პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ტექსამენ-L

TEKSAMEN-L™

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ტექსამენ-LTM ნაჩვენებია ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად. პრეპარატი ტექსამენ-LTM ასევე გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მწვავე დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მათ შორის დაჭიმულობის, ამოვარდნილობის და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებების დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტენოქსიკამი (tenoxicam)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №3 და 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №3
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043746
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატექსამენ-L და სხვა წამალი ერთად

ტექსამენ-L — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ტექსამენ-LTM ნაჩვენებია ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.

პრეპარატი ტექსამენ-LTM ასევე გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მწვავე დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მათ შორის დაჭიმულობის, ამოვარდნილობის და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებების დროს.

ტენოქსიკამი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად ზემოაღნიშნული ჩვენებებით პაციენტებში, რომლებშიც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.

მიღების წესი და დოზირება

არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო მინიმალური დროის განმავლობაში.

მოზრდილი პაციენტები

პრეპარატი გამოიყენება 20 მგ დოზით 1-ჯერ დღეში 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტენოქსიკამის პერორალური ფორმების გამოყენებით. პრეპარატი გამოიყენება ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე დროს.

არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, რადგან ამ დროს ყოველთვის არ მიიღწევა უფრო გამოხატული თერაპიული ეფექტი და იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების დროს თერაპიის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება გაიზარდოს 14 დღემდე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პრეპარატი ტექსამენ-LTM განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, იზრდება მძიმე გართულებების განვითარების რისკი. ასევე, ამ კატეგორიის პაციენტებში უფრო ხშირად ხდება სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევები.

თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საჭიროდ მიიჩნევა, ისინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზით მინიმალური დროის განმავლობაში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.

ბავშვები

არ არსებობს რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

კრეატინინის კლირენსი

დოზირების რეჟიმი

25 მლ/წთ-ზე მეტი

საჭირო არ არის პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია. რეკომენდებულია პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი.

25 მლ/წთ-ზე ქვემოთ

არ არსებობს რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ტენოქსიკამის შეკავშირება პლაზმის ცილებთან მაღალია, ამიტომ სიფრთხილეა აუცილებელი სისხლის პლაზმაში ალბუმინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში (მაგალითად, ნეფროზული სინდრომის დროს) ან სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში.

არ არსებობს რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.

გამოყენებამდე ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას კომპლექტში მოცემულ 2 მლ სტერილურ საინექციო წყალში. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ტენოქსიკამის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, მათ შორის იბუპროფენისა და აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ (ტენოქსიკამის მიმართ ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი);
  • მწვავე პეპტიური წყლული/სისხლდენა, მორეციდივე პეპტიური წყლული/სისხლდენა ანამნეზში (წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი), წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მძიმე გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ანამნეზში, დაკავშირებული ადრე ჩატარებულ თერაპიასთან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;
  • გულის მძიმე უკმარისობა;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის მესამე ტრიმესტრი.

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზას ტიპი 2 (ცოგ-2) შერჩევით ინჰიბიტორებთან.

არასასურველი რეაქციების რისკი შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს ტენოქსიკამის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით გამოყენებისას სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო მინიმალური დროის განმავლობაში (იხ. ქვემოთ და განყოფილება „გამოყენების წესი და დოზები“).

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

რეკომენდებულია ჰიპერტენზიის და/ან მსუბუქი და ზომიერი გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტების სათანადო მონიტორინგი და კონსულტირება, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ არტერიული თრომბოზის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) შეიძლება ოდნავ გაიზარდოს გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას). ამჟამად, არ არის საკმარისი მონაცემები ტენოქსიკამის გამოყენების დროს ასეთი რისკის გამოსარიცხად.

პაციენტებში უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, დიაგნოსტირებული კორონარული დაავადებით, პერიფერიული არტერიული დაავადებით და/ან ცერებროვასკულური დაავადებით, პრეპარატი ტექსამენ-LTM გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასების შემდეგ. ასევე აუცილებელია შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა პრეპარატით ტექსამენ-LTM ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ღვიძლის დარღვევები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის უკმარისობის განვითარება. ასეთი ცვლილებების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ პრეპარატებს, და ხანდაზმულ პაციენტებში. ზემოაღნიშნულ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

აღწერილია შრატში ტრანსამინაზების დონის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების მომატების ცალკეული შემთხვევები. უმეტეს შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ცვლილებები უმნიშვნელოდ იყო გამოხატული (მაჩვენებლები ოდნავ აღემატებოდა ნორმალურ მნიშვნელობებს) და იყო გარდამავალი ხასიათის. თუ განვითარდა მნიშვნელოვანი ან მუდმივი ცვლილებები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და შემდგომში უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოკვლევა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის არსებული დაავადებების მქონე პაციენტებში.

იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავს თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც დამხმარე როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი სისხლის ნაკადის დაქვეითება და გაუწყლოება. ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დეკომპენსაცია მისი აღდგენით თერაპიამდე არსებულ დონემდე პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. ასეთი ცვლილებების ყველაზე დიდი რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული თირკმელების დაავადება (შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების ჩათვლით), ნეფროზული სინდრომი, გაუწყლოება, ღვიძლის დაავადებები, გულის უკმარისობა, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას დიურეტიკებით ან პოტენციურად. ნეფროტოქსიური პრეპარატებით. ასეთ პაციენტებში აუცილებელია თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი. ასევე, ასეთ პაციენტებში პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური დოზით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის უკმარისობით ან ჰიპერტენზიით ანამნეზში, რადგან იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნა შეშუპებები.

კანისმიერი რეაქციები

კანისმიერი მძიმე რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ზოგჯერ ფატალური იყო, დაფიქსირდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის დასაწყისში: უმეტეს შემთხვევაში ისინი დაფიქსირდა თერაპიის პირველ თვეში. კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების, ლორწოვანი გარსების დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სხვა ნიშნების დროს პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება უნდა შეწყდეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდის არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირეს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და პერფორაციის რისკს, რაც შეიძლება ფატალური იყოს. აუცილებელია ხანდაზმული პაციენტების ფრთხილი რეგულარული მონიტორინგი, რათა გამოვლინდეს პოტენციური ურთიერთქმედება სხვა ერთდროულად გამოყენებულ პრეპარატებთან, აგრეთვე თირკმლის, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების მონიტორინგი, რაც შეიძლება შეიცვალოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას

ზემოქმედება ფერტილობაზე

პრეპარატმა ტექსამენ-LTM შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება ან რომლებსაც უნაყოფობის გამო უტარდებათ გამოკვლევა, განხილული უნდა იყოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულების და პერფორაციის განვითარება

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების და პერფორაციის განვითარების შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური, დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ტენოქსიკამით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებზე, ანამნეზში წინა სიმპტომების ან კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებების არსებობის მიუხედავად.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ მცირე დოზით აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს, გასათვალისწინებელია გასტროპროტექტორული თერაპიის გამოყენება (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციები, უნდა აცნობონ ექიმს მუცლის ღრუს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (კერძოდ, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა), განსაკუთრებით პრეპარატით ტექსამენ-LTM მკურნალობის დასაწყისში.

სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა პერორალური გლუკორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილმჟავა.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადების სიმპტომები პრეპარატით ტექსამენ-LTM თერაპიის დროს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. თუ პაციენტს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლული პრეპარატით ტექსამენ-LTM თერაპიის დროს, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ნაწლავის ანთებითი დაავადებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ მითითებული დაავადებების გამწვავება.

ჰემატოლოგიური ეფექტები

ტენოქსიკამი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სერიოზული ოპერაცია (მაგ. სახსრის ჩანაცვლება) და როცა აუცილებელია სისხლდენის დროის განსაზღვრა.

ზემოქმედება მხედველობის ორგანოზე

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას დაფიქსირდა არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ მხედველობის დარღვევა პრეპარატის ტექსამენ-LTM თერაპიის დროს, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

დარღვევები სუნთქვის ორგანოების მხრივ

სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, მათ შორის ასთმით ანამნეზში, რადგან ცნობილია, რომ ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას თან ახლდა ბრონქოსპაზმის განვითარება.

სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება

პაციენტებს სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებებით შეიძლება ჰქონდეთ ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი ტექსამენ-LTM შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 ფლაკონში, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანტიკოაგულანტები

ჯანმრთელ მოხალისეებში არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტენოქსიკამს (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) და დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინებს შორის. ტენოქსიკამი ძლიერ უკავშირდება სისხლის შრატის ალბუმინს და, ისევე როგორც ყველა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, მას შეუძლია გააძლიეროს ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულანტური მოქმედება. რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტების ფრთხილი მონიტორინგი, განსაკუთრებით პრეპარატით ტექსამენ-LTM მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები

ანტითრომბოციტულ საშუალებებთან ან სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევით ინჰიბიტორებთან კომბინირებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ტენოქსიკამთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

საგულე გლიკოზიდები

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულის უკმარისობის გაძლიერება, გლომლარული ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება და სისხლის პლაზმაში საგულე გლიკოზიდების დონის მატება.

ციკლოსპორინი

სიფრთხილეა რეკომენდებული ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას, რადგან იზრდება ნეფროტოქსიურობის რისკი.

ციმეტიდინი

ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

გლუკოკორტიკოსტეროიდები

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ნაწლავის სისხლდენის და წყლულების განვითარების რისკი.

დიურეზულები

დიურეზულების მოქმედება მცირდება. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმში ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და შეიძლება ხელი შეუშალონ დიურეზულების ნატრიურეზულ მოქმედებას, რასაც შეიძლება თან ახლდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიური მოქმედების რისკის გაზრდა. ზემოაღნიშნული ეფექტები გასათვალისწინებელია პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას პაციენტებში გულის ფუნქციის დარღვევით ან არტერიული ჰიპერტენზიით, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ პაციენტის მდგომარეობის გაუარესება.

ლითიუმის პრეპარატები

ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან. ტენოქსიკამის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმით თერაპიას, უნდა მოხდეს სისხლში ლითიუმის დონის ხშირი მონიტორინგი და პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია საკმარისი სითხის მიღების აუცილებლობისა და ლითიუმით ინტოქსიკაციის სიმპტომების შესახებ.

მეთოტრექსატი

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია მეთოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირებასთან, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ტექსამენ-LTM მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებისას.

მიფეპრისტონი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ მიფეპრისტონის ეფექტურობა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ცოგ-2 ინჰიბიტორები, სალიცილატები

არ შეიძლება ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, მათ შორის აცეტილსალიცილმჟავას ერთდროულად გამოყენება, რადგან ამ დროს იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

სალიცილატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტენოქსიკამის გამოყოფა ცილებთან შეკავშირებისგან, რითაც იზრდება ტენოქსიკამის კლირენსი და განაწილების მოცულობა.

პრეპარატთან ტექსამენ-LTM ერთად სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული არასასურველი რეაქციების გაზრდილი რისკის გამო (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ).

პენიცილამინი და ოქროს შემცველი პრეპარატები

პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ ერთდროულ თერაპიას პენიცილამინით ან ოქროს შემცველი პრეპარატებით, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ქინოლონები

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ კრუნჩხვების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებასთან. პაციენტებს, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ქინოლონებით, შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების გაზრდილი რისკი.

თაკროლიმუსი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიურობის რისკი.

ზიდოვუდინი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროული გამოყენებისას ჰემატოტოქსიკურობის რისკი იზრდება. არსებობს მტკიცებულება ჰემართროზისა და ჰემატომების გაზრდილი რისკის შესახებ აივ-დადებით პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენ ერთდროულად თერაპიას ზიდოვუდინით და იბუპროფენით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის ტექსამენ-LTM უსაფრთხოება ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამ მიზეზით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მანკები დაფიქსირდა ადამიანებში, თუმცა მათი განვითარების სიხშირე არ არის მაღალი, და მათი განვითარების კანონზომიერება არ არის დადგენილი.

ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ოლიგოჰიდრამნიონიის განვითარებასთან ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. აღნიშნული ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან მოკლე დროში, როგორც წესი, ისინი შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს ცნობები ორსულობის მეორე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ, რაც ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებში ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში. პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ასევე ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით მინიმალური დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან, პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას, აუცილებელია რამდენიმე დღის განმავლობაში ნაყოფის მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიოზის განვითარებაზე და აორტის სადინარის შევიწროვებაზე. პრეპარატით ტექსამენ-LTM თერაპია უნდა შეწყდეს ოლიგოჰიდრამნიოზის ან აორტის სადინრის შევიწროების შემთხვევაში.

პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს:

  • ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიურობა (სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება); თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. ზემოთ);
  • დედაზე და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის დრო (ანტითრომბოციტური ეფექტი შეიძლება განმოვლინდეს მაშინაც კი, როდესაც გამოიყენება ძალიან დაბალი დოზებით); საშვილოსნოს შეკუმშვის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და გახანგრძლივება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია

კვლევებმა, რომელთა რაოდენობაც დღემდე შეზღუდულია, აჩვენა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გვხვდება ადამიანის დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით. თუ შესაძლებელია, ქალები უნდა მოერიდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ლაქტაციის პერიოდში.

არ არსებობს მონაცემები ტენოქსიკამის (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) ექსკრეციის შესახებ ადამიანის დედის რძეში; ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტენოქსიკამის მაღალი კონცენტრაცია შეიძლება მიღწეული იყოს დედის რძეში.

ფერტილობა

ტენოქსიკამმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე; პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობის გამო, განხილული უნდა იყოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ვერტიგო, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები პრეპარატის გამოყენებისას პაციენტების უმეტესობაში მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის იყო. ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიამ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ცხვირიდან სისხლდენა; იშვიათად - აგრანულოციტოზი; სიხშირე უცნობია - სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის სისხლდენასთან, ანემია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, არათრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: იშვიათად - მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა წონის დაკლება ან მომატება და ჰიპერგლიკემია.

ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია - გონების არევა, ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, უძილობა, დეპრესია, ნერვოზულობა, პათოლოგიური სიზმრები, ვერტიგო; სიხშირე უცნობია - ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით ადრე არსებული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები) სიმპტომებით, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა და ძილიანობა, შეუძლოს ყოფნა, ხმაური ყურებში, პარესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის დარღვევა (მაგალითად, მხედველობის დარღვევა და მხედველობის დაბინდვა).

გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია, ქოშინი; სიხშირე უცნობია - გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: სიხშირე უცნობია - სასუნთქი გზების რეაქტიულობა, ბრონქული ასთმის ჩათვლით, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა, ეპიგასტრიულ მიდამოში ტკივილი, მელენა, ღებინება სისხლით, წყლულოვანი სტომატიტი, ანორექსია, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება; იშვიათად - გასტრიტი; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, არსებობს პეპტიური წყლულების, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა, ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში (იმ შემთხვევებში, როდესაც ფუნქციური მაჩვენებლების დაქვეითება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება ან მათი სიმძიმე იზრდება, როდესაც ვითარდება კლინიკური ნიშნები და სიმპტომები დაკავშირებული ღვიძლის დაავადების განვითარებასთან, ან აღინიშნება სისტემური გამოვლინებები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი), პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება უნდა შეწყდეს); სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; სიხშირე უცნობია - კანის სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის სხვადასხვა სახის გამონაყარი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ნეფროტოქსიური მოქმედება, მათ შორის ინტერსტიციული ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის უკმარისობის განვითარება, შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის შექცევადი მატება სისხლში.

არსებობს ცნობები პურპურის და ქავილის განვითარების შესახებ. იშვიათად აღინიშნა ფრჩხილის დარღვევები, ალოპეცია, ერითემა, ჭინჭრის ციება და ფოტომგრძნობელობის რეაქციები. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აღინიშნა ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ვეზიკულობულური რეაქციები და ვასკულიტი იშვიათად აღინიშნებოდა.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი გადაჭარბება

სიმპტომები

არ არის შეტყობინებები ტენოქსიკამის (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევების შესახებ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირების სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიკული ტკივილი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, იშვიათ შემთხვევებში, დიარეა, დეზორიენტაცია, აგზნება, კომა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ზოგჯერ). მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. აუცილებელია ადეკვატური დიურეზის უზრუნველყოფა და თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ფრთხილი მონიტორინგი. პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან მინიმუმ 4 საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს პაციენტების მონიტორინგი. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების დროს გამოყენებული უნდა იყოს დიაზეპამი (ინტრავენური). შეიძლება მიზანშეწონილი იყოს H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება. შეიძლება ასევე ჩატარდეს სხვა ღონისძიებები პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, დინატრიუმის ედეტატი, ასკორბინის მჟავა, ტრომეთამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა.

გამხსნელი: საინექციო წყალი 2 მლ.

სამკურნალო ფორმა

ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელთან კომპლექტში.

აღწერა: ლიოფილიზებული ყვითელი ფერის ფხვნილი;

გამხსნელი: უფერო, გამჭვირვალე სითხე.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ოქსიკამები. ათქ კოდი: M01AC02.

ტენოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი ეფექტი. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პრეპარატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია; ის სავარაუდოდ მრავალფაქტორიანია, მათ შორისაა პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა და ანთების ადგილზე ლეიკოციტების დაგროვების დაქვეითება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ტენოქსიკამს (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) აქვს ხანგრძლივი მოქმედება; ერთჯერადი დღიური დოზა ეფექტურია.

ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 72 საათს.

ტენოქსიკამის 20 მგ დოზით ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სწრაფად მცირდება პირველი ორი საათის განმავლობაში, ძირითადად განაწილების პროცესის გამო. კუნთში შეყვანის შემდეგ, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის 90% ან მეტი დონე მიიღწევა პრეპარატის შეყვანიდან 15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზირების რეჟიმით 20 მგ დღეში ერთხელ, პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-15 დღის განმავლობაში (ორგანიზმში დაგროვება მოსალოდნელი არ არის).

ტენოქსიკამი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ტენოქსიკამი გამოიყოფა ორგანიზმიდან პრაქტიკულად მხოლოდ მეტაბოლიზმის გზით.

პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად ფარმაკოლოგიურად არააქტიური 5-ჰიდროქსიპირიდილ მეტაბოლიტის სახით, ხოლო პრეპარატის შეყვანილი დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად ძირითადად ჰიდროქსიმეტაბოლიტების სახით, კონიუგირებული გლუკურონის მჟავასთან.

ასაკთან დაკავშირებული ტენოქსიკამის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებები არ აღინიშნა, თუმცა მაჩვენებლებს შორის ინდივიდუალური განსხვავებები, როგორც წესი, უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ტექსამენ-LTM

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ტექსამენ-LTM, Teksamen-LTM

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტენოქსიკამი, Tenoxicam

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, დინატრიუმის ედეტატი, ასკორბინის მჟავა, ტრომეთამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა.

გამხსნელი: საინექციო წყალი 2 მლ.

სამკურნალო ფორმა

ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელთან კომპლექტში.

აღწერა: ლიოფილიზებული ყვითელი ფერის ფხვნილი;

გამხსნელი: უფერო, გამჭვირვალე სითხე.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ტექსამენ-LTM ნაჩვენებია ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.

პრეპარატი ტექსამენ-LTM ასევე გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მწვავე დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მათ შორის დაჭიმულობის, ამოვარდნილობის და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებების დროს.

ტენოქსიკამი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად ზემოაღნიშნული ჩვენებებით პაციენტებში, რომლებშიც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმალური ეფექტური დოზით სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო მინიმალური დროის განმავლობაში.

მოზრდილი პაციენტები

პრეპარატი გამოიყენება 20 მგ დოზით 1-ჯერ დღეში 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტენოქსიკამის პერორალური ფორმების გამოყენებით. პრეპარატი გამოიყენება ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე დროს.

არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, რადგან ამ დროს ყოველთვის არ მიიღწევა უფრო გამოხატული თერაპიული ეფექტი და იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების დროს თერაპიის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება გაიზარდოს 14 დღემდე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პრეპარატი ტექსამენ-LTM განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, იზრდება მძიმე გართულებების განვითარების რისკი. ასევე, ამ კატეგორიის პაციენტებში უფრო ხშირად ხდება სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევები.

თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საჭიროდ მიიჩნევა, ისინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზით მინიმალური დროის განმავლობაში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.

ბავშვები

არ არსებობს რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

კრეატინინის კლირენსი

დოზირების რეჟიმი

25 მლ/წთ-ზე მეტი

საჭირო არ არის პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია. რეკომენდებულია პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი.

25 მლ/წთ-ზე ქვემოთ

არ არსებობს რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ტენოქსიკამის შეკავშირება პლაზმის ცილებთან მაღალია, ამიტომ სიფრთხილეა აუცილებელი სისხლის პლაზმაში ალბუმინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში (მაგალითად, ნეფროზული სინდრომის დროს) ან სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში.

არ არსებობს რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.

გამოყენებამდე ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას კომპლექტში მოცემულ 2 მლ სტერილურ საინექციო წყალში. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ტენოქსიკამის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, მათ შორის იბუპროფენისა და აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ (ტენოქსიკამის მიმართ ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი);
  • მწვავე პეპტიური წყლული/სისხლდენა, მორეციდივე პეპტიური წყლული/სისხლდენა ანამნეზში (წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი), წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მძიმე გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ანამნეზში, დაკავშირებული ადრე ჩატარებულ თერაპიასთან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;
  • გულის მძიმე უკმარისობა;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის მესამე ტრიმესტრი.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზას ტიპი 2 (ცოგ-2) შერჩევით ინჰიბიტორებთან.

არასასურველი რეაქციების რისკი შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს ტენოქსიკამის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით გამოყენებისას სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო მინიმალური დროის განმავლობაში (იხ. ქვემოთ და განყოფილება „გამოყენების წესი და დოზები“).

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები

რეკომენდებულია ჰიპერტენზიის და/ან მსუბუქი და ზომიერი გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტების სათანადო მონიტორინგი და კონსულტირება, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ არტერიული თრომბოზის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) შეიძლება ოდნავ გაიზარდოს გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას). ამჟამად, არ არის საკმარისი მონაცემები ტენოქსიკამის გამოყენების დროს ასეთი რისკის გამოსარიცხად.

პაციენტებში უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, დიაგნოსტირებული კორონარული დაავადებით, პერიფერიული არტერიული დაავადებით და/ან ცერებროვასკულური დაავადებით, პრეპარატი ტექსამენ-LTM გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასების შემდეგ. ასევე აუცილებელია შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა პრეპარატით ტექსამენ-LTM ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ღვიძლის დარღვევები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის უკმარისობის განვითარება. ასეთი ცვლილებების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ პრეპარატებს, და ხანდაზმულ პაციენტებში. ზემოაღნიშნულ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

აღწერილია შრატში ტრანსამინაზების დონის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების მომატების ცალკეული შემთხვევები. უმეტეს შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ცვლილებები უმნიშვნელოდ იყო გამოხატული (მაჩვენებლები ოდნავ აღემატებოდა ნორმალურ მნიშვნელობებს) და იყო გარდამავალი ხასიათის. თუ განვითარდა მნიშვნელოვანი ან მუდმივი ცვლილებები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და შემდგომში უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოკვლევა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის არსებული დაავადებების მქონე პაციენტებში.

იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავს თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც დამხმარე როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი სისხლის ნაკადის დაქვეითება და გაუწყლოება. ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დეკომპენსაცია მისი აღდგენით თერაპიამდე არსებულ დონემდე პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. ასეთი ცვლილებების ყველაზე დიდი რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული თირკმელების დაავადება (შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების ჩათვლით), ნეფროზული სინდრომი, გაუწყლოება, ღვიძლის დაავადებები, გულის უკმარისობა, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას დიურეტიკებით ან პოტენციურად. ნეფროტოქსიური პრეპარატებით. ასეთ პაციენტებში აუცილებელია თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის ფრთხილი მონიტორინგი. ასევე, ასეთ პაციენტებში პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური დოზით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის უკმარისობით ან ჰიპერტენზიით ანამნეზში, რადგან იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნა შეშუპებები.

კანისმიერი რეაქციები

კანისმიერი მძიმე რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ზოგჯერ ფატალური იყო, დაფიქსირდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის დასაწყისში: უმეტეს შემთხვევაში ისინი დაფიქსირდა თერაპიის პირველ თვეში. კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების, ლორწოვანი გარსების დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სხვა ნიშნების დროს პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება უნდა შეწყდეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდის არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირეს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და პერფორაციის რისკს, რაც შეიძლება ფატალური იყოს. აუცილებელია ხანდაზმული პაციენტების ფრთხილი რეგულარული მონიტორინგი, რათა გამოვლინდეს პოტენციური ურთიერთქმედება სხვა ერთდროულად გამოყენებულ პრეპარატებთან, აგრეთვე თირკმლის, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების მონიტორინგი, რაც შეიძლება შეიცვალოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას

ზემოქმედება ფერტილობაზე

პრეპარატმა ტექსამენ-LTM შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება ან რომლებსაც უნაყოფობის გამო უტარდებათ გამოკვლევა, განხილული უნდა იყოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულების და პერფორაციის განვითარება

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების და პერფორაციის განვითარების შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური, დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ტენოქსიკამით მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებზე, ანამნეზში წინა სიმპტომების ან კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებების არსებობის მიუხედავად.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ სიტუაციებში მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით. ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებენ მცირე დოზით აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს, გასათვალისწინებელია გასტროპროტექტორული თერაპიის გამოყენება (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციები, უნდა აცნობონ ექიმს მუცლის ღრუს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (კერძოდ, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა), განსაკუთრებით პრეპარატით ტექსამენ-LTM მკურნალობის დასაწყისში.

სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა პერორალური გლუკორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილმჟავა.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადების სიმპტომები პრეპარატით ტექსამენ-LTM თერაპიის დროს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. თუ პაციენტს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლული პრეპარატით ტექსამენ-LTM თერაპიის დროს, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ნაწლავის ანთებითი დაავადებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ მითითებული დაავადებების გამწვავება.

ჰემატოლოგიური ეფექტები

ტენოქსიკამი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სერიოზული ოპერაცია (მაგ. სახსრის ჩანაცვლება) და როცა აუცილებელია სისხლდენის დროის განსაზღვრა.

ზემოქმედება მხედველობის ორგანოზე

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას დაფიქსირდა არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ მხედველობის დარღვევა პრეპარატის ტექსამენ-LTM თერაპიის დროს, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

დარღვევები სუნთქვის ორგანოების მხრივ

სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, მათ შორის ასთმით ანამნეზში, რადგან ცნობილია, რომ ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას თან ახლდა ბრონქოსპაზმის განვითარება.

სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება

პაციენტებს სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებებით შეიძლება ჰქონდეთ ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი ტექსამენ-LTM შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 ფლაკონში, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანტიკოაგულანტები

ჯანმრთელ მოხალისეებში არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტენოქსიკამს (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) და დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინებს შორის. ტენოქსიკამი ძლიერ უკავშირდება სისხლის შრატის ალბუმინს და, ისევე როგორც ყველა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, მას შეუძლია გააძლიეროს ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულანტური მოქმედება. რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტების ფრთხილი მონიტორინგი, განსაკუთრებით პრეპარატით ტექსამენ-LTM მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები

ანტითრომბოციტულ საშუალებებთან ან სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევით ინჰიბიტორებთან კომბინირებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ტენოქსიკამთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

საგულე გლიკოზიდები

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულის უკმარისობის გაძლიერება, გლომლარული ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება და სისხლის პლაზმაში საგულე გლიკოზიდების დონის მატება.

ციკლოსპორინი

სიფრთხილეა რეკომენდებული ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას, რადგან იზრდება ნეფროტოქსიურობის რისკი.

ციმეტიდინი

ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

გლუკოკორტიკოსტეროიდები

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ნაწლავის სისხლდენის და წყლულების განვითარების რისკი.

დიურეზულები

დიურეზულების მოქმედება მცირდება. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმში ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და შეიძლება ხელი შეუშალონ დიურეზულების ნატრიურეზულ მოქმედებას, რასაც შეიძლება თან ახლდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიური მოქმედების რისკის გაზრდა. ზემოაღნიშნული ეფექტები გასათვალისწინებელია პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას პაციენტებში გულის ფუნქციის დარღვევით ან არტერიული ჰიპერტენზიით, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ პაციენტის მდგომარეობის გაუარესება.

ლითიუმის პრეპარატები

ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან. ტენოქსიკამის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმით თერაპიას, უნდა მოხდეს სისხლში ლითიუმის დონის ხშირი მონიტორინგი და პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია საკმარისი სითხის მიღების აუცილებლობისა და ლითიუმით ინტოქსიკაციის სიმპტომების შესახებ.

მეთოტრექსატი

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია მეთოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირებასთან, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ტექსამენ-LTM მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებისას.

მიფეპრისტონი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ მიფეპრისტონის ეფექტურობა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ცოგ-2 ინჰიბიტორები, სალიცილატები

არ შეიძლება ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, მათ შორის აცეტილსალიცილმჟავას ერთდროულად გამოყენება, რადგან ამ დროს იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

სალიცილატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტენოქსიკამის გამოყოფა ცილებთან შეკავშირებისგან, რითაც იზრდება ტენოქსიკამის კლირენსი და განაწილების მოცულობა.

პრეპარატთან ტექსამენ-LTM ერთად სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული არასასურველი რეაქციების გაზრდილი რისკის გამო (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ).

პენიცილამინი და ოქროს შემცველი პრეპარატები

პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ ერთდროულ თერაპიას პენიცილამინით ან ოქროს შემცველი პრეპარატებით, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ქინოლონები

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ კრუნჩხვების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებასთან. პაციენტებს, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ქინოლონებით, შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების გაზრდილი რისკი.

თაკროლიმუსი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნეფროტოქსიურობის რისკი.

ზიდოვუდინი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროული გამოყენებისას ჰემატოტოქსიკურობის რისკი იზრდება. არსებობს მტკიცებულება ჰემართროზისა და ჰემატომების გაზრდილი რისკის შესახებ აივ-დადებით პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენ ერთდროულად თერაპიას ზიდოვუდინით და იბუპროფენით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პრეპარატის ტექსამენ-LTM უსაფრთხოება ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამ მიზეზით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მანკები დაფიქსირდა ადამიანებში, თუმცა მათი განვითარების სიხშირე არ არის მაღალი, და მათი განვითარების კანონზომიერება არ არის დადგენილი.

ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ოლიგოჰიდრამნიონიის განვითარებასთან ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. აღნიშნული ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან მოკლე დროში, როგორც წესი, ისინი შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს ცნობები ორსულობის მეორე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ, რაც ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებში ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში. პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ასევე ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით მინიმალური დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან, პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას, აუცილებელია რამდენიმე დღის განმავლობაში ნაყოფის მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიოზის განვითარებაზე და აორტის სადინარის შევიწროვებაზე. პრეპარატით ტექსამენ-LTM თერაპია უნდა შეწყდეს ოლიგოჰიდრამნიოზის ან აორტის სადინრის შევიწროების შემთხვევაში.

პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებისას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს:

  • ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიურობა (სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება); თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. ზემოთ);
  • დედაზე და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის დრო (ანტითრომბოციტური ეფექტი შეიძლება განმოვლინდეს მაშინაც კი, როდესაც გამოიყენება ძალიან დაბალი დოზებით); საშვილოსნოს შეკუმშვის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება და გახანგრძლივება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია

კვლევებმა, რომელთა რაოდენობაც დღემდე შეზღუდულია, აჩვენა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გვხვდება ადამიანის დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით. თუ შესაძლებელია, ქალები უნდა მოერიდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ლაქტაციის პერიოდში.

არ არსებობს მონაცემები ტენოქსიკამის (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) ექსკრეციის შესახებ ადამიანის დედის რძეში; ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტენოქსიკამის მაღალი კონცენტრაცია შეიძლება მიღწეული იყოს დედის რძეში.

ფერტილობა

ტენოქსიკამმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე; პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობის გამო, განხილული უნდა იყოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ვერტიგო, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები პრეპარატის გამოყენებისას პაციენტების უმეტესობაში მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის იყო. ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიამ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზის რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ცხვირიდან სისხლდენა; იშვიათად - აგრანულოციტოზი; სიხშირე უცნობია - სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის სისხლდენასთან, ანემია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, არათრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: იშვიათად - მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა წონის დაკლება ან მომატება და ჰიპერგლიკემია.

ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია - გონების არევა, ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, უძილობა, დეპრესია, ნერვოზულობა, პათოლოგიური სიზმრები, ვერტიგო; სიხშირე უცნობია - ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით ადრე არსებული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები) სიმპტომებით, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა და ძილიანობა, შეუძლოს ყოფნა, ხმაური ყურებში, პარესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის დარღვევა (მაგალითად, მხედველობის დარღვევა და მხედველობის დაბინდვა).

გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია, ქოშინი; სიხშირე უცნობია - გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: სიხშირე უცნობია - სასუნთქი გზების რეაქტიულობა, ბრონქული ასთმის ჩათვლით, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა, ეპიგასტრიულ მიდამოში ტკივილი, მელენა, ღებინება სისხლით, წყლულოვანი სტომატიტი, ანორექსია, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება; იშვიათად - გასტრიტი; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, არსებობს პეპტიური წყლულების, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა, ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში (იმ შემთხვევებში, როდესაც ფუნქციური მაჩვენებლების დაქვეითება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება ან მათი სიმძიმე იზრდება, როდესაც ვითარდება კლინიკური ნიშნები და სიმპტომები დაკავშირებული ღვიძლის დაავადების განვითარებასთან, ან აღინიშნება სისტემური გამოვლინებები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი), პრეპარატის ტექსამენ-LTM გამოყენება უნდა შეწყდეს); სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; სიხშირე უცნობია - კანის სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის სხვადასხვა სახის გამონაყარი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ნეფროტოქსიური მოქმედება, მათ შორის ინტერსტიციული ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის უკმარისობის განვითარება, შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის შექცევადი მატება სისხლში.

არსებობს ცნობები პურპურის და ქავილის განვითარების შესახებ. იშვიათად აღინიშნა ფრჩხილის დარღვევები, ალოპეცია, ერითემა, ჭინჭრის ციება და ფოტომგრძნობელობის რეაქციები. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აღინიშნა ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ვეზიკულობულური რეაქციები და ვასკულიტი იშვიათად აღინიშნებოდა.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი გადაჭარბება

სიმპტომები

არ არის შეტყობინებები ტენოქსიკამის (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევების შესახებ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი დოზირების სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიკული ტკივილი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, იშვიათ შემთხვევებში, დიარეა, დეზორიენტაცია, აგზნება, კომა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ზოგჯერ). მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. აუცილებელია ადეკვატური დიურეზის უზრუნველყოფა და თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ფრთხილი მონიტორინგი. პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან მინიმუმ 4 საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს პაციენტების მონიტორინგი. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების დროს გამოყენებული უნდა იყოს დიაზეპამი (ინტრავენური). შეიძლება მიზანშეწონილი იყოს H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება. შეიძლება ასევე ჩატარდეს სხვა ღონისძიებები პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ოქსიკამები. ათქ კოდი: M01AC02.

ტენოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი ეფექტი. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პრეპარატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია; ის სავარაუდოდ მრავალფაქტორიანია, მათ შორისაა პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა და ანთების ადგილზე ლეიკოციტების დაგროვების დაქვეითება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ტენოქსიკამს (ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) აქვს ხანგრძლივი მოქმედება; ერთჯერადი დღიური დოზა ეფექტურია.

ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 72 საათს.

ტენოქსიკამის 20 მგ დოზით ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სწრაფად მცირდება პირველი ორი საათის განმავლობაში, ძირითადად განაწილების პროცესის გამო. კუნთში შეყვანის შემდეგ, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის 90% ან მეტი დონე მიიღწევა პრეპარატის შეყვანიდან 15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზირების რეჟიმით 20 მგ დღეში ერთხელ, პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-15 დღის განმავლობაში (ორგანიზმში დაგროვება მოსალოდნელი არ არის).

ტენოქსიკამი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ტენოქსიკამი გამოიყოფა ორგანიზმიდან პრაქტიკულად მხოლოდ მეტაბოლიზმის გზით.

პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად ფარმაკოლოგიურად არააქტიური 5-ჰიდროქსიპირიდილ მეტაბოლიტის სახით, ხოლო პრეპარატის შეყვანილი დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად ძირითადად ჰიდროქსიმეტაბოლიტების სახით, კონიუგირებული გლუკურონის მჟავასთან.

ასაკთან დაკავშირებული ტენოქსიკამის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებები არ აღინიშნა, თუმცა მაჩვენებლებს შორის ინდივიდუალური განსხვავებები, როგორც წესი, უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებების შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად უფერო მინის ფლაკონში, დალუქული ბრომბუთილის საცობით და “flip-off” ტიპის თავსახურით.

3 ფლაკონი ლიოფილიზატით და 3 ამპულა 2 მლ გამხსნელით კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.

1 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სავაჭრო ნიშნის და მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

ფირმა „ასფარმა“

რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელი / მწარმოებელი

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა