პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ფარმატექსი

PHARMATEX

ურეცეპტოდ18,9მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ფარმატექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ბენზალკონიუმის ქლორიდს და კლასიფიცირდება, როგორც ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპტივი: • შეიცავს სპერმიციდს (ქიმიკატი, რომელიც ანადგურებს სპერმას); • არ მოქმედებს ვაგინის ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის ლაქტობაცილებზე); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენზალკონიუმი (benzalkonium)
ფორმა და შეფუთვა
18,9მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10 (2X5)
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -UNITHER LIQUID MANUFACTURING(საფრანგეთი)), საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, ინტრავაგინური კონტრაცეპტივები
ATC კოდი
G02BB
რეგისტრაციის ნომერი
რ-043921
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფარმატექსი და სხვა წამალი ერთად

ფარმატექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფარმატექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ბენზალკონიუმის ქლორიდს და კლასიფიცირდება, როგორც ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპტივი:

  • შეიცავს სპერმიციდს (ქიმიკატი, რომელიც ანადგურებს სპერმას);
  • არ მოქმედებს ვაგინის ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის ლაქტობაცილებზე);
  • არ არის ჰორმონალური პრეპარატი და არ მოქმედებს მენსტრუალურ ციკლზე, ლიბიდოზე ან ნაყოფიერებაზე.
  • პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენების რეკომენდაციების დაცვაზე.

გამოყენების ჩვენებები

კონტრაცეფციის ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენონ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, განსაკუთრებით:

  • თუ გაქვთ ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის (სპირალი) გამოყენების უკუჩვენებები;
  • თუ ხართ მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში ან ან ორსულობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში;
  • პრემენოპაუზის დროს;
  • თუ გესაჭიროებათ ეპიზოდური კონტრაცეფცია;
  • როგორც კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი ვაგინალური დიაფრაგმის, ცერვიკალური ჩაჩის, პრეზერვატივის ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის გამოყენებისას (განსაკუთრებით თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს);
  • როგორც კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი, თუ დაგავიწყდათ პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტული აბების მიღება. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონტრაცეფციის ორივე მეთოდის გაერთიანება მენსტრუალური ციკლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ფარმატექსის გამოყენებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ვაგინალური გამოყენებისათვის.

აუცილებელია შემდეგი პირობების მკაცრად დაცვა, ვინაიდან მედიკამენტის ეფექტურობა მათზეა დამოკიდებული.

ზურგზე მწილიარე მდგომარეობაში, ყოველი სქესობრივი აქტის წინ 5 წუთით ადრე, სუპოზიტორია ღრმად შეყავთ საშოში. ეფექტი გრძელდება 4 საათის განმავლობაში.

სქესობრივი აქტის შემდეგ გარე სასქესო ორგანოების დაუყოვნებლივი ტუალეტი მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით არის დაშვებული.

თუ გამოიყენეთ ფარმატექსის სუპოზიტორია დასაშვებზე მეტი რაოდენობით

დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფარმატექსის მიღება

არსებობს დაფეხმძიმების რისკი. თუ მსგავს სიტუაციში აღმოჩნდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • ალერგია ბენზალკონიუმის ქლორიდზე ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტზე (ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (ვაგინიტი), საშოს ლორწოვანი გარსის და საშვილოსნოს ყელის დაწყლულება და გაღიზიანება.

სიფრთხილის ზომები

ფარმატექსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფარმატექსი ეფექტური პრეპარატია ორსულობის თავიდან ასაცილებლად, თუ სწორად გამოიყენება თითოეული სქესობრივი აქტის დროს. თუმცა, სპერმიციდები შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს, ვიდრე ჰორმონალური კონტრაცეფცია, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები, დიაფრაგმები, საშვილოსნოს ყელის კაფსულები ან პრეზერვატივები.

კონტრაცეფციის ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ გამოყენებაზე.

აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

  • პრეპარატი გამოიყენეთ ყოველი სქესობრივი აქტის წინ, მენსტრუალური ციკლის მიუხედავად, სუპოზიტორიის ღრმად შეყვანით საშოში;
  • არ გამოიყენოთ საპონი არცერთი პარტნიორის შემთხვევაში სასქესო ორგანოების დასაბანად, სსქესობრივ აქტამდე 2 საათით ადრე და სქესობრივი აქტიდან 2 საათის შემდეგ, რადგან საპონი, თუნდაც მცირე რაოდენობით, ანადგურებს ფარმატექსის აქტიურ ინგრედიენტს;
  • მითითებულ ვადებში ორივე პარტნიორისათვის გარეთა სასქესო ორგანოები ტუალეტი დასაშვებია მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით.

ვაგინალური გამორეცხვის (დუჟინგის) ჩატარება შესაძლებელია სქესობრივი აქტიდან არაუადრეს 2 საათისა;

  • საშოში შეყვანილი ფარმატექსით მოერიდეთ ბანაობას და ზღვაში, აუზებში ან სხვა წყალსაცავებში ცურვას, ვინაიდან ამან შეიძლება შეამციროს მისი კონტრაცეპტული ეფექტი;
  • თუ თქვენ მკურნალობთ ვაგინალური მედიკამენტებით, დროებით უნდა შეწყვიტოთ ფარმატექსის გამოყენება მკურნალობის კურსის დასრულებამდე.

კონტრაცეფციის ეს მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექციებისგან. ერთადერთი კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც იცავს ამ დაავადებებისგან სქესობრივი კავშირის დროს, არის მამაკაცის ან ქალის პრეზერვატივი (სწორი გამოყენების შემთხვევაში).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

  • არ გამოიყენოთ ფარმატექსი ინტრავაგინალურად გამოსაყენებელ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი კონტრაცეპტული ეფექტი.
  • სასქესო ორგანოების დასაბანად არ გამოიყენოთ საპონი ან საპნის ბაზაზე დამზადებული სხვა საშუალებები, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, რადგან საპონი ანადგურებს ფარმატექსის აქტიურ ნივთიერებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი წარმოადგენს კონტრაცეპტივს, ორსულობის დროს არ გამოიყენება.

პრეპარატ ფარმატექსის შეთხვევითი გამოყენებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე არ აქვს რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ძუძუთი კვების პერიოდში.

დედის რძეში გადასვლა შესაძლებელია ძალიან მცირე რაოდენობით, რაიმე ცნობილი გვერდითი ეფექტების გარეშე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

  • პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაქსიმალური კონტრაცეპტული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია გამოყენების ინსტრუქციის მკაცრი დაცვა.

რეკომენდირებული დოზა

გამოიყენეთ 1 სუპოზიტორია ყოველი სქესობრივი აქტის წინ, მენსტრუალური ციკლის პერიოდის მიუხედავად.

განმეორებითი სქესობრივი აქტის შემთხვევაში, აუცილებელია ახალი სუპოზიტორიის შეყვანა ყოველი სქესობრივი აქტის წინ.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფარმატექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.

ფარმატექსის გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ქავილი და წვა პარტნიორის საშოში და/ან პენისში, მტკივნეული შარდვა.

მათი გამოვლინის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება.

შეტყობინება არასასურველი რექციების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშები წარედგინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს:

რუსეთის ფედერაცია:

ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელ.: +7 800 550 99 03 – ცხელი ხაზი

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა:

უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2-ა

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის ტელეფონი: +375 (17) 242-00-29;

ფაქსი: +375 (17) 242-00-29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

https://www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა:

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვის ქუჩა, შენობა 13

ტელ.: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

720044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ. 25

ტელ.: 0800 800 26 26

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg

  • პრეპარატ ფარმატექსის შენახვა.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე „ვარგისია -მდე“-ს შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან როგორ მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

პრეპარატი ფარმატექსი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა ბენზალკონიუმის ქლორიდი.

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 37.8 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდის 50%-იან წყალხსნარს, რაც შეესაბამება 18.9მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები) ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) და მყარი ცხიმი Witepsol S 51.

პრეპარატ ფარმატექსის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

ვაგინალური სუპოზიტორიები.

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის, ცილინდრული ფორმის სუპოზიტორიას კონუსისმაგვარი დაბოლოებით.

პრეპარატის 5 სუპოზიტორია შეფუთულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის პვქ სტრიპში. 1 ან 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურველ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

  • 5. პირველადი შეფუთვის ბუნება და შიგთავსი 5 სუპოზიტორია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენით დაფარულ პვქ აპკის სტრიპზე,

1 ან 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მუყაოს კოლოფში.

  • 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის გამოყენებისა და პრეპარატთან სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას სპეციალური მითითებები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიაში გამოყენებული სხვა პრეპარატები; ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპტივები; ინტრავაგინალური კონტრაცეპტივები.

ATC კოდი: G02BB.

ბენზალკონიუმ ქლორიდი წარმოადგენს როგორც სპერმიციდულ, ასევე ანტისეპტიკურ საშუალებას. მისი სპერმიციდური მოქმედება განპირობებულია სპერმის მემბრანების (ჯერ კუდების, შემდეგ კი თავების) განადგურების უნარით, რაც ხელს უშლის დაზიანებულ სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში.

ეფექტი დგება სუპოზიტორიის საშოში შეყვანიდან 5 წუთის შემდეგ.

პრეპარატი არ მოქმედებს ვაგინის ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის ლაქტობაცილებზე).

ფარმატექსი არ არის ჰორმონალური პრეპარატი და არ მოქმედებს მენსტრუალურ ციკლზე, ლიბიდოზე ან ფერტილობაზე.

ბენზალკონიუმის ქლორიდს გააჩნია ანტისეპტიკური აქტივობა. ინ ვიტრო, პრეპარატი აქტიურია Neisseria gonorrhoeae-ს, Chlamydia spp.-ის, Herpes simplex ტიპი 2-ის, Trichomonas vaginalis-ის და Staphylococcus aureus-ის წინააღმდეგ.

არ მოქმედებს Mycoplasma spp.-ზე და ავლენს დაბალ აქტივობას Gardnerella vaginalis-ის, Candida albicans-ის, Haemophilus ducreyi-ის და Treponema pallidum-ის მიმართ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ბენზალკონიუმის ქლორიდის აბსორბცია საშოს ლორწოვანი გარსის მიერ ძალიან დაბალია. პრეპარატი ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან გამოიდევნება წყლით მარტივიჩამორეცხვით და ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისათვის

ფარმატექსი, 18,9მგ ვაგინალური სუპოზიტორია

მოქმედი ნივთიერება: ბენზალკონიუმის ქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.
  • შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს.
  • თუ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის მათაც, რაც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.
  • თუ მკურნალობის პერიოდში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ფარმატექსი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ფარმატექსის გამოყენებამდე.

პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ ფარმატექსის შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ფარმატექსი და რისთვის გამოიყენება იგი

ფარმატექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ბენზალკონიუმის ქლორიდს და კლასიფიცირდება, როგორც ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპტივი:

  • შეიცავს სპერმიციდს (ქიმიკატი, რომელიც ანადგურებს სპერმას);
  • არ მოქმედებს ვაგინის ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის ლაქტობაცილებზე);
  • არ არის ჰორმონალური პრეპარატი და არ მოქმედებს მენსტრუალურ ციკლზე, ლიბიდოზე ან ნაყოფიერებაზე.
  • პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენების რეკომენდაციების დაცვაზე.

გამოყენების ჩვენებები

კონტრაცეფციის ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენონ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, განსაკუთრებით:

  • თუ გაქვთ ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის (სპირალი) გამოყენების უკუჩვენებები;
  • თუ ხართ მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში ან ან ორსულობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში;
  • პრემენოპაუზის დროს;
  • თუ გესაჭიროებათ ეპიზოდური კონტრაცეფცია;
  • როგორც კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი ვაგინალური დიაფრაგმის, ცერვიკალური ჩაჩის, პრეზერვატივის ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის გამოყენებისას (განსაკუთრებით თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს);
  • როგორც კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი, თუ დაგავიწყდათ პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტული აბების მიღება. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონტრაცეფციის ორივე მეთოდის გაერთიანება მენსტრუალური ციკლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
  • რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ ფარმატექსის გამოყენებამდე.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი ფარმატექსი, თუ გაქვთ:

  • ალერგია ბენზალკონიუმის ქლორიდზე ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტზე (ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (ვაგინიტი), საშოს ლორწოვანი გარსის და საშვილოსნოს ყელის დაწყლულება და გაღიზიანება.

სპეციალური მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ფარმატექსის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფარმატექსი ეფექტური პრეპარატია ორსულობის თავიდან ასაცილებლად, თუ სწორად გამოიყენება თითოეული სქესობრივი აქტის დროს. თუმცა, სპერმიციდები შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს, ვიდრე ჰორმონალური კონტრაცეფცია, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები, დიაფრაგმები, საშვილოსნოს ყელის კაფსულები ან პრეზერვატივები.

კონტრაცეფციის ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ გამოყენებაზე.

აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

  • პრეპარატი გამოიყენეთ ყოველი სქესობრივი აქტის წინ, მენსტრუალური ციკლის მიუხედავად, სუპოზიტორიის ღრმად შეყვანით საშოში;
  • არ გამოიყენოთ საპონი არცერთი პარტნიორის შემთხვევაში სასქესო ორგანოების დასაბანად, სსქესობრივ აქტამდე 2 საათით ადრე და სქესობრივი აქტიდან 2 საათის შემდეგ, რადგან საპონი, თუნდაც მცირე რაოდენობით, ანადგურებს ფარმატექსის აქტიურ ინგრედიენტს;
  • მითითებულ ვადებში ორივე პარტნიორისათვის გარეთა სასქესო ორგანოები ტუალეტი დასაშვებია მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით.

ვაგინალური გამორეცხვის (დუჟინგის) ჩატარება შესაძლებელია სქესობრივი აქტიდან არაუადრეს 2 საათისა;

  • საშოში შეყვანილი ფარმატექსით მოერიდეთ ბანაობას და ზღვაში, აუზებში ან სხვა წყალსაცავებში ცურვას, ვინაიდან ამან შეიძლება შეამციროს მისი კონტრაცეპტული ეფექტი;
  • თუ თქვენ მკურნალობთ ვაგინალური მედიკამენტებით, დროებით უნდა შეწყვიტოთ ფარმატექსის გამოყენება მკურნალობის კურსის დასრულებამდე.

კონტრაცეფციის ეს მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექციებისგან. ერთადერთი კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც იცავს ამ დაავადებებისგან სქესობრივი კავშირის დროს, არის მამაკაცის ან ქალის პრეზერვატივი (სწორი გამოყენების შემთხვევაში).

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ფარმატექსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

  • არ გამოიყენოთ ფარმატექსი ინტრავაგინალურად გამოსაყენებელ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი კონტრაცეპტული ეფექტი.
  • სასქესო ორგანოების დასაბანად არ გამოიყენოთ საპონი ან საპნის ბაზაზე დამზადებული სხვა საშუალებები, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, რადგან საპონი ანადგურებს ფარმატექსის აქტიურ ნივთიერებას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პრეპარატი წარმოადგენს კონტრაცეპტივს, ორსულობის დროს არ გამოიყენება.

პრეპარატ ფარმატექსის შეთხვევითი გამოყენებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე არ აქვს რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ძუძუთი კვების პერიოდში.

დედის რძეში გადასვლა შესაძლებელია ძალიან მცირე რაოდენობით, რაიმე ცნობილი გვერდითი ეფექტების გარეშე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

  • პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაქსიმალური კონტრაცეპტული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია გამოყენების ინსტრუქციის მკაცრი დაცვა.

რეკომენდირებული დოზა

გამოიყენეთ 1 სუპოზიტორია ყოველი სქესობრივი აქტის წინ, მენსტრუალური ციკლის პერიოდის მიუხედავად.

განმეორებითი სქესობრივი აქტის შემთხვევაში, აუცილებელია ახალი სუპოზიტორიის შეყვანა ყოველი სქესობრივი აქტის წინ.

გამოყენების გზა და შეყვანის მეთოდი

ვაგინალური გამოყენებისათვის.

აუცილებელია შემდეგი პირობების მკაცრად დაცვა, ვინაიდან მედიკამენტის ეფექტურობა მათზეა დამოკიდებული.

ზურგზე მწილიარე მდგომარეობაში, ყოველი სქესობრივი აქტის წინ 5 წუთით ადრე, სუპოზიტორია ღრმად შეყავთ საშოში. ეფექტი გრძელდება 4 საათის განმავლობაში.

სქესობრივი აქტის შემდეგ გარე სასქესო ორგანოების დაუყოვნებლივი ტუალეტი მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით არის დაშვებული.

თუ გამოიყენეთ ფარმატექსის სუპოზიტორია დასაშვებზე მეტი რაოდენობით

დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფარმატექსის მიღება

არსებობს დაფეხმძიმების რისკი. თუ მსგავს სიტუაციში აღმოჩნდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფარმატექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.

ფარმატექსის გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ქავილი და წვა პარტნიორის საშოში და/ან პენისში, მტკივნეული შარდვა.

მათი გამოვლინის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება.

შეტყობინება არასასურველი რექციების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშები წარედგინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს:

რუსეთის ფედერაცია:

ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

109012 მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელ.: +7 800 550 99 03 – ცხელი ხაზი

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა:

უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2-ა

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის ტელეფონი: +375 (17) 242-00-29;

ფაქსი: +375 (17) 242-00-29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

https://www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა:

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვის ქუჩა, შენობა 13

ტელ.: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

720044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ. 25

ტელ.: 0800 800 26 26

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg

  • პრეპარატ ფარმატექსის შენახვა.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე „ვარგისია -მდე“-ს შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან როგორ მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ფარმატექსი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა ბენზალკონიუმის ქლორიდი.

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 37.8 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდის 50%-იან წყალხსნარს, რაც შეესაბამება 18.9მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები) ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) და მყარი ცხიმი Witepsol S 51.

პრეპარატ ფარმატექსის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

ვაგინალური სუპოზიტორიები.

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის, ცილინდრული ფორმის სუპოზიტორიას კონუსისმაგვარი დაბოლოებით.

პრეპარატის 5 სუპოზიტორია შეფუთულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის პვქ სტრიპში. 1 ან 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურველ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

საფრანგეთი

ლაბორატორია ინნოტეკ ინტერნეშენალ

22, ავენიუ არისტიდ ბრიან, 94110 არკეი, საფრანგეთი

მწარმოებელი

საფრანგეთი

ინნოტერა შუზი

რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის, 41150, ვალუარ-სიურ-სის, საფრანგეთი

პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ინნოტეკი“

115035, მოსკოვი, სადოვნიჩესკაიას სანაპირო, შენობა 71

ტელ.: +7 800 250 17 38

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „ლაბორატუარ ინოტეკ ინტერნეშენალის“ (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

220007, მინსკი, ლევკოვას ქ., 43, ოფისი 313

ტელ./ფაქსი: +375 17 336 05 99

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

ლაბორატორია „ინნოტეკ ინტერნეშენალ ს.ა.ს.“-ის წარმომადგენლობა ყაზახეთის რესპუბლიკაში

050000 ქ.ალმატი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურ ალატაუს მიკრორაიონი, სემტაუს ქუჩა, შენობა 53A

ტელ.: +7 727 339 58 46

ელ. ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

შპს „პრომო სერვისი“

720001, ქ.ბიშკეკი, ისანოვას ქ., 79, ოფისი 802

ტელ.: +996 555 979 039

ელ. ფოსტა: [email protected]

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე:

http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა