენოპაუზაში გადასული ქალების სამკურნალოდ, ამ დროს ფასლოდექსი გამოიყენება CDK 4/6 ინჰიბიტორთან (ციკლინ დამოკიდებული კინაზა 4/6 სუპრესორი)ერთად კომბინაციაში, როცა ჰორმონ რეცეპტორი პოზიტიური, ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 ნეგატიურია და აღინიშნება ძუძუს სიმსივნის ლოკალური პროგრესია ანდა სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება.

ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს, როცა მანამდე ენდოკრინული (ჰორმონოთერაპია) მკურნალობა არ არის ჩატარებული, ასევე მენოპაუზაში გადასული ქალების სამკურნალოდ, ამ დროს ფასლოდექსი გამოიყენება CDK 4/6 ინჰიბიტორთან ერთად კომბინაციაში, როცა ჰორმონ რეცეპტორი პოზიტიური, ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 ნეგატიურია და აღინიშნება ძუძუს სიმსივნის ლოკალური პროგრესია ანდა სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება.

ფასლოდექსის, CDK 4/6 ინჰიბიტორთან ერთად კომბინაციაში გამოყენების დროს, მნიშვნელოვანია იხილოთ შესაბამისი ნაწილი- CDK 4/6 ინჰიბიტორის გამოყენების ინსტრუქცია. CDK 4/6 ინჰიბიტორის შესახებ ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს მიმართოთ.

  • ფასლოდესის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფასლოდექსი, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ფულვესტრანტის ანდა ფასლოდექსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ალერგია გაქვთ,

ორსულად ხართ ანდა ძუძუთი კვების პერიოდი გაქვთ,

ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ.

ფასლოდექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ:

თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ,

სისხლში თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება ანდა სისხლდენის დარღვევები გაქვთ,

სისხლის შედედების პრობლემები გაქვთ.

ძვლის დაზიანება (ოსტეოპოროზი, ძვლის ინტენსივობის დაკარგვა) გაქვთ,

ალკოჰოლიზმათან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ფასლოდექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფასლოდექსი, საკვებთან ანდა სასმელთან ურთიერთქმედებით არ ხასიათდება.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

როგორც, ზრდასრულ ასაკში მყოფი ქალებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის ფასლოდექსის რეკომენდირებული დოზაა: ორი 5 მლ-იანი ინექცია თვეში ერთხელ, ჯამური დოზაა: 500 მგ და სპეციალურად, პირველი დოზიდან 2 კვირის შემდეგ, ერთჯერადად მიეცემა დამატებითი დოზა: 500 მგ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ფასლოდექსი, ექიმის ანდა ექთნის მიერ დუნდულოზე, კუნთში ნელი ინექციით კეთდება.

ფასლოდექსის გაკეთების ტექნიკა და მითითებები მოცემულია ინსრტრუქციის ბოლო ნაწილში, გთხოვთ, იხილეთ ნაწილი- რომელიც განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და ზრდარულებში გამოყენება:

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში წამლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შეფასებული, ამიტომ ფასლოდექსის 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, ფასლოდექსის რეკომენდირებული დოზაა: თვეში ერთხელ ორი 5 მლ-იანი ინექცია, ჯამური დოზა: 500 მგ და ერთეჯრადად, პირველი დოზიდან 2 კვირის შემდეგ დამატებითი დოზა: 500 მგ.

სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე ინჟექტორის უსაფრთხო ნემსი (BD SafetyGlide დამცავი ჰიპოდერმული ნემსი) ავტოკლავში არ მოათავსოთ. გამოყენების და განადგურების დროს თითები ყოველთვის ნემსის უკანა ნაწილში უნდა გქონდეთ დადებული.

ორივე ინჟექტორისთვის:

ინჟექტორის მინის კორპუსი შეფუთვის სათავსოდან ამოიღეთ და დაათვალიერეთ, დაზიანებული ხომ არის, შეამოწმეთ.

უსაფრთხო ნემსის (Safety-GlideTM) გარე შეფუთვა გახსენით.

პარენტერალური ხსნარების ინფუზიამდე შეამოწმეთ, ხსნარი ხომ არ შეიცავს ნაწილაკებს, ფერი ხომ არ არის შეცვლილი.

შპრიცი გოფრირებული ნაწილიდან (C) ვერტიკალურად დაიჭირეთ. მეორე ხელით სახურავი დაიჭირეთ (A) და ფრთხილად, წინ და უკან მოძრაობით გადაღუნეთ, სანამ სახურავი არ მოიხსნება. არ დაატრიალოთ.

(იხილეთ ფოტო-1 )

სახურავი (A) სწორი მიმართულებით, ზემოთ დაქაჩვით მოხსენით. სტერილურობის დაცვის მიზნით შპრიცის წვერს (B) არ შეეხოთ. (იხილეთ ფოტო-2)

უსაფრთხო ნემსი Luer-Lok-ს მოარგეთ და დაატრიალეთ სანამ არ ჩაჯდება. (იხილეთ ფოტო-3)

ვერტიკალური პოზიციის შეცვლამდე დარწმუნდით, გადაამოწმეთ, რომ ნემსი Luer კონტაქტის ადგილას ჩაკეტილია.

ნემსი, სწორი მოძრაობით, მოქაჩვით ამოიღეთ ნემსის სათავსოდან-ყალიბიდან, ისე რომ ნემსის წვერი არ დაზიანდეს.

სავსე ინჟექტორი მოამზადეთ გაკეთებისთვის.

ნემსზე არსებული დამცავი ყალიბი მოხსენით.

ინჟექტორში არსებული ჰაერი გამოიტანეთ.

დუნდულოს მიდამოში (გლუტეალური არე), ინტრამუსკულარულად ინექციით პრეპარატი ნელა შეიყვანეთ (1-2 წთ/ინექცია). მომხმარებლისთვის ადვილი რომ იყოს, ნემსის წვერი, აჭრილი და ბასრი ზედაპირით, რომელიც ზემოთაა მიმართული დაფიქსირებულია ინჟექტორის სახელურზე. (იხილეთ ფოტო-4).

ავადმყოფის ინექციის მიდამოდან ნემსის ამოღებისთანავე, ინჟექტორზე არსებული სახელური წინა მიმართულებით, ნემსის წვერის დაფარვამდე სრულად გადაწიეთ და ნემსის დამცავი მექანიზმი აამოქმედეთ (იხილეთ ფოტო-5)

შენიშვნა: ვიზუალურად დარწმუდნით, რომ პლასტიკური სახელური ბოლომდე გადაწეულია და ნემსი წვერი დაფარულია. თუ, ამ ეტაპს არ განახორციელებთ, ინჟექტორი მაშინვე ჩააგდეთ ისეთ ყუთში სადაც ბასრი საგნები ინახება.

შევსებული შპრიცები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.

გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტები ანდა ნარჩენი მასალა, ადგილობრივი მმართველობის შესაბამისად უნდა იქნას გადაგდებული.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფასლოდექსი, ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ორსულობის ალბათობა არსებობს, ფასლოდექსით მკურნალობის დროს და მკურნალობისას მიღებული ბოლო დოზის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

ფასლოდექსით მკურნალობის დროს, ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფასლოდექსის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი, თუმცა, თუ მკურნალობის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ფასლოდექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ფასლოდექსის შემადგენლობაში 10% -მდე მოცულობის ეთანოლის სპირტია (მაგ. თითოეული ინჟექტორში 500 მგ-მდე, თითოეულ ინექციის დროს 10 მლ ლუდის ექვივალენტური რაოდენობის, თითოეული ინექციის დროს 4 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობით). ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე ავადმყოფებისთვის შეიძლება საზიანო იყოს. ღვიძლის დაავადების ანდა ეპილეფსიის მქონე მაღალის რისკის ჯგუფის ავადმყოფებთან აღნიშნული მომენტი გათვალისწინებული უნდა იქნას.

ფაქსლოდექსის ყოველი ინექციის დროს 1მლ ხსნარი, 100 მგ ექვივალენტური რაოდენობით 500 მგ ბენზილის სპირტს (<90მგ/კგ/დღეში) შეიცავს. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულანტს) წამალს ღებულობთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

მონაცემები არ არსებობს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფასლოდექსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფასლოდექსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ალერგიული რეაქციები(მომატებული მგრძნობელობა): სახის, ტუჩების, ენის და/ანდა ხახის შეშუპება, როემლიც შეიძლება ანაფილაქსიის მაჩვენებელი ნიშნები იყოს.

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების რისკის მომატება)* (თუ, ფეხებში გამოვლინდება: ტკივილი, შეშუპება, სიმხურვალის მომატება და სიწითლე. თუ ფილტვებში გამოვლინდება: უეცარი ტკივილი მკერდში, სუნთქვის გაძნელება, ხველის დროს სისხლიანი მასა და ცნობიერების დაკარგვა).

ღვიძლის ანთება(ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

ღვიძლის უკმარისობა

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ფასლოდექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა ჩამოთვლილი:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

ინექციის ადგილის ტკივილი და ინექციის ადგილის გაღიზიანება, დაჩირქების ჩათვლით

ღვიძლის ფერმენტების მომატება (სისხლის ანალზით ვლინდება)*

გულისრევა (ავადმყოფას გრძნობს)

სისუსტე, ძალის დაკარგვა *

სახსრების და კუნთების ტკივილი. ძვლების ტკივილი

შეხურება

კანზე გამონაყარი

სახის, ტუჩების,ენის და/ანდა ხახის შეშუპებით გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები)

გავრცელებული:

თავის ტკივილი

ღებინება, დიარეა, უმადობა*

საშარდე გზების ინფექცია

ზურგის ტკივილი*

ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლში წარმოებული ნაღვლის პიგმენტი)

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების მომატებული რისკი)*

თრომბოციტების დონის დაცემა (თრომბოციტოპენია)

ვაგინალური სისხლდენა

ცალ მხარეს, ფეხებში გავრცელებული ტკივილი (რადიკულიტი)

ფეხებზე, უფრო მეტად ცალ მხარეს გამოვლენილი უეცარი ძალის დაკარგვა, სისუსტე, დაბუჟება ანდა მოძრაობის უნარის დაკარგვა, სიარულთან და წონასწორობასთან დაკავშირებული, უეცრად განვითარებული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია)

ნაკლებად გავრცელებული

ვაგინალური კანდიდოზი (საშოში განვთარებული სოკოვანი დაავადების სახე), მუქი, მოთეთრო გამონადენი

ინექციის ადგილას შესივება და სისხლდენა

გამა-გტ მომატება(ღვიძლის ფერმენტი, სისხლი ანალიზით ვლინდება)

ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი)

ღვიძლის უკმარისობა

დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი

ანაფილაქსიური რეაქციები

  • თანმხლები დაავადებების გამო, ფასლოდექსის როლი ამ გვერდითი ეფექტების განვითარებაში არ არის შეფასებული.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ფასლოდექსის შენახვა

ფასლოდექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ, 20 C -80 C ტემპერატურაზე (მაცივარში).

არ გაყინოთ. გაყინული პროდუქტი გალღობის შემდეგ არ გამოიყენოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით მზა ინჟექტორი ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფასლოდექსი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეა.

თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, ფასლოდექსი არ გამოიყენოთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი შპრიცები ქალაქის წყლებში და ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი კრედი პლაზა, ბლოკი-ბ. სართული-3-4. ლევენთი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co KG, ლანგენარგენი/გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19/03/2021 დამოწმებულია.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც განახორციელდებს ფასლოდექსის ინექციას

ფასლოდექსი 500 მგ, (2 x 250 მგ/5 მლ საინექციო ხსნარი) 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით კეთდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ფასლოდექსი 250 მგ/5 მლ საინექციო ხსნარი

განკუთვნილია ინტრამუსკულარული (კუნთებში) ინექციისთვის.

სტერიულურია.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის 5 მლ-იანი ხსნარი მოქმედი ნივთიერების სახით 250 მგ ფულვესტრანტს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: 96% ეთანოლი, ბენზილის სპირტი, ბენზილ ბენზოატი, რაფინირებული აბუსალათინის ზეთი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ფასლოდექსი?

ფასლოდექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ფასლოდექსი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ფასლოდექსის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ფასლოდექსი?

ფასლოდექსი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული დამცავი რგოლის სახურავის მქონე გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით (შპრიცით). ინჟექტორს კორპუსზე მიმაგრებისთვის თან ახლავს უსაფრთხო ნემსიც (SafetyGlide).

ფასლოდექსის, თითოეული გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის 5 მლ ხსნარი მოქმედი ნივთიერების სახით 250 მგ ფულვესტრანტს შეიცავს. ფასლოდექსი, გამჭვირვალე, უფერო-მოყვითალო ფერის, ვისკოზური ხსნარია.

ფასლოდექსი, ესტროგენ-რეცეპტორების ბლოკერების (ესტროგენის შებოჭვით გააქტიურებულ ზოგიერთ პროტეინებს აინჰიბირებს) სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ქალის სქესობრივი ჰორმონებიდან ერთერთი - ესტროგებები, ზოგერთ შემთხვევაში ძუძუს სიმსივნის განვითარებაში მნიშვენლოვან როლს თამაშობს.

ფასლოდექსი გამოიყენება;

ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს მონოთერაპიის სახით, როცა ჰორმონ რეცეპტორი დადებითი, ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 ნეგატიურია, როცა აღინიშნება ლოკალური პროგრესია ანდა სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება (მეტასტაზი), ასევე გამოიყენება მაშინ, როცა ძუძუს სიმსივნის გამო ავადმყოფს უკვე ჩატარებული აქვს ენდოკრინული მკურნალობა (ჰორმონოთერაპია), ფასლოდექსი, ასევე გამოიყენება მენოპაუზაში მყოფი ქალების მკურნალობისთვის.

აგრეთვე, მონოთერაპიის სახით ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს, როცა სიმსივნე ადრეულ სტადიაშია გამოვლენილი ანდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში გავრცელებულია (ადიუვანტური ანდა მეტასტაზური დაავადება), ამ დროს გამოიყენება ანტიესტროგენული მკურნალობისთვის ანდა მოგვიანებით, მენოპოაუზაში გადასული ქალების სამკურნალოდ, როცა აღინიშნება ძუძუს სიმსივნის რეციდივი (განმეორებით გამოვლენა).

ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს, როცა მანამდე ენდოკრინული (ჰორმონოთერაპია) მკურნალობა არ არის ჩატარებული, ასევე მენოპაუზაში გადასული ქალების სამკურნალოდ, ამ დროს ფასლოდექსი გამოიყენება CDK 4/6 ინჰიბიტორთან (ციკლინ დამოკიდებული კინაზა 4/6 სუპრესორი)ერთად კომბინაციაში, როცა ჰორმონ რეცეპტორი პოზიტიური, ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 ნეგატიურია და აღინიშნება ძუძუს სიმსივნის ლოკალური პროგრესია ანდა სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება.

ძუძუს სიმსივნის ისეთი ფორმების დროს, როცა მანამდე ენდოკრინული (ჰორმონოთერაპია) მკურნალობა არ არის ჩატარებული, ასევე მენოპაუზაში გადასული ქალების სამკურნალოდ, ამ დროს ფასლოდექსი გამოიყენება CDK 4/6 ინჰიბიტორთან ერთად კომბინაციაში, როცა ჰორმონ რეცეპტორი პოზიტიური, ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 ნეგატიურია და აღინიშნება ძუძუს სიმსივნის ლოკალური პროგრესია ანდა სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება.

ფასლოდექსის, CDK 4/6 ინჰიბიტორთან ერთად კომბინაციაში გამოყენების დროს, მნიშვნელოვანია იხილოთ შესაბამისი ნაწილი- CDK 4/6 ინჰიბიტორის გამოყენების ინსტრუქცია. CDK 4/6 ინჰიბიტორის შესახებ ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს მიმართოთ.

  • ფასლოდესის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფასლოდექსი, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ფულვესტრანტის ანდა ფასლოდექსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ალერგია გაქვთ,

ორსულად ხართ ანდა ძუძუთი კვების პერიოდი გაქვთ,

ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ.

ფასლოდექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ:

თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ,

სისხლში თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება ანდა სისხლდენის დარღვევები გაქვთ,

სისხლის შედედების პრობლემები გაქვთ.

ძვლის დაზიანება (ოსტეოპოროზი, ძვლის ინტენსივობის დაკარგვა) გაქვთ,

ალკოჰოლიზმათან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ფასლოდექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფასლოდექსი, საკვებთან ანდა სასმელთან ურთიერთქმედებით არ ხასიათდება.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფასლოდექსი, ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ორსულობის ალბათობა არსებობს, ფასლოდექსით მკურნალობის დროს და მკურნალობისას მიღებული ბოლო დოზის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფასლოდექსით მკურნალობის დროს, ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ფასლოდექსის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი, თუმცა, თუ მკურნალობის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ფასლოდექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ფასლოდექსის შემადგენლობაში 10% -მდე მოცულობის ეთანოლის სპირტია (მაგ. თითოეული ინჟექტორში 500 მგ-მდე, თითოეულ ინექციის დროს 10 მლ ლუდის ექვივალენტური რაოდენობის, თითოეული ინექციის დროს 4 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობით). ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე ავადმყოფებისთვის შეიძლება საზიანო იყოს. ღვიძლის დაავადების ანდა ეპილეფსიის მქონე მაღალის რისკის ჯგუფის ავადმყოფებთან აღნიშნული მომენტი გათვალისწინებული უნდა იქნას.

ფაქსლოდექსის ყოველი ინექციის დროს 1მლ ხსნარი, 100 მგ ექვივალენტური რაოდენობით 500 მგ ბენზილის სპირტს (<90მგ/კგ/დღეში) შეიცავს. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულანტს) წამალს ღებულობთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ფასლოდექსი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

როგორც, ზრდასრულ ასაკში მყოფი ქალებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის ფასლოდექსის რეკომენდირებული დოზაა: ორი 5 მლ-იანი ინექცია თვეში ერთხელ, ჯამური დოზაა: 500 მგ და სპეციალურად, პირველი დოზიდან 2 კვირის შემდეგ, ერთჯერადად მიეცემა დამატებითი დოზა: 500 მგ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ფასლოდექსი, ექიმის ანდა ექთნის მიერ დუნდულოზე, კუნთში ნელი ინექციით კეთდება.

ფასლოდექსის გაკეთების ტექნიკა და მითითებები მოცემულია ინსრტრუქციის ბოლო ნაწილში, გთხოვთ, იხილეთ ნაწილი- რომელიც განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და ზრდარულებში გამოყენება:

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში წამლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შეფასებული, ამიტომ ფასლოდექსის 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, ფასლოდექსის რეკომენდირებული დოზაა: თვეში ერთხელ ორი 5 მლ-იანი ინექცია, ჯამური დოზა: 500 მგ და ერთეჯრადად, პირველი დოზიდან 2 კვირის შემდეგ დამატებითი დოზა: 500 მგ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თუ, მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხის თირკმლების უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

თუ, მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ამ დროს ფასლოდექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შეფასებული, ამიტომ ასეთ ავადმყოფებში სიფრთხილეა საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ, მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ფასლოდექსის გამოყენებასთან დაკაშირებით მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ფასლოდექსი არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ფიქრობთ, რომ ფასლოდექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ფასლოდექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ ფიქრობთ, რომ ფასლოდექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, ფასლოდექსის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

გვერდითი ეფექტები, რომელიც ფასლოდექსის მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს

მონაცემები არ არსებობს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფასლოდექსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფასლოდექსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ალერგიული რეაქციები(მომატებული მგრძნობელობა): სახის, ტუჩების, ენის და/ანდა ხახის შეშუპება, როემლიც შეიძლება ანაფილაქსიის მაჩვენებელი ნიშნები იყოს.

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების რისკის მომატება)* (თუ, ფეხებში გამოვლინდება: ტკივილი, შეშუპება, სიმხურვალის მომატება და სიწითლე. თუ ფილტვებში გამოვლინდება: უეცარი ტკივილი მკერდში, სუნთქვის გაძნელება, ხველის დროს სისხლიანი მასა და ცნობიერების დაკარგვა).

ღვიძლის ანთება(ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

ღვიძლის უკმარისობა

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ფასლოდექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა ჩამოთვლილი:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

ინექციის ადგილის ტკივილი და ინექციის ადგილის გაღიზიანება, დაჩირქების ჩათვლით

ღვიძლის ფერმენტების მომატება (სისხლის ანალზით ვლინდება)*

გულისრევა (ავადმყოფას გრძნობს)

სისუსტე, ძალის დაკარგვა *

სახსრების და კუნთების ტკივილი. ძვლების ტკივილი

შეხურება

კანზე გამონაყარი

სახის, ტუჩების,ენის და/ანდა ხახის შეშუპებით გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები)

გავრცელებული:

თავის ტკივილი

ღებინება, დიარეა, უმადობა*

საშარდე გზების ინფექცია

ზურგის ტკივილი*

ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლში წარმოებული ნაღვლის პიგმენტი)

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების მომატებული რისკი)*

თრომბოციტების დონის დაცემა (თრომბოციტოპენია)

ვაგინალური სისხლდენა

ცალ მხარეს, ფეხებში გავრცელებული ტკივილი (რადიკულიტი)

ფეხებზე, უფრო მეტად ცალ მხარეს გამოვლენილი უეცარი ძალის დაკარგვა, სისუსტე, დაბუჟება ანდა მოძრაობის უნარის დაკარგვა, სიარულთან და წონასწორობასთან დაკავშირებული, უეცრად განვითარებული პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია)

ნაკლებად გავრცელებული

ვაგინალური კანდიდოზი (საშოში განვთარებული სოკოვანი დაავადების სახე), მუქი, მოთეთრო გამონადენი

ინექციის ადგილას შესივება და სისხლდენა

გამა-გტ მომატება(ღვიძლის ფერმენტი, სისხლი ანალიზით ვლინდება)

ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი)

ღვიძლის უკმარისობა

დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი

ანაფილაქსიური რეაქციები

  • თანმხლები დაავადებების გამო, ფასლოდექსის როლი ამ გვერდითი ეფექტების განვითარებაში არ არის შეფასებული.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ფასლოდექსის შენახვა

ფასლოდექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ, 20 C -80 C ტემპერატურაზე (მაცივარში).

არ გაყინოთ. გაყინული პროდუქტი გალღობის შემდეგ არ გამოიყენოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით მზა ინჟექტორი ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფასლოდექსი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეა.

თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, ფასლოდექსი არ გამოიყენოთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი შპრიცები ქალაქის წყლებში და ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი კრედი პლაზა, ბლოკი-ბ. სართული-3-4. ლევენთი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co KG, ლანგენარგენი/გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19/03/2021 დამოწმებულია.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც განახორციელდებს ფასლოდექსის ინექციას

ფასლოდექსი 500 მგ, (2 x 250 მგ/5 მლ საინექციო ხსნარი) 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით კეთდება.

გაფრთხილება: გამოყენებამდე ინჟექტორის უსაფრთხო ნემსი (BD SafetyGlide დამცავი ჰიპოდერმული ნემსი) ავტოკლავში არ მოათავსოთ. გამოყენების და განადგურების დროს თითები ყოველთვის ნემსის უკანა ნაწილში უნდა გქონდეთ დადებული.

ორივე ინჟექტორისთვის:

ინჟექტორის მინის კორპუსი შეფუთვის სათავსოდან ამოიღეთ და დაათვალიერეთ, დაზიანებული ხომ არის, შეამოწმეთ.

უსაფრთხო ნემსის (Safety-GlideTM) გარე შეფუთვა გახსენით.

პარენტერალური ხსნარების ინფუზიამდე შეამოწმეთ, ხსნარი ხომ არ შეიცავს ნაწილაკებს, ფერი ხომ არ არის შეცვლილი.

შპრიცი გოფრირებული ნაწილიდან (C) ვერტიკალურად დაიჭირეთ. მეორე ხელით სახურავი დაიჭირეთ (A) და ფრთხილად, წინ და უკან მოძრაობით გადაღუნეთ, სანამ სახურავი არ მოიხსნება. არ დაატრიალოთ.

(იხილეთ ფოტო-1 )

სახურავი (A) სწორი მიმართულებით, ზემოთ დაქაჩვით მოხსენით. სტერილურობის დაცვის მიზნით შპრიცის წვერს (B) არ შეეხოთ. (იხილეთ ფოტო-2)

უსაფრთხო ნემსი Luer-Lok-ს მოარგეთ და დაატრიალეთ სანამ არ ჩაჯდება. (იხილეთ ფოტო-3)

ვერტიკალური პოზიციის შეცვლამდე დარწმუნდით, გადაამოწმეთ, რომ ნემსი Luer კონტაქტის ადგილას ჩაკეტილია.

ნემსი, სწორი მოძრაობით, მოქაჩვით ამოიღეთ ნემსის სათავსოდან-ყალიბიდან, ისე რომ ნემსის წვერი არ დაზიანდეს.

სავსე ინჟექტორი მოამზადეთ გაკეთებისთვის.

ნემსზე არსებული დამცავი ყალიბი მოხსენით.

ინჟექტორში არსებული ჰაერი გამოიტანეთ.

დუნდულოს მიდამოში (გლუტეალური არე), ინტრამუსკულარულად ინექციით პრეპარატი ნელა შეიყვანეთ (1-2 წთ/ინექცია). მომხმარებლისთვის ადვილი რომ იყოს, ნემსის წვერი, აჭრილი და ბასრი ზედაპირით, რომელიც ზემოთაა მიმართული დაფიქსირებულია ინჟექტორის სახელურზე. (იხილეთ ფოტო-4).

ავადმყოფის ინექციის მიდამოდან ნემსის ამოღებისთანავე, ინჟექტორზე არსებული სახელური წინა მიმართულებით, ნემსის წვერის დაფარვამდე სრულად გადაწიეთ და ნემსის დამცავი მექანიზმი აამოქმედეთ (იხილეთ ფოტო-5)

შენიშვნა: ვიზუალურად დარწმუდნით, რომ პლასტიკური სახელური ბოლომდე გადაწეულია და ნემსი წვერი დაფარულია. თუ, ამ ეტაპს არ განახორციელებთ, ინჟექტორი მაშინვე ჩააგდეთ ისეთ ყუთში სადაც ბასრი საგნები ინახება.

შევსებული შპრიცები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.

გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტები ანდა ნარჩენი მასალა, ადგილობრივი მმართველობის შესაბამისად უნდა იქნას გადაგდებული.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა