პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ტეცენტრიკი

Tecentriq®

რეცეპტით1875მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

უროთელიალური კარცინომა(უკ) ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური (უკ): წინასწარი პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ან რომლებსაც არ შეესაბამებათ მკურნალობა ცისპლატინით და რომელთა სიმსივნეს აქვს PD-L1 ექსპრესია ≥ 5% (იხ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატეზოლიზუმაბი (atezolizumab)
ფორმა და შეფუთვა
1875მგ/15მლ 15მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
F. Hoffmann-La Roche Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Roche Diagnostics GmbH(გერმანია)), შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
ATC კოდი
L01FF05
რეგისტრაციის ნომერი
რ-042616
რეგისტრირებულია
13 აგვისტო 2024, მოქმედებს 13 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
F. Hoffmann-La Roche Ltd (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატეცენტრიკი და სხვა წამალი ერთად

ტეცენტრიკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

უროთელიალური კარცინომა(უკ)

ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური (უკ):

წინასწარი პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ან

რომლებსაც არ შეესაბამებათ მკურნალობა ცისპლატინით და რომელთა სიმსივნეს აქვს PD-L1 ექსპრესია ≥ 5% (იხ. ქვეთავი 5.1).

ადრეული სტადიის არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ( NSCLC)

ტეცენტრიკი, როგორც მონოთერაპია ნაჩვენებია, ადიუვანტური(დამხმარე) მკურნალობის სახით სრული რეზექციისა და პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის შემდეგ, ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ NSCLC -ის რეციდივის მაღალი რისკი, რომელთა სიმსივნურ ქსოვილში PD-L1 ექსპრესია აღინიშნება სიმსივნური უჯრედების ≥ 50%-ზე (TC) და რომლებსაც არ აქვთ EGFR მუტაციის მქონე ან ALK-დადებითი NSCLC დაავადება(იხილეთ ქვეთავი 5.1 შერჩევის კრიტერიუმებისთვის).

გავრცელებული NSCLC

ტეცენტრიკი ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის მკურნალობა მეტასტაზური არაბრტყელუჯრედოვანი, არაწვრილუჯრედოვანი , ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებისათვის (NSCLC). პაციენტებს, რომლებსაც აქვთ EGFR მუტაცია ან ALK-დადებითი NSCLC, მათთვის ტეცენტრიკი ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან კომბინაციაში, ნაჩვენებია მხოლოდ შესაბამისი თარგეთული/მიზნობრივი თერაპიის წარუმატებლობის შემდეგ (იხ. ქვეთავი 5.1).

ტეცენტრიკი, პროტეინთან დაკავშირებულ ნაბ-პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად კომბინაციაში, ნაჩვენებია როგორც პირველი ხაზის მკურნალობა მეტასტაზური არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) მქონე იმ ზრდასრული პაციენტებისათვის, რომელთაც არა აქვთ EGFR მუტაციის შემცველი ან ALK-დადებითი NSCLC (იხ.ქვეთავი 5.1)

ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის მკურნალობა ზრდასრული პაციენტებისათვის მეტასტაზური არაწვრილ-უჯრედოვანი ფილტვის კიბოთი (NSCLC), რომელთა სიმსივნურ წარმონაქმნში თავად სიმსივნურ უჯრედებზე (TC) PD-L1 ექსპრესია არის ≥ 50% ან სიმსივნურ ქსოვილში ინფილტრირებულ იმუნურ უჯრედებზე (IC) PD-L1 ექსპრესია არის ≥ 10% და გარდა ამისა, არ აქვთ EGFR მუტაციის შემცველი ან ALK-დადებითი NSCLC (იხ.ქვეთავი 5.1)

ტეცენტრიკი, როგორც მონოთერაპია, ნაჩვენებია გავრცელებული NSCLC-ის მქონე იმ ზრდასრული პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის, რომლებსაც არ შეესაბამებათ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია (იხილეთ სექცია 5.1 შერჩევის კრიტერიუმებისთვის).

ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური NSCLC-ის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვის, წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერპიის შემდეგ. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ EGFR მუტაციის შემცველი ან ALK-დადებითი NSCLC, ტეცენტრიკის მიღებამდე უნდა ჰქონდეთ ასევე მიღებული წინასწარი თარგეტული თერაპიის კურსი (იხ.ქვეთავი 5.1).

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო (SCLC)

ტეცენტრიკი კარბოპლატინთან და ეტოპოზიდთან კომბინაციაში, მოწოდებულია როგორც მკურნალობის პირველი ხაზი წვრილუჯრედული ფილტვის კიბოს გავრცელებული ფორმის მქონე ზრდასრული პაციენტებისათვის (ES-SCLC). (იხ. ქვეთავი 5.1).

სამმაგ-ნეგატიური ძუძუს კიბო (TNBC)

ტეცენტრიკი კომბინაციაში ნაბ-პაკლიტაქსელთან, ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ არაოპერაბელური ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური სამმაგ-ნეგატიური ძუძუს კიბო - ,,triple-negative breast cancer“ (TNBC), რომელთა სიმსივნის PD-L1 ექსპრესია არის ≥1%, და რომლებსაც მანამდე არ აქვთ ჩატარებული ქიმიოთერაპია მეტასტაზური დაავადების გამო.

ჰეპატოცელულური კარცინომა (HCC)

ტეცენტრიკი, ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, მოწოდებულია იმ პაციენტთა მკურნალობისთვის, რომელთაც აქვთ არაოპერაბელური ან მეტასტაზური(გავრცელებული) HCC, და რომლებსაც არ ჩატარებიათ წინასწარი სისტემური თერაპია. (იხ. ქვეთავი 5.1).

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ტეცენტრიკის მონოთერაპია

1L UC (1-ელი ხაზი - UC)

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე

1-ელი ხაზი მეტასტაზური NSCLC

NSCLC-ის მკურნალობის 1-ლი ხაზი იმ პაციენტებისათვის, რომელთაც არ შეესაბამებათ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია

ადრეული სტადიის NSCLC

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

1 წლის განმავლობაში, დაავადების რეციდივამდე ან არამართვადი ტოქსიურობის დადგომამდე. 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ იყო შესწავლილი.

2L UC

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

კლინიკური სარგებლის დაკარგვამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე

2L NSCLC

ტეცენტრიკის კომბინირებული თერაპია

1-ელი ხაზი არასქვამოზური NSCLC

ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

ინდუქციის და შენარჩუნების ფაზები:

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი პირველ რიგში უნდა დაინიშნოს იმავე დღეს.

საინდუქციო ფაზა კომბინირებული მედიკამენტებისთვის (ოთხი ან ექვსი ციკლი):

ბევაციზუმაბი, პაკლიტაქსელი და შემდეგ კარბოპლატინი ინიშნება ყოველ სამ კვირაში.

შემანარჩუნებელი ფაზა (ქიმიოთერაპიის გარეშე): ბევაციზუმაბი ყოველ 3 კვირაში.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავ ტოქსიკურობამდე. ატიპიური რეაქციები (მაგ. დაავადების საწყისი პროგრესირება, რასაც მოჰყვა სიმსივნის შემცირება) შეინიშნებოდა ტეცენტრიკის მკურნალობის გაგრძელებისას დაავადების პროგრესირების შემდეგ. მკურნალობა დაავადების პროგრესირების მიღმა შეიძლება განვიხილოთ ექიმის შეხედულებისამებრ.

1-ელი ხაზი: არასქვამოზური NSCLC

ნაბ-პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

საინდუქციო ფაზა კომბინირებული მედიკამენტებისთვის (ოთხი ან ექვსი ციკლი): ნაბ-პაკლიტაქსელი და კარბოპლატინი შეყვანილია 1 დღეს; გარდა ამისა, ნაბ-პაკლიტაქსელი შეყვანილია ყოველი 3-კვირიანი ციკლის მე-8 და მე-15 დღეს.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავ ტოქსიკურობამდე. ატიპიური რეაქციები (მაგ. დაავადების საწყისი პროგრესირება, რასაც მოჰყვა სიმსივნის შემცირება) შეინიშნებოდა ტეცენტრიკის მკურნალობის გაგრძელებისას დაავადების პროგრესირების შემდეგ. მკურნალობა დაავადების პროგრესირების შემდეგ/მიღმა შეიძლება განვიხილოთ ექიმის შეხედულებისამებრ.

1-ელი ხაზი ES-SCLC

კარბოპლატინით და ეტოპოზიდით

საინდუქციო ფაზა კომბინირებული მედიკამენტებისთვის (ოთხი ციკლი): კარბოპლატინი და შემდეგ ეტოპოზიდი შეჰყავთ პირველ დღეს; ეტოპოზიდი ასევე ინიშნება ყოველი 3-კვირიანი ციკლის მე-2 და მე-3 დღეს.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე. ატიპიური რეაქციები (მაგ. დაავადების საწყისი პროგრესირება, რასაც მოჰყვა სიმსივნის შემცირება) შეინიშნებოდა ტეცენტრიკის მკურნალობის გაგრძელებისას დაავადების პროგრესირების შემდეგ. მკურნალობა დაავადების პროგრესირების მიღმა/შემდეგ შეიძლება განვიხილთ ექიმის შეხედულებისამებრ.

1-ელი ხაზი არარეზექტირებადი ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური TNBC ნაბ-პაკლიტაქსელით

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი უნდა დაინიშნოს ნაბ-პაკლიტაქსელის მიღებამდე იმავე დღეს. ნაბ-პაკლიტაქსელი უნდა დაინიშნოს 100 მგ/მ2 ყოველი 28-დღიანი ციკლის 1, 8 და 15 დღეებში.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე.

გავრცელებული ან არარეზექტირებადი HCC ბევაციზუმაბით

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი უნდა დაინიშნოს ბევაციზუმაბის მიღებამდე იმავე დღეს. ბევაციზუმაბი ინიშნება 15 მგ/კგ სხეულის მასაზე (ბვ) ყოველ 3 კვირაში.

დოზის დაგვიანება ან გამოტოვება

თუ მოხდა ტეცენტრიკის დაგეგმილი დოზის გამოტოვება, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. შეყვანის განრიგი მორგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დოზებს შორის სათანადო ინტერვალი იყოს დაცული.

დოზის მოდიფიცირება მკურნალობისას

ტეცენტრიკის დოზის მოდიფიცირება რეკომენდებული არ არის.

დოზის შეფერხება ან შეწყვეტა (იხ. აგრეთვე ქვეთავები 4.4 და 4.8)

ცხრილი 2: დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები ტეცენტრიკით მკურნალობისას

იმუნური პასუხით განპირობებული გვერდითი რეაქცია

სიმძიმე

მკურნალობის მოდიფიკაცია

პნევმონიტი

ხარისხი 2

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მოვლენა გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

ხარისხი 3 ან 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰეპატიტი პაციენტებში HCC-ის გარეშე

ხარისხი 2:

(ALT ან AST > 3-დან 5 x ნორმის ზედა ზღვარი [ULN]

ან

სისხლის ბილირუბინი > 1.5 to 3 x ULN)

ხარისხი 3 ან 4:

(ALT or AST > 5 x ULN

ან

სისხლის ბილირუბინი > 3 x ULN)

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰეპატიტი HCC-ის მქონე პაციენტებში

თუ AST/ALT საწყის ეტაპზე ნორმალურ ფარგლებშია და იზრდება > 3 x-დან ≤ 10x ULN-მდე

ან

თუ AST/ALT არის > 1-დან ≤ 3 x ULN საწყის ეტაპზე და იზრდება > 5x-დან ≤ 10x ULN-მდე

ან

თუ AST/ALT არის > 3 x ≤ 5 x ULN საწყის ეტაპზე და იზრდება >8 x ≤ 10x ULN-მდე

თუ AST/ALT იზრდება > 10 x ULN-მდე

ან

საერთო ბილირუბინი იზრდება > 3 x ULN-მდე

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

კოლიტი

მე-2 ან მე-3 ხარისხის დიარეა (≥ 4 დეფეკაციის გაზრდა/დღეში საწყისთან შედარებით)

ან

სიმპტომური კოლიტი

მე-4 ხარისხის დიარეა ან კოლიტი (სიცოცხლისთვის საშიში; მითითებულია გადაუდებელი ჩარევა)

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი

სიმპტომური

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

ჰიპოთირეოზი:

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები კონტროლდება ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებითი თერაპიით და TSH დონე მცირდება

ჰიპერთირეოზი:

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები კონტროლდება ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო მედიკამენტებით და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაუმჯობესდება

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

სიმპტომური

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში და პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებით თერაპიაზე.

ჰიპოფიზიტი

ხარისხი 2 ან 3

ხარისხი 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი

მე-3 ან მე-4 ხარისხის ჰიპერგლიკემია (უზმოზე გლუკოზა > 250 მგ/დლ ან 13,9 მმოლ/ლ)

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მეტაბოლური კონტროლი მიიღწევა ინსულინის შემცვლელი თერაპიის დროს

გამონაყარი/კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

ხარისხი 3

ან საეჭვო სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) 1

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

ხარისხი 4

ან დადასტურებული სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) 1

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიასთენიური სინდრომი/მიასთენია გრავისი, გილენ ბარეს სინდრომი, მენინგოენცეფალიტი და სახის პარეზი

სახის პარეზი 1 ან 2 ხარისხი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ მოვლენა სრულად გაქრება. თუ მოვლენა სრულად არ წყდება ტეცენტრიკის შეკავების დროს, სამუდამოდ შეწყვიტეთ ტეცენტრიის გამოყენება

ყველა ხარისხის მიასთენიური სინდრომი/მიასთენია გრავისი, გილენ ბარეს სინდრომი და მენინგოენცეფალიტი

ან სახის პარეზი მე-3 ან მე-4 ხარისხის

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიელიტი

ხარისხი 2, 3, ან 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

პანკრეატიტი

მე-3 ან მე-4 ხარისხის შრატში ამილაზას ან ლიპაზის დონე გაიზარდა (> 2 x ULN)

ან მე-2 ან მე-3 ხარისხის პანკრეატიტი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც შრატში ამილაზასა და ლიპაზას დონეები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში, ან პანკრეატიტის სიმპტომები გაქრება და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში.

მე-4 ხარისხის ან ნებისმიერი ხარისხის მორეციდივე პანკრეატიტი

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიოკარდიტი

ხარისხი 2 ან ზემოთ

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ნეფრიტი

ხარისხი 2:

(კრეატინინის დონე > 1.5-დან 3.0 x საბაზისო ან > 1.5-დან 3.0 x ULN-მდე)

მე-3 ან მე-4 ხარისხი:

(კრეატინინის დონე > 3.0 x საბაზისო ან > 3.0 x ULN)

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიოზიტი

ხარისხი 2 ან 3

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მე-4 ან მე-3 ხარისხის მორეციდივე მიოზიტი

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

პერიკარდიუმის დარღვევები

1 ხარისხის პერიკარდიტი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

2

ხარისხი 2 ან ზემოთ

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

საეჭვო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი 1

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

სხვა იმუნური გვერდითი რეაქციები

ხარისხი 2 ან ხარისხი 3

შეაჩერეთ მანამ, სანამ გვერდითი რეაქციები არ აღდგება 0-1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

მე-4 ხარისხი ან განმეორებითი მე-3 ხარისხი

ტეცენტრიკის სამუდამოდ შეწყვეტა (გარდა ენდოკრინოპათიებისა, რომლებიც კონტროლდება შემცვლელი ჰორმონებით)

სხვა არასასურველი რეაქციები

სიმძიმე

მკურნალობის მოდიფიკაცია

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები

ხარისხი 1 ან 2

შეამცირეთ ინექციის სიჩქარე ან შეაჩერეთ ინექცია. მკურნალობა შეიძლება განახლდეს მოვლენის მოგვარების შემდეგ

ხარისხი 3 ან 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ALT = ალანინ ამინოტრანსფერაზა; AST = ასპარტატ ამინოტრანსფერაზა; ULN = ნორმის ზედა ზღვარი.

შენიშვნა: ტოქსიკურობის ხარისხი შეესაბამება კიბოს ეროვნული ინსტიტუტის საერთო ტერმინოლოგიურ კრიტერიუმებს გვერდითი მოვლენის ვერსიისთვის 5.0 (NCI CTCAE v.5.).

1 განურჩევლად მოვლენის სიმძიმისა

2ჩაიტარეთ გულის დეტალური კვლევა ეტიოლოგიის დასადგენად და სათანადო მართვის მიზნით

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

ტეცენტრიკის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია 4.8, 5.1 და 5.2 პუნქტებში, მაგრამ რეკომენდაცია არ შეიძლება გაკეთდეს პოსოლოგიაზე.

ხანდაზმულები

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, ≥ 65 წლის პაციენტებში ტეცენტრიკის დოზის მორგება საჭირო არ არის (იხ. თავები 4.8 და 5.1).

აზიური წარმოშობის პაციენტები

გაზრდილი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამო, რომელიც დაფიქსირდა აზიელ პაციენტებში კვლევა IMpower150-ში, რეკომენდებულია, რომ პაკლიტაქსელის საწყისი დოზა იყოს 175 მგ/მ2 ყოველ სამ კვირაში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის სუსტი ან ზომიერი დაქვეითებით დოზის მორგება საჭირო არ არის (იხ. ქვეთავი 5.2). თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტთა მონაცემები ძალიან შეზღუდულია ამ პოპულაციაზე დასკვნების გამოსატანად.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დაქვეითებით დოზის მორგება საჭირო არ არის. ღვიძლის საშუალო სიმძიმის და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის (იხ. ქვეთავი 5.2).

აღმოსავლეთ ონკოლოგთა ჯგუფის (Eastern Cooperative Oncology Group (ECOG) ) სტატუსი ≥ 2

ECOG სტატუსის ≥ 2 პაციენტები გამოირიცხებოდნენ TNBC, ES-SCLC , მე-2 ხაზის UC და HCC– ის კლინიკური კვლევებიდან (იხ. ქვეთავები 4.4 და 5.1).

მიღების მეთოდი

მნიშვნელოვანია შეამოწმოთ პროდუქტის ეტიკეტები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი ფორმულირება (ინტრავენური ან კანქვეშა) მიეწოდება პაციენტს, როგორც დადგენილია(დანიშნულებაშია) .

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის და მისი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ კანქვეშა ინექციით.

შეყვანამდე გამოიღეთ ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი მაცივრიდან და მოიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე. ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის გამოყენებისა და მოპყრობის შესახებ ინსტრუქციებისთვის შეყვანამდე იხილეთ ნაწილი 6.6.

შეიყვანეთ 15 მლ ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი კანქვეშ ბარძაყში დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია კანქვეშა საინფუზიო სისტემის/კომპლექტის გამოყენება (მაგ. ფრთიანა/პეპელა). არ შეიყვანოთ (არ მისცეთ პაციენტს) მილში დარჩენილი ხსნარის ნარჩენი მოცულობა.

ინექციის ადგილი უნდა იყოს მონაცვლეობით მხოლოდ მარცხენა და მარჯვენა ბარძაყს შორის. ახალი ინექციები უნდა გაიკეთოთ სულ მცირე 2,5 სმ-ის დაშორებით ძველი ადგილიდან და არასოდეს იმ ადგილებში, სადაც კანი წითელი, დალურჯებული, გათხელებული ან უხეშია. ტეცენტრიკის საინექციო ხსნარით მკურნალობის კურსის განმავლობაში სასურველია კანქვეშა ფორმის სხვა სამკურნალო საშუალებების ინექცია მოხდეს სხვადასხვა ადგილას.

უკუჩვენებები

ტეცენტრიკი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცნობილი მომატებული მგრძნობელობით ატეზოლიზუმაბის ან ქვეთავში 6.1 აღნიშნული რომელიმე შემავსებლის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების მიმოქცევის კონტროლის გასაუმჯობესებლად, შეყვანილი პროდუქტის სავაჭრო სახელი და სერიის ნომერი მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პაციენტის ისტორიაში.

იმუნური გვერდითი რეაქციები

იმუნური გვერდითი (იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები) რეაქციების უმეტესობა, რომელიც გამოვლინდა ატეზოლიზუმაბით მკურნალობის დროს, შექცევადი იყო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტის და კორტიკოსტეროიდების დაწყების შემდეგ და/ან ასევე შესაბამისი დამხმარე ზომების მიღების შემდეგ. დაფიქსირდა იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენს/აზიანებს სხეულის ერთზე მეტ ორგანოთა სისტემაზე. ატეზოლიზუმაბის მიღებასთან დაკავშირებული იმუნური გვერდითი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ატეზოლიზუმაბის ბოლო დოზის შემდეგ.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ეჭვის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი შეფასება ეტიოლოგიის დასადასტურებლად ან სხვა მიზეზების გამორიცხვის მიზნით. გვერდითი რეაქციის სიმძიმის გათვალისწინებით, ატეზოლიზუმაბის მიღება უნდა შევაჩეროთ და დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები. ≤1 ხარისხამდე გაუმჯობესების შემდეგ კორტიკოსტეროიდი უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. კლინიკური კვლევების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები ვერ კონტროლდება/გაძნელებულია მართვა სისტემური კორტიკო-სტეროიდების გამოყენებით, შეიძლება განიხილებოდეს სხვა სისტემური იმუნო-სუპრესანტების მიღება.

მე –3 ხარისხის იმუნური გვერდითი რეაქციების განმეორებითი და მე –4 ხარისხის იმუნური გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბი სამუდამოდ უნდა შეწყდეს, გარდა ენდოკრინოპათიებისა, რომლებიც კონტროლდება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიით (იხ. ქვეთავი 4.2 და 4.8).

ადრე არსებული აუტოიმუნური დაავადების (AID) მქონე პაციენტებში, ობზერვაციული კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ იმუნური საკონტროლო ინჰიბიტორებით თერაპიის შემდეგ იმუნური სისტემით გაშუალებული გვერდითი რეაქციების რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ პაციენტების რისკთან შედარებით, რომლებსაც ადრე არ აღენიშნებოდათ აუტოიმუნური დაავადებები(AID). გარდა ამისა, ძირითადად აუტოიმუნური დაავადებების გამწვავებები იყო ხშირი, მაგრამ უმეტესობა მსუბუქი და მართვადი .

იმუნურად განპირობებული პნევმონიტი

პნევმონიტის შემთხვევები, ფატალური შემთხვევების ჩათვლით, გამოვლენილი იქნა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). უნდა განხორციელდეს პაციენტის მონიტორინგი პნევმონიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე და უნდა გამოირიცხოს იმუნური შუამავლობით გამოწვეული პნევმონიტის სხვა მიზეზები.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს მე-2 ხარისხის პნევმონიტის გამოვლენის დროს და უნდა დავიწყოთ 1 დან 2 მგ/კგ სხეულის წონა (bw)/ დღეში პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით მკურნალობა. თუ სიმპტომები გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენა შემსუბუქდა და მდგომარეობა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში; ამასთანავე, კორტიკოსტეროიდების მიღება უნდა შემცირდეს პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-ამდე დღეში. მე –3 ან მე –4 ხარისხის პნევმონიტის გამოვლენის დროს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

იმუნური ჰეპატიტი

ჰეპატიტის შემთხვევები, ფატალური შემთხვევების ჩათვლით, გამოვლენილი იქნა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). უნდა განხორციელდეს პაციენტის მონიტორინგი ჰეპატიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

საჭიროა ასპარტატამინოტრანსფერაზის (AST), ალანინამინოტრანსფერაზის (ALT) და ბილირუბინის მონიტორინგი (ტეცენტრიკით) მკურნალობის დაწყებამდე, პერიოდულად ატეზოლიზუმაბით მკურნალობის განმავლობაში და როგორც ნაჩვენებია კლინიკური შეფასების საფუძველზე.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ HCC– ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეუწყდეთ, თუ მე –2 ხარისხის გვერდითი მოვლენა (ALT ან AST> 3–5 x ULN ან სისხლის ბილირუბინი> 1,5–3 x ULN) გრძელდება 5–7 დღეზე მეტ ხანს და 1–2 მგ/ კგbw/დღეში პრედნიზონის ან ექვივალენტის მიღება უნდა დაიწყოს. თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში მაშინ კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –3 და მე –4 ხარისხის გვერდითი მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში (ALT ან AST> 5.0 x ULN ან სისხლის ბილირუბინი> 3 x ULN).

HCC– ის მქონე პაციენტებისთვის, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ALT ან AST იზრდება> 3 -დან ≤10 x ULN– მდე (საწყისი მაჩვენებლიდან ნორმალურ ზღვრამდე), ან> 5 – დან ≤10 x ULN– დან> 1 ULN– დან ≤3 x ULN– მდე საწყის ეტაპზე, ან> 8 -დან ≤10 x ULN -დან > 3 ULN- დან ≤5 x ULN -მდე საწყის ეტაპზე და შენარჩუნებულია 5 - 7 დღეზე მეტ ხანს, და უნდა დავიწყოთ პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის მიღება 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში. თუ მოვლენა გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ მოვლენა შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდებით მკუნალობა უნდა შემცირდეს პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს, თუ ALT ან AST იზრდება> 10 x ULN– მდე ან საერთო ბილირუბინი იზრდება> 3 x ULN).

იმუნური კოლიტი

ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა დიარეის და კოლიტის შემთხვევები (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი კოლიტის სიმპტომებსა და ნიშნებზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს მე –2 ან მე –3 ხარისხის დიარეის (დიარეა ნარჩუნდება ≥ 4 დღე) ან კოლიტის (სიმპტომური) გამოვლენის შემთვევაში. მე -2 ხარისხის დიარეის ან კოლიტის შემთხვევაში, თუ სიმპტომები შენარჩუნებულია> 5 დღის განმავლობაში ან მეორდება, მკურნალობა უნდა დავიწყოთ 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით. მე –3 ხარისხის დიარეის ან კოლიტის დროს უნდა დავიწყოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (1 -დან 2 მგ/კგbw/ დღეში მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით). სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე უნდა დავიწყოთ 1 დან 2 მგ/კგbw/დღეში პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის მიღება. თუ სიმპტომები გაუმჯობესდა ≤1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში ამასთანავე კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს პრედნიზონისან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –4 ხარისხისთვის (სიცოცხლისათვის საშიში; მითითებულია გადაუდებელი ჩარევა) დიარეის ან კოლიტის დროს. გასათვალისწინებელია კოლიტთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის პერფორაციის პოტენციური გართულება.

იმუნური ენდოკრინოპათიები

ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, თირკმელზედას უკმარისობა, ჰიპოფიზიტი და 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური კეტოაციდოზის ჩათვლით (იხ. ქვეთავი 4.8).

საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ენდოკრინოპათიების კლინიკურ სიმპტომებსა და ნიშნებზე. საჭიროა თიროიდული ფუნქციის მონიტორინგი ტეცენტრიკით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად ტეცენტრიკით მკურნალობის განმავლობაში. საბაზისო ვიზიტზე საჭიროა დარღვეული თიროიდული ფუნქციების მქონე პაციენტების სათანადო მენეჯმენტი. ასიმპტომურმა პაციენტებმა დარღვეული თიროიდული ტესტებით შეიძლება მიიღონ ტეცენტრიკი.

ასიმპტომურმა პაციენტებმა დარღვეული თიროიდული ტესტებით შეიძლება მიიღონ ტეცენტრიკი. სიმპტომური ჰიპოთირეოზის დროს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შევაჩეროთ და საჭიროების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია. ჰიპოთირეოზის ცალკეული შემთხვევების მართვა შესაძლებელია ჩანაცვლებითი თერაპიით, კორტიკოსტეროიდების გარეშე. სიმპტომური ჰიპერთირეოზის დროს ატეზოლიზუმაბი უნდა იქნას შეწყვეტილი და საჭიროების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ან თირეოიდული სამკურნალო მედიკამენტების მიღება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები ექვემდებარება კონტროლს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უმჯობესდება.

თირკმელზედა ჯირკვლის სიმპტომური უკმარისობის დროს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დავიწყოთ მკურნალობა ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით (1 -დან 2 მგ/კგbw/ დღეში მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით). სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ უნდა ჩატარდეს მკურნალობა პრედნიზონით ან ექვივალენტით 1-2 მგ/კგbw/დღეში. თუ სიმპტომები გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე, მაშინ კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან ექვივალენტის≤ 10 მგ -მდე დღეში და ამასთანავე პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებითი თერაპიის დროს (საჭიროების შემთხვევაში).

მე -2 ან მე–3 ხარისხის ჰიპოფიზიტის დროს ატეზოლიზუმაბი უნდა შეწყდეს და დავიწყოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდით მკურნალობა(1 - 2 მგ/კგbw/დღე მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით) და ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ უნდა გავაგრძელოთ1-2 მგ/კგbw/დღე პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის მიღება. თუ სიმპტომები გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥1 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდების მიღება შემცირდა პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში და პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებით თერაპიაზე (საჭიროების შემთხვევაში). ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე–4 ხარისხის ჰიპოფიზიტის დაფიქსირების შემთხვევაში.

ინსულინით მკურნალობა უნდა დავიწყოთ ტიპი 1 დიაბეტის დროს. ≥ 3 ხარისხის ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში (უზმოზე გლუკოზა> 250 მგ/დლან 13.9 მმოლ/ლ), საჭიროა ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შეჩერება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ აღდგება მეტაბოლიზმის კონტროლი ინსულინის შემცვლელ თერაპიაზე.

იმუნური მენინგოენცეფალიტი

ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა მენინგოენცეფალიტი (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი მენინგოენცეფალიტის კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მენინგიტის ან ენცეფალიტის ნებისმიერი ხარისხის დაფიქსირების შემთხვევაში.ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით) უნდა დავიწყოთ. სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ მკურნალობა უნდა გავაგრძელოთ პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით 1-2 მგ/კგbw/დღეში.

იმუნური ნეიროპათიები

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტეცენტრიკს, დაფიქსირდა მიასთენიური სინდრომი/მიასთენია და გიენ-ბარეს სინდრომი, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში, და აგრეთვე სახის პარეზი . საჭიროა პაციენტების მონიტორინგი მოტორული და სენსორული ნეიროპათიის სიმპტომებზე (იხილეთ ასევე „იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი“ ამ ნაწილში).

მიელიტი დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების/მონიტორინგის ქვეშ იმ ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენის თვალსაზრისით, რომლებიც მიუთითებენ მიელიტზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მიასთენიური სინდრომის / მიასთენია გრავისის ან გილენბარის(GuillainBarré ) სინდრომის ნებისმიერი ხარისხის გამოვლენის შემთხვევაში. უნდა ვიფიქროთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყებაზე (პრედნიზონის 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში დოზით ან მისი ექვივალენტით).

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს სახის პარეზის 1 ან მე-2 ხარისხის არსებობის შემთხვევაში და სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე (1-დან 2 მგ/კგ წონაზე/დღეში პრედნიზონი ან ექვივალენტი) უნდა ვიფიქროთ. მკურნალობა შეიძლება განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენა სრულად ალაგდება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე-3 ან მე-4 ხარისხის სახის პარეზის ან ნებისმიერი სხვა ნეიროპათიის გამოვლენის დროს, რომელიც სრულად არ ქრება(ალაგდება) ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შეჩერების შემთხვევაშიც.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს 2, 3 ან 4 ხარისხის მიელიტის არსებობის შემთხვევაში.

იმუნური პანკრეატიტი

პანკრეატიტი, შრატის ამილაზის და ლიპაზის დონის მომატების ჩათვლით, დაფიქსირებული იქნა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი მწვავე პანკრეატიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს ≥ 3 ხარისხის შრატში ამილაზას ან ლიპაზას დონის მომატების (> 2 x ULN) შემთხვევაში, ანმე –2 ანმე –3 ხარისხის პანკრეატიტის დროს, და მკურნალობა უნდა დავიწყოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით (1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში მეთილპრედნიზოლონი ან მისი ექვივალენტი). სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ საჭიროა პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით 1-2 მგ/კგbw/დღეში მკურნალობა . ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც შრატში ამილაზას და ლიპაზას დონე იმატებს და გვერდითი მოვლენა უმჯობესდება ≤1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში, ან პანკრეატიტის სიმპტომები გაქრება, ხოლო კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –4 ხარისხის, ან მორეციდივე პანკრეატიტის ნებისმიერი ხარისხის დაფიქსირების შემთხვევაში.

იმუნური მიოკარდიტი

მიოკარდიტის შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები, დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის გამოყენების დროს (იხ. ქვეთავი 4.8). პაციენტებმა უნდა აკონტროლონ მიოკარდიტის ნიშნები და სიმპტომები (იხილეთ ასევე „იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი“ ამ ნაწილში).

კარდიოლოგიური (გულის) ან ფილტვ-გულის სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა შეფასდეს/შემოწმდეს პოტენციური მიოკარდიტის გამოვლენის კუთხით, რათა ადრეულ ეტაპზევე იქნას უზრუნველყოფილი შესაბამისი მკურნალობის დაწყება. მიოკარდიტის ეჭვის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური კორტიკოსტეროიდების, კერძოდ 1-დან 2 მგ/კგ/კგ/დღეში დოზით პრედნიზონის ან მისი ექვივალენტით მკურნალობა, ასევე, საჭიროა კარდიოლოგის სასწრაფო კონსულტაცია დიაგნოსტიკური გამოკვლევების თანხლებით, თანამედროვე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით. ≥ 2 ხარისხის მიოკარდიტის დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხ. ქვეთავი 4.2).

იმუნური ნეფრიტი

ნეფრიტი დაფიქსირდა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი თირკმლის ფუნქციის ცვლილებებზე.

მე -2 ხარისხის ნეფრიტის შემთხვევაში ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, და სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში პრედნიზოლონით ან ექვივალენტით უნდა დაიწყოს. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. მე –3 ან მე –4 ხარისხის ნეფრიტი შემთხვევაში ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

იმუნური მიოზიტი

მიოზიტის შემთხვევები, ფატალურის ჩათვლით, დაფიქსირდა ტეცენტრიკით მკურნალობისას (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი მიოზიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე (იხილეთ ასევე „იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი“ ამ ნაწილში).

თუ პაციენტს განუვითარდება მიოზიტის ნიშნები და სიმპტომები, უნდა ჩატარდეს მჭიდრო მონიტორინგი და პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს სპეციალისტს შეფასებისა და მკურნალობისთვის.ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს მე -2 ან მე–3 ხარისხის მიოზიტის დროს და უნდა დავიწყოთ კორტიკოსტეროიდებით თერაპია (1-2 მგ/კგ/დღეში პრედნიზონი ან მისი ექვივალენტი). თუ სიმპტომები გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს, როგორც ეს კლინიკურად არის ნაჩვენები/მითითებული. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პერორალური პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე–4 ხარისხის ან მე–3 ხარისხის განმეორებითი მიოზიტის შემთხვევაში, ან როდესაც შეუძლებელია კორტიკოსტეროიდული დოზის შემცირება პრედნიზონის≤ 10 მგ-მდე დღეში, დაწყებიდან 12 კვირის განმავლობაში.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS) შემთხვევები და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი სავარაუდო კანის მწვავე რეაქციების გამოსავლენად და სხვა მიზეზების გამოსარიცხად. SCAR– ის სავარაუდო შემთხვევების დროს, პაციენტებმა უნდა მიმართონ სპეციალისტს შემდგომი დიაგნოსტიკისა და მართვისათვის.

გვერდითი რეაქციის სიმძიმის გათვალისწინებით, ატეზოლიზუმაბი უნდა შეწყდეს კანის მე –3 ხარისხის რეაქციების დაფიქსირების შემთხვევაშიდა უნდა დავიწყოთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა 1-2 მგ/კგbw//დღეში პრედნიზონის ან ექვივალენტის დოზით. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –4 ხარისხის კანის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში და უნდა დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები.

ატეზოლიზუმაბი უნდა შევაჩეროთ იმ პაციენტებში, რომლებსაც სავარაუდოდ შეიძლება ქონდეთ SJS ან TEN. დადასტურებული SJS ან TEN– ის შემთხვევების დროს კი, ატეზოლიზუმაბით თერაპია სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ატეზოლიზუმაბის გამოყენებისას იმ პაციენტში, რომელსაც ადრე გამოუვლინდათ კანის მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი რეაქცია სხვა იმუნოსტიმულატორული ანტიკანცეროგენული საშუალებებით მკურნალობის დროს.

იმუნური სისტემით გამოწვეული პერიკარდიუმის დარღვევები

ატეზოლიზუმაბით მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა პერიკარდიული დარღვევები, მათ შორის პერიკარდიტი, პერიკარდიული გამონაჟონი და გულის ტამპონადა, რომელთაგან ზოგიერთი იწვევს ფატალურ შედეგებს, (იხ. ნაწილი 4.8). პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ პერიკარდიუმის დარღვევების კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებზე.

1 ხარისხის პერიკარდიტზე ეჭვის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ კარდიოლოგის დროულ კონსულტაციას დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩათვლით, მიმდინარე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით. ≥ 2 ხარისხის პერიკარდიუმის საეჭვო დარღვევების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა, უნდა დაიწყოს სწრაფი მკურნალობა სისტემური კორტიკოსტეროიდებით დოზით 1-დან 2 მგ/კგ წონაზე/დღეში პრედნიზონი ან ექვივალენტი და დაუყოვნებელივ უნდა მივმართოთ კარდიოლოგის კონსულტაციას დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩათვლით მიმდინარე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით . პერიკარდიუმის დაზიანების დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს ≥ 2 ხარისხის პერიკარდიალური დარღვევების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.2).

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH), ფატალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს (იხ. ნაწილი 4.8). HLH უნდა განიხილებოდეს, როდესაც ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომის გამოვლინება ატიპიური ან გახანგრძლივებულია. პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ HLH-ის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. HLH-ის ეჭვის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს და პაციენტები უნდა გადამისამართდნენ სპეციალისტთან შემდგომი დიაგნოსტიკისა და მართვისთვის.

იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი

ატეზოლიზუმაბის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში და კლინიკურ კვლევებში აღინიშნა მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომის შემთხვევები (რომლებიც ვლინდებოდა ორი ან სამივე მდგომარეობის თანაარსებობით), მათ შორისაა ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევებიც. დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ადრეული ამოცნობა და აქტიური მართვა.

მნიშვნელოვანია იმ გადამფარავი სიმპტომების ამოცნობა, რომლებმაც შესაძლოა გაართულოს დიაგნოსტიკა და მართვა და გაზარდოს სიკვდილიანობის რისკი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ერთ-ერთი მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები, ასევე უნდა დააკვირდნენ დანარჩენი ორი მდგომარეობის არსებობას და უმკურნალონ კლინიკური სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. ცალკეული მდგომარეობებისთვის (მიოკარდიტი, მიოზიტი, მიასთენია გრავისი) დოზის მოდიფიკაციის შესახებ რეკომენდებული სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ მუხლში 4.2, ცხრილი 2; იხელმძღვანელეთ ყველაზე მკაცრი რეკომენდაციები.

სხვა იმუნური გვერდითი რეაქციები

ატეზოლიზუმაბის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, შეიძლება განვითარდეს სხვა პოტენციური იმუნური გვერდითი რეაქციები, მათ შორის არაინფექციური , უვეიტი და ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.

შეაფასეთ იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ყველა საეჭვო არასასურველი რეაქცია სხვა მიზეზების გამოსარიცხად. …

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ატეზოლიზუმაბის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესასწავლი ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც ატეზოლიზუმაბი კატაბოლიზმის გზით ცირკულაციიდან გამოიყოფა, მეტაბოლური წამალთაშორისი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

თავიდან უნდა იქნას აცილებული სისტემური კორტიკოსტეროიდების ან იმუნოსუპრესორების გამოყენება ატეზოლიზუმაბის დაწყებამდე ფარმაკოდინამიკურ მოქმედებაში მათი პოტენციური ჩარევისა და ატეზოლიზუმაბის ეფექტურობის გამო. თუმცა, სისტემური კორტიკოსტეროიდები ან სხვა იმუნოსუპრესანტები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნური გვერდითი რეაქციების სამკურნალოდ ატეზოლიზუმაბის დაწყების შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.4).

ორსულობა და ძუძუთი კვება

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ტეცენტრიკით მკურნალობის მანძილზე და ბოლო დოზიდან კიდევ 5 თვის განმავლობაში მაინც უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფციის მეთოდი.

ორსულობა

არ არსებობს ტეცენტრიკის კლინიკური კვლევები ორსული ქალების მონაწილეობით. ატეზოლიზუმაბის მონაწილეობით განვითარების და რეპროდუქციული კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PD– ის L1/PD 1 გზის დათრგუნვამ თაგვის ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს განვითარებადი ნაყოფის იმუნური პროცესებით განპირობებული ნაყოფის მოცილება, რასაც მოჰყვება ნაყოფის სიკვდილი (იხ. ქვეთავი 5.3). ეს შედეგები მიუთითებს პოტენციურ რისკზე, მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რომ ორსულობის დროს ატეზოლიზუმაბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, მათ შორის აბორტის ან მკვდრადშობადობის გაზრდილი მაჩვენებელი,

ცნობილია, რომ ადამიანის იმუნოგლობულინები G1 (IgG1) გადის პლაცენტურ ბარიერს და ატეზოლიზუმაბი სწორედაც რომ არის IgG1; ამიტომ, ატეზოლიზუმაბს აქვს დედიდან განვითარებადი ნაყოფისთვის გადაცემის უნარი/პოტენციალი.

ტეცენტრიკი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ატეზოლიზუმაბით მკურნალობას.

მეძუძური დედები

უცნობია, ხდება თუ არა ატეზოლიზუმაბის ექსკრეცია რძეში. ატეზოლიზუმაბი არის მონოკლონური ანტისხეული და სავარაუდოა, რომ იგი გამოვლინდეს დედის რძის პირველ პორციებში და შემდგომ შედარებით მცირე შემცველობით. და შესაბამისად არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული შეწყვიტონ თუ არა ძუძუთი კვება ან შეწყვიტონ თუ არა ტეცენტრიკით მკურნალობა ბავშვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის ტეცენტრიკით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ნაყოფიერება

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ატეზოლიზუმაბის ნაყოფიერებაზე შესაძლო გავლენის შესახებ. გარდა ამისა, ატეზოლიზუმაბის მონაწილეობით რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის კვლევები არ ჩატარებულა; თუმცა, 26-კვირიანი განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევის საფუძველზე, ცნობილია რომ ატეზოლიზუმაბი ახდენდა გავლენას მენსტრუალურ ციკლებზე შეფასებულ AUC-ზე რაც დაახლოებით 6-ჯერ მეტი იყო იმ პაციენტების AUC-ის, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ დოზას და ამასთან მაჩვენებელი იყო შექცევადი (იხ. ქვეთავი 5.3). მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტეცენტრიკს აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ დაღლილობა, უნდა გააფრთხილონ, რომ არ მართონ მანქანა და არ გამოიყენონ მანქანა დანადგარები სიმპტომების გაქრობამდე (იხ. ქვეთავი 4.8).

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

მონოთერაპიის სახით ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოების შეფასება ემყარება 5,039 სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტის გაერთიანებული მონაცემებიდან მიღებულ შედეგებს რომლებიც შეყვანილ იქნა ატეზოლიზუმაბით ინტრავენურად და 247 პაციენტში NSCLC-ით, რომლებსაც მიიღეს ატეზოლიზუმაბი კანქვეშ. ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები (> 10%) იყო დაღლილობა (29.3%), მადის დაქვეითება (20.1%), გამონაყარი (19.7%), გულისრევა (18.8%), ხველა (18.2%) დიარეა (18.1%), პირექსია (17.9%), ართრალგია (16.2%), ქოშინი (16.6%), ქავილი (13.3%), ასთენია (13.0%), ზურგის ტკივილი (12.2%), ღებინება (11.7%), საშარდე გზების ინფექცია (11%) და თავის ტკივილი (10.2%).

ინტრავენური ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოება, როდესაც აღნიშნულ მედიკამენტს პაციენტები იღებდნენ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შეფასებულია 4 535 სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტში . ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (≥ 20%) იყო ანემია (36.8%), ნეიტროპენია (36.6%), გულისრევა (35.5%), დაღლილობა (33.1%), ალოპეცია(28.1%), გამონაყარი (27.8%), დიარეა (27.6%) თრომბოციტოპენია (27.1%), ყაბზობა (25.8%), მადის დაქვეითება (24.7%) და პერიფერიული ნეიროპათია (24.4%).

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის უსაფრთხოების პროფილი მთლიანობაში მსგავსი იყო ინტრავენური ფორმულირების უსაფრთხოების ცნობილი პროფილის, ინექციის ადგილზე რეაქციის დამატებითი გვერდითი რეაქციით (4.5% კანქვეშა ტეცენტრიკის ჯგუფში vs 0% ინტრავენური ატეზოლიზუმაბის ჯგუფში).

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ადიუვანტური NSCLC -ის დროს

ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოების პროფილი ადიუვანტური რეჟიმის დროს ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების პოპულაციაში (IMpower010) ზოგადად შეესაბამებოდა უსაფრთხოების საერთო გაერთიანებულ მონოთერაპიის პროფილს ადიუვანტური რეჟიმის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ატეზოლიზუმაბის იმუნური გვერდითი რეაქციების სიხშირე IMpower010-ში იყო 51.7% 38.4%-თან შედარებით რაც დაფიქსირდა გავრცელებული (შორსწასული) დაავადების მქონე, მონოთერაპიის გაერთიანებულ პოპულაციაში. ახალი იმუნური გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა ადიუვანტური რეჟიმის დროს.

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

პირველი რიგის NSCLC კვლევაში (IMpower150), საერთო ჯამში გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა ოთხი წამლის რეჟიმში, კერძოდ ატეზოლიზუმაბის, ბევაციზუმაბის, პაკლიტაქსელისა და კარბოპლატინის გამოყენებისას ატეზოლიზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან შედარებით; აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოიცავდა მე- 3 და მე- 4 ხარისხის მოვლენებს ( 63.6% შედარებით 57.5%-თან), ასევე მე-5 ხარისხის მოვლენებს (6.1% 2.5%-თან შედარებით), ატეზოლიზუმაბთან დაკავშირებულ განსაკუთრებული ინტერესის მქონე გვერდით მოვლენებს (52.4% 48.0%-თან შედარებით) დაგვერდით მოვლენებს, რომლებიც იწვევდა ნებისმიერი საკვლევი მკურნალობის შეწყვეტას (33.8 % შედარებით 13.3%-თან). გულისრევა, დიარეა, სტომატიტი, დაღლილობა, პირექსია, ლორწოვანის ანთება, მადის დაქვეითება, წონის დაკლება, ჰიპერტენზია და პროტეინურია დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით (5% განსხვავება) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა ატეზოლიზუმაბის, ბევაციზუმაბის, პაკლიტაქსელოსა და კარბოპლატინის ჯგუფში, იყო ეპისტაქსისი(ცხვირიდან სისხლდენა), ჰემოპტიზი(სისხლიანი ხველა), ცერებროვასკულარული მოვლენები, მათ შორის ფატალური მოვლენები.

დამატებითი დეტალები სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ მოცემულია ქვეთავში 4.4

გვერდითი რეაქციების ცხრილი

ატეზოლიზუმაბის (ინტრავენური ან კანქვეშა) მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით მიღების შემთხვევაში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ADR) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასიფიკაციის (SOC) და სიხშირის კატეგორიების მიხედვით ცხრილში 3-ში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც ცნობილია, რომ ვლინდება მონო აგენტის სახით ატეზოლიზუმაბის ან ქიმიოთერაპიის მიღების დროს, შეიძლება დაფიქსირდეს ასევე ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაშიც, თუნდაც ეს რეაქციები არ გამოვლენილიყო კომბინირებული თერაპიის კლინიკურ კვლევებში. სიხშირის შესაბამისი კატეგორია წამლის ყოველი გვერდითი რეაქციისათვის ეფუძნება შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 -დან<1/10-მდე), არც თუ ისე ხშირი (≥1/1,000 -დან<1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან<1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეული დაჯგუფების ფარგლებში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის შემცირების მიხედვით.

ცხრილი 3. გვერდითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც გამოუვლინდათ პაციენტებს ატეზოლიზუმაბით მკურნალობისას

ატეზოლიზუმაბის მონოთერაპია

ატეზოლიზუმაბი კომბინირებულ თერაპიაში

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირი

საშარდე გზების ინფექციაa

ფილტვების ინფექციაb

ხშირი

სეფსისი aj

იშვიათი

ციტომეგალოვირუსული ინფექცია

ციტომეგალოვირუსული ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ანემია, თრომბოციტოპენია d, ნეიტროპენია e, ლეიკოპენია f

ხშირი

თრომბოციტოპენია d, ნეიტროპენიაe

ლიმფოპენია g

იშვიათი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიაaw

იმუნური სისტემის დარღვევები

ხშირი

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია h

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია h

იშვიათი

sarcoidosis სარკოიდოზიas

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან ხშირი

ჰიპოთირეოზი i

ხშირი

ჰიპოთირეოზი i, ჰიპერთირეოზი j

ჰიპერთირეოზი j

არახშირი

შაქრიანი დიაბეტი k , თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა l

იშვიათი

ჰიპოფიზიტიm

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

დაქვეითებული მადა

დაქვეითებული მადა

ხშირი

ჰიპოკალიემია ae, ჰიპონატრიემია af, ჰიპერგლიკემია, ჰიპოალბუმინემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალციემია

ჰიპოკალიემია ae, ჰიპონატრიემია af, ჰიპომაგნიემიაn, ჰიპოალბუმინემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალციემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

პერიფერიული ნეიროპათიაo, თავის ტკივილი

ხშირი

სინკოპე, თავბრუსხვევა

არახშირი

გილენ ბარის სინდრომი p, მენინგოენცეფალიტი q

იშვიათი

მიასთენიური სინდრომიr , სახის პარეზი, მიელიტი

სახის პარეზი

თვალის დარღვევები

არახშირი

უვეიტიat

იშვიათი

უვეიტიat

გულის დარღვევები

იშვიათი

მიოკარდიტი s

ხშირი

პერიკარდიუმის დარღვევებიao

არახშირი

პერიკარდიუმის დარღვევებიao

სისხლძარღვთა დარღვევები

ძალიან ხშირი

ჰიპერტენზიაai

ხშირი

ჰიპოტენზია

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ძალიან ხშირი

ქოშინი, ხველა

ქოშინი, ხველა, ნაზოფარინგიტი ვარam

ხშირი

პნევმონიტიt, ჰიპოქსიაag, ნაზოფარინგიტიam

დისფონია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა, ღებინება, დიარეაu

გულისრევა, ღებინება დიარეაu, ყაბზობა,

ხშირი

კოლიტიv, მუცლის ტკივილი, დისფაგია, ოროფარინგეალური ტკივილიw, მშრალი პირი

სტომატიტი, დისგეუზია

არახშირი

პანკრეატიტი x

იშვიათი

ცელიაკია

ცელიაკია

ჰეპატობილიარული დარღვევა

ხშირი

AST გაიზარდა, ALT გაიზარდა, ჰეპატიტიy

AST გაიზარდა, ALT გაიზარდა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

გამონაყარიz, ქავილი

გამონაყარიz, ქავილი ალოპეციაah

ხშირი

მშრალი კანიaq

არახშირი

მძიმე კანის გვერდითი რეაქციებიak, ფსორიაზი an

ლიქენის დარღვევები ar

მძიმე კანის გვერდითი რეაქციებიak, ფსორიაზიan

იშვიათი

პემფიგოიდი

პემფიგოიდი ლიქენის დარღვევები ar

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ართრალგია, ზურგის ტკივილი

ართრალგია, კუნთოვანი ტკივილიaa, ზურგის ტკივილი

ხშირი

კუნთოვანი ტკივილიaa, ართრიტიau

ართრიტიau

არახშირი

მიოზიტი ab, ტენოსინოვიტიav

ტენოსინოვიტიav

თირკმელებისა და შარდის დარღვევები

ხშირი

გაიზარდა სისხლში კრეატინინი c

პროტეინურია ac სისხლში კრეატინინი გაიზარდაc

არახშირი

ნეფრიტი ad

უცნობი სიხშირე

ცისტიტი არაინფექციურიal

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები

ძალიან ხშირი

პირექსია, დაღლილობა, ასთენია

პირექსია, დაღლილობა, ასთენია, პერიფერიული შეშუპება

ხშირი

გრიპის მსგავსი ავადმყოფობა, შემცივნება, რეაქცია ინექციის ადგილზეap

გამოკვლევები

ხშირი

გამაგლუტამილტრანსფერაზის მომატება

სისხლში ტუტე ფოსფატაზა გაიზარდა, გამაგლუტამილტრანსფერაზის მომატება

არახშირი

სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას გაზრდა

a. შეიცავს საშარდე გზების ინფექციას, ცისტიტს, პიელონეფრიტს, საშარდე გზების ეშერიხიით გამოწვეულ ინფექციას, ბაქტერიულ საშარდე გზების ინფექციას, თირკმელების ინფექციას, მწვავე პიელონეფრიტს, ქრონიკულ პიელონეფრიტს, პიელიტს, თირკმლის აბსცესს, საშარდე გზების სტრეპტოკოკულ ინფექციას, ურეთრიტს, საშარდე გზების სოკოვან ინფექციას, საშარდე გზების ფსევდომონალურ ინფექციას.

b. შეიცავს პნევმონიის, ბრონქიტის, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის, პლევრის ინფექციური გამონადენის, ტრაქეობრონქიტის, ატიპიური პნევმონიის, ფილტვის აბსცესის, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავება, პარაკანცერული პნევმონიის, პიოპნევმოთორაქსის, პლევრის ინფექციის შესახებ ინფორმაციას. პროცედურის შემდგომი პნევმონია.

c შეიცავს შეტყობინებებს სისხლში კრეატინინის მომატების, ჰიპერკრეატინემიის შესახებ

d მოიცავს თრომბოციტოპენიის, (მოხსენებულია გაერთიანებული მონაცემთა ბაზის გარეთ ჩატარებულ კვლევებში), თრომბოციტების რაოდენობის შემცირების შესახებ შეტყობინებებს.

e შეიცავს ნეიტროპენიის, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითების, ფებრილური ნეიტროპენიის, ნეიტროპენიული სეფსისის, გრანულოციტოპენიის შესახებ შეტყობინებებს.

f მოიცავს შეტყობინებებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების, ლეიკოპენიის შესახებ

gშეიცავს ლიმფოპენიის შეტყობინებებს, ასევე, ლიმფოციტების რაოდენობის შემცირების შესახებ .

h შეიცავს შეტყობინებებს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციის, ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომის, ჰიპერმგრძნობელობის, ანაფილაქსიის შესახებ.

i შეიცავს შეტყობინებებს ანტი-თირეოიდული ანტისხეულების, დადებითი აუტოიმუნური ჰიპოთირეოზის, აუტოიმუნური თირეოიდიტის, სისხლის ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონული შემცირების, სისხლის ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის მომატების, ეუთირეოიდული სინდრომის, ჩიყვის, ჰიპოთირეოზის, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ჰიპოთირეოზის, იმუნურად განპირობებული თირეოიდიტის, მიქსედემის, პირველადი ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცირება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შესაფასებელი ტესტების დეფექტების, თირეოიდიტი, მწვავე თიროიდიტის, თიროქსინის დაქვეითების, თავისუფალი თიროქსინის დაქვეითების, თავისუფალი თიროქსინის მომატების, თიროქსინის მომატების, ტრიიოდთირონინის დაქვეითების, თავისუფალი ტრიიოდთირონინის მომატების, თავისუფალი ტრიიოდთირონინის დაქვეითების, თავისუფალი ტრიიოდთირონინის მომატების, ჩუმი თირეოიდიტის.

j მოიცავს ჰიპერთირეოზის, ბაზედოვის დაავადების, ენდოკრინული ოფთალმოპათიის, ეგზოფთალმოზის შეტყობინებებს.

k მოიცავს ცნობებს შაქრიანი დიაბეტის, 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, დიაბეტური კეტოაციდოზის, კეტოაციდოზის შესახებ.

l შეიცავს შეტყობინებებს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, სისხლში კორტიკოტროპინის შემცირების, გლუკოკორტიკოიდული დეფიციტის, პირველადი თირკმელზედა უკმარისობის, მეორადი ადრენოკორტიკალური უკმარისობის შესახებ.

m შეიცავს შეტყობინებებს/ანგარიშებს ჰიპოფიზიტის, ჰიპოპიტუიტარიზმი, მეორადი ადენოკორტიკული უკმარისობა ,ტემპერატურის რეგულირების დარღვევის შესახებ.

n შეიცავს შეტყობინებებს ჰიპომაგნიემიის, სისხლში მაგნიუმის დაქვეითების შესახებ.

oმოიცავს პერიფერიული ნეიროპათიის, აუტოიმუნური ნეიროპათიის, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის, პოლინეიროპათიის, ჰერპეს ზოსტერის, პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის, ნევრალგიური ამიოტროფიის, პერიფერიული სენსო-მოტორული ნეიროპათიის, ტოქსიკური ნეიროპათიის, აქსონალური ნეიროპათიის, ლუმბოსაკრალური პლექსოპათიის, ნეიროპათიული ართროპათიის, პერიფერიული ნერვული ინფექციის , ნევრიტის, იმუნური ნეიროპათიის შესახებ შეტყობინებებს.

p მოიცავს შეტყობინებებს გილენ ბარეს სინდრომის, აღმავალ ფლაციდურ დამბლას, დემიელინიზებელი პოლინეიროპათიის შესახებ.

q შეიცავს შეტყობინებებს/ანგარიშებს ენცეფალიტის,აუტოიმუნური ენცეფალიტი მენინგიტის, ასეპტიური მენინგიტის, ფოტოფობიის შესახებ.

r შეიცავს შეტყობინებებს/ანგარიშებს მიასთენია გრავისის შესახებ.

sშეიცავს მიოკარდიტის, აუტოიმუნური მიოკარდიტის და იმუნური მიოკარდიტის შესახებ შეტყობინებებს.

t შეიცავს პნევმონიტის, ფილტვების ინფილტრაციის, ბრონქიოლიტის, იმუნურად განპირობებული ფილტვის დაავადება, იმუნურად განპირობებული პნევმონიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ალვეოლიტის, ფილტვების გამჭვირვალობის, პულმონალური ფიბროზის, პულმონალური ტოქსიკურობა, რადიაციული პნევმონიტის შეტყობინებებს.

u შეიცავს შეტყობინებებს დიარეის, დეფეკაციის აუცილებლობის, ხშირი ნაწლავის მოძრაობის, კუჭ-ნაწლავის ჰიპერმოტორული აქტივობის შესახებ.

v მოიცავს შეტყოინებებს/ანგარიშებს კოლიტის, აუტოიმუნური კოლიტის, იშემიური კოლიტის, კოლიტის მიკროსკოპული დაზიანებების, წყლულოვანი კოლიტის, დივერსიული კოლიტის, ეოზინოფილური კოლიტის, იმუნური ენტეროკოლიტის შესახებ.

w მოიცავს ოროფარინგეალური ტკივილის, ოროფარინგეალური დისკომფორტის, ყელის გაღიზიანების შეტყობინებებს.

x მოიცავს აუტოიმუნური პანკრეატიტის, პანკრეატიტის, მწვავე პანკრეატიტის, ლიპაზის მომატების, ამილაზას მომატების შესახებ შეტყობინებებს.

y მოიცავს ასციტის, აუტოიმუნური ჰეპატიტის, ჰეპატური ციტოლიზის, ჰეპატიტის, მწვავე ჰეპატიტის, ტოქსიკური ჰეპატიტის, ჰეპატოტოქსიურობის, იმუნურად განპირობებული ჰეპატიტის, წამლისმიერი ღვიძლის დაზიანების, ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის სტეატოზის, ღვიძლის დაზიანების, საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენის, საყლაპავის ვარიკოზული სისხლჩაქცევების, სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის შესახებ შეტყობინებებს.

z მოიცავს ანგარიშებს აკნეს, ბუშტუკების, დერმატიტების, აკნეფორმული დერმატიტების, ალერგიული დერმატიტების, წამლისმიერი გამონაყარის, ეგზემის, ეგზემის ინფიცირების, ერითემის, ქუთუთოს ერითემის, ქუთუთოს გამონაყარის, ფიქსირებული გამონაყარის, ფოლიკულიტის, ფურუნკულის, ხელის დერმატიტის შესახებ, იმუნურად განპირობებული დერმატიტის, ტუჩის ბუშტუკების, პირის ღრუს სისხლიანი ბუშტუკების, პალმარ-პლანტარული ერითროდიზასთეზიის სინდრომის, პემფიგოიდის, გამონაყარის, ერითემატოზული გამონაყარის, მაკულარული გამონაყარის, მაკულო-პაპულარული გამონაყარის, ,,წითელას მსგავსი“ გამონაყარის, პაპულური გამონაყარის, პაპულოსქვამოზური გამონაყარის, ქავილიანი გამონაყარის, ვერცხლისწყლისებრი გამონაყარის , სებორეული დერმატიტის, კანის აქერცვლის, კანის ტოქსიური დაზიანების, კანის წყლულის, ვასკულარულად ხელმისაწვდომი ადგილის გამონაყარი (სისხლძარღვთა წვდომა არის ქირურგიულად შექმნილი ვენა, რომელიც გამოიყენება ჰემოდიალიზის დროს სისხლის ასაღებად და დასაბრუნებლად. გამონაყარის შესახებ.

aa შეიცავს შეტყობინებებს ძვალ-კუნთოვანი ტკივილის, მიალგიის, ძვლის ტკივილის შესახებ.

ab მოიცავს მიოზიტის, რაბდომიოლიზის, რევმატიული პოლიმიალგიის, დერმატომიოზიტის, კუნთების აბსცესის, შარდში მიოგლობინის არსებობის, მიოპათიის, პოლიმიოზიტის შესახებ შეტყობინებებს.

ac მოიცავს შეტყობინებებს პროტეინურიის, ცილოვანი შარდის, ჰემოგლობინურიის, შარდის პათოლოგიის, ნეფროზული სინდრომის, ალბუმინურიის შესახებ.

ad მოიცავს შეტყობინებებს აუტოიმუნური ნეფრიტის, ნეფრიტის, Henoch-Schonlein Purpura ნეფრიტის, პარანეოპლაზიური გლომერულონეფრიტის, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის შესახებ .

ae შეიცავს მოხსენებებს ჰიპოკალიემიის, სისხლში კალიუმის დონის შემცირების შესახებ

af შეიცავს შეტყობინებებს ჰიპონატრიემიის, სისხლში ნატრიუმის დაქვეითების შესახებ

ag შეიცავს შეტყობინებებს ჰიპოქსიის შესახებ, ჟანგბადის გაჯერების შემცირების, pO2 შემცირების შეახებ.

ah მოიცავს ალოპეციის, მადაროზის, არეატას ალოპეციის, ტოტალური ალოპეციის, ჰიპოტრიქოზის შესახებ შეტყობინებებს.

ai მოიცავს შეტყობინებებს ჰიპერტენზიის, არტერიული წნევის მომატების, ჰიპერტონული კრიზის, არტერიული წნევის სისტოლური ნაწილისმომატების, დიასტოლური ჰიპერტენზიის, არტერიული წნევის არასაკმარისად კონტროლის, ჰიპერტენზიული რეტინოპათიის, ჰიპერტონული ნეფროპათიის, ესენციური ჰიპერტენზიის, ორთოსტატული ჰიპერტენზიის შესახებ.

aj შეიცავს შეტყობინებებს სეფსისის, სეპტიური შოკის, უროსეფსისის, ნეიტროპენიური სეფსისის, ფილტვის სეფსისის, ბაქტერიული სეფსისის, კლებსიელას მიერ გამოწვეყლი სეფსისის, აბდომინური სეფსისის, კანდიდას მიერ გამოწვეული სეფსისის, ეშერიხიის მიერ გამოწვეული სეფსისის, ფსევდომონალური სეფსისის, სტაფილოკოკური სეფსისის შესახებ.

ak შეიცავს შეტყობინებებს ბულოზური დერმატიტის, ექსფოლიაციური გამონაყარის, მულტიფორმული ერითემის, ექსფოლიაციური გენერალიზებული დერმატიტის, კანის ტოქსიკური გამონაყარის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, წამლის რეაქციის ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზთან, კანის ვასკულიტთან დაკავშირებით.

al შეიცავს შეტყობინებებს არაინფექციური ცისტიტის და იმუნური ცისტიტის შესახებ.

am შეიცავს შეტყობინებებს ნაზოფარინგიტის, ცხვირის ლორწოვანის შეშუპებისა და რინორეის შესახებ.

an შეიცავს შეტყობინებებს ფსორიაზის, ფსორიაზული დერმატიტის შესახებ.

ao შეიცავს შეტყობინებებს პერიკარდიტის, პერიკარდიული გამონაჟონის, გულის ტამპონადისა და კონსტრიქციული პერიკარდიტის შესახებ.

ap მოხსენებული კვლევაში გაერთიანებული მონაცემთა ნაკრების მიღმა (კანქვეშა მიღებასთან დაკავშირებული). სიხშირე ეფუძნება ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის ზემოქმედებას IMscin001-ში და IMscin002-ში და მოიცავს შეტყობინებებს ინექციის ადგილზე რეაქციის, ინექციის ადგილზე ტკივილის, ინექციის ადგილზე ერითემის და ინექციის ადგილზე გამონაყარის შესახებ.

aq შეიცავს შეტყობინებებს კანის სიმშრალის, ქსეროზის შესახებ.

ar . მოიცავს შეტყონინებებს ლიქენოიდური კერატოზის, სკლეროზული ლიქენის და ბრტყელი ლიქენის შესახებ .

as მოიცავს სარკოიდოზის, ფილტვის სარკოიდოზის და ლიმფური კვანძის სარკოიდოზის შესახებ შეტყობინებებს.

at მოიცავს უვეიტის, ირიდოციკლიტის და ირიტის შესახებ შეტყობინებებს.

au მოიცავს ართრიტის, სახსრების შეშუპების, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, პოლიართრიტის, ხერხემლის ოსტეოართრიტის, აუტოიმუნური ართრიტის, იმუნური ართრიტის, სპონდილიტის, სახსრების ეფუზიის, ართროპათიის, ოლიგოართრიტის, რევმატული დაავადების შესახებ შეტყობინებებს.

av მოიცავს ტენდინიტის, მყესების ტკივილის, ტენოსინოვიტის და სინოვიტის შესახებ შეტყობინებებს.

aw მოიცავს შეტყობინებებს ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის, ჰემოლიზური ანემიის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთ გვერდით რეაქციაზე

ქვემოთ მოყვანილი მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიისას გამოვლენილ მნიშვნელოვან გვერდით რეაქციებზე. (იხ. ქვეთავი 5.1). ატეზოლიზუმაბით კომბინირებული მკურნალობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები განხილულია, თუ ისინი კლინიკურად რელევანტურად განსხვავდებოდნენ ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიისას გამოვლენილი გვერდითი რეაქციებისაგან. ამ გვერდითი რეაქციების მართვის სახელმძღვანელო მითითებები მოცემულია ქვეთავებში 4.2 და 4.4.

იმუნური პნევმონიტი

პნევმონიტი გამოუვლინდა ტეცენტრიკით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 3.0% (151/5,039). ამ პაციენტებს შორის სამი შემთხვევა იყო ფატალური. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 3.7 თვე (ფარგლები: 3 დღე - 29.8 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 1.7 თვე (ფარგლები 0 დღე- 27.8 + აღნიშნავს censored value-ს). პნევმონიტის გამო ტეცენტრიკის შეწყვეტა მოხდა 41 პაციენტში (0.8%). პნევმონიტი, რომელიც საჭიროებდა კორტიკოსტეროიდებს აღინიშნა ატეზოლიზუმაბის მიმღებ პაციენტთა 1.8% (92/5,039) -ში.

იმუნური ჰეპატიტი

ჰეპატიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 1.7% (88/5,039)-ს. 88 შემთხვევიდან სამი იყო ფატალური. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 1.4 თვე (ფარგლები 0 დღე - 26.3 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 1 თვე (ფარგლები 0 დღე - 52.1+ თვე; +აღნიშნავს censored value-ს). ჰეპატიტის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 46 (0.9%) პაციენტში. ჰეპატიტი, რომელიც საჭიროებდა კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნა პაციენტთა 2.6% (130/5,039) -ში.

იმუნური კოლიტი

კოლიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 1.2% (62/5039) -ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.5 თვე (ფარგლები 15 დღე - 36.4 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 1.4 თვე (ფარგლები: 3 დღე-50.2.+ თვე; +აღნიშნავს censored value-ს). კოლიტის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 24 (0.5%) პაციენტში. კოლიტი, რომელიც საჭიროებდა კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნა პაციენტთა 0.6% (30/5039) -ში.

იმუნური ენდოკრინოპათიები

თირეოიდული დარღვევები

ჰიპოთირეოზი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 8.5% (427/5,039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.2 თვე (ფარგლები 0 დღე- 38.5თვე). ჰიპერთირეოზი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 17.4% (86/495)-ს. ადიუვანტური რეჟიმის დროს NSCLC-ს მქონე პაციენტებში დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.0 თვე (ფარგლები 22 დღე-11.8 თვე).

ჰიპერთირეოზი დაფიქსირდა პაციენტთა 2.4%-ში (121/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას. დაწყების საშუალო დრო იყო 2.7 თვე (დიაპაზონი: 0 დღიდან 24.3 თვემდე). ჰიპერთირეოზი აღინიშნა პაციენტების 6.5%-ში (32/495), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას ადიუვანტური NSCLC-ის დროს. დაწყების საშუალო დრო იყო 2.8 თვე (დიაპაზონი: 1 დღიდან 9.9 თვემდე).

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 0.5% (25/5039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 6.2 თვე (ფარგლები: 3 დღე-21.4თვე). თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 5 (<0.1%) პაციენტში. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელსაც დასჭირდა კორტიკოსტეროიდები, გამოუვლინდა ტეცენტრიკის მიმღებ პაციენტთა 0.4% (20/5 039)-ს.

ჰიპოფიზიტი

ჰიპოფიზიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღები პაციენტების 0.2% (9/5 039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 5.3 თვე (ფარგლები: 21 დღე- 13.7 თვე). ექვს …

ჭარბი დოზა

ატეზოლიზუმაბის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არის.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტებს უნდა გაეწიოთ მონიტორინგი გვერდითი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის კუთხით და დაინიშნოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ატეზოლიზუმაბი. თითოეული მილილიტრი შეიცავს 125 მგ ატეზოლიზუმაბს. თითოეული 15 მლ ფლაკონი შეიცავს 1 875 მგ ატეზოლიზუმაბს.

სხვა ინგრედიენტებია L-ჰისტიდინი, L-მეთიონინი, ძმარმჟავა, საქაროზა, პოლისორბატი 20 (E 432) (იხ. ქვეთავი 2 „ტეცენტრიკი შეიცავს პოლისორბატს“), რეკომბინანტული ადამიანის ჰიალურონიდაზა (rHuPH20), და საინექციო წყალი

როგორ გამოიყურება ტეცენტრიკი და შეფუთვის შემადგენლობა

ტეცენტრიკი არის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის. ეს არის გამჭვირვალე, უფერული ან ბაცი ყვითელი ხსნარი.

ტეცენტრიკი გამოდის შეფუთვებში, რომელშიც დევს 1 მინის ფლაკონი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

გაუხსნელი ფლაკონი

3 წელი.

განზავებული ხსნარი

ფლაკონიდან შპრიცში გადაღების შემდეგ ინექციისთვის განკუთვნილი ტეცენტრიკის ხსნარი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია 30 დღემდე 2 C-დან 8 C ტემპერატურამდე და 8 საათის განმავლობაში ≤ 30 °C ტემპერატურაზე მომზადების მომენტიდან.

მიკრობიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე განზავებული საინფუზიო ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მოხდება მისი ფლაკონიდან შპრიცში გადატანა, ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს ანტიმიკრობულ-კონსერვანტებს ან ბაქტერიოსტატურ საშუალებებს. თუ ხსნარის გამოყენება დაუყოვნებლივ არ ხდება,მომხმარებელი არის პასუხისმგებელი გამოყენებამდე შენახვის ვადებსა და პირობებზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C8°C ტეპერატურულ პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება მოხდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

შეინახეთ მაცივარში (2 ° C - 8 ° C).

არ გაყინოთ.

შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

შენახვის პირობები სამკურნალო პროდუქტის განზავების შემდეგ იხილეთ ქვეთავი 6.3.

  • 5 კოლოფის შემადგენლობა და შემცეველობა

I ტიპის მინის ფლაკონი, ბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის ლუქით პლასტმასის იისფერი ასაცლელი თავსახურით, რომელიც შეიცავს 15 მლ საინექციო ხსნარს.

კოლოფში დევს ერთი ფლაკონი.

  • 6 განკარგვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

შპრიცის მომზადება

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეთ, რომ არ შეიცავს ნაწილაკებს ან არის გაუფერულებული .

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი არის გამოსაყენებლად მზა ხსნარი, რომელიც არ უნდა განზავდეს ან შერეული იყოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ შეანჯღრიოთ.

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა მომზადდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.

არ გამოვლენილა შეუთავსებლობა Tecentriq-ის საინექციო ხსნარსა და პოლიპროპილენს (PP), პოლიკარბონატს (PC), უჟანგავ ფოლადს (SS), პოლივინილ ქლორიდს (PVC) და პოლიურეთანებს (PU) შორის.

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტს ან ბაქტერიოსტატურ საშუალებებს.

ამოიღეთ ფლაკონი მაცივრიდან და დაიყვანეთ ხსნარი ოთახის ტემპერატურამდე.

ამოიღეთ ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის მთელი შიგთავსი ფლაკონიდან სტერილური შპრიცით და სატრანსფერო ნემსით (რეკომენდებულია 18 გ).

ამოიღეთ გადასატანი ნემსი და მიამაგრეთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრები (მაგ. ფრთიანი/პეპელა), რომელიც შეიცავს 23-25გ უჟანგავი ფოლადის საინექციო ნემსს. შეყვანისთვის გამოიყენეთ SC საინფუზიო ნაკრები ნარჩენი შეკავების მოცულობით, რომელიც არ აღემატება 0,5 მლ-ს.

კანქვეშა საინფუზიო სისტემა აავსეთ სამკურნალო პროდუქტის ხსნარით, რათა გამოიდევნოს ჰაერი საინფუზიო სისტემიდან და გააჩერეთ (სითხე)სანამ სითხე ნემსს მიაღწევს.

დარწმუნდით, რომ შპრიცი შეიცავს ზუსტად 15 მლ ხსნარს შეყვანის და შპრიციდან ზედმეტი მოცულობის გამოდევნის შემდეგ.

დაუყონებლივ გაუკეტეთ პაციენტს, ნემსის დახშობის თავიდან ასაცილებლად. არ შეინახოთ მომზადებული შპრიცი, რომელიც მიმაგრებულია უკვე მომზადებულ SC საინფუზიო სისტემაზე/კომპლექტზე.

თუ დოზა დაუყოვნებლივ არ იქნა შეყვანილი, იხილეთ „შპრიცის შენახვა“ ქვემოთ.

შპრიცის შენახვა

თუ დოზის დაუყოვნებლივ შეყვანა არ არის საჭირო, გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის მთლიანი შიგთავსის ამოსაღებად ფლაკონიდან შპრიცში, რათა გაითვალისწინოთ დოზის მოცულობა (15 მლ) და შევსების მოცულობა კანქვეშა საინფუზიო ნაკრებისთვის. შეცვალეთ გადაცემის ნემსი შპრიცის დახურვის თავსახურით. არ დაურთოთ კანქვეშა საინფუზიო ნაკრები შესანახად.

თუ შპრიცი ინახება მაცივარში, შეყვანის წინ შპრიცი უმჯობესია დავიყვანოთ ოთახის ტემპერატურაზე.

განადგურება

ტეცენტრიკი გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH

Emil-Barell-Strasse 1

79639 Grenzach-Wyhlen

გერმანია

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

ბაზელი, შვეიცარია

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი

EU/1/17/1220/003

  • პირველი ავტორიზაციის თარიღი / ავტორიზაციის განახლება

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 21 სექტემბერი 2017

ბოლო განახლების თარიღი: 25 აპრილი 2022

  • ტექსტის განახლების თარიღი

2026 წლის 12 მარტი

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმააცია მოცემულია ევროპის

წამლის სააგენტოს ვებგვერდზე https://www.ema.europa.eu.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ტეცენტრიკი 1 875 მგ კონცენტრატი ინექციისთვის

ატეზოლიზუმაბი

მედიკამენტის მიღებამდე თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის ბროშურა მკურნალობის დროს თან იქონიოთ.

დამატებითი კითხვებისთვის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, გაესაბურეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში არაა ჩამოთვლილი. იხ. ქვეთავი 4.

რას მოიცავს ეს ბროშურა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლაზიური აგენტები, მონოკლონური ანტისხეულები. ათქ კოდი: L01FF05

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ატეზოლიზუმაბს, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამკურნალო პროდუქტის თერაპიულ ეფექტს და ადამიანის რეკომბინანტულ ჰიალურონიდაზას (rHuPH20) -ფერმენტს, რომელიც გამოიყენება კანქვეშ შეყვანისას თანაფორმირებული ნივთიერებების დისპერსიისა და შეწოვის გასაძლიერებლად.

მოქმედების მექანიზმი

პროგრამული სიკვდილის ლიგანდი 1 (PD - L1) შეიძლება ექსპრესირდეს სიმსივნის უჯრედებზე და/ან სიმსივნის ინფილტრაციულ იმუნურ უჯრედებზე და ხელი შეუწყოს სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის დათრგუნვას სიმსივნის მიკროგარემოში. PD-L1-ის მიმაგრება T უჯრედებზე არსებულ PD-1 და B7.1 რეცეპტორებთან, თრგუნავს T უჯრედების ციტოტოქსიურ აქტივობას T უჯრედების პროლიფერაციის ინჰიბირების და ციტოკინების პროდუქციის გზით.

ატეზოლიზუმაბი არის Fc-ინჟინერული (გენეტიკური მეთოდით დამუშავებული)ჰუმანიზებული იმუნოგლობულინი G1 (IgG1) მონოკლონური ანტისხეული, რომელიც უშუალოდ უკავშირდება PD-L1 -ს და ბლოკავს ურთიერთქმედებას PD-1 და B7.1 რეცეპტორს შორის, ათავისუფლებს PD-L1 / PD-1 გზით გაშუალებულ იმუნური პასუხის ინჰიბირებას, ანტისიმსივნური იმუნური პასუხის რეაქტივაციის ჩათვლით. ატეზოლიზუმაბი PD-L2/PD-1 ურთიერთქმედებას ინტაქტურს ტოვებს. სინერგიული თაგვების სიმსივნის მოდელებში, PD-L1 აქტივობის ბლოკირება იწვევს სიმსივნის ზრდის შემცირებას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

უროთელიალური კარცინომა

ინტრავენური ფორმა

IMvigor211 (GO29294): რანდომიზებული კვლევა ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური UC-ის მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ქიმიოთერაპიით.

III ფაზის, ღია, მულტიცენტრული, საერთაშორისო, რანდომიზებული კვლევა (IMvigor211), ჩატარდა ატეზოლიზუმაბის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესასწავლად ქიმიოთერაპიასთან შედარებით (მკვლევარის არჩევით: ვენფლუნინი, დოცეტაქსელი ან პაკლიტაქსელი) პაციენტებში ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური უროთელიური კარცინომით, რომელმაც პროგრესირება განიცადა პლატინის შემცველი რეჟიმის დროს ან მის შემდეგ. კვლევაში არ იყვნენ ჩართულნი პაციენტები აუტოიმუნური დაავადების ანამნეზით; აქტიური ან კორტიკოსტეროიდებზე დამოკიდებული თავის ტვინის მეტასტაზებით; კვლევაში ჩართვამდე 28 დღის ფარგლებში ცოცხალი, დასუსტებული ვაქცინის ინექციით; კვლევაში ჩართვამდე 4 კვირის ფარგლებში სისტემური იმუნომასტიმულირებელი აგენტის მიღებით და სისტემური იმუნოსუპრესიული მედიკამენტის მიღებით ჩართვამდე 2 კვირის ფარგლებში. სიმსივნის შეფასება ხდებოდა ყოველ 9 კვირაში პირველი 54 კვირის მანძილზე და შემდეგ ყოველ 12 კვირაში. სიმსივნის ნიმუშების გამოკვლევა ხდებოდა პროსპექტულადPDL1ექსპრესიაზე სიმსივნის მაინფილტრირებელ იმუნურ უჯრედებზე (IC) და შედეგები გამოიყენებოდა PDL1 ექსპრესიის ქვეჯგუფების განსასაზღვრად ქვემოთ აღწერილი ანალიზისათვის.

სულ ჩართული იქნა 931 პაციენტი. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ (1:1) ტეცენტრიკის ან ქიმიოთერაპიის მისაღებად. რანდომიზაცია სტრატიფიცირდებოდა ქიმიოთერაპიით (ვინფლუნინიvs ტაქსანი), PDL1 ექსპრესიის სტატუსით IC (< 5% vs ≥ 5%), პროგნოზული რისკის ფაქტორების რიცხვით (0 vs. 13), და ღვიძლის მეტასტაზებით (კი ან არა). პროგნოზული რისკის ფაქტორები მოიცავდნენ ქიმიოთერაპიამდე დროს 3 თვე, ECOG სტატუსს 0 და ჰემოგლობინს 10 გ/დლ.

ატეზოლიზუმაბის შეყვანა ხებოდა ფიქსირებული დოზით 1200 მგ, ინტრავენური ინფუზიით, ყოველ 3 კვირაში. ატეზოლიზუმაბის დოზის შემცირება ნებადართული არ იყო. პაციენტების მკურნალობა ხდებოდა კლინიკური სარგებელის დაკარგვამდე მკვლევარის მიერ შეფასების საფუძველზე ან არამართვად ტოქსიურობამდე. ვინფლუნინი შეიყვანებოდა დოზით 320 მგ/მ2ინტრავენური ინფუზიით, ყოველი 3-კვირიანი ციკლის 1-ელ დღეზე, დაავადების პროგრესირებამდე ან არამართვად ტოქსიურობამდე. პაკლიტაქსელი შეიყვანებოდა დოზით 175 მგ/მ2ინტრავენური ინფუზიით, ყოველი 3-კვირიანი ციკლის 1-ელ დღეზე, დაავადების პროგრესირებამდე ან არამართვად ტოქსიურობამდე. დოცეტაქსელი შეიყვანებოდა დოზით 75 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიით, ყოველი 3-კვირიანი ციკლის 1-ელ დღეზე, დაავადების პროგრესირებამდე ან არამართვად ტოქსიურობამდე. ყველა პაციენტისათვის მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 2.8 თვე ტეცენტრიკის ჯგუფში, 2.1 თვე ვინფლუნინის და პაკლიტაქსელის ჯგუფებში და 1.6 თვე დოცეტაქსელის ჯგუფში.

დემოგრაფიული და დაავადების საბაზისო მახასიათებლები პირველადი ანალიზის პოპულაციაში კარგად იყო დაბალანსებული სამკურნალო ჯგუფებს შორის. საშუალო ასაკი იყო 67 წელი (ფარგლები: 31-88 წელი) და პაციენტების 77.1% იყო მამრობითი სქესის. პაციენტების უმრავლესობა იყო თეთრკანიანი (72.1%), ქიმიოთერაპიის ჯგუფში პაციენტთა 53.9% იღებდა ვინფლუნინს, პაციენტთა 71.4% ჰქონდა ერთი მაინც პროგნოზულად ცუდი რისკის ფაქტორი და 28.8% ჰქონდა საბაზისო ვიზიტზე ღვიძლის მეტასტაზები.საბაზისო ECOG შესრულების სტატუსი იყო 0 (45.6%)ან 1 (54.4%). შარდის ბუშტი იყო პირველადი სიმსივნის ადგილი პაციენტთა 71.1%, ხოლო პაციენტთა 25.4% ჰქონდა ტრაქტის ზედა ნაწილის უროთელიური კარცინომა. პაციენტების 24.2% მანამდე იღებდა მხოლოდ პლატინის შემცველ ადიუვანტურ ან ნეოადიუვანტურ თერაპიას და 12 თვის ფარგლებში აღენიშნათ პროგრესირება.

ეფექტურობის პირველადი სამიზნე (საბოლოო წერტილი) IMvigor211-ში იყო საერთო გადარჩენა (overall survival (OS). ეფექტურობის მეორადი სამიზნე იყო ობიექტური პასუხის სიხშირე (objective response rate (ORR), პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა (progressionfree survival (PFS)), და მკურნალობაზე პასუხის ხანგრძლივობა (duration of response (DOR)), რაც შეფასებული იყო მკვლევარის მიერ მკურნალობაზე პასუხის შეფასების კრიტერიუმების (Response Evaluation Criteria in Solid Tumours (RECIST)) v1.1-ის საფუძველზე. IC2/3, IC1/2/3, და ITT (Intentiontotreat, i.e. all comers) პოპულაციაში OS შედარება საკონტროლო ჯგუფსა და სამკურნალო ჯგუფს შორის ფასდებოდა იერარქიული ფიქსირებული სექვენირების პროცედურით, რომელიც ემყარება სტრატიფიცირებულ logrank ტესტს 5% ორმხრივ დონეზე, შემდეგნაირად: საფეხური 1) IC2/3 პოპულაცია; საფეხური 2) IC1/2/3 პოპულაცია, 3) ყველა რანდომულ (შემოსულ) პაციენტში. OS შედეგები მე-2 და მე-3 საფეხურზე შეიძლებოდა მხოლოდ ფორმალურად შეფასებულიყო, თუ წინა საფეხურის შედეგი იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

საშუალო გადარჩენაზე დაკვირვების დრო იყო 17 თვე. კვლევა IMvigor211 -ის პირველადი ანალიზები არ პასუხობდა OS -ის პირველად სამიზნეს. ატეზოლიზუმაბმა არ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადარჩენის სარგებელი ქიმიოთერაპიასთან შედარებით ადრე ნამკურნალებ, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური უროთელიალური კარცინომის მქონე პაციენტებში. წინასწარ განსაზღვრული იერარქიული ტესტირების რიგითობის მიხედვით, IC2/3 პოპულაცია პირველად შემოწმდა, OS HR 0.87 (95% CI: 0.63, 1.21; საშუალო OS იყო 11.1 vs. 10.6 თვე, შესაბამისად, ატეზოლიზუმაბისთვის და ქიმიოთერაპიისთვის). სტრატიფიცირებული log rank p მნიშვნელობა იყო 0.41. შედეგად, და ამ ანალიზის შედეგები არ არის მიჩნეული სტატისტიკურად მნიშვნელოვნად. შედეგად, არ შეიძლება ჩატარდეს სტატისტიკური მნიშვნელობის ოფიციალური ტესტები OS-სთვის IC 1/2/3 ან კვლევაში ჩართული ყველა მონაწილისთვის და შესაბამისად ამ ანალიზის შედეგები ჩაითვლება საძიებოდ. კვლევის ყველა რანდომული პაციენტის საკვანძო შედეგები შეჯამებულია ცხრილში 4. კაპლან მეიერის მრუდი OS -სათვის ყველა პაციენტის პოპულაციაში წარმოდგენილია სურათზე 1.

ჩატარდა საძიებო განახლებული გადარჩენადობის მაჩვენებლის შესაფასებელი ანალიზი გადარჩენის საშუალო ხანგრძლივობით 34 თვე ITT პოპულაციაში. საშუალო OS (საერთო გადარჩენადობა) იყო 8.6 თვე (95% CI: 7.8, 9.6) ატეზოლიზუმაბის ჯგუფში და 8.0 თვე (95% CI: 7.2, 8.6) ქიმიოთერაპიის ჯგუფში, რისკის მაჩვენებლით/თანაფარდობით 0.82 (95% CI: 0.71, 0.94) . პირველადი ანალიზის დროს დაფიქსირებული 12-თვიანი OS-ის მაჩვენებლის შემდეგ, 24-თვიანი და 30-თვიანი OS-ის რიცხობრივად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა პაციენტებისთვის ატეზოლიზუმაბის ჯგუფში ქიმიოთერაპიის ჯგუფთან შედარებით ITT პოპულაციაში. ცოცხალი პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 24 თვის თავზე (KM შეფასებით) იყო 12.7% ქიმიოთერაპიის ჯგუფში და 22.5% ატეზოლიზუმაბის ჯგუფში; და 30 თვეზე (KM შეფასება) იყო 9.8% ქიმიოთერაპიის ჯგუფში და 18.1% ატეზოლიზუმაბის ჯგუფში.

ცხრილი 4: ეფექტურობის შეფასება კვლევაში ჩართული ყველა პაციენტის მონაცემის საფუძველზე (IMvigor211)

ეფექტურობის საბოლოო წერტილი

ატეზოლიზუმაბი

(n = 467)

ქიმიოთერაპია

(n = 464)

პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი

OS*

რაოდენობა, სიკვდილი (%)

324 (69.4%)

350 (75.4%)

მოვლენამდე საშუალო დრო (თვე)

  • 6
  • 0

95% CI

  • 8, 9.6
  • 2, 8.6

სტრატიფიცირებულიǂ რისკის მაჩვენებელი (95% CI)

  • 85 (0.73, 0.99)

12 თვიანი OS (%)*

  • 2%
  • 4%

მეორადი და საკვლევი საბოლოო წერტილები

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS (RECIST v1.1)

რაოდენობა, მოვლენა (%)

407 (87.2%)

410 (88.4%)

PFS საშუალო ხანგრძლივობა(თვე)

  • 1
  • 0

95% CI

  • 1, 2.2
  • 4, 4.2

სტრატიფიცირებული რისკის კოეფიციენტი (95% CI)

  • 10 (0.95, 1.26)

მკვლევარის მიერ შეფასებული ORR (RECIST v1.1)

n = 462

n = 461

რაოდენობა, დადასტურებული მოპასუხეები(%)

62 (13.4%)

62 (13.4%)

95% CI

  • 45, 16.87
  • 47, 16.91

რაოდენობა, სრული პასუხი(%)

16 (3.5%)

16 (3.5%)

რაოდენობა, ნაწილობრიი პასუხი(%)

46 (10.0%)

46 (10.0%)

რაოდენობა, სტაბილური დაავადება (%)

92 (19.9%)

162 (35.1%)

მკვლევარის მიერ შეფასებული DOR (RECIST v1.1)

n = 62

n = 62

საშუალო თვეებში ***

  • 7
  • 4

95% CI

  • 0, 21.7
  • 1, 10.3

CI=სარწმუნოობის ინტერვალი; DOR=პასუხის ხანგრძლივობა; ORR=ობიექტური პასუხის სიხშირე; OS=საერთო გადარჩენა; PFS=პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა; RECIST=სოლიდური სიმსივნეების პასუხის სეფასების კრიტერიუმიv1.1.

  • OS-ის ანალიზი ყველა ჩართული პაციენტის პოპულაციაში ჩატარდა სტრატიფიცირებული ლოგ- რანგის ტესტის საფუძველზე და შედეგი მოწოდებულია მხოლოდ აღწერითი მიზნებისთვის (p = 0.0378); წინასწარ განსაზღვრული ანალიზის იერარქიის თანახმად, ყველა შემდგომ პოპულაციაში OS- ის ანალიზის p მნიშვნელობა არ შეიძლება ჩაითვალოს სტატისტიკურად მნიშვნელოვანად.

ǂ ǂ სტრატიფიცირებული ქიმიოთერაპიით (ვინფლუნინი ან ტაქსანი), PD-L1 სტატუსი IC (<5% vs. ≥ 5%), რისკის ფაქტორების რიცხვი (0 vs. 13), და ღვიძლის მეტასტაზები (yes vs. no).

  • * ემყარება კაპლან მეიერის შეფასებას
  • ** პასუხი იყო მიმდინარე მოპასუხეთა 63%-ში ატეზოლიზუმაბის ჯგუფში და მოპასუხეთა 21%-ში ქიმიოთერაპიის ჯგუფში.

Figure 1: KaplanMeier curve for overall survival (IMvigor211)

IMvigor210 (GO29293): ერთჯგუფიანი კვლევა, სადაც ჩართულია უროთელიალური კარცინომის მქონე ადრე არანამკურნალევი პაციენტები, რომლებიც შეუფერებელნი არიან ცისპლატინით თერაპიისთვის და ასევე ჩართულნი არიან უროთელიალური კარცინომის მქონე პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ქიმიოთერაპიით

II ფაზის, მულტიცენტრული, საერთაშორისო, ორკოჰორტიანი, ერთჯგუფიანი კლინიკური კვლევა IMvigor210 ჩატარდა პაციენტებში ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური უროთელიური კარცინომით (ასევე ცნობილია, როგორც შარდის ბუშტის უროთელიალური კიბო).

კვლევაში სულ ჩართული იყო 438 პაციენტი და გამოყოფილი იყო ორი კოჰორტა. 1-ელ კოჰორტაში იყვნენ ადრე არანამკურნალევი პაციენტები ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური უროთელიური კარცინომით, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ ან ვერ იტარებდნენ ცისპლატინზე დაფუძნებულ ქიმიოთერაპიას, ან აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება სულ მცირე 12 თვის მერე პლატინის შემცველი ადიუვანტური ან ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიული რეჟიმის შემდეგ შემდეგ. მე-2 კოჰორტაში იყვნენ პაციენტები, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ სულ მცირე ერთი პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიული რეჟიმი ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური უროთელიური კარცინომის გამო ან აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება 12 თვის ფარგლებში პლატინის შემცველი ნეოადიუვანტური ან ადიუვანტური ქიმიოთერაპიული რეჟიმის შემდეგ.

1-ელ კოჰორტაში, 119 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ტეცენტრიკით 1 200 მგ ინტრავენური ინფუზიის გზით ყოველ 3 კვირაში, დაავადების პროგრესირებამდე. საშუალო ასაკი იყო 73 წელი. პაციენტთა უმრავლესობა იყო კაცი (81%), ასევე უმრავლესობა იყო თეთრკანიანი (91%).

პირველი კოჰორტაში იყო 45 პაციენტი (38%) ECOG სტატუსით 0, 50 პაციენტი (42%) ECOG სტატუსით 1 და 24 პაციენტი (20%) ECOG სტატუსით 2, 35 პაციენტი (29%) Bajorin რისკის ფაქტორების გარეშე (ECOG სტატუსი 2 და ვისცერალური მეტასტაზები), 66 პაციენტი (56%) ერთი Bajorin რისკის ფაქტორით და 18 პაციენტი (15%) ორი Bajorin რისკის ფაქტორით, 84 პაციენტი (71%) თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით (GFR < 60 მლ/წთ), და 25 პაციენტი (21%) ღვიძლის მეტასტაზებით.

1-ელ კოჰორტაში ეფექტურობის პირველადი სამიზნე იყო დადასტურებული ობიექტური პასუხის სიხშირე - confirmed objective response rate (ORR), რაც ფასდებოდა დამოუკიდებელი შემფასებელი კომიტეტის მიერ(IRF) RECIST v1.1. გამოყენებით.

პირველადი ანალიზი განხორციელდა ყველა პაციენტზე დაკვირვების 24 კვირის შემდეგ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 15.0 კვირა და გადარჩენაზე დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა ყველა პაციენტში იყო 8.5 თვე. კლინიკურად რელევანტური IRF-ის მიერ შეფასებული ORRs RECIST v1.1 იქნა ნაჩვენები; თუმცა, პრესპეციფიური ანამნეზური კოჰორტის პასუხის დონესთან (10%) შედარებისას, სტატისტიკური მნიშვნელობა პირველადი სამიზნის შემთხვევაში მიღწეული არ ყოფილა. დადასტურებული ORRs IRF-RECIST v1.1 იყო 21.9% (95% CI: 9.3, 40.0) პაციენტებში PD-L1 ექსპრესიით 5%, 18.8% (95% CI: 10.9, 29.0) პაციენტებში PD-L1 ექსპრესიით 1%, და 19.3% (95% CI: 12.7, 27.6) ყველა რანდომულ პაციენტში. პასუხის საშუალო ხანგრძლივობა -median duration of response (DOR) არ იყო მიღწეული PD-L1 ექსპრესიის არცერთ ქვეჯგუფში და არც ყველა რანდომულ პაციენტში. OS არ იყო მომწიფებული მოვლენათა თანაფარდობით, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 40%. საშუალო OS პაციენტთა ყველა ქვეჯგუფში (PD-L1 ექსპრესია 5% და 1%) და ყველა რანდომულ პაციენტში იყო 10.6 თვე.

განახლებული ანალიზი განხორციელდა გადარჩენის საშუალო ხანგრძლივობაზე დაკვირვებით17.2 თვის მანძილზე 1-ელ კოჰორტაში და იგი შეჯამებულია ცხრილში 5. საშუალო DOR არ იყო მიღწეული არცერთ PD-L1 ექსპრესიის ქვეჯგუფში და არც ყველა რანდომულ პაციენტში.

ცხრილი 5. განახლებული ეფექტურობის შეფასება (IMvigor210 1-ელ კოჰორტაში)

ეფექტურობის საბოლოო წერტილი

PDL1 ექსპრესია

≥ 5% in IC

PDL1 ექსპრესია

≥ 1% in IC

ყველა ჩართული

ORR (IRFassessed; RECIST v1.1)

n = 32

n = 80

n = 119

რაოდენობა, მოპასუხეები (%)

9 (28.1%)

19 (23.8%)

27 (22.7%)

95% CI

  • 8, 46.8
  • 0, 34.6
  • 5, 31.3

რაოდენობა. სრული პასუხი (%)

95% CI

4 (12.5%)

(3.5, 29.0)

8 (10.0%)

(4.4, 18.8)

11 (9.2%)

(4.7, 15.9)

რაოდენობა, ნაწილობრივი პასუხი (%)

95% CI

5 (15.6%)

(5.3, 32.8)

11 (13.8%)

(7.1, 23.3)

16 (13.4%)

(7.9, 20.9)

DOR (IRFშეფასებული;; RECIST v1.1)

n = 9

n = 19

n = 27

პაციენტები მოვლენით (%)

3 (33.3%)

5 (26.3%)

8 (29.6%)

საშუალო (თვეები)( (95% CI)

NE (11.1, NE)

NE (NE)

NE (14.1, NE)

PFS (IRFშეფასებული; RECIST v1.1)

n = 32

n = 80

n = 119

პაციენტები მოვლენით (%)

24 (75.0%)

59 (73.8%)

88 (73.9%)

საშუალო (თვეები) (95% CI)

  • 1 (2.3, 11.8)
  • 9 (2.1, 5.4)
  • 7 (2.1, 4.2)

OS

n = 32

n = 80

n = 119

პაციენტები მოვლენით (%)

18 (56.3%)

42 (52.5%)

59 (49.6%)

საშუალო (თვეები) (95% CI)

  • 3 (6.0, NE)
  • 1 (9.2, NE)
  • 9 (10.4, NE)

1-წლიანი OS დონე (%)

  • 4%
  • 8%
  • 2%

CI=სარწმუნოობის ინტერვალი; DOR=პასუხის ხანგრძლივობა; IC= სიმსივნის მაინფილტრირებელი იმუნური უჯრედები; IRF= დამოუკიდებელი შემფასებელი; NE=არაგანსაზღვრებადი; ORR=ობიექტური პასუხის დონე; OS=საერთო გადარჩენა; PFS=პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა; RECIST= სოლიდური სიმსივნეების პასუხის შეფასების კრიტერიუმები v1.1.

მე-2 კოჰორტაში, ეფექტურობის დამატებითი პირველადი სამიზნე იყო დადასტურებული ORR , რაც ფასდებოდა IRF მიერ RECIST v1.1 საშუალებით და მკვლევარის შეფასებული ORR Modified RECIST (mRECIST) კრიტერიუმების თანახმად. 310 პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ტეცენტრიკით 1200 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით, ყოველ 3 კვირაში, კლინიკური სარგებლის დაკარგვამდე. კოჰორტა 2-ის პირველადი ანალიზი განხორციელდა ყველა პაციენტზე სულ მცირე 24 კვირიანი დაკვირვების შემდეგ. კვლევამ მიაღწია დამატებით პირველად სამიზნეს კოჰორტა 2-ში, სადაც ნაჩვენები იქნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ORRs, რაც ფასდებოდა IRF-ის მიერRECIST v1.1 გამოყენებით და მკვლევარის შეფასებული mRECIST -ით, რაც შედარდა პრესპეციფიურ ანამნეზური კოჰორტის პასუხის დონეს, რაც იყო 10%.

ანალიზი ასევე განხორციელდა გადარჩენის საშუალო ხანგრძლივობისა, რაც კოჰორტა 2-ში იყო 21.1 თვე. დადასტურებული ORRs IRF-RECIST v1.1 თანახმად იყო 28.0% (95% CI: 19.5, 37.9) პაციენტებში PDL1 ექსპრესიით ≥ 5%, 19.3% (95% CI: 14.2, 25.4) პაციენტებშიPDL1 ექსპრესიით ≥ 1%, და 15.8% (95% CI: 11.9, 20.4) ყველა მომსვლელში. დადასტურებული ORR მკვლევარის მიერ შეფასებული mRECIST თანახმად იყო 29.0% (95% CI: 20.4, 38.9) პაციენტებში PDL1 ექსპრესიით ≥ 5%, 23.7% (95% CI: 18.1, 30.1) პაციენტებში PDL1 ექსპრესიით ≥ 1%, და 19.7% (95% CI: 15.4, 24.6) კვლევის ყველა რანდომულ პაციენტში. სრული პასუხის დონე IRFRECIST v1.1თანახმად კვლევის ყველა რანდომულ პაციენტთა პოპულაციაში იყო 6.1% (95% CI: 3.7, 9.4). საშუალო DOR არ იყო მიღწეული არც ერთ PD-L1 ექსპრესიის ჯგუფში და არც კვლევის ყველა რანდომულ პაციენტში. თუმცა მიღწეული იყო პაციენტებში PD-L1 ექსპრესიით<1% (13.3 თვე; 95% CI 4.2, NE). OS დონე 12 თვის შემდეგ იყო 37% კვლევის ყველა რანდომულ პაციენტში.

IMvigor130 (WO30070): III ფაზის კვლევა ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას და პლატინაზე დაფუძნებულ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში პაციენტებში არანამკურნალევი ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური უროთელიალური კარცინომის შემთხვევაში

III ფაზის, მულტიცენტრული, რანდომიზირებული, პლაცებო კონტროლირებადი, ნაწილობრივ ბრმა (მხოლოდ A და C ჯგუფი) კვლევა, IMvigor130, ჩატარდა ატეზოლიზუმაბ + პლატინაზე დაფუძნებული კომბინირებული ქიმიოთერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად (ან ცისპლატინი ან კარბოპლატინი გემციტაბინთან კოომბინაციში); A ჯგუფი, ან ატეზოლიზუმაბის მონოთერაპია (B ჯგუფი, ღია ეტიკეტირებით) დარდებოდა პლაცებოს + პლატინაზე დაფუძნებული კომბინირებული ქიმიოთერაპიის ჯგუფს (ჯგუფი C) პაციენტებში, რომელთაც ქონდათ ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური UC-ი, რომელთაც არ ჩაუტარებიათ ადრე სისტემური თერაპია მეტასტაზების არსებობის გამო . თანა-პირველადი ეფექტურობის გამოსავლად მიჩნეული იყო მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენადობა (PFS) ჯგუფში A vs C და საერთო გადარჩენადობა (OS) ჯგუფში A vs C და შემდეგ B vs C, გაანალიზებული იერარქიული გზით. საერთო გადარჩენადობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ჯფუფი A vs ჯგუფი C შედარებისთვის და, შესაბამისად, შემდგომი ფორმალური ტესტირების ჩატარება არ შეიძლებოდა წინასწარ განსაზღვრული იერარქიული ტესტირების რიგითობის მიხედვით.

დამოუკიდებელ მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის - Data Monitoring Committee (iDMC) რეკომენდაციით, შეგროვება ტეცენტრიკით მონოთერაპიის ჯგუფში პაციენტებისა, რომელთა სიმსივნეს ჰქონდა დაბალი PD-L1 ექსპრესია ( 5% -ზე ნაკლები PD-L1 პოზიტიური შეღებვის იმუნური უჯრედები VENTANA PD-L1 [SP142] იმუნოჰისტოქიმიური მეთოდის გამოყენებით) შეწყდა მას შემდეგ, რაც დაუგეგმავი ადრეული ანალიზით დაფიქსირდა საერთო გადარჩენის შემცირება ამ ქვეჯგუფში, თუმცა, დაუგეგმავი ადრეული ანალიზის დროს ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პაციენტების უმრავლესობა უკვე ჩარიცხული იყო.

719 პაციენტიდან, რომლებიც ჩარიცხულები იყვნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიის (n=360) და მხოლოდ ქიმიოთერაპიის (n=359) ჯგუფში, 50 და 43 პაციენტი, შესაბამისად, იყო ცისპლატინის მიღებისთვის შეუსაბამო გალსკის კრიტერიუმებით და ჰქონდათ სიმსივნეები მაღალი PD-L1 ექსპრესიით ( 5% იმუნური უჯრედების დადებითი შეღებვა PD-L1-ზე იმუნოჰისტოქიმიით VENTANA PD-L1 [SP142] ანალიზატორის გამოყენებით). პაციენტების ამ ქვეჯგუფის საძიებო ანალიზში, არასტრატიფიცირებული HR-ი OS-სთვის იყო 0.56 (95% CI: 0.34, 0.91). მედიანური OS იყო 18.6 თვე (95% CI: 14.0, 49.4) ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიის ჯგუფში vs. 10.0 თვის (95% CI: 7.4, 18.1) მხოლოდ ქიმიოთერაპიის ჯგუფში (იხ. სურათი 2).

სურათი 2. კაპლან-მეიერის საერთო გადარჩენის დიაგრამა ცისპლატინის მიღებაზე შეუსაბამო პაციენტებში, რომელთა სიმსივნეებში მაღალია PD-L1 მაჩვენებელი (ჯგუფი B vs ჯგუფი C)

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო

ადრეული სტადიის NSCLC-ის ადიუვანტური მკურნალობა

ინტრავენური ფორმა

IMpower010 (GO29527): რანდომიზებული III ფაზის კვლევა რეზექციის მქონე NSCLC-ით დაავადებულ პაციენტებში ცისპლატინზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის შემდეგ

III ფაზის, ღია, მრავალცენტრიანი, რანდომიზებული კვლევა, GO29527 (IMpower010), ჩატარდა ადიუვანტური რეჟიმის დროს ატეზოლიზუმაბის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად IB (სიმსივნეები ≥ 4 სმ) და IIIA სტადიის მქონე NSCLC -ით დაავადებულ პაციენტებში ( კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირი/კიბოს სტადიურობის დადგენი ამერიკული ერთობლივი კომიტეტი, მე-7 გამოცემა).

შემდეგი შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრავს რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თერაპიული ჩვენების ჯგუფში და წარმოადგენენ II – IIIA სტადიის მქონე პაციენტების პოპულაციას, მე-7 გამოცემის სტადიურობის სისტემის მიხედვით:

სიმსივნის ზომა ≥ 5 სმ; ან ნებისმიერი ზომის სიმსივნე, რომელსაც თან ახლავს N1 ან N2 სტატუსი; ან სიმსივნეები, რომლებიც ინვაზიურია გულმკერდის სტრუქტურებში (პირდაპირ არის ჩაზრდილია პარიეტალურ პლევრაში, გულმკერდის კედელში, დიაფრაგმაში, დიაფრაგმის ნერვში, შუასაყარის პლევრაში, პარიეტალურ პერიკარდიუმში, მედიასტინუმში/შუასაყარში, გულში, დიდი კალიბრის სისხლძარღვებში, ტრაქეაში, უკუშექცევად/რეკურენტულ ხორხის ნერვში, საყლაპავში, ხერხემალში, ტრაქეის ბიფურკაციის ადგილას); ან სიმსივნეები, რომლებიც მოიცავს მთავარ ბრონქს < 2 სმ ბიფურკაციის დისტალურად, მაგრამ თავად …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლები

  • სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ტეცენტრიკი 1 875 მგ კონცენტრატი საინექციო ხსნარისთვის

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

15 მლ საინექციო ხსნარის ერთი ფლაკონი შეიცავს 1875 მგ ატეზოლიზუმაბს.

ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 125 მგ ატეზოლიზუმაბს.

ატეზოლიზუმაბი არის Fc-ინჟინერირებული(გენეტიკური მეთოდით დამუშავებული), ჰუმანიზებული იმუნოგლობულინი - IgG1 ანტიპროგრამირებული სიკვდილის ლიგანდი 1 (PD- L1) მონოკლონური ანტისხეული, რომელიც წარმოებულია ჩინური ზაზუნას საკვერცხეების უჯრედებში დნმ -ის რეკომბინანტული ტექნოლოგიით.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება

ტეცენტრიკის თითოეული 1875 მგ ფლაკონი შეიცავს 9 მგ პოლისორბატ 20-ს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ქვეთავი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

კონცენტრატი საინექციო ხსნარისთვის.

გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე. ხსნარს აქვს pH 5,5 - 6,1 და ოსმოლარობა 359 - 459 mOsm/კგ

  • კლინიკური მონაცემები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

უროთელიალური კარცინომა(უკ)

ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური (უკ):

წინასწარი პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ან

რომლებსაც არ შეესაბამებათ მკურნალობა ცისპლატინით და რომელთა სიმსივნეს აქვს PD-L1 ექსპრესია ≥ 5% (იხ. ქვეთავი 5.1).

ადრეული სტადიის არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ( NSCLC)

ტეცენტრიკი, როგორც მონოთერაპია ნაჩვენებია, ადიუვანტური(დამხმარე) მკურნალობის სახით სრული რეზექციისა და პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის შემდეგ, ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ NSCLC -ის რეციდივის მაღალი რისკი, რომელთა სიმსივნურ ქსოვილში PD-L1 ექსპრესია აღინიშნება სიმსივნური უჯრედების ≥ 50%-ზე (TC) და რომლებსაც არ აქვთ EGFR მუტაციის მქონე ან ALK-დადებითი NSCLC დაავადება(იხილეთ ქვეთავი 5.1 შერჩევის კრიტერიუმებისთვის).

გავრცელებული NSCLC

ტეცენტრიკი ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის მკურნალობა მეტასტაზური არაბრტყელუჯრედოვანი, არაწვრილუჯრედოვანი , ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებისათვის (NSCLC). პაციენტებს, რომლებსაც აქვთ EGFR მუტაცია ან ALK-დადებითი NSCLC, მათთვის ტეცენტრიკი ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან კომბინაციაში, ნაჩვენებია მხოლოდ შესაბამისი თარგეთული/მიზნობრივი თერაპიის წარუმატებლობის შემდეგ (იხ. ქვეთავი 5.1).

ტეცენტრიკი, პროტეინთან დაკავშირებულ ნაბ-პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად კომბინაციაში, ნაჩვენებია როგორც პირველი ხაზის მკურნალობა მეტასტაზური არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) მქონე იმ ზრდასრული პაციენტებისათვის, რომელთაც არა აქვთ EGFR მუტაციის შემცველი ან ALK-დადებითი NSCLC (იხ.ქვეთავი 5.1)

ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის მკურნალობა ზრდასრული პაციენტებისათვის მეტასტაზური არაწვრილ-უჯრედოვანი ფილტვის კიბოთი (NSCLC), რომელთა სიმსივნურ წარმონაქმნში თავად სიმსივნურ უჯრედებზე (TC) PD-L1 ექსპრესია არის ≥ 50% ან სიმსივნურ ქსოვილში ინფილტრირებულ იმუნურ უჯრედებზე (IC) PD-L1 ექსპრესია არის ≥ 10% და გარდა ამისა, არ აქვთ EGFR მუტაციის შემცველი ან ALK-დადებითი NSCLC (იხ.ქვეთავი 5.1)

ტეცენტრიკი, როგორც მონოთერაპია, ნაჩვენებია გავრცელებული NSCLC-ის მქონე იმ ზრდასრული პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის, რომლებსაც არ შეესაბამებათ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია (იხილეთ სექცია 5.1 შერჩევის კრიტერიუმებისთვის).

ტეცენტრიკი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური NSCLC-ის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვის, წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერპიის შემდეგ. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ EGFR მუტაციის შემცველი ან ALK-დადებითი NSCLC, ტეცენტრიკის მიღებამდე უნდა ჰქონდეთ ასევე მიღებული წინასწარი თარგეტული თერაპიის კურსი (იხ.ქვეთავი 5.1).

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო (SCLC)

ტეცენტრიკი კარბოპლატინთან და ეტოპოზიდთან კომბინაციაში, მოწოდებულია როგორც მკურნალობის პირველი ხაზი წვრილუჯრედული ფილტვის კიბოს გავრცელებული ფორმის მქონე ზრდასრული პაციენტებისათვის (ES-SCLC). (იხ. ქვეთავი 5.1).

სამმაგ-ნეგატიური ძუძუს კიბო (TNBC)

ტეცენტრიკი კომბინაციაში ნაბ-პაკლიტაქსელთან, ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ არაოპერაბელური ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური სამმაგ-ნეგატიური ძუძუს კიბო - ,,triple-negative breast cancer“ (TNBC), რომელთა სიმსივნის PD-L1 ექსპრესია არის ≥1%, და რომლებსაც მანამდე არ აქვთ ჩატარებული ქიმიოთერაპია მეტასტაზური დაავადების გამო.

ჰეპატოცელულური კარცინომა (HCC)

ტეცენტრიკი, ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, მოწოდებულია იმ პაციენტთა მკურნალობისთვის, რომელთაც აქვთ არაოპერაბელური ან მეტასტაზური(გავრცელებული) HCC, და რომლებსაც არ ჩატარებიათ წინასწარი სისტემური თერაპია. (იხ. ქვეთავი 5.1).

  • 2 დოზირება და მიღების მეთოდი

ტეცენტრიკის შეყვანა უნდა მოხდეს ჯანდაცვის კვალიფიციური პროფესიონალის ზედამხედველობით, რომელსაც გამოცდილება აქვს სიმსივნეების მკურნალობაში.

პაციენტებს, რომლებიც ამჟამად იღებენ ატეზოლიზუმაბს ინტრავენურად, შეუძლიათ გადავიდნენ ტეცენტრიკის საინექციო ხსნარზე და პირიქით.

PD-L1 ტესტირება UC, TNBC ან NSCLC-ის მქონე პაციენტებისთვის

ტეცენტრიკით მონოთერაპია

თუ ტეცენტრიკის ჩვენებაში მითითებულია, რომ პაციენტის შერჩევა მკურნალობისთვის უნდა მოხდეს სიმსივნურ ქსოვილზე PD-L1 სიმსივნური ექსპრესიის საფუძველზე, პაციენტის შერჩევა უნდა მოხდეს ვალიდური ტესტის საფუძველზე (იხ. ქვეთავები 4.1 და 5.1).

ტეცენტრიკი კომბინირებულ თერაპიაში

წინასწარ არანამკურნალები TNBC-ის მქონე პაციენტების შერჩევა მკურნალობისთვის ემყარება სიმსივნის PD-L1 ექსპრესიას, დადასტურებულს ვალიდირებული ტესტებით (იხ. ქვეთავი 5.1).

დოზირება

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის რეკომენდებული დოზა არის

1 875 მგ ყოველ სამ კვირაში, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 1.

როდესაც ტეცენტრიკი დანიშნულია კომბინირებულ თერაპიაში, რეკომენდებულია, ასევე გაეცნოთ კომბინირებული პროდუქტების გამოყენების სრულ ინფორმაციას (იხილეთ აგრეთვე განყოფილება 5.1).

ცხრილი 1: ტეცენტრიკის რეკომენდებული დოზა კანქვეშა შეყვანის გზით

ჩვენება

რეკომენდებული დოზა და სქემა

მკურნალობის ხანგრძლივობა

ტეცენტრიკის მონოთერაპია

1L UC (1-ელი ხაზი - UC)

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე

1-ელი ხაზი მეტასტაზური NSCLC

NSCLC-ის მკურნალობის 1-ლი ხაზი იმ პაციენტებისათვის, რომელთაც არ შეესაბამებათ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია

ადრეული სტადიის NSCLC

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

1 წლის განმავლობაში, დაავადების რეციდივამდე ან არამართვადი ტოქსიურობის დადგომამდე. 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ იყო შესწავლილი.

2L UC

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

კლინიკური სარგებლის დაკარგვამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე

2L NSCLC

ტეცენტრიკის კომბინირებული თერაპია

1-ელი ხაზი არასქვამოზური NSCLC

ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

ინდუქციის და შენარჩუნების ფაზები:

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი პირველ რიგში უნდა დაინიშნოს იმავე დღეს.

საინდუქციო ფაზა კომბინირებული მედიკამენტებისთვის (ოთხი ან ექვსი ციკლი):

ბევაციზუმაბი, პაკლიტაქსელი და შემდეგ კარბოპლატინი ინიშნება ყოველ სამ კვირაში.

შემანარჩუნებელი ფაზა (ქიმიოთერაპიის გარეშე): ბევაციზუმაბი ყოველ 3 კვირაში.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავ ტოქსიკურობამდე. ატიპიური რეაქციები (მაგ. დაავადების საწყისი პროგრესირება, რასაც მოჰყვა სიმსივნის შემცირება) შეინიშნებოდა ტეცენტრიკის მკურნალობის გაგრძელებისას დაავადების პროგრესირების შემდეგ. მკურნალობა დაავადების პროგრესირების მიღმა შეიძლება განვიხილოთ ექიმის შეხედულებისამებრ.

1-ელი ხაზი: არასქვამოზური NSCLC

ნაბ-პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

ინდუქციის და შენარჩუნების ფაზები:

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი პირველ რიგში უნდა დაინიშნოს იმავე დღეს.

საინდუქციო ფაზა კომბინირებული მედიკამენტებისთვის (ოთხი ან ექვსი ციკლი): ნაბ-პაკლიტაქსელი და კარბოპლატინი შეყვანილია 1 დღეს; გარდა ამისა, ნაბ-პაკლიტაქსელი შეყვანილია ყოველი 3-კვირიანი ციკლის მე-8 და მე-15 დღეს.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავ ტოქსიკურობამდე. ატიპიური რეაქციები (მაგ. დაავადების საწყისი პროგრესირება, რასაც მოჰყვა სიმსივნის შემცირება) შეინიშნებოდა ტეცენტრიკის მკურნალობის გაგრძელებისას დაავადების პროგრესირების შემდეგ. მკურნალობა დაავადების პროგრესირების შემდეგ/მიღმა შეიძლება განვიხილოთ ექიმის შეხედულებისამებრ.

1-ელი ხაზი ES-SCLC

კარბოპლატინით და ეტოპოზიდით

ინდუქციის და შენარჩუნების ფაზები:

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი პირველ რიგში უნდა დაინიშნოს იმავე დღეს.

საინდუქციო ფაზა კომბინირებული მედიკამენტებისთვის (ოთხი ციკლი): კარბოპლატინი და შემდეგ ეტოპოზიდი შეჰყავთ პირველ დღეს; ეტოპოზიდი ასევე ინიშნება ყოველი 3-კვირიანი ციკლის მე-2 და მე-3 დღეს.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე. ატიპიური რეაქციები (მაგ. დაავადების საწყისი პროგრესირება, რასაც მოჰყვა სიმსივნის შემცირება) შეინიშნებოდა ტეცენტრიკის მკურნალობის გაგრძელებისას დაავადების პროგრესირების შემდეგ. მკურნალობა დაავადების პროგრესირების მიღმა/შემდეგ შეიძლება განვიხილთ ექიმის შეხედულებისამებრ.

1-ელი ხაზი არარეზექტირებადი ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური TNBC ნაბ-პაკლიტაქსელით

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი უნდა დაინიშნოს ნაბ-პაკლიტაქსელის მიღებამდე იმავე დღეს. ნაბ-პაკლიტაქსელი უნდა დაინიშნოს 100 მგ/მ2 ყოველი 28-დღიანი ციკლის 1, 8 და 15 დღეებში.

დაავადების პროგრესირებამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე.

გავრცელებული ან არარეზექტირებადი HCC ბევაციზუმაბით

1 875 მგ ყოველ 3 კვირაში

ტეცენტრიკი უნდა დაინიშნოს ბევაციზუმაბის მიღებამდე იმავე დღეს. ბევაციზუმაბი ინიშნება 15 მგ/კგ სხეულის მასაზე (ბვ) ყოველ 3 კვირაში.

კლინიკური სარგებლის დაკარგვამდე ან უმართავი ტოქსიკურობის დადგომამდე

დოზის დაგვიანება ან გამოტოვება

თუ მოხდა ტეცენტრიკის დაგეგმილი დოზის გამოტოვება, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. შეყვანის განრიგი მორგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დოზებს შორის სათანადო ინტერვალი იყოს დაცული.

დოზის მოდიფიცირება მკურნალობისას

ტეცენტრიკის დოზის მოდიფიცირება რეკომენდებული არ არის.

დოზის შეფერხება ან შეწყვეტა (იხ. აგრეთვე ქვეთავები 4.4 და 4.8)

ცხრილი 2: დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები ტეცენტრიკით მკურნალობისას

იმუნური პასუხით განპირობებული გვერდითი რეაქცია

სიმძიმე

მკურნალობის მოდიფიკაცია

პნევმონიტი

ხარისხი 2

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მოვლენა გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

ხარისხი 3 ან 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰეპატიტი პაციენტებში HCC-ის გარეშე

ხარისხი 2:

(ALT ან AST > 3-დან 5 x ნორმის ზედა ზღვარი [ULN]

ან

სისხლის ბილირუბინი > 1.5 to 3 x ULN)

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მოვლენა გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

ხარისხი 3 ან 4:

(ALT or AST > 5 x ULN

ან

სისხლის ბილირუბინი > 3 x ULN)

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰეპატიტი HCC-ის მქონე პაციენტებში

თუ AST/ALT საწყის ეტაპზე ნორმალურ ფარგლებშია და იზრდება > 3 x-დან ≤ 10x ULN-მდე

ან

თუ AST/ALT არის > 1-დან ≤ 3 x ULN საწყის ეტაპზე და იზრდება > 5x-დან ≤ 10x ULN-მდე

ან

თუ AST/ALT არის > 3 x ≤ 5 x ULN საწყის ეტაპზე და იზრდება >8 x ≤ 10x ULN-მდე

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მოვლენა გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

თუ AST/ALT იზრდება > 10 x ULN-მდე

ან

საერთო ბილირუბინი იზრდება > 3 x ULN-მდე

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

კოლიტი

მე-2 ან მე-3 ხარისხის დიარეა (≥ 4 დეფეკაციის გაზრდა/დღეში საწყისთან შედარებით)

ან

სიმპტომური კოლიტი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მოვლენა გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

მე-4 ხარისხის დიარეა ან კოლიტი (სიცოცხლისთვის საშიში; მითითებულია გადაუდებელი ჩარევა)

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი

სიმპტომური

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

ჰიპოთირეოზი:

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები კონტროლდება ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებითი თერაპიით და TSH დონე მცირდება

ჰიპერთირეოზი:

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები კონტროლდება ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო მედიკამენტებით და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაუმჯობესდება

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

სიმპტომური

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში და პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებით თერაპიაზე.

ჰიპოფიზიტი

ხარისხი 2 ან 3

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში და პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებით თერაპიაზე.

ხარისხი 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი

მე-3 ან მე-4 ხარისხის ჰიპერგლიკემია (უზმოზე გლუკოზა > 250 მგ/დლ ან 13,9 მმოლ/ლ)

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მეტაბოლური კონტროლი მიიღწევა ინსულინის შემცვლელი თერაპიის დროს

გამონაყარი/კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

ხარისხი 3

ან საეჭვო სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) 1

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

ხარისხი 4

ან დადასტურებული სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) 1

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიასთენიური სინდრომი/მიასთენია გრავისი, გილენ ბარეს სინდრომი, მენინგოენცეფალიტი და სახის პარეზი

სახის პარეზი 1 ან 2 ხარისხი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ მოვლენა სრულად გაქრება. თუ მოვლენა სრულად არ წყდება ტეცენტრიკის შეკავების დროს, სამუდამოდ შეწყვიტეთ ტეცენტრიის გამოყენება

ყველა ხარისხის მიასთენიური სინდრომი/მიასთენია გრავისი, გილენ ბარეს სინდრომი და მენინგოენცეფალიტი

ან სახის პარეზი მე-3 ან მე-4 ხარისხის

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიელიტი

ხარისხი 2, 3, ან 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

პანკრეატიტი

მე-3 ან მე-4 ხარისხის შრატში ამილაზას ან ლიპაზის დონე გაიზარდა (> 2 x ULN)

ან მე-2 ან მე-3 ხარისხის პანკრეატიტი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც შრატში ამილაზასა და ლიპაზას დონეები გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში, ან პანკრეატიტის სიმპტომები გაქრება და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში.

მე-4 ხარისხის ან ნებისმიერი ხარისხის მორეციდივე პანკრეატიტი

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიოკარდიტი

ხარისხი 2 ან ზემოთ

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ნეფრიტი

ხარისხი 2:

(კრეატინინის დონე > 1.5-დან 3.0 x საბაზისო ან > 1.5-დან 3.0 x ULN-მდე)

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც მოვლენა გაუმჯობესდება 0 ან 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

მე-3 ან მე-4 ხარისხი:

(კრეატინინის დონე > 3.0 x საბაზისო ან > 3.0 x ULN)

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

მიოზიტი

ხარისხი 2 ან 3

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

მე-4 ან მე-3 ხარისხის მორეციდივე მიოზიტი

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

პერიკარდიუმის დარღვევები

1 ხარისხის პერიკარდიტი

შეაჩერეთ ტეცენტრიკით მკურნალობა

2

ხარისხი 2 ან ზემოთ

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

საეჭვო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი 1

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

სხვა იმუნური გვერდითი რეაქციები

ხარისხი 2 ან ხარისხი 3

შეაჩერეთ მანამ, სანამ გვერდითი რეაქციები არ აღდგება 0-1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება ≤ 10 მგ პრედნიზონამდე ან ექვივალენტამდე დღეში

მე-4 ხარისხი ან განმეორებითი მე-3 ხარისხი

ტეცენტრიკის სამუდამოდ შეწყვეტა (გარდა ენდოკრინოპათიებისა, რომლებიც კონტროლდება შემცვლელი ჰორმონებით)

სხვა არასასურველი რეაქციები

სიმძიმე

მკურნალობის მოდიფიკაცია

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები

ხარისხი 1 ან 2

შეამცირეთ ინექციის სიჩქარე ან შეაჩერეთ ინექცია. მკურნალობა შეიძლება განახლდეს მოვლენის მოგვარების შემდეგ

ხარისხი 3 ან 4

სამუდამოდ შეწყვიტე ტეცენტრიკი

ALT = ალანინ ამინოტრანსფერაზა; AST = ასპარტატ ამინოტრანსფერაზა; ULN = ნორმის ზედა ზღვარი.

შენიშვნა: ტოქსიკურობის ხარისხი შეესაბამება კიბოს ეროვნული ინსტიტუტის საერთო ტერმინოლოგიურ კრიტერიუმებს გვერდითი მოვლენის ვერსიისთვის 5.0 (NCI CTCAE v.5.).

1 განურჩევლად მოვლენის სიმძიმისა

2ჩაიტარეთ გულის დეტალური კვლევა ეტიოლოგიის დასადგენად და სათანადო მართვის მიზნით

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

ტეცენტრიკის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია 4.8, 5.1 და 5.2 პუნქტებში, მაგრამ რეკომენდაცია არ შეიძლება გაკეთდეს პოსოლოგიაზე.

ხანდაზმულები

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, ≥ 65 წლის პაციენტებში ტეცენტრიკის დოზის მორგება საჭირო არ არის (იხ. თავები 4.8 და 5.1).

აზიური წარმოშობის პაციენტები

გაზრდილი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამო, რომელიც დაფიქსირდა აზიელ პაციენტებში კვლევა IMpower150-ში, რეკომენდებულია, რომ პაკლიტაქსელის საწყისი დოზა იყოს 175 მგ/მ2 ყოველ სამ კვირაში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის სუსტი ან ზომიერი დაქვეითებით დოზის მორგება საჭირო არ არის (იხ. ქვეთავი 5.2). თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტთა მონაცემები ძალიან შეზღუდულია ამ პოპულაციაზე დასკვნების გამოსატანად.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დაქვეითებით დოზის მორგება საჭირო არ არის. ღვიძლის საშუალო სიმძიმის და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის (იხ. ქვეთავი 5.2).

აღმოსავლეთ ონკოლოგთა ჯგუფის (Eastern Cooperative Oncology Group (ECOG) ) სტატუსი ≥ 2

ECOG სტატუსის ≥ 2 პაციენტები გამოირიცხებოდნენ TNBC, ES-SCLC , მე-2 ხაზის UC და HCC– ის კლინიკური კვლევებიდან (იხ. ქვეთავები 4.4 და 5.1).

მიღების მეთოდი

მნიშვნელოვანია შეამოწმოთ პროდუქტის ეტიკეტები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი ფორმულირება (ინტრავენური ან კანქვეშა) მიეწოდება პაციენტს, როგორც დადგენილია(დანიშნულებაშია) .

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის და მისი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ კანქვეშა ინექციით.

შეყვანამდე გამოიღეთ ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი მაცივრიდან და მოიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე. ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის გამოყენებისა და მოპყრობის შესახებ ინსტრუქციებისთვის შეყვანამდე იხილეთ ნაწილი 6.6.

შეიყვანეთ 15 მლ ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი კანქვეშ ბარძაყში დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია კანქვეშა საინფუზიო სისტემის/კომპლექტის გამოყენება (მაგ. ფრთიანა/პეპელა). არ შეიყვანოთ (არ მისცეთ პაციენტს) მილში დარჩენილი ხსნარის ნარჩენი მოცულობა.

ინექციის ადგილი უნდა იყოს მონაცვლეობით მხოლოდ მარცხენა და მარჯვენა ბარძაყს შორის. ახალი ინექციები უნდა გაიკეთოთ სულ მცირე 2,5 სმ-ის დაშორებით ძველი ადგილიდან და არასოდეს იმ ადგილებში, სადაც კანი წითელი, დალურჯებული, გათხელებული ან უხეშია. ტეცენტრიკის საინექციო ხსნარით მკურნალობის კურსის განმავლობაში სასურველია კანქვეშა ფორმის სხვა სამკურნალო საშუალებების ინექცია მოხდეს სხვადასხვა ადგილას.

  • 3 უკუჩვენებები

ტეცენტრიკი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცნობილი მომატებული მგრძნობელობით ატეზოლიზუმაბის ან ქვეთავში 6.1 აღნიშნული რომელიმე შემავსებლის მიმართ.

  • 4 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების მიმოქცევის კონტროლის გასაუმჯობესებლად, შეყვანილი პროდუქტის სავაჭრო სახელი და სერიის ნომერი მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პაციენტის ისტორიაში.

იმუნური გვერდითი რეაქციები

იმუნური გვერდითი (იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები) რეაქციების უმეტესობა, რომელიც გამოვლინდა ატეზოლიზუმაბით მკურნალობის დროს, შექცევადი იყო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტის და კორტიკოსტეროიდების დაწყების შემდეგ და/ან ასევე შესაბამისი დამხმარე ზომების მიღების შემდეგ. დაფიქსირდა იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენს/აზიანებს სხეულის ერთზე მეტ ორგანოთა სისტემაზე. ატეზოლიზუმაბის მიღებასთან დაკავშირებული იმუნური გვერდითი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ატეზოლიზუმაბის ბოლო დოზის შემდეგ.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ეჭვის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი შეფასება ეტიოლოგიის დასადასტურებლად ან სხვა მიზეზების გამორიცხვის მიზნით. გვერდითი რეაქციის სიმძიმის გათვალისწინებით, ატეზოლიზუმაბის მიღება უნდა შევაჩეროთ და დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები. ≤1 ხარისხამდე გაუმჯობესების შემდეგ კორტიკოსტეროიდი უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. კლინიკური კვლევების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები ვერ კონტროლდება/გაძნელებულია მართვა სისტემური კორტიკო-სტეროიდების გამოყენებით, შეიძლება განიხილებოდეს სხვა სისტემური იმუნო-სუპრესანტების მიღება.

მე –3 ხარისხის იმუნური გვერდითი რეაქციების განმეორებითი და მე –4 ხარისხის იმუნური გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბი სამუდამოდ უნდა შეწყდეს, გარდა ენდოკრინოპათიებისა, რომლებიც კონტროლდება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიით (იხ. ქვეთავი 4.2 და 4.8).

ადრე არსებული აუტოიმუნური დაავადების (AID) მქონე პაციენტებში, ობზერვაციული კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ იმუნური საკონტროლო ინჰიბიტორებით თერაპიის შემდეგ იმუნური სისტემით გაშუალებული გვერდითი რეაქციების რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ პაციენტების რისკთან შედარებით, რომლებსაც ადრე არ აღენიშნებოდათ აუტოიმუნური დაავადებები(AID). გარდა ამისა, ძირითადად აუტოიმუნური დაავადებების გამწვავებები იყო ხშირი, მაგრამ უმეტესობა მსუბუქი და მართვადი .

იმუნურად განპირობებული პნევმონიტი

პნევმონიტის შემთხვევები, ფატალური შემთხვევების ჩათვლით, გამოვლენილი იქნა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). უნდა განხორციელდეს პაციენტის მონიტორინგი პნევმონიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე და უნდა გამოირიცხოს იმუნური შუამავლობით გამოწვეული პნევმონიტის სხვა მიზეზები.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს მე-2 ხარისხის პნევმონიტის გამოვლენის დროს და უნდა დავიწყოთ 1 დან 2 მგ/კგ სხეულის წონა (bw)/ დღეში პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით მკურნალობა. თუ სიმპტომები გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენა შემსუბუქდა და მდგომარეობა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში; ამასთანავე, კორტიკოსტეროიდების მიღება უნდა შემცირდეს პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-ამდე დღეში. მე –3 ან მე –4 ხარისხის პნევმონიტის გამოვლენის დროს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

იმუნური ჰეპატიტი

ჰეპატიტის შემთხვევები, ფატალური შემთხვევების ჩათვლით, გამოვლენილი იქნა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). უნდა განხორციელდეს პაციენტის მონიტორინგი ჰეპატიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

საჭიროა ასპარტატამინოტრანსფერაზის (AST), ალანინამინოტრანსფერაზის (ALT) და ბილირუბინის მონიტორინგი (ტეცენტრიკით) მკურნალობის დაწყებამდე, პერიოდულად ატეზოლიზუმაბით მკურნალობის განმავლობაში და როგორც ნაჩვენებია კლინიკური შეფასების საფუძველზე.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ HCC– ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეუწყდეთ, თუ მე –2 ხარისხის გვერდითი მოვლენა (ALT ან AST> 3–5 x ULN ან სისხლის ბილირუბინი> 1,5–3 x ULN) გრძელდება 5–7 დღეზე მეტ ხანს და 1–2 მგ/ კგbw/დღეში პრედნიზონის ან ექვივალენტის მიღება უნდა დაიწყოს. თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში მაშინ კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –3 და მე –4 ხარისხის გვერდითი მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში (ALT ან AST> 5.0 x ULN ან სისხლის ბილირუბინი> 3 x ULN).

HCC– ის მქონე პაციენტებისთვის, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ALT ან AST იზრდება> 3 -დან ≤10 x ULN– მდე (საწყისი მაჩვენებლიდან ნორმალურ ზღვრამდე), ან> 5 – დან ≤10 x ULN– დან> 1 ULN– დან ≤3 x ULN– მდე საწყის ეტაპზე, ან> 8 -დან ≤10 x ULN -დან > 3 ULN- დან ≤5 x ULN -მდე საწყის ეტაპზე და შენარჩუნებულია 5 - 7 დღეზე მეტ ხანს, და უნდა დავიწყოთ პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის მიღება 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში. თუ მოვლენა გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ მოვლენა შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდებით მკუნალობა უნდა შემცირდეს პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს, თუ ALT ან AST იზრდება> 10 x ULN– მდე ან საერთო ბილირუბინი იზრდება> 3 x ULN).

იმუნური კოლიტი

ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა დიარეის და კოლიტის შემთხვევები (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი კოლიტის სიმპტომებსა და ნიშნებზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს მე –2 ან მე –3 ხარისხის დიარეის (დიარეა ნარჩუნდება ≥ 4 დღე) ან კოლიტის (სიმპტომური) გამოვლენის შემთვევაში. მე -2 ხარისხის დიარეის ან კოლიტის შემთხვევაში, თუ სიმპტომები შენარჩუნებულია> 5 დღის განმავლობაში ან მეორდება, მკურნალობა უნდა დავიწყოთ 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით. მე –3 ხარისხის დიარეის ან კოლიტის დროს უნდა დავიწყოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (1 -დან 2 მგ/კგbw/ დღეში მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით). სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე უნდა დავიწყოთ 1 დან 2 მგ/კგbw/დღეში პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის მიღება. თუ სიმპტომები გაუმჯობესდა ≤1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში ამასთანავე კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს პრედნიზონისან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –4 ხარისხისთვის (სიცოცხლისათვის საშიში; მითითებულია გადაუდებელი ჩარევა) დიარეის ან კოლიტის დროს. გასათვალისწინებელია კოლიტთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის პერფორაციის პოტენციური გართულება.

იმუნური ენდოკრინოპათიები

ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, თირკმელზედას უკმარისობა, ჰიპოფიზიტი და 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური კეტოაციდოზის ჩათვლით (იხ. ქვეთავი 4.8).

საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ენდოკრინოპათიების კლინიკურ სიმპტომებსა და ნიშნებზე. საჭიროა თიროიდული ფუნქციის მონიტორინგი ტეცენტრიკით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად ტეცენტრიკით მკურნალობის განმავლობაში. საბაზისო ვიზიტზე საჭიროა დარღვეული თიროიდული ფუნქციების მქონე პაციენტების სათანადო მენეჯმენტი. ასიმპტომურმა პაციენტებმა დარღვეული თიროიდული ტესტებით შეიძლება მიიღონ ტეცენტრიკი.

ასიმპტომურმა პაციენტებმა დარღვეული თიროიდული ტესტებით შეიძლება მიიღონ ტეცენტრიკი. სიმპტომური ჰიპოთირეოზის დროს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შევაჩეროთ და საჭიროების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია. ჰიპოთირეოზის ცალკეული შემთხვევების მართვა შესაძლებელია ჩანაცვლებითი თერაპიით, კორტიკოსტეროიდების გარეშე. სიმპტომური ჰიპერთირეოზის დროს ატეზოლიზუმაბი უნდა იქნას შეწყვეტილი და საჭიროების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ან თირეოიდული სამკურნალო მედიკამენტების მიღება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც სიმპტომები ექვემდებარება კონტროლს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უმჯობესდება.

თირკმელზედა ჯირკვლის სიმპტომური უკმარისობის დროს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დავიწყოთ მკურნალობა ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით (1 -დან 2 მგ/კგbw/ დღეში მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით). სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ უნდა ჩატარდეს მკურნალობა პრედნიზონით ან ექვივალენტით 1-2 მგ/კგbw/დღეში. თუ სიმპტომები გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე, მაშინ კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥ 1 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან ექვივალენტის≤ 10 მგ -მდე დღეში და ამასთანავე პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებითი თერაპიის დროს (საჭიროების შემთხვევაში).

მე -2 ან მე–3 ხარისხის ჰიპოფიზიტის დროს ატეზოლიზუმაბი უნდა შეწყდეს და დავიწყოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდით მკურნალობა(1 - 2 მგ/კგbw/დღე მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით) და ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ უნდა გავაგრძელოთ1-2 მგ/კგbw/დღე პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის მიღება. თუ სიმპტომები გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს ≥1 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდა ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდების მიღება შემცირდა პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში და პაციენტი სტაბილურია ჩანაცვლებით თერაპიაზე (საჭიროების შემთხვევაში). ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე–4 ხარისხის ჰიპოფიზიტის დაფიქსირების შემთხვევაში.

ინსულინით მკურნალობა უნდა დავიწყოთ ტიპი 1 დიაბეტის დროს. ≥ 3 ხარისხის ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში (უზმოზე გლუკოზა> 250 მგ/დლან 13.9 მმოლ/ლ), საჭიროა ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შეჩერება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ აღდგება მეტაბოლიზმის კონტროლი ინსულინის შემცვლელ თერაპიაზე.

იმუნური მენინგოენცეფალიტი

ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა მენინგოენცეფალიტი (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი მენინგოენცეფალიტის კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მენინგიტის ან ენცეფალიტის ნებისმიერი ხარისხის დაფიქსირების შემთხვევაში.ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში მეთილპრედნიზოლონით ან მისი ექვივალენტით) უნდა დავიწყოთ. სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ მკურნალობა უნდა გავაგრძელოთ პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით 1-2 მგ/კგbw/დღეში.

იმუნური ნეიროპათიები

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტეცენტრიკს, დაფიქსირდა მიასთენიური სინდრომი/მიასთენია და გიენ-ბარეს სინდრომი, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში, და აგრეთვე სახის პარეზი . საჭიროა პაციენტების მონიტორინგი მოტორული და სენსორული ნეიროპათიის სიმპტომებზე (იხილეთ ასევე „იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი“ ამ ნაწილში).

მიელიტი დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების/მონიტორინგის ქვეშ იმ ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენის თვალსაზრისით, რომლებიც მიუთითებენ მიელიტზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მიასთენიური სინდრომის / მიასთენია გრავისის ან გილენბარის(GuillainBarré ) სინდრომის ნებისმიერი ხარისხის გამოვლენის შემთხვევაში. უნდა ვიფიქროთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყებაზე (პრედნიზონის 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში დოზით ან მისი ექვივალენტით).

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს სახის პარეზის 1 ან მე-2 ხარისხის არსებობის შემთხვევაში და სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე (1-დან 2 მგ/კგ წონაზე/დღეში პრედნიზონი ან ექვივალენტი) უნდა ვიფიქროთ. მკურნალობა შეიძლება განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენა სრულად ალაგდება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე-3 ან მე-4 ხარისხის სახის პარეზის ან ნებისმიერი სხვა ნეიროპათიის გამოვლენის დროს, რომელიც სრულად არ ქრება(ალაგდება) ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შეჩერების შემთხვევაშიც.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს 2, 3 ან 4 ხარისხის მიელიტის არსებობის შემთხვევაში.

იმუნური პანკრეატიტი

პანკრეატიტი, შრატის ამილაზის და ლიპაზის დონის მომატების ჩათვლით, დაფიქსირებული იქნა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი მწვავე პანკრეატიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს ≥ 3 ხარისხის შრატში ამილაზას ან ლიპაზას დონის მომატების (> 2 x ULN) შემთხვევაში, ანმე –2 ანმე –3 ხარისხის პანკრეატიტის დროს, და მკურნალობა უნდა დავიწყოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით (1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში მეთილპრედნიზოლონი ან მისი ექვივალენტი). სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომ საჭიროა პრედნიზონით ან მისი ექვივალენტით 1-2 მგ/კგbw/დღეში მკურნალობა . ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც შრატში ამილაზას და ლიპაზას დონე იმატებს და გვერდითი მოვლენა უმჯობესდება ≤1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში, ან პანკრეატიტის სიმპტომები გაქრება, ხოლო კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –4 ხარისხის, ან მორეციდივე პანკრეატიტის ნებისმიერი ხარისხის დაფიქსირების შემთხვევაში.

იმუნური მიოკარდიტი

მიოკარდიტის შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები, დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის გამოყენების დროს (იხ. ქვეთავი 4.8). პაციენტებმა უნდა აკონტროლონ მიოკარდიტის ნიშნები და სიმპტომები (იხილეთ ასევე „იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი“ ამ ნაწილში).

კარდიოლოგიური (გულის) ან ფილტვ-გულის სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა შეფასდეს/შემოწმდეს პოტენციური მიოკარდიტის გამოვლენის კუთხით, რათა ადრეულ ეტაპზევე იქნას უზრუნველყოფილი შესაბამისი მკურნალობის დაწყება. მიოკარდიტის ეჭვის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური კორტიკოსტეროიდების, კერძოდ 1-დან 2 მგ/კგ/კგ/დღეში დოზით პრედნიზონის ან მისი ექვივალენტით მკურნალობა, ასევე, საჭიროა კარდიოლოგის სასწრაფო კონსულტაცია დიაგნოსტიკური გამოკვლევების თანხლებით, თანამედროვე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით. ≥ 2 ხარისხის მიოკარდიტის დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხ. ქვეთავი 4.2).

იმუნური ნეფრიტი

ნეფრიტი დაფიქსირდა ტეცენტრიკის კლინიკურ კვლევებში (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი თირკმლის ფუნქციის ცვლილებებზე.

მე -2 ხარისხის ნეფრიტის შემთხვევაში ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, და სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა 1 -დან 2 მგ/კგbw/დღეში პრედნიზოლონით ან ექვივალენტით უნდა დაიწყოს. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. მე –3 ან მე –4 ხარისხის ნეფრიტი შემთხვევაში ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

იმუნური მიოზიტი

მიოზიტის შემთხვევები, ფატალურის ჩათვლით, დაფიქსირდა ტეცენტრიკით მკურნალობისას (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი მიოზიტის ნიშნებსა და სიმპტომებზე (იხილეთ ასევე „იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი“ ამ ნაწილში).

თუ პაციენტს განუვითარდება მიოზიტის ნიშნები და სიმპტომები, უნდა ჩატარდეს მჭიდრო მონიტორინგი და პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს სპეციალისტს შეფასებისა და მკურნალობისთვის.ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს მე -2 ან მე–3 ხარისხის მიოზიტის დროს და უნდა დავიწყოთ კორტიკოსტეროიდებით თერაპია (1-2 მგ/კგ/დღეში პრედნიზონი ან მისი ექვივალენტი). თუ სიმპტომები გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე, კორტიკოსტეროიდები უნდა შემცირდეს, როგორც ეს კლინიკურად არის ნაჩვენები/მითითებული. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პერორალური პრედნიზონის ან ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე–4 ხარისხის ან მე–3 ხარისხის განმეორებითი მიოზიტის შემთხვევაში, ან როდესაც შეუძლებელია კორტიკოსტეროიდული დოზის შემცირება პრედნიზონის≤ 10 მგ-მდე დღეში, დაწყებიდან 12 კვირის განმავლობაში.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS) შემთხვევები და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი სავარაუდო კანის მწვავე რეაქციების გამოსავლენად და სხვა მიზეზების გამოსარიცხად. SCAR– ის სავარაუდო შემთხვევების დროს, პაციენტებმა უნდა მიმართონ სპეციალისტს შემდგომი დიაგნოსტიკისა და მართვისათვის.

გვერდითი რეაქციის სიმძიმის გათვალისწინებით, ატეზოლიზუმაბი უნდა შეწყდეს კანის მე –3 ხარისხის რეაქციების დაფიქსირების შემთხვევაშიდა უნდა დავიწყოთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა 1-2 მგ/კგbw//დღეში პრედნიზონის ან ექვივალენტის დოზით. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, თუ გვერდითი მოვლენა გაუმჯობესდება ≤ 1 ხარისხამდე 12 კვირის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდები შემცირდება პრედნიზონის ან მისი ექვივალენტის ≤ 10 მგ-მდე დღეში. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე –4 ხარისხის კანის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში და უნდა დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები.

ატეზოლიზუმაბი უნდა შევაჩეროთ იმ პაციენტებში, რომლებსაც სავარაუდოდ შეიძლება ქონდეთ SJS ან TEN. დადასტურებული SJS ან TEN– ის შემთხვევების დროს კი, ატეზოლიზუმაბით თერაპია სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ატეზოლიზუმაბის გამოყენებისას იმ პაციენტში, რომელსაც ადრე გამოუვლინდათ კანის მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი რეაქცია სხვა იმუნოსტიმულატორული ანტიკანცეროგენული საშუალებებით მკურნალობის დროს.

იმუნური სისტემით გამოწვეული პერიკარდიუმის დარღვევები

ატეზოლიზუმაბით მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა პერიკარდიული დარღვევები, მათ შორის პერიკარდიტი, პერიკარდიული გამონაჟონი და გულის ტამპონადა, რომელთაგან ზოგიერთი იწვევს ფატალურ შედეგებს, (იხ. ნაწილი 4.8). პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ პერიკარდიუმის დარღვევების კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებზე.

1 ხარისხის პერიკარდიტზე ეჭვის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ კარდიოლოგის დროულ კონსულტაციას დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩათვლით, მიმდინარე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით. ≥ 2 ხარისხის პერიკარდიუმის საეჭვო დარღვევების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ატეზოლიზუმაბით მკურნალობა, უნდა დაიწყოს სწრაფი მკურნალობა სისტემური კორტიკოსტეროიდებით დოზით 1-დან 2 მგ/კგ წონაზე/დღეში პრედნიზონი ან ექვივალენტი და დაუყოვნებელივ უნდა მივმართოთ კარდიოლოგის კონსულტაციას დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩათვლით მიმდინარე კლინიკური გაიდლაინების მიხედვით . პერიკარდიუმის დაზიანების დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ატეზოლიზუმაბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს ≥ 2 ხარისხის პერიკარდიალური დარღვევების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.2).

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH), ფატალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს (იხ. ნაწილი 4.8). HLH უნდა განიხილებოდეს, როდესაც ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომის გამოვლინება ატიპიური ან გახანგრძლივებულია. პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ HLH-ის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. HLH-ის ეჭვის შემთხვევაში, ატეზოლიზუმაბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს და პაციენტები უნდა გადამისამართდნენ სპეციალისტთან შემდგომი დიაგნოსტიკისა და მართვისთვის.

იმუნოგანპირობებული მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომი

ატეზოლიზუმაბის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში და კლინიკურ კვლევებში აღინიშნა მიოკარდიტ-მიოზიტ-მიასთენია გრავისის გადაფარვის სინდრომის შემთხვევები (რომლებიც ვლინდებოდა ორი ან სამივე მდგომარეობის თანაარსებობით), მათ შორისაა ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევებიც. დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ადრეული ამოცნობა და აქტიური მართვა.

მნიშვნელოვანია იმ გადამფარავი სიმპტომების ამოცნობა, რომლებმაც შესაძლოა გაართულოს დიაგნოსტიკა და მართვა და გაზარდოს სიკვდილიანობის რისკი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ერთ-ერთი მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები, ასევე უნდა დააკვირდნენ დანარჩენი ორი მდგომარეობის არსებობას და უმკურნალონ კლინიკური სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. ცალკეული მდგომარეობებისთვის (მიოკარდიტი, მიოზიტი, მიასთენია გრავისი) დოზის მოდიფიკაციის შესახებ რეკომენდებული სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ მუხლში 4.2, ცხრილი 2; იხელმძღვანელეთ ყველაზე მკაცრი რეკომენდაციები.

სხვა იმუნური გვერდითი რეაქციები

ატეზოლიზუმაბის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, შეიძლება განვითარდეს სხვა პოტენციური იმუნური გვერდითი რეაქციები, მათ შორის არაინფექციური , უვეიტი და ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.

შეაფასეთ იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ყველა საეჭვო არასასურველი რეაქცია სხვა მიზეზების გამოსარიცხად. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ იმუნური გვერდითი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად და გამოვლენილი რეაქციის სიმძიმის მიხედვით, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზის მოდიფიცირებით/ცვლილებებით და კორტიკოსტეროიდებით, კლინიკური სურათის მიხედვით სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით (იხ. ქვეთავები 4.2 და 4.8).

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის გამოყენების დროს (იხ. ქვეთავი 4.8).

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, ანაფილაქსისის ჩათვლით დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის გამოყენების დროს (იხ. ქვეთავი 4.8).

ინფუზიის სიჩქარე უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეჩერდეს 1-ლი ან მე-2 ხარისხის ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მქონე პაციენტებში. ატეზოლიზუმაბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს მე-3 ან მე-4 ხარისხის ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მქონე პაციენტებში . 1 -ლი ან მე-2 ხარისხის ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მქონე პაციენტებმა შეიძლება გააგრძელონ ატეზოლიზუმაბის მიღება მჭიდრო მონიტორინგის თანხლებთ; შეიძლება განიხილებოდეს პრემედიკაცია სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური საშუალებებით.

დაავადების სპეციფიკური სიფრთხილის ზომები

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად ფილტვის მეტასტაზური არა-ბრტყელუჯრედული არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) შემთხვევაში

მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა ყურადღებით უნდა გაითვალისწინონ ატეზოლიზუმაბის, ბევაციზუმაბის, პაკლიტაქსელის და კარბოპლატინის, ოთხი წამლის რეჟიმის კომბინირებული რისკების არსებობა (იხ. ქვეთავი 4.8).

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ნაბ-პაკლიტაქსელთან ერთად მეტასტაზური სამმაგ-ნეგატიური ძუძუს კიბოს დროს (TNBC)

ნეიტროპენია და პერიფერიული ნეიროპათიები, რომლებიც ვლინდება ატეზოლიზუმაბით და ნაბ-პაკლიტაქსელით მკურნალობისას შეიძლება შექცევადი იყოს ნაბ-პაკლიტაქსელის შეწყვეტის შემდეგ. სასურველია, რომ ექიმებმა მიმართონ ნაბ-პაკლიტაქსელის პროდუქტის მახასიათებლების მოკლე შინაარსს (SmPC) ამ მედიკამენტის განსაკუთრებული სიფრთხილის და უკუჩვენებების დასაზუსტებლად.

ატეზოლიზუმაბის გამოყენება უროთელიალური კარცინომის მქონე ადრე არანამკურნალევი პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ცისპლატინით მკურნალობა დაუშვებლია

IMvigor210 ჯგუფი 1 საკვლევი პოპულაციის საწყისი და დაავადების პროგნოზული მახასიათებლები საერთო იყო კლინიკაში იმ პაციენტებისთვის, რომლებიც განიხილებოდნენ ცისპლატინის თერაპიისთვის შეუსაბამოდ, თუმცა თავისუფლად მიიღებდნენ კარბოპლატინზე დაფუძნებულ კომბინირებულ ქიმიოთერაპიას. არ არის საკმარისი მონაცემები პაციენტთა ქვეჯგუფისთვის, რომელიც შეუფერებელი იქნებოდა ნებისმიერი ქიმიოთერაპიული კურსისთვის; ამიტომ ატეზოლიზუმაბი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში, რისკებისა და სარგებლის პოტენციური ბალანსის ფრთხილად განხილვის შემდეგ ინდივიდუალურად.

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

პაციენტები NSCLC– ით, რომლებსაც ჰქონდათ სიმსივნის მკაფიო ინფილტრაცია გულმკერდის მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებში ან აღენიშნებოდათ ფილტვის დაზიანებული უბნების მკაფიო კავიტაცია, როგორც ეს ჩანს სურათზე, გამოირიცხებოდნენ IMpower150– ის ძირითადი კლინიკური კვლევიდან ფილტვის ფატალური სისხლდენის რამდენიმე შემთხვევის შემდგომ, რაც ცნობილი რისკის ფაქტორია ბევაციზუმაბით მკურნალობის დროს.

საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, ატეზოლიზუმაბი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ პოპულაციებში, პაციენტისთვის სარგებლის და რისკების ბალანსის ფრთხილად შეფასების შემდეგ.

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად NSCLC– ით დაავადებულ EGFR+ პაციენტებში, რომლებიც პროგრესირებენ ერლოთინიბს + ბევაციზუმაბის თერაპიის მიღების შემდეგ

კვლევაში IMpower150, არ არსებობს მონაცემები ატეზოლიზუმაბის ეფექტურობის შესახებ ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან კომბინაციაში EGFR+ პაციენტებში, რომლებიც ადრე პროგრესირებდნენ ერლოტინიბ+ბევაციზუმაბზე.

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ბევაციზუმაბთან ერთად ჰეპატოცელულური კარცინომის მქონე პაციენტებში( HCC)

მონაცემები HCC პაციენტებში Child-Pugh B ღვიძლის დაავადებით, რომლებიც მკურნალობდნენ ატეზოლიზუმაბით ბევაციზუმაბთან ერთად ძალიან შეზღუდულია და ამჟამადაც არ არსებობს მონაცემები აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში.

ბევაციზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებს აღენიშნებათ სისხლდენის რისკი და შესაბამისად აღნიშნულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰეპატოცელულური კარცინომა (HCC), და რომლებიც მკურნალობდნენ ატეზოლიზუმაბით ბევაციზუმაბთან ერთად კომბინაციაში დაფიქსირდა კუჭ -ნაწლავის მძიმე სისხლდენის შემთხვევები, მათ შორის ფატალური მოვლენები. HCC– ის მქონე პაციენტებში საყლაპავის ვარიკოზული ვენების სკრინინგი უნდა ჩატარდეს კლინიკური პრაქტიკის მიხედვით ატეზოლიზუმაბისა და ბევაციზუმაბის კომბინაციით მკურნალობის დაწყებამდე. ბევაციზუმაბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მე –3 ანმე –4 ხარისხის სისხლდენის შემთხვევების კომბინირებული მკურნალობის შედეგად. გთხოვთ ინფორმაციისთვის მიმართოთ ბევაციზუმაბის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებას.

შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამოვლინდეს ატეზოლიზუმაბით ბევაციზუმაბთან ერთად მკურნალობისას. ექიმებმა უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე ატეზოლიზუმაბით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად, ატეზოლიზუმაბის ბევაციზუმაბთან ერთად გამოყენებისას, როგორც ეს კლინიკურად არის მითითებული.

ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიის სახით გამოყენება , პირველი რიგის მკურნალობის შემთხვევაში მეტასტაზური ფილტვის წვრილუჯრედული (NSCLC )კიბოს დროს

პირველი რიგის მკურნალობის დაწყებამდე , ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას NSCLC პაციენტებში ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ატეზოლიზუმაბის ეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებული სახით . რანდომიზაციის შემდეგ 2.5 თვის განმავლობაში სიკვდილიანობის უფრო მაღალი სიხშირე, (რასაც მოჰყვებოდა გრძელვადიანი გადარჩენის სარგებელი,) დაფიქსირდა ატეზოლიზუმაბის შემთვევაში ქიმიოთერაპიასთან შედარებით. ადრეულ სიკვდილთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტორ (ებ)ის იდენტიფიცირება არ მოხდა (იხ. ქვეთავი 5.1).

კლინიკური კვლევებიდან გამორიცხული პაციენტები

შემდეგი პირობების მქონე პაციენტები გამორიცხული იყო კლინიკური კვლევებიდან: ანამნეზში აუტოიმუნური დაავადება და პნევმონიტი, ასევე თავის ტვინის აქტიური მეტასტაზები, ECOG PS ≥ 2 (გარდა პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ გავრცელებული/შორსწასული NSCLC, რომლებსაც არ შეესაბამებათ პლატინაზე დაფუძნებული თერაპია), აივ HIV-ინფექცია, B ჰეპატიტიან C ჰეპატიტი (არა HCC პაციენტებისთვის), გულ-სისხლძარღვთა მნიშვნელოვანი დაავადებები და პაციენტები არაადეკვატური ჰემატოლოგიური მაჩვენებლებით დ end-organ function (ორგანოს ტერმინალური ფუნქციით). პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ცოცხალი, შესუსტებული ვაქცინით აცრა კვლევაში ჩართვამდე 28 დღით ადრე; ასევე ვისაც მიღებული ქონდა სისტემური იმუნოსტიმულატორული საშუალებები 4 კვირის განმავლობაში ან სისტემური იმუნოსუპრესიული მედიკამენტები 2 კვირის განმავლობაში კვლევაში ჩართვამდე; ასევე გამოირიცხნენ კლინიკური კვლევებიდან ის პაციენტები ვისაც მიღებული ქონდათ თერაპიული პერორალური ან ინტრავენური ანტიბიოტიკები კვლევაში მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს პოლისორბატ 20-ს. ტეცენტრიკ 1 875 მგ საინექციო ხსნარის თითოეული ფლაკონი შეიცავს 9 მგ პოლისორბატ 20-ს, რაც 0.6 მგ/მლ-ს ექვივალენტურია. პოლისორბატ 20-მა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

პაციენტის ბარათი

ექიმმა უნდა განიხილოს პაციენტთან ტეცენტრიკ-თერაპიის რისკები. პაციენტს გადაეცემა პაციენტის ბარათი, რომელიც მუდამ თან უნდა ატაროს.

  • 5 ურთიერთქმედება სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ატეზოლიზუმაბის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესასწავლი ფორმალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც ატეზოლიზუმაბი კატაბოლიზმის გზით ცირკულაციიდან გამოიყოფა, მეტაბოლური წამალთაშორისი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

თავიდან უნდა იქნას აცილებული სისტემური კორტიკოსტეროიდების ან იმუნოსუპრესორების გამოყენება ატეზოლიზუმაბის დაწყებამდე ფარმაკოდინამიკურ მოქმედებაში მათი პოტენციური ჩარევისა და ატეზოლიზუმაბის ეფექტურობის გამო. თუმცა, სისტემური კორტიკოსტეროიდები ან სხვა იმუნოსუპრესანტები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნური გვერდითი რეაქციების სამკურნალოდ ატეზოლიზუმაბის დაწყების შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.4).

  • 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ტეცენტრიკით მკურნალობის მანძილზე და ბოლო დოზიდან კიდევ 5 თვის განმავლობაში მაინც უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფციის მეთოდი.

ორსულობა

არ არსებობს ტეცენტრიკის კლინიკური კვლევები ორსული ქალების მონაწილეობით. ატეზოლიზუმაბის მონაწილეობით განვითარების და რეპროდუქციული კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PD– ის L1/PD 1 გზის დათრგუნვამ თაგვის ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს განვითარებადი ნაყოფის იმუნური პროცესებით განპირობებული ნაყოფის მოცილება, რასაც მოჰყვება ნაყოფის სიკვდილი (იხ. ქვეთავი 5.3). ეს შედეგები მიუთითებს პოტენციურ რისკზე, მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რომ ორსულობის დროს ატეზოლიზუმაბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, მათ შორის აბორტის ან მკვდრადშობადობის გაზრდილი მაჩვენებელი,

ცნობილია, რომ ადამიანის იმუნოგლობულინები G1 (IgG1) გადის პლაცენტურ ბარიერს და ატეზოლიზუმაბი სწორედაც რომ არის IgG1; ამიტომ, ატეზოლიზუმაბს აქვს დედიდან განვითარებადი ნაყოფისთვის გადაცემის უნარი/პოტენციალი.

ტეცენტრიკი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ატეზოლიზუმაბით მკურნალობას.

მეძუძური დედები

უცნობია, ხდება თუ არა ატეზოლიზუმაბის ექსკრეცია რძეში. ატეზოლიზუმაბი არის მონოკლონური ანტისხეული და სავარაუდოა, რომ იგი გამოვლინდეს დედის რძის პირველ პორციებში და შემდგომ შედარებით მცირე შემცველობით. და შესაბამისად არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული შეწყვიტონ თუ არა ძუძუთი კვება ან შეწყვიტონ თუ არა ტეცენტრიკით მკურნალობა ბავშვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის ტეცენტრიკით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ნაყოფიერება

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ატეზოლიზუმაბის ნაყოფიერებაზე შესაძლო გავლენის შესახებ. გარდა ამისა, ატეზოლიზუმაბის მონაწილეობით რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის კვლევები არ ჩატარებულა; თუმცა, 26-კვირიანი განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევის საფუძველზე, ცნობილია რომ ატეზოლიზუმაბი ახდენდა გავლენას მენსტრუალურ ციკლებზე შეფასებულ AUC-ზე რაც დაახლოებით 6-ჯერ მეტი იყო იმ პაციენტების AUC-ის, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ დოზას და ამასთან მაჩვენებელი იყო შექცევადი (იხ. ქვეთავი 5.3). მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.

  • 7 სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება

ტეცენტრიკს აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ დაღლილობა, უნდა გააფრთხილონ, რომ არ მართონ მანქანა და არ გამოიყენონ მანქანა დანადგარები სიმპტომების გაქრობამდე (იხ. ქვეთავი 4.8).

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

მონოთერაპიის სახით ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოების შეფასება ემყარება 5,039 სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტის გაერთიანებული მონაცემებიდან მიღებულ შედეგებს რომლებიც შეყვანილ იქნა ატეზოლიზუმაბით ინტრავენურად და 247 პაციენტში NSCLC-ით, რომლებსაც მიიღეს ატეზოლიზუმაბი კანქვეშ. ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები (> 10%) იყო დაღლილობა (29.3%), მადის დაქვეითება (20.1%), გამონაყარი (19.7%), გულისრევა (18.8%), ხველა (18.2%) დიარეა (18.1%), პირექსია (17.9%), ართრალგია (16.2%), ქოშინი (16.6%), ქავილი (13.3%), ასთენია (13.0%), ზურგის ტკივილი (12.2%), ღებინება (11.7%), საშარდე გზების ინფექცია (11%) და თავის ტკივილი (10.2%).

ინტრავენური ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოება, როდესაც აღნიშნულ მედიკამენტს პაციენტები იღებდნენ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შეფასებულია 4 535 სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტში . ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (≥ 20%) იყო ანემია (36.8%), ნეიტროპენია (36.6%), გულისრევა (35.5%), დაღლილობა (33.1%), ალოპეცია(28.1%), გამონაყარი (27.8%), დიარეა (27.6%) თრომბოციტოპენია (27.1%), ყაბზობა (25.8%), მადის დაქვეითება (24.7%) და პერიფერიული ნეიროპათია (24.4%).

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის უსაფრთხოების პროფილი მთლიანობაში მსგავსი იყო ინტრავენური ფორმულირების უსაფრთხოების ცნობილი პროფილის, ინექციის ადგილზე რეაქციის დამატებითი გვერდითი რეაქციით (4.5% კანქვეშა ტეცენტრიკის ჯგუფში vs 0% ინტრავენური ატეზოლიზუმაბის ჯგუფში).

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ადიუვანტური NSCLC -ის დროს

ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოების პროფილი ადიუვანტური რეჟიმის დროს ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების პოპულაციაში (IMpower010) ზოგადად შეესაბამებოდა უსაფრთხოების საერთო გაერთიანებულ მონოთერაპიის პროფილს ადიუვანტური რეჟიმის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ატეზოლიზუმაბის იმუნური გვერდითი რეაქციების სიხშირე IMpower010-ში იყო 51.7% 38.4%-თან შედარებით რაც დაფიქსირდა გავრცელებული (შორსწასული) დაავადების მქონე, მონოთერაპიის გაერთიანებულ პოპულაციაში. ახალი იმუნური გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა ადიუვანტური რეჟიმის დროს.

ატეზოლიზუმაბის გამოყენება ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად

პირველი რიგის NSCLC კვლევაში (IMpower150), საერთო ჯამში გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა ოთხი წამლის რეჟიმში, კერძოდ ატეზოლიზუმაბის, ბევაციზუმაბის, პაკლიტაქსელისა და კარბოპლატინის გამოყენებისას ატეზოლიზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან შედარებით; აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოიცავდა მე- 3 და მე- 4 ხარისხის მოვლენებს ( 63.6% შედარებით 57.5%-თან), ასევე მე-5 ხარისხის მოვლენებს (6.1% 2.5%-თან შედარებით), ატეზოლიზუმაბთან დაკავშირებულ განსაკუთრებული ინტერესის მქონე გვერდით მოვლენებს (52.4% 48.0%-თან შედარებით) დაგვერდით მოვლენებს, რომლებიც იწვევდა ნებისმიერი საკვლევი მკურნალობის შეწყვეტას (33.8 % შედარებით 13.3%-თან). გულისრევა, დიარეა, სტომატიტი, დაღლილობა, პირექსია, ლორწოვანის ანთება, მადის დაქვეითება, წონის დაკლება, ჰიპერტენზია და პროტეინურია დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით (5% განსხვავება) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს ბევაციზუმაბთან, პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა ატეზოლიზუმაბის, ბევაციზუმაბის, პაკლიტაქსელოსა და კარბოპლატინის ჯგუფში, იყო ეპისტაქსისი(ცხვირიდან სისხლდენა), ჰემოპტიზი(სისხლიანი ხველა), ცერებროვასკულარული მოვლენები, მათ შორის ფატალური მოვლენები.

დამატებითი დეტალები სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ მოცემულია ქვეთავში 4.4

გვერდითი რეაქციების ცხრილი

ატეზოლიზუმაბის (ინტრავენური ან კანქვეშა) მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით მიღების შემთხვევაში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ADR) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასიფიკაციის (SOC) და სიხშირის კატეგორიების მიხედვით ცხრილში 3-ში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც ცნობილია, რომ ვლინდება მონო აგენტის სახით ატეზოლიზუმაბის ან ქიმიოთერაპიის მიღების დროს, შეიძლება დაფიქსირდეს ასევე ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაშიც, თუნდაც ეს რეაქციები არ გამოვლენილიყო კომბინირებული თერაპიის კლინიკურ კვლევებში. სიხშირის შესაბამისი კატეგორია წამლის ყოველი გვერდითი რეაქციისათვის ეფუძნება შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 -დან<1/10-მდე), არც თუ ისე ხშირი (≥1/1,000 -დან<1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან<1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეული დაჯგუფების ფარგლებში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის შემცირების მიხედვით.

ცხრილი 3. გვერდითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც გამოუვლინდათ პაციენტებს ატეზოლიზუმაბით მკურნალობისას

ატეზოლიზუმაბის მონოთერაპია

ატეზოლიზუმაბი კომბინირებულ თერაპიაში

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირი

საშარდე გზების ინფექციაa

ფილტვების ინფექციაb

ხშირი

სეფსისი aj

იშვიათი

ციტომეგალოვირუსული ინფექცია

ციტომეგალოვირუსული ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ანემია, თრომბოციტოპენია d, ნეიტროპენია e, ლეიკოპენია f

ხშირი

თრომბოციტოპენია d, ნეიტროპენიაe

ლიმფოპენია g

იშვიათი

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიაaw

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიაaw

იმუნური სისტემის დარღვევები

ხშირი

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია h

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია h

იშვიათი

sarcoidosis სარკოიდოზიas

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან ხშირი

ჰიპოთირეოზი i

ხშირი

ჰიპოთირეოზი i, ჰიპერთირეოზი j

ჰიპერთირეოზი j

არახშირი

შაქრიანი დიაბეტი k , თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა l

იშვიათი

ჰიპოფიზიტიm

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

დაქვეითებული მადა

დაქვეითებული მადა

ხშირი

ჰიპოკალიემია ae, ჰიპონატრიემია af, ჰიპერგლიკემია, ჰიპოალბუმინემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალციემია

ჰიპოკალიემია ae, ჰიპონატრიემია af, ჰიპომაგნიემიაn, ჰიპოალბუმინემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალციემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

პერიფერიული ნეიროპათიაo, თავის ტკივილი

ხშირი

სინკოპე, თავბრუსხვევა

არახშირი

გილენ ბარის სინდრომი p, მენინგოენცეფალიტი q

იშვიათი

მიასთენიური სინდრომიr , სახის პარეზი, მიელიტი

სახის პარეზი

თვალის დარღვევები

არახშირი

უვეიტიat

იშვიათი

უვეიტიat

გულის დარღვევები

იშვიათი

მიოკარდიტი s

ხშირი

პერიკარდიუმის დარღვევებიao

არახშირი

პერიკარდიუმის დარღვევებიao

სისხლძარღვთა დარღვევები

ძალიან ხშირი

ჰიპერტენზიაai

ხშირი

ჰიპოტენზია

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ძალიან ხშირი

ქოშინი, ხველა

ქოშინი, ხველა, ნაზოფარინგიტი ვარam

ხშირი

პნევმონიტიt, ჰიპოქსიაag, ნაზოფარინგიტიam

დისფონია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა, ღებინება, დიარეაu

გულისრევა, ღებინება დიარეაu, ყაბზობა,

ხშირი

კოლიტიv, მუცლის ტკივილი, დისფაგია, ოროფარინგეალური ტკივილიw, მშრალი პირი

სტომატიტი, დისგეუზია

არახშირი

პანკრეატიტი x

იშვიათი

ცელიაკია

ცელიაკია

ჰეპატობილიარული დარღვევა

ხშირი

AST გაიზარდა, ALT გაიზარდა, ჰეპატიტიy

AST გაიზარდა, ALT გაიზარდა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

გამონაყარიz, ქავილი

გამონაყარიz, ქავილი ალოპეციაah

ხშირი

მშრალი კანიaq

არახშირი

მძიმე კანის გვერდითი რეაქციებიak, ფსორიაზი an

ლიქენის დარღვევები ar

მძიმე კანის გვერდითი რეაქციებიak, ფსორიაზიan

იშვიათი

პემფიგოიდი

პემფიგოიდი ლიქენის დარღვევები ar

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ართრალგია, ზურგის ტკივილი

ართრალგია, კუნთოვანი ტკივილიaa, ზურგის ტკივილი

ხშირი

კუნთოვანი ტკივილიaa, ართრიტიau

ართრიტიau

არახშირი

მიოზიტი ab, ტენოსინოვიტიav

ტენოსინოვიტიav

თირკმელებისა და შარდის დარღვევები

ხშირი

გაიზარდა სისხლში კრეატინინი c

პროტეინურია ac სისხლში კრეატინინი გაიზარდაc

არახშირი

ნეფრიტი ad

უცნობი სიხშირე

ცისტიტი არაინფექციურიal

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები

ძალიან ხშირი

პირექსია, დაღლილობა, ასთენია

პირექსია, დაღლილობა, ასთენია, პერიფერიული შეშუპება

ხშირი

გრიპის მსგავსი ავადმყოფობა, შემცივნება, რეაქცია ინექციის ადგილზეap

გამოკვლევები

ხშირი

გამაგლუტამილტრანსფერაზის მომატება

სისხლში ტუტე ფოსფატაზა გაიზარდა, გამაგლუტამილტრანსფერაზის მომატება

არახშირი

სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას გაზრდა

a. შეიცავს საშარდე გზების ინფექციას, ცისტიტს, პიელონეფრიტს, საშარდე გზების ეშერიხიით გამოწვეულ ინფექციას, ბაქტერიულ საშარდე გზების ინფექციას, თირკმელების ინფექციას, მწვავე პიელონეფრიტს, ქრონიკულ პიელონეფრიტს, პიელიტს, თირკმლის აბსცესს, საშარდე გზების სტრეპტოკოკულ ინფექციას, ურეთრიტს, საშარდე გზების სოკოვან ინფექციას, საშარდე გზების ფსევდომონალურ ინფექციას.

b. შეიცავს პნევმონიის, ბრონქიტის, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის, პლევრის ინფექციური გამონადენის, ტრაქეობრონქიტის, ატიპიური პნევმონიის, ფილტვის აბსცესის, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავება, პარაკანცერული პნევმონიის, პიოპნევმოთორაქსის, პლევრის ინფექციის შესახებ ინფორმაციას. პროცედურის შემდგომი პნევმონია.

c შეიცავს შეტყობინებებს სისხლში კრეატინინის მომატების, ჰიპერკრეატინემიის შესახებ

d მოიცავს თრომბოციტოპენიის, (მოხსენებულია გაერთიანებული მონაცემთა ბაზის გარეთ ჩატარებულ კვლევებში), თრომბოციტების რაოდენობის შემცირების შესახებ შეტყობინებებს.

e შეიცავს ნეიტროპენიის, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითების, ფებრილური ნეიტროპენიის, ნეიტროპენიული სეფსისის, გრანულოციტოპენიის შესახებ შეტყობინებებს.

f მოიცავს შეტყობინებებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების, ლეიკოპენიის შესახებ

gშეიცავს ლიმფოპენიის შეტყობინებებს, ასევე, ლიმფოციტების რაოდენობის შემცირების შესახებ .

h შეიცავს შეტყობინებებს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციის, ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომის, ჰიპერმგრძნობელობის, ანაფილაქსიის შესახებ.

i შეიცავს შეტყობინებებს ანტი-თირეოიდული ანტისხეულების, დადებითი აუტოიმუნური ჰიპოთირეოზის, აუტოიმუნური თირეოიდიტის, სისხლის ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონული შემცირების, სისხლის ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის მომატების, ეუთირეოიდული სინდრომის, ჩიყვის, ჰიპოთირეოზის, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ჰიპოთირეოზის, იმუნურად განპირობებული თირეოიდიტის, მიქსედემის, პირველადი ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცირება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შესაფასებელი ტესტების დეფექტების, თირეოიდიტი, მწვავე თიროიდიტის, თიროქსინის დაქვეითების, თავისუფალი თიროქსინის დაქვეითების, თავისუფალი თიროქსინის მომატების, თიროქსინის მომატების, ტრიიოდთირონინის დაქვეითების, თავისუფალი ტრიიოდთირონინის მომატების, თავისუფალი ტრიიოდთირონინის დაქვეითების, თავისუფალი ტრიიოდთირონინის მომატების, ჩუმი თირეოიდიტის.

j მოიცავს ჰიპერთირეოზის, ბაზედოვის დაავადების, ენდოკრინული ოფთალმოპათიის, ეგზოფთალმოზის შეტყობინებებს.

k მოიცავს ცნობებს შაქრიანი დიაბეტის, 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, დიაბეტური კეტოაციდოზის, კეტოაციდოზის შესახებ.

l შეიცავს შეტყობინებებს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, სისხლში კორტიკოტროპინის შემცირების, გლუკოკორტიკოიდული დეფიციტის, პირველადი თირკმელზედა უკმარისობის, მეორადი ადრენოკორტიკალური უკმარისობის შესახებ.

m შეიცავს შეტყობინებებს/ანგარიშებს ჰიპოფიზიტის, ჰიპოპიტუიტარიზმი, მეორადი ადენოკორტიკული უკმარისობა ,ტემპერატურის რეგულირების დარღვევის შესახებ.

n შეიცავს შეტყობინებებს ჰიპომაგნიემიის, სისხლში მაგნიუმის დაქვეითების შესახებ.

oმოიცავს პერიფერიული ნეიროპათიის, აუტოიმუნური ნეიროპათიის, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის, პოლინეიროპათიის, ჰერპეს ზოსტერის, პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის, ნევრალგიური ამიოტროფიის, პერიფერიული სენსო-მოტორული ნეიროპათიის, ტოქსიკური ნეიროპათიის, აქსონალური ნეიროპათიის, ლუმბოსაკრალური პლექსოპათიის, ნეიროპათიული ართროპათიის, პერიფერიული ნერვული ინფექციის , ნევრიტის, იმუნური ნეიროპათიის შესახებ შეტყობინებებს.

p მოიცავს შეტყობინებებს გილენ ბარეს სინდრომის, აღმავალ ფლაციდურ დამბლას, დემიელინიზებელი პოლინეიროპათიის შესახებ.

q შეიცავს შეტყობინებებს/ანგარიშებს ენცეფალიტის,აუტოიმუნური ენცეფალიტი მენინგიტის, ასეპტიური მენინგიტის, ფოტოფობიის შესახებ.

r შეიცავს შეტყობინებებს/ანგარიშებს მიასთენია გრავისის შესახებ.

sშეიცავს მიოკარდიტის, აუტოიმუნური მიოკარდიტის და იმუნური მიოკარდიტის შესახებ შეტყობინებებს.

t შეიცავს პნევმონიტის, ფილტვების ინფილტრაციის, ბრონქიოლიტის, იმუნურად განპირობებული ფილტვის დაავადება, იმუნურად განპირობებული პნევმონიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ალვეოლიტის, ფილტვების გამჭვირვალობის, პულმონალური ფიბროზის, პულმონალური ტოქსიკურობა, რადიაციული პნევმონიტის შეტყობინებებს.

u შეიცავს შეტყობინებებს დიარეის, დეფეკაციის აუცილებლობის, ხშირი ნაწლავის მოძრაობის, კუჭ-ნაწლავის ჰიპერმოტორული აქტივობის შესახებ.

v მოიცავს შეტყოინებებს/ანგარიშებს კოლიტის, აუტოიმუნური კოლიტის, იშემიური კოლიტის, კოლიტის მიკროსკოპული დაზიანებების, წყლულოვანი კოლიტის, დივერსიული კოლიტის, ეოზინოფილური კოლიტის, იმუნური ენტეროკოლიტის შესახებ.

w მოიცავს ოროფარინგეალური ტკივილის, ოროფარინგეალური დისკომფორტის, ყელის გაღიზიანების შეტყობინებებს.

x მოიცავს აუტოიმუნური პანკრეატიტის, პანკრეატიტის, მწვავე პანკრეატიტის, ლიპაზის მომატების, ამილაზას მომატების შესახებ შეტყობინებებს.

y მოიცავს ასციტის, აუტოიმუნური ჰეპატიტის, ჰეპატური ციტოლიზის, ჰეპატიტის, მწვავე ჰეპატიტის, ტოქსიკური ჰეპატიტის, ჰეპატოტოქსიურობის, იმუნურად განპირობებული ჰეპატიტის, წამლისმიერი ღვიძლის დაზიანების, ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის სტეატოზის, ღვიძლის დაზიანების, საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენის, საყლაპავის ვარიკოზული სისხლჩაქცევების, სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის შესახებ შეტყობინებებს.

z მოიცავს ანგარიშებს აკნეს, ბუშტუკების, დერმატიტების, აკნეფორმული დერმატიტების, ალერგიული დერმატიტების, წამლისმიერი გამონაყარის, ეგზემის, ეგზემის ინფიცირების, ერითემის, ქუთუთოს ერითემის, ქუთუთოს გამონაყარის, ფიქსირებული გამონაყარის, ფოლიკულიტის, ფურუნკულის, ხელის დერმატიტის შესახებ, იმუნურად განპირობებული დერმატიტის, ტუჩის ბუშტუკების, პირის ღრუს სისხლიანი ბუშტუკების, პალმარ-პლანტარული ერითროდიზასთეზიის სინდრომის, პემფიგოიდის, გამონაყარის, ერითემატოზული გამონაყარის, მაკულარული გამონაყარის, მაკულო-პაპულარული გამონაყარის, ,,წითელას მსგავსი“ გამონაყარის, პაპულური გამონაყარის, პაპულოსქვამოზური გამონაყარის, ქავილიანი გამონაყარის, ვერცხლისწყლისებრი გამონაყარის , სებორეული დერმატიტის, კანის აქერცვლის, კანის ტოქსიური დაზიანების, კანის წყლულის, ვასკულარულად ხელმისაწვდომი ადგილის გამონაყარი (სისხლძარღვთა წვდომა არის ქირურგიულად შექმნილი ვენა, რომელიც გამოიყენება ჰემოდიალიზის დროს სისხლის ასაღებად და დასაბრუნებლად. გამონაყარის შესახებ.

aa შეიცავს შეტყობინებებს ძვალ-კუნთოვანი ტკივილის, მიალგიის, ძვლის ტკივილის შესახებ.

ab მოიცავს მიოზიტის, რაბდომიოლიზის, რევმატიული პოლიმიალგიის, დერმატომიოზიტის, კუნთების აბსცესის, შარდში მიოგლობინის არსებობის, მიოპათიის, პოლიმიოზიტის შესახებ შეტყობინებებს.

ac მოიცავს შეტყობინებებს პროტეინურიის, ცილოვანი შარდის, ჰემოგლობინურიის, შარდის პათოლოგიის, ნეფროზული სინდრომის, ალბუმინურიის შესახებ.

ad მოიცავს შეტყობინებებს აუტოიმუნური ნეფრიტის, ნეფრიტის, Henoch-Schonlein Purpura ნეფრიტის, პარანეოპლაზიური გლომერულონეფრიტის, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის შესახებ .

ae შეიცავს მოხსენებებს ჰიპოკალიემიის, სისხლში კალიუმის დონის შემცირების შესახებ

af შეიცავს შეტყობინებებს ჰიპონატრიემიის, სისხლში ნატრიუმის დაქვეითების შესახებ

ag შეიცავს შეტყობინებებს ჰიპოქსიის შესახებ, ჟანგბადის გაჯერების შემცირების, pO2 შემცირების შეახებ.

ah მოიცავს ალოპეციის, მადაროზის, არეატას ალოპეციის, ტოტალური ალოპეციის, ჰიპოტრიქოზის შესახებ შეტყობინებებს.

ai მოიცავს შეტყობინებებს ჰიპერტენზიის, არტერიული წნევის მომატების, ჰიპერტონული კრიზის, არტერიული წნევის სისტოლური ნაწილისმომატების, დიასტოლური ჰიპერტენზიის, არტერიული წნევის არასაკმარისად კონტროლის, ჰიპერტენზიული რეტინოპათიის, ჰიპერტონული ნეფროპათიის, ესენციური ჰიპერტენზიის, ორთოსტატული ჰიპერტენზიის შესახებ.

aj შეიცავს შეტყობინებებს სეფსისის, სეპტიური შოკის, უროსეფსისის, ნეიტროპენიური სეფსისის, ფილტვის სეფსისის, ბაქტერიული სეფსისის, კლებსიელას მიერ გამოწვეყლი სეფსისის, აბდომინური სეფსისის, კანდიდას მიერ გამოწვეული სეფსისის, ეშერიხიის მიერ გამოწვეული სეფსისის, ფსევდომონალური სეფსისის, სტაფილოკოკური სეფსისის შესახებ.

ak შეიცავს შეტყობინებებს ბულოზური დერმატიტის, ექსფოლიაციური გამონაყარის, მულტიფორმული ერითემის, ექსფოლიაციური გენერალიზებული დერმატიტის, კანის ტოქსიკური გამონაყარის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, წამლის რეაქციის ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზთან, კანის ვასკულიტთან დაკავშირებით.

al შეიცავს შეტყობინებებს არაინფექციური ცისტიტის და იმუნური ცისტიტის შესახებ.

am შეიცავს შეტყობინებებს ნაზოფარინგიტის, ცხვირის ლორწოვანის შეშუპებისა და რინორეის შესახებ.

an შეიცავს შეტყობინებებს ფსორიაზის, ფსორიაზული დერმატიტის შესახებ.

ao შეიცავს შეტყობინებებს პერიკარდიტის, პერიკარდიული გამონაჟონის, გულის ტამპონადისა და კონსტრიქციული პერიკარდიტის შესახებ.

ap მოხსენებული კვლევაში გაერთიანებული მონაცემთა ნაკრების მიღმა (კანქვეშა მიღებასთან დაკავშირებული). სიხშირე ეფუძნება ტეცენტრიკის საინექციო ხსნარის ზემოქმედებას IMscin001-ში და IMscin002-ში და მოიცავს შეტყობინებებს ინექციის ადგილზე რეაქციის, ინექციის ადგილზე ტკივილის, ინექციის ადგილზე ერითემის და ინექციის ადგილზე გამონაყარის შესახებ.

aq შეიცავს შეტყობინებებს კანის სიმშრალის, ქსეროზის შესახებ.

ar . მოიცავს შეტყონინებებს ლიქენოიდური კერატოზის, სკლეროზული ლიქენის და ბრტყელი ლიქენის შესახებ .

as მოიცავს სარკოიდოზის, ფილტვის სარკოიდოზის და ლიმფური კვანძის სარკოიდოზის შესახებ შეტყობინებებს.

at მოიცავს უვეიტის, ირიდოციკლიტის და ირიტის შესახებ შეტყობინებებს.

au მოიცავს ართრიტის, სახსრების შეშუპების, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, პოლიართრიტის, ხერხემლის ოსტეოართრიტის, აუტოიმუნური ართრიტის, იმუნური ართრიტის, სპონდილიტის, სახსრების ეფუზიის, ართროპათიის, ოლიგოართრიტის, რევმატული დაავადების შესახებ შეტყობინებებს.

av მოიცავს ტენდინიტის, მყესების ტკივილის, ტენოსინოვიტის და სინოვიტის შესახებ შეტყობინებებს.

aw მოიცავს შეტყობინებებს ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის, ჰემოლიზური ანემიის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთ გვერდით რეაქციაზე

ქვემოთ მოყვანილი მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიისას გამოვლენილ მნიშვნელოვან გვერდით რეაქციებზე. (იხ. ქვეთავი 5.1). ატეზოლიზუმაბით კომბინირებული მკურნალობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები განხილულია, თუ ისინი კლინიკურად რელევანტურად განსხვავდებოდნენ ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიისას გამოვლენილი გვერდითი რეაქციებისაგან. ამ გვერდითი რეაქციების მართვის სახელმძღვანელო მითითებები მოცემულია ქვეთავებში 4.2 და 4.4.

იმუნური პნევმონიტი

პნევმონიტი გამოუვლინდა ტეცენტრიკით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 3.0% (151/5,039). ამ პაციენტებს შორის სამი შემთხვევა იყო ფატალური. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 3.7 თვე (ფარგლები: 3 დღე - 29.8 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 1.7 თვე (ფარგლები 0 დღე- 27.8 + აღნიშნავს censored value-ს). პნევმონიტის გამო ტეცენტრიკის შეწყვეტა მოხდა 41 პაციენტში (0.8%). პნევმონიტი, რომელიც საჭიროებდა კორტიკოსტეროიდებს აღინიშნა ატეზოლიზუმაბის მიმღებ პაციენტთა 1.8% (92/5,039) -ში.

იმუნური ჰეპატიტი

ჰეპატიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 1.7% (88/5,039)-ს. 88 შემთხვევიდან სამი იყო ფატალური. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 1.4 თვე (ფარგლები 0 დღე - 26.3 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 1 თვე (ფარგლები 0 დღე - 52.1+ თვე; +აღნიშნავს censored value-ს). ჰეპატიტის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 46 (0.9%) პაციენტში. ჰეპატიტი, რომელიც საჭიროებდა კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნა პაციენტთა 2.6% (130/5,039) -ში.

იმუნური კოლიტი

კოლიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 1.2% (62/5039) -ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.5 თვე (ფარგლები 15 დღე - 36.4 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 1.4 თვე (ფარგლები: 3 დღე-50.2.+ თვე; +აღნიშნავს censored value-ს). კოლიტის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 24 (0.5%) პაციენტში. კოლიტი, რომელიც საჭიროებდა კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნა პაციენტთა 0.6% (30/5039) -ში.

იმუნური ენდოკრინოპათიები

თირეოიდული დარღვევები

ჰიპოთირეოზი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 8.5% (427/5,039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.2 თვე (ფარგლები 0 დღე- 38.5თვე). ჰიპერთირეოზი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 17.4% (86/495)-ს. ადიუვანტური რეჟიმის დროს NSCLC-ს მქონე პაციენტებში დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.0 თვე (ფარგლები 22 დღე-11.8 თვე).

ჰიპერთირეოზი დაფიქსირდა პაციენტთა 2.4%-ში (121/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას. დაწყების საშუალო დრო იყო 2.7 თვე (დიაპაზონი: 0 დღიდან 24.3 თვემდე). ჰიპერთირეოზი აღინიშნა პაციენტების 6.5%-ში (32/495), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას ადიუვანტური NSCLC-ის დროს. დაწყების საშუალო დრო იყო 2.8 თვე (დიაპაზონი: 1 დღიდან 9.9 თვემდე).

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 0.5% (25/5039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 6.2 თვე (ფარგლები: 3 დღე-21.4თვე). თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 5 (<0.1%) პაციენტში. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელსაც დასჭირდა კორტიკოსტეროიდები, გამოუვლინდა ტეცენტრიკის მიმღებ პაციენტთა 0.4% (20/5 039)-ს.

ჰიპოფიზიტი

ჰიპოფიზიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღები პაციენტების 0.2% (9/5 039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 5.3 თვე (ფარგლები: 21 დღე- 13.7 თვე). ექვს პაციენტს (0.1%) დასჭირდა კორტიკოსტეროიდები და ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეწყდა ერთ პაციენტში(<0.1%).

ჰიპოფიზიტი დაფიქსირდა პაციენტების 1.4%-ში (15/1 093), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს პაკლიტაქსელთან ერთად, რასაც მოჰყვა ატეზოლიზუმაბი, დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი და ციკლოფოსფამიდი. დაწყების მედიანური დრო იყო 3.8 თვე (დიაპაზონი: 2.4-დან 10.7 თვემდე). თერთმეტ პაციენტს (1.0%) დასჭირდა კორტიკოსტეროიდების გამოყენება. ატეზოლიზუმაბით მკურნალობა შეწყვეტილი იყო 7 (0.6%) პაციენტში.

ჰიპოფიზიტი გამოუვლინდათ იმ პაციენტთა 0.8% (3/393) -ს, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს კომბინაციაში ბევაციზუმაბთან პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან. დაწყებამდე საშუალო დრო ოყო 7.7 თვე (ფარგლები: 5.0 - 8.8 თვე). ორ პაციენტს დასჭირდა კორტიკოსტეროიდები.

ჰიპოფიზიტი დაფიქსირდა პაციენტთა 0.4%-ში (2/473), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს ნაბ-პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან ერთად. მოვლენის დაწყების საშუალო დრო იყო 5.2 თვე (დიაპაზონი: 5.1 -დან 5.3 თვემდე). ორივე პაციენტი საჭიროებდა კორტიკოსტეროიდების გამოყენებას.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 0.6% (30/5,039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 5.5 თვე (ფარგლები: 3 დღე-29.0თვე). შაქრიანი დიაბეტის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა <0.1% (3/5 039) პაციენტში. ოთხ (<0.1%) პაციენტს დასჭირდა კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

შაქრიანი დიაბეტი დაფიქსირდა HCC პაციენტთა 2.0% -ში (10/493), რომლებმაც მიიღეს ატეზოლიზუმაბი ბევაციზუმაბთან ერთად. მოვლენის დაწყების საშუალო დრო იყო 4.4 თვე (დიაპაზონი: 1.2 თვე - 8.3 თვე). შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის არცერთ შემთხვევაში არ გახდა საჭირო ატეზოლიზუმაბის მოხსნა.

იმუნური მენინგოენცეფალიტი

მენინგოენცეფალიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 0.4% (22/5 039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 15 დღე (ფარგლები: 0 დღე - 12.5 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 24 დღე (ფარგლები:6 დღე - 14.5+ თვე; + აღნიშნავს censored value-ს).

მენინგოენცეფალიტი, რომელსაც დასჭირდა კორტიკოსტეროიდები აღენიშნა ატეზოლიზუმაბის მიმღებ პაციენტთა 0.2% (12/5 039) -ს, და განაპირობა ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა რვა (0.2%) პაციენტში.

იმუნური ნეიროპათიები

გილენ-ბარის სინდრომი და დემიელინიზაციის გამომწვევი პოლინეიროპათია

ნეიროპათიები, გიენ-ბარეს სინდრომის და მადემიელინიზებელი პოლინეიროპათიის ჩათვლით, გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 0.1% (6/5,039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 4.1 თვე (ფარგლები 18 დღე- 8.1 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 8.0 თვე (18 დღე- 24.5+ თვე; + აღნიშნავს censored value-ს). გიენ-ბარეს სინდრომის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა მოხდა 1 (<0.1%) პაციენტში. გიენ-ბარეს სინდრომი, რომელსაც დასჭირდა კორტიკოსტეროიდები, აღინიშნა ატეზოლიზუმაბის მიმღებ პაციენტთა <0.1% (3/5,039)-ში.

იმუნური პასუხით გაშუალებული სახის პარეზი

სახის პარეზი დაფიქსირდა პაციენტთა <0.1%-ში (1/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას. დაწყების დრო იყო 29-ე დღე. ხანგრძლივობა იყო 1,1 თვე. აღნიშნული მოვლენა ( სახის პარეზი )არ საჭიროებდა კორტიკოსტეროიდების გამოყენებას და ამ მოვლენამ არ გამოიწვია ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შეწყვეტა.

იმუნური პასუხით გაშუალებული მიელიტი

მიელიტი გამოვლინდა პაციენტთა <0.1%-ში (1/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას. დაწყების დრო იყო 3 დღე. აღნიშნული მოვლენა (მიელიტი) მოითხოვდა კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, მაგრამ არ გამოიწვია ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შეწყვეტა.

მიასთენიური სინდრომი

ასთენიური ბულბალური პარლიჩი (Myasthenia gravis ) გამოვლინდა პაციენტთა <0.1% -ში (2/5,039), (მათ შორის 1 ფატალური შემთხვევა) რომლებმაც მიიღეს ატეზოლიზუმაბის მონოთერაპია. მოვლენის დაწყების საშუალო დრო იყო 2.6 თვე (დიაპაზონი: 1.2 თვიდან 4 თვემდე).

იმუნური პანკრეატიტი

პანკრეატიტი, ამილაზის და ლიპაზის დონის მომატების ჩათვლით, გამოვლინდაატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღებ პაციენტთა 0.8% (40/5 039) -ში. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 5 თვე (ფარგლები:0 დღე-24.8 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 24 დღე (ფარგლები 3 დღე-40.4+ თვე; + აღნიშნავს censored value-ს). პანკრეატიტის გამო ტეცენტრიკის შეწყვეტა მოხდა 3 (<0.1%) პაციენტში. პანკრეატიტი, რომელსაც დასჭირდა კორტიკოსტეროიდები, აღინიშნა ატეზოლიზუმაბის მიმღები პაციენტების 0.2% (8/5 039) -ში.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული მიოკარდიტი

მიოკარდიტი დაფიქსირდა პაციენტთა <0.1%-ში (5/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას. 5 პაციენტიდან ერთს განუვითარდა ფატალური მოვლენა ადიუვანტური NSCLC რეჟიმით მკურნალობის დროს. დაწყების მედიანური დრო იყო 3.7 თვე (დიაპაზონი: 1.5-დან 4.9 თვემდე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 14 დღე (დიაპაზონი: 12 დღიდან 2.8 თვემდე). განვითარებული მიოკარდიტის გამო ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა საჭირო გახდა 3 (<0.1%) პაციენტში. სამ (<0.1%) პაციენტს დასჭირდა კორტიკოსტეროიდების გამოყენება სამკურნალოდ.

იმუნური ნეფრიტი

ნეფრიტი აღენიშნა ტეცენტრიკის მიმღები პაციენტების 0.2% (11/5 039)-ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 5.1 თვე (ფარგლები: 3 დღე– 17.5 თვე). ნეფრიტის გამო ტეცენტრიკის შეწყვეტა მოხდა 5 (≤0.1%) შემთხვევაში. ხუთ (0.1%) პაციენტს დასჭირდა კორტიკოსტეროიდები.

იმუნური მიოზიტი

მიოზიტი გამოუვლინდა ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიის მიმღები პაციენტების 0.6% (32/5 039) -ს. დაწყებამდე საშუალო დრო იყო 3.5 თვე (ფარგლები: 12 დღე- 11.5 თვე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 3.2 თვე (ფარგლები: 9 დღე-51.1 +თვე; +აღნიშნავს censored value-ს). მიოზიტის გამო ატეოლიზუმაბის მიღება შეწყდა 6 (<0.1%) შემთხვევაში. მიოზიტი, რომელსაც დასჭირდა კორტიკოსტეროიდები გამოვლინდა ატეზოლიზუმაბის მიმღებ 10 (0.2%) პაციენტში.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული კანის მწვავე გვერდითი რეაქციები

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR) დაფიქსირდა იმ პაციენტთა 0.6% -ში (30/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას. 30 პაციენტიდან ერთს აღენიშნა ლეტალური გამოსავალი. მოვლენის დაწყების მედიანური დრო იყო 4.8 თვე (დიაპაზონი: 3 დღიდან 15.5 თვემდე). საშუალო ხანგრძლივობა იყო 2.4 თვე (დიაპაზონი: 1 დღიდან 37.5+ თვემდე; + აღნიშნავს გაკონტრორებულ მაჩვენებელს). SCAR– მაგამოიწვია ატეზოლიზუმაბის შეწყვეტა 3 (<0.1%) პაციენტში. SCAR– ები, რომლებიც საჭიროებენ სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, გამოვლინდა იმ პაციენტთა 0.2% -ში (9/5 039), რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიას.

იმუნური პასუხით გამოწვეული პერიკარდიუმის დარღვევები

პერიკარდიუმის დარღვევები დაფიქსირდა პაციენტთა 1%-ში (49/5 039), რომლებიც იტარებდნენ ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიას. დაწყების მედიანური დრო იყო 1,4 თვე (დიაპაზონი: 6 დღე 17,5 თვე). მედიანური ხანგრძლივობა იყო 2,5 თვე (დიაპაზონი: 0 დღიდან 51.5+ თვემდე; + აღნიშნავს ცენზურას). პერიკარდიუმის დარღვევებმა გამოიწვია ტეცენტრიკით მკურნალობის შეწყვეტა 3 (<0.1%) პაციენტში. პერიკარდიუმის დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, აღინიშნა პაციენტების 0.2%-ში (7/5 039).

იმუნური გამშვები პუნქტის (ჩექ ფოინთ) ინჰიბიტორების კლასის ეფექტები

აღინიშნა გვერდითი რეაქციების შემთხვევები სხვა იმუნური გამშვები პუნქტის (ჩექ ფოინთ) ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, რომლებიც ასევე შეიძლება განვითარდეს ატეზოლიზუმაბით მკურნალობის შემთხვევაში:

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა.

იმუნოგენობა

კანქვეშა ფორმა

IMscin001-ში, ანტი-ატეზოლიზუმაბის ანტისხეულების (წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულები - anti-drug antibodies (ADAs) სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა და ინტრავენური ტეცენტრიკით შედარებადი იყო (19.5% [43/221] და 13.9% [15/108], შესაბამისად), მედიანური 2.8 თვის შემდეგ. ანტი-ატეზოლიზუმაბის ანტისხეულების ანტი-rHuPH20 სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ტეცენტრიკით იყო 5.4% (12/224). ტეცენტრიკის საინექციო ხსნარით მკურნალობის შემდეგ ანტი-rHuPH20 ანტისხეულების განვითარების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ინტრავენური ფორმა

მრავალ II და III ფაზის კვლევაში, პაციენტების 13.1% -54.1% ქონდათ მკურნალობით გამოწვეული წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულები - anti-drug antibodies (ADAs). პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ მკურნალობის შედეგად განვითარებული ADA– ები, როგორც წესი, ჰქონდათ ჯანმრთელობისა და დაავადების სუსტი საერთო მახასიათებლები საწყის ეტაპზე. ჯანმრთელობისა და დაავადების მახასიათებლების ამ დისბალანსმა საწყის ეტაპზე შეიძლება შეაფერხოს ფარმაკოკინეტიკური (PK), ეფექტურობისა და უსაფრთხოების ანალიზის ინტერპრეტაცია. ჩატარდა საძიებო ანალიზები, ჯანმრთელობისა და დაავადების მახასიათებლების საწყის ეტაპზე გამოვლენილი დისბალანსის დასარეგულირებლად, რათა შეფასებულიყო ADA- ს გავლენა მკურნალობის ეფექტურობაზე. ამ ანალიზებმა არ გამორიცხა ეფექტურობის სარგებელის შესაძლო შესუსტება პაციენტებში, რომლებსაც გამოუმუშავდებოდათ ADA იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ADA არ აღენიშნებოდათ. საშუალო დრო ADA– ს დაფიქსირებამდე იყო 3 კვირიდან 5 კვირამდე.

ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიით (N = 3,460) და კომბინირებული თერაპიით (N = 2,285) ნამკურნალებ პაციენტთა ერთობლივი მონაცემების საფუძველზე დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების ქვემოთ მოყვანილი მაჩვენებლები ADA- დადებით პოპულაციაში ADA- ნეგატიურ პოპულაციასთან შედარებით, კერძოდ: მე-3-4 ხარისხის AE 46,2% vs. 39,4% , სერიოზული გვერდითი მოვლენები (SAE) 39,6% vs. 33,3%, AE– ები, რომლებიც იწვევს მკურნალობის შეწყვეტას 8,5% vs 7,8% (მონოთერაპიისთვის); მე-3-4 ხარისხის AE 63,9% vs. 60,9%, SAE 43,9% vs. 35,6% , AE– ები რომლებიც იწვევს მკურნალობის შეწყვეტას 22,8% vs 18,4% (კომბინირებული თერაპიისთვის). თუმცა, არსებული მონაცემები არ იძლევა მყარი დასკვნების გამოტანის საშუალებას წამლის გვერდითი რეაქციების შესაძლო სტანდარტიზებაზე.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში ატეზოლიზუმაბის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. კლინიკურ კვლევაში 69 პედიატრიულ პაციენტზე (<18 წლამდე) უსაფრთხოების ახალი ნიშნები/სიგნალები არ დაფიქსირებულა და უსაფრთხოების პროფილი ისეთივე იყო მოზრდილებთან.

ხანდაზმული პაციენტები

ატეზოლიზუმაბით მონოთერაპიაზე მყოფ < 65, 65-74 და 75-84 ასაკის მქონე პაციენტებში: საერთო ჯამში არ შეინიშნებოდა განსხვავებები უსაფრთხოებ ის კუთხით. მონაცემები ≥ 85 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ძალიან შეზღუდულია ამ პოპულაციის შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად.

კვლევაში IMpower150, ასაკი ≥ 65 დაკავშირებული იყო გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილ რისკთან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატეზოლიზუმაბს ბევაციზუმაბთან, კარბოპლატინთან და პაკლიტაქსელთან ერთად. კვლევებში IMpower150, IMpower133, IMpower110 და IMscin001 მონაცემები ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ძალიან შეზღუდული იყო დასკვნების გასაკეთებლად. IPSOS კვლევაში NSCLC პაციენტებში, რომლებსაც არ შეესაბამებათ 1 - ლი ხაზის პლატინაზე დაფუძნებული თერაპია, საერთო ჯამში არ იყო განსხვავებები უსაფრთხოების პროფილში 1- ლი ხაზის ატეზოლიზუმაბის მონოთერაპიისთვის პაციენტების ასაკობრივ ქვეჯგუფებს შორის.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ძალზედ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების თაობაზე შეტყობინების გადაცემა წამლის შესახებ ავტორიზაციის (ბაზარზე გატანის ნებართვის) მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გავაგრძელოთ სამკურნალო საშუალების სარგებლის / რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

ატეზოლიზუმაბის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არის.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტებს უნდა გაეწიოთ მონიტორინგი გვერდითი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის კუთხით და დაინიშნოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლაზიური აგენტები, მონოკლონური ანტისხეულები. ათქ კოდი: L01FF05

ტეცენტრიკის საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა