ტრაუმელ S
Traumeel® S
დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტტრავმული შეშუპება და გასიება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- atropa belladonna + aconitum napellus + symphytum officinale + echinacea purpurea + yarrow achillea millefolium + hypericum perforatum + bellis perennis + mercurius solubilis hahnemanni + arnica arnica montana + ექინაცეა (echinacea) + hepar sulfuris + marigold calendula officinalis + hamamelis virginiana + chamomila recutita
- ფორმა და შეფუთვა
- 2,2მლ ი.მ., ი.ვ., პერიარტიკულური, კანში და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №100 (5X20)
- მწარმოებელი
- Biologische Heilmittel Heel GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კომპლემენტარული (ჰომეოპათიური) სამკურნალო საშუალებები
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-რ/ა-001956
- რეგისტრირებულია
- 20 აპრილი 2023, მოქმედებს 20 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ბიომედიკა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტრაუმელ S — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტტრავმული შეშუპება და გასიება; სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი; ტვინის შერყევა.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე დარღვევებისას ყოველდღე, სხვაგვარად კვირაში 1-3-ჯერ 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიარტიკულარულად.
უკუჩვენებები
გადამეტებული მგრძნობელობა ერთ ერთი აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის, არნიკას, გვირილას, მილეფოლიუმის ან გვირილასრბრთა ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ. ზოგადად, ექინაცეა არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), ავტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს
სიფრთხილის ზომები
ამ პროდუქციის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი დოკუმენტირებული მონაცემები არ არსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო პროდუქცია ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლითაც კი) იმ პირებში, რომლებსაც აქვთ გადამეტებული მგრძნობელობა შემადგენლი კომპონენტების მიმართ (მაგ. არნიკა, გვირილა, მილეფოლიუმი).
ინექციის ადგილზე დროებით შეიძლება გამოჩნდეს გაწითლება, გასიება და ტკივილი.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი), ამ შემთხვევაში პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს.
ექინაცეას ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაქვეითება.
პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია, ამ შემთხვევაში პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები ჰომეოპათიური აქტიური ნივთიერების Mercurius solubilis გამო.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ იქნა მოხსენებული რაიმე ურთიერთქმედების შესახებ და არც არის ეს მოსალოდნელი
ჰომეოპათიური განზავების გამო.
თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული
წამლების შესახებ, თუნდაც ისინი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებია.
შემადგენლობა
1 ამპულა 2,2 მლ (=2,2 გ) შეიცავს:
Arnica montana D2 2,2 მგ
Calendula officinalis D2 2,2 მგ
Chamomilla recutita D3 2,2 მგ
Symphytum officinale D6 2,2 მგ
Achillea millefolium D3 2,2 მგ
Atropa bella-donna D2 2,2 მგ
Aconitum napellus D2 1,32 მგ
Bellis perennis D2 1,1 მგ
Hypericum perforatum D2 0,66 მგ
Echinacea D2 0,55 მგ
Echinacea purpurea D2 0,55 მგ
Hamamelis virginiana D1 0,22 მგ
Mercurius solubilis Hahnemanni D6 1,1 მგ
Hepar sulfuris D6 2,2 მგ
შემავსებლები:
საინექციო წყალი 2179,10 მგ
ნატრიუმის ქლორიდი 19,4 მგ
შენახვის პირობები
5 წელი.
შენახვა:
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტრაუმელ® S
(Traumeel® S)
საინექციო ხსნარი კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიარტიკულარული ინექციისთვის
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 ამპულა 2,2 მლ (=2,2 გ) შეიცავს:
Arnica montana D2 2,2 მგ
Calendula officinalis D2 2,2 მგ
Chamomilla recutita D3 2,2 მგ
Symphytum officinale D6 2,2 მგ
Achillea millefolium D3 2,2 მგ
Atropa bella-donna D2 2,2 მგ
Aconitum napellus D2 1,32 მგ
Bellis perennis D2 1,1 მგ
Hypericum perforatum D2 0,66 მგ
Echinacea D2 0,55 მგ
Echinacea purpurea D2 0,55 მგ
Hamamelis virginiana D1 0,22 მგ
Mercurius solubilis Hahnemanni D6 1,1 მგ
Hepar sulfuris D6 2,2 მგ
შემავსებლები:
საინექციო წყალი 2179,10 მგ
ნატრიუმის ქლორიდი 19,4 მგ
ჩვენება:
დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტტრავმული შეშუპება და გასიება; სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი; ტვინის შერყევა.
უკუჩვენება:
გადამეტებული მგრძნობელობა ერთ ერთი აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის, არნიკას, გვირილას, მილეფოლიუმის ან გვირილასრბრთა ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ. ზოგადად, ექინაცეა არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), ავტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს
განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
ამ პროდუქციის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი დოკუმენტირებული მონაცემები არ არსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო პროდუქცია ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლითაც კი) იმ პირებში, რომლებსაც აქვთ გადამეტებული მგრძნობელობა შემადგენლი კომპონენტების მიმართ (მაგ. არნიკა, გვირილა, მილეფოლიუმი).
ინექციის ადგილზე დროებით შეიძლება გამოჩნდეს გაწითლება, გასიება და ტკივილი.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი), ამ შემთხვევაში პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს.
ექინაცეას ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაქვეითება.
პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია, ამ შემთხვევაში პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები ჰომეოპათიური აქტიური ნივთიერების Mercurius solubilis გამო.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ იქნა მოხსენებული რაიმე ურთიერთქმედების შესახებ და არც არის ეს მოსალოდნელი
ჰომეოპათიური განზავების გამო.
თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული
წამლების შესახებ, თუნდაც ისინი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებია.
დოზირება და მითითებები გამოყენებისთვის:
მწვავე დარღვევებისას ყოველდღე, სხვაგვარად კვირაში 1-3-ჯერ 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიარტიკულარულად.
გამოშვების ფორმა:
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 100 2.2 მლ-ანი ამპულა.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
შენახვა:
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ
დრ-რეკევეგის ქ. 2-4,
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
დისტრიბიუტორი:
შპს ბიომედიკა (Biomedica)
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 38,
0186 თბილისი, საქართველო
შუშის ფლაკონის (ამპულის) გახსნის ინსტრუქცია
გამოიჩინეთ სიფრთხილე, ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია. არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. ნებისმიერი დარჩენილი შემცველობა უნდა განადგურდეს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


