ტეცენტრიკი, ატეზოლიზუმაბის სახელით წოდებული მოქმედი ნივთიერების შემცველი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია, რომელიც მონოკლონური ანტისხეულების სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. მონოკლონური ანტისხეულები ორგანიზმში განსაზღვრული სამიზნეს ამოცნობისა და მასთან დაკავშირებისთვის შექმნილი პროტეინის სახეობაა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ატეზოლიზუმაბი (atezolizumab)
- ფორმა და შეფუთვა
- 1200მგ/20მლ 20მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
- ATC კოდი
- L01FF05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0488
- რეგისტრირებულია
- 17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ტეცენტრიკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტეცენტრიკი, ატეზოლიზუმაბის სახელით წოდებული მოქმედი ნივთიერების შემცველი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია, რომელიც მონოკლონური ანტისხეულების სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. მონოკლონური ანტისხეულები ორგანიზმში განსაზღვრული სამიზნეს ამოცნობისა და მასთან დაკავშირებისთვის შექმნილი პროტეინის სახეობაა. აღნიშნული ანტისხეული, იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლაში ეხმარება.
ატეზოლიზუმაბი, ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედული წყობის გამოყენებით წარმოებული ნივთიერებაა.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში არა-წვრილ უჯრედოვანი ფილტვის სიმსივნის სახელით წოდებული სიმსივნის სახეობის სამკურნალოდ გამოიყენება მაშინ, როცა:
დაავადება სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებულია
ადრე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დაავადება განმეორებით გამოვლინდა
თუ, სიმსივნურ უჯრედებში ALK, EGFR ანდა ROS სახელით წოდებულ გენებში სპეციფიკური მუტაცია (გენეტიკური ცვლილება) განვითარდება, ტეცენტრიკი მკურნალობისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში ფილტვების არა-წვრილ უჯრედოვანი სიმსივნის სახელით წოდებული სიმსივნის სახეობის სამკურნალოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მდგომარეობების უზრუნველყოფის დროს გამოიყენება:
თუ, ფილტვის არა-წვრილ უჯრედოვანი სიმსივნის გამო წარსულში ქიმიოთერაპია არ გაქვთ ჩატარებული,
თუ, თქვენ ტეცენტრიკი კარბოპლასტინის და ეტოპოციდის სახელით წოდებულ წამლებთან ერთდ გეძლევათ.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში უროთელიალური კარცინომის სახელით წოდებული შარდის ბუშტის სიმსივნის სახეობის სამკურნალოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მდგომარეობების უზრუნველყოფის დროს გამოიყენება:
თუ, სიმსივნე სხეულის დანარჩენ ნაწილებში გავრცელდა, თუ მანამდე მკურნალობა სხვა წამლით არ ჩაგიტარებიათ და სიმსივნურ უჯრედებში PD-L1 სახელის პროტეინის შემადგენლობა აღემატება 5%.
ტეცენტრიკი, თქვენ პლატინის შემცველ ქიმიოთერაპიულ წამლებთან ერთად დაგენიშნებათ.
თუ, სიმსივნე სხეულის დანარჩენ ნაწილებში გავრცელდა, თუ მანამდე მკურნალობა სხვა წამლით არ ჩაგიტარებიათ, თუ, ცისპლატინის გამოყენებისთვის შესაბამისი კანდიდატურა არა ხართ და სიმსივნურ უჯრედებში PD-L1 სახელის პროტეინის შემადგენლობა აღემატება 5%, თქვენ ტეცენტრიკი მონოთერაპიის (მხოლოდ 1 პრეპარატი) სახით დაგენიშნებათ.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში ჰეპატოცელულარული კარცინომის სახელით წოდებული ღვიძლის სიმსივნის ერთერთი სახეობის სამკურანლოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მდგომარეობების დროს გამოიყენება:
თუ, არა-ოპერაბელური ღვიძლის სიმსივნე გაქვთ და მანამდე სისტემური მკურანლობა ჩატარებული არა გაქვთ, ტეცენტრიკი თქვენ ბევაციზუმაბის სახელით წოდებულ წამლთან ერთად დაგენიშნებათ.
ტეცენტრიკის ეფექტი, სხეულში ,,PD-L1’’ სახელით წოდებულ პროტეინთან დაკავშირებით ვლინდება. ეს პროტეინი, ორგანიზმში იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევას იწვევს და იმუნური სისტემის მიერ სიმსივნურ უჯრედებზე თავდასხმას აფერხებს. ტეცენტრიკი, ამ პროტეინის შებოჭვით იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლაში ეხმარება.
ტეცენტრიკი, შეიძლება გამოყენებული იქნას სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა წამლებთან ერთად. ასევე მნიშვნელოვანია, სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვაც. თუ, ამ წამლებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- ტეცენტრიკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტეცენტრიკი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ტეცენტრიკის მოქმედი ნივთიერების ატეზოლიზუმაბის ანდა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.
თუ, დარწმუნებული არა ხართ, ტეცენტრიკის გამოყენებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ტეცენტრიკი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს ტეცენტრიკის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ:
თუ, ავტოიმუნური დაავადებების სახელით ცნობილი (მდგომარეობა, როცა ორგანიზმს საკუთარი უჯრედები ებრძვის) დაავადება გაქვთ.
თუ, სიმსივნე თავის ტვინში გავრცელდა.
თუ, მანამდე ,,პნევმონიის’’ სახელით წოდებული ფილტვების ანთება გადაიტანეთ.
თუ, მანამდე B ჰეპატიტი (HBV) და ან C ჰეპატიტის (HCV) ჩათვლით ღვიძლის ქრონიკული ვირუსული (ვირუსთან დაკაშირებული) ინფექცია გადაიტანეთ ანდა ამჟამად გაქვთ.
თუ, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექცია ანდა შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი (შიდსი) გადაგაქვთ.
თუ, სიმსივნესთან ბრძოლისთვის, იმუნურ სისტემაზე დამხმარე სხვა ანტისხეულებით მკურნალობის გამო სერიოზული გევრდითი ეფექტები გადაიტანეთ.
თუ, იმუნური სისტემის მასტიმულირებელი წამლები (ბაქტერიული აცრები, კოლინჯის მასტიმულირებელი ფაქტორები, ინტერფერონი, ინტერლეიკინი, ლევამიზოლი, ტალიდომიდის მსგავსი)დაგენიშნათ.
თუ, იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამლები (გლუკოკორტიკოიდები, პრედნიზოლონი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, აზატიოპრინი, ინტერფერონი, ანტი-TNF, ანტი-IL-1 რეცეპტორების ლოკატორების მსგავსი) დაგენიშნათ.
თუ, ცოცხალი ატენუირებული აცრა გაიკეთეთ.
თუ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფექციის სამკურნალოდ წამალი (ანტიბიოტიკი) გამოიყენეთ.
ტეცენტრიკის ეფექტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ ჯგუფში უცნობია, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა დარწმუნებული არა ხართ, ტეცენტრიკის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.
ტეცენტრიკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდით ეფექტების გამოვლინება, რომელთა დაფიქსირების შემთვევაში სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. გვერდითი ეფექტები შეიძლება ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირის ანდა თვის შემდეგ გამოვლინდეს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:
ფილტვების ანთება (პნევმონია). ნიშნების სახით შეიძლება გამოვლინდეს ახლად გამოვლენილი ანდა არსებული ხველის გართულება, სუნთქვის უკმარისობა და მკერდის არეში ტკივილი.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს კანის და თვალების სიყვითლე, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები, მუქი ფერის შარდი და მუცლის ტკივილი.
ნაწლავების ანთება (კოლიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: დიარეა (წყლიანი, თხელი ანდა რბილი განავლით), განავალში სისხლი ანდა მუცლის ტკივილი.
ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლეზედა ჯირკვლის ანდა ჰიპოფიზის ანთება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, თირკმლეზედა ჯირკვლის უკმარისობა ანდა ჰიპოფიზიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: დაღლილობა, წონის დაკლება, წონის მომატება, გუნება-განწყობის ცვლილება, თმის ცვენა, ყაბზობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაძლიერებული წყურვილი, შარდის გამოყოფის მომატება და მხედველობის ცვლილება.
დიაბეტის გამო სისლხში წარმოებული მჟავების (დიაბეტური კეტოაციდოზი) მომატება, ტიპი-1 დიაბეტის ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: გაძლიერებული და მომატებული წყურვილი და შიმშილი, ხშირი შარდვა, წონის დაკლება და დაღლილობის შეგრძნება.
თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ანდა ზურგის ტვინის და თავის ტვინის მფარავი გარსების ანთება(მენინგიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, ცხელება, კანკალი, ღებინება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, გონების არევა და ძილიანობა.
ნერვების ანთება ანდა პრობლემები (ნეიროპათია). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: კუნთების სისუსტე, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტის შეგრძნება.
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: სუნთქვის უკმარისობა, ვარჯიშის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძება, ტკივილი მკერდში, კოჭების და ფეხების შეშუპება, გულის რითმის დარღვევა და გონების დაკარგვა.
თირკმლების ანთება (ნეფრიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: შარდის გამოყოფის შემცირება, შარდის ფერის ცვლილება, შარდის ბუშტის მიდამოში (მენჯის არეში) ტკივილი და სხეულის შეშუპება, აღნიშნული შეიძლება თირკმლების უკმარისობის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
კუნთების ანთება (მიოზიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: სისუსტე, სიარულის ანდა ფეხზე დგომის შემდეგ სისუსტე, ფეხის წამოდება და დაცემა, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება.
ინფუზიათან დაკაშირებული ძლიერი რექციები (ინფუზიის დროს ანდა შემდეგ, ერთი დღის განმავლობაში გამოვლენილი მოვლენები), ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: ცხელება, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, შეხურების შეგრძნება.
კანის ძლიერი რეაქციები. ნიშნებს შორის შეიძლება იყოს; გამოანყარი, ქავილი, კანზე ბუშტუკების გაჩენა, კანის აშრევება ანდა იარები და/ ანდა პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, ხახის ანდა სასქესო ორგანოების არეში წყლულები.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
სხვა წამლით მკურნალობა არ სცადოთ. თქვენი ექიმი:
დისკომფორტის თავიდან აცილების და ნიშნების შემცირების მიზნით შეიძლება სხვა წამალს დაგინიშნავთ.
შეიძლება ტეცენტრიკის მომდევნო დოზების მიღებას გადადებს.
შეიძლება ტეცენტრიკით მკურნალობას შეაჩერებს.
ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მართვის უზრუნველყოფისთვის, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელი და სერიის ნომერი აუცილებლად უნდა ჩაიწეროს ავადმყოფის ისტორიაში.
ტესტები და კონტროლი
მკურნალობის დაწყებამდე ექიმი თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას შეაფასებს. მკურნალობის დროს სისხლის დამატებით ანალიზები უნდა გაკეთდეს.
ტეცენტრიკის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
მიღების წესი და დოზირება
ტეცენტრიკი, საავადმყოფოში ანდა კლინიკაში სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მხრიდან გაგიკეთდებათ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ტეცენტრიკისთვის რეკომენდირებული დოზაა:1200 მგ სამ (3) კვირაში ერთხელ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ტეცენტრიკი, ,,ინტრავენური ინფუზიის (ი.ვ.)’’ გზით ვენაში წვეთოვანის სახით შეიყვანება.
პირველი ინფუზია 60 წუთი უნდა გაგრძლედეს.
პირველი ინფუზიის დროს ექიმს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
თუ, პირველი ინფუზიის დროს, ორგანიზმის რეაქცია ინფუზიაზე არ გამოვლინდება, მომდევნო ინფუზიები 30 წუთის განმავლობაში გაკეთდება.
ექიმი, ტეცენტრიკის ინფუზიას გააგრძელებს მანამ, სანამ სასურველი სასარგებლო ეფექტი მიიღება. თუმცა, თუ გვერდითი ეფექტების გამოვლინებით პრობლემები იმატებს, ექიმი შეიძლება ტეცენტრიკის ინფუზიის შეაჩერებს.
თუ,ფიქრობთ, რომ ტეცენტრიკის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ტეცენტრიკის ეფექტი, 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ ჯგუფში უცნობია, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მონაცემები ძალიან მწირია.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მონაცემები ძალიან მწირია.
თუ, ტეცენტრიკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
ტეცენტრიკი, თქვენ საავადმყოფოში ანდა კლინიკაში სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ გაგიკეთდებათ, ამიტომ დოზის გადაჭარბება არ განიხილება.
თუ, ტეცენტრიკის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ექიმთან ვიზიტი ჩაგივარდებათ, მაშინვე ახლი ვიზიტი ჩაინიშნეთ. მკურნალობის ეფექტურობისთვის საჭიროა ინფუზიის გაგრძელება.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ტეცენტრიკით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
მკურნალობის შეჩერება წამლის ეფექტურობასაც შეაჩერებს, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტეცენტრიკით მკურნალობა არ შეაჩეროთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ტეცენტრიკის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ორსულად ხართ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტეცენტრიკი არ გამოიყენოთ. ტეცენტრიკმა, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს.
თუ, ორსულობის პოტენციალის ქალი ხართ, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები უნდა გამოიყენოთ:
ტეცენტრიკით მკურნალობის დროს
ბოლო დოზის მიღებიდან სულ ცოტა 5 თვის განმავლობაში.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ტეცენტრიკის, დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ბავშვის ძუძუს წოვების შემთხვევაში, რისკის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. ძუძუთი კვების შეწყვეტის საჭიროების საკითხის ანდა ტეცენტრიკით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტეცენტრიკის ზემოქმედება ავტომობილის, აპარატების და მექანიზმების მართვის უნარზე ძალიან მცირეა. თუ, დაღლილობას გრძნობთ, სანამ უკეთ არ იგრძნობთ თავს,
ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.
ტეცენტრიკის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტეცენტრიკის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ალერგია, ანაფილაქსიური რეაქციები და ნიშნები. აღნიშნული მოიცავს სახის და ხახის შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას.
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ტეცენტრიკის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს შეამჩნევთ ანდა გვერდითი ეფექტები უფრო დამძიმდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. გვერდითი ეფექტები ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირის ანდა თვის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს. სხვა წამლებით თვითმკურნალობა არ სცადოთ.
კლინიკური კვლევისას, რომელიც ტეცენტრიკით მონოთერაპიისას (მხოლოდ ტეცენტრიკით მკურნალობა) იქნა ჩატარებული, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები იქნა დაფიქსირებული:
ძალიან გავრცელებული:
ცხელება
გულისრევა
ღებინება
ძლიერი სისუსტე (დაღლილობა)
ენერგიის ნაკლებობა
კანის ქავილი
დიარეა
სახსრების ტკივილი
გამონაყარი
მადის დაკარგვა
სუნთქვის უკმარისობა
საშარდე გზების ინფექცია
ზურგის ტკივილი
ხველა
კუნთების და ძვლების ტკივილი
თავის ტკივილი
გავრცელებული:
ფილტვების ანთება (პნევმონია)
ფილტვების ანთებასთან დაკავშირებული, სუნთქვის უკმარისობის განმაპირობებელი ჟანგბადის დაბალი დონე (ჰიპოქსია)
მუცლის ტკივილი
ღვიძლის ანთება
ღვიძლის ანთების ნიშნები:ღვიძლის ფერმენტების მომატება (სისხლის ანალიზით დასტურდება)
ყლპავის გაძნელება
სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი(ჰიპოკალემია) ანდა ნატრიუმის დონის დაქვეითება(ჰიპონეტრემია), სისხლის ანალიზით დასტურდება
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება(ჰიპოთირეოზი)
ალერგიული რეაქცია (ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია ანდა მომატებული მგრძნობელობა ანდა ანაფილაქსია)
გრიპის მსგავსი დაავადება
კანკალი
ნაწლავების ანთება
სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილების გამომწვევი თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი
ცხვირის გაჭედვა (ნაზალური შეშუპება)
სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი
გაცივება
ხახის-ყელის ტკივილი
კანის სიმშრალე
თირკმლის ფუნქციების დარღვევა (თირკმლების შესაძლო დაზიანება)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება(ჰიპერთირეოზი)
ნაკლებად გავრცელებული:
პანკრეასის ანთება
გილიან-ბარეს სინდრომის შესაძლო ნიშნები: სისუსტე და პარალიზი (დამბლა)
ზურგის ტვინის და თავის ტვინის მფარავი გარსის ანთება
თირკმლეზედას ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე
ტიპი-1 დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი)
კუნთების ანთება (მიოზიტი)
გასქელებულ კანზე წითელი, მშრალი, ბალთისებრი ლაქები (ფსორიაზი)
თირკმლების ანთება
კანის ქავილი, ბუშტუკები, აშრევება და ან იარები და/ ანდა პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, ხახის ანდა სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი წყლულები (კანის ძლიერი რეაქციები)
იშვიათი:
გულის კუნთის ანთება(მიოკარდიტი)
კუნთოვანი სისუსტის განმაპირობებელი დაავადება- მიასთენია გრავის
თავის ტვინის ქვემო ნაწილში არსებული ჰიპოფიზის ანთება
თვალის ანთება (უვეიტი)
დაფიქსირებული სხვა გვერდითი ეფექტები (უცნობი სიხშირის):
ხშირი და მტკივენული შარდვა, შარდვის გახშირება, შარდში სისხლი, მუცლის ქვემო ნაწილში ტკივილი და ზეწოლის მსგავსი ნიშნების შემცველი შარდის ბუშტის ანთება
კვლევის შედეგები და გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, როცა ტეცენტრიკის და სხვა სიმსივნის სამკურნალო წამლების კომბინაცია ხდება:
ძალიან გავრცელებული:
დაღლილობის და სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება
ინფექციის რისკის ზრდის განმაპირობებელი, ცხელებასთან ერთად ანდა მის გარეშე, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა (ნეიტროპენია, ლეიკოპენია)
სისხლდენის და სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილის გამომწვევი თრომბოციტების რაოდენობის დაცემა (თრომბოციტოპენია)
ყაბზობა
მგრძნობელობის დაკარგვა, ტკივილი და /ანდა მოტორული ფუნქციების დაკარგვით დასრულებული ნერვების დაზიანება (პერიფერიული ნეიროპათია)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
მადის დაქვეითება
ჰაერის უკმარისობა
დიარეა
გულისრევა
კანის ქავილი
გამონაყარი
სახსრების ტკივილი
ძლიერი სისუსტე (დაღლილობა)
ცხელება
თავის ტკივილი
ხველა
კუნთების და ძვლების ტკივილი
ღებინება
ზურგის ტკივილი
ენერგიის უკმარისობა
ფილტვების ინფექცია
თმის ცვენა
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
ხელების და ფეხების შეშუპება
გავრცელებული:
სისხლში კალიუმის დაბალი დონე(ჰიპოკალემია) ანდა ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრემია), რომელიც ანალიზებით ვლინდება
პირის ღრუს და ტუჩების ანთება
ხმის ჩახლეჩა (დისფონია)
შარდში პროტეინების გაჩენა(პროტეინურია)
სისუსტის და კუნთებშიკრუნჩხვების, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვის და ტკივილის გამომწვევი მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნემია)
გონების დაკარგვა
ღვიძლის ანთების ნიშნების მაჩვენებელი ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებელი (ანალიზით ვლინდება)
გემოს შეგრძნების დარღვევა (დისგუზია)
ინფექციის რისკის ზრდის გამომწვევი ლიმფოციტების რაოდენობის დაცემა (სისხლის თეთრი უჯრედების მსგავსად)
თირკმლის ფუნქციების ანომალური მაჩვენებელი (თირკმლების შესაძლო დაზიანება)
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი)
თავბრუსხვევა
ინფუზიასთან დაკაშირებული რეაქციები
სისხლში ძლიერი ინფექცია (სეფსისი)

კანის ქავილი, ბუშტუკები, აშრევება ანდა იარები და / ანდა პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, ხახის და ყელის, სასქესო ორგანოების მიდამოებში ძლიერი წყლულები (კანის მძიმე რეაქცია)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ტეცენტრიკის შენახვა
ტეცენტრიკი,სამედიცინო პერსონალის მიერ, საავადმყოფოში ანდა კლინიკაში უნდა იქნას შენახული. შენახვის შესახებ მონაცემები ქვემოთაა მოცემული:
აღნიშნული წამალი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
აღნიშნული წამალი, კოლოფის და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა, მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.
შეინახეთ მაცივარში (20C -80C ტემპერატურაზე).
თუ, განზავება კონტროლირებად და გამოცდილ ასეპტიკურ პირობებში არ მოხდება, განზავებული ხსნარი 24 საათზე უფრო მეტი დროით 20C -80C ტემპერატურაზე ანდა 8 საათზე უფრო მეტი დროის განმავლბაში ოთახის ტემპერატურაზე (≤ 250C ) უნდა იქნას შენახული.
არ გაყინოთ.
არ შეანჯღრიოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონი მუყაოს კოლოფში შეინახეთ.
თუ, პროდუქტში შემღვრევას, ნაწილაკების არსებობას ანდა ფერის ცვლილებას შეამჩნევთ, წამალი არ გამოიყენოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტეცენტრიკი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ტეცენტრიკი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
სს Roche მუსთაჰზარლაეი სანაი
უნიქი. სტამბოლი.აიაზაღას ქ. N:4, ბინა-101.
34396. მასლაქი/სარიერი-სტამბოლი.
წარმოების ადგილი:
შპს. F-Hofman-La Roche
Wurmisweg, CH-4303, Kaiseraugst
შვედეთი.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 10.03.2022-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის,
რომელიც ინფუზიას განახორციელებს
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
განზავებისთვის რეკომენდაციები
20 მლ ტეცენტრიკის კონცენტრატი ფლაკონიდან უნდა ამოიქაჩოს და 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის შემცველ პოლივინილ ქლორიდის, პოლიეთილენის ანდა პოლიოლეფინის საინფუზიო ტომარაში (პარკში) უნდა განზავდეს. განზავების შემდეგ ხსნარის კონცენტრაცია 3,2 -დან 16,8 მგ/მლ შორის უნდა იყოს. ქაფის წარმოქმნის გარეშე ხსნარის შერევის მიზნით, ტომარა(პარკი) მსუბუქად, ნელა, თავდაყირა რამდენჯერმე გადაატრიალეთ, ხსნარის მომზადებისთანავე ინფუზია უნდა განხორცილედეს.
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები, გამოყენებამდე ნაწილაკების არსებობის ანდა ფერის ცვლილების მხრივ შეუიარაღებელი თვალით უნდა შემოწმდეს. თუ, ხსნარში ნაწილაკებს შეამჩნევთ ანდა ფერის ცვლილება გამოვლინდება, ხსნარი არ გამოიყენოთ.
ტეცენტრიკის პროდუქტთან კონტაქტის მქონე პოლივინილ ქლორიდის, პოლიეთილენის ანდა პოლიოლეფინის ზედაპირის მქონე საინფუზიო ინტრავენურ ტომარებს შორის შეუთავსებლობა არ გამოვლენილა. დამატებით, პოლიეთერსულფონის ანდა პოლისულფონის შემცველი ბრტყელი ღერძის ფილტრის მემბრანებსა და საინფუზიო ნაკრებებსა და პოლივინილ ქლორიდის, პოლიეთილენის ანდა პოლიბუტადიენის ანდა პოლიეთერურეთანის შემცველ სხვა ინფუზიისთვის დამხმარე ნაწილებთანაც შეუთავსებლობა არ ვლინდება. ბრტყელი ღერძის ფილტრის მემბრანის გამოყენება არჩევანზეა დამოკიდებული.
სხვა წამლები იმავე საინფუზიო სისტემით არ განახორციელოთ.
განზავებული ხსნარი:
პრეპარატის მომზადების შემდეგ, განზავებული ხსნარი 2-80 C ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში და საშუალო ტემპერატურაზე (≤30 C) 24 საათის განმავლობაში ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული საინფუზიო ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, მაშინვე არ იქნება გამოყენებული, გამოყენების დროს შენახვის პირობები და გამოყენებამდე არსებული პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია, განზავება კონტროლირებად და მოქმედ ასეპტიკურ პირობებში უნდა განხორციელდეს, პრეპარატი, 2-80 C ტემპეატურაზე 24 საათზე მეტი დროით ანდა გარემოს ტემპერატურაზე (≤25 C) 8 სათზე მეტი დროით არ უნდა იქნას შენახული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Roche გამოყენების ინსტრუქცია
ტეცენტრიკიR
1200 მგ/ 20 მლ
საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის კონცენტრატი
განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: ატეზოლიზუმაბი (რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედული წყობის გამოყენებით წარმოებული პროტეინი). თითოეული ფლაკონის 20 მლ 1200 მგ (60 მგ/მლ კონცენტრაციით) ატეზოლიზუმაბს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: L-ჰისტიდინი, ყინულძმარმჟავა, საქაროზა, პოლისორბატ 20, საინექციო წყალი.
აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი
უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
- დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
- აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
- აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
- წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ტეცენტრიკი ?
ტეცენტრიკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ტეცენტრიკი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ტეცენტრიკის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ტეცენტრიკი ?
ტეცენტრიკი, ატეზოლიზუმაბის სახელით წოდებული მოქმედი ნივთიერების შემცველი, სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამალია, რომელიც მონოკლონური ანტისხეულების სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. მონოკლონური ანტისხეულები ორგანიზმში განსაზღვრული სამიზნეს ამოცნობისა და მასთან დაკავშირებისთვის შექმნილი პროტეინის სახეობაა. აღნიშნული ანტისხეული, იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლაში ეხმარება.
ატეზოლიზუმაბი, ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედული წყობის გამოყენებით წარმოებული ნივთიერებაა.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში არა-წვრილ უჯრედოვანი ფილტვის სიმსივნის სახელით წოდებული სიმსივნის სახეობის სამკურნალოდ გამოიყენება მაშინ, როცა:
დაავადება სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებულია
ადრე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დაავადება განმეორებით გამოვლინდა
თუ, სიმსივნურ უჯრედებში ALK, EGFR ანდა ROS სახელით წოდებულ გენებში სპეციფიკური მუტაცია (გენეტიკური ცვლილება) განვითარდება, ტეცენტრიკი მკურნალობისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში ფილტვების არა-წვრილ უჯრედოვანი სიმსივნის სახელით წოდებული სიმსივნის სახეობის სამკურნალოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მდგომარეობების უზრუნველყოფის დროს გამოიყენება:
თუ, ფილტვის არა-წვრილ უჯრედოვანი სიმსივნის გამო წარსულში ქიმიოთერაპია არ გაქვთ ჩატარებული,
თუ, თქვენ ტეცენტრიკი კარბოპლასტინის და ეტოპოციდის სახელით წოდებულ წამლებთან ერთდ გეძლევათ.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში უროთელიალური კარცინომის სახელით წოდებული შარდის ბუშტის სიმსივნის სახეობის სამკურნალოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მდგომარეობების უზრუნველყოფის დროს გამოიყენება:
თუ, სიმსივნე სხეულის დანარჩენ ნაწილებში გავრცელდა, თუ მანამდე მკურნალობა სხვა წამლით არ ჩაგიტარებიათ და სიმსივნურ უჯრედებში PD-L1 სახელის პროტეინის შემადგენლობა აღემატება 5%.
ტეცენტრიკი, თქვენ პლატინის შემცველ ქიმიოთერაპიულ წამლებთან ერთად დაგენიშნებათ.
თუ, სიმსივნე სხეულის დანარჩენ ნაწილებში გავრცელდა, თუ მანამდე მკურნალობა სხვა წამლით არ ჩაგიტარებიათ, თუ, ცისპლატინის გამოყენებისთვის შესაბამისი კანდიდატურა არა ხართ და სიმსივნურ უჯრედებში PD-L1 სახელის პროტეინის შემადგენლობა აღემატება 5%, თქვენ ტეცენტრიკი მონოთერაპიის (მხოლოდ 1 პრეპარატი) სახით დაგენიშნებათ.
ტეცენტრიკი, ზრდასრულებში ჰეპატოცელულარული კარცინომის სახელით წოდებული ღვიძლის სიმსივნის ერთერთი სახეობის სამკურანლოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მდგომარეობების დროს გამოიყენება:
თუ, არა-ოპერაბელური ღვიძლის სიმსივნე გაქვთ და მანამდე სისტემური მკურანლობა ჩატარებული არა გაქვთ, ტეცენტრიკი თქვენ ბევაციზუმაბის სახელით წოდებულ წამლთან ერთად დაგენიშნებათ.
ტეცენტრიკის ეფექტი, სხეულში ,,PD-L1’’ სახელით წოდებულ პროტეინთან დაკავშირებით ვლინდება. ეს პროტეინი, ორგანიზმში იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევას იწვევს და იმუნური სისტემის მიერ სიმსივნურ უჯრედებზე თავდასხმას აფერხებს. ტეცენტრიკი, ამ პროტეინის შებოჭვით იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლაში ეხმარება.
ტეცენტრიკი, შეიძლება გამოყენებული იქნას სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა წამლებთან ერთად. ასევე მნიშვნელოვანია, სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვაც. თუ, ამ წამლებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- ტეცენტრიკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტეცენტრიკი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ტეცენტრიკის მოქმედი ნივთიერების ატეზოლიზუმაბის ანდა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.
თუ, დარწმუნებული არა ხართ, ტეცენტრიკის გამოყენებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ტეცენტრიკი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს ტეცენტრიკის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ:
თუ, ავტოიმუნური დაავადებების სახელით ცნობილი (მდგომარეობა, როცა ორგანიზმს საკუთარი უჯრედები ებრძვის) დაავადება გაქვთ.
თუ, სიმსივნე თავის ტვინში გავრცელდა.
თუ, მანამდე ,,პნევმონიის’’ სახელით წოდებული ფილტვების ანთება გადაიტანეთ.
თუ, მანამდე B ჰეპატიტი (HBV) და ან C ჰეპატიტის (HCV) ჩათვლით ღვიძლის ქრონიკული ვირუსული (ვირუსთან დაკაშირებული) ინფექცია გადაიტანეთ ანდა ამჟამად გაქვთ.
თუ, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექცია ანდა შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი (შიდსი) გადაგაქვთ.
თუ, სიმსივნესთან ბრძოლისთვის, იმუნურ სისტემაზე დამხმარე სხვა ანტისხეულებით მკურნალობის გამო სერიოზული გევრდითი ეფექტები გადაიტანეთ.
თუ, იმუნური სისტემის მასტიმულირებელი წამლები (ბაქტერიული აცრები, კოლინჯის მასტიმულირებელი ფაქტორები, ინტერფერონი, ინტერლეიკინი, ლევამიზოლი, ტალიდომიდის მსგავსი)დაგენიშნათ.
თუ, იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამლები (გლუკოკორტიკოიდები, პრედნიზოლონი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, აზატიოპრინი, ინტერფერონი, ანტი-TNF, ანტი-IL-1 რეცეპტორების ლოკატორების მსგავსი) დაგენიშნათ.
თუ, ცოცხალი ატენუირებული აცრა გაიკეთეთ.
თუ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფექციის სამკურნალოდ წამალი (ანტიბიოტიკი) გამოიყენეთ.
ტეცენტრიკის ეფექტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ ჯგუფში უცნობია, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა დარწმუნებული არა ხართ, ტეცენტრიკის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.
ტეცენტრიკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდით ეფექტების გამოვლინება, რომელთა დაფიქსირების შემთვევაში სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. გვერდითი ეფექტები შეიძლება ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირის ანდა თვის შემდეგ გამოვლინდეს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:
ფილტვების ანთება (პნევმონია). ნიშნების სახით შეიძლება გამოვლინდეს ახლად გამოვლენილი ანდა არსებული ხველის გართულება, სუნთქვის უკმარისობა და მკერდის არეში ტკივილი.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს კანის და თვალების სიყვითლე, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევები, მუქი ფერის შარდი და მუცლის ტკივილი.
ნაწლავების ანთება (კოლიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: დიარეა (წყლიანი, თხელი ანდა რბილი განავლით), განავალში სისხლი ანდა მუცლის ტკივილი.
ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლეზედა ჯირკვლის ანდა ჰიპოფიზის ანთება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, თირკმლეზედა ჯირკვლის უკმარისობა ანდა ჰიპოფიზიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: დაღლილობა, წონის დაკლება, წონის მომატება, გუნება-განწყობის ცვლილება, თმის ცვენა, ყაბზობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაძლიერებული წყურვილი, შარდის გამოყოფის მომატება და მხედველობის ცვლილება.
დიაბეტის გამო სისლხში წარმოებული მჟავების (დიაბეტური კეტოაციდოზი) მომატება, ტიპი-1 დიაბეტის ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: გაძლიერებული და მომატებული წყურვილი და შიმშილი, ხშირი შარდვა, წონის დაკლება და დაღლილობის შეგრძნება.
თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ანდა ზურგის ტვინის და თავის ტვინის მფარავი გარსების ანთება(მენინგიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, ცხელება, კანკალი, ღებინება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, გონების არევა და ძილიანობა.
ნერვების ანთება ანდა პრობლემები (ნეიროპათია). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: კუნთების სისუსტე, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტის შეგრძნება.
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: სუნთქვის უკმარისობა, ვარჯიშის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძება, ტკივილი მკერდში, კოჭების და ფეხების შეშუპება, გულის რითმის დარღვევა და გონების დაკარგვა.
თირკმლების ანთება (ნეფრიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: შარდის გამოყოფის შემცირება, შარდის ფერის ცვლილება, შარდის ბუშტის მიდამოში (მენჯის არეში) ტკივილი და სხეულის შეშუპება, აღნიშნული შეიძლება თირკმლების უკმარისობის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
კუნთების ანთება (მიოზიტი). ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: სისუსტე, სიარულის ანდა ფეხზე დგომის შემდეგ სისუსტე, ფეხის წამოდება და დაცემა, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება.
ინფუზიათან დაკაშირებული ძლიერი რექციები (ინფუზიის დროს ანდა შემდეგ, ერთი დღის განმავლობაში გამოვლენილი მოვლენები), ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: ცხელება, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, შეხურების შეგრძნება.
კანის ძლიერი რეაქციები. ნიშნებს შორის შეიძლება იყოს; გამოანყარი, ქავილი, კანზე ბუშტუკების გაჩენა, კანის აშრევება ანდა იარები და/ ანდა პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, ხახის ანდა სასქესო ორგანოების არეში წყლულები.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
სხვა წამლით მკურნალობა არ სცადოთ. თქვენი ექიმი:
დისკომფორტის თავიდან აცილების და ნიშნების შემცირების მიზნით შეიძლება სხვა წამალს დაგინიშნავთ.
შეიძლება ტეცენტრიკის მომდევნო დოზების მიღებას გადადებს.
შეიძლება ტეცენტრიკით მკურნალობას შეაჩერებს.
ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მართვის უზრუნველყოფისთვის, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელი და სერიის ნომერი აუცილებლად უნდა ჩაიწეროს ავადმყოფის ისტორიაში.
ტესტები და კონტროლი
მკურნალობის დაწყებამდე ექიმი თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას შეაფასებს. მკურნალობის დროს სისხლის დამატებით ანალიზები უნდა გაკეთდეს.
ტეცენტრიკის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ორსულად ხართ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტეცენტრიკი არ გამოიყენოთ. ტეცენტრიკმა, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს.
თუ, ორსულობის პოტენციალის ქალი ხართ, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები უნდა გამოიყენოთ:
ტეცენტრიკით მკურნალობის დროს
ბოლო დოზის მიღებიდან სულ ცოტა 5 თვის განმავლობაში.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ტეცენტრიკის, დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ბავშვის ძუძუს წოვების შემთხვევაში, რისკის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. ძუძუთი კვების შეწყვეტის საჭიროების საკითხის ანდა ტეცენტრიკით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ტეცენტრიკის ზემოქმედება ავტომობილის, აპარატების და მექანიზმების მართვის უნარზე ძალიან მცირეა. თუ, დაღლილობას გრძნობთ, სანამ უკეთ არ იგრძნობთ თავს,
ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.
ტეცენტრიკის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გაფრთხილების განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ, ახლო პერიოდში გამოიყენეთ ანდა მომავალში მირებას გეგმავთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. აღნიშნულ წამლებში მცენარეული და რეცეპტის გარეშე გამოწერილი წამლებიც შედის.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ტეცენტრიკი ?
ტეცენტრიკი, საავადმყოფოში ანდა კლინიკაში სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მხრიდან გაგიკეთდებათ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ტეცენტრიკისთვის რეკომენდირებული დოზაა:1200 მგ სამ (3) კვირაში ერთხელ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ტეცენტრიკი, ,,ინტრავენური ინფუზიის (ი.ვ.)’’ გზით ვენაში წვეთოვანის სახით შეიყვანება.
პირველი ინფუზია 60 წუთი უნდა გაგრძლედეს.
პირველი ინფუზიის დროს ექიმს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
თუ, პირველი ინფუზიის დროს, ორგანიზმის რეაქცია ინფუზიაზე არ გამოვლინდება, მომდევნო ინფუზიები 30 წუთის განმავლობაში გაკეთდება.
ექიმი, ტეცენტრიკის ინფუზიას გააგრძელებს მანამ, სანამ სასურველი სასარგებლო ეფექტი მიიღება. თუმცა, თუ გვერდითი ეფექტების გამოვლინებით პრობლემები იმატებს, ექიმი შეიძლება ტეცენტრიკის ინფუზიის შეაჩერებს.
თუ,ფიქრობთ, რომ ტეცენტრიკის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ტეცენტრიკის ეფექტი, 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ ჯგუფში უცნობია, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მონაცემები ძალიან მწირია.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მონაცემები ძალიან მწირია.
თუ, ტეცენტრიკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
ტეცენტრიკი, თქვენ საავადმყოფოში ანდა კლინიკაში სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ გაგიკეთდებათ, ამიტომ დოზის გადაჭარბება არ განიხილება.
თუ, ტეცენტრიკის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ექიმთან ვიზიტი ჩაგივარდებათ, მაშინვე ახლი ვიზიტი ჩაინიშნეთ. მკურნალობის ეფექტურობისთვის საჭიროა ინფუზიის გაგრძელება.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ტეცენტრიკით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
მკურნალობის შეჩერება წამლის ეფექტურობასაც შეაჩერებს, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტეცენტრიკით მკურნალობა არ შეაჩეროთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ტეცენტრიკის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტეცენტრიკის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ალერგია, ანაფილაქსიური რეაქციები და ნიშნები. აღნიშნული მოიცავს სახის და ხახის შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას.
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ტეცენტრიკის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს შეამჩნევთ ანდა გვერდითი ეფექტები უფრო დამძიმდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. გვერდითი ეფექტები ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირის ანდა თვის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს. სხვა წამლებით თვითმკურნალობა არ სცადოთ.
კლინიკური კვლევისას, რომელიც ტეცენტრიკით მონოთერაპიისას (მხოლოდ ტეცენტრიკით მკურნალობა) იქნა ჩატარებული, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები იქნა დაფიქსირებული:
ძალიან გავრცელებული:
ცხელება
გულისრევა
ღებინება
ძლიერი სისუსტე (დაღლილობა)
ენერგიის ნაკლებობა
კანის ქავილი
დიარეა
სახსრების ტკივილი
გამონაყარი
მადის დაკარგვა
სუნთქვის უკმარისობა
საშარდე გზების ინფექცია
ზურგის ტკივილი
ხველა
კუნთების და ძვლების ტკივილი
თავის ტკივილი
გავრცელებული:
ფილტვების ანთება (პნევმონია)
ფილტვების ანთებასთან დაკავშირებული, სუნთქვის უკმარისობის განმაპირობებელი ჟანგბადის დაბალი დონე (ჰიპოქსია)
მუცლის ტკივილი
ღვიძლის ანთება
ღვიძლის ანთების ნიშნები:ღვიძლის ფერმენტების მომატება (სისხლის ანალიზით დასტურდება)
ყლპავის გაძნელება
სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი(ჰიპოკალემია) ანდა ნატრიუმის დონის დაქვეითება(ჰიპონეტრემია), სისხლის ანალიზით დასტურდება
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება(ჰიპოთირეოზი)
ალერგიული რეაქცია (ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია ანდა მომატებული მგრძნობელობა ანდა ანაფილაქსია)
გრიპის მსგავსი დაავადება
კანკალი
ნაწლავების ანთება
სისხლდენა ანდა სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილების გამომწვევი თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი
ცხვირის გაჭედვა (ნაზალური შეშუპება)
სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი
გაცივება
ხახის-ყელის ტკივილი
კანის სიმშრალე
თირკმლის ფუნქციების დარღვევა (თირკმლების შესაძლო დაზიანება)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება(ჰიპერთირეოზი)
ნაკლებად გავრცელებული:
პანკრეასის ანთება
გილიან-ბარეს სინდრომის შესაძლო ნიშნები: სისუსტე და პარალიზი (დამბლა)
ზურგის ტვინის და თავის ტვინის მფარავი გარსის ანთება
თირკმლეზედას ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე
ტიპი-1 დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი)
კუნთების ანთება (მიოზიტი)
გასქელებულ კანზე წითელი, მშრალი, ბალთისებრი ლაქები (ფსორიაზი)
თირკმლების ანთება
კანის ქავილი, ბუშტუკები, აშრევება და ან იარები და/ ანდა პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, ხახის ანდა სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი წყლულები (კანის ძლიერი რეაქციები)
იშვიათი:
გულის კუნთის ანთება(მიოკარდიტი)
კუნთოვანი სისუსტის განმაპირობებელი დაავადება- მიასთენია გრავის
თავის ტვინის ქვემო ნაწილში არსებული ჰიპოფიზის ანთება
თვალის ანთება (უვეიტი)
დაფიქსირებული სხვა გვერდითი ეფექტები (უცნობი სიხშირის):
ხშირი და მტკივენული შარდვა, შარდვის გახშირება, შარდში სისხლი, მუცლის ქვემო ნაწილში ტკივილი და ზეწოლის მსგავსი ნიშნების შემცველი შარდის ბუშტის ანთება
კვლევის შედეგები და გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, როცა ტეცენტრიკის და სხვა სიმსივნის სამკურნალო წამლების კომბინაცია ხდება:
ძალიან გავრცელებული:
დაღლილობის და სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება
ინფექციის რისკის ზრდის განმაპირობებელი, ცხელებასთან ერთად ანდა მის გარეშე, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა (ნეიტროპენია, ლეიკოპენია)
სისხლდენის და სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილის გამომწვევი თრომბოციტების რაოდენობის დაცემა (თრომბოციტოპენია)
ყაბზობა
მგრძნობელობის დაკარგვა, ტკივილი და /ანდა მოტორული ფუნქციების დაკარგვით დასრულებული ნერვების დაზიანება (პერიფერიული ნეიროპათია)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
მადის დაქვეითება
ჰაერის უკმარისობა
დიარეა
გულისრევა
კანის ქავილი
გამონაყარი
სახსრების ტკივილი
ძლიერი სისუსტე (დაღლილობა)
ცხელება
თავის ტკივილი
ხველა
კუნთების და ძვლების ტკივილი
ღებინება
ზურგის ტკივილი
ენერგიის უკმარისობა
ფილტვების ინფექცია
თმის ცვენა
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
ხელების და ფეხების შეშუპება
გავრცელებული:
სისხლში კალიუმის დაბალი დონე(ჰიპოკალემია) ანდა ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრემია), რომელიც ანალიზებით ვლინდება
პირის ღრუს და ტუჩების ანთება
ხმის ჩახლეჩა (დისფონია)
შარდში პროტეინების გაჩენა(პროტეინურია)
სისუსტის და კუნთებშიკრუნჩხვების, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვის და ტკივილის გამომწვევი მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნემია)
გონების დაკარგვა
ღვიძლის ანთების ნიშნების მაჩვენებელი ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებელი (ანალიზით ვლინდება)
გემოს შეგრძნების დარღვევა (დისგუზია)
ინფექციის რისკის ზრდის გამომწვევი ლიმფოციტების რაოდენობის დაცემა (სისხლის თეთრი უჯრედების მსგავსად)
თირკმლის ფუნქციების ანომალური მაჩვენებელი (თირკმლების შესაძლო დაზიანება)
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი)
თავბრუსხვევა
ინფუზიასთან დაკაშირებული რეაქციები
სისხლში ძლიერი ინფექცია (სეფსისი)
ნაკლებად გავრცელებული:
გასქელებულ კანზე წითელი, მშრალი, ბალთისებრი ლაქები (ფსორიაზი)
კანის ქავილი, ბუშტუკები, აშრევება ანდა იარები და / ანდა პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, ხახის და ყელის, სასქესო ორგანოების მიდამოებში ძლიერი წყლულები (კანის მძიმე რეაქცია)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ტეცენტრიკის შენახვა
ტეცენტრიკი,სამედიცინო პერსონალის მიერ, საავადმყოფოში ანდა კლინიკაში უნდა იქნას შენახული. შენახვის შესახებ მონაცემები ქვემოთაა მოცემული:
აღნიშნული წამალი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
აღნიშნული წამალი, კოლოფის და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა, მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.
შეინახეთ მაცივარში (20C -80C ტემპერატურაზე).
თუ, განზავება კონტროლირებად და გამოცდილ ასეპტიკურ პირობებში არ მოხდება, განზავებული ხსნარი 24 საათზე უფრო მეტი დროით 20C -80C ტემპერატურაზე ანდა 8 საათზე უფრო მეტი დროის განმავლბაში ოთახის ტემპერატურაზე (≤ 250C ) უნდა იქნას შენახული.
არ გაყინოთ.
არ შეანჯღრიოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონი მუყაოს კოლოფში შეინახეთ.
თუ, პროდუქტში შემღვრევას, ნაწილაკების არსებობას ანდა ფერის ცვლილებას შეამჩნევთ, წამალი არ გამოიყენოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტეცენტრიკი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ტეცენტრიკი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
სს Roche მუსთაჰზარლაეი სანაი
უნიქი. სტამბოლი.აიაზაღას ქ. N:4, ბინა-101.
34396. მასლაქი/სარიერი-სტამბოლი.
წარმოების ადგილი:
შპს. F-Hofman-La Roche
Wurmisweg, CH-4303, Kaiseraugst
შვედეთი.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 10.03.2022-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის,
რომელიც ინფუზიას განახორციელებს
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
განზავებისთვის რეკომენდაციები
20 მლ ტეცენტრიკის კონცენტრატი ფლაკონიდან უნდა ამოიქაჩოს და 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის შემცველ პოლივინილ ქლორიდის, პოლიეთილენის ანდა პოლიოლეფინის საინფუზიო ტომარაში (პარკში) უნდა განზავდეს. განზავების შემდეგ ხსნარის კონცენტრაცია 3,2 -დან 16,8 მგ/მლ შორის უნდა იყოს. ქაფის წარმოქმნის გარეშე ხსნარის შერევის მიზნით, ტომარა(პარკი) მსუბუქად, ნელა, თავდაყირა რამდენჯერმე გადაატრიალეთ, ხსნარის მომზადებისთანავე ინფუზია უნდა განხორცილედეს.
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები, გამოყენებამდე ნაწილაკების არსებობის ანდა ფერის ცვლილების მხრივ შეუიარაღებელი თვალით უნდა შემოწმდეს. თუ, ხსნარში ნაწილაკებს შეამჩნევთ ანდა ფერის ცვლილება გამოვლინდება, ხსნარი არ გამოიყენოთ.
ტეცენტრიკის პროდუქტთან კონტაქტის მქონე პოლივინილ ქლორიდის, პოლიეთილენის ანდა პოლიოლეფინის ზედაპირის მქონე საინფუზიო ინტრავენურ ტომარებს შორის შეუთავსებლობა არ გამოვლენილა. დამატებით, პოლიეთერსულფონის ანდა პოლისულფონის შემცველი ბრტყელი ღერძის ფილტრის მემბრანებსა და საინფუზიო ნაკრებებსა და პოლივინილ ქლორიდის, პოლიეთილენის ანდა პოლიბუტადიენის ანდა პოლიეთერურეთანის შემცველ სხვა ინფუზიისთვის დამხმარე ნაწილებთანაც შეუთავსებლობა არ ვლინდება. ბრტყელი ღერძის ფილტრის მემბრანის გამოყენება არჩევანზეა დამოკიდებული.
სხვა წამლები იმავე საინფუზიო სისტემით არ განახორციელოთ.
განზავებული ხსნარი:
პრეპარატის მომზადების შემდეგ, განზავებული ხსნარი 2-80 C ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში და საშუალო ტემპერატურაზე (≤30 C) 24 საათის განმავლობაში ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული საინფუზიო ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, მაშინვე არ იქნება გამოყენებული, გამოყენების დროს შენახვის პირობები და გამოყენებამდე არსებული პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია, განზავება კონტროლირებად და მოქმედ ასეპტიკურ პირობებში უნდა განხორციელდეს, პრეპარატი, 2-80 C ტემპეატურაზე 24 საათზე მეტი დროით ანდა გარემოს ტემპერატურაზე (≤25 C) 8 სათზე მეტი დროით არ უნდა იქნას შენახული.
გამოყენების მეთოდი:
ტეცენტრიკი, განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის. ტეცენტრიკის ინფუზია ინტრავენური პომპის ანდა ბოლუსის სახით არ უნდა განხორციელდეს.
ტეცენტრიკის პირველი დოზა 60 წუთის განმავლობაში უნდა გაკეთდეს. თუ, ინფუზიის პირველი დოზის ტოლერატობა კარგი იქნება, ყველა მომდევნო ინფუზია შეიძლება 30 წუთის განმავლობაში გაკეთდეს.
ერთიდაიმავე საინფუზიო სისტემით ერთდროულად სხვა (რამდენიმე) სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გადაისხას.
განადგურება:
გამოუყენებელი პროდუქტი ანდა ნარჩენი მასალა ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ და ,,შეფუთვების ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ რეგულაციების შესაბამისად უნდა განადგურდეს.
10251478TR
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.