პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ფარმატექსი

PHARMATEX

ურეცეპტოდ1,2%ინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, მათ შორის: - ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის უკუჩვენებისას; - მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში; ორსულობის შეწყვეტის შემდეგ; - მენოპაუზის დროს; - არარეგულარული სქესობრივი კავშირების დროს; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენზალკონიუმი (benzalkonium)
ფორმა და შეფუთვა
1,2% 72გ ვაგინალური კრემი ალუმინის ტუბი №1 შპრიც დოზატორთან ერთად
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Laboratoires CHEMINEAU(საფრანგეთი)), საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, ინტრავაგინური კონტრაცეპტივები
ATC კოდი
G02BB
რეგისტრაციის ნომერი
რ-043920
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფარმატექსი და სხვა წამალი ერთად

ფარმატექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, მათ შორის:

  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის უკუჩვენებისას;
  • მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში; ორსულობის შეწყვეტის შემდეგ;
  • მენოპაუზის დროს;
  • არარეგულარული სქესობრივი კავშირების დროს;
  • როგორც დამატებითი ადგილობრივი კონტრაცეპციული საშუალება ვაგინალური დიაფრაგმის, ცერვიკალური ჩაჩის და სხვა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით აასს-ის (არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები) ხანგრძლივი გამოყენების დროს;
  • როგორც კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ორივე კონტრაცეპტიული მეთოდის გამოყენება მენსტრუალური ციკლის დარჩენილი დღეების განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება

ვაგინალური გამოყენებისათვის.

სახურავის მაგივრად ტუბზე მიამაგრეთ დოზატორი. ფრთხილად გამოდევნეთ ტუბის შიგთავსი დოზატორის შევსებამდე (სანამ დგუში არ გაჩერდება) ისე, რომ მასში არ წარმოიქმნას ჰაერის ბუშტუკები. განაცალკევეთ ტუბი დოზატორისაგან. ტუბს დაახურეთ თავსახური.

ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, დგუშზე ნელი ზეწოლით, დოზატორის მეშვეობით კრემი ღრმად შეჰყავთ საშოში. მოქმედების ხანგრძლივობაა 10 საათი. ყოველი განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს აუცილებელია კრემის ახალი დოზის შეყვანა.

ერთი დოზა (5გ კრემი) გათვლილია ერთ სქესობრივ კავშირიზე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ვაგინიტი; საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გაღიზიანება და დაწყლულება.

სიფრთხილის ზომები

ფარმატექსი, მისი სწორად გამოყენების პირობებში, წარმოადგენს ორსულობისაგან თავდაცვის ეფექტურ პრეპარატს. თუმცა, ადგილობრივი კონტრაცეპციის სპერმიციდული მეთოდი ყოველთვის ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ჰორმონალური და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია, დიაფრაგმა, ცერვიკალური ჩაჩი ან კონდომი.

აკრძალულია სასქესო ორგანოების ტუალეტისათვის საპნის გამოყენება სქესობრივ კავშირამდე 2 საათით ადრე და მის შემდეგ 2 საათის განმავლობაში, რადგან საპონი იწვევს ფარმატექსის მოქმედი ნივთიერების დაშლას.

გარე სასქესო ორგანოების ტუალეტი ორივე პარტნიორისათვის დასაშვებია მხოლოდ უბრალო წყლით. საშოს გამორეცხვა უნდა ჩაიტაროთ სქესობრივი კავშირიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.

პრეპარატ ფარმატექსის საშოში შეყვანისას არ არის რეკომენდებული აბაზანის მიღება, ზღვაში, აუზში და წყალსაცავებში ბანაობა, რათა არ მოხდეს მისი კონტრაცეპციული მოქმედების დაქვეითება.

ვაგინალური გამოყენების პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობისას, მკურნალობის დასრულებამდე უნდა შეწყდეს პრეპარატ ფარმატესის გამოყენება.

აღნიშნული კონტრაცეპციის მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექციებისაგან. ასეთი დაავადებებისათვის არსებობს ბარიერული კონტრაცეპციის მხოლოდ ერთი მეთოდი – კონდომი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნებისმიერ ინტრავაგინალურად გამოყენებულ სამკურნალო საშუალებას შეუძლია დააქვეითოს პრეპარატის სპერმიციდული მოქმედება. მოქმედი ნივთიერება - ბენზალკონიუმის ქლორიდი, იშლება საპნის ზემოქმედებით. ამიტომ, სასქესო ორგანოების ტუალეტი საპნის მინიმალური რაოდენობითაც კი უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი წარმოადგენს კონტრაცეპციულ საშუალებას და ორსულობის დროს არ გამოიყენება.

ამ სპერმიციდის შემთხვევითი გამოყენებისას ორსულობის ადრეულ ვადაზე, ნაყოფზე რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენა არ გამოვლენილა.

ძუძუთი კვება

დედის რძეში ბენზალკონიუმის ქლორიდის შეღწევა შესაძლებელია ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, ყოველგვარი ნეგატიური ზეგავლენის გარეშე. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები უარყოფითი ზეგავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, თქვენი და/ან თქვენი პარტნიორის სასქესო ორგანოების წვა და ქავილი, მტკივნეული შარდვა.

ზემოაღნიშნულის გამოვლენისას ფარმატექსის გამოყენება უნდა შეწყდეს.

თუ მითითებული გვერდითი რეაქციებიდან ნებისმიერი გაღრმავდა ან გამოვლინდა სხვა არასასურველი გვერდითი რეაქციები, რაც არ არის ინსტრუქციაში მითითებული, აცნობეთ ექიმს.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტესი 25OC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კოდი: G02BB.

ფარმაკოლოგიური თვისიბები

ფარმაკოდინამიკა

ბენზალკონიუმის ქლირიდი წარმოადგენს როგორც სპერმიციდს, აგრეთვე ანტისეპტიკურ საშუალებას. სპერმიციდული მოქმედება განპირობებულია აქტიური ნივთიერების თვისებით დაშალოს სპერმატოზოიდების მემბრანა (ჯერ საცეცები, შემდგომ სპერმატოზოიდის თავი), რის შემდგომაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაზიანებული სპერმატოზოიდებით შეუძლებელია. ეფექტი ვლინდება პრეპარატის საშოში შეყვანისთანავე.

პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დაორსულობის რისკს, თუმცა სრულად არ გამორიცხავს.

არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის დოდერლეინის ჩხირზე).

ფარმატექსი არ ახდენს ზეგავლენას მენსტრუალურ ციკლზე, ლიბიდოსა და ფერტილობაზე.

ინ ვიტრო პრეპარატი ეფექტურია Neisseria ganorrhoeae, Chlamydia spp, Trichomonas vaginalis, Herpes simplex-ის მეორე ტიპის, Staphylococcus aureus,-ის მიმართ. პრეპარატი არ მოქმედებს Mycoplasma spp.-ზე და სუსტად მოქმედებს Gardnerella vaginalis, Candida albicans, Haemophilus ducreyi, Treponema pallidum-ზე.

ფარმაკოკინეტიკა

ბენზალკონიუმის ქლორიდის აბსორბცია ძალიან დაბალია საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან. ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან იგი შორდება უბრალო წყლით ჩაბანვისას და ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ფარმატექსი

სავაჭრო დასახელება: ფარმატექსი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბენზალკონიუმის ქლორიდი.

წამლის ფორმა: 1.2% ვაგინალური კრემი.

100გ კრემის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ბენზალკონიუმის ქლორიდის 50% წყალხსნარი - 2,4გ,

რაც შეესაბამება ბენზალკონიუმის ქლორიდის - 1,2გ-ს.

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონმჟავა - 0.002 გ

დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი - pH 3.5-5.5- მდე

მაკროგოლის და ეთილენგლიკოლის პალმიტოსტეარატი (ტეფოზი® 63) - 24.0 გ

ლავანდის ზეთი - 0.05 გ

გასუფთავებული წყალი - 100 გ-მდე

აღწერილობა

თეთრი ერთგვაროვანი კრემი ლავანდის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კოდი: G02BB.

ფარმაკოლოგიური თვისიბები

ფარმაკოდინამიკა

ბენზალკონიუმის ქლირიდი წარმოადგენს როგორც სპერმიციდს, აგრეთვე ანტისეპტიკურ საშუალებას. სპერმიციდული მოქმედება განპირობებულია აქტიური ნივთიერების თვისებით დაშალოს სპერმატოზოიდების მემბრანა (ჯერ საცეცები, შემდგომ სპერმატოზოიდის თავი), რის შემდგომაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაზიანებული სპერმატოზოიდებით შეუძლებელია. ეფექტი ვლინდება პრეპარატის საშოში შეყვანისთანავე.

პრეპარატ ფარმატექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დაორსულობის რისკს, თუმცა სრულად არ გამორიცხავს.

არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის დოდერლეინის ჩხირზე).

ფარმატექსი არ ახდენს ზეგავლენას მენსტრუალურ ციკლზე, ლიბიდოსა და ფერტილობაზე.

ინ ვიტრო პრეპარატი ეფექტურია Neisseria ganorrhoeae, Chlamydia spp, Trichomonas vaginalis, Herpes simplex-ის მეორე ტიპის, Staphylococcus aureus,-ის მიმართ. პრეპარატი არ მოქმედებს Mycoplasma spp.-ზე და სუსტად მოქმედებს Gardnerella vaginalis, Candida albicans, Haemophilus ducreyi, Treponema pallidum-ზე.

ფარმაკოკინეტიკა

ბენზალკონიუმის ქლორიდის აბსორბცია ძალიან დაბალია საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან. ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან იგი შორდება უბრალო წყლით ჩაბანვისას და ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენით.

გამოყენების ჩვენება

ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, მათ შორის:

  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის უკუჩვენებისას;
  • მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში; ორსულობის შეწყვეტის შემდეგ;
  • მენოპაუზის დროს;
  • არარეგულარული სქესობრივი კავშირების დროს;
  • როგორც დამატებითი ადგილობრივი კონტრაცეპციული საშუალება ვაგინალური დიაფრაგმის, ცერვიკალური ჩაჩის და სხვა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით აასს-ის (არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები) ხანგრძლივი გამოყენების დროს;
  • როგორც კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ორივე კონტრაცეპტიული მეთოდის გამოყენება მენსტრუალური ციკლის დარჩენილი დღეების განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ვაგინიტი; საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გაღიზიანება და დაწყლულება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

პრეპარატი წარმოადგენს კონტრაცეპციულ საშუალებას და ორსულობის დროს არ გამოიყენება.

ამ სპერმიციდის შემთხვევითი გამოყენებისას ორსულობის ადრეულ ვადაზე, ნაყოფზე რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენა არ გამოვლენილა.

ძუძუთი კვება

დედის რძეში ბენზალკონიუმის ქლორიდის შეღწევა შესაძლებელია ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, ყოველგვარი ნეგატიური ზეგავლენის გარეშე. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება

ვაგინალური გამოყენებისათვის.

სახურავის მაგივრად ტუბზე მიამაგრეთ დოზატორი. ფრთხილად გამოდევნეთ ტუბის შიგთავსი დოზატორის შევსებამდე (სანამ დგუში არ გაჩერდება) ისე, რომ მასში არ წარმოიქმნას ჰაერის ბუშტუკები. განაცალკევეთ ტუბი დოზატორისაგან. ტუბს დაახურეთ თავსახური.

ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, დგუშზე ნელი ზეწოლით, დოზატორის მეშვეობით კრემი ღრმად შეჰყავთ საშოში. მოქმედების ხანგრძლივობაა 10 საათი. ყოველი განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს აუცილებელია კრემის ახალი დოზის შეყვანა.

ერთი დოზა (5გ კრემი) გათვლილია ერთ სქესობრივ კავშირიზე.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, თქვენი და/ან თქვენი პარტნიორის სასქესო ორგანოების წვა და ქავილი, მტკივნეული შარდვა.

ზემოაღნიშნულის გამოვლენისას ფარმატექსის გამოყენება უნდა შეწყდეს.

თუ მითითებული გვერდითი რეაქციებიდან ნებისმიერი გაღრმავდა ან გამოვლინდა სხვა არასასურველი გვერდითი რეაქციები, რაც არ არის ინსტრუქციაში მითითებული, აცნობეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ნებისმიერ ინტრავაგინალურად გამოყენებულ სამკურნალო საშუალებას შეუძლია დააქვეითოს პრეპარატის სპერმიციდული მოქმედება. მოქმედი ნივთიერება - ბენზალკონიუმის ქლორიდი, იშლება საპნის ზემოქმედებით. ამიტომ, სასქესო ორგანოების ტუალეტი საპნის მინიმალური რაოდენობითაც კი უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები

ფარმატექსი, მისი სწორად გამოყენების პირობებში, წარმოადგენს ორსულობისაგან თავდაცვის ეფექტურ პრეპარატს. თუმცა, ადგილობრივი კონტრაცეპციის სპერმიციდული მეთოდი ყოველთვის ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ჰორმონალური და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია, დიაფრაგმა, ცერვიკალური ჩაჩი ან კონდომი.

აკრძალულია სასქესო ორგანოების ტუალეტისათვის საპნის გამოყენება სქესობრივ კავშირამდე 2 საათით ადრე და მის შემდეგ 2 საათის განმავლობაში, რადგან საპონი იწვევს ფარმატექსის მოქმედი ნივთიერების დაშლას.

გარე სასქესო ორგანოების ტუალეტი ორივე პარტნიორისათვის დასაშვებია მხოლოდ უბრალო წყლით. საშოს გამორეცხვა უნდა ჩაიტაროთ სქესობრივი კავშირიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.

პრეპარატ ფარმატექსის საშოში შეყვანისას არ არის რეკომენდებული აბაზანის მიღება, ზღვაში, აუზში და წყალსაცავებში ბანაობა, რათა არ მოხდეს მისი კონტრაცეპციული მოქმედების დაქვეითება.

ვაგინალური გამოყენების პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობისას, მკურნალობის დასრულებამდე უნდა შეწყდეს პრეპარატ ფარმატესის გამოყენება.

აღნიშნული კონტრაცეპციის მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექციებისაგან. ასეთი დაავადებებისათვის არსებობს ბარიერული კონტრაცეპციის მხოლოდ ერთი მეთოდი – კონდომი.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე

არ არსებობს მონაცემები უარყოფითი ზეგავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

1,2%-იანი ვაგინალური კრემი.

72 გ კრემი მოთავსებულია მემბრანიან ალუმინის ტუბში, რომელიც თავდახურულია ხრახნიანი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისაგან დამზადებული თავსახურით, მემბრანის გასახვრეტი პერფორატორით. ტუბა შიგნიდან დაფარულია დამცავი ეპოქსიფენოლის ლაქით. ერთი ტუბი, გამოყენების ინსტრუქციასთან და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისაგან დამზადებული დოზატორით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტესი 25OC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელიის დასახელება:

ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალ

22, ავენიუ არისტიდ ბრიანი, 94110, არკეი, საფრანგეთი

საწარმოო მოედნები

მზა წამლის ფორმის წარმოება, პირველადი შეფუთვა:

ლაბორატორიი შემინო

93 რუტ დე მონნე, 37210 ვუვრე, საფრანგეთი

მეორეული (სამომხმარებლო) შეფუთვა, სერიის გაშვების კონტროლი:

ინოტერა შუზი

რიუ რენე შანტერო, შუზი სიუ სის, ვალუარ-სიურ-სის, 41150, საფრანგეთი

მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:

შპს “ინოტექ”

127051, ქ.მოსკოვი, პეტროვკას ქუჩა, სახლი 20/1

ტელ. (495) 775-41-12, ფაქსი: (495)287-87-68

e-mail: [email protected]

www.innotech.ru

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა