პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ფულვესტრანტი ევერ ფარმა 250მგ

Fulvestrant EVER Pharma 250mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფულვესტრანტს, რომელიც მიეკუთვნება ესტროგენის ბლოკატორების ჯგუფს. ესტროგენები წარმოადგენენ ქალის სასქესო ჰორმონებს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მონაწილეობდნენ ძუძუს კიბოს განვითარებაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფულვესტრანტი (fulvestrant)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/5მლ 5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №2 + 2 საინექციო ნემსი უსაფრთხოების დამცავი სისტემით (21G x 1½)
მწარმოებელი
EVER Pharma Jena GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიესტროგენები
ATC კოდი
L02BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044907
რეგისტრირებულია
27 თებერვალი 2026, მოქმედებს 27 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „შორე“
ურთიერთქმედების შემოწმებაფულვესტრანტი ევერ ფარმა 250მგ და სხვა წამალი ერთად

ფულვესტრანტი ევერ ფარმა 250მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფულვესტრანტს, რომელიც მიეკუთვნება ესტროგენის ბლოკატორების ჯგუფს. ესტროგენები წარმოადგენენ ქალის სასქესო ჰორმონებს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მონაწილეობდნენ ძუძუს კიბოს განვითარებაში.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა გამოიყენება ან:

ცალკე მონოთერაპიის სახით პოსტმენოპაუზის დროს ქალებში ისეთი ფორმის მკერდის კიბოს სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ესტროგენრეცეპტორ-დადებითი მკერდის კიბო და არის ადგილობრივად პროგრესირებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში (მეტასტაზური), ან

პალბოციკლიბთან კომბნაციაში ქალებში ძუძუს კიბოს ისეთი სახეობის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ჰორმონული რეცეპტორ-დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 2-უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოს, რომელიც ლოკალურად არის პროგრესირებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზური). პრემენოპაუზურ ქალებში ასევე გამოიყენება მედიკამენტი, რომელსაც ეწოდება ლუტეინირებული ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტი.

თუ ფულვესტრანტი ევერ ფარმა გამოიყენება პალბოციკლიბთან ერთად კომბინაციაში, მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ პალბოციკლიბისთვის დანართი ფურცელი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა პალბოციკლიბთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზირება შეადგენს 500 მგ ფულვესტრანტს (ორი 250 მგ/5მლ-ინექციები) ერთხელ თვეში, რომლის დროსაც პირველი დოზირებიდან 2 კვირის შემდეგ კეთდება დამატებითი 500 მგ-იანი დოზირება.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიყვანება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ ნელი კუნთში ინექციის სახით საჯდომზე. კეთდება ერთი ინექცია თითო დუნდულაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ფულვესტრანტის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6,

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი,

თუ გაქვთ რთული ღვიძლის პრობლემები

სიფრთხილის ზომები

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ გახასიათებთ შემდეგში აღწერილი რომელიმე მოვლენა:

თირკმელების და ღვიძლის პრობლემები

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (ესენი ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) ან სისხლდენის დარღვევები

თუ ადრე გახასიათებდათ სისხლის შედედების გართულება

ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება)

ალკოჰოლიზმი

ბავშვები და მოზარდები

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება არ არის ნაჩვენები ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სახის სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულურ საშუალებებს (მედიკამენტები, რომლებიც აბრკოლებენ სისხლის შედედებას).

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ შეიძლება ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება, თუ ხართ ორსულად. თუ არსებობს რისკი, რომ შესაძლოა დაორსულდეთ, უნდა გამოიყენოთ ფულვესტრანტი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში და მისი ბოლო მიღებიდან კიდევ 2 წლის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ფულვესტრანტი ევერ ფარმამ დააქვეითოს თქვენი ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. მაგრამ თუკი ფულვესტრანტი ევერ ფარმას მიღების შემდეგ შეიგრძნობთ დაღლილობას, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს 500 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რაც შეესაბამება 10 Vol.-%. ამ მედიკამენტის ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცში მოცემული რაოდენობა შეესაბამება 10 მლ ლუდზე ან 4 მლ ღვინოზე ნაკლებს.

ამ მედიკამენტში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ ახდენს მნიშვნელოვან ეფექტებს. თუმცა რისკ-ჯგუფის პაციენტებში, როგორიც არიან ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები, საჭიროა ამ ფაქტორის გათვალისწინება.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს ბენზილის სპირტს

ფულვესტრნატი ევერ ფარმა შეიცავს 500 მგ ბენზილის სპირტს ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცზე, რაც შეესაბამება 100 მგ/მლ.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები, უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს თქვენს სხეულში ბენზილის სპირტის დაგროვება და ამან გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (ეგრეთ წოდებული ,,მეტაბოლური აციდოზი“).

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს ბენზილის ბენზოატს

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს 750 მგ ბენზილის ბენზოატს ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცზე, რაც შეესაბამება 150 მგ/მლ.

დოპინგი

სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები დოპინგის კონტროლისას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რაც შესაძლოა იყოს ანაფილაქსიური რეაქციების სიმპტომი

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების გაზრდილი რისკი)*

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ღვიძლის უკმარისობა

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 -დან 1-ზე მეტ პაციენტში)

რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა ტკივილი და/ან ანთება

ღვიძლის ფერმენტების ანომალიური მაჩვენებლები (სისხლის ანალიზში)*

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

სისუსტე, დაღლილობა*

სახსრების და კუნთების ტკივილი (ჩონჩხის მუსკულატურა)

ხურვება

კანზე გამონაყარი

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 -დან 1-მდე პაციენტში)

თავის ტკივილები

ღებინება, ფაღარათი ან მადის დაკარგვა*

საშარდე ტრაქტის ინფექციები

ზურგის ტკივილები*

მომატებული ბილირუბინი (ნაღვლის პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლის მიერ)

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების მაღალი რისკი)*

თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა (თრომბოციტოპენია)

ვაგინალური სისხლდენა

ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, რომელიც ვრცელდება ცალმხრივად ფეხზე (იშიალგია)

ფეხში უეცარი სისუსტე, დაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა ან ფეხის მოძრაობის დაკარგვა, უმეტესად მხოლოდ სხეულის ცალ მხარეში, სიარულის დროს უეცარი პრობლემები ან წონასწორობის დარღვევა (პერიფერიული ნეიროპათია)

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 -დან 1-მდე პაციენტში)

საშოდან ბლანტი, თეთრი ფერის გამონადენი და კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)

ლურჯი ლაქები ან სისხლდენა ინექციის ადგილას

ამაღლებული გამა-GT, ღვიძლის ფერმენტი, რომელიც გამოვლენილია სისხლის ანალიზში

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ღვიძლის უკმარისობა

დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი

ანაფილაქსიური რეაქცია

  • მოიცავს გვერდით მოვლენებს, რომლის დროსაც ფულვესტრატი ევერ ფარმას ზუსტი როლი შეუძლებელია შეფასდეს ძირითადი დაავადების გამო.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური ინსტიტუტის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას. ჯანდაცვის ფედერალური ინსტიტუტი.

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა: ფულვესტრანტი.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ფულვესტრანტს.

დამხმარე ინგრედიენტებია: ეთანოლი 96%, ბენზილის სპირტი, ბენზილის ბენზოატი და აბუსალათინის ზეთი.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 10 Vol.-% ეთანოლს (ალკოჰოლს), რაც შეესაბამება 500 მგ-მდე ეთანოლს.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 500 მგ ბენზილის სპირტს, რაც შეესაბამება 100 მგ/მლ.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 750 მგ ბენზილ ბენზოატს, რაც შეესაბამება 150 მგ/მლ.

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ფულვესტრანტი ევერ ფარმა არის გამჭვირვალე, უფეროდან მოყვითალომდე ფერის, ბლანტი ხსნარი, თითქმის ნაწილაკების გარეშე, რომელიც მოთავსებულია ტიპი 1 შუშის წინასწარ შევსებულ შპრიცში, ბრომბუტილის რეზინის საცობით, დგუშის ღეროთი და საცობით, აღჭურვილია ორიგინალი ჩაკეტვის სისტემით, რომელიც შეიცავს 5 მლ საინექციო ხსნარს წინასწარ შევსებულ შპრიცში. რეკომენდებული თვიური 500 მგ-დოზირებისათვის საჭიროა ორი შპრიცის გამოყენება.

არსებობს ფულვესტრანტი ევერ ფარმას ორი სახის შეფუთვა, ერთი სახის შეფუთვა, რომელიც შეიცავს 1 შუშის-წინასწარ შევსებულ შპრიცს ან მეორე სახის შეფუთვა, რომელიც შეიცავს 2 შუშის-წინასწარ შევსებულ შპრიცს.

გარდა ამისა შეფუთვას თან ახლავს A 21G x 1 ½ “ უსაფრთხოების საინექციო ნემსები (BD SafetyGlide) ყოველი ცილინდრისთვის მოსარგებად.

საბითუმო შეფუთვები შეიცავენ 4 ცალ (2 შეკვრა თითოეულში 2 ცალი) ან 6 ცალ (3 შეკვრა თითოეულში 2 ცალი) წინასწარ შევსებულ შპრიცებს (თითოეული 5 მლ-იანი).

შესაძლოა ყველა შეფუთვები არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული საწარმო

ევერ ვალინჯექტ გმბჰ

ობერბურგაუ 3

4866 უნტერახ ამ ატერზეე, ავსტრია

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან წინასწარ შევსებულ შპრიცზე „EXP“ აღნიშვნით. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ჯანდაცვის სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან ფულვესტრანტი ევერ ფარმას სწორად შენახვაზე, გამოყენებასა და განადგურებაზე.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს წყლების დაბინძურება. არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგურეოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ გზით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ფულვესტრანტი ევერ ფარმა 250 მგ

საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

აქტიური ნივთიერება: ფულვესტრანტი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვებს, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც აღენიშნება თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ფულვესტრანტი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენებამდე
  • ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ფულვესტრანტი ევერ ფარმას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ფულვესტრანტი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება?

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფულვესტრანტს, რომელიც მიეკუთვნება ესტროგენის ბლოკატორების ჯგუფს. ესტროგენები წარმოადგენენ ქალის სასქესო ჰორმონებს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მონაწილეობდნენ ძუძუს კიბოს განვითარებაში.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა გამოიყენება ან:

ცალკე მონოთერაპიის სახით პოსტმენოპაუზის დროს ქალებში ისეთი ფორმის მკერდის კიბოს სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ესტროგენრეცეპტორ-დადებითი მკერდის კიბო და არის ადგილობრივად პროგრესირებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში (მეტასტაზური), ან

პალბოციკლიბთან კომბნაციაში ქალებში ძუძუს კიბოს ისეთი სახეობის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ჰორმონული რეცეპტორ-დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 2-უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოს, რომელიც ლოკალურად არის პროგრესირებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზური). პრემენოპაუზურ ქალებში ასევე გამოიყენება მედიკამენტი, რომელსაც ეწოდება ლუტეინირებული ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტი.

თუ ფულვესტრანტი ევერ ფარმა გამოიყენება პალბოციკლიბთან ერთად კომბინაციაში, მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ პალბოციკლიბისთვის დანართი ფურცელი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა პალბოციკლიბთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • ინფორმაცია ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენებამდე

არ შეიძლება ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება,

თუ ხართ ალერგიული ფულვესტრანტის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6,

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი,

თუ გაქვთ რთული ღვიძლის პრობლემები

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ გახასიათებთ შემდეგში აღწერილი რომელიმე მოვლენა:

თირკმელების და ღვიძლის პრობლემები

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (ესენი ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) ან სისხლდენის დარღვევები

თუ ადრე გახასიათებდათ სისხლის შედედების გართულება

ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება)

ალკოჰოლიზმი

ბავშვები და მოზარდები

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება არ არის ნაჩვენები ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სახის სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულურ საშუალებებს (მედიკამენტები, რომლებიც აბრკოლებენ სისხლის შედედებას).

ორსულობა და ლაქტაცია

არ შეიძლება ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენება, თუ ხართ ორსულად. თუ არსებობს რისკი, რომ შესაძლოა დაორსულდეთ, უნდა გამოიყენოთ ფულვესტრანტი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში და მისი ბოლო მიღებიდან კიდევ 2 წლის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ფულვესტრანტი ევერ ფარმამ დააქვეითოს თქვენი ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. მაგრამ თუკი ფულვესტრანტი ევერ ფარმას მიღების შემდეგ შეიგრძნობთ დაღლილობას, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს 500 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რაც შეესაბამება 10 Vol.-%. ამ მედიკამენტის ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცში მოცემული რაოდენობა შეესაბამება 10 მლ ლუდზე ან 4 მლ ღვინოზე ნაკლებს.

ამ მედიკამენტში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ ახდენს მნიშვნელოვან ეფექტებს. თუმცა რისკ-ჯგუფის პაციენტებში, როგორიც არიან ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები, საჭიროა ამ ფაქტორის გათვალისწინება.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს ბენზილის სპირტს

ფულვესტრნატი ევერ ფარმა შეიცავს 500 მგ ბენზილის სპირტს ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცზე, რაც შეესაბამება 100 მგ/მლ.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები, უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს თქვენს სხეულში ბენზილის სპირტის დაგროვება და ამან გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (ეგრეთ წოდებული ,,მეტაბოლური აციდოზი“).

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს ბენზილის ბენზოატს

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიცავს 750 მგ ბენზილის ბენზოატს ყოველ წინასწარ შევსებულ შპრიცზე, რაც შეესაბამება 150 მგ/მლ.

დოპინგი

სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტი ევერ ფარმას გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები დოპინგის კონტროლისას.

  • ფულვესტრანტი ევერ ფარმას მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზირება შეადგენს 500 მგ ფულვესტრანტს (ორი 250 მგ/5მლ-ინექციები) ერთხელ თვეში, რომლის დროსაც პირველი დოზირებიდან 2 კვირის შემდეგ კეთდება დამატებითი 500 მგ-იანი დოზირება.

ფულვესტრანტი ევერ ფარმა შეიყვანება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ ნელი კუნთში ინექციის სახით საჯდომზე. კეთდება ერთი ინექცია თითო დუნდულაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რაც შესაძლოა იყოს ანაფილაქსიური რეაქციების სიმპტომი

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების გაზრდილი რისკი)*

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ღვიძლის უკმარისობა

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 -დან 1-ზე მეტ პაციენტში)

რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა ტკივილი და/ან ანთება

ღვიძლის ფერმენტების ანომალიური მაჩვენებლები (სისხლის ანალიზში)*

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

სისუსტე, დაღლილობა*

სახსრების და კუნთების ტკივილი (ჩონჩხის მუსკულატურა)

ხურვება

კანზე გამონაყარი

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 -დან 1-მდე პაციენტში)

თავის ტკივილები

ღებინება, ფაღარათი ან მადის დაკარგვა*

საშარდე ტრაქტის ინფექციები

ზურგის ტკივილები*

მომატებული ბილირუბინი (ნაღვლის პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლის მიერ)

თრომბოემბოლია (სისხლის შედედების მაღალი რისკი)*

თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა (თრომბოციტოპენია)

ვაგინალური სისხლდენა

ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, რომელიც ვრცელდება ცალმხრივად ფეხზე (იშიალგია)

ფეხში უეცარი სისუსტე, დაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა ან ფეხის მოძრაობის დაკარგვა, უმეტესად მხოლოდ სხეულის ცალ მხარეში, სიარულის დროს უეცარი პრობლემები ან წონასწორობის დარღვევა (პერიფერიული ნეიროპათია)

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 -დან 1-მდე პაციენტში)

საშოდან ბლანტი, თეთრი ფერის გამონადენი და კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)

ლურჯი ლაქები ან სისხლდენა ინექციის ადგილას

ამაღლებული გამა-GT, ღვიძლის ფერმენტი, რომელიც გამოვლენილია სისხლის ანალიზში

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ღვიძლის უკმარისობა

დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი

ანაფილაქსიური რეაქცია

  • მოიცავს გვერდით მოვლენებს, რომლის დროსაც ფულვესტრატი ევერ ფარმას ზუსტი როლი შეუძლებელია შეფასდეს ძირითადი დაავადების გამო.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური ინსტიტუტის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას. ჯანდაცვის ფედერალური ინსტიტუტი.

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at

  • ფულვესტრანტი ევერ ფარმას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან წინასწარ შევსებულ შპრიცზე „EXP“ აღნიშვნით. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ჯანდაცვის სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან ფულვესტრანტი ევერ ფარმას სწორად შენახვაზე, გამოყენებასა და განადგურებაზე.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს წყლების დაბინძურება. არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგურეოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ გზით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ფულვესტრანტი ევერ ფარმა

აქტიური ნივთიერებაა: ფულვესტრანტი.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ფულვესტრანტს.

დამხმარე ინგრედიენტებია: ეთანოლი 96%, ბენზილის სპირტი, ბენზილის ბენზოატი და აბუსალათინის ზეთი.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 10 Vol.-% ეთანოლს (ალკოჰოლს), რაც შეესაბამება 500 მგ-მდე ეთანოლს.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 500 მგ ბენზილის სპირტს, რაც შეესაბამება 100 მგ/მლ.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 750 მგ ბენზილ ბენზოატს, რაც შეესაბამება 150 მგ/მლ.

ფულვესტრანტი ევერ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ფულვესტრანტი ევერ ფარმა არის გამჭვირვალე, უფეროდან მოყვითალომდე ფერის, ბლანტი ხსნარი, თითქმის ნაწილაკების გარეშე, რომელიც მოთავსებულია ტიპი 1 შუშის წინასწარ შევსებულ შპრიცში, ბრომბუტილის რეზინის საცობით, დგუშის ღეროთი და საცობით, აღჭურვილია ორიგინალი ჩაკეტვის სისტემით, რომელიც შეიცავს 5 მლ საინექციო ხსნარს წინასწარ შევსებულ შპრიცში. რეკომენდებული თვიური 500 მგ-დოზირებისათვის საჭიროა ორი შპრიცის გამოყენება.

არსებობს ფულვესტრანტი ევერ ფარმას ორი სახის შეფუთვა, ერთი სახის შეფუთვა, რომელიც შეიცავს 1 შუშის-წინასწარ შევსებულ შპრიცს ან მეორე სახის შეფუთვა, რომელიც შეიცავს 2 შუშის-წინასწარ შევსებულ შპრიცს.

გარდა ამისა შეფუთვას თან ახლავს A 21G x 1 ½ “ უსაფრთხოების საინექციო ნემსები (BD SafetyGlide) ყოველი ცილინდრისთვის მოსარგებად.

საბითუმო შეფუთვები შეიცავენ 4 ცალ (2 შეკვრა თითოეულში 2 ცალი) ან 6 ცალ (3 შეკვრა თითოეულში 2 ცალი) წინასწარ შევსებულ შპრიცებს (თითოეული 5 მლ-იანი).

შესაძლოა ყველა შეფუთვები არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული საწარმო

ევერ ვალინჯექტ გმბჰ

ობერბურგაუ 3

4866 უნტერახ ამ ატერზეე, ავსტრია

მწარმოებელი

ევერ ფარმა იენა გმბჰ

ბრუესელერ შტრასე 18

07747 იენა, გერმანია

ნებართვის ნომერი: 138530

ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდიაში) შემდეგი სახელწოდებით:

ბელგია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg oplossing voor injectie in een voorgevulde spuit/solution injectable en seringue pré-remplie /Injektionslösung in einer Fertigspritze

ბულგარეთი

Фулвестрант EVER Pharma 250 mg инжекционен разтвор в предварително напълнена спринцовка

დანია

Fulvestrant EVER Pharma

გერმანია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg Injektionslösung in einer Fertigspritze

ფინეთი

Fulvestrant EVER Pharma 250 mg injektioneste, liuos, esitäytetty ruisku

საფრანგეთი

Fulvestrant EVER Pharma 250 mg solution injectable en seringue pré-remplie

საბერძნეთი

Fulvestrant/DEMO 250 mg ενέσιμο διάλυμα σε προγεμισμένη σύριγγα

ირლანდია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg solution for injection in pre-filled syringe

იტალია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg soluzione iniettabile in siringa preriempita

ხორვატია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg otopina za injekciju u napunjenoj štrcaljki

ნიდერლანდები

Fulvestrant EVER Pharma 250 mg oplossing voor injectie in een voorgevulde spuit

ნორვეგია

Fulvestrant EVER Pharma

ავსტრია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg Injektionslösung in einer Fertigspritze

პოლონეთი

Fulvestrant EVER Pharma

პორტუგალია

Ambiful 250 soluçao injetável em seringa pré-cheia

რუმინეთი

Fulvestrant EVER Pharma 250 mg soluţie injectabilă în seringă preumplută

შვედეთი

Fulvestrant EVER Pharma 250 mg injektionsvätska, lösning i förfylld spruta

სლოვაკეთი

Fulvestrant EVER Pharma 250 mg injekčný roztok naplnený v injekčnej striekačke

სლოვენია

Fulvestrant EVER Pharma 250 mg raztopina za injiciranje v napolnjeni injekcijski brizgi

ესპანეთი

Ambiful 250 mg solución inyectable en jeringa precargada EFG

ჩეხეთის რესპუბლიკა

Fulvestrant EVER Pharma

უნგრეთი

Fulvestrant EVER Pharma 250 mg oldatos injekció előretöltött fecskendőben

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილო ირლანდია)

Fulvestrant EVER Pharma 250 mg solution for injection in pre-filled syringe

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღია 2023 წლის დეკემბერი.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის:

ფულვესტრანტი 500 მგ (2 x 250 მგ/5 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში) შეიყვანება ორი წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით, იხილეთ ნაწილი 3.

BD SafetyGlide არის Becton Dickinson and Company-ის სავაჭრო ნიშანი და ატარებს შემდეგ CE აღნიშვნას: CE 0050.

გამოყენების ინსტრუქცია

ინექცია უნდა გაკეთდეს დიდი მოცულობის ინტრამუსკულარული ინექციების ჩატარების შესახებ არსებული ადგილობრივი წესების შესაბამისად.

მითითება: ღრმად მდებარე იშიაზის ნერვთან სიახლოვის გამო, სიფრთხილეა საჭირო ფულვესტრანტი ევერ ფარმას დორსოგლუტეალურად შეყვანისას (იხილეთ ნაწილი 4.4).

გაფრთხილება - არ უნდა მოხდეს უსაფრთხოების საინექციო ნემსის (SafetyGlide Hypodermic Needle with Safety Shield) გამოყენებამდე ავტომატური ამუშავება. ხელები ყოველთვის უნდა გეჭიდოთ ნემსის უკან გამოყენებისა და განადგურების დროს.

ყოველი ერთი ან ორი ინექციის დროს:

ფრთხილად ამოიღეთ საინექციო ნემსი და შპრიცი შეფუთვიდან და დარწმუნდით, რომ არ არის დაზიანებული.

მოხსენით უსაფრთხოების ნემსის (BD SafetyGlide) გარე შეფუთვა.

პარენტერალური ხსნარები გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე.

მოხსენით შპრიცის ცილინდრს დამცავი ხუფი. არ შეეხოთ შპრიცის წვერს სტერილურობის შენარჩუნების მიზნით.

მიუერთეთ საინექციო ნემსი Luer-ის სისტემას.

დაატრიალეთ საინექციო ნემსი Luer-ის სისტემაზე და მიახრახნეთ ის ნამან, სანამ ორივე ნაწილი მჭიდროდ არ ჩაჯდება ერთმანეთში. მოხსენით საინექციო ნემს დამცავი საფარი გაღუნვის გარეშე, რომ მოერიდოთ ნემსის წვერის დაზიანებას.

მოხსენით საინექციო ნემსის ხუფი.

დაიჭირეთ შპრიცი საინექციო ნემსით ზემოთ და ნაზად დააწექით დგუშს, სანამ წამალი არ განთავსდება შპრიცის ზედა ნაწილში. შპრიცის ცილინდრში ჰაერი არ უნდა იყოს.

შეიყვანეთ ინექცია ნელა კუნთში (1-2 წუთი/ინექცია) დუნდულოებში (გლუტალურ მიდამოში). იმისათვის, რომ პროდუქტი მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს მომხმარებლისთვის, ნემსის ღია ნაწილი უნდა იყოს ზემოთ მიმართული, როდესაც ნემსის ბერკეტი ასევე ზემოდან გიჭირავთ ხელით.

ინექციის შემდეგ ბერკეტზე თითის კვრით გაააქტიურეთ უსაფრთხოების მექანიზმი.

მითითება: გააქტიურებისას შპრიცი დაიკავეთ თქვენგან და სხვებისგან მოშორებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ გაისმას ტკაცუნის ხმა და ვიზუალურად დარწმუნდით, რომ ნემსის წვერი სრულად არის დაფარული.

უტილიზაცია

წინასწარ შევსებულ შპრიცები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას წყლის გარემოს. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ევერ ვალინჯექტ

60004929

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა