პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტობრადექსი

TOBRADEX®

რეცეპტით(1მგ+3მგ)/გინსტრუქცია ქართულადბელგია
რისთვის გამოიყენება

თვალის მალამო ტობრადექსი გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე თვალის ანთებითი მდგომარეობის დროს, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდი და არსებობს თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექცია ან თვალის ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი, რომელთა გამომწვევია ტობრამიცინის მიმართ …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(1მგ+3მგ)/გ 3.5გ ოფთალმოლოგიური მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Novartis Manufacturing NV, ბელგია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
ATC კოდი
S01CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043983
რეგისტრირებულია
12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 12 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატობრადექსი და სხვა წამალი ერთად

ტობრადექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის მალამო ტობრადექსი გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე თვალის ანთებითი მდგომარეობის დროს, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდი და არსებობს თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექცია ან თვალის ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი, რომელთა გამომწვევია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa, რომელიც რეზისტენტულია სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ.

თვალის სტეროიდები ნაჩვენებია ქუთუთოს და თვალის კაკლის კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის კაკლის წინა სეგმენტის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ზოგიერთი ინფექციური კონიუნქტივიტის სამკურნალოდ სტეროიდების გამოყენების რისკი დასაშვებია შეშუპების და ანთების შემცირების მიზნით. ასევე ნაჩვენებია ქრონიკული წინა უვეიტის, ქიმიური ნივთიერებებით, რადიაციით, თერმული დამწვრობებით ან უცხო სხეულების შეღწევით გამოწვეული რქოვანას დაზიანების დროს (უკუჩვენებების გათვალისწინებით).

კორტიკოსტეროიდები წვეთების ან თვალის მალამოს სახით უნდა დაინიშნოს მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. გაითვალისწინეთ ანტიბიოტიკების გონივრულ გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

მიღების წესი და დოზირება

დაიტანეთ მცირე რაოდენობის მალამო (დაახლოებით 1,0-1,5 სმ ზოლი) თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში 3-4-ჯერ.

შესაძლებელია წვეთებთან კომბინაცია ძილის წინ.

პრეპარატის დატანის შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების ოდნავ დახურვა ან ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა. აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა შეამციროს პრეპარატის სისტემური შეწოვა თვალის ქსოვილებიდან და ამგვარად შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა. თვალის მალამოები გამოიყენება ყველაზე ბოლოს.

ბავშვები

პრეპარატი ტობრადექსი გამოიყენება 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, ხელმისაწვდომი მონაცემები არ მოიპოვება.

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში

პრეპარატის გამოყენება პაციენტების ამ პოპულაციაში არ არის შესწავლილი. თუმცა, დოზების კორექცია არ არის საჭირო, ვინაიდან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ტობრამიცინს და დექსამეტაზონს ახასიათებთ სუსტი სისტემური შეწოვა.

გამოყენების წესი

განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

  • გადაწიეთ თავი უკან.
  • დაიდეთ თითი ლოყაზე თვალის ოდნავ ქვემოთ და ნაზად ჩამოწიეთ ქვემოთ, სანამ თვალსა და ქვედა ქუთუთოს შორის არ წარმოიქმნება V-ს ფორმის ჯიბე.
  • მოათავსეთ მცირე რაოდენობით (1 - 1,5 სმ) ტობრადექსის თვალის მალამო V-ს ფორმის ჯიბეში. თვალებს არ შეეხოთ ტუბის წვერით.
  • თვალის დახუჭვამდე რამდენიმე წამით იყურეთ ქვემოთ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დახმარე ნივთიერების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი.

ძროხის ყვავილი, ჩუტყვავილა ან რქოვანას ან კონიუნქტივის სხვა ვირუსული ინფექციები (სარტყლისებრი ლიქენის ვირუსით გამოწვეული კერატიტის გარდა).

თვალის სტრუქტურის სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები.

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.

ინფექციები ან დაზიანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ რქოვანას მხოლოდ ზედაპირულ ეპითელიუმზე.

ტობრადექსი არ გამოიყენება რქოვანიდან უცხო სხეულის გაურთულებლად ამოღების შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის პირველად დანიშვნის, ასევე მკურნალობის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პაციენტის გადიდების მეთოდით გამოკვლევის (მაგ.: ბიომიკროსკოპია ღაროვანი სანათის გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ფლუორესცინით შეღებვა) შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების სიმწვავე შესაძლოა ვარირებდეს ლოკალური ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიც არის ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში განვითარდა ჰიპერმგრძნობელობა.

გასათვალისწინებელია სხვა ამინოგლიკოზიდებისადმი ჯვარედინი მგრძნობელობა და ასევე ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ალბათობა.

პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ თერაპიას, დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა. სიფრთხილეა რეკომენდებული ამინოგლიკოზიდების თანმხლები სისტემური გამოყენებისას.

თვალის მალამო ტობრადექსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ან არსებობს ეჭვი დარღვევებზე ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გაართულონ კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან ფუნქციაზე პოტენციური ზეგავლენის გამო.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული ან ხანგრძლივი გამოყენება ზრდის თვალის გართულებების განვითარების რისკს და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი მოვლენები. თუ მკურნალობის პერიოდში განსაზღვრული დროის განმავლობაში არ აღინიშნება ანთების ნიშნების გაუმჯობესება, მაშინ უნდა დაინიშნოს სხვა მკურნალობა ასეთი რისკების შესამცირებლად.

კორტიკოსტეროიდების ადგილობრივ გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს შარდში კორტიზოლის სეკრეციის დაქვეითება, ასევე სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითება. კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით, უკავშირდებოდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი და ბავშვებში ზრდის შეფერხება.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, ასევე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა. პაციენტებში, რომლებიც გადიან ოფთალმოლოგიურ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით ≥10 დღის ხანგრძლივობით, თვალშიდა წნევა უნდა შემოწმდეს ხშირად და რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს ბავშვებში და არაკონტაქტურ პაციენტებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში, რადგან ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზის განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს და უფრო ადრე გამოვლინდეს ვიდრე მოზრდილებში. გლაუკომის ოჯახური ან პირადი ანამნეზის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მატების რისკი უფრო მაღალია. გლაუკომის მქონე პაციენტები საჭიროებენ ყოველკვირეულ მონიტორინგს.

კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, მაგ.: ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას, რომლებიც დაფიქსირდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

მიდრეკილების მქონე პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით), ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, რაც უკავშირდება ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დექსამეტაზონის სისტემურ შეწოვას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად და არა უეცრად.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა დააქვეითოს რესიზტენტობა და ხელი შეუწყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციების განვითარებას, შენიღბოს მათი კლინიკური ნიშნები და შეაფერხოს ანტიბიოტიკის არაეფექტურობის გამოვლენა. ამრიგად, ტობრადექსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებების დროს, როდესაც სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატის გამოყენება კლინიკურად გამართლებულია. რქოვანას მუდმივი წყლულების მქონე პაციენტებში საეჭვოა სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ტობრამიცინის მსგავსი ანტბიოტიკების მიღებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. სუპერინფექცის განითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ ან ადგილობრივ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით სხვა მიზეზების გამო, აღინიშნა მარტივი ჰერპესის ინფექციის განვითარების შემთხვევები. მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენება, გარდა მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ეპითელური კერატიტისა, როდესაც მათი გამოყება უკუნაჩვენებია, საჭიროა განსაკუთრებული სირთხილე და პერიოდული მიკროსკოპია ნაპრალოვანი სანათურის გამოყენებით.

ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერფორაცია.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებამ შესაძლოა შეაყოვნოს რქოვანას ჭრილობების შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) ხელს უშლიან ან ანელებენ ჭრილობის შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების ასაპ-ის და ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების ერთობლივად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების შესაძლებლობა.

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, ვინაიდან ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური ან ანთებითი პროცესის გამწვავება.

კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მატების და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილ პაციენტებში (მაგ.: დიაბეტის დროს).

თვალის ანთების ან ინფექციების მკურნალობისას კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული. ტობრადექსის თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,1 მგ/მლ), რომელიც შესაძლოა შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და გამოიწვიოს მათი გაუფერულება. რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტებმა ამოიღონ კონტაქტური ლინზები და ხელახლა გაკეთებამდე გავიდეს მინიმუმ 15 წუთი. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება.

ბავშვები

რეკომენდებულია ხშირად შემოწმდეს თვალშიდა წნევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონის შემცველი პრეპარატებით, ვინაიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შესაძლოა უფრო დიდი იყოს და გამოვლინდეს უფრო ადრე, ვიდრე სტეროიდულ თერაპიაზე პასუხი მოზრდილებში. მკურნალობის სიხშირე და ხანგრძლივობა გულდასმით უნდა შეფასდეს და პედიატრიულ პაციენტებში სტეროიდებით გამოწვეული უფრო ადრეული და მნიშვნელოვანი თვალშიდა წნევის ზრდის რისკის გათვალისწინებით, თვალშიდა წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას

ტობრადექსს არ აქვს გავლენა ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, ტრანსპორტის მართვა ან სხვა მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხედველობა აღდგება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

არსებობს ინფორმაცია სისტემური გამოყენებისას პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ურთიერთქმედებების შესახებ.

ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და ადგილობრივი გამოყენების ასაპ-ის ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გაართულოს რქოვანას შეხორცებასთან დაკავშირებული პროცესები. თუმცა, ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური შეწოვა დაბალია და რაიმე სახის ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია.

გუგის გასაფართოებელ წვეთებთან ერთად გამოყენებამ (მაგ.: ატროპინი) შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის დამატებითი ზრდა.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს ან CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, შესაძლოა აღინიშნოს დექსამეტაზონის პლაზმური კონცენტრაციის მომატება.

CYP3A4-ის ინჰიბიტორების, მათ შორის რიტონავირის და კობიცისტატის მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს სისტემური მოქმედება და გაიზარდოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების/კუშინგის სინდრომის რისკი. აუცილებელია მოერიდოთ აღნიშნული პრეპარატების ერთობლივად მიღებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს, რაც საჭიროებს პაციენტზე დაკვირვებას გვერდითი რეაქციების განვითარების თვალსაზრისით.

ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს 5 წუთიანი ინტერვალი პრეპარატების შეყვანას შორის. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ტობრამიცინის და დექსამეტაზონის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება ან შეზღუდულია. ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ტობრამიცინი გაივლის პლაცენტას და ხვდება ნაყოფში. სავარაუდოდ ტობრამიცინი არ გამოიწვევს ოტოტოქსიურობას მუცლად ყოფნის პერიოდში ზემოქმედებისას. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ ან განმეორებით გამოყენებას უკავშირდებოდა მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეყოვნების რისკის ზრდა. ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროდების მნიშვნელოვან დოზებს, საჭიროა გულდასმით დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნიშნების გამოვლენის მხრივ.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში დექსამეტაზონის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ, ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური გამოყენების შემდეგ გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.

პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვების პერიოდი

სისტემური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია ხვდება თუ არა დექსამეტაზონი ადამიანის რძეში. მონაცემები არ მოიპოვება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის ან დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრის შესახებ. პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრა ან ახალშობილზე კლინიკური ზემოქმედება ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა ძუძუზე მყოფი ბავშვისათვის რისკი გამორიცხული არ არის. უნდა გადაწყდეს ძუძით კვების ან პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ნაყოფიერება

ადამიანის ან ცხოველის ნაყოფიერებაზე ტობრამიცინის ზეგავლენის შესწავლის მიზნით კვლევები არ ჩატარებულა. მამაკაცის და ქალის ნაყოფიერებაზე დექსამეტაზონის ზეგავლენის შეფასების შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. დექსამეტაზონს არ გამოუვლენია უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე პრაიმირებული ვირთაგვების ქორიონული გონადოტროპინის მოდელში.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა ტობრადექსის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი მოვლენები იყო თვალის ტკივილი, თვალშიდა წნევის ზრდა, თვალის გაღიზიანება და ქავილი, რაც აღენიშნებოდა პაციენტების 1%-ზე ნაკლებს.

მოცემული გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პრეპარატ ტობრადექსის, თვალის მალამოს კლინიკურ კვლევებში და კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პრეპარატ ტობრადექსის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

გვერდითი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

უცნობი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ნაკლებად ხშირი: თვალშიდა წნევის მომატება, თვალების ტკივილი, თვალების ქავილი, დისკომფორტი თვალებში, თვალების გაღიზიანება.

იშვიათი: კერატიტი, თვალების ალერგია, თვალების სიმშრალე, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, თვალების ჰიპერემია

უცნობი: ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ერითემა, მიდრიაზი, გახშირებული ცრემლდენა, წყლულოვანი კერატიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი: დისგევზია

უცნობი: გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი: გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, მულტიფორმული ერითემა

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მხედველობითი ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობითი ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა.

კორტიკოსტეროიდული კომპონენტის გამო, იზრდება პერფორაციის რისკი იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველი კომბინაციების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა მეორადი ინფექციის განვითარება. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა რქოვანას სოკოვანი ინფექციების განვითარების მიმართ ტენდენციის ზრდა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას უნდა გაჩნდეს ეჭვი სოკოვანი ინფექციის განვითარებაზე თუ აღინიშნა რქოვანას ნებისმიერი წყლული, რომელიც არ ხორცდება ხანგრძლივად. ასევე შესაძლოა განვითარდეს მეორადი ოფთალმოლოგიური ინფექცია პაციენტის იმუნიტეტის დათრგუნვის ფონზე.

სისტემური თერაპიის დროს ტობრამიცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტოქსიური ეფექტები თირკმელებზე, ვესტიბულურ სისტემაზე და სმენის ნერვზე, განსაკუთრებით ტობრამიცინის მაღალი დოზების მიღებისას ან ხანგრძლივი მკურნალობისას. ადგილობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას, ამიტომ ასეთი სისტემური ეფექტები უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა ტობრადექსის გამოყენებისას.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ადგილობრივად შეყვანილი ამინოგლიკოზიდების მიმართ.

სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ შეიძლება მიეკუთვნებოდეს სტეროიდულ ან ანტიბაქტერიულ კომპონენტს. დექსამეტაზონის ან ტობრამიცინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

დექსამეტაზონი

ტობრამიცინი

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათი: თვალის ინფექცია (გამწვავება ან მეორადი)

ძალიან იშვიათი: ​​თვალის ინფექცია (მეორადი)

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა

უცნობი: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, გლაუკომა, მხედველობითი ველის დეფექტები, სუბკაფსულური კატარაქტა უცნობი: მხედველობის დაბინდვა

ნაკლებად ხშირი: თვალის გაღიზიანება, თვალის სიწითლე, მხედველობის დაბინდვა

იშვიათი: ​​ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, თვალის ტკივილი (პერიორბიტალური)

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

იშვიათი: შენელებული შეხორცება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ნაკლებად ხშირი: თვალშიდა წნევის მომატება

დაზიანებები, ინტოქსიკაციები და პროცედურის გართულებები

იშვიათი: მხედველობითი ნერვის დაზიანება

ძალიან იშვიათი: ​​რქოვანას პერფორაცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი:

ჰიპერმგრძნობელობა

(ადგილობრივი)

ერითემა

(პერიორბიტალური)

ჭარბი დოზა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნოს ტოქსიური ეფექტი. ადგილობრივად გამოყენებისას ტობრადექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია თვალების (თვალის) ჩამობანა თბილი წყლით.

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას ტოქსიური რეაქციები არ არის მოსალოდნელი თვალში ადგილობრივი გამოყენების დროს ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას. პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას მკურნალობა სიმპტომური ან დამხმარეა.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ტობრამიცინი, დექსამეტაზონი;

1 გ მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს;

დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთანოლი უწყლო, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), თეთრი ვაზელინი.

წამლის ფორმა

თვალის მალამო. თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ერთგვაროვანი მალამო.

შენახვის პირობები

2 წელი.

შეფუთვის პირველად გახსნიდან შესაძლებელია გამოყენება 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები

ინახება 25symbol 176 \f "Symbol" \s 12°С-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

3,5 გ ეპოქსიფენოლის შიდა საფარის მქონე ალუმინის ტუბში, პოლიეთილენის ბუნიკით და პოლიეთილენის თავსახურით, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ტუბი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის (1) რიბოსომული სუბერთეულების დაზიანება ბაქტერიულ უჯრედში; (2) უჯრედში ტობრამიცინის გადატანის პროცესში ჩარევა და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების მეშვეობით. ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოქმნისათვის საჭირო გენეტიკური ინფორმაცია შესაძლოა გადატანილ იქნეს ბაქტერიულ ქრომოსომებზე ან პლაზმიდებზე. შესაძლოა წარმოიქმნას ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

პრეპარატის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები და მოქმედების სპექტრი in vitro პირობებში ეფუძნება სისტემურ გამოყენებას, როგორც ქვემოთ არის მითითებული. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები შესაძლოა მიუღებელი იყოს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ლოკალურად, ხოლო ადგილობრივმა ფიზიკურმა/ქიმიურმა მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პრეპარატის მოქმედებაზე მიღების ადგილას. EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მიხედვით ტობრამიცინისათვის განსაზღვრულია შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:

Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ;

არ უკავშირდება სახეობას S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ.

ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ (PK/PD) მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირი

ტობრადექსის თვალის წვეთებისთვის PK/PD მაჩვენებლებს შორის ზუსტი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი. ცხოველებში ჩატარებულ გამოქვეყნებულ კვლევებში დექსამეტაზონმა აჩვენა დოზა-დამოუკიდებელი ფარმაკოკინეტიკა. გამოქვეყნებული in vitro და in vivo კვლევების მიხედვით ტობრამიცინს აქვს ხანგრძლივი პოსტ-ანტიბიოტიკური ეფექტი, რომელიც ეფექტურად თრგუნავს ბაქტერიების ზრდას, სისხლის შრატში დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად. ტობრამიცინის სისტემური შეყვანის კვლევებმა აჩვენა უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დღიური დოზის ერთჯერადად მიღებისას მრავალჯერად მიღებასთან შედარებით. თუმცა, არსებული მტკიცებულებების მოცულობიდან გამომდინარე დღიური დოზის ერთჯერადად სისტემური მიღება ისევე ეფექტურია, როგორც მრავალჯერადი დოზების შემთხვევაში. ტობრამიცინის ანტიმიკრობული აქტივობა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ტობრამიცინი უფრო ეფექტურია, რაც უფრო იზრდება ანტიბიოტიკის კონცენტრაცია MIC-ის (მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია) ან მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციის (MBC) ზემოთ.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ

ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება მხოლოდ მიახლოებით განისაზღვროს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ალბათობა პრეპარატ ტობრადექსის შემადგენლობაში შემავალი ტობრამიცინის მიმართ. აქ წარმოდგენილია ბაქტერიების სახეობები, რომელთა გამოყოფა მოხდა თვალის გარეგანი ინფექციებიდან, მაგ.: კონიუნქტივიტი.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული თვალსაზრისით და დროის მიხედვით ცალკეული სახეობებისათვის, სასურველია არსებობდეს ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთი სახის არის, რომ ტობრამიცინის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს სულ მცირე ინფექციების რამდენიმე სახეობის შემთხვევაში.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium-ის სახეობები

Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე - MSSA)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Enterobacter cloaceae

Klebsiella oxytoca

Moraxella catarrhalis

Neisseria meningitidis

Pseudomonas aeruginosa

Serratia liquifaciens.

ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა შესაბამისი პათოგენების წინააღმდეგ

სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს:

Corynebacterium diphtheriae

Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)

Staphylococcus, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი spp. (მეთიცილინზე მგრძნობიარე)

Neisseria gonorrhoeae

მიკროორგანიზმები თანდაყოლილი რეზისტენტობით

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyogenes

Haemophilus influenzae

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Propionibacterium acnes

სხვა:

Chlamydia trachomatis

დექსამეტაზონი არის ზომიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდი, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი. ისინი თრგუნავენ ანთებით რეაქციას და სიმპტომებს სხვადასხვა დაავადების დროს ისე, რომ არ ახდენენ გავლენას დაავადების მიზეზზე.

ხანდაზმული პაციენტები

უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ განსხვავებები არ დაფიქსირებულა ხანდაზმულ და მოზრდილ პაციენტებს შორის.

ბავშვები

ტობრადექსის თვალის წვეთების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადასტურდა ფართო კლინიკური გამოცდილებით, თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

დექსამეტაზონი

ტობრადექსის თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დექსამეტაზონის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 220-888 პკგ/მლ (საშუალო მნიშვნელობა 555 ± 217 პკგ/მლ) ტობრადექსის ერთი წვეთის თითოეულ თვალში ჩაწვეთების შემდეგ 4-ჯერ დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში.

დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება ექსკრეციის დროს. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით 6-β-ჰიდროქსიდექსამეტაზონის სახით. დექსამეტაზონი არ გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა და შეადგენს 3-4 საათს. დექსამეტაზონი უკავშირდება სისხლის ალბუმინს დაახლოებით 77-84%. კლირენსი მერყეობს 0,111-დან 0,225 ლ/სთ*კგ-მდე და განაწილების მოცულობა 0,576-დან 1,15 ლ/კგ-მდე. დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის დაახლოებით 70%.

ტობრამიცინი

ტობრადექსის თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. ტობრამიცინის პლაზმური კონცენტრაცია ვერ განისაზღვრა 12 პაციენტიდან 9-ში, რომლებსაც აწვეთებდნენ ტობრადექსს 4-ჯერ დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, რომლის განსაზღვრაც შესაძლებელი იყო, შეადგენდა 0,25 მკგ/მლ-ს, რაც 8-ჯერ ნაკლებია 2 მკგ/მლ კონცენტრაციაზე, რომელიც წარმოადგენს ნეფროტოქსიურობის რისკის ზღურბლს.

ტობრამიცინი სწრაფად გამოიყოფა დიდი რაოდენობით შარდით გორგლოვანი ფილტრაციით, უმეტესად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს, კლირენსი - 0,04 ლ/სთ*კგ, განაწილების მოცულობა - 0,26 ლ/კგ. ტობრამიცინის შეკავშირება პლაზმის ალბუმინთან დაბალია, 10%-ზე ნაკლები. პერორალური ბიოშეღწევადობა ასევე დაბალია (<1%).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ტობრადექსი

(TOBRADEX)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: ტობრამიცინი, დექსამეტაზონი;

1 გ მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს;

დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთანოლი უწყლო, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), თეთრი ვაზელინი.

წამლის ფორმა

თვალის მალამო. თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ერთგვაროვანი მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები კომბინაციაში. გლუკოკორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები კომბინაციაში.

ათქ კოდი: S01C A01

კლინიკური თვისებები

ჩვენებები

თვალის მალამო ტობრადექსი გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე თვალის ანთებითი მდგომარეობის დროს, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდი და არსებობს თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექცია ან თვალის ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი, რომელთა გამომწვევია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa, რომელიც რეზისტენტულია სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ.

თვალის სტეროიდები ნაჩვენებია ქუთუთოს და თვალის კაკლის კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის კაკლის წინა სეგმენტის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც ზოგიერთი ინფექციური კონიუნქტივიტის სამკურნალოდ სტეროიდების გამოყენების რისკი დასაშვებია შეშუპების და ანთების შემცირების მიზნით. ასევე ნაჩვენებია ქრონიკული წინა უვეიტის, ქიმიური ნივთიერებებით, რადიაციით, თერმული დამწვრობებით ან უცხო სხეულების შეღწევით გამოწვეული რქოვანას დაზიანების დროს (უკუჩვენებების გათვალისწინებით).

კორტიკოსტეროიდები წვეთების ან თვალის მალამოს სახით უნდა დაინიშნოს მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. გაითვალისწინეთ ანტიბიოტიკების გონივრულ გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დახმარე ნივთიერების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი.

ძროხის ყვავილი, ჩუტყვავილა ან რქოვანას ან კონიუნქტივის სხვა ვირუსული ინფექციები (სარტყლისებრი ლიქენის ვირუსით გამოწვეული კერატიტის გარდა).

თვალის სტრუქტურის სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები.

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.

ინფექციები ან დაზიანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ რქოვანას მხოლოდ ზედაპირულ ეპითელიუმზე.

ტობრადექსი არ გამოიყენება რქოვანიდან უცხო სხეულის გაურთულებლად ამოღების შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

დაიტანეთ მცირე რაოდენობის მალამო (დაახლოებით 1,0-1,5 სმ ზოლი) თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში 3-4-ჯერ.

შესაძლებელია წვეთებთან კომბინაცია ძილის წინ.

პრეპარატის დატანის შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების ოდნავ დახურვა ან ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა. აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა შეამციროს პრეპარატის სისტემური შეწოვა თვალის ქსოვილებიდან და ამგვარად შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა. თვალის მალამოები გამოიყენება ყველაზე ბოლოს.

ბავშვები

პრეპარატი ტობრადექსი გამოიყენება 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, ხელმისაწვდომი მონაცემები არ მოიპოვება.

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში

პრეპარატის გამოყენება პაციენტების ამ პოპულაციაში არ არის შესწავლილი. თუმცა, დოზების კორექცია არ არის საჭირო, ვინაიდან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ტობრამიცინს და დექსამეტაზონს ახასიათებთ სუსტი სისტემური შეწოვა.

გამოყენების წესი

განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

  • გადაწიეთ თავი უკან.
  • დაიდეთ თითი ლოყაზე თვალის ოდნავ ქვემოთ და ნაზად ჩამოწიეთ ქვემოთ, სანამ თვალსა და ქვედა ქუთუთოს შორის არ წარმოიქმნება V-ს ფორმის ჯიბე.
  • მოათავსეთ მცირე რაოდენობით (1 - 1,5 სმ) ტობრადექსის თვალის მალამო V-ს ფორმის ჯიბეში. თვალებს არ შეეხოთ ტუბის წვერით.
  • თვალის დახუჭვამდე რამდენიმე წამით იყურეთ ქვემოთ.

გვერდითი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა ტობრადექსის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი მოვლენები იყო თვალის ტკივილი, თვალშიდა წნევის ზრდა, თვალის გაღიზიანება და ქავილი, რაც აღენიშნებოდა პაციენტების 1%-ზე ნაკლებს.

მოცემული გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პრეპარატ ტობრადექსის, თვალის მალამოს კლინიკურ კვლევებში და კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პრეპარატ ტობრადექსის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

გვერდითი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

უცნობი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ნაკლებად ხშირი: თვალშიდა წნევის მომატება, თვალების ტკივილი, თვალების ქავილი, დისკომფორტი თვალებში, თვალების გაღიზიანება.

იშვიათი: კერატიტი, თვალების ალერგია, თვალების სიმშრალე, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, თვალების ჰიპერემია

უცნობი: ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ერითემა, მიდრიაზი, გახშირებული ცრემლდენა, წყლულოვანი კერატიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი: დისგევზია

უცნობი: გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი: გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, მულტიფორმული ერითემა

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მხედველობითი ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობითი ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა.

კორტიკოსტეროიდული კომპონენტის გამო, იზრდება პერფორაციის რისკი იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველი კომბინაციების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა მეორადი ინფექციის განვითარება. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა რქოვანას სოკოვანი ინფექციების განვითარების მიმართ ტენდენციის ზრდა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას უნდა გაჩნდეს ეჭვი სოკოვანი ინფექციის განვითარებაზე თუ აღინიშნა რქოვანას ნებისმიერი წყლული, რომელიც არ ხორცდება ხანგრძლივად. ასევე შესაძლოა განვითარდეს მეორადი ოფთალმოლოგიური ინფექცია პაციენტის იმუნიტეტის დათრგუნვის ფონზე.

სისტემური თერაპიის დროს ტობრამიცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტოქსიური ეფექტები თირკმელებზე, ვესტიბულურ სისტემაზე და სმენის ნერვზე, განსაკუთრებით ტობრამიცინის მაღალი დოზების მიღებისას ან ხანგრძლივი მკურნალობისას. ადგილობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას, ამიტომ ასეთი სისტემური ეფექტები უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა ტობრადექსის გამოყენებისას.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ადგილობრივად შეყვანილი ამინოგლიკოზიდების მიმართ.

სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ შეიძლება მიეკუთვნებოდეს სტეროიდულ ან ანტიბაქტერიულ კომპონენტს. დექსამეტაზონის ან ტობრამიცინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია

დექსამეტაზონი

ტობრამიცინი

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათი: თვალის ინფექცია (გამწვავება ან მეორადი)

ძალიან იშვიათი: ​​თვალის ინფექცია (მეორადი)

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა

უცნობი: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, გლაუკომა, მხედველობითი ველის დეფექტები, სუბკაფსულური კატარაქტა უცნობი: მხედველობის დაბინდვა

ნაკლებად ხშირი: თვალის გაღიზიანება, თვალის სიწითლე, მხედველობის დაბინდვა

იშვიათი: ​​ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, თვალის ტკივილი (პერიორბიტალური)

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

იშვიათი: შენელებული შეხორცება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ნაკლებად ხშირი: თვალშიდა წნევის მომატება

დაზიანებები, ინტოქსიკაციები და პროცედურის გართულებები

იშვიათი: მხედველობითი ნერვის დაზიანება

ძალიან იშვიათი: ​​რქოვანას პერფორაცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი:

ჰიპერმგრძნობელობა

(ადგილობრივი)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი:

ერითემა

(პერიორბიტალური)

დოზის გადაჭარბება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნოს ტოქსიური ეფექტი. ადგილობრივად გამოყენებისას ტობრადექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია თვალების (თვალის) ჩამობანა თბილი წყლით.

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას ტოქსიური რეაქციები არ არის მოსალოდნელი თვალში ადგილობრივი გამოყენების დროს ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას. პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას მკურნალობა სიმპტომური ან დამხმარეა.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში ტობრამიცინის და დექსამეტაზონის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება ან შეზღუდულია. ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ტობრამიცინი გაივლის პლაცენტას და ხვდება ნაყოფში. სავარაუდოდ ტობრამიცინი არ გამოიწვევს ოტოტოქსიურობას მუცლად ყოფნის პერიოდში ზემოქმედებისას. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ ან განმეორებით გამოყენებას უკავშირდებოდა მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეყოვნების რისკის ზრდა. ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროდების მნიშვნელოვან დოზებს, საჭიროა გულდასმით დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნიშნების გამოვლენის მხრივ.

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში დექსამეტაზონის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ, ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური გამოყენების შემდეგ გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.

პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვების პერიოდი

სისტემური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია ხვდება თუ არა დექსამეტაზონი ადამიანის რძეში. მონაცემები არ მოიპოვება ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის ან დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრის შესახებ. პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის დედის რძეში მოხვედრა ან ახალშობილზე კლინიკური ზემოქმედება ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა ძუძუზე მყოფი ბავშვისათვის რისკი გამორიცხული არ არის. უნდა გადაწყდეს ძუძით კვების ან პრეპარატ ტობრადექსის, თვალის წვეთების შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ნაყოფიერება

ადამიანის ან ცხოველის ნაყოფიერებაზე ტობრამიცინის ზეგავლენის შესწავლის მიზნით კვლევები არ ჩატარებულა. მამაკაცის და ქალის ნაყოფიერებაზე დექსამეტაზონის ზეგავლენის შეფასების შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. დექსამეტაზონს არ გამოუვლენია უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე პრაიმირებული ვირთაგვების ქორიონული გონადოტროპინის მოდელში.

გამოყენების თავისებურებები

პრეპარატის პირველად დანიშვნის, ასევე მკურნალობის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პაციენტის გადიდების მეთოდით გამოკვლევის (მაგ.: ბიომიკროსკოპია ღაროვანი სანათის გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ფლუორესცინით შეღებვა) შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების სიმწვავე შესაძლოა ვარირებდეს ლოკალური ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიც არის ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში განვითარდა ჰიპერმგრძნობელობა.

გასათვალისწინებელია სხვა ამინოგლიკოზიდებისადმი ჯვარედინი მგრძნობელობა და ასევე ადგილობრივად გამოყენებისას ტობრამიცინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ალბათობა.

პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ თერაპიას, დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა. სიფრთხილეა რეკომენდებული ამინოგლიკოზიდების თანმხლები სისტემური გამოყენებისას.

თვალის მალამო ტობრადექსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ან არსებობს ეჭვი დარღვევებზე ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გაართულონ კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან ფუნქციაზე პოტენციური ზეგავლენის გამო.

ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული ან ხანგრძლივი გამოყენება ზრდის თვალის გართულებების განვითარების რისკს და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი მოვლენები. თუ მკურნალობის პერიოდში განსაზღვრული დროის განმავლობაში არ აღინიშნება ანთების ნიშნების გაუმჯობესება, მაშინ უნდა დაინიშნოს სხვა მკურნალობა ასეთი რისკების შესამცირებლად.

კორტიკოსტეროიდების ადგილობრივ გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს შარდში კორტიზოლის სეკრეციის დაქვეითება, ასევე სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითება. კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით, უკავშირდებოდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი და ბავშვებში ზრდის შეფერხება.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, ასევე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა. პაციენტებში, რომლებიც გადიან ოფთალმოლოგიურ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით ≥10 დღის ხანგრძლივობით, თვალშიდა წნევა უნდა შემოწმდეს ხშირად და რეგულარულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს ბავშვებში და არაკონტაქტურ პაციენტებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში, რადგან ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზის განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს და უფრო ადრე გამოვლინდეს ვიდრე მოზრდილებში. გლაუკომის ოჯახური ან პირადი ანამნეზის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მატების რისკი უფრო მაღალია. გლაუკომის მქონე პაციენტები საჭიროებენ ყოველკვირეულ მონიტორინგს.

კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, მაგ.: ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას, რომლებიც დაფიქსირდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

მიდრეკილების მქონე პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით), ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, რაც უკავშირდება ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დექსამეტაზონის სისტემურ შეწოვას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად და არა უეცრად.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა დააქვეითოს რესიზტენტობა და ხელი შეუწყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციების განვითარებას, შენიღბოს მათი კლინიკური ნიშნები და შეაფერხოს ანტიბიოტიკის არაეფექტურობის გამოვლენა. ამრიგად, ტობრადექსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებების დროს, როდესაც სტეროიდული და ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატის გამოყენება კლინიკურად გამართლებულია. რქოვანას მუდმივი წყლულების მქონე პაციენტებში საეჭვოა სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ტობრამიცინის მსგავსი ანტბიოტიკების მიღებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. სუპერინფექცის განითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ ან ადგილობრივ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით სხვა მიზეზების გამო, აღინიშნა მარტივი ჰერპესის ინფექციის განვითარების შემთხვევები. მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენება, გარდა მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ეპითელური კერატიტისა, როდესაც მათი გამოყება უკუნაჩვენებია, საჭიროა განსაკუთრებული სირთხილე და პერიოდული მიკროსკოპია ნაპრალოვანი სანათურის გამოყენებით.

ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერფორაცია.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებამ შესაძლოა შეაყოვნოს რქოვანას ჭრილობების შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) ხელს უშლიან ან ანელებენ ჭრილობის შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების ასაპ-ის და ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების ერთობლივად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების შესაძლებლობა.

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, ვინაიდან ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური ან ანთებითი პროცესის გამწვავება.

კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მატების და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილ პაციენტებში (მაგ.: დიაბეტის დროს).

თვალის ანთების ან ინფექციების მკურნალობისას კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული. ტობრადექსის თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,1 მგ/მლ), რომელიც შესაძლოა შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და გამოიწვიოს მათი გაუფერულება. რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტებმა ამოიღონ კონტაქტური ლინზები და ხელახლა გაკეთებამდე გავიდეს მინიმუმ 15 წუთი. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება.

ბავშვები

რეკომენდებულია ხშირად შემოწმდეს თვალშიდა წნევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონის შემცველი პრეპარატებით, ვინაიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შესაძლოა უფრო დიდი იყოს და გამოვლინდეს უფრო ადრე, ვიდრე სტეროიდულ თერაპიაზე პასუხი მოზრდილებში. მკურნალობის სიხშირე და ხანგრძლივობა გულდასმით უნდა შეფასდეს და პედიატრიულ პაციენტებში სტეროიდებით გამოწვეული უფრო ადრეული და მნიშვნელოვანი თვალშიდა წნევის ზრდის რისკის გათვალისწინებით, თვალშიდა წნევის მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან.

ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას

ტობრადექსს არ აქვს გავლენა ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, ტრანსპორტის მართვა ან სხვა მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხედველობა აღდგება.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

არსებობს ინფორმაცია სისტემური გამოყენებისას პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ურთიერთქმედებების შესახებ.

ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და ადგილობრივი გამოყენების ასაპ-ის ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გაართულოს რქოვანას შეხორცებასთან დაკავშირებული პროცესები. თუმცა, ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ტობრამიცინის და დექსამეტაზონის სისტემური შეწოვა დაბალია და რაიმე სახის ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია.

გუგის გასაფართოებელ წვეთებთან ერთად გამოყენებამ (მაგ.: ატროპინი) შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის დამატებითი ზრდა.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს ან CYP3A4-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, შესაძლოა აღინიშნოს დექსამეტაზონის პლაზმური კონცენტრაციის მომატება.

CYP3A4-ის ინჰიბიტორების, მათ შორის რიტონავირის და კობიცისტატის მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს სისტემური მოქმედება და გაიზარდოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების/კუშინგის სინდრომის რისკი. აუცილებელია მოერიდოთ აღნიშნული პრეპარატების ერთობლივად მიღებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს, რაც საჭიროებს პაციენტზე დაკვირვებას გვერდითი რეაქციების განვითარების თვალსაზრისით.

ერთზე მეტი ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს 5 წუთიანი ინტერვალი პრეპარატების შეყვანას შორის. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის (1) რიბოსომული სუბერთეულების დაზიანება ბაქტერიულ უჯრედში; (2) უჯრედში ტობრამიცინის გადატანის პროცესში ჩარევა და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების მეშვეობით. ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოქმნისათვის საჭირო გენეტიკური ინფორმაცია შესაძლოა გადატანილ იქნეს ბაქტერიულ ქრომოსომებზე ან პლაზმიდებზე. შესაძლოა წარმოიქმნას ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

პრეპარატის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების ზღვრული მნიშვნელობები და მოქმედების სპექტრი in vitro პირობებში ეფუძნება სისტემურ გამოყენებას, როგორც ქვემოთ არის მითითებული. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები შესაძლოა მიუღებელი იყოს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ლოკალურად, ხოლო ადგილობრივმა ფიზიკურმა/ქიმიურმა მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პრეპარატის მოქმედებაზე მიღების ადგილას. EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მიხედვით ტობრამიცინისათვის განსაზღვრულია შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:

Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ;

არ უკავშირდება სახეობას S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ.

ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ (PK/PD) მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირი

ტობრადექსის თვალის წვეთებისთვის PK/PD მაჩვენებლებს შორის ზუსტი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი. ცხოველებში ჩატარებულ გამოქვეყნებულ კვლევებში დექსამეტაზონმა აჩვენა დოზა-დამოუკიდებელი ფარმაკოკინეტიკა. გამოქვეყნებული in vitro და in vivo კვლევების მიხედვით ტობრამიცინს აქვს ხანგრძლივი პოსტ-ანტიბიოტიკური ეფექტი, რომელიც ეფექტურად თრგუნავს ბაქტერიების ზრდას, სისხლის შრატში დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად. ტობრამიცინის სისტემური შეყვანის კვლევებმა აჩვენა უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დღიური დოზის ერთჯერადად მიღებისას მრავალჯერად მიღებასთან შედარებით. თუმცა, არსებული მტკიცებულებების მოცულობიდან გამომდინარე დღიური დოზის ერთჯერადად სისტემური მიღება ისევე ეფექტურია, როგორც მრავალჯერადი დოზების შემთხვევაში. ტობრამიცინის ანტიმიკრობული აქტივობა დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ტობრამიცინი უფრო ეფექტურია, რაც უფრო იზრდება ანტიბიოტიკის კონცენტრაცია MIC-ის (მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია) ან მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციის (MBC) ზემოთ.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ

ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება მხოლოდ მიახლოებით განისაზღვროს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ალბათობა პრეპარატ ტობრადექსის შემადგენლობაში შემავალი ტობრამიცინის მიმართ. აქ წარმოდგენილია ბაქტერიების სახეობები, რომელთა გამოყოფა მოხდა თვალის გარეგანი ინფექციებიდან, მაგ.: კონიუნქტივიტი.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული თვალსაზრისით და დროის მიხედვით ცალკეული სახეობებისათვის, სასურველია არსებობდეს ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთი სახის არის, რომ ტობრამიცინის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს სულ მცირე ინფექციების რამდენიმე სახეობის შემთხვევაში.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium-ის სახეობები

Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე - MSSA)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Enterobacter cloaceae

Klebsiella oxytoca

Moraxella catarrhalis

Neisseria meningitidis

Pseudomonas aeruginosa

Serratia liquifaciens.

ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა შესაბამისი პათოგენების წინააღმდეგ

სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს:

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium diphtheriae

Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე)

Staphylococcus, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი spp. (მეთიცილინზე მგრძნობიარე)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Neisseria gonorrhoeae

მიკროორგანიზმები თანდაყოლილი რეზისტენტობით

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyogenes

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Haemophilus influenzae

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Propionibacterium acnes

სხვა:

Chlamydia trachomatis

დექსამეტაზონი არის ზომიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდი, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი. ისინი თრგუნავენ ანთებით რეაქციას და სიმპტომებს სხვადასხვა დაავადების დროს ისე, რომ არ ახდენენ გავლენას დაავადების მიზეზზე.

ხანდაზმული პაციენტები

უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ განსხვავებები არ დაფიქსირებულა ხანდაზმულ და მოზრდილ პაციენტებს შორის.

ბავშვები

ტობრადექსის თვალის წვეთების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადასტურდა ფართო კლინიკური გამოცდილებით, თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

დექსამეტაზონი

ტობრადექსის თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დექსამეტაზონის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 220-888 პკგ/მლ (საშუალო მნიშვნელობა 555 ± 217 პკგ/მლ) ტობრადექსის ერთი წვეთის თითოეულ თვალში ჩაწვეთების შემდეგ 4-ჯერ დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში.

დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება ექსკრეციის დროს. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით 6-β-ჰიდროქსიდექსამეტაზონის სახით. დექსამეტაზონი არ გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა და შეადგენს 3-4 საათს. დექსამეტაზონი უკავშირდება სისხლის ალბუმინს დაახლოებით 77-84%. კლირენსი მერყეობს 0,111-დან 0,225 ლ/სთ*კგ-მდე და განაწილების მოცულობა 0,576-დან 1,15 ლ/კგ-მდე. დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის დაახლოებით 70%.

ტობრამიცინი

ტობრადექსის თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დაბალია. ტობრამიცინის პლაზმური კონცენტრაცია ვერ განისაზღვრა 12 პაციენტიდან 9-ში, რომლებსაც აწვეთებდნენ ტობრადექსს 4-ჯერ დღეში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, რომლის განსაზღვრაც შესაძლებელი იყო, შეადგენდა 0,25 მკგ/მლ-ს, რაც 8-ჯერ ნაკლებია 2 მკგ/მლ კონცენტრაციაზე, რომელიც წარმოადგენს ნეფროტოქსიურობის რისკის ზღურბლს.

ტობრამიცინი სწრაფად გამოიყოფა დიდი რაოდენობით შარდით გორგლოვანი ფილტრაციით, უმეტესად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს, კლირენსი - 0,04 ლ/სთ*კგ, განაწილების მოცულობა - 0,26 ლ/კგ. ტობრამიცინის შეკავშირება პლაზმის ალბუმინთან დაბალია, 10%-ზე ნაკლები. პერორალური ბიოშეღწევადობა ასევე დაბალია (<1%).

ვარგისობის ვადა

2 წელი.

შეფუთვის პირველად გახსნიდან შესაძლებელია გამოყენება 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები

ინახება 25symbol 176 \f "Symbol" \s 12°С-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

3,5 გ ეპოქსიფენოლის შიდა საფარის მქონე ალუმინის ტუბში, პოლიეთილენის ბუნიკით და პოლიეთილენის თავსახურით, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ტუბი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ნოვარტის მანუფაქტურინგ ნ.ვ., ბელგია, ნოვარტის ფარმა აგ-სთვის, შვეიცარია

მისამართი

რიიკსვეგი 14, 2870 პიურსი-სინტ-ამანდსი, ბელგია.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა