პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრაუმელ S

Traumeel® S

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტი №50 კონტეინერში
მწარმოებელი
Biologische Heilmittel Heel GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომპლემენტარული (ჰომეოპათიური) სამკურნალო საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-რ/ა-001963
რეგისტრირებულია
20 აპრილი 2023, მოქმედებს 20 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ბიომედიკა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრაუმელ S და სხვა წამალი ერთად

ტრაუმელ S — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების

ართროზი; ტვინის შერყევა.

მიღების წესი და დოზირება

ზოგადად, 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას პირის ღრუში დღეში

3-ჯერ.

უკუჩვენებები

გადამეტებული მგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის, არნიკას, გვირილას, მილეფოლიუმის, ან (შემადგენელი) გვირილასებრთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ. ზოგადად, ექინაცეა არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), აუტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ამ სამედიცინო პერსონალს.

სათანადო დოკუმენტირებული მონაცემების სიმცირის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის, ან ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი) იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მაგ.: არნიკა, კალენდულა, მილეფოლიუმი), ამ შემთხვევაში პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. ექინაცეას ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაქვეითება. პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ამ შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. შეიძლება ხანდახან გამოჩნდეს ალერგიული რეაქციები ჰომეოპათიურად აქტიური ნივთიერების Mercurius solubilis-ის გამო.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

არ იქნა მოხსენებული რაიმე ურთიერთქმედების შესახებ და არც არის ეს მოსალოდნელი

ჰომეოპათიური განზავების გამო.

თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული

წამლების შესახებ, თუნდაც ისინი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებია.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

Achillea millefolium D3 15 მგ

Aconitum napellus D3 30 მგ

Arnica montana D2 15 მგ

Atropa bella-donna D4 75 მგ

Bellis perennis D2 6 მგ

Calendula officinalis D2 15 მგ

Chamomilla recutita D3 24 მგ

Echinacea D2 6 მგ

Echinacea purpurea D2 6 მგ

Hamamelis virginiana D2 15 მგ

Hepar sulfuris D8 30 მგ

Hypericum perforatum D2 3 მგ

Mercurius solubilis Hahnemanni D8 30 მგ

Symphytum officinale D8 24 მგ

შემავსებლები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი 6,0 მგ

მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ

შენახვის პირობები

5 წელი.

შენახვა:

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Traumeel® S

ტრაუმელ® S

(Traumeel® S)

ტაბლეტები, პერორალური გამოყენებისთვის

კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

Achillea millefolium D3 15 მგ

Aconitum napellus D3 30 მგ

Arnica montana D2 15 მგ

Atropa bella-donna D4 75 მგ

Bellis perennis D2 6 მგ

Calendula officinalis D2 15 მგ

Chamomilla recutita D3 24 მგ

Echinacea D2 6 მგ

Echinacea purpurea D2 6 მგ

Hamamelis virginiana D2 15 მგ

Hepar sulfuris D8 30 მგ

Hypericum perforatum D2 3 მგ

Mercurius solubilis Hahnemanni D8 30 მგ

Symphytum officinale D8 24 მგ

შემავსებლები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი 6,0 მგ

მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ

ჩვენება:

დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების

ართროზი; ტვინის შერყევა.

უკუჩვენება:

გადამეტებული მგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის, არნიკას, გვირილას, მილეფოლიუმის, ან (შემადგენელი) გვირილასებრთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ. ზოგადად, ექინაცეა არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), აუტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

გაფრთხილებები:

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ამ სამედიცინო პერსონალს.

სათანადო დოკუმენტირებული მონაცემების სიმცირის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის, ან ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი) იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მაგ.: არნიკა, კალენდულა, მილეფოლიუმი), ამ შემთხვევაში პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. ექინაცეას ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაქვეითება. პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ამ შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. შეიძლება ხანდახან გამოჩნდეს ალერგიული რეაქციები ჰომეოპათიურად აქტიური ნივთიერების Mercurius solubilis-ის გამო.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

არ იქნა მოხსენებული რაიმე ურთიერთქმედების შესახებ და არც არის ეს მოსალოდნელი

ჰომეოპათიური განზავების გამო.

თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული

წამლების შესახებ, თუნდაც ისინი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებია.

დოზირება და მითითებები გამოყენებისთვის:

ზოგადად, 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას პირის ღრუში დღეში

3-ჯერ.

გამოშვების ფორმა:

შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 50 ტაბლეტი.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

შენახვა:

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

Biologische Heilmittel Heel GmbH

ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ

დრ-რეკევეგის ქ. 2-4,

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

დისტრიბიუტორი:

შპს ბიომედიკა (Biomedica)

ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 38,

0186 თბილისი, საქართველო

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა