პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტობრადექსი

Tobradex®

რეცეპტით(3მგ + 1მგ)/მლინსტრუქცია ქართულადბელგია
რისთვის გამოიყენება

ტობრადექსის თვალის წვეთები გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე თვალის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდები და აღინიშნება თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექცია ან არსებობს თვალის ბაქტერიული ინფექციის რისკი, რომელთა გამომწვევებია ტობრამიცინის მიმართ …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(3მგ + 1მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 საწვეთურ-დოზატორით Drop-Tainer®
მწარმოებელი
Novartis Manufacturing NV, ბელგია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
ATC კოდი
S01CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043918
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატობრადექსი და სხვა წამალი ერთად

ტობრადექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტობრადექსის თვალის წვეთები გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე თვალის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდები და აღინიშნება თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექცია ან არსებობს თვალის ბაქტერიული ინფექციის რისკი, რომელთა გამომწვევებია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებზე.

ოფთალმოლოგიური გამოყენების სტეროიდები ნაჩვენებია ქუთუთოების და თვალის კაკლის, რქოვანას და თვალის კაკლის წინა სეგმენტის კონიუნქტივის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ზოგიერთი ინფექციური კონიუნქტივიტის შემთხვევაში სტეროიდების გამოყენების რისკი დაშვებულია შეშუპებისა და ანთების შესამცირებად. ასევე ნაჩვენებია ქრონიკული წინა უვეიტის შემთხვევაში, ქიმიური საშუალებებით, რადიაციით, თერმული დამწვრობით ან უცხო სხეულების შეღწევით გამოწვეული რქოვანას დაზიანებების დროს (უკუჩვენებების გათვალისწინებით).

კორტიკოსტეროიდები წვეთების ან თვალის მალამოს სახით უნდა დაინიშნოს მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ.

გაითვალისწინეთ ანტიბიოტიკების გონივრულ გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

მიღების წესი და დოზირება

სტანდარტული დოზა არის 1-2 წვეთი დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 4 საათში. პირველი 24-48 საათის განმავლობაში დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში. მწვავე დაავადების შემთხვევაში ინიშნება 1-2 წვეთი ყოველ საათში ანთების ნიშნების შემცირებამდე, სიხშირე ნელ-ნელა უნდა შემცირდეს 1-2 წვეთამდე ყოველ 2 საათში, 3 დღის განმავლობაში. შემდეგ მიიღება 1-2 წვეთი ყოველ 4 საათში 5-8 დღე და ბოლოს 1-2 წვეთი ყოველ დღე 5-8 დღე, საჭიროების მიხედვით.

არ არის რეკომენდებული მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა.

ბავშვები

2 წლიდან ბავშვებში პრეპარატი ტობრადექსი მიიღება ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილებში. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 2 წლამდე ბავშვებში, მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების წესი

განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. არ არის განკუთვნილი ინექციისთვის ან პერორალური მიღებისთვის.

თავსახურის მოხსნის შემდეგ, თუ პირველი გახსნის კონტროლის რგოლი მოშვებულია, მოხსენით იგი გამოყენებამდე. შეინახეთ ფლაკონი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, თუ არ იყენებთ.

გამოყენებამდე რეკომენდებულია კარგად შეანჯღრიოთ ფლაკონი.

ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილეა საჭირო, რომ არ შეეხოთ საწვეთურიანი ფლაკონის წვერით ქუთუთოებს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს.

ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების მსუბუქად დაფარვა და ცხვირ-საცრემლე არხზე დაჭერა. ამან შეიძლება შეამციროს პრეპარატის სისტემური შეწოვა თვალის ქსოვილის მეშვეობით და ამით შეამციროს სისტემური გვერდითი მოვლენები.

სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას დაცული უნდა იყოს 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დახმარე კომპონენტის მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი.

ძროხის ყვავილი, ჩუტყვავილა ან რქოვანას ან კონიუნქტივის სხვა ვირუსული ინფექციები (გარდა ჰერპეს ზოსტერის ვირუსით გამოწვეული კერატიტისა).

თვალის სტრუქტურის სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები.

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.

ინფექციები ან დაზიანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ რქოვანას მხოლოდ ზედაპირულ ეპითელიუმზე.

ტობრადექსი არ გამოიყენება რქოვანიდან უცხო სხეულის გაურთულებლად ამოღების შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის პირველად დანიშვნის, ასევე მკურნალობის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პაციენტის გადიდების მეთოდით გამოკვლევის (მაგ.: ბიომიკროსკოპია ღაროვანი სანათის გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ფლუორესცინით შეღებვა) შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. რეაქციების სიმწვავე შესაძლოა ვარირებდეს ლოკალური ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიც არის ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში განვითარდა ჰიპერმგრძნობელობა.

გასათვალისწინებელია სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობის და ასევე ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ალბათობა.

პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ თერაპიას, დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა. ამინოგლიკოზიდების თანმხლები სისტემური გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

თვალის წვეთები ტობრადექსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ან არსებობს ეჭვი დარღვევებზე ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გაართულონ კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან ფუნქციაზე პოტენციური ზეგავლენის გამო.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული ან ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გართულებების განვითარების რისკს თვალის მხრივ და შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები. თუ მკურნალობის დროს ანთების ნიშნები არ შემცირდება გარკვეული დროის განმავლობაში, მაშინ სხვა მკურნალობა უნდა დაინიშნოს ასეთი რისკების შესამცირებლად.

კორტიკოსტეროიდების ადგილობრივ გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს შარდში კორტიზოლის სეკრეციის დაქვეითება, ასევე პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითება. კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით, უკავშირდებოდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი და ბავშვებში ზრდის შეფერხება.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა, მხედველობითი ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და მხედველობითი ველის დეფექტები, ასევე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოფთალმოლოგიურ კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს 10 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, თვალშიდა წნევა უნდა გაკონტროლდეს ხშირად და რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს ბავშვებში და არაკონტაქტურ პაციენტებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტებისთვის, რადგან ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და აღინიშნოს უფრო ადრე, ვიდრე მოზრდილებში. გლაუკომის ოჯახური ან პირადი ანამნეზის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი უფრო მაღალია. გლაუკომის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ყოველკვირეული მონიტორინგის ქვეშ.

კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა კონსულტაცია ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რაც შესაძლოა მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, მაგ.: ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას, რომლებიც დაფიქსირდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

მიდრეკილების მქონე პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით), ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, რაც უკავშირდება დექსამეტაზონის სისტემურ შეწოვას ოფთალმოლოგიური გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად და არა უეცრად.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რეზისტენტობა და ხელი შეუწყოს ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან ან პარაზიტულ ინფექციებს, შენიღბოს მათი კლინიკური ნიშნები და ხელი შეუშალოს ანტიბიოტიკების არაეფექტირობის გამოვლენას. ამრიგად, ტობრადექსი გამოიყენება მხოლოდ თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებების დროს, როდესაც სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტის შემცველი კომბინირებული პრეპარატის გამოყენება კლინიკურად გამართლებულია. რქოვანას მუდმივი წყლულების მქონე პაციენტებში საეჭვო უნდა იყოს სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ისეთი ანტიბიოტიკების გამოყენებამ, როგორიც არის ტობრამიცინი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ან ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს სხვა მიზეზების გამო, აღინიშნა მარტივი ჰერპესის შემთხვევები. მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენება, გარდა მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ეპითელიალური კერატიტისა, როდესაც მათი გამოყენება უკუნაჩვენებია, საჭიროებს დიდ სიფრთხილეს და აუცილებელია პერიოდული მიკროსკოპია ღაროვანი სანათის გამოყენებით.

ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერფორაცია.

ადგილობრივად გამოყენებულმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შეანელონ რქოვანას ჭრილობების შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) ხელს უშლიან ან ანელებენ ჭრილობის შეხორცებას. ადგილობრივი ასაპ-ის და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს შეხორცების პრობლემების ალბათობა.

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური ან ანთებითი პროცესის გამწვავება.

კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მატების და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილ პაციენტებში (მაგ.: დიაბეტის დროს).

კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ანთების ან ინფექციების მკურნალობისას არ არის რეკომენდებული. ტობრადექსის თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,1 მგ/მლ), რომელიც შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და გამოიწვიოს მათი გაუფერულება. რეკომენდებულია პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებამდე ამოიღონ კონტაქტური ლინზები და დაელოდონ მინიმუმ 15 წუთი მათ განმეორებით გამოყენებამდე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება.

ბავშვები

რეკომენდებულია ხშირად შემოწმდეს თვალშიდა წნევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონის შემცველი პრეპარატებს, რადგან კორტიკოსტეროიდით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და შეიძლება გამოვლინდეს უფრო ადრე, ვიდრე პასუხი სტეროიდულ თერაპიაზე მოზრდილებში. პედიატრიულ პაციენტებში მკურნალობის სიხშირე და ხანგრძლივობა გულდასმით უნდა შეფასდეს და სტეროიდებით გამოწვეული ადრეული და მნიშვნელოვანი თვალშიდა წნევის მომატების რისკის გათვალისწინებით თვალშიდა წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას

ტობრადექსი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ტრანსპორტის მართვამდე ან ან მექანიზმების გამოყენებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სისტემური გამოყენებისას აღწერილია პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ურთიერთქმედებები. ადგილობრივი სტეროიდების და ადგილობრივი ასაპ-ის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეაფერხოს რქოვანას შეხორცების პროცესი. თუმცა, ოფთალმოლოგიური მიზნით გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური შეწოვა დაბალია და რაიმე სახის ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია.

ისეთ წვეთებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც აფართოვებენ გუგებს (მაგ.: ატროპინი ან სხვა ქოლინერგული საშუალებები), შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის კიდევ მომატება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს ან CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, შესაძლოა აღინიშნოს სისხლის პლაზმაში დექსამეტაზონის კონცენტრაციის მომატება.

CYP3A4-ის ინჰიბიტორების, მათ შორის რიტონავირის და კობიცისტატის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს დექსამეტაზონის კლირენსი, გაზარდოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის/კუშინგის სინდრომის რისკი. არასასურველია პრეპარატების ერთდროული გამოყენება, თუ სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი მოვლენების მომატებულ რისკს, ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება ასეთი ეფექტების გამოვლენის თვალსაზრისით.

ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ტობრამიცინის და დექსამეტაზონის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება ან შეზღუდულია. ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ტობრამიცინი კვეთს პლაცენტას და ხვდება ნაყოფში. სავარაუდოდ ტობრამიცინი არ გამოიწვევს ოტოტოქსიურობას მუცლად ყოფნის პერიოდში ზემოქმედებისას. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ ან განმეორებით გამოყენებას უკავშირდებოდა მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეყოვნების რისკის ზრდა. ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროდების მნიშვნელოვან დოზებს, საჭიროა გულდასმით დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის განვითარების ნიშნების შესაძლო გამოვლენის მხრივ.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენების და ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური გამოყენების შემდეგ გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.

პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

სისტემური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინი ხვდება დედის რძეში. უცნობია ხვდება თუ არა დექსამეტაზონი ადამიანის რძეში. მონაცემები არ მოიპოვება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის ან დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრის შესახებ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინი და დექსამეტაზონი მოხვდეს დედის რძეში ან აღინიშნოს ახალშობილზე კლინიკური ზემოქმედება. თუმცა ძუძუზე მყოფი ბავშვისათვის რისკი გამორიცხული არ არის. უნდა გადაწყდეს ძუძით კვების ან პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ნაყოფიერება

ადამიანის ან ცხოველის ნაყოფიერებაზე ტობრამიცინის ზეგავლენის შეფასების მიზნით კვლევები არ ჩატარებულა. მამაკაცის და ქალის ნაყოფიერებაზე დექსამეტაზონის ზეგავლენის შეფასების შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. დექსამეტაზონს არ გამოუვლენია უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე პრაიმირებული ვირთაგვების ქორიონული გონადოტროპინის მოდელში.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ტობრადექსის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო თვალის ტკივილი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალების გაღიზიანება და ქავილი, რაც აღენიშნა პაციენტების 1 %-ზე ნაკლებს.

აღწერილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პრეპარატ ტობრადექსის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

გვერდითი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა,

ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

უცნობი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ნაკლებად ხშირი: თვალშიდა წნევის ზრდა, თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება

იშვიათი: ​​კერატიტი, თვალის ალერგია, ბუნდოვანი მხედველობა, თვალის სიმშრალე, თვალის ჰიპერემია

უცნობი: ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ერითემა, მიდრიაზი, ცრემლიანობის გაძლიერება, წყლულოვანი კერატიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი: დისგევზია

უცნობი: გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი: გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, მულტიფორმული ერითემა

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მატება, რასაც მოჰყვება მხედველობითი ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და მხედველობითი ველის დეფექტი, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება.

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს კორტიკოსტეროიდს, ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, იზრდება პერფორაციის რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული პრეპარატების კომბინაციის შემთხვევაში დაფიქსირდა მეორადი ინფექციები. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა რქოვანას სოკოვანი ინფექციების განვითარების მიმართ მიდრეკილების ზრდა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას სოკოვანი ინფექციის განვითარებაზე უნდა არსებობდეს ეჭვი თუ რქოვანას წყლულები არ ხორცდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასევე შესაძლოა აღინიშნოს მეორადი ოფთალმოლოგიური ინფექცია პაციენტის იმუნიტეტის დათრგუნვის ფონზე.

სისტემური მკურნალობისას ტობრამიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება თირკმელებზე, ვესტიბულურ აპარატზე და სმენის ნერვზე, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტობრამიცინის მაღალ დოზებს ან მკურნალობენ ხანგრძლივად. ადგილობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას, ამიტომ ასეთი სისტემური ზეგავლენა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა ტობრადექსის გამოყენებისას.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ადგილობრივად შეყვანილი ამინოგლიკოზიდების მიმართ.

სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ შეიძლება მიეკუთვნებოდეს სტეროიდს ან ანტიბაქტერიულ კომპონენტს. დექსამეტაზონის ან ტობრამიცინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

დექსამეტაზონი

ტობრამიცინი

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათი: თვალის ინფექცია (გამწვავება ან მეორადი)

ძალიან იშვიათი: თვალის ინფექცია (მეორადი)

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან იშვიათი:

თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციების დათრგუნვა უცნობი: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციების დათრგუნვა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი: მხედველობის სიმახვილის შემცირება, გლაუკომა, მხედველობითი ველის დეფექტები, სუბკაფსულური კატარაქტა უცნობი: მხედველობის დაბინდვა

ნაკლებად ხშირი: თვალების გაღიზიანება, თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა

იშვიათი: ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, თვალების ტკივილი (პერიორბიტალური)

ზოგადი დარღვევები და რეაქცია შეყვანის ადგილას

იშვიათი:

შენელებული შეხორცება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ნაკლებად ხშირი:

თვალშიდა წნევის მომატება

ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულება

იშვიათი:

მხედველობითი ნერვის დაზიანება

ძალიან იშვიათი:

რქოვანას პერფორაცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი:

ჰიპერმგრძნობელობა (ადგილობრივი)

ერითემა (პერიორბიტალური)

ჭარბი დოზა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნოს ტოქსიური ეფექტი. ტობრადექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ადგილობრივი გამოყენებისას, რეკომენდებულია თვალების (თვალის) ჩამობანა თბილი წყლით.

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას თვალში ადგილობრივად გამოყენებისას ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას ტოქსიური რეაქციები არ უნდა იყოს მოსალოდნელი. შემთხვევითი გადაყლაპვისას მკურნალობა სიმპტომური ან დამხმარეა.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ტობრამიცინი, დექსამეტაზონი;

1 მლ სუსპენზია შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი უწყლო, თილოქსაპოლი, გოგირდმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისთვის), გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები, სუსპენზია.

თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის სუსპენზია.

შენახვის პირობები

2 წელი.

შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

5 მლ ფლაკონში, 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი შეიცავს ტობრამიცინს, რომელიც წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სწრაფად მოქმედ ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკს. მისი ძირითადი ზემოქმედება ბაქტერიულ უჯრედებზე არის რიბოსომებზე პოლიპეპტიდების შეკრებისა და სინთეზის დათრგუნვა.

რეზისტენტობის მექანიზმი

ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის (1) რიბოსომული სუბერთეულების დაზიანება ბაქტერიულ უჯრედში; (2) უჯრედში ტობრამიცინის გადატანის პროცესში ჩარევა და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების მეშვეობით. ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოქმნისათვის საჭირო გენეტიკური ინფორმაცია შესაძლოა გადატანილ იქნას ბაქტერიულ ქრომოსომებზე ან პლაზმიდებზე. შესაძლოა წარმოიქმნას ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

პრეპარატის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები და მოქმედების სპექტრი in vitro პირობებში ეფუძნება სისტემურ გამოყენებას, როგორც ქვემოთ არის მითითებული. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები შესაძლოა მიუღებელი იყოს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ლოკალურად, ხოლო ადგილობრივმა ფიზიკურმა/ქიმიურმა მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა მოადინოს პრეპარატის მოქმედებაზე მიღების ადგილას. EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მიხედვით ტობრამიცინისათვის განსაზღვრულია შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:

Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ;

არ უკავშირდება S სახეობას ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) მაჩვენებლების ურთიერთკავშირი

PK/PD მაჩვენებლების ზუსტი ურთიერთკავშირი ტობრადექსის თვალის წვეთებისთვის არ არის დადგენილი. დექსამეტაზონმა აჩვენა დოზა-დამოუკიდებელი ფარმაკოკინეტიკა ცხოველებში ჩატარებულ გამოქვეყნებულ კვლევებში. გამოქვეყნებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინს აქვს ხანგრძლივი პოსტანტიბიოტიკური ეფექტი, რომელიც ეფექტურად აფერხებს ბაქტერიების ზრდას სისხლის შრატში დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად. ტობრამიცინის სისტემური შეყვანის კვლევებმა აჩვენა უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დღეში ერთხელ გამოყენებისას მრავალჯერად მიღებასთან შედარებით. თუმცა, არსებული მონაცემებით დღეში ერთხელ სისტემური მიღება ისეთივე ეფექტურია, როგორც მრავალჯერადი. ტობრამიცინის ანტიმიკრობული აქტივობა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ტობრამიცინის ეფექტი ძლიერდება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციაზე (MIC) ან მინიმალურ ბაქტერიციდულ კონცენტრაციაზე (MBC) ზემოთ ანტიბიოტიკის კონცენტრაციის დონის მატებასთან ერთად.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ

ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება მხოლოდ მიახლოებით განისაზღვროს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ალბათობა პრეპარატ ტობრადექსის შემადგენლობაში შემავალი ტობრამიცინის მიმართ. წარმოდგენილია ბაქტერიების სახეობები, რომელთა გამოყოფა მოხდა თვალის გარეგანი ინფექციებიდან, როგორიც არის კონიუნქტივიტი.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული თვალსაზრისით და დროის მიხედვით ცალკეული სახეობებისათვის, სასურველია არსებობდეს ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთი სახის არის, რომ ტობრამიცინის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს სულ მცირე ინფექციების რამდენიმე სახეობების შემთხვევაში.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium-ის სახეობები

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSA)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Enterobacter cloaceae

Klebsiella oxytoca

Moraxella catarrhalis

Neisseria meningitidis

Pseudomonas aeruginosa

Serratia marescens.

ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა შესაბამისი პათოგენების მიმართ

სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Corynebacterium diphtheriae

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Staphylococcus, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი სახეობები (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Neisseria gonorrhoeae

თანდაყოლილი რეზისტენტობის მიკროორგანიზმები

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyogenes

Haemophilus influenzae

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Propionibacterium acnes

სხვა:

Chlamydia trachomatis

დექსამეტაზონი არის ზომიერად ძლიერი კორტიკოსტეროიდი, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი. თრგუნავენ ანთებით რეაქციას და სიმპტომებს სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ისე, რომ არ ახდენენ გავლენას დაავადების მიზეზზე.

ხანდაზმული პაციენტები

უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ განსხვავებები არ დაფიქსირებულა ხანდაზმულ და მოზრდილ პაციენტებს შორის.

ბავშვები

თვალის წვეთების, ტობრადექსის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადასტურდა ფართო კლინიკური გამოცდილებით, თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

დექსამეტაზონი

ტობრადექსის თვალის წვეთებით, სუსპენზიით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დექსამეტაზონის სისტემური ზემოქმედება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია იყო 220-888 პკგ/მლ (საშუალო მნიშვნელობა 555 ± 217 პკგ/მლ) ტობრადექსის ერთი წვეთის თითოეულ თვალში დღეში 4-ჯერ ორი დღის განმავლობაში ჩაწვეთების შემდეგ.

დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება გამოყოფის პროცესში. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით 6-β-ჰიდროქსიდექსამეტაზონის სახით. დექსამეტაზონი არ გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა და შეადგენს 3-4 საათს. დექსამეტაზონი უკავშირდება სისხლის ალბუმინს დაახლოებით 77-84%. კლირენსი მერყეობს 0,111-დან 0,225 ლ/სთ*კგ-მდე, ხოლო განაწილების მოცულობა 0,576-დან 1,15 ლ/კგ-მდე. დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის დაახლოებით 70%.

ტობრამიცინი

ტობრადექსის თვალის წვეთებით, სუსპენზიით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინის სისტემური ზემოქმედება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. ტობრამიცინის პლაზმური კონცენტრაცია ვერ განისაზღვრა 12 პაციენტიდან 9-ში, რომლებსაც აწვეთებდნენ ტობრადექსს 4-ჯერ დღეში ორი დღის განმავლობაში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, რომლის განსაზღვრაც შეიძლებოდა იყო 0,25 მკგ/მლ, რაც 8-ჯერ ნაკლებია 2 მკგ/მლ კონცენტრაციაზე, რომელიც არის ნეფროტოქსიურობის რისკის ზღვრული მაჩვენებელი.

ტობრამიცინი დიდი რაოდენობით სწრაფად გამოიყოფა შარდში გორგლოვანი ფილტრაციით, უმეტესად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს, კლირენსი არის 0,04 ლ/სთ*კგ, განაწილების მოცულობა - 0,26 ლ/კგ. ტობრამიცინის შეკავშირება პლაზმის ალბუმინთან დაბალია, 10%-ზე ნაკლები. პერორალური ბიოშეღწევადობა ასევე დაბალია (<1%).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ტობრადექსი

(TOBRADEX)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: ტობრამიცინი, დექსამეტაზონი;

1 მლ სუსპენზია შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი უწყლო, თილოქსაპოლი, გოგირდმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისთვის), გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები, სუსპენზია.

თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის სუსპენზია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები კომბინაციაში. გლუკოკორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები კომბინაციაში.

ათქ კოდი: S01CA01

კლინიკური თვისებები

ჩვენებები

ტობრადექსის თვალის წვეთები გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე თვალის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდები და აღინიშნება თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექცია ან არსებობს თვალის ბაქტერიული ინფექციის რისკი, რომელთა გამომწვევებია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებზე.

ოფთალმოლოგიური გამოყენების სტეროიდები ნაჩვენებია ქუთუთოების და თვალის კაკლის, რქოვანას და თვალის კაკლის წინა სეგმენტის კონიუნქტივის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ზოგიერთი ინფექციური კონიუნქტივიტის შემთხვევაში სტეროიდების გამოყენების რისკი დაშვებულია შეშუპებისა და ანთების შესამცირებად. ასევე ნაჩვენებია ქრონიკული წინა უვეიტის შემთხვევაში, ქიმიური საშუალებებით, რადიაციით, თერმული დამწვრობით ან უცხო სხეულების შეღწევით გამოწვეული რქოვანას დაზიანებების დროს (უკუჩვენებების გათვალისწინებით).

კორტიკოსტეროიდები წვეთების ან თვალის მალამოს სახით უნდა დაინიშნოს მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ.

გაითვალისწინეთ ანტიბიოტიკების გონივრულ გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დახმარე კომპონენტის მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი.

ძროხის ყვავილი, ჩუტყვავილა ან რქოვანას ან კონიუნქტივის სხვა ვირუსული ინფექციები (გარდა ჰერპეს ზოსტერის ვირუსით გამოწვეული კერატიტისა).

თვალის სტრუქტურის სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები.

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.

ინფექციები ან დაზიანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ რქოვანას მხოლოდ ზედაპირულ ეპითელიუმზე.

ტობრადექსი არ გამოიყენება რქოვანიდან უცხო სხეულის გაურთულებლად ამოღების შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

სტანდარტული დოზა არის 1-2 წვეთი დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 4 საათში. პირველი 24-48 საათის განმავლობაში დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში. მწვავე დაავადების შემთხვევაში ინიშნება 1-2 წვეთი ყოველ საათში ანთების ნიშნების შემცირებამდე, სიხშირე ნელ-ნელა უნდა შემცირდეს 1-2 წვეთამდე ყოველ 2 საათში, 3 დღის განმავლობაში. შემდეგ მიიღება 1-2 წვეთი ყოველ 4 საათში 5-8 დღე და ბოლოს 1-2 წვეთი ყოველ დღე 5-8 დღე, საჭიროების მიხედვით.

არ არის რეკომენდებული მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა.

ბავშვები

2 წლიდან ბავშვებში პრეპარატი ტობრადექსი მიიღება ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილებში. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 2 წლამდე ბავშვებში, მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების წესი

განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. არ არის განკუთვნილი ინექციისთვის ან პერორალური მიღებისთვის.

თავსახურის მოხსნის შემდეგ, თუ პირველი გახსნის კონტროლის რგოლი მოშვებულია, მოხსენით იგი გამოყენებამდე. შეინახეთ ფლაკონი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, თუ არ იყენებთ.

გამოყენებამდე რეკომენდებულია კარგად შეანჯღრიოთ ფლაკონი.

ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილეა საჭირო, რომ არ შეეხოთ საწვეთურიანი ფლაკონის წვერით ქუთუთოებს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს.

ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების მსუბუქად დაფარვა და ცხვირ-საცრემლე არხზე დაჭერა. ამან შეიძლება შეამციროს პრეპარატის სისტემური შეწოვა თვალის ქსოვილის მეშვეობით და ამით შეამციროს სისტემური გვერდითი მოვლენები.

სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას დაცული უნდა იყოს 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

გვერდითი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ტობრადექსის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო თვალის ტკივილი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალების გაღიზიანება და ქავილი, რაც აღენიშნა პაციენტების 1 %-ზე ნაკლებს.

აღწერილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პრეპარატ ტობრადექსის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

გვერდითი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა,

ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

უცნობი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ნაკლებად ხშირი: თვალშიდა წნევის ზრდა, თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება

იშვიათი: ​​კერატიტი, თვალის ალერგია, ბუნდოვანი მხედველობა, თვალის სიმშრალე, თვალის ჰიპერემია

უცნობი: ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ერითემა, მიდრიაზი, ცრემლიანობის გაძლიერება, წყლულოვანი კერატიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი: დისგევზია

უცნობი: გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი: გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, მულტიფორმული ერითემა

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მატება, რასაც მოჰყვება მხედველობითი ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და მხედველობითი ველის დეფექტი, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება.

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს კორტიკოსტეროიდს, ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, იზრდება პერფორაციის რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული პრეპარატების კომბინაციის შემთხვევაში დაფიქსირდა მეორადი ინფექციები. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა რქოვანას სოკოვანი ინფექციების განვითარების მიმართ მიდრეკილების ზრდა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას სოკოვანი ინფექციის განვითარებაზე უნდა არსებობდეს ეჭვი თუ რქოვანას წყლულები არ ხორცდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასევე შესაძლოა აღინიშნოს მეორადი ოფთალმოლოგიური ინფექცია პაციენტის იმუნიტეტის დათრგუნვის ფონზე.

სისტემური მკურნალობისას ტობრამიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება თირკმელებზე, ვესტიბულურ აპარატზე და სმენის ნერვზე, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტობრამიცინის მაღალ დოზებს ან მკურნალობენ ხანგრძლივად. ადგილობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას, ამიტომ ასეთი სისტემური ზეგავლენა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა ტობრადექსის გამოყენებისას.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ადგილობრივად შეყვანილი ამინოგლიკოზიდების მიმართ.

სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ შეიძლება მიეკუთვნებოდეს სტეროიდს ან ანტიბაქტერიულ კომპონენტს. დექსამეტაზონის ან ტობრამიცინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

დექსამეტაზონი

ტობრამიცინი

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათი: თვალის ინფექცია (გამწვავება ან მეორადი)

ძალიან იშვიათი: თვალის ინფექცია (მეორადი)

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან იშვიათი:

თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციების დათრგუნვა უცნობი: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციების დათრგუნვა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი: მხედველობის სიმახვილის შემცირება, გლაუკომა, მხედველობითი ველის დეფექტები, სუბკაფსულური კატარაქტა უცნობი: მხედველობის დაბინდვა

ნაკლებად ხშირი: თვალების გაღიზიანება, თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა

იშვიათი: ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, თვალების ტკივილი (პერიორბიტალური)

ზოგადი დარღვევები და რეაქცია შეყვანის ადგილას

იშვიათი:

შენელებული შეხორცება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ნაკლებად ხშირი:

თვალშიდა წნევის მომატება

ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულება

იშვიათი:

მხედველობითი ნერვის დაზიანება

ძალიან იშვიათი:

რქოვანას პერფორაცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი:

ჰიპერმგრძნობელობა (ადგილობრივი)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი:

ერითემა (პერიორბიტალური)

დოზის გადაჭარბება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნოს ტოქსიური ეფექტი. ტობრადექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ადგილობრივი გამოყენებისას, რეკომენდებულია თვალების (თვალის) ჩამობანა თბილი წყლით.

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას თვალში ადგილობრივად გამოყენებისას ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას ტოქსიური რეაქციები არ უნდა იყოს მოსალოდნელი. შემთხვევითი გადაყლაპვისას მკურნალობა სიმპტომური ან დამხმარეა.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში ტობრამიცინის და დექსამეტაზონის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება ან შეზღუდულია. ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ტობრამიცინი კვეთს პლაცენტას და ხვდება ნაყოფში. სავარაუდოდ ტობრამიცინი არ გამოიწვევს ოტოტოქსიურობას მუცლად ყოფნის პერიოდში ზემოქმედებისას. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ ან განმეორებით გამოყენებას უკავშირდებოდა მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეყოვნების რისკის ზრდა. ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროდების მნიშვნელოვან დოზებს, საჭიროა გულდასმით დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის განვითარების ნიშნების შესაძლო გამოვლენის მხრივ.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენების და ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური გამოყენების შემდეგ გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.

პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

სისტემური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინი ხვდება დედის რძეში. უცნობია ხვდება თუ არა დექსამეტაზონი ადამიანის რძეში. მონაცემები არ მოიპოვება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის ან დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრის შესახებ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინი და დექსამეტაზონი მოხვდეს დედის რძეში ან აღინიშნოს ახალშობილზე კლინიკური ზემოქმედება. თუმცა ძუძუზე მყოფი ბავშვისათვის რისკი გამორიცხული არ არის. უნდა გადაწყდეს ძუძით კვების ან პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ნაყოფიერება

ადამიანის ან ცხოველის ნაყოფიერებაზე ტობრამიცინის ზეგავლენის შეფასების მიზნით კვლევები არ ჩატარებულა. მამაკაცის და ქალის ნაყოფიერებაზე დექსამეტაზონის ზეგავლენის შეფასების შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. დექსამეტაზონს არ გამოუვლენია უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე პრაიმირებული ვირთაგვების ქორიონული გონადოტროპინის მოდელში.

გამოყენების თავისებურებები

პრეპარატის პირველად დანიშვნის, ასევე მკურნალობის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პაციენტის გადიდების მეთოდით გამოკვლევის (მაგ.: ბიომიკროსკოპია ღაროვანი სანათის გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ფლუორესცინით შეღებვა) შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. რეაქციების სიმწვავე შესაძლოა ვარირებდეს ლოკალური ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიც არის ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში განვითარდა ჰიპერმგრძნობელობა.

გასათვალისწინებელია სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობის და ასევე ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ალბათობა.

პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ თერაპიას, დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა. ამინოგლიკოზიდების თანმხლები სისტემური გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

თვალის წვეთები ტობრადექსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ან არსებობს ეჭვი დარღვევებზე ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გაართულონ კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან ფუნქციაზე პოტენციური ზეგავლენის გამო.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული ან ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გართულებების განვითარების რისკს თვალის მხრივ და შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები. თუ მკურნალობის დროს ანთების ნიშნები არ შემცირდება გარკვეული დროის განმავლობაში, მაშინ სხვა მკურნალობა უნდა დაინიშნოს ასეთი რისკების შესამცირებლად.

კორტიკოსტეროიდების ადგილობრივ გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს შარდში კორტიზოლის სეკრეციის დაქვეითება, ასევე პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითება. კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით, უკავშირდებოდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი და ბავშვებში ზრდის შეფერხება.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა, მხედველობითი ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და მხედველობითი ველის დეფექტები, ასევე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოფთალმოლოგიურ კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს 10 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, თვალშიდა წნევა უნდა გაკონტროლდეს ხშირად და რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს ბავშვებში და არაკონტაქტურ პაციენტებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტებისთვის, რადგან ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი და აღინიშნოს უფრო ადრე, ვიდრე მოზრდილებში. გლაუკომის ოჯახური ან პირადი ანამნეზის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი უფრო მაღალია. გლაუკომის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ყოველკვირეული მონიტორინგის ქვეშ.

კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა კონსულტაცია ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რაც შესაძლოა მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, მაგ.: ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას, რომლებიც დაფიქსირდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

მიდრეკილების მქონე პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით), ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, რაც უკავშირდება დექსამეტაზონის სისტემურ შეწოვას ოფთალმოლოგიური გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად და არა უეცრად.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რეზისტენტობა და ხელი შეუწყოს ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან ან პარაზიტულ ინფექციებს, შენიღბოს მათი კლინიკური ნიშნები და ხელი შეუშალოს ანტიბიოტიკების არაეფექტირობის გამოვლენას. ამრიგად, ტობრადექსი გამოიყენება მხოლოდ თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებების დროს, როდესაც სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტის შემცველი კომბინირებული პრეპარატის გამოყენება კლინიკურად გამართლებულია. რქოვანას მუდმივი წყლულების მქონე პაციენტებში საეჭვო უნდა იყოს სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ისეთი ანტიბიოტიკების გამოყენებამ, როგორიც არის ტობრამიცინი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ან ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს სხვა მიზეზების გამო, აღინიშნა მარტივი ჰერპესის შემთხვევები. მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენება, გარდა მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ეპითელიალური კერატიტისა, როდესაც მათი გამოყენება უკუნაჩვენებია, საჭიროებს დიდ სიფრთხილეს და აუცილებელია პერიოდული მიკროსკოპია ღაროვანი სანათის გამოყენებით.

ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერფორაცია.

ადგილობრივად გამოყენებულმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შეანელონ რქოვანას ჭრილობების შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) ხელს უშლიან ან ანელებენ ჭრილობის შეხორცებას. ადგილობრივი ასაპ-ის და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს შეხორცების პრობლემების ალბათობა.

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური ან ანთებითი პროცესის გამწვავება.

კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მატების და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილ პაციენტებში (მაგ.: დიაბეტის დროს).

კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ანთების ან ინფექციების მკურნალობისას არ არის რეკომენდებული. ტობრადექსის თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,1 მგ/მლ), რომელიც შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და გამოიწვიოს მათი გაუფერულება. რეკომენდებულია პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებამდე ამოიღონ კონტაქტური ლინზები და დაელოდონ მინიმუმ 15 წუთი მათ განმეორებით გამოყენებამდე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება.

ბავშვები

რეკომენდებულია ხშირად შემოწმდეს თვალშიდა წნევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონის შემცველი პრეპარატებს, რადგან კორტიკოსტეროიდით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და შეიძლება გამოვლინდეს უფრო ადრე, ვიდრე პასუხი სტეროიდულ თერაპიაზე მოზრდილებში. პედიატრიულ პაციენტებში მკურნალობის სიხშირე და ხანგრძლივობა გულდასმით უნდა შეფასდეს და სტეროიდებით გამოწვეული ადრეული და მნიშვნელოვანი თვალშიდა წნევის მომატების რისკის გათვალისწინებით თვალშიდა წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას

ტობრადექსი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ტრანსპორტის მართვამდე ან ან მექანიზმების გამოყენებამდე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სისტემური გამოყენებისას აღწერილია პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ურთიერთქმედებები. ადგილობრივი სტეროიდების და ადგილობრივი ასაპ-ის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეაფერხოს რქოვანას შეხორცების პროცესი. თუმცა, ოფთალმოლოგიური მიზნით გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური შეწოვა დაბალია და რაიმე სახის ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია.

ისეთ წვეთებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც აფართოვებენ გუგებს (მაგ.: ატროპინი ან სხვა ქოლინერგული საშუალებები), შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის კიდევ მომატება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს ან CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, შესაძლოა აღინიშნოს სისხლის პლაზმაში დექსამეტაზონის კონცენტრაციის მომატება.

CYP3A4-ის ინჰიბიტორების, მათ შორის რიტონავირის და კობიცისტატის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს დექსამეტაზონის კლირენსი, გაზარდოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის/კუშინგის სინდრომის რისკი. არასასურველია პრეპარატების ერთდროული გამოყენება, თუ სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი მოვლენების მომატებულ რისკს, ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება ასეთი ეფექტების გამოვლენის თვალსაზრისით.

ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი შეიცავს ტობრამიცინს, რომელიც წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სწრაფად მოქმედ ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკს. მისი ძირითადი ზემოქმედება ბაქტერიულ უჯრედებზე არის რიბოსომებზე პოლიპეპტიდების შეკრებისა და სინთეზის დათრგუნვა.

რეზისტენტობის მექანიზმი

ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის (1) რიბოსომული სუბერთეულების დაზიანება ბაქტერიულ უჯრედში; (2) უჯრედში ტობრამიცინის გადატანის პროცესში ჩარევა და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების მეშვეობით. ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოქმნისათვის საჭირო გენეტიკური ინფორმაცია შესაძლოა გადატანილ იქნას ბაქტერიულ ქრომოსომებზე ან პლაზმიდებზე. შესაძლოა წარმოიქმნას ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

პრეპარატის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები და მოქმედების სპექტრი in vitro პირობებში ეფუძნება სისტემურ გამოყენებას, როგორც ქვემოთ არის მითითებული. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები შესაძლოა მიუღებელი იყოს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ლოკალურად, ხოლო ადგილობრივმა ფიზიკურმა/ქიმიურმა მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა მოადინოს პრეპარატის მოქმედებაზე მიღების ადგილას. EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მიხედვით ტობრამიცინისათვის განსაზღვრულია შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:

Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ;

არ უკავშირდება S სახეობას ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) მაჩვენებლების ურთიერთკავშირი

PK/PD მაჩვენებლების ზუსტი ურთიერთკავშირი ტობრადექსის თვალის წვეთებისთვის არ არის დადგენილი. დექსამეტაზონმა აჩვენა დოზა-დამოუკიდებელი ფარმაკოკინეტიკა ცხოველებში ჩატარებულ გამოქვეყნებულ კვლევებში. გამოქვეყნებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინს აქვს ხანგრძლივი პოსტანტიბიოტიკური ეფექტი, რომელიც ეფექტურად აფერხებს ბაქტერიების ზრდას სისხლის შრატში დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად. ტობრამიცინის სისტემური შეყვანის კვლევებმა აჩვენა უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დღეში ერთხელ გამოყენებისას მრავალჯერად მიღებასთან შედარებით. თუმცა, არსებული მონაცემებით დღეში ერთხელ სისტემური მიღება ისეთივე ეფექტურია, როგორც მრავალჯერადი. ტობრამიცინის ანტიმიკრობული აქტივობა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ტობრამიცინის ეფექტი ძლიერდება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციაზე (MIC) ან მინიმალურ ბაქტერიციდულ კონცენტრაციაზე (MBC) ზემოთ ანტიბიოტიკის კონცენტრაციის დონის მატებასთან ერთად.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ

ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება მხოლოდ მიახლოებით განისაზღვროს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ალბათობა პრეპარატ ტობრადექსის შემადგენლობაში შემავალი ტობრამიცინის მიმართ. წარმოდგენილია ბაქტერიების სახეობები, რომელთა გამოყოფა მოხდა თვალის გარეგანი ინფექციებიდან, როგორიც არის კონიუნქტივიტი.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული თვალსაზრისით და დროის მიხედვით ცალკეული სახეობებისათვის, სასურველია არსებობდეს ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთი სახის არის, რომ ტობრამიცინის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს სულ მცირე ინფექციების რამდენიმე სახეობების შემთხვევაში.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium-ის სახეობები

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSA)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Enterobacter cloaceae

Klebsiella oxytoca

Moraxella catarrhalis

Neisseria meningitidis

Pseudomonas aeruginosa

Serratia marescens.

ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა შესაბამისი პათოგენების მიმართ

სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Corynebacterium diphtheriae

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Staphylococcus, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი სახეობები (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Neisseria gonorrhoeae

თანდაყოლილი რეზისტენტობის მიკროორგანიზმები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyogenes

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Haemophilus influenzae

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Propionibacterium acnes

სხვა:

Chlamydia trachomatis

დექსამეტაზონი არის ზომიერად ძლიერი კორტიკოსტეროიდი, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი. თრგუნავენ ანთებით რეაქციას და სიმპტომებს სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ისე, რომ არ ახდენენ გავლენას დაავადების მიზეზზე.

ხანდაზმული პაციენტები

უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ განსხვავებები არ დაფიქსირებულა ხანდაზმულ და მოზრდილ პაციენტებს შორის.

ბავშვები

თვალის წვეთების, ტობრადექსის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადასტურდა ფართო კლინიკური გამოცდილებით, თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

დექსამეტაზონი

ტობრადექსის თვალის წვეთებით, სუსპენზიით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დექსამეტაზონის სისტემური ზემოქმედება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია იყო 220-888 პკგ/მლ (საშუალო მნიშვნელობა 555 ± 217 პკგ/მლ) ტობრადექსის ერთი წვეთის თითოეულ თვალში დღეში 4-ჯერ ორი დღის განმავლობაში ჩაწვეთების შემდეგ.

დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება გამოყოფის პროცესში. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით 6-β-ჰიდროქსიდექსამეტაზონის სახით. დექსამეტაზონი არ გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა და შეადგენს 3-4 საათს. დექსამეტაზონი უკავშირდება სისხლის ალბუმინს დაახლოებით 77-84%. კლირენსი მერყეობს 0,111-დან 0,225 ლ/სთ*კგ-მდე, ხოლო განაწილების მოცულობა 0,576-დან 1,15 ლ/კგ-მდე. დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის დაახლოებით 70%.

ტობრამიცინი

ტობრადექსის თვალის წვეთებით, სუსპენზიით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინის სისტემური ზემოქმედება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. ტობრამიცინის პლაზმური კონცენტრაცია ვერ განისაზღვრა 12 პაციენტიდან 9-ში, რომლებსაც აწვეთებდნენ ტობრადექსს 4-ჯერ დღეში ორი დღის განმავლობაში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, რომლის განსაზღვრაც შეიძლებოდა იყო 0,25 მკგ/მლ, რაც 8-ჯერ ნაკლებია 2 მკგ/მლ კონცენტრაციაზე, რომელიც არის ნეფროტოქსიურობის რისკის ზღვრული მაჩვენებელი.

ტობრამიცინი დიდი რაოდენობით სწრაფად გამოიყოფა შარდში გორგლოვანი ფილტრაციით, უმეტესად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს, კლირენსი არის 0,04 ლ/სთ*კგ, განაწილების მოცულობა - 0,26 ლ/კგ. ტობრამიცინის შეკავშირება პლაზმის ალბუმინთან დაბალია, 10%-ზე ნაკლები. პერორალური ბიოშეღწევადობა ასევე დაბალია (<1%).

ვარგისობის ვადა

2 წელი.

შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

5 მლ ფლაკონში, 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ნოვარტის მანუფაქტურინგ ნ.ვ., ბელგია ნოვარტის ფარმა აგ-სთვის, შვეიცარია

მისამართი

რიიკსვეგი 14, 2870 პიურს-სინტ-ამანდსი, ბელგია

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა