2. რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე 3. როგორ უნდა გამოვიყენოთ ტრამოსელი? 4. რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები? 5. ტრამოსელის შენახვა სათაურები შეტანილია 1. რა არის ტრამოსელი და რისთვის გამოიყენება იგი? კოლოფში მოთავსებულია ტრამოსელის 5 ცალი 2მლ-იანი ამპულა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრამადოლი (tramadol)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/2მლ 2მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- OSEL İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, სხვა ოპოიდები
- ATC კოდი
- N02AX02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038452
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2023, მოქმედებს 26 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- -
ტრამოსელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ტრამოსელი?
- რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- ტრამოსელის შენახვა
სათაურები შეტანილია
- რა არის ტრამოსელი და რისთვის გამოიყენება იგი?
კოლოფში მოთავსებულია ტრამოსელის 5 ცალი 2მლ-იანი ამპულა.
ტრამოსელის აქტიური ნივთიერება ტრამადოლი მიეკუთვნება ოპიოიდების სახელით ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი წამლების ჯგუფს. ტრამოსელი გამოიყენება ზომიერი ან მწვავე ტკივილების მკურნალობაში.
ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, და თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მათ მიღებას, შეიძლება წარმოიშვას მოხსნის სიმპტომები. პირმა, რომელიც გამოგიწერთ ამ წამლის რეცეპტს, უნდა აგიხსნათ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს წამალი, როდის არის მიზანშეწონილი მისი მიღების შეწყვეტა, და როგორ გააკეთოს ეს უსაფრთხოდ.
2 რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე?
მიღების წესი და დოზირება
ტრამოსელი შეიყვანება ინტრავენურად, ნელი ინექციით ან განზავებული ინფუზიით. ამპულები ასევე შესაფერისია ინტრამუსკულარული ან კანქვეშა შეყვანისთვის.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: ტრამოსელი არ უნდა მიეცეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებს
გამოყენება ხანდაზმულებში: ტრამოსელის გამოყოფა ორგანიზმიდან შეიძლება დაყოვნდეს 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზებს შორის ინტერვალი
გამოყენების სპეციალური შემთხვევები
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებს ტრამოსელი არ უნდა მიეცეს. თუ გაქვთ მსუბუქი ან საშუალო დარღვევები, ექიმს შეუძლია მოგცეთ რეკომენდაცია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდაზე.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ტრამოსელის ეფექტი ძალზე ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ საჭიროზე მეტი ტრამოსელი მიიღეთ
თუ შემთხვევით მიიღეთ დამატებითი დოზა, ეს, როგორც წესი, არ იწვევს უარყოფით ეფექტებს, ამიტომ, თქვენ დანიშნულებისამებრ უნდა მიიღოთ შემდგომი დოზა
ძალზე მაღალი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება აღინიშნოს გუგების გადაჭარბებული შევიწროება, პირღებიმება, არტერიული წნევის შემცირება, გულისცემის აჩქარება, გონების დაბინდვა თითქმის კომამდე (ღრმა გონების დაკარგვა), ეპილეფსიური შეტევები, სუნთქვის გაძნელება სხადასხვა დონით. ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტრამოსელი, მიმართეთ თქვეს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ დაგავიწყდათ ტრამოსელის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტრამოსელის მიღება, ტკივილი ალბათ განახლდება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზების შესაცვლელად, უბრალოდ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება, როგორც ადრე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის აღსადგენად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ტრამოსელით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
არ შეწყვიტოთ ტრამოსელით მკურნალობა უეცრად. თუ გსურთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა, პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიიღეთ რჩევა, თუ როგორ შეამციროთ დოზა თანდათანობით, ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასასურველი მოხსნის ეფექტები. მოხსნის სიმპტომებია მოუსვენრობა, ძილის გაძნელება, არასტაბილურობა, აგზნება, შფოთვა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემა), არტერიული წნევის მომატება, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, დიარეა, მდგრადობის დარღვევა, კანკალი ან ოფლიანობა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ამ მედიკამენტის გამოყენებას.
ტრამოსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ რომელიმე ასეთი გართულების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ისევე როგორც ყველა სხვა წამლის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება წარმოეშვას ტრამოსელის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებს.
თუ ტრამოსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის:
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.
გამონაყარი, ქავილი
გულყრა
ეს ძალზე სერიოზული გვერდითი ეფექტებია
თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ ტრამოსელზე და გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობა ან ჰოსპიტალიზაცია
ეს ძალზე სერიოზული გვერდითი ეფექტები მეტად იშვიათია.
სხვა გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ქვემოთ მოცემულ შემდეგ კატეგორიებად:
ძალზე ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს
ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10 პაციენტიდან, მაგრამ 1 პაციენტზე მეტს 100 პაციენტიდან
არც თუ ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 100 პაციენტიდან, მაგრამ 1 პაციენტე მეტს 1000 პაციენტიდან
იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1 პაციენტზე მეტს 10 000 პაციენტიდან
ძალზე იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10 000 პაციენტიდან
უცნობი სიხშირით: მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია
ძალზე ხშირი:
თავბრუსხვევა
გულისრევა
ხშირი:
თავის ტკივილი, ძილიანობა
პირღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე
ჭარბი ოფლიანობა
დაღლილობა
არცთუ ხშირად:
გავლენა გულსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე (სწრაფი გულისცემა, გონების დაკარგვა ან კოლაფსი). ეს განსაკუთრებით აღინიშნება ფეხზე დგომისას და ფიზიკური დაღლილობის დროს.
გულისრევა (პირღებინება), მუცლის პრობლემები (მაგალითად, კუჭში სიმძიმის წნევის შეგრძნება, შებერილობა), დიარეა
კანის რეაქციები (მაგ. ქავილი, გამონაყარი)
წამლის მოხსნა
როდესაც შეწყვეტთ ტრამოსელის მიღებას, შეიძლება იგრძნოთ წამლის მოხსნის სიმპტომები, როგორებიცაა მოუსვენრობა, ძილის გაძნელება, არასტაბილურობა, აგზნება, შფოთვა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემა), არტერიული წნევის მომატება, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, დიარეა, მდგრადობის დარღვევა, კანკალი ან ოფლიანობა.
იშვიათი:
ძალზე იშვიათ შემთხვევებში, ალერგიული რეაქციები (მაგ.: სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, კანის შეშუპება) და შოკი (სისხლის მიმოქცევის უეცარი უკმარისობა);
პათოლოგიური შეგრძნებები (მაგ., ქავილი, ჩხვლეტა, დაბუჟება), ტრემორი, ეპილეფსიური კრუნჩხვები, კუნთების კრუნჩხვები, არაკოორდინირებული მოძრაობები, გონების დროებითი დაკარგვა (სინკოპე), მეტყველების დარღვევები;
ეპილეფსიური კრუნჩხვები, ძირითადად ტრამადოლის მაღალი დოზების მიღებისას ან ტრამადოლის მიღებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები;
სისუსტე კუნთებში;
გუგების გადაჭარბებული შევიწროება (მიოზი) ან გადიდება (მიდრიაზი), მხედველობის დაბინდვა;
გულისცემის შენელება;
ნელი სუნთქვა, ქოშინი (დისპნოე);
აღნიშნულია ასთმის გაუარესება, მაგრამ დადგენილი არ არის, ტრამადოლის გამო მოხდა თუ არა გაუარესება. სუნთქვა შეიძლება შენელდეს რეკომენდებული დოზების გადაჭარბებისას ან ერთდროულად ისეთი სხვა წამლების მიღებისას, რომლებიც ტვინის ფუნქციას თრგუნავენ;
შარდვა სირთულეებით ან ტკივილით, ჩვეულებრივზე ნაკლები შარდვა (დიზურია);
მადის ცვლილებები;
არტერიული წნევის მომატება;
ჰალუცინაციები, ცნობიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, დელირიუმი, შფოთვა, კოშმარები;
ტრამოსელით მკურნალობის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას ფსიქოლოგიური ჩივილები. ამ ჩივილების ინტენსივობა და ხასიათი შეიძლება განსხვავდებოდეს (დამოკიდებულია პაციენტის პიროვნებაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე). ეს მოიცავს გუნება-განწყობილების ცვლილებებს (უმთავრესად - ამაღლებული განწყობილება, ზოგჯერ - გაღიზიანება), აქტიურობის ცვლილებს (ძირითადად - დათრგუნვა, ზოგჯერ - გაძლიერება), კოგნიტიური და სენსორული აღქმის შემცირებას (ნაკლები ინფორმირებულობა და გადაწყვეტილების მიღების დაქვეითებული უნარი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები)
ძალზე იშვიათი:
ღვიძლის ფერმენტების რიცხვის ზრდა
უცნობია:
სისხლში შაქრის დონეების შემცირება
სლოკინი
სეროტონინის სინდრომი, რომელიცც შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით (მაგალითად, აგზნება, ჰალუცინაციები, კომა) და სხვა ეფექტებით, როგორიცაა ცხელება, გულისცემის მომატება, არასტაბილური არტერიული წნევა, უნებლიე მოძრაობები, კუნთების რიგდულობა, კოორდინაციის ნაკლებობა და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა) (იხილეთ ნაწილი „2. რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე“)
დაცვა და დამოკიდებულება (იხილეთ ნაწილი: „საიდან იუნდა ვიცოდე, ვარ თუ არა წამალდამოკიდებული“)
როგორ გავიგო, ვარ თუ არა წამალდამოკიდებული?
თუ ტრამოსელის მიღების პერიოდში შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სიმპტომს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ხართ დამოკიდებული:
თუ თქვენ გჭირდებათ მედიკამენტის მიღება უფრო დიდხანს, ვიდრე დაგენიშნათ თქვენი ექიმის მიერ;
თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ რეკომენდებულ დოზაზე მეტის გამოიყენება
თუ თქვენ იყენებთ ამ მედიკამენტს სხვა მიზნით და არა დანიშნულებისამებრ;
თუ თავს ცუდად გრძნობთ, როდესაც შეწყვეტთ ამ მედიკამენტების მიღებას და თავს უკეთ გრძნობთ, როდესაც კვლავ მიიღებთ მას
თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, აუცილებელია, რომ მიმართოთ თქვენს ექიმს
თუ შეამჩევს რაიმე ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩევს რაიმე ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდით მოვლენების შესახებ აცნობეთ ასევე თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს ნიშანზე „Drug Side Effects Reporting“ დაჭერით საიტზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ შეტყობინებების ტელეფონის ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდით მოვლენების შესახებ შეტყობინებების გამოგზავნით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ
- ტრამოსელის შენახვა
შეინახეთ ტრამოსელი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ამ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 25oC-მდე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
უკუჩვენებები
თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ტრამადოლის ან ტრამოსელის რომელიმე სხვა ინგრედიენტი მიმართ;
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, საძილე საშუალებებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან ან სხვა ფსიქოტროპულ პრპარატებთან ერთად (წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტემპერამენტსა და ემოციებზე);
ღებულობთ მაო ინჰიბიტორებს (დეპრესიების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი) ან ღებულობდით მათ 14 დღით ადრე ტრამოსელით მკურნალობის დაწყებამდე (იხილეთ „გამოყენება სხვა წამლებთან ერთად“)
გაქვთ ეპილეფსია, და თქვენი კრუნჩხვები ადექვატურად არ კონტროლდება მკურნალობით;
ნარკოტიკული ნივთიერების არქონისას, ნარკოტიკების ნაცვლად;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ტკივილის გასაყუჩებლად ტონზილექტომიის შემდეგ.
დაიცავით სიფრთხილე ტრამოსელის გამოყენებისას:
თუ:
ხართ დამოკიდებული ოპიოიდებზე, ალკოჰოლზე, რეცეპტულ ან არალეგალურ მედიკამენტებზე, ან თუ ფიქრობთ, რომ ხართ დამოკიდებული;
ადრე გქონდათ მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა აგზნება, შფოთვა, კანკალი ან ოფლიანობა, როდესაც შეწყვეტთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება;
თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი ტრამოსელის მიღება ტკივილის შემამსუბუქებელი ეფექტის იგივე დონის მისაღებად, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენ ტოლერანტული გახდით პრეპარატის ეფექტების მიმართ ან გახდით მასზე დამოკიდებული. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც განიხილავს თქვენს მკურნალობას და შეიძლება შეცვალოს წამლის დოზა ან გადაგიყვანოთ ალტერნატიულ ტკივილგამაყუჩებელზე;
გაქვთ აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერების დარღვევასთან (თუ გრძნობთ, რომ შეიძლება უეცრად დაკარგოთ გონება);
ხართ შოკურ მდგომარეობაში (ამის სიმპტომი შეიძლება იყოს ცივი ოფლიანობა);
გაქვთ მომატებული შიდაქალის წნევა (შესაძლოა თავის ტრავმის ან ტვინის დაავადების შემდეგ);
გაქვთ გაძნელებული სუნთქვა;
გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხებისადმი მიდრეკილება, რადგან შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვების რისკი;
თქვენ გაქვთ დეპრესია და იღებთ ანტიდეპრესანტებს, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება ურთიერთქმედებდეს ტრამადოლთან (იხილეთ განყოფილება „გამოყენება სხვ წამლებთან ერთად“);
გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
არ მისცეთ 12-18 წლის ასაკის ბავშებს რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, სიმსუქნე, სუნთქვის გაძნელება ძილის დროს, ფილტვების პრობლემები, რადგან არსებობს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი;
დედის ძუძუთი მკვებავ ჩვილებში შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა, მოუსვენრობა, ძუძუთი კვების სირთულეები და სუნთქვის პრობლემები. შესაბამისად ძუძუთი კვებისას არ გამოიყენოთ, ან ალტერნატიულად, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება ტრამადოლით თერაპიის დროს;
გაქვთ ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები;
ტრამოსელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება ოპიოიდურ ჯგუფს. ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, მაგალითად, ცენტრალური ძილის აპნოე (ზედაპირული სუნთქვა/პაუზა ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში);
ცენტრალური ძილის აპნოეს განვითარების რისკი დამოკიდებულია ოპიოიდების დოზაზე. თუ დაგიდგინდათ ცენტრალური ძილის აპნოე, თქვენმა ექიმმა შეძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენთვის მოსაცემი ოპიოიდის მთლიანი დოზის შემცირება;
არსებობს სეროტონინის სინდრომის წარმოშობის რისკი ტრამადოლის მიღების შემდეგ გარკვეულ ანტიდეპრესანტებთან ერთად ან ცალკე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ სინდრომთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის (იხილეთ პუნქტი 4 „რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?“)
ტრამადოლი მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტით. სხვადასხვა პირებში ეს ფერმენტი განსხვავებულია, რამაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იმოქმედოს ადამიანებზე. ზოგიერთ ადამიანში ტკივილის საკმარისი შემცირება შეუძლებელია, სხვებში კი მაღალია სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ წარმოიშვება რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა: დაბნეულობა, ძილიანობა, ნელი ან ზედაპირული სუნთქვა, გუგების შევიწროება, ავადმყოფობის შეგრძნება ან ავადმყოფობა, ყაბზობა და მადის დაკარგვა.
ასეთ შემთხვევებში, ამ წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ეპილეფსიური კრუნჩხვების შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ტრამადოლს რეკომენდებული დოზებით.
ეს რისკი იზრდება, როდესაც ტრამადოლის დოზა გადააჭარბებს რეკომენდირებული დღიური დოზის ზედა ზღვარს (400მგ).
ამ მედიკამენტის რეგულარულად გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება. თქვენი ექიმი აგიხსნათ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს წამალი, როდის არის მიზანშეწონილი მისი მიღების შეწყვეტა, და როგორ გააკეთოს ეს უსაფრთხოდ.
იშვიათ შემთხვევებში, ამ მედიკამენტის დოზის გაზრდამ შეიძლება უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ ტკივილის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასანიშნად.
როდესაც წყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები. მოხსნის სიმპტომებია: მოუსვენრობა, ძილის გაძნელება, არასტაბილურობა, აგზნება, შფოთვა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემა), არტერიული წნევა, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, დიარეა, მადის დაკარგვა, წონასწორობის დაქვეითება, ასევე ოფლიანობა. თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უნდა შეამციროთ დოზა თანდათანობით, სრულ შეწყვეტამდე. მნიშვნელოვანია, რომ უეცრად არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტების მიღება, რადგან ეს უფრო მეტად განავითარებს მოხსნის სიმპტომებს.
ოპიოიდები უნდა მიეცეს მათ, ვისაც დანიშნული აქვთ ასეთი პრეპარატები. არ მისცეთ თქვენი წამლები სხვა პირებს. ოპიოიდების მაღალი დოზებითა და უფრო დიდი სიხშირით მიღებამ შეიძლება დამოკიდებულების რისკი აამაღლოს.
ჭარბმა მიღებამ ან დოზის გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედოზირება და/ან ფატალური შედეგი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღნიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს ტრამოსელის გამოყენებისას: გადაჭარბებული დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დაბალი წნევა. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (კორტიზოლის დაბალი დონე). თუ გაქვთ ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ჰორმონალურ დანამატები.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენთვის რელევანტურია, თუნდაც წარსულში ნებისმიერი დროისათვის, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ტრამოსელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტრამოსელით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, რადგან მისი ეფექტი შეიძლება გამწვავდეს. ტრამოსელი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტრამოსელი არ უნდა იქნას გამოყენებული მაო ინჰიბიტორებთან (დეპრესიების მკურნალობისას გამოყენებული ზოგიერთი პრპარატი) ერთად.
თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველ წამლებს, ტრამოსელის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს.
კარბამაზეპინი (ეპილეფსიური კრუნჩხვებისათვის);
ონდანსეტრონი (გულისრევის საწინააღმდეგო)
რჩევას იმის შესახებ, უნდა მიიღოთ თუ არა ტრამოსელი, და რა დოზით, მოგცემთ თქვენი ექიმი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ინფორმაცია ტრამოსელის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პეროდში, ძალზე მწირია, ამიტომ ეს მედიკამენტი არ უნდა მიეცეს ორსულ ქალებს.
თუ ხართ ორსულად და ღებულობთ ტრამოსელს, ამან შეიძლება დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი წარმოშვას თქვენს ჩვილში და შეიძლება საჭირო გახდეს მისი მკურნალობა დაბადების შემდეგ.
ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტრამადოლი არ ახდენს უარყოფით გავლენას მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე.
თუ ამჩნევთ, რომ დაფეხმძიმდით ამ წამლის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსუტაციისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

ტრამოსელის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, რეკომენდირებული არ არის. ტრამადოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. ამიტომ, ტრამადოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში, ან ალტერნატიულად, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ტრამადოლით მკურნლობისას. არსებობს რისკი, რომ ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, მოუსვენრობა, ძუძუთი კვების სირთულეები და სუნთქვის პრობლემები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ტრამოსელმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა, და ამით შეაფერხოს თქვენი რეაქციები. თუ ფიქრობთ, რომ ეს წამალი გავლენას ახდენს თქვენს რეაქციებზე, არ მართოთ მანქანები ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები, და არ გამოიყენოთ ელექტრომოწყობილობები ან სხვა მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრამოსელის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ტრამოსელი 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ, იგი არ „შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
თუ ტრამოსელთან ერთად ღებულობთ სხვა ტკივილგამაყუჩებლებს, მაგალითად მორფინს და კოდეინს (ასევე ხველის სუპრესანტს), და ალკოჰოს. თქვენ შეიძლება იგრძნოთ მოთენთილობა ან დაკარგოთ გონება. აცნობეთ ექიმს ასეთი შემთხვევის შესახებ;
ტრამოსელთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია, რომ ტრანკვილიზატორები (სედატიური საშუალებები) ან საძილე აბები (მაგ. ბენზოდიაზეპინები), ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება (რესპირატორული დეპრესია), ზრდის კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. ამიტომ. თანმხლები გამოყენება განხილული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტების შერჩევა შეუძლებელია. თუმცა, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტრამოსელს სედატიურ მედიკამენტებთან ერთად, თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ჩვენი ექიმის მიერვე. აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა სედატიური მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც ღებუილობთ, და მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზები. შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შესახებ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი ასეთი სიმპტომები გაქვთ;
თუ ღებულობთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება კონვულსიები (კრუნჩხვები) გამოიწვიოს, მაგალითად ზოგოერთ ანტიდეპრესანტს, და ამავდროულად ღებულობთ ტრამოსელს, კრუნჩხვების რისკი მატულობს. ამიტომ, თქვენი ექიმი გირჩევთ, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ტრამოსელის მიღება
თუ ღებულობთ ზოგიერთ ანტიდეპრესანტს, ტრამოსელი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს მათთან და გამოიწვიოს სერიტონინის სინდრომი (იხილეთ ნაწილი „4. რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?*)
თუ ტრამოსელთან ერთად თუ იყენებთ კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად), მაგ. ვარფარინს, ამ პრეპარატების გავლენა სისხლის შედედებაზე შეიძლება შეფერხდეს და განვითარდეს სისხლდენა
თუ თქვენ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსული იყენებდით რომელიმე წამალს, რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ტრამოსელი
სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზების /შეყვანის სიხშირე:
მიიღეთ ტრამოსელი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა იუნდა დაკორექტირდეს ტკივილის სიმწვავის და ტკივილისადმი თქვენი სენსიტიურობის მიხედვით. ზოგადად, უნდა შეირჩეს ტკივილის მოსახსნელად საკმარისი უმცირესი დოზა. ჩვეულებრივ, საკმარისია 8 მლ ტრამოსელის საინექციო ხსნარის (400 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი) დღიური დოზა. გამონაკლის შემთხვევებში, კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მაღალი დღიური დოზები.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, ჩვეულებრივი დოზებია:
ზრდასრული პირებისა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებისათვის: ტკივილზე დამოკიდებულებით, შეიყვანება ტრამოსელის 1-2 მლ საინექციო ხსნარი (50-100 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი).
ტკივილის სიმძიმის მიხედვით, ეფექტი გრძელდება 4-8 საათის განმავლობაში.
ტრამოსელის მიღება აუცილებელზე უფრო ხაგრძლივი დროით, არ შეიძლება. თუ ხანგრძლივი მკურნალობა გესაჭიროებათ, თქვენი ექიმი დაადგენს უნდა გააგრძელოთ თუ არა ტრამოსელის მიღება რეგულარული მოკლე ინტერვალებით (აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტით) და რა დოზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტის საინფორმაციო ბროშურა
არ მისცეთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
არ მისცეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ტკივილის გასაყუჩებლად ტონზილიტის ოპერაციის შემდეგ.
არ მისცეთ 12-18 წლის ასაკის ბავშებს რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, სიმსუქნე, სუნთქვის გაძნელება ძილის დროს, ფილტვების პრობლემები, რადგან არსებობს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი.
თუ ხართ მეძუძური დედა, არ გამოიყენოთ ტრამადოლი, ან ალტერნატიულად, შეწყვიტეთ ჩვილის ძუძუთი კვება ტრამადოლით თერაპიის დროს, რადგან ამ წამლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, მოუსვენრობა, ძუძუთი კვების სირთულეები და სუნთქვის პრობლემები თქვენს ჩვილში.
ტრამოსელი 100მგ/2მლ I.V./I.M./S/C საინექციო ხსნარი ამპულაში
სტერილური
ინტრავენური, ინტრამუსკულარული, ან კანქვეშა გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა (2მლ) შეიცავს 100მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდს
დამხმარე ნივთერებები: ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, საინექციო წყალი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, კონლსუტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს.
მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი მიღების შესახებ
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციის მოთხოვნები. არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები
წინამდებარე საინფორმაციო ბროშურაში:
- რა არის ტრამოსელი და რისთვის გამოიყენება იგი?
- რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ტრამოსელი?
- რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- ტრამოსელის შენახვა
სათაურები შეტანილია
- რა არის ტრამოსელი და რისთვის გამოიყენება იგი?
კოლოფში მოთავსებულია ტრამოსელის 5 ცალი 2მლ-იანი ამპულა.
ტრამოსელის აქტიური ნივთიერება ტრამადოლი მიეკუთვნება ოპიოიდების სახელით ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი წამლების ჯგუფს. ტრამოსელი გამოიყენება ზომიერი ან მწვავე ტკივილების მკურნალობაში.
ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, და თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მათ მიღებას, შეიძლება წარმოიშვას მოხსნის სიმპტომები. პირმა, რომელიც გამოგიწერთ ამ წამლის რეცეპტს, უნდა აგიხსნათ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს წამალი, როდის არის მიზანშეწონილი მისი მიღების შეწყვეტა, და როგორ გააკეთოს ეს უსაფრთხოდ.
2 რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ტრამოსელი შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ტრამადოლის ან ტრამოსელის რომელიმე სხვა ინგრედიენტი მიმართ;
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, საძილე საშუალებებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან ან სხვა ფსიქოტროპულ პრპარატებთან ერთად (წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტემპერამენტსა და ემოციებზე);
ღებულობთ მაო ინჰიბიტორებს (დეპრესიების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი) ან ღებულობდით მათ 14 დღით ადრე ტრამოსელით მკურნალობის დაწყებამდე (იხილეთ „გამოყენება სხვა წამლებთან ერთად“)
გაქვთ ეპილეფსია, და თქვენი კრუნჩხვები ადექვატურად არ კონტროლდება მკურნალობით;
ნარკოტიკული ნივთიერების არქონისას, ნარკოტიკების ნაცვლად;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ტკივილის გასაყუჩებლად ტონზილექტომიის შემდეგ.
დაიცავით სიფრთხილე ტრამოსელის გამოყენებისას:
თუ:
ხართ დამოკიდებული ოპიოიდებზე, ალკოჰოლზე, რეცეპტულ ან არალეგალურ მედიკამენტებზე, ან თუ ფიქრობთ, რომ ხართ დამოკიდებული;
ადრე გქონდათ მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა აგზნება, შფოთვა, კანკალი ან ოფლიანობა, როდესაც შეწყვეტთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება;
თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი ტრამოსელის მიღება ტკივილის შემამსუბუქებელი ეფექტის იგივე დონის მისაღებად, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენ ტოლერანტული გახდით პრეპარატის ეფექტების მიმართ ან გახდით მასზე დამოკიდებული. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც განიხილავს თქვენს მკურნალობას და შეიძლება შეცვალოს წამლის დოზა ან გადაგიყვანოთ ალტერნატიულ ტკივილგამაყუჩებელზე;
გაქვთ აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერების დარღვევასთან (თუ გრძნობთ, რომ შეიძლება უეცრად დაკარგოთ გონება);
ხართ შოკურ მდგომარეობაში (ამის სიმპტომი შეიძლება იყოს ცივი ოფლიანობა);
გაქვთ მომატებული შიდაქალის წნევა (შესაძლოა თავის ტრავმის ან ტვინის დაავადების შემდეგ);
გაქვთ გაძნელებული სუნთქვა;
გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხებისადმი მიდრეკილება, რადგან შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვების რისკი;
თქვენ გაქვთ დეპრესია და იღებთ ანტიდეპრესანტებს, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება ურთიერთქმედებდეს ტრამადოლთან (იხილეთ განყოფილება „გამოყენება სხვ წამლებთან ერთად“);
გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
არ მისცეთ 12-18 წლის ასაკის ბავშებს რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, სიმსუქნე, სუნთქვის გაძნელება ძილის დროს, ფილტვების პრობლემები, რადგან არსებობს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი;
დედის ძუძუთი მკვებავ ჩვილებში შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა, მოუსვენრობა, ძუძუთი კვების სირთულეები და სუნთქვის პრობლემები. შესაბამისად ძუძუთი კვებისას არ გამოიყენოთ, ან ალტერნატიულად, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება ტრამადოლით თერაპიის დროს;
გაქვთ ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები;
ტრამოსელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება ოპიოიდურ ჯგუფს. ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, მაგალითად, ცენტრალური ძილის აპნოე (ზედაპირული სუნთქვა/პაუზა ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში);
ცენტრალური ძილის აპნოეს განვითარების რისკი დამოკიდებულია ოპიოიდების დოზაზე. თუ დაგიდგინდათ ცენტრალური ძილის აპნოე, თქვენმა ექიმმა შეძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენთვის მოსაცემი ოპიოიდის მთლიანი დოზის შემცირება;
არსებობს სეროტონინის სინდრომის წარმოშობის რისკი ტრამადოლის მიღების შემდეგ გარკვეულ ანტიდეპრესანტებთან ერთად ან ცალკე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ სინდრომთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის (იხილეთ პუნქტი 4 „რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?“)
ტრამადოლი მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტით. სხვადასხვა პირებში ეს ფერმენტი განსხვავებულია, რამაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იმოქმედოს ადამიანებზე. ზოგიერთ ადამიანში ტკივილის საკმარისი შემცირება შეუძლებელია, სხვებში კი მაღალია სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ წარმოიშვება რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა: დაბნეულობა, ძილიანობა, ნელი ან ზედაპირული სუნთქვა, გუგების შევიწროება, ავადმყოფობის შეგრძნება ან ავადმყოფობა, ყაბზობა და მადის დაკარგვა.
ასეთ შემთხვევებში, ამ წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ეპილეფსიური კრუნჩხვების შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ტრამადოლს რეკომენდებული დოზებით.
ეს რისკი იზრდება, როდესაც ტრამადოლის დოზა გადააჭარბებს რეკომენდირებული დღიური დოზის ზედა ზღვარს (400მგ).
ამ მედიკამენტის რეგულარულად გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება. თქვენი ექიმი აგიხსნათ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს წამალი, როდის არის მიზანშეწონილი მისი მიღების შეწყვეტა, და როგორ გააკეთოს ეს უსაფრთხოდ.
იშვიათ შემთხვევებში, ამ მედიკამენტის დოზის გაზრდამ შეიძლება უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ ტკივილის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასანიშნად.
როდესაც წყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები. მოხსნის სიმპტომებია: მოუსვენრობა, ძილის გაძნელება, არასტაბილურობა, აგზნება, შფოთვა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემა), არტერიული წნევა, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, დიარეა, მადის დაკარგვა, წონასწორობის დაქვეითება, ასევე ოფლიანობა. თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უნდა შეამციროთ დოზა თანდათანობით, სრულ შეწყვეტამდე. მნიშვნელოვანია, რომ უეცრად არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტების მიღება, რადგან ეს უფრო მეტად განავითარებს მოხსნის სიმპტომებს.
ოპიოიდები უნდა მიეცეს მათ, ვისაც დანიშნული აქვთ ასეთი პრეპარატები. არ მისცეთ თქვენი წამლები სხვა პირებს. ოპიოიდების მაღალი დოზებითა და უფრო დიდი სიხშირით მიღებამ შეიძლება დამოკიდებულების რისკი აამაღლოს.
ჭარბმა მიღებამ ან დოზის გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედოზირება და/ან ფატალური შედეგი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღნიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს ტრამოსელის გამოყენებისას: გადაჭარბებული დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დაბალი წნევა. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (კორტიზოლის დაბალი დონე). თუ გაქვთ ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ჰორმონალურ დანამატები.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენთვის რელევანტურია, თუნდაც წარსულში ნებისმიერი დროისათვის, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ტრამოსელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტრამოსელით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, რადგან მისი ეფექტი შეიძლება გამწვავდეს. ტრამოსელი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ინფორმაცია ტრამოსელის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პეროდში, ძალზე მწირია, ამიტომ ეს მედიკამენტი არ უნდა მიეცეს ორსულ ქალებს.
თუ ხართ ორსულად და ღებულობთ ტრამოსელს, ამან შეიძლება დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი წარმოშვას თქვენს ჩვილში და შეიძლება საჭირო გახდეს მისი მკურნალობა დაბადების შემდეგ.
ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტრამადოლი არ ახდენს უარყოფით გავლენას მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე.
თუ ამჩნევთ, რომ დაფეხმძიმდით ამ წამლის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსუტაციისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრამოსელის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, რეკომენდირებული არ არის. ტრამადოლი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. ამიტომ, ტრამადოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში, ან ალტერნატიულად, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ტრამადოლით მკურნლობისას. არსებობს რისკი, რომ ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, მოუსვენრობა, ძუძუთი კვების სირთულეები და სუნთქვის პრობლემები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ტრამოსელმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა, და ამით შეაფერხოს თქვენი რეაქციები. თუ ფიქრობთ, რომ ეს წამალი გავლენას ახდენს თქვენს რეაქციებზე, არ მართოთ მანქანები ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები, და არ გამოიყენოთ ელექტრომოწყობილობები ან სხვა მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრამოსელის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ტრამოსელი 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ, იგი არ „შეიცავს ნატრიუმს“.
გამოყენება სხვა წამლებთან ერთად
ტრამოსელი არ უნდა იქნას გამოყენებული მაო ინჰიბიტორებთან (დეპრესიების მკურნალობისას გამოყენებული ზოგიერთი პრპარატი) ერთად.
თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველ წამლებს, ტრამოსელის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს.
კარბამაზეპინი (ეპილეფსიური კრუნჩხვებისათვის);
ონდანსეტრონი (გულისრევის საწინააღმდეგო)
რჩევას იმის შესახებ, უნდა მიიღოთ თუ არა ტრამოსელი, და რა დოზით, მოგცემთ თქვენი ექიმი.
გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება შემდგ შემთხვევებში:
თუ ტრამოსელთან ერთად ღებულობთ სხვა ტკივილგამაყუჩებლებს, მაგალითად მორფინს და კოდეინს (ასევე ხველის სუპრესანტს), და ალკოჰოს. თქვენ შეიძლება იგრძნოთ მოთენთილობა ან დაკარგოთ გონება. აცნობეთ ექიმს ასეთი შემთხვევის შესახებ;
ტრამოსელთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია, რომ ტრანკვილიზატორები (სედატიური საშუალებები) ან საძილე აბები (მაგ. ბენზოდიაზეპინები), ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება (რესპირატორული დეპრესია), ზრდის კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. ამიტომ. თანმხლები გამოყენება განხილული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტების შერჩევა შეუძლებელია. თუმცა, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტრამოსელს სედატიურ მედიკამენტებთან ერთად, თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ჩვენი ექიმის მიერვე. აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა სედატიური მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც ღებუილობთ, და მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზები. შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შესახებ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუკი ასეთი სიმპტომები გაქვთ;
თუ ღებულობთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება კონვულსიები (კრუნჩხვები) გამოიწვიოს, მაგალითად ზოგოერთ ანტიდეპრესანტს, და ამავდროულად ღებულობთ ტრამოსელს, კრუნჩხვების რისკი მატულობს. ამიტომ, თქვენი ექიმი გირჩევთ, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ტრამოსელის მიღება
თუ ღებულობთ ზოგიერთ ანტიდეპრესანტს, ტრამოსელი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს მათთან და გამოიწვიოს სერიტონინის სინდრომი (იხილეთ ნაწილი „4. რა არის მისი შესაძლო გვერდითი ეფექტები?*)
თუ ტრამოსელთან ერთად თუ იყენებთ კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად), მაგ. ვარფარინს, ამ პრეპარატების გავლენა სისხლის შედედებაზე შეიძლება შეფერხდეს და განვითარდეს სისხლდენა
თუ თქვენ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსული იყენებდით რომელიმე წამალს, რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ტრამოსელი
სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზების /შეყვანის სიხშირე:
მიიღეთ ტრამოსელი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა იუნდა დაკორექტირდეს ტკივილის სიმწვავის და ტკივილისადმი თქვენი სენსიტიურობის მიხედვით. ზოგადად, უნდა შეირჩეს ტკივილის მოსახსნელად საკმარისი უმცირესი დოზა. ჩვეულებრივ, საკმარისია 8 მლ ტრამოსელის საინექციო ხსნარის (400 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი) დღიური დოზა. გამონაკლის შემთხვევებში, კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მაღალი დღიური დოზები.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, ჩვეულებრივი დოზებია:
ზრდასრული პირებისა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებისათვის: ტკივილზე დამოკიდებულებით, შეიყვანება ტრამოსელის 1-2 მლ საინექციო ხსნარი (50-100 მგ ტრამადოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი).
ტკივილის სიმძიმის მიხედვით, ეფექტი გრძელდება 4-8 საათის განმავლობაში.
ტრამოსელის მიღება აუცილებელზე უფრო ხაგრძლივი დროით, არ შეიძლება. თუ ხანგრძლივი მკურნალობა გესაჭიროებათ, თქვენი ექიმი დაადგენს უნდა გააგრძელოთ თუ არა ტრამოსელის მიღება რეგულარული მოკლე ინტერვალებით (აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტით) და რა დოზით.
შეყვანის მეთოდი
ტრამოსელი შეიყვანება ინტრავენურად, ნელი ინექციით ან განზავებული ინფუზიით. ამპულები ასევე შესაფერისია ინტრამუსკულარული ან კანქვეშა შეყვანისთვის.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: ტრამოსელი არ უნდა მიეცეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებს
გამოყენება ხანდაზმულებში: ტრამოსელის გამოყოფა ორგანიზმიდან შეიძლება დაყოვნდეს 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზებს შორის ინტერვალი
გამოყენების სპეციალური შემთხვევები
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებს ტრამოსელი არ უნდა მიეცეს. თუ გაქვთ მსუბუქი ან საშუალო დარღვევები, ექიმს შეუძლია მოგცეთ რეკომენდაცია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდაზე.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ტრამოსელის ეფექტი ძალზე ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ საჭიროზე მეტი ტრამოსელი მიიღეთ
თუ შემთხვევით მიიღეთ დამატებითი დოზა, ეს, როგორც წესი, არ იწვევს უარყოფით ეფექტებს, ამიტომ, თქვენ დანიშნულებისამებრ უნდა მიიღოთ შემდგომი დოზა
ძალზე მაღალი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება აღინიშნოს გუგების გადაჭარბებული შევიწროება, პირღებიმება, არტერიული წნევის შემცირება, გულისცემის აჩქარება, გონების დაბინდვა თითქმის კომამდე (ღრმა გონების დაკარგვა), ეპილეფსიური შეტევები, სუნთქვის გაძნელება სხადასხვა დონით. ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტრამოსელი, მიმართეთ თქვეს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ დაგავიწყდათ ტრამოსელის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტრამოსელის მიღება, ტკივილი ალბათ განახლდება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზების შესაცვლელად, უბრალოდ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება, როგორც ადრე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის აღსადგენად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ტრამოსელით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
არ შეწყვიტოთ ტრამოსელით მკურნალობა უეცრად. თუ გსურთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა, პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიიღეთ რჩევა, თუ როგორ შეამციროთ დოზა თანდათანობით, ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასასურველი მოხსნის ეფექტები. მოხსნის სიმპტომებია მოუსვენრობა, ძილის გაძნელება, არასტაბილურობა, აგზნება, შფოთვა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემა), არტერიული წნევის მომატება, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, დიარეა, მდგრადობის დარღვევა, კანკალი ან ოფლიანობა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ამ მედიკამენტის გამოყენებას.
ტრამოსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ რომელიმე ასეთი გართულების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ისევე როგორც ყველა სხვა წამლის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება წარმოეშვას ტრამოსელის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებს.
თუ ტრამოსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის:
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.
გამონაყარი, ქავილი
გულყრა
ეს ძალზე სერიოზული გვერდითი ეფექტებია
თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ ტრამოსელზე და გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობა ან ჰოსპიტალიზაცია
ეს ძალზე სერიოზული გვერდითი ეფექტები მეტად იშვიათია.
სხვა გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ქვემოთ მოცემულ შემდეგ კატეგორიებად:
ძალზე ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს
ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10 პაციენტიდან, მაგრამ 1 პაციენტზე მეტს 100 პაციენტიდან
არც თუ ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 100 პაციენტიდან, მაგრამ 1 პაციენტე მეტს 1000 პაციენტიდან
იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1 პაციენტზე მეტს 10 000 პაციენტიდან
ძალზე იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10 000 პაციენტიდან
უცნობი სიხშირით: მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია
ძალზე ხშირი:
თავბრუსხვევა
გულისრევა
ხშირი:
თავის ტკივილი, ძილიანობა
პირღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე
ჭარბი ოფლიანობა
დაღლილობა
არცთუ ხშირად:
გავლენა გულსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე (სწრაფი გულისცემა, გონების დაკარგვა ან კოლაფსი). ეს განსაკუთრებით აღინიშნება ფეხზე დგომისას და ფიზიკური დაღლილობის დროს.
გულისრევა (პირღებინება), მუცლის პრობლემები (მაგალითად, კუჭში სიმძიმის წნევის შეგრძნება, შებერილობა), დიარეა
კანის რეაქციები (მაგ. ქავილი, გამონაყარი)
წამლის მოხსნა
როდესაც შეწყვეტთ ტრამოსელის მიღებას, შეიძლება იგრძნოთ წამლის მოხსნის სიმპტომები, როგორებიცაა მოუსვენრობა, ძილის გაძნელება, არასტაბილურობა, აგზნება, შფოთვა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემა), არტერიული წნევის მომატება, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, დიარეა, მდგრადობის დარღვევა, კანკალი ან ოფლიანობა.
იშვიათი:
ძალზე იშვიათ შემთხვევებში, ალერგიული რეაქციები (მაგ.: სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, კანის შეშუპება) და შოკი (სისხლის მიმოქცევის უეცარი უკმარისობა);
პათოლოგიური შეგრძნებები (მაგ., ქავილი, ჩხვლეტა, დაბუჟება), ტრემორი, ეპილეფსიური კრუნჩხვები, კუნთების კრუნჩხვები, არაკოორდინირებული მოძრაობები, გონების დროებითი დაკარგვა (სინკოპე), მეტყველების დარღვევები;
ეპილეფსიური კრუნჩხვები, ძირითადად ტრამადოლის მაღალი დოზების მიღებისას ან ტრამადოლის მიღებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები;
სისუსტე კუნთებში;
გუგების გადაჭარბებული შევიწროება (მიოზი) ან გადიდება (მიდრიაზი), მხედველობის დაბინდვა;
გულისცემის შენელება;
ნელი სუნთქვა, ქოშინი (დისპნოე);
აღნიშნულია ასთმის გაუარესება, მაგრამ დადგენილი არ არის, ტრამადოლის გამო მოხდა თუ არა გაუარესება. სუნთქვა შეიძლება შენელდეს რეკომენდებული დოზების გადაჭარბებისას ან ერთდროულად ისეთი სხვა წამლების მიღებისას, რომლებიც ტვინის ფუნქციას თრგუნავენ;
შარდვა სირთულეებით ან ტკივილით, ჩვეულებრივზე ნაკლები შარდვა (დიზურია);
მადის ცვლილებები;
არტერიული წნევის მომატება;
ჰალუცინაციები, ცნობიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, დელირიუმი, შფოთვა, კოშმარები;
ტრამოსელით მკურნალობის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას ფსიქოლოგიური ჩივილები. ამ ჩივილების ინტენსივობა და ხასიათი შეიძლება განსხვავდებოდეს (დამოკიდებულია პაციენტის პიროვნებაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე). ეს მოიცავს გუნება-განწყობილების ცვლილებებს (უმთავრესად - ამაღლებული განწყობილება, ზოგჯერ - გაღიზიანება), აქტიურობის ცვლილებს (ძირითადად - დათრგუნვა, ზოგჯერ - გაძლიერება), კოგნიტიური და სენსორული აღქმის შემცირებას (ნაკლები ინფორმირებულობა და გადაწყვეტილების მიღების დაქვეითებული უნარი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები)
ძალზე იშვიათი:
ღვიძლის ფერმენტების რიცხვის ზრდა
უცნობია:
სისხლში შაქრის დონეების შემცირება
სლოკინი
სეროტონინის სინდრომი, რომელიცც შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით (მაგალითად, აგზნება, ჰალუცინაციები, კომა) და სხვა ეფექტებით, როგორიცაა ცხელება, გულისცემის მომატება, არასტაბილური არტერიული წნევა, უნებლიე მოძრაობები, კუნთების რიგდულობა, კოორდინაციის ნაკლებობა და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა) (იხილეთ ნაწილი „2. რა უნდა გავითვალისწინოთ ტრამოსელის გამოყენებამდე“)
დაცვა და დამოკიდებულება (იხილეთ ნაწილი: „საიდან იუნდა ვიცოდე, ვარ თუ არა წამალდამოკიდებული“)
როგორ გავიგო, ვარ თუ არა წამალდამოკიდებული?
თუ ტრამოსელის მიღების პერიოდში შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სიმპტომს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ხართ დამოკიდებული:
თუ თქვენ გჭირდებათ მედიკამენტის მიღება უფრო დიდხანს, ვიდრე დაგენიშნათ თქვენი ექიმის მიერ;
თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ რეკომენდებულ დოზაზე მეტის გამოიყენება
თუ თქვენ იყენებთ ამ მედიკამენტს სხვა მიზნით და არა დანიშნულებისამებრ;
თუ თავს ცუდად გრძნობთ, როდესაც შეწყვეტთ ამ მედიკამენტების მიღებას და თავს უკეთ გრძნობთ, როდესაც კვლავ მიიღებთ მას
თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, აუცილებელია, რომ მიმართოთ თქვენს ექიმს
თუ შეამჩევს რაიმე ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩევს რაიმე ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდით მოვლენების შესახებ აცნობეთ ასევე თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს ნიშანზე „Drug Side Effects Reporting“ დაჭერით საიტზე www.titck.gov.tr ან დარეკეთ შეტყობინებების ტელეფონის ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდით მოვლენების შესახებ შეტყობინებების გამოგზავნით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ
- ტრამოსელის შენახვა
შეინახეთ ტრამოსელი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ამ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 25oC-მდე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ ტრამოსელი შეფუთვზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
არ გადაყაროთ ვადაგასული და გამოუყენებელი წამლები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის მფლობელი
HAVER FARMA İlaç A.Ş.
Akbaba Mah. , Maraş Cad. No:52/2/1
Beykoz, სტამბული
მწარმოებელი
OSEL İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.
Akbaba Mah. , Maraş Cad. No:52 34820
Beykoz, სტამბული
პაციენტის საინფორმაციო ბროშურა დამტკიცებულია ../../....
შეუთავსებლობები
ტრამოსელი 100მგ/2მლ საინექციო ხსნარი შეუთავსებლი დიკლოფენაკთან, ინდომეტაცინთან, ფენილბუტაზონთან, დიაზეპამთან, ფლუნიტრაზეპამთან, მიდაზოლამთან, გლიცერილტრინიტრატის საინექციო ხსნარებთან
გამოყენების სხვა ინსტრუქციები
ზომიერი ტკივილის შემთხვევაში, შეიყვანება ტრამოსელი 100მგ/2მლ ხსნარის ნახევარი - 1 მლ (50მგ ტრამადოლის ჰისდროქლორიდის ექვივალენტი). თუ ტკივილი არ გაყუჩდება 30-60 წუთში, შეიყვანება ხსნარის მეორე ნახევარი.
მწვავე ტკივილისას საჭიროა შეყვანილ იქნას ტრამოსელი 100მგ/2მლ საინექციო ხსნარის მთლიანი (2მლ) ოდენობა.
მწვავე პოსტ-ოპერაციული ტკივილებისას, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები. დოზის 24-საათიანი მოთხოვნა, როგორც წესი, არ აჭარბებს სტანდარტულ დოზას.
ტრამოსელი 100მგ/2მლ საინექციო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ.
ინტრავენური შეყვანა სრულდება ისე, რომ ტრამოსელის 1მლ შეყვანილი იქნას 1 წუთის განმავლობაში
ალტერნატიულად, ტრამოსელი 100მგ/2მლ საინექციო ხსნარი შეიძლოება შეყვანილი იქნას შესაბამის ხსნარებში განზავებით (0.9% ნატრიუმის ქლოროიდი ან 5% გლუკოზის ხსნარი)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.