ზომიერი და ძლიოერი ტკივილის მკურნალობა
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრამადოლი (tramadol)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 2მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ოპიოიდური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N02AX02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038770
- რეგისტრირებულია
- 1 აგვისტო 2023, მოქმედებს 1 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტრამადოლი-M — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზომიერი და ძლიოერი ტკივილის მკურნალობა
მიღების წესი და დოზირება
დოზებსა და მკურნალობის ხანგრძლოვობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის ინტენსივობის გათვალისწინებით.
პრეპარატი შეიძლება მიეცეს პაციენტს ვენაში, კუნთში, ან კანქვეშ შეყვანის გზით
ზრდასრული პირები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშები
დოზები
ერთჯერადი დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
ტრამადოლის ჰიდროქლორიდი (საინექციო ხსნარი 50მგ)
50-100მგ ყოველ 4-6 საათში
(1-2 ამპულა)
400 მგ (8 ამპულამდე)
თუ 50მგ ტრამადოლის ერთჯერადი დოზის მიცემის შემდეგ 30-60 წუთში ტკივილის შემსუბუქება არ აღინიშნება, პაციენტს შეიძლება მიეცეს მეორე ერთჯერადი 50მგ დოზა.
ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ტრამადილის ჰიდროქლორიდის მაღალი საწყისი დოზა (100მგ). ტკივილის ინტენსივობის-და მიხედვით, პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-8 საათს. ოპერაციის-შემდგომ მოკლე პერიოდში დამატებითი გაუტკივარებისათვის აუცილებელ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენება.
დღიურმა დოზამ არ უნდა გადაამეტოს ჩვეულებრივ დოზებს. ტკივილის მოსახსნელად საჭიროა დაინიშნოს ყველაზე მცირე ეფექტური დოზა. ტრამადოლის დღიურმა დოზამ არ უნდა გადაჭარბოს 400მგ-ს, გარდა სპეციფიური კლინიკური გარემოებებისა (მაგალითად, კიბოს შემთხვევაში ტკივილის ან მძიმე ოპერაციის შემდგომი ტკივილისას)
1-14 წლის ასაკის ბავშვები
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის 1-2 მგ ინიშნება სხეულის მასის 1კგ-ზე გაანგარიშებით, ერთჯერადი დოზის სახით. საჭიროა, რომ დაინიშნოს ტრამადოლის უმცირესი ეფექტური დოზა. დღიური დოზა შეადგენს სხეულის მასის 4-8 მგ/კგ-ს. ტრამადოლის მაქსიმალური დღიური დოზაა სხეულის მასის 8მგ/კგ ან 400მგ.
აუცილებელია, რომ ტრამადოლი-მ განზავდეს საინექციო წყალში.
ქვემოთ მოცემულია პრეპრატის საინექციო წყალში განზავების შედეგად მიღწეული კონცენტრაციები.
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის მთლიანი დოზის (მგ) გაანგარიშება: სხეულის მასა (კგ) გამრავლებული დოზაზე (მგ/კგ)
საინექციოდ განზავებული ხსნარის მოცულობის (მლ) გაანგარიშება: მთლიანი დოზა (მგ) გაყოფილი განზავებული ხსნარის შესაბამის კონცენტრაციაზე (მგ/მლ)
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის 50მგ საინექციო ხსნარი + დამატებული გამხსნელი
საინექციოდ განზავებული ხსნარის კონცენტრაცია (მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდი/მლ)
1 მლ + 1 მლ
25,0 მგ/მლ
1 მლ + 2 მლ
16,7 მგ/მლ
1 მლ + 3 მლ
12,5 მგ/მლ
1 მლ + 4 მლ
10,0 მგ/მლ
1 მლ + 5 მლ
8,3 მგ/მლ
1 მლ + 6მლ
7,1 მგ/მლ
1 მლ + 7 მლ
6,3 მგ/მლ
1 მლ + 8 მლ
5,6 მგ/მლ
1 მლ + 9 მლ
5,0 მგ/მლ
მაგალითი: 45 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვს უნდა დაენიშნოს ტრამადოლის ჰიდროქლორიდი 1,5მგ სხეულის მასის 1კგ-ზე. ამისათვის საჭიროა 67,5მგ ტრამადლის ჰიდროქლორიდი. 2მლ ტრამადოლი-მ (1-1 მლ-იანი 2 ამპულის ექვივალენტი) უნდა განზავდეს 4მლ საინექციო წყალში. ეს გვაძლევს 16,7 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციას 1მლ-ზე. ამის შემდეგ შეიყვანება 4მლ ხსნარი (დაახლოებით 67მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდი). ხსნარის ნარჩენი ექვემდებარება უტილიაციას
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული (75 წლის ასაკამდე) პაციენტებისათვის, რომლებსაც არ აღენიშნებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, დოზის კორექცია როგორც წესი არ მოითხოვება
ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა/ დიალიზი
ღვიძლის და/ან თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ფუნქციური დარღვევების პაციენტებში, ტრამადოლის გამოყოფა შენელებულია. ასეთ პაციენტებს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრდიან დოზებს შორის ინტერვალებს, მოთხოვნის-და მიხედვით.
შენიშვნა. პაციენტებს უნდა მიეცეს მხოლოდ პრეპარატის დაბალი რეკომენდირებული დოზები. ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას, ტრამადოლი-მ-ის დოზები ინიშნება დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
საინექციო ხსნარი შეიყვანება ნელა, ანუ ტრამადოლი-მ-ის 1მლ ხსნარი (50 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი) ერთი წუთის განმავლობაში, ან განზავდება საინფუზიო ხსნარში და შეიყვანება ინფუზიის სახით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ტრამადოლი-მ არ შეიძლება გამოყენებული იქნას რეკომენდირებულზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით. თუ დაავადების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება ხანგრძლივი გაუტკივარება ტრამადოლით, მაშინ პაციენტის მდგომარეობა რეგულარულად და გულმოდგინედ უნდა კონტროლდებოდეს (აუცილებლობის შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს), რათა განისაზღვროს შემდგომი მკურნალობის საჭიროება
ბავშვები
1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ შეიძლება
უკუჩვენებები
მომეტებული მგრძნობელობა ტრამადოლის ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; მწვავე მოწამვლა ძილის მომგვრელი, ანალგეტიკური, ოპიოიდური ან ფსიქოტროპული პრეპარატებით; თირკმლის/ღვიძლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე დაბალი); პრეპარატის მიღება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (და მათი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში); ეპილეფსია, რომელიც მკურნალობით არ კონტროლდება; ნარკოტიკების მოხსნის სინდრომი.
სიფრთხილის ზომები
აუცილებელია, რომ ტრამადოლი-მ სიფრთხილის დაცვით იქნას გამოყენებული იოპიოიდური დამოკიდებულების, ქალა-ტვინის ტრავმის, შოკის, უცნობი მიზეზით ცნობიერების დარღვევის, სუნთქვის ფუნქციის დარღვევის, ქალას შიდა წნევის ამაღლების შემთხვევებში
ტრამადოლი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ოპიატების მიმართ მგძნობიარე პაციენტებს.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება სუნთქვის დათრგუნვა, ან ცნს-ის დეპრესანტებთან ერთდროულად მიღებისას, ან თუ რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზა მნიშვნელოვნად მაღალია, ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილის დაცვით, რადგან შესაძლოა წარმოშვას სუნთქვის დათრგუნვა
სუნთქვის დარღვევები ძილის დროს
ოპიოიდებს შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევები ძილის დროს, ძილის ცენტრალური აპნოესა (ძცა) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემის ჩათვლით. ოპიოიდების გამოყენება დპზაზე დამოკიდებულებით ზრდის ძცა-ს რისკს. ძსა-ს მქონე პაციენტებისათვის განხილული უნდა იქნას ოპიოიდების მთლიანი დოზის შემცირების შესაძლებლობა.
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა
ზოგჯერ, ოპიოდურმა ანალგეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების შექცევადი უკმარისობა, რაც დაკვირვებებსა და გლუკოკორტიკოიდებით შემცვლელ თერაპიას საჭიროებს. თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე ან ქრონიკული უკმაროსობა შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, მუცლის ძლიერ ტკივილს, გულისრევას, პირღებინებას, დაბალ არტერიულ წნევას, ძლიერ დაღლილობას, მადის დაქვეითებას და წონის დაკარგვას.
კრუნჩხვები დაუფიქსირდა პაციენტებს, რომლებიც ტრამადოლს რეკომენდირებული დოზებით ღებულობდნენ. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ისეთი დოზების შემთხვევაში, რომლებიც აჭარბებენ რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზებს (400მგ). იმ წამლებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ადაბლებენ კრუნჩხვების ზღვარს, ტრამადოლმა შეიძლება აამაღლოს ეპილეფსიური შეტევების რისკი. ეპილეფსიის ან ეპილეფსიური შეტევის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებს ტრამადოლი-მ საინექციო ხსნარი უნდა მიეცეს მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი მაჩვენებლების მიხედვით.
სეროტონინური სინდრომი
არსებობს მონაცემები სეროტონინური სინდრომის განვითარების – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობის - შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტრამადოლს სხვა სეროტიონინურ პრეპარატებთან ერთად ან მათ გარეშეE(იხ. ნაწილები `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”, `გვერდითი რეაქციები”, და `ჭარბი დოზა~)
თუ სეროტონინური პრეპარატებით თანმხლები მკურნალობა კლინიკურად გამართლებულია, რეკომენდირებლია, რომ პაციეენტი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს, განსაკუთრებით კი მკურნალობის დაწყებისას და დოზების გაზრდის დროს
სეროტონინური სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიური მდგომარეობის ცვლილებებს, ვეგეტატიურ არასტაბილურობას, ნერვულ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავურ სიმპტომებს.
სეროტონინურ სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნა დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის შესაძლებლობები. სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით. ზოგადად, სეროტონინური პრეპარატების მოხსნა მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებას იწვევს.
ტრამადოლს წამალდამოკიდებულების დაბალი პოტენციალი გააჩნია. ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება განვითარდეს შეგუებადობა, ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება. წამლების ბოროტად გამოყენების ან წამალდამოკიდებულებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებისთავის, ტრამადოლით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ხანმოკლე პერიოდებით და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ტრამადოლი არ არის ვარგისი შემცვლელი თერაპიის სახით გამოსაყენებლად ოპიოიდებზე დამოკიდებულ პაციენტებში. იმის მიუხედავად, რომ ტრამადოლი არის ოპიოიდური აგონისტი, მას არ შეუძლია დათრგუნოს მორფის მოხსნის სინდრომები.
ამ პრეპარატის გამოყენებისას, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება
ტრამადოლი-მ-ის საინექციო ხსნარი შეიცავს 1მმოლ-ზე (23 მგ/დოზა) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ თითქმის არ შეიცავს მას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტრამადოლი-მ Aარ შეიძლება მიეცეს პაციენტს მაო ინჰიბიტორებთან ერთად. პაციენტებს, რომლებიც ოპიოიდური პეტიდინის მიღებამდე 14 დღის განმავლობაში მაო ინჰიბიტორებს, აღენიშნა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რეაქციები, ასევე რეაქციები, რომლებიც ზემოქმედებდნენ ცნს-ზე, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. მსგავსი ზემოქმედება არ შეიძლება გამოირიცხოს ასევე მაო ინჰიბიტორებისა და ტრამადოლის ერთდროული მიღებისას.
ტრამადოლისა და იმ პრეპარატების, მათ შორის ალკოჰოლის, ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს, შეიძლება გააძლიეროს მათი ზემოქმდედება ცნს-ზე.
ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ციმეტიდინის (ფერმენტის ინჰიბიტორი) ერთდროულად ან წინასწარ მიღება ნაკლებად გვაძლევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას. კარბამაზეპინის (ფერმენტების ინდუქტორი) ერთდროულად ან წინასწარ მიღებამ შეიძლება დაადაბლოს პრეპარატის ანალგეტიკური ეფექტი და შეამციროს მისი მოქმედების ხანგრძლივობა.
რეკომენდირებული არ არის შერეული აგონისტების/ანტაგონისტების (მაგალითად ბუპრენორფინი, ნალბუფინი, პენტაზოცინი) და ტრამადოლის ერთდროული მიღება, რადგან ასეთ შემთხვევაში (თეორიულად) სუფთა აგონისტის ტკივილშემამსუბუქებელი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს
ტრამადოლი-მ-მა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და გააძლიეროს კრუნჩხვების განვითარების რისკი მისი ერთდროული მიღებისას სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიურ ინჰიბიტორებან (СИОЗС), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ნეიროლეპტიკებთან და სხვა წამლებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღვარს.
ტრამადოლის მიღებისას სხვა სეროტონინერგიულ საშუალებთან, მაგალითად სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიურ ინჰიბიტორებთან (СИОЗС), სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუდაჭერის ინჰიბიტორებთან (ИОЗСН), მაო ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მიტრაზაპინთან ერთად, შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისათვის საშიში სეროტონინური სინდრომი (იხ. ნაწილები `გამოყენების თავისებურებები~ და `გვერდითი რეაქციები~)
ტრამადოლი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს კუმარინის წარმოებულების (მაგალითად ვარფარინი) მიღებისას, რადგან არსებობს ინფორმაცია IRN-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) მომატების შესახებ ძლიერი სისხლდენით, ზოგ პაციენტებში კი სისხლჩაქცევებით.
პრეპარატებმა, რომლებიც ახდენენ CYP3A4-ის ინჰიბიციას, მათ შორის კეტოკონაზოლი და ერითრომიცინი, შეიძლება დათრგუნონ ტრამადოლისა და მისი აქტიური O-დემეთილირებული მეტაბოლიტის მეტაბოლიზმი (N-დემეთილირება). ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება შესწავლილი არ არის. ქინიდინი ამაღლებს ტრამადოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამცირებს M1 მეტაბოლიტის კონცენტრაციას CYP1D6 იზოენზიმის კონკურენციული ინჰიბიციის ხარჯზე.
კვლევების მხოლოდ მცირე რაოდენობამ გვიჩვენა, რომ 5HT3 სეროტონინური რეცეპტორების (ონდანსეტრონი) სელექტიული ანტაგონისტების ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი გამოყენება ზრდის ტრამადოლის მოთხოვნილებას პაციენტებში, რომლებსაც ოპერაციის შემდგომი ტკივილები აქვთ.
შეწოვის სისწრაფე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდის ან დომპერიდონის გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინის გამოყენებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტრამადოლის ძალიან მაღალი დოზები ზემოქმედებას ახდენენ ახალშობილის ორგანოების განვითარებაზე, ძვლების ზრდაზე და ლეტალურობაზე. ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა. ტრამადოლი ლახავს პლაცენტარულ ბარიერს. ორსულობის პერიოდში ტრამადოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, ამიტომ, ამ პრეპარატის მიცემა ორსული ქალებისათვის დაშვებული არ არის.
მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ ტრამადოლის მიღება არ ახდენს გავლენას საშვილოსნოს ზომის შემცირებაზე. პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის სიხშირის ცვლილებები, რაც, როგორც წესი, არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ტრამადოლის ხანგრძლივად გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სინდრომი ახალშობილებში
იმ დოზის დაახლოებით 0,1%, რომელსაც ქალი ღებულობს ძუძუთი კვების პერიოდში, მკერდის რძეში აღწევს, ამიტომ, ამ პერიოდში ტრამადოლი-მ რეკომენდირებული არ არის. ჩვეულებრივ, ტრამადოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ძუძუთი კვების შეწყვეტა სავალდებულო არ არის.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს ავტომანქანის მართვის და იმ სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, რომლებიც ყურადღების ამაღლებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.
გვერდითი მოვლენები
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას, ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციებს წარმოადგენს გულისრევა და თავბრუსხვევა
ფსიქიკის მხრივ: ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, ღამის კოშმარები. ტრამადოლის მიღების შემდეგ შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვაგვარი გვერდითი ეფექტები (პაციენტისა და ხანგრძლივი მკურნალობის თავისებურებების-და მიხედვით). ასეთ რეაქციებს განეკუთვნება: გუნება-განწყობილების შეცვლა (ეიფორია, ხანდახან – დისფორია), აქტიურობის ცვლილებები (უფრო ხშირად შესუსტება, ზოგჯერ – გაძლიერება), აღქმითი და ცნობიერების ფუნქციების ცვლილებები (მაგ. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, აღქმის დარღვევები). შეიძლება წარმოიშვას წამალდამოკიდებულება
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბნეულობა, მადიანობის ცვლილებები, პარესტეზია, ტრემორი, სუნთქვის დათრგუნვა, ეპილეპტოფორმული შეტევები, კუნთების უნებლიე შეკრთომები, კოორდინაციის დარღვევები, სინკოპე, უძილობა, ძილიანობა, მეტყველების დარღვევები, სეროტონინური სინდრომი.
თუ რეკომენდირებული დოზები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, და ამავდროულად პაციენტს ცენტრალური მოქმედების სხვა დეპრესანტებიც ეძლევა, შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა. ეპილეპტოფორმული შეტევები ძირითადად ვითარდება ტრამადოლის მაღალი დოზებით მიღების შემდეგ ან კრუნჩხვის ზღვარის დამადაბლებელ წამლებთან ერთად მიღებისას.
მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დაბინდვა, მიდრიაზი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა რეგულაციაზე (გულისცემის აჩქარება ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ან გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი). ეს არასასურველი ეფექტები შეიძლება განსაკუთრებით გამოვლინდეს პრეპარატის შეყვანისას ვენაში ან დასუსტებულ პაციენტებში.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ქოშინი. არსებობს ცნობები ასთმის განვითარების შესახებ, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, სიმშრალე პირის ღრუში, პირღებინების შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანება (მაგ., სიმძიმის შეგრძნება კუჭში), მეტეორიზმი) დიარეა
კანის მხრივ: ოფლიანობის მომატება, კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ერითემა, ჭინჭრის გამონაყარი)
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: სისუსტე მოძრაობისას
შარდმდენი სისტემის მხრივ: შარდდენის დარღვევები (შარდის გამოშვების გართულება, დირუზია და შარდის შეკავება)
ზოგადი დარღვევები: დაღლილობა, ალერგიული რეაქციები, (დისტონია, ბრონქოსპაზმები, ანგიონევროტული შეშუპება, ხმის ჩახლეჩა), ანაფილაქსია, გემოს დარღვევა, სისუსტე, შენელებული რეაქციები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
აბსტინენტური სინდრომის შესაძლო წარმოშობა ისეთივეა, როგორც სხვა ოპიოიდების მიღების შემთხვევაში. ეს სინდრომები მოიცავს აგზნებადობას, შფოთვას, ნერვიულობას, ძილის დარღვევას, ჰიპერკინეზიას, ტრემორს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს. სხვა სიმპტომები უფრო იშვიათად ვლინდება ტრამადოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის: ტკივილის შეტევები, ძლიერი შფოთვის მდგომარეობა, ჰალუცინაციები, პარესტეზია, ხმაური ყურში, უჩვეულო სიმპტომები ცნს-ის მხრივ (დაბნეულობა, მანია, დეპერსონალიზაცია, გარემოს აღქმის დარღვევები (მათ შორის ჰიპერაკუზია), პარანოია)
ჭარბი დოზა
სიმპტომები: სპეციფიური მიოზი, პირღებინება, გულ-სისხლძარღვების კოლაფსი, ცნობიერების დარღვევა თითქმის კომამდე, კრუნჩხვები და სუნთქვის დათრგუნვა თითქმის სუნთქვის გაჩერებამდე.
მკურნალობა: უნდა ჩატარდეს პირველი დახმარების ზოგადი ღონისძიებები. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სასუნთქი გზების გამტარობა (შესაძლოა ასპირაცია), სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერა სიმპტომების მიხედვით. სუნთქვის დათრგუნვისას ანტიდოტს წარმოადგენს ნალოქსონი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ნალოქსონი არ ზემოქმედებს კრუნჩხვებზე, ამიტომ ვენაში შეიყვანება დიაზეპამი.
ტრამადოლი მხოლოდ მინიმალური რაოდენობით გამოიყოფა სისხლის შრატიდან ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის გზით. ამიტომ, ტრამადოლის ზედმეტად ჭარბი დოზის მიღების შედეგების მკურნალობა ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის მეშვეობით არ არის საკმარისი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ტრამადოლი
1მლ ხსნარი შეიცავს 50მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდს
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, საინექციო წყალი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
2მლ ამპულაში. 5 ამპულა ბლისტერზე. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანალგეტიკები. ოპიოიდები. ტრამადოლი.
ATC კოდი N02A X02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკური საშუალება. ოპიატური µ-, β-, და κ-რეცეპტორების არასელექტიური ანტაგონისტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ყველაზე მეტი მსგავსებით µ რეცეპტორებთან. თრგუნავს ნოციცეპტიურ აქტივობას და ააქტიურებს ანტინოციცეპტიურ სისტემას. ხელს უწყობს კალიუმისა და კალციუმის არხების გახსნას, იწვევს მემბრანების ჰიპერპოლარიზაციას და ამუხრუჭებს ნერვული იმპულსის გატარებას. ასტიმულირებს ადრენერგიულ სისტემას. თრგუნავს რა ნორადრენალინის უკუ-ნეირონალურ დაჭერას, აძლიერებს სეროტონინის გამოთავისუფლებას. ავლენს სედატიურ და ხველების საწინააღმდეგო ეფექტებს. თერაპიული დოზებით, პრაქტიკულად არ თრგუნავს სუნთქვას და არ არღვევს გულ-სისხლძარღვების მოქმედებას.
პარენტელარული შეყვანისას, ანალგეტიკური ეფექტი ვითარდება 5-10 წუთის შემდეგ და ნარჩუნდება 3-5 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა. კუნთში შეყვანისას, ტრამადოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება სისხლში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა ინექციიდან 45 წუთის შემდეგ. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 20%. ტრამადოლი კარგად ნაწილდება ქსოვილებში, განაწილების მოცულობა ვენაში შეყვანისას შეადგენს 203 ლ-ს. აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში (ჰემატოენცეფალური, პლაცენტარული), მკერდის რძეში. მეტაბოლიზირდება თირკმელში დემეთილირებისა და კონიუგაციის გზით ერთი აქტიური (O-დემეთილტრამადოლი) და ათი არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ტრამადოლის ნახევარგამოყოფის პერიოდია 6 საათი, O-დემეთილტრამადოლისა – დაახლოებით 8 საათი. გამოიყოფა უპირატესად თირკმელებიდან (90%) და ნაწლავებიდან (დაახლოებით 10%), უცვლელი ფორმით, მეტაბილიტების სახით.
ხანდაზმულ (75 წლის ასაკამდე) და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 80მლ/წთ-ზე ნაკლები) ელიმინაცია ნელდება. შესაძლოა ადგილი ქონდეს პრეპარტის კუმულაციას. ამის გამო, პაციენტების ამ კატეგორიისათვის რეკომენდირებულია დოზის შემცირება და პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
`ტრამადოლი-მ”
(TRAMADOL-M)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტრამადოლი
1მლ ხსნარი შეიცავს 50მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდს
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, საინექციო წყალი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეტიკები. ოპიოიდები. ტრამადოლი.
ATC კოდი N02A X02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკური საშუალება. ოპიატური µ-, β-, და κ-რეცეპტორების არასელექტიური ანტაგონისტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ყველაზე მეტი მსგავსებით µ რეცეპტორებთან. თრგუნავს ნოციცეპტიურ აქტივობას და ააქტიურებს ანტინოციცეპტიურ სისტემას. ხელს უწყობს კალიუმისა და კალციუმის არხების გახსნას, იწვევს მემბრანების ჰიპერპოლარიზაციას და ამუხრუჭებს ნერვული იმპულსის გატარებას. ასტიმულირებს ადრენერგიულ სისტემას. თრგუნავს რა ნორადრენალინის უკუ-ნეირონალურ დაჭერას, აძლიერებს სეროტონინის გამოთავისუფლებას. ავლენს სედატიურ და ხველების საწინააღმდეგო ეფექტებს. თერაპიული დოზებით, პრაქტიკულად არ თრგუნავს სუნთქვას და არ არღვევს გულ-სისხლძარღვების მოქმედებას.
პარენტელარული შეყვანისას, ანალგეტიკური ეფექტი ვითარდება 5-10 წუთის შემდეგ და ნარჩუნდება 3-5 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა. კუნთში შეყვანისას, ტრამადოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება სისხლში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა ინექციიდან 45 წუთის შემდეგ. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 20%. ტრამადოლი კარგად ნაწილდება ქსოვილებში, განაწილების მოცულობა ვენაში შეყვანისას შეადგენს 203 ლ-ს. აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში (ჰემატოენცეფალური, პლაცენტარული), მკერდის რძეში. მეტაბოლიზირდება თირკმელში დემეთილირებისა და კონიუგაციის გზით ერთი აქტიური (O-დემეთილტრამადოლი) და ათი არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ტრამადოლის ნახევარგამოყოფის პერიოდია 6 საათი, O-დემეთილტრამადოლისა – დაახლოებით 8 საათი. გამოიყოფა უპირატესად თირკმელებიდან (90%) და ნაწლავებიდან (დაახლოებით 10%), უცვლელი ფორმით, მეტაბილიტების სახით.
ხანდაზმულ (75 წლის ასაკამდე) და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 80მლ/წთ-ზე ნაკლები) ელიმინაცია ნელდება. შესაძლოა ადგილი ქონდეს პრეპარტის კუმულაციას. ამის გამო, პაციენტების ამ კატეგორიისათვის რეკომენდირებულია დოზის შემცირება და პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ზომიერი და ძლიოერი ტკივილის მკურნალობა
უკუჩვენებები
მომეტებული მგრძნობელობა ტრამადოლის ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; მწვავე მოწამვლა ძილის მომგვრელი, ანალგეტიკური, ოპიოიდური ან ფსიქოტროპული პრეპარატებით; თირკმლის/ღვიძლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე დაბალი); პრეპარატის მიღება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (და მათი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში); ეპილეფსია, რომელიც მკურნალობით არ კონტროლდება; ნარკოტიკების მოხსნის სინდრომი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ტრამადოლი-მ Aარ შეიძლება მიეცეს პაციენტს მაო ინჰიბიტორებთან ერთად. პაციენტებს, რომლებიც ოპიოიდური პეტიდინის მიღებამდე 14 დღის განმავლობაში მაო ინჰიბიტორებს, აღენიშნა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რეაქციები, ასევე რეაქციები, რომლებიც ზემოქმედებდნენ ცნს-ზე, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. მსგავსი ზემოქმედება არ შეიძლება გამოირიცხოს ასევე მაო ინჰიბიტორებისა და ტრამადოლის ერთდროული მიღებისას.
ტრამადოლისა და იმ პრეპარატების, მათ შორის ალკოჰოლის, ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს, შეიძლება გააძლიეროს მათი ზემოქმდედება ცნს-ზე.
ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ციმეტიდინის (ფერმენტის ინჰიბიტორი) ერთდროულად ან წინასწარ მიღება ნაკლებად გვაძლევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას. კარბამაზეპინის (ფერმენტების ინდუქტორი) ერთდროულად ან წინასწარ მიღებამ შეიძლება დაადაბლოს პრეპარატის ანალგეტიკური ეფექტი და შეამციროს მისი მოქმედების ხანგრძლივობა.
რეკომენდირებული არ არის შერეული აგონისტების/ანტაგონისტების (მაგალითად ბუპრენორფინი, ნალბუფინი, პენტაზოცინი) და ტრამადოლის ერთდროული მიღება, რადგან ასეთ შემთხვევაში (თეორიულად) სუფთა აგონისტის ტკივილშემამსუბუქებელი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს
ტრამადოლი-მ-მა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და გააძლიეროს კრუნჩხვების განვითარების რისკი მისი ერთდროული მიღებისას სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიურ ინჰიბიტორებან (СИОЗС), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ნეიროლეპტიკებთან და სხვა წამლებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღვარს.
ტრამადოლის მიღებისას სხვა სეროტონინერგიულ საშუალებთან, მაგალითად სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიურ ინჰიბიტორებთან (СИОЗС), სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუდაჭერის ინჰიბიტორებთან (ИОЗСН), მაო ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მიტრაზაპინთან ერთად, შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისათვის საშიში სეროტონინური სინდრომი (იხ. ნაწილები `გამოყენების თავისებურებები~ და `გვერდითი რეაქციები~)
ტრამადოლი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს კუმარინის წარმოებულების (მაგალითად ვარფარინი) მიღებისას, რადგან არსებობს ინფორმაცია IRN-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) მომატების შესახებ ძლიერი სისხლდენით, ზოგ პაციენტებში კი სისხლჩაქცევებით.
პრეპარატებმა, რომლებიც ახდენენ CYP3A4-ის ინჰიბიციას, მათ შორის კეტოკონაზოლი და ერითრომიცინი, შეიძლება დათრგუნონ ტრამადოლისა და მისი აქტიური O-დემეთილირებული მეტაბოლიტის მეტაბოლიზმი (N-დემეთილირება). ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება შესწავლილი არ არის. ქინიდინი ამაღლებს ტრამადოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამცირებს M1 მეტაბოლიტის კონცენტრაციას CYP1D6 იზოენზიმის კონკურენციული ინჰიბიციის ხარჯზე.
კვლევების მხოლოდ მცირე რაოდენობამ გვიჩვენა, რომ 5HT3 სეროტონინური რეცეპტორების (ონდანსეტრონი) სელექტიული ანტაგონისტების ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი გამოყენება ზრდის ტრამადოლის მოთხოვნილებას პაციენტებში, რომლებსაც ოპერაციის შემდგომი ტკივილები აქვთ.
შეწოვის სისწრაფე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდის ან დომპერიდონის გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინის გამოყენებისას.
გამოყენების თავისებურებები
აუცილებელია, რომ ტრამადოლი-მ სიფრთხილის დაცვით იქნას გამოყენებული იოპიოიდური დამოკიდებულების, ქალა-ტვინის ტრავმის, შოკის, უცნობი მიზეზით ცნობიერების დარღვევის, სუნთქვის ფუნქციის დარღვევის, ქალას შიდა წნევის ამაღლების შემთხვევებში
ტრამადოლი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ოპიატების მიმართ მგძნობიარე პაციენტებს.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება სუნთქვის დათრგუნვა, ან ცნს-ის დეპრესანტებთან ერთდროულად მიღებისას, ან თუ რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზა მნიშვნელოვნად მაღალია, ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილის დაცვით, რადგან შესაძლოა წარმოშვას სუნთქვის დათრგუნვა
სუნთქვის დარღვევები ძილის დროს
ოპიოიდებს შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევები ძილის დროს, ძილის ცენტრალური აპნოესა (ძცა) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემის ჩათვლით. ოპიოიდების გამოყენება დპზაზე დამოკიდებულებით ზრდის ძცა-ს რისკს. ძსა-ს მქონე პაციენტებისათვის განხილული უნდა იქნას ოპიოიდების მთლიანი დოზის შემცირების შესაძლებლობა.
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა
ზოგჯერ, ოპიოდურმა ანალგეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების შექცევადი უკმარისობა, რაც დაკვირვებებსა და გლუკოკორტიკოიდებით შემცვლელ თერაპიას საჭიროებს. თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე ან ქრონიკული უკმაროსობა შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, მუცლის ძლიერ ტკივილს, გულისრევას, პირღებინებას, დაბალ არტერიულ წნევას, ძლიერ დაღლილობას, მადის დაქვეითებას და წონის დაკარგვას.
კრუნჩხვები დაუფიქსირდა პაციენტებს, რომლებიც ტრამადოლს რეკომენდირებული დოზებით ღებულობდნენ. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ისეთი დოზების შემთხვევაში, რომლებიც აჭარბებენ რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზებს (400მგ). იმ წამლებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ადაბლებენ კრუნჩხვების ზღვარს, ტრამადოლმა შეიძლება აამაღლოს ეპილეფსიური შეტევების რისკი. ეპილეფსიის ან ეპილეფსიური შეტევის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებს ტრამადოლი-მ საინექციო ხსნარი უნდა მიეცეს მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი მაჩვენებლების მიხედვით.
სეროტონინური სინდრომი
არსებობს მონაცემები სეროტონინური სინდრომის განვითარების – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობის - შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტრამადოლს სხვა სეროტიონინურ პრეპარატებთან ერთად ან მათ გარეშეE(იხ. ნაწილები `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”, `გვერდითი რეაქციები”, და `ჭარბი დოზა~)
თუ სეროტონინური პრეპარატებით თანმხლები მკურნალობა კლინიკურად გამართლებულია, რეკომენდირებლია, რომ პაციეენტი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს, განსაკუთრებით კი მკურნალობის დაწყებისას და დოზების გაზრდის დროს
სეროტონინური სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიური მდგომარეობის ცვლილებებს, ვეგეტატიურ არასტაბილურობას, ნერვულ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავურ სიმპტომებს.
სეროტონინურ სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნა დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის შესაძლებლობები. სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით. ზოგადად, სეროტონინური პრეპარატების მოხსნა მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებას იწვევს.
ტრამადოლს წამალდამოკიდებულების დაბალი პოტენციალი გააჩნია. ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება განვითარდეს შეგუებადობა, ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება. წამლების ბოროტად გამოყენების ან წამალდამოკიდებულებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებისთავის, ტრამადოლით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ხანმოკლე პერიოდებით და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ტრამადოლი არ არის ვარგისი შემცვლელი თერაპიის სახით გამოსაყენებლად ოპიოიდებზე დამოკიდებულ პაციენტებში. იმის მიუხედავად, რომ ტრამადოლი არის ოპიოიდური აგონისტი, მას არ შეუძლია დათრგუნოს მორფის მოხსნის სინდრომები.
ამ პრეპარატის გამოყენებისას, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება
ტრამადოლი-მ-ის საინექციო ხსნარი შეიცავს 1მმოლ-ზე (23 მგ/დოზა) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ თითქმის არ შეიცავს მას.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტრამადოლის ძალიან მაღალი დოზები ზემოქმედებას ახდენენ ახალშობილის ორგანოების განვითარებაზე, ძვლების ზრდაზე და ლეტალურობაზე. ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა. ტრამადოლი ლახავს პლაცენტარულ ბარიერს. ორსულობის პერიოდში ტრამადოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, ამიტომ, ამ პრეპარატის მიცემა ორსული ქალებისათვის დაშვებული არ არის.
მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ ტრამადოლის მიღება არ ახდენს გავლენას საშვილოსნოს ზომის შემცირებაზე. პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის სიხშირის ცვლილებები, რაც, როგორც წესი, არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ტრამადოლის ხანგრძლივად გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სინდრომი ახალშობილებში
იმ დოზის დაახლოებით 0,1%, რომელსაც ქალი ღებულობს ძუძუთი კვების პერიოდში, მკერდის რძეში აღწევს, ამიტომ, ამ პერიოდში ტრამადოლი-მ რეკომენდირებული არ არის. ჩვეულებრივ, ტრამადოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ძუძუთი კვების შეწყვეტა სავალდებულო არ არის.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს ავტომანქანის მართვის და იმ სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, რომლებიც ყურადღების ამაღლებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.
მიღების წესი და დოზები
დოზებსა და მკურნალობის ხანგრძლოვობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის ინტენსივობის გათვალისწინებით.
პრეპარატი შეიძლება მიეცეს პაციენტს ვენაში, კუნთში, ან კანქვეშ შეყვანის გზით
ზრდასრული პირები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშები
დოზები
ერთჯერადი დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
ტრამადოლის ჰიდროქლორიდი (საინექციო ხსნარი 50მგ)
50-100მგ ყოველ 4-6 საათში
(1-2 ამპულა)
400 მგ (8 ამპულამდე)
თუ 50მგ ტრამადოლის ერთჯერადი დოზის მიცემის შემდეგ 30-60 წუთში ტკივილის შემსუბუქება არ აღინიშნება, პაციენტს შეიძლება მიეცეს მეორე ერთჯერადი 50მგ დოზა.
ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ტრამადილის ჰიდროქლორიდის მაღალი საწყისი დოზა (100მგ). ტკივილის ინტენსივობის-და მიხედვით, პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-8 საათს. ოპერაციის-შემდგომ მოკლე პერიოდში დამატებითი გაუტკივარებისათვის აუცილებელ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენება.
დღიურმა დოზამ არ უნდა გადაამეტოს ჩვეულებრივ დოზებს. ტკივილის მოსახსნელად საჭიროა დაინიშნოს ყველაზე მცირე ეფექტური დოზა. ტრამადოლის დღიურმა დოზამ არ უნდა გადაჭარბოს 400მგ-ს, გარდა სპეციფიური კლინიკური გარემოებებისა (მაგალითად, კიბოს შემთხვევაში ტკივილის ან მძიმე ოპერაციის შემდგომი ტკივილისას)
1-14 წლის ასაკის ბავშვები
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის 1-2 მგ ინიშნება სხეულის მასის 1კგ-ზე გაანგარიშებით, ერთჯერადი დოზის სახით. საჭიროა, რომ დაინიშნოს ტრამადოლის უმცირესი ეფექტური დოზა. დღიური დოზა შეადგენს სხეულის მასის 4-8 მგ/კგ-ს. ტრამადოლის მაქსიმალური დღიური დოზაა სხეულის მასის 8მგ/კგ ან 400მგ.
აუცილებელია, რომ ტრამადოლი-მ განზავდეს საინექციო წყალში.
ქვემოთ მოცემულია პრეპრატის საინექციო წყალში განზავების შედეგად მიღწეული კონცენტრაციები.
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის მთლიანი დოზის (მგ) გაანგარიშება: სხეულის მასა (კგ) გამრავლებული დოზაზე (მგ/კგ)
საინექციოდ განზავებული ხსნარის მოცულობის (მლ) გაანგარიშება: მთლიანი დოზა (მგ) გაყოფილი განზავებული ხსნარის შესაბამის კონცენტრაციაზე (მგ/მლ)
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის 50მგ საინექციო ხსნარი + დამატებული გამხსნელი
საინექციოდ განზავებული ხსნარის კონცენტრაცია (მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდი/მლ)
1 მლ + 1 მლ
25,0 მგ/მლ
1 მლ + 2 მლ
16,7 მგ/მლ
1 მლ + 3 მლ
12,5 მგ/მლ
1 მლ + 4 მლ
10,0 მგ/მლ
1 მლ + 5 მლ
8,3 მგ/მლ
1 მლ + 6მლ
7,1 მგ/მლ
1 მლ + 7 მლ
6,3 მგ/მლ
1 მლ + 8 მლ
5,6 მგ/მლ
1 მლ + 9 მლ
5,0 მგ/მლ
მაგალითი: 45 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვს უნდა დაენიშნოს ტრამადოლის ჰიდროქლორიდი 1,5მგ სხეულის მასის 1კგ-ზე. ამისათვის საჭიროა 67,5მგ ტრამადლის ჰიდროქლორიდი. 2მლ ტრამადოლი-მ (1-1 მლ-იანი 2 ამპულის ექვივალენტი) უნდა განზავდეს 4მლ საინექციო წყალში. ეს გვაძლევს 16,7 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციას 1მლ-ზე. ამის შემდეგ შეიყვანება 4მლ ხსნარი (დაახლოებით 67მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდი). ხსნარის ნარჩენი ექვემდებარება უტილიაციას
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული (75 წლის ასაკამდე) პაციენტებისათვის, რომლებსაც არ აღენიშნებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, დოზის კორექცია როგორც წესი არ მოითხოვება
ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა/ დიალიზი
ღვიძლის და/ან თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ფუნქციური დარღვევების პაციენტებში, ტრამადოლის გამოყოფა შენელებულია. ასეთ პაციენტებს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრდიან დოზებს შორის ინტერვალებს, მოთხოვნის-და მიხედვით.
შენიშვნა. პაციენტებს უნდა მიეცეს მხოლოდ პრეპარატის დაბალი რეკომენდირებული დოზები. ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას, ტრამადოლი-მ-ის დოზები ინიშნება დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.
საინექციო ხსნარი შეიყვანება ნელა, ანუ ტრამადოლი-მ-ის 1მლ ხსნარი (50 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი) ერთი წუთის განმავლობაში, ან განზავდება საინფუზიო ხსნარში და შეიყვანება ინფუზიის სახით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ტრამადოლი-მ არ შეიძლება გამოყენებული იქნას რეკომენდირებულზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით. თუ დაავადების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება ხანგრძლივი გაუტკივარება ტრამადოლით, მაშინ პაციენტის მდგომარეობა რეგულარულად და გულმოდგინედ უნდა კონტროლდებოდეს (აუცილებლობის შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს), რათა განისაზღვროს შემდგომი მკურნალობის საჭიროება
ბავშვები
1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ შეიძლება
ჭარბი დოზა
სიმპტომები: სპეციფიური მიოზი, პირღებინება, გულ-სისხლძარღვების კოლაფსი, ცნობიერების დარღვევა თითქმის კომამდე, კრუნჩხვები და სუნთქვის დათრგუნვა თითქმის სუნთქვის გაჩერებამდე.
მკურნალობა: უნდა ჩატარდეს პირველი დახმარების ზოგადი ღონისძიებები. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სასუნთქი გზების გამტარობა (შესაძლოა ასპირაცია), სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერა სიმპტომების მიხედვით. სუნთქვის დათრგუნვისას ანტიდოტს წარმოადგენს ნალოქსონი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ნალოქსონი არ ზემოქმედებს კრუნჩხვებზე, ამიტომ ვენაში შეიყვანება დიაზეპამი.
ტრამადოლი მხოლოდ მინიმალური რაოდენობით გამოიყოფა სისხლის შრატიდან ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის გზით. ამიტომ, ტრამადოლის ზედმეტად ჭარბი დოზის მიღების შედეგების მკურნალობა ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის მეშვეობით არ არის საკმარისი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად
გვერდითი რეაქციები
ტრამადოლის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას, ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციებს წარმოადგენს გულისრევა და თავბრუსხვევა
ფსიქიკის მხრივ: ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, ღამის კოშმარები. ტრამადოლის მიღების შემდეგ შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვაგვარი გვერდითი ეფექტები (პაციენტისა და ხანგრძლივი მკურნალობის თავისებურებების-და მიხედვით). ასეთ რეაქციებს განეკუთვნება: გუნება-განწყობილების შეცვლა (ეიფორია, ხანდახან – დისფორია), აქტიურობის ცვლილებები (უფრო ხშირად შესუსტება, ზოგჯერ – გაძლიერება), აღქმითი და ცნობიერების ფუნქციების ცვლილებები (მაგ. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, აღქმის დარღვევები). შეიძლება წარმოიშვას წამალდამოკიდებულება
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბნეულობა, მადიანობის ცვლილებები, პარესტეზია, ტრემორი, სუნთქვის დათრგუნვა, ეპილეპტოფორმული შეტევები, კუნთების უნებლიე შეკრთომები, კოორდინაციის დარღვევები, სინკოპე, უძილობა, ძილიანობა, მეტყველების დარღვევები, სეროტონინური სინდრომი.
თუ რეკომენდირებული დოზები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, და ამავდროულად პაციენტს ცენტრალური მოქმედების სხვა დეპრესანტებიც ეძლევა, შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა. ეპილეპტოფორმული შეტევები ძირითადად ვითარდება ტრამადოლის მაღალი დოზებით მიღების შემდეგ ან კრუნჩხვის ზღვარის დამადაბლებელ წამლებთან ერთად მიღებისას.
მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დაბინდვა, მიდრიაზი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა რეგულაციაზე (გულისცემის აჩქარება ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ან გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი). ეს არასასურველი ეფექტები შეიძლება განსაკუთრებით გამოვლინდეს პრეპარატის შეყვანისას ვენაში ან დასუსტებულ პაციენტებში.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ქოშინი. არსებობს ცნობები ასთმის განვითარების შესახებ, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, სიმშრალე პირის ღრუში, პირღებინების შეგრძნება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანება (მაგ., სიმძიმის შეგრძნება კუჭში), მეტეორიზმი) დიარეა
კანის მხრივ: ოფლიანობის მომატება, კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ერითემა, ჭინჭრის გამონაყარი)
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: სისუსტე მოძრაობისას
შარდმდენი სისტემის მხრივ: შარდდენის დარღვევები (შარდის გამოშვების გართულება, დირუზია და შარდის შეკავება)
ზოგადი დარღვევები: დაღლილობა, ალერგიული რეაქციები, (დისტონია, ბრონქოსპაზმები, ანგიონევროტული შეშუპება, ხმის ჩახლეჩა), ანაფილაქსია, გემოს დარღვევა, სისუსტე, შენელებული რეაქციები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
აბსტინენტური სინდრომის შესაძლო წარმოშობა ისეთივეა, როგორც სხვა ოპიოიდების მიღების შემთხვევაში. ეს სინდრომები მოიცავს აგზნებადობას, შფოთვას, ნერვიულობას, ძილის დარღვევას, ჰიპერკინეზიას, ტრემორს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს. სხვა სიმპტომები უფრო იშვიათად ვლინდება ტრამადოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის: ტკივილის შეტევები, ძლიერი შფოთვის მდგომარეობა, ჰალუცინაციები, პარესტეზია, ხმაური ყურში, უჩვეულო სიმპტომები ცნს-ის მხრივ (დაბნეულობა, მანია, დეპერსონალიზაცია, გარემოს აღქმის დარღვევები (მათ შორის ჰიპერაკუზია), პარანოია)
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
2მლ ამპულაში. 5 ამპულა ბლისტერზე. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
მწარმოებელი:
შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



